შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შე'მიყვარდი(4)


20-09-2025, 22:33
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 334

ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით წავიდა . პარასკევ საღამოს უკვე სასტუმროში იყვნენ, დუდამ არ იცოდა თანხა სოფიომ თუ დაფარა. ნომრები მეზობლად ჰქონდათ . აივანზე ღამით გასულს ისიც გარეთ დაუხვდა . აშკარად ორივეს არეული ჰქონდა ძილის რეჟიმი
_გავისეირნოთ ? _დუდამ შესთავაზა
_ასე შიშველი თუ წამოხვალ არ მინდა და თუ ჩაიცვამ დავფიქრდები _ ჩაიცინა და მზერა მოარიდა მის ტორსს . სავარძელში მჯდომს წელს ზემოთ არაფერი ეცვა ჯინსიც ისე ჰქონდა ამოცმული ღილებიც არ შეეკრა ისეთი სიმპათიური იყო სოფიოში არსებულ ქალს აღვიძებდა ,მაგრამ მის დამშვიდებას ჯერ კიდევ ახერხებდა.
_წავიდეთ _ ჩვეული სიმშვიდით შეხვდა. პასუხი არ დაუბრუნებია. უკვე ჩაცმული იდგა სოფოს გვერდით დერეფანში და შემდეგ სასტუმროს ეზოში სეირნობდნენ.
_სიცივეა ... არ გაცივდე ,შევიდეთ_საუბრობდნენ რომ გაჩერდა , დააკვირდა და სასტუმროსკენ შებრუნდა .
_პლედი მაქვს მოხვეული, რა გამაციებს ... შენ თვითონ არ გაცივდე
_მე არ მცივა ... მიჩვეული ვარ ამ ტემპერატურას. დილით ვვარჯიშობ
_მეგონა საღამო იგულისხმე . რომელზე ასწრებ
_ხუთზე ვიღვიძებ ... გამოსვლამდე ბებოსაც ვუვლი და მერე მოვდივარ
_შენ და არ გყავს ხომ ?
_არა ... მე ერთი ვარ ორ ოჯახში .
_რთულ მდგომარეობაში ყოფილხარ... შენს ადგილას ამ პროფესიას არ ავირჩევდი. მე სხვა მოვალეობები არ მაქვს თორემ ექიმობა იმდენ დროს მართმევს ,მთელი ცხოვრება მიაქვს
_თქვენც გექნებათ სხვა ცხოვრება რომ დაქორწინდებით და შვილები გეყოლებათ პრიორიტეტებს სხვაგვარად გადაანაწილებთ
_არ ვგეგმავ ... თითქმის შეუძლებელია ეგ ფაქტი ჩემ ცხოვრებაში მოხდეს იმდენად არაკომფორტულად ვარ კაცების გარემოცვაში ჩემი სულის ნაწილი აშკარად არსადაა
_იქნებ რომელიმე მათგანია ვისაც უყვარხართ
_და შენ გგონია იმ ჩემთან მოლაქუცე კაცებიდან რომელიმეს ვუყვარვარ? ეგ მხოლოდ კაცის ბუნებრივი მდგომარეობაა, ეფლირტაოს ქალს და დაიჯეროს რომ მოსწონს ... განა ყველა გყვარებია ვინც მოგწონებია აქამდე?ვისთან ყოფნის სურვილიც დროის რაღაც მონაკვეთშიც გქონია, ნამდვილად გინდოდა ,მოგწონდა ,მაგრამ არ გიყვარდა
_სიყვარული ერთხელ შეუძლია გულს და გონებას , სულს რომ გიამებს ისეთი სიყვარულით
_ცალმხრივი და მტკივნეული სიყვარულის არ გწამს?
_დაბრკოლებებს ადამიანები ყოველთვის ქმნიან და მერე მოდის ტკივილიც. თუ ორივეს უყვარს ყველაფერი შეიძლება დანარჩენი უბრალოდ ბრბოს მოგონილი სიგიჟეა... თქვენ გყვარებიათ ცალმხრივად და ტკივილი დაგრჩათ?_ პაუზის შემდეგ ჰკითხა და მზერაც გაუსწორა
_მე სულ რაღაც განსაკუთრებულის ძიებაში ვიყავი და ისე გავიდა დრო ,რომ ახლოს არავინ მომიშვია ... ძალიან პრეტენზიული აღმოვჩნდით მე და ჩემი გული ან უბრალოდ არ მჯეროდა მათი ვინც სიყვარულს მეფიცებოდა იმიტომ რომ არავინ მიცნობდა,ახლოს არავინ იყო იმდენად რომ შეყვარება შესძლებოდა მე კი ერთი ნახვით გაგიჟების არ მჯერა , არ მჯერა ამ ემოციის მარადიულობის თორემ დაინახო და მოიხიბლო შეიძლება. მე თუ ვერ შევიყვარებ უცნობ ადამიანს მგონია რომ ისიც ვერ იგრძნობს სიყვარულის იმ ფერს მე რომ მიმაჩნია ღირებულად. მე და ჩემი პროფესია დროს არ ვიტოვებთ თავისუფალს კლინიკის მიღმა ცხოვრებაზე თორემ ალბათ გავგიჟდებოდი რომ ვიაზრებდე რამდენ მნიშვნელოვან ამბავს ვტოვებ ამ წლების განმავლობაში რაც სწავლას და მუშაობას შევწირე. თუ გიყვარს ცხოვრებით ტკბობა შეიცვალე პროფესია ,სივრცე მაინც... ფსიქიატრია კი სულიერად დაგანგრევს. იქ ისეთი ისტორიების მოსმენა მოგიხდება,ისეთ სულის იარებს წააწყდები
_შეიძლება შევცვალო კიდეც ... არ ვიცი . ცლილებების მიმართ მიმღებლობა მაქვს
_კარგი თვისებაა ეგ ... საჭიროებას და ჭკუას უნდა მოარგო სურვილიც.
_ლამაზია აქაურობა თან სიმშვიდეში როცა ხალხი არ დაფუსფუსებს
_ყველგან შეიძლება იპოვნო სილამაზე თუ მოინდომებ
_მატილდამ ფოტოები გამომიგზავნა...დამავიწყდა გადმოგზავნა . გვიანი იყო _ მობილური აიღო და შენგელიას გადაღებული ფოტოები აჩვენა. ზუსტად იგივე შეგრძნება გაუჩნდა რაც დუდას პირველი ნახვისას
_ფოტოსესია რომ ვთხოვო მართლა დავითანხმებ? გავარკვიე როგორი დაკავებულიცაა
_გამონახავს დროს
_თუ შენ თხოვ?
_არა თუ მოსწონხარ თავის ობიექტივში აუცილებლად იპოვნის დროს
_როგორ ვერ გავიგეთ ისე ...ამდენი ფოტო აქვს და როდის დაიწყო გადაღება
_გარედან დაგვინახა როგორც სჩანს და შემოსვლამდე დაიწყო _ქარმა პლედი მოაშორა და თავიდან შემოახვია . მერე გაყინულ ლოყაზე მიადო ხელი _ გცივა და ვერ ხვდები
_შენ როგორ ხარ თბილი _ მაჯაზე შეახო გაყინული თითები და ისევ იგრძნო მისგან წამოსული სითბო
_დავბრუნდეთ უკან... მგონი უკვე დაგეძინება
_მე კი და შენ?
_მეც
_ხვალ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ და ბევრს მოვუსმინოთ
_მე პრობლემა არ მაქვს
_მე მეზარება სამაგიეროდ
_ ძილინებისა
_მშვიდი ძილი დუდა _რატომ აკოცა ლოყაზე რა უნდოდა რას გრძნობდა. როგორ იყო ასეთი თავისუფალი მასთან ან რა ურთიერთობა იყო ეს . მეგობრად თვლიდა? არა. აბა თანამშრომელს და მოსწავლეს ასე ვინ ექცეოდა.
ყიფიანი ლამის დახურულ კარში შეძვრა ისე უნდოდა არ გაეშვა და ახლოს დაეტოვებინა.

მეორე საღამოს ბრწყინავდა. კონფრენციის შემდეგ წვეულებაც ჰქონდათ და კარგად ერთობოდა კიდეც. კურსელებს შეხვდა და ძველ დროში მოგზაურობდა,ვიღაცები მოიკითხა სახალისო ამბები გაიხსენა რამდენიმე ისტორიას მოუსმინა და დუდას კიდევ ერთი სოფია აჩვენა . შემდეგ მოხდა გაუგებრობა ,რომელსაც დუდა თვალს ადევნებდა დაწყების წამიდან. იცოდა კაცის ქცევა ,მოქმედებები ,უკან როგორ აედევნა მოსაწევად ეზოში გასულ სოფიას რომელსაც მარტო დარჩენის გარდა ინტერესი არ ჰქონდა და როგორ გადაიყვანა კომფორტის ზონიდან დისკომფორტში
_მომენატრე თურმე იმაზე მეტად ვიდრე ვფიქრობდი
_ ცოლ_შვილი როგორ გყავს გიგა?
_ყოველ ჯერზე ისე მახსენებ თითქოს შენ არ გთხოვე ცოლობა
_მახსოვს, ქალი გინდოდა და ვინც დაგთანხმდებოდა პირველი მის შერთვაზე იყავი თანახმა . ელისო ძალიან კარგი ცოლი აღმოჩნდა,ბედის ამბავია და შენ რატომ ვერ ისვენებ ვერ ვხვდები
_შენ მიყვარხარ ისევ და იმიტომ
_ბევრი ხომ არ დალიე და იმიტომ გაქვს სიმშვიდე დაკარგული?
_დავლიე , მაგრამ რასაც ვამბობ სიმართლეა
_გულისამრევია დაქორწინებული კაცი სხვა ქალს რომ უხსნის სიყვარულს ... აი ესაა ჩემი სიმართლე !
_ყოველთვის ასეთი პირდაპირი იყავი ,ფეხებზე გეკიდეთ ყველანი
_ნამდვილად ასეა ...
_ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად მიმზიდველი რატომ ხდები... რას იკეთებ ასეთს
_პლასტიკური ქირურგი შენ ხარ ... არ იცი რომ არაფერი გამიკეთებია?
_სიამოვნებით შევამოწმებდი უტანსაცმლოდ რომ გხედავდე . ასე რთულია
_სიამოვნებით გცემდი რომ არ აღემატებოდეს ეს ქმედება ჩემი კულტურის ნორმებს
_არ წახვიდე ... რა გავაკეთო მითხარი. დავშორდე? თუ მეტყვი ხვალვე წამოვალ სახლიდან
_როგორ მეცოდება შენი ცოლი შენნაირი რომ ჰყავს გვერდით იცის და თვითონ არ გტოვებს მარტოს . რას ელოდები რომ მე გეტყვი ცოლს დაშორდი და ერთად ვიყოთ _თქო? სმენადაქვეითებული ხარ თუ გააზრების დეფიციტი გაქვს ... გგონია შენთან ყოფნა მინდა და ცოლი რადგან გყავს იმიტომ ვიკავებ თავს? რომ არ გყავდა ხომ რას ამბობ ვერ გელეოდი. ნუ მაგიჟებ ,დროს ნუ მაკარგვინებ თორემ ერთხელაც ყელში ამომივა
_ზუსტად ამ დროს მიყვარხარ ცეცხლს რომ აფრქვევ და ნამდვილი შენ ხდები ...
_კი არ გიყვარვარ უბრალოდ არ იცი რა გინდა ცხოვრებისგან . ჩამოუარე შენ საყვარლებს და რომელიმესთან დაიცხე ეს არეული ტვინი
_შენ რომ იყო ჩემი ყველაზე უარს ვიტყოდი ხომ იცი_ თითები მკლავზე შეახო ხელზე აკოცა და მერე თავი ახლოს მისწია. დუდა როგორ იკავებდა იქამდეც თავს ,როგორ დარჩა იქვე ახლოს და განაგრძო მოსმენა თავადაც არ იცოდა , იმ წამს უკვე მათ შორის იდგა . კაცს ხელზე უჭერდა
_თქვენი სასტუმროში დაბრუნების დროა უკვე
_შენ რა გინდა აქ ... შენი დაცვაა ? ხელი გამიშვი სანამ ლამაზი ხარ არ დამისრულებია შენ უფროსთან და სჯობს განაგრძო დასვენება მისი სიკეთის დამსახურებით
_დუდა ... გავედით
_მიდი გაყევი გიბრძანებს და დაემორჩილე როგორც შეეფერება პატარა ლეკვს
_ენა ჩაიკმინდე _ სოფიოს სიტყვებიც გაჟღერდა და დუდას მოქნეული ხელიც მოხვდა კაცს. ნაბიჯი არ გადაუდგამს, ასეთ დროს აღარაფერი ადარდებდა. არც ხმაურს რომ გამოიწვევდნენ, არც დაზარალებულები ,მიდიოდა და გარჩევაშიც არ ერეოდა ახლა კი დუდას უყურებდა როგორ გააკეთა მისმა ტვინმა მუხრუჭი და ესმოდა მისი ნათქვამი სიტყვები " სოფოს სურვილის წინააღმდეგ მასთან დალაპარაკებაც რომ გაბედო გაგანადგურებ და გაჩვენებ ვინ ვარ " ისე გასწორდა, დაიფერთხა მაისური და მოიწმინდა ტუჩი თითქოს საღამოს რუტინა იყო ჩხუბი. სოფიას ხელი ჩაკიდა და წამოდიო უთხრა. რატომ არ ითავისუფლებდა ხელს , რატომ აძლევდა შეხების უფლებას და მიჰყვებოდა გვერდით
_მაპატიე რომ ჩავერიე,ვიცი არ გიყვარს შენს საქმეში ცხვირს რომ ყოფენ და თავადაც შეგეძლო მოგვარება ,თავს არავის დააჩაგვრინებ , მაგრამ ვერ მოვითმინე ყველაფრის მოსმენის მერე მაინც რომ შეგეხო
_მთვრალი ვარ და ტვინში ყველაფერი არეული მაქვს ... ხვალ შეიძლება არაფერი მახსოვდეს. კაცების ატანა არ მაქვს და საერთოდ ადამიანების, რომლებიც სხვა ადამიანებს დისკომფორტს უქმნიან
_მეც ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს , სხვის საქმეში ჩარევასაც გადავეჩვიე კარგა ხანია , მაგრამ
_მე სხვა არ ვარ ? _ლიფტში იყვნენ , დუდას სახეს მკვეთრი განათების ფონზე უყურებდა
_შენ სულ სხვა ხარ , სამყაროსგან გამოირჩევი
_წავიდეთ ?
_დამნაშავე გაიქცეს ... შენ არა
_ყველას ეცოდინება დილას ეს ამბავი და ყველა სხვადასხვა რამეს იტყვის . შენ არავინ გაგამართლებს მე რაც არ უნდა ვთქვა მაინც
_არაფერი თქვა,ხალხის ხმა არასდროს მაინტერესებს _ კართან გაჩერდა, სოფიოს თავი დაუკრა და ოთახში მიიმალა .

სოფომ რამდენიმე წუთი გაუძლო მხოლოდ ნომერში მარტო ყოფნას. მოსვენებადაკარგული წამოდგა საწოლიდან და აივანზე გავიდა. დუდა ისევ იქ დაუხვდა, სავარძელში იჯდა და ვიღაცას ესაუბრებოდა ვიდეო ქოლით
_გვიანია უკვე , დაიძინე ...
_როდის უნდა შევხვდეთ დუდაა_ისმოდა გოგონას წკრიალა ხმა
_ხუთშაბათამდე დრო არ მაქვს,საღამოს თუ გავთავისუფლდები შემოგივლი
_კარგი , გკოცნიი
_მეც ,პატარავ . დროებით _ ჩუმად საუბრობდა ,მაგრამ სიჩუმეში სიტყვების გარჩევა მარტივი იყო . მობილურის სქროლვა განაგრძო , მერე ისიც გადადო. თავი დაბლა დახარა და ხელები სახეზე ჩამოისვა. ვინ იცის რა ფიქრები უმძიმებდა გონებას.
_ხუთშაბათამდე გაგათავისუფლებ თუ ძალიან გენატრება და გინდა შეხვდე _ეწეოდა და აივნის მოაჯირზე ჰქონდა ფეხები შემოლაგებული . დუდა რომ წამოდგა და ზემოდან გადმოხედა თვალის მოშორება გაუჭირდა _სამშაბათს ლიკაა მორიგე და შეგიძლია ადრე გახვიდე
_არ მინდა , საქმე დამიგროვდება და მის ნახვას მოგვიანებითაც შევძლებ. ჩემთან გამოვა თუ ძალიან მოვენატრები ,ბინაში რაღაც თაროები უნდა დაკიდოს და შემომაჩეჩა
_ასე სერიოზულადაა საქმე ?
_დედაჩემის მამიდაშვილის შვილია ნუ ჩემი დეიდაშვილი გამოდის და რავი სერიოზულადაა კი ,შორეული ნათესავი არ არის _ჩაიცინა და მოაჯირს დაეყრდნო _ არ მყავს შეყვარებული_თქო გითხარით
_შეყვარებული მაშინ შეიძლება არ გყავდა და ახლა გყავს ანდაც რა აუცილებელია შეყვარებული ერქვას
_არავინ მყავს
_ძალიან ცუდი , ცხოვრება გარბის და უკან რომ მოიხედავ უკვე ბევრი მომენტი გამოტოვებული გექნება. უნდა დააგროვო ბედნიერი და სასიამოვნო მომენტები თორემ პრობლემებს და უბედურებას ისედაც არ გაკლებს სამყარო
_თქვენ ვისთან არ გატარებულ დროს ნანობთ მაინც არ მითხარით თუ საკუთარ თავთანაც არ აღიარებთ
_მე ვნანობ მეტი დრო რომ არ დავუთმე საკუთარ თავს და მარტოობას . ზოგჯერ ისე მინდა ქაოსს გავექცე და ცოტა ხნით გამოვყო დრო საკუთარი თავისთვის სიმშვიდის საპოვნელად და გონების დასასვენებლად _ სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააგდო
_გვიანი არასდროსაა . მთავარია მიხვდე ზუსტად რა გინდა და შენ გაქვს ის რაც საჭიროა სურვილების ასასრულებლად
_რა გგონია რაა საჭირო სურვილების ასასრულებლად
_თავის'უფლება ,თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა ... და შენ ეგ ყველაფერი მაშინაც გქონდა სულ პირველად რომ შევხვდით
_მე არ შევცვლილვარ მას შემდეგ შენ კი სრული მეტამორფოზა განიცადე ... ვერ წარმოვიდგენდი იმ ბიჭს ექიმის ამპლუაში თუ ვიხილავდი თანაც ასეთი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონეს , ჭკვიანს და საქმეზე ორიენტირებულს
_მაშინაც ასეთი ვიყავი ... უბრალოდ მაშინ მქონდა თავისუფლების ფრთები , არ მქონდა პასუხისმგებლობა, არ იყო სიკვდილი ჩემ ოჯახში და არ ვიყავი მარტო
_დედა და მამა ხომ გყავს ... სანამ მშობლები არიან ცოცხლები იქამდე ბავშვი ხარო ჩემ ოჯახში ასე ამბობენ და მეც ასე ვიმშვიდებ თავს
_ჩემები შენებს არ გვანან ... ჩემი საყრდენი მამა არასდროს ყოფილა ,ბიძა იყო ,რომელიც სხვისმა დაუდევრობამ იმსხვერპლა თავის ოჯახთან ერთად . ბებია ჯერ ქმრის გარდაცვალებამ გატეხა და მერე შვილი მოუსვენეს სახლში , დანახშირებულ მის სხეულსაც ვერ ჩაეხუტა ... ჩემი ბავშვობა შავებშია და სიკვდილს ნატრობს მე კი აქეთ ვცდილობ დავიტოვო ,მაგრამ ვიცი დიდი დრო არ დაგვრჩა
_ბიძაშენის საქმეები რატომ არ განაგრძე ან მამაშენის
_გლოვა არ დამაცადეს ისე მიითვისეს ყველაფერი ... მე თვითონ ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან ,ბებია და დედაჩემი ისე იყვნენ სად მახსოვდა ქონება . მამაჩემის საქმეებში ჩარევა პრინციპულად არ მინდოდა. ოდესმე ღარიბი თუ ვიქნებოდი არც მეგონა , ჩემნაირ გათამამებულ ბავშვებს საერთოდ ასე ჰგონიათ ,სულ დაუთვლელად ექნებათ ფული . მერე არჩევანის წინ დავდექი ან ომი უნდა დამეწყო უიარაღოდ და ბოლოს მამაჩემის მსგავსად ციხეში მოვხვდებოდი ან ყველაფერი დამევიწყებინა და ჩემ ოცნებას გავყოლოდი _ ორ სხვადასხვა აივანზე ისხდნენ ,ერთმანეთთან ახლოს და შორს. ჩუმად საუბრობდა ბიჭი და ჩხუბის შემდეგ მიღებულ იარებს დაჰყურებდა ,ხელები გაშალა ბოლოს და გაეღიმა _ წლებია არ მიჩხუბია ... მეგონა დამავიწყდა მუშტის ცოცხალ არსებაზე მორტყმა . სულ არ ვწუხვარ თუ პრობლემები შეგვექმნება ხვალ , შენ მოაგვარებ და მე მკ.დია რას იტყვიან ჩემზე
_კახას ბავშვობა იყო ანდრო გიგაური ,რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაკარგა და მერე მისი შვილი უყვარდა ძალიან. მახსოვს ავარიის ამბავი რომ მომიყვა ცხარე ცრემლით ტიროდა ...
_მეგობრობის მაგალითია ბაბუაშენი ჩემთვის . იმდენჯერ დამხვედრია სასაფლაოზე ,არცერთი თარიღი ავიწყდება და ყველა შეხვედრისას მეუბნებოდა მითხარი თუ რამე გჭირდებაო. თვითონ შემომთავაზა შენთან მუშაობა,მე არ მითქვამს მხოლოდ სამსახურზე მკითხა და ვეძებ_თქო რომ ვუთხარი აღარ მოძებნო მე გიპოვნეო მითხრა
_მაგ ნაბიჯით ორივეს დაგვეხმარა ... წლებია არ დამისვენია ისე როგორც ახლა და თუ ძალიან ბევრს დაგავალებ მითხარი . არ მინდა შენთვისაც ტირან უფროსად გადავიქცე
_გგონია არ ხარ?
_შენთან არ ვარ ,მხოლოდ მათთან ვინც ზარმაცობს და ცდილობს მომატყუოს
_საკუთარი თავი არც მიგულისხმია...ჩემთან კახას გამო უამრავ გამონაკლისს უშვებ
_კახას გამო მხოლოდ კარი გაგიღე პირველ დღეს, მერე ყველაფერი მხოლოდ შენი დამსახურებაა თორემ ხუთ წუთსაც არ მოგცემდი ჩემ გვერდით დგომის უფლებას ...
_გაცივდები ... _ნახევრად შიშველ სხეულზე მოავლო მზერა
_შენ ნამდვილად არ ეწევი?_ სიგარეტის ღერს ატრიალებდა თითებს შორის
_არც მაშინ ვეწეოდი ბევრს ... სულ ჯანსაღად ცხოვრებას ვცდილობდი
_მხოლოდ ჩხუბობდი ხოლმე არა?
_გარემო მიწყობდა ხელს _ ჩაიცინა და უკვე მოაჯირს მიყრდნობილმა გადმოხედა _შენ რომ დამინახე დარწმუნებული ვარ მომავალი დამნაშავე დაინახე ჩემში
_პოტენციალი ახლაც გაქვს... ჩხუბის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს
_და ისე უნდა შემეშინდეს მოვუთმინო არაკაცებს ? მაგას მირჩევნია მოვკვდე ,ისედაც მკვდრად ჩავთვლი თავს
_ყველას დონემდე არ უნდა დაეშვა ..
გამარჯვებული ის რჩება ბოლოს
_შენ რომ უპასუხოდ არავის ტოვებ ?
_მე სიტყვები მკმარა და კაცებს რთულად მოგიწყოთ ცხოვრება საზოგადოებამ ... ქალისგან ხელჩართულ ჩხუბს არავინ ელის და კაცისგან ბევრ ლაპარაკს
_ბრაზობ ?
_დღევანდელის გამო? როცა ვბრაზობ მეტყობა ... შენ ასე მარტივად არ გაგიბრაზდები ,ზედმეტად დიდ პატივს გცემ უკვე საამისოდ _ გულწრფელი იყო და ამ განსხვავებული დიალოგის ბოლოს დუდას მთელ არსებას თავდაყირა უყენებდა . თავი დახარა სახე რომ არ ეჩვენებინა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყველა ემოციას ამოიკითხავდა და გაამჟღავნებდა_ მიდი დაისვენე ... მზე ამოდის უკვე _ შეფერადებულ ცას გახედა და თავადაც დაეყრდნო მოაჯირს. დუდა რომ უყურებდა იცოდა, მისი გულისცემა მშვიდი რომ არ იყო ესეც და მაინც არ იმჩნევდა მის ამ ზედმეტ ყურადღებას.

ქალაქში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა იმ ღამის შესახებ ჭორები ,მაგრამ სოფიო არავის პასუხობდა და არც ზედმეტად ამახვილებდა ყურადღებას.
_ჩააბარე? _ მორიგი გამოცდიდან დაბრუნებულს ჰკითხა და კომპიუტერში დანიშნულების წერა განაგრძო
_შენ დაელაპარაკე?
_უკაცრავად რა ტონია ? _ სათვალე მოიხსნა და მისკენ გაიხედა
_შენ დაელაპარაკე სოფია თუ არა
_ვის უნდა დავლაპარაკებოდი ,როგორ მელაპარაკები
_მითხრა შენზე ვიცი თავისუფალი ხარ რამდენი დაგიწერო ქულა მითხარიო ... ზუსტად ასე მითხრა
_შენ რა ქულის მარტივად მიღების კომპლექსი გაქვს ?
_ხომ შევთანხმდით ,რომ არავის სთხოვდი ჩემთვის ქულის დაწერას ისე თითქოს იდიოტი ბავშვი ვიყო რომელსაც ეზარება 100 ფურცლის წაკითხვა და დამახსოვრება უჭირს
_ხმას ნუ უწევ დუდა _ უკვე თავადაც გაბრაზებული მზერა ჰქონდა
_შეურაცხყოფას რომ მაყენებდით ვერ ფიქრობდით ამაზე?
_ არავისთან დამირეკავს ! არც უნდა დაგეშვა,რომ მე ასე გადავაბიჯებდი შენ აზრს და ზედმეტად ყურადღებიანი დედასავით ჩავერეოდი შენ საქმეებში ... მაშინ როცა არ გინდა და არც გჭირდება . ახლა შეგიძლია გახვიდე და ეძებო ის ვინც არ გაგითვალისწინა
_სხვა ვის უნდა ეთხოვა მე ... ჯანდაბა _ უცებ შეეცვალა გამომეტყველება. სახეზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნთქა _ მე მეგონა
_გავიგე რაც გეგონა ... ამდენი დრო არ მაქვს ახლა შენი კომპლექსების დასაოკებლად. გარეთ გადი და მეტჯერ აღარ დამაბრალო ვინმეს საქმეში ზედმეტად ჩარევა
_მაპატიეთ მე
_ა ახლა ისევ თქვენობით მესაუბრები? წეხან სულ სხვა
_მე ვინმესთვის რომ არ მითხოვია ჩარევა იმიტომ არ მაქვს ამ დრომდე დიპლომი თორემ გაკოტრებასთან ერთად ნაცნობები არ დაგვიკარგავს. ვთქვი მარტო შევძლებ_თქო და ასე უნდა იყოს და რომ მითხრა
_დროს მაკარგვინებ !
_სოფიო
_ხალათი ჩაიცვი და საქმეზე კონცენტრირდი . ამ თემასთან დაკავშირებით მეტად არ მინდა საუბარი . მე თუ რამეს ვაკეთებ არ ვმალავ ,წერტილი .
მთელი დღე არ ელაპარაკებოდა. არაფერი უთქვამს მითითებების მიცემის გარდა და დუდაც წაშლილი სახით დადიოდა.
_რა დაემართა ამ ბავშვს ... რამე უჭირს იქნებ და არ გვეუბნება _ სამზარეულოდან ესმოდა ექთნების საუბრის ხმა
_ახალგაზრდაა რა იცი რა საქმე აქვს... რა ყველაფერზე შფოთავ ლიანა?
_ისე შემიყვარდა ,ისე როგორც ჩემი შვილიშვილი ... ამ ასაკის ბიჭები ისეთები არიან
_შენ რომ ადამიანი მოგეწონება იშვიათია
_ნუ იცი გოგო შენ ასეთი გველური ლაპარაკი... მოსაწონი ვინც არაა რა მომაწონებს და ვინც ნორმალურია ვაფასებ და მიყვარს კიდეც
_მე ხომ გიყვარვარ ლიანიკო
_შენ? შენ რა შესაყვარებელი ხარ ამხელა ქალს ის ვერ გაგიგია თმა რა ფერზე შეიღებო _ უკმეხად უპასუხა და ყავის დალევა განაგრძო_ გამოვიძახოთ რამე ... დუდა ბე შენ რას შეჭამ ?_ბიჭი რომ დაინახა მაშინვე გავიდა დერეფანში
_არაფერს ქალბატონო ლიანა ... მადლობა _ სოფიოსთან შეჩერდა და ანალიზები მიაწოდა _ სეფსისი აქვს...ამოვაღებინებ კათეტერს და ბაქტერიოლოგიაზე გავგზავნი სისხლსაც
_ხათუნა სად არის ...
_ამბულატრიული პაციენტი ჰყავს
_ანალიზები დაუტოვე და თვითონ მიხედოს
_მაგრამ
_დუდა ანალიზები დაუტოვე და უკან დაბრუნდი _ გაუმეორა და შემდეგ სამზარეულოს კარს მიეყრდნო მხრით_ სახინკლეში წასვლაზე რას იტყვით ? დღეს ადრე ვასრულებთ და გავიდეთ ... ჩატშიც დაწერეთ და ვისაც სცალია გამოვიდნენ
_რამდენი ხანია არსად წაცსულვართ ერთად ... დავწერ და წავიდეთ
_დუდა მოდიხარ ?
_წამოვა დუდაც თორემ ჩვენი გუნდიდან გაირიცხება ...
_მე გეპატიჟებით _სოფიოს უკან დადგა ,თითქმის ეხებოდა იმდენად ახლოს იყო. ოთახში მსხდომებს რომ უთხრა _ გამოცდები დავასრულე სადიპლომო დამრჩა მხოლოდ და ავღნიშნო უნდა
_ამხელა ხელფასი გაქვს და არ ვიცი?_ თავი შეაბრუნა მისკენ და ქვემოდან ახედა ,მაგრამ დუდამ პასუხი არ გასცა
_რამდენი მივდივართ გამირკვიე ლიანა და დანარჩენს მე მივხედავ,კარგი?
_ვითვლი უკვეე
_ჯანაძესთან ანალიზი არ დაგავიწყდეთ ბოლოს რაა. სინჯარა დავტოვე

თითქმის აღარ უსაუბრიათ. ბოლოს ვერ იგებდა თავად გაუბრაზდა თუ დუდა იყო ნაწყენი.
საღამოს განყოფილების ექთნებთან და დანარჩენ ექიმებთან ერთად რესტორანში აღმოჩნდნენ. წლები ჰქონდა მათთან ერთად გატარებული და ისე იყვნენ როგორც ერთი ოჯახი. დუდა იყო მათ შორის ყველაზე პატარა და თან ბიჭი. ამდენ ქალებს შორის მათ ხუმრობებსა და ხმამაღალ კისკისში ისიც გამხიარულდა. მორიგეობით ცეკვავდა დედისა და ბებიის ასაკის ქალებთან . ისეთი დახვეწილი მანერები ჰქონდა სოფიოს თვალის მოშორება უჭირდა.
_რატომ გადაიხადე _ ეზოში გამოსულს თავზე დაადგა და გაბრაზებულმა შეუღრინა
_ჩემი იდეა იყო და იმიტომ _ ნასვამი იყო და თან ხალხმრავლობისგან გადაღლილი _ ასე თუ ფლანგე ფულს ვერასდროს დააგროვებ
_იქნებ როგორმე თავად გადავწყვიტო რაში მინდა დავხარჯო ჩემი ფული და შენ ჩემი დამცირება შეწყვიტო
_დამშვიდდი
_ნუ მამცირებ !
_არ მიფიქრია
_ვიცი რომ არ გიფიქრია ... გაიაზრე ,რომ ბავშვი არ ვარ და თუ რამეს ვაკეთებ შემიძლია . ისეთი ღატაკიც არ ვარ შენ რომ გგონია
_სხვა დროს შენ გადაიხადე
_გადმოგირიცხე უკვე
_რა ... _მობაილ ბანკი შეამოწმა და თვალები აატრიალა _ აქ მეტია ... დუდა ასეთი მეწვრილმანეობა
_წამოდი სახლში გაგიყვან ... ნასვამი ხარ _ ჩანთა გამოართვა და ხელი ოდნავ შეახო მხარზე
_როდის გადადიხარ ვახტანგთან
_ჯერ არ გადამიწყვიტავს ... რეზიდენტურის გამოცდა უნდა ჩავაბარო იქამდე საერთოდ სადიპლომოა წინ
_როდის მოასწრებ მომზადებას... მხოლოდ კვირა დღე გაქვს თავისუფალი და მაშინაც თერაპიაში მორიგეობ
_მოვახერხებ რამეს... შენ როგორ ჩააბარე
_მე ამდენს არ ვმუშაობდი გამოცდების დროს ვსწავლობდი მხოლოდ... აქ ჩაბარება ასეთი მარტივი არ არის . რეზიდენტურის ადგილები შეზღუდული რაოდენობითაა და
_ამდენი წელი გავატარე დიპლომის აღებაში . ლიცენზიამდეც არ დავინანებ დროს _ მანქანაში კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ჩაისვეს. სოფიო მათთან საუბარზე გადაერთო,დუდა კი საჭესთან იჯდა . ყველანი მიიყვანა სახლებში და ბოლოს წავიდა სოფიოსთან. როგორ ჩაეძინა არ გაუგია,მანქანა რომ შეიყვანა ავტოფარეხში ქალს უკვე ღრმად ეძინა.
_სოფიო ... მოვედით _ სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ხელზე ოდნავ შეეხო
_მეძინება
_მარტივად არ ვთვრებიო ვიღაც მეუბნებოდა
_დაღლილი ვარ ,მთვრალი არ _ ჩუმად უთხრა და ყიფიანმა ღვედი რომ შეხსნა არაფერი უთქვამს
_მე აგიყვან... კარგი ?
_ჩემი დაბადების დღეა კოდი _ ჯერ ეყრდნობოდა და ისე მიდიოდა ,მერე დუდამ ხელში აიყვანა . მკლავები ყელზე შემოხვია და თავი მხარზე ჩამოსდო
_ჩშშ ყველას გააღვიძებ _ კართან მისულმა ძლივს აკრიბა რიცხვები და ჩუმად შევიდა სახლში . ფიქრობდა ყველას სძინავსო მოულოდნელად შუქი რომ აინთო და კახა გამოჩნდა
_რა სჭირს... სოფო ბაბუ
_არაფერი ,ბატონო კახა ... სძინავს უბრალოდ _ ისე მიიხუტა თითქოს ართმევდნენ . მოხუცის მზერას არ გამორჩენია მისი არცერთი მოქმედება და არც სოფიოს ზედეტი თავის მომძინარება
_რა მოხდა
_დამღლელი დღე იყო და თან თანამშრომლებთან ერთად დალია ცოტა და
_ანუ მთვრალია ? ბოლოს როდის დათვრა თუ ახსოვს ნეტავ
_საით
_აქეთ _ წინ გაუძღვა კიბეზე და მერე ქალის საძინებლის კარი გაუღო . საბანიც გადასწია და გზა გაუთავისუფლა_გიჟმა მამამისმა არ გაიგოს თორემ გამოჭამს გულს _ ჩუმად თქვა და უკვე ბალიშზე ჩახუტებულს თავზე მოეფერა _ მადლობა დუდა ყურადღებისთვის
_არაფერია ..._ არც უფიქრია ისე გახადა ფეხსაცმელი და საბანი გაუსწორა . მობილურიც კი იპოვნა ჩანთაში , პაროლიც კი იცოდა. მაღვიძარა დაუყენა , გვერდით დაუდო და მხოლოდ კოცნაღა დარჩა დანარჩენი არაფერი გამოუტოვებია ისე გავიდნენ ოთახიდან _ თქვენ როგორ ბრძანდებით ბატონო კახა
_არამიშავს ... ძილი მაქვს ცუდი და გამოვედი ოთახიდან ლილი რომ არ გამეღვიძებინა. ბებო როგორ გყავს, ვეღარ შემოვიარე ამ ბოლო დროს
_სტაბილურად ... გმადლობთ. კვირას მეც სახლში ვარ და გვესტუმრეთ
_სოფიოსთან დარჩენას რამდენი ხნით აპირებ კიდევ ? როგორც ვიცი სხვა განხრით გინდა წასვლა ... დაველაპარაკები და ვიპოვნით ადგილს იქ სადაც გინდა
_რეზიდენტურაზე ჩაბარების შემდეგ იმის მიხედვით რაზეც ჩავაბარებ ... დროებით
_ანუ ჯერ რჩები ?
_დიახ ...
_მე თუ არ მინდა ? თუ გთხოვ ,რომ წახვიდე ? _ კაცის სიტყვებმა ადგილზე გაყინა . ეზოში იყვნენ რომ გაჩერდა და მისკენ შებრუნდა _სხვა ნებისმიერ განყოფილებაში გადაგიყვან
_თვითონ წავალ მხოლოდ მიზეზი მითხარით და შემდეგ
_მიზეზი შენც იცი დუდა ...
_წარმოდგენა არ მაქვს
_არ გამოვა ეგ ამბავი და სჯობს დროულად მოშორდე სანამ მერე კიდევ უფრო გაგირთულდება ცხოვრება. სოფიო რთული ქალია , უფრო რთული ოჯახით და მაგ ბარიერს ვერ გადალახავ . შენ ცხოვრებას არ სჭირდება
_თქვენ გგონიათ მე სოფიოს ოდესმე პრობლემას შევუქმნი ?
_არა ... ვიცი სოფიო უსაფრთხოდ იქნება შენ გვერდით ,მაგრამ შენ
_ჩემზე არ იდარდოთ... არაფერი მოხდება ისეთი სოფიოს მშვიდი ყოველდღიურობა რომ აირიოს.
_კარგად დაფიქრდი
_დავფიქრდი ბევრჯერ იქამდე სანამ დავთანხმდებოდი თქვენს შემოთავაზებას და მასთან მუშაობას დავიწყებდი
_მე შენ ბავშვობიდან ისე გიცნობ როგორც ღირსეულ კაცს და ნუ შემაცვლევინებ შეხედულებას
_გავიზარდე და კიდევ უფრო რთულად ვდგამ ყველა ნაბიჯს ,მეტი პასუხისმგებლობით და მეტად დარწმუნებული ... ხვალ თუ გვიან გაეღვიძება ან ცუდად იქნება უთხარით,რომ მე იქ ვიქნები დილიდან და ყველაფერს მოვაგვარებ
_ჩემი თქმა არ დასჭირდება...დარწმუნებული ვარ იცის რომ მოაგვარებ _უცნაური მზერა ჰქონდა კაცს. სევდიანი ,ჩაფიქრებული და არა ბრაზიანი.
დუდამ ნამდვილად ზუსტად იცოდა რაც უნდოდა სოფიოსგან ,მხოლოდ რა გამოვიდოდა საკუთარი სურვილებიდან ეს არ ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული.
........
მეორე დილით დროულად მივიდა სამსახურში ,მაგრამ ალკოჰოლის დოზას კვალი დაეტოვებინა. აშკარად თავი სტკიოდა და დუდამ პაციენტების მიღება რომ დაასრულა ყავა მოუმზადა
_დალიე და გაგივლის
_მადლობა რომ მიმიყვანე და ამიყვანე ...
_მეგონა მარტო ცხოვრობდი
_ვცხოვრობდი,მაგრამ პერიოდულად მათთან ვარ . მაინც ქალაქგარეთ არიან და სულ გასვლა დამღლელია _ყავა დალია და თვალები დახუჭა_ გემრიელია ... მაცოცხლებელია _სავარძელს მიეყრდნო და თვალებდახუჭული დარჩა რამდენიმე წამს _ თავი მისკდება...არაყი არ უნდა დამელია,ამ ლოთებს როგორ ავყევი. დილიდან რა ენერგიაზე არიან ნახე
_მე რომ ვერ დამათვრეს მემუქრებიან ხათუნას დაბადების დღეზე ჩვენი სასმელით წამოვალთ და დავაკვირდებით ჭიქები არ დაგვიმალოო
_შენ სვამდი ხომ?ღმერთოო ნასვამი დაგსვი საჭესთან? რატომ არ გეტყობოდა არაფერი...
_ლოთობის დიდი პოტენციალი მაქვს ,როგორც ანდრო ბაბუ ამბობდა
_ანდროზე ვგიჟდებოდი ... ჩვენთან რომ მოდიოდა სულ საოცრად გამოიყურებოდა. როგორ საუბრობდა ღმერთოოო მიყვარდა მის გარემოცვაში დარჩენა . მისი და კახას საუბრების მოსმენა. რაღაცნაირად რომ მომეფერებოდა ერთი უბრალო შეხებით და გავიბადრებოდი , ჩემი საყვარელი შოკოლადები იცოდა რომელი იყო და სულ მოჰქონდა ხოლმე
_ბავშვები ძალიან უყვარდა და სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ვიდრე დიდ ადამიანებს.
_მე შენამდე მეფერებოდა...შენ რომ დაიბადე და საკუთარი შვილიშვილი ეყოლა მერე მე ისე ხშირად ვეღარ ვხედავდი. სულ შენ გარემოცვაში იყო
_მე არ მოვყავდი ხოლმე ?
_არა ... არ მახსოვს. ღმერთო იმედია ოდესმე ხელში არ ამიყვანიხარ _ უცებ შეჭმუხნა წარბები და წამოდგა საერთოდ
_ფოტო გვექნებოდა აუცილებლად
_არ გვაქვს ხომ?
_არა ... სავარაუდოდ პატარა სუსტი იყავი და არ განდობდნენ ორი გვარის უფლისწულს
_ხო ეგ ნამდვილად ეგრეა... მთელი ორი გვარი შენ დაბადებას ზეიმობდა
_ეგეც გახსოვს?_წერა შეწყვიტა და მისკენ გაიხედა
_არა ... მიყვებოდა კახა . როგორ ქეიფობდნენ ყიფიანები და გიგაურები ერთი კვირა . როგორი ძეობა გქონდა ,მერე როგორი ნათლობა და მამაშენმა როგორ გაუვსო პალატა ვარდებით დედაშენს
_მაშინ ძალიან უყვარდათ ერთმანეთიო ამას ანდროც კი ამბობდა... ამიტომ დავტოვე გიორგისთანო
_ახლა აღარ უყვართ?
_დედაჩემი ამბობს,რომ ქორწინდება ...
_ან გიორგი გამოვა ციხიდან და ქორწილი ჩაიშლება,როგორც ხუთი წლის წინ
_მაგ ჩაშლილი ქორწილის და კაცის სიკვდილამდე მიყვანის გამო ზის ციხეში თორემ მკვლელი და ქურდი არაა ...
_იქნებ უყვარს
_ისე ნუ მელაპარაკები როგორც რომანტიკოსი გოგო... კი არ უყვართ მაგათ ერთმანეთის წამება აქვთ გადაწყვეტილი და მეც შემიწირეს
_დედაშენი არ ჩამოდის? ბებია რომ ასეა...
_ფულს აგზავნის მომვლელისთვის და საჭირო ნივთებისთვის
_მერე?
_არ ვიყენებ ...
_შენ კი არ გაღარიბდი უბრალოდ მათ ფულს არ იყენებ ხომ?
_რამე მნიშვნელობა ააქვს?
_უფლისწული ხარ ისევ უბრალოდ ტახტზე უარი თქვი
_მე უფლისწულად სულ ვიგრძნობდი თავს... სხვებს ისეც არ ვგავარ_ წერა დაასრულა და ფურცლები ამობეჭდა_ცომაია შეგვიძლია გავუშვათ . დანიშნულებაც გავამზადე და გადახედეთ
_წამიკითხე და მოაწერე ხელი _ სავარძელს მიეყრდნო ისევ და უსმენდა . მერე მოაწერეო უთხრა და გაუშვა .

ისე მოხდა ,რომ გაწერილი პაციენტი კლინიკის შესასვლელთანვე გახდა ცუდად და უკან დააბრუნა ოჯახისწევრებმა . არსებული ქეისი მეორე დილის კონფერენციაზე უკვე ყველამ იცოდა და შესაბამისად სოფიოს მიმართულებით დიდი კრიტიკის ტალღა წავიდა. დუდა აპირებდა რაღაცის თქმას,რომ იგრძნო და ხელზე ხელი მოუჭირა
_მოდი გადავწყვიტოთ პაციენტებს მალე ვუშვებთ საწოლები რომ გათავისუფლდეს თუ ვიტოვებთ...ონკოლოგიური პაციენტი,ტერმინალურ სტადიაზე მყოფი ,მეტასტაზებით თითქმის ყველა ორგანოში ხუთი თვეც რომ დავიტოვოთ მერეც ნებისმიერ დროს შეიძლება ცუდად გახდეს არათუ ცუდად გახდეს გარდაიცვალოს კიდეც და ჩვენ რაზე ვკამათობთ რომ სტაბილური ანალიზების მიღების შემდეგ მე რომ გავწერე დანაშაული ჩავიდინე? ჩემთან რომ აგზავნით ყველა მსგავსი სიმძიმის პაციენტს იმიტომ მაქვს მე გრძელვადიანი სტაციონარიზაციის ეპიზოდები და სხვებს 4_5 საწოლდღე
_შენ რომ გისმინონ თავს სულ გაიმართლებ და მსგავსი რამ ჩვენ რომ დაგვმართოდა ციმბირში ჩვენი ხარჯებით გავიქცეოდით ისე ამოგვხდიდი აქ სულს _ირონიული ტონი ჰქონდა ხათუნას
_არც შემედარო_თქო რამდენი ხნის წინ გითხარი ჩვენო ხუმრობისმოყვარულო? _ იმდენად ქედმაღალი ჩანდა იმ დროს დუდას თვალები გაუფართოვდა. არ ელოდა მისგან მსგავს გამოვლინებებს_ ფაქტებს ავღნიშნავ მე და თავის მართლება დამნაშავეებისთვისაა. ონკოლოგები თერაპევტებისგან ნუ ელით დღეებდათვლილი პაციენტების გამოჯანმრთელებას... ექიმები ,რომლებსაც პაციენტი არ გიმართავთ ნუ მიკეთებთ საერთოდ კომენტარს
_კიდევ ვის არ გვაღიარებ ექიმად...
_ყველამ ჩვენ სფეროს მივხედოთ... ფულის საჭრელი დაზგა რომ მდომოდა სხვა სფეროს ავირჩევდი და ვიცხოვრებდი ამერიკული კვლევებიდან მიღებული დაფინანსებებით ,მომაკვდავი პაციენტების ხარჯზე
_სიტყვაში ვინ გაჯობებს
_ვერც ისე იკვეხნი და იმიტომ ვერ მელაპარეკები ყელმოღერებული_იმდენად არ ადარდებდა მათი აზრი პირდაპირ ეუბნებოდა სათქმელს
_გეყოფათ... მსგავსი შემთხვევები გაკვეთილი უნდა იყოს და მეტჯერ არ გავიმეოროთ _რეზიმ ქალების დამშვიდება სცადა. ხაჭვანს მხოლოდ გაეღიმა და შემდეგ პაციენტზე გადავიდა
_გახოკიასთან დაკავშირებით რას აპირებს კლინიკა მაინტერესებს...საკვლევი პაციენტია. დარწმუნებული არიან გინეკოლოგები რომ ონკოპაციენტია და საჭიროებს ღრმა კვლევებს შემდგომ მკურნალობის კურსის დასანიშნად და მე არ შემიძლია ანემიის დიაგნოზით მრტ და კტ კვლევები გავაკეთო ამაზე რას მეტყვით ? ვიცი ,მაგრამ განვმეორდეთ
_გაწერეთ სტაბილური ჰემოგლობინით კლინიკიდან და რეკომენდაციებში მიუთითეთ ონკო_გინეკოლოგთან კონსულტაცია
_და მე რომ 80 გ/დლ _მდე ავწევ ჰემოგლობინს და გაწერის დღეს ისევ სისხლდენა დაეწყოს შემდეგ ? იქნებ ვერ ვიწინასწარმეტყველო კლინიკის ეზოში დაეწყება თუ სახლში მისულს ორი დღის შემდეგ...მე ისიც მახსოვს სახლიდან რომ მოაბრუნეს პაციენტი და ორ საათში გარდაიცვალა ,გვარი როგორ იყო? ხაჟომია თუ ხოჟომია _ ქალი რომ არ ელოდა მაშინ თქვა თითქოს არ ახსოვდა და საბოლოოდ გააჩუმა ყველა_ მხოლოდ იმათ მესაუბრონ დღეიდან ვინაც გუშინ დაიწყო მუშაობა და ადამიანთან კი არა დაპროგრამებულ რობოტთან ჰქონდა კომუნიკაცია რომლისგანაც ზუსტად იცის რას მოელის ან ამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მორგებული არ იყო და ირეალურ სამყაროში ცხოვრობდა... ჩემი განყოფილების პაციენტები ამით დასრულდნენ შეგიძლიათ რეანიმაციაზე გადახვიდეთ . თქვენ როგორ ხართ მიშა? _ზოგჯერ ექიმს კი არა ადვოკატს ჰგავდა ახალ დამნაშავეს რომ ადგენდა და მეორე სასამართლოს გეგმავდა .
_ნუ ვარდები ... შენ ასე ექიმი ვერ გახდები. შევდომებიც ხდება მედიცინაში,სამწუხაროდ ესაა რეალობა . როგორი გამოცდილი და ჭკვიანიც არ უნდა იყო ვიღაცასთან შეიძლება რაღაც ვერ გათვალო ,ასეთი კი არა რაღაც ელემენტარული შეგეშალოს ,მაგრამ სულ უნდა იფიქრო,სულ დააკვირდე და ნებისმიერ მომენტში დაიწყო გამოსწორება. ისიც შეიძლება მოხდეს რომ ვერ გამოასწორო ,მაგრამ დანარჩენ პაციენტებზე უნდა იფიქრო. შეუძლებელია ათწლეულები უშეცდომოდ გაიარო ... მაშინ გაჩერდი და ახლავე დანებდი,იმიტომ რომ შეგეშალა და მაშინ მეც დაგემშვიდობები იმიტომ რომ გენდე,არ გადაგამოწმე და შეცდომის დაშვების უფლება მოგეცი
_რატომ არ აღიარე რომ შეცდომა დავუშვი მე ...
_ვისთან უნდა გეღიარებინა რომ შეგეშალა მათთან? აზრი? შენ უნდა იცოდე რომ შეგეშალა და შენვე აგო პასუხი საკუთარ თავთან ისე რომ არც მეორედ გაიმეორო და არც დეპრესიამ წაგიღოს და დანარჩენებთან უარესი გააკეთო. მოერგე რეალობას და წარსული ჭკუის სასწავლად გამოიყენე
_ან სხვების გასაჩუმებლად?
_დიახ...თითო შტერი ექიმი ყველა კლინიკას ჰყავს და ის შტერი გაგკიცხავს ზუსტად თორემ ვინც მუშაობს ის უშვებს შეცდომებსაც . ფურცლებზეც გაამახვილე ყურადღება ხომ ნახე ყველაფერს ეკირკიტებიან და ისტორიისთვის ბოლოს ეგ ფურცლებია მაინც მთავარი. ციხეზე გამავალი გზა ხელმოუწერელ დოკუმენტშია ან არასწორად დაწერილ კურსუსში
_და მე მავალებ ციხეზე გამავალი გზის გავლას?
_ჩემი მარჯვენა ხელი შენ ხარ ,დაგავიწყდა დუდა? შეგეშლება და ციხეში მომაკითხავ მეც პერედაჩებით ... მამაშენი როგორაა ,კახა ამბობდა რაღაც ჭირსო
_არაფერი,იჩხუბა და კრიტშია
_მერე ეგ არაფერია?
_ციხიდან ჯანმრთელი ვინმე გამოდის?
_ჩვენი პაციენტებიდან 30_მდე ყოფილი პატიმარია ... მამას რომ უბრაზდები იმ ქცევისთვის რომლის გამოც შეიძლება შენც მოხვდე ციხეში თავი დამნაშავე არ გგონია?
_მე მაგ დანაშაულით არ მოვხვდები იქ
_რატომ კაცს არ ცემ ისე რომ შეიძლება რეანიმაციამდე მივიდეს და მისმა ოჯახმა გიჩივლოს ?
_ყოფილი ცოლის ახალ კაცს არ ვცემ და მივცემ ყოფილს დარჩეს ყოფილი ,დიდი დისტანციით
_შენ დედაზე უფრო ბრაზობ თუ მასზე
_გააჩნია დღეს და თემას. ზოგჯერ ერთზე ზოგჯერ მეორეზე...ჩემ წინაშე ორივე დამნაშავეა და ვერავითარი სასჯელი გამოისყიდის მაგ დანაშაულს. ვერც იმ ნაცემი კაცისთვის ჩემი მიტანილი ფულების უკან დაბრუნება გამიბათილებს იმ წლების წამებას რაც ბიძაჩემის სიკვდილის პარალელურად ფულის შესაგროვებლად ვიწამე. რაც ეშმაკს ვებრძოლე რამე ისეთი რომ არ გამეკეთებინა მერე სულ რომ ვინანებდი. რაც ვითმინე და რაც ავიტანე ,რაც დავკარგე იმიტომ რომ მამაჩემმა ძმაკაცების სიცილი ვერ გადახარშა "ცოლი გითხოვდება შე ჩემა" ვერ გადაიტანა თორემ ქალი ქმარი რომ ერქვა მაშინაც არ აკლდა და უკვე აღარც უყვარდა ნათია . უბრალოდ ნათია უნდა ყოფილიყო სულ მარტო ის კი იცი ახლაც რატომ თხოვდება? ასე ამტკიცებს ,რომ მაგარი გოგოა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და შეუძლია ნულიდან დაიწყოს როგორც ქალმა. განა უყვარს და სიყვარულს ვერ მოერია ან ფული სჭირდება და იმიტომ თხოვდება _კიბეზე ჩადიოდნენ მეხუთედან პირველ სართულზე და ამ დროის განმავლობაში საუბრობდნენ. დუდა საფეხურებს უყურებდა თავდახრილი და თითქოს მშვიდი ჰქონდა ტონი,მაგრამ ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებიც კი დაეძარღვა დაძაბულობისგან და ხმაც არ ჰქონდა ჩვეულებრივ მსუბუქი . უცებ ხაჭვანი შეეხო მკლავზე , ხელი ჯიბიდან ინსტიქტურად ამოიღო და ქალის თითები მტევანზე გადავიდნენ
_შენ ხომ მშობლების და ხალხის მიუხედავად გააკეთებ იმას რაც გინდა და სწორი გგონია . ასე შეუძლია მშობელსაც დაივიწყოს შვილი,იეგოისტოს და დაუშვას შეცდომა . ნუ დაადანაშაულებ ისე ,რომ ორივეს დაკარგვამდე მიხვიდე თორემ მერე წლები რომ გავა და ერთ დღეს აღარ იქნებიან ყველა წუთი დაგენანება ... ის მომენტები გაგახსენდება ბედნიერმა რომ გაატარე მათთან და გაჩნდება უდიდესი უფსკრული ,დანაშაულის შეგრძნება არა მათი არამედ საკუთარი თავის წინაშე ... ნუ გაიმეტებ მათ კი არა,საკუთარ თავს ამ წყვდიადისთვის . ჩემი პაციენტია მაგ ციხის უფროსი,ვთხოვ და შეგახვედრებს ცოტა ხნით
_ვერ ვნახავ ...
_რატომ
_ბოლოს ისეთები ვუთხარი ახლა ვერ ვნახავ
_საერთოდ აღარ აპირებ შეხვედრას?
_ვაპირებ,მაგრამ ჯერ ვერ...შენ არ იცი მამაჩემი. სულ არ გაახარებს ახლა ჩემი მისვლა. კრიტში თუა ადვოკატის გარდა ვერც ნახავს ვინმე და არცაა ალბათ ცუდად
_გავარკვევ მაგას და გამონაკლისს დაუშვებენ...ექიმი ხარ ბოლოს და ბოლოს
_არ ვარ ჯერ ... იქნებ გადამიტრიალოს გონება ამ რეალობაში მოხვედრამ და მეც გადავიდე ბიზნესში სადაც უფრო მარტივი და შემოსავლიანი ცხოვრება მელის. ადამიანების ჯანმრთელობით გარისკვის ნაცვლად
_შენ ადამიანებს ეხმარები ... შენ გაქვს პოტენციალი იყო ძალიან კარგი ექიმი. ჩემზე ბევრად შედეგიანი და ამ კომპლიმენტს ისე ნუ მიიღებ. რა თქმა უნდა არჩევანი შენზეა ... ორივეც შეგიძლია სცადო როცა ლიცენზია გექნება ისე გადაანაწილო დრო და ბოლოს აირჩიო მშვიდი და მდიდარი ცხოვრება როცა აქაურობა თავად წაგიყვანს ავადმყოფის სტატუსისკენ
_შენ ?როდის მიხვალ ეხოსკოპიის გასაკეთებლად ნანასთან...
_გემუდარები ჩემი ქალური ჯანმრთელობა მაინც დააიგნორე ... გაიგო სამყარომ რომ ჩემი ყველა ამოსუნთქვა იცი უკვე . დამიტოვე რაღაც პირადული
_მე კი დავტოვებ ,მაგრამ შენი ჯანმრთელობა ითხოვს ყურადღებას. შენგან უყურადღებოდ დატოვებული მე მაინც გავიხსენებ სანამ გვიანი არ იქნება და მერე ახლადგათხოვილს არ მოგიწევს რეპროდუქტოლოგებთან სიარული მხოლოდ იმიტომ რომ არასწორად იკვებები,გძინავს,ცხოვრობ და კორტიზოლი მოგიღებს ბოლოს
_ზედმეტად მუქად მიხატავ მომავალს
_პირდაპირი ვარ ,ბევრი დრო არ გვაქვს რომ დაგარწმუნო შემოვლითი გზებით _ ინსტიქტურად დაიხარა ხელზე ჩაკიდებულ მის ხელს აკოცა და დერეფანში შესვლამდე მოშორდა _ შენი ჯანმრთელობა ყველაფერზე ძვირფასია
_მე ხომ არ დავიწყო ახალი საქმე
_არა , შენ ექიმობისთვის დაიბადე
_თეთრი ხალათი მიხდებოდა სულ _ იხუმრა და საკმაოდ ხმამაღლა გაიცინა. ძალიან ლამაზი იყო ამ დროს,დაწვრილებული თვალებით წითელტყჩსაცხიანი ტუჩებით სახეგანათებული
_სიცილი გიხდება ,ხმამაღალი საერთოდ დიდებულს გხდის
_თუ ღმერთი გწამს ... ხმამაღალი სიცილი საერთოდ არ მეკადრება
_ყველასთან არ ,ჩემთან კი ... აუცილებელიცაა შეუკავებელი ემოციები და ბუნებრიობა
_ისე ვერ ვიქნები შენი უფროსი ექიმი და ექიმობის მასწავლებელი?
_ვერ ... სწავლებას თავისუფლება უყვარს
_მე პირიქით ვიცოდი
_თუ დავფიქრდებით ისეა როგორც ვამბობ უნდა გიყვარდეს და იყო თავისუფალი
_სწავლებაში თუ სხვა ამბებში
_ერთ საქმეში და ერთ ცხოვრების ქალთან აუცილებელია
_თავისუფალი როდისღა ხარ თუ ერთი ქალი გყავს... მერე ბორკილდადებულივით რჩები მის ერთგულად ან ცდილობ გათავისუფლდე
_ეგ როცა არ გიყვარს...ის რომ გიყვარს და ეს სიყვარულიც გიყვარს
მერე თავისუფლდები ნებისმიერ ფრინველზე მეტად . ოდესმე შეგიყვარდები_ბა და მიხვდები ,მართალი ვარ _ ისეთი ხმა ჰქონდა გადაკეთებულ დაცდენილ სიტყვას ხაჭვანმა ყურადღებაც ვერ მიაქცია. მხოლოდ წინადადების შინაარსზე დაფიქრდა და წამით მოუნდა ისეთი სიყვარულუ რომ გაათავისუფლებდა მის სულს.

_დაურეკავ ციხის უფროსს? _ ორი დღის შემდეგ დილა ამ წინადადებით დაიწყო
_კარგად ხარ? _ მზერა გაუსწორა უცნაურად დათრგუნულს
_უნდა დაველაპარაკო,მჭირდება
_დალაპარაკება თუ მამაშენი გჭირდება რაიმე პრობლემა თუ არის
_ორივე ...
_ცუდი სიზმარი ნახე თუ ცუდი ხდება რამე
_სიზმარი რომ მენახა ცოტა ხნით მაინც უნდა დამეძინა ...
_მოდი ჯერ დამშვიდდი და მერე დავგეგმოთ შეხვედრა
_დაურეკე გთხოვ და კითხე როგორაა...დედამისმა დამირეკა,მე ისე ხშირად მივდივარ ბებიასთან და ბაბუასთან თითქმის არ მირეკავს. მესენჯერში წერა ისწავლა ორივემ და ისე მწერენ რომ არ მომაცდინონ და საღამოობით ძილის წინ მირეკავენ. ახლა დამირეკა და მითხრა ცუდადაა მგონი ,ადვოკატმა ვერ ნახაო
_გავარკვევ _ ნომერს ეძებდა , არ ახსოვდა როგორ ჰქონდა ჩაწერილი და ბოლოს იპოვნა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა კაცმა
_ქალბატონო სოფიო ,როგორ ბრძანდებით. რით შემიძლია გემსახუროთ ჩემო ძვრიფასო ექიმო _ საშუალო ასაკის კაცი იყო აშკარად ,დადებითი განწყობით მკურნალი ექიმის მიმართ
_ამჯერად პირად საკითხთან დაკავშირებით გაწუხებთ ... ზოგჯერ თქვენი ნაცნობებია ჩემთან ხანაც პირიქით ხდება,ჩემი ახლობლები ხვდებიან თქვენთან
_ცხოვრება ასეთია ... ვინ გაინტერესებთ მითხარით და გავარკვევ სადაა და რა ხდება
_გიორგი , ყიფო ყიფიანის ამჯამინდელი მდგომარეობა და მდებარეობა მაინტერესებს
_ძვირფასი ნაცნობი გყოლიათ სოფო ექიმო _პაუზის შემდეგ უთხრა კაცმა
_ნამდვილად ძვირფასია
_არ მითხრათ მიყვარსო თორემ გული გამისკდება
_ისე არ როგორც თქვენ იგულისხმეთ,ძვირფასი კი ნამდვილადაა
_ნახევარი საათის წინ გადაიყვანეს კლინიკაში ... კრიტში გონება დაკარგა. ჯერ არ ვიცით რა მიზეზით. მოკლედ ექიმების ხელშია ამ ეტაპზე და არა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ
_ადვოკატს აქვს ინფორმაცია ჯეერ?
_შევატყობინებთ ცოტა ხანში
_გონზე იყო რომ წაიყვანეს?
_ზედმეტ ინფორმაციას გაწვდით დროზე ადრე სოფო ექიმო ჩვენი ურთიერთპატივისცემის გამო_ დუდას სახე რომ დაინახა როგორ გადაფითრდა და მერე როგორ გაწითლდა ბრაზისგან წამსვე შებრუნდა ისე რომ ტელეფონთან წვდომა არ ჰქონოდა და თან პირზე ხელები ააფარა გაჩუმების ნიშნად
_დროებით ბატონო როსტომ . მოგვიანებით შეიძლება ისევ შეგაწუხოთ
_ვისურვებდი არ იყოს საჭირო,მაგრამ თუ რაიმეთი გემსახურებით ,სიამოვნებით მხოლოდ
_კონსულტაციაზე გელით,ორ თვეში გიწევთ ...
_ჩემი ცოლს უკვე ჩანიშნული აქვს დღე ... დროებით .

_ნაბიჭვრები... სისხლდენა აქვს ალბათ. ჩხუბის მერე ვინც ფეხზე დარჩა მდგომი ის პირდაპირ გამოკეტეს. ეგ კიდევ რომ კვდებოდეს თუ გაგიჟდა მერეც ვერ გააკავებ. იქნებ სცემეს კიდეც ვინ მეტყვის ახლა ... როგორ არ ვნახე ,როგორ არ ვნახე აქამდე _ თავზე მოიჭირა ხელები გაგიჟებულმა და ისე მოიკეცა თითქოს გულის ტკივილმა დაახრჩო
_ვნახავთ და გავიგებთ ყველაფერს...მიდი გამოიცვალე უცებ _კარი გადაკეტა. მისი ტანსაცმელი გამოალაგა და იქვე დაულაგა თვითონ კი კარადის კარს უკან დადგა და იქვე გაიხადა ფორმის ზედა . თან ტელეფონზე რეკავდა _ ჩემი პაციენტები ლიკამ მიიღოს დღეს . გავდივარ კლინიკიდან ,მოგვიანებით დავწერ ერთდღიან შვებულებას და ავუტან თეკოს. ქვემოთ ეკას ვტოვებ თუ რამე მეც გამოვალ . არაფერი,თუ რამე დამჭირდება დაგიკავშირდები . მადლობა რეზი _გაუთიშა და მერე ბიჭს გახედა აშკარად კრიზიდან ვერ გამოდიოდა. ღრმად სუნთქავდა და თავდახრილი მალავდა ამღვრეულ სისხლისფერ თვალებს _კარგად იქნება დუდა
_დავიღალე _ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა და მხარზე შუბლით დაეყრდნო
_ისუნთქე და გაივლის... მე აქ ვარ,შენთან _ ხელებს ბეჭებზე უსვამდა,თავზე და ზურგზეც .ხუთი წუთიც არ გასულა ალბათ ,მაგრამ სააუკუნეს ჰგავდა . სოფიას არ ახასიათებდა მსგავსი სენტიმენტები ,მაგრამ იმ მომენტში გრძნობდა მის ტკივილს და ტკიოდა. წამით შეახო ტუჩები ლოყაზე და მერე თავი ააწევინა _ ჩაიცვამ თუ ჩაგაცვა და წაგიყვანო
_არა ...არა ღმერთო ჩემო
_დალიე ეს _ ჩანთიდან დამამშვიდებელი ამოიღო ,ერთი აბი ხელისგულზე დაუდო და წყლის ჭიქაც მიაწოდა .
_არ მინდა . ხუთი წუთი მჭირდება,სხვა არაფერი _ გასწორდა, სოფიოს მკლავები შემოხვია და სახე მის ყელში ჩამალა _ხუთი წუთი, დაინიშნე _ქალზე ერთი თავით მაღალი იყო , განიერი მხარბეჭი ჰქონდა და თითქმის დაფარა მთლიანად . მოულოდნელობისგან გაშეშებული,სუნთქვაარეული იდგა და მოშორებასაც ვერ ახერხებდა სანამ ყიფიანმა არ გაზარდა მანძილი. შემდეგი ხუთი წუთის განმავლობაში ჩაიცვა , ხაჭვანი იდგა და უყურებდა როგორ იცვლიდა იმის ნაცვლად რომ გასვლა მოეფიქრებინა მერე კი უკან გაჰყვა .



№1 სტუმარი სტუმარი თამო

ეს ორი მიყვარს????.შენი ისტორიები ხომ საერთოდ მარიამ მათ სამყაროში ვმოგზაურობ სადაც ჩვენი გმირები

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

მგონი ცეცხლი აინთო და აწი იწყება თავდავიწყებაა,უკვე მიყვარს ეს ორი♥️♥️♥️♥️ გელოდები♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი nina

აუუუ. ეს რა თავი იყო. საოცრება. რა მოითმენს შემდეგ თავამდე. ძალიან მომწონს.

 


№4 სტუმარი ნესტან

საოცრება იყო ..

 


№5  offline წევრი T e T

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️❤️

 


ერთდროულად იყო სასიამოვნო და თან მძიმე თავი .
ცეცხლი ნელ-ნელა ღვივდება და ეს კარგია. ერთად ყოფნის დროს ის თავისუფლება მოაქვს ორივესთვის რასაც ეძებენ. სოფიო ნელ-ნელა უფრო თამამია დუდასთან და არც სამართლიანობას კარგავს როგორც ექიმი და როგორც პროფესიონალი. დუდა კი უფრო მეტს სწავლობს❤️
დუდას არც წარსული აქვს მარტივი და მომავალიც არ იქნება იოლი. წინ დიდი წინაღობა ელოდება საკუთარი თავის და იმ საერთო წარსულით რაც სოფიოს და დუდას ოჯახს აქვს. სოფიო ისევ საკუთარი სურვილით იმოქმედებს, მაგრამ დუდა რამდენად გადავა ზღავრს ეგ არის საკითხავი.
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤️
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მანანა

ეს ორი ხომ სასწაულუ მიზანდასახულები დუდა შემდგარი კაცი მაგრამ,სოფო ბაბუას ნათქვამმა დამაფიქრა
სოფოსაც დაეწყო თანთათან გულის ფანცქალი და მგონი მალე ძალიან ჯანსაღ მაგარ წყვილს ჩამოგვიყალიბებ
მადლობთ გაიხარეთ რომ ასეთი პერსონაჟები გყავს და გვაყვარებ ოქროს გოგო ხართ

 


№8 სტუმარი სტუმარი ლურჯი

სუნთქვა შემეკრაა, ამ ბიჭის ასეთი დაძაბული აურა ჯერ არ მიგრძვნია, საწყალი ანერვიულდა რა ქნას აბა. იმედია ყველაფერი მალე მოგვარდება…

ხო, კიდევ თხოვნა მაქვს, მირჩიეთ რომელიმე ისტორია საიტიდან. მარიამ შენი ყველა გადაზეპირებული მაქვს. :)

 


№9 სტუმარი სტუმარი ხათუნა

დიალოგების დედოფალი ხარ მარიამ.
კახა რა მართალი კაცია.
ველი შემდეგს

 


№10 სტუმარი სტუმარი სოფო

როდის იქნება შემდეგი მარიამო?????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent