შე'მიყვარდი (5)
_დავიღალე _ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა და მხარზე შუბლით დაეყრდნო _ისუნთქე და გაივლის... მე აქ ვარ,შენთან _ ხელებს ბეჭებზე უსვამდა,თავზე და ზურგზეც .ხუთი წუთიც არ გასულა ალბათ ,მაგრამ სააუკუნეს ჰგავდა . სოფიას არ ახასიათებდა მსგავსი სენტიმენტები ,მაგრამ იმ მომენტში გრძნობდა მის ტკივილს და ტკიოდა. წამით შეახო ტუჩები ლოყაზე და მერე თავი ააწევინა _ ჩაიცვამ თუ ჩაგაცვა და წაგიყვანო _არა ...არა ღმერთო ჩემო _დალიე ეს _ ჩანთიდან დამამშვიდებელი ამოიღო ,ერთი აბი ხელისგულზე დაუდო და წყლის ჭიქაც მიაწოდა . _არ მინდა . ხუთი წუთი მჭირდება,სხვა არაფერი _ გასწორდა, სოფიოს მკლავები შემოხვია და სახე მის ყელში ჩამალა _ხუთი წუთი, დაინიშნე _ქალზე ერთი თავით მაღალი იყო , განიერი მხარბეჭი ჰქონდა და თითქმის დაფარა მთლიანად . მოულოდნელობისგან გაშეშებული,სუნთქვაარეული იდგა და მოშორებასაც ვერ ახერხებდა სანამ ყიფიანმა არ გაზარდა მანძილი. შემდეგი ხუთი წუთის განმავლობაში ჩაიცვა , ხაჭვანი იდგა და უყურებდა როგორ იცვლიდა იმის ნაცვლად რომ გასვლა მოეფიქრებინა მერე კი უკან გაჰყვა . გზა საავადმყოფომდე საცობში , ტელეფონზე კომუნიაცია ექიმებთან და ძლივს რეანიმატოლოგამდეც მიაღწიეს. კლინიკის უფროსიც მათთან ერთად იყო და აღმოჩნდა ,რომ სოფიოზე უკეთ თავად დუდა ყიფშიძეს იცნობდა _რატომ არ დამირეკე ... საერთოდ არ ვიცოდი მამაშენი თუ გადმოიყვანეს _ხელი ჩამოართვა კაცმა და ისე მოწიწებით მიესალმა ხაჭვანს გონება გაეფანტა _რა მდგომარეობაა ზუსტად მინდა ვიცოდე _გაჩვენებ წამოდი და თან ვილაპარაკოთ ... კვლევები მიდის კიდევ . ჩხუბის შედეგია . ნეკნია გატეხილი,ფილტვი დააზიანა . ალბათ დაბეჟილობად მიიჩნიეს და ტკივილიც როგორღაც აიტანა . მსუბუქი შერყევაც აქვს ,ისეთი არაფერი ... მთავარი ფილტვია ახლა _ინტუბირებულია ? _ კარის გაღებამდე იკითხა და სოფიომ იგრძნო ისევ მისი ტკივილი _უარესი მდგომარეობიდანაც გამოგვიყვანია პაციენტები ... უბრალოდ დრო გვჭირდება. შენც ექიმი ხარ მგონი ხომ?სოფ ,ჩემი მარჯვენა ხელიაო არ მითხარი? სოფიო ისე არ აგიყვანდა _ექიმზე მეტია ეს ბიჭი ... სიცოცხლით ვარ ვალში მასთან მეც და მთელი ჩემი ოჯახიც მამუკა,გასაგებია ხო? _გასაგებია ყველაფერი ... ჩვენ ისეც არ ვიშურებთ ყურადღებას _ცალკეა ხომ? _ბადრაგები გარეთ არიან _ისინი ლაპრაკობდნენ დუდა კი ფერს კარგავდა მიუხედავად იმისა,რომ ურყევი სახით იდგა აშკარად გული მისდიოდა იმ გარემოში. ხაჭვანს ადრეც ჰქონდა შემჩნეული მისი რეანიმაციაში მოხვედრის შემდეგ ცვლილებები,უჩვეულო ფორიაქი და მალე გასვლის სურვილი დაჰყვებოდა მუდამ ,მაგრამ ამაზე არასდროს უსაუბრიათ. გული მოეწურა მარტო დარჩენის წამსვე რომ დაიხარა ,თავზე აკოცა და მერე ჩამუხლულმა ხელზე დაადო თავი . მაჯაზე რამდენჯერმე შეახო ტუჩები სანამ თითებზე თითებს უჭერდა და რაღაცას ჩუმად ეუბნებოდა . თავისთვის თუ მისთვის ამბობდა სოფიასთვის უცნობ სიტყვებს ან იქნებ ლოცულობდა , არავინ იცოდა. ყიფოზე ამბები სოფიოს ბევრი ჰქონდა მოსმენილი. ის არც დამნაშავე ყოფილა ოდესმე და არც ჩვეულებრივი კაცი, ჩვეულებრივი ცხოვრებით. სულ მართალი კაცის სახელი ჰქონდა და მუდამ ეხვეოდა გაუგებრობებში სრულიად უცნობი ადამიანის გამოც კი. კახაც კი პატივს სცემდა მიუხედავად იმისა,რომ ანდროს მუდამ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სიძესთან. ხშირად გაუგია როგორ იცავდა და ამართლებდა გარკვეულ შემთხვევებში კახა და ამის გამო ეკამათებოდა კიდეც მოხუც მეგობარს. უცნაური დღე მაშინ გახდა პირველ სართულზე ჩასულებს ყიფიანებთან ერთად ნათია გიგაური რომ დაუხვდათ ატირებული. ყოფილ დედამთილს ჩახუტებული რომ მოთქვამდა ჯერ და შემდეგ შვილისკენ გაიქცა. _აქ რა გინდა დედა _გავიგე თუ არა წამოვედი _როგორ გაიგე საერთოდ _ორი დღეა ვერ ვუკავშირდები და _ისე უკავშირდებოდი ? _ სიმწრის ჩაცინება ჰქონდა_ ქორწილს შემთხვევით ყიფოსთან ხომ არ გეგმავდი _როგორაა დე ... როგორაა მითხარი გავგიჟდები _ახლა გაგიჟდები? ცუდადაა ,მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არის...დაბრუნდება ჩვეულ ფორმაში და შეძლებს ისევ შენ გაბრუებას _მძიმეა ? რამდენად მძიმეა დუდა _ფილტვი აქვს გახვრეტილი...უფრო მარტივად არ ვიცი როგორ გითხრა. ნეკნი ჰქონდა გატეხილი ,მაგრამ ისეა მიჩვეული დაბეჟილ_დაბეგვილი სიარულს ბავშვობიდან ,რომ სანამ არ გაითიშა ვერც მიხვდა _შენ სხვანაირი ხარ თითქოს _მე მისნაირი ვარ ? მე არ მიცნობ თუ საყვარელ ყოფილს არ ვიცი ... _თქვენ ... კახას შვილიშვილი მგონი ხომ? სოფიო _ქალს არ გამორჩენია იქვე მდგომი ხაჭვანი _დიახ _მადლობა ყურადღებისთვის და ყველაფრისთვის რასაც დუდასთვის აკეთებთ _მე არაფერს ვაკეთებ,პირიქით დუდა მეხმარება ძალიან ... ყავას მოგიტან _ ინსტიქტურად შეეხო ხელზე და მერე ქალსაც გახედა_თქვენ რას მიირთმევთ ... იქნებ დასხდეთ ,დუდა ფერი არ ადევს _გაუვლის არაუშავს... არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი . არ შეწუხდე შენ _ბები ... ბე არ მაჩვენებენ . ერთს ვაკოცებ,ერთ სიტყვას ვეტყვი ბებო მის სუნს ვიგრძნობ და გამოვალ ჩემო სიცოცხლე გემუდარები რამენაირად . მანახეთ ჩემი შვილი ცოცხალი _კარგად იქნება შენ თავს გეფიცები ბე ... ცოტა მოითმინე და გაჩვენებ . სულ ცოტა ბე _ ქალი გულში ჩაიკრა და ხელებიც დაუკოცნა _ ჩემო სიყვარულო არ იტირო _ახალგაზრდა იყო ქალი ,აშკარად ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ და თან ისე გამოიყურებოდა მეუღლესთან შვილისგან განსხვავებით უკომფლიქტო ცხოვრება ექნებოდა_ ჩემი ხომ გჯერა,ტყუილს არ გეტყვი _ჩემო სიცოცხლე ის ერთი მყავს ბებო გიჟია,მაგრამ სამყაროს მირჩევნია... მოვკვდები ,მოვკვდები იმ წუთში _გეყოფა უკვე ამდენი მოთქმა. ორივეს გეყოთ ...შენ საერთოდ ასე თუ გედარდებოდა ჭკუიდან არ გადავიყვანდი და ვიღაც კაცთან პაემნებზე სიარულს არ დავიწყებდი ამხელა ქალი. ახლა რომ ქვითინებ ჩემი მაინც შეგრცხვეს და მოგერიდოს . გამეცალოს აქედან დუდა თორემ ისედაც არ ვარ ჩემ ჭკუაზე _ შალვა ყიფიანს აშკარად არ ჰქონდა მარტივი ხასიათი და არც ყოფილი რძლის მიმართ იყო დადებითად განწყობილი. _რამდენჯერ უნდა ვთქვა არაფერ შუაში ვიყავი და ყველაფერი ჭორების _საჭორაოდაც არ უნდა გაგეხადა თავი ნორმალურ ,ზრდასრულ და საზრიან ქალს . ჩემი შვილი ციხეში მოხვდა მაგ ამბების გამო და ახლა საერთოდ მიკვდება ხვდები ქალო რაშია საქმე ? _ ხმას აუწია და იმდენად ვერ აიტანა ეს ამბავიც გულზე მიიჭირა ხელი . მსგავსი ამბები სოფიოსთვის უცხო იყო იმდენად ჰარმონიული ოჯახი ჰყავდა. ან ქალები ქმნიდნენ ამ სიმშვიდეს თორემ მამა და ბაბუა ნამდვილად არ იყვნენ ზედმეტად ლოიალურები. შუაზე გახლეჩილი დუდას ადგილას რომ წარმოიდგინა თავი არ იცოდა რა გაეკეთებინა. _დედა ,გთხოვ _გარეთ ,მანქანაში ვიქნები _თავხედი დედაკაცი ... სანამ არ მიიყვანს კუბომდე იქამდე არ მოისვენებს . ანდროს რომ ვცემდი პატივს თორემ თავიდანვე რა სახლში შემოსაშვები იყო . ისიც იდიოტი, ქალი ვერ იპოვნა მეტი იმხელა ვირმა მაშინ და მერეც . არც მისკდება ეს გული რომ დავისვენო ,ღმერთო ნუ მომასწრებ ჩემი შვილის სიკვდილს ჯერ მე წამიყვანე რა მოხდება _დამშვიდდი ... ცოტა მოითმინე და დასტაბილურდება.რამდენიმე დღე დასჭირდება და მერე ნელ_ნელა კარგად იქნება _დარწმუნებული ხარ ? არ ხარ... გიცნობ . შენ მეც სულელი ხომ არ გგონივარ რას გიგავს თვალები და სახე . შენ ასე ტყუილად არ იქნებოდი _ვეჩხუბე და არ შევრიგებივარ ჯერ ამიტო ვნერვიულობ,მაგრამ რომ გაიღვიძებს უარესად ვეჩხუბები თვითონ რომ იქცევა 20 წლის ბიჭივით _რა ვქნა...რა გავაკეთო _დაელოდე და გამაგრდი . ცოლი გყავს მისახედი _იმ სულელს გახედე ცუდად არ გახდეს _ სკამზე იჯდა უკვე და ცოლს ეხვეოდა მერე რომ უთხრა _ დედაშენია დედაჩემი ხო არაა რას მიყურებ _მიყვარხარ ,მაგრად _ჯერ უყურებდათ ჩახუტებულებს და მერე უთხრა _მშობლები შტერები გყავს და ბებია_ბაბუები უნდა გიყვარდეს აბა რა გზაა სხვა . დალაგებულები ჩვენ ვართ... აცხონოს ანდრო ღერთმა ის ხომ მოინელეს და მე ვარ ახლა რიგში _გეყოფა,გემუდარები ... სოფიო უკან გაჰყვა და წინ გადაეღობა _მოკვდება ? _ექიმი არ ხარ ? მაგას ვინ გეტყვის დუდა _ციხეში მოხვდა ორივეს სისულელის გამო ...ახლა თურმე შერიგებულან და მე არაფერი ვიცი. შეიწირეს მშობლებიც, საკუთარი თავიც . ახლა საერთოდ რა მდგომარეობაში არიან და რისთვის _დაივიწყე ყველაფერი ახლა იფიქრე კარგზე და მერე მომავალი დალაგდება. შენ შვილი ხარ,ვერ ასწავლი ცხოვრებას მშობლებს და შეცდომების დაშვების უფლებას ვერ წაართმევ . გაიგეე _როგორც კი გაიღვიძებს ... როგორც უნდა ისე გამოვიდეს იქედან. ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი და ახლა კვდება . მაგათ საქმეში აღარასდროს ჩავერევი გეფიცები _გაიღვიძებს და კარგად იქნება ... მიდი დედასთან. მე აქვე ვიქნები,ტაძარში შევალ _ ყავის ჭიქები მიაჩეჩა და მარტო დატოვა. ხატის წინ იდგა სანთლით ხელში თავდახრილი დუდა რომ შევიდა ნათიასთან ერთად . _მაჩვენე გთხოოვ...გემუდარები შვილო _ნათია ნუ გამაგიჟებ მე გემუდარები მართლა ... დაშორდი ,ხოცავდით ერთმანეთს და შენ უფრო ეჩხუბებოდი ვიდრე ის. მერე საერთოდ ის ამბავი მოხდა ,ციხეში ჩასვეს კაცი ,შენი ძმა გარდაიცვალა და ცხოვრება თავზე დაგვენგრა . შენ შერიგება როდის მოახერხე _არ შევურიგდები შენ თუ არ გინდა ...მანახე უბრალოდ,უბრალოდ ვნახოო _მე არ მინდა? მე მშვიდად ყოფნა მინდა დედა მეტი არაფერი ... თქვენი შვილობა მინდა და არა მშობლობა _ ამოიოხრა ,სახეზე ხელები ჩამოისვა და თვალები დახუჭა _სასამართლოზე რასაც ყვებოდა რა იყო იქედან მართალი _ამის დრო არ არის ახლა _დედა რა იყო იქედან მართალი ... _ყველაფერი ... მე შტერმა უბრალოდ წავშალე რასაც მწერდა და მტკიცებულება არ მქონდა . მამაშენს უნახავს და იმიტო სჯეროდა ჩემი თორემ მეც მომკლავდა ხომ იცი . მაინც იმდენხანს გამიბრაზდა არაფერს რომ არ ვეუბნებოდი,მაგრამ თვითონაც დამნაშავე იყო . იმ დროს სულ არ მაქცევდა ყურადღებას და რომ ვთხოვდი საქმე მაქვს მოდი სახლში_თქო არ მოაღწია ჩემამდე ხანაც ისეთი მთვრალი იყო ან დაბოლილი და რა მომეყოლა. ასე გავიდა დრო _რატომ არ მითხარი აქამდე ... მე რომ ფული მივუტანე რატომ არ მითხარით ორივემ _გეუბნებოდი და არ იგებდი. დაინვალიდდა თქვენი სისულელის გამო კაციო . შენი ექიმური თუ არ ვიცი რა ხედვა გაქ ყველა და ყველაფერი რომ გეცოდება. ყველაფერი ჩემი ბრალია ,რომ ვერ მოვიშორე მარტომ და საერთოდ მამაშენს რომ დავშორდი. მეჩხუბა და ვყოფილიყავი მის გვერდით ,ან ე ამეტანა სულ სადღაც მყოფი სულს რომ ვხდიდი წუწუნით . ღმერთო გავგიჟდები ,შევიშლები გეფიცები რომ ვერ გადარჩეს მოვკვდები _არავინ მიყვება ქმარს კუბოში და ყოფილებს მითუმეტეს ნათია _ყველა გეცოდება და მე და მამაშენი რა გავხდით ასეთები _თვითონ ყვებით ბოლო შვიდ წელში რაც გადამატანინეთ და გადაიტანეთ მეტი რა გინდა დედა ... დაველაპარაკები კლინიკის დირექტორს და შეგიყვან _მერე ნინო ? ნინოს არ ანახებ დედა? ჯერ ნინოს ანახე ... იმ კაცს შვილი გადაურჩინე და ხუთი წუთი რომ შეგვიშვას პალატაში რა იქნება _შენ რა იცი ... ვინ გითხრა _ანამ მომიყვა პერედოზა ჰქონდა და მოკვდებოდა დუდა რომ არ ყოფილიყოო ... იმ გოგოს მამა არაა? _ეგ ამბავი გონებიდან ამოშალე და ანას კიდე ტვინიდან ამოვუშლი დამაცადოს _ყველაფერზე როგორ ბრაზობ დედა ასე როგორ დაემსგავსე მამაშენს _სხვისგან გაგეჩინე და სხვას დავემსგავსებოდი ... თაყვანისმცემლები გაკლდა ? _არ მინდოდა სხვასთან და სხვისგან ბავშვები თორემ გავაჩენდი _ქალი 43 წლის ხარ და რატომ ხარ ისევ 17 წლის გოგოსავით _აღარ ვარ ... ამდენმა ნერვიულობამ დამაბერა _უმამაჩემობამ ალბათ _ნუ მიგდებ მასხრად _ვთხოვდებიო იქედან არ მეძახდი? _მერე აარ უნდა გეკითხა ვის მიჰყვებიო?იქნებ იტალიელ მოხუცს მივყვებოდი _და მე გამეკავებინე?თოკით დამები თუ ჯაჭვებით ნეტავ ... რომ წახვედი და გადამაბიჯე მეც და ყველაფერს მაშინ უნდა გამეწყვიტა შენთან კონტაქტი ,მაგრამ მე ხომ მამაჩემს ვგავარ, ზედმეტად მიყვარხარ და ყველაფერს გპატიობ ბოლოს _სოფიოსი მაინც შეგრცხვეს ნახავს შენ ნამდვილ სახეს,როგორი ჯუჯღუნაც ხარ _ჩემ ადგილას რომ იყოს ზედაც არ შემოგხედავდათ არცერთს. დარწმუნებული ვარ _უფროსიც შენნაირი იპოვნე ? ამიტომ დაგიტოვა ალბათ თორემ შენ ისეთი რთული ხასიათი გაქვს ,საერთოდ როგორ შეძლო სხვის დაქვემდებარებაში ყოფნა მიკვირს _ჩემზე ჭკვიანურს თუ მეუბნება ვინმე როდის არ ვჩერდები და სულელებს რა უნდა დავუჯერო _ თვალებიდან ცეცხლს ისროდა უკვე. სოფიო მის გვერდით მიაბიჯებდა და სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა მოსმენილის გადახარშვას ცდილობდა ჯერ _ასეთი კომუნიკაცია თუ გექნებოდათ არ მეგონა... უფროსები სამსახურიდანაც არ ათავისუფლებენ არათუ თან მიჰყვებიან და ამხნევებენ . უფროსი მეგობრის როლიც გაქვთ მგონი ჩემი დუდასთვის და მიხარია _დუდა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია ... არა მხოლოდ თანამშრომელი ან მეგობარი რომლის მიმართაც დედური ინსტიქტი ჩამერთვებოდა . ალბათ მართლა ვგავარ ხასიათით ,უფრო მკაცრიც ვარ და პატიების უნარიც არ გამაჩნია . ამიტომ იგებს და იტანს ჩემთან ყოველ დღე მუშაობას _აუტანელი შენ არაფერი გაქვს ... სხვებზე რასაც ვერ ვიტყვი . ავალ დაველალარაკები და მოგწერ ამოიყვანე მერე რა _კარგი ... რამდენიმე წუთის შემდეგ სამივე აიყვანა რეანიმაციაში. მორიგეობით შევიდნენ პაციენტთან და სულ ბოლოს ნათია დარჩა . რაღაცას ეჩურჩულებოდა, მერე მთელი სახე დაუკოცნა , თავი დახარა და ხელზე დაეყრდნო. მტევანზეც აკოცა და შემდეგ რომ გასწორდა წონასწორობადაკარგული იქვე ჩაიკეცებოდა ექთანს რომ არ შეეშველებინა ხელი. _სახლში მიგიყვან ... რომ შეიცვლება რამე ისევ გაჩვენებ _ არც უკითხავს ისე ჩასვა მანქანაში ყველანი და სახლებში დაარიგა . _დუდა იცოდე _დაგირეკავ ... დედა ნახო სჯობს ,მოენატრე უსაშველოდ _ვრჩები... აღარ წავალ _ეგ უთხარი რომ ჩაეხუტები მაშინვე _მადლობა სოფიო კიდევ ერთხელ_ მანქანიდაან გადასვლამდე უთხრა ქალს და მერე კორპუსისკენ დაიძრა. _როგორ ხარ _ცუდად ... ერთი სული მაქვს როდის გამოჯანმრთელდება ორივეს რომ ვეჩხუბო ამ თამაშისთვის . თურმე შერიგდნენ და მე არ ვიცი . ასეთი უპასუხისმგებლოები როგორ არიან არ ვიცი და მამაჩემს რომ ჰკითხო ყველაზე სწორი კაცია... ჩემთან ეშლება ყველაზე მეტი ყოველთვის _ გაბრაზებული თუ იქნები ტკივილი არ გაგინელდება _ მხარზე შეახო თითები გამხნევების ნიშნად _კარგად იქნება _ეგ მხოლოდ ღმერთმა იცის...სახლში დაგტოვო თუ კლინიკაში გაგიყვანო _შენთან ერთად ვიქნები დღეს _კარგად ვიქნები...ბავშვი კი გგონივარ,მაგრამ უარესებიც გადამიტანია მარტოს _ახლა მარტო არ ხარ _მადლობა _ თავი შეაბრუნა,ხელზე აკოცა და მერე განაგრძო გზა ლოდინით სავსე წუთებისკენ. გიორგი ყიფიანი მარტივად დანებებას არ აპირებდა. რამდენიმე დღეში მდგომარეობა საბოლოოდ გაუმჯობესდდა და რეინტუბაციაც წარმატებით განხორციელდა. გამოფხილდა და ამჯერზე გაესაუბრა კიდეც _არ გეშვები ხომ ხედავ ... ისევ გადავრჩი _არ მოიხსნა _ ჟანგბადის ნიღბის მოშორებას ცდილობდა რომ გააჩერა_ამჯერად მძიმედ ხარ და დაუჯერე ყველაფერი ექიმებს _ნათიამ გაიგო? _გარეთაა ... _ჩამოვიდა? _შეშლილები ხართ... _შემოაშვებინე რა _აუცილებლად _დუდა _ხო _ გაჩერდა და მზერა გაუსწორა _საუკეთესო ხარ _ვიცი ოჯახისეწვრებს მოეხვია. ექიმთან დატოვა ყველანი და წავიდა . სამსახურში დაბრუნდა ერთ კვირიანი შვებულების შემდეგ თავზე დაადგა სოფიოს ,რომელსაც თავზე ეყარა საქმეები და პაციენტების რიგი ჰქონდა კაბინეტთან _დღემშვიდობისა სოფიო ექიმო _ კარი ზურგს უკან მიხურა და ქალს მიესალმა _აქ რა გინდა _გაიღვიძა... კარგად იქნება . გადავაბარე დედას ,მამას და საყვარელ მეუღლეს მე კი დაგიბრუნდით თქვენ და საქმეებს _დამშვიდდი ? _საიდან დავიწყო თუ მეტყვით _გამოიცვალე და განყოფილებაში შემოვლაზე წადი. აქედან ვერ გამოვაღწიე არ ვიცი იქ რა ხდება. გასაწერი მყავს გიგანი და ოთხოზორია თუ მოახერხებ გადახედე ანალიზებს, ფ100 გამიმზადე _ყველაფერი მზად მექნება მალევე _დუდაა _ჰო _რამე ხომ არ გჭირდება _არაფერი მუშაობის გარდა სოფიოს კარგად ესმოდა მისი. ისიც ასე საქმეზე გადაერთვებოდა ხოლმე სულგადაღლილობის შემდეგ და განტვირთვას ახდენდა როგორი პარადოქსულიც არ უნდა ყოფილიყო ამ თვისებითაც ჰგავდნენ ერთმანეთს. _დუდააა ჩვენმა ლოცვამ გაჭრა და დაგვიბრუბდი მხსნელად? _დუდა ექიმო აქედან აღარ გაგიშვებთ ... გვეგონა ცოცხლად შეგვჭამდა ისე დაგვცოფა ყველა _დუდა ექიმოოო _ექთნები შეეგებდნენ და გამხიარულებულები დაფუსფუსებდნენ ირგვლივ. ყველაფერი გაიგო რაც ერთი კვირის განმავლობაში მოხდა. გეგმაც ჩამოწერა საქმეების და ჩაერთო სამზადისში. _რეზი ჩამოვა შემოვლაზე და არაფერი იყოს უადგილოდ _რა შემოვლა აქვს ამ დროს _ექთნებმა ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით შეხვედრა ითხოვეს ... რა თქმა უნდა არ აპირებენ სამაგიეროდ შეცდომების პოვნას ეცდება და არ უნდა ვათქმევინოთ არაფერი. იმათ კიდევ მხოლოდ ლაქლაქი გამოსდით რამხელა ხმაზე ლაპარაკობენ ახლა უსმინე _ კაბინეტშიც აღწევდა მათი ხმა და მართლაც ხმამაღლა საუბრობდნენ ,მაგრსმ სოფიო ზედმეტად გაღიზიანებული იყო _ყავას მოგიტან და კრუასანს _არ მინდა...ტკივილგამაყუჩებელი მინდა _თავი მაგიდაზე დადო მერე წამოდგა და დივანზე წამოწვა _რა მოგიტანო _ნემსის გაკეთება იმედია იცი ... თუ არავინაა ამბულატორიული პაციენტი კარიც გადაკეტე რომ შემოხვალ _ მუცელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები ,მუხლები მოკეცა და ემბრიონის ფორმაში იწვა ბოლოს. _ეხოსკოპია რომ გაიკეთოთ არა? და გინეკოლოგთან ვიზიტზე მიხვიდეთ _იქნებ ვიცი უკვე დიაგნოზი _არ მეტყვით _გამოიცანი _ენდომეტრიოზი... _ეგეც _ჯერ ელოდა როდის გაამზადებდა წამალს გასაკეთებლად მერე მუცელზე დაწვა და ერთ მხარეს დასწია შარვალი _სულ ლურჯი ხარ ...ამდენი ნემსის გაკეთება როდის. მოასწარით _ამ ოთხ დღეში _მეორე მხარეს გავაკეთებ _ამდენს ელაპარაკები ყველა პაციენტს? _ არც გამოძრავებულა . ხელები წინ ჰქონდა მოკეცილი და შუბლით ეყრდნობოდა მკლავებს _მეძინება ...წუხელ მორიგე ვიყავი. ნელი ავადაა და მისი მორიგეობები ვერავის მივეცი . ამაღამაც აქ უნდა დავრჩე _თვალები დახუჭა და ისე განაგრძო ლაპარაკი თითქოს საჯდომი ნახევრად მოშიშვლებული არ ჰქონდა . დუდამ გაუსწორა ბოლოს შარვალი და პლედი რომ დააფარა მაშინაც არ გაუწევია წინააღმდეგობა _სიმშვიდეა ... ნახევარი საათით დაიძინე . მივხედავ ყველაფერს _მგონი ვირუსიც მაქვს ... _სიცხე გაქვს ? _ შუბლზე და მერე ლოყაზე მიადო ხელი _ ნაწილ_ნაწილ რატომ მეუბნები ჩივილებს _რომელი პაციენტი გეუბნება ყველაფერს ...მკითხე და გიპასუხებ _როდის მოასწარი ყველაფერი ერთად _ვახერხებ ხოლმე _თვალებს ვერ ახელდა ისე ლაპარაკობდა. პლედი ყელამდე აიტანა ,კანკალებდა იქამდე სანამ დუდა ჩაით სავსე ფინჯნით არ ჩამოუჯდა და ყლუპ_ყლუპობით არ დაალევინა მთლიანად . საჭმელიც მიუტანა,აჭამა და პარალელურად პაციენტებთან გადიოდა. _უკეთ ხარ ? _კი ... რამდენ ხანს მეძინა _ექვსია უკვე _ცარიელია ყველა დარბაზი? _კი ... სტერილიზაციას დაასრულებს აპარატი და ოსმოსსაც გავთიშავ _ყველანი წავიდნენ და შენ დარჩი? _მორიგე ვარო ხომ თქვი ... დავრჩები მეც _მთელი კვირაა ისედაც საავადმყოფოში ხარ და არ დაგისვენია. წადი სახლში... მე კარგად ვარ უკვე,გმადლობ ამ ორი საათისთვის _რაღაცები შევუკვეთე ვივახშმოთ აქვე და მერე ავიდეთ ინტენსიურში _ არც მოუსმინა ტელეფონზე ურეკავდა კურიერი. გავიდა და მალევე დაბრუნდა პარკებით _ვჭამოთ სანამ ცხელია _ ორ წუთში გაამზადა ყველაფერი _ისე მანებივრებ შენ რომ წახვალ შემცვლელის პოვნა გამაგიჟებს ... _ჩაიც დალიე _ კიდევ ერთი სავსე ჭიქა მიაწოდა სახედამანჭულს _ბებიაჩემს მაგონებ გაციების დროს რომ მალევინებდა ჩაის იქამდე სანამ ორთქლს არ გამოვუშვებდი _წუწუნა პაციენტი ხარ _როგორაა მამა ,დაუკავშირდი ? _კარგად არიან ... ყველანი _ისევ ჯიუტობ _თითქოს შენ ჩემ ადგილას სხვანაირად მოიქცეოდი _არ ვიცი... ჩემები არასდროს კამათობენ. თითქოს მართლა ერთმანეთის ნახევრები არიან ისე ესმით ერთმანეთის. მამაჩემის რთულ ხასიათს დედაჩემი აბალანსებს და დედაჩემის ისტერიკებს მამაჩემი ახშობს მხოლოდ. მე რას გავაკეთებდი შენს ადგილას არ ვიცი არც ის ვიცი ასეთი ვიქნებოდი თუ არ. მე ვერაფერს შევძლებდი მათი მხარდაჭერა რომ არ მქონოდა...ცხოვრებაში არაფერზე მიფიქრია სწავლის და მუშაობის გარდა. _მეც არ მეფიქრებოდა 19 წლამდე არაფერზე იმის გარდა რაც მე მინდოდა ,მომწონდა და მომესურვებოდა ... მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა . როგორც აღმოჩნდა ყველაფერი არც ვიცოდი _ორივეს უნდა მოუსმინო...ხალხი ისედაც ესვრის ქვებს შერიგების შემდეგ და შენი მხარდაჭერა დასჭირდებათ . ისედაც ბევრი პრობლემა ექნებათ ,გაუჭირდებათ ისევ ერთად გაგრძელება _ნუ ცდილობ მანიპულაცია მოახდინო... მივიღე მე ჩემი გადაწყვეტილება _მაინც რა გადაწყვიტე _მივხედო საკუთარ ცხოვრებას... ბარგს ჩავალაგებ ხვალვე და ცალკე გადავალ _დამოუკიდებლობა ისეც გაქვს გაქცევის გარეშეც _რატომ მეწინააღმდეგები ... ბავშვი ვარ და სჯობს სახლში დავრჩე? _არა ... მონატრება გატკენს და ცოდო ხარ _შენ გეტკინა და იმიტომ რჩები ხშირად სახლში და არა ბინაში მარტო? _მე მანძილის გამო ვარ ცალკე თორემ სახლიდან წამოსვლა არასდროს მინდოდა. დედას ნებიერა ვარ _ ისე საყვარელი იყო ბოლი სიტყვები რომ თქვა დუდას ხმით გაეცინა _ რაა _ეგ არავისთან თქვა გთხოოვ _რატომ სირცხვილია? თუ ჩემი ასაკის ქალს არ შეუძლია იყოს _უსაყვარლესი ხარ _ თვალებში უყურებდა რომ უთხრა მერე მიიწია და ლოყაზე ხმაურით აკოცა_გეფიცები _ზოგჯერ ივიწყებ ვინ ხარ შენ და ვინ ვარ მე ! _სულ მახსოვს თორემ დამიჯერე ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა _ მშვიდად უთხრა და მზერა მის ტუჩებზე გაექცა _და იქნებ ასეც სჯობდეს _ზღვარს გადალახავ და ყველაფერი დაინგრევა _მე რომ ზღვარს გადავლახავ ნგრევისთვისაც მზად ვიქნები და ახლის შენებისთვისაც _ანუ რჩები ? _ ყველაფერი რომ მიალაგეს და ზემოთ ასასვლელად მოემზადნენ ისევ ჰკითხა _რამდენი პაციენტი გვყავს სუულ? _ვნახოთ რომ ავალთ ... სესილიაცაა დღეს _მერე? _რაღა მერე გოგო ალისფერი ხდება შენ რომ გხედავს ისე კი ვერაფერი აჩერებს და აბნევს _აჭარბებთ _უყვარხარ და რატომ არ დგამ ნაბიჯს არ ვიცი ... მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ _კოლეგიალური და არა სასიყვარულო _და რატომ არ ... ჭკვიანია,ლამაზი და _სხვა მიყვარს უკვე დიდი ხანია და იმდენად ძლიერად რომ ვერავინ გადაფარავს . აღარასდროს მესაუბრო ვინმეს სიყვარულზე _ასე კატეგორიულად? არ მეტყვი ვინ არის? _მე არ გეკითხები ყოფილ და ახლანდელ კაცებზე _ რა უნდა მკითხო და რა უნდა გიპასუხო არ მყავს კაცი _გინეკოლოგს მაინც დაუჯერეთ ქალბატონო სოფიო და იპოვნეთ დროულად სასურველი კაცი _ კიბის ავლისას უთხრა ,ზედმეტად ახლოს იყო და თვალებში უყურებდა იქამდე სანამ კარი არ შეაღო და განყოფილებაში არ შევიდა. ორივე იცვლიდა ფერს მუშაობისას. სესილია ჯერ შეუსვენებლად აცნობდა პაციენტებს მერე დუდა გამოჩნდა და ლაპარაკიც აერია ,გონებაც გაეფანტა და მზერაც მისკენ ჰქონდა მიმართული _ანემიაა თუ პნევმონია ვეღარ გავიგე _ისა ... ჯოხაძე ანემია და სისხლი შეთავსებაზე გაგზავნილია მოიტანენ მალე _სესილია შენ რეზიდენტი ხარ ხომ უკვე _არაა... მე წელს ვასრულებ. უფრო სწორად დავასრულე და სადიპლომო მექნება მალე _დუდასაც ახლა აქვს სადიპლომო...ანუ ერთდროულად იქნებით დიპლომირებული მედიკოსები. შენ რაზე აგრძელებ? _თერაპია მინდა ძალიან _ჩემთან მუშაობით თუ იქნები დაინტერესებული მორიგეობების გარდაც ... ვეძებ შრომისმოყვარე და ჭკვიან კადრს რომელიც დუდას ჩაანაცვლებს _დუდა მიდის ? _ წამსვე მიუბრუნდა ბიჭს ,რომელიც ისტორიებს ალაგებდა_რატომ? _არსად მიდის ჯერ...თერაპია არ უნდა და სანამ წავა იქამდე მინდა მყავდეს მზად მისი შემცვლელი _მე ახლახანს დავიწყე მუშაობა და ჯერ _თუ დაინტერესდდები და არ შეგეშინდება ჩემთან მუშაობის მეც გასწავლი და დუდაც დაგეხმარება _ორივე ერთად ვიქნებით ანუ? თუ გრაფიკს შევათანხმებთ და _იმდენი საქმე მაქვს ერთად დამჭირდებით ორივე... ჰემოდიალიზის ამბებშიც გაგარკვევთ ბონუსად. მე გასტროენტეროლოგიც ვარ და ჩვენთან საერთოდ მრავალპროფილური პაციენტები გვყავს ... დუდა ხომ ასეა ? _შენთან მუშაობას ვერ შეძლებს ... ტყუილად ელაპარაკები _ ისეთი უხეში იყო სოფიოც კი გაკვირვებული დარჩა სესილიას კი თვალები აემღვრა ემოციებისგან _მხოლოდ მაღალი ქულები და მოწესრიგებულობა არ გკმარა შენ _საიდან დაასკვენი რომ ვერ შეძლებს _შენ ვერ გაგიქაჩავს თორემ ისე ბევრ რამეს შეძლებს ... მე კი არაფრის სწავლების დრო და სურვილი არ მაქვს . ყველამ ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს _იქნებ წასვლა არ გინდა და იმიტომ_ძლივს ამოილუღლუღა გოგომ _შენთვის ადგილის წართმევა აზრადაც არ _შეგიძლია სცადო სესილია ...ხვალ დილის შვიდის ნახევრიდან გელით _ისე გაუღიმა ნებისმიერს მოულბობდა გულს _რომელზე ? _შვიდის ნახევარზე _დამცინი? _როგორ გეკადრება ... კარგად დაფიქრდი რამდენად გიღირს საკუთარი ცხოვრების სასწორზე დადება ,ძვირფასო სესილია _ ბოლო წინადადება ისე უთხრა თითქოს ეფლირტავებოდა კიდეც. თვალების ციმციმით,ღიმილითა და დამტკბარი ტონით თავბრუდაახვია ისედაც რეტდასხმულს _ რა გააკეთე ახლა ამიხსნი?_ საორდინატოროს კარი ლამის ჩამოვარდა ისე მიიჯახუნა _შენ რად გინდა სესილია განყოფილებაში ამიხსნი? მე რას ვერ ვაკეთებ საკმარისად ...ადრე საერთოდ არ გინდოდა უმცროსი ექიმი და დამხმარეს არ ვსაჭიროებო და ახლა ერთი საკმარისი არ ვარ და მეორე გინდა?თუ გართობა გადაწყვიტე და გინდა იქ დამისვა ის ბავშვი _ბავშვი არაა... 22 წლისაა და შენზე სულ რაღაც 3 წლით პატარაა _ასაკი არ განსაზღვრავს ზრდასრულობას ... ვიღაცები სულ ბავშვები არიან _შენ მგონი გებრალება ჩემი რეჟიმისთვის და ზრუნავ მასზე _რატომ მიკერავ ამბავს ისე თითქოს მომწონდეს ,მიყვარდეს და მედარდებოდეს _ვერ გაუქაჩავო რატომ უთხარი ... ასეთ რა წნეხში მყავხარ ნეტავ რომ არ ვიცი და არც მეუბნები. ვერ მიბედავ თქმას ? _რას გაგიქაჩავს დილის ექვსი საათიდან გაღვიძებას , ორ განყოფილებაში მუშაობის პარალელურად ამბულატორიული პაციენტების მიღებას, ისტორიების წერას ასევე ორ განყოფილებაში,ათას დოკუმენტწარმოებას,ათიათას გართულებას . შენ ხასიათზე აღარაფერს ვამბობ ... სესილია ტირილით უნდა მოკვდეს შენ ერთ დაყვირებაზე ან საყვედურზე. ლამის თავზე გადამახიე რამდენჯერ დოკუმენტი და ეგ რომ უთხრა ხომ შეეშვა საერთოდ მუშაობას. 15000 ნაბიჯს გავდივარ მეტს თუ არ ... ნებისმიერ წამს შეიძლება სადღაც გამიშვა , პატარა ბავშვს რომ გაგზავნი მეზობელთან ზუსტად ისე . შენთვის ეს ყველაფერი ნორმალურია იმიტომ რომ ამ რეჟიმით ცხოვრობ და კი განსაკუთრებულს არაფერს მავალებ,მაგრამ ის ვერ გაგიძლებს _პირდაპირ რომ გეთქვა მეცოდება შენთან მუშაობისთვისო არა? _არ მეცოდება,უბრალოდ ვერ შედგება თქვენი დუეტი... _იქნებ უბრალოდ არ გინდა შენთან იმუშაოს _სულერთია ჩემთვის... მისთვის კი ნამდვილად არ იქნება მარტივი _იმდენად იდეალური ხარ ახლოს რომ ეყოლები უფრო შეუყვარდები? _ ცინიკური ჰქონდა ტონი ,მაგრამ ბრაზი ემჩნეოდა მაინც ხმაში _მოდი ჩამოყალიბდი გინდა რომ მომწონდეს თუ არ _ საერთოდ რა ჩემი საქმეა ... შეყვარებული წყვილი და გონებაგაფანტულობა ნამდვილად არ მჭირდება განყოფილებაში _ნამდვილად _რა ნამდვილად _არც შენ გეხება და არც გჭირდება ჩემი შეყვარებული ახლოს გყავდეს _თითქოს უფრო მარტივი რეჟიმია რომელიმე განყოფილებაში,უკეთესი ანაზღაურებით და მეტი პატივისცემით _და ვინ თქვა რომ არის? უბრალოდ რეჟიმს მაინც შეარჩევს ადამიანი სხვაგან . მორიგეობას აიღებს და ეცოდინება რომელ დღეს დაისვენებს შენ კი არასდროს ისვენებ _არ მაქვს უკეთესი საქმე ,რომელსაც გავაკეთებ _არ ცდილობ რომ გქონდეს...სამყარო არ ჩამოინგრევა თუ დაისვენებ ზოგჯერ და მეტჯერ ჩემ პირად ცხოვრებაში ნუ ჩაერევი,ნურც გართობას გადაწყვეტ და კარსად ნუ მოიჯახუნებ ასე გაბრაზებული თითქოს მე მქონდეს შეცდომა დაშვებული _აბა მე შემეშაალა? _არა? რომ ეპატიჟებოდი რას ფიქრობდი _რომ წახვალ რას ფიქრობ ორ დღეში ვინ ვიპოვნო ... _არ მივდივარ ჯერ და სანამ წავალ დაგიტოვებ შესაფერის კანდიდატს _იმედია ისეთს არ მომიყვან შენსავით ჩხუბი რომ გამიბედოს და დაივიწყოს ვინ ვარ _შენ გგონია ეს ჩხუბი იყო? _არ იყო ?ახლაც ხმამაღლა ლაპარაკობ _გამაცოფე და იმიტომ ... ჩხუბი სხვანაირი ვიცი ,შენ ვერასდროს გამოცდი საკუთარ თავზე . სამყარო რომ ამოტრიალდეს მაინც _დარწმუნებული არ ვარ _თუ ჩხუბი გგონია რატომ არ მპასუხობ _ უცებ შეყოვნდა და ისტორიებთან დაჯდომის ნაცვლად მისკენ გაიხედა ისევ _მეც რომ გიპასუხო მერე ვეღარ ვითანამშრომლებთ ... _ისეთი მშვიდი გახდა მომენტალურად თითქოს მთელი ეს დრო ამ მომენტს ელოდა ,როგორ გამოიყვანდა მწყობრიდან დუდას და ვერ გამოუვიდოდა _ სესილია მომწონს ძალიან ,ჭკვიანი გოგოა ... კარგახნისწინ ვესაუბრე მაკას . აქედან რომ წავა თან წაიყვანს, ოფიციალური კადრი ექნებათ თან უმცროსი ექიმის _ დივანზე იჯდა ,თავი უკან გადასწია და ფეხი ფეხზე გადაიდო _ამდენხანს დრო რისთვის დამაკარგვინე გაინტერესებდა რას ვიტყოდი ? _მაინტერესებდა გამიწევდი რეკომენდაციას როგორც უფროსს თუ არა ... უგემოვნოც აღმოჩნდი ისეთ გოგოზე ამბობ უარს _შენ რომ იცოდე ვინ მიყვარს ჩემ გემოვნებაზე სიტყვას არ დაძრავდი ... სესილია ნამდვილად კარგი გოგონაა ჩემი მოწონების გარეშეც. უბრალოდ როგორც შენ ვერ გაგიქაჩავს სამსახურში ისე ვერ ვიქნებით მე და ის ურთიერთობაში. მეტჯერ თუ არ მომიწყობ მსგავს პროვოკაციას მადლიერი ვიქნები _და თუ უეცრად მომინდება მერე რა მოხდება? _გააჩნია რა სიტუაციას როგორს მომაწვდი _ კომპიუტერი ჩართო ,ანალიზების ბეჭდვა დაიწყო და თან ლაპარაკობდა. ისეთი გაბრაზებული იყო თავს როგორ იკავებდა ძალიან უკვირდა სოფიოს,ბოლოს ხალისობდა კიდეც _ისევ გტკივა თუ გაიარა ამ წარმოდგენის შემდეგ _უფრო გამაყუჩებლის ეფექტი მგონია ... რას წერ _მიღების ეპიკრიზს _ანამნეზი შეკრიბე თუ დაგეზარა და პირდაპირ აკოპირებ _ჩემი გაშვება გინდა და მიზეზს ეძებ თუ რა გჭირს დღეს ... როდის ვაკოპირებდი სხვის ნაწერს. პირველი ეგ არ მასწავლე თვითონ ესაუბრე პაციენტს ყოველთვის იქნება რაღაც ინფორმაცია რომლის თქმაც დაავიწყდა ან მიმღების ექიმს გამორჩაო? _ბევრისთვის მითქვამს,მაგრამ არ გაუთვალისწინებია და მარტივი გზა აურჩევია _მე რატომ მომახვედრე მაგ სიაში _ კლავიატურის ხმა აგიჟებდა უკვე სოფიოს. ზანტად წამოდგა,მეორე კომპიუტერთან დაჯდა და დარჩენილი კონსულტაციების წერას შეუდგა...ექთნის პირველ გამოჩენამდე რომელიც პაციენტის დამძიმებულ ან შეცვლილ მდგომარეობაზე მიუთითებდა. დუდა მაშინვე წავიდა და ისიც უკან მიჰყვა. რატომ ეგონა ,რომ მშვიდი ღამე ექნებოდათ ვერ გეტყვით. დამძიმებული პაციენტი,არასტაბილური ჰემოდინამიკა , რეანიმატოლოგის გამოძახებამდე მისული მდგომარეობა და ბოლოს გზა რეანიმაციამდე. _საერთოდ რატომ მყავდა თერაპიაში ასეთი პაციენტი ვინმე მეტყვის? სტაბილურია... ეს იყო სტაბილური? ახლაც არ უნდოდა გადაყვანა ელოდა გულს როდის გააჩერებდა _რასაც ვერ ცვლი იმაზე ნუ იდარდებ ღამის ოთხ საათზე ... სჯობს დაისვენო . სიმშვიდეა უკვე _დავისვენო კი არა დავისვენოთ _ კარადიდან ორი პლედი გამოიღი და დივანი გააშლევინა _ ჩააქრე შუქი ამ მხარეს და იქეთ მოთავსდდი როგორმე _ ერთ მხარეს თვითონ დაწვა და მეორე მხარეზე მიუთითა. კარი ღია ჰქონდა დატოვებული ხმები შედიოდა _სავარძელიც მეყოფა დაისვენე შენ _ნუ მასწავლი რა გეყოფა და რა არა...არ უნდა დამეტოვებინე საერთოდ. სადღაც წამექცევი ბოლოს _იჭორავებენ ხომ იცი _პირველად არ ვრჩები კლინიკაში ... _და ასე წვებოდი ხოლმე ? _მარტო ვმორიგეობდი ან შენ პოზიციაზე ყოფნის დროს პალატაში ვიძინებდი ცარიელ საწოლზე . შენ კარგი უფროსი გყავს გაგიმართლა და ვერ იშნობ _ახლა აქ რომ დავწვე ხვალ _ნუ მახვერწნინებ , გეყოს _ თავისი ბალიში მისცა და პლედიც ესროლა _თქვენ? _მე უბალიშოდ მძინავს _ გადაბრუნდა და თვალები დახუჭა _ ხვალ რომ გადავაბარებ მორიგეს ამათ თვალით აღარ დამენახო ზეგ დილამდე იცოდე _ჩუმად უთხრა და მერე აღარ გააგრძელა სააუბარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.