შე'მიყვარდი (3)
_თინას მამასაც არ ჰქონია მშვიდი წარსული,მაგრამ როგორც ვიცი ერთი ცოლი ჰყავდა და ჰყავს ხომ? _მამა დედასთანაა სულ სხვანაირი და ალბათ იმიტომ ... ლილი უყვარს სამყაროში ყველაზე და ყველაფერზე ,ჩემზე მეტადაც კი . ალბათ ასეთი ორმხრივი სიყვარული სჭირდება ურთიერთობას წლებს რომ გაუძლოს _უკაცრავად ... ცოტა ხნით დაგტოვებთ _კიტამ რა შეამჩნია ვერავინ დაინახა უცებ წამოდგა და მეორე სართულისკენ დაიძრა. _ძალიან დაკავებული ხარ ალბათ ხომ? _კი,მაგრამ მომწონს რაღაც კარგად რომ გამომდის საოცარ შეგრძნებას მიტოვებს და დაღლილობასაც მიქრობს _ჭკვიანი,ლამაზი და მიზანდასახული ყველაფერი ერთად იშვიათადაა ხოლმე თავმოყრილი ერთ ქალში . შენ ნამდვილად გამონაკლისებს შორის გამონაკლისი ხარ _თქვენც ... მე ექიმობას მთავაზობდა მამაჩემი,მაგრამ კატეგორიული უარი განვუცხადე. პირველ რიგში დარწმუნებული ვიყავი რომ მისი მეგობრების მკურნალობა მომიხდებოდა და მეორეც არ მაქვს შესაბამისი ძალა მენტალურად გავუძლო იქაურობას _როგორც მე ვერ წარმომიდგენია სხვა საქმის კეთება ასევე ხარ შენც...ფაქტია ორი ბედნიერი ქალი ვართ ჩვენი საქმის პოვნა რომ შევძელით _ჯანდაბა _ დუდა უკვე ხედავდა კიტა როგორ მივიდა ერთ_ერთ მაგიდასთან და სანამ რეაგირება მოახერხა ნავერიანს უკვე მეორე სართულიდან ჰყავდა გადმოკიდებული უცნობი. _ღმერთო...ღმერთო მოკლავს _სად მიდიხარ...თინა გაგიჟდება არ ჩაერიო _მე გავგიჟდები რომ დაიჭირონ და ყველაფერი ამერიოს _ თვალის დახამხამებაში გაჩნდა კიტას გვერდით . ის უკანასკნელი რაღაცას ეუბნებოდა კიდევ და აგიჟებდა _რა ხდება იქ იცი? არ გააჩერებ? _თინა გააჩერებს ან ვერავინ ... _რომ გადმოაგდოს? _არ გადმოაგდებს ... ცემის კვალსაც არ დაუტოვებს ხალხის თვალწინ. ასე არ მუშაობს კიტა ნავერიანი _თინას მამამ იცის ამათი ტრფობის შესახებ ნეტავ? _კიტამ უნდა გადაწყვიტოს ჯერ რა უნდა და რაც უნდა შეუძლია თუ არ...შენი პირველი სიყვარული არ არის?ჩემზე უკეთ არ უნდა იცნობდე? _ხუმრობა იყო უბრალოდ... დაიჯერე?_ზემოთ ომი იყო ისინი კი ისხდნენ და ერთმანეთს მზერას არ აშორებდნენ _ადრეც ასეთი იყო? ნებისმიერ წამს შეეძლო ჩხუბის დაწყება? _თითქოს შენ იყო არაკონფლიქტური...მგონი ახლა თინა ეჩხუბება. ხშირად უნდა ვნახო ესენი,ვატყობ კარგად გავერთობი ქორწილამდე _გგონია იქორწინებენ? _დარწმუნებული ვარ... როგორი მუხტი აქვთ ვერ ამჩმნევ? _ასე კარგად იცნობ ადამიანებს სოფია? _ბევრ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია _მაინცადამაინც ჩემზე გქონდა არასწორი დასკვნა _არაფერი მიფიქრია ისეთი რაც არ ყოფილა იმ დროს ... _მივდივარ მე ... ნახვამდის. შემდეგი შეხვედრა იმედია მშვიდად დასრულდება ,თუ ბატონი კიტა ინებებს ზრდასრული კაცივით ასაკის შეაბამისად ქცევას და გაითვალისწინებს რომ ნორმალურ ქვეყანაშია და არა კორუმპირებულ რუსეთში სადაც ყველას მოსყიდვას შეძლებს და გააქრობენ მისი ჩხუბის კვალს _მამაშენმა იცის ჩემთან ერთად რომ ხარ და თუ მე არ მიგიყვან _ვეტყვი რაც მოხდა ... _ისიც არ დაგავიწყდეს უთხრა რაც გააკეთა და მე თუ დავაკელი ის დაუმატებს _მეც უნდა წავიდე... დასვენება მჭირდება . ერთად გაგვიყვანე ბარემ _სოფიამ სიტუაცია განმუხტა. _მე უკვე მომაკითხეს... დროებით _ დუდასაც აკოცა და სოფიოსაც მერე კი კადისკენ დაიძრა _ვინ მოაკითხა ... _ილდანია _ბავშვი მომანათლინე იცოდე _სულ ბოლოს უთხრა უკვე სახლთან რომ გაუჩერა მანქანა ნავერიანმა და წავიდა. _გამაგიჟებს ! _თითქოს ისე არ გიჟდებოდე _ვერ გავუძლებ შანსი არაა _როგორც ექიმს თუ როგორც ქალს _ვერცერთს ! _ნებდები შე ჩემა? _შენ მართლა ხო არ გიყვარდა _შენ შ.გ ხო არ გაქ ... მიყვარდა და ახლა შენ გამხნევებ? _როგორ არ გიყვარდა _ყველას არ უყვარს კიდევ კარგი თორემ დ.გენძრეოდა _ილდანი რას შვება _რას გაიგებ...მე ვიცი გგონია? _თინასთან რას აპირებ _რას უნდა ვაპირებდე...იდეალურად ართმევს თავს საქმეს. არჩევანი მასზე რომ გავაკეთე არ შევცდი _როგორც ქალზე გეკითხები და თავს ნუ ისულელებ _ბავშვია თან გოგას ბავშვი და გვიჩიანმა ისე ჩამაბარა ვერავის მივცემ უფლებას რამე დაუშაოს . რამდენად ჭკვიანიცაა საქმეში იმდენად სისულელემდე მეამიტია ცხოვრებში. არ იცის საერთოდ ადამიანების ცნობა სოფიასგან განსხვავებით . დღეს რომ შევხვდი მთელი ბავშვობა გამახსენდა მომენტალურად _მისით აღფრთოვანებული ხარ _ბავშვობაშიც აღფრთოვანებული ვიყავი იმდენად განსხვავდებოდა ყველა გოგოსგან . ძალიან რთული ხასიათი აქვს , მაგრამ _თინაზე გესაუბრები და შეეშვი სოფიას ნუ მაღიზიანებ ! _გითხარი უკვე და ნუ მაწუხებ! _გოგასი გეშინია და ცხოვრების ქალზე ამბობ უარს? _ვერ იქნება ჩემი ცხოვრების ქალი ბავშვი _გგონია ამდენად სუსტია? _ვერ გაუძლებს ჩემნაირს და მე რა ეგოისტი ვარ რომელიც ცხოვრებას აურევს? აღარ მკითხო და ამდენი აღარ მალაპარაკო _სოფიოს კარგად ელაპარაკებოდი...სკოლის დროს ენაწყლიანი ბრძანდებოდი ალბათ _შენ რას აპირებ დარჩენას თუ წამოსვლას _უკეთეს უფროსს ვიპოვნი გგონია თუ უკეთეს მასწავლებელს _შენზე უფროსი,შენი მასწავლებელი,შენი უფროსი პირდაპირ ომს გააჩაღებ მეგობარ ოჯახებს შორის და სულ არ გენაღვლება _შენ რა იცი მე რა მინდა ... ის რომ მაშინ მომწონდა იმას არ ნიშნავს _რას მეეჭვიანები აბა _გკითხე უბრალოდ _მოატყუე ვისთანაც გაგივა... _მანქანა გააჩერა და ბიჭს გახედა _ტკბილი ძილი დარწმუნებული ვარ დიდხანს ვეღარ გნახავ სოფიო ისე დაგამუშავებს აღარაფრის ენერგია გექნება _მოვახერხებ ადაპტაციას...კარგად _მომიკითხე ნატალია _გადავცემ . სოფიომ სახლში რომ შეაბიჯა ტანსაცმლის გამოცვლა მოახერხა მხოლოდ კახამ რომ დაურეკა _დღეს ბინაში რჩები? _ხო _როგორ ჩაიარა დღემ _კიტა ვნახე ნავერიანი და ერთად ვივახშმეთ _რამდენი ხანია დაბრუნდა ახლა ნახე? _დუდას მეგობარი აღმოჩნდა _ხო ვიცი ... როგორ გაართვა თავი _ჯერ მისმენს და საქმის კეთებაზე რომ გადავა მერე ვნახავ _ვერ მიხვდი ვერაფერს? _წინასწარ არაფერს ვიტყვი... მთელი დღე რადგან არ გავუშვი ეს უკვე ნიშნავს რაღაცას _უბრალოდ განზრახ ნუ ეცდები გააგდო _კარგი გავიგე ... გკოცნი. _შენი ძმა სად დაძრწის ხომ არ იცი _წარმოდგენა არ მაქვს. ვიძინებ და არ დამიკავშირდეთ _კარგი ჩემო ოქრო პირველი დღის ბოლოს ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა დუდას იქ მისვლა მის საქმეს თუ გაამარტივებდა და შვებას აგრძნობინებდა. ბიჭი არაფერს ამბობდა საკუთარ ცოდნაზე ,მხოლოდ უსმენდა,უკან მიჰყვებოდა და იჭერდა ყველა სიტყვას რასაც ეუბნებოდა. რამდენიმე კვირა ისე გავიდა დუდას ერთი დღეც არ დაუგვიანია და მეტიც, მისვლის დროს რამდენჯერმე ფორმითაც დაუხვდა. _ხალათი ჩაიცვი ... ექიმი ხარ და უნდა განსხვავდებოდე სხვებისგან თორემ მერე ყველა ყველაფერს გავალებს ხომ ხედავ და შენ აქ მონად არ ხარ მოსული . არც ყველაფრის თრევა გევალება რადგან ბიჭი ხარ და ძალა გაქვს _ არ მოეწონა სხვა განყოფილების ექიმები და ექთნები რომ ავალებდნენ რაღაცებს და ისიც უსიტყვოდ ყველას ეხმარებოდა_ თუ პაციენტისთვის აუცილებელია და შენ შეგიძლია რა თქმა უნდა უარს არაფერზე იტყვი . ხომ ხედავ მეც ჩემი სტატუსის მიუხედავად გუშინ რა მდგომარეობაში ვიყავი ,მაგრამ ვიღაცას ერთი ადგილის გამოძრავება რომ ეზარება ამის გამო არ უნდა დაკარგო შენ დრო_ ელაპარაკებოდა უცებ რომ მოწყდა ადგილს და ოთახში შევარდა _კრუნჩხვა აქვს სად ხართ მაკა ... _რაღაც მომენტში ყვიროდა. მითითების გარეშე რომ მიუტანა წამლები დუდამ და უკვე ნემსიც მზად ჰქონდა . იმ წამსვე შეამჩნია,მაგრამ არაფერი უთქვამს. პაციენტი იქვე დაასტაბილურა და შემდეგ ერთად გაიყვანეს საწოლითვე ემერჯენსში. იქაც დარჩა და ექიმს ანამნეზს აწვდიდა წამით შეყოვნდა და დუდამ მიაშველა ინფორმაცია. უკან ერთდროულად დაბრუნდნენ _როგორაა სოფო ექიმო _ორას ოცი წნევა როგორ ჰქონდა ჩემთან რომ 160 ჰქონდა და გამოვუშვი გითხარი გადააკონტროლე ხშირად_თქო შენ სად იყავი ამ დროს _ კაბინეტში შესვლის შემდეგ შეუტია ექთანს _ ჭამა _სმის დრო სახლში და რესტორანში ქეიფისას მაკა . პაციენტი სანამ კრიზში არ გადავიდა იქამდე ვერ უნდა დაგენახა? _ორი წუთით გავედი _და იქამდე რატომ არ გადაამოწმე ან მერე რატომ არ გამოიქეცი ყველა რომ კიოდა და შეიქმნა ქაოსი შენ ადგომა დაგეზარა. ეს იქნება უკანასკნელი არ გეგონოს სხვა შემთხვევები მავიწყდებოდეს ან რადგან სპეციფიური საქმე გაქვთ შემცვლელს ვერ ვნახავ _ხმას არ უწევდა , მაგრამ თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა_გადი ახლა დაუბრუნდი სხვებს... პაციენტი შემოუშვი დუდა და მერე გადი ნახე როგორ არის რამე ხომ არ სჭირდება _სტაციონარში მოათავსებენ? _არამგონია ... უკეთ არის უკვე ,მაგრამ კვლევებს დაიწყებენ _ჰეპარინის ფონზე ანალიზების პასუხები სწორი იქნება? _კოაგულოგრამა არა ,დანარჩენები კი... ხომ გითხარი ჩვენი ანალიზების სია _მითხარით ... განყოფილებაში ორშაბათიდან ვიწყებთ ხომ? _ხო და გასწავლი როგორ ვაკეთებთ მიმართვებს _ნათიას ვთხოვე და მაჩვენა...სინჯარებიც მზად გვაქვს უკვე _კარგი მაშინ მიეხმარე შენც ორშაბათს უყურებდა როგორ იღებდა პერიფერიული ვენიდან სისხლს იმ პაციენტებთან რომლებთანაც ექთნებმა ვერ მოახერხეს და თან სიტყვებით "შეიძლება მე ვცადო?" უყურებდა ამ მცირე დროში როგორ აფასებდნენ პაციენტები,როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მასთან და რამდენად ყურადღებიანი იყო . აუღელვებლად მიჰყვებოდა დინებას. წარბშეუხრელად ხვდებოდა ყველა რთულ შემთხვევას. ერთ დღეს კი ექთნის შეუძლოდ გახდომის გამო რამდენიმე მათგანთან თავად დაიწყო ჰემოდიალიზის პროცედურა _შეიძლება მე მივეხმარო?გოგონებს ბევრი საქმე აქვთ და დააგვიანდებათ _თუ შეგიძლია შეიძლება რა თქმა უნდა _ რამდენიმე წუთის შემდეგ უკან მიჰყვა და მდუმარედ აკვირდებოდა. სხვა პაციენტებს ესაუბრებოდა და ისე ადევნებდა თვალს _ფისტულაზე მუშაობა იცი თუ მხოლოდ კათეტერი ისწავლე _ფისტულაც ვიცი _სცადე გაკეთება? _რეანიმაციაში ვმუშაობდი ერთი წელი და მაშინ ვისწავლე ,მაგრამ იქ იშვიათად მიწევდა გაკეთება. ფისტულაზე მიჩხვლეტია ,მაგრამ ის ზედაპირული იყო და ახალზე არ ვიცი _ზოგადად რისკზე წასვლა უნდა შეგეძლოს ,მაგრამ არა ისე რომ პაციენტი დააზარალო. სანამ მე ვარ არასდროს მოგერიდოს თქვა არ ვიცი, სხვებთან მაინცადამაინც ნუ გამოიყენებ მაგ სიტყვას თორემ 20 წლის შემდეგაც იტყვიან არ იცისო _ იმ დღეს ყველა პაციენტს თავად ჩაუტარა პროცედურის ნაწილი,ყველა შემთხვევა ცალ_ცალკე განიხილა და მათ შორის ყველაზე რთული დუდას გადააბარა _ ვალიკო დღეს ჩვენი ექიმი ჩაგრთავს... ხომ ხედავ რა პატივში ხარ _ კაცს გაუღიმა და მერე ბიჭს გახედა _მესამედ გავიკეთე უკვე ,გაწმენდის მერეც თუ არ იმუშავა რა მეშველება მერე სოფო ექიმო _ცუდზე ნუ ვიფიქრებთ, თუ არ იმუშავებს კათეტერზე გადავალთ... _ეჰ კაცი ავად არ უნდა გახდე თორემ მერე დამთავრებულია _კაცს ესაუბრებოდა, კარგახანს განაგრძო დიალოგი და კოსტას დრო მისცა დამშვიდებისთვის. მოსწონდა მისი პასუხისმგებლობის გრძნობა და უკვე ცოდნაც. _ნიჭიერი ხარ ,მარტივად ითვისებ და მოხერხებულიც ხარ გონიერთან ერთად _დღის ბოლოს შემოვლას აკეთებდა რომ უთხრა და თვალი გააყოლა კიბეზე შემხვედრ გოგონას _ყველა გაიცანი უკვე ხომ? _თითქმის ... ერთი თვე იყო ზუსტად გასული იმ დღეს განზრახ რომ დააგვიანა და რამდენიმე საათით გადააბარა პაციენტები _გისმენთ _კლინიკაში ხარ? _კი აქ ვარ _გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და ჩემ მოსვლამდე მოაგვარე ყველაფერი ... თუ რამე კითხვა გექნება დამირეკე _რამე სხვა ხომ არ შემიძლია ... _არაფერი სხვა ... ზემოთაც თუ შეძლებ ასვლას და პაციენტებთან შემოვლას კარგი იქნება. ანალიზებსაც გადახედე და თუ რამეს ჩათვლი საჭიროდ დაამატე დანიშნულებაში _კარგი ,გაბუნიას და ლომიძის გაწერას რომ გეგმავდით? _თუ ანალიზებში ცვლილება არ არის მოამზადე ფ100 და უთხარი მოვიდნენ ახლობლები 4 საათამდე_თქო _ამბულატორიული პაციენტები? _დამელოდნონ ან გადაამისამართე მორიგე თერაპევტთან _კარგად ხართ ნამდვილად? _ პაუზის შემდეგ ჰკითხა იმდენად წარმოდგენელი იყო დაგვიანება მისგან _კარგად ვარ ...დროებით ჯერ რეანიმაციაში მყოფ პაციენტებთან შემოვლაზე და შემდეგ სეანსს წარმართავდა, კონფერენციას დაესწრო სხვა განყოფილებების უფროსებთან ერთად და შემდეგ კლინიკის ახალ ხელმძღვანელთან კაბინეტშიც აღმოჩნდა. კაცს ადრეც იცნობდა და მასთან კომუნიკაცია არ გაუჭირდებოდა, მცირე ხნით ისაუბრეს შემდეგ კი მასთან ერთად წავიდა განყოფილებისკენ . შეტყობინებაც არ გაუგზავნია მოვდივართ და მოაწესრიგე ყველაფერიო ისე დაადგა თითქოს პირველად არ ხედავდა იმ დღეს. ბიჭი დარბაზში დაუხვდა, პაციენტების პირველი ნაწილი უკვე მიეღო და ერთ_ერთ მძიმე ავადმყოფს ესაუბრებოდა. ყველაფერი იდეალურად იყო მოწესრიგებული _შენი განყოფილება აკრედიტაციის დროს აშკარად არ გაგვირთულებს საქმეს _გარკვეული ნიუანსები გვაქვს მოსაგვარებელი. თქვენი წინამორბედი თანხების ეკონომიას აკეთებდა და იმედი მაქვს თქვენ გაითვალისწინებთ ... _განვიხილოთ რა პრობლემაა და მოგვარება რამდენად აუცილებელია. ჯერ ვეცნობი ყველაფერს და შემდეგ დავიწყებ განკარგულებების გაცემას . მიუხედავად ჩემი შენდამი დამოკიდებულებისა შენ განყოფილებაზე ბევრია სამუშაო იმ ამბების მიხედვით რაც დამხვდა _ამ რეჟიმში იმუშაონ მათ ვინც ამბები დაგახვედრა ,მოვიდნენ ჩემ პაციენტებს გაეცნონ და შემდეგ ილაპარაკონ კაბინეტებში მოდების ჩვენებაზე მყოფებივით რომ სხედან დალაგებულები და დავარცხნილები . ხუთ საათზე რომ გამოიხურავენ კაბინეტის კარს და მიდიან _მე ვიცი რა დავიჯერო ,გიცნობ _გაიცანი ჩემი განყოფილების ახალი წევრი სული და გული ,ამ წლის მნიშვნელოვანი აღმოჩენა დუდა ყიფიანი ... _ბიჭი იხმო და კაცს გააცნო _ ჩემი მარჯვენა ხელი , ექიმი რომელსაც ვანდობ განყოფილებას იმათგან განსხვავებით თავი ექიმებად რომ მოაქვთ და პაციენტთან საუბარიც არ იციან _სასიამოვნოა _მასთან დაკავშირებითაც მინდა ვისაუბროთ ... ოფიციალური უმცროსი ექიმის სტაჟი ვერ დაიმსახურა 200 კაციანმა დიალიზის განყოფილებამ ,ექიმებს შეგიძლიათ მარტო გაუმკლავდეთო და იქნებ ერთი დღე გვადევნო თვალი ჩემ ექიმებს რამდენი საქმე აქვთ და რამდენად სჭირდებათ ამ პოზიციაზე მყოფი კადრი, რეზიდენტების დამატებაზეც მქონდა საუბარი . კლინიკას რატომ არ აქვს პრეტენზია მომავალი ექიმები აღზარდოს არ ვიცი ... ლექციებს კარგად ატარებენ ის ორ წიგნ წაუკითხავები _აშკარად ვიღაც კონკრეტულს ერჩოდა თორემ დუდას მსგავსი საუბარი კოლეგის მიმართ მისგან მოსმენილი არ ჰქონდა _კონკრეტულად დუდასთვის გჭირდება პოზიცია ? _ კაცს ირონიული ჰქონდა ტონი,მაგრამ სოფიომ არ შეიმჩნია _არა ,დუდა აქ დიდხანს არ დარჩება მითუმეტეს უმცროსი ექიმის პოზიციაზე , მაგრამ საჭიროება არის იმდენი სტუდენტია თუნდაც რეზიდენტი ვიპოვნიდი პერიოდულად შესაფერის კანდიდატს ,ვფიქრობ დიდი გამოცდილების მიღება შეუძლიათ ჩვენთან _დავფიქრდები ... გავესაუბრები HR_ს... საღამოს ვახშამზე გელოდები _დუდამაც გაიგო გასვლისას ნათქვამი სიტყვები ,მაგრამ სოფოს პასუხი ვერ მოისმინა . პაციენტი ეძახდა. _შეიძლება ? _კაბინეტში შესვლამდე კარზე დააკაკუნა _შემოდი , ხომ გითხარი პირდაპირ შეგიძლია შემოხვიდე ... დავწერე დანიშნულებები. ნახე პაციენტის ახლობლები და გაესაუბრე ,ისტორიასაც თუ დაასრულებ დღესვე კარგი იქნება. თუ ვერ მოასწრებ არაუშავს ხვალ ჩავაბაროთ . ზემოთ რომ ახვალ კაციტაძე ნახე როგორაა კიდევ აქვს ღებინება თუ არა _დასრულებული მაქვს ,ხელი მოაწერეთ კურსუსებს და _შენ მოაწერე, ჩემ გადახედვას აღარ საჭიროებ. თუ რაიმე ვერ გადაწყვიტო მკითხე და ერთად დავწეროთ მძიმე შემთხვევები. _მაგიდაზე ხელმოსაწერი ფურცლები დაგიტოვეთ ფაილით ,რომ მოაწერთ ჩავალაგებ ისტორიებში _კარგი ...პაციენტებს რომ გაუშვებ შეგიძლია შესვენება , აქ ვიქნები მე დღეს ამბულატორიული პაციენტები არ მყავს _თხოვნა მაქვს ერთი _გისმენ _გამოცდა მაქვს ხვალ , დილიდან ვერ მოვალ _ვისთან გაქვს _კაკაბაძესთან _ჩვენ მანანიკოსთან? ზეპირი თუ წერა _ზეპირი _ადრე გაგიშვებ თუ გინდა და იმეცადინე _ვიცი უკვე. დილასაც გადავხედავ 12 ზე იწყება გამოცდა . უბრალოდ მინდა ვთხოვო პირველივე რომ შემიყვანოს და ღირს თხოვნა თუ არ _ხომ გაგაცანი , აღარ მახსოვს ... _კი გამაცანით _მე დავურეკავ თუ გინდა და საერთოდ ვეტყვი არ გკითხოს . ისე რამდენი ქულა გჭირდება ჩასაბარებლად? _არ მინდა ეგრე ... უბრალოდ ლოდინი მეზიზღება და ანბანს თუ გაყვა მთელი დღე იქ მომიწევს ყოფნა და დამღლელია ჩემთვის უაზროდ ჯდომა _კარგი მაშინ თვითონ უთხარი და მიგიღებს , არ არის მანჩო უმიზეზოდ სწერვა . სამსახურშიც როცა გინდა მაშინ გამოდი... აქ ხარ ისედაც სულ და ერთი დღე დასვენება შემიძლია მოგცე _მადლობა,მაგრამ დასვენების დღე ასე უბრალოდ არ მინდა. შევინახავ მნიშვნელოვანი მომენტისთვის _როგორც გინდა ... მადლობა შენ დღევანდელი დღისთვის. საღამოს კლინიკიდან რომ გადიოდნენ იმ დროს ურეკავდა მობილურზე უფროსი და პასუხის გაცემის ნაცვლად დუდას მიუბრუნდა _რვა საათისთვის რომ გამოგიარო წამოხვალ კონფერენციაზე ? მერე ვახშამი იქნება , დრო თუ გაქვს კარგი იქნება თუ გაგიცნობენ ,თემა დიდად გასაგიჟებელი არ არის ,მაგრამ გაგაცნობ ჭკვიან გოგონებს _მისამართი მითხარით და გამოვალ _მე გამოგივლი და ერთად ავიდეთ ... შორია _კარგი იყოს ეგრე პირველად მიჰყვებოდა კონფერენციაზე. იქაც ყველას გააცნო და ვახშამზეც მის გვერდით დაჯდა. ბიჭი თვალს ადევნებდა ყველა მის ქმედებას, სულ რამდენიმე სიტყვა თქვა თავად . ახალი დირექტორი აშკარად ეფლირტავებოდა სოფია უხეში და რადიკალური არ იყო ,მაგრამ არც დიდ ინტერესს იჩენდა. ცეკვა რომ სთხოვა უკვე ორი ჭიქა მაინც ექნებოდა დაცლილი . გაჰყვა , სულს რომ უხუთავდა დუდას არ იცოდა. ის კი გრძნობდა როგორ ვერ იტანდა სოფიოს სიახლოვეს მყოფ კაცს,მაგრამ ვერაფერს გააკეთებდა. დიდხანს ითმენდა,ქალის სიცილს უყურებდა , თვალების ბრჭყვიალს და სიმსუბუქეს. მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი ჭიქა რომ დალია გაჟღერდა წინადადება _მე წაგიყვან სახლში ,ნასვამი საჭესთან ვერ დაჯდები _გმადლობ რეზი, დუდა დაჯდება საჭესთან . ნახვამდის , ორშაბათს შევხვდებით დილის კონფერენციაზე _ჩანთა აიღო,კაცს ლოყაზე აკოცა და გასასვლელისკენ დაიძრა _ იმედია მართვის მოწმობა გაქვს ,თუ არ გაქვს აქედან გამიყვანე და მერე მე დავჯდები . რეზიკომ არ იცის კახური ფესვები რომ მაქვს და ბევრ კაცზე მეტი შემიძლია დავლიო _ ისე უცებ შეცვალა საუბრის ტონი თითქოს წვეთი ალკოჰოლიც არ ჰქონდა მიღებული _მაქვს მართვის მოწმობა _ გასაღები გამოართვა,ჯერ სოფიოს გაუღო კარი და შემდეგ დაჯდა საჭესთან _ რეზი არ მოგწონთ თუ _რეზის 10 წელია ვიცნობ და მისი საყვარლობა რომ მდომოდა აქამდეც მოვახერხებდი როგორმე ...ახლა მიხედოს თავის ყოფილ ცოლს და ერთ_ ორ საყვარელს პოსტკლიმაქტერულ პერიოდში _ ფანჯარა ჩამოსწია, ფეხსაცმელი მოიშორა, ფეხი მოკეცა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია _ გინდა ?_ კოლოფი გაუწოდა _არ ვეწევი,გმადლობთ _უფრთო ანგელოზი ხარ პირდაპირ...დიპლომს რომ აიღებ რეზიდენტურას რა განხრით განაგრძობ . ვინ გაგაცნო რომ გაგიმარტივდეს ადაპტირება _ფსიქიატრიაზე ვფიქრობ _საიდან მოიტანე ... ნებისმიერ სფეროში იდეალურად გაართმევ თავს და ფსიქიატრია გინდა ? რატომ ადგილები ბევრია და მარტივად ჩააბარებ თუ _ჩემი მიზეზი მაქვს ... დასრულებამდე პარალელურად ვიმუშაო მინდა და იმედია ჩვენ თანამშრომლობას განვაგრძობთ _შემიძლია დავურეკო გოგას და ფსიქიატრიულში გიპოვნი ადგილს. არ ვიცი დამხმარე ყავს თუ არა , ყვავაძესთან რომ გამოვიძახე ექიმი გახსოვს ? ის კაცია განყოფილების უფროსი. რეზიდენტებიც ჰყავს და პაციენტიც ნაირფერი. ფსიქოთერაპევტიცაა ისეთი ტიპია თუ ვთხოვ ნამდვილად გასწავლის _ჯერ დავასრულო და ჩავაბარო ... გადასვლა არ მინდა სხვაგან _როგორც გადაწყვეტ ,მე საერთოდ არ მინდა რომ წახვიდე ,მაგრამ ხომ არ ვიეგოისტებ ... _მადლობა , ყველაფრისთვის გზის დარჩენილი ნაწილი ჩუმად გაატარეს. სოფო ფანჯრიდან იყურებოდა, მერე თვალები დახუჭა და მძინარეს ჰგავდა. ხშირად გაურბოდა მისკენ თვალი დუდას . მანქანა მის კორპუსთან რომ გააჩერა ერთხანს უბრალოდ უყურებდა,არ უნდოდა გაეღვიძებინა,მაგრამ სოფიას აშკარად არ ეძინა ისე სწრაფად გასწორდა,ფეხსაცმელი ჩაიცვა ,ჩანთა აიღო და შეხედა _მანქანა წაიყვანე, ხვალ რომ მოხვალ გამოცდიდან მერე დამიბრუნე ... დროებით _კი ,მაგრამ _ხვალამდე ყიფიანო... იმ საღამოს შემდეგ ხშირად დადიოდნენ ერთად კონფერენციებზე . რამდენჯერმე დუდა გაუშვა მარტო. განსაკუთრებით არჩევდა საკითხებს,ფსიქიატრიაზე სემინარები მოიძია და რამდენიმე ლინკიც გაუგზავნა. ხელფასი გაუორმაგა მას შემდეგ რაც საქმეც გაუნახევრდა დამატებით უმცროსი ექიმის ადგილზეც ოფიციალურად გააფორმა _ღამით მორიგეობებს აიღებ ინტენსიურში? მორიგე რომ იქნები მეორე დილას გვიან მოდი ხოლმე სულ აქ რომ არ მოგიხდეს ყოფნა... _ღამით ჯერ ვერ დავრჩები _შეყვარებულს უთმობ მთლიან დროს? _არა , ბებიას ... დღისით მომვლელი უვლის და ღამით რამე რომ მოხდეს სახლში უნდა ვიყო _ მშვიდად უპასუხა მორიგი სიმართლე და სოფო კიდევ ერთხელ დარჩა გაკვირვებული მის მხრებზე არსებული ტვირთის გამო _ შეყვარებული არ მყავს და არ ვიცი საიდან მოვიდა ეგ ინფორმაცია. დავასრულე , ხელი მომიწერეთ და ჩავაბარებ _ ისტორიები გაუწოდა და დაელოდა. _ბებოს რა სჭირს _იშემიური ინსულტის შემდეგ ჰემიპარეზი აქვს ... მარჯვენა ხელს საერთოდ ვერ იყენებს და გადაადგილება უჭირს. რეაბილიტაციის შემდეგ თითქოს გაუმჯობესდდა , მაგრამ მაინც დამოუკიდებლად ვერც იცვამს და ვერც საჭმელს ამზადებს _არ ვიცოდი ... შეყვარებულზე უბრალოდ ხუმრობა იყო _ხელი მოაწერა ფურცლებს და შემდეგ კარიც გაიღო _ამიტომ დაბრუნდი საქართველოში ? _მამა რომ დაიჭირეს დავბრუნდი... ბებოს ამ ამბებზე ნერვიულობის ფონზე მოუვიდა ინსულტი _უნერვიუკობაც მოსდით ინსულტი ადამიანებს შენ...რამე შემიძლია _არაფერი. გმადლობთ დუდაში კაცს ხედავდა როცა მის პირად ცხოვრებაზე იგებდა ამბებს,როცა აკვირდებოდა კლინიკის გარეთ ან კლინიკაში სხვებთან მის კომუნიკაციას. უშეცდომო იყო თითქოს და შენიშვნაც არ მიუცია მთელი იმ დროის განმავლობაში. ენდობოდა და ანდობდა ყველა საქმეს . _კონფერენცია ტარდება თელავში... ორ დღიანი . შეძლებ წამოსვლას ? დასვენებაც გამოგვივა და საინტერესოც იქნება _წამოვალ _კარგი ... პარასკევს გავიდეთ პირდაპირ კლინიკიდან. დაბადების დღე აქვს კომპანიას და ვიცი წვეულების მაგვარიც ექნებათ და შესაბამისი ტანსაცმელი მაინც გქონდეს მზად _გააფრთხილა და განაგრძო საქმე _ხვედელიანთან ანტიბიოტიკი არ მუშაობს ... 38 ჰქონდა ისევ ტემპერატურა . ველოდებით კიდევ თუ ვცვლით. ბაქტერიოლოგიის პასუხში არაფერია , ანტიბიოტიკოგრამა არ გვაქვს _ვაგრძელებთ ბრმად ანტიბიოტიკების ცვლას იქამდე სანამ რომელიმე კომბინაცია არ იმუშავებს _ალერგიაც რომ აქვს ? _რეანიმატოლოგის გარეშე არ გააკეთონ...შენც იქ იყავი ექთნები ხომ იცი როგორ ჩქარობენ სულ და ავიწყდებათ ყველაფერი _ბევრი პაციენტია და უამრავი საქმე _ვიცი და თუ ხედავ არ ვჩხუბობ განსაკუთრებული სიშტერის გამოვლენის გარდა, რომელიც ლიკამ გამოიჩინა _გააგდებთ? _სხვისი სისხლი დაუდგა პაციენტს...რომ არ გცოდნოდა ანემია არ ჰქონდა ხომ გამობრუნდებოდი და მოკვდებოდა კაცი . 50 წლის კაცი პნევმონიით მომიკვდებოდა განყოფილებაში 130 ჰემოგლობინით ,რომელიც ამბობდა სხვებს ვუსგამდი ადრე სისხლხსო მხოლოდ იმიტომ რომ ზარმაცმა ლიკუნამ გვარები არ გადაიბარა , არ წაიკითხა სისხლზე მიწერილი გვარი და პაციენტსაც არაფერი ჰკითხა. დანიშნულებაც შეიძლება შეეშალოს... რამდენჯერ გავაფრთხილე პაციენტთან კომუნიკაცია ისწავლე. ნაყიდი ექთნის დიპლომებით რომ გვყავს ყველა უმაქნისი აქ შეყრილი იმის ბრალია. აბა ჩემ ექთნებს დააკვირდი თუ არ იციან პაციენტთან კომუნიკაცია და უჩვენოდაც თუარ გაუწევენ პირველად დახმარებას პაციენტს. ესენი ტოვებენ და გამორბიან ექიმის მოსაძებნად ... _განყოფილების უფროსი თქვენ არ ხართ იქაც? _დროებით ვარ და მე ვერ ვაკონტროლებ მაინც მიღება გაშვებას თორემ ყველა გაგდებული მეყოლებოდა მაიას , სოფიკოს და ლიანას გარდა. ის ახალი გოგოც ყოჩაღია,აზროვნებს რა ქვია ? _ეკა ... სამედიცინოს სტუდენტია _ხოო? რომელ კურსზეა?ეგ არ უთქვამს თეონას ... თუ რამე დააინტერესებს უთხარი შეუძლია მკითხოს და მორიგეობებიც შევათანხმოთ ხელი არ შევუშალოთ. რომელ კურსზეა _მესამე მგონი _შენ ყველაფერი იცი ? ჭორაობისთვისაც გრჩება დრო? _მესმის და ვიმახსოვრებ... ეკას ვიცნობდი ერთ საგანს გავდიოდი მის კურსთან ერთად და მიცნო . კარგი მოსწავლეა ,მარტო ცხოვრობს მგონი და ხელფასი უფრო სჭირდება ვიდრე პაციენტების სუდნოებით სირბილი და კათეტერების ჩასმა _ნესტანი უმცროსს რომ ეძებდა იპოვნა თუ იცი? _არამგონია ... ახალი არავინ დამინახავს ისტორიებთან _ეგ კარგადაც უხდის და თუ სწავლა უნდა ვინმეს ასწავლის კიდეც . რომ იქნება ეკა დამალაპარაკე და შევათანხმებ _დღესაა ექვსზე მოვა _ღამითაა? _ხო, დღისით ლექციებზეა... სტიპენდია აქვს. მაშინ ჰქონდა მე რომ ვსწავლობდი მასთან ერთად და ახლა არ ვიცი _გამახსენე რა რომ ველაპარაკო _გაგახსენებთ _კიდევ თუ გვყავს ვინმე ვისაც ექიმობის ღირსად თვლი მითხარი რომ გავითვალისწინო და როგორმე დავეხმარო _თავი გტკივა? _ შუბლზე რომ მოიჭირა ხელი და თავი დახარა მაშინვე შეამჩნია _არაუშავს... დაასრულე შენ თუ დაგაწერინო მე _ბოლო დამრჩა და მორჩა _არ დაგავიწყდეს ქირურგის კონსულტაცია მთლიანად გადაიტანე _გადავიტანე _კანკავასთან რა ხდებოდა დღეს ... _არ მუშაობს ხელი ... ანტიკოაგულანტს არ სვამს ,დიეტას არ იცავს ერთი ტორტი აქვს ნაჭამი მგონი და ჯერ სისტემა ჩაითრომბა მერე ნაკადი არ მოგვცა,გამოიღო ნემსი,თავიდან უჩხვლიტა და მაინც არ წამოვიდა სისხლი. გავაჩერებინე _რატომ არ დამირეკე _რა უნდა გამეკეთებინა...კიდე მეცადაა? _არა ,დღესვე გავუშვებდი ანგიოლოგთან ხვალისთვის არ გადავდებდი. ეგ იმდენ სითხეს მიიღებს თუ პრობლემა შეექმნა სასტაციონარო გახდება . _ახლა რომ დავურეკო? _დამშვიდდი , ხვალ გავუშვებ ... სხვა დროს დამირეკე აქ თუ არ ვიქნები და საკუთარ თავზე ნუ აიღებ არანორმალურ პაციენტზე პასუხისმგებლობას , რომელიც არაფერს დაგიჯერებს და არცერთ რეკომენდაციას ითვალისწინებს. კარგია რომ ბევრჯერ არ დაჩხვლიტე და არ გაართულე საქმე _საყვედურის თქმის ნაცვლად რატომ მამშვიდებ და მაქებ . ფაქტია რომ შემეშალა და შენთან უნდა დამერეკა. უბრალოდ _უბრალოდ დაგავიწყდა. ათასი საქმე გაქვს ,კიდევ უამრავი ვინმე დაგიძახებდა და გაუშვი . მესმის დუდა ... ვიცი უაზროდ დავდაჯერებული რომ არ ხარ და იმიტომ არ გაუშვი უჩემოდ,რომ თავი უკვე ექიმი გგონია . რაც შენ არ გაქვს გააზრებული ისიც ვიცი ...წადი ახლა ყავა მოიტანე და შოკოლადთან ერთად დავლიოთ. რაღაც გემრიელობა მაჩუქა იმ კაცმა _არ მინდა ყავა... მშია . შენც გშია და შოკოლადზე და ყავაზე გინდა გადაატარო ვახშამი? _რომელზე მთავრდება დღეს დიალიზები _10 წუთში წავა ებრალიძე და მორჩა _ის პაციენტი სად ჩავსვათ გერმანიიდან რომ ჩამოდის _ორშაბათს პირველ საათზე მოვიდეს _არ მოგაქვს ყავა? _ერთ ადგილას წავიდეთ ... ვივახშმოთ _აქედან გასული სახლშიც ვივახშმებ _აქვეა... ახალი გახსნილია და ძალიან მოგეწონებათ. პიკის საათია,სახლში მისვლამდე შიმშილისგან ცუდად გახდებით _კარგი ... გამოვიცვლი და გავიდეთ. შეეშვი მაგას ხვალ დაწერე არსად გვეჩქარება რამდენიმე წუთის შემდეგ ხედავდა რესტორნის სახელს "მინდელი" . მყუდრო გარემო და ლამაზი სივრცე ნამდვილად იყო _სახინკლეს თუ გულისხმობდი ამ პომადას მოვიშორებდი ... წითელი ტუჩსაცხი და ხინკალი სად გაგონილა . საპირფარეშოში გავალ _მხოლოდ ხინკალი არ აქვთ ...უგემრიელესი ქართული კერძებია _თითქმის ყველა ახალ ფილიალში გემრიელი კერძებია ... _აქ განსაკუთრებულია დამიჯერე ... დარჩი წითელპომადიანი _ხინკალი თუ მინდა? ვერ ვჭამ ჩანგლით . პეროიანი ქალი კი არ ვარ _ვიცი,რომ არ ხარ _ გაეღიმა თმა რომ შეიკრა . ისეთი ლამაზი იყო ,იმდენად ბუნებრივი და არახელოვნური. სიგიჟემდე უნდოდა ასეთ მომენტებში ახლოს ჰყოლოდა,გულში ჩაეკრა და უთვალავჯერ ეკოცნა . დუდამ შეუკვეთა და მალევე მიუტანეს ყველაფერი. უკვე მიირთმევდნენ ქართული სიმღერების ხმაც ისმოდა ფონად და ატმოსფერო სახლური იყო,ზედმეტად კომფორტული, სასიამოვნო. _მართლა ძალიან გემრიელია ... შენი გემოვნებით აღფრთოვანებული ვარ _დუდაა გამარჯობაა _ უეცრად გამოჩნდა გოგონა ფოტოაპარატით. იქვე მაგიდაზე დადო და ბიჭს მოეხვია _მატილდა...როგორ ხარ ? _მე კარგად ,თავად? სად დაიკარგე ,რატომ გაქრი ჩემი თვალსაწიერიდან ჩემო უფოტოგენურესო მეგობარო? _გემუდარები ცოტა ხნით ფოტო აღარ ახსენო _რა უჟმური ვინმე ხარ . სად ხარ მართლა. ხომ ყველაფერი რიგზეა _კი ... ვმუშაობ . _სად ,იმედია ამჯერად კლინიკაში და შეეჩვიე რომელიმე უფროსს _შეჩვევაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ ,მაგრამ აქ ვარ _ გაეცინა სოფიას _გაიცანი სოფიო ხაჭვანი , ჩემი ექიმი და მატილდა შენგელია თუ უკვე ილდანი ? _ ჩუმად უთხრა მას შემდეგ რაც კარი უცებ გაიღო და თორნიკე გამოჩნდა _ თან დაგდევს ლანდად და მოჩვენებად? _ჩურჩულით უთხრა უკვე და მატილდას ხმამაღალ კისკისს მიჰყვა ილდანიც_აი თორნიკე ილდანიც _სად დადიხარ მთელი დღეა ადამიანო ტელეფონი ... სოფ? _ მატილდასკენ მიდიოდა უცებ რომ შეამჩნია ფეხზე მდგომი ქალი და წამსვე მოეხვია _ სოფია ... დუდასთან რა გინდა? შენთვის ზედმეტად პატარაა არაა? _მატილდას რისთვის დაეძებ ნეტავ...ამხელა კაცი _დუდას ხმა გაიგო ორივემ და მისკენ გაიხედეს _ყველა ყველას იცნობს ამ პატარა ქალაქში? _მთელი დღეა დაგეძებ _სოფიოს როგორც კი გაუშვა მაშინვე მატილდას შემოხვია ხელი და ლოყაზე მსუბუქად აკოცა სანამ გოგო გაბრაზებული გაშორდებოდა _ფოტო გადაგიღეთ ,გადმოგიგზავნი მოგვიანებით _დუდას უთხრა . სოფიოს გაუღიმა დაემშვიდობა და კარისკენ ისე წავიდა ილდანი დააიგნორა _ღმერთო მოთმინება მომეცი,ღმერთო მეტი არაფერი მინდა ოღონდ მომათმენინე _ ჩაილაპარაკა და ორივეს სწრაფად დაემშვიდობა _ იმედია გნახავთ ისევ...კიტას დაბადების დღეა ორ კვირაში და დაგიკავშირდები იცოდე ჩასვი გეგმაში ჩვენთან ერთად ყოფნა. დუდა უთხარი ზუსტი თარიღი _ სოფიოს თავზე აკოცა გასვლამდე და მატილდას გაჰყვა _რა ურთიერთობა აქვთ? _უყვართ... შენ საიდან იცნობ ილდანს? _მე ბევრს ვიცნობ ... ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ. დამეხმარა თინეიჯერობისას ძალიან,პატივს ვცემ და ვაფასებ როგორც კაცს. დაბრუნება როდის გადაწყვიტეს კიტამ და თორნიკემ _დიდი ხანია უკვე ... _მატილდა ფოტოგრაფია? _მისი საყვარელი საქმიანობაა... _ფოტომოდელი ხომ არ ყოფილხარ _არა,უბრალოდ როგორღაც გამომტყუა რამდენიმე ფოტო . ერთად მოვხვდით ისეთ ლოკაციაზე სადაც შეიძლებოდა ფოტოების გადაღება და ის არ ისვენებს სანამ არ გადაგიღებს _შენ ინსტაგრამ და ფეისბუქ ფეიჯებზე რომ არ არის ბევრი ფოტო? _არ გამომიქვეყნებია...ზედმეტად ბევრი გადაიღო და ერთი ავარჩიე მხოლოდ _ერთი გასროლაც კმარა შენ შემთხვევაში ანუ...მე ძალიან პრეტენზიული ვარ. არასდროს მომწონს ჩემი ფოტოები _მატილდას შეგიძლია სთხოვო სანამ საოცარ ფოტოებს არ გადაგიღებს იქამდე არ მოისვენებს. _რომ გამოგიგზავნის მაჩვენე მეც და მივხვდები რამდენად ნიჭიერია _ჯერ ილდანს გადაურჩეს _მგონია ,რომ პირიქით ილდანი უნდა გადაურჩეს. აშკარად გაბრაზებული იყო თორნიკეზე _არ ვიცი , მე თორნიკეს ვიცნობ საშიშ კაცად _თორნიკე არ გცნობია თუ გგონია,რომ საშიშია მართალი ადამიანისთვის _შენ გცნობია _დრო და ბევრი კომუნიკაცია არაა საჭირო ასეთი რაღაცების ცოდნისთვის ... კუჭი მინდა მეორე კიდევ რომ ვჭამო იმდენად გემრიელია ყველაფერი. შენთან ერთად მე წონის მატებას ვერ გადავურჩები _შეგიძლია ივარჯიშო კიდეც ჩემთან ერთად _ვარჯიშს როდისღა ასწრებ ეგ რომ არ მითხრა _ერთი საათი მაქვს ვარჯიშისთვის თუ არ სირბილისთვის მაინც და კვირას დარბაზში სადაც შეგიძლია შენც შემომიერთდდე... უარყოფითი ენერგიისგან დაცლისთვის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის _მე ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას არ ვცნობ... მირჩევნია გამოვიძინო,გასასვლელი თუ არ ვარ წიგნი წავიკითხო ან რამე ახალი ფილმი ვნახო. ძირითადად ოჯახისწევრები არ მასვენებენ და სადღაც მივყავარ ან ვიღაც მოდის და ბოლოს სუფრაზე აღმოვჩნდები ხოლმე _ჩემთანაც ასე იყო ერთ დროს და შესანიშნავად მესმის შენი _წავიდეთ მგონი დროა ... მართლა პატარა გოგო კი არავარ. დასვენება მჭირდება . ხვალ მორიგე ელენეა და დილის კონფერენციაზე მოვიდეთ პირდაპირ. _მეც დავესწრო? _არ გაინტერესებს რას გადაწვიტავენ საბოლოოდ გენიოსები ხახალაშვილთან დაკავშორებით? _სულ მეზარება იქ ჯდომა და იმათი მოსმენა _რაღაც ეტაპზე მაინც მოგიწევს და იქნებ ისეთ გუნდში მოხვდე ჭკვიანურს რომ გეტყვიან რამეს. აუცილებლად უნდა შეგეძლოს სხვისი მოსმენა და რჩევის მიღება თუნდაც პროფესორი იყო ,დოქტორის ხარისხი გქონდეს და უდიდესი გამოცდილება. შეიძლება რაღაც ელემენტარული გჭირდებოდეს და ეს რაღაც სხვას მოაფიქრდეს . არასდროს უნდა იუკადრისო _ზოგჯერ მართლა ცხოვრებას მასწავლი ექიმობას კი არა _ექიმად თუ გინდა ჩამოყალიბდე შენში კიდევ ერთი ადამიანი უნდა შექმნა სხვა გამოსავალი არ არის და მე ამ ექიმისთვის საჭირო ცხოვრებას ნამდვილად გასწავლი. მე გეტყვი ჩემს სათქმელს და შენ რაც არ გინდა ნუ დაიჯერებ . დედას არ დავემსგავსო ბოლოს _ჩემთვის დედას ვერასდროს დაემსგავსები ... ზედმეტად დიდი ვარ უბრალოდ და შენ ზედმეტად პატარა _ უცებ დაამატა ბოლოს . ანგარიში გაასწორა და სოფიოსთან ერთად დატოვა იქაურობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.