წარსული წარსულში II (თავი VI )
საწოლში იწვა და ჩვეულებისამებრ შეტყობინებებს კითხულობდა,ინფლუენსერულ საქმეებს აგვარებდა. იცოდა ვერ დაიძინებდა და გათენებამდე უამრავ საქმეს მოასწრებდა. ესკიზებს ხატავდა , კარი რომ გაიღო და იოანე გამოჩნდა _რა ხდება ?_ყურსასმენი მოიშორა და გაკვირვებულმა შეხედა საწოლისკენ მიმავალს _იოანე მშვიდობა გაქვს? _დაგაძინებ და წავალ _უკაცრავად ? _ მეორე ყურსასმენიც მოიშორა და საწოლზე მიწოლილს ზემოდან დახედა _ დასრულებულია ჩვენი თამაში ... მამაჩემიც არ არის აქ და მატილდას გაბრაზება თუ გინდა სხვა ... _ჩუმად ლაპარაკობდა და სწრაფად ამბობდა სიტყვებს,მაგრამ იოანეს არ ესმოდა _მოდი ,ჩაგეხუტები და დავიძინოთ. ხელი მტკივა , ნუ მალაპარაკებ ბევრს _იოანე ... რა წესია გოგონას ოთახში შესვლა და _შენი ცხოვრების წესი არ არის გავაკეთოთ ის რაც ბედნიერს გვხდის? _მე მაბედნიერებ თუ მე გაბედნიერებ _მე გაძინებ შენ იძინებ _რადგან მაშინ დამეძინა იმას არ ნიშნავს რომ ახლაც დამეძინება... მაშინ 1 კვირის განმავლობაში არ მეძინა _ვნახოთ _მამაჩემი რომ გხედავდეს თავს მოგაჭრიდა _მხედავდა და შენ გვერდით დამტოვა... მე უკვე ვარ მამაშენის ფავორიტი სიძე და თამასა იმდენად მაღლა ავწიე გაგიჭირდება ვინმეს პოვნა ვინც გადამაჭარბებს _ვინმე ნამდვილს ვიპოვი _მოდი ჯერ ჩემთან და სიზმარში ვის ნახავ ხვალ მომიყევი _ შუქი ჩააქრო ,ფურცლები და რვეული გვერდით გადადო და ინას საბანი გაუსწორა _გაყინულხარ _ ხელზე ეფერებოდა და თავზე კოცნიდა _ხელი გტკივა? _ცოტა ... _მანქანას რას უპირებ ... შენებმა რა თქვეს_ბეღურასავით კომფორტულად და თბილად მოეწყო მის სიახლოვეს ,ახლა კი ჟღურტულებდა ჩუმად _არ ვფიქრობ მსგავს საკითხებზე და სჯობს შენც არ იფიქრო. მთავარია კარგად ხარ , ყველაფერს ეშველება ...მიყიდის მამიკო ახალს _არ ხარ შენ მამიკოს ბიჭი _მისკენ იყო გადაბრუნებული,მკლავები ბალიშზე ჰქონდა შემოხვეული და განაბული უყურებდა _მშობლების სახლში ვცხოვრობ,ოჯახის ბიზნესს ვმართავ, მამაჩემის ფულს ვხარჯავ ძირითადად და აბა ვინ ვარ ? _ოჯახთან იმიტომ ცხოვრობ რომ გიყვარს მათთან ყოფნა ...სულ მუშაობდი და ოჯახის ბიზნესს უნდა მოახმარო შენი ცოდნა აბა სხვას ხომ არ გაამდიდრებ. უფრო შემოსავლიანი გახდა თქვენი საქმე და მეტად პოპულარული მას შემდეგ რაც შენ ჩაერთე _ჩემ საქმეებს აკვირდებით ქალბატონო ინა? _ვიცი რაც ხდება ბაზარზე ,მატილდას დავეხმარე რეკლამის მომზადებაში.. _მარტოობა რომ არ მიყვარს და დიდ ოჯახებზე ვგიჟდები ეს საიდან იცი? _მარტივი მისახვედრია... ჭამაც კი არ გიყვარს მარტოს . ალბათ ბევრ ბავშვებზე ოცნებობ _მერე შენ რომ ვეღარ შეძლო მოდელობა რა უნდა ვქნათ ?_ისე უყურებდა ,ისეთი ხმა ჰქონდა ინას დაავიწყა ყველაფერი და სიტყვები დასცდა _ორსულიც მოვაწყობ ფოტოსესიებს და დედობისთვის გაღებული მსხვერპლი მსხვერპლი არ არის... მარტა ამბობს ასე _ ბოლოს თქვა თითქოს გამოასწორებდა ნათქვამს _ყველა შენნაირი უნდა იყოს _ ლოყაზე აკოცა სულ ოდნავ და მერე ყბაზე _ლამაზი ნაკვთების დეფიციტს არც შენ განიცდი_ტვინი ისე ჰქონდა მოწყობილი საუბარს სულ სხარტად აგრძელებდა,მაგრამ გული?გულს რომ ვერაფერს უხერხებდა? _ხასიათი ვიგულისხმე თორემ ისე ყველანი ჩემნაირები იქნებიან ... _ძილის წინ წასაკითხი ზღაპარი ," შენში გარეგნობაზე მეტად ხასიათი მომწონს " _ვინ გითხრა რომ მომწონხარ ? _ თმაზე ეფერებოდა ,უყურებდა და უღიმოდა _ეგ შენ მოგწონვარ _სიტყვა მოწონებას მიუბრალოებ ახლა? _ ხმა ისე ჩაუწყდა მღელვარებისგან თითქოს პირველად ელაპარაკებოდა ბიჭს_რა გინდა ჩემგან , რას ითხოვ ან ელოდები ნეტავ გამაგებინა ... ლოგინში გყავარ ისე მარტივად ,რომ არ დასიზმრებია არავის _ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ველი, რომ ფიქრი შეწყვიტო და დაიძინო _თითები ისე შეახო ლოყაზე თითქოს წინასწარ წმენდდა ცრემლების გასავლელ გზას. თვალთან ახლოს აკოცა , შემდეგ ლოყაზე და თმაზე მოფერება განაგრძო _ რომ გითხრა ოცნებად მაქვს მხოლოდ ჩემ გვერდით გეძინოს_თქო? _მაინც დასცდა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ _ნუ მეტყვი ... ოცნებებიდან გაქრობა და ოცნებების გაქრობა , ორივე ერთმანეთზე მტკივნეულია . მეტჯერ აღარ შემიძლია ,ერთხელ უკვე მეტკინა ეგ ტკივილი აღარაფერი უთქვამს. ახლოს იყო ,თმაზე ეხებოდა და თავზე კოცნიდა ,თითქმის შეუმჩნეველი ,ფრთხილი კოცნებით და მათ სხეულებს შორის უფსკრული იყო მაინც. რაღაც მომენტში სხეული მოუდუნდა, გონებამ სიმშვიდის წერტილი იპოვნა და ბავშვივით უშფოთველი ძილით დაიძინა. იცოდა რომელ საათზე იღვიძებდა და იქამდე გაახილა თვალები ,მაგრამ საძინებლიდან გამოსულს დერეფანში მდგომი მატილდა დაუხვდა და დასახვრეტი პატიმარივით გაჰყვა უკან _არაკაცივით მოქცევა თუ შეგეძლო არ მეგონა სულ ისეთი ლექციებით გვაბრუებდი ყველას _ თენდებოდა, ისე ციოდა პლედმოხვეული გოგოც კი კანკალებდა იოანეს კი ინასგან წამოსულს სითბო მოჰყვებოდა თან _რა არ გაძინებს _მოგეკითხა და იქნებ მეთქვა ,უკაცრავად ჩემი დაქალების დევნას მერე ვინ დაიწყებს. რამდენი წლის წინ და რამდენჯერ გაგაფრთხილე შეეშვი ჩემ მეგობრებს_თქო! შენ რომ დაშორდები მერე მე რა ვქნა ,გაგლანძღო როგორც ტიპიური ყოფილი და მშვიდად გავაგრძელო მასთან მეგობრობა?შენ რომ გულს ატკენ ისედაც გულნატკენს , სხვანაირი ცხოვრება არ ახსოვს ბავშვობიდან სული ტკივა იმ გოგოს და მე რა ვქნა შენ რომ ჭრილობას დაუმატებ მერე მე რა ჯანდაბა ვქნა. როგორ მივიდე მის სახლში,როგორ დავპატიჟო ჩვენთან ,შენი გახსენება როგორ ვაიძულო ყველა ჩემი დანახვისას _ყოველთვის ყველაფერს აჭარბებ მატილდა _გიჟი ვარ მე და შენ ხარ ნორმალური ხომ? _ჩუმად ლაპარაკობდა, ყველა გრძნობით გაბერილი მალე ცრემლებად დაიღვრებოდა _არ მოხდება ის ყველაფერი რაც აღწერე _რატომ , არ შეუყვარდები გგონია? ისიც სხვებივით გართობის და ერთი ღამის უერთიერთობების გოგო გგონია? ხომ იცი რომ მასეთთან მე არ ვიცხოვრებდი და დასავით ვერ მეყოლებოდა,ხომ იცი როგორები მაღიზიანებენ და ის ყველაზე კარგია ვისაც ვიცნობ . მე რომ მიკავშირდებოდეს როგორმე მისი სიყვარული და გულისტკენა , ვერ გადავიტან იცოდე და მე ნუ გამიკეთებ ის თუ არ გაინტერესებს _ამდენს გრძნობ და თვალებით ვერაფერს ხედავ მატილდა? მხოლოდ შენ გრძნობებს რომ აფეთქებ და იკარგები ამდენ ემოციაში არ გინდა მეც დამინახო ოდესმე? _სულ გხედავ ,ყველა მოქმედებაში ისეთს რომ ვამაყობ და ბედნიერებისგან ვგიჟდები ჩემი ძმა რომ ხარ ,მაგრამ შენ და ქალები ერთად ხართ ჯოჯოხეთი . მომენტალურად მინდება დაგგუდო _საერთოდ არაფრის ახსნას ვაპირებ...არ ჩაერიო იცოდე ,ინას იმაზე მეტი არაფერი უთხრა რაც აქამდე გაქვს ნათქვამი და ეცადე ერთხელ მეც დამინახო ისე რომ წარსული დატოვო წარსულში და მაშინ გონებაში ჩაბეჭდილი დასკვნაც იქვე ჩამარხო. რატომ არ გძინავს და ასეთი სახე ვის გამო გაქვს მაგაზე აუცილებლად ვისაუბრებთ _ უფრო მეტად მიუახლოვდა, გაყინული გაათბო მკლავები რომ მოხვია და თავზე აკოცა _ რაც არ უნდა იყოს მე სულ შენ გვერდით ვარ და გააქრე რაც გაწუხებს ,კარგი? _შენ თუ ვერ მიშველი ? თუ გაქრობა არ მინდა იმის რაც მკლავს? _არ ვიცი ამჯერად რა ღრმა გრძნობამ შემოგიტია... ცხოვრების რა ტკივილმა ჩაგითრია , მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო შენი საყვარელი სიტყვებია _გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს , შეუძლებელი ადამიანი კი _მატი _ ატირებული რომ მიეკრო , საწვიმრად მომზადებულ თუშეთის ცაზე მეტად ღრუბლიანი ,მთელი სხეულით დაფარა იოანემ ისე მოხვია მკლავები ,მაგრამ ვერ დაიტია,ვერ მოერია თავისი ყოფნით ილდანის არყოფნას _ვინაა _გრძნობას მიუხვდა, მაგრამ ადრესატს ვერაფრით _ხომ დავიფიცე არასდროს მოგიყვები ჩემ სიყვარულზე_თქო _ ფიცის გატეხვის დროა ისეთი ხარ და რომ გგონია მეც ისე ვატკენ როგორც შენ გტკივა ახლა ეს მანგრევს _არაფერ შუაშია ... საერთოდ არაფერ შუაშია _აბა რა არის შუაში _ის არა , მე და ჩემი გადაუყვარებლობა _ამ სიტყვების მოგონებას როდის შეწყვეტ რა გავიგო _არაფერი გაიგო და გამოიძიო ჩამეხუტე ,მითხარი რომ ყველაზე ძლიერი გოგო ვარ და მოვერევი _იქნებ მორევა არაა საჭირო , მითხარი ჯერ ვინ არის და მერე გადავწყვეტ შენ უნდა მოერიო,მე მოვერიო თუ არ მოერიო _არაფერ შუაშია _მეთქი მე ვარ მხოლოდ მსხვერპლიც და დამნაშავეც _ვხედავ როგორ ვიხსენებ შენი თინეიჯერობის წლებს და ისევ მაიძულებ გავტეხო შენი ყველა სოც.ქსელის მიმოწერები დავჯდე და ვიკითხო შეტყობინებები _შეტყობინებები? ღმერთო ,რომ მომწეროს იმ წამსვე სულს განვუტევებ _რა ... მარტოს გიყვარს მატი?_ მარტო იოანესთვის ყველაზე ტკივილიანი სიტყვა იყო და იმ წამს ასმაგად ეტკინა მატილდას ტკივილი_მატილდა _საკუთარ თავზე მეტად თუ არ გიყვარს გემუდარები არ აჩვენო როგორი საოცარი ხარ შენი ყოფნით მის ცხოვრებაში და მერე არყოფნით არ ატკინო , დამპირდი კარგი ? _დაისვენე სანამ ყველა გაიღვიძებს. დღეს მაინც ვერ გავისეირნებთ, წვიმა გვიახლოვდება _უნდა წავიდე ... გავიარო თორემ დავიხრჩობი _გამოგყვე? _არა ,გთხოვ ... მე და ჩემი კამერა ვიქნებით მარტო _კარგი _ არ უყვარდა მისი მარტოობები,მაგრამ პატივს სცემდა სულ. სახე შეუმშრალა და კიდევ ჰყავდა ცოტა ხნით ჩახუტებული _ მე არ გაგიბრაზდები ვინც არ უნდა იყოს,ხომ იცი მატი? _ვიცი _მართლა ,გეფიცები...არ დაგავიწყდეს , კარგი ? _არ დამავიწყდება _ გაუღიმა და ლოყაზე აკოცა _ ძმებს შორის საუკეთესო ხარ და იყავი შეყვარებულ კაცებს შორის საუკეთესოც . შავი ღრუბელი ფარავდა ცას,ერთი ნაგლეჯიც აღარ ჩანდა ცის'ფრად . კამერამომარჯვებული ფიქრებით მხოლოდ თვალით ხილულ სამყაროზე გადაერთო . სიმშვიდე მოჰქონდა კადრების ძიებას და ირგვლივ ასეთი უამრავი იყო. ჯერ კიდევ მძინარე სოფელში უმისამართოდ დახეტიალობდა იქამდე სანამ ცხენი არ გამოჩნდა ობიექტივში. მთებს შორის მომავალი , საოცარი სანახავი იყო . ახლოს რომ მივიდა და მის წინ გაჩერდა თითქოს ცხოველმა სულში ჩახედა. კამერას იმ წამს უშვა ხელი რა წამსაც მის ზურგზე გაწოლილი კაცის სხეული აღიქვა,ყელზე შემოხვეული მკლავები და დახრილი თავი . ნაბიჯი გაეყინა,ის ერთი ნაბიჯი ძლივს გადადგა სანამ სახეზე დააკვირდებოდა. ვერ გაიგო სუნთქავდა თუ არ , ძინავსო რა წამსაც გაიფიქრა იმ წამს გასწია ხელი შესახებად. ცხენიც თითქოს განზრახ აღარ აგრძელებდა გზას. წამით შეეხო წვერიან ლოყაზე და იმ წამსვე წვდა მკლავში,გაიმართა წელში ,იცვალა სახე და კუშტი მზერით დახედა ზემოდან. მსუბუქი წამოკივლება ჰქონდა ,მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა ბიჭი მისკენ რომ გადმოიხარა და თვალებდაწვრილებული დააჩერდა სახეზე _მანანა ? ამ დილაადრიან სად დახეტიალობ ... გინდა ნადირის მსხვერპლი გახდე? _მატილდა, მა_ ტილ_ და მქვია , შენც დილამშვიდობისა . არ შემხვედრია გზად არაფერი საშიში_ ხელი უნდოდა გაეთავისუფლებინა თითქოს არ უჭერდა,მაგრამ ვერ შორდებოდა _მალე კოკისპირული წვიმა დაიწყება,გზას ვერ გაიგნებ სახლამდე _მაღლა ცისთვის არ აუხედავს,მატილდას თვალებს უყურებდა მხოლოდ . თქვა და თითქოს ცაც მის ნიშანს ელოდებოდა ისე განმეორდა ქუხილი და თვალის დახამხამებაში მოევლო წელზე ილდანის მკლავი, უუნაგირო ცხენზე მოისვა და ისიც იქამდე ერთ ადგილას გაშეშებული ქარივით გაქროლდა . მატილდა ქურთუკით იყო , თორნიკე პერანგისამარა და მაინც ბიჭი ათბობდა გოგოს. ვერ წარმოიდგენდა ამდენად შორს თუ იყო სახლიდან ,ან ვერ გაიაზრა ილდანს საით მიჰყავდა ისეთი წვიმა წამოვიდა ცხოვრებაში რომ არ ენახა მატილდას. ცხენი შედგა ,ისევ თვითნებურად მოქმედებსო შენგელია ფიქრობდა. მიტოვებულ სახლთან გაჩერდნენ, ხის აივანი ჰქონდა პირველივე სართულზე ქვით ნაგებ პატარა შენობას. მთა დაჰყურებდათ თავზე მერე კი თავშესაფარში შესულებს აღარ აწვიმდათ _საოცარია _ ისევ კამერა მოიმარჯვა და ღია ცის ქვეშ მდგომი ცხენი დააფიქსირა ყველაფერი ჩანდა მის ფონზე და ის იყო ცენტრი,შავი ულაყი მუქი თვალებით _შემოდი და შიგნიდან გადაიღე ეგ შენი ფოტოები _ კარი რომ გააღო ხრჭიალით და შიგნით შეიპატიჟა ვერ გაიგო რა ხდებოდა. არადა წამის წინ დაეფიცებოდა რომ ბოქლომი დაინახა . ერთი ოთახისგან შედგებოდა შენობა , ხის სკამები ,პატარა მაგიდა,კუთხეში საწოლი და ბუხარი ,რომელთანაც დადგა ილდანი იქვე დალაგებული გამხმარი ხის ტოტები შეალაგა ,სანთებელა ამოიღო და წუთის შემდეგ ცეცხლმაც გაანათა. ჯერ ისევ ფანჯრიდან დანახულ ხედს იღებდა ,შემდეგ შებრუნდა და გადაიღო როგორ წამში მოიშორა ტანზე მიკრული სველი მაისური ბიჭმა _მომეცი და გაიხადე _რა _ეგ სველი ჟილეტი გაიხადე და ეგ მომეცი _ ახლოს იყო, ხელი გაიწვდინა რომ ფოტოაპარატი გამოერთმია ,მაგრამ მატილდას გონება გაუნათდდა და არ დაანება _სხვის საკუთრებასთან შეხებამდე უნდა ითხოვო ნებართვა მე კი ჩემ ფოტოაპარატზე შეხების უფლებას არავის ვაძლებ _ სიცივიდან უცებ გადავიდა სიცხეზე მისი სხეული,თუ იყინებოდა ახლა იწვოდა და თვალებს ძლივს იმორჩილებდა სახეზე რომ ეყურებინა და არა მის შიშველ ტანზე _ფოტოების უნებართვოდ გადაღება შეიძლება და შენ ფოტოაპარატთან მიკარება არა , სწორად გავიგე ? ასეთია შენი წესები ? _არ გადამიღია შენთვის,უბრალოდ ჩანდი ... კამერა რომ თვალთან მაქვს საკმარისი არ არის,თითიც უნდა დავაჭირო გადასაღებად _ნუთუ _დიახ _ვეღარ უძლებდა მის ღიმილს სახეზე და უცნაურად მოციმციმე თვალებს. დასცინოდა?თუ როგორ იქცეოდა _და შენთან შეიძლება? _რა შეიძლება ჩემთან _შეხება უნებართვოდ თუ ნებართვა ვითხოვო იქამდე სანამ გაგხდი _ ზედმეტად ახლოს იყო ,შიშველი და თან მისი თითები ქურთუკს შეეხო _ციხიდან ახალგამოსულს ქალთა სქესის მონატრება თუ გკლავდა მთაში კი არ უნდა გადმოხვეწილიყავი ქალაქში უნდა დარჩენილიყავი და დაგეოკებინა როგორმე სურვ_ ქურთუკი რომ მოაშორა ისე რომ ზედმეტად არ შეხებია და ზედმეტ სიტყვებ გაფანტულს ქვემოდან ამოხედა ინატრა ნეტავ მიწა გამისკდეს და ჩამიტანოსო _გუშინ მახსოვს ჩემი სახელი არ იცოდი და ამ დილაადრიან რატომ გაფიქრებს ჩემი დაუოკებელი სურვილები ,ამ პატარა გოგოს ? _ხელები ზურგს უკან წაიღო ,ოდნავ გადმოიხარა მისკენ და სიტყვებდაკარგულს დააცქერდა _ კამერაში რამდენი ჩემი ფოტოცაა იმდენი სურვილი გმართებს იცოდე...ერთ დღეს მოვითხოვ _უნდა შევთანხმდეთ იქამდე სანამ რაიმეს მოითხოვ მე კი თანახმა არ ვარ ვინმეს სურვილები შევასრულო ოდესმე _გამოდის ყოფილა ჩემი ფოტოები მანდ _მე ეგ არ მითქვამს _თქვი _იქნებ ჯერ თქვენი მაისური გააშროთ,არ მგონია ნორმალური იყოს უცნობი ქალის წინ შიშველი ყოფნა მაშინ როცა ირგვლივ არავინაა და _შიშველი კაცი რომ არ გინახავს ჯერ პატარავ ამაზე ხაზგასმა საჭირო იყო,ვითომ? _მე არც პატარა ვარ ,არც შიშველი კაცების ხილვის დეფიციტი მაქვს და არც _არც ჩემი ფოტოები გაქვს... მე რა უნდა ვქნა დაგიჯერო ? ტყუილების გუდა გახსენი და ტიტინებ საყვარლად _ ისე ელაპარაკებოდა როგორც ბავშვს , ზუსტად ასე უყურებდა და მატილდასაც სულ უფრო მეტად ეწურებოდა გული . პასუხს არ დალოდებია ისე შებრუნდა და ხის საწოლზე დაჯდა ,კედელს მიეყრდნო ,ფეხი მოხარა ,ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა და რკინის სანთებელა თითებსშორს დაატრიალა _ რომ მოვწიო ხომ არ გეწყინება _ერთ ღერს თუ მომცემ და მომიკიდებ არ _ არ უყვარდა სიტყვას რომ არ ასრულებდა,თქვა აღარ მოვწევო ,მაგრამ ახლა იქ და იმ ვითარებაში მოწევაზე თუ გადაიტანდა ყურადღებას თორემ სხვა ხსნა არ ჩანდა. წვიმის ხმა ძლიერდებოდა მისუსტების ნაცვლად. _დაჯექი , გათბი _ სიგარეტის ღერი კოლოფში ჩააბრუნა და უკან ჯიბეში ჩაიდო ისე რომ მატილდასთვის მიწოდება არც განუხილავს. თვალები ისე დახუჭა ანიშნა საუბარს ვასრულებო. პოზიცია არ შეუცვლია რამდენიმე წუთის განმავლობაში და თვალებიც არ გაუხელია იქამდე სანამ მატილდას ცდუნებამ არ სძლია და დაკვირვება არ დაიწყო. განიერი მხარ_ბეჭი ჰქონდა,ძლიერი მკლავები,მუქი ხორბლისფერი კანი . არცერთი ტატუ და რამდენიმე ნაიარევი _გათბი ცეცხლის საშუალებით და არა ჩემი თვალიერებით ... არ აშრობს, ასველებს _ თვალები არ გაუხელია ისე უთხრა და მატილდას გამჭრიახი გონება კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩიხში . მობილური ჯერ ძლივს იჭერდა და მერე საერთოდ გაეთიშა. კიდევ ერთხელ ვერ დამალა გაოცება თორნიკემ სადღაც რომ დარეკა _გამარჯობა ... ჩემთან ერთადაა შემთხვევით გადავეყარე . წვიმა რომ შეწყდება თვითონ ამოვიყვან ,მშვიდად იყავი . კარგი,დროებით _ საუბარი დაასრულა და ფეხზე წამოდგა,თითქმის მშრალი მაისური გადაიცვა და მობილური გაუწოდა _ვინმე სხვასთან თუ გინდა დარეკვა შეგიძლია გამოიყენო _იოანე საკმარისია ,გმადლობ _გცივა ისევ ? _ იქვე დადებული მოზრდილი მორი შედო ბუხარში და ნელა დაიწყო წვა . _არა _აბა გეშინია ? _მითუმეტეს არ _გაფითრებული ხარ და სუნთქვა გახშირებული გაქვს _კარგად ვარ ... წვიმა რამდენხანს გრძელდება ხოლმე აქ _შეიძლება ხვალამდე ასე გაგრძელდეს _და აქ უნდა ვიყოთ ? _არა, ცოტახანში გაჩერდება და წავალთ. თუ არ მაშინ დავრეკავ და მანქანით მოგაკითხავენ ... წამოწექი თუ გინდა , ასე დაიღლები . გარეთ ვიქნები მე _ არ დალოდებია პასუხს ისე გავიდა აივანზე სადაც ცხენი იდგა უკვე . ფანჯრიდან ხედავდა მატილდა როგორ მიადო შუბლი შუბლზე, აკოცა თვალებსშორის და მოეფერა თავზე. რაღაცას უყვებოდა და ისიც თავისებურად ფრუტუნებდა თითქოს დიალოგი ჰქონდათ. საწოლზე რომ დაწვა მტვრის მოვარდნილ სუნს ელოდა და ბალისზე შეხებისას ნაცნობი გრილი სურნელი რომ იგრძნო მთელს სხეულში დაუარა ცხელმა ტალღამ. იქ რჩებოდა ილდანი,მის საწოლზე იწვა . თვალები თავისთავად დაეხუჭა ,მთელი ღამის უძილობამ და გადაღლილობამ ერთად იმოქმედა, სასიამოვნო შეგრძნებით გაბრუებულს ბუხრიდან წამოსული სითბოსა და სინათლის ფონზე რამდენიმე წუთში მშვიდად ეძინა . დაჟინებულ მზერას გრძნობდა და იძულებული გახდა გამოფხიზლებულიყო,რომ გაიაზრა სადაც იყო და ვინც უყურებდა მაშინვე უშვა ხელი ჩახუტებულ ბალიშს და თვალებისგახელისთანავე წამოჯდა _აღარ წვიმს... ჩაიცვი და წავიდეთ _ რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა თმაარეულს და ლოყებაწითლებულს. ბუხარში წყალი შეასხა და ქურთუკი მიაწოდა ,პირველი გავიდა აივანზე,მატილდაც უკან გაჰყვა _რატომ არ გამაღვიძე... დიდი ხანია გაჩერდა? _მშვიდ ძილს არავის ვურღვევ ... ცხენზე შემოსვა ,უკან მიუჯდა და სწრაფად გაუყვა გზას სახლისაკენ. ზურგით გრძნობდა მის სიახლოვეს,რამდენჯერმე ფოტოს გადასაღებად რომ მოაშორა ხელები ცხენს თორნიკეს თითები შეეხო თეძოზე . ეზოში დახვდნენ ყველანი , იოანე უახლოვდებოდა და წარმოიდგენდა დაძაბულობას ,მაგრამ არაფერი მომხდარა. _ჯერ არ გვისაუზმია ... თინა გელოდებოდათ ორივეს _ სალომემ მიიპატიჟა _საღამოს მოვა _თქო გადაეცი თვალის დახამხამებაში მოსწყდა ცხენი ადგილს და გზაზე დაეშვა . _დღეს თინა ბებოს დაბადების დღე ყოფილა _იოანემ მოიყვანა გონს და მზერა მოაშორა ილდანს _დღეეს? _ხო _სტუმრებს ელოდება? _არა ...მხოლოდ ჩვენ ვიქნებით _თითქმის უცნობ კაცთან ერთად ვიყავი გადაკარგული რამდენიმე საათით და მასთან ერთად ცხენზე შემომჯდარი დავბრუნდი,არაფერს მკითხავ? _წარბაწეულმა გახედა და ჩხუბის მიზეზის პოვნა სცადა _რა უნდა გკითხო ... თორნიკე რომ არაფერს დაგიშავებდა და ყველაფრისგან დაგიცავდა ვიცოდი _რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული _ვიცნობთ კაცები ერთმანეთს და ვცნობთ არაკაცებსაც _და ილდანი კაცია? _გემუდარები შენი ფემინისტური აზრების ფრქვევა ახლა არ დაიწყო,არც კანონებზე და სამართალ_უსამართლობაზე მსჯელობა . აქ არ გინდა, მთაში ვართ დაივიწყე ყველაფერი _ იოანეს მისი ლექციების მოსმენა არ უნდოდა ,რა იცოდა ილდანს ადამიანის მკვლელობაც რომ აპატია და სრულიად უანგაროდ , ბრმად უყვარდა წლების განმავლობაში ........................ _დაბადების დღეს გილოცავთ _ქალი მარტო მყოფი რომ დაიგულა მაშინ მივიდა და საჩუქარი გაუწოდა _რატომ შეწუხდი ბებო ? _ ვერაფერი უთხრა, საიდან იცოდი რომ მოდიოდი ჩემ დაბადების დღეზე შეფუთული საჩუქრით რომ ამოხვედი ან ამ აბრეშუმის ჭრელ თავსაფარს ალაგ _ალაგ გაბნეული ქართული ანბანის ასოებით კუთხეში მაინცადამაინც " მზე თინათინობდა" რატომ ეწერაო. მადლობაც კი ვერ უთხრა ნორმალურად ისე გამოჩნდა სალომე მობილურზე ესაუბრებოდა ვიღაცას ვინც მისალოცად რეკავდა _ეს რა არის? რა ლამაზია ... _დაჩის საჩუქარია _დაჩის ? _ხო ,დაჩის ... იცოდა ვეფხისტყაოსანი ზეპირად რომ ვიცი? _ რბილ მატერიას ყველა კუთხე მოუთვალიერა და წვრილი ასოებით ნაწერი სიტყვების ამოკითხვას ეცადა _შენ უთხარი ბებო? _მისთვის არ მითქვამს... კლასელებთან ვთქვი წლების წინ _გულში სითბო ჩაეღვარა და მთელ სხეულში გავრცელდა. მისი სიშორეც კი დაივიწყა იმ ერთი პატარა _დიდი ამბით _თან თუშური კოშკი ახატია _ ბოლომდე გაშალა ნაჭერი და კარგად დააკვირდა ნახატს _ტელეფონს შენ დაგიტოვებ ,სულ შენ გამო მირეკავენ _ ძლივს თქვა ორი სიტყვა და ეზოში მდგომი ჩადუნელისკენ დაიძრა. მისვლა და დალაპარაკება უნდოდა,მაგრამ ბიჭები გამოჩნდნენ და ხელი შეუშალეს. ისევ ვერ მიუახლოვდა _სალომეე ჩვენც უნდა მოგეხმაროთ? გვეზარება რა უთხარი ბებოს . ბავშვებთან ერთად წავალთ რადგან აღარ წვიმს _დეიდაშვილი მივიდა თხოვნით _წადით ოღონდ ჭკვიანად ხო? არაფერი იტკინით გთხოვ,თორემ მომკლავს დედათქვენი _სათამაშოდ კი არ მივდივართ,საჭორაოდ და ჭორაობის დროს რა უნდა ვიტკინოთ ? _სულ მავიწყდენა რომ უკვე დიდები ხართ _ გაეცინა და ლოყაზე მოეფერა _მიდი და მალე მოდით ხო? _მადლობაა _ხმაურით აკოცა ლოყაზე და წამსვე გაქრნენ ორივენი. .................... _შეიძლება ? _ მატილდამ თავის საძინებელში შეიყვანა ქალი და კარი მიხურა _ არ ვიცოდი თქვენი დაბადების დღე რომ იყო , საჩუქარს ვერ ვუწოდებ,მაგრამ გაჩვენებთ რაღაცას რასაც მოგვიანებით მოგაწვდით თბილისში ყოფნის დროს . ჩემთვის მინდოდა დამეტოვებინა,მაგრამ მგონი შეიძლება და აუცილებელიცაა თქვენთან გაზიარება _პლანშეტი ეჭირა და იქამდე სანამ ფოტოებს აჩვენებდა სიტყვებს ალაგებდა _საჩუქარია ჩემნაირი მოხუცისთვის სალომეს თქვენნაირ გოგი_ბიჭებთან მეგობრობა. სულ მენერვიულებოდა,რომ არავის ენდობოდა და არავისთან იყო ძალიან ახლოს _მე და სალომე ახლო მეგობრები არ ვართ ,მაგრამ ორივემ ვიცით რომ ნებისმიერ დროს დავეხმარებით ერთმანეთს _მჯერა ... _ალბომს გამოგიგზავნით მოგვიანებით _ ფოტოებზე ქალი იყო სალომესთან ერთად,ხინკლის მოხვევის პერიოდში და რამდენიმე მათგანშიც მარტო. უკვე ძალიან ბედნიერი იყო თინა მთავარ ნაწილზე რომ გადავიდა მატილდა _ შემთხვევით დაგინახეთ და არ შემეძლო რომ არ გადამეღო ისეთი სანახავები იყავით ერთად _ ჩუმად თქვა და კიდევ აეწვა გულ_მუცელი თორნიკეს და მისი თინათეს გამოჩენის შემდეგ. სულ ორი ფოტო აარჩია თინასთვის და იმ ორ ფოტოშიც გრძნობები ფარავდა ყველაფერს _თორნიკემ იცის მისი ფოტოები რომ გაქვს? _არა და შეიძლება ჩვენი საიდუმლო იყოს? _დარწმუნებული ვარ იცის _სულ სხვა ფოტოებზე აქვს ეჭვი ... იცით მე ფოტოაპარატით სხვანაირი ხედვა მაქვს და ის რაღაცნაირია , ამ გარემოსთან ისეა შერწყმული როგორც ეს სახლები ,მთები _დაველოდები ფოტოებს და ჩემთვის შევინახავ ,სხვებისთვის მეც არ მემეტება ჩემი და ჩემი ბავშვის სურათები _ასეთს იცნობს კიდევ ვინმე ?_ფოტოს უყურებდა და ყელში გაჩენილ გორგალს ებრძოდა. მტირალა არ იყო ,მაგრამ ილდანს ვერ ერეოდა _მე ვიცნობ და შენ ხედავ _ ხელზე მოეფერა მოხუცი _მადლობა მატილდა ,მადლობა ჩემო ძვირფასო აქ რომ ხარ ,მისთვის და ზუსტად ახლა _უნდოდა შეწინააღმდეგებოდა რამე ეთქვა ,მაგრამ ვერ შეძლო. მხოლოდ მოეხვია და თვითონაც განიცადა მასთან ჩახუტებისას ის სითბო რასაც თორნიკე იღებდა . მთელი დღე არ გამოჩენილა ილდანი, ვახშამიც მზად იყო უკვე ,დასხდნენ კიდეც და მატილდას უკანასკნელი იმედიც გადაეწურა. მოულოდნელად რომ ახმაურდა სახლი და თინას მთელი ოჯახი გამოჩნდა. უკლებლივ ყველა წევრი,შვილები,შვილიშვილები,სიძეები და სულ ბოლოს ჭაღარა კაცი თორნიკეს გვერდით რომ დალანდა უკვე ნათელი იყო მისი ვინაობა _ვახო... აქ როგორ. აქ როგორ ამოხვედი,ექიმმა არაო _ფრენა შეიძლებაო და მაფრინა ჩვენმა არწივმა _ ქალს მოეხვია ,თმაზე აკოცა და მერე ხელები დაუკოვნა _ დაბადების დღეს გილოცავ თინათინო _მე არ ვმართავდი ვერტმფრენს გეფიცები ... _ხელები მაღლა ასწია და ქალი რომ ჩაეხუტა თვითონაც მოეხვია _ გილოცავ თინათე,დიდხანს უნდა მყავდე და სრულყოფილად ბედნიერი .შენი ტირილიც არ შეიძლება ,შენი ცრემლები წმინდაზე წმინდაა _ ყელში ბურთი გაუჩნდა ამ სურათის დანახვისას, თითქოს სხვა ირგვლივ არავინ იყო ,მხოლოდ თორნიკე და მისი მოქმედებები . ის კი კამერასავით ტრიალებდა მის ირგვლივ ოჯახის ფენომენი შენგელიებისთვის უცხო არ იყო. უამრავი ნათესავი ჰყავდათ ,მეგრული ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან დაკავშირებული,ერთმანეთზე მზრუნველი და გვერდით მდგომი,მაგრამ თორნიკე ილდანს დამოკიდებულება მათ მიმართ რაღაც მეტი იყო,რაღაც სხვა აღმატებული. მათი სისხლის ნაწილი რომ არ იყო ,მაგრამ მაინც მათ რომ აკერპებდა და ყველაფერს გაიღებდა მათთვის მსხვერპლად. თითქმის დამშვიდებულს კიდევ ერთი შოკი ჰქონდა ,ლამის გონება დაკარგა ხალხის დაბინავების მომენტში თორნიკემ რომ თქვა ჩემთან დარჩნენ , იმდენი ცარიელი ოთახიაო და ყველამ გვერდით მდგომ სახლს მიაშურა. ზუსტად იმ სახლს მის ფანჯარას რომ უყურებდა თავის ფანჯრით . _არ იდარდო ,ჩემ ოთახში სხვას არ ვუშვებ არასდროს ... ვერავინ დაგინახავს შენ ინტიმურ კომფორტის ზონაში _ მოულოდნელად რომ მიუახლოვდა და გამოელაპარაკა ეს ხომ იყო ერთი ამბავი ,ყველა სიტყვას განგებ არჩევდა თითქოს მატილდას გონება რომ გამოეყვანა მწყობრიდან. მიმიკაც რომ არ ეცვლებოდა?მხოლოდ თვალები უციმციმებდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნათებით და ხმა ?ხმა რას მართებდა შენგელიას ქალს ,საშველი არ ჩანდა. _თვალთვალი დანაშაულია _როგორი საწყალი იყო ,როგორ გააღიმა მრავალდანაშაულჩამდენი ილდანი _ფოტოების უნებართვოდ გადაღებაც , მაგრამ ჩემი უთვალავი გაქვს _ისე დატოვა როგორც მიუახლოვდა. ოჯახის ნაწილი თავისთან წაიყვანა და მეზობელი სახლიდანაც კარგახანს ისმოდა მთვრალი ჟრიამული . ყველა მაინც ვახტანგისა და თინათინის წყვილის ირგვლივ ტრიალებდა. საძინებელში ასულმა ფარდები განგებ არ ჩამოაფარა ფანჯარას. გრძნობდა მის მზერას,ვერ ხედავდა,მაგრამ დარწმუნებული იყო სიგარეტს ეწეოდა და უყურებდა . თავისი სანათი იმ ღამითაც არ ჩაუქრია . ფოტოები გადაარჩია, რჩეულები შეინახა და შემდეგ ემოციებით გადაღლილმა დაიძინა. ................ _აქ როგორ აღმოჩნდი არ მეტყვი ? _მატილდა და ინა დაპატიჟა სალომემ , იოანეს მანქანა გაუფუჭდა და მე წამოვიყვანე. გაგდებას მიპირებ ,ნიკოლოზ? _ გვიანი იყო უკვე ,დაჩი ეზოში იჯდა სალომეს ძმა რომ დაადგა თავზე. მთვრალიც იყო და დაბოლილიც _რომ ვმეგობრობდით მაშინ არ წამომყევი და გამიკვირდა ახლა რომ დამხვდი ... გასაგდებ კაცად შენ არ გადაქცეულხარ ,მე ასე გიცნობ კიდევ _შენ რა გჭირს _მე ? რა უნდა მჭირდეს, ვმუშაობ, ვმონობ და მონურ ხურდებს მიგდებენ . ჩვეულებრივი მოკვდავების ცხოვრებას რას გაიგებ შენ _შენ არ შეგიძლია შეეჩვიო გარემოს თორემ ... შენი ცოდნით დაგაწინაურებდნენ ,ხალხს რომ არ ერჩოდე _მეზიზღება შტერები რომ მითითებენ რაღაცებს და მოთმენა მანგრევს . შემშალეს _პირდაპირ ბანკის უფროსად ვინ დაგნიშნავს ნიკოლოზ თან ამ ასაკში... _იქამდე რა უნდა ვქნა ვიმათხოვრო? მამაჩემმა ყელში ამომიყვანა , თავს რომ იკლავდით სწავლობს სწავლობსო რას აკეთებს ერთი უსწავლელ მეს რომ მეტი მაქვს შემოსავალი და ჩემ საქმეს რომ იწუნებსო. რა ვქნა მაგის პროფილაქტიკაში ვიხოხო ? არაფერი გამეგება მანქანების _მშვენივრად გაგეგება მანქანებისაც უბრალოდ არ გინდა მამაშენთან იმუშაო _შენ რა იყო ისევ ჩემზე პატარა ხარ და ისევ ჭკუას მარიგებ?სალომე გისახლდება ხანდახან ხომ იცი _ასე რომ გნახოს ეწყინება _მილიონჯერ მნახა უკვე, დიდი ხანია აღარ ხარ ჩემ ცხოვრებაში დაჩიკო _მერე როგორ გეგუება _არაფერს მეუბნება და ასე მსჯის. არ მიმჩნევს _არის რამე რაც შემიძლია შენთვის გავაკეთო ნიკოლოზ? _ რამდენიმე წუთის შემდეგ ჰკითხა ფიქრებში ჩაძირულს _არაფერი,ვაფშე ... წადი დაიძინე თორემ აქ ისეთი სიცივეა ღამე გაყინულს გიპოვნიან . _ხვალამდე _ მხარზე დაადო ხელი და დაემშვიდობა. დერეფანში ჩუმად მიაბიჯებდა,სიჩუმე იყო მთელ სახლში და სოფელშიც მხოლოდ ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა. სალომეს საძინებელს უახლოვდებოდა კარი რომ გაიღო და გოგო მის წინ აღმოჩნდა . უსიტყვოდ აპირებდა გვერდის ავლას მისმა სიტყვებმა რომ შეაჩერა _ბებოს ძალიან მოეწონა საჩუქარი,მადლობა _მიხარია _აქ იმისთვის ამოხვედი ,რომ მაჩვენო ახლა იმაზე შორს ხარ ჩემგან ვიდრე ოდესმე? _ამღვრეული თვალებით უყურებდა და ჩურჩულებდა _არ გინდა _ სულ მინდოდა ისე მყვარებოდა როგორც თინას ვახტანგი და ისე ვყვარებოდი როგორც ვახოს თინათინი _შენ სახლში ვართ ... შენი ოჯახია ირგვლივ _ მის სახესთან დახრილი საუბრობდა, სასმელისგან არეულს ვერ უმკლავდებოდა _ რატომ ხარ შენ აქ თუ ჩემ გამო არ,თუ ჩემთან ახლოს ყოფნისთვის არ ,მაშინ რისთვის ან ვისთვის _შენ რომ გხედავდე , როგორც სულ ახლაც _დაჩი _კიდევ რამდენიმე დღე ვუყურებ შენ აქამდე დამალულ ათიათას ფერს და მერე წავალ _არ მინდა რომ წახვიდე , უნივერსიტეტიც დასრულდა და სადღა გნახო . სულ არ გეცოდები ? სულ ოდნავადაც არ ? _ ასეთი სალომე არ ჰყავდა ნანახი. მის თვალწინ დაიმსხვრა ათიათას ნაწილად _გგონია შეგელევი ? _უკვე ეხებოდა ცხვირის წვერით ლოყაზე, შემდეგ ყელზე და ბოლოს თმაში ჩამალა სახე _ ნუ გადამაბიჯებინებ საკუთარი თავისთვის თორემ მერე შეუძლებელი ვიქნებით მე და შენ _ახლა შესაძლებელი ვართ დაჩი?_თითებით ლოყაზე ეფერებოდა ბიჭმა მტევანი ნაზად რომ დაუჭირა და ხელისგულზე აკოცა _უკვე შევძელით ვერ მგრძნობ და მხედავ? _ ყელზე დაუტოვა კოცნის კვალი და მოჩვენებასავით გაქრა. მეორე დილას ყველა ნაბახუსევზე იყო. თინათინი კი მხოლოდ თავის ვახტანგზე ზრუნავდა . ყველას მიეჩქარებოდა სოფლიდან ქალაქში,საქმეები არ იცდიდნენ . რთული სანახავი იყო დაჩი საკუთარი მამისა და ბაბუის გვერდით მდგომი. იოანეც ხომ იქვე იყო ,მაგრამ ნერვიულობისგან მუცელი ტკიოდა. _კამიკაძის მოქმედებას გავს შენი ქცევა სალომე _ ყავის ფინჯანი მიაწოდა აივანზე მჯდომს თორნიკემ და მის გვერდით ჩამოჯდა _ აქ როგორ დაპატიჟე ან ის რამ მოიყვანა _მატილდა და ინა დავპატიჟე მე . შენ საერთოდაც გეჩვენებოდა ბავშვობაშიც და ახლაც ,შენ _მე ვარ სალიო _ თმა გადაუწია სახიდან და თან ხელზე აკოცა _ მე რას დამიმალავ , ჩემ თვალწინ გაიზარდე _ბევრის თვალწინ გავიზარდე მე ,მაგრამ შენ გაქვს მაგ თვალებში სულის რენტგენი _რას არ მოიგონებ ხოლმე _ გაეღიმა გულწრფელად,მხოლოდ ერთეულებთან რომ შეეძლო და ჩაიხუტა _ არაფერი აიძულო ,არც გონს მოსვლა და გადაწყვეტილების მიღება თორემ სულ ყველაფერს აურევ. კაცები ვერ ვიტანთ როცა ჩვენ არ ვიწყებთ და არ ვდგამთ პირველ ნაბიჯს _და გგონია მას რომ უნდოდეს რამე შეაჩერებდა?უბრალოდ არ ვაინტერესებ არცერთი მნიშვნელობით არ უნდა ვიყო მის ცხოვრებაში _შენი სიყვარულით რომ არ სარგებლობს და თავის ცხოვრებას არ გახვევს თავს? იქნებ უნდა დალაგებული მოვიდეს შენთან , მხოლოდ შენ რომ ჰყავდე ფიქრებში სხვა ყველაფრისგან გათავისუფლებულს და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გაჩუქოს _გგონია ამდენს ფიქრობს ჩვენზე ? ან რაღა საუკეთესო ვერსია , ახლა ვინ არის აბა ?ამაზე უკეთესი რაღა უნდა შექმნას და გამოძერწოს და თუ შექმნა მერე ხომ საერთოდ მე რაში დავჭირდები . მამშვიდებ თუ გულს მიკლავ _ღმერთო რა პატარა ხარ _ ღრმად ჩაისუნთქა და თავზე აკოცა _ ამ ჭკვიან და ლამაზ თავში ეგ ბიჭი რომ ჩნდება ნაოჭები გიქრება ? _ნუ მეუბნები ,მწყინს _დაელოდე რა გააგიხდა...სად გეჩქარება თუ სხვა კანდიდატებს არ გინდა შეელიო _სული მელევა სიშორეში და სურვილებიც მერევა უკვე _ბაბუაშენის სახლში რომ არ გეალერსება ეგ არ მოგწონს გოგო? _არც სხვაგან და სხვა დროს მეალერსება ეგ მე ... ისე ნუ განიხილავ თითქოს ცალმხრივად არ მიყვარდეს _რით ყოფილა თურმე უკმაყოფილო...აქამდეც ხომ მომწონდა და ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე. ყოჩაღ , თავშეკავებულობა მესმის ასეთი _საერთოდ რას გელაპარაკები ... იმიტომ არ კლავ თორემ რომ შემხებოდა ხომ დაულეწავდი იმ ლამაზ სახეს _საიდან მოიტანე რომ ლამაზია...ერთი ჩვეულებრივი ბიჭია _რომ დაბერდი ვიცი,მაგრამ თვალებში მზერა სულ დაკარგე ? _ლამაზი რომ გგონია იმიტომ მოგწონს თურმე ... ხომ არ ვიზრუნო მისი სახის შეცვლაზე?იქნებ გადაგიაროს _რატომ მაწვალებ თორნიკეე ? შენ ჩემი უფროსი ძმა ხარ თუ მტრიის? _ ვის შეეძლო სხვას მის გარდა ასე ბუნებრივად ,წვეთი საერთო სისხლის გარეშე რომ მიემართა მსგავსად . ყვარებოდა ასე ახლოდან და ასე შორს. ყოფილიყო სხვების თვალწინ დისტანციით და მარტო დარჩენისას მისი უნიღბო სახით ,პირადად სალიოს თორნიკესთან სრულიად გულწრფელი და ყველაზე მეგობრული. _ჩემო სალიო , დაუჯერე ჩემ გონება _გამოცდილებას და გამოიჩინე მოთმინება . ცხოვრება შენნაირებს უსიყვარულოდ არ ტოვებს , როგორ შეიძლება შენ ვინმე ასე გამეტებით გიყვარდეს და იმას არ უყვარდე _მეც ეგ კითხვა მაქვს იმ გოგოსთან დაკავშირებით ლამის მთელი ცხოვრებაა რომ უყვარხარ ,მაგრამ შენ არ გიყვარს _წარმოდგენა არ მაქვს ვინ გგონია ჩემზე შეყვარებული,მაგრამ ეგ თავადაც რომ ეჯეროს შეუძლებელია მიცნობდეს და ვუყვარდე ,თუ არ მიცნობს სიყვარული არ არის _ტყუილში ცხოვრობს აბა? _5 წელი ციხეში ვიყავი და 7 საქართველოში არ მიცხოვრია , ფოტო ნახა და შევუყვარდი ? შეიძლება სულელია და მოვწონვარ ,მაგრამ სიყვარული სულ სხვა რამეა. შენ ჩემ ცხოვრებას ნუ იდარდებ , პატარა სალიო _ თავზე აკოცა წასვლის წინ და ისე გაეცალა სათქმელი არ დაამთავრებინა . _გამარჯობა_ მატილდა ოთახიდან გამოვიდა და კიბეზე შეხვდნენ ერთმანეთს. _ფოტოაპარატის გარეშე ვერ გიცანი...სად გაქვს . ერთი ჩემი ნებართვითაც რომ გადამიღო არ გინდა ? _არ მაქვს დღეს განწყობა . ვასვენებ ფოტოაპარატს და ვიყენებ მხოლოდ თვალებსა და მეხსიერებას _არ მეგონა თუ ოდესმე გაგინათდდებოდა გონება და იპოვნიდი ჭეშმარიტებამდე მისასვლელ გზას _ წინ მიდიოდა და ისე ლაპარაკობდა,ჩვეული დინჯი ,უცვლელი ტონით ..._ ხვალ და ზეგ აღარ იწვიმებს. მიწა გაშრება და მთელი თუშეთის შემოვლას შეძლებთ _ისე ამბობ თითქოს შენ გვიპირებ გიდობას _ ჩუმად ჩაილაპარაკა, მაგრამ ილდანი შეჩერდა და ქვემოდან ამოხედა _მე მარტივი მარშრუტი არ მექნება,ვერ გამიძლებ _დასკვნა საიდან გამოიტანე _სულ ასე მარტივად და სულელურად ვარდები თუ მე ვარ გამონაკლისი შემთხვევა, მანანა? _ჭაღარა არ გაქვს ,საინტერესოა ასაკის მატება მეხსიერების დაქვეითებით რატომ გამოიხატა შენ შემთხვევაში _პატარა მატილდა არ იტყობს სამაგიეროდ სკოლის მოსწავლე რომ არ არის და ისევ ისეთი მოუსვენარია _გხსომებია ჩემი სახელი და ხასიათიც სკოლის ასაკში _გამოვიცანი ... _წამოხვალ ჩვენთან ერთად თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მისიით ხარ თუშეთში_ეშმაკი არ ასვენებდა თორემ ილდანი და სულის ფორიაქი რად უნდოდა ამ დასვენებას მოწყურებულს _ხვალ დილას გადავწყვეტ, ფოტოაპარატს თუ ვერ დავინახავ _რატომ ერჩი ფოტოებს? _ყველაფერს თუ ვნახავ სხვის გადაღებულ ფოტოზე და ვიდეოზე პირველად დანახვის ინტრიგა აღარ იარსებებს . ეჭვი მაქვს შენ ისეთ ფოტოებს იღებ გაცოცხლდება მნახველის წინ ყველა ადგილი _უფრო მეტი ინტერესი არ გიჩნდება რომ იცი როგორი მშვენიერიცაა და მიისწრაფი საკუთარი თვალითაც ნახო? წარმოიდგინე ხედავ ულამაზესი ქალის ფოტოს და გიჩნდება სურვილი საკუთარი თვალით ნახო,ახლოდან დატკბე მისი სილამაზით _უპირატესობას ჩემ თვალწინ გაშიშვლებულ ქალებს ვანიჭებ , მოულოდნელი ეფექტით გაორმაგებული სიამოვნებაა რომ უახლოვდები და ეხები _მე შიშველი ქალი არ მიგულისხმია საერთოდაც მე ..._ შავი იყო და მთელი სახე ალუბლისფერი გაუხდა,ასე ხედავდა იმ წამს თორნიკე . ის კი თავს ისე გრძნობდა თითქოს თავად იდგა იმ წამს მის წინ შიშველი და ელოდა როდის შეეხებოდა მისი თითები ,მოაჯირს რომ ჩაფრენოდა და ადგილიდანაც არ იძვროდა _მე და შენ სხვადასხვა პოლუსზე ვართ , ერთმანეთს ვერასდროს დავეთანხმებით. საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ ,მა_ტილ_და _ ისევ ისე ბავშვად იგრძნო თავი,ზუსტად ასე უყურებდა ილდანი როგორც სხვა პატარებს . აღარ იცოდა რა ერჩივნა სულ რომ არ შეემჩნია თუ ასე თინეიჯერივით მოქცეოდა. სასტუმრო ოთახის მაგიდის ცენტრში კი საყვავილე მუდამ სავსე იყო მინდვრის ყვავილებით ,დაჭკნობას ვერ ასწრებდა ახალი ფერები რომ გამოჩნდებოდა. ლამის დარაჯად გადაიქცა რომ დაენახა გამთენიისას ყვავილებით მიმავალი ილდანი ,მაგრამ ვერ გამოიჭირა ისე მიდიოდა თუშეთიდან რომ ამ კადრს ვერ აღბეჭდავდა ფოტოზე. ............... ბათუმში წავიდა და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ზაფხულის ცხელ ამინდებში სავსე იყო ქალაქი დამსვენებლებით და რესტორანი სტუმრებით. არეულობას ჩხიკვაძეები ვერ უმკლავდებოდნენ,მათთვის მსგავსი დაწესებულების მართვა არ იყო საყვარელი საქმიანობა და თან პრობლემების მარტივად მოგვარებაც არ გამოსდიოდათ. საქმეს უფრო ართულებდა მათი გამოჩენა,ფეთქებადი ხასიათი სულ რომ გვერდით გადაედოთ მათი სახელის ხსენებაც უკვე პრობლემა ხდებოდა. რაღაცებს ისე მარტივად ვერ გაივლიდნენ როგორც მინდელს შეეძლო _ძმობას გაფიცებ არ წახვიდე რა ... ის მენეჯერი არის ჩვეულებრივი მენეჯერი . ჩაფიძე არ შემოუშვია ,ადგილი არ გვაქვს ყველა დაჯავშნილიაო. აუტეხავს იმას ერთი ამბავი ,ამას გამოუძახებია დაცვა . იტოკში აქ ამბები იყო ,მეორედ მოსვლა ბოზ.ს შვილი ვიყო _ვინ დაიმახსოვრებს ყველა თქვენი ნაცნობის სახელს და გვარს ... მე რა ყველას ვიცნობ? _აუ ატრაკებ ახლა... შენ ხვდები ვინ ვინ არის და ესენი ბავშვები არიან. მოვტყ.ნ ამათი ოცდამეერთე საუკუნე და ევროპა. ოჯახისწევრმა რომ დაურეკოს ეტყვის ადგილი არ მაქო _ძმაკაცები თუ გადავიკიდე რად მინდა შემოსავალი ... არ გავკარი ამათ ფულს? მაინც ის პოვარი სად გაჩითე ტო ისეთ საჭმელებს აკეთებს მთელი ბათუმი აქ მოდის. _ინას რეკლამამაც იმოქმედა და მისი სამეგობროც რამდენჯერაც მოვიდა სულ ვიდეოებს იღებენ ... _კარგი ადგილია თქვენ თუ ქურდების თავშეყრის ადგილად არ გადააქცევთ ... მერე იარაღების ტრიალს არ დაიწყებენ და არ მოკლავენ ვინმეს _ხიპიში ყველა რესტორანშია _უსაფრთხო ადგილის სტატუსი თუ დაკარგა აქაურობამ მერე როგორი ხაჭაპური და მწვადიც არ უნდა გაკეთდდეს არ მოვა ხალხი ,მოვლენ მხოლოდ ისინი ვინ ხელის შეხებაზე კლავს . მენეჯერს ვიპოვი , ხელფასს გავზრდი კიდევ და ვინმე გამოცდილს დავიქირავებ. აქ ვერ ვიქნები სულ , ჩემებთან უნდა ვიყო... _ბაზარი არაა ... შენ ოღონდ გადაწყვიტე და დალაგდი ოჯახში და არ გავკარი აქაურობას? არ ჩამოვა ინა აქეთ? ერთადაც იქნებოდით და საქმესაც მიხედავდით ... _თუშეთშია ... ვერც ველაპარაკები. არ იჭერს მობილური ნორმალურად _რას გაუშვი მერე მასეთ ადგილას...ისედაც სულ დაძაბული ხარ _ჩადუნელიც იქაა და მისი შეყვარებულიც ... _ვაჩე რომ თბილისშია იცი და გაუშვი ხო? ეგრე ჯობია ,რაც უფრო შორს იქნება მით უკეთესი _როდის ჩამოვიდა... აქამდე არ ჩანდა და ახლა რამ ჩამოიყვანა _არ იცოდი? _იმედია ინას დაბრუნების ამბავი არ გაიგო და მაგიტომ არ დაბრუნდა _ეგ რა მასტია ვერ გავიგე... ვერავინ მეუბნება. არავისთან ძმაკაცობს და ვერც ცუდს ვამბობ ვერც კარგს. იოანე კი იცი , არაფერში იჭრება _ინას გადასაწყვეტია ყველაფერი... მე ახლოს უნდა ვიყო ,სხვა არაფერი მინდა _ახლა დაგვალაგე და მერე სულ ნუ ჩამოხვალ თუ გინდა _სახინკლე უნდა გავხსნა _ააქ? _არა , თბილისში ... _ნოსტალგია გაქ დუქნის ? _რაღაც მაგდაგვარი ... მაშინ ვაპირებდი ჩემთვის ცალკე წამოსვლას და არჩეულიც მქონდა ადგილი. ფულზე ვუთანხმდებოდი ,ვაგროვებდი _მაგის ფული თუ გქონდა მარიამს რატო უჭირდა ... იმხელა სახლის ფულით ბინას იყიდდა და შენ თუ სახინკლისთვის გქონდა ფული _ციხეში ვიყავი უკვე მარტას რომ ვუთხარი ფული მაქვს ,ადვოკატი არ მინდა და იმით იცხოვრებთ კარგახანს_თქო ... 1000 დოლარი დახვდა მხოლოდ. დანარჩენი ნანას ჰქონდა დახარჯული ,ადვოკატმა გამოიძია მერე და მიყვებოდა ,არც მახსოვს რა მითხრა ზუსტად. გახსენებაც არ მინდა ,მხოლოდ ახლა მეტი შესაძლებლობა მაქ და მინდა ჩემთან კეთდდებოდეს გემრიელი ხინკალი _ოო ქალი ღმერთმა ჩვენ გასანადგურებლად გამოიგონა ... მე მაგის დედას _არ შეაგინო ,ნუ გამაბრაზებ ჩხიკვო _ ჭიქა დაცალა და მოქუფრული სახე კიდევ უფრო მეტად მოექუფრა... _დიანას რომ ევასები ეგ თუ იცი _ მათემ ჩაიცინა და უკვე შემთვრალი მინდელის გამოტყდომა სცადა _ ეგ ისეთია მარტო დახმარების გამო არ შეაწუხებდა არავის. მადლობას გეტყოდა ბაზარი არაა , დავიწყება არ იცის ,მაგრამ გოგა მიუქსია ხალვაშს შენ გამო _ჩემ გამო კი არა მისი დის გამო და იმის როგორც ელაპარაკებოდა. ვერ უსმინე რა თქვა ? გგონია ხალვაში მარტო მე მომდგებოდა და დიანას ისე დატოვებდა? ყველა თავის ტყავზე ზრუნავს ... _დიანა სხვა ტიპია . აზრზე არ ხარ რა _მთელი უბნის ბიჭობას უყვარდა... უკან დასდევდნენ. იცოდა ყველამ როდის ბრუნდებოდა სახლში,როდის გადიოდა ,როდის მასწავლებელთან იყო და ხან სად ელოდნენ ხან სად... ის დას.რებული სად იპოვა ტო _შენც ხოარ გიყვარდა შემთხვევით _ მინდელმა იქეთ მოუწყო აღსარების ღამე ძმებს _მე ? მე მევასებოდა როგორც მაგარი გოგო ,პატივსაც ვცემდი რაღაც პონტში. მე ჩემი სოფო მიყვარდა სულ ,როგორი პატარა იყო მაშინ ღმერთოო რა სულელი ვიყავი . დამეკიდებინა ყველაფერი ს.რზე და მომეყვანა ცოლად. რას ველოდებოდი, ვაფშე რად მინდოდა რამე ან სხვა გოგოები. რამდენჯერ ვატკინე,გავაბრაზე, ვუღალატე _რა უღალატე შენ შ.გ ხო არ გაქ ბიჭო _ მათე წამოიწია წამსვე _ვისთან უღალატე ...როდის _ქორწილამდე გეუბნები შენ ხოარ გამოს.რდი ... არ გახსოვს რამდენი ვინმე მყავდა ? ვტიპობდი არავის უარს რომ არ ვეუბნებოდი ... აუ შენ აზრზე არ ხარ როგორ ასწორებს ქალი რომ გიყვარს და იმასთან ხარ. ციხიდან ვერ გამოგათრიე და კი დაბერდი უკვე ... მე იმას ვდარდობ 18 წლის ასაკში რატო არ მოვიყვანე_თქო თორემ ამხელა შვილები მყავს და შენ ? დედაჩვენმა გამოგიგლოვა უკვე შინაბერაა ეგ მაგას ვინ გაყვება ცოლადო _რას შ.მეცი მართლა და მართლა ... შენ ხარ 50 წლის თორემ მე 28 წლის ვარ ჯერ _ვინაა ბიჭო 50 წლის ... _რავი ეგეთ ვიდზე კი ხარ და 35 წლის რომ ხარ სახეზე ნაღდად არ გაწერია _დავაიი რაა ... გეუბნები გაეშვი ამ ბ.ზებს და იპოვე ვინმე ნორმალური გოგო_თქო მეტს რას გარიგებ . სულ არ ვერევი შენ საქმეში , კისერი გიტეხია . აეკიდე ვინმეს კიდე ,იჩხუბე ,ატრიალე იარაღი და დაგაბრუნებენ უკან...მინდელი აღარ გეყოლება იქ და მოგკლავენ ამჯერზე _ძმურად მითხარი ტვინს რატო ტყნ.ვ დაუღლელად? ასაკის მატება მაგაზე არ მოქმედებს? _რას მეუბნები რო სხვა რამეზე მოქმედებს? _რა ვიცი ,არა ? _შენ მოგიკვდი ... ციხის მერე გიღალატა შენმა და ყველა ასე გგონია? _აი რა უნდა სოსო? ძმაა თუ მტერი ... მომაშორე არ შეიძლება? ხო ხარ ჩემი ძმა ,ეს მომაშორე _ორივე ბავშვები ხართ _ეღიმებოდა მათი მოსმენისას. მოსწონდა როგორი გულწრფელები და ნამდვილები იყვნენ მასთან . შუაღამე იყო რესტორანი რომ დაცადიელდა. მომსახურე პერსონალიც წავიდა და სამივემ ერთად დატოვა იქაურობა. მათ ბინაში ცხოვრობდა. საკუთარ საძინებელს მიაშურა,მაგრამ მთვრალსაც არ ეკარებოდა ძილი. მხოლოდ სხეულს ასვენებდა. საწოლში იწვა ,ზღვის ხმა ესმოდა და თვალების დახუჭვისთანავე ერთმანეთში არეულ ნანასა და დიანას სახეებს ხედავდა. უყვარდა ცოლი , ხომ გამოცადა ერთხელ ამ გრძნობად აღიარებული გრძნობა და ახლა რა სჭირდა. სულ სხვაგვარი შფოთვა ჰქონდა,სხვა ემოციები და განცდები. მონატრება მისი სიახლოვის ,შეხებამდე რომ ხედავდა და უკვე განიცდიდა სიამოვნებას,გულისცემა უჩქარდებოდა და თითქმის სრულად შორდებოდა რეალობას. ისიც იფიქრა დავურეკავ მის ხმას გავიგებო,მაგრამ დროს რომ დახედა გადაიფიქრა. დაეძინა , რამდენიმე წუთს გაითიშა გონება ,მაგრამ სიზმრად გამოეცხადა ქალი ,ცოლი და მისი მოკლული მსხვერპლი . ჯერ რომ თვითონ ეფერებოდა , მას უცინოდა და მეორე კადრში სხვას . ისევ გულის არეში ტკივილმა გამოაღვიძა, სუნთქვა უჭირდა და დაცვარულ სხეულს ძლივს იჭერდა სააბაზანომდე რომ მიეღწია. ციხიდან გამოსული ციხეში იყო. სამუდამო ,დაუსრულებელ პატიმრობაში. ერთსაკნიან, სატუსაღოში გამომწყვდეული გელით ♡♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.