შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Haunting Adeline თავი 5


20-06-2025, 00:19
ავტორი Adeline Reilly
ნანახია 153

თავი 5
მანიპულატორი
[center][/center]
ქარი მეხვევა სხეულზე და თითქოს მეძახის — წინ წადი.
გადადგი ერთი ნაბიჯიც.
გადაიჩეხე.
არ ინანებ.
მზაკვრული ხმა შიგნით მიძვრება და ფესვებს იდებს.
მაგრამ რა იქნება თუ გადავხტები და არ მოვკვდები? სასწაულებრივად გადავრჩებიი და სისხლიანი და ძვლებდატეხილი ვეგდები იქ?
ან — უარესი — სხეულს თუ არ დანებდა და სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდად დავრჩი.
ყველა ვარიანტი შემზარავია.
ფიქრებიდან ხმამ გამომიყვანა —
ვიღაცამ ჩაახველა.
—ქალბატონო? — მოისმა ხმა.
თავი მივაბრუნე.
ჩემს წინ დგას მაღალი, ხნიერი კაცი — რაღაც ბუნებრივი სიმშვიდეს ასხივებს. ისეთი სახე აქვს, რომ შეგიძლია ენდო… ოდნავ მაინც.
თმის ნაცრისფერი ღინღლი ოფლისგან შუბლზე მიკრულია. ტანსაცმელზე ლაქებია — მიწის, ზეთის, შრომის.
დამაკვირდა.
კლდის კიდეს უყურებს, მერე ისევ მე.
ნერვიულობს.
ფიქრობს, რომ უნდა გადავხტე.
და რაც უფრო დიდხანს ვუყურებ სიტყვა უთქმელად, მით უფრო რწმუნდება თაავის ეჭვებში.
არ ვინძრევი.
არ ვეუბნები "არ გადავხტები".
—დღეისთვის, ვამთავრებთ,— მეუბნება ბოლოს.
ის და მისი მუშები მთელი დღე კარიდორს არემონტებდნენ.
ისეთი მდგომარეობაში იყო, რომ ფეხის ჩადგმისას გეგონა იძირებოდი, ლპებოდა.
კაცი თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. წარბი ეჭმუხნება.
კიდევ ქარი ქრის.
ძლიერად უბერავს. თმა სახეს მიფარავს. ხელით ვიწევ, როცა ვამჩნევ — ისევ მიყურებს.
ბებოს არ სიამოვნებდა, როცა კლდესთან ვდგებოდი. ბავშვობაში სულ მიშლიდა.
კლდე სახლიდან სულ რაღაც ორმოცდაათი ფუტითაა დაშორებული. მზის ჩასვლისას ხედით უბრალოდ სუნთქვას გიკრავს.
მაგრამ ღამე?
ღამე ისე ბნელია, რომ ფანრის გარეშე ბოლომდე არ იცი, სად მთავრდება მიწა და იწყება სიცარიელე.
ამ წამს, მზე ჰორიზონტში იძირება. ჩრდილები ღრმავდება, მინდორი ბნელ ლაქებად იფარება.
კლდის კიდემდე ზუსტად სამი ფუტი მრჩება.
სიცოცხლესა და სიკვდილს შუა ახლა მხოლოდ ეს ქვა რჩება.
მალე… ესეც გაქრება.
და თუ ფრთხილად არ ვიქნები — მეც...
—კარგად ხართ, ქალბატონო? — მეკითხება ის კაცი და ერთი ნაბიჯით მიახლოვდება.
ინსტინქტურად ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ… პირდაპირ კლდის კიდისკენ.
კაცს თვალები უფართოვდება, სახეზე ეკვრის შიში, და მაშინვე წევს ხელებს მაღლა —
ცხადია, მხოლოდ დახმარება უნდოდა.
მაგრამ საბოლოოდ… მასთან ერთად საკუთარ თავიც შევაშინე.
უკან ვიყურები.
გული ყელში მებჯინება, როცა ვხედავ, რამდენად ახლოს ვიყავი კედლის კიდესთან.
ერთადერთი, რაც მთელი სხეულით შევიგრძენი იმ წამს —
სუფთა შიშია.
დამნაშავე ღიმილით რამდენიმე ნაბიჯით კლდეს ვშორდები.
ბოდიშის მოხდით ვუყურებ.
ნერვებზე ვარ.
წითელი ვარდები ყველგან მხვდდებ, სადაც მივდივრა უკვე.
სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სამზარეულოს ზედაპირზე ვისკის ჭიქა და ვარდი დამხვდა.
იმ დღეს, როცა დაია წავიდა, ცხელი, ძალიან გრძელი შხაპი მივიღე.
და სწორედ იმ დროს გადავწყვიტე , რომ უნდა დავიწყო მტკიცებულებების შეგროვება.
ქაღალდზე უნდა აღვბეჭდო ეს ყველაფერი,
იმისთვის, რომ თუ ხვალ ან ერთ დღეს მოვკვდები,
მაინც იცოდნენ — რატომ.
შხაპიდან გამოსვლისას ის ცარიელი ჭიქა და გატყეპილი ფურცლები იქ აღარ იყო.
პანიკაში ჩავვარდი.
მაშინვე პოლიციას დავურეკე.
გააკეთეს „ანგარიში“ და მითხრეს, რომ სახლის ირგვლივ ვარდების პოვნა საკმარისი მტკიცებულება არაა მათთვის.
იმ დღიდან სიტუაცია გაუარესდა.
ვეღარ ვიხსენებ, ზუსტად რომელ მომენტში მივხვდი, რომ სტალკერი მყავდა.
მაგრამ ამ ბოლო სამ კვირაში, ეს უკვე იმდენად აშკარა გახდა.
მივდივარ მანქანაში, რომ ჩემს საყვარელ კაფეში წავიდე, სადაც ვწერ ხოლმე…
და საჭესთან მხვდება წითელი ვარდი.
ჩემი მანქანა ჩაკეტილი დავტოვე და ასევე დამხვდა.
არაფერს ტოვებს, არც წერილს, მხოლოდ წითელ ვარდებს — ეკლებმოჭრილს..
ჩემი პარანოია კი იმ მომენტიდან გახშირდა, რაც ორი კვირის წინ რემონტი დავიწყე.

ელექტრიკოსები, ტექნიკოსები, მშენებლები, ლანდშაფტის დიზაინერები…
სულ ახალი ხალხი ტრიალებს ირგვლივ.
ყველა ფანჯარა შევცვალე.
ყველა კარზე — ახალი საკეტებია დაყენებული.
მაგრამ ზუსტად ისე, როგორც ვფიქრობდი არაფერი უშლის ხელს.
ის ყოველთვის პოულობენ გზას.

აქ მოსული ყველა ადამიანი შეიძლება ის იყოს.
არაფერი მაღიზიანებს ისე, როგორც ის აზრი, რომ ყოველდღე უცხო ხალხს ვუშვებ სახლში — და ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ზუსტად ის იყოს, ვინც მსტალკავს.
სიმართლე ვთქვა, რამდენიმეს დავეკითხე კიდეც, ხომ არაფერი შეუმჩნევიათ.
მაგრამ ყველამ ისეთი სახით შემომხედა, თითქოს კოკაინი ვითხოვე.
—ქალბატონო— ისევ მელაპარაკება მოხუცი მუშა.
თავი გავაქნიე — ფიქრები, რომ გამეფანტა.
—მაპატიეთ, მართლა… ცოტა გადაღლილი ვარ,— ვამბობ ჩქარ-ჩქარა, ხელებს ჰაერში ვწევ, ნიშანად, რომ — კარგად ვარ, კარგად…
მთავარი მიზეზი, რის გამოც თავს ნაგავივით ვგრძნობდი, მარტივია:
რომ გადმოვვარდნილიყავი,
ეს ადამიანს მთელი დარჩენილი ცხოვრება შეიზიზღებდა საკუთარი თავი.
შეიძლებოდა მიწა მოწყდეს, ან ზედმეტად წინ გადამედგა ნაბიჯი, და ეს ყოველივე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ კეთილგანწყობით მკითხა: კარგად ხარ?
სულ ეს იქნებოდა.
და მერე?
სიცოცხლის ბოლომდე ინანებდა.
“მე მივედი, მე ვუბიძგე კიდესთან... მე დავაშავე.”
ის შეიჭამდა თავს შიგნიდან.
—არაუშავს,— მპასუხობს, თუმცა მაინც არ მაცილებს მზერას.
—ხვალ მოვალთ, მოაჯირებს დავაყენებთ.
—მადლობა,— ვამბობ ჩუმად.
ეს კაცი, რომ წავა, მერე ავტირდები.
იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა, სულ შემთხვევით მისი ცხოვრება გამენადგურებინა.
—გინდა ვინმეს დავურეკო? — მეკითხება კიდევ ერთხელ.
ღიმილით ვაქნიე თავი.
—ვიცი, ცუდად გამოჩნდა, მაგრამ გეფიცებით, არ ვაპირებდი გადახტომას.
მისი მხრები ოდნავ ეშვება. სახე შვებაისგან უსწორდება.
—კარგია,— ამბობს და თავს მიქნევს.
მიბრუნდა, მაგრამ იმწამსვე ჩერდება.
—ოჰ, ვარდების თაიგულია გარეთ. შენ გელოდება.
გული მეყინება. ხუთი წამით გაშეშდა, სანამ უფრო სწრაფად დაიწყებდა ძგერას.
—რა… რა? ვისგან?
მხრებს იჩეჩავს.
—არ ვიცი. ლანჩიდან რომ დავბრუნდით, უკვე იდგა. ახლახან გამახსენდა. გინდა მოვიტანო?—
—არაუშავს! — ვაწყვეტინებ სასწრაფოდ, ზედმეტად მძაფრად.
ტუჩებს აჭერს ერთმანეთს.
ჯერ კიდევ ოდნავ შეშფოთებული იყურება, მაგრამ ბოლოს თავი მიქნევს და მიდის.
ველოდები თვალს როდის მიეფარება, რომ მეც დავიძრა. ძალიან მიჭირს ისე სიარული ვინმეს გვერდით, როცა ვერ ვესაუბრები, საერთო თემა, როცა არ გვაქვს.
სახლს რომ შემოვარე და წინა მხარეს მივადექი, სანამ ვარდებისკენ გავიხედავდი, წამით გავჩერდი — მზერა ბოლოდროინდელ შავ აივანზე გამიშტერდა.
გარემო მთლიანად განახლებულია — ისევ შავი, მაგრამ უკვე ახალი ფასადითა და საღი ახალი ფერით.
შევინარჩუნე ძველი ვაზები. გავწმინდე გარგოილები.
ზუსტად ისეთი აჩრდილოვანი, დამთრგუნველი მამულია, როგორც ჩანს არც ჩემი წინაპრები იყვნენ ცისარტყელებისა და ყვავილების ხალხი. მეც არ ვარ.
მერე თვალი გავაპარე—
წითელი ვარდების თაიგული კართან, კუთხეში მიყუდებული იყო.
როგორც ჩანს, მუშებმა დატოვეს — ალბათ არ უნდოდათ ჩემი სახლში უნებართვოდ შიგნით შეტანათ.
თვალს სკანერივით ვატარებ ეზოს.
მზის სხივები თითქმის გაქრა.
ხუთ ფუტზე შორს ხეებს იქით ვერაფერს ვხედავ.
თუ ვინმე იქაა… და მიყურებს,
მაგას მე ვერასდროს ვიგრძნობ.
დაძაბულობა თხემიდან ქუსლამდე მხვდება.
თაიგული ვტაცე ხელი, სახლში შევვარდი, კარი დავჯახუნე და ჩავკეტე.
ვარდების შუაგულში, ფრთხილად ჩასმული, შავი ბარათია.
ოქროსფერი კალმითაა დაწერილი.
მხოლოდ ზედა ნაწილი ჩანს.
თვალები მიფართოვდება — ეს პირველი წერილობითი კონტაქტია ჩემსა და მას შორის.
ჯერ კიდევ გუშინ ვოცნებობდი ამ წამზე —
რომ ბარათი დაეწერა, ეთქვა, რას მერჩი? რა უნდა ჩემგან?
მოვისმენდი. გავიგებდი.
მაგრამ ახლა, როცა აქაა…
მინდა დავხიო. დავწვავ. გავაქრო.
დავრჩე — იმ უცოდინრობის უსასრულობაში, რომელიც ცოტათი მაინც მიცავდა.
ჯანდაბა.
თუ არ წავიკითხავ, ეს ამბავი შემჭამს.
დამწვავს.
მკლავებ აკანკალებული ვიღებ ბარათს.
ვხსნი.
“პატარა თაგუნავ.
მალე გნახავ.”
მეგონა, ბევრი რამ გამოვცადე ამ ბოლო დროს.
მაგრამ ამაზე ცივს ვერაფერს ვიგრძნობდი.
პატარა თაგუნავ?
ეს აშკარად კაცია.
და აშკარად გადამწვარია ტვინით.
ნამდვილად.
ზიზღით ვიღებ მობილურს უკანა ჯიბიდან და პოლიციას ვურეკავ.
არ მინდოდა კიდევ ერთხელ მომწეოდა მათთან საუბარი, მაგრამ მესამე წითელი ვარდი და ბარათი…
მესამე გაფრთხილებაა.
მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ილუზიებში ცხოვრობს და პოლიციას გულწრფელად ჰგონია, რომ დაიცავს.
მაგრამ ვერ დავნებდები — და თუ მოვკვდები, მაინც არ ვიქცევი “გაუხსნელ საქმედ”.
არ დავრჩები ჩრდილში.
***

დელიკატური, მაგრამ მტკიცე კაკუნი მესმის კარის მხრიდან.
უკვე ინსტინქტად მექცა, რომ გული წამით მიჩერდება ყოველ ჯერზე, როცა ხმას მესმის ამ მამულში.
ფანჯარასთან მივდივარ — კარის გვერდითაა. ფარდის ქვეშ ვიყურები, რომ ვნახო, ვინ არის.
ვაჰ.
დავიყვირე.
გამიხარდა, რომ, რომ კარს იქით არ დგას ბოროტი ტიპი იარაღით, რომელიც ღრიალებს, “თუ მე ვერ მიგიღებ, ვერავინ ვერ მიგიღებს!”


მაგრამ სიმართლე?
ამას მერჩივნაი ის აჩრდილი ყოფილიყო, ვინც მოსაკლავად მომსდევს.
ამოვიოხრე და კარი გავაღე.
—სარინა რეილი,— ვამბობ ხმამაღლა. — ანუ დედაჩემი.
ქერა თმა თავზე მჭიდროდ აკრული აქვს. თხელი ტუჩები ვარდისფერად დაფერილი. თვალი — ფირუზისფერი და ცივი.
სუფთა პრინცესასავით გამოიყურება.
და მე? მე... არა.
ის სხეულს მეფურად, სწორად და დახვეწილად იჭერს.
მე ნამდვილად არ ვგავარ..
—რას ვუმადლოდე ამ “სიამოვნებას”, დედა? — ხმადაბლა ვამბობ.
ის ცხვირს იჭმუხნის— აშკარად უკმაყოფილოა ჩემი ტონით.
—გარეთ ცივა, არ შემომიშვებ? — ამბობს გაღიზიანებული ტონით და ხელს მიქნევს, გვერდზე გაიწიეო.
მძიმედ ვიწევი. ის კი სრიალით შემოდის, და მის კვალზე შანელის სურნელი ტრიალებს ჰაერში.
ტანში ჟრუანტელი მივლის. სუნი ბავშვობას მაგონებს.
დედაჩემი გარემოს ათვალიერებს. სახის მოჭრილი გამომეტყველება ყველაფერს ამბობს: ეს სახლი მისთვის იყო ბნელი და მძიმე.
ეს გოთიკური სტილი აშკარად ზედმეტი იყო მისთვისაც, ისევე როგორც ჩემთვის — მაგრამ განსხვავებით მისგან, მე მასში კომფორტს ვხედავ.
—შეიძლება ნაოჭები გაგიჩნდეს, თუ ასე გააგრძელებ სახლის ზიზღით ყურებას,— მშრალად ვეუბნები და გვერდს ვუვლი.
ის კი ქუსლების კაკუნით მიიწევს დივნისკენ,
წვიმა დაიწყება მალე — და მე იმედი მაქვს, რომ მანამდე წავა.
მინდა მარტო დარჩენა — წიგნით, წვიმით და სიჩუმით.
დედა იკეცება დივანზე ისე, თითქოს უნდა მხოლოდ ნახევარი საჯდომით დაჯდეს.
თუ თითს ვკრავ, შეიძლება პირდაპირ გადმოვარდეს.
—როგორც ყოველთვის, სასიამოვნოა, ადელაინ,— ოხრავს,
ხმაში სარკასტული მეფობა იგრძნობა — თითქოს, აი, კიდევ ერთი დღე, როცა მე ვარ სულიერად ამაღლებული და შენ — არა.
აი ეგ ოხვრა...
ბავშვობის მუსიკალური ფონი.
ყოველ სიტყვაში იმედგაცრუებაა და ზედ დაკიდებული სიტყვები:
“მეტს არაფერს ველოდი შენგან.”
—რატომ მოხვედი? — ვკითხე პირდაპირ.
—რა, არ შემიძლია, ჩემი შვილი ვნახო? — ირონიით ამბობს.
მე და დედა არასდროს ვყოფილვართ ახლოს.
მას სწყინდა, რომ ბებოს ვირჩევდი ხშირად.
საყვარელი ბებიის მხარეს ვიჭერდი, მასთან ვრჩებოდი ღამე, მის ამბებში ვიკარგებოდი.
მე კი გულში მისდამი ნაიარევი მქონდა.
იმიტომ, რომ ყოველთვის მაფიქრებინებდა, რომ ბებოს არჩევა არ შეიძლებოდა.
დღემდე ვერ ხვდება, რატომ არ ვგიჟდები მასზე.
—აქ მოხვედი, რომ კიდევ ერთხელ მითხრა, როგორ ვიფუჭებ ცხოვრებას ძველ სახლში ცხოვრებით? — ვეკითხები და ფანჯარასთან ვსკუპდები ძველ საქანელა სავარძელში.
აქ ჯდომა ისევ მახსენებს —
გუშინდელი ბარათს.
ვარდებს.
პოლიციელს, რომელიც ორი სიტყვის მერე ჩანაწერს აკეთებს და მეუბნება, “შევინახავთ მტკიცებულებად.”
ზუსტად ვიცი, დროის კარგვაა.
მაგრამ თუ სადმე დამაგდებენ მკვდარს, მაინც მირჩევნია, იცოდნენ, რომ ეს უბრალო “შემთხვევა” არ იყო.
—დღეს ქალაქში საქემეები მაქვს.
მანამდე ვიფიქრე, შენთან შემოვივლიდიი,— ამბობს ცივად.
(და ამით იწყება კიდევ ერთი ვიზიტი, სადაც მისთვის “სიამოვნებაა” და ჩემთვის — ჯოჯოხეთური თავშეკავება.)
აა. აი, რაშიც იყო საქმე.
დედაჩემი არასდროს გამოივლიდა ერთსაათიან გზას მარტო იმიტომ, რომ ჩემთან ჩაი დაელია და კარგი გოგოს როლი ეთამაშა.
ქალაქში ჰქონდა საქმე — და გზადაგზა გადაწყვიტა, რომ შეიძლებოდა ცოტათი წამეჩხუბოს.
—გინდა იცოდე, რატომ იმსახურებს პარსონსების მამული დანგრევას, ადელაინ? — მეკითხება და ტონი აშკარად მეუბნება “შენ ახლა გაჩვენებ რა არის ჭკუა.”
მოულოდნელად უსიამოვნო შეგრძნება მიჩნდება.
—რატომ? — ჩუმად ვეკითხები.
—იმიტომ, რომ ამ სახლში ბევრი ადამიანი მოკვდა.
—ხუთი მშენებელი ხანძარში? — ვკითხე და მაშინვე მახსენდება ბებოს მიერ მოყოლილი ამბავი — ბავშვობაში მიყვებოდა, როგორ გაჩაღდა მამულში ცეცხლი და ხუთი კაცი დაიღუპა.
სახლი თითქმის თავიდან ააშენეს, მაგრამ...
მათი სულები მაინც აქ არიან.

—ჰო, მაგრამ მხოლოდ ისინი არ იყვნენ,— მპასუხობს და ამჯერად ისეთი მზერით მიყურებს, თითქოს... რაღაც უცნობი უნდა თქვას.
ფანჯარაში ვიყურები. უეცრად მიჩნდება სურვილი, ახლავე გავაგდო სახლიდან.
ვგრძნობ — რაღაცას მეტყვის, რაც ცხოვრებას ამოატრიალებს.
და არ ვიცი, მინდა თუ არა ამის მოსმენა.
—მაშინ... კიდევ ვინ? — ვეკითხები ბოლოს და მზერა მის ფანჯარასთან გაჩერებულ შავ პრიალა ლექსუსზე მრჩება.
ჩანჩალა მანქანაა. ისეთი პრიალა და ძვირფასი, რომ სიმდაბლის განცხადებად მეჩვენება.
სახლს არ შეეფერება.
უძრავი ქონების აგენტობა ნამდვილად კარგად ანაზღაურებადია.
დავიბადე და პირველ წლებში კარგი დედობა უნდოდა.
მაგრამ რაც ასაკი მომემატა და ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა, მაშინვე კარიერაში ჩაეშვა და ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აგენტად იქცა.

მისი მიღწევები მავსებს სიამაყით.
მაგრამ ნეტავ ისიც იგივეს გრძნობდეს ჩემთან მიმართებაში.
—შენი დიდი ბებია... ჯიჯი,— ამბობს და ფიქრებიდან ძირს მაგდებს.
სწრაფად მივაბრუნე თავი. შოკის ტალღად გაიარა ჩემში.
—ჯიჯი არამხოლოდ ამ სახლში გარდაიცვალა, ადი...
ის აქ მოკლეს.
პირი ისე გამეხსნა, ალბათ ვერც შევაჩერებდი.
ფეხზე წამოვვარდი, საქანელა სავარძელი კედელს მწარედ შეასკდა.
—არ მოკლავდნენ! — ვამბობ დაუფიქრებლად. უარვყოფ.
მაგრამ დედაჩემი ერთ რამეში მაინც ნამდვილად არ ტყუის: იცის ფაქტები.
არ იტყუება.
ბებო ხშირად მიყვებოდა ჯიჯიზე.
მისთვის ის სამყაროს ცენტრი იყო.
მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ მოკლეს.
ერთხელ ვკითხე, როგორ გარდაიცვალა.
მხოლოდ ის მითხრა: ძალიან ადრე წავიდა.
შემდეგ გაჩუმდა.
მაშინ პატარა ვიყავი და მეტი აღარ მიკითხავს.
ვიფიქრე, ჯერ კიდევ ტკიოდა.
არასდროს მიფიქრია, რომ მისი სიკვდილი... ტრაგედია იყო.
დედა ოხრავს.
—აი ამიტომ ჰქონდა ბებოს ასეთი უცნაური...
მიჯაჭვულობა ამ სახლთან.
მაშინ პატარა იყო.
მისი მამა, ჯონი, უკვე აღარავის აკარებდა ამ ადგილს.
მაგრამ ბებო ჭირვეულობდა — გიჟივით და აიძულა, იმ სახლში ეცხოვრათ, სადაც მისი ცოლი მოკლეს.
ჩემს გამომეტყველებას რომ ამჩნევს, უკმაყოფილო მიყურეებს.
—ეს სიტყვები ჩემი არ იყო — პაპაჩემის ნათქვამია, ეგ ჭირვეულობის ნაწილი მაინც.
როგორც კი წამოიზარდა, სახლში მთლიანად გადასცა ქონება და თავად წავიდა.
შენ უკვე იცი, ბებო ამ სახლს არ მოშორებია.
ისევ ფანჯრისკენ ვბრუნდები. წვიმა წკაპ-წკუპით ეხეთქება მინას — წამის წინ დაწყებული წვეთები მალე გადაქცევა თქეშად.
ზუსტად ერგება ჩემს განწყობას, შემიძლია დავიფიცო — ამინდმაც კი იცის, როგორ ვგრძნობ თავს.
—არაფერს იტყვი? — მეკითხება დედაჩემი და მისი მზერა კეფას მიხვრეტს.
სიტყვას ვერ ვძრავ.
უბრალოდ ვაქნევ თავს.
ტვინი გაშეშებულია.
არაფერია სათქმელი.
არაფერი, რაც გადმოსცემს იმას, რაც ახლა გრძნობებში ტრიალებს.
შოკი. უარყოფა. გაურკვევლობა.
ის ოხრავს — ოდნავ რბილად, თითქოს ემპათიაც უჩნდება.
რაც უცნაურია.
დედაჩემი არასდროს ყოფილა მატყუარა, მაგრამ... თანაგრძნობა? ეგ მისგან ახალია.
—მამაჩემი არასდროს გრძნობდა თავს კომფორტულად ამ სახლში, მაგრამ ბებო არ თმობდა.
გიჟივით უყვარდა ჯიჯი, და ვერაფრით გაითავისუფლა თავი ამ ადგილიდან.
ეს სახლი დაწყევლილია, ადი.
არ მინდა, იგივე დაგემართოს შენ —
რომ აქ ჩამობერდე მხოლოდ იმიტომ, რომ ბებო გიყვარდა.
ქვედა ტუჩს კბილებს შუა ვიყოლებ . ვკბეჩ... ძლიერად.
ჯიჯი…
ის ხომ თავის “სტუმარზე” წერდა? იმ კაცზე, რომელიც მოდიოდა და რაღაც აუხსნელს, ბნელსა და არაკანონიერს ამდენად ახლოს უშვებდა.
საშინელებებზე, რაც ხდებოდა… რაც თითქოს არ უნდოდა, მაგრამ მაინც უნდოდა.
ეს ის იყო?
ის სტალკერი?
ის ხომ ამ სახლში დადიოდა… და ბოლოს ალბათ ის მოკლა.
ეს ყველაზე ლოგიკურია.
ნელა ვუბრუნდები დედას.
—იციან, ვინ მოკლა? ჯიჯი?
დედა თავს აქნევს. ტუჩები ეკვრება,
ვარდისფერი პომადა ბზარებად იშლება.
მაგრამ ეგ ბზარები უფრო ღრმაა, ვიდრე კოსმეტიკა —
დედაჩემიც გატეხილია.
ოღონდ მე არ ვიცი — რატომ.
—არა.
საქმე დღემდე გაუხსნელია.
მტკიცებულება არ იყო საკმარისი.
და იმ დროს… ადი, მაშინ უფრო იოლად გადარჩებოდი, ვიდრე დღეს.
ზოგი ჩემი ბაბუისკენ იშვერდა ხელს, მაგრამ…
არასდროს დაუშავებდა.
სიგიჟემდე უყვარდა.
გაუხსნელი.
ჩემი დიდი ბებია ამ სახლში მოკლეს.
და მკვლელი არავის დაუჭერია.
გულის შიშისგან მიცემს.
და ახლა,
ვიღაც ჩემთვის დადის. იმავე სახლში.
მე ვიცი, ვინც მოკლა ჯიჯი.
გულის სიღრმეში ვიცი.
მაგრამ ხმამაღლა თქმა ვერ გავბედო… სანამ აბსოლუტურად დარწმუნებული არ ვიქნები.
—სად მოკლეს? — ვკითხე ჩურჩულით. ხმა აღარ მქონდა.
—საძინებელში. იმავე ოთახში, რომელიც მერე ბებოს საძინებლად იქცა.— ჩერდება წამით და მერე, ოდნავ ზიზღით ამატებს:
—და, დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე — შენიც.
არ ცდება.
სრულიად გავარემონტე — მაგრამ მაინც დავტოვე ის დიდი სკივრი საწოლის ბოლოში… და კუთხეში დახრილი,ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი სარკე.
ორივე ჯიჯისგან გადმოცემული იყო.
საწოლი გამოვცვალე. ჩემი შევიძინე.
მაგრამ იმავე ოთხ კედელში ვიძინებ, რომელშიც მკვლელობა მოხდა.
სიგიჟეა.
მაგრამ დედაჩემის ნათქვამიც კი, ვერ გადამიყვანს ამ ოთახიდან. თუ ეს მე გიჟად მაქცევს, მაშინ დიდება და პატივი ჩვენს ოჯახს —
მზად ვარ, გიჟიც ვიყო.
ჯიჯი თავის სტალკერზე შეყვარებული იყო.
იმ კაცზე, ვინც ბოლოს ალბათ მოკლა კიდეც.
და ახლა, მე მყავს ჩემი.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე ასე სულელი არ ვარ.
არასდროს შემიყვარდება.
დედა დგება. ანუ წასვლას აპირებს.
მისი ქუსლები მოჭედილ იატაკზე ზუსტად ისე ჟღერს, როგორც უნდა — სუფთად, მკაცრად.
მიდის კარისკენ.
ბოლოჯერ მიყურებს.
—იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ და აქედან წახვალ, ადი.
აქ…
საშიშია.
მისი ხმა ქრება. კარიც მშვიდად იკეტება.
ფანჯრიდან ვუყურებ, როგორ უჩინარდება მისი ლექსუსი გრძელ, კილომეტრიან ბილიკზე.
მარტო ვრჩები. ამ ძველ, დაწყევლილ სახლში.

“პატარა თაგუნავ, მალე გნახავ, ”

ახლა…
ყველგანს ეგ ფრაზა მელანდება.


წერილი

25 მაისი 1944

ჩემი სტუმარი დღეს პირველად დამელაპარაკა, მას შემდეგ, რაც აქ მოსვლები დაიწყო. შოკში ჩავვარდი.
მისი ხმა ძალიან ღრმაა, როგორც კი დაილაპარაკა, აღარ მინდოდა, რომ ოდესმე გაჩუმებულიყო.
ვკითხე, რატომ მოდიოდა და მიყურებდა, რა უნდოდა ჩემგან. სიყვარულში გამომიტყდა, მითხრა, როგორ ვუნდივარ. სახელი ვკითხე და მან მითხრა.
რონალდო, საინტერესო სახელია და ძალიან უხდება.
ამის შემდეგ დიდხანს არ დარჩენილა, უნდოდა ეკოცნა, შევცბი, მაგრამ საბოლოოდ უფლება მივეცი.
შემრცხვა, რომ იმ მომენტში ჯონზე არ ვიფიქრე, მაგრამ მხოლოდ ის მინდოდა მისი ტუჩები მეგრძნო ჩემსაზე.
როცა მაკოცა, ცაში ავიჭერი ვარსკვლავებთან.
არ მგონია, რომ მალე ჩამოვალ აქედან.




____________________

სერიოზული ინტრიგა იხლართება.... ჯერ სად ვართ.... ცოტახანში ისეთი ამბები დატრიალდება, ვერავინ მაიძულებთ დაგისპოილეროთ... და ვინც იცით ზადემ მოგაკითხოთ თუ იტყვით

------------------------




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent