წარსული წარსულში XVII
სალომეს ოჯახიდან ილდანის ბარიერი იყო ყველაზე მარტივი გადასალახი. ნიკუშაც რომ არ შექმნიდა პრობლემას იცოდა ,მაგრამ მისი მშობლები როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს ?ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. რთული ხასიათის მამა ჰყავდა და კიდევ უფრო რთული დედა. სალომესგან განსაკუთრებით ბევრს ითხოვდნენ ყოველთვის და ეს სკოლაშიც კი იყო შესამჩნევი დაკვირვებული თვალისთვის. მისგან მუდამ პირველობას ელოდნენ ყველგან და ყოველთვის. ვინ იცის იქნებ ქორწინებაც დაგეგმილი ჰქონდათ როგორღაც , შემთხვევით გაიგო ნაცნობი ოჯახის უფროს ვაჟზე როგორ თქვეს ლალის ბავშვობიდან სასიძოდ მოსწონსო და წამში მიიღო გადაწყვეტილება . თინათინის სახლის კართან იდგა და ვახტანგს უხერხულად უღიმოდა. ხელში თაიგული , ყუთით ტორტი და ღვინის ბოთლი ეჭირა. კაცს აშკარად გაუკვირდა, იცნო ,მაგრამ იქ არ ელოდა და თან ამდენი ყუთით ხელში აი თინათინს კი თვალები დაუწვრილდა ისე გაეღიმა _ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ უკვე 50 წლის წინ _ძალიან დამიგვიანია...როგორ ბრძანდებით _გმადლობ ,კარგად და რომ დაგინახე უკეთ გავხდი . მადლობა შვილო ,ლამაზი ყვავილებია _ საყვავილეში უკვე იწონებდა თავს ილდანის მირთმეული ერთი თაიგული _დიდი ხნით არ მოგაცდენთ მე უბრალოდ რჩევა მჭირდება და იმის ცოდნაც,რომ თქვენ ჩვენს მხარეს ხართ _რა ხდება თინა არ მეტყვი?მართლა შენი ხელის სათხოვნელად რომ არ არის ეს ბავშვი მაგდენს კი ვხვდები _შვილიშვილებს შორის რომელი გყავს გასათხოვარი ვახტანგ? _ეს ის ბიჭი არაა ? სალომეს მისი ფოტოები რომ ვუპოვეთ დიდი ხნის წინ რომ ფოტოგრაფობდა მაშინ და ბროწეულს დაემსგავსა მთლად? ამდენი წელი სად იყავი შვილო ან ახლა რა გადაგიტრიალდა თავში _კარგი რა ვახტანგ ნუ შეაშინებ ბავშვს ისედაც სასიმამრო ჰყავს სანახავი თან როგორი სასიმამრო _ხოო ეგ რთული ამბავია... ეგ ჩემთან რომ იყო ნიშნობაზე მოსული მაშინაც ისე იჯდა თითქოს მე უნდა მეთხოვა წაიყვანე შენი ჭირიმე ჩემი გოგო_თქო . ცოტა არანორმალურია, რაც არ უნდა გითხრას შენ არ მოუსმინო ... სალომეს გარდა საერთოდ ვინმეს თუ არ მოუსმენ კარგი იქნება. იმედია იცი და ხვდები ღმერთმა რა საჩუქარიც გამოგიგზავნა ,როგორც უნდა მოუფრთხილდე _ვიცი და მაქსიმალურად ვეცდები... გამოდის ქორწილში იქნებით და სალომე ტყუილად ნერვიულობს. სულ მთლად დაწუნებული სიძე არ ვიქნები ,არა ? _ვიცი მე შენ როგორი კარგი ბიჭიც ხარ...სულ რომ ბრმა ვიყო და ვერაფერს ვხედავდე და ვხვდებოდე სალომე ისე არ შეგიყვარებდა გული რომ არ გქონდეს დიდი და სული სუფთა . ყური თუ დაუგდე ყველას საკუთარ გულსაც ვეღარ გაუგონებ მერე და ისე ცხოვრებას აზრი არააქ ბებო _სალომეს გარეშე დაელაპარაკო იმათ სჯობს... ჩემი შვილი გატყდება თუ დაგიჯერებს,რომ ყველა გეგმას მიჰყვება უცვლელად სალომე . ჩემი შვილი თუ მოთაფლე იცოდე იმან როგორც არ უნდა გეჩხუბოს ლალი მოაგვარებს უშენოდ. ჩემი რჩევაა სიდედრის გულის მოგებაზე იმუშაო და სიმამრს უბრალოდ გაუძლო ცოტა ხნით _ ვახტანგმა დაარიგა ბოლოს . არ გამოვიდა ისე მარტივად როგორც მოხუცებთან . წარმოუდგენელი კედელი აღიმართა მის წინ და საუბრის დროს ისარივით გავარდა ბასრი სიტყვები _სალომე სულ მალე მოსამართლე გახდება და მისი რეპუტაცია კრიმინალების ოჯახთან კავშირით არ შეიძლება დამძიმდეს. შენ არაფერს გერჩი შვილო, ბავშვობიდან გხედავ და ვიცი როგორი ჭკვიანი,გონიერი და სასურველი შვილი ხარ ,მაგრამ მე ჩადუნელების ოჯახიც კარგად ვიცი და მამაშენიც ... სალომესთან შენი ყოფნა არ გამოვა და თუ მართლა გიყვარს სჯობს თავი შენი ნებით დაანებო . _აქამდე რომ მოხვედი რა ურთიერთობა გაქვთ ასეთი ახლო...ცოტა ხნის წინ არ მითხრა არაფერი ხდება და ისე ვარ ასეთი გაფანტულიო? ამ ვითარებაში სიყვარულობანასთვის მოიცალა და თან ასე დაგვიმალა? რა გავლენაც გაქვს მასზე უკვე ცხადია . ტიტე შონიას შვილი სალომეს გვერდით ? ჩვენ უბრალო მშვიდი ოჯახი გვაქვს ,ჩვენ შორის უფსკრულია ჩათვალე ... ამოუვსები და გადაულახავი . დასრულებულია აქ საუბარი თუ არ გინდა სხვაგვარად ვილაპარაკო ,მუქარებზე და ჩხუბზე გადავიდეთ _მესმის თქვენი და აქ იმიტომ ვარ რომ _არ გესმის ... ვერ გაიგებ . შენ ისეთ ოჯახში დაიბადე არ იცი რას ნიშნავს რეპუტაცია ,ჩვეულებრივი ოჯახი და ამ ოჯახის ქალიშვილად დაბადება. ვერ გაიგებ რას ნიშნავს როცა შეუბღალავ რეპუტაციას ემუქრებიან. შენი ბრალი არაფერია შვილო ,შენ პირადად წარმატებას გისურვებ და შენი შესაფერისი გოგოს პოვნასაც. თქვენი ოჯახის შესაფერი გოგოს ,თქვენი წრიდან ,თქვენებურის _ხომ თითქოს არ უჩხუბია,არც მუშტები უბრახუნებია მაგიდაზე და არც დამუქრებია ,მაგრამ მათი სიტყვები ყველაზე ხმაურიანად,მტკივნეულად ჟღერდა. _გამოდის მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით ... მხოლოდ იმას გთხოვთ სალომეს ნუ ეკამათებით ჩემი ვიზიტის გამო. მისგან დამოუკიდებლად გადმოვდგი ეს ნაბიჯი და ჩავთვალოთ არც მოვსულვარ თქვენთან _ ფარხმარდაყრილს ჰგავდა იმ წამს მათთვის და ესეც კმაროდა ორივეს დასამშვიდებლად. სინამდვიკეში კი უკან დახევის შემდეგ აპირებდა მთავარ ნაბიჯზე ფიქრს. ასეთი გამოფიტული და წაშლილი დიანას ნანახი არ ჰყავდა. მოჩვენებასავით რომ ჩაუარა მაშინვე უკან აედევნა _უბრალოდ მოყევი სანამ თვითონ გავიგებ _დავიღალე დედა ... არ შეიძლება დასრულდეს ყველაფერი და უბრალოდ დაჩი ვიყო? _ვერაფერი დასრულდება ის ხარ ვინც ხარ და ზუსტად იმიტომ ხარ მაგარი _სალომეს ოჯახი აუღებელი ციხეა... რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი. მე მიხარია ქურდების შთამომავალი რომ ვარ და მე რადგან არაფერი ჩამიდენია კარგი ბიჭი ვარ_თქო?თუ ვგმობ ყველას და ყველაფერს_თქო?ბიჭი ჩადუნელსაც გავერიდო და იმ სტატუსსაც რაც ჩემ ოჯახს აქვს? სიმდიდრის და ცნობილობის გამო ვინ იწუნებს ბიჭს. რა ხალხია საერთოდ ... _ფანატიკოსები არიან...აქამდე არ იცოდი? თავის ნაჭუჭში ჩაკეტილები, არც მეტი ფულის შოვნა რომ არ უნდა,არც თავის სანათესაოში კაი კაცობის სახელის გარდა რამე ედარდება და არც საძმაკაცოში სმა_ჭამის მეტი ეამაყება რამე. სალომეზე ვინმემ ჭორი რომ დაძრას მორჩა გააფრენენ,რა იციან მაგათ ცხოვრება რა არის . შენ ვერაფერს იზამდი და ვერაფერს ეტყოდი. შენ სალომე გიყვარდეს და სალომეს უყვარდე და მშობლები როდის არიან ან კმაყოფილები ან ღმერთის მადლიერები. მშობლები ძირითადად ეგოისტები არიან და თავის ჭკუაზე უნდათ ყველაფერი და იმეტესად ეს ჭკუაც არ აქვთ . იმედია არ აპირებ დაშორდე... _არა რა თქმა უნდა,უბრალოდ ქორწილზე მეფიქრება . მინდა დავგეგმო ყველაფერი , ისე და ისეთი სალომე რომ ბედნიერი იყოს. მშობლები თუ გაუბრაზდებიან როგორ იქნება სრულყოფილად ბედნიერი _ჩემო სიყვარულო ... შენზე საოცარი ვინ შეიძლება იყოს. ჩვენ ხომ ვიცით სალომეს როგორც გაუმართლა და იმათ აზრს რა მნიშვნელობა აქვს. სალომე შენთან და შენთვის იქნება უბედნიერესი ქალი _ ბევრჯერ აკოცა და დიდხანს ეხვეოდა. არ უთქვამს მე მოვაგვარებ შენ დამშვიდდიო ისე მიადგა ჭედიების სახლს . კარი ნიკუშამ გაუღო და დიანა ჩადუნელის დანახვისას თვალები გაუფართოვდა. _გამარჯობა ნიკუშა... მშობლები სახლში არიან იმედია,ხომ? _სალომეს სჭირს რამე? სახლში არაა...დაჩისთან უნდა იყოს ალბათ. იმედია თქვენც ამათ მხარეს არ ხართ და მე _შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ,ზედმეტადაც კი ამათი წნეხის მიუხედავად ... წარსულზე ნუ იფიქრებ. მომავალზე იზრუნე და შორს წახვალ _ მშვიდად უპასუხა და გაუღიმა _ საით წავიდე თუ არ მეტყვი ვერ ვიპოვნი შენებს _მობრძანდით ... ვვახშმობდით და _საღამომშვიდობის. გემრიელად მიირთვით _დიანა ? ჩადუნელებმა სტუმრობებს მოუხშირეთ. როგორ დავიმსახურეთ ამ უბრალო ხალხმა. რა უხერხულია შენი საკადრისი ვახშამი არ გვაქვს _შენ რა იყო ცხოვრების კომპლექსი გაქვს თუ მდიდრები გძულს იმდენად,რომ არ გინდა შვილი შევიდეს ასეთ ოჯახში. თეფშს თუ მომაწოდებთ მეც შევჭამ თქვენთან ერთად, არ მიცნობდეთ მაინც როდის მოვქცეულვარ ქედმაღლურად. ვინ მოქცეულა საერთოდ ასე ჩემი ოჯახიდან. კარს ვინც გაგვიღებს ყველგან შევალთ მადლობით და წამოვალთ მადლობით . ჩადუნელები კი არა შონიაც ასე იყო მუდამ ,მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ბევრად მდიდარი იყო _რა გინდა დიანა?რაც შენ დაჩის არ ვუთხარით შენ გითხრათ? მეცოდება და არ ვუთხარი კიდე ბევრი რამ _ვინ გეცოდება ლალი ? _ ვინ და ბავშვი, რომელსაც დედა თვალწინ მოუკლა ნარკომანმა მამამ ... რომელიც შეიძლება თვითონ არაა მკვლელი ,მაგრამ ფსიქიკა ისე აქვს მორყეული სულ არ მინდა ჩემი შვილის სანერვიულო იყოს მთელი ცხოვრება. სწორად გამიგე,მიყვარს ძალიან ... ბავშვობიდან ისეთი კარგი იყო ,მაგრამ სალომეს ქმრად არ და ვერ მივიღებ. ვინმე სხვა შეიყვაროს და ვინმე სხვამ მოუაროს მთელი ცხოვრება _მოსავლელი და შესაცოდებელია დაჩი ჩადუნელი ? ასეთი გავზარდე გგონია . შენ გინდა მგონი გული გატკინო და გავიხსენო ვინ ჩადის შესაბრალის ქმედებებს. ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი ოჯახებიდან არაჩვეულებრივი ცოდვებით და შეცდომებით გავიხსენო და ჩამოგითვალო სათითაოდ? დავეშვა ამ დონემდე?არ ვაპირებ ! ორივემ თქვენს გულებში და მეხსიერებაში ჩაიხედეთ _დიანა შვილი ჩვენია და როგორც გვინდა _შვილია თუ ნივთი და როგორც გინდა ისე გამოიყენებ. საცოდაობაა ასეთი კარგი შვილები რომ გყავთ ჯაჭვებით დაბმული თქვენ კომპლექსებით,შიშებით და გაურისკავი ცხოვრებით. გინდათ ისინიც ასე დარჩნენ, თითქოს უშფოთველები და უამრავი შფოთვით სავსე. გგონიათ სალომეს და დაჩის სიყვარულს თქვენი გაუგონარი სიჯიუტე შეაჩერებთ? სამყარო რომ დადგეს მათ წინააღმდეგ მე ვიქნევი ფარად და აბა ვინმემ გაბედოს ,ბედნიერებაში ხელი შეუშალოს . დაჩი როგორც არის ჩემი ისე იქნება დაჩის სიყვარულიც ჩემი გულის და სულის ნაწილი... დაჩი ჩადუნელი კაცია ,რომელსაც არავის და არაფრის ეშინია,რომელიც არ გეტყვით ჩემი ოჯახი ტვირთია მძიმედ საზიდიო თუნდაც მხრები სწყდებოდეს ამ ტვირთის ზიდვით. დაჩი ჩადუნელი კაცად გავზარდე მე და ბევრზე უკეთესი ჰყავს ის ყველაზე უარესი მამაც . დაჩის სისხლს და ოჯახს ვერავინ წაშლის ,ვერავინ გადახევს მის წარსულს . ზუსტად იმიტომაა საუკეთესო და თუნდაც არ იყოს თქვენი შვილის რჩეულია. შვილი არ გიყვართ?მხოლოდ შედეგს ელოდებით და მორჩა?მნიშვნელობა არ აქვს რა უნდა? _შეცდომას თუ უშვებს არ უნდა ავუხილოთ თვალი? _თვითონ აიხილეთ თვალი და საკუთარ თავზე იზრუნეთ სანამ დრო გაქვთ ... თქვენი ზრდასრული შვილები როგორმე გაიკვლევენ გზას _არ ქედმაღლობ ახლა?მოხვედი ,დაჯექი და ჭკუას გვარიგებ _გინდათ თუ არ მაინც დავმოყვრდებით... ნუ გაუფუჭებთ მოგონებებს ბავშვებს _ჩემი შვილი რომ მომიბრუნდება ერთ დღეს და მეტყვის დედა თმით რატომ არ გამომათრიე ცოლად რომ მივყვებოდიო _დაჩიზე ჭკვიანი, გონიერი,კეთილი, მშრომელი ,საქმიანი,წესიერი ,ერთგული და ზრდილობიანი, შენ შვილზე მეტად შეყვარებული ბიჭი ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს. შენ შიში გაქვს მესმის,მაგრამ ყველაფერი ნათელია... არგუმენტი დაჩია თვითონ. დაჩი ჩადუნელი კაცია,რომელთანაც თქვენი სალომე იქნება ბედნიერი ,სრულყოფილი ქალი და თუ თქვენ სალომეს აწყენინებთ , გულს ატკენთ ყველაფერი დაჩქარდება . სულ რომ ცხრა მთას იქით გამოკეტო ხომ იცი წინ ვერაფერი დამიდგება და დაჩის იცით რა გენებიც აქვს ,ჩემზე რამდენად აღმატებულია _ყველას თავისი უყვარს და _მე ვამაყობ დაჩი ჩადუნელის გვერდით რომ ვიყავი ... დაჩიმ თვითონ გამზარდა როგორც ადამიანი . არ შეიძლება ასეთ ბიჭს ეუბნებოდე ,რომ სასურველი სიძე არ არის . დანარჩენი თქვენ იცით ! ........... _ნამდვილად არ გაქვს პრობლემა იესეს და დიანას ურთიერთობაზე თუ ,როგორც ყოველთვის ცდილობ სწორად მოიქცე _ ინასთან ერთად იყვნენ მარტა და ილია . სესილიას და ბავშვებს ეძინათ სამნი დარჩნენ ემოციების გასაზიარებლად. _გამიკვირდა და გამიხარდა. ერთადერთი რაც ყველაფერს დაავიწყებდა და დაგვიბრუნებდა ისე რომ ჩვენც არ დავემძიმებინეთ ძლივს წარსულში დატოვებულ წარსულს, ქალი იყო ... სწორი ქალი ,რომელიც საერთოდ დაავიწყებდა ნანას ,როგორც ქალს . დიანა ჩადუნელი ცოტა კი არანორმალური აღმოჩნდა,მაგრამ აშკარაა მასაც უყვარს თორემ დაჩის მამამისის დანაშაულის მქონე კაცს არც გააცნობდა. სასიყვარულო პრობლემები ყველაფერს აუფერულებს _შენთან რა ხდება ... აქ რომ ხარ იოანე რას ამბობს _რა უნდა თქვას,გვსტუმრობს ყოველ მეორე დღეს. ავტობუსის მძღოლივით გზაშია სულ _ ილიამ ჩაილაპარაკა და მარტას მუცელზე ფერება განაგრძო _ მგონი ბავშვობის ქრაშმა საბოლოოდ გადახაზა ყველა ყოფილი, მიმდინარე თუ შემდეგი თაყვანისმცემელი _მეც არ ვიცი რა ხდება ,მაგრამ რომ მიყვარს ვგრძნობ _სიყვარულის მიზეზი მხოლოდ სიყვარულიაოო არ გაგიგონია ჩემო ძვირფასო? მიზეზებს ნუ ეძებ,უბრალოდ გიყვარდეს და უყვარდე _ასეთ დროს სულ ვაჩეს ახსენებთ ხოლმე _არ გამოჩენილა კიდევ? _არა ,მგონი მიხვდა რომ დავსრულდით საბოლოოდ _შენთან ურთიერთობაში შეიძლება შეეშალა და ასეც იყო საჭირო ალბათ , მაგრამ ზოგადად მე ისევ დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ ,როგორც ძველი კარგი ნაცნობის_ ილიას უკვე მარტას მხარზე ედო თავი და ორი ბავშვის მამა თავად ჰგავდა პატარა ბიჭს _აუცილებლად იპოვნის მას ვინც მისთვის ჰყავს ღმერთს... _ქალბატონო მარიამ _მარტა მინდელო არ გვეტყვით ბოლოს და ბოლოს თქვენც ბიჭს ელოდებით თუ ერთი გოგო ბავშვიც გვეყოლება ოჯახში ,ჩემ გარდა _ შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელი _ ეს როგორ გავიგოთ?ბიჭია? _დიახ _ამდენ ხანს როგორ გაჩუმდი... _ორი დღის წინ გავიგე და ჩამოვედი კიდეც სათქმელად _აკაკიმ რაო _გოგოც მინდაო ... ისიც გაგიჟდა მგონი ჩვენი შემყურე. ავიწყდება ჩემი ჯანმრთელობა _მარტა ... ხომ ყველაფერს გვეუბნები? _ექიმს ველაპარაკე მე და იდეალურად მიდის ორსულობაო_ილომ ინაც ჩაიხუტა და მარტას ისევ აკოცა _ცოტას ყველა ორსული ნერვიულობს ,მაგრამ მე ზუსტად ვიცი შენ იქნები საუკეთესო დედა _თუ რამე მოხდება იცოდეთ ამ ქვეყნიდან ყველაზე მშვიდი და ბედნიერი წავალ ... თქვენი სწორ ადამიანებად აღზრდა შევძელი, თქვენს ზრდასრულ ცხოვრებას ვუყურე , ვიამაყე ორივეს სიძლიერით, შვილიშვილებიც კი ვნახე . სიყვარული გამოვცადე საუცხოო კაცის , ორსულობის გამოცდის საშუალება მომცა ღმერთმა და აკაკის დავუტოვებ ჩვენი სიყვარულის ნაყოფს. ზუსტად ვიცი შენ მოუყვები ბევრს და მიხედავ ისე როგორც საკუთარს _ ინას მოეფერა ჯერ და მერე ილიას აკოცა _არ მოხდება ეგ ... შენ სულ მთლად ჭაღარას გნახავთ . შვილიშვილები გეყოლება და მსოფლიოში საუკეთესო ბებიის სტატუსსაც მოგცემენ შვილიშვილები,ჩემებიც ,ინასებიც და შენების შვილებიც. დედა უკვე ხარ , საუკეთესოთა შორის საუკეთესო. სულ რომ ყველაფერი დავივიწყოთ ,ღმერთი უდედოდ დარჩენილებს დედას მეორედ არ მოგვიკლავს _ უცებ შეიცვალა პოზიცია, იქამდე თუ თვითონ იყო მიხუტებული პატარა ბიჭივით ახლა თავად შემოხვია მკლავები და ინასთან ერთად ჩაიხუტა _ჩემი მარტა ხარ შენ ... დედაზე მეტი მარტა _მამაა იცი მარტას ბიჭი ეყოლებაა _ კაცი რომ გამოჩნდა უკვე ყველანი მშვიდად იყვნენ. ბავშვებიც თან ჰყავდათ და სესილიასაც თავს ევლენოდა ილია_ სახელზე ვფიქრობთ მე და სესო... ლამისაა ნიძლავი დავდოთ რას დაარქმევს _მე სქესი კი ვიცოდი ,მაგრამ სახელზე არ მიფიქრია ... ჩემო სიყვარულო უშენოდ არ გადაწყდება დარწმუნებული ვარ _შენი ქორწილის თარიღი და დიზაინიც არ გადაწყდება იმედია უჩემოდ _ჯერ დიანა დამთანხმდეს _უარზეა? სთხოვე ხელი და უარზეა? _ჯერ არ მითხოვია,მაგრამ არც აჩქარება მინდა _რას ელოდებით ? _შენ გინდა სახლში დედინაცვალი და ბავშვები ? _დიანა ჩადუნელი ჩვენ ბინაში კი არ წარმომიდგენია... როგორ უცნაურად ჟღერს. მისი ძვირფასი ყოფილი ახლახანს ვიხილეთ , პარლამენტიდან გვესაუბრებოდა. მზად ხარ ქარცეცხლისთვის რომელიც გელის მის გვერდით? გაუქაჩავ ასეთ ბობოქარ ქალს? _ჩემში ეჭვი გეპარება? _არ ვიცი ... შენ ზედმეტად დამთმობი ხარ ,როცა გიყვარს და მეშინია არ დაგჩაგროს დომინანტმა ქალმა _მხოლოდ ჩემი ქალიშვილი თუ იდარდებდა ჩვენი წყვილიდან ჩემზე _შენ თავს მე არავის დავაჩაგვრინებ_ ეხუტებოდა იქამდე სანამ მობილურის ხმა არ გაიგო და იოანეს გაღიმებულმა არ უპასუხა _დროულად უნდა დავაბრუნო თბილისში . მეშინია იმ ბიჭს რამე არ დამართოს_ილომ გააყოლა მზერა და ჩაილაპარაკა _ყვავილები ისევ მოსდის ?_ინა გარეთ რომ გავიდა და თაიგულით დაბრუნდა გაუკვირდა _იოანესგანაა ... ბევრი საქმე მაქვსო დღეს უნდა ჩამოსულიყო,ვერ მოვდივარ ბორჯომში წასვლამდეო და ყვავილები გამომიგზავნაა _ ისე ჰქონდა თაიგული ჩაკრული გულში თითქოს პირველად მიიღო და მსგავსი არაფერი ჰქონდა ნანახი _ასე თუ გააგრძელა ყვავილებში დახარჯავს შემოსავლის ნახევარს _სულ ჩემი არაა... ორია. ერთი სესილიასთვისაა . მარტა აქ თუ იქნებოდა არ იცოდა თორემ მისთვისაც იქნებოდა . ყველა შენნაირი არარომანტიული კი არაა. იცის ქალებს როგორ გვიყვარს თაიგულები _ თეთრი ვარდები სესილიას მიაწოდა წითლები თავისთვის დაიტოვა და მერე ფოტოც გადაიღო _აბა პირად ცხოვრებას არ ვსთორავო? _იოანეს ვუგზავნი. ჯერ მუშაობს და ვერ დაველაპარაკები ბევრს ... სულ მუშაობს მერე დასვენება რომ დაგეგმოს და მე სულ უნდა მომენატროს? _იყო დრო მახსოვს გეზარებოდა საუბარი სახლში რომ იყავი განსაკუთრებით _მაშინ იოანე არ მწერდა...რა მიქნა ჩემმა თვითშეფასებამ . გამეცნო იქამდე უუფ _ისეთი საყვარელი იყო. სავარძელში ვარდებიანად ჩაჯდა და ყვავილებს ეფერებოდა _ბორჯომში ვისთან მიდიხართ ... _ იესეს უკვე ჩვილი ჰყავდა მკლავებსშორის მოქცეული და გაბრიელი მეორე მხარეს . პატარაზე ელაპარაკებოდა და ასწავლიდა როგორ მოფერებოდა უმცროს ძმას_ინაა , რა ხდება ბორჯომში? _თინა გვიჩიანის აგარაკზე მივდივართ ყველანი... რადგან სესილია კარგადაა მეც წავალ . სამი ან ოთხი დღით დავრჩებით _დაჩიც იქნება? _იქნება რა თქმა უნდა ... თინას ბავშვობის მეგობარია . შენ გოგას ბარიერი როგორ გადალახე არ გვეტყვი? _მიყვარს დიანა ჩადუნელი და ბარიერი ვერ მექნება იმ ადამიანებთან ვისაც დინას ცხოვრება ადარდებს _აი მესმის თავდაჯერება... სულ არ ედარდება გოგა გვიჩიანიც კი, რომელსაც შეუძლია ისე ჩამარხოს ,რომ ვეღარც ვიპოვნით _ინა ,მა შენ მართლა ჩემზე დარდობ?_ისეთი თბილი ხმა ჰქონდა ინას სული აერია _ დიანა ავი დედინაცვალი არ იქნება და სხვა რა გაქვს შენ სადარდებელი _ჩვენ ოჯახებს შორის მისი რომ არის საშიში, მისი გარემოცვა, ცნობადობა, ბიზნესლედობა ეს მარტო მე ვიცი და თქვენ არა? მისი მტრები შენი მტრები რომ არიან უკვე და სიმშვიდეს უნდა დაემშვიდობო ამაზე არ გიფიქრია ალბათ. ჩხიკვაძეების გარემოცვამ რაც დაგაკლო ჩადუნელის ქმრობა დაგიმატებს _არაფერი მომივა იმის გარდა , რომ ყველა დღის დაწყება მიხარია უკვე...მეტ სტიმულს ,ენერგიას და მოტივაციას მაძლევს . თქვენ ყველანი დამოუკიდებლები ხართ უკვე _ჩადუნელის კაცი რომ გახდე ჯიბეც უნდა გაისქელო და ახლა კიდევ უფრო მეტი იშრომო ? ილიკოს ბანკის ვალს მშვენივრად ვისტუმრებდით ერთად შენ რომ არ მოგეკლა თავი ბათუმში რესტორნის იმდენი პრობლემის მოგვარებით _წლები ვისვენებდი უსაქმოდ ... იმ საქმეს თუ გავაკეთებ რომელშიც ვერკვევი და იმ გარემოში ვიქნები რაც მიყვარს არ გადამღლის მა _დიანამ მართლა იმ ბინაში უნდა იცხოვროს? _იქ იცხოვრებს სადაც მე ვიქნები _დარწმუნებული ხარ? _რაში ,მის სახლში რომ არ გადავალთ? _ გაეცინა _დიანა კარგად უნდა გაგაცნო თორემ ასე ვერ გამოვა _შენ ასე კარგად იცნობ? _იმდენად კი ,რომ ვიცოდე არ მეტყვის შენ პატარა ბინაში ვერ ვიცხოვრებ და ჩემთან გადმოდიო. მჯერა , რომ ჩემთან უნდა ყოფნა და არა მდიდრულ სასახლეში სხვა კაცთან . მე კი ვეცდები საცხოვრებელი ადგილი შევიცვალოთ. ბევრნი ვიქნებით და ფიზიკურად ვერ დავეტევით ყველანი. მარტას ბინაა თან და _უკაცრავად ჩემი ბინა რომელია? _ მაგიდასთან იჯდა ,გემრიელად მიირთმევდა ილიკოს მომზადებულ პიცას და თავის სტიქიაში მყოფი უსმენდა კიდეც მამა_შვილის საუბარს _ ჩემი როდის გახდა _შენია და მორჩაა ! _არაფერიც არ მორჩა...სახლი გავყიდე და ისე ვიყიდე . ჩემი როგორაა _შენ სახელზეა და შენ სახელზე დარჩება . რომელიმე ბავშვს აჩუქე მერე,დამოუკიდებლად ცხოვრებას რომ მოინდომებს და გაგიფრინდება ბუდიდან _გადაწყდა უკვე ? _დიდი ხანია გადაწყდა _გამოდის ჩემ მომავალ ბავშვს ჩუქნი 18 წლის რომ გახდება _არავის ვჩუქნი,შენია ! _უშენოდ გატარებულ ცხოვრებას გვინაზღაურებ თუ რა გჭირს შენ ? _თვალები უნათებდა უკვე ,ინა და ილია კარგად ცნობდა ამ მზერას _რა შუაშია... ის სახლი შენიც იყო _შენ გგონია მომატყუებ ? ზუსტად ვიცი რასაც ფიქრობ ... ჯერ ილიას ვალი გაისტუმრე ახლა თურმე ბინა ჩემია ,ინასთან რას აპირებ _ოჯახის უფროსი მე ვარ მგონი და მსგავსი დეტალები ერთად უნდა მოვაგვაროთ . მე უბრალოდ ნაწილი დავფარე ,ნაწილი ინამ და ილომ ხომ გადაიხადეს. ოჯახს ადრე ასე არ ვმართავდით ჩვეენ? _ბინის გადმოცემის საჭიროება არ დგას ... საჩუქარი თუ გინდა შენ რომ იცი ისეთი გებჟალია გამიკეთეე რაა _სადღა მახსოვს ... ამდენი წელია არ გამიკეთებია _ორსულად ვარ ,ნახე ? _ შებრუნდა და მუცელი დემონსტრაციულად აჩვენა _მე გავაკეთებ მარტა _უკაცრავად,მაგრამ მამაშენი რომ ამზადებს იქამდე შენ ბევრი გაკლია... _არ დაუჯერო,უბრალოდ დაა ჩემი და მიკერძოებულია მა _ ილიკოს გადაულოცა ბავშვი და დანებებული წმოდგა . მარტას მოეხვია ,რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე _ სიგიჟემდე მიყვარხარ და მენატრებოდი ასეთი _გამიკეთებ თუ არ ... _გავაკეთებ რასაც მეტყვი _დაურეკე იმ შენს ქალბატონს გაგვაცანი ნორმალურად. მული ვარ მე აქ თუ ვინავარ საერთოდ _გადაღლილია ძალიან და ვერ ჩამოვა ახლა _შენ დაურეკე და ნახე რას გეტყვის _მარტაა ასე ნუ დახვდები თორემ ახალ სარძლოს კი არა ძველ რძალსაც მაშინებ ,გეფიცები _ სესილია გვერდიდან მიეხუტა,ხელი წამოზრდილ მუცელზე შემოხვია და ჩუმად უთხრა _ჩუ ,ვაჩქარებ მოვლენებს ვერ მიყურებ?თორემ ეს ისეთი ზანტია ბავშვობიდან თქვენ არ იცით _კარგი რაა ... რა ზანტი _არის კი ,სულ სხვას ითვალისწინებს და ყველაფერზე წინასწარ ფიქრობს. არ გამოელევა პრობლემა _ილიკოს ჰგავს ანუ _ილიკოს კი არ ჰგავს,ილიკო ჰგავს ხასიათით უსაშველოდ ... სულ მეგონა ჩემი ძმის ბავშვობას ვზრდიდი და კი ვცდილობდი ცოტა უფრო სხვანაირი ყოფილიყო ვინმეს რომ არ ეტკინა გული მისთვის,მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოკვდებიან საყვარელი ადამიანებისთვის ... _ილიკოც ეხმარება ... ერთად პირველად ვუყურებ სამზარეულოში _ტირილი რომ დავიწყო და ორსულობას მივაბრალო შენ ხომ არ ჩამიშვებ სესილია? _მე რას მივაბრალო_ინა იდგა იქვე და თვალებამღვრეული უყურებდა სამყაროში ყველაზე საყვარელ კაცებს _ აუ იოანეე რაღა დღეს ვერ მოდიხაარ...შეგაგდებდი ამათთან და ვნახავდი მშიერს მომკლავ თუ არაა . _აკაკიც ვერ მოდის ...დამშვიდდი. დღეს სიძეების დღე არაა, რძლის თუ იქნება ვნახოთ _რაო დიანამ მოვალო? _მოვლენ ინა ხომ ისედაც ცქმუტავდა და მერე უნდა გენახათ კარის ზღურბლზე დაჩის შემდეგ იოანე რომ გამოჩნდა. თითქმის ერთი კვირის უნახავი ჰყავდა და ისე მოეხვია სიტყვა არ უთქვამს. მხოლოდ მკლავები შემოჰხვია ,სახე მის ყელში ჩამალა და იქვე უტოვებდა ჩუმ კოცნებს _გეგონა მარტო წამოვიდოდი და თან არ გამოვიყოლებდი? მთელი დღე ბუზღუნებდა ისე ვარ გადაღლილი იქამდე ვერ ჩავალო და ისედაც ვაპირებდი ჩამოყვანას სანამ დიანა მეტყოდა მივდივართო _ დაჩიმ უთხრა მასაც რომ მიესალმა და თავზე აკოცა _ აქამდე მეგონა მხოლოდ ის იყო შეპყრობილი შენით,შენც არ აკლებ თურმე მონატრებას _ ჩურჩულით უთხრა ბოლო სიტყვები და მერე ზემოდან დახედა _ მე უნდა ვყოფილიყავი იოს მეჯვარე ქორწილში და ახლა ჩვენ თუ და _ძმა ვხდებით როგორ იქნება ჩვენი საქმე _რა დროს ჩემი ქორწილი და შენი მეჯვარეობაა მთავარი იმათი ერთად ყოფნა_არყოფნაა _არ მითხრა მეც განვიხილავ არყოფნასო _მე არაფერს განვიხილავ და შენ აშკარად ვერ ხედავ მამაჩემის იდეალური ქმრის კანდიდატად _გააჩნია რა კრიტერიუმები გაქვს ნამდვილად იდეალური დედისთვის შესაფერისი კაცისთვის მოფიქრებული _ორივე რომ დამშვიდდეთ და უბრალოდ დაინახოთ ერთად როგორები არიან საკმარისი იქნება თქვენს დასამშვიდებლად, დაბრმავებულები თუ არ ხართ შიშისგან _ იოანემ უთხრა და შემდეგ გახედეს სასტუმროს უზარმაზარ სამზარეულოში მყოფ დიანა ჩადუნელს და იესე მინდელს. ისე იყვნენ ჩახუტებულები დინას სახის ერთ მხარეს მინდელის ხელი ფარავდა , მეორე ლოყაზე კოცნიდა კაცი დინამ თითები მის მტევანს რომ შემოჰხვია და მაჯაზე აკოცა . მერე რაღაც უთხრა და იესემ იუარა ,მიმართულება შეუცვალა და დანარჩენებთან დააბრუნა ბავშვებს კი ხილით სავსე თეფში მიაწოდა . ორივეს აკოცა თავზე და ისინიც დედის გზას გააყოლა. _განსაკუთრებულად რომ მიეფერა გასაგებია უკვე _ დაჩიმ დაისისინა და ინამ თვალები აატრიალა _შენ ვერ მოფერებიხარ კარგად სალომეს 20 წელი რომ დაგჭირდათ ერთად ყოფნისთვის და ნუ იბოღმები პატარა კაცივით . სულ არ მიხარია დიანა ჩადუნელს რომ უნდა გაუქაჩოს და მთელი დარჩენილი ცხოვრება ვერ ამოისუნთქოს მამაჩემმა როგორმე არაფერი რომ არ მოაკლოს , მაგრამ ... სულ არაფერი მედარდება მისი ბედნიერების გარდა_ იოანეს მიეხუტა ისევ . მის მკერდზე ჰქონდა თავი მიდებული და ისე უყურებდა ოთახში მსხდომებს _ მამაჩემი დედაშენის გაბედნიერებას შეეწირება _დიანა არავის შეიწირავს . მის გვერდით ვერც დაეცემი და ვერც ცუდად იქნები ,ტყავიდან ამოძვრება და ფეხზე მყარად დგომაში დაგეხმარება. უცნობს შეუძლია შეეხიდოს თუ იცის რომ მართალია და საყვარელ კაცს საყრდენად თუ გადაექცევა . არც იდარდო იმაზე ,რომ რამე განსაკუთრებული სჭირდება სიყვარულის და პატივისცემის გარდა _ერთი და იგივე აზრზე ხართ სინამდვილეში ორივე ,ერთმანეთს არ უსმენთ? _ვუსმენთ და შენ მეჯვარის პოვნა გიწევს . ხვდები ? _სიმამრი მყავდეს ბედნიერი და ვიპოვნი როგორმე ვინმეს, ზაფხულამდე _რომელ ზაფხულამდე ... რატომ ზაფხულამდე _ზაფხული გიყვარს და ქორწილიც ზაფხულში გვექნება ... პატარა ,მშვიდი და მხოლოდ საყვარელი ადამიანებით გარემოცული _ერთი ქორწილი უკვე ჩაინიშნა საინტერესოა დედაჩემი რას გადაწყვეტს,ქალი რომელსაც ყველა სეზონი უყვარს და საერთოდ ცხოვრება უყვარს ძალიან,სიცოცხლე _რა თქვი დე ? _ ვერ გაიგო ნორმალურად და მარტასთან საუბრით გართულმა ჰკითხა მაშინვე _არაფერი ... საინტერესოა ჩემი მომზადებული გეყვარება ისევ თუ იესეს ვუთმობ პოზიციას . ისეთი სურნელი გამოდის იქედან მგონი ფარ_ხმალს დავყრი _სიგემრიელეს ემოცია განაპირობებს და მეეჭვება სოსოს მომზადებულმა ოდესმე გადაფაროს შვილის მიერ მირთმეული კერძის გემო _მარტამ უთხრა და ილიკოს გახედა გაბრწყინებული თვალებით_ ახლაც მახსოვს 9 წლის ილიკომ როგორი უგემური კვერცხი შემიწვა პირველად ,ისედაც სიცხიანი უარესად როგორ არ გავხდი საკვირველი იყო ,მაგრამ იმაზე დასამახსოვრებელი არც იქამდე და არც მერე არაფერი მიჭამია _ჩვენ სხვა შემთხვევა გვაქვს... ერთ ზაფხულს აკადემიაში ვიარე კურსებზე და მერე დავიწყე მზადება _ჯიბის ფულს რომ გაძლევდი ის გქონდა თურმე გადანახული და მე რომ მეგობრებთან მეგონე მაშინ დადიოდი ჩუმად თან 14 წლის იყავი და როგორ დაითანხმე შეფი კურსზე რომ მიგიღო ეგ ცალკე ამბავია. ორმაგად ვიყავი სასიამოვნოდ გაოცებული ,გემო საერთოდ არ მახსოვს იმ რაღაც თევზის კერძის . შენი თვალები მახსოვს , როგორ ელოდი რეაქციას და როგორ მიხაროდა მე ასეთი რომ გაიზარდე _ ხელი ჩაკიდა და ისე აკოცა ნაიარევ ხელისგულზე ვერც გაიაზრა რომ მარტო არ იყვნენ _ მე და მარტას ბევრი საერთო ემოცია გვექნება განცდილი ,არა? _ჩემნაირი გოგო არ ჰყავდა დიანას აღსაზრდელად თორემ მაგასაც ვნახავდით როგორი ერთნაირი ემოციები გექნებოდათ. მის პრინციპულობაზე ისეთი ამბები დადის სახლიდან მისროდა ალბათ შენს ადგილას _დაჩი იმიტომ არ დამიტოვებია ჩემ გვერდით,კარგად რომ სწავლობდა და იქცეოდა... უსაზღვროდ მიყვარდა დაბადებიდან და ასმაგად შემიყვარდა ეკას გარდაცვალების შემდეგ . სულ რომ ყირაზე დამდგარიყო გვერდიდან ვერ მომიშორებდა ... შენ ძალიან ინდომებდი ალბათ მარტასთვის ტვირთი შეგემცირებინა ,შენზე არ ედარდა და შენთვის ნაკლები გაეკეთებინა ,მაგრამ ვერასდროს ათქმევინე უარი სიყვარულზე ,რომელიც გულში კი არაა მხოლოდ, ძარღვებში მიედინება სისხლთან ერთად _ ორ წამში შეეძლო ინას მთელი ცხოვრების უპასუხო კითხვის ახსნა? სხეული რომ გაუყინა ჩადუნელის თბილმა ხმამ იოანეს თითები შეეხო თითებზე და მერე ხელიც შემოეხვია წელზე _ვიცი შენ მამაჩემის არ გეშინია ... სულელი უნდა იყო ქალი მის გვერდით დრო გაატარო და შეგეშინდეს მეც არ მომკლასო. შენ კი ყველანაირი შეიძლება იყო სულელის გარდა. მე მეშინია შენი , მამაჩემი იმდენად მოგეჯაჭვება შენც რომ ატკინო მერე რაღაც საშინელებას დაგმართებ _ინა ... რას ეუბნები თუ იაზრებ _ ილიამ თვალები დაუბრიალა ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია . დიანას კი ხმით გაეცინა _მე ვიცი ზუსტად რასაც მეუბნება და ისიც ვიცი მე და ინა სხვადასხვა მხარეს არასდროს აღმოვჩნდებით. ღმერთმა ნუ მოატრიალოს ჩვენი ცხოცრება ისე მე მამაშენისთვის გულის ტკენა გადავწყვიტო ...შენი ჩარევა საჭირო არ იქნება , მაგას რომ გავაკეთებ მეტად ვეღარაფერი გამანადგურებს _მუქარებს თუ მორჩით ჩემო ორო უძვირფასესო იქნებ ნება იბოძოთ და სუფრის გაშლაში დამეხმაროთ... რომ იცოდეთ მზადება რამდენადაც მიყვარს თეფშების გატან_გამოტანა მღლის იმდენად _შენ ასეთი გემრიელი სუნები დააყენე სახლში იესე და თეფშებს მე და სანიკოც მივიტანთ მაგიდამდე. დედასაც სულ ეზარება დალაგებაც და ალაგებაც _კესანემ წამსვე ჩაუშვა ,გაბრიელთან ერთად თამაშს შეეშვა და მისკენ გაიქცა _ტკბილი არ გაქვს რამე? _გვაქვს,ოღონდ ჩემი მომზადებული არ არის... დედიკოს არ უთხრა,მაგრამ მე არ გამომდის არაფერი რასაც შაქარი აქვს და კრემი მითუმეტეს _აუფ არაუშავს , შენ არ ინერვიულო... ვიყიდით ნამცხვრებს დედიკოსთვის. როცა გაბრაზდება ჩემ დამალულ შოკოლადებსაც მოგცემ _ ჩურჩულით ეუბნებოდა ყურში თითქოს უდიდეს საიდუმლოს უმხელდნენ ერთმანეთს _დამალული შოკოლადები შენც გაქვს? _კიდევ ვის აქვს _ინას ... ის ლოგინის გვერდით ტუმბოში მალავს პატარა ყუთში რომელშიც წესით ფანქრები უნდა ჰქონდეს მაგრამ სულ შოკოლადები აქვს _მე ყველა თაროზე მაქვს ცოტ_ცოტა... დედამ რომელიმე რომ იპოვნოს კიდევ რომ დამრჩეს _ჭკვიანურია...სესილიაა შენნაირი ვიპოვე _ რძალი რომ მიუახლოვდა ჩუმად უთხრა _მაინც როგორი ჩემნაირი _შოკოლადებს მალავს ყველგან _ილიას არ უთხრა თორემ გადაირევა _გულს გაუჩერებთ ადამიანს ისეთი საყვარლები ხართ შვილო _ ჩვილით ხელში მდგომ ქალს ზუსტად ისე აკოცა თავზე როგორც წუთის წინ 5 წლის კესანეს და მერე იესე აიყვანა ხელში _ სანამ სუფრა გამზადდება იქამდე მე მეყოლება. მიდი შენ თავისუფლად დაჯექი _დიანას გვერდით მოთავსდდა დივანზე და ქალმაც მაშინვე გადაიტანა ყურადღება მათზე _ასეთ პატარას ასე კარგად მართლა როგორ იჭერ _პატარა რომაა უფრო ადვილია ,არსად მიდის ... აი ცოტა მერე ცქმუტვას რომ დაიწყებს მერეა რთული . ახლა ძილის მინისტრია _რაღაც უნდა გითხრა ..._ბავშვს უყურებდა უცებ რომ გაუსწორა მზერა _გისმენ _მარტო მირჩევნია _კარგი ... გავიდეთ _ იესე მარტას დაუტოვა და დიანასთან ერთად განმარტოვდა _ მშვიდობა გვაქვს? _გიორგის შევხვდი ... დამირეკა საქმე მაქვსო და სახლში მივედი . ყველგან ვერ შევხვდები უბრალოდ, ხომ გესმის იცნობენ და აკვირდებიან _მერე ? რაო რა მინდაო _თმა ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე მოეფერა _შერიგებაზე მელაპარაკებოდა ისევ... ვჭირდები რეკლამისთვის და რაღაცებს მთავაზობდა _საწყალი ნეტავ მართლა ჰგონია ,რომ დაუბრუნდები? _შენ რომ არ იყო ჩემ ცხოვრებაში დავფიქრდებოდი ... _არ დაფიქრდებოდი . გაღიზიანებს მისი ის გავლენა რაც შენზე როგორც ქალზე მოახდინა ,ის ტყუილი რასაც გაჯერებდა და ყველაფერი რასაც გაკეთებინებდა იქამდე სანამ გამოიჭერდი. იშვიათად მაქვს ვინმეს ცემის სურვილი და ის ამ უიშვიათესი შემთხვევებიდან ყველაზე გამორჩეულია ... ნაბიჭვ.რი _ჯერ არ იცის ერთად რომ ვართ...როცა გაიგებს ზუსტად ვიცი არ მოისვენებს და მინდა იცოდე _შენ ფიქრობ ვიეჭვიანებ და მის ნაბოდვარს დავუჯერებ ოდესმე? შენ სიტყვაც რომ არ მითხრა ისეც მჯერა სულ ,შენი რომ არ მეჯერება ბოლო მომეღება მერე _ თითები თმაში შეუცურა და მოეფერა კოცნამდე _ სულ მენატრები ,იცი? _ ტუჩებთან დაიჩურჩულა და გაეღიმა დიანამ პირველმა რომ გადაკვეთა ზღვარი _მე უფრო _ მკლავები ყელზე შემოხვია,სხეულზე მიეკრო და ვნებიან კოცნაში აიყოლია _ მშია ,ერთი სული მაქვს ყველაფერს როდის გავსინჯავ _ისევ მთელი დღეები მშიერი ხარ? _არა ,ბოლო დროს მთელი დღე ვჭამ...მალე ისე გავსუქდები ხელს ვერ შემომხვევ წელზე _რაც უფრო მეტი იქნები უკეთესია ,მაგრამ მთლად ასეც არ გვინდა ხელში რომ ვეღარ აგიყვანო _ გაიცინა და უკან მიჰყვა _შენ მაინც არ ეჭვიანობ ... რანაირი კაცი ხარ _ეჭვიანი შენც საკმარისი ხარ ჩვენ წყვილში... _უკანასკნელად გაგაცინებ , ვინმეზე ფიქრიც რომ გაბედო გონებაში _ უღიმოდა და ისე ემუქრებოდა _კლასიკური დიანა ჩადუნელი ... ეს სიცილი ვიცი ,გემუქრებოდა ხომ? _დაჩი მიუახლოვდათ ,იცინოდა და იესეს პასუხს ელოდა_ მითხარი _შენ რატომ გემუქრება ხოლმე _ბავშვობაში ჭამაზე ... სულ გასული ვიყავი და მახსენებდა მაღვიძარასავით შესვენების დროს რომ გამევლო სადმე და ნორმალურად მეჭამა. ის შეტყობინებები უნდა გამომეშვა წიგნად " ჭამა არ დაგავიწყდეს თორემ საღამოს ერთ ქვაბს გაჭმევ " " ჭამე ,ქარებია გადაგაფრენს საზღვარზე სად გეძებო მერე" მერეც იყო რაღაცებზე ,მაგრამ ჭამას ახლაც მახსენებს თუ საქმე მაქვს ბევრი. _ყველაფერს ნუ იტყვი ,დაჩი ... დაჯექი ჭამე და ისწავლე თუ რამე მოგეწონება _უკაცრავად რამე კი არა ყველაფერი მოეწონება _ სკამი გამოუწია, ინსტიქტურად აკოცა მოღეღილ ყელზე უკვე მჯდომს და შემდეგ დაიკავა მის გვერდით ადგილი . ინასთვის უნდოდა თეფშით მიეწოდებინა კერძი ,მაგრამ იოანემაც იქეთ გასწია ხელი და შეჩერდა . გაეღიმა მხოლოდ ,ინა კი დეტალებით გაბედნიერებული უმზერდა ყველა საყვარელ ადამიანს. აკაკიც რომ შეუერთდდათ მარტაც ბავშვად გადაიქცა. დაჩიმ იცოდა მხოლოდ დიანა ჩადუნელის უმადობის ამბავი, როგორ არასდროს უყვარდა ჭამა და სწორედ ამიტომ დაიწყო კურსებზე სიარული მისთვის სხვადასხვა გემრიელობა რომ მოემზადებინა . სულ ცოტას ჭამდა, სულ სადღაც ეჩქარებოდა და რაღაც გეგმა ჰქონდა ახლა კი კერძი არ დატოვა რომ არ გაესინჯა . ჯერ ფიქრობდა სტრესის ფონზე ჰქონდა უმადობა,ახლა ალბათ ყველაზე უდარდელი და თავისუფალიაო ,მაგრამ შემდეგ ეჭვი გაუჩნდა,რომელიც არც იცოდა როგორ და როდის გაეჟღერებინა. საერთოდ ეუცნაურებოდა ასეთი მოსიყვარულე,მომღიმარი დიანა. შეყვარებულს პირველად ხედავდა და მისი გრძნობა რომ ნამდვილი იყო ზუსტად იცოდა. იესეს მზერასაც ვერ დააიგნორებდა , მოზომილ შეხებას თითებზე ფერებას . მასზე კონცენტრირების პარალელურად ყველას და ყველაფერს რომ აკვირდებოდა ,ზრუნავდა ,ფიქრობდა. მართლა ჰქონდა რაღაც შინაგანად ოჯახის უფროსისთვის დამახასიათებელი წმინდა სული ამ კაცს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.