შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული წარსულში II ( XII თავი )


გუშინ, 06:58
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 888

დრო სჭირდებოდათ თავში არეული აზრები რომ დაელაგებინა ორივეს,მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად დაატრიალა ცხოვრებამ.


შემთხვევით გადაეყარა ნიკუშა ჭედიას. უჩვეულოდ ნირწამხდარს, ფერდაკარგულს და გამოფიტულს. ავადმყოფს ჰგავდა ისე აცეცებდა თვალებს. გვერდი ვერ აუარა,შეეშინდა სალომეს არ სჭირდეს რამეო და კუთხეში მიიმწყვდია მთვრალი
_რა ხდება შენ თავს არ მეტყვი ?
_ვალი მაქვს
_ვისი ...
_ვახტანგიშვილის
_უკეთესი მევალე ვერ იპოვე? ისესხე?
_არა ,წავაგე
_რამდენი
_10 000
_რამდენი გაქვს დრო დასაბრუნებლად _ ამოიოხრა და მაშინვე იფიქრა რომ თვითონ გადაუხდიდა მეორე დღესვე
_ეგ არაა მთავარი
_აბა რა არის
_ვალის დასაბრუნებლად კურიერობა შემომთავაზა და მთელი შეკვრა გამატანა სახლში. ჩემმა არანორმალურმა დამ იპოვა როგორღაც . ისეთი კუდიანია სახეზე რომ მხედავს კითხულობს როგორი დანძრ.ულიც მაქვს . ალბათ გადაქექა მთელი ოთახი ... რა იფიქრა არ ვიცი ,ისტერიკა ჰქონდა ალბათ და უნიტაზში ჩარეცხა ყველა. კლიენტები ითხოვენ , აქეთ ვახუშტა მემუქრება. 10000 კი არა 50 000 გახდა ვალი. ყელამდე ვარ ნეხვში
_ბარიგობაზე დათანხმდი ბიჭო და მერე სახლში მიიტანე,სალომესთან ?სწორად გავიგე ?
_რა უნდა ვქნა
_შენ რაღა უნდა ქნა ... _მობილურის ეკრანს დაჰყურებდა და მერე ამბის მთავარ ფიგურას დაურეკა
_ბატონ დაჩი ჩადუნელს რამ გაახსენა ჩემი თავი
_რამდენი აქვს შენი ვალი ნიკუშა ჭედიას ?
_რა ვალი ...
_რამდენი აქვს_მეთქი . მე გადაგიხდი
_მე და ნიკუშა მოვგვარდებით , შენ არ გექნება მაგდენი დაჩიკო
_ანუ ფულს არ იღებ ? _ ტვინში სისხლი მოაწვა. აგიჟებდა და მაინც მოთმინებას იჩენდა _ ვაორმაგებ... ხვალ საღამოს მოგიტან და შენ იქამდე შეეშვები
_ერთი დღე დავიცდი როგორმე
_ნაბ.ჭვარი! _კბილებსშორის გამოსცრა და ერთი ჭიქა თვითონაც დაცალა.
_რას აპირებ ... გაგიჟდი ? ჩემ მაგივრად ვერ გადაიხდი ამდენ ფულს
_ვისი ვალი გირჩევნია რომ გქონდეს მისი თუ ჩემი
_დაჩი ... ძალიან დიდი თანხაა
_შენ მე რომ მდიდარი ბიჭი ვარ სულ რატომ გავიწყდება ნიკუშა?
_არ იქცევი მასე და იმიტომ ... მე ვერ გადაგიხდი მაგ ფულს
_მოვიფიქრებთ რამეს. იქამდე არაფერი გააკეთო . ახლა სახლში წადი და სალომეს უთხარი დამშვიდდეს. მოვაგვარე _თქო უთხარი ,მაგრამ მე არ მახსენო
_გაიგებს მაინც
_მაინც გაიგებს,მაგრამ ჯერ ნუ გაიგებს
_დაჩი ...
_გააკეთე რაც გითხარი. ასეთი რთულია სალომე დაამშვიდო? _
მსგავსი გადაწყვეტილებები არ ახასიათებდა,მაგრამ ნიკუშას ვერ დატოვებდა ჭაობში . ვერ იფიქრებდა თუ საკუთარი ზარით გაართულებდა ყველაფერს. არც დაუშვია ვახო ფულზე უარს იტყვისო.

შუაღამე იყო მობილურის ხმამ რომ გააღვიძა და ნახევრად მძინარემ უპასუხა
_დაჩი ... დაჩი გესმის ? _ ძლივს სუნთქავდა და ხმაზე ეტყობოდა როგორი აღელვებულიც იყო _ შარში ვარ ... მაგარ შარში ვარ და შენი დახმარება მჭირდება
_რა მოგივიდა...
_დ.მენძრა . სალომეს მიმიხედე, გემუდარები. შენ გარდა ვერავის ვანდობ ,სხვა ვერავინ დაუდგება ვახტანგიშვილს
_სალომე რა შუაშია... რა გააკეთე ნიკუშა
_ვერ მოგიყვები ახლა ,უნდა დავიმალო და სალომეს მიადგებიან. ჩავისვ.რე ,მაგრად მივქარე
_მორჩი ახლა ზმუილს , გაჩერდი და მომიყევი რა ჯანდაბა გააკეთე
_ვახუშტა დავჭერი _ტირილის მაგვარი ხმა ჰქონდა იმ წამს. გამწარებული და სასოწარკვეთილი _მომკლავენ
_სად ხარ ახლა
_ვერ გეტყვი...
_შენ ვის ელაპარაკები თუ იაზრებ...გეშინია რომ ჩაგიშვებ თუ რას ვერ მეტყვი ნიკუშა _ იცვამდა უკვე და მაქსიმალურად ცდილობდა არ ეყვირა,მაგრამ ხმას ვერ აკონტროლებდა
_სალომეზე დამიწყო ლაპარაკი და დანა ჰქონდა. მემუქრებოდა , სალომე რომ მიხსენა დამებინდა გონება
_ნ.ბიჭვარი ! მისამართს ჩაგიგდებ და იქ წადი ახლავე . იცოდე თუ არ წახვალ
_წავალ ... გამომიგზავნე
_მალე მოვალ მეც... ეზოსთან დამელოდე.

სახლიდან ისე გავიდა დიანას არ გაუგია. აგარაკზე ელოდენოდა ჭედია . ღობესთან იჯდა თავდახრილი მანქანის შუქი რომ მიენათა მხოლოდ მაშინ გასწორდა და დაჩის დანახვისას ამოისუნთქა. მხრებდამძიმებული მიჰყვებოდა,იმ ფიქრით რომ ცხოვრება თავზე ჩამოენგრა. ასეთი კაცის ნახვა ჩადუნელისთვის მარტივი არ იყო. სახლში შეიყვანა და წყალი მიაწოდა. რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდა და ელოდა . სისხლი რომ დაინახა მის ტანსაცმელზე წამსვე გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა და ძლივს მოერია თავს
_შეგიძლია გაიგო ცოცხალია თუ არა? რომ დავარტყი გამოვიქეცი ... ალბათ პოლიციაც მეძებს . მნიშვნელობა არ აქვს რა მომივა ,უბრალოდ სალომეც შარშია ჩემ გამო
_ზუსტად მომიყევი რა მოხდა
_სალომემ ჩარეცხა_თქო წამომცდა მე იდიოტს. იმ ნაბ.ჭვარმა შესანიშნავია მაშინ სალომემ გადაიხადოს შენ მაგივრადო დიდი სიამოვნებით მივიღებ სალომეს ვალში ან ნაწილ_ნაწილო
_ახვ.რი ... ვახტანგიშვილთან რა გინდოდა არ გითხარი მე გადავიხდი_თქო? იქნებ ლომკა გქონდა და მიაკითხე
_არა ,არ მოვიხმარ _მეთქი . ხომ მიცნობ
_მე გიცნობ?მე რომ გიცნობდი არც თამაშობდი ... სწავლობდი და მუშაობდი
_ ვსწავლობდი და 500 ლარად ვმუშაობდი ... ახლა საერთოდ ციხეში წავალ. მკვლელი ვარ ? _უცებ ისე ჩაუქრა თვალები ,ისე წაერთვა ხმა ტკივილისგან დაჩისაც კი მოეწურა გული.
_გავარკვევ და მერე მოვიფიქროთ რას ვიზამთ _ ვისთან უნდა დაერეკა არ იცოდა. ზედმეტი ხმაური რომ არ გამოეწვია და თან ყველას რომ არ გაეგო მისი საქმეში ჩართვა
_გოგა , ღამემშვიდობისა
_დაჩი ,მშვიდობა გაქვს ?
_მე კი ... მხოლოდ ერთი ამბავი უნდა გამირკვიო. რაც შეიძლება უხმაუროდ
_მითხარი აბა რა გინდა
_ვახო ვახტანგიშვილი სად არის და როგორ არის რომ გამირკვიო ,შეგიძლია?
_ეგ ვინ არის ,გოჩას ბიჭი?
_ხო ... არ მკითხო ჯერ არაფერი . კარგი? მერე გეტყვი
_შენ ხომ ნამდვილად უსაფრთხოდ ხარ დაჩი ?
_კი ,კი _ნიკუშას გახედა. თავით ხელებს რომ ეყრდნობოდა და გეგონებოდათ საერთოდ არ სუნთქავსო _ სალომეს გარდა ვინ იცის ნარკოტიკზე
_არავინ ... მამაჩემს ხომ იცნობ, მომკლავდა . სალომესთან ახლოს არ მიუშვა ,მამაჩემი აზრზეც ვერ მოვა ისე დაუშავებს რამეს . სალომეს რომ მიუახლოვდნენ
_გაჩუმდი ! წადი მოწესრიგდი და დამირეკავს გოგაც. მკვდარი არ იქნება და პოლიციასთანაც საქმე არ გექნება, მაგრამ ვახტანგიშვილს როგორ გადაურჩები ეგ არის საქმე.

მართალი აღმოჩნდა. გოგამ,რომ დაურეკა ლამის გადმოძვრა მობილურში ღრიალით
_დაჩი მითხარი რომ შენ არ დაჭერი და მაშინდელი თქვენი ჩხუბი ასე არ გაგრძელდა. გოჩა კბილებალესილი დაეძებს ყველგან დამნაშავეს. ბიჭი ცოცხალია ,მაგრამ საავადმყოფოში ჰყავთ . არ ამბობს საიდან წამოიყვანა,არ ითანამშრომლებს...
_მე არა ,მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა . ვალი აქვს მისი . მინდა შემახვედრო და უთხრა რომ ვალს დავუბრუნებ
_გამორიცხე! რა ვალი,რის ვალი ... ფულს გამოგართმევს გგონია? იქვე მოგკლავს შენი ძმაკაციანად. ვინ დაჭრა , რა საქმე ჰქონდა იმ ბიჭთან. შენ როდის იყო დამნაშავეებს ექომაგებოდი
_გოგა შემახვედრებ თუ ვერ...
_გამორიცხე. არ არსებობს არავინ ვინც გოჩასთან შეგახვედრებს და ილაპარაკებს. მე და მაგას საერთოდ არ გვაქვს კვეთა. ვინც არ უნდა ჩაავრიო ვერ გამოგიყვან ამ საქმიდან . ფულსაც დაგაწერს და ყველაფერს საერთოდ , დამნაშავესაც მიიღებს ზედ დამატებულს.
_აბა რა გავაკეთო ... დაველოდო? არ არსებობს ვინმე ვისთანაც ვალშია და ვინც გამყვება ?
_დაჩი ...
_მითხარი
_მამაშენი...მამაშენის ძმაკაცი იყო და ვალშიც არის ტიტესთან. სხვა არავინ ვიცი. ტიტეს აფასებს და მის სახლში არ შევა ,ამის გარდა ვერაფრით გეხმარები. დიანამ იცის?
_არა
_გაითვალისწინე... გოჩასთან თუ შენ გამოჩნდები იცოდე დიანასაც ნულზე დატოვებს. ფიზიკურად არ შეეხება ,მაგრამ ფული რომ ახსენო
_გავიგე ...
_შემიძლია დაგეხმარო და სადმე გავიყვანოთ. არ უთხრა დიანას,ფულს მე მოგცემ და
_კარგი . თუ სხვა გზა არ იქნება დაგიკავშირდები. მადლობა გოგა _გაუთიშა და ოთახში დაბრუნდა. ბიჭი მაშინვე წამოდგა
_ცოცხალია? დაჩი ...
_მკვლელი არ ხარ ,მაგრამ მკვდარი შეიძლება გახდე _ სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია,ფანჯარასთან დადგა და ეზოში იყურებოდა. თითქოს ელოდა კიდეც ვიღაცის გამოჩენას . თენდებოდა უკვე გოგამ რომ მისწერა გაიღვიძა ბიჭმა და გოჩამ იცის უკვე ვინცაა დამნაშავე. ნიკუშა ჭედიას ეძებს ყველგანო _ წამოდი ,მივდივართ
_სად ... პოლიციაში ? ეს ზედა აქ არ უნდა დავტოვო. შენ საერთოდ არ უნდა გამოჩნდე. თვითონ ჩავბარდები
_გგონია ვახო იტყვის ვინ დაჭრა და მერე შენ აგალაპარაკებს პოლიციაში? სულელი ხარ ? მოსაკლავად დაგეძებს
_მითუმეტეს სად მომყვები
_გაჩუმდი რა ... გამომყევი სანამ მე მოგკალი.
_დამნაშავეებს როდის მერე ეხმარება დაჩი ჩადუნელი
_სალომეს ვერ დავიცავ შენ თუ მკვდარი იქნები ... გინდა სალომე იყოს კარგად?მაშინ აამუშავე ეგ შენი მათემატიკოსის ტვინი და მიხვდი ,ვინ გყავს გვერდით
_დაჩი ჩადუნელი
_შენ ხარ მგონი ერთადერთი ვისაც სულ ავიწყდებოდა ვინ ვარ . ვისი შვილი და ვისი შვილიშვილი . მე ვინ რას დამიშავებს სანამ ტიტე ცოცხალია _ ეზიზღებოდა ეს ფაქტი ,მაგრამ ვერ ცვლიდა. ტიტე შონია იყო ფარი ,რომელიც უნდოდა თუ არ მაინც მუდამ თან დაჰყვებოდა .

ბევრი არ უფიქრია ისე წაიყვანა შონიას ძველ სახლში. იქაურობა სულს უხუთავდა,იმ სახლში ჰქონდა ყველაზე ბედნიერი და უბედური ბავშვობის მომენტები გამომწყვდეული. იმ სახლის კარს ვერავინ გადააბიჯებდა,ყველაზე უსაფრთხო იყო
_დაჩი ... _ ნიკუშამ რომ შეხედა შენობას ძლივს მოატრიალა ენა სიტყვის სათქმელად _ სალომე სწორი ყოფილა ... შენი იმედი კლდესავით ურყევია მართლა
_არ გამოხვიდე სანამ მე არ მოვალ ან არ დაგელაპარაკები. არავის მისწერო და არავის დაელაპარაკო. არც რამე მითხრა გემუდარები ... მადლობა მითუმეტეს. შენთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ , სალომეს ვერ წავართმევ თავის პატარა ძმას , რომელიც ასე ძალიან უყვარს
_შენზე მეტად რომ ვუყვარვარ ,მაინც?
_ეგ უნდა ვკითხოთ ვინ უფრო _ ჩუმად თქვა და სახლის გასაღები მისცა_ მე ვერ შემოვალ . მიდი _ დაელოდა როდის მოხურავდა კარს და მერე წავიდა.
............
გოგას სიტყვებს ამტკიცებდა ყველა. გოჩა ვახტანგიშვილი ვისთანაც ახსენა ყველას ისეთი რეაქცია ჰქონდა აშკარა იყო ,რომ არავინ შეიქმნიდა პრობლემას . მთუმეტეს ცხადად დამნაშავე იყო ნიკუშა ჭედია და ეს კარგად იცოდა დაჩიმაც.
შემდეგ გაიგო სალომე ეძებს ნიკუშასო და ბევრი აღარ უფიქრია. იქამდე უნდა ემოქმედა სანამ მისი პეპი მიიღებდა მორიგ მცდარ გადაწყვეტილებას

_დაჩი ? _ რკინის მაგიდასთან მჯდომმა ფერი დაკარგა შვილის დანახვისას. მისი უამრავი ფოტო ჰქონდა, მაგრამ 15 წლის უნახავი ჰყავდა. თვალებს ვერ უჯერებდა, მის წინ რომ დაჯდა და მზერა გაუსწორა_დაჩი...
_აქ შენი მონატრების გამო რომ არ მოვსულვარ მიხვდებოდი ალბათ... არც ის მაინტერესებს როგორ ხარ და არც დავინტერესდდები
_რისთვის მოხვედი ... _ ისე უნდოდა მისი დიდხანს მოსმენა,მისი კაცად ჩამოყალიბებული შვილის ყურება და დაკვირვება _ რით შემიძლია დაგეხმარო
_გოჩა ვახტანგიშვილს იცნობ?
_ვიცნობ ,მერე ? შენ რა საქმე გაქვს გოჩასთან
_ჩემ ერთ ახლობელს აქვს მისი ვალი ...
_ფული თუ როგორი ვალი
_ბიჭია დაჭრილი, რაღაც რაც ჰქონდათ უნიტაზში ჩარეცხილი და ყველგან ეძებენ ამ ჩემ ნაცნობს
_მოკლავს გოჩა ! _ წარბიც არ შეუხრია ისე თქვა და ეჭვიც არ ეპარებოდა ნათქვამში
_ფული რომ მივუტანო მაინც? ორჯერ მეტი შევთავაზო და გამოვისყიდო იმ ბიჭის სიცოცხლე
_სიმართლე მითხარი დაჩი ,დიანას გაფიცებ... შენ ხარ ის ბიჭი ? _ხმა წაერთვა იმ უძლეველ და უშიშარ ტიტეს ,ლეგენდები რომ დადიოდა მასზე_ შენ გაქვს გოჩას ვალი?
_გგონია შენ გზას ვაგრძელებ და ნარკომანი ვარ ?
_შენ მეგობარს რა ესაქმებოდა ან თუ მოიხმარს ამდენი რად უნდოდა ... ბარიგა მეგობარი გყავს ?
_არა ... თამაშში წააგო, გამოიჭირეს. აშანტაჟებდნენ და ეს საქმე შეტენეს. ვერ გააკეთა,უარის თქმა უნდოდა და ჩხუბის დროს დაჭრა გოჩას შვილი .
_უნიტაზში რაღას ჩარეცხა მერე მაგ იდიოტმა ... ახლა მეტი ვალი არ ექნება?
_მისმა დამ ჩარეცხა _თქვა და მიხვდა კიდეც ტიტე მთავარ ამბავს
_ის არის ვის გამოც აქ ხარ?
_მითხრეს გოჩას იცნობს , მეგობრობენო ... მეტყვი როგორ მოვიქცე თუ წავიდე და თვითონ მოვიფიქრო რამე. ის ბიჭი ჩემთან არის სახლში და თუ იპოვის მეც მივყვები
_გაგიჟდი ? _კბილებსშორის გამოსცრა და მისკენ გადაიხარა _ შენთან როგორ მიიყვანე ... დიანამ იცის? ან იმ იდიოტმა გიორგიმ, მაშინვე გაგყიდით . ჩემთან ვალშია ,მაგრამ ისეთი პრინციპულია არავის აპატიებს მისი შვილის სისხლს
_რომ მომკლავს არც შენ აპატიო მაშინ ჩემი სისხლი ...
_ვინ არის ის გოგო _ წამით უყურა და შემდეგ ჰკითხა
_გოგო თუ ბიჭი
_გოგო ვინ არის დაჩი ...
_მნიშვნელობა არ აქვს ... მითარი რა ვქნა და წავალ. ამდენი დრო არ მაქვს და არც სურვილი . უბრალოდ თქვი ,რომ გამოსავალი არ არსებობს
_ შენ მხოლოდ გოგოს სახელი მითხარი და დაელოდე შეტყობინებას. დანარჩენს მე მოვაგვარებ
_რამე რომ მოუვიდეს
_გიყვარს?
_ არ იმსახურებს მისი იდიოტი ძმის გამო დაისაჯოს... როგორც მე არ ვიმსახურებ შენი შეცდომების გამო ვაგო პასუხი
_გოგოს არ შეეხება
_ხო არა? და თუ გეტყვი,რომ გოჩას ძვირფას ვაჟიშვილს , ვახუშტას უყვარს? კუდში დასდევდა და საერთოდ ეჭვი მაქვს ყველაფერი იმ იდიოტს უჩალიჩა _ უცებ გაეხსნა თითქოს გონება. ღრმად ჩაისუნთქა და სახეზე ჩამოისვა ხელები_კი,ნამდვილად იმ ნ.ბიჭვრის გეგმაა და თუ მოგვარება არ შეგიძლია,თუ დარწმუნებული არ ხარ
_სალომეა ხომ ? სალომე ჭედია ... ჭორფლებიანი ,წითელთმიანი გოგონა . მათემატიკის ოლიმპიადაზე გაიმარჯვეთ ორივემ და ჯილდო გაინაწილეთ _ ისე იხსენებდა თითქოს ყველაფერი ნანახი ჰქონდა _ხომ სალომეა
_ჩემ თვალთვალს როდის შეწყვეტ
_მე არ გითვალთვალებ
_აბა მიცავ?
_სალომეა?
_ხო ...
_მოვაგვარებ და დაგიკავშირდებიან. იქამდე მოგაკითხავენ და სალომესთან ერთად გაყევი
_რა სისულელეა. ასე არ გამომყვება
_იჩხუბეთ?
_ვჭორაობთ მამა_შვილი?
_თუ გინდა რომ უსაფრთხოდ იყოს დაარწმუნე რომ გამოგყვეს თუ ვახტანგიშვილების რძლობა უნდა მიეცი ნება
_მოკვდება და არ გაყვება!
_ასე ძალიან უყვარხარ ?
_შენთან ჩემ გრძნობებზე საუბარს არ ვაპირებ... შენ რა იცი საერთოდ სიყვარული. ქალი მოკალი რომელსაც ბოლომდე ჩაძირულიც უყვარდი
_გიყვარს ! თუ აქამდე არ გაგიაზრებია ,გაიაზრე 15 წელია ერთხელაც არ მოსულხარ ... უამრავი პრიბლემა გქონდა, რომლის მოგვარებაც ჩემ ერთ სიტყვას შეეძლო ან შენ ერთ ნათქვამ ტიტე შონიას ბიჭი ვარს... მის გამო საკუთარ თავსაც გადააბიჯე და ჩემთან მოხვედი
_მინდელთან მისვლა სჯობდა აშკარად ... მისი ნაცნობიცაა
_მინდელი სუფთაა , ერთი დანაშაული აქვს მხოლოდ ჩადენილი თავის ცხოვრებაში და არაკაცებთან მისი სიტყვა არ გაჭრის. მხოლოდ კაცებთან
_არაკაცებთან შენი ხომ ჭრის
_კი და სწორადაც მოხვედი. გოგო გყავდეს შენთან ,დანარჩენს მე მოვაგვარებ , გპირდები
_შენი პირობის არ მჯერა... მხოლოდ ის გახსოვდეს თუ სუნთქვას არ შემაწყვეტინებენ სალომეს არ გავატან _არც დამშვიდობებია,არც ერთი სიტყვა უთქვამს სხვა ისე დატოვა როგორც რიგითი უცნობი და პირდაპირ სალომეს სახლისკენ დაიძრა. კიბე ფეხით აირბინა და კარზე დააკაკუნა
_გამარჯობა
_გამარჯობა შვილო ... ვინ გგნებავს _მოხუცი ქალი ინტერესიანი მზერით უცქერდა
_სალომესთან ვარ ,სახლშია?
_კი ბები,მაგრამ გაციებულია და დილიდან ოთახიდან არ გამოსულა... შენ ვინახარ ბებიკო?
_კლასელი ვარ მისი, ვნახო შეიძლება?
_რომელი კლასელი... რომ არ მეცნობი?
_დიანა ჩადუნელის შვილი ვარ ... ბიჭის შვილიშვილი
_მართლა ბებიკო? კი ვიცოდი ერთ სკოლაში რომ იყავით ,მაგრამ ვერ გიცანი ... ადრე რომ მაჩვენა ფოტო სალომემ იქ სხვანაირი იყავი . წვერში ვერ გიცანი _ წამოსცდა ქალს,მაგრამ დაჩის არ შეუმჩნევია. საძინებლისკენ აიღო გეზი და პირდაპირ შეაჭრა . არც უფიქრია გოგო რა მდგომარეობაში დახვდებოდა. საწოლზე მობუზული იწვა და ტირილისგან თვალები ჰქონდა დასიებული. ნახევრად შიშველს საჯდომს ძლივს უფარავდა ალისფერი პენუარი
_ტირილის და მოთქმის დროა ახლა? სადაცაა ვახტანგიშვილების რძალი გახდე _ კარი ზურგს უკან მიხურა და გოგოს ინსტიქტურად წამოჯდა
_აქ რას აკეთებ ... საიდან _ იჯდა საწოლში თმებარეული, ათრთოლებული სხეულით და ცრემლიანი ჭრელი სფეროებით უყურებდა . როგორ არ წარმოედგინა მასთან შეხვედდა და ასე არ
_ჩაიცვი . ერთ ჩანთაში რაც ჩაგეტევა ისეთი ნივთები წამოიღე და გავიდეთ დროულად
_შეიშალე მგონი
_მე შევიშალე გოგო კიდე? 50 000_ ის წამალი ჩაცალე უნიტაზში და მე შევიშალე? ჩაიცვი დროზე ან მითხარი ქორწილში ხარ დაპატიჟებულიო და წავალ
_არავის უთქვამს შენ გადაიხადე ვალიო მითხრეს ნიკუშა გამოჩნდეს და ფული მოიტანოსო
_ შენ გოგო სულელი ხარ? ფული უნდა შენ საყვარელ ვახუნხულას თუ შენ ... ისე დააწერს შენ ძმას შენ თავს ,ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანს სათამაშოდ გადაგიქცევს ცოლად თუ მოგიყვანა მადლობაც უთხარი
_ასე არ ხდება... ზღაპარი კი არ არის ეს
_წადი მაშინ პოლიციაში და ყველაფერი არაზღაპრულად მოაგვარე
_იმ იდიოტს დაიჭერენ და იქ ვერ გადარჩება
_დროს მაკარგვინებ სალომე... მომყვები?
_სად
_ანუ უკვე ასეა ჩვენი საქმე? გაჩნდა ჩვენს შორის კითხვა "სად?" . არ მენდობი ...
_დაჩი ხომ იცი სიცოცხლესაც მოგცემ მე _ ისე წამოსცდა ენაზე კბენაც ვერ მოასწრო . ერთიანად აწითლდა და ცრემლების ახალი ტალღა მოაწვა ყელში _დაჩი
_ჩაიცვი სალომე ... ცივა გარეთ _ შებრუნდა და ზურგით დადგა. თავდახრილს ეწვოდა მთელი სხეული რომ წარმოიდგენდა მის უკან სალომე ტანსაცმელს იხდიდა და იცვამდა. ესმოდა ნაჭრის შრიალი,გოგოს ნაზი მოძრაობის ხმა და მძიმე სუნთქვა თავის სისმსუბუქეს რომ ვერ უსაბამებდა.
_მზად ვარ _ჩუმად თქვა და მხოლოდ შემდეგ გახედა დაჩიმ. ჯინსის განიერი შარვალი,ბოტასი, განიერი ჯემპრი , ქურთუკი ეცვა და მისი საყვარელი ნაწნავებიც კი მოესწრო . ხელში დიდი ზომის ხელჩანთა ეჭირა ეტყობიდა სავსე რომ იყო ,მაგრამ ვერავინ მიხვდებოდა გასამგზავრებლად რომ იყო ჩალაგებული
_წავიდეთ ,პეპი _ ნაწნავზე ჩამოუსვა თითები და წამით შეახო ტუჩები შუბლზე _ არ შეგეშინდეს ,არასდროს სანამ მე ვიქნები შენ გვერდით
_ბე , სად მიდიხარ ბებიკო _ ოთახიდან გასულებს ქალი შეეგებათ
_მეგობრები იკრიბებიან ქალაქგარეთ... დაჩიმ მომაკითხა რომ წამიყვანოს მათთან
_აბა ცუდად ვარო?
_ვარ,მაგრამ მათთან გავერთობი _ უსირცხვილოდ ატყუებდა ქალს. მოეხვია,ლოყები დაუკოცნა და მერე კარისკენ წავიდა.
_სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა... დროებით _ ქალს თავი დაუკრა და წავიდა.

მანქანაში ჩაჯდომამდე კარი გაუღო. ღვედიც თავად შეუკრა დეზორიენტირებულს . მისი გულისცემა ესმოდა და გრძნობდა ყველა მძიმე დარტყმას. საჭესთან დაჯდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
_საიდან გაიგე ... ვინ გითხრა
_მთავარია რომ შენ არ მითხარი
_არავისთვის მითქვამს
_ზუსტად,მე არავინ ვარ ? მე ვარ ყველაფერი და პირველი ჩემთან უნდა დაგერეკა
_დაგირეკავდი ლექტორთან რომ მქონოდა პრობლემა, საგანი ვერ გამეგო ან რომელიმე კონფერენციის დასასწრები საშვი მდომოდა ... რა გაგეგება ნარკოტიკების, ბარიგების,მოთამაშეების და მკვლელების. ჩემი ძმა კი ზუსტად ასეთი აღმოჩნდა _ საკუთარი სიტყვები ახრჩობდა თითქოს_როგორ უნდა მეთქვა
_მოუგვარებელი არაფერია ... მთავარია ცოცხალია ისიც და ვახუშტაც
_რა იცი რომ ცოცხალია იქნებ იპოვეს უკვე და წამებით ამოხადეს სული
_ვიცი, ჩემთანაა და ვერავინ დააკარებს თითს
_შენთან ? მაგ უთავმოყვარეომ შენ მოგაკითხა?
_არ იცის ჩვენი ამბავი თორემ ჩემთან არ მოვიდოდა... რომ ვმეგობრობდით ერთ დროს დაგავიწყდა?
_ერთ დროს,სანამ თავისი არასწორი ქმედებების გამო გაიყრებოდა თქვენი გზები და ნორმალური ადამიანების ნაცვლად ყაჩაღებთან დაიწყებდა მეგობრობას . სად გყავს, რა იცი რომ იქ ვერ მივლენ
_ტიტე შონიას სახლში მყავს და იქედან სანამ არ გამოვა ვერავინ შეეხება
_დაჩი ...
_ოდესმე ხომ უნდა გამომეყენებინა მამის ქონება... ზუსტად ისეთი საქმისთვის გავაღე ის კარი როგორიც დაიმსახურა.
_შენ რომ რამე დაგემართოს ... შენზე თუ გაიგებენ . ხომ იცი ისედაც ვერ გიტანს ვახო და
_მაგ ნაბ.ჭვრის სახელიც არ მიხსენო...
_დაჭრილია,ლამის მოკლა ჩემმა სულელმა ძმამ და მამამისის ცოდვების გამო მან არ უნდა აგოს პასუხი... ვინ ვინ და შენ უნდა გესმოდეს
_არ გაბედო ,არ გაბედო და იმ ნაბ.ჭვარს არ შემადარო! _ ისე დაუყვირა ვერც გაიაზრა _ ძალიან თუ გინდა პირდაპირ მასთან მიგიყვან და დაგტოვებ ... მოუარე და მიეფერე . შესანიშნავად გამოგდის ,მახსოვს
_დაჩი ... _ ისეთი ტკივილი ჰქონდა თვალებში ბიჭმა ყველა წარმოთქმული სიტყვა წამსვე ინანა
_თუ არ გინდა გავგიჟდე მეტჯერ არ მიხსენო ის ნაბ.ვარი... უფრთო ანგელოზი რომ იყოს ახლა აქ არ იქნებოდი და ის მოაგვარებდა ყველაფერს მამამისთან. რომ უყვარდე ნამდვილად შენ ძმას სათამაშოდ არ წაიყვანდა და მერე ნარკოტიკებს არ მიუგდებდა . კაცი რომ იყოს საერთოდ სხვანაირად შეეცდებოდა შენამდე მოსვლას ან საერთოდ დანებდებოდა
_თითქოს იცოდე რას ნიშნავს სიყვარულის რეალური განცდა... შენ მხოლოდ თეორიულად იცი როგორი უნდა იყოს შეყვარებული კაცი , დიანამ შესანიშნავად გასწავლა და აღზრდილიც ხარ ისე როგორიც უნდა იყოს იდეალური მამაკაცი ,მაგრამ სიყვარულზე და გრძნობებზე საუბარს მოერიდე მაინც , ეგ არაა ის თემა რაც განცდის გარეშე ხმამაღლა უნდა განიხილო . სულ რომ ჩემ გამო გადადგომოდა წინ მამამისს, ანგელოზი იყოს უფრთოდ და ჩემზე უგონოდ შეყვარებული მე მაინც ვერ მივიღებდი ჩემ ცხოვრებაში ვერც ერთი წუთით
_სიტყვებს ყოველთვის პოულობ იმისთვის რომ დაასრულო ყველაფერი და წერტილი შენ დასვა_ამოიოხრა და ტელეფონს მაშინვე უპასუხა როგორც კი შეტყობინება წაიკკთხა და იგივე ნომრიდან დაურეკეს _გისმენთ
_ტიტემ მოკითხვა შემოგითვალათ... დიდი ბაბუის სახლი არ მოუნახულებია დიდი ხანია და ჩავიდეს, მიხედოს ეზო_კარსო დამაბარა
_გასაგებია,გმადლობთ
_დროებით ტიტეს ძევ _საშინელი მოსასმენი იყო როგორ მოიხსენიებდა მასთან ერთად წინადადებაშიც კი არ უნდოდა ყოფნა და ახლა მიდიოდა სახლში რომლის ზუსტი მისამართიც არ იცოდა,მხოლოდ ადვოკატის მიერ მიცემული გასაღებები, გადაფორმებული ქონების სიაში მყოფი ადგილები ახსოვდა და ბუნდოვანი მოგონებები.
_ მასთან მიხვედი ჩემ გამო დაჩი ?
_დაიძინე... შორი გზა გვაქვს გასავლელი
_დაჩი არ მინდა ... არ გვინდა გთხოვ ნუ
_ამდენი მთელი ჩვენი ნაცნობობის განმავლობაში არ გითქვამს ჩემთვის და დღეს რა გჭირს? ასეთი რთულია უბრალოდ მოეშვა და გამომყვე?
_მოგყვები ,მაგრამ ეს არაა შენთვის ეს არის ჩემთვის და მე არ მინდა ჩემ გამო
_გინახავს ისეთი რამე გამეკეთებინოს რაც არ მინდოდა? ხომ მაკვირდებოდი მთელი ცხოვრება,ხომ მიყურებდი და იცი ვინც ვარ და როგორიც ვარ
_რატომ გინდა თავი შარში ჩაიგდო ჩემ გამო
_იქნებ თავს ვგრძნობ დამნაშავედ შენი ძმა რომ არ მოვაშორე იმ გარემოცვას და არ დავაბრუნე ჩემ გვერდით. იქნებ სინდისის ქენჯნა მაწუხებს ინერტულობისთვის და ახლა მინდა გამოვასწორო
_შენ რა შუაში ხარ
_შენც არ ხარ და არ უნდა დაისაჯო იმ შეცდომისთვის ,რომელიც არ ჩაგიდენია. შენ ჩემ გარდა ცხოვრებაში არასწორი არაფერი გაქვს
_მეუბნები ერთს და მიმტკიცებ მეორეს
_რას გიმტკიცებ იმის გარდა რომ დახუჭო ეგ წყლიანი თვალები და დაიძინო
_იმას რომ ყველაზე სწორი ხარ მთელ ჩემ განვლილ და გასავლელ ცხოვრებაში მათ შორის რაც შეიძლება აირჩიოს გულმაც და გონებამაც ,ფიქრმაც და გრძნობამაც
_და ეგ გატირებს? _ ღრმად ჩაისუნთქა ,მაგრამ ჰაერი არ ეყო და ფანჯარა დასწია. ჩქარა მიდიოდა,გზა თავისუფალი იყო
_ის მატირებს მხოლოდ უბედურების დროს რომ ხარ ჩემთან... ჭირში და არა ლხინში . მეშინია ერთ დღეს ისე არ მომენატრო არ მომინდეს თავს დამტყდარი საშიშროება
_შფოთვის ფონზე გამბედაობა მოიკრიბე და ლაპარაკი დაიწყე ... გასაგებია ,მაგრამ გეყოფა უკვე გრძნობების ფრქვევა
_თითქოს არ მოგწონდეს ჩემი მეტყველება
_ჭკვიანი რომ ხარ და საუბრის უნარი გაქვს ახალი ამბავი არ არის ,ვაღიარებთ მეც და ქართულში აღებული უმაღლესი ქულა
_ერთით ნაკლები
_მე რომ ხუთით ნაკლები ავიღე რა ვერ ვმეტყველებ და არ ვიცი?
_არ ვიცი... რომ გიყურებ სიტყვებს ვეღარ ვარჩევ ძირითადად სმენის დროს მხოლოდ ხმას ვგრძნობ
_ხმას გრძნობ ... როგორი მხატვრულია
_არ არის... უბრალოდ შენ არ იცი
_ვიცი,როცა გესმის და გათბობს ... გულიდან იღვრება სისხლში და ტვინს გინათებს ან პირიქით გიბნელებს გონებას და ბურუსში მხოლოდ ეგ ხმა გესმის მერე
_შენ ... ვისი ხმა იგრძენი ასე
_ერთის
_და მან იცის ?
_რა უნდა იცოდეს ...
_სითბოდ რომ გეღვრება სულში და ძარღვებში მიედინება სისხლთან ერთად ან ის თუ იცის ჩემ გამო რომ შეიძლება მოგკლან
_საკუთარ თავზე იდარდე ისე არ წავიდეს საქმე ვახტანგიშვილებთან მომიხდეს ვთქვა ჩვენი ღამის შესახებ
_თითქოს ყველაფერი ჩემ გამო მოხდა ფული არაფერ შუაშია და არც დაჭრილი ვახო
_ რას იზამ , იშვიათი გამონაკლისი ხარ თან ჭკვიანი თან ლამაზი და უკლავ გულს ვახუშტასმაგვარ ქმნილებებს . დადიან მერე ასე უგულოდ და ჩადიან ათას სისაძაგლეს...
_სასაცილოდ გვაქვს საქმე?
_ტირილით ბოლოს დედა რომ მომიკლა მამამ მაშინ ვიტირე და მას მერე პრობლემებს მოუგვარებლად არ ვცნობ თუ სუნთქვა და გულისცემა ისმის ..._მიხვდა რამდენად სერიოზული და გულწრფელი პასუხი გასცა და შეეცადა ისევ მსუბუქი ჰქონოდა ტონი_ დამშვიდდი, მოითმინე და იმაზე იფიქრე რომ ეს მდგომარეობა შენი ძმისთვის გარდამტეხი წერტილი იქნება
_მეშინია რომ თავს ვერ მოერევა და რამე საშინელებას დაიმართებს... ჩემ გარდა ვერავინ და ვერაფერი აჩერებს ხოლმე . მე არ ვიცოდი თუ თამაშობდა , ყველაფერი კარგად მიდიოდა. გამოცდებს აბარებდა,უნივერსიტეტში დადიოდა, საღამოს სად გადიოდა რატომ უნდა დავინტერესებულიყავი. შეყვარებულიც ჰყავდა ,მშვენიერ გოგოს ხვდებოდა და მე როგორ უნდა გამეგო . მამას ახლა პრობლემები აქვს . დედას ხელფასზე ვართ და დანაზოგზე და იქნებ ამიტომ გადაწყვიტა თამაში
_ნუ ფიქრობ ამდენს ,ან თუ ფიქრობ რამე კარგზე იფიქრე. შენ ვერ და არც უნდა გაგეკონტროლებინა უფროსი ძმა. გამორთე ეგ ფიქრები
და გადაერთე რამე კარგზე,სასიამოვნოზე და არატოქსიკურზე
_არ მინდა ... ბოლოს ცუდად გავხდები მაინც
_ჩემზე იფიქრე მაშინ
_ზუსტად ეგ ვიგულისხმე
_ბოლოს ცუდად რა გხდის ჩემზე ფიქრის დროს
_ის რომ ვერ ვიგებ რა გინდა ჩემგან... ბოლოს სიტყვა სიბრალული მიტრიალებს გონებაში და გული მერევა საკუთარ უმწეობაზე
_სისულელეა... ჭკვიანი, მიზანდასახული,პასუხისმგენლიანი,
შრომისმოყვარე , ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ სიბრალული უკანასკნელია რაც შეიძლება შენ მიმართ ვიგრძნო ... ეს რასაც ვაკეთებ უბრალოდ თანადგომაა ადამიანების მიმართ ,რომლებსაც ვიცნობ კარგად და ზუსტად ვიცი ერთი შეცდომის გამო სამუდამოდ არ უნდა განადგურდნენ. არ იმსახურებთ არც შენ და არც ნიკო
_ჩქარა არ მიდიხარ ? _უნდოდა კიდევ მოესმინა,მაგრამ მანქანა მოსახვევში ისე შეიყვანა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა _მოგვყვებიან ?_ უკან მიიხედა ,მაგრამ ახლოს მყოფი მანქანა ვერ შენიშნა
_დაღამებამდე სჯობს ავიდეთ ,სანამ გონს მოვა შენი ძვირფასი ვახუშტი
_ნუ ეძახი ჩემს . მაღიზიანებს
_შესანიშნავი
_რა არის შესანიშნავი რომ მაღიზიანებ ?
_მე კი არა ის ... სიჩქარის არ გეშინია ხომ?
_ვიცი კარგად რომ ატარებ ... მხოლოდ მაშინ მეშინია როცა საჭესთან ვიღაც ისეთია ვინც ფხიზელი არ არის ან მართავს უპასუხისმგებლოდ
_ეგეთ ხალხს რომ უჯდები მანქანაში კი ხარ ნერვიულობის ღირსი ...
_მე არ...
_მე გავყევი ლიკას დაბადების დღიდან სახლში ლომაიას ხო? კიდევ კარგი სადმე არ გადაგჩეხათ და რომ მივწერე გაიაზრა _იმ წამსაც დაუარა ბრაზის ტალღამ
_რა მიწერე ან რატომ
_ნელა ატარე ჩემი მანქანა_თქო ... შენც იმიტომ არ გაყევი გოგოებს რომ გეგონა მე ვიჯექი საჭესთან?
_ყველაფერი გცოდნია და რაღა გაბრაზებს?
_რომ დაინახე მძღოლი და არ გადმობრძანდი ...
_ძალიან ვიყავი დაღლილი და წასვლა მინდოდა
_რამ დაგღალა წვეულებაზე... ცეკვა შენ არ გიყვარს წაქცევამდე და დალევა მითუმეტეს
_კეკელიას არ შორდებოდი გვერდიდან და გული მიწუხდა თქვენ შემყურეს
_კეკეზე ეჭვიანობდი ? კეკე დინას მეგობრის შვილია და უბრალოდ ერთად გავიზარდეთ.
_ხოო?
_ტყუილად ეჭვიანობდი სულ და მშორდებოდი მეტად და მეტად _გაიცინა და მისი მტევანი ტუჩებთან მიიტანა. რამდენჯერმე აკოცა თან იცინოდა _ საერთოდ არავინ მიყვარდა_თქო რომ გითხრა რას მეტყვი ნეტავ
_სულ ვიღაცასთან იყავი და რა მნიშვნელობა ჰქონდა გიყვარდა თუ არ ... _ჩუმად განაგრძო უფრო ვიდრე იქამდე. მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა დაჩის ერთი შეხებითაც _უნდა გრძნობდე რომ მიხვდე რა შეგრძნებაა
_როცა შენ გინდა და ის სხვასთანაა ?
_მგონია თუ დამცინი _ხელი გამოაცალა და დაჩიმაც გადმოხედა
_გგონია
_ყველაფერი მგონია... სინამდვილე რაღაა
_ის რომ ჯიუტი გოგო ხარ და მალაპარაკებ აქ იმის ნაცვლად რომ დამშვიდდე
_არ ვარ ჯიუტი...უბრალოდ ვერ დავიძინებ ,როცა მეშინია რამე არ დაგემართოს
_ფხიზლად რომ იქნები დამიცავ?
_გიყურებ და ხმას აღარ ამოვიღებ _ გულთან გადაიჯვარედინა ხელები და თავი კიდევ უფრო კომფორტულად მიადო სავარძელს
_წელი გეტკინება ასე ჯდომისგან... სახლში რომ ავალთ მერე მიყურე რამდენ ხანსაც გინდა . თუ გინდა ჩემ ფოტოებს გამოგიგზავნი და მერე იმათ უყურე
_ფოტოზე არ ხარ ასეთი ... ვერავინ გიღებს ნორმალურ ფოტოებს თუ შენ არ ჩერდები გადაღების დროს
_სერიოზულად სალომე ,ასეთ ჭკვიან გოგოს რა დაგემართე?
_თითქოს ძალიან მინდოდა და ვეცადე ხელოვნურად
_შენ ხომ იღებ კარგ ფოტოებს ,მახსოვს ერთხელ მატილდასთან ერთად იღებდი კონკურსში მონაწილეობას და მოუგე კიდეც
_მატილდას გადაღებული ფოტოები რომ გაქვს ყველა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული იმიტომ არ არის არცერთი კარგი ... უფრო ადრე როგორ ვერ მივხვდი რომ არ უყვარდი
_ფოტოთი მიხვდებოდი ?
_ხო ... ჩემ გადაღებულებში სხვანაირი ხარ
_მაჩვენე რომ ავალთ
_არა!
_ანუ გაქვს ჩემი ფოტოები
_გადამიღია ოდესღაც და სხვანაირი იყავი ... მის ფოტოებში უბრალოდ ლამაზი ბიჭი ხარ
_აბა შენ ფოტოებში როგორი ვარ
_ჩემ ფოტოებში სული ჩანს
_აბა არ მაქვს ფოტოებიო?
_როცა მქონდა მაშინ ჩანდა
_სალომე
_აღარ მინდა ლაპარაკი! _ გაბუტულ ბავშვს ჰგავდა, ლოყებაწითლებული, ტუჩებდაბრეცილი,ხელებგადაჭდობილი ,ნაწნავებით
_ისიც უნდა მითხრა აუცილებლად... როგორ ხარ თან ასეთი მიმზიდველი და თან ასეთი ბავშვური
_მიმზიდველი ვარ მეე ?
_არა , ისე უბრალოდ მთვრალი ვიყავი სალომე და სულერთი იყო ... ამდენი ხანი იმედია მართლა მაგას არ ფიქრობდი
_სულერთი არ არის რას ვფიქრობდი?
_თითქოს მე გემალებოდი სადმე და მე წავედი და დაგტოვე ლოგინში მძინარე
_რა აზრი ჰქონდა დარჩენას ... საშინლად უხერხული დიალოგი ავირიდე თავიდან
_და იქნებ რას გეუბნებოდი
_რა უნდა გეთქვა ისეთი რაც იმ დილას სირცხვილისგან არ დამწვავდა
_გრცხვენია იმ ღამეს გამოხატული გრძნობების და საერთოდ ჩემი სიყვარული სამარცხვინოა შენთვის?
_მე ეგ არ მიგულისხმია როგორ არ გესმის...შენ უბრალოდ გინდოდი იმ ღამით და მე მხოლოდ კი არ მინდიხარ მიყვარხარ იმდენი ხანია რომ უკვე სათვალავიც ამერია .დილით რას დავლოდებოდი ,როგორ შემხედავდი და იფიქრებდი ამდენი რამ დამალევინაო თუ ყავას და ბლინებს მომიტანდი საწოლში ,ერთი ცალი ვარდით
_ყავა და ბლინებს ხილი და შოკოლადის კომბინაცია მირჩევნია... თან შენ ყავა არ გიყვარს, მითუმეტეს ჩემ გვერდით ისედაც სულ აჩქარებული გაქვს გულისცემა და ამდენ ენდორფინს კიდევ კოფეინს რომ დაუმატებდი ,ცოდოა ჩემზე შეყვარებული შენი გული
_ამდენი წელია გიცნობ და არ ვიცოდი ასე თუ გახარებდა ჩემი ეს გრძნობა და ამდენად გახალისებდა
_ბრაზობ ?
_ისეთ ხაზგასმას აკეთებ მაიძულებ შემრცხვეს და ხალისობ ჩემ რეაქციებზე. გგონია ვერ ვხვდები?
_შენ რომ გეგონა მე არ ვიცოდი მაშინაც კი ვიცოდი რასაც გრძნობდი,მგონი შენ სანამ გაიაზრებდი იქამდეც ვხვდებოდი როგორ გეცვლებოდა სახე ჩემ სიახლოვეს. ამდენი წელი არც ვინმესთან მისაუბრია ამაზე და არც შენთან შემიმჩნევია ,ხომ ასეა...ჩემი თუ გრცხვენია გამოდის არ მენდობი და ის ღამეც ინანე
_შენ არ ნანობ ? თუ შენთვის იმდენად სულერთი იყო და იმდენად არაფერს შეცვლის ჩვენ არარსებულ კომუნიკაციაში,რომ სინანულიც არ გამოიწვია
_ნასვამი რომ ვიყავი ეგ უბრალოდ დამთხვევა იყო ,ასე გამოვიდა... შესრულებულ სურვილებს როგორ შეიძლება ვინმე ნანობდეს სინანული შეუსრულებელ ფიქრებს და აზრებს მოჰყვებათ
_ყველა ასე არ ფიქრობს და არ ცხოვრობს... ეს შენ ხარ განსაკუთრებული
_განსაკუთრებული ნამდვილად ვარ შენ მხოლოდ მე გიყვარვარ და არავინ სხვა
_თითქოს რაღაცას ელი პასუხად ამას რომ ამბობ...
_ისე არასდროს გითქვამს "მე შენ მიყვარხარ ,დაჩი" , რა უხერხულია არ გინდა გამოასწორო მოცემულობა?
_არ გინდა ნაკლებ თავხედი იყო ჩემთან ?
_თავხედი რომ ვიყო ეგ უნდა მთხოვო ...
_ხოო?
_თავხედი რომ ვიყო მხოლოდ ერთი ღამე არ გვექნებოდა გასახსენებლად. მდეც და მერეც ბევრი დაგვიგროვდებოდა
_შენ ჩემნაირი ქალები არ მოგწონს... ყველა შავგვრემანი იყო ვისაც ხვდებოდი და ვისთანაც იყავი
_შენ ყველა იცი ვისაც ვხვდებოდი და ვისთანაც ვიყავი?
_ რა დიდი ცოდნა უნდა ეგ საწყალმა მატილდამ იდარდოს თორნიკეს იმდენი ჰყავდა და ჰყავს
_დარწმუნებული ხარ რომ არ მოგწონდა არასდროს?იქნებ თავს არ უტყდებოდი
_რა ეგოისტობაა რომ გინდა მხოლოდ შენ იყო ჩემ გონებაში და ერთი გაფიქრებაც არ გამაჩნდეს სხვაზე
_შენ არ გინდა მხოლოდ შენთან და შენი რომ ვყოფილიყავი?
_მე და შენ განსხვავებული გრძნობები გვაქვს ერთმანეთის მიმართ
_დილას საწოლიდან გამეპარე და როდის მეთქვა პასუხები შენ კითხვებზე და გრძნობებზე...
_ვგრძნობდით შენ გრძნობებს და გვახსოვს შესანიშნავად
_ შენ და ვის უკაცრავად?
_შენ ასეთი მხიარული როდის გახდი რა მითხარი შემახსენე?
_მე რომ ასეთი მენახე ის ღამე დიდი ხნის წინ იქნებოდა
_როგორი ასეთი ... სხვანაირი ვარ და ვერ ვხვდები?
_არ მელაპარაკებოდი სალომე... ისე იქცეოდი მეგონა მებრძოდი,არ გინდოდი ,გეშინოდი და ვცდილობდი მეც მომეცა საშუალება მშვიდად გესუნთქა. ახლოს რომ ვიყავი მეგონა იხრჩობოდი უჰაერობისგან ,ადგილს ვერ პოულობდი და რა მექნა ,საკუთარ თავთან ბრძოლაში ჩავრეულიყავი და ახლოს მოვსულიყავი როცა გინდოდა არ გყვარებოდი?
_შენ მართლა არასდროს გყვარებია... სული რომ შეგეხუთება სიახლოვისგან იცოდე არ შეებრძოლო ,შორს კი არ გინდა პირიქით ახლოს მიდი რაც შეიძლება ახლოს და სამუდამოდ
_არ მყვარებია ... _არაფერი უთქვამს სხვა ,არ იყო ამის დრო და ისიც საკმარისი იყო გონება როგორც აურია და მთავარ პრობლემას მოაშორა.
სახლი ძველი იყო ,მიტოვებული და ეზოში შესვლისთანავე გიჩენდა ტკივილს მისი დანახვა . შონიების ერთი ოჯახის ტრაგედია იყო ეს სახლი. დაქირავებული კაცი რომ უვლიდა და გაჩანაგებული არ იყო ეზო_კარი,მაგრამ მარტოობის სევდა ბუდობდა .
_აქ ვერ გვიპოვნიან?
_იქამდე მოგვარდება სანამ ძებნას დაგვიწყებენ _ ჩანთები გადმოიტანა და პირდაპირ მეორე სართულზე ამავალ ხის კიბეს აუყვა. საძინებლის ფანჯარა გააღო მაშინვე ,ჰაერს შესვლის საშუალება მისცა
_ალაგებს მეზობლის ქალი... თეთრეულიც იქნება კარადაში _ გააღო და ახალი შეკვრა გადმოიღო _ ტიტეს დისშვილი ამოდის ხოლმე და წესით მღრღნელებიც არ იქნებიან
_ თაგვების ფობია მაქ .ხმაც რომ გავიგო იცოდე
_ვიცი ... თუ გავიგებ მოვალ
_ვილოცო რომ გავიგოთ სხვენში თაგვების სირბილის ხმა და ამ უცხო ,ცარიელ სოფლის სახლის უცნობ საძინებელში არ დამტოვო მარტო? _ ჩურჩულით თქვა სიტყვები და თავდახრილსაც კი გაუწითლდა სახე. საწოლზე ზეწრის გადაფარებას ცდილობდა ,არ გამოსდიოდა და დაჩიმ იქვე მდგომ სავარძელში ჩასვა. თავად გააკეთა ყველაფერი და მეორე ჩანთაც იქ შეიტანა. არც ფიქრობდა შედეგებზე, მიყვებოდა წამიერ ფიქრს და სურვილს. იმ დროს კი სალომეს მიტოვება უნდოდა ყველაზე ნაკლებად და მასთან ძილი ყველაზე მეტად
_მთელი ზურგი და ყველა კუნთი მტკივა საჭესთან ჯდომის გამო... ძალიან თუ არ მოინდომებ თითსაც ვერ მოგაკარებ_რატომღაც მაინც გადაწყვიტა გოგონას დამშვიდება ტანსაცმლის გახდა რომ დაიწყო იქვე _ტანსაცმლით ძილი არ შემიძლია და იმედია ისე არ მოიქცევი თითქოს პირველად გხედავ
_იმედია შენც ისე არ მოიქცევი თითქოს პირველად ვწვებით ერთ საწოლში
_დილით არ გაიქცე ... აქედან გასვლა საშიშია ,დაიკარგები და ძაღლებიც ჰყავთ . არ შეგჭამონ უცხოს რომ დაგინახავენ
_ტყუილად მაშინებ, ერთი და იგივე შეცდომას ორჯერ არ ვუშვებ_ კარადის კარი მაინც გააღო და ნახევრად დაიფარა სხეული . გრძელი პენუარი გადაიცვა ,მაგრამ ისეთი იყო თუ მიგიზიდავდა თორემ სხვა ფუნქცია არ გააჩნდა . თმა გაიშალა და ტელეფონში ჩამძვრალ დაჩის გვერდით მიუწვა. სიზმარში ეგონა თავი ისედაც ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე და თავადაც ისე იქცეოდა როგორც არარეალურ სამყაროში.
_შენი ძმა უსაფრთხოდაა ... დაიძინე _წამით შეახო ტუჩები ბეჭებსშორის ხალზე და მერე მხარზე . ისევ იგრძნო მისი და საკუთარი შეკრული სუნთქვა მეორე კოცნის მოლოდინისგან გამოწვეული და ახლაღა მიუხვდა სალომეს
_არ გინდა ...
_მგონი სხვა არც არაფერი მდომებია. ახლა რომ ვუფიქრდები ნდომა რა არის ისიც არ ვიცოდი _ქალის ზურგთან ლაპარაკობდა ,ჩურჩულებდა ისე თითქოს ცოდვას უმხელდა მოძღვარს
_დაჩი...
_არა,ასე დარჩი ... ახლა რომ შემოგხედო და შემეხო მერე ისევ ვერაფერი გამაჩერებს
_და თუ მინდა რომ გიყურო, შეგეხო და ვერაფერმა შეგაჩეროს?_ ცოტაც და იტირებდა . გრძნობდა როგორ მძიმედ სუნთქავდა ჩადუნელი მის ყელთან მერე წამში რომ მოხვია ხელი მუცელზე , ჩაეხუტა ,სახე მის წითურ თმაში ჩამალა და სუნთქვა განაგრძო
_სუნთქვა რომ გიბრუნდება გიგრძვნია ასეთი რამ სალიო?
_რომ არ გარბიხარ მაშინ
_სულ არ სუნთქავდი სალომე? _თითებზე ეფერებოდა თითებით და ისრუტავდა მისგან წამოსულ ემოციებს
_დავიძინოთ დაჩი ? გვაქვს ძილისთვის საკმარი სიმშვიდე თუ ჩემი ძმა ითვლის სიცოცხლის ბოლო წუთებს ახლა და მე არ მაქ უფლება აქ შენ გვერდით მშვიდად ვსუნთქავდე
_დაიძინე სალომე ... დაიძინე და ისუნთქე მშვიდად . ჩემ ბინძურ სისხლს დავღვრი და შენთან არ მოვუშვებ არავის ახლოს
_შენ თუ რამე დაგემართება ... იცოდე უკან გამოგყვები და არც იფიქრო რომ ამას უბრალოდ ვამბობ
_იქ რომ ვერ შევხვდებით ჯვარს თუ არ დავიწერთ ?_მთელი გზა ,საათები ელაპარაკებოდა და არ ჰყოფნიდა კიდევ. როგორ ეყოფოდა,წლები ჰქონდა ასანაზღაურებელი, დანახული და არასწორად გაგებული წლები ჰქონდა გამოსასყიდი
_გამოსავალი იქნება... იპოვნიდი სწორ გზას
_შენ რომ არ იყო დამახრჩობდა ის ამბავი მე რომ ტიტეს იმედად მაქვს სიმშვიდე მოპოვებული
_მე რომ არ ვიყო არც დაგჭირდებოდა მასთან მისვლა და მე ეგ მახრჩობს ახლა ,შენი ტკივილი მტკივა სულ
_ვერ გეტკინები ... ვერ გაუძლებდი
_ვუძლებ და თან უშენოდ და მეუბნები ახლოს არ მოდიოდიო. გიყურებდი და ვკვდებოდი რომ არ შემეძლო შენ სულში ჩასახლება და იქ აყვავება
_როგორ ვერ მომერიე... ამდენის გაძლება თუ შეგეძლო როგორ ვერ გადამიყვარე
_მიზეზი ვერ ვიპოვე ...
_ცალმხრივი სიყვარული მიზეზი არ იყო ?
_ეგ ერთად ყოფნისთვის თორემ ჩემ სიყვარულს რას უშლის შენი უ'სიყვარულობა ... მე მიზეზებს შენში ვეძებდი და არაფერი გაჩნდა ხელმოსაჭიდი როცა სხვები ,სხვები ყველაფრის გამო გამიდევნია გონებიდან ,როცა ყველა მაღიზიანებდა , როცა არავის ატანა მქონდა და არავის,არავის მივცემდი უფლებას ხელზეც კი რომ შემხებოდა . ამოგიჩემე გგონია?გადაგეკიდე და გიჟი ვარ ?გამივლის?არასაკმარისად ვებრძოლე ჩემში შენ თავს ? _ ყელში გაჩხერილი ცრემლების გორგალი სიტყვებს უწყვეტდდა უკვე და დაჩის ტუჩები ეხებოდა მხარზე,ყელზე ერთხელ და ორჯერ კი არა ,უთვალავჯერ
_სხვა თუ არაფერს გეტყვი ამ ღამით... მინდა იცოდე რომ შენი სიყვარული მიყვარს ისე ,მხოლოდ ეს სიყვარილიც მკმარა იმისთვის რომ ვერ მეთმობოდე _ მაინც იპოვა მისი სახე,მისი თვალები და ტირილამდე აკოცა ,იქამდე შეუკავა გადმოიღვრელი ცრემლები და ღიმილით შეუცვალა ტირილი _ დილით არ გამეპარო თორემ აღარასდროს დაგენახები
_მძიმე სასჯელია ... _ტუჩები მის ტუჩებს ააყოლა და თითები მხრებზე შეუცურა _ შენ რომ ვერ გხედავ ყველა ღამე მესიზმრები და სიზმრებში ნანახი უფრო მენატრები_სხვა აღარაფერი უთქვამს ისე მოუდუნდა სხეული ნაცნობი სიამოვნების განცდამდე რომ სიტყვებიც უმნიშვნელო იყო .

დილით დაჩი არ დახვდა საწოლში და მაშინვე გაემართა მის საპოვნელად. ეშინოდა ,ეშინოდა რომ იპოვნიდნენ და ლამის იქვე ჩაიკეცა როცა უცნობი ბიჭი დაინახა
_მაინც არ ამბობ ვინ ხარ ...
_ტიტესთან ვალში ვარ
_ყველას როგორ გაქვთ მისი ვალი
_სხვები არ ვიცი და მე მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი ,ტყვია რომ მომხვდეს მის ნაცვლად ესეც კი არ ეყოფა
_ზუსტად,მეც მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი და ტყვიაც ვერ აანაზღაურებს ჩვენ შორის ვალს _ ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა. იმდემად იშვიათად ეწეოდა ,თვალები გაუფართოვდს სალომეს. ფოტოს გადასაღები მომენტი იყო დაჩი ჩადუნელი სიგარეტით ხელში თაავისი გრძნობების სიმძაფრით_მაინც რა გააკეთა რომ ვიცოდე როგორ გენდო
_ვთამაშობდი,წავაგე და მოვიპარე. დამიჭირეს,ვალი ვალად დამრჩა და ჩემ ცოლ_შვილს მიადგნენ კარზე. ცოლმა რომ მითხრა მომინდა. თან გავიყოლებ ჩემ ვალებსაც და ცოლ_შვილსაც ჩამოვშორდები ტვირთად აღარ ვიქცევი ყველასთვის_თქო ... ტიტემ მომისწრო ,ჩემი ანგარიშიც გაასწორა ,ტაძრამდე მიმიყვანა ,თვითონ მიკითხავდა ლოცვებს და ციხიდან დროზე ადრეც გააშვებინა . სამსახური მომცა, ცოლ_შვილისთვის თვალის გასწორება აღარ მრცხვენია. მინდოდა მოენათლა,მაგრამ იქედან არ გამოდის და მეორე შვილს დავარქვი მისი სახელი. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე,მინდა ჩემმა ოჯახმაც არ დაივიწყოს ვის გამო ვართ ოჯახი
_წადი აქედან ... არ მჭირდება დაცვა და არც ისინი დატოვო. ყველა შენნაირი გაიყოლე ,ტიტეს შენარჩუნებულ ოჯახებს დაუბრუნდით . გიბრძანებთ მისი ბრძანება შეცვალოთ
_ბრძანება არ იყო...ტიტეს არავისთვის უბრძანებია,გვთხოვა უბრალოდ
_ბრძანებაზე უარესია ვალში მყოფ კაცს რომ თხოვ და იცი მოკვდება შენი თხოვნის გამო...გმადლობ ინფორმაციისთვის და დახმარებისთვის. მე შენთან ვარ ვალში იცოდე _ძველი ნაცნობივით ელაპარაკებოდა ახალგაზრდა ბიჭს დაჩი . ბოლოს მაინც დაემშვიდობა და როგორც კი მარტო დარჩა მაშინვე ატკიებულ თავზე შემოიჭირა ხელები . მერე კედელს მისცხო მუშტები თან ისე რომ აშკარა იყო ცდილობდა არ ეხმაურა, ვერ ივიწყებდა სალომეს იქვე ახლოს რომ ეძინა დილის ამ სიმშვიდეში.
_დაჩი...
_გაგაღვიძე? _ სისხლისფერად ჰქონდა დანისლული თვალები, უღიმოდა და ეს ღიმილი ძალდატანებითი მაინც არ იყო. სალომეს აწეწილი წითელი თმები, დაუდევრად შეკრული ხალათი და პერანგის აკეცილი ნახევარი იმდენად საყვარლად აჩენდა _ სინამდვილეში როგორ იწყებ დილას სალომე ? _ მიუახლოვდა, თითებით ლოყაზე მოეფერა,თმაში შეაცურა და ისე დაუვარცხნა არეული ღერები.
_შენზე ფიქრით ვიწყებ ..._ჩუმად უთხრა შეხებისგან რეტდასხმულმა და თვალები დაეხუჭა ბიჭმა რბილ ტუჩებზე რომ აკოცა უნაზესად
_ეგ თავისთავად , მაგრამ ჩაის ფონზე თუ ყავის . დილის საუზმე რას მოიცავს ჩემთან ერთად ოცნებებში სალომე ?
_შენ რაც გიყვარს იმას... ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს . უბრალოდ იქ ხარ და მიღიმი, დღის გეგმის ნაწილს მაინც მეუბნები , თბილი გაქვს მზერა და ერთი სული ჯერ არ წასული სახლში როდის დაბრუნდები _მის ოცნებებს აქამდე როგორ არ მოვუსმინეო პირველი ეს გაიფიქრა და მერე საოცრად მოუნდა ასრულება დაეწყო
_ შენ რა გიყვარს ჩემ გარდა
_არ ვიცი დამიჯერებ თუ არა ,ზოგჯერ მეც მგონია რომ ჩემმა ტვინმა შენ გამო შეიყვარა რაღაცები ,მაგრამ გეფიცები დედამ მითხრა სკოლაში შესვლამდეც ასე იყავიო _თვალების არიდება სცადა ,ისედაც უხურდა მთელი სახე უკვე და არეული ჰქონდა გულისცემა დაჩიმ თავი რომ ააწევინა . თვალებში უყურებდა და უსმენდა ხალათის შესაკრავი მარტივად რომ გახსნა და გრილ,ატლასის ნაჭერს მიღმა შეაცურა ცხელი ხელი . ხედავდა როგორ გაუშრა წამსვე პირი სალომეს აკეცილი პენუარიდან გამოჩენილ შიშველ კანზე რომ შეეხო . სრული სიშიშვლის შეგრძნებისას თვითონ აერია გონება და ამჯერად უფრო ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები
_დილის ასეთ დასაწყისზე როდის დაიწყე ფიქრი ... _ არ უკითხავს თუ გიფიქრიაო ისე ამოთქვა შეცვლილი ხმით და მაგიდაზე შემომჯდარს ფეხებსშორის კომფორტულად მოექცა . ხალათის ნაწილი ხის ზედაპირზე იყო გადაშლილი
_შიშველი რომ გნახე პირველად მაშინ
_შიშველი როდის მნახე ...
_კალათბურთის თამაშის დროს რომ გაიხადე ის სველი მაისური მაშინ და მერე კიდევ უამრავჯერ . საშინელება იყო _არეული სიტყვებს ძლივს აბავდა , დაჩიც ლაპარაკს ვერ ელეოდა თითქოს ისე ეფერებოდა
_ეგ დიდი ხნის წინ იყო...ამდენხანს როგორ გაგვიძელი მე და ჩემ სურვილს
_შენ როგორ უძლებ ხოლმე ვიღაცის სურვილს...ეგ ხომ მაინც განგიცდია
_არ ვიცი,ჩემი ფიქრები ვინმეზე დიდხანს არ გაჩერებულა არც სურვილი . რომ ვერ მოგერიეთ შენ და ჩემ სურვილს კი იცი ბოლოს აქამდე მოვედი_ ყელს უკოცნიდა, მკერდზე თითებით ეხებოდა და მთელი სხეულით გრძნობდა სალომეს სიმხურვალეს ,რომელიც წვავდა
_შენ იმდენი გყავდა ოცნებისთვისაც არ შეგიწუხებია თავი _ ბრაზი გაერია ტონში და ეს იყო ყველაზე საყვარელი მომენტი _დილის რუტინა ასეთი გაჭიანურებული არ ყოფილა არასდროს ჩემ ფიქრებში _ როგორ ამბობდა ამდენს და ასე თავისუფლად უშვებდა ყველა გობებაში გაჩენილ სიტყვას პასუხი არ ჰქონდა . დაჩის ღიმილები რომ მისი იყო ეს უყვარდა და უხაროდა იმ მომენტში ყველაზე მეტად. მისი გაუაზრებელი,დაუგეგმავი ,უნიღბო ღიმილები სიცოცხლეს რომ ერჩივნა. იმ კოცნებს და იმ სურვილსაც კი ერჩივნა ბიჭი მის მიმართ რომ ავლენდა,იმ მოზომილ შეხებას ... ამდენი ენერგიაც არ აღმოაჩნდა, ყველაფერმა ერთად გადაღალა და ალბათ გრძნობების გახსნილმა გუდამ ყველაზე მეტად. უთქმელი და ნაგროვები იმდენი ამბავი მოუყვა ,ყველა ერთად გაიხსენა და იგრძნო თავიდან ერთიანად ძალაგამოცლილი აღმოჩნდა ბოლოს დაჩის მკლავებში მოქცეული _ დილის ასე დაწყება გამაზარმაცებს ... მეტი აღარაფერი მენდომება . ამაზე არ მიფიქრია _ ჩურჩულებდა ჩადუნელის მხარზე დაყრდნობილი და ისევ გრძნობდა ლოყაზე მის ტუჩებს. კიბე ნელა აიარა, საწოლზე ფრთხილად დააწვინა და გვერდით მიუწვა
_დაიძინე... დღეს დასვენების დღე გაქვს და შეგიძლია იზარმაცო
_არ მინდა ძილი ... მეშინია
_არავინ მოვა აქ ,პეპი ამ სახლის ზღურბლზე ვერ გაბედავენ გადმობიჯებას
_შენი გაქრობის მეშინია ,სხვა არაფრის... რომ დავიძინო ,გავიღვიძო და საპნის ბუშტივით გაქრე მერე ? სიზმარი რომ აღმოჩნდე?ისევ ავად რომ ვიყო და სიცხიანს მესიზმრებოდე? არ მინდა ,გთხოვ ... ვიყო შენთან მეც ცოტა ხანს _ მასთან ჩახუტებული,მის მკერდზე მიკრული ბუტბუტებდა და დაჩის ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ მალე იტირებდა . აგონიაში მყოფს ჰგავდა,სიზმარსა და რეალობას შორის გაჩხერილს ,გულს უწურავდა ჩადუნელს ისე დასცდა საკუთარი საიდუმლო ,ხმამაღლა ჯერ არავისთან გამხელილი,მხოლოდ ღმერთმა რომ იცოდა ისიც იმიტომ რომ ზემოდან უყურებდა
_არავინ მყავდა საერთოდ შენამდე ...სულ არავინ. ყველაფერი სხვების თვალის ასახვევი იყო რომ დამემალა ჩემი შიში . ჩემი ფობია გახდა კაცი, რომელიც ყველაზე მეტად უნდა მიყვარდეს და მძულს... რომელიც სამაგალითო უნდა იყოს და მე ვცდილობდი ყველაფერს ოღონდ არ დავმსგავსებოდი და ისე არ მეტკინა ქალისთვის როგორც ის იქცეოდა. ყველაფერი რაც მოგისმენია გოგოების გამოგონილი ჭორებია,გაბევრებული და გაზვიადებული. პაემანზეც რომ მივდიოდი სულს მიხუთავდა ყველა,ვფიქრობდი შევუყვარდებოდი,ზედმეტად მოვეწონებოდი , ეშმაკი წამძლევდა და ვატკენდი . თუნდაც მცოდნოდა რაც უნდოდა , მერე უბრალოდ გული მერეოდა ყველაფერზე. ფსიქოლოგებთან სიარულის ,სავარძელში ჯდომის და ლაპარაკის ენერგია აღარ მქონდა . დინას რომ გაეგო სიყვარულზე კი არა ვინმესთან ს.ქსზე ფიქრიც არ მინდოდა პირდაპირ ექიმების ძიებას დაიწყებდა. იცოდა უთვალავი დაღი რომ დამასვა იმ კაცმა ათობით ბიჭი რომ ლოცავს ახლა და მე მახრჩობს მაგათი ლოცვები,ღმერთს რომ უბედავენ მისი სულის შენდობას . ძალიან,ძალიან დიდი სიმართლე თუ გინდა ჩემ სიზმრებში როგორღაც შენ იყავი სულ , ამაზე ფიქრიც დავუბლოკე ჩემ თავს და არც გავიაზრე როგორ მინდოდი _აღსარება ჩააბარა ისეთი მოძღვართანაც რომ არ უთქვამს თავდახრილს ახლა კი ნახევრად შიშველს უყვებოდა , თავის მკლავებით რომ ბოჭავდა და თვალებს იქამდე არ ახელდა სანამ არ დაასრულა
_გული გამისკდება ახლა რომ გავიაზრო რაც მითხარი ზუსტად და სრულად ...
_არც უნდა იტკინო ეგ გული იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ... არ იფიქირო, უბრალოდ მეც ხომ უნდა მეთქვა ჩემი წილი სიმართლე შენი წილი სიმართლის წინ
_უნდა გეთქვა , აუცილებლად _ლოყაზე ეფერებოდა, თავი წამოსწია და რამდენჯერმე ნაზად აკოცა სანამ ისევ ტუჩებამდე მიაღწევდა _ რაც ვერ დავინახე და ვიგრძენი ყველაფერი შეგიძლია მითხრა ,დაჩი ... შენ საერთოდ არავის გავხარ, გეფიცები ღმერთს , არავის გავხარ
_ჩემზე 20 წლით დიდი კაცი ვნახე ციხეში... ზუსტად ჩემნაირი და მგონი არავინ იმიტომ არ მინდოდა,ყველას ჩემი გარეგნობა რომ მოსწონდა და უნდოდა ჩემთან . ჩემთვის დავიფიცე უსიყვარულოდ არავისთან ვიქნები_თქო , ფიცის ჩემი ნაწილი გავტეხე ვიცი შენთან ლაპარაკით უნდა დამეწყო... შენი მოსმენით , ბევრი პაემნით , შენი იმ ნაწილის გაცნობით , რომელიც საერთოდ არ ვიცი და მერე უნდა ყოფილიყო ყველაფერი ეს , მაგრამ ხომ შეიძლება გადავანაცვლოთ მოვლენები _ ხელებს უკოცნიდა , თვალებს არ აშორებდა მზერას და მის სიჭრელეში იკარგებოდა
_მაპატიე რა ...
_რა უნდა გაპატიო
_იმ დილას რომ არ დაგხვდი და უამრავი კითხვა დაგიტოვე. მე შემეშინდა რომ მომიბიდიშებდი და მოვკვდებოდი მაპატიე რომ გეთქვა იმ ღამის შემდეგ
_ისე კარგადაც არ მიცნობ როგორც გგონია და მაინც ბევრი გვაქვს ერთმანეთზე გასაგები _ გაეცინა ისევ გულწრფელად და ამღვრეული თვალები დაუკოცნა
_როგორ მიყვარხარ , ღმერთო ახლა უფრო ვერ გიტევ
_მე რომ უფრო შემიყვარდები ,გავიაზრებ და დავინახავ ყველა ჩემ გადამალულ ფიქრს და ემოციას მერე ნახე როგორ შეგიყვარდები
_უფრო ? უფრო ნიშნავს რომ ახლა ცოტათი კი და მერე უფრო ?_ ისე უცებ გამოცოცხლდა საწოლში მჯდომი ზემოდან დაჰყურებდა და პასუხის მოლოდინში თვალებგაფართოებული მზერას არ აშორებდა _ დაჩი ჩადუნელო , ახლა ცოტა და მერე უფრო ?
_ასეთი ლამაზი როგორ შეიძლება იყო ...
_ჩემზე ლამაზებიც არიან...
_არიან , მაგრამ ჩემი შენ ხარ და ეს უკვე ნიშნავს აღმატებულს _ქვემოდან უყურებდა მის თოვლისფერ კანს, გამოკვეთილ კონტურებს ,მხრებზე ჩამოშლილ ცეცხლისფერ თმას, ათასფრად ანათებულ ჭრელ თვალებს , მსხვილ ,ფაფუკ ,წითელ ტუჩებს და თავბრუსახვევდა ირგვლივ გამეფებული მისი სურნელი ,მისი სითბო ,მისი ვნებისფერი
_დაჩი ...
_არ იტირო , გემუდარები ოღონდ არ იტირო _ თითები სახეზე შეახო და წამში ჩაიხუტა. სუნთქვა შეეკრა ხელისგულზე რომ აკოცა იმ დარჩენილ იარებს რომ შეეხო მისი ცხელი ტუჩები და მალამოდ მოედო ყველას სათითაოდ
_მტირალა ვარ ...
_არასდროს გიტირია დაწყებითი კლასების შემდეგ როგორ ხარ მტირალა
_არ მინდოდა სხვისგან ნუგეში და მარტო ჩემთვის ვტიროდი სულ ... ახლა მინდა შენთან ვიტირო ბედნიერებისგან და წარმოდგენილივით ჩამიხუტო. როგორც იცი ხოლმე,უხილავად რომ გადააქცევ ადამიანს ისე შემოეხვევი უჩინმაჩინის მანტიასავით
_შენ ისეთ იდეალურს მხედავ ... ცდები და ზუსტად ამას ვარიდებდი თავს. ვიღაცას რომ გააღმერთებ მერე უღმერთოდ რჩები და ურწმენოდ დარჩენილი ნადგურდები
_არ გხედავ იდეალურს ... ვიცი როგორი დაბალი თვითშეფასება გაქვს რეალურად და როგორ არ გჯერა საკუთარი თავის მიუხედავად იმისა რომ ყველას თავდაჯერებული ტიპი ჰგონიხარ. კიდევ ვიცი მათემატიკაში შენზე მაგარი ვარ და შენ უფრო მეტს მეცადინეობდი ვიდრე მე,კიდევ ის ვიცი რომ ცისფერი ფერი არ გიხდება ... როგორ შეიძლება იდეალური მეგონოს კაცი რომელსაც ცის'ფერი არ უხდება
_წმინდას ნუ შეეხები ... მათემატიკაში ყველაზე მაღალი ქულა მე მქონდა იმ წელს
_მე არ ჩამიბარებია მათემატიკა და იმიტომ და სხვა ვინ გაჯობებდა ჩემ გარდა?
_ეს ისე ჟღერდა როგორც "შენი გალანძღვის უფლება მხოლოდ მე მაქვს "
_ვინმემ შენზე ცუდი თქვას და მე ბოლო არ მოვუღო?
_ახსოვს სამყაროს როგორ გააქვავე ჩინჩალაძე ჩემთან ჩხუბიდან 2 კვირის შემდეგ
_დაემთხვა უბრალოდ _ არ გამოტყდა მაინც ,მაგრამ მერე ისევ შეიცხადა_შენ საიდან მიხვდი რომ შენზე სისულელეების თქმა არ ვაპატიე?
_სხვა მიზეზი არ გქონდა მასთან ჩხუბის... იქამდე არც იმჩნევდი მის არსებობას და მერე უცებ აღმოუჩინეს ბარიგა მამა ,ჩანთაში მოსაწევი და ჩემი ოჯახის ნაცვლად მის ოჯახზე ალაპარაკდნენ
_შენ კიდევ იმის ნაცვლად რომ დამტკბარიყავი სამაგიეროს გადახდით ,პირიქით დაიცავი და ყველას აუკრძალე სიტყვის თქმა . დაუძმაკაცდა ლამის ტიპს, რომელიც შენი ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებდა
_შენ მოსწონდი ძალიან და ეწყინა შენი სამართლის ეტლი მასთანაც რომ შეჩერდა
_რა შეჩერდა უკაცრავად?
_მთელი ცხოვრებაა ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე ასამართლებ ხალხს ძვირფასო მოსამართლევ... მითქვამს საოცრად რომ მოგიხდება სასამართლო დარბაზში მოსამართლის ამპლუა? ყველაზე სამმართლიანი და შეუვალი რომ იქნები მოსამართლეთა შორის
_ ახლა მეუბნები და მოტივაციას მიმაღლებ. მეშინოდა ამ გადაწყვეტილების მიღება,მე არ მიყვარს ძალის დემონსტრირება ისე როგორც სხვებმა იციან და ზოგჯერ თავი სუსტი მგონია ომში რომ არ ვერთვები იარაღასხმული... _ სულ სხვა ფერი გახდა კარიერაზე ოცნებებში ჩაძირული
_დილას საუზმე რომ გვექნება შენ სასამართლოში მიდიხარ ... მე ?
_შენ ჩადუნელების ბიზნესს მართავ ,არა? შენი ოცნება გამოვტოვე ?
_არ გამოტოვე ... ჩემების საქმე მინდა ვაქციო საშვილთაშვილო მემკვიდრეობად ,ურყევ და უცვლელ ზურგად რომელიც ისე დაიცავს სხვებსაც როგორც მე და დინა დაგვიცვა. ყველაფერთან ერთად ეკონომიური კრიზისიც რომ გვქონოდა ათასჯერ რთული იქნებოდა ჩემი ტვირთი დიანასთვის. საქმე ხომ ფიქრებს გიკავებს, იმდენი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, ტკივილისთვის არ ეცალა ... მე კომპანიის სახეს მივცემ ,სხვა ამბიციები მაქვს დინას არ გაურისკავს ისედაც ჰყოფნიდა ყველაფერი ერთად
_გამოგივა ... ისე იცხოვრო რომ დაუფიქრებლად შეგეძლოს ყველას დახმარება ვისაც კი გადაეყრები გზად _იცოდა რისთვისაც სჭირდებოდა ძალაუფლებაც და მდგრადი შემოსავალიც
_ბევრი დრო რომ არ მქონდეს შენთვის ? მაგ წარმოდგენაში ბიზნესმენის ცოლობა როგორი ხვედრია მძიმე თუ მსუბუქი
_ჩემ წარმოდგენებში შენ მე გიყვარვარ, გჭირდები,გენატრები და გეძვირფასები . დრო მეც არ მექნება,შეიძლება უფრო მეტად დაკავებულიც კი ვიყო ვიდრე ცნობილი ბიზნესმენი ,ქველმოქმედი და მეცენატი დაჩი ჩადუნელი
_მერე რა ხდება საღამოს ორივე რომ ვბრუნდებით სახლში
_ბავშვები გამოგვყავს ჯერ ბაღიდან და სკოლიდან ... _ ჩუმად თქვა წინა წინადადებებისგან განსხვავებით. სულს შეეხო იმ დროს და ყველაზე მეტად მოუნდა ამ ნაწილის ასრულება
_ყველა შენ გგავს თუ ზოგი მეც
_ჩემ წარმოდგენებში ვის დაემსგავსებოდნენ დაჩი... ყველა შავთვალებაა
_ბიჭები არიან თუ გოგოები
_ორივე
_მოიცა სულ ორნი არიან ? მეტი არა ? რა შეზღუდული ოცნებაა...თუ ოცნებაა ორსულობა და მშობიარობა უმტკივნეულოდ ჩაივლის , მინიმუმ ოთხი გვეყოლება
_და მე მოსამართლე ვარ ... წარმატებული და თან ოთხი ბავშვის დედა . შენი ოთხი ბავშვის დედა
_ჩემის აბა სხვაზეც გიფიქრია ოდესმე?
_ოჯახში პირველ კომფლიქტს აქვს ადგილი,მაგრამ არ აგყვები ... დედობა ყველაფერზე მეტად მინდა ,კითხვის ნიშნების და ეჭვების გარეშე. სამყაროში ყველაფერზე მეტად მინდა ისე დავასრულო ცხოვრება რომ ვიყო შვილებისთვის კარგი დედა,ფრთების გაშლის და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას რომ მისცემს ისეთი დედა
_დედაშენს რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი... ეშინია და იმიტომ არის ასეთი მკაცრი
_მისმა სიმკაცრემ სადამდე მიიყვანა ჩემი ძმა ხომ ხედავ... დედის არ უნდა გეშინოდეს , დედასთან უნდა შეგეძლოს ყველაზე დიდი დანაშაულის განდობაც. ღმერთივით უნდა გეჯეროს მისი და ჩვენ მხოლოდ გვეშინია მისი რისხვის. მამას ცემასაც არ ჰქონია შედეგი , მაინც აგრძელებდა დალევასაც და მოწევასაც , თამაშიც კი დაუწყია ... სულ უნდა დაამტკიცოს რომ გაიზარდა,რომ კაცია ,დამოუკიდებელი და ისინი საშუალებას არ აძლევენ . ამიტომ მტკივა მისი ეს შეცდომა ,მესმის და მინდა შანსი ჰქონდეს გამოსწორების,შანსი დამოუკიდებლად ფრენის და ცხოვრების. ჩემ შვილებს მამა არ სცემთ , ჩემი შვილები რომ შეცდებიან მამა არც თავზე ხელს გადაუსვამს დანაშაულისთვის და არც ხელს მოუქნევს. დაეხმარება გამოსწორებაში,ბოდიშის მოხდასაც ასწავლის ,პატიების თხოვნასაც და თუ საჭირო იქნება პასუხის მოთხოვნასაც. ამიტომ მიყვარხარ მგონი ყველაზე მეტად ... შენ ასეთი ხარ ბუნებრივად უწვდი ხელს ჭაობისკენ გაქცეულს . "თამაში ჭვავსი ყანაში " ჩემი საყვარელი წიგნიც იყო და ჩემთვის ის ბიჭი იყავი უფსკრულისკენ გაქცეულის დაჭერა რომ შეეძლო . რომ არ შემყვარებოდი ასე , მე და შენ იმდენი საერთო გვაქვს საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით ,მაგრამ როგორღაც მხოლოდ მეგობრად ვერასდროს მიგიღე . ვიცოდი ახლოს რომ მოვსულიყავი დავმეგობრდებოდით და მერე საერთოდ მოვიჭრიდი გზას
_კიდევ რა გვიყვარს და რა გვეფიქრება ერთნაირად
_ხაჭაპური, ლეღვის მურაბა და გვძულს ბადრიჯანი
_აჯაფსანდალში ?
_აჯაფსანდლის მომზადება ვისწავლე ხაჭაპურში დახელოვნების შემდეგ
_კიდევ?
_რა კიდევ...
_რა გვიყვარს და გვძულს ერთნაირად
_ილია ჭავჭავაძე
_ვის არ უყვარს... შოთაზე მეტად?
_შეენც ?
_შედევრია ,მაგრამ ჭავჭავაძის ხედვებს ვაღმერთებ
_კიდევ ?
_წითელი და შავი მიყვარს მეც
_სად მნახე წითელი შარვლით
_გიყვარს ... არ გიყვარს ? _თმაზე ინსტუქტურად გადაისვა ხელი და მოიღუშა _მე მიყვარს
_და გიხდება... ის კაბა ბანკეტის საღამოს. მზეზე მეტად ანათებდი და მეგონა ვიწვებოდი . როგორ გაგიძელი არ ვიცი
_როგორ ვერ ვიგრძენი შენი მზერა
_ყველაფერი გავაკეთე რომ არ შემომეხედა ბევრჯერ
_შესანიშნავად გამოგსვლია
_შენ არ გამოგივიდა ჯანელიძესთან ცეკვა სამაგიეროდ
_მეწყვილე იყო და ცეკვაზე ასე გადაწყდა...იქ არ იყავი ? თათას კარგად ეცეკვე , დაატარებდი შენ ამ თითებს ურცხვად
_ცეკვა დადგა ასე ქორეოგრაფმა ჩემი ნება კი არ იყო
_ეჭვიანობდი ?
_ეჭვი ჩვენ შორის სულ არ გაივლის მე ეგოისტი აღმოვჩნდი და კიდევ ბრაზიანი ვარ
_რა სისულელეა
_ვარ ,უბრალოდ ვერევი და ვამარცხებ თორემ სანამ სულ სხვა მიზეზი არ გამიჩნდა იქამდე ვერ ვცემე ხაჟომია _თითქოს იმ წამს გაიაზრა რატომ აღიზიანებდა მეგობრადწოდებული იქამდეც
_ეგ ხომ სულ სხვა ამბის გამო
_ხო ,მაგრამ სხვანაირადაც შემეძლო ის შემორჩენილი ბრაზი რომ არა
_სულ აუტანელი იყო და მე არასდროს გავყოლივარ პაემანზე
_ვიცი ,ცდილობდა მოვეტყუებიე და პირველად მაშინ მივხვდი სანდო რომ არ იყო . ისეთები ილაპარაკა შეუძლებელი იყო დაჯერება და არც დამიჯერებია
_რა თქვა ასეთი მაგ იმბეცილმა ... შენი მეგობარი ბევრს ისეთს ჰქვია სულ ვბრაზობ არ უნდა იყვნენ შენთან კავშირში და შენ სიახლოვეს. სულ მეშინოდა სხვას არ გაეხვიე შარში და ახლა ჩემი ძმის სისულელის გამო ხარ როგორ გაუგებრობაში... იმ ბიჭს რომ უთხარი მარტო მივხედავ წადითო როგორ
_აქ არ მოვლენ, დარწმუნებული ვარ. სანამ ამ გზას ამოივლიან ტიტეს ხალხი გაიგებს იქამდე და აქ იდგება დარაჯად ვინმე თუ არა აზრი არ აქვს. ეჭვი მაქვს არც წავლენ,როგორღაც ისეთი მანიპულატორია ყველაზე ასეთი გავლენა აქვს. ვერ შორდებიან და ისიც თითქოს კეთილი საქმეებით იგროვებს ასეთ ხალხს . დედაჩემს რომ არ ჰქონია მასთან ვალი ეს ავიწყდება ყველას
_აღიარა ბოლოს? მე გავიგე რომ ... მამამ მითხრა სასამართლოზე ჯერ გათიშული მოყავდათ სიტყვას არ ძრავდაო მერე ამბობდა არ მომიკლავსო და მერე ყველა სამხილი მის წინააღმდეგ რომ იყოო
_მე ვარ მოწმე რად უნდოდა აღიარება ... მე შევედი მკვდარს რომ ურტყამდა კიდე და მეც ლამის მომკლა დედასთან ერთად. მისი თვალები ვინ ნახა ჩემ გარდა,მისი სახე ვინ ნახა ვინც ამართლებს და დედაჩემს ბ.ზს ეძახის. ჩემი ხელები ვინ ნახა , კანი რომ აღარ მქონდა შერჩენილი და სისხლის სუნი ამდიოდა ვინ გვნახა ასეთი მე და დედა. ღმერთსაც ვუბრაზდები ზოგჯერ იმას მონანიების და ლოცვის უფლებას რომ აძლევს ... სულის დამშვიდების საშუალებას რომ აძლევს, როცა მე ვერ დავიმშვიდე სული,მე ვერ დავივიწყებ ვერასდროს იმ სუნს ,იმ კადრებს და უდედობას ვერ წავიშლი ცხოვრებიდან. დედაჩემის სუნი არ მახსოვს ,მისი სისხლის სუნი მახსოვს და რა მნიშვნელობა აქვს ის ნ.ბჭვარი კაცი რას აკეთებდა . ფსიქიატრიულში უნდოდათ გადაეყვანათ მის ოჯახისწევრებს,მაგრამ არ უნდოდა ბატონს გიჟებთან ... ქურდებთან ერჩივნა . ციხე სახლია მისი ,ციხეც რომ ზედმეტია მაგისთვის
_გიყვარდა ?
_ტიტე ? არ მახსოვს!
_ძალიან გიყვარდა ?
_სალომე
_გეიმედებოდა და გინდოდა მისნაირი ყოფილიყავი ხომ? ზოგჯერ დედაზე მეტად მასთან გინდოდა ყოფნა,მის გვერდით და ამ სიყვარულს ვერ პატიობ თავს ხომ ? რომ შეგეშალა მამის სიყვარული და ნდობა პატარა ბიჭს ? _ თვალებდახუჭულს კოცნიდა და ეფერებოდა მის სულის იარებს _ სულ ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა შენი შველა და ვერაფერს ვიფიქრებდი. უფრო მეტად მიყვარდებოდი შენი ტკივილებით ფეხზე მყარად მდგომი
_შენ სიყვარულზე აღარასდროს ვიტყვი უარს ... იმ წარმოდგენებს მომავალზე მეტ ფერს შევმატებ ,გეფიცები ყველაფერ წმინდას

მანქანის ხმამ დაარღვია სოფლის სიმშვიდე. არ იცოდნენ მტერი იყო თუ მოყვარე . სალომესთვის ნათქვამი "ოთახში დარჩი" იმაზე ხმამაღლა ჟღერდა ვიდრე უნდოდა. იარაღი რომ აიღო და უკან ქამარში ჩაიდო გადატენილი ეს დაინახა გოგომ და რომ გაიაზრა უკანაც გაჰყვა. კარზე აკრული იდგა და ესმოდა ხმები
_შენ ხარ ჭედიების ფარი ? შენ ხარ დაჩი შონია ?
_დაჩი ვარ ჩადუნელი ... კარგად მიცნობს თქვენი ვაჟი ვახტანგი _ ბიჭზე ანიშნა და კაცს ჩააკვირდა თვალებში
_ვალი იცი რამდენი აქვს იმ ლაწირაკს ჩემი ? შენ თავზე რომ იღებ და იმას არ გვაძლევ რასაც ვითხოვთ
_თქვენმა ვახუშტიმ არ გითხრათ ორმაგი რომ შევთავაზე იმ ღამესვე? სანამ დაჭრიდნენ იმის მოთხოვნისთვის რაც არ ეკუთვნოდა იქამდე ველაპარაკე და ვუთხარი ჩემი ხელით მოგიტან ნაღდ ფულს_თქო. არ უთქვამს ვიცი,ფული არ უნდოდა ის უნდოდა თავიდანვე რაც მისი არ იყო და რაც ვალად ვერ იქნებოდა იმიტომ რომ ჩემია და მე არავის ვალი მაქვს ამ ცხოვრებაში ,არც ჩემ რომელიმე ოჯახის წევრს იმასაც კი ჩემ მამად რომ იცნობთ ჩემი ვალი აქვს მხოლოდ და სხვა არავისი
_რას ლაპარაკობს ეს ბიჭი ... აბა დანა იმიტომ დამარტყა ფულს ვთხოვდიო? _შვილს შეუღრინა კაცმა
_ფული არ უთხოვია და მოთხოვა ... ისეთ ბიჭს დაარტყმევინა დანა თქვენმა ვაჟმა ჩხუბში დარტყმას რომ იცილებდა სულ და უკიდურეს დროს იქნევდა თვითონ მუშტს. თვითონ არ ჰყავს და ,არც ვინმე წმინდა ალბათ, არ ვიცი ... თქვენ გყავთ და ბატონო გოჩა? თქვენი ყველა ცოდვის გამო თქვენი და რომ მოეთხოვა ნებისმიერ ნაძირალას რას იზამდით ... თქვენ მიპასუხეთ და მერე ვთქვათ მხოლოდ ფული მართებს თუ სისხლიც
_ოხ მე შენი _ სახეში მოაწვა სისხლი ბრაზიგან. ბიჭი უტიფრად რომ უყურებდა მაინც ეს აგიჟებდა _ შენ მე რა მითხარი... გოგოს ვუყვარვარ და ასეთი დამპალი ოჯახიდან უნდა წამოვიყვანოო არ თქვი?
_მამა_შვილური გაკვეთილები ჩემ წინ არ გინდათ ... ამ ეზოში შემოსულებმა თქვით რა გინდათ და დავასრულოთ . სალომე ჭედია სანამ მე ვსუნთქავ ჩემი ნამუსია მხოლოდ , ჩემი ამოსუნთქვაა და თუ ვინმეს გაქვთ პრეტენზია ჩემი სუნთქვის შეწყვეტის აქ ვდგავარ ,ბატონო გოჩა. ვალს რაც შეეხება ვთქვი უკვე ,ფულს
_ვალის მოსათხოვად არ მოვსულვარ... დასასრულებლად მოვედი. ტიტემ და მე მოვაგვარეთ. ტიტეს შვილს მე ქალის წართმევას კი არა შენ გამო ტყვიას გადავუდგები. სულ სხვა რამ მეგონა გოგოსთან დაკავშირებით და სულ სხვა აღმოჩნდა. ჩემი დანაშაულია ,ზოგჯერ საკუთარ სისხლსაც ვერ ენდობი _ კბილებსშორის ცრიდა კაცი
_მამა ბოდავს რაღაცას... სალომესთან ახლოსაც არ გაუვლია რა მისი ქალი . მთელმა თბილისმა იცის მატილდა უყვარს შენგელია და ახლა უბრალოდ ასე უნდა უფლისწულს . მე მიყვარს და მინდა ის გოგო. შენ რა კაცი ხარ ,შენ
_სალომეს სახელს კიდევ ახსენებს და იმ შეუხორცებელ ფეხს გავუხვრეტ ! _ადგილიდან არ დაძრულა,არც უყვირია და ისეთი ხმამაღალი იყო მაინც მისი მუქარა სალომეს საერთოდ წაერთვა ძალა
_შენ ვის ემუქრები ბიჭო... არ გიცნობდე მაინც ვისი მსროლელი ხარ
_რამდენი წლის წინ გაგიტეხე ეგ ცხვირი სალომე რომ ახსენე ცუდად შემახსენე ? მაშინ გითხარი თუ არ მოეშვები ფიქრს თავსაც გაგიხვრეტ_თქო და რატომ დაგავიწყდა? მე ახლა მამაშენის გამო ვჩერდები, მის თვალწინ როგორ გაგიერთიანო ძვალ_რბილი თორემ შენზე კარგად ვინ იცის ჩემი ხელი _ხელები ზურგს უკან ჰქონდა გადაჯვარედინებული ,იდგა ერთ ადგილას და არ ტოკტებოდა . ისეთი სხვანაირი იყო,იმ დროს მართლა გავდა ტიტეს და ამის გაფიქრების დროსაც კი გასცრა ტანში სალომეს. ასეთი ამბები ჰქონდა ზუსტად მასზე მოსმენილი, ასეთი ლეგენდები დადიოდა შონიაზე
_ჩემიაო არ გითქვამს... მიყვარსო არ გითქვამს . არ იფიქროო მითხარი ,არ ახსენოო და ახლოს არ გაეკაროო. არსად გიხსენებია იმას ვუყვარვარ ან მე მიყვარსო გესმის? რა უფლება გქონდა რომ მიკრძალავდი ან ახლა რა უფლება გაქვს
_მეტი როგორ უნდა მეთქვა შენი სისხლით მოვრწყე მიწა ... შენ ვინ იყავი ჩემი სიყვარული რომ ამეხსნა ან მისი სიყვარული მეხსენებინა
_რა გინდა მითხარი... რა ჯანდაბა გინდა. ხომ იცის ყველამ შენ რომ სალომეს კი არა საერთოდ არავის ცოლად არ მოიყვან. შენ რომ ოჯახების შიში გაქვს,შენი თავის და მამაშენის შენში გაცოცხლების შიში გაქვს ბიჭო შენ მე მართლა დებილი ხო არ გგონივარ. სალომესთან ახლოსაც არ მიდიოდი, მანქანაში არ ჯდებოდი და ოთახში არ დარჩებოდი სადაც შეიძლება მარტო ის ყოფილიყო . გინდა ეგოსტურად გყავდეს ?
_მიზეზებს აგროვებს ცემისთვის, ხედავთ თქვენც თუ მხოლოდ ჩემი საზომი უჩვენებს ასე _კაცს უყურებდა და მერე ისე გაიცინა,ისეთი ირონიული იყო _ ამბობენ გოჩას სიტყვის წინ არავინ და არაფერი დგებაო,გოჩა რომ იტყვის ისეთი მძიმეა მისი სიტყვა ვერაფერი გადააბიჯებს და ვერავინ დაძრავს საწინააღმდეგოსო ,ცდებიან ? ყველას უვლით და შვილს ვერ ?არადა პირიქით არ უნდა იყოს?ეს არ უნდა იყოს თქვენი სარკე ? მამის კაცობის ანარეკლი ბიჭი არ არის ?
_აქაც რომ მაჯობა ტიტემ ეგ არის ცხადი ... იმ გოგოს და ბიჭის გზაზეც არ გაივლის დღეიდან ჩემი შვილი. ჩემი ვალიც არ ჰქონიათ არასდროს და ტიტეს გადაეცი მანქანა არ მიჰყავს, მეორეს მოგიყვანს_თქო
_არ ველაპარაკები ტიტეს უკვე 15 წელია
_და ისე ჰგავხარ ასე უსაშველოდ ? რას გაუგებ ღმერთს ზოგი გვერდიდან არ ვიშორებთ და მაინც არ გვემსგავსება
_თქვენ სიტყვას ვენდობი,მისას არ და იცოდეთ თქვენ არსებობას არ გავიხსენებ ის რომ თქვენ სიტყვას გადმოაბიჯებს და წინ დამხვდება

ეზოში იდგა იქამდე სანამ მანქანები არ გაცილდა ქუჩას. მერე ჰაერი ეცოტავა და ისე შეეკრა სუნთქვა სალომეს გარდა ვერაფერი უწამლებდა.
_მისნაირი ვარ ? მისნაირი როგორ ვარ ... რა თქვა იმ კაცმა. იმან რა იცის მე როგორი ვარ _ხრიალებდა სალომეს მკლავებში მოქცეული,მის სხეულზე დაყრდნობილი _ ის რომ ყოფილიყო მოკლავდა ... ის რომ ყოფილიყო ისე ცემდა მამამისსაც არ გაითვალისწინებდა. მე რამდენი მოვუთმინე , როგორ ვგავარ იმას
_დაჩი ... დაჩი ისუნთქე ,ისუნთქე გესმის ? ისუნთქე თორემ მეც ვერ ვსუნთქავ ... არ გავხარ გესმის?არ გავხარ შენ არავის . ჩემი დაჩი ხარ , ჩემთან ერთად გაიზარდე,ჩემ წინ გაიზარდე სხვამ რა იცის. მხოლოდ მე ვიცი რომ არ გავხარ ,გესმის?_ თავი ააწევინა და მთელი სახე დაუკოცნა _ ისუნთქე კარგი? ერთად ვისუნთქოთ . ერთად ვისუნთქოთ მე და შენ . სულ ცოტათი ხომ გიყვარვარ ,ის ცოტა მასუნთქებს მე და ჩემი მთელი სიცოცხლე შენ ,კარგი ?კარგი დაჩი ? აღარ მელაპარაკები ?
_გისმენ ... მიყვარს რომ გისმენ_ნაომარს ჰგავდა გამარჯვების შემდეგაც რომ არ ეტყობოდა გამარჯვება.
_გისმენ დიკო _ გაეღიმა ზუსტად იმ დროს რომ დაურეკა ქალმა
_უბრალოდ მითხარი რომ კარგად ხარ და გავთიშავ
_კარგად ვარ. სახლში მოვალ და დაგელაპარაკები
_მალე მოხვალ?
_მალე ვერ ,მაგრამ არ დამელოდო. დაიძინე ... მიყვარხარ
_დე არ გჭირდები ,ხომ ?
_შენ მე სულ მჭირდები ,დე ...მოვალ და ჩაგეხუტები , გკოცნი
_კარგი დე ,მიყვარხარ. გელოდები როდის მოხვალ და ჩამეხუტები

სრულწლოვანებამდეც ასე ექცეოდა. ზედმეტი ზარებით არასდროს შეაწუხებდა,იცოდა დაჩი თვითონ დაუკავშირდებოდა თუ პრობლემა შეექმნებოდა და ისიც ყოველთვის ისე უხმობდა როგორც მეგობარს. გაბრაზებული არასდროს ყოფილა და ამჯერადაც არ ელოდა მისგან მსგავს ქმედებას.

ქალაქში დაბრუნებამდე დიდი დრო ჰქონდათ წინ. დარჩენა ერთი დღით მაინც ძალიან უნდოდა,მაგრამ სალომეს მშობლები ურეკავდნენ და ტყუილის გაგრძელება აღარ შეეძლო მეტად. იმ დღესვე დაბრუნდნენ. კორპუსთან ნიკუშა ელოდებოდა და როგორც კი დაინახა ძმა მაშინვე მისკენ გაიქცა. ისე ჩაიკრა გულში ყველა დანაშაული ჩამოაშორა თითქოს წამში. თავჩაქინდრულს სახე გაასწორებინა და რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე. სულ ორი წლით დიდი იყო მასზე ,მაგრამ უფროსი დის ინსტიქტი გაძლიერებულად უმუშავებდა.
_მადლობა არ მითხრაო გამაფრთხილე ,მაგრამ მთელი ცხოვრება შენთან ვალში რომ ვიქნები ეს იცოდე და
_ სისულელეებს შეეშვი. ეგ იქნება მადლობაც და ვალის დაბრუნებაც ,სალომე რომ აღარ იდარდებს შენზე,იბედნიერებს შენი ნორმალური ყოფით
_უკანასკნელი იყო ... აუცილებლად ვიპოვი სწორ გზას . დედას ვუთხარი,რომ ბრუნდებოდი და მე მოგიყვანდი სახლამდე
_ამოვალ ხუთ წუთში
_კარგი ,გასაგებია. დაგტოვებთ _ ჩაიცინა და ზურგი აქცია წყვილს.
_დაისვენე ... გამოიძინე და გონებიდან წაშალე ყველა ცუდი მოგონება _ თავზე გადაუსვა ხელები,ლოყაზე აკოცა და კიდევ ერთხელ ჩაიხუტა . სულ მენატრები გახსოვდეს და შენი ყველა თავისუფალი წუთი მინდა _ ტუჩთან ახლოს აკოცა და მერე ტუჩებზეც შეეხო
_ხვალინდელი დღე ჩვენით დაიწყება _ გაღიმებული დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა.

ნიკუშა სადარბაზოში პირველივე საფეხურზე იჯდა. სიგარეტის ეწეოდა იქამდე სანამ სალომე არ დაადგა თავზე
_წავედით ... დამთავრდა შენი პატარა ხიფათიანი თავგადასავალი.
_იაზრებ შენ გამო რა გააკეთა ? არ მინდა ვალის გამო შენ
_არც კი იფიქრო!
_ჩემზე მეტად გიყვარს ?
_პატარა ბავშვი ხარ . ხიფათიანი ,რთულად აღსაზრდელი ბავშვი
_მიპასუხე ...
_ არჩევანს ნუ გამაკეთებინებ _კიბეზე ადიოდნენ. ნიკუშა ეჩურჩულებოდა და სალომეც ჩუმადვე პასუხობდა. სასაცილოები იყვნენ ერთი შეხედვით,თითქოს ის დღეები მათი ცხოვრებიდან არ იყო.



№1 სტუმარი Maria

რომ გაგათბობს ის თავია ♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი თამარი

სიყვარულის ახსნაა საოცარი ორივე მხრიდან, მხოლოდ ილდანი რატომ არ გაახსენდა და-ძმას ? თან უკვე ატვირთული ეპიზოდიდან ჩადუნელი ასეთი იოლი ჩასატენია მანქანაში? მატილდას მეგობარის მდგომარეობა არ აინტერესებს და ილდანზე წუხს? იმედია პასუხები შემდეგ თავებშია, რაც შეეხებათ ცოლის მკვლელ ქმრებს, ცხოვრება მართლა საოცრებაა, დიანას ცოლის მკვლელი ადამიანი შეუყვარდა და ალბათ არც ტიტე უყვართ და აფასებენ ისე უბრალოდ, თან მაინც დასჭირდა მის შვილს და მის სიცოცხლესაც ქონია აზრი, რიგორც იასეს სიცოცხლეს ინასთვის და ილიასთვის, მათ გამართლება არ აქვთ, მაგრამ დანიშნულება კი და ჩვენი საოცარი ავტორი მარიამი , ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე აღწერს მათ მდგომარეობას, გაორება მემართება და ვერ ვხვდები ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ, მომწონს დიანაზე და შვილებზე მოფიქრალი იასე, შვილის პრობლემით გადაფითრებული ტიტე , მაგრამ… მაინც მკვლელები არიან, ღმერთმა დაიფაროს ყველა ამ მძიმე და გამოუსწორებელი საქციელისგან რეალურ ცხოვრებაში

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

რაც უფრო სწორი და სამართლიანი ხარ, რაც უფრო ძლიერი და კეთილშობილი ტიპი ხარ-- უფრო დიდი და ძლიერი ეშმაკი გებრძვის.
გებრძვის, გითვალთვალებს, ჩასაფრებულია და მომენტს ეძებს შენი სისუსტისას...ეს ასეა ...
სწორედ ამიტომ მოკლა იესემ და ტიტემ ცოლი...ვერ აჯობეს იმ მომენტში მოხარხარე ეშმაკს!!!
აბა სხვანაირად როგორ ვიფიქრო-- იესეს მსგავსი პიროვნება როგორ გახდა მკვლელი? ან ტიტემ სრულიად უდანაშაულო ცოლი როგორ იმსხვერპლა? ტიტემ, რომელიც თავისი უდიდესი ავტორიტეტით შეუძლებელსაც რომ აგვარებს... ამ ავტორიტეტს კი თუ შეუშლელი და სამართლიანი არ ხარ-- ვერ იმსახურებ ხომ ???
...და მაინც, მართალია ეშმაკის შეცდენილია ორივე-- მკვლელი ჰქვიათ ...
და ამას ვერსად წაუვლენ!
რამდენი ტკივილი გადაუტანია დაჩის!!!
ასეთივე ტკივილში ცხოვრობს ინაც... თუმცა ძალიან თბილი მამა ჰყავს უკვე გვერდით ...მაგრამ სიყვარული და საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა სულ სხვაა და ძალიან მინდა იოანემ ან ვაჩემ ინას სულს უმკურნალონ...

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

დაჩუნიიი რა ბიჭიაააა <333 ვგიჟდებიიი , წარმატებებიი ველოდები ახალ თავს

 


მარიამო, ეს თავი იყო ტკბილ-მწარე, გემრიელობა❤️
მომეწონა დაჩი სალომესთან და სალომესთვის❤️
მეტკინა დაჩი, როგორც მოკლული დედის და მკვლელი მამის შვილი :( ამ ბიჭმა იმდენს გაუძლო დროა უკვე ბედნიერების.

დიკოზე განვმეორდები და ვიტყვი რომ საოცრებაა❤️
შემდეგამდე, მარიამო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent