შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Haunting Adeline თავი 11-12


30-06-2025, 18:11
ავტორი Adeline Reilly
ნანახია 44

თავი 11
მანიპულატორი

დაიამ თქვა, რომ ბებო იყო უცნაური, მაგრამ უკვე ვიწყებ ფიქრს, იქნებ დედამისი იყო ნამდვილი უცნაური. ფურცელზე მის მოყოლილ სიტყვებს თვალს ვავლებ და დღიურს კიდევ ერთხელ ვათვალიერებ.
ზუსტად იმავე ბაბუაწვერას სკამში ვზივარ, რომელშიც ჯიჯი თავის ჩანაწერებს აკეთებდა, სანამ მისი მდევარი უყურებდა და აძლევდა უფლებას ეჭამა იგი თვალებით… და როგორც ჩანს, ამით სიამოვნებასაც იღებდა.
წიგნს მკვეთრად ვკეცავ და ფეხის წინ მდგომ ტაბურეტზე ვისვრი. ავეჯი მისი სიმძიმით რწევას იწყებს.
რა ჯანდაბას ფიქრობდა? უცნობს კაცს რომ აძლევდა უფლებას ეყურებინა, სახლში შემოსულიყო და შეხებოდა? ეს გიჟურია. სერტიფიცირებულად გიჟური.
მაგრამ ყველაზე გიჟური ისაა, რომ ეს დღიური აღმოვაჩინე იმავე ღამეს, როცა მდევარი მეც გამომეცხადა. არ მინდა ვიფიქრო, რას ნიშნავს ეს დამთხვევა.
ქარის ძლიერი მოქროლვა ფანჯარას აზანზარებს. ქარიშხლის ღრუბლები მორიგად მოექანნენ თავზე, როგორც სიანფორმაციო სახე სიეტლისთვის. როგორც კი გგონია, მზიანი დღე იქნება, მოულოდნელად აფეთქდება ღრუბელი და ტალახიანი წვიმა დაგატყდება.
კარგი, ადი, ეს მეტისმეტად ამაზრზენია.
სამზარეულოდან ბოხი ხმა ისმის და სკამიდან თითქმის ავხტი. გული ძლიერად მიცემს, ღრმად ვსუნთქავ და იმ მიმართულებით ვიხედები — არაფერი შეცვლილა.
— არის აქ ვინმე? — ხმამაღლა ვკითხულობ, მაგრამ პასუხი არ არის.
სუნთქვის დასტაბილურებას ვცდილობ და ფანჯარას ვუბრუნდები ზუსტად იმ წამს, როცა თვალის კუთხით მოძრაობას ვამჩნევ — რაღაც ფოთლებს მიღმა, პირდაპირ ფანჯრის გარეთ. თავით იმ მიმართულებით ვტრიალდები და მზერა მჭიდროდ ვაფარებ შუშაზე, რომ დავინახო, რა იყო ის. სიბნელეა — მთვარის შუქის გარდა, მხოლოდ წინკარის გარე ნათურაა ჩართული.
კიდევ ერთი მკვეთრი მოძრაობა — ამჯერად უკვე შუბლით შუშას ვეკრობი.
ეს ადამიანი იყო. სახლისკენ მოდის. გამოჩნდა ორ დიდ ხეს შორის. ჩემი თვალები ვიწრო ხაზებად იკვრება, როცა მისი სილუეტი უფრო და უფრო მკაფიო ხდება.
ის დაბრუნდა.
ორი ღამის უშედეგო ლოდინის შემდეგ, ეს არამზადა მართლა დაბრუნდა.
ხელი გვერდით მაგიდისკენ გამექცა და დავწვდი ხორცის დასაჭრელ დანას, რომელსაც მას შემდეგ თან ვატარებ, რაც ბოლოს ჩემს სახლში შემოვიდა. ჩემი უსაფრთხოების კამერები აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა მის წინააღმდეგ. როგორც კი წავიდა, კამერების ჩანაწერები გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ ვერც ერთმა ვერ დააფიქსირა მისი შემოსვლა.
როცა დაიამ გადაამოწმა ყველაფერი, სახე გაუფითრდა და თვალები შეეშალა შიშით. მან ვიდეო დააჭრა. შეიჭრა სისტემაში და ისე დაარედაქტირა კამერის კადრები, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემს სახლში დადიოდა, სანამ მე მძინავდა.
დაიამ მითხრა, რომ ვიდეო ისე ნაზად იყო შეცვლილი, რომ არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაიამ ეს მაინც აღმოაჩინა, იყო ის, რომ თავადაც ასეთივე ტექნოლოგიებზე მუშაობს თავის სამსახურში.
ეს ადამიანი სახიფათოა — და ეს მხოლოდ მისი აგრესიული ბუნებით არ შემოიფარგლება.
დანის სახელურს მჭიდროდ ვუჭერ ხელს და კალთაში ვიდებ. ყოველი ნაბიჯი თითქოს აძლევს ჩემს სხეულს სიგნალს, რომ მზად იყოს ბრძოლისთვის.
ფეხზე ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. არ ვიცი ზუსტად რას ვაკეთებ. ვცდილობ გამოვიწვიო? თითქოს ვემუქრები, რომ გაბედოს და ისევ შემოვიდეს სახლში? თუ მართლა ამას გააკეთებს, უკვე კანონი ჩემს მხარეს იქნება და საკუთარი თავის დაცვის სრული უფლება მექნება.
კაცი დაახლოებით ექვსი მეტრის მოშორებით ჩერდება. სახე ისევ ღრმად ჩაფლულია კაპიშონში. ფეხებს შლის, თითქოს კომფორტულად დგება, ჯიბიდან რაღაცას იღებს— ჯერ ვერ ვხედავ. მერე ანთებს სანთებელას, და მის მკვეთრ ლამაზ ყვრიმალებს და პირში გაჩრილ სიგარეტს ვხედავ. სიგარეტს უკიდებს. მალევე ცეცხლი ქრება, მხოლოდ მისი კონტური რჩება და წითლად ანთებული ბოლო ელვარებს.
იგი მიყურებს.
და მეც ვუყურებ მას.
თვალს არ ვწყვეტ და ხელით ტელეფონს ვწვდები. ის ბინძური „საჩუქარი“ რომ გამომიგზავნა — ის ხელების ყუთი — მაშინ პოლიციისთვის არ დამირეკავს. მაგრამ ახლა? ახლა ხომ არ ეგონა, რომ როცა მისი ტანი ჩემს ფანჯარასთან ოც ნაბიჯში დგას, პოლიცია არ გამოვიძახებდი?
ტელეფონის განბლოკვას ვიწყებ, მაგრამ როცა თავი ამოვწიე, ხელის მოძრაობა მეყინება.
მთვარის შუქი მის სილუეტს ნათლად გამოხატავს.
და ზუსტად ვხედავ, როგორ ამოძრავებს თავს ძალიან ნელა — არა უარყოფითად.
არ გაბედო, მეუბნება ამ მოძრაობით.
თვალი ჩემს შესასვლელ კარს ვაპარე. შიში სახეს სწრაფად ავსებს, თითქოს სხეულში სისხლის ნაცვლად გამდნარი ყინული ჩამეღვარა. კარები ჩაკეტილია, მაგრამ მას უკვე დაუმტკიცებია, რომ ეგ არაფერს ნიშნავს. თვალში მაწვება კითხვა — დრო მაქვს? სანამ კარს მოადგება და შემოანგრევს, იქნებ დაახლოებით 30 წამი მაქვს.
მაგრამ პოლიცია აქამდე მაინც ნახევარ საათზე ადრე ვერ მოვა.
თითქოს ჩემს ფიქრებში ჩაიხედაო, რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება.სიგარეტს ეწევა ნელა, ზანტად.
მიმწვევს? ხერხემალი დამეჭიმა, თვალებში გამჯდარმა ბრაზმა ლამის დამაბრმავა. ვინ ჰგონია თავი, ამის დედაც?
კბილებში ვბურტყუნებ,მივვარდი კარს, ვხსნი საკეტს და მთელი ძალით ვაღებ. თავს ატრიალებს ჩემსკენ და იმ წამს თითქმის გადავიფიქრე და უკან გავიქცე.
მაგრამ სული გავამაგრე, ჯიუტად ამოვირბინე კიბეზე და პირდაპირ მივვარდი.
— ჰეი, ! ახლავე გააითრიე შენი თავი ჩემი საკუთრებიდან, თორემ პოლიციაში დავრეკავ!
მერე, ალბათ, ღმერთს ვკითხავ, რატომ გამაჩინა ასეთი… მაგრამ ახლა ერთადერთი, რაც შემიძლია, ხელები მკერდზე მივაჭირო და მთელი ძალით ვუბიძგო. არ ვცდილობ გავიაზრო, როგორ გამოკვეთილია კუნთები მის ჰუდის ქვეშ — მხოლოდ შეშლილები იფიქრებდნენ ეგეთ რამეზე ასეთ დროს.
ამ უზარმაზარ კაცს ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია.
არც ლაპარაკობს. არც რეაგირებს. საერთოდ არაფერს აკეთებს.
სიბრაზისგან გაბერილი ვსუნთქავ, შიგნიდან ცეცხლად ვიფრქვევი. მის სახეს ვერ ვხედავ — მხოლოდ ქვედა ნახევარს, მაგრამ მაინც მახრჩობს მისი მზერა. ეგ მზერა მალე დამწვავს, ფერფლად მაქცევს.
— რა გინდა ჩემგან? — მცდება ენის წვერიდან, მუშტებად შეკრული ხელები მიკანკალებს. მთელი ტანი მიკანკალებს. ბრაზისგან. შიშისგან. და კიდევ რაღაცისგან... რასაც კატეგორიულად ვუმალავ საკუთარ თავს.
ის არაფერს ამბობს. უბრალოდ იღიმის — ნელა, მაცდური ღიმილით.შემდეგ ენას ისვამს ქვედა ტუჩზე. მზერა მიჩერდება მის მოძრაობაზე. ველურია. ცხოველური. და მაცდურად საშიში.
გული ყელში მებჯინება. ძლივს ვყლაპავ ნერწყვს, თვალებს ვავიწროებ და პირი მეღება, რომ კიდევ რამე ვუყვირო.
მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ, უკან დგამს ნაბიჯს. ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი — თავიდან ფეხამდე მათვალიერებს მერე ბრუნდება და მიდის.
აი ასე. უბრალოდ.
სიტყვა არ უთქვამს. არც სიგიჟით სავსე აღიარება, რომ თურმე ერთად უნდა ვიყოთ და სხვა მსგავსი სიბნელე.
არაფერი.
ვდგავარ და ვუყურებ, როგორ უჩინარდება იმ ჯოჯოხეთური ხვრელისკენ, საიდანაც ამოვიდა. ვუყურებ, სანამ არ ჩაიკარგა სიბნელეში. და თან ვფიქრობ — ნუთუ მართლა გავაფრინე და ყველაფერი მოვიგონე?
ვინ შეიძლება იყოს ისეთი სულელი, რომ პირდაპირ დაუპირისპირდეს ფსიქოპათს?
იმ ფსიქოპათს, რომელმაც კაცს ხელები მოაჭრა და ჩემს კართან დატოვა.
მაგრამ ზუსტად ეგ გავაკეთე. მივვარდი და არაფერიც არ გამიკეთა. მხოლოდ ტუჩები გადაილოკა ისე, თითქოს ფიქრობს, როგორ მიმირთმევდა ნელა, ნეტარად, მთლიანად.
ღმერთო, ნეტავ მეორე ჯეფრი დამერი არ მყავდეს კუდში?
გული ისევ ყელში მაწვება. ვტრიალდები და სახლში შევრბივარ ისე, თითქოს თვითონ ლუციფერის ძაღლები მომსდევენ უკან და მიკბენენ უკანალს. კარს მივწვდი, ვხურავ, ვკეტავ — და მერე ვუბრუნდები იმ სავარძელს, სადაც ცოტა ხნის წინ ვიჯექი, და ვხედავ… დანა იატაკზე გდია, ბუდესთან ახლოს, უსუსურად, უმწეოდ.
ღმერთო ჩემო.
ფსიქოპათს მივვარდი და დანა… იატაკზე დავაგდე. არ წამიღია.
ღმერთო, რატომ გამაჩინე ასეთი ტვინგამორეცხილი? მეორე ცხოვრებაში ცოტა მეტი ჭკუა მომეცი, თუ ასე ბევრი ვთხოვე?
***

იმას ნიშნად, რომ ხელნაწერის დასრულება და რედაქტორთან გაგზავნა მოვახერხე, თავს საჩუქარს ვუკეთებ — კარგი, სისხლიან, ძველი მკვლელობის გამოძიებას.
დაიამ გამომიგზავნა კიდევ რაღაც შენიშვნები, რაც პოლიციის ბაზაში იპოვა. მეილები ერთიმეორის მიყოლებით ჩამოედინება — უმეტესობა კაცების დაწერილია ხელით, ისეთი ხელწერით, გეგონება ფანქარს სისხლიანი თითებით ატრიალებდნენ.
ჩემი ბაბუა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ჯიჯი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ძალიან უცნაურად იქცეოდა.
გაუცხოვდა. აღარ ლაპარაკობდა ისე ბევრს. პარანოიდი ჩანდა.ბებოს მიმართ გაღიზიანებული იყო და არაერთხელ დააგვიანა მის სკოლაში წაყვანა, ახსნა-განმარტების გარეშე.
ბაბუას მასთან ლაპარაკი უნდოდა, მაგრამ ჯიჯი არაფერს ეუბნებოდა, რაც ხშირად ჩხუბში გადადიოდა. აღიარა, რომ მათი ურთიერთობა ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფუჭდა. სთხოვდა დაელაპარაკა, მაგრამ ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ არაფერი ხდებოდა.
საათებს ვატარებ ჯიჯის დღიურების წაკითხვაში — ვეძებ მინიშნებებს, სიტყვებში დამალულ შიშს, გაფრთხილებებს. იმ ჩანაწერებს, სადაც ღიად გამოხატავს შფოთს და დისკომფორტს.
მაგრამ რაღაციმდენად აშინებდა, რომ წერილშიც ვერ ჩაწერა.
ხანდახან ვფიქრობ — ნეტავ ამ დღიურებს მაშინ მიეგნოთ, გამოძიების დროს. შესაძლოა მე ვერც წამეკითხა ისინი, მაგრამ იქნებ მაშინ მისი მკვლელიც ეპოვნათ.
ამოვიოხრე და ხელი ჩავისვი თმაში. ზურგი მტკივა უკვე ამ პოზაში ჯდომისგან. თვალებიც მეწვება, ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ.
ვწვები სავარძელში და ფანჯარაში ვიხედები.
და ჩუმად სიმწრის კვნესა მცდება — ის დაბრუნდა. ისევ იქ დგას, სადაც ყოველთვის — ის მკვლელი. ჩვეული სიგარეტი ტუჩებს შორის. უკვე მესამე დღეა გასული მას შემდეგ, რაც თვალებში ჩავხედე. მას შემდეგ, ჩემი გონება კარადაში შეყუჟულ ბინძურ კოჭზე უფრო ხშირად ფეთქავს — ველოდები როდის დაარტყამს კარს ისევ. ამჯერად პირდაპირ ჩემს ოთახში შემოვა და… მერე?
გული მკერდში მიგრიალებს. მოულოდნელად სითბო მიასკდა მუცლის ქვედა ნაწილს. პირი მიშრება, თეძოებში კი მწველ დაჭიმულობას ვგრძნობ.
ვზივარ, ვერც ვსუნთქავ სწორად — შიშსა და აღგზნებას შორის გავიჭედე. სახე მეწვის, თუმცა სირცხვილი ვერ აქრობს იმ განცდას. მივედი იმ აზრზე, რომ უბრალოდ ფარდა ჩამომეფარებინა. გავიქცე, ტელეფონი ავიღო და პოლიციას დავურეკო. გავაკეთო რამე ისეთი, რაც დაანახებდა, რომ მართლა მაქვს ტვინი.
მაგრამ ვერ ვინძრევი.
ვუყურებ ამ კაცს და ვხვდები — ამ სახლში აჩრდილებზე უარესი რაღაც შემოვიდა. აჩრდილები მკვდრები არიან. ეს კი — ცოცხალი, სუნთქვადი, დაუნდობელი საფრთხეა.
თითქოს თავისი არსებობით შეურაცხყოფაც მიაყენა აჩრდილებს — ზემოდან ნაბიჯების ხმა მესმის. კისერს ვწევ და ჭერს მივშტერებივარ, თვალს ვაყოლებ აუჩქარებელ, მსუბუქ ნაბიჯებს… სანამ არ ჩერდება.
და როცა ისევ ფანჯარაში ვიყურები, ჩემი სტალკერი რამდენიმე ნაბიჯით მოახლოებულა. თითქოს აინტერესებს, რას ვუყურებ. თითქოს სვამს კითხვას — რა უნდა იყოს ისეთი, რაც ჩემი ყურადღების მისგან მოწყვეტას შეძლებდა?
ის ფიქრობს, ალბათ, სხვა კაცია სახლში. შეიძლება გრეისონი დაბრუნდა, სადღაც კედლებს მიღმა იმალება, ჩემს სახელს იძახის, მაიძულებს მას საწოლში შევუწვე — შიშველი და აღგზნებული, ჩემთვის.
იქნებ ფიქრობს, რომ ახლახანს ვჟიმავდი, და ჯერ კიდევ სხეულზე მაქ სხვა კაცის ცხელი ს*ერმა.
გააცეცხლებს ეს?
რა თქმა უნდა.
მან უკვე დაასახიჩრა და მოკლა კაცი მხოლოდ იმიტომ, რომ შემეხო. ახლა წარმოიდგინე, რას უზავდა იმ კაცს, ვისაც შევუშვებდი ჩემში.
ან — რას მიზამდა მე?
არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. საკმარისია მხოლოდ ის, რომ შეიძლება იგივე ფიქრები უტრიალებდეს თავში — და ეს მას გაგიჟებამდე მიიყვანს, რომ ჩემს სახეზე წამიერი ღიმილი ჩნდება.
მარტო იმისთვის, რომ ჭკუიდან გადავიყვანო, თავს მივაბრუნებ და ისე ვამბობ რაღაცას, თითქოს ვიღაცას ვეძახი. წარმოსახვით აჩრდილს, რომელიც, რა თქმა უნდა, პასუხს არ მომცემს.
— რას აკეთებ? — ხმამაღლა ვკითხულობ, სიტყვები ჰაერში იფანტება.
ფანჯარაში ისევ რომ ვიხედები, ვხედავ, ტელეფონს იღებს. ეკრანის ცისფერი შუქი კაპიუშონის სიღრმეში იკარგება, სადაც უჩინარი თვალებით რაღაცას კითხულობს. რამდენიმე წამის შემდეგ, ის ხელს ისევ ჯიბეში აცილებს, სიგარეტის კოლოფიდან ახალ ღერს იღებს და ანთებს.
შეშლილი მწეველი. უჰ, საზიზღრობა.
კიდევ თხუთმეტ წუთს რჩება. და ამ დროს მე თითქმის სულ მას ვუყურებ. თითქოს თამაშია — და მე ის ადამიანი ვარ, ვინც ვერაფრით ეგუება წაგებას.
***
ქრისტეს მადლობას ვწირავ, რომ ამ წიგნის ხელმოწერის ღონისძიებისთვის არ მიწევს მოგზაურობა. ერთ-ერთი დიდი რომანების ავტორი მასპინძლობს მას, საბედნიეროდ, ჩვენი სიეტლში ტარდება.
თხელი ოფლის ფენა კანზე მედება, როცა სარკეში თავს კიდევ ერთხელ ვათვალიერებ.
— მილიონჯერ გაგიკეთებია ეგ, გოგო. მშვენივრად იქნები,“ — მეუბნება დაია ზურგს უკან.
ცოტა გამომწვევი, მაგრამ მაინც გემოვნებიანი წითელი ბლუზა მაცვია, რომელიც კარგად მიყვება სხეულს, ზედ კი შავი დახეული ჯინსები. ტუჩები წითლად მაქვს შეღებილი და კომფორტული, შავ-თეთრი ვანსები ჩავიცვი.
დალალები თმის ტალღები ზუსტად ის წერტილია, რაც ჩაცმულობას ავსებს — ამ ტიპის ღონისძიებებზე ჩაცმაში ზედმეტად არ ვიხარჯები. მთელი დღე სკამზე ვზივარ, ამიტომ თავს ასე ვიმშვიდებ: ფოტოებისთვის საკმარისად კარგად გამოვიყურები, დანარჩენს კი კომფორტი მირჩევნია.
იღლიისკენ ვიხრები და ვყნოსავ — ვამოწმებ, ხომ არ მიმტყუვნა დეოდორანტმა და ნამდვილად ებრძვის თუ არა მძაფრ სუნებს.
— ვიცი, მაგრამ ეს არ ამარტივებს საქმეს, — ვბურტყუნებ.
— და როგორ უწოდებ შენს თავს? — მეკითხება დაია, წარბი მაღლა აზიდული.
ვოხრავ. — მასტერ-მანიპულატორი.
— და რატომ?
თვალებს ვატრიალებ. — იმიტომ, რომ სიტყვებით ვმართავ ხალხის ემოციებს, როცა ჩემს წიგნებს კითხულობენ, — ვპასუხობ დაბღვერილი.
— ზუსტად. და დღესაც იგივე უნდა ქნა — უბრალოდ თითების ნაცვლად პირით. ვითომც არაფერია, გოგო.
თავდახრილი თავს ვუქნევ და კვლავ ვათვალიერებ იღლიებს სარკეში, ყველა შესაძლო კუთხიდან. დეოდორანტმა შეიძლება მკაცრი სუნი დაიცვას, მაგრამ ეს პერანგი არ დაიტყობს ოფლის ლაქებს?
კიდევ ერთხელ ვოხრავ და ვუშვებ მკლავებს. — ტყუილია, რომ ჩემი მკითხველების ნახვა არ მიყვარს. უბრალოდ, ხალხში ცუდად ვგრძნობ თავს. სოციალური სიტუაციები არ მომწონს. ზედმეტად მოუქნელი ვარ.
— და თან შესანიშნავი მატყუარა ხარ. ეგაა შენი საქმე. უბრალოდ გაუღიმე ყველას და ისე მოაჩვენე, თითქოს პანიკური შეტევა საერთოდ არ გაქვს, — მხრებს იჩეჩავს დაია.
მორიგი თვალების ტრიალი. საწოლიდან ჩანთას ვიღებ. — შენ პეპ-თოლქის ხელოვნებას ფლობ აშკარად, — ვამბობ სარკაზმით. ის კი ხარხარებს.
დაია ნამდვილად საშინლად მაქეზებს და თავადაც მშვენივრად იცის ეს. ჩვენს მეგობრობაში სწორედ ის არის რაციონალური. მე კი — ემოციური. ის ყოველთვის გამოსავალზე ფიქრობს, მე კი მირჩევნია თავი ჩავრგო შფოთვასა და დარდში და ვილაპარაკო, ვილაპარაკო, ვილაპარაკო.
როგორც ჩანს, დედაჩემს უფრო ვგავარ, ვიდრე ვაღიარებ.
ოღონდ ხმამაღლა ამას ვერასდროს ვიტყვი.
***
ღონისძიება ჩვეულებრივად აფეთქებას ჰგავდა. ყოველი ასეთი შეხვედრის წინ ჩემს თავს შიგნიდან ვჭამ და ვნერვიულობ, მაგრამ როცა სრულდება, წასვლა აღარ მინდა.
სხვა ავტორ მეგობრებთან შეხვედრა და მათი ხელმოწერილი წიგნების მოპარვის მცდელობა — თან სიცილით გაქცევა — აი, ეს მაძლევს ნამდვილ სიმშვიდეს ცხოვრებაში.
მაგრამ ის, რაც ნამდვილად მაბედნიერებს, ჩემი მკითხველების გახარებული სახეებია — როცა ჩემთან შეხვედრა უნდათ და ჩემი წიგნების ხელმოწერით ტკბებიან.
მიყვარს ჩემი კარიერა — როგორც პროფესიონალ „მანიპულატორს“. ბედნიერი ვარ, რომ ის ვაკეთო, რაც მიყვარს.
ღონისძიების შემდეგ ბარში რამდენიმე სასმელი დავლიე, ასე რომ ცოტათი მთვრალი ვარ, ამიტომ დაია მაცილებს და ჩემს მანქანას თავად მართავს. გზაში გულიანად ვიცინით, ისტორიებს ვიხსენებთ და წიგნების სამყაროს ირგვლივ მუდმივად დატრიალებულ დრამაზე ვჭორაობთ.
ძალიან კარგად გავერთეთ, მაგრამ როგორც კი სახლთან ვჩერდებით, სახეებზე ღიმილი გვიშრება.
მხოლოდ ერთი შუქი ანათებს — შუქი ფანჯრიდან აღწევს. მე კი ყველა შუქი გამოვრთე, სანამ წავიდოდით.
მანქანიდან გადმოსვლა მინდა, მაგრამ დაიას ხელის ძლიერი დაჭერა მაჩერებს.
— შეიძლება ჯერ კიდევ შიგნითაა, — ამბობს დამთრგუნველად, თითებით თითქმის მტკივნეულად მიჭერს.
— ჯანდაბა, უმჯობესია იყოს კიდეც, — ვქირქილებ ბრაზით და ხელი ვაშვებინებ. მანამდე სანამ დაია ისევ სცდის შეჩერებას, მანქანიდან ვხტები და სახლისკენ მივქრივარ.
— ადი, შეჩერდი! სიგიჟეს აკეთებ! — მიყვირის უკან.
მართალია — სიგიჟეა, მაგრამ ალკოჰოლმა მხოლოდ გააძლიერა ჩემში დაგროვებული რისხვა.
სანამ დაია დამეწევა, კარს ვაღებ და თავქუდმოგლეჯილი შევდივარ.
სამზარეულოს ნიჟარასთან მხოლოდ ერთი სუსტი ნათურა ანათებს, რომელიც ვერც კი აკონტროლებს სახლს სიბნელეში.
არავინ მხვდება, ამიტომ შუქებს ვრთავ — თითქოს სიბნელის განდევნა შიშსაც შთანთქავს.
— გამოდი, ! — ვღრიალებ და სამზარეულოში ყველაზე დიდ დანას ვიღებ. როცა ვბრუნდები, კარში დაია დგას და შეშფოთებული თვალებით ათვალიერებს ოთახს.
მხოლოდ მაშინ ვიაზრებ, რომ იმდენად ვიყავი გამწარებული იმ არანორმალურის მოსაკლავად, რომ გარემოსთვის არც კი შემიხედავს.
მთელი მისაღები წითელი ვარდებითაა სავსე.
პირი მეღება და ენა მებმება. ვბრუნდები და სამზარეულოს დახლზე ვხედავ ცარიელ ვისკის ჭიქას, რომლის ძირში ცოტათი დარჩენილა სითხე. მის გვერდით კიდევ ერთი წითელი ვარდია.
თვალებგაფართოებული ვუყურებ დაიას — და ისიც მე მიყურებს. ვდგავართ და შოკში ვართ.
გული ყელშია. ძლივს ამოვღერღე:
— სახლი უნდა შევამოწმო.
— ადი, ჯერ კიდევ შიგნით შეიძლება იყოს. პოლიციას უნდა დავურეკოთ და დაუყოვნებლივ წავიდეთ.
ტუჩს ვკბენ. გულში ბრძოლა მიდის. ერთი ნაწილი ჩემში ამას არ დათმობს — მინდა მივაგნო, მივეჭრა და რამდენჯერმე თვალი გამოვთხარო. მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ დაია კიდევ უფრო საფრთხეში ჩავაგდო. აღარ მინდა ვიყო სულელი.
ბოლოს მაინც თავს ვუქნევ და სახლს ერთად ვტოვებთ.
გარეთ ჰაერი ისეთი ცივია, რომ ძვალში ატანს, მაგრამ ჩემში უკვე გამეფებულ ყინულს ვერაფერს უშავებს.
რა გააკეთა იქ კიდევ? ღრიალი მინდება, როცა ვხვდები — სავარაუდოდ ჩემს საძინებელშიც შეაჭრა. შეეხო ჩემს საცვლებს. იქნებ ერთი-ორი თანაც წაიღო.
ოპერატორის ხმა მაფხიზლებს. ვერც კი მივხვდი, რომ დაიამ პოლიციაში დარეკა.
სიტუაციას უხსნის, და რამდენიმე წუთში ოპერატორი გვაუწყებს, რომ ოფიცერი გზაშია და დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდება.
ვიცი — ჩემი სტალკერი აქ აღარ არის. ძვალსა და რბილში ვგრძნობ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ კრიმინალურ ბაზაში ფიგურირებს და ვისკის ჭიქაზე დარჩენილი დნმ დაემთხვევა.
მაგრამ ისე როგორც ზუსტად ვიცი, რომ ის აქ აღარ არის — ასევე ვიცი, რომ მისი დაჭერა ასე მარტივი არ იქნება.
***

—წამოდი ჩემთან დღეს დარჩი,— მეუბნება დაია. ორივე დაღლილები ვართ და სრულიად გამოფხიზლებულები — მას მერე, რაც ორი საათი პოლიციელებთან ლაპარაკში გავატარეთ.
სახლი გაჩხრიკეს — ვერ იპოვეს. ვისკის ჭიქიდან ანაბეჭდები აიღეს, იქნებ ვინმეს დაემთხვესო.
დავიღალე. თავს ვუქნევ.
მის სახლამდე ოცწუთიანი გზაა და კარგია, რომ წავყევი, თორემ აზროვნებას მოვწყდებოდი და მანქანით სადღაც უაზროდ გავყვებოდი გზას.
დაია პატარა, მოწესრიგებულ უბანში ცხოვრობს, მშვიდ ადგილას. მანქანას აჩერებს და ორივენი სახლში შევდივართ, თითქოს გვარბენინეს და ახლა ერთი ნაბიჯიც აღარ შეგვიძლია გადავდგათ.
სახლი საკმაოდ ცარიელი იქნებოდა, რომ არა ავეჯი და ათასობით კომპიუტერი. ამ გოგომ საქმე სერიოზულად იცის. მართალია, დიდად არ საუბრობს ამაზე.ოდესღაც უხსენებია, რომ ბნელ ქსელზე მუშაობს, ადამიანის ტრეფიკინგთან დაკავშირებით. ეგეც კმარა იმის ცოდნად, რომ ღამის კოშმარები გარანტირებული გქონდეს.
ცხადია, მისი უფროსი ძალიან მკაცრია კონფიდენციალურობის საკითხში, მაგრამ რამდენჯერმე ისეთი სახე ჰქონდა დაიას, პარონსის მამულიც კი მხიარულად გამოჩნდებოდა მაგასთან შედარებით.
როცა ერთხელ ვკითხე, რატომ აკეთებს ამას, მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა: უდანაშაულო ადამიანების გადარჩენისთვის.
ეგეც მეყო — მაშინვე მივხვდი, რომ დაია ნამდვილი გმირია.
—იცი, სტუმრის ოთახი სად არის,— ამბობს და თითს უსულოდ იშვერს. —გინდა, ერთად დავიძინოთ? შენ აშკარად ძაან შეშინებული ხარ.
ძალით ვუღიმი. —მიყვარხარ, რომ ამას მთავაზობ, მაგრამ მგონი ორივეს უბრალოდ ძილი გვჭირდება,— ვეუბნები.
თავს მიკრავს. ღამემშვიდობის თქმის შემდეგ თავის ოთახში შედის.
სტუმრის საწოლზე ვწვები — თეთრი გადასაფარებელი, მსუბუქი ბალიშები. ოთახიც მთლიანი სახლის სტილშია — სადა და მკაცრი. ღია ცისფერი კედლები, ზღვის თემატიკის ორი-სამი სურათი და თეთრი, თხელი ფარდა ფანჯარაზე.
თვალი ფარდებზე მრჩება.
არა, ფარდები კი არა — ის, რაც მათ შუაში ჩანს.
მეორედ ამ ღამით, გული ყელში მებჯინება და ხმის ამოღების უნარს მიკარგავს.
ფანჯრის მიღმა კაცის სილუეტია. პირდაპირ მე მიყურებს.
ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ, მზად ვარ დავუძახო დაიას. მაგრამ ამ დროს ტელეფონი რეკავს. ადგილზე ვქვავდები, შიშისგან სუნთქვა მეკვრება.
თვალს არ ვაშორებ ფანჯარას და თითებით ჯიბიდან ვწევ ტელეფონს. ეკრანზე ახალი შეტყობინებაა:
უცნობი: ჩემი ვარდები არ მოგეწონა?

წერილი

19 ნოემბერი 1944

ვერ ვკმაყოფილდები მისი ნახვით, მცხვენია აღიარება, მაგრამ თვეებია ეს გრძელდება და ის საკმარისი არასდროსაა.
ფრენკი და ჯონი სათევზაოდ მიდიან დღეს. ერთი სული მაქვს წავიდნენ. მიუხედავად ჩემი ცვლილებისა, ჯონს არ აქვს ეჭვი, რომ შეიძლება ვღალატობდე.
რონალდო თავს მშვენივრად მაგრძნობინებს, ისე, როგორც სერას დაბადების მერე არ მიგრძვნია. ნამდვილ ქალად და არა ოჯახის საქმეების გამძღოლივით.
როცა ჯონი სახლსია ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო, რადგან როცა ვფიქრობ ღიმილს ვერ ვიკავებ. დიდი ხანია ჯონს ჩემთვის ღიმილი არ მოუგვრია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო თვალსაჩინო გახდება.




თავი 12
ჩრდილი



— კიდევ ერთი ვიდეოა, — ამბობს ჯეი ტელეფონში, ხმა მძიმედ ჟღერს.
სწრაფად ვდგები დივნიდან და ოფისისკენ მივდივარ.
ათი ფუტის სიგრძეზე გაჭიმულ მაგიდაზე ეკრანების რიგია ჩამწკრივებული — და ყველა დანარჩენი არალეგალური მოწყობილობა, რაც აქ მაქვს: ჯამერები, ტრეკერები, ღილაკები, რომლებსაც მთელ ქალაქში სხვადასხვა წერტილში აფეთქებები შეუძლია გამოიწვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე გამცემს ან გამყიდის.
მხოლოდ ეს ოთახი მილიონებზე მეტი ღირს, იმ მთელი სიბინძურით, რაც აქ მაქვს.
ეს ჩემი თავშესაფარია — და ჩემი პირადი ჯოჯოხეთიც.
აქ ვცვლი რაღაცას. აქ ვპოულობ ქალებსა და ბავშვებს, ვისაც გადარჩენა სჭირდებათ, და თან ვუყურებ იმ წამებას, რასაც მათ ისეთი ავადმყოფები აყენებენ, რომ სიტყვებით ვერ აღწერ.
ასეთი რამეების გასაკეთებლად ფულია საჭირო. ფული, რომელიც საშუალებას მაძლევს შევიჭრა მაღალდაცულ შენობებში, გამოვიყვანო გოგოები ბადეს მიღმა, სადაც ვერავინ მიაგნებს.
დიდი კორპორაციები უზომო ფულს მიხდიან, რომ კონკურენტების სისტემებში შევძვრე — რომ გაიგონ, რას ამზადებენ ისინი, ან იმიტომ, რომ სასამართლოში ედავებიან ერთმანეთს და ინფორმაციას ეძებენ.
რა პრობლემა აქვთ ერთმანეთთან — არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია, რისთვისაც დამიქირავეს — იმას ვაკეთებ.
ბოლოს, მდიდარი მხარე გაფარჩაკებულია, კლიენტი სარგებელს იღებს, მე კი სოლიდურ პროცენტს ვიწერ ზედ.
ბინძური საქმეა. მაგრამ სუფთა ხელებით ცხოვრებას არასდროს ვცდილობდი.
და ეს მაძლევს შესაძლებლობას, ვებრძოლო ყველაზე ბნელ თემას — ადამიანებით ვაჭრობას.
— სადაა? — ვღრიალებ, თითები უკვე კლავიატურაზე ცეკვავს.
— უკვე დაშიფრულია. იმეილით გამოგიგზავნე.
კისერს ვატკაცუნებ, კუნთებს ვამზადებ და ვემზადები იმისთვის, რაც ჩემს მუცელში ახლახან გადაყლაპულ სტეიკს ლითონის ბურთივით ჩასვამს.
ვიდეო იწყება და, მიუხედავად იმისა, რომ ინსტინქტი მეჩურჩულება — „არ მოუსმინო, არ გინდა ამის მოსმენა“ — ვუწევ ხმას.
ფარდაგადაფარებული კამერით გადაღებული სატანისტური რიტუალია. ის, ვინც იღებს, მძიმედ სუნთქავს — აშკარად ისტერიკის ზღვარზეა. ალბათ ხვდება, რომ იმაზე საშიშ რაღაცას იღებს, ვიდრე შეიძლება გაუძლოს.
უკიდურესად საშიშია.
ოთხი მაღალი მოსასხამიანი კაცი იდგა ქვის ბრტყელ ფირფიტასთან, რომელზეც პატარა, მოუსვენარი ბიჭი ჰყავდათ მიბმული.
ის გამუდმებით კიოდა, რომ გაეშვათ. ხმა ემღვრეოდა, როცა შველას ითხოვდა. პატარა ბავშვი ტიროდა ისე, თითქოს ხმა მის ბოლო იარაღად ექცა.
სახეზე ხელის ცეცებით ვუყურებ, როგორ ურტყავენ მკერდში მრუდე დანას. მის სისხლს თასებში ასხამენ — მეტალის ბოკალებში — და მთლიანად, ერთ ყლუპად სვამენ.
ვაძალები თავს, რომ ვუყურო, რომ ებ ბავშვი მარტო არ დავტოვო ამ ტკივილში. რადგან—მაინც თუ ეს უდანაშაულო სული ახლა აღარ არის—ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს არ გავაკეთებ მისთვის სამართლიანობის მოსატანად.
ვიდეო რომ მთავრდება, ზურგს ვაქცევ ეკრანს და ღრმად ვსუნთქავ, რომ გული არ ამერიოს.
— ზი? — ჯეის ხმა ტელეფონში. საერთოდ დამავიწყდა, რომ ისიც ისმენს.
— ჰო? — ვპასუხობ, ხრინწიანი, ძლივსშესამჩნევი ხმით.
— მე... ვერ გავძელი, ძმაო. ვერ ვუყურე.
თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ.
— არაუშავს, — ვამბობ. — შენ არ გევალება.
ჯეიმ იცის, როგორ მძიმედ ვიღებ ასეთ რამეს. მაგრამ ისიც იცის, რომ უარს არ ვამბობ თვალის გასწორებაზე. სწორედ ამას აკეთებს ბევრი — როცა საქმე ადამიანებით ვაჭრობას ეხება.
ყველამ იცის, რომ არსებობს ტრეფიკინგი, მსხვერპლშეწირვა. ბევრი სწავლობს, როგორ აარიდოს თავი, მაგრამ რეალობის დანახვა აღარავის უნდა. ვეღარ ისმენენ. ვეღარ უყურებენ. იმიტომ, რომ თუ არ უყურებ, შეგიძლია ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე, ისე, თითქოს ყოველდღე ათასობით ადამიანი არ კვდება სადღაც გარეთ.
ჯეი ასეთ ადამიანებს არ ეკუთვნის. ისაც აკეთებს, რაც შეუძლია. უბრალოდ, მას გული არ უძლებს. და ვერც დავადანაშაულებ.
მეც არ მყოფნის. სიმართლე რომ ვთქვა, ვინც უყურებს და რეაგირება არ აქვს — სწორედ ის ხალხია, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს.
— ეს ოთხია, ვის კვალსაც ვეძებთ? — ვეკითხები ბოლოს.
ჯეი ღრმად ამოიოხრებს. — არა. მარკი გუშინ ღამით რესტორანში ნახეს ცოლთან ერთად, იმ დროს, როცა ეს ვიდეოა გადაღებული. სხვა ხალხია. და ამათგან ვერავის ვცნობთ. ვეჭვობ, რომ ამ რიტუალს მხოლოდ ერთხელ ატარებენ.
სიჩუმეში თავს ვუქნევ და თავში ქაოსური ფიქრები მიტრიალებს — რა ჯანდაბა ვქნა ახლა?
დაახლოებით ექვსი თვის წინ, ბნელ ბადეში გაჟონა ვიდეომ — ოთხი კაცის მონაწილეობით, შავ მოსასხამებში, რომლებიც რიტუალს ატარებდნენ პატარა გოგოზე. არ ვიცი, ეგოისტობა იყო თუ უბრალოდ თავხედობა, მაგრამ იმ კაცებმა თავი არ დაიფარეს. ჰუდები ჩამოუწევიათ და სრულიად მშვიდად იღებდნენ კამერაზე.
ვიდეო ცუდი ხარისხის იყო, განათება — მინიმალური. მაგრამ მე იმ წამსვე ვიცანი ისინი:
სენატორები მარკ სეინბურგი, მილერ ფორმანი, ჯეკ ბერდი და რობერტ ფიშერი.

ისინი პატარა გოგოს ცემენტის ფილაზე შემოეხვივნენ, დაჩხვლიტეს და მერე მისი სისხლი დალიეს. გოგო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო — ფართხალებდა და ყვიროდა ბოლო ხმაზე, სანამ ისინი მის გარშემო შავ რიტუალს ატარებდნენ.
ზუსტად იგივე რიტუალი, რაც იმ ბიჭსაც გაუკეთეს — ვიდეო ისევ ტრიალებს ჩემს მონიტორზე. ოღონდ ამჯერად, ოთხივე კაცს წაწვეტებული, მაღალი ჰუდები აქვთ გადახურული და სახეები დაფარული.
უკვე ვგრძნობ, როგორ მივექანები იმავე შავ ხვრელში, სადაც ექვსი თვის წინ ჩავვარდი — და რომლისგან გამოსვლასაც კვირები მოვანდომე. მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ბნელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
ჩავიკეტე ოთახში და ოცდაექვსი საათი იქიდან არ გამოვსულვარ. ფიზიკურად ვერ შევძელი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაბრუნება იმის ცოდნით, რომ ბავშვებს ასეთი რამ ემართებათ.
ეს უძლურების გრძნობა კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა ბნელ ქსელში ჩავყვინთე და ათასობით ვიდეო ვიპოვე, სადაც მშობლები საკუთარ შვილებს აუპატიურებდნენ. ამას დაემატა მილიონობით სხვა ვიდეო — წამება, კანიბალიზმი, ნეკროფილია. ბევრი მათგანი ე.წ. "წითელ ოთახებშია" გადაღებული, სადაც მყიდველებს შეუძლიათ თავად დაარიგონ, როგორ აწამონ, გააუპატიურონ ან მოკლან მსხვერპლი.
და ეს მხოლოდ ბავშვებს ეხება.
ზუსტად ამ ვიდეოებმა გადამაწყვეტინა Z-ის შექმნა ხუთი წლის წინ.
ბავშვობიდან მქონდა ტექნოლოგიური ჭკუა, და დროთა განმავლობაში ისეთი დონეზე ავიწიე, რომ ახლა სახელმწიფო ჰაკერებსაც კი ვუსწრებ.
ბნელ ქსელში შემთხვევით მოვხვდი. მაგრამ ის შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში გარდატეხის წერტილი გახდა.
მას შემდეგ ვეღარ ვიძინებ. ვერ ვჭამ. ვერ ვსუნთქავ ისე, როგორც ადრე. იმიტომ, რომ ვიცი — არსებობენ სვავივით ხალხი, ვინც ფულს იხდის იმის სანახავად, როგორ აწამებენ ბავშვებს.
უფრო უარესია ის, რომ ვინც ამას აკეთებს, ამას სიამოვნებითაც აკეთებს — და ფულისთვისაც.
მას შემდეგ, ჩემი მიზანი ერთია — ვიპოვო და ამოვწყვიტო ყველა. ამ ეტაპზე უკვე ასობით ნადავლი მყავს. მხოლოდ ისინი, ვისი დამნაშავეობაც 100%-ით დამტკიცებულია ადამიანებით ვაჭრობაში.
ახლა მთავრობას მივადექი.
დავიწყებ იმ ოთხი პოლიტიკოსით, რომლებიც პირველ ვიდეოში ვნახე. და მერე დანარჩენებიც მოჰყვებიან.
ზუსტად ვიცი, სად ცხოვრობენ. რას ჭამენ, სად სძინავთ და სად მუშაობენ. ერთადერთი, რაც ვერ გამოგვიჭერია — სად ტარდება ეს რიტუალები.
და ყოველი დღე, როცა იმ ადგილს ვერ ვპოულობ, ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ბავშვი იღუპება.
—IP-მისამართზე რამე მოვახერხეთ? ვინც ვიდეო ატვირთა?— ვეკითხები ჯეის, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი უკვე ვიცი.
— არა. თავის კვალს გაჰყვა. ვინც ატვირთა — იმან ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა.
მუშტებს ვკრავ და კბილებს ისე ვაჭერ ერთმანეთს, გეგონება ქვებს ვფშვნიდე.
ღმერთო, როგორ მინდოდა ამ წუთას ჩემი პატარა თაგუნას ხელები კისერზე და მხრებზე. იქნებ ცოტათი შემემსუბუქებინა ეს მარადიული დაძაბულობა.
მაგრამ სანამ ამას დავიმსახურებ, დრო გავა.
— კარგი. ვნახავ, ამ ახალ ვიდეოთი რას გავიგებ, — ვამბობ და ვთიშავ ზარს.
დავიღალე.
მინდა სასმელი.
და რაც ყველაზე ირონიულია — ჩემს პატარა თაგუნას სახლში ჩემი საყვარელი ვისკის ბოთლი ზუსტად ვიცი მელოდება.
***

ძვლამდე გამყინავი სუსხი ეშვება. კბილებში ვისისინებ და თავი მივაბრუნე, დარწმუნებული იმაში, რომ ვინმეს დავინახავ უკან მდგომს. მაგრამ — არავინაა. მიუხედავად იმისა, რომ სიცივე გამუდმებით მეხვევა გარს, როგორც ბურუსი.
პარსონსის მამულში უკვე რამდენიმე აუხსნელი რამ ვნახე.
მაგრამ რომელი სულიც ახლა ჩემს გარშსემოა, ყველაზე ცუდ დროს მომაგნო.
— მომშორდი, — ვიჩურჩულე კბილებში. გასაკვირია, მაგრამ მომეშვა. რაც უნდა იყოს, წავიდა.
და ისევ ვბრუნდები და უაზროდ შევცქერი ვისკის ჭიქას.
ვისკი ვისიც არ უნდა იყოს, ღვთაებრივია. ციტრუსის გემო მრჩება ენაზე, როცა კრისტალის ჭიქიდან ვსვამ. ადელაინს ზემოთ სძინავს, წარმოდგენაც არ აქვს, რომ მე ქვემოთ ვზივარ, მის ვისკის ვსვამ.
ორი ჩემი თანამშრომელი დაასმინა დაცვის სისტემამ ამ სახლში — ისე, რომ თვითონ არც იცოდნენ, თავიანთ უფროსს უკეტავდნენ გზას. ამ სისტემების გამოგონება პრაქტიკულად მე მეკუთვნის, ერთი თითის დაჭერით შემიძლია გავთიშო.
თავიდან სახლის საკეტს ვარღვევდი და მერე ისევ ვაბრუნებდი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ერთადერთი მტაცებელი, რომელსაც მის სახლში შევუშვებ, თავად ვარ. მის საზიზღარ საკეტებსაც კი არასდროს დავტოვებ დაუცველად.
მიხაროდა, რომ სისტემა დააყენა— მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მოსაშორებლად დააყენა.მაგრამ ასე იოლად ვერ გამომრიცხავს თავისი ცხოვრებიდან. ისევე როგორც სხვა კაცს ვერ გაიკარებს.
იმ დღეს სცადა ჩემი გაბრაზება, ვითომ ვიღაც სხვა ჰყავდა. მაგრამ კამერის ჩანაწერებს რომ დავხედე, ეგრევე მივხვდი—მატყუებდა. უნდოდა გავებრაზებინე და გამეჭედა. სულ ცოტაც და გამოუვიდოდა, რომ არ გამხსენებოდა, რომ ყველაფერი ნელ-ნელა მინდა მოხდეს.
თავიდან ყველანაირად ვცდილობდი დამევიწყებინა. გავქცეულიყავი. მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი თავიდან გამეშვა ეს გოგო, მით უფრო მძვინვარებდა ის მხეცი ჩემში.
როცა მისი ცხოვრების გამოძიება დავიწყე, რაც შეიძლებოდა ამომექექა, ნაპოვნი მხოლოდ კვებავდა ჩემ შებყრობილობას. გახდა ჩემთვის განუკურნებელი ტვინის სიმსივნე—და ზოგჯერ მგონია, რომ ვცადო მისი ამოჭრა, ვერ გადავურჩები.
ვეღარ ვსუნთქავ მის გარეშე.
კიდევ ერთი ყლუპი ვისკი და თითებს შორის ვატრიალებ წითელ ვარდს, ეკალმა გამკაწრა და სისხლის წვეთი ჩამომივიდა. არ ვაქცევ ყურადღებას. ვაგრძელებ ღეროს ტრიალს, მუცელში კი მბრუნავი რისხვა და შფოთვა მღრღნის.
ბავშვებს ამ წამს აწამებენ. ამ წამს—ამ მილიწამს—სადღაც ამ დედამიწაზე მათ კლავენ.
ბავშვები იწირებიან. ტკივილი, მახინჯი დაზიანებები, გაუპატიურება, სიკვდილი. ბნელი, ბინძური არსებების წრეში, რომლებსაც მათი სისხლი უყვართ.
მობილური მაგიდაზე მიდევს, ეკრანზე ის საშინელი ვიდეო ტრიალებს.
ვერ ვწყვეტ ყურებას. ან არ ვიცი, საკუთარ წამებას ვერ ვწყვეტ. უნდა ვიპოვო სად ტარდება ეს რიტუალები. ეს იდეა უკვე ჭკუიდან მშლის.
ამ წამს არაფრის გაკეთება შემიძლია. ვცადე ვიდეოს წყაროს დადგენა, მაგრამ ვინც ამას აქვეყნებს, საქმე იცის. კვალი არ დატოვა. და მე თავს უსუსურად ვგრძნობ.
ვიპოვი. და დავამთავრებ. ყველა.
შეიძლება საუკეთესო ვარ, მაგრამ ტექნოლოგიასაც აქვს საზღვრები. ვისწავლე, როგორ გადამეხარა და გამომეწურა ინფორმაცია თითქმის არაფრიდანაც კი, მაგრამ ზოგჯერ კვალიც არ არსებობს. ციფრები — უბრალოდ არ არის.
ჩემი ფიქრები იძირება, ზუსტად ისე, როგორც ქარვისფერი სითხე სრიალებს ჩემს ყელში.
ვარდს თითებს შორის უფრო მაგრად ვატრიალებ — უფრო სწრაფად. ბასრი ეკლები კანს მიკაწრავს. მცირე ტკივილი თითქოს შვებას მაძლევს.
ზოგჯერ ისე მჭამს ბავშვების წამების ყურება, მინდა საკუთარი კანი გავიჭრა და ის ტკივილი მეც ვიგრძნო. მინდა მათი ტკივილი ჩემით შემსუბუქდესა. იქნებ, თუ გვერდით საკურთხეველზე სისხლით გავიწურები, მარტო აღარ იგრძნონ თავი.
მაგრამ არა. არ გავაკეთებ. სურვილი უსაფუძვლოა და ეს ვიცი. ვიცი, რომ ძლიერი უნდა ვიყო — არა სისხლისგან დაცლილი და ფსიქიკურად გამოფიტული.
.
ვიდეო თავიდან იწყება.— ბიჭის ყვირილი თავიდან შემომესმა, ავსებს ამ სახლის სიჩუმეს.
დაკირკიტებით ვსწავლობ ვიდეოს, ისევე როგორც წინა შემთხვევაში. ვეძებ მინიშნებებს, დეტალებს. მაგრამ არაფერი — არაფერია ისეთი, რაც ამ ჯოჯოხეთის მდებარეობისკენ მიმიყვანს.
მხოლოდ ოთხი ადამიანი შავი მოსასხამით, ქვის ბაქანის გარშემო. რაც ჩანს, ყველაფერი ქვითაა დაფარული — თითქოს გამოქვაბულია.
მაგრამ არც ისეთი სულელი ვარ, რომ ვიფიქრო, სადღაც მთებში ბუნებრივ მღვიმეში ხვდებიან. ეს ხელოვნურად შექმნილი ადგილია, სადღაც სიეტლის მიწისქვეშეთში. ადგილი, სადაც შემთხვევით გამვლელი ვერ მივა.
სწორედ ამ საპყრობილეს გამო გადმოვედი სიეტლში ექვსი თვის წინ. თავიდან კალიფორნიაში ვცხოვრობდი. მაგრამ როცა პირველმა ვიდეომ გაჟონა, მომივიდა მცირე სიგნალი, რომელიც ლოკაციად სიეტლს ასახელებდა.
ამის შემდეგ ამ შეცდომას აღარ დაუშვებენ.
ჩემი საქმე საშუალებას მაძლევს სადაც მინდა, იქ ვიცხოვრო, ასე რომ, ერთი დღეც არ დამჭირვებია დასაფიქრებლად — გადავწყვიტე ვაშინგტონში გადმოსვლა. იმ ნაგავს უნდა მივაგნო და მიწასთან გავასწორო.
და ამ მომენტებში, როცა ყველაზე ცუდად ვარ წაქცეული, ვერ ვუარყოფ — ამ ქალაქმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. იმიტომ, რომ მან ადელინამდე მიმიყვანა.
თავს ვხრი, მხრებს შორის ვმალავ, გადამუშავებულ კუნთებში დაძაბულობა იჭრება.
ჩემს გარშემო მოცულ შავი ღრუბელი კიდევ უფრო მძირავს, ვიდეო ისევ თავიდან იწყება. ვარდს მუშტში ვიჭერ, სისხლი ნელ-ნელა იღვრება ტერფებზე, მაგრამ ხელს მაინც არ ვუშვებ. ვჭ....ტ, ვანადგურებ, სანამ მხოლოდ დაჩეჩქვილი ფურცლები და დალაქავებული ღერო არ რჩება.
კბილებს ვკრავ, ძლივს ვიკავებ იმ ტკივილნარევ სულისკვეთებას, რომელიც ყელში გაჭედილი მაქვს და გარეთ გამოდინებას ლამობს.
აი ესაა — ჩემი საქმის ნარჩენები.
ზოგჯერ ისეთი მძიმეა ამის ტარება, რომ ფეხზე დგომაც მიჭირს. ზოგი დღე ისე გადის, ვერ ვსუნთქავ, ვერ ვფუნქციონირებ. ეს სამყაროს ტკივილი მხრებზე მაწევს.
მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლე უაზრო იქნება. და იმ ბავშვების სიკვდილი — ფუჭი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent