წარსული წარსულში II (თავი XIII)
_დედაა ... სად ხარ დიკო?_ სახლში შესვლისთანავე მოიძია და ტყუპებთან ერთად ეზოში მყოფს გადააწყდა. ჰამაკში იყვნენ მიწოლილები ბავშვები დინა კი წინ ,სავარძელში იჯდა და წიგნს უკითხავდა _აქ ვარ დე ..._პირველი მოეხვია დაჩის შემდეგ კი ტყუპები მივარდნენ _დაჩიკოო _დაჩიკუნა სად იყავი? _დედიკო ორი დღეა დაგეძებს...აბა უთქმელად წასვლა არ შეიძლებაო? _დაჩი დიდია დე,თქვენც რომ იქნებით დიდები შეგიძლიათ ხანდახან წახვიდეთ ისე რომ არ ვიცოდე სად ხართ _ამსიმაღლე უნდა ვიყო ? _ ქვემოდან ახედა სანიმ და თვალები დააწვრილა _ აუფ _ასაკით დე ... _დაჩიკო რა მომიტანე? _ვერაფერი ჩემო სიცოცხლე. მთაში ვიყავი _რა არი რა სულ მთაში დადიხარ... სოფლელი გახდი ?წაგვიყვანე ჩვენც,გვიყვარს სოფელში .იესე მაინც ვერ მოდის ჯერ და ვერ გვაჩვენებს ცხენებს _წაგიყვანთ ოღონდ იოანესთან სოფელში _ურააა ... გვიყვარს იოანესთან სოფელშიი . გემრიელი ხაჭაპურები და გაწელილი ყველიაა _ელარჯი ქვია მაგას _ხოო ელარჯიი _იოანეს რომ ნახავთ უთხარით როდის წაგვიყვან_თქო _რას ასწავლი ბავშვებს _აბა ისე არ გვეპატიჟება და თვითონაც ვერ მოიცალა ბავშვებმა სანამ არ დაიძინეს საუბარი ვერ მოახერხეს,მაგრამ შემდეგ დიანას პატარა ბავშვივით გაბრწყინებული შემოეხვია _რამ გააბედნიერა ჩემი ბიჭი? სად იყავი გადაკარგული ეს დღეები თბილისში რომ მეორედ მოსვლა იყო ? _რა ხდებოდა თბილისში? _ვითომ არ იცი ნიკუშას რომ დაეძებდა გოჩა ვახტანგიშვილი? _ვიცი... რაღაც გავაკეთე რას არ მოგეწონება ,მაგრამ მთავარი ამბავი მაქვს _ ჩვენ ხომ ცუდ ამბებს არ ვაქცევთ ყურადღებას და კარგებით ვიკვებებით ... მითხარი _მე და სალომე ერთად ვართ ... სულ მალე ყველაფერს დაავალაგებ და ყველა გაიგებს ჩვენზე _ისეთი შეგრძნება რატომ მაქვს ,რომ ქორწილისთვის მზადება უნდა დავიწყო? _ასე უცებ ჯერ ვერ , უნდა გაიაზროს მანაც და მეც რომ ყველაფერი ნამდვილია . მერე აუცილებლად , სულ ჩემთან მინდა იყოს და სულ მასთან ვიყო _დეე ,აქამდე როგორ ერეოდი ამ ემოციებს? _ისეთი ბედნიერი ვარ _სულ არ გაინტერესებს ნიკუშას პრობლემებმა რომ გააქტიურა თქვენი ამბავი? _ ნიკუშას პრობლემები მოგვარებულია _ტიტე შონიასთან იყავი ციხეში. ტიტემ წლების წინ მოგებული საკოლექციონერო მანქანა შესთავაზა და ისიც დათანხმდა. შენ ჩამოსვლამდე მოვიდა ამბავი ჩემამდე _ბრაზობ ? _მხოლოდ ვდარდობდი როგორ იყავი,როგორ გაუძელი ასე მსგავსის და ამდენად სხვანაირი კაცის ნახვას. რომლის ასლი ხარ ფიზიკურად და არაფერი გაქვს სულიერად. მეგონა გტკიოდა და თურმე სამყაროში ყველაზე ტკბილ წამალს,სიყვარულს აამებინებდი ტკივილს _სხვა გზა არ იყო ... არაკაცები აგვარებენ ერთმანეთთან ,კაცები ვერ ან დიდი ძალისხმევის შემდეგ _ილდანი სად იყო ამ დროს... _არაა ქვეყანაში და ალბათ არც იცის. დრო არ იყო _მეეჭვება არ იცოდეს,თუმცა მთავარია მოგვარდა. ახლა მიყუჩებული მტრის უნდა გეშინოდეს სულ . ის ისეთი სულმდაბალია არ მოისვენებს _გეწყინა რომ არ გითხარი? _სწორი არჩევანი გააკეთე ... მე მსგავს არაკაცებთან ვერ ვაგვარებ. მხოლოდ ომის დაწყება გამომივიდოდა _შენ არ მეტყვი ? _რას დე _ვინ არის შენ ცხოვრებაში ... ვგრძნობ ვიღაც არის. ვხვდები ,რომ არის და არ ვიცი ვინ . არ მომიყვები? იქნებ ჩვენ ქორწილს შენმა დაასწროს _გეტყვი ,აუცილებლად ... მხოლოდ ცოტა დრო მჭირდება. უნდა გავიგო საით წავა ჩვენი ურთიერთობა _გიყვარს? _არ ვიცი სიყვარული როგორია ... მომწონს ზღვარგადასულად და მინდა მთლიანად ჩემთან ,ჩემი,ჩემთვის _გიყვარს დი! მას რომ არ უყვარდე შეუძლებელია თუ სულელი არ არის _შენ მიიღებ ნებისმიერ შემთხვევაში დე? იქნებ არ მოგეწონოს _შენ გიყვარს და მე არ მომეწონება?ნუ მაშინებ დიანა _სხვა დროს ვისაუბროთ ჩემზე...ცოტა დრო მჭირდება ,კარგი?არ გაარკვიო ,შეგიძლია დამელოდო? _რა თქმა უნდა შემიძლია დიანა ... მე მხოლოდ შენი ბედნიერება და უსაფრთხოება მაღელვებს _ თავზე კოცნიდა და ხელს არ უშვებდა მერე კი გაიცინა _ თუ გინდა ქორწილი ერთად გადავიხადოთ _მეეჭვება ქორწილამდე მივიდე ,მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ცხოვრება სულ მაოცებს ხოლმე _ ინტერესი მომკლავს დიანა _ სალომეს დროულად ესაუბრე და მერე დაპატიჟე ჩვენთან. ლილიკოსთან და რეზოსთან მე მოვაგვარებ ,არ იდარდო. შენ სასურველი სიძეების სიაში პირველ ადგილზე ხარ _თუ სიას შენ ადგენ _დაჩი ჩადუნელო ასეთი ცელქობით ვერ მოხიბლავ იმ გოგოს _იმ გოგოს ჩემი ყველაფერი უყვარს _შენი გიჟი დიანაც უნდა უყვარდეს...ხომ არ ვიქნები სწერვა დედამთილი? ღმერთო არ მჯერა _34 წლის იქნები იქამდე _ხო აი ისეთი დიდი ასაკია..._ იმ დროს იცინოდნენ,მაგრამ დიანამ ზუსტად იცოდა დაჩი ასე მარტივად არ მიიღებდა იესეს სიყვარულის ამბავს. ახლა როცა ბედნიერს ხედავდა მითუმეტეს ვერ დაუმატებდა პრობლემას და ცუდ ფიქრებს. უნდა დამტკბარიყო ამ ახალი ეტაპით . სულ ელოდა როდის ნახავდა ასეთ შეყვარებულს მიუხედავად იმისა,რომ პატარა ბავშვივით არჩევინებდა სკოლის ასაკშიც საჩუქრებს გოგონებისთვის,ზუსტად იცოდა სალომე ჭედია იყო მისი ნამდვილი სიყვარული . _საუკეთესო ხარ შენ ,საუკეთესოთა შორის და ეს არ დაგავიწყდეს ხო დე? შენი სიცოცხლე მაცოცხლებს მე და შენ უნდა იყო უკიდეგანოდ ბედნიერი. დიანა სულ შენ ზურგს უკან იდგება და არასდროს მიგატოვებს _მიყვარხარ _ისევ ჩაიხუტა ქალი და ასე დაასრულეს დიალოგი . იმ ღამით სალომესთან მიმოწერაში დაათენდა. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი ჰქონდა ჭედიას, სწავლების ახალ საფეხურზე გადავიდა. სახლიდან თორნიკესთან ერთად რომ გამოვიდა თაიგული მისგან უკვე მიღებული ჰქონდა და პირველ შეხვედრაზე წაყვანასაც უპირებდა ბატონი ილდანი იქამდე სანამ მანქანასთან მდგომი დაჩი ჩადუნელი დაინახეს და სალომემ ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები ვერ დაფარა . ვარდები მგზავრის სავარძელზე იდო და ილდანის მზერას შეუმჩნეველი ისიც არ დარჩენია. _ნიკოს ჭირი თქვენთვის მარგებელი გამოდგა? _ თორნიკეე მე ხომ იცი _ ისე დადგა დაჩის წინ თთქოს ბიჭს მისგან დაიცავდა . ჩადუნელს ფართოდ გაეღიმა, ხელი თეძოზე მიადო ,ზურგიდან ფრთხილად მოეხვია და თავზე აკოცა _არ მითხრა , რომ სისხლის სამართლის სამაგისტრო ნაშრომს ილდანის დანაშაულებზე წერ და თანვე მიგაცილებს სასამართლოში _მისი თითები იპოვა და მტევანზე აკოცა მოფერების შემდეგ _თქვენ რა ... _ვინაიდან ნაწყენი ვარ დამალული ამბების გამო ,გტოვებ ამ გაურკვეველი სტატუსის მქონესთან _ნუ აანერვიულებ ამ მნიშვნელოვან დღეს. თქვი ,რომ ისედაც ყველაფერი იცოდი და იცი ნაწყენი არ ხარ ,არც მოკვლას მიპირებ და მოგწონს ჩვენი წყვილი _დაგაგვიანდებათ ... ჩემ იურისტს გავაცნო თუ შენ გყავს ვინმე უფრო კომპეტენტური , აქ რომ იყოს და უკეთ ასწავლოს _მყავს მეც , მაგრამ სისხლის სამართალში შენია სპეციალიზებული. ნაშრომს ხატია მოამზადებინებს თუ დრო არ ექნება მოსეს _იცნობენ ერთმანეთს ეგ ორი და ითანამშრომლებენ უპრობლემოდ. მთავარია სალომეს არ აურიოს გონება სიყვარულმა და არ იზარმაცოს _ ისე გაუღიმა როგორც იცოდა ხოლმე ,ყველაზე თბილი და ალერსიანი ღიმილით _ წარმატებები სალიო , მშვიდ ცხოვრებას დავიწყებ თებეასაც შენნაირ საიმედო კაცთან თუ დავტოვებ ოდესმე _ სხვა რა უნდა ეთქვა ამაზე მეტი . უკან გადადგა ნაბიჯი,სათვალე მოირგო და საკუთარი მანქანისკენ დაიძრა მშვიდი ნაბიჯებით _როდის ჩამოვიდა _არ ვიცი ... პირველი თინათესთან მიდის ხოლმე და ის არასდროს გვეუბნება.ამჯერად მგონი ჩემთან მოვიდა. უნივერსიტეტის პირველ დღეს ციხეში იყო და შორიდან მომილოცა _წავედით? _ვნერვიულობ... იქნებ არ გამომივიდეს თეორიიდან პრაქტიკულ ნაწილზე გადასვლა _გამოგივა და თუ არ პროფესიის შეცვლა იქამდე შეგიძლია სანამ საყვარელი საქმისგან გადაღლა არ გაგაბედნიერებს _ მანქანის კარი გაუღო და ახლაღა შენიშნა თაიგული ჭედიამ _მგონი შენ ჩემ ყველა შფოთვას ერთად გააქრობ ... _ ადგილი დაიკავა ,თაიგული მკერდზე მიიკრა და დაჩის გახედა _როგორი საოცარი ხარ ნეტავ ჩემი თვალებით დაგანახა საკუთარი თავი _ გზაში იყვნენ უკვე მისკენ რომ გადაიხარა და შუქნიშნის წითელი ფერიდან მწვანეზე გადასვლამდე შეეხო ტუჩებზე _შენ რა გეგმები გაქვს ... _ რომ დაასრულებ მომწერე და გამოგივლი . მე ჯერ თავისუფალი ვარ. პროექტზე ვმუშაობ იქამდე სანამ დიანას სავაჭრო ცენტრი მოგებაზე წავა და სტაბილურ შემოსავალს მიიღებს . არსად მეჩქარება,კარგად უნდა დავფიქრდე რა მინდა ზუსტად და ისე გავრისკო ... დრო მაქვს შენთვის სულ და ეს მოცემულობა არასდროს შეიცვლება. _თავი სიზმარში რატომ მგონია _დილას ერთად არ გაგვიღვიძია ,არც საუზმე მომიმზადებია და არც ბავშვები დარბიან მაგიდის ირგვლივ ბლინებით ხელში _მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ .............. ალბომი გაამზადა და თინათესთან სტუმრობისთვის მოემზადა. კარი თინამ გაუღო და გულში თბილად ჩაიკრა გოგონა. _თინა ბებო , როგორ ხართ ? _კარგად ძვირფასო ... შენ როგორ ხარ ? _დაუპატიჟებლად გესტუმრეთ ,მაგრამ სალომემ მითხრა თავისუფალია დღის ამ მონაკვეთშიო . დაპირებული საჩუქრის გადმოსაცემად მოვედი _ ქალს მიჰყვებოდა დერეფანში და გაღიმებული საუბრობდა სანამ სასტუმრო ოთახში მჯდომი ილდანი დაინახა. _თორნიკეც დღეს დაბრუნდა და ახლა ვუმზადებდი სადილს ... დაჯექი ახლავე მოვალ _ თინათე მითხარი რომ ჩვენ დუეტში მესამე პირი განზრახ არ ჩამირთე თორემ იცოდე გული მეტკინება _დამთხვევაა უბრალოდ ... რაღაც უნდა გადამეცა. დავპირდი _ბევრი დამთხვევაა _იმ წამს გაიაზრა ,რომ მისი ნაჩუქარი კაბა ეცვა ილდანმა მზერა რომ ააყოლა და ერთიანად აუხურდა სახე _მოდით ბავშვებო ... დავსხდეთ _მე მეჩქარება და უნდა _თინათეს დამზადებული კონიაკი გაგისინჯავს? თუ მხოლოდ კლუბების კოქტეილებს ეტანები მა_ტილ_და _ წასვლა არც ახსენებინა ისე გამოსწია სკამი და თავით ანიშნა დაჯექიო _ჩემთან დალევა არ გაშინებს ?_ ითმინა და ბოლოს მაინც შეეპარა ირონია ტონში. წამსვე ჩაეცინა ილდანს _მთვრალი პათოლოგდები ? _კომპლექსიან კრიმინალებს ვერჩი მხოლოდ _ გაუღიმა და თინთინის მისვლისთანავე მასზე გადაიტანა ყურადღება _თინა ბებო გახსოვთ მითხარით ბავშვობიდან ვქარგავ და შემონახული მაქვს ქალაქში ბევრი ძველი ნაქარგიო _ სუფრას რომ გადახედა მადა ნამდვილად გაუმძაფრდა. კერძების დაგემოვნებას შეუდგა და თან ქალს კითხვა დაუსვა _გაჩვენებ ... ქალიშვილობისდროინდელი ნაქარგებიც შემონახული მაქვს. ნაწილი სალომეს დედას ,ლილის გავატანე მზითვში,ნაწილი თამარს . სალომეს მზითვი მზად მაქვს და იმათ გაჩვენებ. ბალიშისპირებზე და სუფრებზე მაქვს ნაქარგები _მე რომ ჩამომატანინე იმდენი თეთრი თეთრეული ყველა მოქარგე?სათვალე როგორ არ გიკეთია მიკვირს... სულ არ უფრთხილდები ჯანმრთელობას თინათე _შენი პირველი ბალიშისპირიც მაქვს შენახული მე და პატარა პერანგი ... იქ არ დავტოვე. დამენანა ,ვიცოდი გაფუჭდებოდა ნაჭერი ან თაგვები შეჭამდნენ. შენ შვილს უნდა გავუკეთო მე ვერ მოვესწრო შეიძლება ,მაგრამ დავტოვებ _თინათე... _მისკენ გადაიხარა და ხელზე აკოცა _ნუ დამადებინებ პირობას ,გემუდარები _პირობა შენ მე დიდი ხნის წინ მომეცი , მაგრამ დაგავიწყდა _რა პირობა მოგეცი და დავივიწყე თინათე _ წამსვე შეეცვალა სახე , წარბებშეკრული უყურებდა და აშკარად არ ჰქონდა წარმოდგენა რას ეტყოდა _გოგო მეყოლება პირველი და თინათეს დავარქმევო ... შენნაირი არ იქნება , შავთვალება და ღამისფერთმიანი იქნებაო დედამისივითო _მსგავსი არაფერი მითქვამს ... გოგოს და სახელის ამბავი კიდევ ბავშვი რომ ვიყავი მაშინ ვთქვი . ეგ არ ითვლება,ვერ ვიაზრებდი რას ვამბობდი . სტუმარი გყავს შენ ,თანაც საჩუქრით მოვიდა. არ უნდა ნახო რა მოგიტანა? ჩემი ჩამოტანილი ჩემოდანი კი გადაქექე მკვირცხლად _ ისე სხარტად აიღო ქაღალდის შეკვრიდან წიგნის ფურცლებად გადაქცეული ალბომი მატილდამ ფეხზე წამოდგომაც ვერ მოახერხა. ყდაზევე ეწერა ლამაზად მოყვანილი ასოებით "თინათე" და იქვე ასწია წარბი ილდანმა _ ასე მხოლოდ მე ვეძახი და პლაგიატობას ნუ ექნება ადგილი _სხვისი საჩუქრის გახსნა... _დანაშაულებზე ნუ მელაპარაკები პატარა მატილდა ... დაიმახსოვრე დანაშაულს თუ არ ჩავდივარ გამოდის მე არ ვარ და ვიღაც სხვა არის ჩემი სახით _ ყდას შეეხო და შემდეგ გადაფურცლა. პირველ გვერდზე მხოლოდ თინათინი იყო _თორნიკე _ თინას ხმამ გააჩერა _ მთვრალი ალუბლები მაქვს , წუხელ დავაცხვე და გამოვიღებ მაცივრიდან ახლავე _თინასთან მაინც გამოიჩინე ჯენტლმენობა და ადროვე თავად ნახოს პირველმა საკუთარი ფოტოები_ ხელიდან აართვა დახურული ალბომი _და შენთან როდის არ ვიყავი ჯენტლმენი ? გულს ნუ მატკენ ,პატარა მატილდა _თორემ გამებუტები? _ნწ, გაბუტული შენ ხარ და ამ კაბაში ძალიან გიხდება ეგეც _ თვალი ჩაუკრა ,ჩურჩულით უთხრა ბოლო სიტყვები თითქოს საიდუმლოს უმხელდა და მერე ამღერებულ მობილურს უპასუხა _ გამოვდივარ! _ თინათეე ჩემი პირველ ტანსაცმელთან და ბალიშთან ერთად ფოტოც არ აჩვენო ... სამზითვო ნაქარგები გადააღებინე მხოლოდ . პოპულარულს გაგხდის ისედაც _ისე უთხრა მატილდასაც ესმოდა. ქალს თავზე აკოცა და სიტყვის თქმა არ დააცადა ისე წავიდა _სად გავარდა ახლა ... მაიმუნი ბიჭი. არადა დამპირდა საღამომდე შენთან ვიქნებიო _ პატარა ჩემოდანი მოჰქონდა. ფერადი და ლამაზი იყო ისიც როგორც მასში ჩალაგებული ხელით სხვადასხვა ფერისა და ზომის მატერია. ცალკე შეხვდა სიყვარულით ნაქარგი "თ. ილდანი" _ფოტოების გადაღების უფლებას მომცემთ? ოღონდ ასე არ ... მე მოვიფიქრებ კომპოზიციას _ თითებით ისევ ილდანის პირველ სამოსს ეხებოდა და ქალს ისე ესაუბრებოდა _ არ გამოვაქვეყნებ რადგან ბიზნესად არ იქცევა ეს საქმე და მხოლოდ ოჯახისწევრებისთვისაა. საოჯახო წიგნად გადავაქცევ ამ ნამუშევრებით შექმნილ ფოტოებს _თორნიკესთვის კიდევ უნდა ამოვქარგო ... ბავშვებისთვის და ჯერ ნუ გადაუღებ _ამათი დაბეჭდვა არ მიფიქრია...მეეჭვება ილდანს უნდოდეს. მის მომავალ ცოლთან კომუნიკაცია კი ყველაზე ნაკლებად მინდა _ უცებ თქვა და თვალები დახუჭა. თინასთან ყოველი კომუნიკაცია ემოციების ზღვას მოითხოვდა და დამატებით თორნიკეს მოულოდნელი დახვედრა ,ქალაქში დაბრუნებით საერთოდ აცლიდა ძალას ბოლო იყო კიდევ ერთი ნაქარგი "თადა ილდანი"_თადა? თადა წერია ? _ხო ,მე ვეძახდი ბავშვობაში ასე ... ბექნუმ თადა დაარქვა ,მაგრამ დოკუმენტებში თორნიკე ჩაწერეს შემდეგ. ჩემ გარდა ასე არავინ მიმართავს _მესმის,მეც თავს შევიკავებ. ჩემი წასვლის დროა ... ისევ გესტუმრებით. იმედია ფოტოები მოგეწონებათ _უკვე მიდიხარ ? ყავას მოვამზადებ, უგემრიელესი ნამცხვარი მაქვს _სხვა დროს იყოს... მადლობა მასპინძლობისთვის. _დროებით _ნახვამდის ბები ... შენთვის ჩემი სახლის კარი სულ ღიაა იცოდე _უღრმესი მადლობა _ ქალს კარში გასვლამდე კიდევ მოეხვია და წავიდა. "თადა ილდანი" გონებაში უტრიალებდა და მთელ არსებას უთბობდა. ................... მთელი ღამე ფიქრობდა და ბოლოს ინასთან დარეკა _რომელი საათია იცი? _სულ როგორ გძინავს ადამიანო...მოვდივარ არსად წახვიდე. ესკიზები უნდა დაგახატინო და შეგაკერინო ხვალამდე _ დერეფანში იყო უკვე და თითქოს შემთხვევით შეაბრუნა კამერა იოანესკენ . წელს ზემოთ შიშველი , დილის ვარჯიშით გადაღლილი რომ მიაბიჯებდა დერეფანში _იმედია უბრალოდ ვინმეს ქორწილია და სანათესაოს გასაგიჟებლად გინდა გამორჩეული კაბა . მხოლოდ ერთი და არა შვიდი მატილდა _არსად წახვიდე ,მოვალ და დაგელაპარაკები _სად უნდა წავიდე რვის ნახევარია _სად მიდიხარ ამ დროს _ იოანე როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ჰკითხა _ინასთან ... წამიყვან? _ რა თქმა უნდა ,არა _მანქანის გასაღები მაინც მომეცი _იყიდე და გეყოლება შენი . ჩემ მანქანას არ შეეხო ,გაფრთხილებ _აბა _მოტოს მითუმეტეს... _კარგი ამინდია დღეს... გთხოოვ _სულ რომ გადაუსახლდე არ გინდა ? სანამ მარტოა სახლში ,მაინც ერთად ხართ 24 საათი _ვინ თქვა , რომ მარტოა ? _ ისეთი სერიოზული ტონით თქვა იოანე მთელი ტანით შემობრუნდა არადა საძინებელში იყო უკვე და შარვლის გახდასაც აპირებდა . ინას სიტყვა არ დაუძრავს,მატილდას თამაშს არ ჰყვებოდა ისე ტკბებოდა სანახაობით. _სულ გადახვედი ჭკუიდან ? დილის რვა საათზე ადგები გოგოს სახლში , რომელიც კაცთან ერთადაა იქ? _საერთოდ არ მიშლის ხელს იესე... პირიქით ,როცა მხვდება სულ დადებით განწყობას მიქმნის _იმდენად მეამიტური გამომეტყველება მიიღო თითქოს არ იცოდა იოანეს სისხლისფერი თვალები რისთვის ელავდნენ _მატილდა... წაიყვანე ჩემი მანქანა და თვალით არ დამენახო დღეს. ეცადე ისე არ დამიბრუნო კიდევ ახალის ყიდვა დამჭირდეს თორემ შენ მანქანას ჩემთვის დავიტოვებ _რომელ ჩემ მანქანას ... ცხვირწინ მიხურული კარი შეაღო და სააბაზანოში მდგომ შიშველ ფიგურას რომ მოჰკრა ინამ თვალი მერე გამოსახულებაც აირია და მინდელის იქამდე უმეტყველო გამომეტყველებაც _ იოანეე მანქანა მიყიდე ? იოანეე შენ მიყიდე თუ მამამ და დედამ? _წყლის ხმა ისმოდა უკვე , შემდეგ სიმღერა ჩაირთო და ინამ როგორც იქნა მოიფიქრა ზარის დასრულება. რა დააძინებდა ან რა მოასვენებდა. ხალათი ჩაიცვა და საუზმის მზადება დაიწყო. მატილდა რომ მივიდა პირდაპირ სამზარეულოში შეიყვანა და ყავის ფინჯანი მიაწოდა _გისმენ ამჯერად რა მოიფიქრე _თინას ნაქარგებზე ხომ მოგიყევი. მინდა ფოტოები გადავიღო და მისი ნამუშევრები შემოვინახო. კარგი იქნებოდა თუშეთში ავსულიყავით,მაგრამ აქაური სახლიც ისეთია საოცარი აურა აქვს , რეტრო სტილი ,თინათესებური და მინდა არ გადავდო ფოტოსესია. მისი რამდენიმე ნაქარგი შეგვიძლია დავიტანოთ კაბაზე ,შევკეროთ და გადავუღო ფოტოები. სუფრასთან, სამზარეულოში,აივანზე ... სახლში ,ბუნებრივად _ილდანს გინდა დაუტოვო სამუდამოდ მეხსიერებაში თინათე ? _უსმენდა და ბოლოს უთხრა ის რაც თავადაც არ ჰქონდა გააზრებული _დამეხმარები ? _მაჩვენე და გოგონებს წავუღებ. კაბის ესკიზს მარტივად შევქმნი . ვიცი როგორი სტილიც აქვს . ხვალისთვის შევაკერინებ და როგორ დაითანხმებ იცი? _ვახტანგს დაველაპარაკები _სალომეს ბაბუას? _ აუცილებლად დაითანხმებს _ ნეტავ ილდანმა იცოდეს როგორ საოცრებას უყვარს და როგორ მნიშვნელოვან დროს კარგავს. შენ ისეთი ბედნიერი უნდა იყო , შენი ეს ფერები არასდროს რომ არ ჩაქრნენ _ნუ ახსენებ ,ძალიან გთხოვ თორემ _თორემ იოანეს შიშველ ფიგურას მაჩვენებ კიდევ და ამირევ ქალურ წონასწორობას? _ეგ წონასწორობა აქამდე არ გქონდა არეული? _არც უარყოფ ხომ? _თუ ხედი არ მოგწონდა გაგეთიშა ... _მანქანა გიყიდა ? _არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ მითხრა რომ გადამეტანა ყურადღება ან ჩემი დაბადების დღის საჩუქარი კონტეინერშია და ზღვის ტალღებში მოცურავს ... რა გემრიელია .შენნაირი ლამაზი ქალი ასე ამზადებდეს _მარტას სკოლაა. სანამ აკაკის გაყვენოდა ყველაფერი მომამზადებინა ... ჩემი სიყვარული ქალია. ნახე როგორი ლამაზია _ ფოტო აჩვენა წამსვე _ მისთვის შევაკერინე და მივუტანე . _შენი ნიჭით აღფრთოვანების გამოხატვაც აღარ შემიძლია უკვე...ულამაზესია. იესე როდის ბრუნდება ? მალე იმშობიარებს სესილია,არა? _დაბრუნდება მშობიარობამდე ... სხვანაირია. არ ვიცი რა ხდება მის თავს,მაგრამ უფრო მსუბუქია . თავისუფლდება და მიბრუნდება ზუსტად ის ვინც წამართვა იმ გასროლით _ვაჩესთან რა ხდება ... იმ ღამეს _მხოლოდ მე და მან ვიცით რაც მოხდა ზუსტად ჩვენ შორის . ვერავინ გაიგებს რატომ ვარ დარწმუნებული,რომ ეს უბრალო განშორება კი არა საბოლოო დაშორებაა. ვერაფერი მოხდება იმაზე მეტი ვიდრე იყო და ისიც ზედმეტად ბევრი აღმოჩნდა რაც გვქონდა. _კარგი , აღარასდროს ვახსენებ მის სახელსაც კი . ერთად რომ უნდა ვიმუშაოთ უბრალოდ ხომ უნდა მქონდეს მეც ჩემი პოზიცია ,როგორც შენ მეგობარს _მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით დაგეკონტაქტება ,პოზიცია არ გჭირდება _ იქვე დადო ფურცლები ,ფანქარს ჯერ თითებსშორის ატრიალებდა . ფოტოებდ ათვალიერებდა და შემდეგ ესკიზზე მუშაობა დაიწყო _ სამი კაბა საკმარისი არ იქნება ? ეს მკლავზე იქნება ლამაზი ... ეს ყვავილი გულთან და ამას საყელოზე ამოვაქარგინებ _ რამდენიმე წუთში დაალაგა გონებაში სურათი _ ხვალამდე დაითანხმე და გადაღებაც დაგეგმე. _ზომები არ გჭირდება? _მოედგება ,არ იდარდო _ამათ მეც სიამოვნებით ჩავიცვამდი სხვა ფერებში თუ შემიკერავდი _სწორს გეუბნება იოანე ,შენში შუა საუკუნეების ქალიც ცხოვრობს _იოანეს თუ მოვუსმენ ბევრ სწორს ამბობს,უბრალოდ მოსმენა მეზარება_ გაიცინა და კიდევ ერთი ორცხობილა აიღო _ ესენი საიდან მოგაქვს ? _არ მიგიყვანე საკონდიტროში ნონასთან ? _შვილის ქორწილი ჰქონდა,ფოტო და ვიდეოგრაფი შევთავაზე ... აღარ გამივლია რა ხანია _შენი საყვარელი მთვრალი ალუბლები არ გიყიდია? _ილდანსაც ჰყვარებია _ ჩუმად თქვა და ინას რომ გაეცინა უფრო მოიღუშა_ ნეტავ შენსავით შემეძლოს კომუნიკაცია კაცებთან და პატარა ბავშვივით არ ვფორიაქობდე _შენც შეგიძლია მათთან ვინც სულერთია... ვინც მნიშვნელოვანია მასთან ყველა'ფერი სხვაგვარია _ ფურცელს დაჰყურებსა ისევ და შტრიხებს ამატებდა _იოანემ რა გთხრა იმ ღამეს? _რომ სკოლის დროს სამართლიანი იყავი _ მეე? თურმე არ ვახსოვარ საერთოდ... არადა ამტკიცებდა მომწონდაო _ თავს ისევ არ სწევდა მაღლა,უმალავდა მატილდას თვალებში არეკლილ სევდას _ ბავშვობაში დასაწყებ ამბავს ჯერ კიდევ ვერ ავითარებთ და მერე ბედისწერას მიაბრალებთ ყველაფერს. ამდენი დამთხვევა გააჩინა,ისევ გადაიკვეთა თქვენი გზები და მაინც ვერაფერი გიშველათ. ვამბობ ერთმანეთზე უარესები ხართ_თქო . ნაბიჯს არცერთი გადადგამთ და სულ აურევთ ყველაფერს _შენ პოზიციას ვერ ვხვდები ნამდვილად . შენ არ ამბობდი ერთმანეთთან საერთო არაფერი გაქვთო? გულს გაგიტეხს იოანეო? _სხვა ვითარება აღმოჩნდა და მე სხვა მეგონა ... მე მჯერა ბედისწერის ძაფების და იმისაც რომ შეიძლება შენი ადამიანი ახლოს გყავდეს და ვერ მიხვდე ,რომ ისაა. ყველა ჩემნაირი გონიერი და დაკვირვებული ვერ იქნება ,ყველა ჩემსავით კარგად არ იცნობთ საკუთარ თავს . დაველოდები რომელი გადადგამთ პირველ ნაბიჯს _პირველი ნაბიჯი მე გადავდგი კახეთშიც და ახლაც _ჰმ, ახლა რაში გამოიხატებოდა ეგ ნაბიჯი არ მეტყვი? მითხარი ... _ბიჭების დებთან არ ვჭორაობ _მე და იოანე განსხვავებული შემთხვევა ვართ. მე შენ მხარეს ვარ _ვაკოცე ... მთვრალი ვიყავი და ისე ლაპარაკობდა ,იმდენად ცუდი სიტუაცია იყო ტირილი მინდება რომ მახსენდება როგორ გავაფუჭე ყველაფერი _აკოცე და არ გაკოცა? კი ,მთვრალ ქალებზე არ გიჟდება ,მაგრამ _ვაჩე მელოდებოდა ეზოში . არ უთქვამს? _არაფერი უთქვამს ,უბრალოდ ვიცოდი რომ შენ გამო იყო არეული და ... სულ გამოშტერებულა არეულობა კი არა ტვინი დაუკარგავს თუ ეგონა ვაჩესთან იყავი და ამ დროს კოცნიდი. რომ ვამბობ დეგენერატია_თქო დედაჩემი გიჟდება ჩემ განიოს შვილზე როგორ საუბრობო. ეგ თუ ადამიანში ერკვეოდეს _ ყველა ისე იფიქრებდა როგორც იოანემ იფიქრა . როგორღაც ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ არაუშავს უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება ცხოვრებაში არა? გავა დრო და მიხვდება ან იფიქრებს ისე როგორც ჰგონია . ყველა არასწორ ნაბიჯს მოჰყვება შედეგები _თვითონ რომ გაკოცებს შედეგებზე შემდეგ მომიყევი ანდაც ნუ მომიყვები იყოს _ ხედავდა ინას ღიმილის მიღმა დამალულ ტკივილს_ მიდი მოემზადე და გავიდეთ. დაგტოვებ ატელიეში და მე სამსახურში წავალ სანამ დავაგვიანებ. _იმ ბარბარეს ხვდება ? _ საძინებელში იყო უკვე რომ ჰკითხა და მატილდას სიცილზე გაეცინა _ ჩემკენ ხარ ,არ დაგავიწყდეს _გაიაზრე რომ მექალთანე მოგწონს... აფრენს ქალებზე . ბაღიდან ჰყავდა შაყვარებული _მატილდა , შეყვარებულია ის გოგო თუ უბრალოდ თავს იჯერებს ,რომ ჩემზე უკეთესს იპოვნის _აიი ეს უკვე მომწონს... მგონი ვიცი თქვენს შორის ვინ აჯობებს. რა იღბალი აქვს ასეთი _იღბალი აქვს თუ სასჯელი მოევლინა მის ცხოვრებას ეგ ცალკე ამბავია _ ჩუმად თქვა ,მატილდამ მშვენივრად გაიგო,მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია _ წაშალე პროფილიდან ის თქვენი ფოტო და რამე უსექსუალურესს გადაგიღებ. ეჭვიანობისგან შეიშლაბა და უღალატებს მოთმინების უნარი _არ მინდა ეჭვიანობა,ბრაზი და დაძაბულობა ... დავიღალე _ნეტავ ილდანი იეჭვიანებდეს _ნეტავ არ ნიშნავს რომ ხელოვნურად გამოიწვევ და ექსპერიმენტს ჩაატარებ. ზედმეტად დიდი ვარ და ბევრი გამოვიარე ხელოვნურად შექმნილი გართულებებიც არ მჭირდება,ცხოვრება არ მაკლებს _პირველად მომწონს დაქალთან ჩემ ძმაზე ჭორაობა...უნდა ჩავიფიქრო _ილდანი დაბრუნდა? სალომეს ამბის გამო არ ჩამოვიდოდა? _რა სჭირს სტაფილოს? _ინფორმაციულ ვაკუუმში როგორ ხარ მუდამ _შენ მყავხარ სამაგიეროდ ინფორმაციის წყარო... მომიყევი ინამ ყველაფერი არ იცოდა,მაგრამ გავრცელებული ამბები მოუთხრო და მთავარი დასკვნა ერთად გააკეთეს. _ახალ წყვილზე ისაუბრებს მალე თბილისი ............ სალომე ესაუბრა,მაგრამ თინა უარზე იყო . ვახტანგიც კი ჩარია,მაგრამ კაცმა თქვა თუ თვითონ არ უნდა ვერ დავაძალებთო . კაბების მიღებაზეც კი უარზე იყო მატილდა კი უკან არასდროს იხევდა განსაკუთრებით მაშინ ,როცა საქმე უკვე წარმოდგენილ ფოტოსესიას ეხებოდა. მთელი ცხოვრება შეაწუხებდა ფიქრები , კადრებს ვერ ამოშლიდა გონებიდან და სულაფორიაქებული დარჩებოდა უკმაყოფილების გრძნობით " შენი დახმარება მჭირდება. დამიკავშირდი როგორც კი შეძლებ. გთხოვ " გაგზავნა შეტყობინება და დაელოდა პასუხს. არც უფიქრია მაშინვე მომწერსო ისე დადო მობილური და პროექტზე მუშაობა განაგრძო. ილდანმა ჯერ მისწერა მერე კი პასუხი რომ ვერ მიიღო დაურეკა. მატილდას ყურსასმენები ეკეთა და ვერაფერი გაიგო იქამდე სანამ ილდანი არ დაინახა საძინებელში წაშლილი სახით . სამუშაო მაგიდასთან ატლასის პიჟამოებით იჯდა,ხვეული თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, სათვალე ეკეთა და ყურში ესმოდა ნიაზის ხმა "თუ დაიჯერებ მოვა " _შენ ... _შენ გოგო ნორმალური ხარ ? _მისკენ დაიძრა,ერთი ხელი სკამს მოუჭირა მეორეთი მაგიდას დაეყრდნო და გაავებული დაჰყურებდა თვალებგაფართოებულს _ მომწერე მჭირდებიო ,გთხოვო ... შეტყობინებას,ზარებს არაფერს უპასუხე. კარზე კაკუნსაც არ მიაქციე ყურადღება მაშინ ,როცა სახლში სულ მარტო ხარ _მე ხო ,მაგრამ ნორმალური შენც არ ხარ ხომ ? გამიტაცებდნენ თუ რა საშიშროება მექნებოდა _მე ვინ მწერს შენი დახმარება მჭირდებაო თუ რამე უბედურება არ სჭირს _მართლა მჭირდები ... ხომ არ მოგწერდი _ ძლივს უთხრა და სიახლოვით გამოწვეული ტემპერატურის მატება ძლივს აიტანა _ როგორ შემოხვედი,საკეტი გატეხე? _კოდი გამოვიცანი _როგორ _ოჯახის საყვარელი წევრის დაბადების დღის თარიღი აქვს 100 დან 98 % _ს და ისე _ჩემი დაბადების თარიღი საიდან იცოდი _რა გჭირდება ჩემგან მეტყვი თუ გადაიფიქრე _ გასწორდა,მაგიდას მიეყრდნო და ზემოდან დახედა _თინათესთან უნდა დამეხმარო ... შენ გარდა ვერავინ დაარწმუნებს,რომ გადაღებაზე დამთანხმდეს _შენ ახლა მეუბნები,რომ თინათესთან გინდა ფოტოსესია და მე დავიყოლიო? ჯერ საერთოდ თინათეს რატომ ეძახი,ჩემი თინათეა და არა შენი . გაგიჟდი ასე ადრეულ ასაკში და ფსიქიატრი ვერ გიპოვნეს? ეს ფოტოაოარატი მაინც გამოგართვან თუ კივილს იწყებ _ მაუსს შემთხვევით შეეხო და განათებულ ეკრანზე საკუთარი ფოტოებით გადავსებულ ფაილს რომ შეხედა სულ აერია გონება. ამდენს არ ელოდა და იმ დროს არც ჰქონდა გეგმაში მატილდას ამ საიდუმლოს სააშკარაოზე გამოტანა. გოგომ ხმაურით დახურა ლეპტოპი და ფეხზე წამოდგა _მე გონებაში მაქვს და თუ არ განვახორციელებ ავად გავხდები,მართლა _და ჩემთან რა გინდა განახორციელო _ იმდენად ახლოს იყო გოგოს სახესთან ცოტაც და აკოცებსო იფიქრებდით _მე მინდა თხოვო... არ გამოვაქვეყნებ. ოჯახურ ალბომს გავაკეთებ მხოლოდ თქვენთვის _ჩუმად და ჩქარა ამბობდა სიტყვებს. პირი გაუშრა,ქვედა ტუჩი ენისწვერით დაისველა და ილდანის თითები ლოყაზე რომ შეეხო საერთოდ აერია ტვინი _ მე მართლა ცუდად გავხდები თუ არ დამთანხმდება... კაბებიც მზად არის. სულ ნახევარი საათი დამჭირდება ,მეტი არ . გპირდები _კიდევ რა გხდის ავად . რომელი შეუსრულებელი გაფიქრება _ სამაგრი მოაშორა და თმები მხრებზე ჩამოეშალა _ კიდევ არ გაქვს თავში რამე მსგავსი , რომ მოგაშორო და შემსუბუქდე? _ ლოყიდან თმაზე გადავიდა, თითები ახლართა ხვეულებს შორის _ ფოტოების სურვილებში გაცვლაც არ დაგავიწყდეს _გთხოვ ... _ქვემოდან უყურებდა და თავადაც ვერ გაიაზრა როგორ წამოუვიდა ცრემლები ზღვარგადასული ემოციებისგან . ილდანს რომ შეეცვალა გამომეტყველება და თითების ზურგი შეახო კანზე შემდეგ გაიაზრა რა უსუსურადაც გამოიყურებოდა _ხვალ დილიდან დაგელოდება თინათე _თორნიკე _ მეტად აღარ მომწერო თუ სიკვდილ_სიცოცხლის საქმე არ იქნება სიზმარს ჰგავდა მისი მისვლაც ,განცდილი ემოციებიც და გაქრობაც. ამჯერად ყველაფერი ჩემი ხელით დავასრულეო ფიქრობდა . თინათესთან მისული ყოველ წამს ელოდა მის გამოჩენას,თუ მოვა მცირედი შანსი მაინც გვექნებაო ,მაგრამ რა თქმა უნდა ილდანთან მისი გზები არსად გადაიკვეთა. ფოტოები ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორსაც ელოდა და თინაც კმაყოფილი დარჩა _ამათ კიდევ დავამუშავებ და საბოლოო ვერსიას მოგაწოდებთ. გამოფენას თუ ოდესმე მოვაწყობ შემდეგ ერთ რომელიმე მათგანს გამოვიყენებ ისიც თქვენი ნება თუ იქნება _უარს როგორ გეტყვი ჩემნაირ მოხუცს თუ შენ გამოფენაზე გამოფენ...ასეთი სევდიანი რატომ ხარ . თორნიკემ წუხელ რომ მომაკითხა ისე მთხოვა ვიფიქრე დღეს ბედნიერი მოხვიდოდი _ზოგჯერ სიტყვებიც არ გყოფნის ემოციების გამოხატვისთვის და ვერც მოქმედებას ახერხებ იმდენად ბევრია ყველა გრძნობა ერთად ... დროებით . თორნიკეს როცა ნახავთ მადლობა გადაეცით ჩემგან . ანდაც იყოს ,არაფერი უთხრათ _თორნიკე ბავშვობიდან ზედმეტად ემოციურად აღიქვამდა ყველაფერს. დიდი გული აქვს და ბევრი ფიქრი. ყველას სხვანაირად ჰგონია,მაგრამ მე ვიცი . საკუთარი თავი თუ დაიდანაშაულა , საკუთარი თავისგანაც დაგიცავს _დამნაშავე საერთოდ თუ არ არის ? _მიახვედრე როგორმე ,რომ ასე ფიქრობ _ასეთი რთული რატომაა,როცა კითხვებიც კი არ მაქვს _მარტივს მისგან ნუ მოელი. ის საკუთარ თავს ენდობა მხოლოდ და როცა საქმე მნიშვნელოვან ადამიანებს ეხებათ საკუთარ თავსაც კი არიდებს . მის მარტოობასთან ბრძოლა დაგჭირდება ,სხვა დანარჩენს თორნიკე გაუმკლავდება _თქვენ იცით ? _მანაც იცის _რა ... არა ,ვერ ეცოდინება და თუ იცის ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფა. იქნებ ვეცოდები კიდეც ,პატარა სულელი ,შეყვარებული გოგო _როგორი კარგია ახალგაზრდობა... წინ გაქვს ცხოვრების მთელი მშვენიერება _ ხელზე მოეფერა , ჩაიხუტა და მერე დაემშვიდობა . თავდახრილი მიაბიჯებდა ეზოში. მანქანა მოშორებით ჰყავდა გაჩერებული . საჭესთან დაჯდა და თვალები დახუჭა. ფიქრობდა მიეწერა თუ არ . ბოლოს ერთ_ერთი ფოტო აარჩია,გაუგზავნა და თან დაურთო "მადლობა დახმარებისთვის და ვწუხვარ გუშინდელი გაუგებრობისთვის " ................ _პოლიტიკაში მიდის _ გოგამ უთხრა და ხმამაღლა გაიცინა _ აზრზე ხარ? მინისტრის ყოფილ ცოლად იჩითები _შეიშალა? _ვინ იცის იქნებ პირველი ლედი ხდებოდი ... რა დროს დაშორდი _რაღაც უბედურებაში გაეხვა ალბათ... ნამდვილად ვალი აქვს და ვიღაც პაიკად იყენებს. არ იცის ვის შეუძვრეს და ვის არა _ზოგჯერ მგონია რომ გიყვარს _მეცოდება ,მართლა მთელი გულით მებრალება ისეთი ბნელი სულის კაცია,იმდენად იხრწნება და ვერ ხვდება. არ მინდა მის გამო ჩემი შვილები იყვნენ საფრთხეში _აქამდეც გჭირდებოდა დაცვა და მძღოლი ახლა მითუმეტეს. პოპულარული გახდები,ეგ ისე გამოიწკიპება ყველა გკითხავს ასეთი კაცი როგორ დაკარგეო _ამ ქვეყნიდან გაქცევა მინდება უკვე... იქ რომ ამაზე უარესები არიან _ხალვაში დაიჭირეს ... რუსეთის მოქალაქე იყო მისი ცოლი ხომ იცი , ისე ცემა საავადმყოფოშია ახლაც. რიჟა დააკოჭლა მგონი _დაემოკლებინა ენა და იცხოვრებდა მშვიდად რქები სანამ არ ატკენდა თავს _როგორი გულქვა ხარ ზოგჯერ,მაშინებ _ნაბ.ჭვრებს ვერ შევიცოდებ და ვერც მოღალატე,ბ.ზ ქალს ვიდარდებ. აერჩია სწორი კაცი ან თუ გაჰყვა დაოკებულიყო . რა ეგონა ,სულ მოატყუებდა? მე თუ არა სხვა წამოაძახებდა ან თავზე დაადგებოდა ერთ დღეს _ სიგარეტის ღერს ატრიალებდა და ბოლოს კოლოფში დააბრუნა _გადავწყვიტე საერთოდ აღარ მოვწიო... _საერთოდ როგორ დაიწყე _ეკა რომ ვნახე მორგში და გამოვედი როგორ მოვუკიდე ახლაც მახსოვს. ასე მეგონა მამშვიდებდა _პასიური მწეველი ხარ,მაგრამ ნერვიულობის დროსაც სხვა რამე აკეთე ... _შენ რას აპირებ თინა თუ სამუდამოდ დაბრუნდება ... _არ დაბრუნდება ,ვიცნობ როგორც უყვარს ევროპაში მშვიდი ცხოვრება . არავინ რომ არ იცნობს და არავინ ეტყვის შენ გოგას შვილი ხომ არ ხარო. ჩემი კომპლექსი აქვს და ვერც მოვუშლი ვერასდროს. ჩემნაირი კაცისთვის ვისაც ამდენი მტერი ჰყავს ,ამდენი ცოდვა ადევს ამ ქვეყანაში ერთადერთ ქალიშვილს ვერ აცხოვრებს არადა აქაური ქვაც მიყვარს ,ეს ჰაერი მიყვარს, ხმები მიყვარს ქუჩაში რომ მესმის. _კიტა საქართველოში ჩამოვიდა ? ყური მოვკარი რაღაც ამბავს _ეგ და ილდანი ერთად იწყებენ აქ საქმეებს _ილდანის მეგობარია? _ძმადნაფიცი ვარო ასე მითხრა რომ ვკითხე რა კაცია_თქო ,მაშინ ჯერ კიდევ ციხეში იჯდა ილდანი. სულ ერთი სიტყვა მითხრა და დაასრულა. _შენ ისე გიყვარს ნავერიანი ,როგორ მიიღებ სხვა სიძეს არ ვიცი _იმედს არ დავკკარგავ , გული მიგრძნობს მხოლოდ შესაფერისი მომენტი სჭირდებათ _არ ხარ ნორმალური _თუ გამოვა იცოდე არ თქვა სიძედ უნდოდი გოგას და აუხდი ჩაფიქრებულ ოცნებადო _იქნებ კაცია კარგი,მაგრამ ქმარია ცუდი _ეგეთი არსებობს ? _როგორ არა, ქალების მოყვარულების მეტი რა არის _მაგათ ქალი არ ჰყავთ სწორად არჩეული და რომ ვერ პოულობენ სიმშვიდეს მერე დაძრწიან _მოღალატესაც როგორ უპოვნი გამოსავალს _ქალი რომ სულ დაგჩხავის თავზე,სულ გგრუზავს,სულ გაგიჟებს და არაფერი აკმაყოფილებს. ერთხელ არ გაგახარებს,არ გასიამოვნებს და გწურავს ,ბანკომატივით გიყენებს იმას უღალატებ აბა ხომ გაგიჟდები . ზოგი ისეთია ღალატი კი არა მოკვლაც ახია,მაგრამ რას იზამ . შენ არ იცი დიანა , შენი ქალობის საზომიდან უყურებ ყველას _არ ვუყურებ ასე მიკერძოებულად და იცი შენ ... კაცებიც არ არიან ანგელოზებად დედამიწაზე ,მაგრამ მოღალატე ცოლს არავინ იჩერებს და მოღალატე ქმრებთან გვიცხოვრია _შენ თუ ოდესმე ასეთ ცხოვრებას გამოივლიდი მე ვერ წარმოვიდგენდი _ვერც მე , ეგეც ჩემი ხასიათის გამო. სიყვარულს რომ არ დაველოდე და გონებას მივყევი ღმერთმა გამინათა მერე გონება ,მაგრამ არაფერს ვნანობ ახლა , შვილები რომ არ მყავდეს ალბათ ჭკუიდან ვიქნებოდი გადასული _ეგ იდიოტი ახლა უფრო გაბღენძილი ივლის... როგორ მინდა თავი გავუხვრიტო _გოგა _კარგი ხო , ხომ დაგპირდი არ ვაკარებ თითს _თინა სად არის ახლა ... რესტორანში ვივახშმოთ . დაველაპარაკები და თან გავალ სახლიდან . დაღლილი ვარ რაღაცნაირად ,მგონი ვბერდები. სულ მეძინება და საშინლად უენერგიოდ ვარ _დაჩისთან დაბადების დღეზე გაიცნო მატილდა შენგელია და ინა მინდელი , კიდევ სალომე ჭედია მოეწონა ძალიან სამივე . იშვიათად სწყალობს ვინმეს მაგათ თუ შეხვდება თორემ ისე არც ვუშვებ სადმე დიდად _კარგები არიან სამივე ნამდვილად... დაჩის სამეგობრო მგონი დალაგდა . ბოლო დროს სულ მათ გარემოცვაშია _ილდანსაც ხვდება ხოლმე ,თინა გიჟდება ხომ იცი მაგ ბიჭზე _უყვარს ? ილდანი უყვარს და ნავერიანს გინდა გააყოლო? _არ უყვარს როგორც კაცი ,ისე ჰყავს ამოჩემებული უფროსი ძმასავით , მეც ვენდობი და ეგ რომ ვუთხარი უფრო მიეჯაჭვა. თუმცა ხშირად ვერ კონტაქტობენ და არც მინდა, კი კარგი ბიჭია,მაგრამ ხიფათიანი. საფრთხეში ჩემ გამო რომ არის ისიც მკმარა _ოჰ კიტა ნავერიანი ხომ რას ამბობ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრიბს და სულ არ ჰყავს მტრები ... ილდანს არ ვიცნობ ნორმალურად ,უნდა გავიცნო _ გაგაცნობს თინა _შენ მიაჩვიე ადამიანების ამოჩემებას? _სანდო ხალხი უნდა გყავდეს გვერდით და არა საცოდავი ვირთხები ,მაგას ვასწავლი მთელი ცხოვრებაა _ჩაეცინა დინას მობილურზე იესეს ფოტო რომ გამოჩნდა და ქალის არეული მზერაც დაიჭირა ,პატარა გოგოს დაემსგავსა წამსვე _ ეს აჰყვა სამყაროს განვითარებას? აღარ აქვს ის ფანრიანი ნოკია? _ინფლუენსერი ქალიშვილის გავლენაა ... _ფოტოგენური ყოფილა , როგორ უნათებს თვალები ამ ფოტოში ... ნეტავ ვის უყურებდა ,ვინ გადაუღო _მე რა ვიცი _რატომ არ პასუხობ... იქნებ რა საქმე აქვს _ ფეხი ფეხზე შემოიდო , დივანზე მიწოლილი უყურებდა და გაღიმებული ეწეოდა _გამარჯობა იესე _მომენატრე ... _იყო პირველივე სიტყვა დაღლილი ხმით დღის დასასრულს და კარზე ზარის ხმაც გაისმა . გოგას ეგონა მოაკითხაო და უცნაურად სახეწაშლილი წამოიმართა . დიანამ დისტანცია გაზარდა და აღარ ესმოდა მინდელის ხმა _ ძველმოდური ვარ იქნებ , მაგრამ ვერაფერი მომაფიქრდა სხვა მოულოდნელი და არაგრანდიოზული _ ეკრანიდან ხედავდა დინას სახეს კურიერმა თაიგული რომ გაუწოდა და მთელი გულწრფელობით გაეღიმა _რთულია შენნაირი ქალისთვის საჩუქრის ჩუქება _იესე ... _სახეგაბრწყინებული უყურებდა,ყურებამდე გაღიმებულმა მიიხუტა გულზე ყვავილები და კარი რომ მიხურა მერე გაახსენდა ნათლიას იქ ყოფნა. მკვლელი მზერით რომ უყურებდა და ხმას არ იღებდა _ ლამაზია , მადლობა _შენ არ იცი შენ როგორი ლამაზი ხარ და მანდ გამოჩნდება ,ყუთშიც დევს რაღაც რაც მხოლოდ ჩვენია _ გაღიმებული უყურებდა , იქამდე სანამ გოგას კომენტარი არ გაიგო _საჩუქრად მორთმეულ ბრილიანტის კოლიეს არ უღიმოდი ასე და ყვავილებმა როგორ გაგანათა ,დიანა ჩადუნელო ... შელოცვა მოაყოლა მინდელმა ? _როგორც ხედავ ისე _ მშვიდად მიუგო და მერე ისევ ეკრანს დახედა_მოგვიანებით დაგირეკავ,გკოცნი _დროებით. მიყვარხარ _ გაჟღერდა თუ არა მინდელის ხმა მაშინვე შებრუნდა მთელი ტანით გოგა ,მაგრამ ვიდეოქოლი უკვე დასრულებული იყო _ორი საათია მეჭორავები და მინდელს როდის შეუყვარდი რით ვერ ამოთქვი ქალო? _უკაცრავად ? როდის მერე ვსაუბრობთ ერთმანეთის სასიყვარულო ამბებზე? _სასიყვარულო ამბებზე არ გელაპარაკები ლილის რომ ვახსენებ? სხვა ვინ მყავს 25 წელია და შენ? იესე მინდელი შეგიყვარდა გოგო? _რატომ იცხადებ ბოროტი სასიდედროსავით? _სულ გადახვედი ჭკუიდან?ერთი დალაგებული კაცი რა გაგიხდა ამ უნაკლო ქალს? _პირველად გონებით ავირჩიე და ახლა გულით და მიზიდულობით ვირჩევ _ჩვენ ბოდიში , სიმპათიურობას და შარმს ვერ დავუწუნებთ ნასროკალ მინდელს ,რომელსაც ლამის შენი ასაკის შვილები ჰყავს _ჩემი ასაკის არ ჰყავს ,დაჩიზე პატარა ჰყავს _ცოლი მოკლა დიანა ჩადუნელო , თითი არ აკანკალებია ისე და ციხეში მოუნანიებლად იჯდა ამდენი წელი _ვიცი , ფაქტებიც და ჩემგან დანახული მისი ჭრილობებიც. საკუთარი თავის წინააღმდეგ რომ მივდივარ ცოლის მკვლელი კაცის შეყვარებით ესეც ვიცი _შეყვარებას ნუ მიხსენებ,არ შემშალო! _ნუ შეიშლები ,გთხოვ ... ამ წყლიდან გამოცურვას არ ვაპირებ . ან დავიხრჩობი ან ვისიამოვნებ ცურვით _დადე ეგ ვარდები ნუ დადიხარ ჩერჩეტი 15 წლის გოგოსავით ! _ ნუ იღრინები გოგა , შეეგუე ფაქტს . იესე მინდელი მინდა ! _გიჟი ხარ ! _ახალი ამბავია ეგ შენთვის? _ რა უნდა გიყო არ ვიცი ... მოვკლა? _არც გაბედო არც დაელაპარაკო ,თორემ დამკარგავ სამუდამოდ! _იქამდე თუ განაბული იჯდა ვარდებჩახუტებული და ყვავილებს თითებით ეთამაშებოდა და მხოლოდ ყუთში დამალული საჩუქარი ადარდებდა ახლა ცეცხლანთებული უყურებდა_გეფიცები გოგა ,ჩაერევი და დამკარგავ ! _რა ეტაპზე ხართ... _მენატრება და მინდა სულ ახლოს იყოს _დაჩიმ იცის? _არა . ჯერ უნდა დავლაგდეთ , ბოლომდე გავერკვეთ და მერე ვეტყვი _არ გაპატიებს ... არჩევანის გაკეთება მოგიწევს ,მზად იყავი _დაჩი პატივს სცემს ჩემ ცხოვრებას და გადაწყვეტილებებს. იცნობს იესეს და _იცნობს როგორც კაცს, მაგრამ შენ კაცად არ მიიღებს ! პატივს სცემს გადაწყვეტილებას და წავა კიდეც შენგან _ნუ მიფუჭებ განწყობას _დაუბრუნდი დედამიწას _არ მინდა ! უფლება არ მაქვს ოდესმე მეც ვიყო შეყვარებული, პეპელასავით მოფარფატე ქალი? მთელი ცხოვრებაა რაღაც მისიას ვასრულებ,ვიღაცისთვის ვცხოვრობ სულ და ცოტა ხნით არ შეიძლება მეც ვიყო სულელი შეყვარებული ქალი ? _ვერ გაუძლებ დიანა... ვერც ხალხს და ვერც დაჩის რეაქციას გაუძლებს თქვენი ეს ლტოლვა . არ გაასერიოზულო, საყვარლებს ნაკლებად დაგითვლიან განქორწინებულ ქალს. სიყვარულს არ გაპატიებენ ! მარტო დატოვა და წავიდა. დედამიწაზე დაანარცხა და დატოვა. ყვავილები ლარნაკში ჩაალაგა. მძინარე ტყუპებს კიდევ ერთხელ დახედა ,მოეფერა და საძინებელში გავიდა. იესეს შეტყობინებები დაუხვდა ,მიწერა არ უცდია. გული შეეკუმშა ბოლო მონაწერს რომ მოჰკრა თვალი _გამოგაფხიზლა ნათლიამ ჩემი სიყვარულის აგონიიდან? _ მაშინვე დაურეკა. კადრში ლარნაკში ჩალაგებული ვარდები გამოაჩინა და მერე დაენახა _ძალიან მოუხდა ჩემ საძინებელს _ჩემი სულიც გამოვაყოლე მეორე საჩუქარს განსაკუთრებით... მალე დავბრუნდები ,ხო? _ისე ნუ იზამ საწოლის ცარიელ მხარეს დავალაგო ეგ ვარდები _რაო გოგამ _გაუკვირდა _ეგ ვიცი დინა _გაეღიმა,ისეთი სევდისფერი ჰქონდა მზერა _შენ მე გინდა რომ მიყვარდე თუ მთელ ჩემ სანაცნობო ,სამეგობრო,საახლობლოს _შენ მინდა რომ გიყვარდე ,მაგრამ ისე არ მხოლოდ მე რომ დაგრჩე ცხოვრებაში და სხვა ყველა მნიშვნელოვანი დაკარგო _გოგას არასდროს დავკარგავ, დიდი დიდი შენ შეიძლება დაკარგო თავი ისე რომ ჩაფლულსაც ვერ იპოვნიან _ეგაა მაგის საყვარელი სტილი ? _იმ დანაშაულებზე ნუ ვისაუბრებთ რაც არ დაუმტკიცდდა _მე ზუსტად ვიცი შენთან ისე არასდროს მოვიქცევი თავი რომ მოვიჭრა და თუ მსგავსი მოხდება რამე გოგას მოსვლამდე ვიზრუნებ, ჩადენილ ცოდვად არ დავემატები _გთხოვ ახლა ნუ მომანდომებ ასობით კილომეტრის გამოვლას და შენთან ჩამოსვლას . უამრავი საქმე მაქვს _დაიწყე რემონტი ? _ჯერ ვარჩევ მასალებს ... ისეთი გეგმები მაქვს გამაკოტრებს ბოლოს. _გამოგივა აუცილებლად ... ისე მათემ რომ გაიგოს ჩვენ შორის რაც ხდება ეჭვი მაქვს მინიმუმ გაანახევრებს ფასს და მაქსიმუმ ლარად მოგყიდის _ხოო? დავფიქრდები რომ შევაჯამებ ყველა ხარჯს ... ხომ გადავირიე რომ მეცოდინება ნაჩუქარ შენობას ვუწოდებ ჩემ მთავარ ბიზნეს მიღწევას _იდეა გაამართლებს და შენობის წარმომავლობას რა მნიშვნელობა აქვს. არავინ შეგახსენებს მაგ ფაქტს _ასე ადარდებს შენი პირადი ცხოვრება მათეს? ამ ორი წლის განმავლობაში ბევრს გაგაცნობდა და უფრო მეტს მოგიყვანდა შეფუთულს _გატყობ წარმოდგენის დროსაც როგორ ბრაზდები და მოდი შევიკავებ პასუხისგან თავს _იმედია რომელიმემ წარუშლელი შთაბეჭდილება არ დაგიტოვა და კიდევ ვენერიული დაავადება _ თვალები დააწვრილა და ისე დახედა ეკრანს _ რა გაცინებს _არ ვიცინი _შენი სიცილი ეგ არის ... თითქოს უფლება წაგართვა ღმერთმა და დაივიწყე საერთოდ _შთაბეჭდილება ვინაც მოახდინა ის თვითონ გავიცანი, მოვხიბლე და საწოლშიც შევიტყუე . მერე ქმრიანსაც ვხვდებოდი და იმდენად ვიყავი შთაბეჭდილების ქვეშ ეჭვი მაქვს განქორწინების გარეშეც არ გავწყვეტდდი ურთიერთობას _ეგ აქამდე გეთქვა , სტატუსს შევინარჩუნებდი და პრივილეგიებს დავიმატებდი. კაცი მინისტრი ხდება თურმე _მებონია მინისტრი ხდება? როგორი რეგრესი გაქვს . მე მალე უმუშევარი ვიქნები _საძაგელი კაცი , ახლა ბიუჯეტის გამოხრა მოუნდა და კიდევ ვინ იცის რა უბედურებებს დაატრიალებს. ის ინციდენტიც ისე ჩაფარცხა თითქოს არაფერი იყო. გვარი უნდა შევუცვალო ბავშვებს _დაგთანხმდება? _არ დამთანხმდება და ვისი გაბრაზება აჯობებს ვნახოთ _რამე რომ დაგიშაოს და გაგაჩუმოს არ გეშინია ? _არაფერს დამიშავებს _დარწმუნებული რატომ ხარ _ქალის რამდენად შეყვარება და ქალით რამდენად აღფრთოვანებაც შეუძლია მთლიანად მე ვსაზღვრავ. ვერ გამიმეტებს მოსაკლავად და თუ მთლად გადააბიჯა ყველაფერს ,იცის მტკიცებულების გარეშე არ ვიქნები _შენ სიტყვებს ვინ დაიჯერებს _კადრებს დაუჯერებენ ,მიმოწერებს და მის საყვარლებს... შენ მე ცუდად მიცნობ,მაგრამ ის მიცნობს შესანიშნავად _შენი მტრების სიაში მოხვედრა საშიშად ჩანს _ძალიან თუ არ მოინდომებ ვერ გაიცნობ შენკენ მომართულ ჩემ დემონს ... მე იმაზე საშიში ვარ ვიდრე შენ ხარ სამყაროსთვის,თუნდაც გაბრაზებული. მე სასხლეტს თითს არ გამოვკრავ თუ თავს არ ვიცავ და სხვა გზა არაა, მე სიკვდილს ვანდომებ _ისე ამბობ თითქოს იარაღო გჭერია და თავი შეგიკავებია... _როცა ბიჭი ჩადუნელის მსგავს კაცს არ ჰყავს ვაჟი მისი პირველი ქალიშვილი ხდება ქალიც და კაციც. მე უბრალოდ იერსახე შევინარჩუნე ლამაზი,ფარფატა ქალის თორემ ისეთები გადავიტანე და ისეთები მინახავს არც დაგესიზმრება, უბრალოდ მე მაქვს ძალა ყველაფერი წარსულში მოვიტოვო და ტვინის ერთ უბანში გამოვკეტო იმ მომენტამდე როცა საჭირო არ გახდება გახსენება. _როგორ ვერ იპოვნე ისეთი კაცი შენზე ძლიერი რომ იქნებოდა _ჭრილობის ქონა სისუსტეს არ ნიშნავს ... აი ისევ ისე მიყურებ მინდა ახლოს ვიყო და ბევრი გაკოცო. _რომ შევხვდებით გაგახსენებ მაგ ბევრ კოცნებს _არ დაგჭირდება შეხსენება ... მეორე საჩუქარი უნდა გავხსნა _უჩემოდ გახსენი ... მე ისედაც ბევრი ვარ მანდ _ ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა თვალებზე მინდელს_მიყვარხარ და მენატრები სულ _ზარის დასრულებამდე თქვა დინა კი ცეცხლმოკიდებული უყურებდა ფურცელზე გამოსახულ საკუთარ თავს. რამდენიმე პორტრეტი იყო ,სხვადასხვა გამომეტყველებითა და ემოციით ბოლოს კი შიშველ დინა ჩადუნელს ხედავდა ,მინდელისფერი გრძნობებით სავსეს . ვერაფერი უპასუხა, არ იცოდა რა ეთქვა საპასუხოდ იმაზე მეტი რასაც ხედავდა და ხვდებოდა ............... ატელიესთან ახლოს კაფეტერიაში იჯდა და საუზმესთან ერთად მუშაობას განაგრძობდა. დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა ხალხთან კომუნიკაციას, ინფლუენსერულ ცხოვრებას ახლა კი მოდელიც იყო, დიზაინერიც და ბიზნესლედიც. მარტაც ეხმარებოდა,სახლიდან აგვარებდა გარკვეულ საკითხებს და გაყიდვების ნაწილშიც ჩართული იყო,მაგრამ ძირითადი საქმე მაინც მასზე გადმოვიდა. მადა საერთოდ აღარ ჰქონდა, ჭამა რომ სჭირდებოდა უბრალოდ იცოდა და თავს აიძულებდა გრაფიკში ჰქონოდა კვების საათები. _გამარჯობაა ,ინა მინდელი ხომ? _დიახ. ვიცნობთ ?მაპატიეთ ვერ გიცანით _თქვენ არ მიცნობთ. მე გიცნობთ _უკაცრავად თუ მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ მარტო ყოფნა მირჩევნია. დასვენების დროს ვიყენებ _ მიმიკა არ შეუცვლია ისე უყურებდა ბიჭს _შემოთავაზება მაქვს თქვენთან ... საქმიანი _მაპატიეთ,მაგრამ არც რეკლამის გაკეთების არც გადაღების დრო არ მაქვს. დაკავებული ვარ და ვერ დაგეხმარებით _ასე კატეგორიულად? _ყველა წუთი გაწერილი მაქვს... უკაცრავად _იქნებ რამდენს გთავაზობ _მნიშვნელიბა არ აქვს . უკვე გითხარით ,დაკავებული ვარ._ ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებოდა. ნივთები აიღო და გასვლას აპირებდა კაცი მკლავში რომ წვდა _ყველას გაქვთ თქვენი ფასი ... _რა თქმა უნდა გვაქვს ... _ სკანდალის გამართვა არ უნდოდა. ხელზე დახედა და ნაბიჯის უკან გადადგმა სცადა _გწერ და არ მპასუხობ ... ნომერი გავიგე იქაც დამაიგნორე _ირგვლივ ყველგან კამერებია. ხელს თუ არ გამიშვებ ჩემი ფასი შენი ციხეში ჩაყუდების წლებით გამოითვლება _ თავი გაითავისუფკა და შენობა დატოვა,მაგრამ ბიჭი უკან მიჰყვა_ ნაბიჯს გადმოდგამ და პოლიციას გამოვიძახებ _ნუ მაცინებ ... _ღმერთო გთხოვ ჭკუიდან ნუ გადამიყვან _ შებრუნდა,მოძრაობა განაგრძო და ჩურჩულით თქვა ბოლო სიტყვები. ზღვარზე იყო . გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება სუნთქვის შეკვრამდე რომ მივიდა და მხედველობაც ებინდებოდა უკვე ,მიდიოდა ,მაგრამ დარწმუნებული არ იყო საით იმ დროს გამოჩნდა ვაჩე. მხოლოდ მზერა გაუსწორა და იცოდა მიხვდა რაც სჭირდებოდა. _პატარავ , დავაგვიანე ? _ გაღიმებული დაიძრა მისკენ,სულ რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გასავლელი და ინასთვის კილომეტრებივით ჩანდა _ უკაცრავად თქვენ არ მეცნობით , ვინ ბრძანდებით ? _ ახლოს იდგა უკვე , ხელზე ეხებოდა ინას და მის უკან მოშორებით მდგომ ბიჭს ელაპარაკებოდა. არ ესმოდა რა უპასუხა იმ უკანასკნელმა _ ჯობია ხუთამდე დავთვალო და შენ გაქრე , კარგი ? _ვაჩე ... ვაჩე _ სიტყვას ამბობდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა ჩუმად ლაპარაკობდა თუ ხმამაღლა. _აქ ვარ , მშვიდად იყავი ... შენთან ვარ. სიარული შეგიძლია ? დამელაპარაკე ინა _ თითების შეხებას გრძნობდა მხრებზე . იჭერდა და ჩუმად ელაპარაკებოდა . თვალები დახუჭა , სუნთქვას ცდილობდა და ამასაც ვერ ხვდებოდა გამოსდიოდა თუ არ _ ჩემო პატარა ,ინა ... გთხოვ . მაშინებ უკვე ,ახლა ხელში აგიყვან და მანქანამდე მივალთ _არა...ჩემით _ თქვა და ეცადა თავს მორეოდა . ყველაფერი ტკიოდა თითქოს და გადაადგილება აშკარად შეეძლო,მაგრამ გრძნობები სულ სხვას ეუბნებოდნენ. იოანე რომ დაინახა საერთოდ წაერთვა ძალა,ვაჩეს ხელები იჭერდნენ ისევ . წელზე ჰქონდა მოხვეული მკლავი და მეორე ხელით მის მტევანს ეხებოდა . მატილდას ძალისხმევით იქამდე მისული იოანე წარმოსახვის ნაყოფი ეგონა თავიდან, მაგრამ ზედმეტად ბრაზიანი გამომეტყველება ჰქონდა _ინა, ვერ მოძრაობ იაზრებ? უნდა _წამით წარმოიდგინა როგორი კადრი ექნებოდა თვალწინ იოანეს ,რას იფიქრებდა შორიდან და ტკივილი გაუორმაგდა. ტირილი როდის დაიწყო ვერ გაიაზრა,სახე მთლიანად სველი ჰქონდა ,წამწამები დამძიმებული და ტკივილი მაინც არ ქრებოდა. ორივე ხელი სახეზე აიფარა , უნდოდა ყველაფერი დასრულებულიყო ,მაგრამ არც გონებას კარგავდა და არც უკეთ ხდებოდა _ინა ... შემომხედე ! _ ისევ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა შენგელიას. უბრალოდ ძალიან ახლოს იყო , ვაჩეს ხელებიც აღარ ეხებოდა და არც იოანეს დაუფარავს ბოლომდე მანძილი _ მიყურებ , სუნთქავ, ავად არ ხარ ,არაფერი გტკივა და ყველაფერი დასრულდება რაც არ უნდა იყოს! უშნო ხარ ატირებული და თუ დროულად შეიმშრალებ ცრემლებს კარგი იქნება. ზუსტად იმ 15 წლის ბავშვს ჰგავხარ , ხელი რომ ჰკრეს კიბეზე და ისე დაეცა ხელის ტკივილზე მეტად ის გოგო ტკიოდა ხელი ვინც ჰკრა. მაშინაც საშინელი სანახავი იყავი ,არასწორი გარემოცვით _ დაიფიცებდა ,რომ ვაჩესკენ ერთხელაც არ გაუხედავს . მხოლოდ მას უყურებდა და თვალებიდან მზერა არსად გადაჰქონდა _შენ წამიყვანე ... შენი ქუდი მაქვს. ექიმის კაბინეტში დაგრჩა _ სიტყვებს ამბობდა და სახიდან ცრემლებს იშორებდა _არაფერი მავიწყდება, განზრახ თუ არ ვტოვებ არც არაფერს ვკარგავ და ვერც მართმევენ _რა მაგარი ვინმე ყოფილხარ,ტო ... ეს ახალი ფსიქოლოგი გყავს ,პატარავ ? _ ვაჩეს ხმის ტონითაც კი ხვდებოდა მის ჩანაფიქრს და ის მოსალოდნელი შეხებაც ივარაუდა, მაგრამ მის ხელს წინ შენგელიასი დაუხვდა _არ შეეხო ! _შენ მე არ ვიცი ვინ ხარ , მაგრამ თუ გგონია ჩემ გამოა ამ მდგომარეობაში . მინდა გითხრა რომ ცდები _ღმერთმა დაგიფაროს შენ გამო იყოს ოდესმე ცუდად _ ისე იცინოდა დემონის ღიმილს ხედავდა ინა ,ვაჩესკენ რომ მიმართა _ვინ ხარ , შემახსენე ? _შენ რომ არავინ ხარ ეგაა მთავარი და მე ვინ ვარ შენთვის მნიშვნელობა არ აქვს _ ნაბიჯი უკან გადადგა და ისევ მზერა გაუსწორა _ ინა,წამოხვალ თუ რჩები _სად უნდა წამოვიდეს . ვერ ხედავ ,რომ კარგად არ არის ? _საკუთარ თავზე იფიქრე შენ არ გახდე ცუდად... მშვენივრად არის! _შენ უკეთ იცი ,გგონია? ჩემზე კარგად იცნობ ? მისი ყველა ამოსუნთქვა ვიცი როდის ტკივა და როდის არ , რისთვის და რამდენხანს _ამიტომ უღალატე ყველა შესაძლო ღალატით ,ტკივილის ახალი ფერები რომ გამოეცადა ალბათ ხომ ? _ კბილებსშორის გამოსცრა სიტყვები და მიახლოებულ ვაჩეს ერთი ნაბიჯით გაშორდა _ არ გამომიწვიო მეტად თორემ შენ გამო შეკავებულ ყველა ამოსუნთქვას შენ გაგიჩერებ! _არადა ერთი შეხედვით არ ჰგავხარ ქუჩის ერთუჯრედიანს ... რამე ახალი მოდელი ხარ ? თეთრი პერანგით შავი ? _ ვაჩე ვაჩე არ იქნებოდა თამაშს ასე მარტივად თუ გაწყვეტდდა. ინას ყველაფრის დასრულების გარდა არაფერი უნდოდა და საკუთარ თავთან ომში ჩაბმული მათ შორის დგომას ვერ ახერხებდა. იოანეს არ იცნობდა,არ იცოდა შუა ქუჩაში თუ ჩხუბს არ დაიწყებდა _რა პატარა ყოფილხარ... შემებრალე ახლა _ვაჩე ... _ ძლივს უკეთ იგრძნო თავი ,ნაბიჯიც გადადგა და მანაც გამოხედა _გისმენ... უკეთ ხარ ? _გმადლობ დახმარებისთვის . ვალში ვარ შენთან _ ზუსტად იცოდა როგორ ვერ იტანდა მადლობებს და რასაც ნიშნავდა ინას ნათქვამი ვალში ვარ. იოანე რომ შებრუნდა და მანქანისკენ დაიძრა უკან გაჰყვა _დამელოდე, ჩქარა სიარული მიჭირს _გემოვნებაში გიჭირს და სიარულს ვინ დაეძებს _ ჩუმად უთხრა, კარი გაუღო და დაელოდა როდის დაჯდებოდა _ მატილდამ რაღაც გამომატანა ... სასწრაფოდ მიუტანე სჭირდებაო _ დალუქული საქაღალდე მიაწოდა და ინას რომ გაეღიმა მაშინ გაუნათდდა გონება _ მომატყუა ხომ ? მოვკლავ ! _ საჭესთან იჯდა უკვე თავი რომ მოახია და ფოტოები გადმოყარა _უბრალოდ ჩვენ მხარესაა და ცოტა უფრო მეტად ჩემკენ _ იქამდე თქვა სანამ ფოტოებს დაინახავდა . თავი ტკიოდა საშინლად,სისუსტეს გრძნობდა და სავარძელს იყო მიყრდნობილი იქამდე სანამ იოანემ ფოტოების დათვალიერება არ დაიწყო _როდის შემოვიდა ... საშიშია,ჩემზე მეტად _თქო ბავშვი რომ იყო მაშინ ვამბობდი _ ჩუმად თქვა და უკან მიწერილი წარწერა წაიკითხა " შენი ძილი არ ვიცი და ჩემ ძმას რომ არ სძინავს ქალებთან მითქვამს?" _ არანორმალური ! მოღალატე _ ჩუმად თქვა და სცადა უკან ჩაეყარა ყველა,მაგრამ ინამ სხვა აიღო მის უკანაც იყო წარწერა " ლამაზი ქალის ბავშვივით ჩახუტება ,რომ შეგიძლია მექალთანე კაცს გგონია სიყვარულის გარდა სხვა ძალა ამოძრავებს?" თითქმის ყველა ფოტოს ჰქონდა წარწერა და მატილდას კვალი ეტყობოდა მანქანაში მსხდომებსაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.