შე'მიყვარდი (7)
_ორსულად ნიკოსგან ხარ თუ კახისგან _ ეს რომ ჰკითხა გააზრებითაც შემდეგ გაიაზრა პოტენციურად საკუთარ ძმის შვილზე რომ საუბრობდა და გულისცემა აუჩქარდა პასუხის მოლოდინში _საიდან გაიგეთ მე უბრალოდ... _უთხარი ... დუდა ენდობა და მე დუდას ვენდობი . შეუძლებელია საშიში იყოს და არასანდო_ანის ხმა ესმოდა ,მაგრამ გოგოს ვერ აშორებდა თვალს მერე კი ჩუმად ნათქვამი ხმამაღალი სიტყვები გაიგო _კახისგან ,მაგრამ არ ვაპირებ გავაჩინო და ყველაფერი შეცდომა იყო. არ იცის და არც მინდა გაიგოს მე სხვა მიყვარს არ ვიცი რა დამემართა იმ დღეს ,მაგრამ მე სხვა მიყვარს _რა თქვი ... უკაცრავად რა გავიგე ახლა ? _ ყიფიანის ხმამ სოფიოც კი გაყინა ადგილზე _ ორსულად ხარ ? ბარბარე ორსულად ხარ მეთქი? _როდის მოხვედი... როგორ ხარ? დააზავე ისინი? თუ რა მოხდა _ანი ისე გადაეფარა კითხვებით თითქოს გონებას გაუფანტავდა _შენც ხომ არ გყავს შემთხვევით ფარული საყვარელი ... რა იყო რამდენიმე თვე ვერ მოგხედეთ და გადაირიეთ? ვისგან ელოდები ბავშვს ბარბარეე ? _ნუ იღრინები თუ ღმერთი გწამს...ორსულადაა კაცი კი არ მოუკლავს _ბავშვის მოკვლას აპირებს ისე მიქარა და უარესი რა უნდა ქნას 21 წლის გოგომ სოფიო? _უბრალოდ ჰორმონალური არეულობა აქვს... არავინ არავის მოკლავს . მცირედი თავისტკივილი ექნებათ თავიდან და მერე დაიბადება ბავშვი ,რომელსაც სამყაროს ვამჯობინებ _შენ ... რა მართლა კახისგან ელოდები ბავშვს ბარბარე? _დუდაა ილიკოს არ უთხრა ...დუდა გემუდარები. შაბათს ექიმთან ჩავეწერე და აბორტს გავიკეთებ _ყოჩაღ ,როგორი გონივრული გადაწყვეტილებაა. ახლა მე რა უნდა გითხრა შენი სხეული შენი საკუთრებაა გინდა გააჩენ გინდა არა_თქო ხომ? არაფერი ვიცი,არაფერი გამიგია და ილიკოსაც არ ვუთხრა რომ არ მოგკლას შენც და ზემოდან არ დაგაყოლოს ხაჭვანიც ხომ?ნიკუშამ რომ გაიგოს თუ ნიკუშას არ ეტყვი ისე გინდა ნიკუშა სიმართლეს ხომ არ ეტყვი...ასეთი გოგო გახდა ის ბავშვი ჩემ თვალწინ რომ იზრდებოდა ? აბორტი იპოვნე გამოსავლად ? იმან იცის ? რა თქმა უნდა არ იცის თორემ აბორტს სიტყვას ვერ ახსენებდი არათუ იფიქრებდი ... _ ხმას არ უწევდა ,მაგრამ ისე იღრინებოდა თვალები სულ დაუწითლდა ბრაზისგან _ რას მიყურებთ შეშინებულები კიდევ რომელს გყავთ საყვარელი... გამაცანით მეც რა იყოთ ოცდამეერთე საუკუნე არაა? მე ხომ თან ექიმი ვარ,ჰუმანური ტიპი ვიჩითები . დედას შევ.ცი _ ბოლოს მაინც შეიკურთხა და საერთოდ გავიდა ოთახიდან_შენ ძმას უთხარი მადლობა გითხრას დღეს ცოცხალი რომ გადამირჩა და საერთოდ რომ არ ავჭერი ნაწილ ნაწილ_ სოფიოს მოუბრუნდა უკან რომ აედევნა და ისე გაიშვირა მისკენ ხელი ქალი გააგიჟა _უკაცრავად ჩემ ძმას რა სჭირს მოსაკლავი... ასეთი მოუგვარებელი რა ჩაიდინა. გააუპატიურა ,სასმელში რამე ჩაუყარა თუ დააშანტაჟა. რაღაც მომენტში მოუნდათ ერთად ყოფნა და ახლა ბავშვი არსებობს. სამყარო არ დაემხობა ამით. არც ისეთი პატარაა რომ ვერ იმშობიაროს . დედობა თუ არ უნდა მე მივხედავ ,არც კახი შეაწუხებს ხვერწნა მუდარით . მე მოვაგვარებ _აჰ , ბავშვი გააჩინოს მოგცეთ ხაჭვანებს და კახის შენ გააჩერებ. ასე გადაწყდა ბოლოს? კაცური ქცევა გგონია გოგოსთან ჟ.მაობა ,რომელიც იცი არ გიჟდება შენზე და რომელიც ბავშვივითაა ?რომელსაც ტრადიციების მოყვარული მამა და მთელი საგვარეულო მოიშორებს რომ გაიგონ რაც მოხდა?აჰ თუმცა ეგ რაში ედარდებოდა მომენტი იპოვნა და აბა თავს როგორ შეიკავებდა. ახლა ჰგონია ნაშა ავაგდეო და ბლატაობს. შენ ძმას არ იცნობ და ნუ იცავ მაინც,შეგრცხვეს მის ნაცვლად ის სჯობს _ვის უნდა შერცხვეს ... სიტყვებს დაუკვირდი და თუ სირცხვილია იმას შერცხვეს რომ ვერ გაუგია ვინ უყვარს და ვის დაუწვა _პატარა გოგოს ადანაშაულებ? _ჩემი ძმაც მისი ტოლია სხვათაშორის _პატალა ბიჭს ვერ ასწავლე როგორ არ უნდა დააორსულოს გოგო? შეამოწმე ვენერიულებზეც ავად არ იყოს _ნუ მიყვირი! _ნუ მაგიჟებ და ნუ იბრმავებ თავს. ნუ ხარ მიკერძოებული _ჩემ ძმაზე ვსაუბრობთ. მასზე წინ სამყაროში არაფერი დგას ... _არც სიმართლე? _არაფერი ჩაუდენია ისეთი მე რომ ზურგი ვაქციო და ვიღაცას მისი ლანძღვის უფლება მივცე _ვიღაც ვარ ... რა თქმა უნდა _სცემეთ? _ვინ და ვინ ვცემდით _შენ და შენი კრიმინალი სამეგობრო...გგონია ილდანს არ ვიცნობ ?ან ნავერიანს ? შენამდე რომ ვიცნობდი და ვიცოდი ორივე ხომ არ დაგავიწყდა. თუ არ მოკლეს ჩემ გამო გაჩერდებოდნენ და არა შენ გამო _მეც არ მიცნობ თუ გგონია ვინმეს ცემა მინდოდა და სხვებს დავიხმარდი ან ვინმე გამაჩერებდა. საუბრიდ გაგრძელება აღარ ღირს, კარი იცი საითაცაა . სამსახურიდან წასვლის განცხადებას ხვალ დავწერ და თავად ავიტან მაიასთან _სერიოზულად? _არ ვაპირებ იმ ქალთან მუშაობას სიმართლის აღქმა რომ არ შეუძლია და ორსულ ,დაბნეულ , ცუდად მყოფ გოგოს ადანაშაულებს და მეტიც,ფიქრობს ბავშვი წაართვას. ძალიან ვწუხვარ პატივს რომ გცემდი ოდესღაც _დუდა დაუკვირდი სიტყვებს რას ამბობ _ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ ... იმედია დიდხანს აღარ გადაიკვეთება ჩვენი გზები და რომ შევხვდებით დავიწყებული მექნება ეს საღამო და შენი ეს სახე _კახისთან მიკარება არ გაბედო... ისე იქნება როგორც ეს ორი გადაწყვეტს და რამე რომ დაუშავდეს ჩემი ხელით მოვკლავ ნებისმიერს ! _ ჩანთას ხელი დაავლო და გაცოფებულმა გაიჯახუნა რკინის კარი. დუდა კი დარჩა დერეფანში არეული გონებით _დუ , ბოდიში რა ... აქამდე უნდა მეთქვა ,მაგრამ რომ არ ჩანდი მომერიდა დარეკვა და მოყოლა . ბარბარესაც ეშინოდა _და საქეიფოდ წადით სადაქალო ხომ? რას აღნიშნავდით ... ბავშვის მკვლელობას გეგმავდით? _ვიფიქრეთ ცოტას გახალისდებოდა ,უკეთ გახდებოდა და რამეს გადაწყვეტდდა . მისი ცხოვრებაა,ვერავინ დააძალებს ვერც მოკვლას ვერც გაჩენას _ვიცი და სჯობდა ამაზე ეფიქრა აქამდე _სოფიოს ეჩხუბე _ვიცი _მერე? არ შეურიგდები? _ვის შევრიგებივარ _არავის,მაგრამ ის რომ სოფიოა? შენი ექიმიც არაა სხვა _რამდენი კვირის ხარ _ ანას არ უპასუხა ისე დაბრუნდა ოთახში და ატირებულ ბარბარეს თავზე მოეფერა _ ნუ ტირი ... თავი აგტკივდება და საერთოდ ვეღარ იაზროვნებ. ისედაც ვერ ფიქრობ აშკარად _10 კვირისაა ... სულ პატარაა _ მუცელზე მიიბჯინა ხელები და ქვითინი განაგრძო _რა უნდა ვქნაა _რაც შენ გინდა ის... როგორც კახისთან მოგინდა _არ მომინდა _აბა რა ... ბარბარე რა მოხდა აბა _არა,არა ძალა არ გამოუყენებია. მეც არ ვიცი რა დამემართა ისე მიყურებდა მერე მაკოცა უცებ და ავყევი არ ვიციი მრცხვენიაა .ნეტავ მიწა გამისკდეს და ჩამიტამოს _ფხიზელი იყავი? თუ რამე დაგალევინა _არაფერი დამილევია ... მასთან ვიყავი _სად მასთან ...სახლში? _ბინაში... პროექტს ვწერდით _გადასარევი პროექტი გამოგივიდათ ბოლოს ,არა? _ გაეცინა და ატირებულს თმა გადაუწია _ კარგი დაუჯერე დაქალებს და დამშვიდდი . ესენიც ტირიან და ამდენი ქალის ტირილი არ შემიძლია _რა ვქნაა _მე რა ვიცი... მე ვიცი,რომ შენ რასაც გადაწყვეტ მე არ დაგტოვებ. არც გოგოები მიგატოვებენ და სხვა დანარჩენი ღმერთმა იცის მხოლოდ _არ მინდა რომ მოვკლა,მაგრამ თავს არ დამანებებს ხომ ვიცი _მეც არ დაგანებებდი ... ჩემი რომ იყოს არც აბორტს გაგაკეთებინებდი. ახლა უბრალოდ პოზიცია მაქვს სხვა და იმიტომ გაქვს შენ არჩევანი _არ ვიცი რა ვქნა _გეუბნებით რაც უნდა გააკეთო და რატომ ჯიუტობ ადამიანო ...ჯერ ეს ერთი გულის სიღრმეში რომ არ მოგწონდეს არც არაფერი მოხდებოდა. შენც აუტანლად ჯიუტი ხარ და ამოიჩემე ნიკა მომწონს სხვა არ შემიყვარდებაო თორემ აი რანაირად შეიძლება ბიჭი ტყავიდან ძვრებოდეს შენ გამო ,თან როგორი ბიჭი არც გარეგნობა რომ არ დაეწუნება ,არც ინტელექტი და არც ხასიათი ... ამ ბიჭთან ერთ დღეს ს.ქსი გქონდეს მისგან ორსულად იყო და ამბობდე აბორტს ვიკეთებო სიგიჟეა . საერთოდ არ ჯდება ლოგიკაში...უბრალოდ შოკი გაქვს,ვერ ხარშავ ახლა ამ ამბავს თორემ მერე ხომ ვიცი როგორც გეყვარება ეგ ბავშვი. ჩვენ ყველანი აქ ვართ და არ შეიძლება აბორტი გაიკეთო მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრების წონასწორობას დაგირღვევს და ყველაფერს შეცვლის. სწავლა უკვე დაასრულე , შეგიძლია რამდენიმე ობიექტი აიღო,იმუშაო და შემოსავალი გქონდეს. მათემატიკის გაკვეთილებსაც განაგრძობ რა პრობლემაა . ის ბიჭი კიდევ როგორ არ იმსახურებს შანსს ,ერთხელ გაკოცა და მაშინვე აგიყოლია და თან ბავშვი ჩასახა აი მეტი რა ქნაას უბრალოდ _ ანის მონოლოგმა თავადაც გააცინა და დანარჩენებიც _ეს არანორმალურობა შენ დაანათლე ამ გოგოს დავიჯერო? _მარტო მე ვარ ნათლია და ვის დავაბრალებთ სხვას...გახსოვს პატარები რომ იყავით და დაგატარებდით სამივეს სხვადასხვა ადგილებში მითხარი მეც მინდა ჩემი ნათლია იყოო და მე გითხარი ჩავთვალოთ რომ შენიც ვარ_თქო ... მერე დიდხანს რომ შემხვდებოდი ჩემი ნათლია მოდისო გაიძახდი _მახსოვს _კახის ადგილას არ დაგთმობდი,მაგრამ ნიკას ადგილას რომ ვიყო მიყვარდე და შენც ნამდვილად გიყვარდე შვიდი ბავშვითაც მიგიღებდი. უბრალოდ მგონია , რომ ამ დაუსრულებელი ფლირტის გარდა შენ და ნიკას არაფერი გაქვთ საერთო. სულ გიწევთ შეხვედრა სესილიას და უტას გამო და შენი ამოჩემებაც ვერ განელდა. საერთოდ კაცების გამო დედობაზე უარის თქმა არ ღირს _რა უცნაურია ყველაფერი...თითქოს სიზმარია და გამეღვიძება. მერე ავდგები და აუცილებლად მოვუყვები წყალს _არაა სიზმარი და დროულად მოდი გონს ... _ სესილიამ ჩაიბურტყუნა და ცრემლები შეიმშრალა_ უტას დროზე უნდა გავყვე ცოლად. მორჩა აღარ გადავდებ . ახლა უცებ დავფიქრდი ნეტავ მე ვიყო ორსულად_თქო ,მაგრამ ვერ შევაცდინე ის და როგორ _უკაცრავად? _ დუდა სესილიასკენ შებრუნდა და საწოლზე დადებული პატარა სათამაშოც ესროლა _ რა ფიქრებით მოძრაობ გოგონი ? _ზუსტად შენი ძმაკაცია რაა ... სანამ საკურთხეველთან არ მიმიყვანს სურვილით ამომხდის სულს _ვის რა გაჭირვებია და მე საერთოდ არ მოვწონვარ ვინმეს_ანიმ თვალები აატრიალა და დუდას მიეხუტა _ სად იყავი აქამდე ნათლია? შენ რომ ჩნდები ცოტას ისვენებს ჩემი ტვინი _შენ გგონია მართლა არავის მოსწონხარ ? _ არ მოეწონა მისი სიტყვები და სიცილით დაფარული სევდა _ ბევრ ვინმეს მოსწონხარ,უბრალოდ გამბედაობა არ ჰყოფნით და ვინც ჩემ ფაქტორს უგულებელყოფს იმას ნამდვილად ეყვარები. დაელოდე _შენ მიფრთხობ ყველას? _არაფერს ვაკეთებ ,უბრალოდ მთელმა ქალაქმა იცის ჩემი პატარა გოგო რომ ხარ და ტყუილად არ გაცდენენ ... ყვავილები ხომ გამოგიგზაავნეს ერთი თვის წინ _იცოდი? მოიცა ისიც იცი ვინ გამომიგზავნა? _გამოჩნდება თვითონ , არ სცალია ჯერ _აუუ გვითხარი ვინ არიიის დავსტალკავთ უცებ რომ ვიყოთ მზად მოსწონს თუ არააა _ ბარბარეც კი ჩაერთო ამბავში . დილამდე გოგონებთან დარჩა . დივანზე იწვა და ნებისმიერ წამს ელოდა კახის გამოჩენას,მაგრამ გათენებამდე სიმშვიდე იყო. .............. სოფიოს დასვენების დღე ზედმეტად ემოციური და მძიმე აღმოჩნდა. ვერაფრით წაემოიდგენდა თუ დუდასთან ჩხუბით და მისი დაკარგვით დაასრულებდა ყველაფერს. სახლში მისვლამდე ტირილი მოუნდა. ყველა სიტყვა და ქმედება გადახარშა გონებაში ,საკუთარ თავზე და შექმნილ მდგომარეობაზე მოეშალა ბოლოს ნერვები. კახის ურეკავდა და არ პასუხობდა. სახლში მისვლის წამიდან ელოდა,მაგრამ საერთოდ არ დაბრუნებულა. _ნაცემია? _ მის ერთ_ერთ მეგობარს დაურეკა ბოლოს _ მითხარი ნაცემია თუ არა _ცოტა მოხვდა ... მთვრალია უბრალოდ და დავიტოვე ჩემთან . არ ინერვიულო _ კამერა შეაბრუნა და მძინარე აჩვენა _ იმდენი დალია გათიშულია _არსად წავიდეს მნახოს რომ გამოფხიზლდება...სეროზული საქმე აქვს_თქო უთხარი _კარგი ვეტყვი _მადლობა სანდრიკო _რა მადლობა ტო ... ეს ბოლო დროს სულ ასეთი გალეშილია. გადაიაყვანა იმ გოგომ ჭკუიდან და ვერაფრით დავაბრუნე საღ აზრზე . მექალთანეობასაც კი გაეშვა _ჭკუის დაბრუნებაზე აღარც იოცნებო ისეთი რამ ხდება ... _რა ხდება? _არაფერი ცუდი ... ხვალ არ დაგავიწყდეს. სერიოზული საქმე აქვს ზუსტად ამ სიტყვებით უთხარი ისე არ წამოვა _ვეტყვი _კარგად აბა ... მშვიდი ძილი. კახი რომ დაიბადა 10 წლის იყო და შესანიშნავად ახსოვდა ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. უფროს დებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ უმცროს დედმამიშვილებზე და მუდამ დაკავებული სოფიოც ასე იყო მუშაობის დაწყების და დაწინაურების მიუხედავადაც,მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმდენად შეეცვალა გრაფიკი თითქმის ვერ ხედავდა და მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილიც გამოტოვა. კახის ცუდი ქცევა მოკლავდა,მაგრაამ მსუბუქი დანაშაულისთვის არავის დააჩაგრინებდა. ასეთი პრინციპი ჰქონდა სულ . ბოლომდე დაიცავდა და მერე თავად დასჯიდა კიდეც. ახლა მამა ხდებოდა მისი პატარა ბიჭი ,სხვაფერი გახდებოდა ხაჭვანების ოჯახის ცხოვრება. წარმოიდგინა მისნაირი პატარა და სითბო ჩაეღვარა გულში. ავი მულივით გამოუვიდა გოგოსთან საუბარი,მაგრამ მისთვისაც უცხო იყო ეს მდგომარეობა. აუცილებლად გამოასწორებდა ბარბარესთან კომუნიკაციას,მაგრამ დუდა?დუდა ყიფიანს დაიბრუნებდა იმ საუბრის შემდეგ? ვინ უფრო გაბრაზებული იყო მათ შორის ეს კითხვაც აწუხებდა და ბოლოს დუდასკენ გადაწონა სასწორმა. _შეიძლება ადამიანი სულ ჩხუბობდეს? რომელი საუკუნეა...ოთხმოცდაათიანები ბრუნდება ჩვენ ოჯახში თუ რა ხდება. რაც მამამისს დააკლდა ეს ინაზღაურებს _დამშვიდდი არაა საჭირო ამდენი ქოთქოთი...რა გააკეთა განსაკუთრებული. პატარა კონფლიქტები სულ ხდება _თბილისში ყველა ყველას იცნობს...მწერდნენ დილიდან . ყველას სახელი იცოდნენ ვისაც ეჩხუბა და ხომ კარგადააო კითხულობდნენ. როგორ გადაურჩა იმათო _ვიცნობ იმათ და დამშვიდდი _ კახამ თქვა ბოლოს და რძალიც ცოლის მსგავსაც დაამშვიდა _მართლა იცნობ მამა? მერე აქამდე ვერ მითხარი?მეგონა მოკლავდნენ _თუ იქვე არ მოკლეს მერე არ მოკლავენ ისეთი კაცები არიან... ყიფიანთან დაპირისპირება როგორ მოახერხა ესაა საქმე. ბიჭთან ერთ სუფრაზე ვიჯექით ,გიორგიც გაოგნებული იყო რომელ მხარეს დამდგარიყო ვერ გაიგო. _ახლა რა დუდა არ იქნებოდა მტყუანი და ჩემი შვილია? _ნუ ხარ ხისთავიანი შვილო დაბერდი უკვე... კახიმ დაიწყო ვერ გაიგე? _მოსწონს ის გოგო _მერე სხვა ადგილი და სივრცე ვერ ნახა გამოსახატად? პატარა ტუტუცი ბავშვივით რომ მოიქცა...მე იმ გოგოს გვარიც გავარკვიე და ოჯახიც. დუდამ მოუგვაროს ის ჯობია ვიდრე მამამისი ჩამოვიდეს თორემ გადაგვწვავს დედა ბუდიანად რომ გაიგოს მის გოგოს აწუხებდა შენი ძვირფასი შვილი _იმ გოგოსაც რა სჭირს რა თავს იფასებს ... ჩემ შვილს რა აქვს ვინმეს დასაწუნი _არაჩვეულებრივ ბიჭებს მოსწონდი ,მაგრამ იმათში ჩემი შვილი ამოარჩიე . ყველა კარგი ბიჭი ხომ ვერ ეყვარება რძალო... შენი ქალიშვილი წარმოიდგინე მის ადგილას ან საკუთარი თავი სოფიო ხმას არ იღებდა. ყავას სვამდა იქამდე სანამ კახიმ არ მისწერა ბინაში გელოდები მაგათი თავი არ მაქვსო და მაშინვე დატოვა მაგიდა _წავედი მე საქმეები მაქვს... ქალაქში ვბრუნდები.არ ვიცი როდის მოვალ შეიძლება ბინაში დავრჩე...მიყვარხართ. ბევრს ნუ ინერვიულებთ არაფერი მოუვა თქვენს ბიჭს სანამ მე ვსუნთქავ _შენც ჩაერიე როგორმე და გამაგიჟეთ ყველამ _კარგი დედა გეყოფა მართლა...მესენჯერს კიდე გაეშვი თორემ შენ ჭორიკანა დაქალებს პანიკის დათესვის მეტი არაფერი ეხერხებათ. არ იცოდა როგორ დაეწყო კახისთან საუბარი. პირველად ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა ან რა რჩევა მიეცა. მხოლოდ იცოდა კახი სიმართლის ცოდნას იმსახურებდა. რომ დაინახა მას შემდეგ დარწმუნდა ისეთი მოწყენილი და ფერდაკარგული იქამდე არ ჰყავდა ნანახი _დუდამ დაგარტყა?_ ტუჩი გახეთქილი ჰქონდა და პირველი სახეზე მოეფერა_გტკივა ძალიან ? _ლოყაზე აკოცა და საერთოდ დაავიწყდა მკაცრი უფროსი დის ნიღაბი _დუდამ? დუდამ არა...ის რომ მოვიდა ყველაფერი დალაგდა. ისინიც იცნობდნენ და ჩვენც გავჩერდით. ილდანთან ჩხუბი ისედაც არ მინდოდა _და გოგოსთან ისე მოქცევა გინდოდა ,რომ დამნაშავე შენ ყოფილიყავი? სხვებს სცემ მსგავსი ქცევის გამო _შენ არ იცი რა ხდება _ვიცი ... მე წავიყვანე სახლში გოგონები . დუდამ მთხოვა,არ იცოდა შენ თუ იყავი მთავარი ფიგურა _გაიცანი ?_ ქვემოდან ახედა და დაელოდა მის რეაქციას _ლამაზია ,მაგრამ სულელია შენსავით ... _არ არის სულელი . ჭკვიანია ზედმეტადაც კი და წესიერიც _მე არ ვიცი წესიერი გოგონები ქორწილამდე არ კავდებიან სექსუალური ურთიერთობით ბიჭებთან, რომლებიც არც მოსწონთ მათი თქმით ყოველ შემთხვევაში ... ასე არ ითხოვთ ჩემგან ? თუ მე უნდა ჩავიდე მიწაში ქალიშვილი აუცილებლად თუ სიყვარული არ მეწვია და მხოლოდ ლტოლვა მოვიდა _შენ რა იცი ... რა უთხარი ისეთი ეგ რომ გითხრა _დამშვიდდი ახლა და მომიყევი როგორ შეგიყვარდა ისე,რომ ყველაფერზე თვალს ხუჭავ და ასეთი გახდი _ოთხი წელია ერთ კურსზე ვართ ... ჯერ გარეგნულად მომწონდა ,მაგრამ ეგრე სხვაც კი მომწონდა ამ ოთხ წელში. მერე უფრო ახლოს გავიცანი,ვაკვირდებოდი და მისი ქცევები,ქმედებები ,ხასიათი ... ყველაფერი მომწონდა. თვალებს რომ აატრიალებს გაბრაზების დროს და ფეთქდება ეგეც კი მომწონს. საერთოდ არავის ჰგავს _სხვა რომ უყვარს ეგ რომ გითხრა მერეც როგორ გააგრძელე ხვერწნა _მუდარა ...სად წავიდა შენი თავმოყვარეობა _ამოჩემებული ჰქონდა ...ურთიერთობაში კი არ არის იმ ბიჭთან.სხვის შეყვარებულს კი არ ვყვარობდი ამდენხანს _მაგით თავს იმშვიდებ თორემ იმათ ორივეს მოსწონთ ერთმანეთი და ეს მუშტიც მისგან მოგხვდა ხომ?ახლა გაახსენდა ის გოგო და იეჭვიანა ალბათ საბოლოოდ. ისიც იდიოტი ახლა ირტყას თავში ხელები _ყველაფერი თუ იცი მე რას ჩამომიჯექი მაია ასათიანივით _რას აპირებ _რას უნდა ვაპირებდე...სანამ ვინმეს არ გაყვება ცოლად იქამდე არ შევეშვები ,მაგრამ გამორიცხულია ქორწილამდე მივიყვანო. იმ ღამის მერე მითუმეტეს , შევუყვარდები უბრალოდ უნდა შეწყვიტოს ეს სიჯიუტე და თუ დაფიქრდება მიხვდება რომ ვუყვარვარ _მერე ? _რა მერე ... მერე მეყოლება ცოლი და შენ იქნები მული _მაგ ამბის დაჩქარება მოგიწევს თუ არ გინდა ქუთაისი გადავიკიდოთ და ნაბეგვი სიძე იყო ბოლოს. _შენ მეუბნები დააჩქარეო?მეგონა მეტყოდი შეეშვიო _აუცილებლად გეტყოდი ორსულად რომ არ იყოს ... იცი როგორც ვერ ვიტან სიყვარულის მათხოვრად რომ გადაიქცევიან კაცები ,მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა. ისე ასეთი იდიოტი როგორ ხარ სახლში თუ იყავი მითუმეტეს პრ.ეზრვატივი როგორ ვერ გაგახსენდა . პატარა ბავშვი ხარ ? თუ ისე ნერვიულობდი ყველაფერი დაგავიწყდა და მთავარი გამოვიდა ,მამა გახდები _რას მეღადავები არ გრცხვენია ამხელა ექიმ ქალს? როდის დაიწყე ასეთი დამპალი ხუმრობები ... გავიგე რომ არ მოგწონს ჩემი მდგომარეობა _გული წაუვიდა, მერე ღებინება აუტყდა...მის დაქალს წამოსცდა შენი ნერვიულობა არ შეიძლება დამშვიდდიო და ვკითხე. თუ არის ის გოგო ვინც შენგან კი არა სხვისგან იქნება ორსულად და მე მომატყუა მაშინ სხვა საქმეა _ბარბარე ორსულადაა , ბავშვი გვეყოლება მე და ბარბარეს? _ჩემი აზრით გოგო იქნება ... პირველი მე ვამბობ და დაიმახსოვრე ჩემი წინასწარმეტყველება სულ სრულდება. _სოფიოს დავარქმევ თუ გოგო იქნება _რა ბანალურია ოჯახში ორი სოფიო... _მამა გავხდები _აბორტზე ფიქრობდა მე რომ წამოვედი და არ ვიცი თუ არ გადააფიქრებინებ შენი მამობის ამბავიც გადაიდება გაურკვეველი დროით _რაზე ფიქრობდა? შეიშალა? _ამას ნუ ეტყვი ორსულ გოგოს რომელიც სრულ გაურკვევლობაშია...ქაჯივით ნუ მოიქცევი . დაარწმუნე რომ გააჩინოს ,მოიკრიბე მთელი ინტელექტი რაც გაგაჩნია. ყველა ნამდვილი გრძნობა და გულწრფელად ესაუბრე. მუქარების და ბაბულიკური ქცევების გარეშე. გოგოს ხულიგანი ჰგონიხარ... დაარწმუნე როგორი კარგი მამა და ქმარი იქნები _შენ გჯერა მაგის? მე რომ კარგი მამა და ქმარი ვიქნები _ჩემი ძმა ხარ, ჩემი კახი რომელიც სამყაროში ყველაზე კარგია ... სააუკეთესო იქნები _ ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა_სიგიჟემდე მიყვარხარ ხო? და იცოდე მე სულ შენ გვერდით ვარ რაც არ უნდა მოხდეს. არ შეგეშინდეს არცერთი ნასროლი ქვის და არცერთი ჭორის გორგალის. არც ჩვენების რეაქციებზე ..არაფერზე იფიქრო იმის გარდა ღირს იმ გოგოსთვის შენი თავის და ცხოვრების მიძღვნა თუ მხოლოდ ბავშვის მამა იქნები და ქმარი არ. ერთის სიყვარული საკმარისი ვერ იქნება, დაიღლები ბოლოს და მისი უბედურებაც დაგანგრევს. კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე ყველაფერი . სამსახურში დაბრუნებულს დუდას განცხადება და გავრცელებული ამბავი დაუხვდა. ყველა მისტიროდა და არავინ იცოდა წასვლის მიზეზი. სადაც გაიარა ყველგან დუდას ეკითხებოდნენ ,მაგრამ პასუხი არ ჰქონდა _დროებით იყო ჩვენთან ... მისი მსგავსი პერსპექტიული ახალგაზრდა ამ პოზიციაზე დიდხანს ვერ დარჩებოდა _კი მაგრამ უკეთესი პირობები ლიცენზიის გარეშე სად ექნებოდა...არ ვიცოდეთ მაინც უმცროსი ექიმების მდგომარეობა საქართველოში. ძალიან გამიკვირდა შენი შექმნილი კომფორტი რომ დათმო _ასე ჩათვალა საჭიროდ და მე უმცროს ექიმს ვსაჭიროებ ...ხომ ვერ შემომთავაზებთ ლექტორები ვინმე ბეჯით სტუდენტს _ისეთი ბეჯითიც არავინაა შენ და შენ გრაფიკს რომ გაგიმკლავდეთ თანაც დუდამ ისე ასწია თამასა _გამოჩნდება ვინმე ან განვაგრძობ მარტო ,ჩვეულ რეჟიმში _ კონფერენციის დასრულების შემდეგ დატოვა ექიმების გუნდი და დაუბრუნდა განყოფილებას. ყიფიანი ნამდვილად აკლდა და უცებ გამოჩნდა უამრავი საქმე რომელსაც იქამდე არც კი ეხებოდა. ხასიათიც მალევე გაუფუჭდა და დღის ბოლოს უკვე ჩხუბობდა ლაპარაკის ნაცვლად. _იმ ბიჭს უნდა ვთხოვო დაბრუნდეს _მუშაობა დაგავიწყდათ თუ რა ხდება...იქნებ მე წავიდე და დუდა დავნიშნი ჩემ ადგილას. ყველამ თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ ან გაუყევით ყიფიანის გზას . _კლინიკაში ხარ? _კი რა ხდება ... კარგად ხარ? _ მაშინვე წამოდგა როგორც კი კახის ხმა გაიგო _კი ... გინეკოლოგთან ვიზიტზე მინდა მოვიყვანო და მე რა ვიცი ვინაა კარგი. შენ მითხარი და გამოგვყვე იქნებ თან რიგში დგომა რომ არ მომიწიოს _ჩემთან მოიყვანე და მაიკოსთან მივიდეთ. ძალიან საყვარელი ქალია და არ დააფრთხობს _კარგი ... მოვალთ მალე _ყველაფერი რიგზეა ხომ? _კი სიტყვაძუნწი იყო რაც იმას ნიშნავდა,რომ მთლად მისი სურვილის მიხედვით არ მიდიოდა ყველაფერი,მაგრამ კონსესუსამდე მივიდნენ. დერეფანშივე შეხვდა წყვილს . ბარბარე ისეთი დამფრთხალი თვალებით იყურებოდა,სახეზე ფერები გადასდიოდა. კახიმ წამით შეახო ხელი ზურგზე და ამაზეც კი გაწითლდა _გამარჯობა ბარბარე... როგორ ხარ დღეს? _არამიშავს ... გამარჯობა _მაპატიე გუშინდელისთვის თუ უხეშად გამომივიდა საუბარი შენთან _არაუშავს...არაფერი გითქვამთ ისეთი _რა უთხარი _არაფერიო ხომ გაიგე ... დამშვიდდი მულის შიშის გამო არ გეუბნება უარს. უბრალოდ შენ არ მოსწონხარ _ასეთი მწარე რომ ხარ იმიტომ ველოდები ჯერ მე ბავშვს და შენ ისევ არავინ გიახლოვდება _არავის ვუშვებ ახლოს თორემ ჩემი ბავშვების არმია გეყოლებოდათ სახლში ... ბარბარე ტოქსიკოზი გაქვს? _მეგონა მოწამლული ვიყავი თან ბევრ რაღაცა მინდება და იმდენს ვჭამდი მერე დიეტაზე გადასვლა ვიფიქრე. კუჭი გამიღიზიანდა_თქო ...ორი თვეა რას არ ვფიქრობ _ ისეთი საყვარელი იყო და იმდენად გულწრფელი სოფიოსაც გაეღიმა . ახლა მხოლოდ ნერვიულობის დროს მეხვევა თავბრუ და გულის წასვლის შეგრძნება მიჩნდება. ღებინებები აღარ მაქვს _მე უბრალოდ დაველაპარაკები და მერე გამოვალ არ შეგიქმნი დისკომფორტს _არ შემიქმნით დისკომფორტს პრობლემა არ არის _სად გახვალ რამე რომ ვერ გავიგო მერე რა ვქნა ... ხომ იცი ისედაც ვერ ვიტან ექიმებს _ვერ იტან კი არა გეშინია ექიმების და ნემსების _სოფიკო _რა ... იცოდეს რომ ნარკომანი არ ხარ _იცის ისედაც არ ჭირდებოდა ეგ ინფორმაცია _მეეჭვება საერთოდ რამე იცოდეს შენზე ...რამე ნამდვილ კახიზე თორემ შეუყვარდებოდი აქამდეც _სოფიკო_მეთქი _დამელოდეთ და რომ დაგიძახებთ მერე შემოდით_ კაბინეტში შევიდა . ექიმს ესაუბრა და შემდეგ შეიყვანა გადაფითრებული წყვილი. შორიახლოს იდგა და ელოდა იმ საოცარ ხმას . ჩუმად გადაუღო ვიდეო ფერდაკარგულ კახის , თავდახრილი რომ იდგა და გულისცემის ხმის გაგებისას გამოცოცხლდა თითქოს. ბარბარეს ისტერიული ტირილი აუტყდა და ბოლოს კახის მკერდზე მიყრდნობილი ქვითინებდა ყველა დადებითი თუ უარყოფითი ემოციის გამოსახატად. _იტიროს არაუშავს... ზოგიერთი ორსული მთელი ცხრა თვე ქვითინებს . არაფერია აქ სამარცხვინო და შესაშფოთებელი _როგორია ნაყოფის მდგომარეობა? _შეესაბამება ორსულობის ვადას...ყველაფერი ნორმალურადაა. ანალიზებიც გაიკეთოს და პასუხები რომ მოვა შემდეგ ვისაუბროთ . 12 კვირამდე ხომ იცი ყველაფერი შეიძლება მოხდეს _ვიცი ,მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერი მოხდება და მამიდა გავხდები სულ მალე _ისეთი ტკბილიაა ... ჩემი ძმისშვილი შვილივით მყავდა ხომ იცი. ვამბობდი ჩემი პირველი გიგუნაა_თქო და ისე ბრაზობდა თეკლა _ტიპიური ექიმური საუბარი განაგრძეს შემდეგ. ერთ_ერთ პაციენტს განიხილავდნენ სანამ ბარბარე საბოლოოდ დამშვიდდა და მოწესრიგდა . სიცილი ვერ შეიკავა ნემსის შიში ბარბარესაც რომ აღმოაჩნდა. საოცარი სანახაობა იყო კახი რომ ამშვიდებდა . იდგა გაღიმებული და სიტყვას არ ძრავდა . მოსწონდა ასეთი კახი ხაჭვანი . საოცრად უხდებოდა საყვარელ ქალზე ზრუნვა მის "პატარა ბიჭს ". _ქორწილი როდის იქნება... შვებულება ავიღო სამზადისში რომ დაგეხმაროთ? _არ იქნება ქორწილი _ კბილებსშორის გამოსცრა და გვერდით გაიხედა _ მარტო აპირებს ბავშვის აღზრდას და ვინაიდან ბავშვისთვის საშიშ პიროვნებად არ მიმიჩნევს მეც მაჩვენებს ხოლმე _არ მითქვამს ასე და ნუ ართულებ კახა _არ მქვია კახა პირადობის მოწმობაშიც კახი მიწერია ... აჰა _არც მე მქვია ბარბარა _აქ ნუ იჩხუბებთ ახლა სახელების გამო ... ქორწილზე გკითხეთ მხოლოდ და აბა რას აპირებთ . დაქალთან უნდა იცხოვრო ორსულმა?მშობლებს რას ეტყვი მარტოხელა დედობა ასეთი ზღაპრული გგონია? ბავშვი რომ ატირდება ჭამა მოუნდება,გამოცვლა,გარეთ გასვლასაც რომ ვერ შეძლებ ნორმალურად... ქორწინება თუ არ გინდათ ერთად გადადით საცხოვრებლად დროებით მაინც _არ ჩაერიო _რეალობას აცდენილები ხართ და ბავშვის აღზრდა თამაში არაა. ნორმალური გარემო და სიმშვიდე სჭირდება და არა დედა რომელიც ჭკუიდან გადავა დაღლილობისგან _ძიძას ავიყვან და ის დაეხმარება. ყიდვითაც მე ვუყიდი ყველაფერს რაც დასჭირდებათ და ანის ბინა საკმაოდ დიდია. მოთავსდდებიან _რა გჭირს შენ ... _ მისი უდარდელი ტონი ვერ აიტანა . ისეთი ცივი ჩანდა თითქოს სხვა კაცს უყურებდა. ან რას თამაშობდა ვერც ეგ გაიგო. ბარბარე რომ უფრო მოიღუშა ფაქტი იყო_ მშობლებთან თავად ისაუბრებს ალბათ. მე ცოლად არ მომყვება და არც რაიმე ურთიერთობა უნდა ჩემთან და როგორი დამოუკიდებელი და თავისუფალი გოგოცაა აუხსნას მამას და არანორმალურ ძმებს _ანალიზის პასუხები რომ იქნება შეტყობინებას მივიღებ და დავუკავშირდები ექიმს _მეც გავალ და გავესაუბრები. მეორედ რომ არ გამოგიყვანო დანიშნულებასაც დავაწერინებ... ეცადე არ ინერვიულო და მოშორების ნაცვლად შეგიძლია თითის გატკაცუნებაზე ატარო . გაერთობი თან და თან ყველანაირ კომფორტს შეგიქმნის _რას ასწავლი...ჩემი და ხარ თუ მისი _ბავშვის უსაფრთხოებაზე ვფიქრობ თორემ თქვენ რომ გიყურებთ თავიდან იწყებთ კონფლიქტს _და აქამდე როდის ვჩხუბობდით ... მე ფეხქვეშ ვეგებოდი და ის ზემოდან მივლიდა. ნიკუშასთან ქორწილს ელის ქალბატონი და მე როგორ გამომყვება . ხვალვე მოგადგება ბეჭდებით _ აუტანლად ირონიული იყო და ბარბარე როგორ იტანდა ვერ ხვდებოდა. მის ადგილას ენას ამოგლეჯდა ალბათ _სალაპარაკო რა გაქვს საერთოდ ქალს რომ ვერ დაარწმუნებ და თავს ვერ მოაწონებ სჯობს გაჩუმდე _კარგად ბრძანდებოდე... მიხედე შენს პაციენტებს _დუდა სად არის? ნახვა მინდა სანამ წავალ_ ბარბარემ ჰკითხა _აღარ მუშაობს ჩემთან... გუშინ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება _რაა? რატომ _შეგიძლია თავად ჰკითხო... _შენ გააგდე? არ გვიჩხუბია მე და დუდას_თქო ხომ გითხარი _არ გამიგდია... საკუთარი ნებით წავიდა . მასზე საუბარი აღარ მინდა. დროებით _ უკან გადადგა ნაბიჯი და წავიდა. დაიწყო ცხოვრება დუდას გარეშე და ყოველ წამს რომ უნდოდა დაეძახებინა და იაზრებდა ახლოს არ ჰყავდა გიჟდებოდა. თავის ტკივილები დაეწყო და აღარ გადაუარა. თითქმის ერთი თვე იყო გასული კლუბში რომ წავიდა მეგობრებთან ერთად. სულ ცუდ ხასიათზე მყოფი გაგიჟდებიო რომ უთხრეს და დაიყოლიეს ძილის ნაცვლად მეგობრის წინასაქორწილო წვეულებაზე გართობა ეცადა. ბართან იჯდა და სვამდა თან შორიახლოს მოცეკვავე სამეგობროს ადევნებდა თვალს და იცინოდა ხალხს შორის მოცეკვავე ყიფიანი რომ დალანდა. ზურგით იდგა და ჯერ იფიქრა მეჩვენებაო,მერე დააკვირდა როგორ ეხვეოდა სოფიოსთვის უცნობ გოგოს,როგორ აკოცა ამ უკანასკნელმა და მერე როგორ გავიდნენ იქედან. წარმოდგენა არ ჰქონდა ჭიქით ხელში რატომ გაუყვა იმ გზას რომელიც დუდამ გაიარა არც ის იცოდა კედელს მიყრდნობილი რატომ უსმენდა მათ ღრმა ამოსუნთქვებს. ფეხი არ მოუცვლია ისე წრუპავდა ჭიქიდან მათრობელა სითხეს . დუდას გაოგნებული თვალების დანახვისას გამოძრავდა მხოლოდ _რა ჯანდაბაა _ახალგაზრდა ბიჭს მეტი არ შეგიძლია ? _მთვრალი ხარ ? _ხელი არ შემახო თუ შეიძლება ... ძალიან არაჰიგიენურია _ სახე დამანჭა და ხელი ისე გასწია წინ _აქ რა გინდა _ჩემი კურსელის წინასაქორწილო წვეულებაა...სადაქალო შეიკრიბა _აქ რა გინდა ...აი აქ ამ ადგილას მდგომს _რა ქენი იპოვნე უკეთესი უფროსი თუ უსამსახუროდ ხარ ისევ _ვისვენებ _ვხედავ... უფრო სწორად მესმოდა როგორც ისვენებ. სტრესში ხარ აშკარად და ვერც იქარვებ _მცდარი დასკვნაა ... სჯობს ტაქსი გამოიძახო და სახლში წახვიდე სანამ ვინმე აგეკიდება _ამერიკულ რომ.კომში ვართ ? _შენ უფრო მელოდრამა _რატომ იუმორის გრძნობა არ მაქვს? _გააქვს ? _კახის შერიგებიხარ და მე რა დავაშავე ასეთი უპატიებელი _ვსაუბრობთ ... ე.ი კომუნიკაცია გვაქვს და უპატიებელიც არ გამოდის _სამსახურიდან წახვედი საზიზღარო ბიჭო ... ასე უბრალოდ როგორ წახვედი და როგორ დამტოვე _არ მითხრათ რომ დანაკლისი იგრძენი და დამაფასე _შენ თუ უმადური არ ხარ... როდის გაკლდა დაფასება რაღა გინდოდა სხვა ტახტრევანი დამედგა უფლისწულისთვის? შემთხვებით ოჯახურ ბიზნესს ხომ არ აგრძელებ _ხომ არ მოგენატრე... შემთხვევით _ ზედმეტად ახლოს იყო , თითქოს კოცნას უპირებდა უცებ სასმელი რომ შეასხა სახეზე სოფიომ _დისტანცია დაიცავი ... სხვისი ნაფერები ნუ მიახლოვდები ! მონატრების შეგრძნება ვისთანაც მექნება იმას ბავშვს გავუჩენ_თქო ვამბობდი წლების წინ _ იქამდე გაეცალა სანამ დუდა სახეზე ხელს ჩამოსვამდა და გონს მოვიდოდა. შორიდან უცინოდა და უკანსვლით მიდიოდა _შენი ნაფერები რომ ვიყო აღარც მოგიშორებდი ... _ ჩუმად თქვა და უკან მიჰყვა,მაგრამ ვეღარ დაინახა. შენობიდან გავიდა და მანქანაში ჩაჯდომის დროს მოჰკრა თვალი. უკან აღარ გაჰყოლია , კლინიკაში კი ორი დღის შემდეგ დახვდა . ჩვეულ ფორმაში, საქმეებით დატვირთული _რას აკეთებ _მეგონა გითხრეს როდის მიმთავრდებოდა კუთვნილი შვებულება _მომესმა? _რა _შვებულება ახსენე _არ უთქვამთ შვებულებაში რომ ვიყავი? _შვებულებაში იყავი? უკაცრავად თქვენ სამსახურიდან წასვლის განცხადება არ დაგიწერიათ ...შვებულება დაწერეთ?და ჩემი ხელმოწერა _არ მეგონა თუ გაბრაზდებოდით...თქვენ ნაცვლად ერთხელ მომიწერია თუ ორჯერ _კარგი... ახლა გიშვებ სამსახურიდან! _არ მიშვებ ... დამშვიდდი და გაიხარე. იგრძენი როგორ შემსუბუქდა საქმეები შენს მხრებზე და დალიე ჩაი ორცხობილითურთ _ მაგიდაზე დაუდო ლამაზი ფინჯანი და თეფში ორცხობილებით _ღრუბლიანი ამინდია დღეს ,მოუხდება _გოგოს ბავშვს ვართმევდი...უგულო და საშინელი აღარ ვარ? _როგორ არა,უგულოც ხარ, აუტანელიც და საშინელიც,მაგრამ ხომ იცი მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, არის ასეთი გამონათქვამი _მე ახლა შენი უფროსი ვარ და შენ მლანძღავ? _როგორ გეკადრებათ ლანძღვას როგორ ვიკადრებ მე უბრალოდ სინამდვილეს აღვნიშნავ...აბა დიდი თბილი გული გაქვს და ყველას ადგილია მანდ ? მეც ხომ არავარ შემთხვევით მაგ თქვენს მოსიყვარულე გულში ჩასახლებული _თვის დახურვაა დასაწერი,ეს ისტორიები თაროზე რაც დევს დასამთავრებელი, დანიშნულების ფურცლები დასაწერია ... ახალი პაციენტები მივიღეთ იმათ ისტორიებში ჩანაწერები გასაკეთებელია. ანალიზები გადავდე და შეგიძლია ხვალიდან გააკეთო. რკინა ,კალცი,ფოსფორი და სისხლის საერთოა მგონი განრიგში _კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ _ხოფერია ანგიოლოგთან უნდა წავიდეს და შეახსენე...სახელმწიფო პაციენტების ფაქტობრივ მისამართებს მთხოვს ჩამოიარე ყველასთან ვინც დღესაა და ჰკითხე მისამართები ვინც არაა დაურეკე გადაამოწმე და გადაუგზავნე მერე . ტელეფონის ნომრებიც გასაახლებელია _დიდი ბოდიში ქალბატონო სოფიო,მაგრამ თქვენ რას აკეთებდით უჩემოდ?მხოლოდ კონსულტაციებს წერდით და ამბულატორიულ პაციენტებს იღებდით? _უმცროსი ექიმი ამისთვის ყავს განყოფილებას ...როგორ მოახერხე წასვლის განცხადება არაანაზღაურაბად შვებულებად გაგესაღებინა ნუ გამაგიჟე _ უკვე საქმეზე გადართულს შეუღრინა და ტონიც ვერ გააკონტროლა _მე თქვენ დაგტოვებდით? როგორ იფიქრე...გული მტკივა უკვე _გეყოფა ! _რა მეყოფა იმდენი საქმეა სია ჩამოვწერე რომ არ დამავიწყდეს რის მერე რა გავაკეთო _ჩემი ნერვების მოშლა გეყოფა _მეთქი დუდა _უი რას ამბობთ თქვენ ნერვები გეშლებათ ხოლმე? ნერვული სისტემა გაქვთ გამოდის... უკაცრავად ჩაგეძიებით ,გულიც გაქვთ? ჩემდაუნებურად გულ_სისხლძარღვთა სისტემაზეც არ ვიმოქმედო . მაინც ასაკი თავისას შვება _ასეთი რა დაისვენე კლოუნად ტრანსფორმირებული რომ დამიბრუნდი ... _რა ზუსტი აღნიშვნაა_დაგიბრუნდით თქვენ ,მე _მისკენ იყურებოდა იმ წამს და თვალები ისე უნათებდა სოფიოს გულისცემა ნამდვილად აერია _რადგან აქ ხარ ამბულატორიული პაციენტების მიღებას დავიწყებ ... მელოდებიან უკვე _ბოლოს ისევ გაცლა არჩია,მაგრამ ხვდებოდა ყველაფერი ძველებურად ვერ იქნებოდა. ............. _რა ხდება თქვენთან ? _ კახისთან ერთად იყო ბარბარესთან სტუმრად მისული. თავს ვერ იკავებდა და ბავშვისთვის ნივთებს ყიდულობდა უკვე _კახიი,რამე შეიცვალა და არ გითქვამს?_ჩუმად უთხრა როგორც კი გოგო გავიდა და მერე უჩქმიტა კიდეც _ამოიღე ხმა _რა შეიცვალა ... ვერ ხედავ ისევ სტუმარივით მოვდივარ ანასთან სახლში და მივდივარ. _არა ,მატყუებ ... უფრო ახლოს მეჩვენებით _ჩემი ბავშვი ჰყავს მუცელში ახლოს ვიქნები აბა შორს? _კახი _ჯერ მაინც ვერ დავითანხმე ერთად გადასვლაზე და თუ დავითანხმებ ბინა რომ გამიცვალო არ გინდა? შენი ახალგარემონტებულია _ჩემთან გადმოდით რა პრობლემაა... _არა მულთან ერთად ვერ ვაცხოვრებ. თანაც შენნაირ მულთან ?გამექცევა ორ დღეში _ისეთი გემრიელი გამომივიდა... მოცვი და მაყვალი აქვს. მეც არ ველოდი ... სახლში იმდენ დროს ვატარებ ახალი ჰობი მჭირდებოდა და მგონი არჩევანი კარგი გავაკეთე _ ისეთი საყვარელი იყო ორსული, დიდი ზომის სამოსით ,სახლურ ფორმაში სრულიად ბუნებრივი და თან თავისი გემრიელობებით. კახი ჭინკებათამაშებული თვალებით შესციცინებდა . ისიც ჩვეულზე მეტჯერ წითლდებოდა და რაღაც მომენტში ხაჭვანი მუცელზე რომ მოეფერა და იქვე აკოცა ალუბლისფერიც გახდა. _შენ და ნიკა რას შვებით? _ ასეთი ქცევა არ ახასიათებდა,მაგრამ იქედან ისე ვერ წამოვიდოდა რომ არ გაეგო რა ხდებოდა _ ვერ გადაიწონე თუ გადაგწონდა საბოლოოდ _უკანასკნელად მოგიყვანე გეფიცები...ადექი მივდივართ. სულ გაგაგიჟა შენ იმ საავადმყოფოში გადაცხოვრებამ . ყველგან განყოფილების უფროსი გგონია თა ავი და ყველა დანარჩენი შენი ქვეშევრდომები რომლებმაც ნებისმიერ კითხვაზე უნდა გიპასუხონ და ყველაფერი შენ ნებაზე გააკეთონ _ადროვე გოგომ მიპასუხოს...იქნებ რა უნდა გვითხრას მეც და შენც . დარწმუნებული ვარ შენ ისე გეშინია არ გააბრაზო ,არ აწყენინო,არ ანერვიულო არაფერს ჰკითხავდი _სოფიო ! _არაფერს კითხულობს მართლა...იქამდე თუ მოსვენებას არ მაძლევდა ახლა ჩემთან დაკავშირებით სიტყვას არ ამბობს. მხოლოდ ბავშვზე მელაპარაკება და ბავშვზეა მთლიანად კონცენტრირებული. მგონი რომ გავთხოვდე რეაქცია არ ექნება _აპირებ ახლო მომავალში? _ უცებ შეეშვა სოფიოს და ბარბარესკენ შებრუნდა _ მშობიარობამდე არ გირჩევ მაინც სექსუალურად დიდად აქტიური ვერ იქნები და ცოდოა ქმარი _ნიკასთან არაფერი მაკავშირებს... საკმარისი დრო მქონდა ყველაფერზე დასაფიქრებლად. აღარც გადატვირთულ რეჟიმში ვარ, ყველაფრის ასაწონ_დასაწონად და შესაფასებლად მოვიცალე . გავიაზრე და დავინახე საკუთარი თავი ,სურვილები ,გრძნობებიც . გულწრფელი საუბარიც მჭირდებოდა თურმე და მამაოსთან რომ დავჯექი და ყველაფერი მოვყევი რაც იქამდე არ გამიაზრებია ისიც დაინახა გონებამ _მერე ? რაო გონებამ ... ჩვენც რომ ვიცოდეთ . იქნებ მაქვს მეც გარკვეული ადგილი მაგ ფიქრებში _ ნიკა არასდროს მყვარებია... მომწონდა ძალიან და გადავწყვიტე ,რომ მინდოდა გვერდით მყოლოდა. მერე ამ ფიქრს შევეჩვიე და სხვებისგან თავდაცვის იარაღად იყენებდა გონება. "მე ხომ მიყვარს უკვე და ურთიერთობას სხვასთან ხომ არ დაავიწყებ?" გაჩნდა აზრი და დარჩა დიდხანს . _მაგ აზრმა გადამდგა ჭკუიდან _ ჩუმად ჩაილაპარაკა ,მაგრამ ორივემ გაიგო _როდის გადახვალთ ერთად საცხოვრებლად მე ეს მაინტერესებს მხოლოდ... დეტალებში არ ვერევი. ჩემგან რა დაგჭირდებათ მითხარით და ექიმთან კონსულტაციაზე თუ შეიძლება რომ შემოვიჭყიტო და დავინახო მამიდას ბაია _შეგიძლია ... იქ რომ იქნები უფრო არ შემეშინდება _სად შეხვდით ერთმანეთს ორი ნემსის და კლინიკების მოშიში ... უსაყვარლესები ხართ . მე წავედი ,ტაქსით გავალ არ მინდა გაყვანა _ კახი ბარბარესთან დატოვა თვალით ანიშნა არ შემეწინააღმდეგოო და იმ იმედით წამოვიდა,რომ იმ დღეს საბოლოოდ გაერკვეოდნენ. მშვიდი ამინდი იყო და ფეხით გავლა გადაწყვიტა. კორპუსებს შორის პატარა სტადიონს რომ მიუახლოვდა ხმა გაიგო თინეიჯერი ბიჭები თამაშობდნენ მათ შორის კი ყიფიანი აღმოჩნდა . _დუდა ... _დუდა პასი _ეგ არიი დაღლილები ხელოვნურ ბალახზე დაჯდნენ ყიფიანი კი ისევ ბურთს ატრიალებდა ხელებს შორის. წელს ზემოთ შიშველი იყო და საკმაოდ დაღლილიც. _მაგრად დავიღალე ტო _ბოლოს ორნი დარჩნენ მხოლოდ _სიგარეტს თავს თუ არ დაანებებ მალე სუნთქვას ვეღარ შეძლებ ... გოგოს მოფერების დროსაც რომ დაიღლები თუ ღმერთი გწამდეს მაშინ არ გაიხსენო ოღონდ დუდა ყიფიანი რა _ ბურთი ესროლა და მანაც დაიჭირა _კაი ნუ ატრ.კებ რა ... შენ მართლა არ ეწევი? _ვეწეოდი ,მერე რაღაც მოხდა ჩემი თავი შემიყვარდა და ჩემზე მეტად კიდევ ერთი და გადავწყვიტე დიდხანს ,ჯანმრთელად და სწორად ცხოვრება _აუ რაა რას იტყვის ხოლმე ვიღაც სათვალიანი პიჟონი გეგონება _წინა საუკუნის ბავშვებივით რომ ლაპარაკობთ ეგ არ ტეხავს? _ ბურთს უყურებდა , კალათისკენ ისროდა და ენერგია აშკარად კიდევ ჰქონდა 15_16 წლის ბავშვებისგან განსხვავებით _ისევ მოსწონთ ამ თაობის გოგოებს უაზროდ მობლატავე ტიპები? _უაზროდ რატო ...ძაან აზრიანად ვბლატაობ რა . აბა ვიღაცის ჩმორი უნდა ვიყო? _ახლა რას მეუბნები თორნიკე თუ იაზრებ? ვიღაც უსაქმურ ,უმიზნო ხალხს რომ არ ვებლატავები ჩმორი ვარ ? _აუ ტოო ეგრე არ მითქვამს ვაფშე რა კაცი ხარ რაა _ჩემნაირი კი არ უნდა იყო ... შენნაირი უნდა იყო უბრალოდ უაზროდ არ უნდა გაფლანგო ცხოვრება _მეუბნება კაცი რომელიც 20 წელია სწავლობს და კიდე არაა ექიმი _მერე შენ სხვა რამე აკეთე ... ჩემზე ჭკვიანო . მე ექიმობა მინდოდა. აცდა _ ერთ_ერთი ვერ ჩააგდო და ძირს დავარდნილი ბურთისკენ გაიქცა _ მამაშენი იცი რა მაგრა მღეროდა? _დედამ მითხრა ხო ... მაგ სიმღერით ამირია ტვინი რა ვიცოდი ვინ იყოო _მაშინ ტეხავდა მომღერლობა თორემ ქუჩის ნაცვლად სცენაზე დგომა რომ აერჩია ახლა ჩვენ გვერდით იქნებოდა უმაგრესი კაცი,საუკეთესო მამა ,ქმარი და ჩემი ძმაკაცი . ბებიაშენს შვილი ეყოლებოდა ცოცხალი სულ რომ არაფერი _იმ ჩხუბში რომ არ ჩარეულიყო მშიშარა იქნებოდა და მასეთი ცხოვრება რად უნდოდა _ სულ სხვას ფიქრობდა და სულ სხვა რამ თქვა _საერთოდ არ იქნებოდა იმ ხალხთან ახლოს და ჩარევა არ ჩარევაზეც არ დადგებოდა საქმე. ზურგიდანაც არავინ ესროდა ... კარგ ადამიანებთან მყოფს უფრო შეგიძლია სწორი კაცის ცხოვრებით ცხოვრება. ქუჩაში სულ არიან ისეთები ვერც ხელით რომ ვერ გერევა,ვერც სიტყვით,ვერც სიმართლით და ბოლოს დანას გირტყამს ან ტყვიას გესვრის. მერე რაღაც ეტაპზე ის ბლატაობს შენ მკვდარი ხარ ! ეგ თუ გინდა რას მღლი ტყუილად ? გასწავლი როგორ მოუგო სიტყვით ყველას,იბლატავე და იყავი . დედაშენს შავები აცვია ისედაც და ქმრის საფლავზე ასვლის მერე შვილიც იქ თუ ეყოლება _არავინ მომკლავს ნუ მაშინებ ტყუილად _ვაა შენ დაჟე გეშინია ? _დედაჩემს რომ ეტკინოს კი _ამდენ ხანს აბა რას გიხსნი თორნიკე? რას ეწევი კიდე სულ დაშტერდი შვილო?_ბურთი ესროლა და ფეხზე მოარტყა _ ადექი ახლა რას წამომიწექი აქ . გადმოგხედავს შენი ლილე და დაგინახავს გოჭივით წამოგორებულს ძაან მოეწონები _მოვწონვარ უბრალოდ არ აღიარებს _რა ასაღიარებელია ... ჭკვიანი ბავშვია და იცის ვის დაუკავშიროს ცხოვრება _იმ ს.რს სახეს რომ გავულამაზებ ნახავს მერე _ძიუდოზე რატო აღარ დადიხარ... _შენ რა იცი _რატო აღარ დადიხარ_თქო ... გიყვარს მაგრამ ისეთი სუსტი ხარ ყველა გიგებს და გამოიქეცი?ეგრე აპირებ ალბათ ყველაფერში. გამოწკეპილ ბიჭებს ცემ და გიხარია მაგარი ვარო? ლევანიკოს თუ მოარტყი დიდი ამბავი... მოეფერება ლილე და მოურჩენს ჭრილობებს და შენ საერთოდ აღარ მოგეკარება _ნუ მამწარებ... ნათლია ხარ ჩემი თუ მტერი ბიჭო _შენი ბიჭოები ბირჟაზე გელოდება _ ბურთი გაუქანა ისევ _მეტკინა ეე _ძიუდოზე იარე _ვერ ვქაჩავ არაა ჩემი _იღლები ხო? დედა გიტირა სიგარეტმა... რამდენი ხანია ეწევი . გვიან გავიგე ხო ? _ასე იმედგაცრუებული სახით შემოხედვა ნუ იცი _ძაან არ გკიდივართ ახლა შენ მე და ჩემი იმედები ? ლიჟბი შენ უბნელებში იყო ტიპი _არ და ნუ მაბრალებ რაღაცებს ... იცი შენ მე როგორ მიყვარხარ და როგორ გაფასებ _ძაან გეტყობა ,კი _ნუ მანიპულირებ _ვაა მანიპულაცია იცი რას ნიშნავს?ეე შენ რა მაგარი ხარ რა სიტყვები გცოდნიაა _დუდააა _სად გაიქცნენ შენი ძმაკაცები ყველა შენნაირი სუსტია ? ამ ხნის კაცმა უნდა მოგიგოთ ? _შენ ძაან გამუშავებს ეტყობა შენი უფროსი სოფია და იმიტო ხარ ასე განტვირთვას მოწყურებული იქამდე თუ მშვიდად იჯდა ხის სკამზე და უსმენდა მერე საკუთარი სახელი რომ გაიგო მისვლა მოუნდა _სოფიო გჭირდება ზუსტად შენ... ჩემსავით კიარ მოგეფერება. სულს ამოგხდის _არ გამაცნობ? _ავად რომ გახდები და მოგიყვანენ ჩემთან კლინიკაში გაგაცნობ მერე _ისე არ უნდა ვიცნობდე ქალს ვინც ყიფოს აჩმორებს? _შენ მგონი გინდა გცემო და აღარ იცი როგორ გამომიწვიო _რა ვტყუი?რამდენჯერ მოგწერე ან დაგირეკე ვმუშაობ არ მცალიაო და სულ იმ ქალის ხმა მესმოდა თან რაღაცებს გავალებდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.