წარსული წარსულში II (თავი VII)
გამოიდარა და თუშეთის ტურიც დაგეგმეს . დილიდან დაიწყეს მზადება , ცხენებით აპირებდნენ გასვლას _ცხენების შიში როდის გაგიჩნდა ,სალიო? _ეზოში მდგომს თავზე დაადგა თორნიკე მოუოდნელი კითხვით _ არ მომიყვები რა მოხდა? _ციცოს შვილიშვილი ხომ იცი, გოგოლას ბიჭი ... გაუხედნავ ცხენებს დაარბენინებდა,გოგონებს აწონებდა თავს . საღამოს ქუჩაში ვსეირნობდით ეგ რომ გამოჩნდა. მახსოვს შავი ცხენი იყო , ღობეს გადმოახტა , ეგ გადმოაგდო და გამოექცა. ატეხილ კივილ_წივილზე კიდევ უფრო მეტად დაფრთხა და თეკლა ლამის მოკლა . როგორ აღმოჩნდა გოგო მის ფლოქვებ ქვეშ ვერავინ დავინახეთ. მეც იქვე ვიდექი , დათოს რომ არ დაეჭირა არ ვიცი ახლა ცოცხალი ვიქნებოდი თუ არ. თეკლა ისეთ მდგომარეობაში იყო სიკვდილს ებრძოდა ... აქ რომ სასწრაფო ამოვიდა და დამტვრეული გადაიყვანეს. ურთულესი რეაბილიტაცია გაიარა, ის ზაფხული საშინელი იყო _გამახსენდა, ბავშვია დამტვრეულიო რომ მითხრეს ,მაგრამ შენ თუ ნახე ყველაფერი და ასე შეგეშინდა არ ვიცოდი . ანუ ცხენებს ვეღარ უახლოვდები ? _ვეღარ _ მოატყუა? რა იცოდა დაჩი თუ გამოჩნდებოდა დანარჩენებთან ერთად , თორნიკეს ცხენს გამოართმევდა და მშვიდად მიმართავდა საუკუნოვანი იგნორის შემდეგ _მე და სალომე ერთად წამოვალთ... _საიდან ჰქონდა თავსაფარი ვერ გეტყვით,მაგრამ სალომეს რომ მოახვია თავზე და სახეზე ყველამ დაინახა_მტვერი იქნება და სჯობს თავი დაიცვა _ სერიოზული გამომეტყველებით გაუსწორა ,შეუკრა და მერე საკუთარ შემოქმედებას დააკვირდა _ წავედით ?_ სალომეს ხელი ჩაკიდა,ისევ ისე როგორც პირველად ახლაც ცხენის მოფერებით დააწყებინა _წავედით _ მატილდა დამოუკიდებლად დაჯდა წითურ ცხენზე და აღვირი მოქაჩა _ ინა,ძვირფასო მაპატიე ,მაგრამ ხომ მიცნობ ვერავის გავუნაწილებ ამ პატარა და ისედაც არაკომფორტულ სივრცეს. იოანე შეავიწროვე,არ გეტყვის უარს ... _ მეგობარი ძმას შეატოვა,თითქოს არ იცოდა ისედაც რომ არ გაუშვებდა შანსს _შენ როდის გახდი გამოცდილი მხედარი. ილიას სასტუმროში მე არ მთხოვდი გაკვეთილების ჩატარებას? _ დაჩიმ ახედა ქვემოდან და სანამ რამეს ეტყოდა იქამდე ჩაუშვა იოანემ _იქეთ გასწავლით ყველას ... 5 წლიდან ჯირითობს . თავლაში იპარებოდა პატარა რომ იყო და ბიძაჩემის ცხენებთან ერთად ეძინა. ეს ნაზი გოგოს რეჟიმს რომ ჩართავს მაშინ იძახის ყველაფერზე არ ვიცის... შენ რაღა გჭირს დაჩი? არ იცი ამის "არ ვიცები? ",მეცადინეობა ეზარებოდა თორემ სხვა დანარჩენი ყველაფერი სცადა ესწავლა რაც სჭირდებოდა და არ სჭირდებოდა _შენი ენის ამოძირკვა ვერ დავაღირსე ამ სამყაროს მხოლოდ _ სათვალე ეკეთა და მისი ანთებული თვალები არ ჩანდა ,მაგრამ ყველამ იცოდა როგორც გაბრაზდა . პირველი გაიჭრა წინ და მტვრის სქელი ფენა დაუტოვა უკან ადევნებულებს . _გამოწვევებში ერთვები ,პატარავ ? _ ილდანი წამოეწია და გვერდით ამოუდგა თავისი შავი ფაშატით _რომ გაგიბაზრდეს რა მოხდება შემდეგ ? _რა უნდა გამიბაზრდეს პატარა გოგოსთან ერთად რომ გავაჭენე ცხენი? _პატარა გოგომ რომ დაგამარცხა შენივე ცხენით _შენი ეგ ამბიცია ჯერ ვერავინ შეგირყია? მე უნდა ვიყო პირველი ?_როგორ აიყოლია ამ ეშმაკმა გოგომ ვერც გაიაზრა, გასაკვირად ამხიარულებდა მისი გარემოცვა. თავიდან სალომეს გამო იყო მათთან,თებეას ნაცვლადაც ჭედიასთან ყოფნა ჰქონდა გეგმში მერე კი საერთოდ გადაავიწყდა თავდაპირველი განზრახვა _გპირდები მე არ ვიტყვი წააგო_თქო,მაგრამ ხომ იცი ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდება _რომ წააგებ იმედია არ იტირებ,ვერ ვიტან ბავშვები რომ ტირიან _ თინეიჯერობის წლებში დაბრუნდა თითქოს ,ის ნანატრი თავისუფლება და სილაღე იგრძნო მატილდასთან პაექრობისას. არც უფიქრია რომ მოუგებდა ,ისეთი მონაკვეთი აარჩია საფრთხე ყველაზე ნაკლები რომ იყო და მთელი დრო შენგელიას ცქერით ტკბებოდა. ისეთი განსხვავებული იყო , გასულ დღეს თითქოს სულ სხვა გოგო მოისვა ცხენზე ,წვიმაში გათოშილი ატარა. ცხენი განზრახ მოაბრუნა ,თითქოს არ ემორჩილებოდა და გასწრების საშუალება მისცა, მაგრამ დათქმულ ფინიშთან მისულს ბავშვური აღტაცების ნაცვლად წარბშეკრული ქალი დაუხვდა _გაიმარჯვე ... გილოცავ ,სამწუხაროა პრიზი რომ არ არის დაწესებული _სხვა გზა გეპოვნა ჩემ მასხრად ასაგდებად ... არ გეკადრება ,ილდანო _ სულ სახელით მიმართავდა ახლა კი ისე როგორც ყველა _გამარჯვების უცნაური გამოხატვა გცოდნია _ნაჩუქარი გამარჯვება არ მჭირდება! არასდროს მიმიღია და არც მივიღებ. ისეც მოგიგებდი _ამ გზაზე ვერ , ჩემი ცხენით ვერ ... სხვა დროს და სხვა ადგილას თანაბარ პირობებში ... _სხვა დრო არ იქნება და შენ ეს იცი,ილდანო_სიტყვა არ დაასრულებინა,თორნიკე ილდანს საუბარი გააწყვეტინა და თავი დამნაშავედ აგრძნობინა. ვინ გაუბედავდა სხვა მსგავს ქმედებას და მერე ზურგის ქცევას. ............ _მატილდამ რა იცის _ იოანეს წინ იჯდა ცხენზე ,მთელი სხეულით მის შეხებას გრძნობდა და წინ გაჭრილი უმცროსი შენგელია ადარდებდა _მეგობარი შენია , რასაც ეუბნები ის იცის _შენ რა უთხარი ,იოანე _თვითონ მითხრა რომ გული არ გატკინო ,მე არ მიპასუხია გულში არ ვყავარ და ვერ ვატკენ_თქო _და ის არ უთქვამს ინა ბიჭებს გულს ტკენს,ეთამაშება ყველას და ნუ დარჩები გამოყენებულიო ? _ასე რომ გიყურებდეს შენი მეგობარი არ იქნებოდა _შენთან ჩემი ყოფნა არ უნდა და უნდა ეთქვა რაღაც ისეთი რაც ჩემგან შორს ყოფნას გაიძულებდა _ჩემ გრძნობებს ეჭვის ქვეშაც არ აყენებს და შენ რა უთხარი ასეთი ,კლანჭებით რომ გიცავს ჩემგანაც კი _არაფერი მითქვამს , რა არის სათქმელი. ჩვენი თამაში იესეს წინ დასრულებულია და ყველა ტყუილს არ ვუყვებით ერთმანეთს . ასეთი დაქალები არ ვართ მე და მატილდა _აბა როგორები ხართ,მასშტაბური დანაშაულების მოზიარენი? _დიახ _ანუ მჭირდება რომ რაღაც გრანდიოზული და დაუფარავი ჩავიდინო_ მაინცადამაინც მაშინ შევიდნენ ვიწრო გზაზე,კიდევ უფრო შეანელა სვლა და ინას მუცელზე შემოხვია ხელი . ჩემ გვერდით მშვიდი ძილი რომ გაქვს ეს არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი ამბავი _დაძინებამდე რომ სიშიშვლე ჭარბობდეს ჩვენ სხეულებს შორის მაშინ იქნებიდა მოსათხრობი ამბავი და ჩვენ _სულ ტყუილად ცდილობ , სანამ არ შემიყვარებ იქამდე კოცნაც არ იქნება _ ხმის შეუტოკებლად განუცხადა და სასაცილო ის იყო ზუსტად იმ დროს რომ აკოცა ლოყაზე _ ხომ არ გცხელა. ვერ გავიგე თან რომ გრილა და თან მზე ასე აჭერს როგორ უნდა მოვიქცე _გამოდის ჩემ კოცნას არასდროს გეგმავ , ხომ ხედავ მეგობრები ვხდებით მე და შენ . მატილდას ეს უნდა ვუთხრათ და დამშვიდდება _ ინა როგორი გონიერი იყო სიტყვებით თამაშში ავიწყდებოდა იოანეს,მაგრამ ის მუდამ სწორ დროს ახსენებდა და ღიმილს გვრიდა _საუკეთესო მეგობრები,სამუდამოდ? პიჟამო ფართის არ აწყობთ სადაქალო მეც რომ მიმიპატიჟოთ?ცხვრებიანი ორეული მაქვს _ფრთხილად _ ცხენი დანარჩენებს რომ მიჰყვა და აუჩქარა სვლას წამსვე სხეულზე შემოხვეულ მკლავს ჩააფრინდა და ერთი ხელი ისე გასწია უკან და მოხვია იოანეს თითქოს ასე დაიცავდა გადავარდნისგან _არ მიყვარს ცხენით სიარული და წინა საუკუნის ვაიბები... _შენ ვიდეოებს კარგი გამოხმაურება აქვს. თუშეთის უფასო რეკლამა გამოგივიდა ქალბატონო ინტლუენსერ_ტიკტოკერო _ არ შეიმჩნია მისი ხელი საკუთარზე ჩაბღაუჭებული ისე შეანელა სვლა _ისეთი სილამაზეა ნებისმიერი წერტილიდან გადაღებული პატარა ვიდეო ,სწორად დაედითებული უმარტივესად ვარდება ფორიუზე და მე ვიცი როგორ უნდა მოვიზიდო მაყურებელი . _მატილდა ისე გაიტაცა ფოტოგრაფიამ შენი ფოტოსესია და გასაპიარებელი კოლექცია აღარც ახსოვს _წასვლამდე მოესწრება... ყველაფრის გაკეთება შეუძლია ერთდროულად ,ხომ იცნობ _ვიცნობ ,კი _რა გაფიქრებს ,იოანე? _მისი ცალმხრივი სიყვარული თქვენი სააუბრის თემა იყო თუ გატაცებაა მართლა და ტყუილად ამძიმებს _პირველად რომ გამომიგზავნეს თაიგული და გამოჩნდა ჩემი თაყვანისმცემელი ჯერ კიდევ მაშინ მიამბო თავის ერთადერთზე _ასე რთულადაა საქმე ? _მე ვფიქრობ ,უკვე დარწმუნებულიც ვარ რომ ან მასთან იქნება ან არავისთან არასდროს . შენ რომელი გაწყობს _მასზე შეყვარებული ბიჭები რომ არ მომწონდა იმას არ ნიშნავს მარტოობისთვის მემეტება. მატილდა უბედნიერესი ქალი ,მეორე ნახევარი,დედა და ზოგადად ადამიანი უნდა იყოს ,ტკბილ სიბერეში განვლილ ფერად მოგონებებს იხსენებდეს ... თუ ვინმე ისეთი არ უყვარს ვინც ბედნიერების ნაცვლად უბედურებას მოუტანს _ ინას არაფერი შეუმჩნევია, მაგრამ თავად ხედავდა წინ გაჭრილ ორ ცხენს და მატილდას გვერდით ილდანს , რომელიც უიშვიათეს შემთხვევებში კონტაქტობდა ადამიანებთან, განსაკუთრებით არანათესავ ქალებთან ასეთ ვითარებაში ,გადაუდებელი საჭიროების მიღმა. მატილდა რომ დაწინაურდა საერთოდ შეაჩერა სვლა და მტვრის კორიანტელში ჩაკარგულებს სუნთქვაშეკრულმა გახედა _ახლოს ჰყავს ახლა ის თავის ერთადერთი სისუსტე ჩემ მატილდას? _მე ვერაფერს გეტყვი სხვას და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ,რომ ბედისწერის უხილავ ძაფებს ვერსად გავექცევით. სჯობს არ გავიმრუდოთ გზა _ მე არ გაგირბივარ ,აქ ვარ და შენც ნუ დაიბრმავებ თვალებს ... მატილდას რაც შეეხება ,ვილოცებ ვცდებოდე ამ წამს და რასაც ვხედავ მეჩვენებოდეს , მაგრამ რომ ვიცნობ ვიცი როგორიცაა რამდენად არაადეკვატური და არაპროგნოზირებადიცაა სიყვარულიც ასეთი ეყოლება _არ ვიცი რას ხედავ,მაგრამ ლოცვას თუ დააპირებ სიმშვიდე ეპოვნოს ადამიანში_თქო, შეევედრე ღმერთს _შენ ასე ლოცულობდი და აგიხდი? _ გაჩერდნენ თუ არა მაშინვე ჩამოქვეითდდა,ინას ხელი მოავლო წელზე და წამსვე მიიკრა სხეულზე თვალებგაფართოებული _ კოცნაზე ვიხუმრე, ამდენხანსაც არ დაგვიგვიანდება _ უთხრა და ისე მიუახლოვა სახე ინამ წამსვე დახუჭა თვალები მოსალოდნელი შეხების საპასუხოდ , მაგრამ მხოლოდ ღიმილი მიიღო იოანეს სახეზე _ფრთხილად იარე ,ღრუბლებში აღარ დაცურავ . .............. ილდანი წინ რომ წავიდა და სალომეს დაჩისთან ერთად ცხენზე შემომჯდარს ყურადღება არ მიაქცია ჭედია სულ აირია. _ ამდენი დღეა ახლოს არ მოდიხარ და მაინცადამაინც ილდანის წინ გადმოდგი ყველა ნაბიჯი? წუთის წინ ვუყვებოდი ფობიაზე და ახლა შენთან ერთად დავჯდე ? _ცოტაც და იტირებდა ,იცოდა თორნიკე მის თვალწინ არ იჩხუბებდა ,არც შეიმჩნევდა ,მაგრამ მერე? მერე რომ რამე დაეშავებინა დაჩისთვის? ან პირიქით? თან დაჩი უბრალოდ დაჩი ხომ არ იყო ,ტიტე შონიას შვილზე საუბრობდა ,მათი კამათი ომს დაიწყებდა _დაჩიი _მხოლოდ ღამით და მხოლოდ ნასვამს გინდა გიახლოვდებოდე და სხვების თვალწინ არ? _დაჩი ... ილდანი ჩვენი ოჯახისთვის ვინ არის შენ არ იცი. თქვენ გეგონათ მოვწონდი ,ნეტავ ასე ყოფილიყო ახლა რეაქცია არ ექნებოდა. ის ჩემთვის უფროსი ძმაა ,რომელიც ახლოს იქნება თუ არ იქნება მაინც დამიცავს . უხილავი საყრდენია და მე მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ _მე შენთან ოდესმე არაკაცივით მოვიქეცი და არ მახსოვს? _ისევ ცხენს ეფერებოდა, ანერვიულებულს ვერ წაიყვანდა და ელოდა მომენტს _არა,მაგრამ ეგ მაგან რა იცის ... მე არაფერს მკითხავს, შენ დაგელაპარაკება ,ვიცი თან ისეთ დროს სულ რომ არ გეხსომები მე და ეს დრო . შენი პასუხების მიხედვით _ჩემ გვერდით შიშგადალახულს რომ დაგინახავს გგონია მას მერე ვიკამათებთ ორი კაცი, რომლისთვისაც შენი მდგომარეობა მნიშვნელოვანია? _ისეთი მშვიდი იყო სალომეს შფოთვის წინ , რომ გოგოს სუნთქვას უმარტივებდა_ წავიდეთ? _აქ მოხდა ყველაფერი . ზუსტად აქ არა ,მაგრამ ამ მიწაზე _ზუსტ დროს და ადგილას ვართ , შიშის სამუდამოდ გასაქრობად _ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეუმშრალა და წამით აკოცა თვალთან ახლოს _ მთელმა სოფელმა თუ გინდა რომ დაგვინახოს ამჯერად დასაწყისში გაკოცებ _გაახსენა პირველი კოცნაც და ტუჩებს მიუახლოვდა _კარგი აზრია ,არა? _ სალომე მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა და გულისცემა უორმაგდებოდა _დამეხმარე დაჯდომაში ,მარტო არ გამომივა _თვალები არ დახუჭო ,მესამედ მარტო დაჯდები _არ მინდა მარტო _ გაბუტული ბავშვივით ჩაილაპარაკა და ჩადუნელმაც წამსვე გაიცინა . შეუმჩნევლად აკოცა თმაზე და მალევე შემდეგ მის ზურგს უკან გაჩნდა _წავედით ? _წავედით არ უთქვამს სალომესთვის შენ ფობიაზე მე ვესაუბრე ილდანსო. წამში გაჩნდა თორნიკეს სახე ამბის მოსმენისას , ისიც კი გაიფიქრა იმ სიგარეტს ახლა ჩემ სახეზე ჩააქდობსო ,მაგრამ დაჩის გასაოცრად არ გამოუხატავს გაკვირვება _და ? შენ რა შუაში ხარ? შენ გამო აქვს შიში ? რაღაც არ მგონია ...მე სხვა ამბავი ვიცი _არა , ისე მოხდა რომ ცოტა ხნის წინ ერთად ვისეირნეთ ცხენით და ვფიქრობ იგივე თუ განმეორდება შეძლებს ჩვენთან ერთად წამოსვლას _აი თურმე რა ,ამბობ შენთან ერთად არ ეშინია ? _ თვალებში ისე უყურებდა თითქოს სულამდე ჩადიოდა და ტყუილს თუ ეტყოდი წამსვე გაიგებდა _ პირველად ასე იყო ,მეორედ თუ არ ვცდი ვერ გავიგებთ _ჩემი და შენი საცდელია ? _ისე ჰკითხა თითქოს ზუსტად იცოდა დაჩის მთელი ცხოვრება და ყველა ქმედება_ რომ არ გამოგივიდეს და სალომეს მეტად ატკინოს ამ დღემ? _გამოვა და ფობიაც აღარ ექნება ... საშიში მომენტი ბედნიერით უნდა შეიცვალოს მის გონებაში _ცუდი მოგონება კარგით ნაცვლდება , არა ? და შენ ხარ მაგ ამბავში მთავარი ფიგურა , გამოდის ეს მცდელობები მისთვისაა და არა შენთვის ... _სახლში ვერ ვუახლოვდები , პატივს ვცემ მსგავს წმინდა ადგილებს...ასე მშვიდს და ბედნიერს ვნახავ , შიშისგან გათავისუფლება განცდილი არ გაქვს ალბათ ,წარმოუდგენელი შვებაა და მინდა ამ დროს ვხედავდე _ თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა სიმართლის ნაწილი ,იცოდა ილდანი მეტსაც დაინახავდა _შენ უფრო ვინ ხარ ტიტე შონიას შვილი თუ ბიჭი ჩადუნელის შვილიშვილი _დაჩი ჩადუნელი ვარ , არაფერს ამბობს ჩემი გვარი? _მაგრამ სახელი მამამ დაგარქვა , მახსოვს _შენ პირადად იცნობ ტიტეს? _ეზიზღებოდა მასთან რომ აკავშირებდნენ და ახლა მითუმეტეს. წარსულის გამო ეტყოდა უარს? ეს მოახდენდა გავლენას? არ უნდოდა წარსულის გახსენება, იქ და სალომესთან ყოფნის დროს არ _ვიცნობ , ბიჭიც მახსოვს და მისი რამდენიმე დარიგებაც . _და ? _შენ არცერთს გავხარ , არავის მისცე უფლება ვინმეს შეგადაროს და ვინმეს გზას გაგაყოლოს . არავის დაანებო შენი თავი შეგიცვალოს და სხვას დაგამსგავსოს _არ გითქვამს წამოვა სალომე ჩემთან ერთად თუ არ _ შებრუნებულს დააწია კითხვა და მიიღო კიდეც ღიმილი ილდანისგან _თუ ეშინია ვერ წამოვა,მარტო ილაშქრებთ _მის გარეშე არ წამოვალ _მაშინ მოიქეცი ისე რომ არ შეეშინდეს ... ჩემი დარიგება გჭირდება ? თანხმობას როგორ მოგცემ როცა არ ვიცი სალომეს რა რეაქცია ექნება . მე მინდა ის რაც უნდა სალომეს და ვეწინააღმდეგები ყველაფერს რაც მისი სურვილის მიღაა. შენ სად ხარ გააჩნია ,მის სურვილებთან თუ მისი სურვილებისგან შორს წავიდა . დაჩი კი ახლა უბრუნებდა პასუხს. სალომე მშვიდად იჯდა ცხენზე, წლების შემდეგ პირველად გადიოდა მივიწყებულ გზას და ტკბებოდა ხედებით _ბავშვობაში თორნიკე მისვამდა ხოლმე ცხენზე, მას ანდობდნენ ჩემ თავს ... _ სალომე თითქოს გონებაში შეუძვრა ამ სიტყვებით . მალევე აღმოჩნდნენ ილდანის სიახლოვეს მოულოდნელად რომ გადმოიხარა მათკენ დაჩიმ იფიქრა თავისთან გადაისვამსო და ისე შემოხვია ხელი მუცელზე ვერავინ გააშორებდათ , მან კი რაღაც ფერადი ყვავილი ჩაუმაგრა თმაში ,თვალი ჩაუკრა სულ მთლად აწითლებულ გოგოს და სიტყვის უთქმელად გაიჭრა წინ _ყვავილებით რატომ გაკითხავდა სულ _შეყვარებულებს არ ჩუქნიდა ყვავილებს ,ოჯახის წევრ ქალებს ყოველი შესაძლებლობისას,ყველა შეხვედრის ან ყვავილების ერთი თაიგულის დაჭკნობის შემდეგ . მე ოჯახის წევრი ვიყავი მისი ამას მიხსნიდა და სხვებს მაშორებდა. ილდანის მოწონებულს ვინ მომიახლოვდებოდა _ბევრი ვერ შეაჩერა _არ იყო საქართველოში და თაიგულებიც არ ჩანდა ... ახლა აქ არის და ყვავილებიც სულ იქნება თინათინის ოჯახში. ალბათ კიდევ აქვს რაღაც მიზეზი რაც მე არ ვიცი , თორნიკეს ქმედებების ამოცნობა შეუძლებელია მითუმეტეს ჩვენ დიდ დროს არ ვატარებთ ერთად და რომ გავატაროთ მაინც,ის ჩემზე ბევრად დიდია ,განსხვავებულია _აღარ არის მტვერი _ მინდორში მიაბიჯებდნენ უკვე თავსაფარი რომ მოხსნა ,მაჯაზე დაიხვია და წითელმა თმამ რომ გამოანათა წამსვე გაეღიმა_ასე ჯობია ... მატილდა ჯერ გაბრაზებულია და ნუ ეტყვი ვიდეო და ფოტო მასალა მაქვს როგორ მოუგე ილდანსო. _გაიმარჯვა,გიჟდება გამარჯვებაზე ... თორნიკე გამიბრაზდება ეს რომ ვინმემ ნახოს _მატი არავის აჩვენებს, ყალბი გამარჯვებაც არ უყვარს თორემ თორნიკეს რომ არ დაეთმო ახლა ცხენზე მდგომი იქნებოდა ჩვენ წინ და ისე იყვირებდა მთელი თუშეთი გაიგებდა _ ხელი გაუშვა აღვირს,ცხენი მშვიდად აგრძელებდა გზას .სალომეს ყელზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და ჭრელი თავსაფარი ამჯერად მის შესაკრავად გამოიყენა და კარგადაც გამოუვიდა _ლამაზია _თავად შეაქო ნამუშევარი და მოშიშვლებულ ყელზე შეახო ტუჩები. სალომეს ყურადღებაც წამსვე კოცნაზე გადავიდა და საერთოდ დაავიწყდა თავის ნებაზე მიშვებული ცხენი სანამ ორივე ხელით არ დააჭერინა აღვირი დაჩიმ _არ შემიძლია _უბრალოდ ხელი არ გაუშვა ... მე აქ ვარ ამჯერად მთელი გზა დანიშნულების ადგილამდე აუჩქარებლად გაიარეს. ახანგრძლივებდა მის გვერდით ყოფნის დროს. მატილდას და ინას ფოტოსესიაც გაიმართა . სალომეც მათთან იყო , ფოტოგრაფიის ნიჭით დაჯილდოებულს რამდენიმე კითხვაც კი დაუსვა შენგელიას ქალბატონმა ,რაც პირდაპირ მის აღიარებას ნიშნავდა. თუშეთში გატარებულმა დღეებმა მატილდა და სალომე მეგობრებად გადააქცია ,სხვა თუ არაფერი ამ ამბად ღირდა ეს მოგზაურობა შენგელიასთვის. ილდანი საერთოდ ერიდებოდა კამერას, მობილური სალომეს გამოართვა და დანარჩენებს გადაუღო სამახსოვრო სურათები ,მაგრამ თავად ნაბიჯი არ გადაუდგამს სალომეს გვერდითაც კი არ გამოჩნდა . არავინ შეწინააღმდეგებია , ვინ გაუბედავდა რაიმეს დაძალებას. სალომემ ისევ დაუკითხავად აღბეჭდა კადრად მატილდასთან მისი საუბარი. _ფოტოაპარატი არ გაქვს ,მაგრამ ფოტოების გარეშე მაინც არ ჩაიარა დღემ _სამუშაო მაქვს ასეთი,დასვენებას შემიძლია შევუთავსო... _თვითონ იშვიათად პოზირებ კამერის წინ... არ ენდობი არაპროფესიონალებს? _ვერ ვიტან ,როდესაც ჩემ სილამაზეს არასწორად გადაღებული უხარისხო ფოტო ჩრდილავს და კამერის წინ პოზირებაც არ არის ჩემი საყვარელი მდგომარეობა _მოაჯირს დაყრდნობილი გადაჰყურებდა წინ გადაშლილ ხედს . გრილი სიო ურევდა თმებს _ აქ მოსახვედრად იმიტომ არის გასავლელი ასეთი რთული გზა,სამოთხეა დედამიწაზე _ სიმშვიდე იპოვნა თითქოს. ხედმა იმდენად მონუსხა რომ თორნიკეს იქ ყოფნაც კი გადაავიწყდა იქამდე სანამ უფრო არ მიუახლოვდა და ტელეფონი არ გაუწოდა _დაიჩრდილა შენი სილამაზე თუ შევძელი შენი და თუშეთის კონტრასტის ჩვენება _ფოტო გრძნობას უნდა აღწერდეს და უგრძნობი ,ცივსისხლიანი ადამიანი ვერ გადაიღებს _ისე თქვა არც დაკვირვებია საკუთარ გამოსახებას _ანუ არ მოგწონს ? _გავგზავნი ჩემთან და წავშლი მერე _ნერწყვი ძლივს გადააგორა ისე აღელდა . საკუთარ ინსტაგრამ პროფილს რომ ეძებდა და უკვე ნაპოვნი ჰყავდა ილდანს . არ შეიმჩნია , არაფერი უთქვამს სხვა. ის იყო უნდა გადასულიყო გალერიაში კაცმა მობილური რომ აართვა _ მე მხოლოდ კითხვა დაგისვი , გადაღებულ ფოტოებს არ ვავრცელებ _ჩემი ფოტოებია _შენ გამომიგზავნე ჩემები ? _ზედმეტად კარგია წასაშლელად და მე ასე უბრალოდ არ ვარიგებ კომპლიმენტებს და არც საკუთარი ფოტოს შენახვის სურვილი მიჩნდება _და ვინ თქვა ,რომ წავშლი ... წავიდეთ . დაბრუნება დაღამებამდე უნდა მოვასწროთ და გზად გავიაროთ რამდენიმე ადგილას . რა უთხრა რომ მის ფოტოს შეინახავდა? და აჩვენა რომ შეეძლო ჰქონოდა საკმარისი ემოცია მსგავსი სურათის გადასაღებად? ისიც დაინახავდა მატილდას სულში დაბუდებულ სევდას ? ისიც იგრძნობდა ფოტოს დანახვისას იმ ყველაფერს რასაც შენგელია განიცდიდა? ნახავდა ხოლმე ? არა ,ვერ დაიჯერებდა რომ არ წაშლიდა და შეინახავდა. რად უნდოდა ,რისთვის დაიტოვებდა . ყველაფერი გაუფერულდა ირგვლივ და ფიქრები დარჩნენ იქ , ილდანის მობილურში შენახულ საკუთარ ფოტოსთან. _კარგად ხარ? გინდა შევისვენოთ სადმე _იოანე მიუახლოვდა, შემდეგი გაჩერებისას _ ძალიან დაიღალე? _არა, საიდან მოიტანე _არაფერს ამბობ ,ასეთი ჩუმი ორ შემთხვევაში ხარ ან როცა გძინავს ან როცა გადაღლილი ხარ _ამჯერად უბრალოდ დამუნჯებული ვარ სანახაობით და არ მინდა გავაფუჭო ეს იდილია სახლში რომ დაბრუნდნენ გადაღლილები იყვნენ ემოციურადაც და ფიზიკურადაც. თინამ ვახშამი დაახვედრა, თორნიკეც მათთან დარჩა . გვიანი იყო საძინებლებში რომ გადანაწილდნენ ,ინას ოთახთან გაჩერებულ იოანესაც რომ არ მიაქცია ყურადღება ორივე დარწმუნდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო _განზრახ იწვევ თუ რა გჭირს შენ ... _გგონია ჩვენზე ბრაზობს? საერთოდ სხვა რაღაც ხდება _არ ვიცი და ნუ მიყურებ ასე _რომ იცოდე ხომ მეტყვი _ცუდი რომ ხდებოდეს რამე მიგანიშნებდი ... ხომ იცნობ,ემოციებისგან რომ ივსება ასე ემართება _ნეტავ როგორ გათავისუფლდება ამჯერად _ძილინებისა ... _რა _სანამ მოწევ გამოვიცვლი _ მშვიდად უთხრა და კარი ცხვირწინ მიუხურა. ბევრი ფიქრის შემდეგ წვიმის დროს გადაღებული ფოტოებიდან ერთ_ერთი გაუგზავნა და დაელოდა როდის უპასუხებდა . არც უნახავს , საერთოდ არ გამოჩენილა და გაბრაზებულმა წაშალა გაგზავნილი. იფიქრა ახლა მაინც იკადრებს და იმას მაინც მკითხავს რა წავშალეო,მაგრამ არაფერი მსგავსი. მთელი ღამე ვერ მოისვენა, საწოლში ბორგავდა და ერთადერთი რაც უნდოდა მეზობელი სახლის ფანჯრებს მიღმა მისი საძინებლის დანახვა იყო. ............. ქალაქში იყო ,მარტა მოინახულა ,ილიასთანაც ჩავიდა და ბოლოს ჩხიკვაძეების დავალების შესასრულებლადაც მოჩვენებითი მწუხარებით გაემართა. იმდენ ხანს ახვერწა მათეს შენ მიუტანე ხელშეკრულებაო თითქოს ერთი სული არ ჰქონდა კიდევ როდის ნახავდა ჩადუნელს. კართან იდგა საქაღალდით ხელში და გულაჩქარებული ელოდა დინას გამოჩენას. დააგვიანდა და ზედმეტად სახლური ფორმით გამოეცხადა. ხალათი ეცვა არადა ჯერ ძილისთვის ადრე იყო _გამარჯობა _საღამო მშვიდობისა ... როგორ ხარ ? _გმადლობ ,კარგად . შემოდი _ სახლში შეიპატიჟა _ იურისტიც შენ ხარ ? _არა ,უბრალოდ კურიერის როლი ვიკისრე ამ ჯერზე . წარმოდგენა არ მაქვს ეს შენობა როდის ააშენეს ... აქ უნდა იყოს ყველა დოკუმენტი . თვითონ გაერკვევაო მითხრეს _კი არ ააშენეს ხუნდაძეს ვალში გამოუქვითეს _გაეცინა და იქვე გახსნა საქაღალდე _ შენ აზრზე არ ხარ ხომ? _უნდა ვიყო ? _ვისთან მეგობრობ არ უნდა იცოდე?იქნებ შენ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან და ბოლოს შარში გაეხვე მათი პოზიციის დაცვის გამო _მიმანიშნებ რომ არასწორ მხარეს ვდგავარ? _არა,უბრალოდ სჯობს იცოდე ვინ არიან და რაზე წამსვლელბი _შენ ანუ სხვაზე დაწერილ შენობას ყიდულობ? _ბევრად იაფია და სრულიად შეესაბამება ჩემ გეგმას ... წარმომავლობა არ მადარდებს. ნიადაგი,კარკასი,შენების ხარისხი და სხვა დეტალები უფრო მნიშვნოვანია. მათეს სახელზეა თუ ზურას _მათეს ... _დაიწვება ამდენხანს სანაპიროზე ყოფნით _ბათუმში არ არის... ანტალიაშია _სულ მგონია რომ ერთ დღეს ვიღაც ბავშვიან ქალთან ერთად გამოგვეცხადება ,გვეტყვის გაიცანით ჩემი შვილიო და დედამისს იქვე გაუსკდება გული _ დაჯდა და კითხვა დაიწყო. ისე გამოიყურებოდა მინდელს თვალის მოშორება არ უნდოდა. თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, გრძელი ხალათი გვერდებიდან ჩახსნილი იყო ,მოკლე პენუარი ეცვა და ფეხები თითქმის მთლიანად მოუჩანდა. _უკანონო შვილის ყოლა დანაშაულია? _ეგ უთხარი ქეთევანს . იცნობ საერთოდ? _ვიცნობ და ძალიან გულთბილადაც მიმიღო ოჯახში _მიხვდა ეტყობა როგორი პატიოსანიც ხარ . ატანა არ აქვს დამნაშავეების,ისეთი ხალხი გააგდო სახლიდან ლამის ომი დააწყებინა ხვიჩას . ამბები დადიოდა ქეთოს შეუვალობაზე და მათე ბოლოს გოგოს გამო რომ გაეხვა შარში უნდა გენახა რა მდგომარეობაში იყო. გვეგონა იმ გოგოს თმით ითრევდა_ ლაპარაკობდა და ფურცლების ნახევარი უკვე გადაკითხულუ ჰქონდა _ აქ რაღაცები არ არის... თვითონ თუ იციან ნეტავ _მათემ გადმოგცა ვაჭრობას ნუ გვიგრძელებს ბარემ გვითხრას და ვაჩუქებთო... ვციტირებ _მათეს უთხარი ჩადუნელის გარდა ვერავინ გარისკავს მაგ შენობის ყიდვას და ან თქვენ მიხედეთ ან გაიზრდება ხეები ოთახებს შორის მალე და მერე შენობა კი არა ბაღი გექნებათ_თქო _ ფურცლებს უყურებდა ისევ ,კალამიც აიღო და რაღაცების წერა დაიწყო _დედიკოო ... დედიი სადახაარ?_ ფეხშიშველი ,სათამაშო დათუნიათი ხელში მოაბიჯებდა პატარა გოგონა და თვალებს იფშვნეტდდა . მალე უკან მოჰყვა ტყუპისცალიც ატირებულ დას რომ გამოედევნა . დინამ წამოდგომა ვერ მოასწრო ისე სწრაფად დაიძრა მინდელი და კიბის თავში მდგომები ხელში აიყვანა _ფრთხილად , კიბეზე მარტო ჩასვლა სახიფათოა _სახიფათო ? ეგ რა არის ? _ ქვემოდან ამოხედა გოგონამ და წარბები შეკრა _ დედააა _აქ ვარ ჩემო სიცოცხლე _ სად წახვედი ? ცუდი სიზმარი ვნახე... მუცელი მიბუყბუყებს ისევ და შია მუცელოს მგონი _ ქალისკენ იყურებოდა,თავი სოსოს მხარზე ჩამოსდო და პატარა ხელიც მოხვია ბეჭზე _მე ძალიან მცხელა და თვალები მეწვის _წამო დედას სიცოცხლე წავიდეთ ,საწოლში დავბრუნდეთ და გაგივლით _როდის გაგვივლის? დავიღალე უკვე უუფ ...ისედაც ბატონი არ ვარ სუულ ? _ ისე ცუდად იყო თვალები ეხუჭებოდა _რა ხდება ? _წითელა აქვთ ... _რამდენი ხანია _დღეს შევამჩნიე და მყავდა ექიმთან ... _დაჩიც არ არის სახლში,ძიძაც არ გყავს? მარტო უმკლავდები ?_ბავშვები საწოლში ჩააწვინა . ორივე თავისთან ჰყავდა დინას _არაუშავს ... სჯობს ახლა გადაიტანონ მსგავსი ინფექციები და მერე მშვიდად იყვნენ. ბავშვები მარტივად უმკლავდებიან ყველაფერს ხო დეე? ბავშვები ხომ ყველაზე ძლიერები,ყველაზე ჭკვიანები და მაგრები არიან?_ ახლაღა შეატყო დაღლილობა,მაგრამ ტყუპებთან ისეთი ენერგიული ჩანდა მათაც არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. ტემპერატურა გაუზომა ორივეს და მერე ჭიამაიებიანი პატარა პირსახოცები დააფინა შუბლზე ორივეს _ჭია ჭია მაია ხვალ თუ კარგი დარიაა _მაშინ რაღას დავეძებთ დღეს თუ წვიმს და ქარია _ გოგონამ წაიღიღინა სანის კი უფრო მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ,ეძინებოდა და ბალიშს ჩაეხუტა ტყუპისკენ გადაბრუნების შემდეგ. _მომიყევი დეე _კესანემ უთხრა და თვალები მინაბა _ზეპირად რომ აღარ მახსოვს დე?წიგნს ვიპოვნი და წაგიკითხავ _თერმომეტრი ამოიღო და რიცხვებს რომ დახედა გონება დაებინდა. მაშინვე წამლის ძიება დაიწყო მინდელი რომ ჩამოჯდა იატაკზე საწოლთან და ბავშვს ფეხზეც ამოაცვა სველი წინდები ლექსის მოყოლის პარალელურად ჭია, ჭიამაია, ხვალ თუ კარგი დარია, მაშინ რაღას დავეძებ, დღეს თუ წვიმს და ქარია. ჭია, ჭიამაია, ხვალ თუ დილა ინათებს, მაშინ უკუნ ღამესთან, დღეს თავს აღარ ვიმართლებ. ჭია, ჭიამაია, ხვალ თუ ვპოვებ სიყვარულს, მაშინ აღარ ვინაღვლებ, დღეს ეულად სიარულს. ჭია, ჭიამაია, თუ ხვალ მელის ცხონება, მაშინ ჯოჯოხეთურსაც, დღეს დავითმენ ცხოვრებას! ჭია, ჭიამაია, მიდი, ჩქარა გაფრინდი, უპასუხე ჩემს კითვებს, გულთმისანო ამინდის. ისე მშვიდად ყვებოდა, პაუზებს აკეთებდა და თან აშკარად იხსენებდა ბავშვის ყურადღება მიიქცია და წამალიც თვითონ დაალევინა _შენ საიდან იცი ბავშვების ლექსები? _ინას უყვარდა ეგ ლექსი ძალიან და სულ ყვებოდა... ჭიამაიას კაბა ვუყიდე და სანამ ვასწავლიდი მეც დამამახსოვრდა _ინა ძალიან ლამაზია ... მე მითხრა პეპლები მიყვარსო. ტატუც მაჩვენა ჩუმად_ ჩაურაკრაკა საიდუმლო გოგონამ _ტატუ ? ტატუ აქვს ?პეპელა ახატია? _ხოო ... ქვემოთ აქვს და მარტო გოგოებმა ვიცითო ბიჭმა არაო ... _ქვემოთ ... ტატუ აქვს _ისეთი ლამაზი იყოო მეც ხომ დამიხატავ დედიკო ? ინა დამპირდა მე დაგიხატავ ლამაზს დიდი რომ იქნებიო _კი დე ,დიდი რომ იქნები ინასავით და დამოუკიდებელი გოგოო დაგახატინებ ... კიდე რა ლექსები იცით ბატონო იესე? _ზღაპრები ვიცოდი ძირითადად... ინას ღამე არ ეძინა ხოლმე კარგად და შუაღამეს რომ იღვიძებდა გავდიოდი და ვუყვებოდი . კიდევ მოფერება უყვარდა ზურგზე ... შენ გიყვარს?_ საბანი მოაშორა სიცხისგან გადამწვარს და ფრთხილად აატარა ხელი ზურგზე _დედიკომ ზეპირად არ იცის არცერთი... სულ კითხულობს. მამიკოს კიდევ ეზარებოდა და სულ მეუბნებოდა არ მცალია შენთვისო _როდის გითხრა ეგ _სულ ... ბოლოს გამიბრაზდა შენი ნერვი არ მაქო _არ იტირო დე ... _გავებუტე მაშინ და მეტკინა გული _ჩემო სულო , არ გაბრაზდე და არ გეტკინოს . არ იცის იმან ზღაპრები _ლოყაზე ჩამოგირებული ცრემლი შეუმშრალა და თვალები აეწვა სანიმაც რომ განაგრძო _ვუთხარი არ შეხვიდე მის კაბინეტში ბრაზდებათქო და მაინც გაეპარა ძიძას და მერე ეჩხუბა მამა კესანესაც და მერე მეც ... შენ არ გითხარით ,გაუბრაზდებოდი და არ გვინდოდა შენთანაც ეჩხუბა _იმ ენას ამოვგლეჯ _ჩუმად თქვა და სახე ძლივს დაალაგა _წყალს არ დალევთ? _ლამაზი ჭიქები ჰქონდათ , საწრუპებით მიაწოდა და მერე ისევ განაგრძო განაბული გოგონას ფერება _ყელი გვტკივა _ცოტა _ცოტა დალიეთ და მერე აღარ გეტკინებათ _შენც გქონდა ასეთი წითელები? _მე არ მახსოვს , ილიკოს ჰქონდა 4 წლის რომ იყო ... ინას არ ვიცი _ჩუმად დაამატა და თავი ასტკივდა წამსვე _მერე მალე გაუარა ? _კი ,მალე გაუარა ... ბევრ წყალს და წვენებს სვამდა. საჭმელებს ჭამდა ,თამაშობდა და მალე გაუარა _ოო ... მე ეს ჩემი ლამაზი თავი მისკდება _ ხელი სასაცილოდ მიიდო შუბლზე და ტუჩები დაბრიცა _არ გაგისკდება ნუ გეშინია,მალე გაგივლის... იქამდე მოიფიქრე რა სურვილები გაქვთ _სურვილები? _ხო ,სურვილები ... არ გითხრათ დედიკომ?რასაც ეტყვით ყველაფერს შეგისრულებთ _ისედაც ეგრე არ არის?სულ ბტონები გვქონდა დედა და ახლა აგვტკივდა ? _რა საყვარელი ხარ _ გაეცინა და თავზე აკოცა _სულ არაფერი გინდა? ისეთი დედა რომ არ გისრულებს _ოო არ შეიძლებაო და მაინც არ იზამს _რაო რა არ შეიძლებაო _ხვალ ახალ კაბებს მოგიტან და ჩემ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩაგაცმევ _პომადაა? _პომადასაც წაგისვამ _ძაღლი მინდა მე ,მაგრამ არ მოჰყავს მამას ალერგია აქვს _ეგ რატომ არ გითქვამს დედა ისევ?მეგონა აღარ გინდოდა სანი _მამამ არაო და აღარ მითქვამს _რომელი გინდა დე ? როგორი უნდა იყოს მითხარი _დიდი და ფუმფულა აი იმ ფილმში რომ არის დეე ჩვენ რომ ვუყურეთ ერთად ბეთჰოვენს _ჰასკებზეც ხომ ვუყურეთ დე ... 101 დალმატინელზეც და არ შეიძლება რომელიმე მოვიყვნოთ? კიდევ იმდენი მულტფილმი ვნახეთ ძაღლებზე _მე ისეთი მინდა ... _კარგი სანი არ მოიწყინო... ცოტა დრო მომეცი და ვიპოვნი _მე ?მე არ მკითხავ რისი ყიდვა მინდა? _კესანემ ტუჩები დაბრიცა და გაბუტულმა გადაიჯვარედინა მკერდზე ხელები _გაგპრანჭავ ხვალ და კიდევ გინდა რამე ? _ცხენი მინდა მე ... _ქალაქში ვცხოვრობთ დედა ცხენი აქ როგორ ვაცხოვროთ _ საწოლზე იყო მიწოლილი და ისე ლაპარაკობდა , სოსო კი ისევ ისე იატაკზე მჯდომი ეხმარებოდა. სოსო რომ წავიდა ბავშვებს სიცხე აღარ ჰქონდათ და ყველაფერი მშვიდად იყო. _გაგაღვიძეთ? _დილით დაურეკა დიანას _არა , უკვე საუზმეს ვამზადებ ... შენ როგორ ხარ ? _აივანზე გამოიყვან ბავშვებს ? _რა ხდება ? _ფერს ყურადღებას ნუ მიაქცევ...უბრალოდ დამთხვევაა _იქამდე ვერ მიხვდა რას გულისხმობდა სანამ ზემოთ არ ავიდა. ბავშვები უკვე გარეთ იყვნენ და ადგილზე დახტოდნენ სიხარულისგან . თეთრ ცხენზე იჯდა თავად ბატონი იესე და ხელში გაბანტული ფუმფულა ლეკვი ეჭირა _არ არსებობს _ჩაგვიყვანეე რააა დედაა _დედააა დეე დედიკოოო თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი ისაა? _დაახლოებით ... _ ბავშვები ქვემოთ ჩაიყვანა და უკვე ჩამოქვეითებულ მხედარს წინ აესვეტა _არადა ფერია აქ მთავარი _სიხარულისფერია მთავარი თვალებში რომ ანათებს და არა ეს კლიშე თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი _საიდან მოიყვანე _ილიკოს მამულიდან ... გასახედნი იყო , ჯერ პატარაა და სასტუმროს სტუმრებთან არ გამოჰყავდა. უკვე ექსკლუზიურად ქალბატონ კესანეს ეკუთვნის _სერიოზულად ... ასეთ საჩუქარს ვერ მივიღებთ . ილიასგან მითუმეტეს , ვიყიდი მე _წითელები რადგან არ მაქვს მე უნდა გამაბრაზოს დედათქვენმა ბავშვებო? _იესე _რა საყვარელიააა _ სანიც და კესოც ორივე ცხოველით აღფრთოვანებული იყვნენ _აცრილია და უვნებელია...საწოლი და რაღაც ნივთებიც შევუკვეთე კურიერი მოიტანს მოგვიანებით. ვეტერინარს ვესაუბრე და რაღაც ბროშურას გამოაგზავნის თან ,როგორ უნდა მოუარო ახსნილია _არ მითხრა რომ ვერ ერკვევი... მეგონა ყოვლისმცოდნე იყავი _სპეციფიური მოვლა უნდა ყველანაირ ძაღლს და ბეწვიანს განსხვავებული. ახლა ჩამოვრჩი განვითარებას _არ მჯერა რომ ცხენი და ძაღლი გვყავს საზრუნავი ორი ბავშვთან და ერთ ბიჭთან ერთად _ჯერ სად ხარ ,ნელ_ნელა ვზრდი ოჯახს მერე ჩემ შვილიშვილებიანად რომ შემოგიერთდდე _ ჩუმად უთხრა და ლოყაზე აკოცა _შენ რა სურვილი გაქვს... უბატონებოდ შეგისრულებ _ასეთი იყავი და სულ მხოლოდ ჩემთან... შეგიძლია? _ქვემოდან უყურებდა და პასუხს ელოდა _ბავშვებოოო ახლა სახლში შედით,ლეკვი თან წაიყვანეთ. ცხენს დავაბრუნებ თავის მეგობრებთან და მერე რომ გაივლის ბატონები ერთად წავიდეთ მოსანახულებლად,კარგი ? _კარგიი ... ხომ მასწავლი დაჯდომას და ისე გაქროლებას დედა რომ შვება? _გასწავლი... ჯერ გადავიტანო დედას გაქროლებები და აუცილებლად გასწავლი _ნამდვილად? _სიტყვას გაძლევ_ ხელი ჩამოართვა,აკოცა კიდეც პატარა თითებზე _ დროებით _სახელებს უშენოდ არ მოვიფიქრებთ , კაი ? _ხომ მოხვალ ისევ იესე? _ხო მოხვალ და მოვიფიქრებთ სახელებს იესე?_დამრგვალებული თვალებით უყურებდნენ კაცს და პასუხს ელოდნენ _მოვალ აუცილებლად და ერთად მოვიფიქროთ _კარგაად _კარგაად _ ხელი დაუქნია და იქამდე უყურებდა სანამ სახლში არ შევიდნენ . ..................... _დაბადების დღე აქვს ცისიას და გეპატიჟებათ ... საკმაოდ ბევრი სტუმრები ჰყავს , თბილისიდანაც ელის კურსელებს _ სალომემ მეზობლებში ატეხილი უცნაური ხმაური განუმარტა სტუმრებს და თან დანაბარები გადასცა _უსაჩუქროდ წამოსვლა როგორ შეიძლება ... აქ ვერც ვიყიდით რამეს _ინამ დაიწუწუნა _ რა ვქნათ ? _მთელი სოფელი იქ შეიკრიბება და ჩვენ რომ არ გადავალთ ეგ უფრო სირცხვილი არ იქნება ინაკო? თან ვიცნობთ გოგოს , თბილისში ჩვენი უბნელი იყო ცოტა ხნით ... იოანე მოსწონდა უკიდეგანოდ _მშვიდად ჩამოარაკრაკა სათქმელი და მერე ძმას მიუბრუნდა მთელი სხეულით _ არ გემახსოვრება ვიცი , მაგრამ დაძაბე გონება და გაიხსენე მაგასაც ხომ არ ხვდებოდი ჩუმ_ჩუმად _საუკუნის წინანდელი ამბები რატომ გახსოვს ... ჩემი კოცნისაღმრიცხველი ხარ მატილდა? არ მახსოვს საერთოდ . ეგ ჩვენთან 14 _15 წლის რომ იყო მაშინ ცხოვრობდა და მე 19 წლის ასაკში ბავშვებს დავსდევდი ? პედოფილიაც მომაბრალე ახლა ბარემ _ ისე შეუღრინა ნებისმიერი გაბრუნდებოდა ის კიდევ უფრო გამხიადულდა _ხო ,ხო გამახსენდა მაგ დროს შენ ჭანტურიას გოგოს დაათრევდი მანქანით ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში და ერთი სასტუმროდან მეორეში... ის ისეთი ენერგიული იყო მასთან ერთად ვისი დრო და ძალა გექნებოდა საერთოდ _ჩემი მოთმინების საზომი ხარ შენ ... დიდი მადლობა ღმერთს შენ რომ მყავხარ და შენი გაძლება მიწევს . ცხოვრებაში ვეღარავინ გადამიყვანს ჭკუიდან _ საპასუხოდ ღრმად ჩაისუნთქა,ამოისუნთქა და ჩხუბის დაწყების ნაცვლად ღიმილიანი სახით მოხვია ხელები ,გულში ჩაიკრა და ყურში ჩასჩურჩულა_კიდევ ახსენებ რომელიმე გოგოს და რომელიმე შენ საიდუმლოს გამოვფენ ყველას თვალწინ _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და რატომღაც იქვე სიგარეტით ხელში მდგომ სახეზე ღიმილმოფენილ ილდანს გაუსწორა მზერა . აშკარად რომ უსმენდათ და ერთობოდა _რადგან გაირკვა რომ ცისიას საქმროსთან შენი შეხვედრა უხერხული არ იქნება და მე ზუსტად ვიცი ილია ახლოს არ გაჰკარებია ჩვენ ცისიკოს , საღამოს სუფრასთან შევხვდებით _მე ვაცხობ ხაჭაპურებს ... შენთვის ცალკე გავაკეთებ თხელს და უმარილო ყველით _ თინასთვის იმდენად სულერთი იყო ილდანის მთელი "სიშავე" სიცილი ვერ შეიკავა თავად თორნიკემაც _აუ თინათე , ჩემ თავს გაფიცებ სუფრასთან მჯდომს რამე განსაკუთრებული არ მომაწოდო _ვის მივაწოდო აბა ... ესენი ყოველ ზაფხულს ჭამენ ჩემ ნამზადს და შენ ხუთი წელია არ მინახიხარ თვალით. _კიდევ რა გვაქვს მენიუში... რაც ციხეში ვიშიმშილე გინდა ერთად ავინაზღაურო ხომ ? _შიმშილობდი ? _პირდაპირი მნიშვნელობით არ , მე პრივილეგირებული პატიმარი ვიყავი თინათე ... არ იტირო ჩემ თავს გაფიცებ . შენნაირი მზარეული არ ჰყავდა ჩემ რესტორანს უბრალოდ _ ქალს თვალები რომ აემღვრა მაშინვე მოექუფრა სახე თორნიკესაც,როგორი რთული იყო ჩვეულებრივ ადამიანებთან კომუნიკაცია და ისე საუბარი მათთვის გული რომ არ ეტკინა _თათულის და თეაკოს ნუ არბენინებ ოღონდ იმ სუფრაზე თეფშებით ხელში. ბავშვები დაასვენე ,დასათხოვარი გოგოების მეტი რა ჰყავს მაყვალას. ბავშვებს ადროვე გაერთონ კარგი? _თემა შეცვალა წამსვე და იქვე მყოფ ბავშვებს თითქმის შეუმჩნევლად ჩაუკრა თვალი _შენ მოგგზავნეს ელჩად ხომ? ოხ თქვე პატარა ეშმაკებო ... ყველას გოგო იქ არის და მე სამი მყავს შვილიშვილი გოგო და უსაქმურებივით უნდა იყვნენ? _ყველანი იქ რომ არიან ამათ რაღა უნდათ თინათე? 500 კაციან ქორწილს ამზადებს ცისია? _არ გამთქვა იცოდე და მართლა ისე ემზადება ნანა ,მემგონი ხელი უნდა თხოვოს იმ ბიჭმა ვითომ მოულოდნელად რომ იციან ახლა .თორემ აბა არასდროს ამდენი ხალხი არ მოუწვევია და ასე არ უზრუნია სილამაზეზე. გეგონება ისე არ არიან ერთად _ ისე საყვარლად წაიჭორავა ილდანს ისევ გაეცინა დანარჩენები ხმით იცინოდნენ _ შარშან აგვისტოში აქ არ იყო და სახლში არ დაურჩათ ის ბიჭი ? შეყვარებულების ერთ სახლში ყოფნა არ გამიგია მე _ უყვარს იმ ბიჭს თინათე , რა მოხდა მერე სხვაგან სად დარჩებოდა აბა _მეზობელთან ... კარგი, არაა ჩემი საქმე , მაგრამ მეტი არ მინდა ამათ რომელიმემ აქ დამიტოვონ შეყვარებულები _კარგი, დაჩის ამ ღამით ნუ გადმოაბარგებ ახლა ჩემ სახლში . წავლენ მალე და თეაკო და თათული გაითვალისწინებენ შენ სურვილებს _თორნიკე _ დაჩი ხომ ისედაც გადათეთრდა და სალომემ ისე დაუბრიალა თვალები ლომსაც შეაშინებდა _რა ჩაიბურდღუნე ახლა შენ მანდ? _ ლამის სახლში შესული უკან მობრუნდა და სიგარეტის მორიგი ღედი გამოართვა _ნუ ეწევი ამდენს... ავად გახდები და შვილთაშვილებს ვერ ნახავ იცოდე _შენ რომ ხარ ჯანმრთელი ხომ რას ამბობ გაგითხოვდა დროულად შვილიშვილი და ზრუნავს რომ მოგასწროს შვილთაშვილს _შენ არ იდარდო მაგაზე ... არ ვკვდები მე ჯერ და იქამდე მოეწონება ვინმე . ისე ყიფიანების ბიჭი ვაკო ხომ იცი შენ ? მახსოვს მეგობრობდით _ ვიცი კი, რა შუაშია ... _ხომ არის კარგი ბიჭი _არის მერე? _თინა ბებო იქნებ დაუბრუნდე ხაჭაპურების ცომს . გეფიცები მე დავაცხობ ყველას , მე გავუკეთებ ათი კერძიდან ხუთს ... _სალომეს უნდოდა გაეჩერებინა,მაგრამ თინათინს ვინ შეაჩერებდა ასე მარტივად. თითქოს განგებ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი _დააცადე სალომე _ სანთებელას ატრიალებდა თითებსშორის და ქალს უყურებდა. ყველანი გაჩუმდნენ,დაჩი სმენად იქცა _უყვარს სალომე რამდენი ხანია , როგორ არ ცადა ,რა არ გააკეთა და ეს ისე ჯიუტობს ნეტავ მოგასმენინა როგორ უხეშად ელაპარაკა ერთხელ. მე ისე მომწონს , ისეთი ლამაზი ბავშვები ეყოლებოდათ. მამამისი ვახოს რომ ელაპარაკა იმის მერე ორი წელი კი გავიდა და ახლა ნამდვილად მეყოლებოდა შვილთაშვილი _ამ ბოლო დროსაც ჩნდებოდა ? _ სალომე მაშინ მიხვდა ყველაფერი რომ იცოდა და ქალს უბრალოდ ალაპარაკებდა _რომ ჩამოვიდა პირველი აქ მოვიდა... თქვენ რომ ცხენებით წახვედით. ისე ეწყინა რომ ვუთხარი სალომე არ არის_თქო . ჩემ თავს გაფიცებ ხომ არის კარგი ბიჭი თუ მე მეშლება და ამ ქცევების უკან ბნელ სულს მალავს _ხომ გითხარი თინათე,კარგი ბიჭია ვაკო _ამას რა უნდა ერთი შენ ხომ არ იცი... მე ვერ გავუგე და _შენ რატომ გინდოდა ვახო , კარგი ბიჭი რომ იყო იმიტომ თუ _ვახო რაის კაი ბიჭი იყო ... თავში უქროდა,სწავლა მაგას არ უნდოდა ,ოჯახის რჩენის თავი მაგას არ ქონდა _თვალები ჰქონდა აბა ლამაზი და იმიტომ გაყევი ცოლად? _მიყვარდა და რა მექნა სხვას ხომ არ გავყვებოდი აბა ... დავიწყეთ ნულიდან და შევქმენით მერე ნელ_ნელა ყველაფერი. პატივს მცემდა, ვუყვარდი,ზრუნავდა და ერთხელ არ გვიჩხუბია ,მაგრამ აუცილებელია სალომემაც არაფრიდან რომ დაიწყოს ? უყვარს იმ ბიჭს,ისე უყურებს გული დაგეწვება _ვნახავ,ვნახავ აუცილებლად როგორც უყურებს ... შენ ნუ დაემსგავსები სხვებს თინათე,არ მატკინო გული ,კარგი ? სალომემ თვითონ იცის ვინც უყვარს და ვინც უნდა _ მე კიარ ვაძალებ,ისე ვთქვი უბრალოდ ... გამახსენდა თორემ მე ვინ მკითხავს . ბედნიერი იყოს და როცა უნდა და ვისაც უნდა იმას გაყვეს . აი ეს მაიმუნები დაასწრებენ გათხოვებას აგერ მე და აგერ თქვენ... დადიან დაიპრანჭებიან დილიდან საღამომდე. იქაც უნდათ ახლა ცეკვა_თამაში ბიჭიკოს შვილიშვილს გაეპრანჭება გოგო თათული და ვითომ მე ვერ გავიგებ ვერაფერს _აუუ თინააა ბებოო ნუ გვაბრალეებ _ ორივემ ერთად თქვა და თეასაც გახედა მაშინვე _ჰმ,შენ თბილისში რომ გყავს შენი შეყვარებულიო თუ ქროშიო თუ რას ეძახი გოგო? იმიტო იცავ მაგას ხომ? მაგ კაბა გაიხადო ჯობია ქარია დღეს და წამოგაფარებს თავზე _როგორ გამკაცრებულხარ თინათე,მეც შემეშინდა უკვე _შვილთაშვილებს რაც ეხება შენ ხარ ყველაზე დიდი და რა ვიცი , ჩემი გახარება თუ გინდა საქართველოში ხარ უკვე ,მიმოიხედე ირგვლივ ,გაახილე ფართოდ ეგ ლამაზი თვალები და გახსენი გულის კარი _ყველას გადასწვდა და ისე დაუბრუნდა სამზარეულოს. _თორნიკე ... _გისმენ ,სალიო _მამამისს მოვწონდი უბრალოდ სარძლოდ...ხომ იცი როგორც იციან _არ მელაპარაკო იმ ბიჭებზე რომლებიც შენ არ მოგწონს_თქო რამდენი წლის წინ გითხარი სალიო? _კარგი _ნუ ნერვიულობ უმნიშვნელო რაღაცებზე და ვიღაცებზე ... _ომალოში ჩამიყვანე _დაჩის უთხრა და პირდაპირ მისი მანქანისკენ დაიძრა. იოანეც რომ გაჰყვა ისე გამოხედა აშკარა იყო მხოლოდ დაჩი სჭირდებოდა . ჩადუნელმაც ანიშნა დარჩიო და საკუთარი მანქანის საჭეს ისე მიუჯდა წარმოდგენა არ ჰქონდა თორნიკეს რა გეგმები უტრიალებდა გონებაში. ფანჯარა დასწია,იდაყვი ჩამოსდო და სიგარეტის მოწევა დაიწყო . დაჩი ნელა ატარებდა და ხმას არ იღებდა _იცნობ შენ ვაკოს ? _მე არ ვიცნობ ,ის მიცნობს _როგორ გიცნობს ,ვინ ხარ _მე და სალომე ერთად არ ვიკვეთებოდით არასდროს ... კლასელების სტატუსი გვქონდა მხოლოდ _ვიცი ეგ,როგორც უფრთხილდები მის გრძნობას,როგორ არ ალაპარაკებ ვინმეს და ისიც ვიცი როგორ არ დგამდი ნაბიჯს მისკენ, ამ დრომდე... მაინტერესებს ყიფიანმა როგორ გაგიცნო _სულ სხვა ვითარებაში შევხვდით,პირადად მე მქონდა მასთან პორბლემა _ეგ მთელმა თბილისმა გაიგო , ტიტე შონიას ბიჭმა ყიფიანს საქმე გაურჩია ,მარტომ ბევრის წინ და ბოდიში მოახდევინა ,მაგრამ არ მიიღო ისე დატოვაო _თბილისში არ იყავი შენ მაგ დროს _ამბავი მოვიდა სამაგიეროდ _არ მიყვარს ჩხუბი და არც უაზრო ხალხთან საქმის გარჩევა და მტყუან მართლის გარკვევა... _უბრალოდ იცოდი მას მერე შენ სიახლოვეს არ გამოჩნდებოდა და სალომე შენთან ახლოს იყო ყოველთვის როცა ოჯახისწევრებთან ერთად არ იმყოფებოდა სახლში ან სხვა შეკრებებზე. _ყველაფერი იცი და კითხვებს რატომ მისვამ ამას ვერ ვხვდები _არ ვიცი ახლა რატომ კვეთ ამ შენ გავლებულ ზღვარს ... სალომეს ცდილობ დაუახლოვდე ? მისი სიყვარულის მიღება გინდა თუ რა გეგმა გაქვს _გეგმა არ მაქვს _არ იცი რა გინდა და ამ გაურკვევლობას უნდა შესწირო სალომეს ემოციები ? ხომ ხვდები რასაც დაგმართებ იმედი რომ გაუჩნდეს და მერე ისევ მარტო აღმოჩნდეს თავისი გრძნობით _ვერაფერს გეტყვი იმის გარდა რომ მასთან ყოფნას თუ შევძლებ დატოვება არ გამომივა _შეუძლებელი რა გჭირს _წარსული... _წარსული, რომელშიც შენ არ გაქვს დანაშაული შენ არ უნდა გამძიმებდეს ... ეგ ჩვენთვისაა ბარიერი , ვისაც ცოდვები გვაქვს ნაგროვები და წარსულში ვერ ვტოვებთ _ბექნუსთან არ გაქვს კარგი ურთიერთობა მიუხედავად იმისა ,რომ დედაშენი უყვარს და ახლა მშვიდად ცხოვრობენ მაინც ვერ პატიობ შენ ბავშვობას და შეცვლილ ცხოვრებას .... ტიტემ დედაჩემი მოკლა და მე იქ ვიყავი . არ ვიცი ოჯახი როგორი უნდა იყოს და სალომესთან თუ ნაბიჯს გადავდგამ ეს ნაბიჯი აუცილებლად მივა საერთო სახლამდე,შვილებამდე ,სიბერემდე . ყველაფერს ვერც გეტყვი ,არ გამომივა უბრალოდ აგიხსნა მხოლოდ იცოდე მისგან შორს ყოფნაც მისთვის იყო და ახლოსაც არ ვიქნები მხოლოდ ჩემი მიზნებისთვის ... _თინათე არაფერს მიყვება სხვების თანდასწრებით თუ იმ მსმენელებს შორის არაა ვინმე ისეთი ვისაც ინფორმაცია უნდა მიაწოდოს _მე ზღვარი არ გადამილახავს იმ სახლს პატივს ვცემ და თუ მაინც იქ დარჩენით როგორმე ჭორაობის საგნად ვაქცევ სალომეს ... _თინას შენ მოსწონხარ თორემ ერთ დღეს არ გაგაჩერებდა იქ. შენ არ იცი როგორი ძლიერი,შემტევი და პირდაპირია მათთან ვინც გულზე არ ეხატება. _ყიფიანთან რას აპირებ _არაფერს ... მე რომ დამინახავს გაქრება _არ ეცოდინება აქ რომ ხარ? _შეიძლება იცის და მაინც გამიბედა , თუ გამიბედა მითუმეტეს გაქრება. შენი ჩარევა საჭირო არ იქნება. კარგია თუ ჩხუბი არ გიყვარს , მე სანამ ვიქნები სალომეს გამო არც მოგიწევს. _აქამდე როგორ ვერ გავიგე აქ რომ გქონდა სოფელი და სალომეს ამიტომ იცნობდი ... არავის არასდროს უთქვამს _გგონია ჩემზე ბევრი ინფორმაცია იცის ხალხმა? მხოლოდ ის ამბები ვრცელდება რაც განხილვის საგანია... ინტრიგა უყვარს ყველას _ჩემ მიმართ რატომ ხარ კეთილგანწყობილი _სალომეს უყვარხარ და იმიტომ _იქნებ ცდება და მე ვარ ყველაზე ცუდი პერსონაჟი მის ცხოვრებაში _ჯერ არაფერს აშავებ და მეც არაფერს გიშავებ . დააშავებ და დაგიშავებ ,მარტივია მანქანიდან გადავიდა , დაბარებულივით ჩიხიდან გამოსულ ცხენზე შემოჯდა და სულ სხვა მიმართულებით წავიდა. გელით ♡ გყვარობთ ♡ მიფერადებთ სევდისფერ დღეებს ♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.