შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული წარსულში II (თავი VIII)


დღეს, 07:25
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 1 026

_სად არის თორნიკე... რა გითხრა _ სალომე ეზოში ელოდა და ადგილს ვერ პოულობდა იქამდე სანამ არ დაინახა _ იკამათეთ? დაგემუქრა? დაველაპარაკები მე და
_მომწონს რომ ნერვიულობ ჩემ გამო, მაგრამ თან საშინლად არ მსიამოვნებს აფორიაქებულს რომ გხედავ _ იმ წამს სული მისდიოდა ისე უნდოდა მთელი სახე დაეკოცნა ,მღელვარებისგან აღვრეული თვალები ,ბროწეულისფერი ლოყები და ფაფუკი ტუჩები . თითები თმაში შეუცურა და რომ დაიხარა მხოლოდ შუბლზე შეეხო
_დაჩი ...
_კარგად ვართ მეც და ისიც... არაფერი მომხდარა. ყველაფერი რიგზეა. გამოვიცვლი, მოვემზადები დაბადების დღისთვის და ერთად წავიდეთ
_მე უკვე უნდა გადავიდე, დავეხმარო... შენ მოგვიანებით გადმოდი დანარჩენებთან ერთად _ამ ერთმა კოცნამ და სიახლოვემაც კი იმოქმედა ორივეზე. სალომე რომ წავიდა მის სურნელს ისევ გრძნობდა. მზერა გააყოლა ლამაზ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილს ,მთელი სხეულის კონტური ერთი თვალის მოვლებაში დაინახა და წამით გაუელვა გონებაში ფიქრმა ,რომ არ უნდოდა ვინმეს ენახა მის გარდა ასეთი. ეს წამი და ეს ფიქრი შეზიზღდა , შხამივით ჩაეღვარა გულში აზრი "ტიტეზე უარესი ვიქნები" ,მერე ისევ ყიფიანი გაახსენდა და მისი იქ ყოფნის ალბათობა . ისიც იფიქრა საერთოდ არ გადავალო , ილდანი იქნება და მიხედავს ყველაფერსო,მაგრამ ბოლოს მაინც წავიდა.
..........
შენგელიებისთვის ბევრი უცნობი და ნაცნობი სახე ირეოდა დაბადების დღეზე მიწვეულ სტუმრებს შორის.
უკვე სუფრასთან ისხდნენ თორნიკე რომ მოვიდა . შორიდანაც ხედავდა როგორ ესალმებოდა გზად შემხვედრი დიდი თუ პატარა. ცისიას მამას მისთვის შერჩეული ჰქონდა ადგილი , მაგრამ კაცს ჩამოშორდა და იოანეს გვერდით აღმოჩნდა ბოლოს. ზუსტად მატილდას წინ და დაბარებულივით მაშინ გამოჩნდა ყოფილი უბნელი ბიჭი.
_როგორ ბრძანდება დაკარგული დედოფალი_მხრებზე დაალაგა ხელები და ლოყაზე აკოცა
_საბაა... შენ როგორ ხარ ? ლელუკაც არის?
_მთელი უბანი აგვყარა ცისიამ ... ვისაც მგზავრობის ენერგია ჰქონდა და ამ გზის გამოვლის არ ეშინოდა ყველანი აქ ვართ. წამო ჩვენთან სანამ სათითაოდ ყველანი მოვლენ, მოგვენატრე ხალხს . წახვედი ლონდონს და დაივიწყე უბანი
_რომ დამევიწყებინე ჩატს დავტოვებდი და თქვენ არანორმალურობებს აღარ გავიგებდი ...
_აუ ხიპიშას დატოვება გვინდოდა, თუშებს ნუ აცემინებ თავს_თქო ,მაგრამ გააგებინებ? ჭიქას ვუმალავთ ახლა რომ არ დალიოს ბევრი. იოანემ იმდენჯერ გადაარჩინა და ბოლოს მაგასაც ეჩხუბა ,ახლა რომ აგვჩეხონ თითს არ გაატოკებს შენი ძმა . მე კიდევ ხომ იცი ჩემ ცხვირს ვუფრთხილდები,არ ვჩხუბობ _ ყველაზე მხიარული იყო საბა მათ შორის ვინც მაგიდის ერთ ნაწილში ისხდნენ. მატილდა ურთიერთობებს არ აციებდა, მეგობრებს ვერ უწოდებდა,მაგრამ არც შორს იყო მათგან. 12 წლამდე ერთ უბანში ცხოვრობდნენ, მერე გადაცხოვრდნენ შენგელიები , მაგრამ კომუნიკაცია არ დაუკარგავთ. მათთან შემორჩა, მოსმენილ ამბებზე იცინოდა და წასვლაც აღარ უნდოდა . ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს იოანეს გარდა კიდევ ვიღაც აკვირდებოდა და შინაგან შებოჭილობას ვერ აქრობდა. მუდამ თავისუფალს რაღაც რომ აბრკოლებდა ფრთამოტეხილ ჩიტს ემსგავსებოდა. წამითაც არ დაუშვია,რომ ილდანის ყურადღებას დაიმსახურებდა. ინაც გააცნო ყველას და სალომეც გამოჩნდა მუშაობისგან გადაღლილი. რა წამსაც მაგიდასთან დაჯდა იმ წამს დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს შენგელია და მინდელი
_მაინც გამუშავეს ხომ ? _ სალომეს უცინოდა იოანე _წყალი დაუსხა მოსასულიერებლად
_ძალიან ცხელოდა სამზარეულოში. შევეწირე ცისიას ნიშნობას ... შენი უბნელები სად სხედან? ჩვენთან რჩებიან სახლში და რომ ვიცოდე როგორ გადავანაწილო რამდენი არიან
_ათი კაცია სად დაატევ ამდენს... მე გადავალ ინასთან
_მეც უნდა გავათავისუფლო ჩემი ოთახი აშკარად
_დაეტევიან სადმე სხვაგან , დამშვიდდი ,დაისვენე და ჭამე რამე . მთელი დღეა მშიერი ხარ _ სალომეს მიმართა ,იქ ყოფნის განმავლობაში წინადადება პირველად თქვა თითქოს. გვიან გაიაზრა მატილდამ მისი იქ ყოფნის გამო რომ იყო ბევრი თავშეკავებულად. წავიდა თუ არა ატმოსფერო შეიცვალა. მათი მაგიდა ახმაურდა, აქეთ_იქით მიმოსვლა დაიწყო. ყველანი დათვრნენ და ცეკვა_სიმღერით გართულებმა დღის მთავარი მოვლენაც იხილეს. ტორტის შემოსვლასა და სანთლების ჩაქრობას ხელის თხოვნის ცერემონიაც მოჰყვა.წასული ეგონა, მაგრამ მოჩვენებასავით გამოჩნდა წყვილთან , საჩუქარი გადასცა გოგონას რამაც მისი აღფრთოვანება გამოიწვია და შემდეგ ისევ გაქრა. მაგიდასთან საერთო ჯამში 1 საათიც არ გაუტარებია .
ხალხი ნაწილდებოდა უკვე სახლებში . ხმაური კვლავ სიმშვიდემ ჩაანაცვლა . როგორც თქვა მათთან სახლში არავინ დაბინავებულა. სალომე გვიან ღამემდე დარჩა, ინამ და მატილდამაც შესთავაზეს დაგეხმარებით მილაგებაშიო ,მაგრამ ისე იუარეს წინააღმდეგობა აღარ განაგრძეს. ვერ დაიძინა, ამდენი ცეკვისა და სიმღერის შემდეგ ცოტათი შემთვრალს ენერგია მოზღვავებული ჰქონდა. რამ მოაგონა იმ დროს გასეირნება ვერ გეტყვით ,მაგრამ სიჩუმეში მოვარდნილ ხმაურს და მოჩხუბრებს კი გადაეყარა . სახეებს ვერ არჩევდა კარგად,აშკარად სტუმრების ერთ ნაწილსა და იქაურებს შორის იყო გაუგებრობა ,მაგრამ ეს სტუმრებიც თუშეთის რომელიღაც სოფლიდან უნდა ყოფილიყვნენ . უკან გაბრუნებას აპირებდა, მოსმენის სურვილი არ ჰქონდა იქამდე სანამ თორნიკეს ხმა არ გაიგო
_იარაღი რად გინდოდა აქ რომ მოდიოდი ... ვისთვის სროლას აპირებდი ჯერ ეგ მითხარი და მერე გავარჩევ მტყუან _მართალს _ მკვეთრად ისმოდა ილდანის ცივი ხმა ,ყველანი ჩაჩუმდნენ გაიგო რაღაც მძიმე როგორ დაეცა მიწაზე და იმის გაააზრებისას რომ ეს იყო ზემოთ ნახსენები იარაღი გული შეუქანდა . შენობას იყო მიყრდნობილი და გამოძრავებას ვერ ბედავდა. აშკარაა ყველაფერი დიდი ხნის დაწყებული იყო და ისიც ვერ გაიგო თორნიკე როდის მივიდა . ერიდებოდა მსგავსი ამბების,ფილმების ნახვაც კი არ უყვარდა და ახლა მისი საყვარელი ადამიანი იყო გაურკვეველი რაოდენობის ადამიანის გარემოცვაში.
_ხელიც არ დამირტყამს ნათლია,გეფიცები _ ახალგაზრდა ბიჭის ხმა იყო _თვითონ დაიწყო ... ნინიას აეკიდა. გავაფრთხილე და არ გაიგო. ახლაც ისე უყურებდა
_ყურებას მიშლით ბიჭო ? შენი და შენზე უფროსია ლაწირაკო თვითონ გაარკვევს ვინ უნდა და ვინ არა
_ჩემ წინ ხმას ნუ უწევ _ იმ წამს გაიაზრა რომ თორნიკე არ ყვიროდა_ნინიას დაელაპარაკე და გითხრა მიყვარხარო? ოჯახი მიკრძალავს თორემ შენთან მინდა ყოფნაო?
_ამათი ეშინია და ერიდება ...
_ტყუის, ნინიას სხვა უყვარს და იმიტომაა გაგიჟებული. თბილისშიც უკან დასდევს,ის ბიჭი ცემა ,ნინიას ავიწროებს და აქ კიდევ გამომეცხადა იარაღით. შენ რომ არ დაენახე მოტაცებას უპირებდა ,ვიცი გავარკვიე
_ენა ჩაიგდე ლაწირაკო
_მართალს ამბობს?
_არა ... რა მოტაცება. შენ როგორ გადაგაბიჯებდი
_მძღოლი ელოდებოდა , თენგო და ნუკრი უნდა დახმარებოდა ...
_სად არიან ახლა
_წავიდნენ
_დაურეკე ამოვიდნენ ...
_რა უნდათ ამ შუაღამეს აქ . იგონებს ბავშვია
_შენ ახლა მეუბნები რომ მე ვარ სულელი ,ბავშვს და კაცს ვერ ვარჩევ და ტყუილს და მართალს ვერ ვადგენ ?
_ხომ მიცნობ თორნიკე ... შენზე უფროსი არ ვარ ? იცი ვინც ვარ
_ჩემ სახელს ნუ წარმოთქვამ და ნუ მასწავლი ვინ ხარ ,როგორ გიცნობ და რა ნეხვი გიდუღრს სისხლში _ზარის ხმა ისმოდა,აშკარად თავად დაურეკა _ თორნიკე ვარ ილდანი ... გამოფხიზლდი და კითხვაზე მიპასუხე ან ხო ან არა . მომატყუებ და იცი რაც მოგივა ,დაგიმძიმდება დანაშაული ... დღეს შენ ზურაბი და ნუკრი ნინიას მოტაცებას გეგმავდით?
_გეფიცები უყვარს
_გეგმავდით თუ არა
_ვგეგმავდით,მაგრამ _ ხმა აღარ ისმოდა ,ზარი დასრულდა და კაცის ღრიალის ხმა გავრცელდა წამით. რა დაარტყა არ იცოდა , პირზე რომ ააფარა ფაქტი იყო ისე დახშულად ისმოდა ხმა
_შენ ამდენის უფლება როგორ მიეცი თავს...შენზე 15 წლით პატარა ნინიას დასდევ, ჩემ ნათლულს ბავშვს უწოდებ, ჩემ მოტყუებას ცდილობ და იარაღს მიტრიალებ ცხვირ წინ . დაგავიწყდა ვინ ვარ ? ხომ გითხრეს ერთელ ილდანმა იცის რასაც აკეთებ და შემოგითვალა გაჩერდიო.
_ნათლია დანა აქვს ... _მატილდამ როგორ შეიკავა ხმა არ იცოდა. თორნიკეს მოხვდა ,დაინახა. იმ წამს გამოძრავდა და შეხედა როგორ მიიჭირა ხელზე ხელი . ძირს დაგდებულს ხელზე დააბიჯა და ისე დაიხარა თითქოს არაფერი აწუხებდა _ უნდა გკლავდე ახლა ხომ იცი შენც ... ხომ იცი უკვე უნდა იყოს შენი გული გაჩერებული,მაგრამ დედაშენი მიყვარს ძალიან და არ ვუვიწყებ ადამიანებს სითბოს ,სიკეთსს და ადამიანობას.სახლში რომ მიგათრევენ მარიკას დაუკოცნე ხელები და ბოდიში მოუხადე ასეთი ნაბ.ჭვარი რომ გაიზარდე,მერე დაიფიცე კარგი ბიჭი ვიქნებიო თორემ მე გეფიცები სიკვდილს განატრებ კიდევ რომ გააგრძელო _ დანა ხელში ჰქონდა გაყრილი აღრიალებულს . მეორე მხრიდან მანქანა რომ მოვიდა და ბიჭები გადმოვიდნენ
_ექიმთან მიიყვანეთ და მერე სახლში. მარიკას არ აჩვენოთ ასეთი... ნუკრი მომიკითხეთ , გეძებს ილდანი ,შენთან შეხვედრა უნდა_თქო _ იდგა და უყურებდა როგორ წაიყვანეს კაცი . მანქანა რომ მოშორდა იქაურობას მერე მიუბრუნდა ბიჭს და სახეში გარტყმის ხმამ გაკვეთა ჰაერი _ მე შენ ეს გასწავლე? ნანგრევებში საქმეების გარჩევა და დანების ტრიალი? დანით რომ მოხვედი იარაღი დაგიმიზნა ... იარაღს ჩაიდებ შემდეგში და დაელოდები რომელი უფრო ზუსტად და მალე ისვრის ? ილდანის ნათლული ხარ და ასე უნდა გაატრ.კო ?
_ნათლია ...
_რამე რომ მოგსვლოდა ნინიას მერე რას უპირებდი... ბავშვი დანაშაულის შეგრძნებას მოიშორებდა? რამდენჯერ გითხარი რამე რომ ხდება ჯერ მე გამაგებინე და მერე იმოქმედე _თქო ... არ გითხარი მე მაინც გავიგებ და არ გინდა
_ყველაფერზე შენ როგორ დაგიძახო ... პატარა მშიშარა ბავშვი ხომ არ ვარ ,ჩემი დაა რა მექნა . ხომ მითხარი ისე მოუფრთხილდი როგორც ყველაზე წმინდასო
_უნდა გაუფრთხილდე,დაიცვა და იზრუნო ,არ უნდა შეგეშინდეს ლუკა ,მაგრამ დანით არ უნდა იარო. დანა ვერ დაგიცავს , ვერც გასროლილი ტყვია დაგიცავს .პირიქით დაგახრჩობს ,ისე მოგაქცევს სიკვდილზე უარესი იქნება. ვერ შემხედე არც დანა მედო ჯიბეში და არც იარაღი ,მაგრამ მოვერიე როგორღაც. შენ ჩემზე ჯანმრთელი,ახალგაზრდა და ძლიერი არ ხარ? შენი მუშტის იმედი არ გაქვს და დანის გაქვს?
_მაპატიე ... მართალი ხარ
_კარგი ბიჭი ხარ შენ და არ გახდე ჩემნაირი ,კარგი ? _თავზე გადაუსვა ხელი და მერე იმ ლოყაზე , რომელიც ისევ ეწვოდა გარტყმისგან _ მე შენ პატივს გცემ და კაცად გთვლი სულ ... არ დაიმახსოვრო ეს დარტყმა იცოდე თორემ ბრაზი შხამივითაა
_ხელი არ გტკივა? დანა მოგხვდა მგონი
_არაფერია... ხელი არ დაგესვაროს. სახლში წადი ,მიდი გიყურებ

ქვაზე დაჯდა , უყურებდა ბილიკზე სწრაფად მიმავალს , ხელზე რაღაც ნაჭერი შემოიხვია,სიგარეტს მოუკიდა და იქ იყო სანამ მატილდა არ გამოძრავდა და ეკლის ბუჩქს კაბა არ გამოსდო. ფეხიც იტკინა და ხმა ვერ გააკონტროლა. თავი რომ დაიხსნა ილდანი დაჰყურებდა ზემოდან ანთებული მზერით
_აქ რა გინდა გოგო შენ !
_კაბა გავაფუჭე _ ისე ამოიტირა თითქოს მხოლოდ კაბა იყო პრობლემა. ნაგროვები ემოციები დანაშაულზე წასწრებულმა ერთიანად დაღვარა ცრემლებად_ჩემი საყვარელი კაბაა
_წამოდი ... გამომყევი _ ხელის ჩაკიდება დააპირა ,მაგრამ სისხლიანი იყო და წამსვე გაჩერდა _შეწყვიტე ტირილი ,ახალს იყიდი
_ლონდონში ვიყიდე აქ ასეთს ვერ ვიპოვი... პირველი ხელფასით ვიყიდე
_აქ მუშაობდი ლონდონში როგორ აიღე პირველი ხელფასი
_იქაური პირველით ვიყიდე
_ფრთხილად იარე ... თინამ რომ გაიგოს შუაღამეს გარეთ დახეტიალობ და უთვალთვალებ ადამიანებს ,შენზე წარმოდგენა შეეცვლება და აღარ შეგიშვებს სახლში
_წარმოდგენა მაშინ შეეცვლებოდა მე რომ ჩავრეულიყავი
_რა გექნა?_ გულიანად გადაიხარხარა მატილდას კი პირველად შეზიზღდა ღამის სიბნელე ნორმალურად რომ ვერ ხედავდა მის სახეს და ვერ დაიმახსოვრა მისი ასეთი სიცილი. ფოტო უნდოდა ჰქონოდა ,როგორ უნდოდა მის ფოტოებს ერთი ასეთიც შემატებოდა
_ნუ მომყვები არ მჭირდება... თინა მაშინ არ შემიშვებს უცხო კაცი რომ მიმაცილებს სახლში შუაღამეს
_მე უცხო ვარ ?თინა ხუთი თითივით მიცნობს
_ჩემთვის ხარ უცხო ...
_ხოო?
_დიახ
_ფაქტობრივად ერთ საძინებელში გვძინავს რაღა უცხო
_უკაცრავად ?მე არავის საძინებელში მძინავს ... შენ რა მძინარეს მითვალთვალებ?
_ზუსტად ფანჯრების წინ დგას ჩემი საწოლი და სხვაგვარად შეუძლებელია სანამ ფარდების ჩამოფარებას არ ისწავლი ან სანათს არ ჩააქრობ
_თითქოს სულ სახლში იყო საწოლზე მშვიდად წამოგორებული ... ერთხელ დამინახე ალბათ
_შენს ადგილას დარწმუნებული არ ვიქნებოდი ... უკანა კარი არ ჭრიალებს და იქედან ადი _სახლთან მისულს უთხრა და თავის ეზოში შევიდა.

მატილდას ლამის დაავიწყდა მისი ხელი და ყველაფერი საერთოდ. არ ელოდა ასეთ რეაქციას მას კი არაფერი უთქვამს . სულ ორ წამს გაჩერდა ოთახში,ფარდები ჩამოაფარა და შემდეგ სამედიცინო ჩანთით მიაშურა ილდანის სახლს. სახელური რომ დასწია და მაშინვე გაიღო არ გაჰკვირვებია,არც უფიქრია რომ ჩაკეტილი ექნებოდა კარი. იმ ოთახისკენ დაიძრა რომელიც განათებული იყო და სისხლის წვეთებიც რომ შეამჩნია ჭრილობის სიღრმესთან ერთად საერთოდ დაკარგა დისტანციის შეგრძნება.
_შენ რა ადამიანი ხარ საერთოდ ამდენხანს სისხლისგან იცლებოდი და იქ იდექი უკვდავივი ვამპირივით . თითქოს ჭრილობა თავისით შეხორცდებოდა
_რატომ ხარ ასეთი ცნობისმოყვარე...მაინცადამაინც იოანეს უნდა დავურეკო და გამაშოროს შენი თავი? _დასვრილი შარვალიც გახდილი ჰქონდა და საცვლისამარა იჯდა დივანზე
_სისხლისგან თუ დაიცლები ისედაც სამუდამოდ დავშორდებით ... _ დივანზე დაჯდა და გაკეცილი პლედი მიაფარა ფეხებზე . ილდანი დივანს მიეყრდნო ,თავი უკან გადასწია და კიდევ ერთხელ გაიცინა ხმამაღლა უკვე კარგად ხედავდა მის სახეს, აციმციმებულ შავ თვალებს და გრძელ შავ წამწამებს . ლამაზი კბილები ჰქონდა, საშუალი ზომის ტუჩები და ყელიც ისე მიმზიდველად მოუჩანდა მატილდას სულ გადაავიწყდა ჭრილობა .
_შენ აქ კლინიკა გქონია _მაგიდაზე გაშლილ ნივთებს გადახედა
_თვითონ შევძლებ ,დილეტანტს ვერ მივანდობ თავს
_მარტო როგორ მოახერხებ...ერთი ხელით
_ჩემი ყურება თუ ასე ძალიან მოგწონს პატარა მატილდა სანახაობას არ წაგართმევ ... _ჯერ ნემსი გაიკეთა იქვე ჭრილობასთან ახლოს ,შემდეგ დამუშავება დაიწყო ბინტიც კი პატარა ბურთულებად ჰქონდა დაჭრილი
_ნაკერის დადება სჭირდება ... ხელები დაიბანე და მომაწოდე რასაც გეტყვი
_კარგი,ახლავე
_მარჯვნივ ყავისფერი კარია ..._ორი წუთის შემდეგ დაბრუნდა . მხოლოდ სტერილური შეკვრები გაახსნევინა. ნაკერის დადება რომ დაიწყო მატილდას სიზმარში ეგონა თავი,ხელზე იჩქმიტა კიდეც ,მაგრამ გამოსახულება არ გაქრა
_შენ რა ექიმი ხარ ?
_დიპლომი არ მაქვს
_ისწავლე ის რაც დაგჭირდებოდა _დასკვნა გააკეთა და ისევ მოერია სევდა ბიჭის გამო, რომელსაც ალბათ პატარა ასაკიდანვე უწევდა მსგავსი უნარ_ჩვევების გამომუშავება.
_ეგ გახსენი და დააკარი ჭრილობას ზემოდან. ერთი მხრიდან გახსენი და მერე მეორე მხარე თორემ თითებზე დაგეწებება_ასწავლიდა და შენგელიაც დამჯერე მოსწავლესავით იმეორებდა _კარგია ,მორჩა . გმადლობთ ასისტენტობისთვის
_სად გადავყარო
_დამლაგებლად გამოგიყენებ გგონია? დაჯექი და მოისვენე ან დაუბრუნდი შენს საძინებელს _ადგილიდან არ გამოძრავებულა ,იდგა და უყურებდა როგორ მიალაგა ყველაფერი , სპორტული შარვალიც ჩაიცვა და ისე დაუბრუნდა უკან
_არ გტკივა ?ან თავბრუ არ გეხვევა ან
_მტკივა,თავბრუც მეხვევა და დაწოლა და დაძინებაც მინდა, მაგრამ ისე არ რომ გონებას ვკარგავდე. გაინტერესებს რატომ?იმიტომ რომ ვერც დავითვლი მერამდენეა და როგორც შენ თითის გაჭრის დროს არ გემართება ისტერიკა ისე ვარ მეც . დავაკმაყოფილე შენი ინტერესი ?
_დაიძინე ,მე წავალ ... დახმარება მინდოდა და მგონი უარესად შეგაწუხე
_და იქ რა გინდოდა ,საუბარში დახმარება თუ ჩხუბის დროს
_შემთხვევით მოვედი... უბრალოდ ვერ დავიძინე და გასეირნება მინდოდა. როცა ვერ ვიძინებ სულ ასე ვიქცევი ,ბევრს დავდივარ სუფთა ჰაერზე ... მე თითქოს არ ვყოფილვარ და არაფერი გამიგია . არავის მოვუყვები , არ მიყვარს ჭორაობა
_რატომ დაიწყე ტირილი ... გეგონა გეტყოდი რამეს თუ იტყვი ენას ამოგგლეჯ_თქო? _ისეთი თბილი ჰქონდა ხმა,ციმციმა თვალები მატილდას დაძაბულობაც მთლიანად გაუქრა
_კაბა გამიფუჭდა და ფეხიც მატკინა ეკალმა _ ნაკაწრი ისე აჩვენა არც უფიქრია მთელი ფეხი რომ მოუშიშვლდა სანამ თორნიკეს ღიმილი არ დაინახა და ერთიანად არ აუხურდა სახე
_ღმერთოო რამხელა ჭრილობა გქონიაა და ჩემ ხელს დარდობდი? ყოჩაღ შენ ,როგორ გმირულად აიტანე ასეთი ტკივილი _ აი იმ წამს ისევ ბავშვად აგრძნობინა თავი იმის ნაცვლად რომ მის გრძელ ,ლამაზ ფეხებზე გაეჩერებინა მზერა . მალამო მიუტანა და ბამბის თავიანი ჩხირი _ წაისვი და მოგირჩება
_არ მინდა ... ისეც მომირჩება
_მე წაგისვა ?
_არა !
_მაშინ გამომართვი ...
_ამიწვავს?
_არა _ისევ გააცინა . კლოუნივით იყო?რა სჭირდა საერთოდ ,რა ემართებოდა ილდანის წინ _ ფოტოებს რომ იღებ ყველას აჩვენებ და ამბავს რომ იგებ არავის უყვები?
_ფოტოებსაც არ ვაჩვენებ ყველას ,მხოლოდ იმ ნაწილს რომელიც თავიდანვე ხალხისთვისაა. ამბავიც ამის მიხედვით უნდა მოყვე ,რაც შენ არ გეხება და სხვისია არ უნდა გაავრცელო.
_იოანეს ყოფილებზე რომ ყვები შენი ამბავია?
_იოანეს ნერვებზე თამაში ჩემი საყვარელი საქმიანობაა . მაგ ამბებით ვახსენებ როგორ არ უნდა მოექცეს ჩემ მეგობარს
_შენ რომელი უფრო არ გეთმობა ინა თუ იოანე _ სიგარეტის მოწევა დაიწყო და თავი ზუსტად ისე ჩამოსდო დივანზე როგორც მატილდამ
_ასეთი აშკარაა ერთმანეთი რომ იზიდავთ და მე ვერ შევამჩნიე ამდენხანს?
_ახლაც ვერ დაგინახავს კარგად... ვნება და მიზიდულობა კი არ აკავშირებთ ერთმანეთი უყვართ
_არ უყვართ ... ისინი ორივე მოთამაშეები არიან. უყვართ თავისუფლება და
_ერთმანეთი უყვართ პატარა მატილდა ... შენ მხოლოდ შენი სიყვარულის გჯერა რადგან სხვა არავისთან გიცდია ყოფნა ? ყველას ერთნაირი ხასიათი არ აქვს
_შენ რა იცი მე მიყვარს თუ არ ან მიცდია ურთიერთობები თუ არ ... 26 წლის ვარ მე მართლა ბავშვი ხომ არ ვარ
_სულ ბავშვი ხარ იქამდე სანამ მშვიდად ძილი შეგიძლია და ხმამაღლა კისკისი
_შენ მგონი მართლა მიყურებდი მძინარეს_თვალებში უყურებდა და სიტყვებს ისე ამბობდა
_და საერთოდ არ მოქმედებდა შენზე ჩემი მზერა
_მეძინა,როგორ იმოქმედებდა
_უნდა ბრაზობდე ახლა . რატომ არ მეუბნები რომ არ მეკადრება მძინარე გოგოს ყურება ? _თვალები დააწვრილა,სიგარეტის ღერი სააფერფლეში ჩააგდო და ისევ ისე მიეყრდნო დივანს
_თვითონაც იცი , ჩემი თქმა არ გჭირდება და ალბათ იმაზე მეტად წუხარ ვიდრე მე შემაწუხებს ოდესმე შენი მზერა
_ვინც თავს დამნაშავედ გრძნობს იმათ აღარ ადანაშაულებ? _ისევ არ ჰქონდა ჩვეული ილდანისეული გამომეტყველება. არც მზერა ჰქონდა ცივი და ცარიელი
_შენ თავს დამნაშავედ გრძნობ იმის გამო რომ მიყურებდი ? _ხასიათი ჰქონდა ასეთი დიალოგის წარმართვის და სხარტი პასუხების დაბრუნების უნარით , თორემ გული მისდიოდა თორნიკესთან საუბრის გამო
_არა ... საერთოდ არ . მხოლოდ მშურდა ძალიან შენი მშვიდი ძილის და მაინტერესებდა რაღაც
_რა გაინტერესებდა
_მნიშვნელობა არ აქვს
_მითხარი და გიპასუხებ
_სიტყვები არ ეყოფა ჩემ ინტერესს, თვითონ უნდა გავიგო და ამისთვის მოქმედება დამჭირდება ... თანახმა ხარ მაინც?_ისე გაეხვა მის მიერ შექმნილ ქსელში აზრზეც ვერ მოვიდა
_თანახმა ვარ . დარწმუნებული ვარ მე უფრო მაინტერესებს შენ რა გაინტერესებს ვიდრე შენ გაქვს საერთოდ რაიმე კითხვა ჩემთან დაკავშირებით
_გამოდის ორივეს ინტერესს ვაკმაყოფილებ _ მატილდას პოზიცია არ შეუცვლია,ისევ ისე იყო დივანს მიყრდნობილი და ხედავდა როგორ ამცირებდა მანძილს ილდანი . გულისცემის ხმა ესმოდა მხოლოდ,მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა კანზე . ხელი არ უხლია, თავი დახარა შენგელიას ყელთან და კოცნის მოლოდინში თვალები რომ დაეხუჭა მისმა ხმამ გამოარკვია ისევ _ ვინ ნახე სიზმარში, წუხელ ღამით?
_პასუხი არ აქვს ჩემს ინტერესსო ხომ მითხარი
_ეს უკვე სხვა კითხვაა
_ისიც ხომ არ გაინტერესებს რა დამესიზმრა _ისევ ახლოს იყო ,თავი სულ ოდნავ რომ გაემოძრავებინა შეეხებოდა კიდეც
_ჩემზე იმდენი ინფორმაცია გაქვს რომ გავსწორდეთ შემიძლია ესეც გკითხო ,ჯერ მთავარ გმირზე მითხარი და მერე გადავწყვეტ მაინტერესებს თუ არ
_შენ იყავი ... ძალიან გამაბრაზე პატარა ბავშვივით რომ დამითმე მოგება _მაქსიმალურად ცდილობდა რომ სიმართლეც ეთქვა და თან სინამდვილე გადაეფარა
_გაბრაზებულს არ გავდი
_არ ვიცი შენ რა დაინახე ... მე სიზმარში გახრჩობდი
_ხოო? მაინც როგორ
_როგორ ახრჩობენ ადამიანებს
_ბევრი გზა არსებობს...ხელის მოჭერიდან დაწყებული თოკით დასრულებული
_ხელით ...
_ხელს მიჭერდი ყელზე ? _ იღიმოდა და უყურებდა თვალის მოუშორებლად _მერე ?
_მერე გამეღვიძა
_ალბათ გიძალიანდებოდი ... იმიტომ სუნთქავდი ასე ღრმად, გეგრიხებოდა სხეული და საკუთარ თავს რომ ეხებოდი მაგ დროს რა ხდებოდა ნეტავ სიზმარში
_არ მინდა გეწყონოს,მაგრამ ოფთალმოლოგთან ვიზიტი უნდა ჩანიშნო. ან ფანჯრის მინები გაწმინდო ... რაღაც აშკარად ვერ გაარჩიე კარგად
_ვითომ ?
_დიახ
_და სინამდვილეში რაც დაგესიზმრა ამის ოცნებად გადაქცევა შენი ცხოვრების ყველაზე დიდი,გამოუსწორებელი შეცდომა რომ იქნება ეგ იცი პატარა მატილდა? ეს რომ უნდა იყოს ჩემი და შენი საუბრის უკანასკნელი შემთხვევა იცი ? თუ როგორც გჩვევია ისე გაჯიუტდდები და მე უნდა გატკინო შენი სუფთა და შეუხებელი გული ... რას ფიქრობ ნეტავ თუშეთში გინდა ექსტრემალურ გართობაში ჩამრთო ? _ იმ სიტყვების თქმის დროს კი ისევ ისეთი სახე ჰქონდა როგორიც სულ და ყველასთან. ცაში აყვანილი დაანარცხა მიწაზე და იქვე ატკინა ,უბრალოდ ვერ დაინახა
_შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ შეურაცხყოფას მაყენებ მე და ჩემ დამოკიდებულებას შენს მიმართ,თორემ არაფერს მეტყოდი ... _მატილდა _ არ ელოდა თუ ასე წავიდოდა. ზედმეტად უხეში იყო? ხომ უნდოდა მისი რომანტიული ფიქრები გაექრო , ერთი ხელის მოსმით გაენადგურებინა დაახლოების ეს მცდელობა და საკუთარი თავიც შეეჩერებინა . ახლა რა აწუხებდა ,რა არ მოსწონდა
_ჯანმრთელობას გისურვებ ილდანო და მშვიდ ძილს პირველ რიგში _როგორ მოახერხა ამ პატარა გოგომ ბოლო სიტყვა მაინც თავად რომ ეთქვა და შეხებოდა ილდანის ქვად გადაქცეულ გულს. მისი გასვლის შემდეგ ისე მიიჭირა მკერდზე ხელი თითქოს ტკივილი ჰქონდა , ძლიერად უცემდა . ისეთი ფორიაქი დარჩა როგორც პატარა ბიჭს გოგოსთან პირველი ფლირტის შემდეგ. საკუთარ თავს გაურბოდა თუ მის გამო წავიდა პასუხი არ ჰქონდა ,მიზეზი იპოვნა და დილასვე დატოვა თუშეთი.
...............
_როგორ არიან ბავშვები ?
_ლეკვს ეფერებიან და დარბიან აქეთ იქით ... მადლობა კიდევ ერთხელ
_იესეეე უსახელო ძაღლი გვყავს და სახელი მოვიფიქროთ _ კესანე გამოჩნდა კამერაში და ხელი დაუქნია _ იესეეე _ სახელი მოსწონდა და ხშირად ეძახდა _ სახელს რომ ვეძახი ხომ არ წყინს დედა? გაბრიელის პაპა რომ არის მეც პაპას ხომ არ დავუძახებ ? _ უკან დადგა ისე თითქოს მინდელი ხმას ვეღარ გაიგებდა და დიანას სერიოზული სახით ჰკითხა,მაგრამ ქალმა სოსოს სახე და მძიმე ამოსუნთქვა რომ დაინახა ხმამაღლა სიცილი აუტყდა _დედააა
_უბრალოდ იესე დაუძახე არ ეწყინება დე
_იესეე ძაღლი გოგოა თუ ბიჭი? სახელი რომ მოვუფიქროთ ხომ უნდა ვიცოდეთ
_ბიჭია _ სანი გამოჩნდა ამჯერად. ლეკვიც იქვე იყო
_მე ტყუილად მიყურებთ თქვენ სახელებზეც იმდენხანს ვიფიქრე ცხრა თვე ძლივს მეყო
_დაუძახეთ და თუ გამოგხედავს ეგაა მისი სახელი _ იესემ მარტივად გადაჭრა საკითხი და ბავშვებიც ყველა გაგონილ სახელს ეძახდნენ იქამდე სანამ არ გადაწყვიტეს
_ბობო... ბობოზე გამოგვხედა
_იყოს ბობო
_მეც თანახმა ვარ
_გადაწყდა ... ბობო ჩადუნელი გვყავს
_იესეეეე იესეეე შენ გყავდა ბავშვობაში ცხოველები ? _ კესანეს სულ ახალ ახალი კითხვები ჰქონდა. ტელეფონის წინ გაჩერდა და აკვირდებოდა
_ძაღლი მყავდა ...
_ვინ გაჩუქა?
_ქუჩაში ვიპოვე და წამოვიყვანე. დავბანე, დავვარცხნე და ისე დავითანხმე დედაჩემი დატოვებაზე. სულ უკან დამყვებოდა ხოლმე და ერთხელ დახრჩობასაც გადამარჩინა. ჩემი პირველი საუკეთესო მეგობარი იყო . დედაჩემს აბრაზებდა სახლში შემოიპარა და შემწვარი წიწილი შეუჭამა ერთხელ _ გაახსენდა ბავშვობის მხიარული მოგონებები და ტყუპებთან ერთად თავადაც გაერთო
_მერე ?
_ოო მერე დედაჩემმა ორივე ქოჩრით გვითრია და ლამის მამაჩემიც ზედ მოგვაყოლა
_გრძელი თმა გქონდა ?
_ხო ...
_ასე გადაპარსული გიხდება ,მაგრამ გრძელიც მოგიხდებოდა ... ხო დედიკო?
_ახლა ჭაღარა აქვს დედიკო თმა და 20 წლის ასაკში მოუხდებოდა კი _ სიცილს ვერ იკავებდა ცალკე კესანეს კომენტარებზე და ცალკე სოსოს რეაქციებზე.
_ახლა რამდენი წლის ხარ იესეეე?
_42 ... იცი იქამდე თვლა ხომ?
_ვიცი ,მაგრამ იმდენია 42 მეზარება მაქამდე დათვლა . რა დიდი ყოფილხარ იესეეე
_შვილიშვილები მხოლოდ დიდ კაცებს და ქალებს ჰყავთ დე
_შენ როდის გეყოლება შვილიშვილი დეე?
_დაჩის რომ ეყოლება შვილი მაშინ
_და მერე შენც დიდი იქნები დედა?მოხუცი გახდები ?
_დე იესე ხომ მოგწონს , მოხუცს გაავს?
_ნწ ,არ გავს
_მაგრამ შვილიშვილი ყავს... ასე ვიქნები მეც . ახალგაზრდა ,ლამაზი და თან ბებია
_მაშინ ვეტყვი დაჩის სალომე მოიყვანოს ცოლად და ბავშვები ყავდეს . აუ დედაა იმათ შავ_თეთრი ნაყინივით ჭრელი ბავშვები ეყოლებათ? დაჩიკო რომ შავია და სალომე თეთრი
_შენ რა იცი დედიკო იქნებ სალომე კი ასა ვინმე სხვა გოგო შეირთოს ცოლად
_არაა , დაჩიკო მარტო სალომეს მოიყვანს ცოლად. სალომე იცი როგორ უყურებს ?
_ მატილდას ფოტოაპარატში ნახა სურათი როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს და იმიტომ ამბობს_ სანი ჩაერთო დიალოგში ამჯერად
_მატილდას ფოტოაპარატი როდის ჩაიგდე ხელში
_მაინტერესებდა რა ფოტოები ჰქონდა და ჩუმად ვნახე... კი არ წამიშლია . იცი რა ლამაზები იყვნენ? ცხენზე იჯდნენ და უკან მზე ჩადიოდა, სალომეს თავისფერი იყო ცა ... სხვა ფოტოებშიც დაჩიკო ისე უყურებდა როგორც ფილმებში უყურებენ ხოლმე
_ფილმებში ტყუილებია და დაჩის მართლა უყვარს დეე? _ სანიმ ჰკითხა და ისიც ახლოს მივიდა _ დაჩი ცოლს რომ მოიყვანს ჩვენთან აღარ იცხოვრებს ?
_არ ვიცი დე ,ეგ დაჩიმ იცის მხოლოდ და თქვენ არაფერი უთხრათ ჯერ ,კარგი?
_შენც არ უთხრა იესეე მატილდამ რომ გაიგოს გამპუტავს ... ჩვენი საიდუმლო იყოს ხოო? და მე არავის ვეტყვი დედას რომ ეუბნები დამშვიდობების დროს გკოცნიო _ ერთ ამოსუნთქვაში თქვა ყველაფერი კესანემ და ამჯერად ორივე დააშანტაჟა ასე მარტივად და საყვარლად
_შევთანხმდით ...
_დავემშვიდობოთ ახლა იესეს და წავიდეთ ,გავისეირნოთ ცოტა . გრილა უკვე გარეთ
_ოო მინდა მე იესესთან ჭორაობაა ... ხომ აღარ მუშაობ ახლა იესეე? ნახე სახლშია და ისვენებს
_გაბრუვდა იმდენს ლაპარაკობ
_არ გაბრუვდაა ნუ მეუბნები მამასავით _ წამში გაბრაზდა და ტირილი დაიწყო _ შენ ხომ არ გაბრუვდი იესეეე ?
_არა ჩემო პატარა , ნუ ტირი... ნახე რამდენს ვიცინი შენ რომ გელაპარაკები. მიყვარს მე შენთან ჭორაობა თან უკვე პატარა საიდუმლოც გვაქვს _ ტირილის და ბავშვების ნათქვამი სიტყვების გამო დიანამ კონტროლი დაკარგა ,მაგრამ მინდელმა მოახერხა და თავისი მშვიდი ხმით და ჯადოსნური მზერით დაამშვიდა გოგონა _ გინდა მეც გეტყვი ერთ საიდუმლოს ,ჩუმად
_მინდაა ,მითხარიი _ ცრემლები შეიმშრალა ,ტელეფონი აიღო და ახლოს მიიტანა სახესთან
_მეე ? მე არ მეტყვი?_ სანიც უკან აედევნა . დიანამ ვერ გაიგო რა უთხრა ბავშვებს,ისე ბრაზობდა გიორგის წამოსროლილ ყველა სულელურ სიტყვაზე რომლებიც ბავშვებზე მოქმედებდა უნდოდა ახლოს ჰყოლოდა და მიეხრჩო.
_მართლაა? მერე დედას არ ეტყვი?_კესანეს გაფართოებული თვალები,პირზე აფარებული ხელი და კისკისი ესმოდა _ უთხარიი არააა არ ეწყინება , რატომ უნდა ეწყინოს?
სანი არაფერს ამბობდა. მობრუნდა და ლეკვთან თამაში განაგრძო
_კარგი გვეყო ჭორაობა,ცოტას თუ არ გავივლით ისე ვერ გამოვჯანმრთელდებით მალე და მოგვიწევს ბევრი წამლების დალევა
_კარგად იესეეე _ კოცნა გაუგზავნა და მანაც იგივე ჟესტით უაპასუხა ბავშვს
_დროებით... გკოცნი
_მეც გკოცნი _ ღიმილით უპასუხა და ზარი დაასრულა.
_დედა იესეს მოსწონხარ ?
_ეგ გითხრათ რომ გელაოარაკებოდათ?
_არაა?მიყვარსო მომწონსო არ უთქვამს
_ეგ არ უნდა გეთქვა სულელო
_არ უთხრა რა რომ გითხარი დედიკოოო
_კარგი ,არ ვეტყვი დედიკო _სამყაროში ყველაფერზე მეტად უყვარდა ეს "დედიკო" და ისინი თუ ვერ მიიღებდნენ იესეს მერე ნამდვილად მოუწევდა უარის თქმა ყველაფერზე.
...........
_ჩვენთან ერთად წამოხვალ ?_სალომეს იქ დატოვების სურვილი არ ჰქონდა,ზედმეტად გრძნობდა მონატრებას
_ვერ ... ყველა ერთად დავბრუნდებით სეზონი რომ დასრულდება
_დაბადების დღე მაქვს 30 აგვისტოს და მინდა ჩემთან ერთად იყო . არ გამოვა ? _ აივანზე ისხდნენ, მზე ამოდიოდა და ნელ_ნელა ანათებდა სოფელს. პლედი გაუსწორა და უფრო ახლოს მიიზიდა _სალომე
_წინასწარ ვერ დაგპირდები... არ ვიცი შევძლებ თუ ვერ
_არ იცი გინდა თუ არა
_შენ იცი გინდა თუ არა ?
_ვიცი რაც მინდა
_დარწმუნებული არ ხარ
_მე თუ შენ
_მე ? დასარწმუნებლად რამდენი წელი მქონდა იცი ? შენ წარმოდგენა არ გაქვს მე რას_თვალებიც აემღვრა და სულიც
_ვიცი ,მაგ წლებში მე ჩემ თავს ვებრძოდი შენ რომ ჩემ სიყვარულს ერკინებოდი . მე უნდა დამემარცხებინა და შენ უნდა დაემარცხებინე
_მერე გამოვიდა ?
_ვნახავთ გამოვიდა თუ არ ... _ თავზე აკოცა და მზერა ისევ ხედზე გადაიტანა _ სიამოვნებით დავრჩებოდი აქ შენთან ერთად
_მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ წახვალ და დაუბრუნდები შენ ომს ცხოვრებასთან
_გამარჯვებამდე ცოტა დამრჩა
_მეც რომ მოგეხმარო არ შეიძლება ? ერთად რომ გავიმარჯვოთ
_ჩემი მოსაგები ბრძოლაა ... ჩვენთვის_ მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და მზის სხივებმა მათთან რომ მიაღწიეს იმ დროს შეეხო რბილ ტუჩებზე .
..........
ინას არ ეძინა იმ ღამით. სიზმარმა გამოაფხიზლა და გვერდით მძინარე შენგელია რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა. ცხელი შანთივით წვავდა მასთან ახლოს ყოფნა იმ მომენტში და მოშორდა კიდეც საწოლს. სავარძელში დაჯდა , ფანქარი და ფურცელი აიღო და ხატვა დაიწყო.
ბოლოს აღმოაჩინა,რომ იოანეს გაურბოდა და იოანეს ხატავდა.
ასეთი იყო მუდამ ,გაორებული.
_დილამშვიდობისა... _საწოლში ჯერ ხელით მოძებნა მერე კი თვალებით იპოვნა და მშვიდი ამოსუნთქვის შემდეგ გაუღიმა. ისეთი სხვანაირი იყო ,მასთან დამალული არ უნდოდა ჰქონოდა რამე ,მაგრამ ვერც ყველაფერს ეტყოდა_რას აკეთებ?
_დაგხატე...
_მაჩვენებ?
_სახე არ ჩანს ,მხოლოდ სილუეტია _ საწოლზე ჩამოჯდა და ფურცელი გაუწოდა
_დარწმუნებული ხარ რომ მე ვარ? ნებისმიერი მძინარე კაცი შეიძლება იყოს
_შენ გიყურებდი და სხვა როგორ იქნება
_ყველაფერი შესაძლებელია... მზად ხარ ?ჩაალაგე წუხელ თუ დარჩა რამე
_მზად ვარ ,წასვლის დროა _ ფურცელს დაჰყურებდა თითქოს გაიგებდა შავ_თეთრ ნახატზე ზუსტად ვინ იყო როცა სახე არ დაუხატავს. საწოლზე მწოლიარე ადამიანის ფიგურა იყო მხოლოდ,რომელიც მართლა არ ჰგავდა იოანეს ფიგურას.
_რა გეგმები გაქვს თბილისში დაბრუნების შემდეგ
_მარტა მომენატრა, მასთან წავალ აგარაკზე და დავაკვირდები მის ორსულობას
_გამოდის ვერ გნახავ ... თუმცა მამაშენისგან კურთხევა გვაქვს. შემიძლია მარიამთან გესტუმრო ,ცოტა ხნით ,არა? _ვერ ხვდებოდა რა იყო მისი უხასიათობის მიზეზი და ცდილობდა ესაუბრა მაინც
_დრო მოვიდა დასრულების... მე და შენ მხოლოდ მეგობრები თუ ვიქნებით , საკმარისია ტყუილები ჩემ ცხოვრებაში. სოსოს გამო ისედაც მთელი ცხოვრება თავდაყირა მაქვს
_მე თუ არ მინდა მხოლოდ მეგობრობა? ახლა და აქ ამაზე საუბარიც არ მინდა . ამ საოცარ დროს და ადგილას
_სასაუბრო არც არაფერია ... თამაში დასრულდა. მადლობა ყველაფრისთვის
_ძალიან გინდა გამაბრაზო ამ მადლობით და თავი საცოდავ კაცად მაგრძნობინო თამაშს რომ უწოდებ ჩემ მოქმედებებს ... ორივე ერთდროულად ნამდვილად არ დამიმსახურებია
_სამართლიანი არასდროს ვყოფილვარ
_საკუთარი თავი თუ იყავი ოდესმე
_ვიყავი ... მხედავდა ერთი და როგორსაც მაწოდებდა საკუთარ თავს ისეთი მეგონა მეც ,ისეთი კარგი და ნორმალური,მაგრამ ისიც შეცდა
_ვინ იყო იმ უამრავიდან, რომელზეც ვიცი
_მასზე არ იცი ... არც უნდა იცოდე. ტყუილად გგონია რომ რამეს გრძნობ ჩემ მიმართ. მე და შენ მატილდა გვაკავშირებს , ტყუილი ჩემ დასახმარებლად და
_აღარ განაგრძო ... დაშორებების ექსპერტი ვარ და ნუ გადახვალ ამ ბანალურ ტექსტებზე ისეთი ტონით როგორც შეუგნებელ ბიჭებს ელაპარაკებიან. მე და შენ მეგობრები არ ვართ,არც ვყოფილვართ და არც ვიქნებით. არც დაგხმარებივარ,არც ტყუილი მითქვამს . უბრალოდ წერტილი დავსვათ და ამ წერტილმა დაფაროს ყველაფერი რაც ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო
_იოანე მე არ მინდოდა განზრახ
_ამდენი ლაპარაკი დამღლელია ...წინ დიდი გზა გვაქვს და ისედაც დავიქანცებით _ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა და დატოვა სიზმრისგან არეული სულ'არეული მარტლ'სულობასთან მარტო.

_არ დამივიწყოთ იცოდეთ ... არც აქ გატარებული დრო და სიხარულები გააქროთ გულიდან. დრო უცებ გადის,ნათქვამი სიტყვებიც წარსულში რჩება რომ იცოდეთ . ადამიანები ვრჩებით და უერთმანეთობისთვის ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს თორემ ღმერთი როდის მოინდომებს ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში ჩვენ გაშვებას კაცმა არ იცის _ თინათესთან ერთად ისაუზმეს. ყველას თავისი დარდისფერი ჰქონდა. ქალმა სათითაოდ ჩაიკრა გულში ყველანი და მშვიდობიანი გზა უსურვა .
_აუცილებლად შევხვდებით თბილისში _ ხელზე აკოცა მოხუცს წასვლამდე დაჩიმ და მხოლოდ შემდეგ ჩაიხუტა სალომე. პირველად ყველას დასანახად _ დროებით პეპი...

მატილდა დაიტოვა ბოლოსთვის მოხუცმა. ხელი ჩაკიდა და მავედრებელი მზერა გაუსწორა
_ბედს ვერ დაემალები და ნუ შეებრძოლები იმას ვისაც ბედისწერა გამოგიგზავნის

ქალაქში ისე დაბრუნდნენ თითქმის არ უსაუბრიათ. გზა იმაზე გრძელი და დამღლელი ჩანდა ვიდრე თუშეთისკენ მიმავალთ ეჩვენებოდათ.
დამშვიდობება ყოველთვის უფრო ეძნელება ადამიანს.

გელით♡



№1  offline წევრი TamoTi

ისე გელოდი და გამიხარდი♥️♥️დილაც სასიამოვნო ემოციებით დაიწყო❤️❤️
დაჩი თითქმის გავიდა ბოლოში თავის ბრძოლებთან და თორნიკეს როდის ეშველება??❤️❤️დიდხანს არ აწვალო რაა❤️❤️
იესეს და ტყუპების ურთიერთობაზე ვგიჟდებიი❤️❤️

 


№2  offline წევრი მარიამო26

ოჰ თორნიკე როგორ გვაბრაზებს.. მარა რა ქნას ებრძვის პატარა მატილდას. ძალიან მაინტერესებს თუშეთის მერე სად გადაიკვეთება მათი გზები.
დაჩიზე ვგიჟდები. საუკეთესო პერსონაჟია ჯერ-ჯერობით, ყველაზე წმინდა. დარწმუნებული ვარ მოერევა ბნელ ფიქრებს და იპოვის სიმშვიდეს.
ინაზე არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან მომწონდა ვაჩესთან, მარა იოანეც კარგი ბიჭია. ცოტა გაორება მჭირს, არ ვიცი ვისთვის უფრო მემეტება.
მთლიანობაში ძალიან კარგი ისტორია გამოდის და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები. <3 :)

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

არ მეყოოო,ყველას პატარა ბრძოლები აქ მოსაგები და რით ვერ ერევიან ამ შინაგან მტერს???? კარგი იყო მარიამო ,მოუთმენლად ველოდები შემდეგს♥️♥️

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგია.შენეული.სულ'არეული და ქაოსური წყვილები და მათი თავგადასავლები..მეგობრობს სიყვარული და საკუთართავთან თუ გარემოსთან ბრძოლა ,მძიმე წარსულის აჩრდილები და ვერგადალახული ბარიერები..საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები...

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

TamoTi
ისე გელოდი და გამიხარდი♥️♥️დილაც სასიამოვნო ემოციებით დაიწყო❤️❤️
დაჩი თითქმის გავიდა ბოლოში თავის ბრძოლებთან და თორნიკეს როდის ეშველება??❤️❤️დიდხანს არ აწვალო რაა❤️❤️
იესეს და ტყუპების ურთიერთობაზე ვგიჟდებიი❤️❤️

დიდხანს არავის ვაწვალებ ხოლმე :დ
ისტორიის ნახევარი უკვე დაწერილია ♡♡♡

სტუმარი თეო
არ მეყოოო,ყველას პატარა ბრძოლები აქ მოსაგები და რით ვერ ერევიან ამ შინაგან მტერს???? კარგი იყო მარიამო ,მოუთმენლად ველოდები შემდეგს♥️♥️

რეალობაში ვერევით ყველა პრობლემას?მათი მსგავსი კი არა ისეთი მარტივი ბრძოლები ვერ გადამილახავს და რა ვიცი მგონია რომ უფრო მალე რომ მომეგვარებინა ყველაფერი არარეალური იქნებოდა ძალიან ისედაც ზედმეტად იდეალური პერსონაჟები არიან ♡♡♡ მალე დალაგდება ყველაფერი და დასრულდება კიდეც ♡♡♡ მადლობა ♡♡

მარიამო26
ოჰ თორნიკე როგორ გვაბრაზებს.. მარა რა ქნას ებრძვის პატარა მატილდას. ძალიან მაინტერესებს თუშეთის მერე სად გადაიკვეთება მათი გზები.
დაჩიზე ვგიჟდები. საუკეთესო პერსონაჟია ჯერ-ჯერობით, ყველაზე წმინდა. დარწმუნებული ვარ მოერევა ბნელ ფიქრებს და იპოვის სიმშვიდეს.
ინაზე არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან მომწონდა ვაჩესთან, მარა იოანეც კარგი ბიჭია. ცოტა გაორება მჭირს, არ ვიცი ვისთვის უფრო მემეტება.
მთლიანობაში ძალიან კარგი ისტორია გამოდის და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები. <3 :)

მიხარია ასე რომ მოგწონთ .
იმედია ბოლომდე ისე გავაგრძელებთ ♡♡♡♡

 


№6 სტუმარი Maria

იოანეს ტკივილი ვიგრძენი თითქოს, იმედი რომ ჰქონდა და ეგონა უკან აღარ დაიხევდა მწარედ მოუწია დანარცხება.???? თორნიკე და მატი ჩემი საყვარელი წყვილია ♥️
არ მინდოდა დასრულებულიყო♥️
4 love-ის გამაცოცხლებელი ხართ,ჩვენი მიყუჩებული ემოციების კი სასიამოვნოდ ამრევი!!????

 


№7  offline წევრი T e T

დამაკლდა ემოციები ჯადოქარო მარიამ ❤️❤️ ველოდები გაგრძელებას ❤️❤️

 


მარიამო, იცი შენი ისტორიების მთავარი ხიბლი რა არის? შენთან ბევრი სიყვარული და ბევრი ადამიანობაა❤️
იესე და თორნიკე ორი დამნაშავე ადამიანია.დანაშაულსაცც ხომ გააჩნია არა? ადამიანის სისხლი ადევთ კისერზ. ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ რომ ფეხზე დგანან და შეუძლიათ ამხელა ტვირთით მხრებზე მაინც შეინარჩუნონ ადამიანობა, ეს დიდი მიღწევაა. რეალურ სამყაროში ასე არ ხდება. შენ ისტორიებში კიდევ ყველაფერ ისე სხვანაირია. საშუალებას გვაძლევ ყოველდღიურ პრობლემებს ცოტა ხნით გავექცეთ, ჩვენც ვიყოთ ბედნიერები და დავიჯეროთ რომ ადამიანში ადამიანი არ მომკვდარა❤️
მიყვარს იესეს და ტყუპების ურთიერთობა❤️ კესანე დაძახებული დედიკოც❤️ და არა, არ მოუწევს დინას იესეს დათმობა.
ისიც მახარებს რომ სალომემ და დაჩიმ საუბარი და ურთიერთობის გარკვევ-დალაგევა დაიწყეს, მაგრამ მეწყინა ინას და იოანეს ამბავი. თუმცა, ვიცი, იოანე ასე მარტივად არ გაუშვებს ამ გოგოს❤️
ველოდები ახალ თავს.
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგია.შენეული.სულ'არეული და ქაოსური წყვილები და მათი თავგადასავლები..მეგობრობს სიყვარული და საკუთართავთან თუ გარემოსთან ბრძოლა ,მძიმე წარსულის აჩრდილები და ვერგადალახული ბარიერები..საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები...

მიხარია ისევ რომ მომყვები ♡♡♡ ჩემეული გამოვა ეს ნაწილი ნამდვილად. ბევრი არარეალური ამბებით

Maria
იოანეს ტკივილი ვიგრძენი თითქოს, იმედი რომ ჰქონდა და ეგონა უკან აღარ დაიხევდა მწარედ მოუწია დანარცხება.???? თორნიკე და მატი ჩემი საყვარელი წყვილია ♥️
არ მინდოდა დასრულებულიყო♥️
4 love-ის გამაცოცხლებელი ხართ,ჩვენი მიყუჩებული ემოციების კი სასიამოვნოდ ამრევი!!????

მასე ძალიანაც არ ტკენია ეგეც კარგი მექალთანეა :დ ეშველებათ რაღაც

T e T
დამაკლდა ემოციები ჯადოქარო მარიამ ❤️❤️ ველოდები გაგრძელებას ❤️❤️

რა ნაწილში

რუსკიმარუსია
მარიამო, იცი შენი ისტორიების მთავარი ხიბლი რა არის? შენთან ბევრი სიყვარული და ბევრი ადამიანობაა❤️
იესე და თორნიკე ორი დამნაშავე ადამიანია.დანაშაულსაცც ხომ გააჩნია არა? ადამიანის სისხლი ადევთ კისერზ. ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ რომ ფეხზე დგანან და შეუძლიათ ამხელა ტვირთით მხრებზე მაინც შეინარჩუნონ ადამიანობა, ეს დიდი მიღწევაა. რეალურ სამყაროში ასე არ ხდება. შენ ისტორიებში კიდევ ყველაფერ ისე სხვანაირია. საშუალებას გვაძლევ ყოველდღიურ პრობლემებს ცოტა ხნით გავექცეთ, ჩვენც ვიყოთ ბედნიერები და დავიჯეროთ რომ ადამიანში ადამიანი არ მომკვდარა❤️
მიყვარს იესეს და ტყუპების ურთიერთობა❤️ კესანე დაძახებული დედიკოც❤️ და არა, არ მოუწევს დინას იესეს დათმობა.
ისიც მახარებს რომ სალომემ და დაჩიმ საუბარი და ურთიერთობის გარკვევ-დალაგევა დაიწყეს, მაგრამ მეწყინა ინას და იოანეს ამბავი. თუმცა, ვიცი, იოანე ასე მარტივად არ გაუშვებს ამ გოგოს❤️
ველოდები ახალ თავს.
შემდეგამდე, მარიამო❤️

ასეთები არ არსებობენ და ჩემი არარეალურობები ზღაპრად აქცევს ნაწერებს♡ იოანე რას იზამს არ ვიცი და დაჩი კი ნამვილად გადაკვეთს თავის ზღვარს

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

sameone crazy girl
Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგია.შენეული.სულ'არეული და ქაოსური წყვილები და მათი თავგადასავლები..მეგობრობს სიყვარული და საკუთართავთან თუ გარემოსთან ბრძოლა ,მძიმე წარსულის აჩრდილები და ვერგადალახული ბარიერები..საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები...

მიხარია ისევ რომ მომყვები ♡♡♡ ჩემეული გამოვა ეს ნაწილი ნამდვილად. ბევრი არარეალური ამბებით

Maria
იოანეს ტკივილი ვიგრძენი თითქოს, იმედი რომ ჰქონდა და ეგონა უკან აღარ დაიხევდა მწარედ მოუწია დანარცხება.???? თორნიკე და მატი ჩემი საყვარელი წყვილია ♥️
არ მინდოდა დასრულებულიყო♥️
4 love-ის გამაცოცხლებელი ხართ,ჩვენი მიყუჩებული ემოციების კი სასიამოვნოდ ამრევი!!????

მასე ძალიანაც არ ტკენია ეგეც კარგი მექალთანეა :დ ეშველებათ რაღაც

T e T
დამაკლდა ემოციები ჯადოქარო მარიამ ❤️❤️ ველოდები გაგრძელებას ❤️❤️

რა ნაწილში

რუსკიმარუსია
მარიამო, იცი შენი ისტორიების მთავარი ხიბლი რა არის? შენთან ბევრი სიყვარული და ბევრი ადამიანობაა❤️
იესე და თორნიკე ორი დამნაშავე ადამიანია.დანაშაულსაცც ხომ გააჩნია არა? ადამიანის სისხლი ადევთ კისერზ. ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ რომ ფეხზე დგანან და შეუძლიათ ამხელა ტვირთით მხრებზე მაინც შეინარჩუნონ ადამიანობა, ეს დიდი მიღწევაა. რეალურ სამყაროში ასე არ ხდება. შენ ისტორიებში კიდევ ყველაფერ ისე სხვანაირია. საშუალებას გვაძლევ ყოველდღიურ პრობლემებს ცოტა ხნით გავექცეთ, ჩვენც ვიყოთ ბედნიერები და დავიჯეროთ რომ ადამიანში ადამიანი არ მომკვდარა❤️
მიყვარს იესეს და ტყუპების ურთიერთობა❤️ კესანე დაძახებული დედიკოც❤️ და არა, არ მოუწევს დინას იესეს დათმობა.
ისიც მახარებს რომ სალომემ და დაჩიმ საუბარი და ურთიერთობის გარკვევ-დალაგევა დაიწყეს, მაგრამ მეწყინა ინას და იოანეს ამბავი. თუმცა, ვიცი, იოანე ასე მარტივად არ გაუშვებს ამ გოგოს❤️
ველოდები ახალ თავს.
შემდეგამდე, მარიამო❤️

ასეთები არ არსებობენ და ჩემი არარეალურობები ზღაპრად აქცევს ნაწერებს♡ იოანე რას იზამს არ ვიცი და დაჩი კი ნამვილად გადაკვეთს თავის ზღვარს

მგელმა რომ ბებია გადაყლაპა მაგ ზღაპარს შენი ზღაპრები ჯობია. შენთ იმხელა სიყვარული შეუძლიათ მგონია ცას სწვდება❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent