წარსული წარსულში II (დასასრული)
ზამთრის პირველ შაბათ_კვირას ბორჯომში ,თინა გვიჩიანის აგარაკზე შეიკრიბნენ. ამინდების მიუხედავად ქალაქიდან გასვლა და ერთად ყოფნის იდეა მოეწონა , თინასთან ერთად დაგეგმილი ფოტოსესიისთვისაც მოემზადა და პირველივე დღეს აპოზიორა ღრუბლიან ქალაქში. წყვილებიც არ დაავიწყდა, საითაც გაიხედავდა ყველა მხარეს პოულობდა დასაფიქსრებელ კადრს. ერთ მხარეს სალომე და დაჩი მისეირნობდა,მეორე მხარეს ინა და იოანე . საკუთარი ძმის სულ ახალ ვერსიას უყურებდა,თითქოს ინასთვის ერთი იოანე ჰყავდა ყველასგან გადამალული და ახლა ეცნობოდა მატილდაც. ამდენი სიცილით,ასეთი მომღიმარი და მოლაპარაკე არც ახსოვდა. პირველივე ემოციურად გადატვირთული დღის დასასრულს პარკში შემორჩნენ . ხმაურსა და ხალხმრავლობას გარიდებული მოშორებით იდგა კამერამომარჯვებული, ობიექტში სრულიად მოულოდნელად რომ გამოჩნდა თორნიკე ილდანი. ნანატრი მოჩვენებასავით მიდიოდა და უღიმოდა , შემდეგ კი მასთან მიახლოების ნაცვლად თინა ჩაიკრა გულში. _როგორ ხარ ნამცეცა ? _ ლოყაზე ისე თბილად აკოცა მატილდა ემოციებით გაივსო. იცოდა გაათავისუფლეს,მაგრამ იქ არ ელოდა. ვერ გაუძლო ,მონატრებულის ახლო_შორმა ხილვამ ერთიანად გამოაცალა ძალა. კამერიანად შებრუნდა და საერთოდ შეიცვალა მიმართულება. ყველაზე განაპირა მდგომ სკამზე ჩამოჯდა და თავი უკან გადასწია. მზე უკვე ჩადიოდა,ლამპიონებიც არ ანათებდა მისკენ. ძლივს მარტოდ და მშვიდად იგრძნო თავი ხმა რომ გაიგო _კაცის ფოტოებით გქონდეს სავსე ყველა მოწყობილობა და გამარჯობას არ ეუბნებოდე ,შენ თუ ჩაიდენდი მსგავს უმსგავსობას მხოლოდ _გამარჯობა სიტყვით კმარა თუ კოცნა და ჩახუტებაც უნდა დავურთო _გამარჯობის მერე როგორ ხარ უნდა მკითხო . კოცნამდე ადრეა ძალიან _ცუდად ხარ დავიჯერო და იმიტომ ამოხვედი ბორჯომში?მჟავე წყალი სხვა მხარესაა, თბილი აქ და ცივი გარეთ _შენ აქაც ფოტოგრაფობ? _ ფეხებზე დადებული კამერა ისე მარტივად აართვა სანამ რეაგირება მოასწრო უკვე თვალთან ჰქონდა და იქედან უყურებდა სახეარეულს _ კამერას მაინც გაუღიმე _რამდენჯერმე დააჭირა ღილაკს და თავად გაეღიმა _ ნუ ღელავ მხოლოდ შენი ფოტოგრაფი ვიქნები და არა შენი ფოტოების დამთვალიერებელი... _გამოფენას რომ მოვაწყობ ხელოვნებისმოყვარულებს შორის თუ აღმოგაჩენ არ დაგპატიჟო? _ჩემი ფოტოების გამოფენას თუ მოაწყობ აუცილებელიც კი იქნება ჩემი დაპატიჟება და თუ ჩემებს შენთვის დაიტოვებ ,არავის უწილადებ ჩემით ტკბობის სიამოვნებას , ამ შემთხვევაშიც მომიწვიე _არ მაქვს შენი ისეთი ფოტო ვინმეს ტკბობა რომ შეეძლოს _შიშველი პოზიორობისთვის პატარა ხარ ჯერ _ მე რა შუაში ვარ _აბა მე კომპლექსი არ მაქვს საკუთარი სხეულის _და ყველამ გინდა იხილოს? იქნებ რეკლამა გინდა გაგიკეთო. ინტეგრაცია გიჭირს და გინდა გოგონებს შეახსენო ერთ დროს ქალაქის პოპულარული ბიჭი _აჰ ,პოპულარობას შენი ფოტოებით დავიბრუნებ? შენ მე გადამიღებ და გამოვაქვეყნებთ,მე ჩემ სოც. ქსელებში ალბათ ხომ? _კომპლექსები არ მაქვსო არ თქვი?_რომ წარმოიდგინა ილდანი თავისი შიშველ ფოტოებს როგორ ტვირთავდა ინსტაგრამზე სიცილის შეკავება აღარ შეეძლო. ტუჩზე იკბინა და მერე მაინც გაეცინა _სხვას არავის გადაუღო შიშველს შენ და მე იქნებ ოდესმე დავფიქრდე_ თვალი ჩაუკრა და ლოყაზე აკოცა სრულიად მოულოდნელ დროს _ თუ ოდესმე ჩემდაუნებურად გაწყენინე იცოდე რომ არცერთი მიცდია განზრახ _ რა უნდოდა. რისთვის უშლიდა დალაგებულ გრძნობებს. რატომ კვეთდდა თავისივე გავლებულ ზღვარს. _განზრახულ სიშორეს ცდილობ მხოლოდ და ისიც უშედეგოდ? _წინ წასულს დააწია სიტყვები ტყვიებივით და მიუბრუნდა კიდეც გაღიმებული ილდანი _გული გიჩერდება გრძნობებისგან და მაინც ვერ ჩუმდები ხომ ? ისევ ის მანანა ხარ სკოლაში რომ იყავი,მოუსვენარი, ქარივით თავისუფალი და ყველას შორის არა'ნორმალური _ერთი წუთით , შენ გახსოვს როგორი ვიყავი ბავშვობაში ? ამიტომ მეძახი მანანას ... შენ,ღმერთო ჩემო ეს რა უკადრებელი ტყუილი იკადრე ? ეს რა თამაში ითამაშე ამ ერთობ დიდმა,მისაბაძმა და სიმართლით განთქმულმა პიროვნებამ _ უცებ წამოდგა ,კამერა გადაავიწყდა მასთან საუბრის გაგრძელების სურვილით შეპყრობილს და ასფალტზე დავარდნისას მსხვრევის ხმა რომ გაისმა მხოლოდ შემდეგ მიმოიხედა სიბნელეში _არა რა ოღონდ გატეხილი არ იყო გთხოოვ _ ტელეფონის განათებით ყველა ნაწილიც კი ვერ დაინახა ისე იყო დამსხვრეული _არ ინერვიულო ... ყველას მოსდის მსგავსი _ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი,უნდა მოვფრთხილებოდი . იცი რამდენი წლის იყო? იცი რამდენი ფოტო გადავიღე,რამდენი კადრი დავაფიქსირე ,რამდენი ემოცია გავაცოცხლე ამით? _დრო იყო ახლის ყიდვის _არ მიყიდია _ნაჩუქარი უფრო ტკბილია თუ ისეთმა ადამიანმა გიყიდა ვინც მნიშვნელოვანია _ჩემი პირველი შემოსავლით მივიღე... ნახატში გავცვალე _ყველაფერი ერთად შეაგროვა თორნიკეს დახმარებით და ცრემლებიც გადმოუშვა . ბნელოდა და იმედი ჰქონდა ,რომ ვერ დაინახავდა _ მაშინ ასეთები საქართველოში არ იყო ,ერთ ბიჭს ჰქონდა და ვუთხარი მომყიდე_მეთქი. მისი არ იყო ,არადა იმდენი ვევაჭრე ,რა აღარ შევთავაზე. მითხრა მის პატრონს დავეკითხები და დაგიკავშირდებიო. არ ველოდი თუ მომწერდა. ფოტო გადმომიგზავნა ულამაზესი გოგო იყო ,მაგრამ ძველი სურათი იყო . თუ დახატავ დაა გააცოცხლებ სულს გაგიცვლი მაგ ნახატშიო . ისეთი კარგი გამომივიდა ერთი ფიქრი ვიფიქრე დავიტოვებ ამ ნახატს და სხვა დროს ვიყიდი ფოტოაპარატს_თქო _მერე? _ორი დავხატე ... ისეთი ლამაზი გოგო იყო , ისეთი თვალები ჰქონდა ზუსტად ვიცი ვინც გადაუღო ის უყვარდა და მე , მე ეგ თვალები მინდოდა _თვალები გინდოდა როგორ გავიგო _სიბნელეში უყურებდა ისე ცხადად და იცოდა ყველაფერი იმაზე მეტიც ვიდრე მატილდას წარმოედგინა _ისეთი ვარსკვლავთვალა ვყოფილიყავი და ვინმეს ფოტო შემოენახა ... _ანუ ორი ნახატი დახატე და ფოტოაპარატიც დაიტოვე _პირველი ჩემთვის დავიტოვე, მეორეში გავუცვალე. ისიც ძალიან კარგი იყო,მაგრამ პირველი განსაკუთრებული გამომივიდა . _მე გამიცვალე ფოტოაპარატში რომელიც გინდა _რა გაგიცვალო... _ნახატი ... ოღონდ ჯერ ფოტოაპარატს მიიღებ და მერე ,როცა მე მომინდება დახატავ _შეკვეთით არ ვხატავ და ფოტოაპარატის ფულიც მაქვს. თუ ვერ მიხვდი იქ ამბავი იყო მთავარი _ვერ მივხვდი _ ჩაიცინა ისე მტკივნეულად ,რომ მატილდას საკუთარი სიტყვები მასთან ერთად ეტკინა _ მე მოლაპარაკებები სსხვაგვარად ვიცი. ჩემ გამო დაგიზიანდა საყვარელი ნივთი და მე დაგიბრუნებ . ყველა შემთხვევაში მიიღებ მათ შორის საუკეთესო ვერსიას _ეს არაა სამართლიანობა. მე ვერ გავუფრთხილდი შენ რა შუაში ხარ . რა თქმა უნდა არ მივიღებ საჩუქარს. ნახატი თუ გინდა ჩემზე ნიჭიერ მხატვარს გირჩევ ან ისე უბრალოდ დავხატავ ,როცა გინდა და რასაც გინდა _მე მხოლოდ ის მინდა რომ არ იტირო და ამ ფოტოაპარატივით არ დაიმსხვრეს შენი ძვირფასი არსება _ ხელებში მოქცეულ ნაწილებს უყურებდა თავდახრილი ილდანის ხმა ახლოდან რომ გაიგო და თითების შეხება იგრძნო ცრემლიან ლოყაზე ,მეორე მხარეს ,თვალთან ახლოს აკოცა და მატილდას ტირილის სურვილი იმ წამს უფრო გაუმძაფრდა განცდილი შეგრძნებებისგან სავსეს _მე რომ ტკივილის დროს უფრო ნაკლებს ვტირი ვიდრე სულ'არეულობის გამო ? _იმდენად ახლოს იყო მის გრილ სურნელს გრძნობდა ,სიგარეტის სუნი სადღაც შორიდან რომ იგრძნობოდა . გაყინული გაათბო სულ ერთმა უბრალო ბრალიანმა კოცნამ და სიტყვები თავისთავად გაჟღერდნენ. ნეტავ რას ეტყოდა პასუხად თორნიკე ნაბიჯების ხმა რომ არ გაეგოთ და შემდეგ მობილურიც არ განათებულიყო . ცრემლები უცებ შეიმშრალა ,ღრმად ჩაისუნთქა და იოანეს ზარს უპასუხა _ერთი საათია გწერ , რამეს შეეჯახე გადაღების დროს თუ მოგიტაცა რომელიმე არაბმა მეცხრე ცოლად და პირველი ღამის წინ მუცლის ცეკვა რომ შეიმეცნე გამოგადგა ძლივს _იოანე ჩემსავით რომ იწყებ საუბარს იმ დროს მაშინებ ყველაზე მეტად ... კარგად ვარ . გასასვლელთან შეგხვდებით _წავედით ჩვენ უკვე ... გაიყინნენ გოგონები , შენ იმედია მოძრაობა შეგიძლია და არ მიეყინე _რა კარგ დროს გაგახსენდი _გამოვიდე ? _არა , მოვალ მალე _ლამპიონები ანათებდნენ ბილიკს უცებ რომ ჩაქრა ყველაფერი და ადგილზე შედგა _წვიმს ... _მატილდას შავი ქოლგა გაშალა და მის გვერდით დადგა _დაკეტილია უკვე კარიც _ასე დამაგვიანდა ? ამიტომ ვიპოვე თავისუფალი სკამი _მდინარის ხმა ისმოდა,რომელიც სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა . წვიმის წვეთებიც გაუჩერებლად ეცემოდა ქოლგას . სიბნელეში გზას თორნიკე ანათებდა თავისი მობილურით სანამ ისიც არ გაითიშა და ჩუმად არ შეიკურთხა. _ჩემი აიღე ,ჯიბეში მაქვს _ორივე ხელით ფოტოაპარატი ეჭირა ,ილდანმა ისე ამოაძვრინა შარვლის უკანა ჯიბიდან მისი ტელეფონი რომ ხედავდა თორემ ოდნავადაც არ უგრძვნია _ კარს როგორ გავაღებთ _ციხეში ქურდული სამყაროს წევრობისთვის მე ვიჯექი და ნათელი არ არის ვინ გააღებს? _ნუ მაცინებ , ზუსტად ვიცი ამ კარზე "ატმეჩკით" მუშაობას აქ,ახლა და ჩემ თვალწინ არ დაიწყებ _ ისე გამოავლინა რომ იცნობდა და გრძნობდა ილდანის გაღიმება უკვე მერამდენედ გამოიწვია _დაცვა იქნება დაველაპარაკები და გაგვიღებს _ა მე არც ჩაკეტილ კარს ვაღებ და არც ვლაპარაკობ ... შენ უნდა წამეყვანე მოწმედ სასამართლოზე. ლაპარაკის გამო ვიჯექი 5 წელი სხვა კი ვერაფერი დამაბრალეს _უდანაშაულობის მწვერვალიდან გვიყურებ წვრილმან ხულიგნებს _ იგივე ტონით უპასუხა და ორივეს გაეცინა _ მე რომ გითხრა ჩაკეტილი კარის გაღება ვიცი_თქო _სრულიად შეუსაბამო იქნება შენთვის და თან შესაბამისი იმდენად გიყვარს მილიონი საქმის ცოდნა _მიყვარს ნამდვილად და ვერ ვიტან რაღაც რომ მჭირდება და არ ვიცი _გასაღები გრჩება ,მაგრამ ატმეჩკა სულ გაქვს ? _გასაღები მეკარგება უბრალოდ _სერიოზულად მატილდა _შეჩერდა და ტელეფონი ისე მიანათა მისი სახე რომ დაენახა _ ჩემი გამასხარავება გგონია დასაშვებია ? _არასდროს ვიფიქრებ . სიმართლეს გეუბნები _ღმერთო მე დამცინი თუ იოანეს ,ასეთი რომ ჰყავს სახლში _ ჩუმად თქვა და ინსტიქტურად მიიწია მატილდასკენ წვიმა რომ გაძლიერდა . უკვე კართან იყვნენ დაცვის კაცმა რომ გამოხედათ , ისე ამოიღო ჯიბიდან ფული და ხელის ჩამორთმევის დროს მისცა კამერა კი არა იქვე მდგომი ადამიანიც ვერ დაინახავდა თუ მატილდას მსგავსი მზერა არ ექნებოდა _მადლობა . მშვიდ მორიგეობას გისურვებთ. _არადა ვფიქრობდი მე გავაღებ კარს და შოკირებულს დავტოვებ_თქო _ ჩუმად თქვა და ისევ მიიპყრო ილდანის ყურადღება _გემუდარები ეგ სხვა ვინმეს არც უთხრა ,არც აჩვენო თორემ ნამდვილად სახლში დაურჩები იოანეს შინაბერად , ცოდოა ბიჭი _ცოდოა მის გვერდით რომ ვიცხოვრებ დიდხანს? _შენ რომ ბიჭებს მოსწონხარ იმათ რომ გაიგონ ჩაკეტილი კარის გაღება იცი , შეეშინდებათ და წამში აორთქლდებიან _შენ რა იცი მე როგორ ბიჭებს მოვწონვარ ... იქნებ _კითხვა არ გამიჟღერო შენ რა იცით დაწყებული ,არასდროს _ მანქანის კარი გაუღრო ,ქოლგა უფრო მაღლა ასწია კომფორტულად რომ დამჯდარიყო და მერე მოთავსდდა თავად. _რატომ იცი , შეიძლება? _რა _შენ რა იცის არ გკითხავ ,შენ რატომ იცი მე ვის მოვწონვარს ,გკითხავ _როგორიც ხარ ისეთს მოსწონხარ და ისეთი მოგწონს _სისულელეა ... ერთნაირად დამუხტული ნაწილაკები რომ განიზიდავენ და საპირისპიროდ დამუხტულები იზიდავენ არ იცი? _შენ ნაწილაკი ხარ ? _ჩემ შემთხვევაში პრობლემა ის არის რომ თავადაც არ ვიცი დადებითად დამუხტული ვარ თუ უარყოფითად _კითხვა რატომ გაგიჩნდა საერთოდ მაგ საკითხთან დაკავშკრებით _საკუთარ თავთან დაკავშირებით არ უნდა მქონდეს კითხვა? ჯერ შენი თავი უნდა შეიცნო ადამიანმა _ბოლომდე ვერც სხვას შეისწავლი და ვერც საკუთარ თავს. ადამიანი ხარ, რომელიც ცოცხლობს და ცხოვრების მიხედვით გზად შეიძლება ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯი გადადგას_ისეთი ხმის ტემბრი ჰქონდა თავი ფსიქოლოგთან ვიზიტზე გეგონებოდათ და არა მის მანქანაში ,რომელიც არცთუ ისე ნელა მიდიოდა წვიმიან გზაზე. _ხვალაც დარჩები ? _არავის არასდროს ვაბარებ ანგარიშს ჩემი ადგილსამყოფელის, წასვლა_წამოსვლის და სახლში დაბრუნების დროებზე _თავადაც არ იცი და იმიტომ თუ გეშინია _მეშინია ? _ გაკვირვებულმა გახედა_ გგონია მშიშარა ვარ? _მშიშარა არ ვარ ,მაგრამ მეშინია ისეთმა ადამიანმა არ მიღალატოს ვისაც ვენდობი და ვისთანაც გულწრფელი ვარ _მესამე ვარიანტიცაა,არავინ მეკითხება და არავინაა ვინც მელოდება _დედა როგორ გადააჩვიე ლოდინს . დედაჩემი სულ დაგვეძებს მე და იოანეს . იქაც კი იცოდა როდის სად დავდიოდი ,სახლში მისვლის დროს მე თუ არ ვპასუხობდი ინას წერდა და მერე იძინებდა _მამაშენია ოჯახის კაცი და გვერდით ჰყავს სულ , როცა არ არის უკვე საშიშია და მამაჩემი არასდროს იყო ოჯახთან ერთად,არავინ იცოდა როდის მოვიდოდა ან როდის წავიდოდა . სახლში დიდხანს რომ რჩებოდა მაშინ უფრო ეშინოდა,ე.ი ვიღაც ისეთი გადაიკიდა ,რომ დაცვადაც თავად რჩებოდა და ვერავის ანდობდა ჩვენ თავს. ასე რომ დედაჩემისთვის უცხო არ არის ეს მდგომარეობა , დედაშენისთვის კი შვილის მშვიდად ყოფნად ძილის წინ დამშვიდობება მოიაზრება. _შენ დაზეც იგივე ხდება? _ჩემი და 18 წლისაა . პატარა ბავშვია ჯერ თან გოგო,თანაც თოჯინასავით ლამაზი,ნაზი, ფაქიზი... ისე გაიზარდა ზედმეტი ფიქრი არ ჰქონია,არც შიში ახსოვს ,არც მტრების ყოლა იცის რას ნიშნავს. უკრავს, ცეკვავს,მღერის, კითხულობს წიგნებს , სწავლობს და ოცნებობს ... როგორც ხვდები ჩემთანაც იშვიათად ურთიერთობს _იოანე დიდხანს თუ არ მელაპარაკება ცუდად ხდება მონატრებისგან მიუხედავად იმისა ,რომ აუტანელი და ვარ ,სულ ნერვებს ვუშლი ,მუდამ ვაბრაზებ და მოსვენებას არ ვაძლევ ... შენ როგორ უძლებ მონატრებას _გაინტერესებს მე რას ვგრძნობ თუ შენ გინდა ვინმეს მონატრებას გაუძლო და ხრიკი გასწავლო _და ვინ გითხრა რომ არ ვიცი როგორ უნდა გავუძლო მონატრებას... _ლონდონში ყოფნის ორი წელი გენატრებოდნენ ხო? მართალია ,ეგ დამავიწყდა _არა ,იმათ ვესაუბრებოდი,უამრავი გეგმა და საქმე მქონდა ,მონატრებას ვერც ვასწრებდი . ერთი ადამიანი კი მთელი ცხოვრებაა მენატრება _ახლობელი გარდაიცვალა? _არც ერთხელ გაუხედავს ამ დიალოგის დროს მატილდასკენ,გზას არ აშორებდა თვალს _არა ,ცოცხალია და იმედია კიდევ ძალიან დიდხანს იცოცხლებს,ბედნიერებას იპოვნის,სიმშვიდეს მოიპოვებს და იბრძოლებს მხოლოდ საკუთარი სურვილებისთვის _შენ მონატრებას რა გააქრობს _არაფერი ... ჩემ მონატრებას ახლოს რომაა უფრო ამძაფრებს _ახლოსაა და გენატრება? ეს რაღაც ხელოვანი ადამიანების ზეაღმატებული,არამიწიერი შეგრძნებაა? _შენ ქალი არ გყვარებია ილდანო ?! _ღმერთმა დაიფარა ყველა ქალი ჩემი სიყვარულისგან ... მანქანა ეზოსთან გააჩერა . პირველი გადავიდა,კარიც გაუღო და ქოლგაც დააფარა . უნდოდა ეთქვა შენი სიყვარული საჩუქარი იქნება და არა სასჯელიო ,მაგრამ ვერაფერი თქვა ისეთი იყო ილდანი იმ წამს. მდუმარედ დაფარა მანძილი სახლამდე და შესვლისთანავე დაიჩურჩულა მადლობაო. _ქალბატონი სალომე როგორ ბრძანდება _ ილდანი პირდაპირ წყვილისკენ დაიძრა და მატილდასაც დიდი ინტერესი ჰქონდა მისი რეაქციის _ ძლივს აღიარებული სიყვარული ტკბილია თუ წაუმჟავებს ჯერ, დაჩი ჩადუნელო _ყველას აღიარებას თავისი გემო აქვს ,გააჩნია ვისთან აღიარებ. ზოგი ისეთს უყვარს ფიზიკურად ვერ დატკბება _ მატილდას შავი თვალების ელვარება დაიმსახურა, ილდანს კი გაეღიმა მხოლოდ _დარწმუნებული ვარ დაწუნებული სასიძო არ იქნები ,მაგრამ მაინც თუ გაითვალისწინებ სალომეს ტრადიციების მოყვარულ ოჯახს კარგი იქნება. პატივისცემის ამბავია თორემ ერთ ოთახში რომ გეძინათ გუშინ და დაიძინებთ დღეს ამ ამბის მთქმელი ჩვენ შორის არავინაა _ თინას გვერდით დაჯდა და მობუზულ გოგოს ხელი მოხვია _ ხო არ დავაბეზღებთ ციცქნა თინა? _ისეთი ლამაზები არიან ერთად... მიკვირს როგორ აქამდე არ იყვნენ შეყვარებულები. რა სჭირდათ _აღიარება ასეთი მარტივი არ არის . შენ პატარა ხარ ჯერ,შენი გულის კარი არავის გაუღია... აი რომ შეიყვარებ მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებ _მე პატარა ვარ ჯერ და თან გოგას ვინ გადაურჩება , მე არ ვიცი _გოგაზე თუ იფიქრებ შინაბერა დარჩები და არ შეიძლება შენნაირი გოგო მარტო იყოს ,უსიყვარულოდ _ზოგჯერ მარტოობა სჯობს ,არა? _ ინა რაღაცის მზადებით იყო გართული რომ ჰკითხა _ მარტო უფრო მშვიდად არ ხარ ? _ თუ დაბადებიდან მარტო ხარ კი ,უბრალოდ არ იცი როგორია როცა სხვასთან ხარ ,მაგრამ შენ როდის იყავი მარტო ,ინა? მე როგორც ვიცი ძმა გყავს , მამიდა და უკვე თავისუფლებაზე მყოფი მამაც. _შენც ხომ გყავს და _ჩემი და ჩემი და არ არის , საჩუქარია დედამიწაზე სამყაროს მოვლენილი. სულ მინდოდა,მაგრამ ისეთ დროს გაჩნდა მე უკვე... მარტოობა მიყვარდა _ მცირე პაუზა გააკეთა. თინასთან ჩახუტებული იჯდა ისევ . გოგოს თავი მის მხარზე ედო ის კი თითებით ეხებოდა მკლავზე . მშვიდად საუბრობდა , ისეთი თბილი ხმა ჰქონდა საუბრის დროს უფრთო ანგელოზს ემსგავსებოდა ცხოვრებაში რომ არ დაუყვირია ისეთს _თებეას ვესაუბრე წამოსვლამდე . მეც მინდა ჩამოსვლა და თორნიკე არ არის თანახმაო _გვიჩიანმა დრო იხელთა _და იქნებ დაითანხმოო გთხოვა? ვერ უთხარი მიზეზი ექნება და მე ვერ დავითანხმებ_თქო ? _ჩამოვიდეს რა ,ჩემთან მეყოლება _უარესი ... _რა ? ჩემთან არ გინდა რომ იმეგობროს? _მეგობრობს ისედაც თინა . მე არ გაგაცანი ? _ჩამოვიდეს რაა ,გთხოოვ. ერთად დავათვალიერებთ უცნობ სამშობლოს _ძალიანაც ნაცნობია... დაათვალიეროს ფოტოები და ნახოს მოგზაურობის ვიდეოები _კაცმა რომ გკითხოს დარწმუნებული ვარ უპასუხებ,რომ სამყაროში არაფერი გაშინებს და ვერაფერი მოგერევა _ მატილდამ გაჩუმება ვერ შეძლო , ისე მიმართა იოანემ ლამის გვერდი გამოუღო _მკითხე შიშებზე და გიპასუხე არაფრის მეშინია_თქო ? რაღაც არ მახსოვს ,მე ვარ ასაკში თუ შენ ,მა ტილ და ? _გვიან კითხვას დაგისვამ მაშინ. რა გაშინებს თორნიკე ილდანს? _სამყაროში კაცის შიშების შესაქმნელად და სიმშვიდის დასარღვევად ვინ შექმნა ღმერთმა არ იცი? _ქალების შიში გაქვს ,თორნიკე ? _საყვარელი ქალების დაკარგვის შიში ... არსებობს ასეთი ყველა ნორმალური კაცის თავში ვისაც ჰყავს დედა ,და , მეორე ნახევარი თუ ქალიშვილი _ახლოს თუ არ გეყოლება ისე დაასრულებ საკუთარ დასთან სიახლოვეს ვერასდროს განიცდი და კი,ნამდვილად მთელი ცხოვრება მარტო იქნები. იოანეზე უარესი ძმა ვერ იქნები _ ისე დაამატა არც უფიქრია . იქამდე თუ ყურადღება ვერ მიიპყრო ახლა ყველა უყურებდა _ყურადღებას ნუ მიაქცევ ეს სულ თავის სამყაროში ცხოვრობს და რეალობის აღქმა დაკარგული აქვს ,თორემ მე რომ საუკეთესო ძმა ვარ აქამდე რომ არ დავახრჩვე აქედან გამომდინარე მაინც ეცოდინებოდა _ იოანემ სიტუაციის გახალისება სცადა. ილდანს უკვე უცინოდა მთელი სახე და უციმციმებდა თვალები. მზერას არ აშორებდა მატილდას იქამდე სანამ არ დაურეკეს _კი სახლში ვართ ... მოდი,მიგიღებთ _ თქვა თუ არა საუბარი დაასრულა და ახლაღა გახედა თინას _ უფლებას მაძლევ ჩემი მეგობარი რომ დავპატიჟო ,ხომ ? ისიც ათვალიერებს საქართველოს _რა თქმა უნდა უფლებას გაძლევ,რა შეკითხვაა საერთოდ ,მაგრამ თებეაზე იფიქრე ,გთხოოვ _შენი თვალების ციმციმი მომავალი შეყვარებულისთვის შემოინახე, გაჭრის თუ ეყვარები _ მანქანის ხმა რომ გაიგო წამოდგა _ გასწორდი , ასე ნუ დაუხვდები კაცს _ ჩურჩულით უთხრა და თვალი ჩაუკრა. თინამ ვერ გაიგო ასეთი ვინ მოდიოდა. თებეას ამბის მოგვარებაზე ეფიქრებოდა მხოლოდ სანამ სახლში შემოსული კიტა ნავერიანი არ დაინახა. _საღამო მშვიდობის _გაიცანით კიტა ნავერიანი ... დაჩი ჩადუნელი,იოანე შენგელია ,მატილდა ,ინა მინდელი და თინა გვიჩიანი _სასიამოვნოა ... ჩამოსვლის წუთიდან დავეძებ ბატონ თორნიკეს და სხვაგან უბრალოდ ვერ გამოვიჭირე. შემოგეჭრებით ცოტა ხნით _ ყველას მიესალმა და ბოლოს თინას წინ შეჩერდა _თორნიკეს მეგობრისთვის ჩემი სახლის კარი ღიაა ... სასიამოვნოა . ამ სტატუსით არავინ გაუცნია ჩემთვის აქამდე _ერთადერთია და იმიტომ ...ვახშმის დროა მგონი ,ხომ ? სალომე გემუდარები შეაღე სამზარეულოს კარი თორემ თინამ წყლის დასხმის გარდა ფუნქცია თუ აქვს მაგ სახელის მქონე ოთახს კი არ იცის _შენ ... ღმერთო ჩემო _ ჯერ ისევ კიტას მიღებით იყო დაკავებული. ქაღალდის პარკები გამოართვა ,პირველი სტუმრობისას ხელცარიელი არ იყო მისული. თინას წარმოდგენა არ ჰქონდა კლასიკურად ღვინისა და ტკბილეულის გარდა კიდევ თუ იქნებოდა რამე. ისე დაალაგა ჟურნალების მაგიდაზე და ინსტიქტურად ჩამოჯდა სავარძელში. ყოველთვის ჰყავდა დამხმარე ქალი , ძიძა ან დედა სახლში და სამზარეულოში არასდროს შედიოდა სტუმრის მოსვლის დროს. მარტოც რომ რჩებოდა მზა საკვებს იძახებდა ან რესტორანში მიდიოდა სავახშმოდ. ილდანის ჩაცინებაც ვერ გაიაზრა გოგონები რომ გავიდნენ . კიტამ ერთი ყუთი მას გადასცა და დივნის კუთხეში დადო. _თქვენც თორნიკეს მსგავსად ბრუნდებით საქართველოში? _მისი გადაწყვეტილება იყო და როგორღაც დამითანხმა. პატრიოტული სული ვერ ჩავუქრე _ თორნიკემ დაასწრო პასუხის გაცემა _და რა არის ამაში ცუდი. ან რას უწუნებ საქართველოში ცხოვრებას. მეც მინდა,მაგრამ მამას როგორ დავითანხმებ არ ვიცი, მუშაობაზეც არ მთანხმდება _ჩვენთან არის ვაკანტური გენერალური დირექტორის პოზიცია. თუ შენ იქნები თანახმა _თორნიკე არ იქნება გენერალური დირექტორი ? _თორნიკე კაბინეტში შეხვედრებზე,პიჯაკითა და ჰალსტუხით წარმოგიდგენია ? _24 წლის ვარ _ სივით თუ გინდა შთაბეჭდილება მოახდინო შეგიძლია გამომიგზავნო _თორნიკე _ მოულოდნელი შეთავაზებით გაოცებულმა ბიჭს გახედა გონს მოსასვლელად _მე რა შუაში ვარ ... ჩემი მხოლოდ ფულია ამ საქმეში. ჰედი კიტაა და კადრების მიღება გაშვებაზეც ისაა პასუხისმგებელი. გოგასთან მოლაპარაკებაზეც ის იქნება პასუხისმგებელი და ტყვიასაც ის მიიღებს _თორნიკეეე _როგორი ბავშვი ხარ ,სულ რაღაცას ითხოვ . დაიწყე მუშაობა ჩვენთან და გადაგაბარებ კიტას _რა გთხოვე ისეთი _გოგა ჩემი მეგობარი კი არ არის,შენ ხარ ჩემი მეგობარი. გოგა უბრალოდ მენდობა და მანდობს შენ თავს _დაბრუნება მინდა საქართველოში... აქაური ქუჩის ხმაურიც მიყვარს. ქართული ლაპარაკი,სხვადასხვა კილოზე მოსაუბრე ადამიანები. ამდენი ფერი ემოცია და რომ დავბრუნდე ჩემ ამერიკულ დიპლომს თაროზე ხომ არ შემოვდებ _10 წუთია გაგიცნო და უკვე საქმეზე გესაუბრება...გგონია ასეთი უფროსი ამოგასუნთქებს? _მე დიასახლისობა არ მეხერხება თორემ საკუთარი საქმის პროფესიონალი ვარ . ჩემი სივი ზედმეტად შთამბეჭდავიც კი იქნება. ამ ქვეყანაში ჩემზე კარგ კანდიდატს ვერ იპოვნით. კომპანიონი ნამდვილად სწორად აგირჩევია ... მამაჩემს იცნობთ კიტა? _ ჯერ თორნიკეს ესაუბრებოდა შემდეგ კი ნავერიანს გაუსწორა მზერა _ვიცნობ _ გაეღიმა გოგონას პირველივე კითხვისას და გაეცინა მეორე კითხვის მოსმენისას _მისი გეშინიათ თუ არც ისე _თორნიკეს მეგობარი ვარ ,არაფერს ამბობს ეს ფაქტი შიშებთან დაკავშირებით? _მამაჩემი სულ სხვა მოვლენაა, როდესაც საქმე მე მეხება _მინახავს როგორ ნერვიულობდა შენი გამოცდის დროს,როგორ არჩევდა შენთვის კაბას და როგორ დაეძებდა 38 ზომა ფეხსაცმელს , წითელს ...არა უკაცრავად მწიფე ალუბლისფერს _ ერთ_ერთი ყუთი აიღო,თავად გახსნა და თინას არც მეტი არც ნაკლები ფეხსაცმელი და იმავე ფერის ხელჩანთა მიაწოდა _ ეჩქარებოდა,თვითმფრინავზე აგვიანდებოდა და ძიება ვერ განაგრძო. შენი ზომა არ ჰქონდათ ეს ფერი და გამახსენდა _ღმერთო გოგას ვინ გადაურჩება _ ილდანი უყურებდა იმ ორს ჩურჩულით ,თითქმის თავისთვის რომ თქვა და მზერა სამზარეულოდან თეფშებით გამოსულ მატილდაზე გადაიტანა. ფეხზე წამოდგა და ახალგაცნობილები დიდი მომავლით,ერთად დატოვა. თინას გაბრწყინებული თვალები უნდა გენახათ,თითქოს ფეხსაცმელი არ ჰქონდა ან ჩანთა უყიდეს პირველად. არადა ოთახი ჰქონდა ფეხსაცმლისთვის _გმადლობ , მაგრამ მსგავს საჩუქრებს არ ვიღებ ბიჭებისგან და უცნაურიც იქნება _მე შენი თაყვანისმცემელი ბიჭი არ ვარ . სტუმრად მოსულმა უბრალოდ განსხვავებული საჩუქარი ჩამოგიტანე. საქმესთან დაკავშირებით სერიოზულად შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ. მამიკოს დამჯერი გოგო და დამოუკიდებელი ქალი ერთდროულად ვერ იქნები. არც დიპლომი და ცოდნა კმარა იმისთვის რომ პროფესიონალი იყო თუ პრაქტიკაში არ გამოიყენებ ... უკაცრავად_ სიტყვის თქმის უფლება აღარ მისცა. წამოდგა და ეზოსკენ დაიძრა სადაც ბიჭები ისხდნენ _რა ჩანთა და ფეხსაცმელი აგიტყდა _ილდანმა უჩურჩულა და სიგარეტის მოწევა განაგრძო _რომ მითხარი სადაც აპირებდი დარჩენას და მომიპატიჟე გამახსენდა უბრალოდ. ჩემებისთვის ვიყიდე რაღაცები და წამოვუღე თან _მისი დიპლომიც მაშინ გაგახსენდა? _ვინ გყავს აქ უფრო მონდომებული, რეპუტაცია შეუბღალავი და თან მსგავსი განათლებით _ბავშვია _მასში ქალს თუ დავუწყებ ძებნას კი ,მაგრამ ეგ როგორც შენ არ გაინტერესებს უფრო მეტად მე _გოგა არ დათანხმდება და საერთოდ არ მაქ სურვილი ამის გამო ვეკამათო იმ კაცს _ხომ მითხარი შენ გაბარებ თანამშრომლების ნაწილსო , საერთოდ რატომ განვიხილავთ! _უკაცრავად ... როგორც გენებოთ ბატონო კიტა _ ირონია არ დაიშურა ,სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და ღიმილშეპარულმა განაგრძო მოწევა _ დაჩი იცი ვინ არის? _ვიცი _მე არ მითქვამს ჩემი სალომეს გულის პატრონი რომ არის ... სიძეობას მიპირებს რაა . ტიპი რა რისკიანია ისე და რა მშვიდადაა _ ჩადუნელს არ აძლევდა მოსვენებას მაინც ის კი შეურყევლად უცვლელი სიმშვიდითა და სილაღით პასუხობდა _სამყარო რომ ამოტრიალდეს სალომეს ხელს არ გავუშვებ და ჩემ სიმშვიდეს ვეღარაფერი შეარყევს . შენ კიდევ აღიარე ,რომ წლებია ოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე _რა თავხედი თაობა მოდის კიტა ხედავ? თვითონ ამოხდა სული ოცნებაში და ძლივს ეშველა _ამათ ერთად ყოფნა რომ ეწერათ ბოლოს კი ვიცოდი,მაგრამ შენ თუ სალომესთან ასეთი და_ძმური დამოკიდებულება გქონდა ეგ როგორ ვერ გავიგეთ . სულ მეგონა შენთან დაჯახება მოგვიწევდა რაღაც ეტაპზე _იოანემ გაანდო ძველი ფიქრები _ბევრს ეგონა ეგ და კი იყო მშვიდად ამდენი წელი. მისი საჩხუბარიც რამდენი ვიჩხუბე ვინ მოსთვლის ... დაჩის სულის სიმშვიდეზე ზრუნვა კი გამოგვივიდა სანამ ყველა ფიქრობდით სალომეს დაჩი უყვარს,სალომე ილდანს და დაჩის მატილდაო _ ისე ჩართო საკუთარი ინტერესის ობიექტი დიალოგში კიტას გარდა არავის შეუმჩნევია _ასეა ზოგი აზრს იცვლის,უნათდდება გონება _აზრი საერთოდ არ შემიცვლია...სალომეს გარდა ცხოვრებაში არავისზე მიფიქრია და მიოცნებია. მატილდასთან გრძნობების გაორება არ მქონია,ხალხს არ შეუძლია დანახვა თორემ ჩვენ ერთმანეთისთვის უფრო მეტად ვართ და _ძმა ვიდრე შენ და სალომე _საყვარელი ქალი იმდენად სწორად აირჩია უფროსი დის კანდიდატურაში აირია ,რას ვიზამთ. მე სისხლი მაკავშირებს და ამან საკუთარი ნებით გაიშარა თავი. მატილდას სიყვარული კიდევ ისეთია, თუ შეგიყვარა ვეღარ წაგშლის გონებიდან ,სამუდამოდ დარჩება შენ ცხოვრებაშიც_თითქოს ზოგადად საუბრობდა იოანე, დაჩის ეხუმრებოდა სინამდვილეში კი საკუთარ გონებაში დაბუდებულ ეჭვს ამოწმებდა ისევ. ვერავინ გადააფიქრებინა მატილდასა და ილდანს შორის გრძნობების არ არსებობა. _მე არ ვიცი შენ რა გაწუხებს , მაგრამ რომ გიყურებთ და თებეას ჩემთან ახლოს ყოფნა გაასმაგებით მინდება ეს კი გულწრფელად შემიძლია ვთქვა. ზოგჯერ ვერ ვაფასებთ რაც გვყავს და ჩვეულებრივად აღვიქვამთ ყველაზე არა'ჩვეულებრივ მოვლენას _ მატილდას არ უყურებდა იმ დროს,მაგრამ მის მთელ არსებაში იყო ისიც და თებეას მონატრებაც _ შენ არ იცი როგორი დიდი ბედნიერებაა მშვიდად რომ შეგიძლია იყო ,ზუსტად იცოდე შენი და უსაფრთხოდაა , შეუძლია ფრთები გაშალოს და თავისუფლებით დატკბეს _ეგ ნამდვილად შეუძლია ჩემსას ... შენ თებეას სამწუხაროდ არ ვიცნობ _მისი თებეა მზეთუნახავია, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს ,ყველგან მიდის და ყველაფერს აკეთებს ,ყველა სურვილი უსრულდება აქ დაბრუნების გარდა _შენც ხომ არ დაგამუშავა და თინას გუნდს ხომ არ უერთდდები კიტა? _თინას იცნობს? _ჩემ ბავშვს უკეთესს ვის გავაცნობდი. თითქმის ერთნაირი ხვედრი აქვთ ოჯახური გარემოებების თვალსაზრისით _და რაო თინამ _ჩამოიყვანეო _მეც აქ ვარ , მართლა რას ელოდები _ყველაფრის კონტროლს! _ მოკლედ თქვა და წამში დაასრულა იმ საღამოს საუბრები ,რომელიც უჩვეულოდ და საკუთარი თავისთვის გასაოცრად დიდხანსაც კი გაუგრძელდა. _შეიძლება კიი? _ იოანემ პაუზის შემდეგ ჰკითხა და ფანჯრიდან დანახულ ინას სილუეტს მზერა მოაშორა _ ყველაფრის კონტროლი შეიძლება , როცა ადამიანი საკუთარ თავს და ცხოვრებასაც ვერ მართავ ზოგჯერ _მართავ,უბრალოდ შენ ნებაზე არ გამოდის . სურვილს აყვე და თან კონტროლი გქონდეს ეგაა შეუძლებელი ზოგჯერ საჭიროც არ არის _საჭიროა და თან როგორ _ვითომ ? _ ტკივილისფერი ჩაცინება ჰქონდა იმ წამს. დარწმუნებული იყო იქ მყოფთაგან დაჩის გარდა არავინ იცოდა სიმართლე _რაღაცებს მესამე თვალი უკეთ ხედავს . გრძნობებს მოკლებული კაცი კი სხვის გრძნობებს შორიდანვე იჭერს , როგორც ბნელ ასევე ნათელ ემოციებს _შემობრძანდით ბატონებო ... ვივახშმოთ _ სალომეს ხმა იყო და ყველანი დაიძრნენ რიგ_რიგობით . დარჩენილი სიგარეტის ღერისა და საპოვნელი სიმშვიდის მიხედვით. დაჩი და კიტა პირველები შევიდნენ. ილდანი კი იოანესთან შეჩერდა უბრალოდ _ყველაზე მეტად მძულს ჩემ საქმეში რომ ერევიან და ვცდილობ მეც არ ჩავერიო თუ გარდაუვალი არ არის _მითხარი თორნიკე _ჩემი არეული ცხოვრების გამოცდილებიდან ერთი მარტივი,მაგრამ მნიშვნელოვანი აღმოჩენა მაქვს. თავში ათიათასი ფიქრი და პრობლემა ლაგდება სწორად დასმული კითხვების შემდეგ,მაგრამ ამ კითხვის არჩევაც რთულდება _ჩემთვის სწორი კითხვა რა გგონია _შენ გრძნობაში გეპარებოდა ეჭვი უფრო თუ მისი გრძნობების სიმტკიცეში ,იქამდე სანამ მისკენ ნაბიჯს გადადგამდი _ეგ კითხვა კიდევ უფრო გირევს გონებას და უამრავი ასეთი კითხვა ჩნდება _მთავარ კითხვაზე უნდა კონცენტრირდე და იპოვნო პასუხი. შენზე პირველს იმას ამბობენ,რომ უპასუხოდ დარჩენილი საკითხები არ გიყვარს არც სწავლის დროს და არც ცხოვრებაში _შენ ხომ იცი ადამიანებთან ურთიერთობებია ყველაზე რთული _მე თუ არა სხვა ვინ იცის _აქ რატომ ხარ თორნიკე ... თინა ასეთი ახლობელია,რომ მის მშვიდ დასვენებას იცავ ,ციხიდან ახლახანს გამოსული? _სწორ ადამიანებთან კომუნიკაციის შანსს არ ვუშვებ ხოლმე ხელიდან _შენ ხარ ,ვიცი ... ყველაფერი შეუძლებელი უნდა იპოვნოს _ ჩუმად თქვა , მაგრამ ორივემ იცოდა რასაც ამბობდა და ვისზეც საუბრობდა. _გადაუვლის _ არაფერი უნდა ეთქვა . უნდა გაეშვა იოანე და ისე დაეჭირა თავი თითქოს ვერ მიუხვდა ,მაგრამ მაინც დასცდა სიტყვა თავად პატარა გოგოს ძმას, ძმის დასამშვიდებლად _და შენ იმიტომ ხარ აქ რომ გადაუაროს? _ და დაუსვა კითხვა,რომელსაც საკუთარ თავსაც ვერ უბედავდა . როგორც კი გამოვიდა მაშინვე მატილდა იპოვნა. უყურებდა როგორ დადიოდა ძველი თბილისის ქუჩებში ყველასგან მოწყვეტილი გონებით და ფოტოებს უღებდა ყველაფერ განსხვავებულს . კამერის ობიექტივში გაიხედავდა და ჩეულებრივს აქცევდა არა'ჩვეულებრივად. თინას თვითონ შესთავაზა იდეა და მერე მოუთმენლობით დაავადებული აგვარებდა საქმეებს. ბოლოს ყველაფერი დატოვა და კიტასაც კი არ დაელოდა ისე წავიდა ბორჯომისკენ. იქ რისთვის იყო ,საკუთარ ნამდვილ სახეს რატომ ავლენდა მის წინ თუ უნდოდა რომ მატილდას გადაეფიქრებინა, სამუდამოდ დაესვა წერტილი. რატომ არ აჩვენებდა საკუთარ დემონს. შეეძლო ? იმ დღეს რამდენიმე სიტყვით მიყენებული მისი ტკივილი რომ ეტკინა უფრო როგორ აწყენინებდა. მერე როგორ აპატიებდა თავს. პასუხი ჰქონდა? ჰქონდა,მაგრამ აღიარება არ უნდოდა. ერთად ივახშმეს. წვიმდა იმ ღამით და სასმელიც მოუხდა გარემოს. გარეთ ციოდა, სახლში ერთმანეთის მიმართ დადებითად დამუხტული ადამიანები ათბობდნენ ერთმანეთს. ყველა სვამდა ცოტას ან ბევრს,თინა გვიჩიანმაც მოსვა რამდენიმე ყლუპი ღვინო და მაშინვე აუხურდა ყვრიმალები. კიტას იმ დროსაც გამუდმებით ვიღაც ურეკავდა ან წერდა ,ილდანისგან განსხვავებით ყველას პასუხობდა და ხშირად გადიოდა. ერთ_ერთი ზარი როგორღაც თავად გოგა გვიჩიანმა განახორციელა _გვიან ხომ არ გირეკავ კიტა? _არა ,როგორ გეკადრებათ... გისმენთ ყურადღებით,გოგა _ერთი დელიკატური თხოვნა მაქვს შენთან ... მსგავსი აქამდე არაფერი გამიკეთებია. ყოველთვის ყველაფერს თავად აღწევს,უბრალოდ ამჯერად მინდა მიმართულება მივცე,იქ იყოს სადაც მშვიდად ვიგრძნობ თავს. პირადად მინდოდა გვესაუბრა,მაგრამ მითხრეს ქალაქიდან გავიდაო და გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა _პრობლემა არ არის,მითხარით ან თუ ვერ გამოვა დავბრუნდები ამ ღამესვე _არა ,არა ისეთი არაფერია ... თინას ეხება,ჩემ ქალიშვილს_ახსენა თუ არა კიტა ინსტიქტურად შებრუნდა და ოთახში სუფრასთან მჯდომს გახედა _ მინდა საქართველოში დარჩეს , მუშაობა დაიწყოს ისეთ გარემოცვაში მე რომ მშვიდად მექნება გული და ბევრი ფიქრის შემდეგ შენ გამახსენდი. როგორღაც დარწმუნებული ვარ შარში არ გახვევ და ყურადღებასაც არ დაიშურებ. ბევრს ვერ ვთხოვდი ,ილდანთან მეგობრობს და შესაძლოა არც დასთანხმდეს მის შეთავაზებას. არ იფიქრო ,რომ კომპეტენტური არ არის და მამიკო უჩალიჩებს სამსახურს_ გოგა ასეთი ტონით მოსაუბრე იქამდე არ უნახავს. საერთოდ ვერ წარმოედგინა მსგავსი თხოვნით თუ მიმართავდა და გაეღიმა _იცით მე ახლა თქვენი სახლის აივანზე ვდგავარ , თინას ვუყურებ როგორ მშვიდადაა მეგობრების გარემოცვაში და ზუსტად ვიცი აქედან წასვლა არ უნდა. ალბათ არ იცის თქვენც რომ გადაწყვიტეთ მისი სამშობლოში დატოვება ,თორემ ჩემ შეთავაზებას დათანხმდებოდა მაშინვე _რომელ შეთავაზებას ... მანდ როგორ აღმოჩნდი საერთოდ _თორნიკემ დამპატიჟა ,მისი ნახვა მინდოდა და შემთხვევით ვისარგებლე. გენერალური დირექტორის პიზიციაც შევთავაზე რამდენიმე საათის წინ თინა გვიჩიანს , მაგრამ პასუხისგან თავი შეიკავა . ვფიქრობ თუ ეტყვით,რომ გინდათ საქართველოში დარჩეს მაშინვე დამთანხმდება _როგორ,შენ შესთავაზე ეგ თანამდებობა? _კომპეტენტური,მონდომებული,შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი კადრი მჭირდება. შეუბღალავი რეპუტაციით , ყველასთან კომუნიკაციას რომ შეძლებს და თავად იქნება მოსიარულე რეკლამა ჩვენი კომპანიის პირველივე ნაბიჯებიდან ... ვის ვიპოვნიდი უკეთესს თუ არა მას . თქვენთან არ შემითანხმებია,რომ დავინახე მაშინ გამიჩნდა იდეა და გავაჟღერე კიდეც. როგორღაც აღმოჩნდა,რომ თქვენც თანახმა ხართ . უბრალოდ დავივიწყოთ ეს ზარი ,არა? _რა უნდა გითხრა არ ვიცი _არაფერი ... მე გეტყვით , რომ თუ შეთანხმება შედგება საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს მის უსაფრთხოებაზე და ჩემი საქმის რეპუტაციაზე. _ეჭვიც არ შემიტანია თორემ არ დაგირეკავდი ,ხომ მიცნობ _მადლობა ნდობისთვის _მიხარია მანდ რომ ხარ დანარჩენებთან ერთად ... მაშ დროებით,სადმე გადავიკვეთებით _დროებით _ გაუთიშა და სიგარეტის ღერს მოუკიდა იქამდე რომ თითებსშორის ატრიალებდა _ ამდენი დამთხვევა ერთ დღეში? ჯერ მხოლოდ ახლა ჩამოვედი და ყველგან შენ როგორ ხარ ლამაზო ბავშვო ? _ ჩუმად ,თავისთვის ჩაილაპარაკა და სიცილისგან ცრემლებმორეულს ღიმილით დააკვირდა _რანაირი ხარ საერთოდ. ............. _თოვს ? _საძინებლის აივანზე გავიდა ფანჯრიდან დანახული ხედით აღფრთოვანებული და ხელისგულები შეუშვირა წვიმანარევ სუსტ ფიფქებს _ იოანეე ნახეე თოოვს _მაშინვე მობილური მოიმარჯვა და იქვე მდგომ ბიჭს ბავშვურად გახარებულმა მიმართა _ასე ძალიან ამიტომ შემიყვარდი _რატომ ამიტომ _ მიახლოებულს გაციებული ხელები შემოხვია და გაუღიმა მის ღიმილს _ამ ულამაზეს , მიმზიდველ სხეულში მუდმივად აცოცხლებ პატარა ბავშვს და მის გაქრობას არ ცდილობ ... ყველაზე ლამაზი ხარ სულდამშვიდებული ოჯახის წევრების მოკითხვის შემდეგ რომ დაიწყებ რითმულ სუნთქვას და იღიმი შენი ნამდვილი ღიმილით. ეს არეული მზერა მიყვარს,მოთამაშე ჭინკები მიყვარს, შენი სიცილი მიყვარს , ფერადი ლოყები მიყვარს. ის სიყვარული მიყვარს ,რომელსაც ვგრძნობ შენ მიმართ და რომელიც შენ გაქვს _ კიდევ როდის ეტყოდა ასეთ სიტყვებს ღმერთმა იცოდა მხოლოდ. რამდენად გულწრფელი და ნამდვილი იყო ესეც და პირველად რომ შეეხო გაყინულ ტუჩებზე ანგელოზები იცინოდნენ თითქოს მათ მხრებზე . _მთელი ცხოვრება არ მეყოფა ჩემი გრძნობების გადმოსაცემად და ერთი სიცოცხლე მეცოტავება შენთან გასატარებლად,მეტი მინდა _ ჯერ კიდევ კოცნით გაბრუებულმა უთხრა და ისევ შეეხო შენგელიას მხურვალე ბაგეები. თავს რომ ვერ დააღწევდი და აყოლას გაიძულებდა. .......... მატილდამ საკუთარ დოზაზე ბევრი დალია. გატეხილი ფოტოაპარატი დაემატა ილდანის გამოჩენით გამოწვეულ მღელვარებას. ერთ ჭერ ქვეშ პირველად დაიძინებდნენ და მოსვენება ჰქონდა დაკარგული. პატარა მსუნაგი ბავშვივით შეიპარა სამზარეულოში სახლი ,რომ ჩაჩუმდა მაშინ და საყვარელი ნამცხვრის ნაჭერს შეექცეოდა მაგიდაზე შემომჯდარი . ფეხებს ჰაერში ამოძრავებდა , ლამპიონებით განათებულ ეზოს უყურებდა და ფიფქებს ,რომლებიც კვალს არ ტოვებდნენ მიწაზე შეხებისას _მთვრალი ალუბალი მთვრალ ალუბალს ჭამს _ მოჩვენებასავით გამოჩნდა ილდანი და ლამის გადმოვარდა მაგიდიდან . ხელი რომ არ მოეხვია და გაეჩერებინა უთუოდ რამეს დაიშავებდა _ ნუ ფრთხი,მე ვარ _ ახლოს იყო ,ზედმეტად და დაუგეგმავად ახლოს. თითებით თეძოებზე ეხებოდა და შემდეგ მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო . მის შიშველ ფეხებსშორის რომ იდგა მთელი სხეულით გრძნობდა და მაინც ვერ მოშორდა დროულად ,ყველაზე მიმზიდველს და სასურველს _შენც ხომ გიყვარს _გემრიელია? _ძალიან _ ინსტიქტურად გაუწოდა ჩანგლით ლუკმა და ილდანმაც უარი არ უთხრა. ისედაც იწვოდა , მერე კი სულ მთლად აუხურდა სახე თორნიკეს თითები რომ შეეხო ტუჩის კუთხეში და შემორჩენილი კრემი მოაშორა _გეტყობა რომ ძალიან ... კიდევ მინდა _თეფშს დახედა და ანიშნა კიდევ მაჭამეო _ნწ , ამ ალუბალს ბოლოსთვის ვიტოვებდი _ წარბები შეჭმუხნა და ორი წლის ბავშვს ჰგავდა _ტკბილ ლუკმას არ გამინაწილებ?_სანამ სიტყვები გააჟღერა იქამდე უკვე მოჭრილი ჰქონდა ალუბლით მსუყე ნაწილი და ტუჩებთან მიუტანა _სულ შენი იყოს ოღონდ გინდოდეს და მოცემა შემეძლოს _ალუბლი , მთვრალი და გემრიელი _მოშორების ნაცვლად ახლოს მიიზიდა, მანძილის გაზრდის გეგმას სახავდა და ბოლოს ტუჩებზე შეჩერებული მზერით ,ტუჩის კუთხეში კოცნით დასრულება შეძლო მხოლოდ _ისევ არ იტირო ოღონდ _ მუდარასავით დასცდა მატილდას გულის ფრთხიალი რომ გაიგო და იგრძნო . რას იფიქრებდა უკან დასახევ გზას თუ მოუჭრიდა . ისეთი ფრთხილი იყო,გამძაფრებული რეფლექსებით ახლოს მიკარების უფლებას გამოცდილ მკვლელს არ მისცემდა და მატილდა შენგელიამ ისე მოიქცია თავის მარწუხებში ,ისე მოდუნდა მის სიახლოვეს თამაშის დასასრულს მისი მკლავები ეხვეოდნენ ყელზე და მსხვილი , ფაფუკი ტუჩები ტუჩებზე ეკვროდნენ. გონებაარეულმა შემოხვია ხელი მარწუხებივით წელზე , ერთი თმაში შეუცურა და კოცნას ვნების ცეცხლი დაუნთო. ყველა შეკავებული ემოცია ერთად აუფეთქდა , ცხოვრებაში პირველად ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს და ქმედებებს. ისე მოიქცია მუჭში თხელი ნაჭერი და მოუშიშვლა ბარძაყები , თითებით ეხებოდა შიშველ კანზე და ტუჩებით მიუყვებოდა ყელიდან მკერდისკენ ბილიკს. მატილდას არეული სუნთქვა კიდევ უფრო მეტად აბრუებდა, მისი თითების შეხება და მერე წამიერად განათებული გონება. ყველაფერი უცებ რომ დააპაუზა _თადა ... ილდანო _დაგესიზმრე ... ისევ ისე როგორც მაშინ ,თუშეთში _შუბლით შუბლზე მიეყრდნო,არეულ სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები. შიშველი ფეხები დაუფარა და ის იყო უნდა მოშორებოდა ისევ რომ შეაჩერა მატილდამ,ისევ აჯობა და ორივე მაჯა დაუჭირა თავისი სუსტი თითებით _ყველაზე წმინდას გაფიცებ ოღონდ არ გაქრე ... არ წახვიდე , დარჩი და უფლება მომეცი გხედავდე _ოთახში რაც დაგხვდება უსიტყვოდ დაიტოვე _ უყურებდა ყველაზე წმინდას ,თავი რომ დახარა მაჯები გაითავისუფლა და ხელისგულზე აკოცა _ ოთახში დაბრუნდი და მშვიდად დაიძინე . ხვალ აქ ვიქნები, გეფიცები ... შენ თავს თვითონ ვერ მოახერხა წასვლა,მატილდა დადგა იატაკზე ერთხელ კიდევ შეხედა და დერეფნის სიბნელეში გაუჩინარდა. საწოლთან დაუხვდა ილდანის დატოვებული ერთი ცალი წითელი ვარდი , კამერა და საკუთარი ფოტო რომელსაც პირველად ხედავდა ,რომელიც ილდანის გადაღებული იყო ,რომელსაც ჰქონდა უკვე ნანახი,ნაცნობი წარწერა "დახატე და გამიცვალე" . იმ დღის შემდეგ მატილდა შენგელიას ვინმე დაარწმუნებდა,რომ ილდანის ცხოვრებიდან გაქრობა შეეძლო? მიწიერი თუ არამიწიერი ძალა აიძულებდა მასზე უარის თქმას . ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა ვერც თავად ილდანი. დამსხვრეული ფოტოაპარატის რემენზე ისევ იყო წარწერა "თადა " . ილდანი კვალს მხოლოდ გამიზნულად ტოვებდა ,მხოლოდ მატილდასთან რჩებოდა სამხილები უხვად . შენგელია დუმდა წლების განმავლობაში,მაგრამ დრო მოდიოდა დაფარულის გაცხადების. მთელი ღამე გაათენა . ილდანის ერთ_ერთი ფოტო ქაღალდზე გადაიტანა და დილით თორნიკეს კარის ქვეშ შეაცურა თან დართული წერილით " გადამიყვარე თუ გაბედავ ! მთვრალი ალუბალი " საუზმემდე გამოიძინა,უკვე სხდებოდნენ რომ ჩავიდა და პირველი იოანე შეეგება. მოეხვია,ლოყაზე აკოცა და ზემოდან დახედა _ხომ კარგად ხარ ,პატარავ _ გვიან დამეძინა და დილით ადგომა დამეზარა _ჩაეხუტა და რამდენჯერმე აკოცა _გარეთ ცივა ალბათ ხომ ? _თოვდა წუხელ და აბა რა იქნება...არ გაგიგია ისე შეყევი საქმეს? _გავიგე ,მაგრამ ისე არ თოვდა მე რომ მინდოდა _ სუფრასთან იდგა ყავის ფინჯნით ხელში მდგომი ილდანი რომ დაინახა . ვიღაცას ესაუბრებოდა და თან ცხელ სითხეს აგემოვნებდა. წამში გაუცოცხლდა ყველა განცდილი შეგრძნება და იგრძნო მთელ ტანში დავლილი ცხელი ტალღა. მშვიდად დაიკავა ადგილი ინას გვერდით და სალომეს მიმართა _სტაფილო ჩემმა მომავალმა სარძლომ შენ შეგაჩეჩა მზარეულობა? _რა პრობლემაა _გითხრა ვერ ვამზადებო ხო? _არ მითქვამს. თვითონ განიცდის ენერგიის მოზღვავებას რატომღაც და სანამ ნაბიჯი გადავდგი ყველაფერი მზად ჰქონდა უკვე. _რას უშვები დაჩიკო ასეთს ,გვასწავლე ჩვენც _რა აზრი აქვს რომ გითხრა , მარტო რა გინდა რომ ქნა _ჩუმად და მშვიდად უთხრა მერე დაამატა_სტაფილოს ნუ ეძახი_მეთქი რამდენჯერ უნდა გითხრა. მაინცადამაინც ბავშვი უნდა მოგანათლინო რომ მიიღო და _რომ უთხრა მთელი ბავშვობა სტაფილოთი ხელში რომ დარბოდი და ბაჭიასავით იყავი არ შეიძლება? უყვარს სტაფილო და იმიტომ ეძახის თორემ ისე ზედმეტსახელებს არ ახსენებს. სძაგს როგორც თავად ამბობს _კაცი და ამდენს ლაპარაკობდეს ,სირცხვილია უბრალოდ თან ასე დილიდან _ რეაქცია არ ჰქონია სანამ იოანემ არ უპასუხა _გავიგეთ შენ რომ სიტყვაძუნწი და სერიოზული კაცები მოგწონს..._იოანეს სიტყვების გაჟღერების პარალელურად მოთავსდდა მაგიდასთან ილდანი. კიტას ტელეფონი მიაწოდა,რაღაც წაიკითხა ბიჭმა თავად კი პირველმა გახედა შენგელიას _ახლა შეჭამ თუ მერე _ დაბარებულივით დაადგა სალომე თეფშზე ნაჭერი მთვრალი ალუბლით ,მადისაღმძვრელად რომ იმზირებოდა ტორტის თავზე მოთავსებული_ბოლოა ... დიაბეტი რომ დაგემართოს თინათინი ნამცხვარს სახლში საერთოდ აღარ გააკეთებს და ნუ დაგვტოგებ ტკბილის გარეშე _სალომეს ბებიის გაცნობის სურვილი მაქვს უკვე რამდენი ხანია... თებეასგან ბევრი მსმენია თორნიკეს საყვარელ ქალზე _თინა ჩაერთო საუბარში _მე გაგაცნობ ... სალომე დაკავებულია ხან სწავლით ,ხანაც შეყვარებულით . ანატრებს თავს ქალს და კი ვერ მოიფიქრებს ერთხელ შეყვარებულიანად ესტუმროს ... ნამცხვარი კი არა თინათე მოგენატრება ისეთი გაბრაზებულია _შენ უთხარი ერთად რომ ვართ? _ გაბუტული ბავშვივით წამოსცდა და მერე ენაზე იკბინა ილდანმა წარბაწრულმა რომ გახედა _მე მხოლოდ ჩემ სიყვარულზე ვუყვები ,სხვებისთვის დრო არ გვაქვს მე და ჩემ თინათეს ... _დილიდან ნუ აშინებ ბავშვს ...რა გჭირს შენ _ კიტას გარდა ვინ ეტყოდა რამეს . დაჩი მოგვიანებით აპირებდა ეთქვა თინასაც ვესაუბრე,ვახტანგსაც და შენ მშობლებსაცო . იმ მომენტში არ იყო შესაფერისი დრო ამ აღიარებისთვის,მაგრამ იმ წამს მიხვდა ილდანმა რომ იცოდა ყველაფერი . _შენ ნუ დარდობ , ჩემი არ ეშინია მაგას ... თინათესი კი ბატონო _იცის ვინ უფრო საშია, მისთვის და ალბათ იმიტომ _ თინამ დაასკვნა და ფართოდ გაუღიმა _ როდის გამაცნობ? თბილისში რომ დავბრუნდებით მერე შენ ასავალ_დასავალს ვინ გაიგებს ... აქვე და ახლავე შევთანხმდეთ _მომწერე დაბრუნების შემდეგ ნებისმიერ დღეს და ვესტუმროთ თინათეს . იქამდე თუ ამოგასუნთქებს უფროსი ,უთვალავ საქმეს რომ გამოგიჩენს _შენ არ იდარდო,მე საქმის განაწილებასა და დასვენებისთვის დროის პოვნის სპეციალისტი ვარ _როგორ ნათლად ვხედავ ქარს მიაქვს ჩემი ფული , მე კი გადავიტან კიტას როგორ გადაურჩები _ნუ აშინებ დილიდან ბავშვებს. ჭამე ეგ ნამცხვარი და დატკბი ცოტა _მატილდასია , ვერ შევუჭამ _ თეფშიანად წამოდგა , შენგელიას ზურგს უკან შეჩერდა,მისკენ დაიხარა ,მისი თეფშის გვერდით დადო და თავხედურად ყველას დასანახად აკოცა ლოყაზე _გემრიელად მიირთვი, მა ტილ და _იოანე მთელი ტანით რომ შებრუნდა უკვე კარიაკენ იყო დაძრული _ დღევანდელი გეგმები უჩემოდ შეასრულეთ, არ ვიცი როდის დავბრუნდები ... ბედნიერი დღე . კიტას გიტოვებ თინა _ სულ ბოლოს თქვა და ნავერიანის ღრმა ამოსუნთქვა ყველამ გაიგო . აშკარა იყო მატილდას შემდეგ მისი გაძლება ვისაც უჭირდა. _იოანე , გთხოვ _ წამოსადგომად მომზადებული ინას სიტყვებმა შეაჩერა,თორემ მატილდას ლაპარაკის უნარი სადღა ჰქონდა. იმ წამს გაჩერდა , როგორღაც შეიკავა თავი , მაგრამ მატილდას სრულიად განსხვავებული,ენერგიაგამოცლილი მდგომარეობა რომ დაინახა ვერ გაუძლო,გული აეწვა . _იოანეე _ აივანზე გასულს ინა გაჰყვა და თვალებამღვრეულმა შეხედა ბრაზისგან აკანკალებულ თითებში მოქცეული სიგარეტის ღერით მდგომს _ როდის გაიგე _თვითონ მითხრა ილდანმა ... იმას წამოსცდა და ჩემი მატილდა ვერ გამოვტეხე . ვერც შენ სხვათაშორის _მატილდას უბრაზდები ? არ გაუბრაზდე რაა ... მე გამიბრაზდი თუ გინდა ,ვიკამათოთ იმაზე უნდა მეთქვა მეგობრის საიდუმლო თუ არ და გაგივლის ჩხუბის სურვილიც _მათ შორის თუ რამე ხდება და არ მითხარი ... ინა ურთიერთობა აქვთ და მე მგონია შორიდან ეტრფის მატილდა? _მსგავსი არაფერია . არ იყო ყოველ შემთხვევაში ,მართლა ... გეფიცები _მოდი ახლოს რა შორიდან მელაპარაკები მართლა შენთან ჩხუბით კი არ ვაპირებ ბრაზი გავანაიტრალო ... ქურთუკი სად დატოვე რომ დამედევნე _ მკლავები შემოხვია და ყელში აკოცა რამდენჯერმე _ გული როგორ ჩქარა გიცემს ... ხომ ვიცოდი ისედაც რომ იცოდი . მე როგორ ვერ მივხვდი ადრე , რამდენი წელი მიმალავდა _ბევრი ძალიან და არ შეიძლება გაუბრაზდე . მართლა ძალიან უყვარს _უარესია ეგ ,კიდევ უფრო მეტად ართულებს ყველაფერს ინა _რას აპირებ ... რას ეტყვი ილდანს _გააჩნია თვითონ რას მეტყვის და კიდევ ჩემი ქალბატონი რას ბრძანებს _ მატილდას გახედა მისკენ რომ მიდიოდა და ინასგან განსხვავებით წამით არ შეყოვნებულა ისე მოძებნა თავისი ადგილი იოანეს ფრთებ ქვეშ და თავი მკერდზე მიაბჯინა _ ძმა რომ გყავს არანორმალური დაბადებიდან საკმარისი არ იყო შენთვის? არც მამა , არც სანათესაოში ერთადერთი გოგო რომ ხარ და მაინცადამაინც ყველაზე უარესი აირჩიე შე მართლა არა'ნორმალურო?_ ჩუმად ელაპარაკებოდა,ინა იქვე რომ ჰყავდა გულთან ახლოს და მოშორების საშუალება არ მისცა თორემ ვერავინ გაიგებდა მატილდას გარდა _გაჩუმდი უბრალოდ და მადროვე სული დავილაგო _სული თუ გული _გულს სიკვდილი თუ დამილაგებს მხოლოდ და გონებას და სულს სიმშვიდის წერტილი სჭირდება _ნეტავ როგორ იპოვნი მაგ წერტილს მეორე ლოყაზე ხომ არ ვაკოცნინო ილდანს... წავალ შევეხვერწები მოდი აკოცე იქნებ გამოულოცო _თქო _გაჩუმდი თორემ შენზე ვიყრი ჯავრს _ჩემთან მაგარი ხარ მიდი აბა იმას ეჩხუბე და ეჯუჯღურე ამდენი. ისედაც ებავშვები და სულ მთლად ლოყებს დაგიჩქმეტს _არ ვებავშვები _ გასული ღამის კადრები ამოუტივტივდა გონებაში და სულ აერია სახე _რა გაქვს ჩადენილი მატილდა შენგელია _ ინას მხოლოდ იმ მომენტში შეუშვა ხელი და ორივე მტევნები მატილდას ჩაავლო მხრებზე ოდნავ უკან რომ გაეწია და მერე თავი ააწევინა _შემომხედე და ამოთქვი მატილდა _სულში ნუ მიძვრები უბრალოდ ჩამეხუტე რა იქნება _გეთქვა თავის დროზე სიმართლე ... ახლა ჩაგეხუტოს მესაიდუმლე დაქალი . ალბათ ერთხელაც არ გითხრა გადაიყვარეო _მე ვეუბნებოდი საკუთარ თავს სულ და იმიტომ აღარ უთქვამს ... _მატილდა _ თვალებამღვრეულმა რომ ახედა საერთოდ გატყდა_მატილდა რა გინდა გული გამისკდეს ? _არაფერი მინდა , ჩახუტების და იმის თქმის გარდა რომ როგორც ყოველთვის ახლაც მერეც სულ ჩემ გვერდით ხარ ,მენდობი და არ ჩაერევი _პატარა მანიპულატორო მთელი ეს დრამები იმისთვის იყო ილდანს რომ არ ველაპარაკო ხომ? _არ დაელაპარაკები შენ... შენ იჩხუბებ _და გეშინია ჩემი მოკვლის გამო არ შეაბრუნონ უკან ხომ?მერე ვეღარ ნახავ თორემ მე გედარდები ? _არ მოგკლავს , სულ არაფერს გეტყვის და უფრო დამშორდება ვიდრე ახლაა _როგორი დარწმუნებული ხარ რომ მე ვეჩხუბები და ის არ... ჩვენ შორის ხომ მე ვარ მოჩხუბარი და ის უფრთო ანგელოზია _ვიცი რასაც ვამბობ და მითხარი რისი მოსმენაც მინდა _შენ როგორც მითხარი რისი მოსმენაც მინდოდა და რასაც ველოდი ,რომ არ დამიმალავდი ზუუსტად ისე გეტყვი მეც ... შაკიკი ხარ უკვე თავის ტკივილი კი არა _ ისევ ჩაიხუტა და თავზე რამდენჯერმე აკოცა. თან შავ თმაზე ეფერებოდა და ზურგზეც დაატარებდა თითებს _ მე შენი სურვილს წინ არ დავუდგები ,მაგრამ რაღაცებში არ ჩარევა შეუძლებელია და ნუ მთხოვ . მიყვარხარ ასეთი დეგენერატიც _გამოვალ მდგომარეობიდან და გაგიხსენებ მაგ სიტყვას შე მართლა დეგენერატო _როგორი ჩხუბი და როგორი ჩახუტებები არ ჰქონია ილიასთან,მაგრამ მათთან რაღაც სხვა იყო ან იოანე უყვარდა როგორც ძმაც,იოანე უყვარდა როგორც კაცი,იოანეს ფიქრები უყვარდა,იოანეს გამოვლენილი პატივისცემა და შეგნების დონეც უყვარდა ,ისე უყვარდა ყველა მისი სიყვარული,ყველა მასში მცხოვრები ადამიანი. ............ _რა იცით ამ ამბის შესახებ ბატონო კიტა?_ საუზმის შემდეგ მოსვენება დაკარგა გვიჩიანის ქალმა . ვერ გათვალა სამიზნე ისე აღმოჩნდა კიტა ნავერიანის გვერდით საჭორაო განწყობით _რომელი ამბის ? _ ეწეოდა და მისი მიახლოების შემდეგ მოწევაც შეწყვიტა კვამლის სუნს რომ არ შეეწუხებინა გვიჩიანის ასული _დილას თქვენი მეგობრის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე გეკითხებით _რა ქმედება განახორციელა ისეთი ჭორიკანა ქალი რომ გააცოცხლა შენში _მე არ ვჭორაობ უბრალოდ ინფორმაციას ვსაჭიროებ... ჭორაობაა ინფორმაციის მიღება გავრცელება _ ისე შეკრა წამში წარბები პატარა ბავშვს კი არა სვანის ქალს ჰგავდა ,რომელსაც შეეძლო შეურაცხყოფისთვის მოეკალი _შენ არ გკოცნის ხოლმე და არ გითმობს რაღაცებს ? _მე ასე არ მკოცნის _ლოყაზე კოცნა ლოყაზე კოცნაა _არ არის ... _ახლა რაღაც ინფორმაციას მაწვდი იცი? _შესანიშნავად იცი ილდანი არამეგობარ ქალებს სხვების თანდასწრებით არ კოცნის და არ აქვს საერთოდ ასეთი ტკბილი ხმა...ჩემზე კარგად იცნობ _კარგია რომ აღიარებ და არ მიმტკიცებ რომ შენ უკეთესი მეგობარი ხარ _შეიძლება მე უკეთესი მეგობარი ვარ მაგრამ შენ უფრო ახლოს ხარ მასთან ვიდრე მე _თავდაჯერებულიც აღმოჩნდი , გამოგადგება მუშაობის დროს თუ ისეთივე აფსურდული თავდაჯერება არ იქნება როგორიც ჩემი და თორნიკეს მეგობრობის შენი და მის ურთიერთობასთან შედარებისას _ტონი არ ჰქონდა ირონიული,მაგრამ სიტყვებს ამბობდა ისეთს რაში სჭირდებოდა ზედმეტი დეტალის დამატება _მე ჯერ თანხმობა არ მითქვამს_ისე შეუცვალა საუბარს მიმართულება უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო _ორივემ შესანიშნავად ვიცით,რომ ერთმანეთის შეთავაზებები გვაკმაყოფილებს და უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს . შენ უბრალოდ სანამ არ გადალახავ ყველა ბარიერს და დარწმუნებული იქნები,რომ შეთანხმებას შეასრულებ იქამდე არ მითანხმდები_აივანზე მდგომ დივანზე იჯდა, ხელი ჰქონდა გაშლილი ,კიდევ უფრო დიდი ჩანდა მისი მხრები და მკლავებიც. გვიჩიანის მახვილ მზერას არაფერი რჩებოდა უყურადღებოდ და თან ისე თითქოს სულ სხვა ინტერესის ობიექტი ჰყავდა _შენ მათ მხარეს ხარ თუ არ _რა მნიშვნელობა აქვს სხვები ვის მხარეს იქნებიან ... მთავარია ორი ადამიანის პოზიცია და გრძნობა _სინამდვილეში კი მაინც ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და არ არსებობს ადამიანი რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავის აზრი ედარდება ,არავის ითვალისწინებს და არავინ მოქმედებს მის ცხოვრებაზე. ზოგჯერ ზუსტად ეგ მოქმედებს ყველასგან შორს ყოფნას და განდეგილობას რომ ცდილობ ,მანდ ივიწყებ შენ რეალურ სურვილს _დღეს რა გეგმა გაქვს მასპინძელო _ ისევ არ გაჰყვა მისი დიალოგის თემას და ამჯერად საბოლოოდ შეუცვალა მიმართულება. _ერთი უსაყვარლესი ქალი ცხოვრობდა ჩემ ბავშვობაში გვერდით ქუჩაში და მინდა მოვინახულო. უგემრიელეს მურაბებს ამზადებდა,ფიჭვის მურაბა გასინჯული გაქვს? _დედა მაჭმევდა ბავშვობაში გაციების დროს . ქილებით უგზავნიდნენ და ყველა მეზიზღებოდა ვინც ამარაგებდა _არ მოგწონდა? _გაციებული რომ ხარ,სიცხე გაწვს ,ისედაც წუხარ,მადა არ გაქვს და რაღაც გემრიელის ნაცვლად მურაბას გაჩეჩებენ როგორ მოგეწონებოდა _მე გაციების დროს ჩემი საყვარელი ექიმი მსტუმრობდა და წამლებს მასმევდნენ მხოლოდ. დედაჩემი არ აღიარებს ხალხურ მედიცინას _დედაჩემი ყველაფერს შვებოდა და კიდევ კარგი ხშირად არ ვიყავი ავად _დედაჩვენები ერთმანეთს უნდა გავაცნოთ _ იხუმრა,მაგრამ კიტას პასუხის შემდეგ დასერიოზულდა _იცნობენ _საიდან _ლილი და გოგა შეგვხვდნენ შემთხვევით ნაცნობი მეგობრის დაბადების დღეზე და იქ გაიცნეს ერთმანეთი _ვის დაბადების დღეზე _ხათუნა კაკაურიძის _ხათუნას დაბადების დღეზე სულ ისეთი ხალხი იკრიბება არასდროს მივდივარ,თავს ვერ ვაიძულებ იმ გარემოცვის გაძლებას _შეხვედრებზე რომ არ დაგხვდებიან შენი გემოვნების ადამიანები იმედია იცი და შეთანხმების დადებაც ხასიათის კი არა ბიზნესმოლაპარაკების შემდეგ მოგიწევს _პირად შეურაცხყოფად ვიღებ ყველა ხუმრობას ჩემ პროფესიონალიზმზე... ხათუნას სამეგობროს რაც შეეხება უმეტესობას ბავშვობიდან ვიცნობ . უცნაურია დედაშენი რომ არ ვიცი _იქნებ იცი კიდეც და უბრალოდ ჩემ შესახებ არ იცოდი _ეგეც არის შესაძლებელი... _შენ სად მიდიხარ _მოგყვები მურაბაზე ... ერთი ჩემთვისაც თუ ექნება გავუგზავნი ნინოს _რომ გაცივდე იმ შემთხვევისთვის ?_ ფართოდ იღიმოდა და მთელი სახით ანათებდა ამ დროს _არა,ჩემი დეიდაშვილებისთვის ან მათი ბავშვებისთვის ... მე რომ ვცივდები ახლოს არ ვეკარები _მამაჩემის არ გეშინია და გირჩის მურაბას გაურბიხარ ამხელა კაცი ? _ ქუჩაში ფეხით მიაბიჯებდნენ. გრილოდა წვიმის შემდეგ ,მაგრამ გრძელ ბორდოსფერ მანტოში გამოწყობილს აშკარად არ სციოდა. სიმსუბუქე იგრძნობოდა მის თითოეულ ნაბიჯში , ყველგან და ყოველთვის ბუნებრივი იყო _შენ რას უფრთხი ,თინა გვიჩიანო _მე არაფერს ვუფრთხი და არაფრის მეშინია ... მამაჩემი მიცავს ყველასგან და ყველაფრისგან _ახლა მე რომ რამე დაგიშაო ვინ დაგიცავს _შენ არაფერს დამიშავებ _დარწმუნებული რატომ ხარ_გაეღიმა თინას მტკიცე ტონზე_გოგას შიშის ეფექტი შემატყვე? _არა, თორნიკე ილდანმა გაგიღო ჩემი სახლის კარი...ეს იმას ნიშნავს,რომ შემიძლია სიცოცხლეც განდო _ილდანზე ბევრ ცუდ ამბავს ყვებიან და ჩემზე უფრო მეტს . მისგან განსხვავებით მე არ მყავს პატარა და და არ მაქვს მსგავსი სენტიმენტები ქალების მიმართ _ძმა გყავს? _არა დედისერთა ვარ _ ისე მშვიდად ჩააქრო შიშის ნაპერწკალი, რომელსაც კიტა უქმნიდა თითქოს ტყუილს ამბობდა ილდანზე ან საკუთარ თავზე და არ იცოდა ყველაფერი სიმართლე რომ იყო რასაც მათზე ყვებოდნენ. იცოდა,კიტა ნავერიანზე ბევრი იცოდა უბრალოდ პირადად შეხვდა პირველად. _ორი დედისერთა ვართ ... შენც გქონდა საახალწლო სურვილების სიაში და ან ძმა ? _არა _არა? ძმაც არ გინდოდა ? დები არ უნდათ ხოლმე ,ვერ ეთამაშებიან და ნერვებს უშლიან _მამაჩემის შვილობისთვის არ მემეტებოდა ბიჭი და გოგო მითუმეტეს ... ღმერთმაც აშკარად არავინ გაიმეტა ჩემ გარდა თორემ აქამდე გამოჩნდებოდა ვინმე მემკვიდრეობის მიღების სურვილით _შენ და თორნიკეს თურმე მამისთვის მოწყობილი ამბოხი გაერთიანებთ _გოგა ნამდვილად იმსახურებდა კიდევ ბევრი ბავშვის მამობას და შენც ჩაფიქრებული სურვილის ასრულებას ,მაგრამ ყველა სურვილიც ვერ აგიხდება ცხოვრებაში ,რაღაცები უბრალოდ არ ხდება _კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ ? ასე შორს თუ იყო მანქანით ვერ წამოვედით? _ფეხით საერთოდ არ დადიხარ ? ასე უცებ რამ დაგღალა _შენ გამო ვამბობ არ გაცივდე თორემ მე თბილისამდე შემიძლია ჩავიდე ფეხით _მართალია? _რა _ თინას არ უყურებდა იქამდე, ხედებს გასცქეროდა და გოგომაც იმ დროს გახედა _რომ მოგიტაცეს, გაიქეცი და ყინვაში გაიარე მარტომ ტყე , ნაცემმა ... _მაგ ამბის მიხედვით მარტო არ ვიყავი და შენც შემიძლია ხელით გატარო იქამდე სანამ სახლში არ მივალთ _ ისედაც ხმადაბალი ჰქონდა ტონი, ნელა და გარკვევით საუბრობდა ,მაგრამ ამ დროს უფრო დიდი პაუზა გააკეთა ,ისევ ეტკინა იმ პატარა ბიჭს შიშებს რომ დაუდგა წინ _მე მამაჩემის გამო არ მეშინია ... შენ საკუთარი თავის . ჩვენ შორის უშიშარი შენ გამოდიხარ _ბედნიერი შენ ... არჩევანი რომ მქონოდა პატარა შიშებთან მებრძოლ ბედნიერ ცხოვრებას ავირჩევდი მეც _მოვედით ... ფული არ შესთავაზო იცოდე თორემ გამინაწყენდება ძალიან და მერე შემრცხვება მოსვლა _ იქამდე უთხრა სანამ ჭიშკარს შეაღებდა და ხმამაღლა დაუძახებდა ქალს. ისე ომახიანად თითქოს მეზობელი სახლიდან უხმობდა ყავის დასალევად . ქალმა იცნო გვიჩიანის ქალი. გულთბილად მიიღო და ისიც დასძინა ვიცოდი რომ წელსაც არ წახვიდოდი ისე ჩემი მურაბა რომ არ წაგეღო თან ,შენთვის შევინახეო კოხტად შეფუთულ ქილებზე უთხრა და ყავაზეც მიიპატიჟა სტუმრები. კიტას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ფულის ნაცვლად ჯიბიდან უბრალო ფერად ქისაში ჩადებული წვრილი ყელსაბამი პატარა წითელთვლიანი კულონით რომ გაუწოდა ქალს _ჩვენი შეთანხმება ძალაშია... არ ვყიდულობ , ბარტერია _შე პატარა მელაკუდა შარშანდელი საკმარისი არ იყო ? _წითელი თვლითაა _რა ლამაზიაა _გაგიკეთო მოდი _ სამკუთხედგულიანი ზედა ეცვა ქალს. 50 წლის იქნებოდა ალბათ, ლამაზი და გემოვნებიანი ჩანდა თუმცა აშკარად არ იცოდა რა ღირდა თინა გვიჩიანის კულონი . თავად რომ გაუკეთა და შეუქო კიდეც საოცრად გიხდებაო . _ვინ დამიჯერებს ,რომ 5000 დოლარიანი მურაბა მიჭირავს ხელში და გასინჯვის სურვილი არ მაქვს _ უკან ბრუნდებოდნენ რომ უთხრა და ნაჭრის ლამაზ ჩანთაში ჩალაგებულ ქილებს დახედა_და შენ ხარ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი ? ლონდონმა გაცემულ დიპლომებს უნდა გადახედოს _საგნები უფასურდებიან , შეიძლება შეთანხმებამდე მიხვიდე და მესამედ ფასად იყიდო ძვირადღირებული ,მაგრამ ემოციები ძვირად ფასობენ _მაღაზიის შეფუთვით სპეციალურად არ მიუტანე ? _ლამაზია და მორჩა , ფასი რომ იცოდეს არც აიღებს და თუ დავუტოვე არ გაიკეთებს ან გაყიდის და რემონტს გააკეთებს, შვილს მისცემს ისე დახარჯავს ის ემოცია არ ექნება გულზე რომ დაინახავს,მოეფერება საქმით გადაღლილი და გული გააუთბება ,არც დამლოცავს ,არც შორიდან მომეფერება ... _ ასე მარტივად ხარჯავ გოგას ფულს? _მარტივად არ ,სიამოვნებით კი _შენი ქმარი ღარიბი ვერ იქნება _ყველაზე მდიდარი იქნება,მე ვეყოლები თუ არსებობს სამყაროში ვინმე მაგ ბედისწერით . ფრთხილად ატარე ,არ გატეხო თორემ შენ ასე იაფად ვერ გამოხვალ... ორმაგ ხელფასს გადაგახდევინებ პირველი ერთი წელი _უკან წავიღებ შემოთავაზებას ილდანი რომ დაბრუნდა სახლში მხოლოდ თინა და კიტა დაუხვდა. მაგიდასთან ისხდნენ და ორივე მიირთმევდა გირჩის მურაბას _სიცხე გაქვს ?_შუბლზე მიადო ხელი ძმაკაცს და მერე თინას გახედა_ესაა მასპინძლობა თინა? ბიჭს საძულველ საჭმელს აძალებ? _მომნატრებია... _სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია _გვიჩიანმა გაიცინა და ახალი კოვზი მიაწოდა_არ გინდა? _არა გმადლობთ სულ თქვენი იყოს...დანარჩენები სად არიან ? _მატილდა ზემოთაა ტყისკენ , ახალ ფოტოაპარატს ეჩვევა _სალომე სად არის _დაჩისთან ერთად წავიდა მანქანით _ჯვარი უნდა დავაწერინო და მერე გავფრინდე _ კიტას გასაგონად თქვა და მერე ისევ ქილებს გადახედა _ შენ ნორმალური არაფერი ჭამო,მანდარინის მურაბა,საზამთროს მურაბა ახლა ფიჭვისო ... ქლიავი და ალუბალი არ იკადრო გვიჩიანის ქალმა _დიახაც _ყელმოღერებულმა უპასუხა და გადაიკისკისა _ბავშვო _ დაიხარა და ლოყის ცენტრში აკოცა _აუ თორნიკეეე , თორნიკეეე, თორნიკე შენ როგორ დაგეგმავ ქორწილს? არ გინდა დაგეხმარო?_წასვლის უფლება არ მისცა ფეხზე იდგა და ერთ ადგილას ცქმუტავდა _გთხოოოვ ,მითხარი რას აპირებ ვგიჟდეეები წვეულებების დაგეგმვაზე _სალომეს შენი საოცნებო ჯვრისწერა ენდომება მერე? გადაშენების პირას მყოფი ყვავილებით მორთული ეკლესიით და ათასი დეფიციტური პროდუქტით _ნუ დამცინი თორემ მეწყინება იცოდე _ხელები გაუშვა და მკერდთან გადაიჯვარედინა ტუჩებდაბრეცილმა _ვის შესთავაზე გენერალური დირექტორის პოზიცია ... დააკვირდი _გემრიელი აღმოჩნდა ეს მურაბა,ერთი კოვზი და მაშინ , როცა გაციებული არ ხარ _ საერთოდ არ ანაღვლებდა ილდანი როგორ აწვალებდა გვიჩიანს _ვეტყვი ნინოს აუცილებლად და სამტო სასიცოცხლოდ გადაეკიდება თინას _ რა უნდა უთხრა მაიმუნი ბავშვივით ნუ იმუქრები ამხელა კაცი . ბავშვი ხომ აღარაა ,ეცვლება ადამიანს გემოვნება _ვიცნობ მთელი ცხოვრებაა და ზუსტად ისაა რაც 10 წლის ასაკში იყო ,მხოლოდ ორგანოები გაეზარდა და წვერი აქვს ახლა . რომელიც ნინოს აზრით საერთოდ არ უხდება და სულ ემუდარება მოიშორეო. ეს შენ ხარ ბავშვი ,რომელიც არ იცვლება და მხოლოდ ცოდნა ემატება _ნუ მიდიხარ , მითხარი რას აპირებ ტყუილად არ იტყოდი ჩემი თანდასწრებით. შენ არაფერი დაგცდებოდა რომ არ გინდოდეს ჩემი ჩართვაც ამ ამბავში და ახლა ტყუილად მაწვალებ _ უცებ გაჩერდა და გაბრაზებულმა გახედა _შენ რომ ადამიანი გაგშიფრავს ის ყველას გეგმას დაინახავს ... სად დავდო ესენი _მე გავიტან იყოს ... ჭურჭლის სარეცხი მანქანა თუ ჩავრთე _უბრალოდ ონკანი მოუშვი ხოლმე ,ზუსტად ისეთი მექანიზმია როგორ სააბაზანოში ხელის დაბანის დროს. მერე ღრუბელს იღებ ,წყალს ავლებ და მორჩა _ თეფშები და კოვზები თავად გარეცხა ნავერიანმა . იქვე გაამშრალა და კარადაში დააბრუნა _ესეც უფლისწულია უბრალოდ 16 წლის რომ იყო რესტორანში მუშაობდა მრეცხავად და 1000 თეფში შეუძლია გარეცხოს . თანამშრომლების მიმართ იმდენად ლოიალურია ხოლმე ავიწყდება საკუთარი ადგილიც. თუ შეახსენებ ხოლმე კარგი იქნება და ხელფასსაც ისე ნუ დაანიშნინებ მთელი შემოსავალი რომ გაიფლანგოს. ფონდს ისედაც გააკეთებს თუ უბედური შემთხვევების ან ავადმყოფობების გამო _დაჩის თუ არ უნდა დააძალებ ჯვრისწერას? _რა არ უნდა თარიღს არჩევს და მე ვიცი როდის გაუხარდება სალომეს ყველაზე მეტად ... დიანა ჩადუნელმა იმ ხისთავიან კაცს რა ჩაუტარა არ ვიცი , მაგრამ მიხარია მე რომ არ მომიხდა მისვლა და დალაპარაკება_კიტამ თემა შეაცვლევინა და თინა ისევ მას უყურებდა _საქმეში ხარ გვიჩიანო თუ არ ... იცოდე შენ მოაგვარებ ყველაფერს მე მხოლოდ მღვდელს შევუთანხმდები _ვინ უნდა დავპატიჟოთ იცი? ნომრები რომ მომცე და დავუკავშირდე _თინათეს და ვახტანგს მოვიყვან. დიანა ჩადუნელს დაველაპარაკები და ჩვენ აქ ვართ ისედაც _ერთი წუთით სხვა არავინ? სალომეს რომ ვეჭორაო და გავიგო რა უნდა ან ვინ _ვიცი რაც უნდა და ვინც ... შენსავით 2000 კაცი კი არ უნდა შეკრიბოს და ხელოვნების ნიმუშად აქციოს ქორწილი _აი რას ამოიჩემე ეს ჩემი ქორწილი როდის გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით . საერთოდ არ მიდის ჩემი ფიქრები ქორწილამდე , რომ წარმოვიდგენ გოგა ვინმეს გაიცნობს მხოლოდ იმას ვხედავ ეს ვიღაც როგორ გარბის _მერე გოგა არ იჭერს და არ სვამს გამზადებულ ქორწილში შენ გვერდით ? _რა ტალღაზე ხარ დღეს რა იყო ,გინდა გააბრაზო და გოგას გენები გაუცოცხლეს? ეჭვი მაქვს ისეთი გაბრაზება ეცოდინება რამეს გავნებს _ ნავერიანი სამზარეულოს მაგიდას მიყრდნობილი მშვიდად სვამდა წყალს ,ჭიქა რომ დადგა და საუბარში ჩაერია _ მოკლედ ჯვრისწერა იქნება იმ ადამიანების თანდასწრებით ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდება მათი დანახვა და დადებით განწყობას შექმნიან. ქორწილი ხელისმოწერის შემდეგ ,რომელზე დასწრებაც თორნიკეს მაინც ეზარება და 10 წუთით, მაქსიმუმ ნახევარი საათით შეიაროს _ფოტოგრაფი არ ესაჭიროება ჯგუფს და ის პიროვნება ვინც დაჩის იცნობს კარგად ? _ უკვე იყო ფოტოზე ასახული მათი კრება მატილდამ ობიექტივში ილდანი რომ დაიტოვა გაოცებული მზერით _როგორღაც სულ მნიშვნელოვან ადგილას აღმოვჩნდები ხოლმე _და ყოველთვის ისე ,რომ ვერავინ იგებს _ საკუთარ თავს გულისხმობდა რა თქმა უნდა _დარწმუნებული ვარ შენც სჭირდებოდი გეგმის შესასრულებლად ,შემოუერთდდი გუნდს . ამ ორი სიტყვაძუნწი კაცისგან რთული გასაგები იქნება ყველა დეტალი _როგორ შეგიძლია ყველგან აღმოჩნდე _ მაინც უთხრა და მზერა ძლივს მოაშორა _მატილდა ვარ შენგელია ... ყველგან შემიძლია ვიყო და ყველაფერი მოვახერხო თუ ძალიან მინდა . დაჩის და სტაფილოს გაოცებულ_გაბედნიერებული სახეების ხილვას ამ ეტაპზე არაფერი მიჯობს _შენ ჯვრისწერას რომ გეგმავდეს ვინმე რას ისურვებდი? მე მართლა არ მიფიქრია და მეშინია რამე არ გამომრჩეს... დაბადების დღეების წვეულებების სპეციალისტი ვარ ,ქორწინების წლისთავების, ნათლობების ,უბრალოდ მეგობრების შეკრებებიც დამიორგანიზებია,მაგრამ ჯვრისწერა თან წყვილისგან ფარულად ამას მხოლოდ ილდანი თუ მოიფიქრებდა _ისეთი ვინმე სჭირდებოდა ვინც იშვიათად კონტაქტობს წყვილთან და ვისაც ვერ შეამჩნევდნენ ცვლილებას. შენ იდეალური ვარიანტი ხარ _კამერა დადო და თინას გვერდით დადგა _ ზედმეტი არაფერია საჭირო , ცერემონია იქნება საკმარისი ორივესთვის მაგათ იმდენად უყვართ ერთმანეთი ჩვენც რომ არ ვიყოთ საკმარისი იქნება _მეჯვარე ვინ იქნება ... შეენ? _მე არ ... დავუკავშირდები სალომეს მეგობარს და დაჩის ჩემი ძმის გარდა ვინ ჰყავს ალტერნატივად არ ვიცი _მე ვიქნები ... ხელისმომკიდედ ჰყავდეს ვინც უნდა _შენ როდის მიფრინავ ? _ თინამ თითქოს განზრახ ჰკითხა მატილდას რომ გაეგო _მღვდელს ვესაუბრე და სალომეს დაბადების დღეზე ანუ 21 დეკემბერს დაიწერენ ჯვარს _ბანალური არ არის დაბადების დღეზე ჯვრისწერა? _ვერ შევაყვარე ისე ეგ დღე და ყველა დარჩენილ დაბადების დღეს შეიყვარებს ორმაგად ... თებეასთან მივდივარ . წამოხვალ ?_ თინას უყურებდა და ღია ფანჯარასთან მდგომი ეწეოდა _ახალი წელი ნიუ იორკში გინდა გაატარო? თუ სამსახურის საქმეებით არ ვიქნები დაკავებული წამოვალ თუ მუშაობას დავიწყებ მაგ დროს გონებაში არაფერი მექნება საქმეების გარდა და ფიზიკუდად ვერ დავისვენებ _ისევ რომ გაანიხილავ ვგიჟდები_ გაიცინა და კიტას გადახედა _ მეორე კანდიდატი გყავს იმედია _თინა გვიჩიანია გენ. დირექტორი და მე აზრის შეცვლას არ ვაპირებ. იურიდიული მხარე მექნება მოსაგვარებელი მხოლოდ _შარში ხარ პატარავ ... ამისთვის გოგას შვილი არ ხარ . თინა გვიჩიანი ხარ ,რომელიც ჭირდება და მიგიღებს _საზიზღრად ჟღერს ეგ წინადადება და სხვა სიტყვები შეგეძლო შეგერჩია _შემეძლო,მაგრამ ისე ვთქვი როგორც ვთქვი _ამ დიალოგებს რომ მართავთ გონება მერევა ... ბავშვებივით ხართ და ზედმეტად მესაყვარლებით მესაყვარლები თორნიკე _უცებ გადააკეთა და მატილდასაც გაეღიმა ილდანთან ერთად _მოკლედ წლის ბოლო საინტერესო მექნება ყველა შემთხვევაში _ ტაში შემოჰკრა და ამღერებულ მობილურს წამსვე უპასუხა_გისმენ მა ... თინა რომ გავიდა კიტამაც მალევე დატოვა ოთახი და დარჩა ილდანის წინ სამზარეულოს მაგიდაზე მიყრდნობილმა კამერა აიღო და გადაუღო . სიგარეტი ტუჩებსშორის ჰქონდა მოქცეული და ისე უყურებდა _იოანემ რაო _რაზე _ჩვენზე _ თქვა თუ არა წამსვე გაეღიმა მატილდას გულის ფრთხიალი ესმოდა _ჩვენში მთავარი მე ვარ და ის თუ რას ვიტყვი ,მოვიმოქმედებ ,ვიფიქრებ ,ვინატრებ და ავისრულებ _ეგ მე ვიცი ,მაგრამ რომელ ძმას დაამშვიდებს სიტყვები _ჯერ მე რომ დამამშვიდო არა? _აღელვებული წუხელ იყავი ახლა მშვიდი ხარ _იქნებ მკითხო მე რომელი მიჯობს სიმშვიდე თუ ღელვა _ჯვრისწერამდე მსგავსი ღელვები არ შეიძლება , მე კი ცოდვად არ ჩამეთვლება ისეთები ჩამიდენია ,მაგრამ შენ სულს უნდა მოვუფრთხილდეთ _ქალის თავიდან მოშორების მსგავსი მიზეზი სამყაროში არავის მოუფიქრებია ალბათ _შენ ვერ იფიქრებ ჩემი გონებიდან წაშლისთვის საკმარის მიზეზებს თორემ მე წარმატებით ვაშენებ ბარიერებს ჩვენ შორის მაგ მიზეზებით _ ფანჯარა დახურა და მატილდასთან აღმოჩნდა. ლოყაზე მოეფერა,თითები თმაში შეუცურა და ბოლოს ყელში აკოცა _ სულ ცოტაც დამელოდე და ყველა ტვირთს მოგხსნი მხრებიდან რაც კი რამ გამძიმებს _ცხვირის წვერით ეხებოდა კანზე და მისი სიახლოვით ტკბებოდა _ შეგიძლია ? _და მერე რა იქნება _წინასწარ ვერ გეტყვი ... დამელოდები? _აქამდე რას ვაკეთებდი სხვას _თითები ლოყაზე შეახო და მერე აკოცა კიდეც _ დაგელოდები , რასაც არ უნდა ფიქრობდე მაინც. ........... იოანესთან საუბარი ვერ აირიდა ან არც უნდოდა აერიდებინა. მარტონი იყვნენ და არავინ უსმენდათ _რას აკეთებ... გგონია ასე ეთამაშები და არავინ მოგთხოვს პასუხს რადგან თვითონ გონზე არაა ,ყველაფერზე წავა იცი და შენც უნდა ისარგებლო ? _არ მიყვირო მეტჯერ იოანე და თან მსგავსი სისულელე ! _თორემ რას იზამ ... _ გაიცინა და თან ისე გაიცინა ილდანის შიშის ნატამალიც რომ არ გააჩნდა ცხადი იყო _ჩემ ასაკს მაინც ეცი პატივი . რა გჭირს ამ წესიერ ბიჭს _სიგარეტის ღერს მოუკიდა და საკუთარ თავს დასცინა უფრო რომ ღელავდა საუბრის დროს ვიდრე მოსაუბრე . მსგავსი რამ არ ახსოვდს ისტორიას _მატილდაზე წმინდა და ხელშეუხებელი არაფერი იყო ჩემ ცხოვრებაში . როგორი არანორმალურიც არ უნდა იყოს ,როგორც არ უნდა გამაგიჟოს თავისი უჩვეულობით . საკუთარი თავის განადგურების უფლებასაც არ მივცემ და გგონია ისე ეთამაშები როგორც გაგისწორდება? _რა იყო ტორტის ნაჭრის გამო მიჭედავ ? უკან მოვატანინებ მთლიანს _შენ მართლა გგონია რომ მაგას ვჭამ? ნაბიჯს არ გადადგამდი რომ არ გინდოდეს შეცვალო პოზიცია ... რა გადაწყვიტე რომ მოგინდა? _არ გადამიწყვიტავს ჯერ თორემ შენ კი არა ვერაფერი გადამეღობება წინ _საკუთარი სინდისიც არ გაგაჩერებს? _საკუთარ თავსაც თუ არ კარგავ ქალის გამო ე.ი სრულიად უმნიშვნელოა და მატილდა შეიძლება უმნიშვნელო იყოს ვინმესთვის? _რა გინდა თორნიკე მისგან _ჩემი სიყვარული მინდა ... ის სიყვარული, რომლითაც ვუყვარვარ _თუ საბოლოოდ გინდა თავი გადააყვარო _ეგ გგონია შეიძლება და მე არ ვცადე? _არ შეეხო ! _არ შემიძლია პირობა მოგცე, რომელსაც ვიცი დავარღვევ... შემიძლია პირობა მოგცე ,რომ არასდროს არაფერს გავაკეთებ მისი ნების წინააღმდეგ და საერთოდ ჩვენს ურთიერთობაში ისედაც ყველაფერი ბოლოს მაინც მისი სურვილების მიხედვით ხდება ... კიდევ პირობას დავდებ , რომ კუბოს ფიცრამდე ვუერთგულებ . მისი სიტყვის წინ ჩემიც არ იდგება თუ სიკვდილ_სიცოცხლის საკითხი არ იქნება და კიდევ მოვკვდები მისთვის _და თუ ერთ დღეს გეტყვის დავსრულდითო გაუშვებ ? _შენ გაუშვებ? ინამ რომ გითხრას აღარ მინდა შენთან ყოფნაო გაუშვებ? _გააჩნია მდგომარეობას ... თუ არ ვეყვარები გავუშვებ _თუ არ ეყვარები ... მე რომ ვუყვარდი იმიტომ ვუშვებდი ამდენი ხანი და ახლოს რომ მეყოლება _მიპასუხე თორნიკე ... მატილდა თუ გეტყვის მივდივარ შენგანო გაუშვებ ? _არა ! _რომ აღარ უყვარდე მაინც ? არ მითხრა რომ შეუძლებელია შენი ცხოვრებით ცხოვრების შემდეგ წასვლა მოუნდეს _შესაძლებელია და თან როგორ,მაგრამ მე თუ ზღვარი გავაქრე მერე სიკვდილი თუ იხსნის ჩემგან _მოკლავ ? _მატილდას , რომელსაც აღარ ვეყვარები ? მე მოვუკვდები ... მის ყველა ამოსუნთქვას ჩემსაზე მეტად გავუფრთხილდები _შენი ყველა სიტყვის მჯერა ... თქვენი ერთად ყოფნის შემთხვევაში იმ ბედნიერების რაც მისთვის მემეტება არ, ვერ დავიჯერებ რომ შენ შეგიძლია შენი ცხოვრებით მისთვის სიმშვიდის პოვნა _მე საერთოდ ბედნიერი დასასრულების არ მჯერა ჩემ ცხოვრებაში და ამ ერთხელ უნდა გამომივიდეს თავად შევქმნა ეს დასასრული ,მერე დავიჯერო ჩემი პირადი ციცინათელას არსებობა _მეც მეჯერებოდა შენ რომ ისე გიყვარდეს ან ვიცოდე შეგიძლია ქალის ისე შეყვარება როგორც მატილდას უყვარხარ. თქვენი ბედნიერი გაგრძელების რომ მჯეროდეს შენ უნდა გიჟდებოდე მასზე და არა ის... ის თან შენ და თან შენ ცხოვრებას ერთად როგორ გაგიმკლავდებათ . ჩემი და რომ არ მემეტება ამ ომში ჩასაბმელად მთავარი ესაა თორემ მის შეყვარებულებს და ურთიერთობებს არასდროს შევწინააღმდეგებივარ _მატილდასთვის არ მითქვამს ჯერ რომ მიყვარს და შენთან ვაღიარო პირველად ? გამიბრაზდება მერე და მისი გაბრაზების მეშინია _თქმა ბევრი რამის შეიძლება სიმართლე უნდა იყოს _შენ დასამშვიდებლად ტყუილს თუ ვიკადრებ ამ შემთხვევაშიც სერიოზულად ყოფილა საქმე იოანე და უკვე მეორედ გიტარებ ამ დიალოგში ბრალდებას _ჩაიცინა და იოანეს კიდევ უფრო აურია გონება _ამ დიალოგით მეუბნები რომ გიყვარს ? ჩემი მატილდა , რომელსაც ისე შეხვდი თუშეთში თითქოს მისი სახელიც არ გახსოვდა? რომელსაც არც იცნობ ნორმალურად და რომელთან ადამიანური კომუნიკაციაც არ გქონია დარწმუნებული ვარ _ის სახელი დავუძახე ,რომლითაც მახსოვდა პირველად რომ აღიქვა ჩემმა გონებამ ... არასდროს ყოფილა ჩემ ცხოვრებაში პერიოდი მე რომ მასთან ახლოს ყოფნის უფლება მიმეცა საკუთარი თავისთვის და ახლა საერთოდ რას მიმტკიცებ რომ არ მიყვარს და უბრალოდ მისწორდება რომ ვუყვარვარ, ეგოისტი პატარა ბიჭი ვარ ყველა ჩემზე შეყვარებული ქალი გვერდით მყავდეს იქამდე სამამ მომბეზრდება ? გაგიგია საერთოდ ილდანის ქალიაო ვინმეზე? მე და მატილდა როგორც ვიქნებით ვიცი,მაგრამ მე და შენ ასე ვერ დავლაგდებით შენ თუ არ დამშვიდდი , დაფიქრდი და დაიჯერე რასაც გეუბნები . ჩემზე მეტად შენ უყვარხარ მხოლოდ თორემ ამდენსაც არ დაგელაპარაკებოდი სხვა და_ძმობა რომ გქონდეთ _ეგ ამბავი კითხვის ნიშნის ქვეშაა უკვე კარგახანია _რა მე უფრო მეტად ვუყვარვარ თუ შეენ? დაჯერება არ მინდა ,რომ თებეას ჩემზე მეტად ეყვარება ვინმე და მოდი ნუ დავიჯერებთ რომ მატილდას შენ არ უყვარხარ უფრო ...მაინც არაა გასაყოფი ეგ ორი განსხვავებული სიყვარული _გისმენ მატილდა _ ამოიოხრა და ისე უპასუხა. იქედან ესმოდა ილდანს გოგოს ხმამმაღალი სიტყვები _ვიცი ილდანთან ერთად ხარ და შენ თავს გეფიცები რომ ეჩხუბო შენ ქორწილში არ ვიქნები და ჩემსაში მითუმეტეს _თუ შემომაკვდება ან შემოვაკვდები ქორწილი არც იქნება მატილდა _იოანეეეე ამდენხანს რას ელაპარაკები ამდენს ჩემთან არ ლაპარაკობს ნუ გამაგიჟე _მე გაგაგიჟე თუ დაბადებიდან ასეთი ხარ _იოანეე _არ იტირო მოვდივართ _ იოანე კიდევ კარგახანს გააგრძელებდა მატილდას წვალებას თორნიკეს კი მოთმინება არ ეყო . მობილური გამოართვა და სულ სხვანაირად დამტკბარი ხმით უთხრა _ვტირი უკვე და შეგრცხვეთ ორივეს _მე მოვალ და გაკოცებ , და _ძმა როგორ რიგდებით არ ვიცი _შენ ნორმალური არ ხარ ხომ? გინდა მართლა გცემოს? _ვერ ვიგებ ტირი თუ ჩხუბობ _ორივე _კოცნა ორივეს უშველის ხო? _ხოო ... კი არადა თორნიკეე _ხოო _ ეზოში მდგომს უყურებდა უკვე . ტელეფონი იოანეს რომ დაუბრუნა და მატილდამდე ზღვარი გადაკვეთა. ატირებულს ,მონერვიულეს ვერ უმკლავდებოდა და აღარც აპირებდა შორიდან ყურებას _ აქ ვარ _ მკლავები შემოხვია,ჩაიხუტა და თავზე აკოცა _ გაყინული ხარ. წამოდი სახლში შევიდეთ _ გავთბი უკვე _ ცხვირის წვერით ყელზე ეხებოდა. მკლავები შემოხვია და გაირინდა _ერთს თუ მომიკითხავს და შენ უფროო _ იოანეს ხმა ესმოდა ზურგს უკან ,მატილდა ვერ იაზრებდა რას ამბობდს თორნიკესთვის თქვა და სანახაობას რომ ვერ გაუძლო სახლს მიაშურა. ინაც მაშინვე შეეგება და მოეხვია სულ'არეულს _რა უთხარი _მთვრალ ალუბალზე გემრიელი რომ ხარ _ ყურთან უთხრა და იქვე აკოცა მატილდამ წამსვე ასწია თავი და გაფართოებული თვალები გაუსწორა_ალუბლისფერიხარ _ გაწითლებულ ლოყაზე მიეფერა ნაზად _თორნიკე გული გამისკდება იცოდე და სულ შენი ბრალი _მეც მიფეთქავს მასეთი და უფრო მეტად . არც ჩემსას მოუვა რამე და არც შენსას სანამ ერთმანეთი გვეყოლება იქ _ მატილდას გაყინული თითები მკერდზე მიიბჯინა და აჩვენა როგორ სწრაფადაც უცემდა გული . რა უნდა ეთქვა და რა უნდა გაეკეთებინა იმ დროს ამაზე მეტი _ილდანო _მა ტილ და ილ და ნი . უხდება შენი სახელი ჩემ გვარს ბორჯომში გატარებული ის ორი დღე მთლიანად დაილექა ყველას მეხსიერებაში ,დარჩა თარიღი რომელსაც არცერთი დაივიწყებდა. დაჩი და სალომეს პირველი კამათიც დაიტია იმ 48 საათმა _რაღაც უნდა გითხრა _გისმენ _დაჩის გვერდით მიაბიჯებდა და თითებს მისი თითები უთბობდა _შენებს ვუთხარი ჩვენზე _ ღრმად ჩაისუნთქა და შესავლების გარეშე უთხრა _ არ გითხარი რომ არ გენერვიულა და მათაც ვთხოვე არაფერი ეთქვათ . რადგან არ გისაყვედურეს გამოდის ყველაფერი მოგვარდა , აქაც გამოგიშვეს _უჩემოდ მიხვედი და მარტომ ელაპარაკე? რა უთხარი _რომ მიყვარხარ და გიყვარვარ _ ხელი რომ გაითავისუფლა და გაჩერდა უკვე იცოდა რაც ელოდა ,მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება ჰქონდა გეგმაში _ ერთად ვიქნებით ნებისმიერ შემთხვევაში და _უჩემოდ უნდა გეთქვა ეგ ყველაფერი? _იცოდი რასაც მეტყოდნენ და იმიტომ გაქვს ასეთი რეაქცია? შენ რატომ არ მითხარი არასასურველი სიძე რომ ვიყავი შენი ოჯახისთვის _თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა,მაგრამ იმ ფაქტს ვერ შეცვლი რომ ჩვენი პრობლემის მარტო მოგვარება სცადე და ეს მეტჯერ არ უნდა განმეორდეს თუ ვართ ჩვენ _გეთქვა არ მოსწონხართო და ერთად დავლაპარაკებოდით მაშინ _დაჩი რა გითხრეს და თუ გითხრეს ახლა როგორ ვართ აქ ერთად ასე მშვიდად . დედამ სულ ორჯერ დამირეკა _მძიმე არტილერია ჩაერთო საქმეში _დიანა შეხვდა ? დაჩი დიანა ელაპარაკა ჩემებს? უარესი ... გგონია მინდა დიანა გვიგვარებდეს საქმეებს?აღარაა დრო... დამოუკიდებელი გახდე ? _დიანას ტვირთი აღარ ვიყო ?ამის თქმა გინდოდა ხომ ? _რადგან ტვირთი არ ხარ ამიტომ ყველა შენი ბარიერი დიანამ უნდა მოგაშოროს? _ვერავის შევევედრებოდი გთხოვ მოგეწონო_თქო ,ვერც შენ მშობლებს და ვერავის საერთოდ. ისე დავქორწინდებოდით ისინი არ იქნებოდნენ ქორწილში. ეს გაგრძელება გინდოდა? იქნებ მამაშენის თანხმობის გარეშე არც მომყვები _ჩვენ ურთიერთობას რამე ეტყობა ,რომ მე მათი მითითებებით ვცხოვრობ? მე ვიცი რა უნდა დავუჯერო როდის შევეწინააღმდეგო და როდის უბრალოდ ვაკეთო ის რაც მინდა. ეს რომ მესწავლა დიდი გზა გავიარე ,მაგრთალია დიანა არასდროსაა ისეთი ტოქსიკური როგორც ჩემები,მაგრამ დროა შენც ისე იცხოვრო მან რომ არ გაიგოს ყველა შენი დაბრკოლების შესახებ _ყველას შესახებ არც იცის ... გგონია ვთხოვე წადი და ელაპარაკე_თქო? _უთხარი და იცოდი მაშინვე მოაგვარებდა ან შენ ნაცვლად იჩხუბებდა ჩემებთან . წარმომიდგენია როგორც ელაპარაკებოდა და სიამოვნებით მოვისმენდი როგორ მიახალებდა სიმართლეს პირში ,მაგრამ _მაგრამ ტყუილად მეჩხუბები ... _ვინ იცინის ჩხუბის დროს ... იცი რომ ვგიჟდები შენს ამ ღიმილზე და განგებ აკეთებ _მე შენ გაბრაზებაზეც ვარ შეყვარებული... თვალებშიც ცეცხლები რომ გიჩნდება და ულამაზესი ხარ _მკლავები შემოჰხვია და ტუჩებზე წაეტანა _ მიყვარხარ ჩემო პეპი _აღარ ქნა მეტად ჩვენი პრობლემა მარტომ მოაგვარო და საერთოდ ყველაფერი უნდა მითხრა _ლოყაზე კოცნიდა და თან საყვარლად წუწუნებდა _ დამპირდი _ჭირში და ლხინში ფიცი წინასწარ დავდოთ? _ძალიან მრცხვენია დიანასთან ... წარმომიდგენია როგორ ილაპარაკებდნენ ჩემები _მათიც მესმის ... ტყუილი არ უთქვამთ უბრალოდ მე ვარ იდეალური სასიძო ,რომელიც წარსულს ტოვებს წარსულში ჩადუნელების ცხოვრებაში გაჩნდა კიდევ ერთი პატარა _ დიდი მიზეზი ყველაფრის ახალი ფურცლიდან დასაწყებად _დინა _ ქალი რომ მოეხვია შეშინებულმა მოხვია მკლავები და ატირებულს რამდენჯერმე აკოცა _ დე , რა მოხდა ... დიკო ნუ მაშინებ _მე ... დაჩიი _ხო დე ,რა მოხდა _ თავი რომ ასწია და შეხედა სახიდან ცრემლები მოაშორა _ არ იტირო ,მითხარი და მოვაგვარებთ _ვერ მოვაგვარებთ ... არ მოგვარდება _მე და შენ ? ეგეთი რა არსებობს დე...ჩვენ ერთად შეუძლებელს შევძლებთ _ტესტი გავიკეთე ... ორსულად ვარ დაჩი . მე ორსულად ვარ წარმოუდგენელია ასე უბრალოდ ასე მარტივად დაუგეგმავად მე ვიყო ორსულად . იმ არაკაცმა ისეთი სტრესი გამატარა,იმდენ ექიმთან ვიყავით ხელოვნური განაყოფიერება გამაკეთებინა ბოლოს და მე ახლა ორსულად ვარ _იესემ იცის? _არა ... არა ღმერთო ჩემო ორი შვილიშვილი ჰყავს და ამხელა შვილები მე არც კი მიფიქრია ამაზე . ტესტი რომ გავიკეთე არც ვიცი რას ველოდი და ორი ხაზი რომ დავინახე მაშინვე შენთან გამოვიქეცი. როგორი რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს ორსულად ვარ და ამ ბავშვს აუცილებლად გავაჩენ . დედა გავხდები კიდევ _ექიმთან წავიდეთ ... დამშვიდდი. იესეს მერე დაელაპარაკე . მე ყველა შემთხვევაში შენ გვერდით ვარ და ოჯახის პატარა წევრსაც უსაზღვროდ შევიყვარებთ მეც და ტყუპებიც _ ინსტუქტურად საუბრობდა , თმაზე გადაუსვა ხელი და ლოყებზე შერჩენილი ცრემლები მოაშორა _მეტირებაა ... სულ დაღლილი ვარ და ის გულის წასვლებიც ამიტომ იყო მე კიდეც აქამდე ყურადღება არ მივაქციე. სასწრაფოდ უნდა ჩავეწერო ექიმთან კონსულტაციაზე. მე ორსულად ვარ _ იმეორებდა და თან იჯერებდა მერე კი სახეგაბრწყინებული ეფერებოდა მუცელს. ისეთი ლამაზი იყო სიხარულის გარდა სხვა განცდა ვერ დაგეუფლებოდა მისი დანხვისას . ერთად იტირეს ბავშვების პირველი გულისცემის მოსმენისას მაშინ ტყუპებზე რომ იყო ორსულად და ახლა დეჟავუს შეგრძნება ჰქონდა. ხელი ჩაკიდა კაბინეტთან მომლოდინეს. _ყველაფერი კარგად იქნება... ექიმმა დაადასტურა ორსულობა. გულისცემაც მოასმენინა ,ნაყოფიც აჩვენა და რეკომენდაციებიც მისცა კვლევების გრძელ ჩამონათვალთან ერთად. კლინიკიდან ახალი გამოსულები იყვნენ . იესემ რომ მისწერა _საღამოს ბავშვებთან ერთად წავიდეთ სადმე თუ სხვა გეგმები არ გაქვს _შენი ნახვა მინდა _მე ახლაც სახლში ვარ _მოვალ მალე _შეტყობინება გაგზავნა და დაჩის მიმართულება შეაცვლევინა _დაგელოდო გინდა? _არა ... წამლები შეგიძლია მიყიდო? პირდაპირ სახლში წამოვალ და დღესვე დავიწყებ _პროდუქტებსაც ვიყიდი...რა დაგახვედრო _არ ვიცი . ამჯერად უცნაური არაფერი მინდება ... მამას გავს უპრეტენზიო ალბათ _ ჩუმად თქვა და დაჩის რომ ჩაეცინა წარბები შეკრა _ სიყვარულს ჰყავხარ დაბრმავებული ... _მართლა უპრეტენზიოა რამეზე ეთქვას პირადი სურვილით უარი არ მახსოვს _შენც არ ხარ პრეტენზიული. დამშვიდდი ,არ ინერვიულო ... თუ რამე დამირეკე და მოგაკითხავ. რაც არ უნდა გითხრას და როგორი რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს შენ დიანა ჩადუნელი ხარ მთავარია ბავშვი იყოს კარგად და დანარჩენს ყველაფერს მარტოც გაუმკლავდები. მე შენთან ვარ ,სულ _შეიძლება ტირილით გავსკდე ასე რომ მეუბნები და ვიაზრებ როგორი დიდი ხარ უკვე _ოღონდ ახლა არ იტირო ... უსაყვარლესი ხარ დეე _ იცინოდა უკვე. ჩაეხუტა და კორპუსს ახედა _ ისე რო რამე აქ უნდა გადმოცხოვრდე მართლა? _წინასწარ ნუ მაფიქრებ ... თავი მტკივდება. უენერგიოდ ვარ და დასვენების გარდა არაფერი მინდა. ვნახოთ იესესთან ერთად დავისვენებ თუ იესე განისვენებს სამუდამოდ _დაეწყო _რა დამეწყო _გაორება ანგელოზსა და დემონს შორის ... ბინის კართან იდგა და გულისცემას ვერ აკონტროლებდა. სუნთქვაც გაუჭირდა სანამ იესე გამოჩნდა _აქ პირველად ხარ მგონი ხომ ? _ ქურთუკი გამოართვა და რამდენჯერმე აკოცა _ კეთილი იყოს შენი ფეხი _მგონი ძალიან კეთილია _ ჩუმად თქვა კოცნით გაბრუებულს ლამის დაავიწყდა სათქმელი რომ ჰქონდა _დღეს ბედნიერი დღეა... დილიდან ბანკში ვიყავი. ილიკოს ვალი სრულად დავფარე. რესტორნის წილი არ გამიყიდია ჯერ , შევძლებ როგორმე მართვას და აქეთ_იქით სიარულსაც გავუჭირვებ თავს. სანამ აქ წამოვიწყებ საქმეს და შემოსავალი მექნება ... _ პატარა ბინა იყო , დიანა ჩადუნელს მსგავს სივრცეში არასდროს უცხოვრია. ყველაფერი მოსწერიგებული ,ლამაზი და სუფთა იყო ,მაგრამ სივრცის დეფიციტი ნამდვილად ჰქონდა იქაურობას. წამით რომ წარმოიდგინა თავისი ბავშვებით იქ გადაცხოვრდებოდა ვერ მიხვდა რა ემოცია გაუჩნდა _ რას დალევ? ისადილე უკვე თუ ჯერ არ ... ინას მოვუმზადე რაღაც სალათი მეც არ ვიცი რა არის. გემრიელი კი გამოვიდა. სპაგეტი მაქვს ხორცის ბურთულებით . ფერი არ გაქვს ,საჭმელს არ ჭამ? _საჭმელზე ცოტა ხნით არ დამელაპარაკო ... აქ მოდი, დაჯექი თორემ თავბრუ დამეხვა _კარგიი ... დავჯექი _ გაეღიმა მის ტონზე. გვერდით მიუჯდა და აკოცა _რამ გაგაბრაზა დილიდან _არ გამაბრაზა ,გამახარა უბრალოდ ემოციური არევა მაქვს და საჭმელსაც ცოტას კი არა ბევრს ვჭამ და უფრო მეტი და სწორად უნდა ვჭამო . მთელი დღის რეჟიმი და ცხოვრება უნდა შევცვალო _გადაწყვიტე ცოლად გამომყვე და ჩემთან ერთად იცხოვრო. ცხოვრების ამაზე უკეთ შეცვლა ვერ გამოგივა . ხელი მოვაწეროთ ,ჯვარიც დავიწეროთ. მე არ მქონდა ჯვარი დაწერილი ,შენ ? სულ მავიწყდება კითხვა _რატომ გაქვს ისეთი მონოლოგი თითქოს უკვე იცი რომ ორსულად ვარ _ჯვარი თუ არ ... რა ? _თავის ფიქრებში იყო , ეჩქარებოდა ყველა გეგმის შესრულება და ცხოვრების დალაგება დიანამ თავდაყირა რომ დაუყენა ყველა ფიქრი ,უცებ გააქრო ყველაფერი და დარჩა მხოლოდ თვითონ . ამღვრეული თვალებით და უცნაურად დამფრთხალი მზერით _ მე პირველი ორსულობა და მთელი მოსამზადებელი პერიოდი ,ექიმები,წამლები , ნერვიულობა, სულიერი და ფიზიკური წნეხი ისე გავიარე ოდესმე თუ შევძლებდი და ისევ ვიქნებოდი დედა არ მიფიქრია ამაზე . ისე შთამაგონა გიორგიმ რომ ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა ახლაც ვერ გაიარა ჩემმა გონებამ ეს ამბავი . მე ადრეც გითხარი ,ცხოვრებაში დედობაზე მეტად არაფერი მინდოდა და არაფერზე მიოცნებია. ვიცი შენ გეგმებში შვილიშვილებთან ერთად შვილის ყოლა როცა ამდენი ფიქრი ,გეგმა და საქმე გაქვს საერთოდ არ ყოფილა , მაგრამ მე აუცილებლად გავაჩენ _ორსულად ხარ დინა ... ბავშვი გვეყოლება ? _ ჯერ ხელებზე აკოცა თავდახრილმა მერე თვალებამღვრეული მომღიმარი უყურებდა და კიდევ ელოდა პასუხს _ხო _სახე უხურდა მღელვარებისგან . გული სწრაფად უცემდა და ტირილი უნდოდა საშინლად იქამდეც და მერეც ცრემლებად დაიღვარა მინდელმა მკლავები რომ შემოჰხვია და გულში ჩაიკრა _როგორ ძალიან მიყვარხარ. როგორ დაგიმსახურე საერთოდ ... ღმერთს მადლობა როგორ უნდა გადავუხადო შენი ჩემ ცხოვრებაში გამოჩენის გამო _ გრძნობამორეული ეჩურჩულებოდა , იცინოდა ყველაზე გულწრფელი ,ყველაზე ბედნიერი სიცილით და კოცნიდა ბევრს _ რატომ ტირი დინა ... გეგონა არ გამიხარდებოდა ? რა მნიშვნელობა აქვს ნორმებს და ხალხის დადგენილ ჩვეულებრივ არაჩვეულებრივ მოვლენებს ... მე და შენ გვეყოლება შვილი და მე შენ მიყვარხარ . ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის _ ცრემლები შეუმშრალა ,დახუჭული თვალები დაუკოცნა და მერე ისევ გაყინულ ხელებზე აკოცა _ ექიმთან იყავი ? როდის გაიგე ... სესილიას გინეკოლოგთან წავიდეთ თუ გყავს შენი ექიმი _ ვიყავი ცოტა ხნის წინ ... ისე ვერ გეტყოდი . იქნებ მეშლებოდა და სხვა რამ მჭირდა. მაშინ იმდენ წამლებს ვიღებდი,იმდენ ჰორმონს ყველაფერი შეიძლება დამმართოდა და სიხარულიც ვერ მოვახერხე შიშის გარეშე _ნეტავ მაშინვე გეთქვა... მარტო როგორ ინერვიულებდი _დაჩის ვუთხარი _მერე ? გაბრაზდა ? _არა . დაჩისთან ერთად ვიყავი ... არ იცნობ შენ ჩემ ბავშვს და ისიც არ გიცნობს . ეს თქვენი ჩემდამი სიყვარული უნდა გაჩვენოთ ორივეს _გგონია მარტო სიყვარული უშველიდა ასე მარტივად მიღებისთვის? საუკეთესო აღზარდე მართლა _კიდევ მეყოლება შვილი ... მადლობა _ღმერთო ოღონდ არ შემშალო. შვილისთვის მადლობას ვინ იხდის დიანა და თუ მადლობაზე მიდგება საქმე მე უნდა ვიდგე მუხლებზე და ისე გიკოცნიდე ხელებს _მერე რას ელოდები _ბეჭედი არ მაქვს ახლა თან ... ჯერ მინდოდა ისე დამეთანხმებინე და მერე ერთად აგვერჩია ბეჭედი ისეთი როგორიც მოგეწონება თორემ ინა თავს იკლავდა ჩემ არჩეულს ვერ დაიწუნებსო _შენ მართლა აპირებდი ხელის თხოვნას? _20 წლის ვარ და დრო უნდა დავკარგო შენთან ყოფნის? იმედია ახლა მაინც იქნები თანახმა ჩემთან ერთად ცხოვრებაზე _არ ვიცი ... აქ რომ მოვდიოდი მეშინოდა რომ ბავშვის არსებობას ვერ მიიღებდი მარტივად. _შვილი თუ კიდევ მეყოლებოდა და თან შენგან ამაზე ოცნებაც არ მიცდია _სხვა ვისგან გეყოლებოდა უკაცრავად... გყავდა ვინმე კანდიდატი ? _რაო ექიმმა დინა? _ყველაფერი ნორმალურადაა უკვე 14 კვირისაა ნაყოფი და მე ეგ ფაქტი მაგიჟებს პირველი ტრიმესტრი ისე გადამივლია ყურადღებაც არ მიმიქცევია საკუთარი თავისთვის. ვმუშაობდი როგორი რეჟიმით ... სად არ დავღოღავდი ,მაგრამ ღვთის წყალობით კარგადაა . ანალიზებს გავიკეთებ , რაღაც წამლებს დავლევ და მაქსიმალურად ვიზრუნებ მასზე. თუ უფლის ნებაა მე ხელს შევუწყობ. ტყუპების შენარჩუნება რომ მომეხერხებინა და ფიზიოლოგიურ მშობიარობამდე მისვლა ბოლო ორი თვე ეზოს გარეთ არ გავსულვარ და მუშაობაზეც კი უარი ვთქვი. დაჩიც ჩემ გვერდით იყო სულ ... ისე მეშინოდა _მე ვიქნები შენ გვერდით და ყველაფერი იქნება ძალიან,ძალიან კარგად. უკვე მრავალშვილიანი დედა ხარ _შენ კიდეევ შვილიშვილები გე....ბა შვილზე დიდი _ჩემმი შვილები და რძალი წინააღმდეგები არ იქნებიან . დაჩიზე უფროც შეიძლება გაუხარდეს ინას _ისევ ისე ჰყავდა ჩახუტებული _როდის გადმოხვალ ჩემთან ? _აქ უნდა გადმოვიდე ? _სხვა სახლი არ მაქვს _მე რომ მაქვს მნიშვნელობა არ აქვს ხომ ? _მაპატიე , ჩემი სიღარიბე შეყვარებამდე უნდა გაგეთვალისწინებინა ახლა უკვე შეგრჩი ასეთი ჩვეულებრივი . ცოტა ხნით მაინც , დაგროვებული თანხის 90% _ით ცოტა ხნის წინ დავფარე ილიას ვალი და დიდი სახლისთვის მინიმუმ ერთი წელი დამჭირდება. ბავშვის გაზრდამდე და მერე კიდევ ერთის გაჩენამდე გავფართოვდებით ,გპირდები _დღესვე ვერ გადმოვალ... დრო დამჭირდება _ჯერ ჯვარი დავიწეროთ _ოცნებაჩაბუდებული მზერით უყურებდა და მთელ სახეს უკოცნიდა_ხომ დავიწეროთ დინა? _ჯერ დაჩის ჯვრისწერისთვის ვემზადებოდი... ბავშვს დავასწრო? _ბავშვმა რომ დაგასწროს უცნაური იქნება _უცნაურობა აკლია ჩვენ ცხოვრებას? _არ აკლია,მაგრამ დაჩის უნდა შევუთანხმდე _ ტელეფონზე შეტყობინებები მისდიოდა და ეკრანს დახედა . ბიჭი სწერდა "_რაო... გაუხარდა თუ შოკშია და აზრზე ვერ მოდის. " " დააცადე გაიაზროს ... ქვემოთ გელოდები იცოდე . სახლში წავიდეთ და იფიქროს რა საჩუქარი მისცა სამყარომ შენი და შენი ბავშვით" _დაჩია ? _უნდა წავიდე ... ეს დღე მე და ჩემ ბავშვს მოგვეცი და ხვალ შეიძლება ჩემოდნებით დაგხვდე კართან _ ტუჩები დაუკოცნა და ფეხზე წამოდგა _დიანა _ხვალამდე მომეცი დრო ... მხოლოდ ხვალამდე და მერე სულ შენთან ვიქნები _ვუთხრა ჩემებს? _მთელ სამყაროს გააგებინე თუ გინდა ... მიყვარხარ _ რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ დაჩისთან ჩავიდა. ტელეფონს დაჰყურებდა და პასუხს ელოდა დინა რომ მიუჯდა გვერდით და მოეხვია _ წავედით სახლში დე ... _რაო რა დროს ჩემი ბავშვიაო? _ჩვენზე მეტად გაუხარდა... _ხოო?ანუ იესეს ჩვენი ცხოვრებიდან გაქრობის ბოლო შანსიც დავკარგე _გაეცინა დიანას თვალების ბრიალზე _ კარგი,მორჩა ... ბოლოს და ბოლოს საერთო ბავშვი გვეყოლება და მისი მთელი ოჯახი მიყვარს ,იმათაც უყვარხარ . შენ ენდობი და მე შენ გენდობი _მანქანას ატარებდა ხელზე რომ ჩაკიდა ხელი და აკოცა _იესესთან უნდა გადავიდეთ _მე არ ... შენ და ტყუპები გადახვალთ. მე სალომეს სემესტრის დასრულებას ველოდები ქორწილამდე და მაინც ცალკე უნდა ვიცხოვროთ _ჩვენ სახლში ხომ დარჩები...ბიჭის სურვილი იყო შენ გეცხოვრა იქ ცოლ_შვილთან ერთად _ვრჩები დინა ... მიყვარს ის სახლი და თან პაოას და ბებოს ბედნიერი ცხოვრების ისტორიას ინახავს. იქნებ შენ დაითანხმო როგორმე იესე საერთო ხარჯებით სახლის ყიდვაზე ან აშენებაზე _მატერიალურ საკითხებზე ფიქრი არ მინდა... როგორც უნდა ისე გავაკეთებ. სიღარიბეში არ მეყოლება ბავშვები და ფართობის გამო ვერ ვიკამათებ . თვითონ იყიდის მე უბრალოდ დაველოდები _შენნაირი იდიალური ქალი მეორე არაა დედამიწაზე _შენი იდეალური გყავს შენ _ჩემი არ შედის კონკურენციაში...უკონკურენტო მყავს. ვუთხარი მის მშობლებს ესაუბრა_თქო და გამიბრაზდა _ხომ ვიცოდით რომ გაბრაზდებოდა , მაგრამ არაუშავს. ეს უკანასკნელი იქნება და გაპატიებს სახლში მისვლის მომენტში კიდევ ერთხელ ანერვიულდა ბავშვებთან საუბარი რომ ელოდა წინ . დაჩიც მის გვერდით იყო და პირდაპირ თქმა გადაწყვიტა _გოგოა?აუუ მე გოგო მინდა _არ ვიცი დე ჯერ _კატოს დედას რომ გაეზარდა მუცელი ისე გაგეზრდება ? იმ ფოტოებში რომ ხარ ჩვენ რომ გყავდით მუცელში? _მაშინ ორნი იყავით და ახლა ისეთი დიიდი მუცელიც არ მექნება დე ... _სახელი მე რო დავარქვა შეიძლება თუ იესეს უნდა ვთხოვოთ? _შეიძლება ... _ინას დაეკითხეთ ჯერ _ დაჩიმ გაიცინა და კესანე ხელში აიყვანა _ ჩემო ცხოვრებაა _ის სახლი დიდი არაა ? რატომ უნდა დავტოვო სათამაშოები? _ნაწილი წამოიღე ნაწილი აქაც ხომ უნდა გქონდეს დე... დაჩისთან და სალომესთან რომ დარჩეთ ხოლმე _ორი ქორწილი გვექნება? _არა დე ,ქორწილი მხოლოდ სალომეს და დაჩის ექნებათ,მაგრამ ცოტა მოგვიანებით _არ უნდა სალომეს _უნდა ,უბრალოდ იცის დაიღლება და თავს იკავებს,მაგრამ მე დაველაპარაკები. ინა ,მატილდა და თინაც ყველაფერში დაეხმარებიან . ყველა ქალს უნდა ლამაზი ქორწილი ოცნების კაცთან _შენ ? _მე იმათ დავპატიჟებ ვინც იქ ყოფნით გამაბედნიერებს ... დედოფლის კაბას აუცილებლად ჩავიცვამ ჯვრისწერის დროსაც. _სულ რომ არაფერი ისე ბრჭყვიალებ ამის გამო უნდა მივიღო იესე მინდელი _ ჩაიხუტა ისევ და თავზე აკოცა _ დეე _უყვარხართ დეს ყველაზე მეტად _ოთხი ჰყავდა უკვე და სამყაროში უმდიდრეს ქალად გრძნობდა თავს. წინ კი მთელი ცხოვრება ჰქონდა... დაჩის და სალომეს ჯვრისწერის სამზადისი პიკს აღწევდა. ოთხეულის კრება ამჯერად ნავერიანთან დაგეგმა ილდანმა. თინასთან ერთად ელოდა მუშაობით გართულ შენგელიას . ოფისიდან გამოსულს წინ რომ დაუხვდა თვალებს ვერ უჯერებდა ერთხანს. ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ ჩვეული პერიოდული გაქრობა ჰქონდა _დაბრძანდით ,გთხოვთ _ თინას ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა იმ წამიდან რა წამსაც გაიაზრა ილდანის ნათქვამი " უკან დაბრძანდით ქალბატონს როგორც შეეფერება" და ახლა მატილდას დააკავებინა ადგილი. _გამარჯობაა _მოგესალმებით გეგმის ფინალურ სვლამდე ორი დღით ადრე ... კაბა გვაქვს შენ უნდა მოგარგო სალომეს წონაში გადიხარ მე სულ სხვანაირი ფიგურა მაქვს თორემ სიამოვნებით მოვიზომებდი. ინაც იქნება ჩვენ გუნდში? _არ გამიცია საიდუმლო... მხოლოდ კაბა დავახატინე და შევაკერინე. გადაღებისთვის მინდა_თქო ვუთხარი. მოვიზომე უკვე და მოერგება _საკუთარი თვალით უნდა ვნახო ... კაბაა მთავარი _არ ისვენებდა გვიჩიანი. ერთი სული ჰქონდა როდის დაინახავდა საბოლოო დასტურს ილდანის გაბმის, მატილდა თეთრ კაბაში საკონტროლო გასროლას განახორციელებდა . ეღიმებოდა ილდანს და არაფერს ამბობდა გვიჩიანის ჭირვეულობაზე _როგორი ჯიუტი სვანი ხარ _შენ სხვები უნდა ნახო ... არ მეთანხმები თორნიკე? _გაჯიუტება ქალების საყვარელი ქმედებაა ,რომელსაც იხდენთ კიდეც მანქანებს შორის გაჭედილი ჯერ ნელა მიდიოდა შემდეგ კი ჩიხებით დაიწყო სიარული . თვალდახუჭულიც გაიგნებს გზასო ფიქრობდა მატილდა. ნავერიანის სახლთან თინასაც გაუღო კარი და მატილდასაც , მაგრამ გზას შენგელიას მხარდამხარ განაგრძობდა _არ ჩაიცვა სხვისი თეთრი კაბა ... მხოლოდ შენთვის და ჩემთვის შექმენი _ რაღაც მომენტში ჩასჩურჩულა ყურში და ლოყის ცენტრში დაუტოვა კოცნის კვალი. ბოლოს ისევ გვიჩიანი აღმოჩნდა კაბით შემოსილი ნავერიანის საძინებელში უზარმაზარი სარკის წინ მდგომი _კომფორტულია ... ზედგამოჭრილია ჩვენი გეგმისთვის . ულამაზესია ... ინამ საწორწილო კაბების ხაზზეც უნდა იფიქროს . სადაც არ უნდა ვიყო ჩემ სადედოფლო კაბასაც ინა მინდელი შექმნის _ თმა მაღლა აიწია ,გრძელი ყელი და მხრები გამოაჩინა . ულამაზესი იყო , ნავერიანი კედელს მიყრდნობილი იდგა და უყურებდა იქამდე სანამ ილდანის სისინი არ გაიგო _ვხედავ გოგა როგორ გიხვრეტს შუბლს ,საბრალოვ _მოკეტე სანამ ყველაფერი დავფრქვი მატილდასთან _მე ჩემი გითხარი გაგაფრთხილე და შენ მუქარით მპასუხობ? ასე გეშინია ბიჭო ? კაი რა იყო დაგეხმარები და მოვიტაცოთ _ენა ჩაიგდე ! _მე ხომ მაინც ყველაზე მეტად გეყვარები კიტუნა ? _ არ ჩუმდებოდა არადა ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს უხსნიდა მხოლოდ ნავერიანს ეცვლებოდა გამომეტყველება . _კაბა გვაქვს, რესტორანი დაჯავშნილია ,სტუმრები მოწვეული, სიძე_დედოფლის ტაძარში მიტყუების გეგმას მატილდა განახორციელებს ... ყველაფერი მზადაა _შენ რა გააკეთე ეს გვაინტერესებს ყველას _კიტამ ჰკითხა და მატილდამ სიცილი ვერ შეიკავა _იმის გარდა რომ შეგკრიბეთ ? სალომეს საქორწილო საჩუქარს ვამზადებდი _რას ჩუქნი ასეთს _ბინას _უფრო იაფი და საინტერესო ვერაფერი მოიფიქრე? _ჩადუნელების რძალი ხდება ... _დიანა და დაჩი არასდროს გაუსვამენ ხაზს მათ ეკონომიურ მდგომარეობას სულ რომ ნახევარი ქონება გაუნაწილო სალომეს სულერთია მათთვის ... დაჩი ჩადუნელების სახლიდან არ გადავა სხვაგან და სალომეს მითუმეტეს არასდროს გაუშვებს _მერე მოგწონს შენ ეგ ამბავი? წასვლა უნდოდეს და არ უშვებდნენ? _გააჩნია ვინ არ გიშვებს და წასვლა რატომ გინდა... მე მამაჩემი რომ მაბრაზებს მაშინაც ვიმუქრები გადავალ მარტო საცხოვრებლად_თქო ,მაგრამ არ მიშვებენ და _საშიში ხარ სამყაროსთვის მარტო მცხოვრები და კიდევ უფრო დამოუკიდებელი _ თვალებში უყურებდა და მწყობრიდან გამოჰყავდა _მადლობა მამას _შენ ... _დროა კაბა გამოვიცვალო თორემ შევეჩვევი და საშიში მე ვიქნები პირველივე თაყვანისმცემელს რომ გავყვე რომელიც შემეხმიანება _ თინა ჩაერთო დროულად და თითქოს განგებ დაურეკა ვიღაცამ . ისე ეშინოდა მატილდას და თორნიკეს ჩხუბის უპასუხა , ბიჭის ხმა კი ყველამ გაიგო _როგორც იქნა მიპასუხე ... იცი მაინც რამდენი ხანია გირეკავ ,გწერ და ვერ გიკავშირდები. როდის შეძლებ მნახო _მოგვიანებით დაგირეკავ ლუკა _აი ვინაა საშიში დაამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავისუფლებისთვის _ ჩუმად თქვა კიტამ და ოთახიდან პირველი გავიდა _დააცადე გაიხადოს კაბა თორემ ლუკა სიჭინავას ცოლობისთვის ნამდვილად არ მემეტება _ილდანს ხელით მიაწვა ,გაიყვანა და კარიც მოხურა _იმ ს.რს რომ ხვდება იცის ნეტავ გოგამ? _შენ ეტყვი ? გოგა მამიკო სხვა თაყვანისმცემლები მოაშორე რათა მე ვეტრფოდე მხოლოდ_თქო _თორნიკე მორჩი ამ უაზრო ხუმრობას _ვინ თქვა რომ ვხუმრობ და ვინ იცის გოგამ რა იცის და რას გეგმავს საერთოდ _ ჩაიცინა და მშვიდად განაგრძო ნავერიანის ნერვებით თამაში. ერთადერთი იყო ვისაც მასთან ასე საუბარი შეეძლო და ისიც ერთი იყო ვისთანაც მსგავსი არასერიოზული ტონით საუბარი შეეძლო ილდანს . 20 დეკემბერს დაჩი რომ სალომესთვის დაბადების დღის მილოცვისთვის ემზადებოდა წერილი გადასცა ილდანმა . _პირადად მთხოვა შენთვის გადმომეცა ... არ ვიცი რა წერია ,რაც არ უნდა იყოს შენ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის უფლება არავის მისცე . ხვალამდე _ მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა ,წავიდა და დატოვა ჩადუნელი ტიტე შონიას წერილით ხელში. ჯერ იფიქრა გადავაგდებო ,მაგრამ იმ პატარა 6 წლის ბავშვმა უფლება არ მისცა მამის მიწერილი ერთადერთი წერილი წაუკითხავად გადაეგდო _ჩემოდნები მზად გაქვს უკვე ? _მგონი პირველი ეტაპისთვის ყველაფერი ჩავალაგეთ არა? _ დაჩის მომზადებულ ვახშამს გემრიელად შეექცეოდა ტყუპებთან ერთად _ერთი ჩემოდანი სათამაშოები მიმაქვს... _შენ რას აჩუქებ სალომეს არ უნდა მითხრა? _ხვალ ნახავ _ თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა _იმდენი ვჭამე ვეღარ ვსუნთქავ... ერთია და მგონი მუცელი მაინც ისეთი დიდი მექნება როგორც მაშინ . ყველაფერში თუ არ დამეხმარები მარტო ვერაფერს მივიყვან ბოლომდე და დამრჩება ის სავაჭრო ცენტრი ჰაერში _მივხედავ ... შენ არაფერზე იფიქრო ბავშვების გარდა _ახალ სახლში გადავდივარ დე უშენოდ _არ იტირო ჩემ თავს გაფიცებ _უშენოდ თუ ვცხოვრობდი არც მახსოვს დე _ ხელზე აკოცა და თვალები უფრო აემღვრა _ ხომ ყველაფერი კარგად იქნება... სულელი ქალივით ხომ არ ვიქცევი იქ რომ გადავდივარ ჩემი ბავშვებით და არ ვაიძულებ ჩემთან გადმოვიდეს _რაღაცები უბრალოდ უნდა გააკეთო ისე რომ კამათიც არ გამოიწვიო. ოდესმე ხომ მაინც ვიცხოვრებდით ცალ_ცალკე და ჩავთვალოთ რომ ჩემი ქორწინებაა მიზეზი . ყველაფერი გამოგივა დე ,შენ ხომ დიანა ხარ ჩადუნელი და დედა ხარ ,უკვე 4 სხვადასხვანაირი ბავშვის _ნეტავ ეს როგორი იქნება _მე მგონია რომ ჩემნაირი ლამაზი იქნება_კესანე გაიპრანჭა წამსვე _ჩვენნაირი ვერ იქნება იესეს თუ დაემსგავსება ... _ ილია ძალიან მომწონს მე და ინაც... მათ თუ დაემსგავსება მაინც ლამაზი იქნება _კესანემ და სანიმ მაშსინვე გააბეს დიალოგი _ბიჭია იქნებ _სამი ძმა მეყოლება მერე? უუფ რაამბავია სამმა ბიჭმა უნდა მეჩხუბოს შეყვარებულების გამო?პლუს მამა დაემატება... მამამ იცის ჩვენ რომ სხვასთან გადავდივართ? _იესეს ახლა მამა უნდა დავუძახოთ? _არა დე ... მამას დაუძახებთ გიორგის . იესე იქნება თქვენი დიდი მეგობარი , ოჯახისწევრი . ............. მანქანაში იჯდა ვარდებითა და შეკვეთით დამზადებული ტორტით ,რომელსაც პეპი ეხატა . თან მიჰქონდა დირექტორის კაბინეტიდან ჩამოხსნილი პირველი შავ_თეთრი ნახატი , რომელზეც სალომე იყო გამოსახული, ყვავილებით სავსე მინდორში ზურგით მდგომი და მეორე ,ფერადი ტილო რომელზეც ჭრელ ყვავილებში წითელი თმის ელვარებით იყო გამოსახული უკვე ზრდასრული სალომე. დროც თითქოს განგებ არ მოდიოდა . ზუსტად 12 საათზე უნდოდა ჭედიას წინ აღმოჩენა . მოსვენებადაკარგულს ინტერესმა სძლია,ყურადღება ვეღარაფერზე გადაიტანა და წერილი გახსნა "გამარჯობა დაჩი. არ ვიცი თორნიკე ამ წერილს როდის გადმოგცემს ,მაგრამ გვიანი არასდროს იქნება იმის სათქმელად როგორ ძალიან მიყვარხარ და მიხარია შენ ცხოვრებაში შემოსული ყველა სიახლე. სალომეზე რომ გავიგე პირველად თორნიკეს ვუთხარი დაჩის ვერ მოუგებდა , განზრახ წააგო ალბათ და შეყვარებულები ხომ არ არიანთქო ვკითხე. არ იცოდა , არავინ იცოდა მე კი სულ მჯეროდა ერთმანეთისთვის იყავით. ილდანს სალომე დასავით უყვარს და კი მითხრა შენი მტრების სიის სათავეში ვიქნები ისე დავუშავებ, რომ აწყენინოსო ,მაგრამ ორივემ ვიცით შენ რომ არასდროს არაფერს ჩაიდენ ისეთს თორნიკე ილდანი შენ წინააღმდეგ რომ დადგეს . დიანა ჩადუნელმა ისე აღზარდა ჩემგან ჭრილობებდატოვებული პატარა ბიჭი,რომ შეუძლებელია ვინმეს ავნოს. არავის გავხარ საერთოდ , არც ბიჭის და მითუმეტეს მე. თვალები გაქვს ზუსტად ჩემნაირი და არ ვიცი სარკეში რომ იხედები და საკუთარ თავს უყურებ რას ფიქრობ . ალბათ ისე გეზიზღები საკუთარი გარეგნობის მიღებაც გაგიჭირდა... სამყაროში თუ რამე სიკეთე მიკეთებია, თუ რამე მითხოვია ღმერთისთვის ყველაფერი შენზე გადმოვიდა იმდენად კარგი კაცი გაიზარდე დაჩი ჩადუნელო. ყველაფერს გავიღებდი იგივე სიამაყით რომ შეგეძლოს თქვა დაჩი შონია ვარო ,მაგრამ რაღაცების არც მოთხოვნა შეიძლება და არც შესრულებაა შესაძლებელი. შენ ხარ დაჩი ჩადუნელი , დიანას დაჩი და სალომეს მეორე ნახევარი. ვიცი არაფრის თხოვნის უფლება მაქვს და სიკვდილამდეც არ გთხოვ მეტს არაფერს არც შენ და არც ღმერთს _ ბედნიერი იყავი დაჩიკო. გილოცავ წარსულის წარსულში ჩატოვების და ახალი ცხოვრების დაწყების დღეს ,21 დეკემბერს " 6 წლის დაჩი შონიას ეკუთვნოდა ის ცრემლები ფურცელს რომ დაეცა და დაჩი ჩადუნელი იყო სალომესკენ ბედნიერი რომ მიაბიჯებდა . საჩუქრებით იწყებდა და არ იცოდა იმ დღეს მთლიანად საკუთარ ცხოვრებას თუ დაუკავშირებდა. ............ _ჩვენ მოვედით იესეე _ კარის გაღებისას ბავშვებმა უთხრეს და ბინაში შეიჭრნენ _ჩემოდნები მანქანაშია _მოეხვია,აკოცა და შემდეგ უთხრა _გამარჯობაა _ ინა სამზარეულოდან გამოვიდა ,ჯერ ტყუპებს მოეხვია და შემდეგ დიანა ჩადუნელს _ კეთილი იყოს ჩემი დის დედიკოს ფეხი ჩვენს მოკრძალებულ სახლში _გადაწყვიტა რომ გოგოა ,გემუდარები არ შეეწინააღმდეგო. ეხოსკოპისტმაც რომ თქვას ბიჭიაო მაინც არ გადათქვამს _მეც გოგო მინდაა ... _ კესანე უყურებდა ქვემოდან და მზერას არ აშორებდა _თუ არ იქნება დედიკო დავითანხმოთ შემდეგზე _ ხელი ჩაკიდა კესანეს _წამოდი შენ ოთახს გაჩვენებ... ინამ მოგიმზადათ შენ და სანის . პატარაა ,მაგრამ _მამა ბევრჯერ უშლიდა დედას ნერვებს და შენ არ მოუშალო ,კარგი?არ ატირო თორემ ვეტყვი უკან დაგვაბრუნოს ჩვენ სახლში _ჩუმად უთხრა სანიმ მარტო რომ დარჩნენ რაღაც მომენტში . ისეთი პატარა იყო, სულ ერთიციდა და იმდენად დიდი გული ჰქონდა იესეს თვალები აემღვრა ემოციისგან _შენ ვერ წარმოიდგენ ახლა როგორი მაგარი კაცი იქნები წლების შემდეგ და როგორი მაგარი ბიჭი ხარ ახლა. კაცურ სიტყვას გაძლევ შენ დედიკოს არასდროს ვატკენ გულს და არც ავატირებ ... გაბუტვები არ ჩავთვალოთ ოღონდ კარგი? ქალები ხშირად იბუტებიან ხოლმე _ჯერ ხელი გაუწოდა და მისი პატარა მტევაანი სულ დამალა თავისი დიდი თითებით ,შემდეგ დაიხარა და თავზე აკოცა _წავიდეთ ახლა ტანსაცმლის ამოლაგებაში დავეხმაროთ დედას. სანი ბოლოს კესოსთან და ინასთან შემორჩა თავად კი საძინებელში მყოფ დიანას მოეხვია. ფანჯარასთან რომ იდგა და ხედს უყურებდა _შეჩვევასაც ვერ მოვასწრებთ ისე გადავალთ სხვაგან და უფრო კომფორტულად იქნები _დაჩის გარეშე ყოფნას როგორ შევძლებ ეს მაფიქრებს მხოლოდ და იმ დედას ვგავარ ახლა ჭიპლარს რომ არ აჭრევინებს ექიმს... აქამდე სულ ვცდილობდი არ მეკონტროლებინა ,მართლა არ ვერეოდი მის ცხოვრებაში და მხოლოდ მაშინ ვჩნდებოდი როცა ვჭირდებოდი,მაგრამ ახლა რომ ვიაზრებ მარტო დავტოვე, გული მეკუმშება მერე მახსენდება რომ ჯვარს დაიწერს სულ ცოტა ხანში ,საკუთარ პატარა ოჯახს შექმნის,ამ ოჯახის მთავარი კაცი იქნება ,ქმარი და მამა ,მე კი ისევ ის პატარა ბავშვი მგონია ხოლმე _შენი დაჩი ყველაფერს გაუმკლავდება ... შენ საოცარ შვილებს ზრდი დიანა . საუკეთესო ხარ როგორც ქალი , მაგრამ აამ ქალს ჯერ კიდევ აღმოჩენები ელის წინ აი დედა კი ,დედა უკვე შემდგარია . შენი ბავშვები ისე აღზარდე _ მკლავებსშორის მოიქცია, ეფერებოდა და მერე ამღვრეულ თვალებს უკოცნიდა _მეტირება ...ჩემი დაჩის ჯვრისწერაზე უნდა წავიდე მალე _ილიას ქორწილის დღეს მეგონა გული გამისკდებოდა ემოციებისგან...მსგავსი არაფერი განმიცდია და ინას ქორწილის დღეს ალბათ მართლა წამლები დამჭირდება დასამშვიდებლად მიუხედავად იმისა,რომ იოანეს თვალდახუჭული ვენდობი _ჩვენი ქორწილის დღეს საშინლად ვინერვიულებ ვიცი... გიორგისთან ისე მოვაწერე ხელი თითქოს ხელშეკრულებას ვაფორმებდი და გეგმაც მქონდა კარგი ცოლობა ახლა კი ისეთი აფორიაქებული ვარ,ისეთი სხვანაირი და თან ორსული _ მთელი სახე გაუნათდდა ისევ ,მუცელზე ეხებოდა იესეს თითები და შემდეგ ტუჩებმა იპოვნეს საერთო წერტილი _ორ'სულობამდეც სხვანაირი ხარ დიანა ჩადუნელო და დიანა მინდელიც მშვენივრად ჟღერს ისე ,არა ? _ჟღერს ,მაგრამ მე ბოლო ამოსუნთქვამდე დიანა ჩადუნელი ვიქნები .დავიფიცე მამაჩემის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,პირობას ვერ გავტეხ თორემ პრინციპულ სიჯიუტეს არ გამოვიჩენდი _აღვნიშნე უბრალოდ ის ფაქტი,რომ შენ ხარ ყველაფერი და არა შენი სახელი და გვარი ,რომლითაც ბევრი ბავშვობიდან გცნობდა. სულ რომ დიანა ტყემალაძე, აბაშიძე,მელია, კორძაია იყო შენ ხარ ქალი ,რომელიც პატივისცემას,ნდობას და ერთგულებას ავლენს და იმსახურებს _ ქალის სახე თითებსშორის ჰქონდა მოქცეული ,ჯერ ლოყაზე აკოცა რამდენჯერმე შემდეგ კი ისევ ტუჩებზე _ მოიფიქრე ჩვენი ჯვრისწერის დღე როგორი გინდა იყოს და შევუთანხმდეთ მამაოს _ჩვეულებრივი იქნება ,ჯვრისწერა თვითონაა ისედაც არაჩვეულებრივი მოვლენა და სხვა არაფერი მჭირდება. ჩვენი ოჯახი დაესწრება და მერე სადმე დავსხდეთ ,ვივახშმოთ . რესტორნის არჩევას შენ განდობ ,მაგ საქმის პროფესიონალი შენ ხარ _კაბა ? _აუცილებლად ჩავიცვამ დედოფლის კაბას ... ინა ხომ დამიხატავს _დღესვე შემიძლია დავიწყო ესკიზზე მუშაობააა _ საიდანღაც შეეხმიანა გოგონა და ორივეს გაეღიმა მალევე რომ შეიჭყიტა ოთახში _ ბავშვის სახელს მე და კესო ვარჩევთ,დაგასწარით მაპატიეთ _მთავარია შენ და კესანე შეთანხმდეთ ... დე არ გაჯიუტდდე ხომ?უკეთეს ვერსიას თუ შემოგთავაზებს დაფიქრდი _ ბავშვს მიმართა და ინას გაეცინა _ჩვენ შევთანხმდით უკვე,უბრალოდ არ გეტყვით ჯერ...ხო კესოო? _აჰაამ ,საიდუმლოა ბავშვს რომ დავინახავთ მერე დავუძახებთ ანას ან ანდროს _წამსვე გასცა საიდუმლო და ყველას ერთხმად გაეცინა _რა სულელი ხარ ... თქვი უკვე _სანიმ ჩაიბურდღუნა და თავი გააქნია _აუუ არ მიყვარს ეს საიდუმლოები და რა ვქნაა უუფ _ეგ რა საიდუმლო იყო კესო ...ხომ უნდა გეთქვა მაინც. საიდუმლო მხოლოდ ისაა რაც არასდროს უნდა ითქვას _ იესემ ხელში აიყვანა და ისე ჩაიხუტა ინასთან ერთად _ ინამაც ეგრე იცოდა შენხელა რომ იყო _მე მხოლოდ შენ გეუბნებოდი ხოლმე ყველაფერს...თითქმის _ ბოლოს თქვა და მთავარი დამალული სიმართლე გაახსენდა იესემ თავზე რომ აკოცა წამსვე მიეყრდნო _მეც რომ შენ გითხრა არ შეიძლება იესეე? _შეიძლება კი ... ვისაც გინდა იმ ერთს უნდა მოუყვე ყველაფერი . თან იტყვი და თან არა . ისეთ ვინმეს ვინც არ გაამხელს შენ სააიდუმლოებს _შენ იყავი ,ვიცი რომ არაავის ეტყვი ჩემ ჩურჩულებს _შენ ჩურჩულებს არავის ვეტყვი _ ინას ეფერებოდა ზურგზე და თან კესოს ელაპარაკებოდა. ბავშვს ტიტინი უნდოდა ინას სიჩუმეში სიმშვიდის პოვნა და იესე ორივეს აძლევდა იმას რაც სურდათ . ......... როგორღაც ბოლო წუთს ისე გადაწყდა,რომ ილდანი ჩადუნელის წინ აღმოჩნდა შენგელია კი ჭედიას _გამოიცვალე , საკუთარი ფეხით მიმყავხარ ბედნიერებასთან და მაგ ფეხების გარეშე დაგტოვებ ღმერთის წინ დადებულ ფიცის რომელიმე ნაწილს თუ გატეხავ და სალომეს ოდესმე სინანულუ გაუჩნდება _თორნიკე ... წვეულებას არ ვმართავთ. ქალაქიდან უნდა გავიყვანო და _გაიყვან ,უბრალოდ თაფლობის თვის პირველი დღე იქნება და არა მხოლოდ დაბადების დღის რომანტიკა _ჯვარს ვიწერთ ?ამას მეუბნები? _თუ არ გინდა შემიძლია ახლავე განვახორციელო მუქარა _ისე უყურებდა თითქოს დასახვრეტად გაჰყავდა დაჩი მოულოდნელად რომ მოეხვია და ზურგზე დაარტყა ხელი _ზუსტად მატილდას'ფერი ხარ ... სხვების ბედნიერება გაცოცხლებს _არ გვინდა ზედმეტი სენტიმენტები! _სალომე ? იქნებ არაა თანახმა ,რომ გამიბრაზდეს აჩქარებისთვის იცოდე _ერთხელ თუ შეუშინდები მის გაბრაზებას მერე სულ შეშინებულს გატარებს და გადაუყვარდები ბოლოს _როგორი კარგი განწყობით ხარ_ხმამაღლა გაიცინა და ილდანმაც აატრიალა თვალები _გარეთ გელოდები _უნდა დავრეკო ჯერ _იცის დიანამ და იქ გველოდებიან ყველანი _ მაშინვე მიუხვდა _მასაც უთხარი და იმიტომ მომწერს ის წერილი? _მე ვუთხარი...ასე ჩავთვალე საჭიროდ _ჩემგანაც გადასცემ წერილს? _ აი ამ სიტყვებს კი ნამდვილად არ ელოდა თორნიკე არც იმ პატარა ფურცელს. ზედ დაწერილი სიტყვები თუ სულის სიამეს მოუტანდა დაჩის ესეც არავინ იცოდა მხოლოდ იმ ორმა,მამა_შვილმა . "მე მაშინ გაპატიებ ,როცა შენ საკუთარ თავს _არასდროს! მხოლოდ ერთდ გეტყვი ,გავიზარდე და ჭრილობები ღია აღარ მაქვს ,მხოლოდ იარები არასდროს გაქრებიან . მე მაქვს ძალა ბედნიერების მისაღებად და მე არ დავკარგავ ჩემ გზას . შენი პატიება ვერ მასწავლა დიანა ჩადუნელმა,მაგრამ არც სიძულვილი უსწავლებია ... " _სტაფილოო გილოცავ , მომდევნო წელს ქორწინების წლისთავის აღსანიშნ წვეულებაზე იმედი მაქვს საპატიო ადგილს მომიჩენ _ კაბა საწოლზე მიაფინა და სარკესთან მჯდომ სალომეს გაუღიმა _დაბადების დღის გინდოდა გეთქვა _ოჰ დაბადებით ამდენი წელია დაიბადე... ქორწილია მთავარი ,თანაც როგორ ბიჭზე _სულ გაგაგიჟა შენ ილდანის სიყვარულმა ხომ? _მე კი არ გამაგიჟა შენ გამოგაშტერა ამხელა იურისტი ქალი. დროულად დაასრულე მოკაზმვა და წავედით,მღვდელი მთელი დღე ვერ დაგველოდება _მატილდა რა ჩაიდინეთ შენ და თორნიკემ? _აიიი უკვე დაიწყე აზროვნება... ჩვენ სამწუხაროდ არაფერი ჩაგვიდენია აი თქვენ კი თუ გამოძრავდები მალე ჩადუნელის მეუღლე გახდები _თვითონ იცის? _გგონია წინააღმდეგია? _არა ,უბრალოდ მგონია თორნიკე ამ წამებში ემუქრება და მინდა ამ სცენის ნახვა _ გაეცინა და მერე კაბას ხელით შეეხო _ ულამაზესია ღმერთო _შენ რომ ჩაიცვამ ულამაზესი მერე იქნება .ალისფერო სულ იკაშკაშე და იისიც აკაშკაშე,ხომ? _ამ დროს უნდა გადამიღო ... ბედნიერების ცრემლები მაქვს თვალებში _ უღიმოდა და თან თვალები წყლით ეფარებოდა . მკერდზე ხელი მიიბჯინა და ღრმად ჩაისუნთქა რამდენიმე წუთის შემდეგ დაჩი ჩადუნელის წინ იდგა,თეთრი კაბით და თაიგულით ხელში ბედნიერებისგან ანთებული _პეპი როგორ დაგიძახო დღეის შემდეგ პეპი? დედოფალი ხარ ნამდვილი _ ხელზე აკოცა და მერე ისევ გაუღიმა _ კაბით აქამდე რომ წარმომედგინე ერთ წუთსაც ვერ დავიცდიდი _ჩვენი ოცნებების რეალობად გადაქცევას აქედან ვიწყებთ ? _ოცნებებს გავაბევრებთ და ისე . მაინც რა ლამაზი ხარ პეპი _ თვალები ჰქონდა ისეთი სხვა რომ არაფერი ეთქვა ისინი ამბობდნენ ყველაფერს _ წარმოუდგენლად მიყვარხარ,სულ _21 დეკემბერია ბედნიერების ათვლის წერტილი ?არა ,სულ პირველად რომ დაგინახე ის დღეა _შენი დაბადების დღე იყო მე რომ ბაღში გადმომიყვანეს ჩემებმა . საჩუქარი არ მქონდა,გავიპარე და ყვავილები გიყიდე ... ილდანი შემხვდა გზაში და მომიყვანა შენამდე _ თორნიკეს მონათხრობი მოუყვა სალომეს. ამბავი რომელიც მხოლოდ ილდანს ახსოვდა და პატარების გონებაში ღრმად იყო დამალული. და ალბათ ღმერთი წერს ყველას ბედისწერას , წარსულსა და მომავალს ,სიტკბოსა და სიმწარეს,ტკივილსა და სიხარულს ჩვენ გზა უნდა განვაგრძოთ ,არ უნდს გავჩერდეთ და უკან არ უნდა მივიხედოთ სინანულით დამძიმებულებმა. მხოლოდ ბედნიერი მომენტები უნდა შევაგროვოთ და თან წავიღოთ მომავლისკენ გზაზე . .......... ჯვრისწერაზე მაინც ვერ შეიკავა თავი დიანა ჩადუნელმა და ბედნიერების ცრემლი გამოჩნდა მის ლამაზ სახეზე _საოცარი კაცი გაიზარდა ეკატერინე შენი შვილი ... საუკეთესო ქმარი იქნება და კიდევ უფრო საოცარი მამა. შეუძლებელიც შეაძლებინე ,გთხოვ . ჩემ გვერდით სულ ვერ იქნება და შენ ხომ დაინახავ მაქედან _ დედას ევედრებოდა დაიფარეო ... ეკლესიიდან ბოლოს გავიდა . დიდხანს იდგა მდუმარედ ხატების წინ და თავის გამორჩეულ შვილის ბედნიერებას ავედრებდა ღმერთს. მატილდას კამერის ობიექტივში ჩანდა მცირე რაოდენობა ადამიანის უთვალავი ემოცია . დაჩი ჩადუნელი და სალომე ჭედია მთელი თავისი სულის ანარეკლით აღბეჭდა ფოტოებზე და საკუთარ გულისცემას ვერ იმორჩილებდა ილდანი რომ შერჩა ობიექტში კამერამომარჯვებული. ერთმანეთს გადაუღეს ბოლოს, იქამდე კი თორნიკეს ემოციები თავისთვის შემოინახა. ილდანი ეკლესიის ერთ კედელთან მდგომი თავის საყვარელ ბავშვს უყურებდა ცოლად გარდაქმნილს ,რჩეულის გვერდით და თითქოს სხივებივით გამოდიოდა მისგან გრძნობები. _დაჩი არჩევანს შორისაც საუკეთესო იქნებოდა გულს რომ არ მიეზიდა და ღმერთს რომ არ გადაეწყვიტა მათი ბედი _ ჩუმად უთხრა და გული შეუქანდა ილდანმა მისი თხელი თითები საკუთარ მტევანში რომ მოიქცია,თავდახრილმა კიდევ უფრო დაბლა დასწია თავი ,ხელზე აკოცა ხანგრძლივად ისე თითქოს ისევ ხატს ეხებოდა _აქ რომ შემოვაბიჯებ შენთან ერთად ზუსტად იცოდე ჩემი სამყარო მხოლოდ შენ ირგვლივ იბრუნებს და სხვა ყველაფერი გაჩერდება ,გაქრება და ვიქნებით მხოლოდ მე ,შენ და ჩვენ შორის გაივლის ღმერთი_ თავი არ აუწევია ისე უჩურჩულა ,ქვემოდან უყურებდა მზერაარეულს . ჯვრისწერის ცერემონიას ასრულებდა მღვდელი ილდანი კი თავის ფიცს დებდა შენგელიასთვის. _შენ როდის შეელევი იესესთან ცხოვრების ბედნიერებას და გავხდებით ერთ სულ და ერთ ხორც _ იოანეს ხმამ გამოაფხიზლა. ფოტოების გადასაღებად მდგომებს უყურებდა და იღიმოდა ოჯახის სრული შემადგენლობის ხილვით გაბედნიერებული _ოჯახური ფოტოს დროა ... წამოდი _ ხელი ჩაკიდა, ლოყაზე აკოცა და მერე ჩუმად უთხრა _ შენ როგორც კი მთხოვ მაშინვე ხელს ჩაგკიდებ და გამოგყვები _ ეს "გამოგყვები" გულისხმობდა ყველაფერს. ............ _იესე მაა პაპა სად არის? _ილო ჩუმად ეჩურჩულებოდა თამაშით გართულ ბავშვს _იხუჭება ... მე და ანა ერთად უნდა დავიმალოთ . გაბო სანდროსთან ერთად გაიქცა იქეთ . ჩუუუ მამა ჩუუ თორემ გაიგებს და გვიპოვის _დიანა სად არის? _დედიკო კესოს და სანის ეძებს _დიანა ჩადუნელიც თამაშში აიყოლიეთ? _გაჩუმდი შე ჩემა ვიმალებით აქ ხალხი _ დაჩიმ ბალიში ესროლა და ჩვილით ხელში გამოჩნდა _ეს კაცი გამაგიჟებს რა დროს დამალობანაა იმდენი საქმე აქვს _გაჩუმდი შე უჟმურო თორემ ბავშვს გავაჩენ და შენ სახელს არ დავარქმევ ... _ ინას მუცელი გამოჩნდა ჯერ და შემდეგ თვითონ გამოვიდა თავისი მძიმე ნაბიჯებით _იოანეეე მაბრაზეებს შენი ცოლის ძმაა უთხარიი რამეეე და კიდევ ხინკალი მინდა ძალიან . სად დაიმალა შენი ცოლი დაჩიკოო ? _მე გავაკეთებ ახლავე ან იესეს ვეტყვი _არაა სალომესი მინდა მე _სავარძელში ძლივს ჩაჯდა და მუცელზე დაილაგა ხელები _მოსამართლეს თუ არ ჩააყრევინე შენ ხინკლები სხვისი მომზადებული არ მიიღო _ თვალები დაუბრიალა ილიკომ ,სხვა ვინ გაუბედავდა სიტყვას ისევ ძმა _მარტაა უთხარი რამე თორემ ვცეეემ გეფიცები _იესეს უნდა ვეპოვნეთ და თვითონ დაიკარგა? _თქვენც მაგრები ხართ , იესე და დიანა ერთად გიპოვნიდათ თუ თქვენგან დაისვენებდა ერთბაშად _ იმ წამს მისულმა ილდანმა გაიცინა და დაჩის ხელიდან ფრთხილად აიყვანა პატარა ჩადუნელი _ როგორ მოახერხე სალომეს ბავშვი ასეთი მაყვლისფერი გამოგსვლოდა _ შავ თმაზე ნაზად შეახო თითები _აქ ვართ ჩვენ... თინა და კიტა არ მოსულან? _ ილდანს მიესალმნენ ცოლ_ქმარი მინდელები _ხუთ წუთში აქ იქნებიან ... _ჩვილს უყურებდა და შემდეგ ეზოდან შესულ სალომეს გახედა_ მატილდაც თამაშობდა ? _ჩვენც არ ვიცით სად არის _ ჭედიამ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა_როდის დაბრუნდი ? _ის აქ თუ იყო რატომ არ მითხარი...ორი დღეა დავეძებ _არც შენ გითქვამს თუ ჩამოხვედი და თუ ეძებდი _ვახშამი მზად არიის მხოლოდ ხინკალი გვინდა სალომეე ,გთხოოოვ შეუსრულე მულს თხოვნა _ინას ხინკლის გარდა არაფერი უნდოდა და აღელვებდა იმ წამს . სალომე რომ დათანხმდა წამსვე გაუბრწყინდა თვალები _როგორ ხარ ? _როგორც ყოველთვის...შენი და სად არის იცი? _ მიახლოებულ იოანეს ხელი ჩამოართვა და თავისთვის მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა _მისი საყვარელი თამაშია, არ მახსოვს ოდესმე ვინმეს ეპოვნოს იქამდე სანამ თვითონ არ მოისურვებდა გამოჩენას _ჩემ სამალავშიც აღმოჩნდა ერთხელ ალუბლისფერი ლოყებით , აჩქარებული გულისცემით და არეული ხვეულებით . ზაფხულის სიცხეში სირბილისგან სუნთქვაარეული _ ჩუმად თქვა და მატილდას მოსაძებნად წავიდა. მინდელების სახლს მოავლო მზერა. პირველად იყო იქ სტუმრად და კარგად არ იცნობდა,მაგრამ ფოტოების გადასაღებად იდეალური წერტილი სულ ბოლოს სხვენში გამოჭრილი ფანჯარა ეჩვენა და იქეთ გაემართა . დახვეული პატარა კიბე ჩუმად აიარა და სარკმლის წინ კამერამომარჯვებულ სიყვარულს გაუსწორა მზერა. ისევ ისე მოულოდნელად აღმოჩნდა მის ობიექტივში _გიპოვნე , მა ტილ და _დამალვა არც მიცდია _მომენატრე _მე არ წავსულვარ,შენ წახვედი _ თითქოს მყარად იდგა მის წინ , ილდანის მკლავებში მოქცეული წამის შემდეგ მის ღიმილს რომ უყურებდა და ტუჩებზე მისი ტუჩების შეხებას გრძნობდა _წარსული წარსულში დავტოვე და დაგიბრუნდი _თვალთან ახლოს ალუბლისფერ ყვრიმალზე აკოცა სრულიად არეულს _ჩემო მთვრალო ალუბალო .......... იესე მინდელი იჯდა უზარმაზარი მაგიდის თავში . გვერდს ერთი მხრიდან დიანა ჩადუნელი უმშვენებდა ,მეორე მხრიდან მარტა მინდელი . ერთ მუხლზე შვილიშვილი ეჯინა და მეორეზე შვილი . იქ ,მის წინ იყო აწმყო და მომავალი. ადამიანები ბევრი ჭრილობით, ცხოვრებისთვის მოგებული ომებით და წარსულში დატოვებული წარსულით. ............ გაგრძელება არ ვიცი როდის ,მაგრამ ზუსტად ვიცი რომ იქნება შემდეგამდე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.