წარსული წარსულში II (თავი XIV)
_არ მკითხავ რა მოხდა? ან როგორ ვარ ? _ცხოვრებისგან დაღლილი როდის გავიჭედებით არავინ იცის ... შენ გადაიწვი და დასვენება დაგიგვიანდა _ძრავი აამუშავა და ტრასაზე გავიდა. საცობი ჰქონდათ გადასალახი , საუბრისთვის დრო იყო უხვად _რატომ მელაპარაკე ასე უხეშად ,როცა ხედავდი როგორც ვიყავი _მომფერებელი და შენთან ვარ ნუ გეშინიას მთქმელი გყავდა გვერდით,გაჭრა? საკმარისი იყო მისი ყოფნა ? _ვაჩე ბევრჯერ დამეხმარა _საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარება ... შეგეძლო ხომ ხედავ. თვითონ შეიმშრალე ცრემლებიც და ხელში აყვანაც არ გახდა საჭირო ისე დამედევნე მაგ კაკუნა ფეხსაცმლით. _იქნებ დაძინებაც შემეძლო ,რატომ არ მითხარი თვითონ სცადე რას ბავშვობო _მინდოდა ჩაგხუტებოდი და ისე დამეძინა . შენ რა შუაში ხარ საერთოდ _გამოდის შენ გამო იყო ის ღამეები და არა ჩემი უძილობის მოსაგვარებლად. რა ხდება თუ ლამაზი ქალი არ გყავს ახლოს ვერ იძინებ? _ლამაზი ქალი რომ მყავს ახლოს მაშინ ვერ ვიძინებ . შენ ლამაზი არ ხარ ,ალბათ _როგორი სასაცილოა _კი,ნამდვილად ... თან რომ გძულს უკვე ეგ სილამაზე და თან იცი შენია,ძვირფასია,ღვთის საჩუქარია _მე შენ არ იცი დღეს და საერთოდ რამდენჯერ შეუქმნია პრობლემა იმას რასაც ყველა ხედავს ჩემში . ამ სახეს და სხეულს მე _პრობლემებს ქმნიან პატარა კაცები. კომპლექსიანი ერთუჯრედიანი ,პატარა ქმნილებები ცდილობენ შექმნან პრობლემები რომ როგორმე შესამჩნევები გახდნენ გარემოცვისთვის. შენ რას ხედავ საკუთარ თავში ესაა მთავარი ,იმას დაინახავს სხვაც _მე თუ პატარა ,შეშინებულ გოგოს ვხედავ ? _ეგ გოგო გაიზარდა ... შენ გაიზარდე ინა და შიშებიც უნდა გაქრნენ . მამაშენი შენთვის საშიში ვერ იქნება. იესეს არ უყურებ ? მე ვხედავ სხვა კაცს და შენ სხვას ? _შენ გგონია მე მისი მეშინია ან მეშინოდა ოდესმე? ყველას ეგონა,რომ მეშინოდა ისეთი კაცის რომელიც მომკლავდა ...არა ,მე მეშინოდა რომ იესეს მსგავს კაცს ვერ ვიპოვნიდი ან ვიპოვნიდი და მე ვიქნებოდი დედაჩემის ასლი.მინდოდა მისი ტკივილი მეგრძნო,მის ტყავში შევსულიყავი,ის ცხოვრება მეცხოვრა მან რომ ვერ იცხოვრა ადრეული ქორწინების,არასწორი არჩევანის გამო თუ გააკეთა ის რაც გააკეთა. რაღაცებზე პასუხი ცოცხალ ადამიანებს არ გვაქვს,ვერ ვხვდებით რა გვინდა და რატომ ვდგამთ ნაბიჯს ის კი მკვდარია ... ვერასდროს გვიპასუხებს . მე კი მინდოდა პასუხი მქონოდა. რატომ დაინგრა ჩემი და ილოს ცხოვრება,რატომ დააწვა ობლების გაზრდის და მარტოობის ტვირთი სრულიად უდანაშაულო,სამყაროში ყველაზე სუფთა გულის მქონე მარიამ მინდელს _ ისე ლაპარაკობდა თითქოს საუკუნე აკავშირებდა მსმენელთან და მისი სიუხეშე ,გულგრილობას არ ჰგავდა ატირებული , დაუძლურებული ქალთან მყოფმა რომ გამოავლინა. _არ იცი ,რომ მას რამდენადაც არ უნდა ჰგავდე ის არ ხარ და მისი ცხოვრება არ გექნება? მის დაშვებულ შეცდომებს ვერც დაუშვებ და ვერც გამოასწორებ? გინდა ჩემგან მოისმინო ეს სიტყვები?გინდა ყველამ თქვას,რომ შენ მოღალატე დედას არ ჰგავხარ? _ვიცი ,მაგრამ მე მაინც ჭაობში ვარ და ამოსვლას ვერ ვახერხებ... ვერ ვივიწყებ იმ წლებს ,რომლებიც მარტას კალთაზე ჩამოკიდებულმა უამრავი შიშით გავატარე . დედა არ მენატრებოდა იცი? მამა მენატრებოდა...დედა უბრალოდ მინდოდა მყოლოდა და მერე მივხვდი მარტა იყო დედის სუნით და დედის მზრუნველობით . მამასთან მქონდა მე უამრავი მოგონება. ის სულ მეჩხუბებოდა, სულ უკმაყოფილო იყო და კიდევ რაღაცები მახსოვს რაც სიზმრებივითაა ილოსთვისაც არ მითქვამს არასდროს ,ხმამაღლა არც მინდა ვთქვა. არ ვიცი ახლა რა მინდა ,რა დამავიწყებს წარსულს და მაფიქრებს მხოლოდ აწმყოზე...ისეთი წარმატებული კარიერული ცხოვრება მაქვს პატარა ინა ვერც იოცნებებდა . იმდენად კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების ამ ნაწილით მინდა საკმარისი იყოს,მინდა უბრალოდ შევწყვიტო ქალი ინა და დავტოვო მხოლოდ ყოველდღიურ რუტინაზე მორგებული დიზაინერი ინა _რა ნახე ... რა ნახე რაც ვერ წაშალე გონებიდან _ბევრი თქვა,მაგრამ იოანემ მთავარი გაიგო _დედაჩემს ვგავარ გარეგნულად... ჩემზე ლამაზიც იყო _მომიყევი ის რისი თქმაც ვერავისთან მოახერხე და გათავისუფლდი სამუდამოდ _ მანქანას მოძრაობა დიდი ხნის შეწყვეტილი ჰქონდა. წვიმდა გზაში და ინას მოგონებებსაც ეს წვიმა წაშლიდა _სკვერში სათამაშოდ დაგვტოვა. ხშირად იქცეოდა ასე . სულ პატარას პატარა ილოსთან მიმაგდებდა და არ ვადარდებდით რა მოგვივიდოდა. ერთხელ თამაშით გართულ ილოს გავეპარე და იქეთ წავედი საითაც დედა ... კადრები მახსოვს როგორ ეფერება სადღაც ბაღის სიღრმეში მჯდომი ის კაცი დედაჩემს. ნახევრად შიშველს კოცნის მერე მე მხედავს ,მიყურებს ,მიცინის და აგრძელებს ... ამთავრებს . დედაჩემიც გამომხედავს ხელს მიქნევს და მეძახის მოდიო ჯერ კიდევ იმ კაცის მუხლებზე მჯდომი მეძახის მე გავრბივარ, ვეცემი , ფეხს ვიტკენ და ვტირი გაუჩერებლად . ის გვიან მოდის, სახლში მისულს მემუქრება დაგაჭრი მაგ თმებსო ... მე რომ რაპუნცელობა მინდოდა და მამა მივარცხნიდა გრძელ ქერა თმას იმ თმაზე მეუბნებოდა . არაფერი მითქვამს, არც ვიცოდი რა ხდებოდა მხოლოდ მთელი კვირა ვაღებინებდი. მამა მივლიდა,ექიმთანაც ვყავდი, მოწამლული ვეგონე და საჭმელებს მიკეთებდა . ისიც ახვედრებდა საჭმელს ,სულ ეწუწუნებოდა მთელი დღე ვამზადებო არადა ნახევარი დღე სახლში არ იყო . მამას ეჩხუბა არ ვიცი რაზე ,მამა მოეფერა ისე უბრალოდ ფეხზე დაისვა და ჩახუტებულს ლოყაზე კოცნიდა მე რომ ისევ ღებინება დამეწყო . საშინლად მცემა , სულ პატარა ვიყავი და მახსოვს ემოცია, ტკივილი კი არა ... რატომ მახსოვს არ ვიცი მაინცადამაინც ეს ყველაფერი როგორ გამახსენდა. თმა შევიჭერი ერთ დღეს,ჩემი ხელით მოვიშორე და მერე მთელი ხმით ვტიროდი. იესე მახსოვს ისევ, იმედგაცრუებული იყო ალბათ ,მაგრამ ჩხუბის ნაცვლად მამშვიდებდა გაგეზრდება მა შენ ისევ ასეც ლამაზი ხარო ... მამა მენატრებოდა მე , მამა მენატრებოდა სულ . ილია იყო საუკეთესო ძმა და მე ცხოვრებას ვუმწარებდი ,მარტას ვანერვიულებდი. მე საშინლად ვიქცეოდი და ყველაფერი ერთად მახრჩობს . დავიღალე ... უსაშველოდ დავიღალე და დასრულების უფლებაც არ მაქვს . ასეთიც ისე ვუყვარვარ ილიას,მარტას და მამას . იესე ვერ გადაიტანს _ წვიმის წვეთები ეცემოდა მინას . თვალებდახუჭული იჯდა მანქანის სავარძელს მიყრდნობილი და იოანეს შეჩერებულ სუნთქვას გრძნობდა . უცებ რომ ეტკინა მისი ტკივილი და სულ ბოლოს ნათქვამმა ჩამოშალა ყველა ბარიერი _საიდუმლოს ხომ შემინახავ იოანე . ისე ხომ დაივიწყებ ამ საუბარს ჩვენი შეხვედრისას სიბრალული, რომ არ დავინახო შენ თვალებში. მე სანანებელი ხომ არ გამიხდება შენთან გულწრფელობა _ჩემი კეპი ისევ გაქვს ? _მაქვს _იმ დღეს არ უნდა დამეტოვებინე...უბრალოდ ძალიან მაგვიანდებოდა თამაშის დღე იყო _ისე იჩხუბე თვითონ გქონდა ხელი მოტეხილი _ასე გამოვიდა ... როგორღაც ისე გამოვიდა , როცა შენი გაცნობა დავაპირე სულ რაღაც მაბრკოლებდა და მერე მატილდამ სახლში დამახვედრა გოგო,რომელიც პირველი დანახვისას ძლივს ვიცანი. გავბრაზდი როგორ დამავიწყდა_თქო, სხვა იყავი და ახლა კიდევ უფრო შეიცვალე. შენი ნაკვთები იგივე რჩება,მაგრამ გამომეტყველება გეცვლება,მზერა და ქცევაც, ყველა ჯერზე სხვადახხვა ხარ თითქოს. სახე სულ გიცინის,თვალები იშვიათად. გაბრიელი რომ გეჭირა ხელში მხოლოდ მაშინ ჰგავდი დიდს. შენზე პატარას დასაცავად ,მასზე ზრუნვისთვის უცებ გაზრდილი დაგინახე. იქ , მატილდას სანახავად ჩამოსულს ისეთი მხვდებოდი ფიქრებიდან ვერ მოგიშორე. არადა საერთოდ არ მიფიქრია დიდხანს ერთ ქალზე . შენ იქ ,აქაურობისგან შორს შენი ნიჭის გამჟღავნებით აღფრთოვანებული ნამდვილად ბედნიერი ჩანდი. სანახევროდ ,მაგრამ მაინც ის წილი რაც დამოუკიდებელ,წარმატებულ ინას სჭირდება სულ კმაყოფილია,სულ იბრძვის,ახალს ეძებს,არ ჩერდება. მეორე ნაწილი დიდხანს ვერ ამოვიცანი და მე ის მეორე ნაწილი მინდოდა მთლიანად. ცოტა რომ მდომოდა ისეთი იოლი იქნებოდა , მაგრამ ვიცოდი უფრო მეტად მოგეჯაჭვებოდი და ძალიან მეუცნაურებოდა იმის წარმოდგენა ,რომ ოდესმე მე ერთი ქალი მენდომებოდა მხოლოდ. საკუთარ თავისუფლებას ვიხანგრძლივებდი უფრო ვიდრე შენ და შენ წარსულ ურთიერთობებს გავურბოდი. ქვეცნობიერად სულ დარწმუნებული ვიყავი ახლოს თუ მოვიდოდი და შენთან თავს კომფორტულად ვიგრძნობდი ვეღარასდროს მოგშორდებოდი . ჩემთვის არ ხარ არავის მსგავსი და შენი წარსულიც წარსულშია . მხოლოდ ის მაინტერესებს ახლა ვინც ხარ და მომავალში როგორი იქნები ჩემთან ერთად _ისეთი მშვიდი იყო . ისე ესაუბრებოდა თითქოს მისი მონათხრობი ამბის სიმძიმე არ დააწვა გულზე ლოდად და მხოლოდ სააკუთარი ეგოისტური თავისუფლებისმოყვარულობა ჰქონდა განსახილველი _ შენ გგონია მომავალი გვაქვს ერთად მე და შენ ? იმ ყველაფრის შემდეგ რაც ნახე და რაც მოგიყევი ,გგონია გამიმკლვდები _ვერ გაგიმკლავდები , შეგიყვარებ იმაზე მეტად ვიდრე ახლა და გაგიცნობ იმაზე უკეთ ვიდრე ახლა. გამკლავება და გაძლება რას ნიშნავს საერთოდ,უნდა შეგცვალო,გებრძოლო და თავიდან შეგქმნა ? ამას თუ ელოდები ,რომ მე გასწავლი როგორ იცხოვრო მაშინ სხვაგან მოხვდი და ტყუილად გამომყევი _შენი არ მესმის _ მე მგონია ,რომ პირიქით მე მაქვს რთული ხასიათი და შენ გეშინია ტოქსიკური შეყვარებული არ აღმოვჩნდე _ ისე გაიცინა ინას მთელი ბავშვობის მოგონებებმა გაურბინა თვალწინ _სკოლის დროს უფრო სიმპათიური იყავი ან მე მეჩვენებოდა ასე ან მაშინ ბიჭი იყავი,ახლა კაცი ხარ და სხვანაირი გახდი ,მაგრამ ეს სიცილი არ იცვლება. ფანჯრიდან რომ გადმოვიხედავდი და ეზოში იდექი იქედან ანათებდი _გამოდის მითვალთვალებდი ... _ ისევ იღიმოდა და ისე სუფთა მზერით უყურებდა ინას სიმშვიდეს უბრუნებდა _ მაინც არ მიპასუხე კითხვაზე _რაზე უნდა ვიფიქრო იოანე _იქნებ გეშინია რომ გიღალატებ,მომბეზრდები. არასერიოზულად გიყურებ რადგან სიყვარულს არ გიხსნი ყოველ წუთს. რადგან უკვე გიღალატა იმან ვისაც ენდობოდი და ის გახდა ტოქსიკური ვინც ზოგადად არაა ასეთი . მე კი ნამდვილად მესაკუთრე ვარ ,ბრაზიანიც და რაც ჩემია ბოლომდე ჩემი უნდა იყოს. მეზიზღება ტყუილები,თამაში და ნიღბები _ურთიერთობის დაწყებას მთავაზობ ახლა და ჩემგან ელი თავშეკავებას? შენგან იმ დღეს იმიტომ არ წავსულვარ,რომ ისევ ღალატის მეშინოდა ან არ გენდობოდი. არ ვავლებ პარალელებს,არ გამსგავსებ არავის და არც მისგან დატოვებული კომპლექსები მაქვს. მე გითხარი ჩემი გონება რას ვერ ივიწყებს და რა ვერ გადახარშა _შენ მენდობი,მაგრამ სულ გექნება იმის განცდა ,რომ მე ეჭვი შემეპარება შენში მხოლოდ იმიტომ რომ დედაშენმა მამაშენს უღალატა? რა შუაში ხარ საერთოდ ინა ,როგორც ქალი ,როგორც ჩემი ქალი ... მონოგამია თუ არ მოგწონს პირადად შენ და ერთი კაცი ვერ გიკმაყოფილებს მოთხოვნილებებს ეგ უკვე სხვა საკითხია _ეს უკანასკნელი იხუმრე იმედია ან თვითონ არ შემომთავაზებ რამდენიმე თვის შემდეგ ჯგუფურს _ხომ გითხარი ეგოისტი ვარ_თქო... სამი რიცხვიც არ მიყვარს . ურთიერთობას ქმნის ორი ადამიანი და არავინ სხვა,საერთოდ არავინ . მე ზუსტად ვიცი ,რომ ჩემი ინტერესის არეალში ზედმეტად დიდი ხანია ხარ და თუ ნამდვილად დასრულებული გაქვს ყველა სხვა ურთიერთობა მე არაფერი დამაბრკოლებს _თუ ისევ მასთან გეგონე რატომ მოხვედი ამჯერად _ცუდად იყავი მის გვერდით ... ეყრდნობოდი,მაგრამ მისი სიახლოვე არ გინდოდა. შეყვარებული ქალები სხვანაირები არიან შორიდანაც _იქამდე შეყვარებული ვჩანდი? _არა ,უბრალოდ გადროვე დასრულება და ბოლოს უბრალოდ გონება დამებინდა ... იმდენად ცუდ დროს მაკოცე ის კოცნა მე რომ ამდენხანს ვითმენდი და ვუფრთხილდებოდი _ასე ითმენ ხოლმე სულ კოცნებს ? _საერთოდ არ ვითმენ ხოლმე , მაგრამ შენ სხვა ხარ . თვითონაც ვერ ვხსნი ზუსტად რას მმართებ ასეთს. იქნებ ჯადოქარი ხარ და ჩემ გონებაზეც გაჭრა შენმა შელოცვამ _ამდენ ხანს არ გავიყვანდი დროს . დიდი ხნის წინ მოგაჯადოებდი...სად მივდივართ _მგონია რომ მთელი თვეა მშიერი ხარ და მალე ავად გახდები. ჩემ საყვარელ რესტორანში წავიდეთ,დარწმუნებული ვარ მადას დაგიბრუნებ _როცა რაღაც მანერვიულებს ვერ ვჭამ _ახლა რა განერვიულებს _სესილია დღე_დღეზე ელოდება. თუ არ დაეწყება ხელოვნურად უნდა დააჩქარონ და მეშინია ,რომ რამე მოხდება. ილო თავს ისე აჩვენებს თითქოს მშვიდია,მაგრამ სამყაროში მასზე მშიშარა არავინაა როცა საქმე ჩვენ გვეხება. მარტას ავადმყოფობის შემდეგ მგონია ,რომ ყველა წამი უნდა გამოვიყენო მასთან კომუნიკაციისთვის და ახლა როცა ისიც ორსულადაა აკაკის ყველა შეტყობინება და ზარი გულს მიხეთქავს. ისეთი საოცარი კაცია,ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი. ხანდახან მგონია მარტაზე ჯვარი რომ დაოწერა იქ დაიფიცა შენ ბავშვებს ზუსტად ისე შევიყვარებ როგორც შენ გიყვარსო. იესე მადარდებს...იესე მთელი გააზრებული ცხოვრებაა მედარდება. ის პასუხისმგებლობა მანერვიულებს რომელიც ავიღე. მარტას ნულისან დაწყებული საქმე რომ ავურიო და გავაკიტრო მერე? შენც დამემატე... ცხოვრებაში არ მიფიქრია იმდენი ვინმეს მცდარ აზრზე რამდენიც შენზე და იმ კოცნაზე. პირველად ვაკოცე პირველმა და ისიც არასწორ დროს და არ გამოვიდა როგორც ფილმებშია ,მღელვარებას და ბრაზს კოცნა რომ შველის_ბოლოს ისეთი საყვარელი იყო იოანემ ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა _არ იდარდო მე გაკოცებ შესაფერის დროს და ბევრს ... რა რა და კოცნებზე არასდგოს გაგიჩენ დარდებს . რაც შეეხება დანარჩენს ეგ ბუნებრივი ღელვებია და ღმერთის ნებით ყველაფერი კარგად იქნება. მე ისეთ რაღაცებზე რაშიც უძლური ვარ და ჩემზე დამოკიდებული არ არის ღმერთს მივმართავ,ცოტას ვაწუხებ ხოლმე ჩემი თხოვნებით და ლოცვებით . ბევრჯერ რომ თხოვ შეგისმენს სესილიას მშობიარობაც კარგად ჩაივლის და მარტასაც ეყოლება თავისი პატარა ,რომელსაც თქვენსავით კარგ ადამიანებად აღზრდის _მე ნამდვილად ვერ ვარ მისი აღზრდის სანიმუშო მაგალითი _ჩვენ ვერ შევთანხმდებით შენ თუ არ შეწყვეტ თვითგვემას ... დავიჯერო მე გხედავ სხვანაირს,ილუზიებში ვარ და შენ არ იცი როგორი ხარ? ან რა გინდა ანგელოზი იყო? ვწუხვარ,მაგრამ ვერ გამოგივა ... ადამიანი ხარ ,ჩვეულებრივი ადამიანებს შორის და განსაკუთრებული ჩემთვის. სხვათაშორის სულ მიჭირს იმის გააზრება ,რომ შეყვარებული მყავს და ხშირად თუ არ მოგწერ ნუ იფიქრებ სულ ერთი ვარ ,გადავწონდიო _საქმე მაქვს უამრავი და სულ სასაუბროდ დროც არ მექნება. ისტერიკა მეწყება რომ ვწერ ,ვრეკავ და არ მპასუხობენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. არ იფიქრო რომ პათოლოგიურად ეჭვიანი ვარ,უბრალოდ მომწერე ხოლმე რომ კარგად ხარ და მერე რაც გინდა ის გააკეთე _ ისედაც ასე ვიქცევი ... იამ მიმაჩვია. მკვდარიც რომ იყო გამაგებინეო _სულ კარგად უნდა იყო ... ცუდად რომ არიან ცუდად ვხდები _ჩემი ცუდად ყოფნა ცუდად რომ გაგხდის მერე ასმაგად მოვუფრთხილდები თავს _მოუფრთხილდი უკვე _მისკენ იყურებოდა. სრულიად მასზე გადართული, მისი ხმა წამალივით მოქმედებდა . რესტორანში იყვნენ,მაგრამ პაემანზე არ . ისეთი თავისუფალი იყო,იმდენად ბუნებრივი და ჩვეულებრივი ინაც მის ნაბიჯებს მიჰყვა. თუ დააკვირდებოდი მიხვდებოდი რომ უსაზღვროდ მზრუნველი იყო და ეს მისი ხასიათის ნაწილს წარმოადგენდა. _გისმენ ილიკო _ უკვე დანაყრებული,იოანეს მონათხრობი ამბების შემდეგ სიცილისგან კუნთებატკიებული პასუხობდა ძმას და წამში ჰქონდა სახეზე შფოთვა _თბილისში მოვდივართ ... ექიმთან მიმყავს . მარტას ვერ ვეტყვი ,მოხვალ ხო? _მოვდივარ ... 20 წუთი დამაგვიანდება და მოვალ . ტკივა უკვე ძალიან? _ისე არ მანქანაში რომ გააჩინოს. თუ ცრუ განგაშია დავრჩებით ბარემ ბინაში _ყელაფერი კარგად იქნება ... ბავშვის სქესი რომ არ მითხარით გაბუტული ვარ მეორეს სახელს მე არ აგარჩევინებთ თვითონ მოიფიქრეთ _ ავტომატურად გადაერთო მხიარული ინას საუბარზე არადა თვალები ცრემლიანი ჰქონდა უკვე . ფეხზეც იდგა და მანქანისკენ მიდიოდა. მანქანაში ისხდნენ მობილურში იესეს ნომერი რომ იპოვნა და დაურეკა _ვიცი დღეს დაიბადება და წამოხვიდე სჯობს...ახლოს დასჭირდები ილიოს _ერთი საათის წინ ვესაუბრე ,არაფერი უთქვამს,მაგრამ სახეზე ეტყობოდა რომ ნერვიულობდა და წამოვედი...შენ როგორ ხარ _მე რა ვიცი ჯერ არ მტკივა და 4 თითზე რომ გავიხსნები ალბათ მერე მეტკინება ... მე როგორ უნდა ვიყო იესე? იკითხოს სესილიამ 3 კილოზე მეტს ვარაუდობს ეხოსკოპისტი და იმხელა ბავშვი რომ უნდა გააჩინოს _ყველაფერი კარგად იქნება ... გუშინ ტაძარში ვიყავი და მუხლმოდრეკილმა ვილოცე. მე არ ვიცი დიდ ილიას რა ამშვიდებს და შენ უნდა აიღო ისევ საკუთარ თავზე მის საყრდენად ყოფნა . ყველაზე ყოჩაღი გოგო ხარ , მა _ყველაზე ლამაზი არ? _ულამაზესი ,მამასი _ნელა იარე ... ასე უცენ ვერ გააჩენს . წინასწარ მოჰყავს შენს გულთმისან შვილს. ფრთხილად იყავი _შენ სად ხარ _იოანესთან ერთად ვარ _ხოო ? ასე გადაწყდა ? _რა გაცინებს იესე? წინ იყურე სჯობს თორემ სიმამრობას ვერ მოასწრებ ისე წაგიყვანს მიქელა სამოთხისკენ ჰერი ჰერით _სამოთხეში რა მინდა მა ... რა იყო არ მაქ უფლება მიხაროდეს ჩემი ფავორიტი რომ აირჩიე? _უცებ არ გადავიყვარო ახლა _იმედია ისევ არ თამაშობთ _არც მაშინ ვთამაშობდით თურმე და სწორედ მანდ მარხია ძაღლის თავი _ ჩუმად თქვა და იოანეს გახედა . მამა_შვილის საუბარში რომ არ ერეოდა და მხოლოდ აკვირდებოდა _კარგი მა . გკოცნი . მიყვარხარ _თ _სერიოზულად,ცოტა მკაცრი მამა იყავი რა არის ეს ბარემ პირდაპირ აჩუქე ჩემი თავი _დიდი გოგო ხარ უკვე მა , გემოვნებაც გამოგისწორდა . ვთიშავ. რომ მიხვალ მომწერე _ იოანეს ჯერ უბრალოდ ეღიმებოდა მერე ხმამაღლა გაიცინა _მიყვარს ,გეფიცები! _ჩემთვის არ უთქვამს მიყვარახო და მამაჩემს ეფიცება სიყვარულს. ღმერთო ჩემზე ტესტავ შენ იუმორის გრძნობას? _დღეს დაიბადება ................. _სესილიას მშობიარობა დაეწყო ,ველოდებით რიგით მეორე პატარა მინდელს _რამე ხომ არ გჭირდებათ _არაფერი... ყველაფერი კარგად მიდის . ბედნიერ დღეს გისურვებ _დილიდან ბედნიერი დღე მაქვს ... კურიერმა საიდუმლო ყუთი მომიტანა უიშვაითესი ფერწერული ტილოებით _რომელიმე ნახატი თუ მოგეწონა გპირდები არ მოგაკლებ _ ჩაიცინა და ორივემ იცოდა მხოლოდ პორტრეტებს რომ არ გულისხმობდა _ ასე შთამბეჭდავად შესრულებული პირველი რომ არ იქნება და აქამდეც გივარჯიშიათ ამ ამბავზე მინდა თვალი დავხუჭო _ორგზის ბაბუას ესაუბრები და ძალიან გთხოვთ ირონია აკონტროლეთ ... _იმედია იცი ვის მისწერო პირველს_უთხრა და სატელეფონო საუბარიც დაასრულა. "მთავარი მაინც ბოლოა და არა პირველი"_ იყო პასუხი მესენჯერში მოწერილი _პირველი და უკანასკნელი კომბინაცია სჯობს ყველას. დიდხანს არ გაგრძელებულა მიმოწერა. შემდეგი იყო ცნობა "დაიბადა . ოფიციალურად ორ გზის ბაბუა გწერთ " შუაღამეს მივიდა ჩადუნელების სახლთან და ბევრი ფიქრის გარეშე აკრიბა დინას ნომერი. წამის შემდეგ გაიგო მისი ხმა _მნახავ ? სუნთქვა მიჭირს_ ეზოში დაჯდა,თვალები დახუჭა და სიტყვებს ცრემლიც მოჰყვა_როგორ ვუღალატე ბავშვს რომელიც ასეთი კაცი გახდა ... იესე დაარქვა , იესე მინდელი დაიბადა დღეს . 54 სმ, 3200გ შავი თმით და ცისფერი თვალებით . როგორ მაპატია , როგორ არის ასეთი საოცარი კაცი ,როცა მე ვერ ვაჩვენე როგორი უნდა იყოს ნამდვილი კაცი _მუჭით შეიმშრალა ცრემლი. სისხლიანი ხელით წმინდა ცრემლი და თავი ქალის მხარს ჩამოსდო იმ წამს მდუმარედ რომ მოეხვია ნუგეშის ნიშნად _მარტას ნაფეხურებს უნდა ვუკოცნიდე ასეთი ბავშვები ...ასეთი ტკივილის მერე სულ მარტომ რომ გაზარდა ,აღზარდა და ასეთი კაცი დამხვდა ისე რომ მე სულ არაფერი გამიკეთებია. როგორ უნდა გამებედა რომელიმესთვის ოდესმე შენიშვნის მიცემა იქედან ... მე ისე მეშინოდა . შენ იცი ? 18 წლის ილოს ხელები რას უგავდა შრომისგან? იცი ... იცი მეც რომ მიმალავდა და თავიდან მეგონა თითი არ ქონდა ან მაჯაზე ქონდა ჭრილობა . გული მისკდებოდა იქ რომ დააგვიანებდა მოსვლას. იშვიათად მოდიოდა, თავს მანატრებდა მაინც მაგრამ რაღაც ახალი რომ მოხდებოდა სახეზე ეტყობოდა . სესილიას ლამის დაშორდა ჩემ გამო ,შიშის რომ მასაც შეეძლო ერთ დღეს ცოლი მოეკლა...მეგონა მოვკვდებოდი,მინდოდა ...რომ დავიწყებდი ფიქრს თვთმკვლელობაზე მერე სულ მარტას სიტყვები მესმოდა . პირველად რომ მნახა მკვლელობის მერე , ხელებზე მომიჭირა თითები და მითხრა ,მითხრა ბავშვები ჩემთან არიანო . ყოფნა რამდენჯერაც არ მოგინდება ლოცვა დაიწყეო . მაშინვე თავი დახარე და ლოცვა დაიწყეო ... ციხეში მილიონჯერ შევებრძოლე მაგ ფიქრს ,უცებ რომ მოვიდოდა . ყველაზე სუსტი კაცი ვარ სამყაროში ,ასეთად გადავიქეცი იმ დღეს ის წყეული იარაღიც რომ მაინცადამაინც იქვე მედო , სადმე სხვაგან რომ ყოფილიყო ვცემდი მხოლოდ და მორჩებოდა . ორივეს საქვეყნოდ შევარცხვენდი და ბავშვებს ჩემთან დავიტოვებდი ... მე უნდა მებრძოლა,მეწვალა,ღამეები გამეთია მათთვის. მე უნდა შემექმნა უზრუნველი ცხოვრება . ის ისეთი ჭკვიანია და უნივერსიტეტიც არ დაუმთავრებია ... ყველაფერს ინასთვის აკეთებდა . მამა გახდა ის ბიჭი მამა გვერდით რომ არ ჰყავდა და ახლა ჩემი სახელი როგორ დაარქვა ბავშვს _თავში მოსულ ყველა ფიქრს ტიროდა დინას მკერდზე მიყრდნობილი . ისეთი არავის რომ არ უნახავს ჩადუნელის წინ იყო მუხლებზე დაცემული,ასეთი ტკივილისგან მოკეცილი ხატების წინ,ღმერთთან იდგა მხოლოდ და ახლა დინა ჩადუნელის წინ _მამა სულ სჭირდება შვილს...განსაკუთრებით იმას რომელსაც გვერდით არ ჰყოლია ბავშვობაში და არ იცის შვილი როგორ გაზარდოს . ახლა ჩათვალე ის ბავშვებიც შენებია და ილოს გვერდით იყავი სულ ,ნებისმიერი წაბორძიკების დროს. მამის სტატუსიც დაივიწყე თუ გინდა,მეგობარი იყავი. ისინი უშენოდ სრულყოფილები არ არიან . შენ ჭირდები ყველას ,უბრალოდ შენ იესე მინდელი _ რამდენჯერმე აკოცა და მერე თვითონ მოექცა კაცის მკლავებში _და შენ ? შენ რა უნდა მოგიხერხო _ლოყაზე კოცნიდა , თითებს მის თმებში დაატარებდა და მის სურნელს ისრუტავდა _ შენზე დამოკიდებული რომ გავხდი . რა გვეშველება მე და შენ ? გაუძლებ ამ ტვირთს? როგორ გაგიმეტო ჩემთვის ... გაგიჟდა ეს ჭკვიანი ქალიო ხომ იტყვიან . ვისთვის ვის დაშორდაო ამასაც დააყოლებენ,ან ვის მერე ვისთან წავიდაო . დაჩი? დაჩის როგორ ეტყვი მამაშენის მსგავს კაცსთან ვარ და ვიქნებით ყველანიო _მამამისს არ ჰგავხარ და არც შეედარო ოდესმე ! არ მიგიღებ ასეთს ნამდვილად ... სუსტი და საცოდავი ადამიანები გვერდით არ შემიძლია. დაცემა შეიძლება უთვალავჯერ ცხოვრებაში, ტკივილისგან მილიონჯერ ჩავკეცილვარ ,მაგრამ უნდა დაინახო წინ გზა, ნაბიჯი რომელსაც დგამ ,წარსული აღარაა არც მომავალი იცი იქნება თუ არა . ის ნაბიჯია მხოლოდ ახლა რომ დგამ და შენ ... ვერაფერს შეცვლი და აირჩევ თავიდან ამ ერთი ნაბიჯის გარდა . დაიტოვე ცხოვრებაში ის ადამიანები ვისაც ჭირდები და ვისაც იმედი აქვს შენი,უპირობოდ უყვარხარ და იყავი მათთვის კი არა ჯერ საკუთარი თავისთვის საკუთარი თავის იდეალური ვარიანტი და მერე სამყარო ჩაგიკრავს გულში . წუწუნი ,განვლილ შეცდომებზე დარდი ,საკუთარ თავში მხოლოდ მინუსების პოვნა და მსგავსი მავნებლობები განადგურებს ადამიანს. ორი შვილიშვილის ბაბუას,ძმას, ორი შვილის მამას,მამამთილს და მომავალ სიმამრს გეკადრება? _ანუ ამ იესეს უარს ეუბნები _სახეზე ჯერ კიდევ შერჩენილი ცრემლი აჩვენა და ხელებს დახედა _ამ იესეს არა ... ეს იესე გულთან ახლოს მყავდა წეხან . აი ამ იესეს ვეუბნები უარს ხელებს რომ დაჰყურებს თავდახრილი _თავს უნდა სწევდეს მაღლა ორი ადამიანის მკვლელი ? _მონანიების და სასჯელის მოხდის შემდეგ კი ... შენ ამაყობდი ოდესმე მოღალატე ცოლი რომ მოკალი? ციხეში ასე იჯექი ? იქ მყოფებთან მხრებში გამართული დაჯექი ცოლი და მისი საყვარელი დავაკალი ერთმანეთსო სიამაყით აცხადებდი? _აგონიაში ვიყავი დიდხანს...ქალი მოვკალი რომელიც მიყვარდა , ოთახში შებიჯების წამამდე მიყვარდა და მისთვის მოვკვდებოდი. ის ნ.ბიჭვარი კიდევ გართობას შეეწირა, ეგოს დაკმაყოფილების გამო დედას შვილი მოვუკალი , ცხოვრება წავართვი ისედაც სულმდაბალ არაკაცს. მკვდარი არ იყო ისედაც? კაცი ერქვა სხვა კაცის სახლში სხვის ცოლთან მყოფს ? ჩემი სროლა რად უნდოდა ისედაც მკვდარი იყო მაგათში ადამიანი. რა უნდა მეამაყა , დანგრეული ცხოვრება ? მე იმასაც კი ვნანობდი ასე პატარა რომ მოვიყვანე ცოლად ,მაგრამ მეც პატარა ვიყავი და მიყვარდა. რა ვიცოდი თუ საკმარისი არ იქნებოდა ის ყველაფერი მისთვის თორემ გამარჯობასაც არ ვეტყოდი ,ახლოსაც არ გავეკარებოდი რომ მცოდნოდა მე მოვკლავდი ,მე დავუსრულებდი ცხოვრებას...ნეტავ არ მყვარებოდა ასე არ მეტკინებოდა,ასე არ გამამწარებდა მისი ღალატი _თავიდან დაიბადე ,ჩემთვის და შენი ბავშვებისთვის... _იესე მინდელი იცი როგორია ? იცი როგორი თბილია ? სესილიამ ისე მომაჩეჩა ხელებში წინააღმდეგობა ვერ გაავუწიე. ის უცოდველი იესე მეჭირა მე ცოდვებით დაგუდულს და ის გოგოც ისე მიღიმოდა ,ისე მიყურებდა თითქოს საუკეთესო მამთილი ვიყავი მამამთილებს შორის . როგორ იპოვეს ერთმანეთი,როგორ მაინცადამაინც იმ ეზოში იყიდა ბინა მარიამმა ... გული მითბება მაგათ პატარა ოჯახს რომ ვხედავ ,მართლა ერთ სულ და ერთ ხორც არიან _სახეზე ჩამოისვა ხელები. ხმა აღარ უკანკალებდა, ცრემლების კვალი აღარ ჰქონდა ,მხოლოდ თვალებში ისევ დაგროვებოდა სითხე _ბედისწერის ძაფები გვაკავშირებს ყველას _ ჩუმად უთხრა და ტუჩებზე შეეხო. იესემ ძლიერად შემოჰხვია მკლავები და მონატრებულს ,ემოციებით სავსემ ბევრი აკოცა წასვლამდე. ილიას დიდხანს დატოვებას აღარ აპირებდა. დიანა სახლში რომ შევიდა და დაჩი ჩადუნელი დაინახა ერთიანად წაეშალა ღიმილი სახიდან. დაჩის არ ჰქონდა იმ ბიჭის მზერა ,რომელსაც იცნობდა ,ვიღაც სხვა იყო _დავილაპარაკოთ დე _დედაჩემი მისნაირმა მოკლა ... შენ როგორ გაიფიქრე საერთოდ ,რომ მას დაახლოებოდი. გული არ გერევა დიანა? ჭკუიდან გადახვედი თუ რა გჭირს _მიყვარს , ცხოვრებაში პირველად მინდოდა თავი დამეკარგა და მასთან ვყოფილიყავი _თავს დაკარგავ თუ გააგრძელებ ან დანით გულში ან ტყვიით შუბლში და ცხოვრებაში აღარაფერი იქნება _არაა ისეთი როგორიც გგონია ... _მამაჩემიც არ არის ისეთი , მშვენიერი კაცია რატომ არ პატიობ. ვინმეზე ნაკლები ილოცა თუ ნაკლებად მოინანია,იქნებ იმაზე არ ვთანხმდებით რომ ეტკინა და იქნებ დედაჩემის მოკვლა ყველაზე მეტად მას ეტკინა თორემ შენ რომ განგეცადა ცოლის მკვლელს არ გაეკარებოდი . ბიჭი ჩადუნელის ეზოში ,იქ სადაც დედაჩემი გაიზარდა ცოლის მკვლელს არ დაუამებდი სულს და არ მიეფერებოდი _ყვიროდა . ცხოვრებაში პირველად დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე ისე რომ დიანასთან ღრიალებდა და სახლში მყოფი მძინარე ბავშვებიც არ ახსოვდა _მაპატიე _რა გაპატიო დიანა თავი რომ დაკარგე ყველას და ყველაფერს უღალატე და ის კაცი შეიყვარე?მართლა გგონია ,რომ გიყვარს დიანა ? მართლა გიყვარს_მეთქი? _აქამდე რომ არ გითხარი ეგ მაპატიე... სიყვარულისთვის ბოდიშს არ მოგიხდი _მე დიანა? მე კი არა ეკას მოუხადე ბოდიში,ღმერთს მოუხადე ბოდიში და წადი ტიტესაც მოუბოდიშე ბარემ...მიდი უთხარი გამოდი ციხიდან და დაიწყე ჩვეულებრივი ცხოვრება. მეორედ იგივეს არ გაიმეორებ ,მოიყვანე ვინმე ქალი ცოლად და ეშმაკსაც წაუღია ჩემი მკვდარი და _თქო... ა თუ მისი ცოლი მოღალატე იყო და შენ არ უღალატებ. შენ გგონია მიხვდება მაგდენს?გგონია სულ არ მოელანდება თავზე დადგმული რქები? მერე ნამდვილად ტიტე გახდება, ამჯერად აფექტი არ იქნება ,იქნება ეფექტი და შენ თავს მომიკლავს ! მერე მომიბოდიშე თუ შეძლებ საიქიოდან _ნუ გეშინია ,გთხოვ ... არაფერს დამიშავებს. გეფიცები _მის საფიცარს მეფიცები დიანა?ამდენად ერთნი ხართ უკვე? _გთხოვ ნუ მატკენ ამდენს ... მერე რომ გაივლის ეს ბრაზი საკუთარი სიტყვები გატკენს _ჩემ ტკივილებს თუ დარდობდი შეგეკავებინა თავი და ნებისმიერი სხვა გაგეჩინა საყვარლად _საყვარელი არ არის ... მიყვარს ! _ნუ ახსენებ ამ სიტყვას ჩემ წინ და ნუ ცდილობ დამაჯერო რომ ჩემი სიყვარულიც სიყვარულია სალომეს მიმართ რომ მაქვს და მისიც _ვერ დავშორდები მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ გინდა _ჩემ ნდომაზეა დიანა?გონზე არ ხარ საერთოდ ? ბავშვებს რას უპირებ. გინდა ბავშვებს ეკონტაქტოს ასეთი ადამიანი ? გინდა სანიმაც ნახოს დედას როგორ მოუკლავენ? კესანეზე რას იტყვი... ბავშვებზეც არ ფიქრობ ? _შენ არ იცნობ იესეს _იესე სხვაა და სოსო სხვა? ორი კაცი ცხოვრობს და სპეციალურად შენთვის შეიცვლება? გიორგი ვერ შეცვალე მებონია? მინისტრის ცოლი იქნებოდი , უდიდესი გავლენით და _მე ოდესმე გავლენას დავეძებდი თან სხვის? _აჰ ციხიდან გამოსულ კრიმინალებს მიკედლებულ ათას პოტენციურ დანაშაულში ჩაბმულ მინდელს როგორ აჯობებდა განათლებული, ჭკვიანი და პროგრესული კაცი შენ ჭკუაზე პროგრამირებული _თავს ვერ შეაყვარებ ადამიანს ... შენ ვერ მიხვდები რა განსხვავებაა მათ შორის და ვერც აგიხსნი. არავის შეადარო ,ჩემთვის _არ მაინტერესებს რა გქონდათ აქამდე... ყველაფერს დავივიწყებთ მეც და შენც ! დაშორდი და ნახე რა რეაქცია ექნება ,მაშინვე გამოავლენს თავის სახეს . არ გაინტერესებს მარტივი სვლით მისი ნიღბის დაკარგვა?იქნებ ამან მაინც გაგინათოს გონება _მე რომ იესეს ახლა დავშორდე ნამდვილად დავინახავ იმ სახეს, რომელიც ყველაფერს დააჩქარებს და სამუდამოდ დამაკავშირებს მასთან _სულელ ქალს ჰგავხარ და ვერ გიჯერებ ,ასეთ დიანა ჩადუნელს ვერ ვიჯერებ _სახეზე ჩამოისვა ხელები და მერე იქვე დაჯდა _მეუბნები,რომ არ დაშორდები? _მიზეზი არ მაქვს და არც მექნება. _ჩემი დაკარგვა საკმარისი მიზეზი არ იქნება შენთვის დიანა? _დაუშვებელი შეცდომისთვის დავსაჯო ? _რომელი დაუშვებელი შეცდომა მე მოვკალი ორი ადამიანი? _მოიხადა სასჯელი და ისჯება ახლაც _აა შენ ჯერ არც უცემიხარ,არც უსვრია...კაცური სიტყვა რადგან ეთქმის შენც არ შეგეხება. მასეთს ხომ არ ვიცნობთ ერთს და კიდევ უფრო მაგარს, მართლა რომ არ ჩაჭრილა არცერთ საქმეში _ტიტეს ნუ ადარებ , გიკრძალავ ! _მე ჩემ საყვარელ ადამიანს ვადარებ რომელზეც 15 წელია უარი ვთქვი რა არ მოგწონს? _ საკუთარმა სიტყვებმა წინადადების დასასრულშივე დაახრჩო. შეცბა , საიდან წამოვიდა ეს აზრი _ მე ჩემი გზა მაქვს,რომელსაც არ გადავუხვევ. შენ დიდი ხარ უკვე, საერთოდ აღარ გჭირდება დიანა. სრულყოფილი ცხოვრება გაქვს. ეს სახლი შენია, ბიზნესის ნახევარიც და ისე განახორციელე შენი გეგმები როგორც გინდა. პროექტს რომ დაასრულებ მართვასაც ისე მოგანდობ არაფერში ჩავერევი სანამ არ მკითხავ ... _მევაჭრები დიანა? რომელი სრულყოფილი ცხოვრება მექნება უშენოდ ... _მე ვარ დამნაშავე ასე რომ მოგეჯაჭვე და შენც ამდენად დამოკიდებული ხარ ჩემზე _დამოკიდებული კი არ ვარ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. არ შეიძლება საშიშროების წინ იდგე და მე არაფერი გავაკეთო ... ნუ მომექცევი ასე,მეორედ ნუ გადამატანინებ უარესი იქნება . შენ დაკარგვას ვერაფერი მოერევა _ნუ დამკარგავ მაშინ მხოლოდ იმიტომ რომ გეშინია . მე არ მეშინია იესე მინდელის გვერდით ყოფნის. ვენდობი საკუთარ თავზე მეტად და თვალდახუჭული ვანდობ ჩემ ცხოვრებას _ჩემზე უარის თქმა ასეთი მარტივია შენთვის ,დე _დედაშენი 15 წელია მოკლულია...როგორც შენ თქვი ცოტა ხნის წინ. მაპატიე უფლება რომ მოგეცი ჩემთვის დედა დაგეძახებინა. მეგონა უფრო გეტკინებოდა თუ გეტყოდი არ დამიძახო_თქო და მერე მეც შევეჩვიე შენ ტკბილად ნათქვამ დეს _ასე ნუ მექცევი _მე რომ მეთქვა სალომე გაგანადგურებს ან მე ამირჩიე ან ის_თქო ვის აირჩევდი დაჩი _რა შუაშია სალომე ... სალომე სულის წამალია და საერთოდ სალომე ანგელოზია. ცხოვრებაში რა უნდა მავნოს _მის გამო არ იყავი რისკის ქვეშ, ახლაც არ გემტერება ვახტანგიშვილები? შეიძლება მოგკლან ნებისმიერ დროს . გგონია მე არ მეშინია? მოვედი და გითხარი არჩევანი გააკეთე_თქო? მე შენ აგირჩიე მთელ ჩემ სიცოცხლეს მოგცემ თუ დაჭირდება,მაგრამ უფლებას არ მოგცემ შიშს ისე დანებდე მეც თან ჩამოგყვე და დავკარგო ის ვინც მჭირდება ,რომ ვიყო ქალი _კაცები დაილია ქვეყანაზე? დიანა მე ვერ ვისუნთქებ მშვიდად შენ და მას ერთად რომ დაგინახავთ _თუ არ შეგიძლია ცხოვრებაში დამიტოვო შენ თქვი მაშინ უარი ჩემზე. მე არჩევანს არ ვაკეთებ,ასარჩევი არაფერია შენ შვილზე მეტი ხარ ჩემთვის და ის კაცია ,რომელიც მინდა მყავდეს ცხოვრებაში . შენ იცი ,რომ იესეს შემთხვევა სხვაა... იცი დაჩი _არ გრცხვენია? _დაჩი _ხო ,არ გრცხვენია რომ ამართლებ? _არ ვამართლებ... დამნაშავე იყო და მოიხადა სასჯელი. ვიცი რომ საშიში არაა _ტიტეა საშიში? გარეთ რომ გამოვიდეს ტიტე საშიშია დიანა? _თუ გინდა რომ გამოვიდეს და მამა გყავდეს შეგიძლია კიდევ შეხვდე და უთხრა , მხოლოდ ერთი სიტყვა უთხარი "გამოდი " და გამოვა _მე უნდა ვბრაზობდე და შენ ბრაზობ? _შენ მტოვებ დაჩი... მე არა . მე მიყვარს, ბედნიერი ვარ და მინდა ვიყო მის გვერდით დარჩენილი ცხოვრება . არ მინდა ვუსმინო ხალხს,ავყვე შიშებს და დავკარგო დრო ... მჭირდები იყო ჩემ გვერდით _მაინც როგორ იქნები მის გვერდით. არაფერი გააჩნია ფაქტობრივად . თუ წარმოგიდგენია დიანა ჩადუნელი გადადის კორპუსის პატარა ბინაში საცხოვრებლად და ქმრის შემოსავალზე ცხოვრობს? შენ ბიზნესში არ ჩაერევა და შენ ქონებას არ მიითვისებს? _ვერ მიითვისებს იმიტომ რომ ბიზნესი შენია ... მამაჩემის სახლი ჩემ სახელზეა ,მაგრამ ანდერძის მიხედვით თქვენ გრჩებათ. მთელი მოძრავ უძრავი ქონება ანდერძით უკვე განაწილებული მაქვს და იესე არც მაპატიებს მე რომ მატრიარქატის დამყარება ვცადო _შეიშალე და რა მოგიხერხო. ისინიც საოცარი ხალხია ,რადგან დედა მამას ღალატობდა მამას აპატიეს მისი მკვლელობა და უნდათ ბედნიერი იყოს _ცუდად იქცევი დაჩი _რომ აღმოჩნდეს დედაც ღალატობდა მერე რას იზამ ... _არ უღალატია! _იქნებ უღალატა ,მობეზრდა არასწორი მამაჩემი და სხვა შეუყვარდა ,სხვასთან იყო და ტიტემ გაიგო ,გაგიჟდა და მოკლა . ვაპატიო დიანა? რადგან მინდელის ცოლის და არ ხარ ამიტომაა მარტივი. ორმაგი სტრანდარტი _არ უღალატია დედაშენს! _ღალატი მკვლელობას არ ამართლებს ... შენი სიტყვებია დიანა. შენ მასწავლიდი რომ არაკაცობას არაფერი ამართლებს,რომ ღმერთი შენდობას გვასწავლის და არ შეიძლება სხვისი სიცოცხლე წაიღო. ტიტეს შეუნდეო რატომ არ მასწავლე დიანა? რომ გესწავლებინა მიტევება იქნებ მეც მესუნთქა ილიასავით მშვიდად და მიმეღო მკვდარი დედის სახლში მკვლელი მამა . მყოლოდა ცოლი და ჩემი ბიჭისთვისაც შემერჩია სახელი ტიტე... რატომ არ მასწავლე მიტევება დედა _იმიტომ რომ შენ თუ აპატიებ აღარ დაიტანჯება... იმიტომ რომ ჩემი დის სიკვდილისთვის არ დაისჯება შენ თუ აპატიებ . შენ გარდა იმას არავინ უყვარდა და შენ თუ ეყოლები რა აზრი ექნება მის ციხეში გატარებულ წლებს. მიტევება რომ გასწვალო დედაშენის მოღალატე შვილი იქნები ! უმადური შვილი ,რომელმაც საუკეთესო დედა დაივიწყა და არა ბ.ზი დედის შვილი რომელსაც საკუთარი შვილებიც არ ადარდებდა _შენ გადარდებს შვილები დიანა? მკვლელის მიწოდებული ლუკმა უნდა აჭამო,მკვლელთან აცხოვრო,მკვლელს გააზრდევინო ... შენ გადარდებს შვილები დიანა? თუ გაეკიდე პირველ კაცს ,რომელიც მოგინდა კლიმაქსის წინა პერიოდში _ ყვირილზე ყვირილით უპასუხა ,ატკინა და მიიღო კიდეც პასუხი _ეგოისტო ბავშვო ... გაბედე და მითხარი დამკარგავ იმ კაცთან თუ წახვალო და არ წავალ. მითხარი ან მე ან ისო და ნაბიჯს არ გადავდგამ ... მითხარი იყავი უსიყვარულოდ და იყავი ჩემთანო და არასდროს დაველაპარაკები არცერთ კაცს. მითხარი ეგოისტი პატარა ბავშვი ვარ ,რომელსაც არ ეთმობი და არავისთან წახვიდეო თქვი ,თქვი გაბედე და ნახე რას გავაკეთებ _მაგას ელოდი?გეშინია ხომ? გინდა მე გითხრა არჩევანი გააკეთო და შენც მე დამაბრალებ მთელი დარჩენილი ცხოვრება ,რომ სიყვარული დაკარგე. საერთოდ წადი დედა,გიშვებ... _ასე ნუ მექცევი _არ მოხვიდე სამსახურში... მისი ბიზნესის წილს მიხედე და ქურდების რესტორანი მართე . თვითონ მივხედავ დღეიდან ყველაფერს თუ მართლა მე მაძლევ მთლიანად _არ გჯერა დაჩი ? _შენ გჯერა რომ შემიძლია მარტომ ვმართო? გჯერა რომ მე ყველაფერს გავუმკლავდები როცა შენ მასთან იქნები? _შენ არ გჯერა ჩემი თორემ მე სულ მჯერა შენი და შენი გადაწყვეტილებების. შენზე მეტად არავინ მიყვარს... შენ ხარ შენ და შენ ხარ ჩემი ეკაც. ეს არჩევანი არაა _არ უტირია ისე გადაიტანა თავს დამტყდარი ათასი ემოცია . შებრუნდა თუ არა თავბრუსხვევა იგრძნო ,გამოსახულება აირია და გონდაკარგული დავარდა იატაკზე. _დიანა ... დე , დედა შემომხედე . ჩემ თავს გაფიცებ თვალები გაახილე დიანა _ შორიდან ესმოდა დაჩის ხმა და ისე უსაშველოდ ტკიოდა მისი ტკივილი თავს აიძულა გამოფხიზლება. დივანზე ჰყავდა დაწვენილი და ხელზე უჭერდა თითებს _კარგად ვარ... წნევა დამივარდა ისევ ალბათ. დილიდან სუსტად ვიყავი _ ჩუმად თქვა და თავზე გადაუსვა ხელი _შენ რამე რომ დაგემართოს ... რამე რომ დაგიშაოს მოვკლავ იცოდე _ ხელზე აკოცა რამდენჯერმე და მერე თავი მისკენ დახარა _ შენ სიცოცხლეს გეფიცები... _მაპატიე...ეგოისტური ქცევა. როგორც არ უნდა დავასრულოთ მე და იესემ სულ დარწმუნებული ვიქნები, რომ მისგან საშიშროება არ მელის. არაკაცი არაა და ამ თემაზე საუბარს აქ ვასრულებთ! _დაშორდები? _ცოლად არ გავყვები ... _მაგრამ არ დაშორდები,ხომ ? რა მნიშვნელობა აქვს დიანა _ყველა ვერ გაიგებს და ახალი ჭორები არ იქნება შენ ზურგს უკან _თავზე აკოცა და ნელა გაუყვა გზას საძინებლისკენ. დაჩი ისევ დივანთან იატაკზე იჯდა , თავი არ აუწევია , სიმძიმეს ვერ ერეოდა. "გაიცანი იესე მინდელი" _ ახალშობილის ფოტო ჰქონდა გაგზავნილი. შემდეგ კი რამდენიმე შეტყობინება "ალბათ გძინავს უკვე." "მიყვარხარ და გეფიცები ყველაფერ ძვირფასს და ყველაფერზე ძვირფასს თუ რამ სისუსტე მქონდა ყველა დღეს დავმარხე. " რა უნდა მიეწერა დიანას . რა უნდა ექნა დიანა ჩადუნელს როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება როგორ უნდს დაშორებოდა იესე მინდელს როგორ უნდა მიეყვანა ურთიერთობა დაშორებამდე ,როცა იესე საკამათოს არაფერს აკეთებდა და მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობდა. როგორ უნდა გაეგრძელებინა მინდელთან ურთიერთობა და დაჩი დაეკარგა დაჩი დაეკარგა? შეიძლებოდა ცხოვრება დაჩის გარეშე? მის მიტოვებას შეძლებდა?ყველაფერს დაუტოვებდა და წავიდოდა? ასეთი ქალი იყო დიანა ჩადუნელი? ასეთი სიყვარული შეეძლო? ყველაფერზე უარის თქმა კაცის გამო? ამდენად ძლიერი იყო ის მიზიდულობა რაც მის მიმართ ჰქონდა? მთელი ღამე გაათენა. ბავშვების გვერდით დაწვა ბოლოს და მათ მშვიდ ძილს აკვირდებოდა. დიანა ჩადუნელის მრავალფერ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დედობა იყო . არაფერი იდგა ბავშვებზე წინ და როგორი იქნებოდა მათი მომავალი იესე მინდელთან თუ გადაცხოვრდებოდა. იესეს უნდოდა ურთიერთობის ასე დასერიოზულება? იქნებ არასდროს გადასულიყვნენ სხვა ეტაპზე. მაშინ ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.