ნაბიჯებს შორის (თავი 2) 18+
#ნაბიჯებსშორის 18+ ნაბიჯებს შორის 2 თავი 2 თვალს ვახელ. ადგომა მეზარება, სხეულზე თითქოს ნაკაწრები მაქვს - გუშინდელი შეხებების ექო, რომელიც სასიამოვნოდ უვლის სხეულს. საწოლის კუთხეში მისტერ ბი წევს, უსარგებლო... მდუმარე... მისი „სანდოობის“ დრო დასრულდა. ახლა სხვა რამ მჭირდება, რაღაც ცოცხალი, რთული, არაკონტროლირებადი, ისეთი როგორც ადრეანია. მაღვიძარას ვთიშავ. ტელეფონს დავყურებ მისი შეტყობინებაა, მხოლოდ სამი სიტყვა: - "რეპეტიაციაზე არ დააგვიანო". არც დილა მშვიდობის, არც როგორ ხარ... მხოლოდ მშრალი, არაფრის მომცემი სიტყვები. - კარგი ბატონო ადრეან! - საწოლიდან ვდგები. - გგონია კონტროლი აღიდგინე?! მასზე არ ვბრაზობ. პირიქით. ჩემში მონადირის ინსტიქტს აღვიძებს და ეს უფრო სასიამოვნოა. *** დარბაზში ვარ წითელი განათება. სხეულების მკვეთრი კონტურები. დრამატული, მკაცრი მუსიკა. ტანგო. სარკეში საკუთარ ანარეკლს ვხედავ. ნოტების ქაოსი - აი, რა ვარ! ჩემი მეორე მეწყვილე ტეო უკმაყოფილოა - სხეული გუშინდელი შეხებების რიტმს მიჰყვება და არა მას. მაგრამ ეს არ მაინტერესებს. სარკიდან მის ანარეკლს ვხედავ. ჩემსკენ მომართულ მზერას. - "რა იყო პატარავ არ მოგწონს სხვისი ხელები ჩემს სხეულზე"? - ვეკითხები უთქმელად. როგორც უნდა მოინდომოს დამალვა ვიცი, რომ არ მოსწონს. ვიცი, რომ ეჭვიანობს. - არასწორია, ნაბიჯი მარჯვნივ! მელოდია გერევა! - ისმის ქორეოგრაფის ხმა. ეს სიტყვები მე მეკუთვნის. თავს ვხრი და ჩუმად ვიღიმი. - გაცვალეთ პარტნიორები. - გვაძლევს მითითებას. როგორც იქნა. ჩემს წინ დგას - მზერა არ ერხევა. მშვიდი სუნთქვის რიტმი. კონტროლი. თავდაჯერებულობა. ორგანულად მორგებული სიმშვიდის ნიღაბი. ცივი პროფესიონალიზმი. - "კარგი პატარავ, თამაში იწყება". - ვამბობ თვალებით. - "ახლოს მოდი"! - უხმო ბრძანებას ჰგავს მისი გამოხედვა. წინააღმდეგობის ადგილი არ არის. ხელს წელზე მხვევს. სხეულებს შორის მანძილი არ რჩება. მუსიკა ჩვენს ნაცვლად ლაპარაკობს. ჩუმი ვნება... ღამის გულისცემა... ორი ადამიანის ერთმანეთში ნაპოვნი თავშესაფარი... ისტორია, რომელიც ერთი ნაბიჯით იწყება და ერთი ამოსუნთქვით სრულდება. დასაწყისი წარსულია - აკორდეონი, ბანდონეონი... სულის ამომხდელი მელანქოლიით დაწყებული კვნესა. დაკარგული სიყვარული... დამსხვრეული ოცნებები... მოკეცილი ფრთები... შემდეგ აწმყოა. მუსიკა კი არ უკრავს - სულში იჭრება. ქალი - თავდაჭერილი, მაგრამ მზად ვნებისთვის. მამაკაცი - სუფთა, მკვეთრი, მზერა - გამოუცნობი. მანძილი ილუზია ხდება სხეულების უხმო პირობისთვის. აბრაზი - მამაკაცის ძლიერი, მესაკუთრული ჩახუტება, რომელიც ერთდროულად საზღვარიცაა და თავშესაფარიც. მამაკაცური ინიციატივისა და ქალური მოლოდინის დიალოგი საწყისი. თვალებს ვხუჭავ, მინდა იგრძნოს რომ ნამდვილი ძალა თავისუფალ ვნებაშია. ნელი, გაწელილი ნაბიჯები... სამყარო ჩერდება. შემდეგ ტკივილიანი ელეგანტურობის გაიელვება და წამიერი, გაუცნობიერებელი ვნების კვალი. მენჯები ერთმანეთს ეხება. მოძრაობა მკვეთრი, ვნებიანი, აგრესიული. თითოეული ნაბიჯი - დამორჩილების მცდელობა. მოძრაობა და ფანტაზია... მისი ფეხი ჩემსას უახლოვდება. მისი სუნთქვა ჩემს ყურთან. - „არ გაიქცე“ - ამბობს უთქმელად. დარბაზი ქრება. მისი ტუჩები ჩემსას ეხება. მუსიკის ყოველი დარტყმა ექოსავით ისმის თეთრეულის შრიალში. ჩემი ფეხი მის ფეხს ეხვევა. თითოეული მოძრაობა - მკვეთრი, დახვეწილი, კონფლიქტისა და შერიგების მინი-დრამა. სხეულები ერთია, მაგრამ სულები ცალ-ცალკე საიდუმლოს ინახავს. ბრუნი... ბედისწერის ტრიალი. მუსიკა კულმინაციას აღწევს. მისი ხელები ჩემს სხეულზე კვალს ტოვებს. საბედისწერო სილამაზე ვნებას პოულობს. მკაცრი, ზუსტი ნაბიჯები - დაჯახება, გადაკვეთა, მოტაცება... მისი ხელი წელზე უფრო დაბლა იწევს. თითები კაბის ქსოვილს ოდნავ ქვემოთ სწვდება, თითქმის ზღვარზე... ტუჩები უხეშად, დაჟინებით ერწყმიან ჩემსას. კბილების მტკივნეული შეხება... წამიერი, აკრძალული გრძნობების გემო... თვალს ვახელ. ამ წუთში ტანგო მხოლოდ მოძრაობა არ არის - ეს მკაცრი წესების ტყვეობაში მოქცეული დაუოკებელი სურვილია. მიყურებს. ჩემს ტუჩებს უყურებს. ეს საშიში სიახლოვეა. მთელი სხეულით ვიწვი და ვიცი, რომ ისიც ამას გრძნობს. - ნაბიჯი უკან! - მუსიკას ქორეოგრაფის ხმა კვეთს. საწოლი ქრება. დარბაზში ვბრუნდებით. წითელი განათება ბუნდოვნდება. ისევ მათემატიკური სიზუსტე. მაგრამ ისეთი განცდა მაქვს თითქოს ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში სრულყოფილად ვიცხოვრეთ. სიყვარული, ლტოლვა, ეჭვიანობა, მონატრება... ხელი, რომელიც წელზე მიდევს, ძლიერად მიჭერს. პასუხობს ჩემს გამოწვევას. ეს დუელია. ერთმანეთს ვცილდებით. ორივე თანახმა ვართ ამ დუელზე. დაე იყოს ასე. მაგრამ ახლა უფრო მეტი მინდა ვიდრე სე'ქსი. მთლიანად მინდა. იქამდე სანამ არ გავწურავ. სანამ ყველაფერს არ ვიგრძნობ... რეპეტიცია სრულდება. შეგნებულად ვაიგნორებ. დარბაზიდან გამოვდივარ. გაქცევა არ არის სისუსტე, ეს მზადებაა მომდევნო ბრძოლისთვის. ისევ წვიმს. ასეთი ქალაქია ლონდონი - ცივი, ნისლიანი და წვიმიანი. გაჩერებაზე ვდგავარ. ვიცი, რომ მოვა. უარყოფას არ შეეგუება. მანქანა ჩემს ფეხებთან ჩერდება. ნაცნობი სცენარია... - დაჯექი! - მისი ბრძანებულური ტონი თამაშის გაგრძელების სურვილს მიჩენს. - დღეს არა! - ვამბობ ცივად და მომავალ ტრანსპორტზე ვანიშნებ. - დაჯექი მერიემ! - კუნთები და ხმა თანაბრად ეძაბება. მის მზერაში ბრაზს მიღმა ტანგოს ნარჩენებს ვკითხულობ - მესაკუთრულს, მტაცებლურს, ვნებიანს... მანქანაში ვჯდები. კარი იხურება. ლონდონის წვიმიანი, ცივი სამყარო შუშებს მიღმა რჩება. თბილ, მჭიდრო სივრცეში, სადაც გუშინდელი ღამის სუნი ისევ ტრიალებს, სითბოს ტალღა მიტევს. მანქანას უსიტყვოდ ძრავს. ეს არ არის უბრალო დუმილი - თქმა აღიარებას ნიშნავს. ვიცი, რომ თვითონ არ დაიწყებს. - ეს ჩემი სახლის გზა არ არის - ვამბობ მშვიდად, თითქოს შენიშვნას ვაძლევ, მაგრამ არც წინააღმდეგი ვარ. - რის მიღწევას ცდილობ? - მეკითხება პირდაპირ. ვიცი რასაც გულისხმობს, შემიძლია პირდაპირ ვუთხრა, მაგრამ საინტერესო აღარ იქნება. - მისი შეხება არ გასცდენია პროფესიულ საზღვრებს, ზუსტი იყო, სუფთა, გათვლილი... - ვეუბნები ისე თითქოს, თავად არ იცოდეს. - შენი? - საჭეს უფრო მჭიდროდ უჭერს ხელს. - მე მომეწონა, რომ იეჭვიანე - ვეუბნები პირდაპირ. - არ გინდოდა, რომ მის შეხებაზე მეფიქრა. - ასე აღარ მოიქცე - მისი ხმა გაფრთხილებას ჰგავს. - ტეო კარგი პარტნიორია. უნაკლოა. მაგრამ მისი შეხება უსაფრთხოა. - ვამბობ ისე თითქოს მინდა, რომ ასე არ იყოს - შენს შეხებას საფრთხე მოაქვს. იქნებ ჯობია შევწყვიტოთ, რადგან ხვალ პარტნიორების გაცვლა ისევ მოგვიწევს. ეს ფრაზა - „ხვალ პარტნიორების გაცვლა ისევ მოგვიწევს“ - მიზანში მოხვედრილ ტყვიას ჰგავს. მანქანა მკვეთრად უხვევს. ვგრძნობ, როგორ ეძაბება კუნთები. - მთელი ცეკვა შენს თვალებს ვუყურებდი, მერიემ. ვხედავდი, რომ შენი სხეული ჩემს რიტმს უსმენდა. ამას ვერ უარყოფ. - არც ვუარვყოფ. - ვეუბნები და ხელს მაისურის ქვეშ ვუცურებ. წამით თვალს ხუჭავს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. - მაგრამ ხვალ სხვა შეგეხება, ადრეან. სხვა მიჰყვება შენი სხეულის ხაზებს. შენი სუნთქვის რიტმს... მოგეწონება, როცა სხვას ექნება კონტროლი? - ვამბობ და გულ-მკერდის კუნთებს ვაყოლებ ხელს. - თუ არ შეწყვიტავ ავარიაში მოვყვებით - ხელს ხელზე მკიდებზე და ქამრის გახსნის საშუალებას არ მაძლევს. ეს ხმის ტემბრი მომწონს უკანასკნელი გაბრძოლება სიმტკიცის შესანარჩუნებლად. - მაშინ გააჩერე. - აქ? - ეცინება. - ჰო, აქ. გზას უყურებს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს გარდა ვერაფერს ხედავს. - არანორმალური ხარ. - ხვალ, როცა პარტნიორებს გავცვლით, ისევ სხვას შეეხები. - ვაგრძელებ პროვოკაციულად - მეც სხვა შემეხება... ჰოდა რატომაც არა?! მინდა, მითხრა, რომ მხოლოდ ჩემი ხარ. მინდა, ეს ისე გავაკეთოთ, რომ ხვალინდელმა რეპეტიციამ, სხვა პარტნიორებმა, სხვა შეხებებმა აზრი დაკარგოს... მანქანა მკვეთრი საბურავების ხმაურით ჩერდება. სალონში დუმილი იმდენად ძლიერია, რომ აღარც წვიმის ხმაა და აღარც გამვლელი მანქანების. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ჩემია. მის თვალებში ვხედავ. მისი სიმტკიცე აღარ არსებობს. მკოცნის. ეს აღარ არის გუშინდელი ვნება. მასში ერთდროულად არის აღიარებაც, რისხვაც და დანებებაც. მისი ტუჩები უხეშად ეხება ჩემსას, თითქოს ცდილობს ჩემს სიტყვებში ეჭვიანობის ყველა კვალი მოკლას. ხელი, რომელიც ქამრის გახსნის საშუალებას არ მაძლევდა, ახლა თავად მიბიძგებს მისკენ. ჩვენ შორის სალონის კონსოლი ისევ დგას, მაგრამ მანძილი აღარაფერს ნიშნავს. თითები ჩემს კულულებში იჭრება, თითქოს ეშინია, რომ გავექცევი, მაგრამ მე გაქცევა არ მინდა. ხელს მაისურში ვუცურებ. ვგრძნობ მისი არეული გულისცემის რიტმს და ვიცი, რომ კონტროლი ორივემ დავკარგეთ საბოლოოდ. მანქანა, თითქოს დაძაბულობას ვეღარ უძლებს, საჯარო სივრცეში ვართ, ქუჩის პარკინგზე. ირგვლივ რამდენიმე გამვლელი მანქანა ანათებს, მაგრამ ჩვენს სალონში სიბნელე ისეთივე სქელია, როგორც ჩვენი ვნება. უეცრად უკან იხევს, სუნთქვა ეკვრის. მიყურებს. - მოდი ჩემთან - ამბობს ჩურჩულით და სავარძელს უკან ხრის. უკვე არც სირცხვილია და არც გათვლა. არაფერი პირველყოფილი სურვილის გარდა. ვემორჩილები. ახლა არაფერს აქვს მნიშვნელობა ერთმანეთის გარდა. მისკენ ვინაცვლებ. ჩვენი სხეულები მაქსიმალურად ცდილობენ შერწყმას, თუმცა მანქანის პატარა სალონი ამის საშუალებას არ გვაძლევს. თითოეული სიახლოვე ტკივილამდე ტკბილი ხდება. მისი ხელები ზუსტი ქორეოგრაფიით მოქმედებს, სამოსის მოშორება რითმულია, დაუყოვნებლივი, მოთმინების ყოველგვარი ნარჩენებისგან დაცლილი. - ეს სხეული მხოლოს მე მეკუთვნის - მესაკუთრულად ჩურჩულებს და მკერდზე მკოცნის. ახლა ჩვენ შორის არაფერი დგას. წვიმის ხმა ფონურ მუსიკად ჟღერს - მთელი დღის დაძაბულობა, ეჭვიანობა, ყველა კონფლიქტი ამ მოძრაობაში ერთიანდება. მისი სუნთქვა ხშირია და არეული. სწორედ ამის დანახვა მინდოდა, ამ სიტყვების მოსმენა. სანამ საკუთრებად აღიქვამს მარტივია მივიღო, ის რაც მინდა. ჩვენი სხეულების რიტმი მკვეთრად სწრაფდება. ეს არის საბოლოო გადახვევა ყველა წესიდან - სრულყოფილი და უმართავი დუეტი. ხმაურიანი ამოსუნთქვა. ადრეანი ჩემს ყელიდან თავს ნელა იღებს და თვალებში მიყურებს. მისი იერი აღარ არის მტაცებლური. ის ახლა სრულიად დაუცველად გამოიყურება. - გესმის, რომ ისე ვეღარაფერი იქნება, როგორც ადრე? - მეკითხება ჩახლეჩილი ხმით. - ვხვდები - ვპასუხობ დაღლილი, მაგრამ გამარჯვებული. თავს აქნევს. ტუჩის კუთხეს ღიმილი ეპარება. ეს შემაშფოთებელი ღიმილია, რადგან ვიცი, რომ ახლა, როცა კონტროლი დათმო, მისი ვნება კიდევ უფრო აგრესიული გახდება. - იმასაც ხვდები, რომ ახლა ვერსად გაგიშვებ? - მეუბნება და მანქანას ძრავს. - რას გულისხმობ? - მართლა ვერ ვხვდები რას გულისხმობს. - ჯობია დილით ჩემს მკლავებში გაიღვიძო ვიდრე მთელი ღამე ხვალინდელ დღეზე ვიფიქრო. - გამოძინება მჭირდება - ვამბობ ოდნავ შეშფოთებული ხმით - თუ ღამეს ერთ სივრცეში გავატარებთ თვალის მოხუჭვა შეუძლებელი იქნება. - არ მიკითხავს, გითხარი. - ისე მეუბნება თითქოს მართლა მისი საკუთრება ვარ. - მოგცემ დაძინების საშუალებას. მეღიმება. ორივემ ვიცით, რომ ეს შეუძლებელია. ქუჩებს ნაცრისფერი ნისლი ფარავს, წვიმა ნელა სრიალებს ავტომობილის შუშებზე, ჩვენ კი ერთმანეთის სუნთქვას ვგრძნობთ. მისი ხელი ისევ ჩემს მუხლზეა თითქოს არ მიშვებს. არც მე ვცდილობ წასვლას. რამდენიმე წუთში მანქანა თანამედროვე, მინის და ბეტონის შენობის წინ ჩერდება. - ასე არ შეიძლება - ვამბობ ჩურჩულით, თითქოს საკუთარ თავს ველაპარაკები. - არაუშავს. - ამბობს ისიც ჩუმად და მისი ხმის ტონი უფრო თხოვნას ჰგავს. შემიძლია რაციონალური ვიყო. სახლში წავიდე და მშვიდად დავდო ბალიშზე თავი. სტრატეგიულად ეს უფრო სწორი იქნება. უფრო ტკბილად დამეძიბა, თუ მეცოდინება, რომ მთელი ღამე ჩემზე იფიქრებს, მაგრამ ახლა სულაც არ ვარ რაციონალურიბის ხასიათზე. უფრო მეტიც, ისევ მინდა ამიტომ ვთანხმდები. სასტუმროს ფოიეში ვართ. მინისა და მარმარილოს ცივი სტილი მკვეთრ კონტრასტშია იმ ცეცხლთან, რომელიც ჩვენს შიგნით ბობოქრობს. ადრეანი სწრაფად ასრულებს ყველა ფორმალობას. გარეგნულად იერი მშვიდი აქვს, თავდაჯერებული. მომწონს ის ფაქტი, რომ წონასწორობის აღდგენა სწრაფად შეუძლია. ეს უფრო საინტერესოს ხდის მას. ლიფტში შევდივართ. სარკეში ჩვენს ანარეკლს ვხედავ. ახლა ვხვდები რატომ აგვარჩიეს სასცენო წყვილად - ერთმანეთს ვუხდებით. მისი ხელები წელზე მეხვევა, როგორ ტანგოს აბრაზი - მჭიდრო, მესაკუთრული, ვნებიანი, ყოველგვარი სივრცის გარეშე. ეს შეხება მომწონს. მისი სხეულის შეგრძნება. აღქმა, რომ თავიდან ბოლომდე მე მეკუთვნის სხეულით და გონებით. ოთახში შევდივართ. კარი იხურება და მთელი სამყარო ჩვენს მიღმა რჩება. მისი თითები ისევ ჩემს თმაში ეხვევა. აღარაფერს ვამბობთ. თავისკენ მიზიდავს და მკოცნის ისე, თითქოს გზაში დაკარგულ დროს ინაზღაურებს. კაბის ელვა თავად ეძებს გზას, მაისური იატაკზე ეცემა. მისი ხელები უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე სცენაზე - მკერდზე მიკრავს, შემდეგ ნელა ქვემოთ სრიალებს, თითოეული შეხება ისეთი ზუსტია, თითქოს ამ ცეკვის ქორეოგრაფი თავად არის. საწოლზე ვვარდებით. ფარდების მიღმა წვიმის ხმა ისევ ფონად ჟღერს. ზემოდან არის, მაგრამ არცერთს აღარ გვაქვს კონტროლი - ყველა მოძრაობა ვნებას მიჰყვება, გონება მხოლოდ შეგრძნებებს იმახსოვრებს. თითები თეძოებზე ჩერდებიან და მერე, ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ, მიიკვლევენ გზას ფეხებს შორის. მისი ტუჩები ჩემს სხეულს მიუყვება - ჯერ ყელზე, შემდეგ მკერდზე, შემდეგ უფრო ქვევით ჩადის, უფრო შიგნით და უფრო ღრმად. რბილად, მაგრამ მჭიდროდ მკოცნის. სიამოვნებისა და მოლოდინის მღელვარება ტალღასავით მიტევს. სიამოვნებისგან სუნთქვა მეკვრის - თითოეული შეხება უფრო სიღრმისკენ მიექანება. - ისევ ფიქრობ, რომ გამოძინება გირჩევნია? - ჩურჩულებს ყურთან და მისი ცხელი სუნთქვა ცეცხლისთვის სულის შებერვას გავს. პასუხად ჩემი ფეხები მის მენჯს ეხვევა და ვგრძნობ, როგორ უჭირს მოთმენა. ტკივილიანი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო შეხება. ნელა იწყებს მოძრაობას, როგორც მუსიკის შესავალი, თითქოს ადაპტაციის დროს მაძლევს. შემდეგ უფრო ღრმად და მკვეთრად. საწოლის ზამბარები ხმაურობენ, მისი თითები ჩემს თმაში ეხვევა, სუნთქვა კი უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება. მთელი სხეულით ვგრძნობ – ყოველი მისვლა და დაბრუნება ერთდროულად ტკივილია და სიამოვნება. ჩემი თითები მის ზურგს კაწრავენ, თითქოს მისი მთლიანად შთანთქმა მინდა. მოძრაობა თანდათან უფრო სწრაფი და ღრმა ხდება. ქოშინი, ხმაური და ხანმოკლე კვნესა ცვლის ერთმანეთს. ჩემი ფეხები კიდევ უფრო ძლიერად ეკვრის მის მენჯს. ვგრძნობ, როგორ იკარგება კონტროლი. ტალღა მიტევს, ჯერ შიგნიდან, შემდეგ მთელ სხეულში ვრცელდება. რამდენიმე წამში მის სხეულსაც ვგრძნობ, როგორ იძაბება, როგორ ეჭიდება ბოლო ნოტს და ბოლოს ორივე ერთდროულად ვიშლებით. ჩემს გვერდით ეცემა და არეულ სუნთქვას სიცილის ნოტები ერევა. - ვჭამოთ თუ დავიძინოთ. - მეკითხება პროვოკაციულად. - მშიერი ვერ დავიძინებ - ვეუბნები და კოცნაზე კოცნით ვპასუხობ. - კარგი ჯერ ვჭამოთ, შემდეგ ვნახოთ, შეიძლება ძილისთვისაც დაგვრჩეს დრო. არაფერს ვამბობ, ისედაც ვიცი, რომ ვერ დავიძინებთ. ვუყურებ. აქამდე არ შემიმჩნევია სიცილის დროს რა საყვარლად ეკეცება ლოყა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.