შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული წარსულში II ( თავი XI )


4-07-2025, 18:44
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 173

დაჩი ჩადუნელის დაბადების დღის წვეულებაზე უამრავი ადამიანი იყო. ცხოვრებაში პირველად თავს უფლება მისცა კიდევ ერთი მომატებული წელი ჩვეულებრივი მოკვდავივით აღენიშნა,ნაკლები ფიქრებითა და ბევრი ემოციებით. სასმელზეც არ უთქვამს უარი და უკვე შემთვრალი მზერით ხალხს შორის გამოჩენილი წითელი თმის ნათება რომ დაინახა მოჩვენება ეგონა, იქამდე სანამ არ მიუახლოვდა და მისი წკრიალა ხმა არ გაიგო
_დაბადების დღეს გილოცავ , დაჩი ჩადუნელო
_ჩემთვის დაბრუნდი პეპი ? _ ემოციები ვერ დამალა , გაღიმებული მოეხვია და თავზე აკოცა .მისმა სურნელმა წამში გადაფარა ირგვლივ არსებული მძიმე სუნი და ხმაურში მოიტანა სიჩუმე.
მონატრებისფერი იყო სალომე ჭედია ,მაგრამ არ დასცალდა მასთან საუბრის გაგრძელება. მატილდას გვერდით დატოვა და ბიჭებისკენ წავიდა ,რომლებიც გაუჩერებლად ეძახდნენ. თავის დახსნა ვერ მოახერხა , შორიდან უყურებდა და მთლიანად აღიქვამდა მის დახვეწილ მიმზიდველობას , გამორჩეულ სილამაზეს და სინაზეს. მაგრამ როგორც კი დრო იხელთა მაშინვე დაუბრუნდა
_რა მაჩუქე პეპი?_პატარა ბავშვს ჰგავდა მთვრალი ,ისე უციმციმებდა თვალები და იმდენად საყვარელი ეჩვენებოდა სალომეს
_სახლში რომ მიხვალ მერე ნახე,კარგი?
_ამდენად ინტიმურია? _ თმაზე თითებით ეთამაშებოდა
_მხოლოდ ჩემი და შენია ,სხვა ვერც გაიგებს
_რომ ვნახავ მოგწერ ..._ იმ წამს მოშორდა რა წამსაც დაირღვა მათი სიმარტოვე
_წამოდი სტაფილო იცეკვე ჩვენთან ერთად _ მატილდა ხელზე დაექაჩა და სალომეც წაიყვანა თან

_თინა სალომეს ვინ გააცნო?_ იოანემ ჰკითხა და ცეკვისგან სუნთქვაარეული მიუჯდა გვერდით
_ილდანისგან იცნობს თურმე
_ეს ილდანი ყველგან როგორ ჩნდება , ერთბაშად ბრუნდება თბილისურ ცხოვრებაში?
_რა იყო პოპულარობაში გეცილება?
_სად მე შე ჩემა და სად ილდანი ...ბავშვები ვგიჟდებოდით ისეთ რაღაცებს აკეთებდა ხოლმე . რატო არ დაპატიჟე
_არაა საქართველოში თორემ როგორ არ დავპატიჟებდი _ლამის წამოსცდა მატილდას მასთან შეხვედრის საშუალებას არ წავართმევდიო ,მაგრამ დროულად გაჩუმდა.

მატილდას ყურადღება მთელი საღამო მისკენ იყო მიპყრობილი იმდენად განსხვავებული იყო მომენტს ეძებდა როდის და როგორ შესთავაზებდა ფოტოსესიას. რამდენიმე გარემოც კი წარმოიდგინა გონებაში. მხრებზე დაფენილი ყავისფერი თმა , თეთრი პორისახე, ჭრელი თვალები, გრძელი წამწამები , ვარდისფერი ტუჩები ,ნაზი ხმა ,დახვეწილი საუბრის მანერა და სიმშვიდე რომელსაც აფრქვევდა არაფერს ჰგავდა. თითქოს ბავშვი იყო ისევ,უდარდელი და უპრობლემო ოცნებებს ადევნებული,მიზნებისკენ მიმავალი ,მუდამ მომღიმარი
_ილდანი ხომ დაბრუნდა...მითხრა ჩამოდი მეც საქართველოში ვარო და სად არის ? ვერ ვუკავშირდები
_ბებოს უთხრა მივდივარ ცოტა ხნით და როგორც კი დავბრუნდები გესტუმრებით თბილისშიო _თინამ თორნიკეზე სალომეს რომ ჰკითხა მატილდა წამსვე სმენად იქცა
_ჩემ წასვლამდე დაბრუნდება იმედია ...
_არ ვიცოდი ასეთი ახლო მეგობრები თუ იყავით
_მამა ენდობა და მეც თავისუფლად ვიქნები ის თუ ახლოს მეყოლება. ახლა დაცვას დამაყოლებს სადაც მარტო მივდივარ,სუნთქვა არ შემიძლია აქ რომ ვარ
_კიდევ ვის ენდობა მამაშენი , გავარკვიოთ და მასთან ერთად დაგპატიჟებთ ჩვენთან _ იოანეს რაღა უნდოდა ვერ გაიგო. ინას ყურადღებას არ აქცევდა და თინას ეფლირტავებოდა ? ასეთი კომუნიკაბელური არასდროს იყო თუ გოგოს გონებას არ ურევდა
_დაჩის და შენ გენდობათ ,იმიტომ ვარ ახლა აქ მარტო
_თქვენ აქამდეც იცნობდით ერთმანეთს?_მატილდამ იკითხა და ინას ინტერესიც დააკმაყოფილა
_დაჩი რომ ჩამოვიდა ჩემთან სტუმრად იოანეც მასთან ერთად იყო
_ამერიკაში რომ ბრძანდებოდით არ ვიცოდი იქ სასტუმროში თუ არ რჩებოდით ბატონო იოანე
_შესანიშნავი მასპინძელი იყო თინა
_ცოტა ხნით იყვნენ სამწუხაროდ ,მეტი მინდოდა მეჩვენებინა ...
_გამოცდების პერიოდი გქონდა და ზედმეტი დროც კი დაგვითმე
_უკვე დავასრულე სწავლა და ამ დროს იმიტომ ჩამოვედი ,არც კი მახსოვს შემოდგომა როდის გავატარე საქართველოში
_სამეგრელოში გიმასპინძლებ თუ რა თქმა უნდა თბილისიდან გასვლის სურვილი გექნება
_სიამოვნებით

მატილდას უკვე ესმოდა ინას გახშირებული სუნთქვა და ხედავდა დაცლილ ჭიქებს
_არ დალევ თინა ?
_მეტს ვერ , ჩემი დოზა უკვე მივიღე _ გულწრფელად უღიმოდა ინას ის კი თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ნერვებს უშლიდა მატილდას. განწყობა გაუფუჭდა,ილდანის გამოჩენას ყველგან ელოდა და აღმოჩნდა რომ ქვეყანაში არ იყო. ინანა კიდეც კაბის მიღების შემდეგ თავად რომ არ დაურეკა
_ვიცეკვოთ _ინას ჩაავლო ხელი და წაიყვანა _ გეყოფა უკვე ,სახეზე გაწერია ყველაფერი
_მაინც რა
_გაგიჟებს იოანეს იგნორი და ყველა გოგო ვისაც ორ სიტყვაზე მეტს ეტყვის ... შეიშალე? სულ დაკარგე ტვინი ? ის ბიჭი რა უყავი ,რა დროს იოანეა
_დავშორდი ,ორივეს და მთვრალი ვარ უკვე. წავედი მე _ ჩანთას დაავლო ხელი
_დაიცადე ჩვენ წაგიყვანთ ...
_ტაქსით უნდა გავიდეთ ჩვენც და სად წაიყვან _იოანემ ისე თქვა არც შეუხედავს , ჭიქა დაცალა და თინას ხელი გაუწოდა _ დაჩი დაიკარგა და რადგან ნდობის კოეფიციენტი ჩემთანაც მაღალია,გთხოვთ ქალბატონო თინა დამდეთ პატივი _ გოგონას გაღიმება გამოიწვია და მოცეკვავეებისკენაც გაჰყვა ინა კი საბოლოოდ გააგიჟა
_რა დაგიშავე ღმერთო ეს ორი მექალთან _მეკაცთანე სად გადაეყარნენ ახლა დაიწყება თამაში იქამდე სანამ ერთმანეთში არ აიხლართებიან ... ვაჩესავით ჯენტლმენი არ იქნება და საწოლამდე რომ მიგიყვანს არ გაგიშვებს . პრინციპში მე რა მენაღვლება,იქნებ მაგან მაინც გიშველოთ _ მატილდა ჩუმად ლაპარაკობდა და თვალებს არ ახელდა სიმშვიდის წერტილის პოვნა უნდოდა,მაგრამ არ ჩანდა
_მთელი კვირა მის გვერდით ვიწექი და უხერხულადაც არ მიგრძვნია თავი
_არ მოსწონხარ ალბათ და მე მეჩვენება რაღაც ... _ირონიული ჰქონდა ტონი _ მანიაკი კი არაა იქ რომ დაგტაკებოდა გოგო.
_მატილდა ძალიან გთხოვ მთვრალს ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს
_თქვენი არცერთის ატანა არ მაქვს როდესაც სიყვარულობანას იწყებთ. მე წავედი , უამრავი საქმე მაქვს ხვალ და ჩემი ათიათასი ფიქრი. ორი ზრდასრული ადამიანი ხართ ,მე რა მედარდება ჩემთვის სულ ერთია როგორ იქნებით , ასეც მიგიღებთ და ისეც

მატილდამ შენობიდან გასვლამდე შენიშნა როგორ მიჰყვებოდა უკან ვიღაც . შიშის გრძნობა ნაკლებად ჰქონდა,მხოლოდ ინტერესი გაუჩნდა და საერთოდ არ დარჩა მოხიბლული დიმა რომ დაინახა
_გაგიყვან წამო , არ დამილევია ... ხვალ მივფრინავ და ერთი ჭიქა დავლიე მხოლოდ
_მჯერა , ვხედავ მთვრალი რომ არ ხარ დიმა. ტაქსი უკვე მოვიდა , მადლობა ... წარმატებულ მოგზაურობას გისურვებ _ ლოყაზე აკოცა ბიჭს და ისევ ის განცდა გაუჩნდა ,სინანულის მისი მსგავსი მეგობარი რომ დაკარგა იმ მცდელობის გამო რაც გაუმართლებელი იყო. დიმას მოსწონდა ,მაგრამ თვითონ ხომ იცოდა ილდანზე რომ ეფიქრებოდა და როგორ დაუშვა მისი გამოყენება თორნიკეს დასავიწყებლად . ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მომხდარი ამბავი იყო, სულ რამდენიმე თვე ხვდებოდნენ როგორც წყვილი და შემდეგ ორივეს შეთანხმებით დაასრულეს,მაგრამ იქამდე არსებული მეგობრობაც თან გაიყოლეს.
_რომ დავბრუნდები რაღაც გეგმები მაქვს ბინასთან დაკავშირებით და დაგიკავშირდები ,კარგი?
_როცა გინდა ,თუ რაიმე შემეძლება აუცილებლად გამოვნახავ დროს
_დროებით _ იდგა და უყურებდა სანამ ტაქსიში ჩაჯდებოდა და მერე დაიძრა თავისი მანქანისკენ. მატილდას კი თვალში მოხვდა ტელეფონით ხელში მდგომი უტა ნადარაია ,თორნიკე ილდანის ბავშვობის მეგობარი . სულ ერთი წამით გაიფიქრა შეიძლება მას ესაუბრებაო,მაგრამ წამსვე უკუაგდო ფიქრები.
......................
_მთვრალი აპირებ საჭესთან დაჯდომას? _დაინახა იოანემ როგორ გაუშვა ტაქსით თინა და მერე გასაღებით ხელში დაიძრა თავისი მანქანისკენ
_შენ ისევ აქ ხარ ? რა იყო არც მოქმედმა მოგაკითხა,არც ყოფილმა და არც ახალი გიპოვნია ვინმე? როგორი წარუმატებელი დღე გქონია,საბრალო _ ირონია არ დაენანა შენგელიას
_სერიოზულად იოანე ,ნასვამი ხარ და საჭესთან ...
_მთვრალი თვითონ ხარ , ტაქსი გამოიძახე და სახლში წადი ...
_მეშინია
_რის
_მარტო ტაქსით ღამე ... შენთან ერთად წამოვალ
_არ მცალია,მელოდებიან
_ცოტა ხნით დაგელოდება,შენც გამოფხიზლდები და უფრო სასიამოვნოდ გ.ჟიმავ _ მანქანის კარი გააღო და მძღოლის გვერდით სავარძელი დაიკავა
_მთვრალს მანქანაში უჯდები და არ გეშინია ?
_მე რომ ვიყო საჭესთან მაშინ შემეშინდებოდა , შენ მე რომ გეყოლები მანქანაში ჩქარა არ ატარებ
_დაურეკე იმ შენ ვაჩეს თუ რაც ქვია და წაგიყვანოს . ძილს არ ურღვევ? ის თუ იცის როგორ ერთობი კლუბში შუაღამეს და სძინავს ნამდვილად გ.მოსირებული ყოფილა _ ნასვამი იყო და კიდევ უფრო ბოხი ჰქონდა ხმა. დაბალი ტონით საუბრობდა, სასიამოვნოდ ვრცელდებოდა მისი ხმა სალონში
_ვაჩეს დავშორდი იმ დღეს,უფრო სწორად უკვე წელიწადზე მეტია დავშორდი ,მაგრამ იმ დღეს ისე ვისაუბრეთ რომ აღარაფერი დარჩა გასარკვევი. შუაღამეს რას აკათებს არ ვიცი და ისე ჩემი გართობის წინააღმდეგი არასდროს იყო. შენგან განსხვავებით პრობლემა არ აქვს ქალი რომ ცეკვავს
_რომ დაშორდი იმიტომ წაყევი მატილდას?
_არა , ის წავიდა ჩემამდე ...
_სად პოულობ ამ იდიოტებს , კიდევ კარგი ჩემი არანორმალური და მაგ ამბავში არ გგავს . როგორ გიძლებს შენი ძმა გაოცებული ვარ _ ჩქარა მართლა არ ატარებდა. შუაღამე იყო და ქუჩებში ბევრი მანქანა არ დადიოდა, სიმშვიდე იყო დღის ხმაურთან და ქაოსთან შედარებით.
_მასზე ცუდ გავლენას ვერ მოვახდენ... დიდი და ჭკვიანი გოგოა
_უბრალოდ უყვარს უკვე ერთი და სანამ ის ერთი არ ეყოლება იქამდე არავინ ენდომება. ვინ უყვარს ინფორმაციისთვის რა გინდა _ მოულოდნელად ჰკითხა და მანქანა გააჩერა
_ამ წამს რაც მინდა ის შენც გენდომება და ინფორმაციაში ვერ გავცვლი _ მისკენ იყო შებრუნებული,თვალებში უყურებდა და მსუბუქად უღიმოდა _ შემომთავაზე რამე საინტერესო ,ისეთი რაც არ მაქვს და რასაც სხვისგან ვერ მივიღებ
_გგონია ვიცი ცხოვრაბაში რა აკლია პატარა ინას და რას ვერ იღებს სხვებისგან ? რაღაც არამატერიალური სიგიჟე გიტრიალებს ალბათ ტვინში
_ნუ მებრძვი , დანებდი საკუთარ სურვილებს _ ისე უყურებდა თითქოს გონებაში ჩაუსახლდა და იქედან საუბრობდა. მარიონეტივით მართავდა თუ ცოტას კიდევ მოინდომებდა
_სიმართლე მითხარი და მერე
_შენი ლურჯი კეპი მიყვარდა ყველაზე მეტად ... მესამე სართულიდან რომ გადმოვხედავდი ეზოს მარტივად გპოულობდი. პირველი იყავი ვინც იმ ინას მოსწონდა საერთოდ რომ არ იცოდა რა იყო ფლირტი და შეყვარებულობანას თამაშის სურვილიც არ ჰქონდა. ციური ვარსკვლავივით მიუწვდომლად აღგიქვამდა და მერეც ვერასდროს სცადა შენთან მოახლოება. შენი შესაფერისი არ ეგონა თავი არასდროს და არც შენი გემოვნების. ინა ვერ იტანს როცა ვინმე აუარებს და შენ სულ ასეთი ჩანდი. ზედმეტად ჭკვიანი,ზედმეტად განათლებული,უსაზღვროდ სწორი და იმ ინას იმის შიშიც ჰქონდა ,რომ თუ დაგიახლოვდებოდა ეს ხატება დაინგრეოდა და შენც სხვების მსგავსი იქნებოდი რეალურად. მერე ბევრი იყო , ბევრი სისულელე და ვაჩე,რომელიც გულამდე ნამდვილად მოვიდა და ყველასგან განსხვავებით მიყვარდა . მასაც დავშორდი იმიტომ რომ ის სიყვარული არცერთს გვეყო , ჩემი ატანა მარტივი არ არის. ვერ გამიძლო მე მთელი ჩემი უბედურებით ,საშინელი ხასიათით და სამუდამოდ დავუსვი წერტილი. მაშინ არ მითქვამს სხვის გვერდით ძილიც რომ შემეძლო , მასთან კოშმარები მესიზმრებოდა და შენთანაც რომ ვნახე ცუდი სიზმარი იმ დილასვე გავიქეცი შენგან
_რა გინდა ინა ... შენ ტყუილებსა და სიმართლეს შორის რა გავარჩიო თუ არ მეტყვი მე არ მაქვს წინასწარმეტყველური უნარები. მე უნდა მითხრა
_იცი , მაგრამ რადგან არ ვამბობ შანსია გადავიფიქრო ამიტომ ელოდები როდის გეტყვი ?
_მე მხოლოდ მატილდას სიყვარულზე გკითხე ... შეყვარებულობანას თამაში დასრულებული მაქვს შენთან. არ ვარ მოწოდებით ბავშვებთან მოთამაშე,დიდური გართობები მხიბლავს _მანქანა ისევ გზაზე დააბრუნა, ჩქარა მიდიოდა უკვე და ინას კიდევ უფრო ერეოდა გონება
_ახლაც გელოდება , ხომ ?_მობილური არ ჩუმდებოდა,შეტყობინებები მოსდიოდა და დაინახა კიდეც ვინ წერდა . ფოტოებს უგზავნიდა , ეკრანს შეახო თითი სანამ იოანე რეაგირებას მოახდენდა და გამოჩნდა კიდეც გოგოს შიშველი ფოტო. სარკის წინ საწოლზე იჯდა და საერთოდ არაფერი ეცვა _ ლამაზია , სულ ერთმანეთზე უკეთესები როგორ გყავს . ყველაზე მეტად ჯალაღონიასთან გაკავშირებდნენ _ისე მშვიდად განაგრძო თითქოს გულ_მუცელი არ ეწვოდა ბრაზისგან_ ჭკვიანი,ლამაზი ... ერთად რომ გხედავდით ბავშვები ოცნებებში ვვარდებოდით . რატომ დაშორდით
_ერთგული არ ვიყავი
_ასე პირდაპირ აღიარებ?
_ტყუილები არ მიყვარს
_ღალატი უარესი არ არის?
_18 წლის ასაკში ერთგული არავინაა და მე არ ვიყავი ის ბიჭი ვინც ლოყაზე კოცნის მოლოდინში ბერმონაზონივით იცხოვრებდა . ჩემ ცოლად ვერ წარმოვიდგენდი,თორემ ახლა შვილებიც მეყოლებოდა
_ვის წარმოიდგენდი ცოლად
_არავის ... არავინაა ისეთი ვისაც ცხოვრებას მივუძღვნი და ჩემ თავს
_ეგ როგორ უნდა გაიგო ვის მიუძღვნი თავს და ვის არ
_ხომ მიხვდი ,რომ ვაჩე საკმარისად არ გიყვარდა და მიუხედავად სხვებზე აღმატებული გრძნობისა მაინც ვერ წარმოიდგინე შენ სახლად _ტელეფონი ისევ ანათებდა. მერე ურეკავდა და გაუთიშა _შენ ჯერ ისევ ძალიან პატარა ხარ . ვერ აგიხსნი იმას რაშიც თავადაც არ ვარ დარწმუნებული რომ სწორია... ზოგჯერ ის უნდა აირჩიო ვინც გაწყობს და არა ის ვისკენაც გული მიდის
_არ წახვიდე მაგ გოგოსთან
_ადი სახლში, გელოდები ... შუქს დავაკვირდები ფანჯარაში
_ჩემი ფანჯარა რა იცი
_ვიცი ... მიდი
_წახვალ ?
_ინა ,საკმარისზე მეტი ვისაუბრეთ . გამოფხიზლებულიც კი მეჩვენები უკვე
_არ ვარ გამოფხიზლებული,ცუდად ვარ
_ხოო? _ უყურებდა და ეღიმებოდა მის საყვარელ ტყუილზე _ძალიან ცუდად ხარ?
_იმდენად , რომ ჩემი მარტო დატოვება დანაშაული იქნება
_გელოდებიან _ წარმოდგენა არ ჰქონდა ვის გულისხმობდა . იფიქრა სოსო დაბრუნდა ან მარტაა მოსულიო ვაჩეს მანქანა რომ დაინახა _როგორც ჩანს კარგად ვერ დაშორდი _სულ ერთ წამში შეიცვალა იოანეს ხმაც და გამომეტყველებაც
_ალბათ საქმე აქვს ისე არ მოვიდოდა
_რა თქმა უნდა საქმე აქვს ...გადადი ,არ ალოდინო
_იოანე
_სასიამოვნო ღამეს გისურვებ _ სიტყვებით არაფერს ამბობდა,მაგრამ საჭეს ისე იყო ჩაფრენილი ცოტაც და შემოატყდებოდა . რა უნდა გაეკეთებინა აღარ იცოდა,თითქოს ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო
_მართლა არ არის ისე როგორც ახლა გგონია, მაგრამ აზრიც არ აქვს საუბარს
_რა არ არის ინა... ან რა იცი მე რა მგონია ან რა გინდა რომ მეგონოს იცი? _ თვალებანთებული უყურებდა ,ხმას ოდნავ აუწია და მისკენ მიიწია _ მითხარი შენ რა გინდა რომ გავაკეთო ახლა. გადმოვიდე და ვარკვიო ვისი გოგო ხარ? გიყვარდა,მასთან იყავი,მისი იყავი და ახლა უბრალოდ ერთმანეთზე გაბრაზებული წყვილი ხართ. მე რა ვქნა მის საეჭვიანოდ გამოგყვე? მე არაფერი მაქვს იმასთან გასარჩევი,არც გასაყოფი ... ჩემი არასდროს ყოფილხარ და არც _ ახლოს იყო, სიტყვებს სწრაფად ამბობდა და მერე უბრალოდ საუბარი ვეღარ გააგრძელა. ინამ მკლავები შემოხვია და ტუჩებზე წაეტანა. არასდროს ყოფილა იქამდე პირველი კოცნის ინიციატორი და არც ასე სდომებია ვინმეს შეხება. წლების წინ ფიქრებში არსებული სურვილის ასრულება ყველაზე ცუდ დროსა და ვითარებაში გამოუვიდა
_გადადი ინა ... გადადი სანამ საშინელებას გეტყვი _ მთვრალი კოცნიდა მაშინ როცა მისი ყოფილი იქვე იყო რა უნდა ეფიქრა თუ არა ეჭვიანობის იარაღად გამოყენებულად ეგრძნო თავი. სავარძელს მიეყრდნო ,ძრავი აამუშავა და ინას სახეც არ დაუნახავს ,როგორც კი გადავიდა მაშინვე დაძრა მანქანა და იქაურობას გაეცალა. სუნთქვა ეკვროდა ბრაზისგან, ზუსტად ამ მდგომარეობას გაურბოდა წლების განმავლობაში და იმიტომ არ ემორჩლებოდა იმ გაუგებარ მიზიდულობას, რომელიც ინას მიმართ ჰქონდა.
_ვინ მოგიყვანა... ვიცნობ ? _მანქანასთან იდგა და ეწეოდა ინა რომ მიუახლოვდა _რომელიმე გიჟთაგანია? როგორ ატარებს , სიკვდილს დაეძებს? _ განგებ აგიჟებდა თითქოს
_აქ რას აკეთებ ამ დროს
_დავფიქრდი და არ მინდა შენი დაკარგვა. შენ კი უბრალოდ ვერ იპოვნი ჩემნაირს იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს სხვა მსგავსად იდეალური. შენი კომფორტული და ბედნიერი ცხოვრების გარანტი
_დაბურული შუშების გამო ვერ დამინახე ალბათ,მანქანიდან გადმოსვლამდე ვკოცნიდი იმ ბიჭს და ვთხოვდი ბინაში ამოსულიყო ჩემთან ერთად
_მერე რას წავიდა... პრეზრვატივი დარჩა და უნდა იყიდოს?სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენს ვაკოცე იცი? დარწმუნებული ვარ შენც ...
_სულერთია ? ცოტა გვიან რომ მოსულიყავი შეიძლება მასთან ს.ქსი მქონოდა და ესეც სულერთია?
_ურთიერთობის დროს ღალატი მგონია გულისამრევი , შენი სიგიჟეები და ახლის ძიება გასაოცარი არაა ჩემთვის
_იყო კიდეც გულისამრევი რომ მიღალატე და უფრო გულისამრევი იყო ნაღალატები ისე რომ მიგიღე თითქოს არაფერი ვიცოდი,გული მერეოდა ეჭვიანობის სცენა მე რომ დამიდგი . შენს მერე მე საერთოდ არავინ მყოლია , ვიღაცები ცდილობდნენ და მე იმდენად ყელში ამომივიდა ყველაფერი საერთოდ დავხურე სიყვარულობანას ნაწილი ჩემ ცხოვრებაში.
_ის ვინ არის ... რატომაა განსხვავებული
_ტყუილად მიახლოვდები ... მთვრალი ვარ,მაგრამ არა იმდენად რომ შეხების უფლება მოგცე
_უფლება არც მჭირდება,არ იცოდი?
_რა არ გასვენებს ვაჩე?
_მეც არ ვიცი,მაგრამ ფაქტია რომ ვერ გშორდები და მეზიზღება როცა რაღაც მაფორიაქებს
_ჩემი ეგოისტობის დიაპაზონი შენის წინააღმდეგ ? მე არ მინდა შენთან, შენ თავადაც არ იცი რა გინდა
_როგორ არ ვიცი ...შენ ცხოცრებაში მინდა დაბრუნება და შენი დაბრუნება ჩემსაში
_შენ უბრალოდ გინდა დაუმტკიცო საკუთარ თავს,რომ შენი გავლენის ქვეშ ვრჩები და შენ გარეშე ცხოვრება ,შენგან შორს ყოფნა შუძლებელია ჩემთვის. ეგო არ გაძლევს მოსვენებას და არა გული
_შენ სიჯიუტე არ გაძლევს ჩემთან დაბრუნბის უფლებას თორემ სხვა ყველაფერი ჩემკენ მოიწევს თუ მაგ გავირების მომენტს გადალახავ
_რა უნდა გელაპარაკო არ ვიცი ... ისე მაიძულებ მოგექცე როგორც ყველა დანარჩენს ვინც სულერთია
_ისეთს ნუ მეტყვი რომ ამაჩქარო და შეყვარებულობით დაწყების ეტაპზე გადავაბიჯო
_პირდაპირ ცოლობას მთხოვ თუ საყვარლობას _ეცინებოდა უკვე ამ დიალოგზე
_ცოლობა სჯობს საყვარლობასაც მოიცავს და მეგობრობასაც. თან ასაკი მემატება ,შვილთაშვილებს რომ მოვესწრო შვილი დროულად უნდა მყავდეს
_ასაკობრივი გაჭედვა გქონია
_ვინ იყო იმ მანქანაში ... მართლა აკოცე ? _ უცებ შეიცვალა პოზიციაც,მანძილიც წამში გააქრო მთვრალ,გრძნობებარეულ ინამდე და ტუჩებზე შეხებამდე ისე ჰკითხა პასუხი არც ადარდებდა თითქოს
_კი და თან ჩემი ნებით
_გონებიდან უნდა წაგიშალო ყველა კოცნა რაც ჩემამდე იყო _ ინას გამოძრავების ენერგიაც აღარ ჰქონდა,ან არ უნდოდა ,სულერთი იყო? რა სჭირდა თვითონაც არ იცოდა. იოანეზე ეფიქრებოდა და შიშველი გოგოს ფოტოზე. მასთან იქნება უკვე რა წამსაც გაიფიქრა იმ წამს გაუჩნდა ღებინების შეგრძნება და მოუხდა კიდეც ვაჩეს მისი შუბლის დაჭერა
_აი შენი რომანტიკა და ჩვენი მომავალი,მთლიანად ჩემი ცხოვრებაც ასეთია _ არც ტიროდა, არც რცხვენოდა. დასვრილ პირზე თითები მოისცა ,ვაჩე მოიშორა და სადარბაზოსკენ შებრუნდა _ ფხიზელზე ისეთს გავაკეთებ შეგძულდები და დროულად მორჩი ჩემთან თამაშს _ ისე მიაძახა თითქოს ვიღაც უმნიშვნელო კაცი იყო.
სახლში შესვლისთანავე სააბაზანოში შევიდა. შხაპის ქვეშ ,კედელზე მიყრდნობილი იდგა და მერე კუთხეში დაჯდა . იქამდე იყო ერთ პოზაში გაქვავებული სანამ არ გაიყინა . ხალათში გახვეული აქვითინდა,ყველაფერზე ერთად ატირდა. ერჩივნა ვაჩესთან ყოფნა მოეთხოვა მთელ გულსა და სულს ვიდრე ამ გაუგებრობაში გაჩხერილი დარჩენილიყო. იქამდე სულ იცოდა რას გრძნობდა ,რა მიზანი ჰქონდა ბიჭთან და რისთვის იწყებდა ურთიერთობას . ახლა თავდაყირა დადგა ყველაფერი, ეს ყველაფერი ინასთვისაც კი ზედმეტი იყო. იოანეს მსგავსს არავის იცნობდა,ვერ პოულობდა მასთან მისასვლელ გზას. ორივე მის სახეს იცნობდა უკვე უზომოდ თბილსაც და გამყინვარესაც. ლოდად რომ გადაიქცა ბოლოს და ახლა მის გულამდე მიღწევა უფრო გაუჭირდებოდა. როგორ უნდოდა ის კოცნა გონებაში მეტი ფერით დარჩენოდა, გულაჩქარებულს მისი უმოქმედობა არ მიეღო პასუხად. როგორ შეეძლო თავი შეეკავებინა, იქნებ არაფერს გრძნობდა და თუ არ გრძნობდა მაშინ რა იყო ის ყველაფერი. თუ ისე ეთამაშებოდა როგორც მორიგ გასართობს შანსს რატომ უშვებდა. ინა ყველაფერზე თანახმა იყო? უნდოდა დაებრუნებინა ისეთი როგორიც ტყუილის დროს იყო და როგორიც საკუთარი ნებით დაკარგა. რომელიც იმ დროს სხვა ქალთან იკლავდა იმ ცეცხლს ,რომელიც ინამ დაუნთო.
უნდოდა ვინმე ჰყოლოდა გვერდით. ვინმე ვინც ჩაიხუტებდა ,გაათბობდა და სულს დაუმშვიდებდა. საბანში გახვეული იწვა და კანკალებდა იესემ რომ დაურეკა. არც უფიქრია ისე უპასხა
_სახლში ხარ ინა უკვე ?
_მივედი კი
_გაგაღვიძე?
_არა , არ მეძინა ჯერ
_ნასვამი ხარ მა? არ გამილოთდე ბოლოს ამდენი წვეულებების შემდეგ
_შენ არ გალოთდდი და მე რა დარდები მაქვს ამდენი გასაქრობად
_მა
_ჰო
_გინდა ზღაპარს მოგიყვები და დაგეძინება ...
_ჩემი ზღაპარი მომინდება რომ მქონდეს და უფლისწულებზე არ მომიყვე
_ზღაპრების უფლისწულები იდიოტები არიან მა ... შენ ვინმე უფრო მაგარი ტიპი უნდა იპოვო
_მგონი ვიპოვე და ამჯერად თვითონ დავკარგე...ადრეც მე არ დავუშვი ახლოს მყოლოდა და გამეგო როგორი იყო
_ მის გამო თუ გეტირება უმნიშვნელო არ ყოფილა ... ვაჩეს ნამდვილად არ ურიგდები ?
_არა ...
_იოანეს გამო ტირი მა? რაო გაგიბრაზდა და სხვებივით მარტივად ვერ შემოირიგე ?
_არ შემირიგდება ,კლდესაცით ურყევია
_იოანემ რომ იცოდეს მის გამო ტირი უკვე მანდ იქნებოდა და არ მაწყობს ეგ მე
_არ იქნებოდა თორემ დავურეკავ და ხმით ვიტირებ... ახლა ვიღაც გოგოსთან ერთადაა და სულ არ ვახსოვარ მე . არც მიპასუხებს რომ დავურეკო და შევაწყვეტინო იმ ქალის ფერება
_ეჭვიანობა გატირებს შვილო?
_არ ვარ მე ეჭვიანი... არ მაინტერესებს არავინ . მე ბრაზიანი ვარ
_ხოო? ახლაც ბრაზი გაწუხებს?
_ხოო ,საკუთარ თავზე ვბრაზობ ჭკუა როგორ ვერ ვისწავლე. ის ერთი წელი რა მშვიდად ვიყავი მხოლოდ სწავლაზე გადართული, მატილდასთან ერთად ვერთობოდი არაჩვეულებრივად. ისევ უნდა წავიდე ,ქართველი კაცები სანამ შემიწირავენ მეც და ჩემ სილამაზესაც
_ოღონდ წასვლა არ ახსენო და მე შეგიფუთავ რომელსაც თითს დაადებ ... გინდ ვაჩეს და გინდ იოანეს
_მამაა ახლა დამცინი?არ გრცხვენია?
_არა მა,ამხელა პრობლემა გაქვს ორ გადასარევ ბიჭს შორის არჩევ ერთს და რა გამაცინებს?
_ვაჩე არ მინდა ... იოანე მინდა მე და მომიყვან შეფუთულს?
_დარწმუნებული თუ ხარ როგორმე თვითონ შეძლებ აიძულო გაბაბთული ჩაგბარდეს
_მომიყევი ზღაპარი ,მა
_ერთ ლამაზ მინდორში პატარა პეპელა ცხოვრობდა . სიფრიფანა ფრთებითა და ყვავილებს შორის ფარფატის სიყვარულით. პეპელას თვალუწვდენელი მდელოების გადაცრენა უნდოდა,იქაურ ყვავილებს შორის ფრენა . ერთ დღეს გაეშურა შორეული მოგზაურობისკენ . გზად ძლიერი ქარი შემოხვდა ,ქარმა უთხრა შენი ფრთები იქ ვერ აგიყვანენ,პატარა ხარ და სუსტიო . შეეშინდა პეპელას, ვაი თუ ფრთები დავკარგოო , ქართან ვიბრძოლო და მაინც ვერ მივიდე შორეულ მინდვრებამდეო. შიშმა აჯობა, თავისი მცირე ცხოვრება ისე მიელეოდა ვერ იხილავდა საოცნებო სივრცეს _გზადაგზა იგონებდა ზღაპრებს და დავიწყებული ჰქონდა ინას დაძინების ძველი მეთოდი. ეძინა უკვე , მაგრამ სოსომ დაკარგა მოსვენება. ბოლოს მანქანაში იჯდა და თბილისისკენ მიდიოდა. ჯერ დიანას სახლთან გაჩერდა,ისე ელოდა ჭიშკრის წინ როგორც პატარა ბიჭი. ნახევრად მძინარე რომ გამოვიდა ღიმილი ვერ შეიკავა. მკლავები მოხვია და ტუჩები დაუკოცნა ჩახუტებულს
_დაბრუნდი თუ მესიზმრები
_ერთი დღით ვარ ... ერთიც მაკოცე და წადი _ ყელში კოცნიდა მერე ისევ ტუჩებს დაუბრუნდა
_მშვიდობა გაქვს?
_კი , ყველაფერი კარგადაა და უკეთესადაც იქნება
_მართლა სიზმარია თორემ ასე ოპტიმისტურად ლაპარაკი შენგან
_დაბრუნდი ახლა საწოლში თორემ მოგიტაცებ და დამედევნება ბიჭი ჩადუნელის მთელი სამეგობრო _კოცნიდა და ვერ შორდებოდა. დინაც ეხვეოდა . ხალათმოცმულს სიცივე ეპარებოდა უკვე სხეულზე _წადი ,მიდი გამეყინები
_წასვლამდეც შევხვდეთ
უყურებდა იქამდე სანამ კარის მოხურვის ხმაც არ გაიგო და შემდეგ განაგრძო გზა დანიშნულების ადგილამდე. დილის 6 საათი იყო ბინაში რომ შევიდა. მძინარე გოგონას ოთახში მოჩვენებასავით შეიპარა და საწოლში მოკეცილს თავზე აკოცა _მშვიდად დაიძინე ინა ,მამას ყველაზე ლამაზო გოგო

ცოტა ხნით მის გვერდით დაწვა,ჩაეხუტა და ჩასთვლიმა კიდეც. ძილში იგრძნო ინა როგორ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. ფხიზელი იყო უკვე ,მაგრამ თვალები არ გაუხელია
_ყველაზე მეტად მიყვარხარ მა _ ჩუმად უთხრა და თავი მკერდზე დაადო .

................
_რატომ არ გძინავს _მატილდა რომ დაუხვდა მსაჯულივით წინ მაშინვე ამოიოხრა
_ყარხარ ... რა მოწიე ,ფუ თან დაბ.ზაობ და თან კაიფობ? სულ წახვედი ხელიდან? _ მის ოთახში შევიდა , კოხტად გასწორებული საწოლი აშალა და ერთი მხარე დაიკავა _იბანავე და მოდი მერე
_არ მაქვს შენი თავი გეფიცები ... ასე ცუდად როდის მქონდა თავი არ მახსოვს ,ჩემ ტვინს ერორი აქ და შენც რომ დამემატო
_სიტყვას არ დავძრავ ... უბრალოდ აქ დავიძინებ
_მალე გამოვალ არ დაიძინო უჩემოდ
_თვითონ გქონია საქმე და მე მაბრალებდი_ ჩუმად თქვა ,ბალიშს ჩაეხუტა და დაელოდა როდის მიუწვებოდა გვერდით. მაშინვე ჩაეხუტა,თავზე აკოცა და თვალები დახუჭა
_დღეს მინდა იყოს ის" წელიწადში ერთი დღე " _ ბავშვობაში მოიგონა იოანემ მისი საიდუმლოების სრულად გასაგებად ერთი დღე როცა დასხდებოდნებ მარტონი და ისაუბრებდნენ. თვითონაც იმეტებდა რაღაც ამბებს რაც არავინ იცოდა და მატილდაც იმ დღეს მონათხრობს არასდროს არავის უმხელდა
_ფხიზელი არ ვარ და მგონია რომ მალე თავი გამისკდება
_მართლა დაბოლილი ხარ?
_არა , ეწეოდნენ და სუნი მქონდა უბრალოდ. მთვრალი ვარ
_და იმ შტერი გოგოს ნაფერები...რა იყო ასე თუ გამოგწურა ვერ დაურჩი ლოგინში?
_გთხოვ მატილდა, რამდენჯერ უნდა გითხრა მეზიზღება რომ ლანძღავ ქალებს რომლებიც ჩემ გვერდით არიან. შტერი რანაირადაა 5 ენა იცის და ათას რამეს აკეთებს
_CV ექნება შთამბეჭდავი,მაგრამ ყველა მაღიზიანებს ვინც მრუშობს
_რა შუაშია ... მოვწონვარ და ს.ქსი გვაქვს
_რამდენი მომეწონება და რამდენს აუდგება ყველასთან დავწვე ? კარგი გოგო ვიქნები?
_შენ არ შეგიძლია ისეთი ხასიათი გაქვს ,თვითონ უნდა გასიამოვნოს იქეთ და რომ იხმარ სამყაროში ყველა მნიშვნელობით მერე მეორეზე გადასვლაც დაგეზარება
_აუტანელი ხარ
_მიყვარხარ და მორჩი იმ თემებზე ფიქრს რაშიც ვერ ერკვევი და ვერც გაერკვევი თუ შეყვარებული არ გეყოლება
_არ მჭირდება ... შენც კი ,ასეთი იდეაალური როგორი არაიდეალური ხარ როგორც შეყვარებული და მე ვინ შემიყვარებს ისე როგორც მე მინდა
_დაიწყო მაინც ჩვენი" წელიწადის ერთი დღე" ,ხომ ?
_როდის მოგეწონა ინა ,მე რომ გაგაცანი მაშინ?
_არა, შენ უბრალოდ გამახსენე ... მოწონებით სულ პატარა იყო რომ მომეწონა
_პატარა თუ იყო რამ მოგაწონა
_ის გოგო დაიცვა ,რომელიც სხვა შტერ ბავშვებთან ერთად აბულინგებდა. ოღონდ შენსავით ჩხუბით არა... რაღაც პრობლემა ჰქონდა, იმას მოწმე არ ჰყავდა. აღარ მახსოვს ზუსტად , ჩვენთან მოვიდა ინა , ლადიკოს ელაპარაკებოდა ისე დინჯად თითქოს პატარა გოგო არ იყო. ღმერთოო მაშინ მგონი 12 წლის იყო ,მაგრამ მეტის მეგონა ისე გამოიყურებოდა
_რაო რა თქვა
_არ არის ჩემი საქმე და მე არც მოვსულვარ თქვენთან , ჩემი მეგობარი არაა და მის გამო ტყუილად არ ვიტყვი , მაგრამ ვერ ვიტან უსამართლობასო ...
_აუ ნორმალურად მომიყევი რა ხდებოდა
_ის გოგო უფროსი იყო ინაზე,ლადიკოს შეყვარებული იყო რაა ხოდა ამ შტერს მოატყუა ერთმა ბიჭმა ეგ გოგოო გღალატობსო, გამასხარავებს და შენთან ერთად მეც მხვდებაო კიდევ ცუდი რაღაცები უთხრა
_აუ იოანე ნუ მელაპარაკები პატარა ბავშვივით
_რომელიღაც დღეს ტუალეტში ვიყავით და მ.ნეტი გამიკეთაო, საზიზღრად საუბრობდა აჭრა ლადიკო. იმ გოგოს ყველას წინ ეჩხუბა და მოკლედ მთელი ამბავი იყო ,შენ სულ ჭურში როგორ იყავი გოგო
_მერე ინამ რაო
_ინამ მეც ვიყავი იმ დღეს ტუალეტში და ის უზრდელი ბიჭი ცუდ რაღაცებს ეუბნებოდაო, აშინებდა და ავიწროებდა ,მაგრამ თეკლა ეჩხუბა,ახლოს არ გაიკარა რაღაც ჩაარტყა კიდეც შენ უყვარხარ ,საზიზღარი არის , ბოროტიც და სულელიც ,მაგრამ ბ.ზი ნამდვილად არაა და არ იმსახურებს ისე შერცხვენას როგორც ახლააო. იმ მატყუარას კიდევ არ უნდა შერჩეს ის ტყუილიო . ლადოს მიაწვა მოკლედ,თუ მაგარი ხარ იმას მიხედეო ...
_ანუ ბავშვობიდანვე გიჟი იყო
_ის გოგო ამწარებდა და ბედნიერი უნდა ყოფილიყო მისი მდგომარეობით ,ის კი უცნობ დიდ ბიჭებთან მოვიდა და მის გამო თქვა სიმართლე. აშკარა იყო პრობლემა შეექმნებოდა და მერე ის ბავშვი ინას ემტერებოდა სიმართლე რომ თქვა . მოკლედ მაგ დღის მერე მხვდებოდა თვალში,უბრალოდ როგორც ახლა მაშინაც ვერ ვიგებდი სინამდვილეში როგორი იყო ძალიან კარგ და ძალიან სულელურ ქმედებებს ერთი სიხშირით ჩადიოდა. ისე ცხადად მახსოვს როგორი სახე ჰქონდა და როგორი განსხვავებული მზერა. თვალებში სევდითაც შეეძლო ბედნიერი გამომეტყველების მიღება და თამაში უდარდელი გოგოს როლის.
_ როგორ მეზიზღებიან ბავშვები, რომლებიც სხვისი ტკივილით ერთობიან . მასეთები ანგრევენ ფსიქიკას და ვინც ამბობს ბავშვობაში ყველა უწყინარიაო იმის მოგუდვაც მინდება... დამპლები. ბავშვს თავისი დარდები ჰქონდა და კიდევ გახსენება უნდოდა წარსულის? თან ისეთი პატარა იყო იმ დროს. _ მოქუფრული ამბობდა სიტყვებს და მერე წარბებშეკრულმა ახედა _მე არ დავიცავდი იმ მაიმუნ გოგოს
_კარგი რაა ,მე მატყუებ?ზუსტად მის მსგავსად მოიქცეოდი უბრალოდ შენ გრანდიოზული აღიარებები გიყვარს და ყველას თვალწინ იტყოდი სიმართლეს. ის ბიჭი რომ გადაიკიდა მასაც მოუგრეხდი კისერს ,მაგრამ ინას საკუთარი წარსულის რცხვენოდა,კომპლექსი ჰქონდა და როცა ამ ამბავს ეხებოდნენ სიმართლეს წინ ვერ უდგებოდა,რით გაიმართლებდა თავს ,ფაქტი იყო მამამ დედა მოუკლა
_მითხარი რომ ის ბიჭი სცემე
_სულ მეჩხუბებოდი ნუ სცემ ხალხსო და
_მერე მაინცადამაინც მაშინ გაიგონე?
_დავაშინე ისე,რომ ახლოს აღარ გაკარებია ინას. ისიც და კიდევ რამდენიმე სხვაც
_მის იდიოტ შეყვარებულებსაც ხომ არ აშინებდი ეგრე
_შეყვარებულები რომ ჰყავდა იქ აღარ ვიყავი... შენ მართლა არ გახსოვს სკოლიდან ? სადღაც როგორ არ გადაიკვეთებოდით
_1000 ბავშვი დადიოდა იმ სკოლაში. რაც მეტს იცნობ მეტი თავის ტკივილი გაქვს. მე ჩემ ტოლებს და ჩემზე დიდებს ვეკონტაქტებოდი ან იმათ ვინც ჩემთან ერთად დადიოდა სხვადასხვა წრეზე. ინა სკოლაში არ მომეწონებოდა ალბათ... ბევრშეყვარებულიან ლამაზ გოგოებთან არ ვკონტაქტობდი. შტერ ქალებად მიმაჩნდნენ . იმ დროს ასეთი იმიჯი ჰქონდა
_მისი შეყვარებულადწოდებულები რომ გამეფინა წიხლ ქვეშ ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი,მაგრამ მის პირად ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ. არც მიფიქრია,რომ სერიოზულად მომწონდა. უბრალოდ ლამაზი გოგო იყო კეთილი გულით , ბევრი ტკივილით და არეული ცხოვრებით. ჩემთან საერთო ვერაფერი ექნებოდა, მაგ ასაკის გოგოებს მე არ ვეხებოდი და თუ შეყვარებული იყო ხომ იცი როგორი მაღალი სტანდარტები მქონდა მათთან ვისთანაც დროს ვატარებდი საწოლს მიღმა
_ახლა როგორ დაგიკმაყოფილა ნეტავ სტანდარტები
_სხვანაირია ახლა,საკუთარი თავი იპოვა ... მხოლოდ ქალი ინა ვერ და ამ ქალი ინას სასურველი კაცი მე ნამდვილად არ ვარ. გადამივლის რაც მჭირს, დაკავებულ ქალებთან კომუნიკაცია არ მაქვს ხომ მიცნობ
_არ შეურიგდა ვაჩეს
_სულერთია... უყვარდა და მისი ლანდი გამოჰყვება სულ
_მერე ეგ გაშინებს ? უშეყვარებულო გოგო გინდა იპოვნო? გატეხილი გულით არ გინდა მიიღო ?
_ვერ აგიხსნი ... ვერც იმას რაც მჭირს და ვერც იმას რატომ არ ღირს უაზრო ბრძოლა და სამკუთხედის წევრობა.
_ანუ მართლა გაინტერესებს ?
_აბა რა გეგონა
_რომ კლასიკური თოჯინასავით უყურებდი და ეფლირტავებოდი... რა იყო აქამდე არ გყოლია ეგეთი გოგოები თუ რა
_შენი დაქალი არცერთი იყო და ახლა არ დაიწყო
_კარგი ხო
_შენ ილდანი როდის მოგეწონა _ როგორც ყოველთვის მატილდას გაბმა სცადა თავისივე დაგებულ მახეში ,მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდა
_ილდანს რა აქვს მოსაწონი ... უბრალოდ წვიმაში გაყინვას გადამარჩინა ადამიანმა , შენ რომ დაგირეკა უფრო დავმშვიდდი . რადგან არ გამოვარდი გამოდის ენდობი და ანდე ჩემი თავიც
_მე კარგად არ ვიცნობ ,მაგრამ მანიაკი ნამდვილად არაა და შენ ისეთი ხარ იქეთ თუ ავნებდი რამეს. მატილდა სიმართლე მითხარი, ილდანი ნამდვილად არ გიყვარს? ნუ დაუკარგავ ამ დღის ტრადიციას ფუნქციას
_მაინცადამაინც სიყვარული უნდა მირევდეს სულს? ისე ვერაფერი შეგაწუხებს ადამიანს?
_ანუ არც ილდანია შენ გულში
_შენ მგონი მართლა ძალიან გინდა ჩემი თავიდან მოშორება და არ ხუმრობ
_სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ,შენი მოშორება კი არა შენი ბედნიერება მინდა _ ისევ შემოხვია ხელები და თავზე აკოცა _ ჩემო პატარა ბაიაა _ისე უთხრა როგორც ბავშვობაში ეძახდა,სულ პატარები რომ იყვნენ მაშინ
_ტირილი მინდა ... _თქვა და წამოუვიდა კიდეც ცრემლები.
მატილდა შენგელიას ერთდროულად შეეძლო ყველაზე მხიარული,მტირალა,ემოციური,ყინულივით ცივი ,სერიოზული და არასერიოზული ყოფილიყო. ეპატიებინა ყველაფერი და უარი ეთქვა ვინმეზე ისე რომ საერთოდ წაეშალა ცხოვრებიდან. თუ შეგიყვარებდა და მიგიღებდა თავის ადამიანად უნდა გცოდნოდა,რომ შენთვის თავს გასწირავდა,შენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებდა . შეეძლო აეტანა უამრავი ტკივილი და ეტირა თითის გაჭრის დროს. წამში ეთქვა ყველაფერი შენზე და საიდუმლოდ დაეტოვებინა ყველაზე მთავარი ამბები სიცოცხლის ბოლომდე. იოანე უყვარდა ყველაფერზე მეტად,მასზე წინ არავის დააყენებდა ცხოვრებაში ,მაგრამ ილდანზე ვერ ეტყოდა იქამდე სანამ თავად ილდანს არ გამოუტყდებოდა და მის წინ არ აღიარებდა საკუთარ გრძნობას.
................
რაღაც ეტაპზე სალომესთან მისვლისგან თავს იკავებდა, გრძნობდა რომ წინ ჰქონდა ბეწვის ხიდი და ამ ხიდს უკვე ეკიდა ცეცხლი. თვალი მოჰკრა მასთან მისულ ბიჭებს, უკვე ნასვამი , მზერაარეულიც რომ აუარებდა და ინსტიქტურად დაიწყო შეტყობინების ტექსტის გაგზავნა. სალომეს მობილური ხელში ჰქონდა და იცოდა მაშინვე წაიკითხავდა
_"მატილდა და ინა ლოთები არიან ,ნუ აყვები თორემ მალე ყველა შენით შეპყრობილს გაჰყვები საცეკვაოდ " _დაინახა როგორ გაეღიმა და თან წარბები აზიდა კითხვის დროს
_"თუ გავყვები სასმელს ნუ დააბრალებ... ჩემ გონებაზე ზემოქმედებას ორი ჭიქა ვერ ახდენს"
_"მე რომ გამომყვე ისე რომ არ მკითხო სად რამდენი ჭიქა უნდა გქონდეს დაცლილი"
_"გააჩნია შენ რამდენი გჭირდება შორიდან ყურებას რომ მორჩე და ახლოს მოხვიდე " _იმ წამს გახედა და თვალი თვალში გაუყარა . თანვე წამოდგა და მოცეკვავეებს შორის მიიმალა. გიჟდებოდა თამაშში რომ ყვებოდა ყოველთვის და არასდროს უჭირდა მისი ჩანაფიქრის გამოცნობა. ჩაბნელებულ დარბაზში მნათობი ჭრელი განათებების ფონზე კიდევ უფრო თავბრუდამხვევი ჩანდა . ყოველთვის უნდოდა მასთან ცეკვა და თავის შეკავებაზე მთელ ენერგიას ხარჯავდა ,ყურადღების გადასატანად ყველა ხერხს მიმართავდა ახლა კი ისე მოხვია ხელი წელზე ნაბიჯის უკან გადადგმა არც დაუშვია. წვრილი მკლავები ყელზე შემოეხვია,ხელზე აკოცა და მუსიკის რიტმს მასთან ერთად ააყოლა სხეული. თითები წელიდან შიშველ ზურგზე გაექცა და იგრძნო კიდეც დავლილი ჟრუანტელი
_გილოცავ ... მომდევნო 6 თვე ჩემზე უფროსი ხარ _ უღიმოდა და მთელი მონდომებით ცდილობდა სიახლოვით გამოწვეული მღელვარების დაფარვას
_რა მაჩუქე არ მინახავს . ცდუნებას ვერევი ჯერ ,მაგრამ სახლში მისვლის შემდეგ საჩუქრების გახსნისას შენით დავიწყო თუ შენით დავასრულო _ თავი მისი ყელისკენ ჰქონდა დახრილი ,ისე საუბრობდა რომ გაეგო. სალომემ ტუჩები ყბაზე რომ შეახო სიტყვების გაჟღერების შემდეგ სულ აურია გონება მისმა ნათქვამმაც და ქმედებამაც
_სხვა დროს გახსენი ისე რომ ჩემით დაიწყო და ჩემით დაასრულო _ ჩუმად უთხრა ,მთვრალი მზერა ისევ მოავლო მის სახეს და გაუბედავად აკოცა ტუჩის კუთხეში _ შეიძლება ასე?
_გამომყვები ? _სიტყვა ისე დასცდა არაფერზე ფიქრობდა
_ისევ თვალდახუჭული ? _ თვალებში უყურებდა ხელი რომ ჩაკიდა და ნაბიჯით დაშორდა
_არა , მერე ვეღარ დავინახავ ჩემ თავს შენ ჭრელებში ანთებულს _ წამით დახარა თავი ,უნდოდა ეკოცნა ,მაგრამ გაიაზრა ირგვლივ უამრავი ვინმე რომ იყო და ისევ თავზე შეახო ტუჩები _ თვალი არ მომაშორო და ჩემ ნაბიჯებს გამოყევი

სრულად დაინგრა ის კედელი, რომელსაც ამდენი წელი აშენებდა. დაანგრია ბარიერები ,რომელსაც საკუთარ სურვილებს უწყობდა . ტორტზე ანთებული სანთები რომ ჩააქრო სურვილის ასრულება თავად რომ შეეძლო უკვე იცოდა და გადაწყვეტილიც ჰქონდა,მაგრამ ყველაფერი დაგეგმილზე უფრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ განვითარდა.
არავინ დარჩა გონებაში პეპის გარდა , რომელიც შთანთქავდა წარსულის ბნელ მოგონებას,ჭრილობებს ,ტკივილსა და კომპლექსებს. მისი წითელი თმის ელვარება იზიდავდა , მისი ლამაზი სახე და მზერა , ვნებაჩამდგარი ,სურვილმორეული,ზღვარგადასული.
იმდენი ფერი იყო ირგვლივ,იმდენი გრძნობა და ემოცია ვერ გააჟღერა სიტყვა "მიყვარხარ" .
ყველა გადაფიქრებული კოცნა აკოცა იმ ღამით.
ყველა ოცნებად გადაქცეული წუთი მიიღო .
მხოლოდ დასასრული იყო იმაზე მტკივნეული ვიდრე წარმოედგინა.
დაძინებისას მკლავებში ჰყავდა მოქცეული, ეხუტებოდა იქამდე სანამ ყველაფრით გადაღლილს, არაფხიზელს და გონებაარეულს არ ჩაეძინა . დილით კი ისე დახვდა აორთქლებული იმაშიც კი შეეპარა ეჭვი ნამდვილად სალომესთან ერთად იყო თუ ვინმე სხვა ჰყავდა გვერდით.
რა უნდა გაეკეთებინა . დაერეკა და ეკითხა სად წახვედიო?
სახლში დადგომოდა და ეთქვა როგორ დამტოვეო?
იმდენად არ მოგეწონე გაიქეციო?
რა უნდა გაეკეთებინა ასეთ დროს არ იცოდა.
საჩუქრებს შორის სალომესი იპოვნა მხოლოდ და მერე საერთოდ აერია გონება. ხედავდა კახეთში გადაღებულ ფოტოებს . როგორ უყურებდნენ ერთმანეთს,როგორი ჰარმონია ჰქონდათ ერთად . სული ჩანდა თითოეული მათგანში .
შეუძლებელი იყო ვერ დაგენახა მათი გრძნობები.

დრო სჭირდებოდათ თავში არეული აზრები რომ დაელაგებინა ორივეს,მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად დაატრიალა ცხოვრებამ.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

როგორც ყოველთვის ბოლო მომენტში კარგად უმიზნებს ,ისეთ ადგილას წყდება ინტრიგაში გაგდება ,ინა ამჯერად რაღაცნაირად შემეცოდა ,იესე და დიანას წყვილი მიყვარს უკვე ♥️♥️♥️♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკა

როგორ გამახარე არ მყოფნი არასდროს სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო ძალიან კარგი თავი იყო მომეწონა კიდევ ერთხელ ვაღმერთებ იესეს როგორც კაცის და მამის ეტალონს გელოდები სულმოუთქმენლად❤️❤️❤️❤️

 


იდეალურია..!იო რომ დარწმუნდება ინას გრძნობების სიმყარეში მერე იქნება აფეთქება,იესე იდეალური კაცია და უკვე შემდგარი ჩამოყალიბებული წყვილია,იცის ორივემ რა უნდათ ერთმანეთისგან და ცხოვრებისგან,თორნიკე დამაკლდი ბიჭო,მალე გამოჩნდი,რომ დაიკარგე...ველი სულმოუთქმელად ახალ თავს.

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თეო
როგორც ყოველთვის ბოლო მომენტში კარგად უმიზნებს ,ისეთ ადგილას წყდება ინტრიგაში გაგდება ,ინა ამჯერად რაღაცნაირად შემეცოდა ,იესე და დიანას წყვილი მიყვარს უკვე ♥️♥️♥️♥️

ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ,მომყვებით და არ მოგბეზრდათ კითხვა მიუხედავად იმისა რომ ამდენი თაც
ვიდ ავდე უკვე ♡♡♡ იესეს და დიანას წინ აქვთ ყველაფერი ჯრტ . აწი უფრო შეგიყვარდებდათ

სტუმარი მაკა
როგორ გამახარე არ მყოფნი არასდროს სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო ძალიან კარგი თავი იყო მომეწონა კიდევ ერთხელ ვაღმერთებ იესეს როგორც კაცის და მამის ეტალონს გელოდები სულმოუთქმენლად❤️❤️❤️❤️

მადლობაა აზრის გაზიარებისთვის♡♡♡ მიხარია იესე რომ ასე გიყვართ

ოქტომბრის`ეული
იდეალურია..!იო რომ დარწმუნდება ინას გრძნობების სიმყარეში მერე იქნება აფეთქება,იესე იდეალური კაცია და უკვე შემდგარი ჩამოყალიბებული წყვილია,იცის ორივემ რა უნდათ ერთმანეთისგან და ცხოვრებისგან,თორნიკე დამაკლდი ბიჭო,მალე გამოჩნდი,რომ დაიკარგე...ველი სულმოუთქმელად ახალ თავს.

აიი ცოტაც და დაგიბრუნებთ თორნიკეს ♡ მეც მენატრება რომ ვწერ მაშინაც არ მყოფნის :დ
ინასთან და იოსთან მაინც იმაზე რთულადაა საქმე ვიდრე დანარჩენებთან ერთად აღებული

 


№5 სტუმარი სტუმარი ხათუნა

პირველი ისტორიაა, რომელშიც ყველა წყვილი მიყვარს. იესე და დინა, მარიო და და ილდანი. იოანე და ინა... დარჩი და "პეპი"...
მაგრამ ყველაზე ძალიან ინა მიყვარს პერსონაჟებში ...
მადლობა.კარგი იყო

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ხათუნა
პირველი ისტორიაა, რომელშიც ყველა წყვილი მიყვარს. იესე და დინა, მარიო და და ილდანი. იოანე და ინა... დარჩი და "პეპი"...
მაგრამ ყველაზე ძალიან ინა მიყვარს პერსონაჟებში ...
მადლობა.კარგი იყო

რა უცნაურია ინა რომ გიყვარ ♡♡♡ მადლობა ♡♡♡

 


№7  offline წევრი T e T

უხ… როგორი ცეცხლი დაანთეთ… გაგრძელება მინდაააა… ❤️❤️

პ.ს. წინასწარ ვტკბები იმ მომენტზე სულ რომ დასრულდება და ხელახლა დავოწყებ თავიდან ბოლომდე კითხვას ❤️❤️❤️

მადლობა მარიამ ❤️❤️ვრჩები მუდმივ ფანად სამუდამოდ ❤️❤️

 


№8 სტუმარი Maria

უჰ როგორი იყო ბოლოს… მძიმე ემოციები დამიტოვა.
ბევრი ეტკინა ინას,საკმაოდ რთული წარსული თან სდევს მუდმივად. ამ თავში ყველაზე მეტად ვიგრძენი როგორი გადაღლილია,საკუთარი თავის ატანაც კი უჭირს.
მატილდა კიდევ ქვად იქცევა როცა მის დამალულ სიყვარულს ეხება საქმე.
სტაფილოს რა დაემართა?? სად გაქრა…
ძალიან კარგი იყო ♥️♥️

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

T e T
უხ… როგორი ცეცხლი დაანთეთ… გაგრძელება მინდაააა… ❤️❤️

პ.ს. წინასწარ ვტკბები იმ მომენტზე სულ რომ დასრულდება და ხელახლა დავოწყებ თავიდან ბოლომდე კითხვას ❤️❤️❤️

მადლობა მარიამ ❤️❤️ვრჩები მუდმივ ფანად სამუდამოდ ❤️❤️

მადლობაააა♡♡♡ იმდდია ბევრჯერ წასაკითხ ისტორიებს შორის დარჩება ♡

Maria
უჰ როგორი იყო ბოლოს… მძიმე ემოციები დამიტოვა.
ბევრი ეტკინა ინას,საკმაოდ რთული წარსული თან სდევს მუდმივად. ამ თავში ყველაზე მეტად ვიგრძენი როგორი გადაღლილია,საკუთარი თავის ატანაც კი უჭირს.
მატილდა კიდევ ქვად იქცევა როცა მის დამალულ სიყვარულს ეხება საქმე.
სტაფილოს რა დაემართა?? სად გაქრა…
ძალიან კარგი იყო ♥️♥️

შემდეგ თავში იქნება ყველაფერი დაჩიზე და სალომეზე ♡♡♡♡

 


№10  offline წევრი Sopie

ეს რა იყოო აა ინას მომენტზე უბრალოდ გული გამიჩერდა????
როგორ სტკივა ყველაფერი , დაღლილია ბრძოლით სხვებთან აკუთარ თავთან , მაგრამ არავის არ ახვევს თავს მის პრობლემებს მარტო ცდილობს გაუმკლავდეს ტრამვებს ????ირგებს ნიღაბს სულ სხვა ადამიანის რომელიც მის შინაგან სამყაროსთან ახლოსაც არ არის ????იოანესგან სულ სხვა ნაბიჯებს ველოდი მაგრამ მგონი მართლა კლდეა????იესე თუ არ მე შეუფუთავ ინას ????იესე მამიკო მიყვარს ❤️კაცების კაცია ნამდვილად❤️



უტას და თინის წყვილს ველოდებიი და მალე გამოჩნდებიააანნნ?????

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მიყვარხარ შენ და მიყვარს შენი ყველა
ისტორიაა <33 სასწრაფოდ ველი ახალ
თავს <333 წარმატებებიი

მიყვარხარ შენ და მიყვარს შენი ყველა ისტორია , შეუდარებელი ხარ როგორც ყოველთვის , ველი მომდევნო თავს , წარმატებებიიი

 


№12 სტუმარი სტუმარი მაიკო

საოცარი თავი იყო!!!

დავტკბიიიიი და თან დავსევდიანდი.
მოახერხე და კვლავ უსეთი ემოციები გამოიწვია ჩემში, ვერ აღვწერ!!

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაიკო
საოცარი თავი იყო!!!

დავტკბიიიიი და თან დავსევდიანდი.
მოახერხე და კვლავ უსეთი ემოციები გამოიწვია ჩემში, ვერ აღვწერ!!


მადლობაა ♡♡♡ ემოციებია მთავარი ჩემ ნაწერებში და კმაყოფილი ვარ თუ მოვიდა თქვენამდე ♡♡♡

uchveulo
მიყვარხარ შენ და მიყვარს შენი ყველა
ისტორიაა <33 სასწრაფოდ ველი ახალ
თავს <333 წარმატებებიი

მიყვარხარ შენ და მიყვარს შენი ყველა ისტორია , შეუდარებელი ხარ როგორც ყოველთვის , ველი მომდევნო თავს , წარმატებებიიი

მადლობა ♡♡♡ მალე დავდებ აუცილებლად ♡♡♡

 


№14 სტუმარი სტუმარი ნატალია

კი ვამბობდი არ წავიკითხავთქო მაგრამ შემომეკითხა. ძალიან კარგი იყო. მატისაც ეღირსოს იქნებ და ინასაც ეშველოს აწი დროა :)
და ბოლოს ბავშვი სად არის მარიამ? ???? სად გააქრე ჩვენი პეპი?

 


№15  offline წევრი ირო

აუ ამას ქვია სანამ არ დაასრულებს მარიამი ბოლომდე ნუ წაიკითხავ თორემ ისეთ მომენტში და ისეთი წინადადებით გაწყვეტს ახალთავს გული დარტყმებს გამოტოვებსთქო და აჰააა.ღმერთო ეს რა თავი იყო, აი რომ მინდა მალე დამთავრდეს ყველაფერი გავიგო მაგრამ თან რომ მინდა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, რათა კითხვის სიამოვნება გავიხანგრძლივო.მიხარია რომ შენი ყველა გმირი ძლიერია როგორი უარყოფითიც არ უნდა იყოს იმდენ დადებით ვპოულობ მიყვარდებიან.მერე გასაშვებად მენანებიან.სამაგიეროდ ყველა ისტორიას ვუბრუნდები და ახალივით ვკითხულობ.

 


№16  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, რა იყო ახლა ეს? სად გაქრა პეპი? ზღვარი ხომ ორივემ გადალახა? სად გაქრა ეს გოგო? კი ორივრმ უნდა იფიქროს და კითხვებსაც პასუხი გაეცეს მაგრამ ასეც არ შეიძლება. მალე მინდა ეს ორი რომ დალაგდეს❤️
ინა და ვაჩეც მინდა დალაგდეს. ინა და მისი არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ იოანესთვის საკმარისი არაა მკლავს. დაიღალა ეს გოგო ამდენი ბრძოლით და დროა დამშვიდდეს. ერთმანეთი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეუმჩნევიათ და დროა დასრულდეს ეს იგნორის პერიოდი. ორივე და განსაკუთრებით კი ინა იმსახურებს ბედნიერებას❤️
მატის არ უნდა დაერღვია "წელიწადში ის ერთი დღის" ტრადიცია და უნდა ეთქვა იოსთვის ილდანის შესახებ, მაგრამ როცა საქმე ილდანს ეხება ეს გოგო ქვა და რკინა ხდებ.
ველოდები რომ წყვილები უფრო გაიხსნებიან ერთმანეთთან❤️
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნატალია
კი ვამბობდი არ წავიკითხავთქო მაგრამ შემომეკითხა. ძალიან კარგი იყო. მატისაც ეღირსოს იქნებ და ინასაც ეშველოს აწი დროა :)
და ბოლოს ბავშვი სად არის მარიამ? ???? სად გააქრე ჩვენი პეპი?

გაამოჩნდება შემდეგ თავში ♡

ირო
აუ ამას ქვია სანამ არ დაასრულებს მარიამი ბოლომდე ნუ წაიკითხავ თორემ ისეთ მომენტში და ისეთი წინადადებით გაწყვეტს ახალთავს გული დარტყმებს გამოტოვებსთქო და აჰააა.ღმერთო ეს რა თავი იყო, აი რომ მინდა მალე დამთავრდეს ყველაფერი გავიგო მაგრამ თან რომ მინდა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, რათა კითხვის სიამოვნება გავიხანგრძლივო.მიხარია რომ შენი ყველა გმირი ძლიერია როგორი უარყოფითიც არ უნდა იყოს იმდენ დადებით ვპოულობ მიყვარდებიან.მერე გასაშვებად მენანებიან.სამაგიეროდ ყველა ისტორიას ვუბრუნდები და ახალივით ვკითხულობ.

იმედია ესეც ისეთი გამოვა ,რომ დაბრუნების სურვილი გაგიჩნდეს და იმედგაცრუება არ გამოიწვიოს ბოლოს. ♡♡♡♡

რუსკიმარუსია
მარიამო, რა იყო ახლა ეს? სად გაქრა პეპი? ზღვარი ხომ ორივემ გადალახა? სად გაქრა ეს გოგო? კი ორივრმ უნდა იფიქროს და კითხვებსაც პასუხი გაეცეს მაგრამ ასეც არ შეიძლება. მალე მინდა ეს ორი რომ დალაგდეს❤️
ინა და ვაჩეც მინდა დალაგდეს. ინა და მისი არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ იოანესთვის საკმარისი არაა მკლავს. დაიღალა ეს გოგო ამდენი ბრძოლით და დროა დამშვიდდეს. ერთმანეთი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეუმჩნევიათ და დროა დასრულდეს ეს იგნორის პერიოდი. ორივე და განსაკუთრებით კი ინა იმსახურებს ბედნიერებას❤️
მატის არ უნდა დაერღვია "წელიწადში ის ერთი დღის" ტრადიცია და უნდა ეთქვა იოსთვის ილდანის შესახებ, მაგრამ როცა საქმე ილდანს ეხება ეს გოგო ქვა და რკინა ხდებ.
ველოდები რომ წყვილები უფრო გაიხსნებიან ერთმანეთთან❤️
შემდეგამდე, მარიამო❤️

შემდეგ თავში ერთ წყვილს უკვე ვიხილავთ დალაგებულს და მერე მივყვები ნელ_ნელა ♡♡♡
შემდეგამდე ♡

 


№18  offline წევრი ირო

ირო
აუ ამას ქვია სანამ არ დაასრულებს მარიამი ბოლომდე ნუ წაიკითხავ თორემ ისეთ მომენტში და ისეთი წინადადებით გაწყვეტს ახალთავს გული დარტყმებს გამოტოვებსთქო და აჰააა.ღმერთო ეს რა თავი იყო, აი რომ მინდა მალე დამთავრდეს ყველაფერი გავიგო მაგრამ თან რომ მინდა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, რათა კითხვის სიამოვნება გავიხანგრძლივო.მიხარია რომ შენი ყველა გმირი ძლიერია როგორი უარყოფითიც არ უნდა იყოს იმდენ დადებით ვპოულობ მიყვარდებიან.მერე გასაშვებად მენანებიან.სამაგიეროდ ყველა ისტორიას ვუბრუნდები და ახალივით ვკითხულობ.

იმედია ესეც ისეთი გამოვა ,რომ დაბრუნების სურვილი გაგიჩნდეს და იმედგაცრუება არ გამოიწვიოს ბოლოს. ♡♡♡♡

ირო
ირო
აუ ამას ქვია სანამ არ დაასრულებს მარიამი ბოლომდე ნუ წაიკითხავ თორემ ისეთ მომენტში და ისეთი წინადადებით გაწყვეტს ახალთავს გული დარტყმებს გამოტოვებსთქო და აჰააა.ღმერთო ეს რა თავი იყო, აი რომ მინდა მალე დამთავრდეს ყველაფერი გავიგო მაგრამ თან რომ მინდა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, რათა კითხვის სიამოვნება გავიხანგრძლივო.მიხარია რომ შენი ყველა გმირი ძლიერია როგორი უარყოფითიც არ უნდა იყოს იმდენ დადებით ვპოულობ მიყვარდებიან.მერე გასაშვებად მენანებიან.სამაგიეროდ ყველა ისტორიას ვუბრუნდები და ახალივით ვკითხულობ.

იმედია ესეც ისეთი გამოვა ,რომ დაბრუნების სურვილი გაგიჩნდეს და იმედგაცრუება არ გამოიწვიოს ბოლოს. ♡♡♡♡

რას ამბობ რა იმედ გაცრუება შენჯ ისტორიები ყველა ჩემი ფავორიტია,უკვე რომ მიყვარს.

 


№19 სტუმარი ნი

დღეს ახალი თავი იქნება? დილიდან განუწყვეტლივ ვამოწმებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent