შემიყვარდი (9)
_შენი ბიჭი შმაგისთანაა ,გუშინ უკეთებდა ოპერაციას _ კაბინეტში შესულმა ახალმა ექიმმა უთხრა _ იქ ვიყავი მორიგე,მაგრამ მალევე წამოვედი რომ შეიყვანეს _ ლოდის მოხსნის შემდეგ რომ დამშვიდდა და ამჯერად ახალი ტალღა იგრძნო არც მოუხედავს უკაან ისე გაიქცა. ფორმაც არ გამოუცვლია,ხალათიც არ გაუხდია ისე აიღო გასაღები და წავიდა. მსგავსი უპასუხისმგებლობა ცხოვრებაში არ ჩაუდენია . საცობში გაჭედვის შემდეგ გაგიჟებული დერეფანში გარბოდა და ყველა მას უყურებდა. ექიმს ფორმით რომელიც არ იყო მათი გუნდის წევრი _ყიფიანი სად გყავთ შმაგი... ყიფიანი _მაინცადამაინც იმ წამს გამოჰყავდათ ზეწარგადაფარებული მიცვალებული განყოფილებიდან და ტკივილმა ისე დაუარა სხეულში გონების წასვლის ზღვარზე იდგა წამის მეასედში _აქ რა გინდა ამ ფორმაში ... ვინ ყიფიანი _დუდა ყიფიანი _პალატაშია სად იქნება ...ოპერაციის მერე სძინავს _რა ოპერაცია... მძიმეა? _ხელში ჰქონდა მოხვედრილი. დიდი არაფერი, ძვალს ასცდა ,მაგრამ მაინც ამოსაღები იყო ტყვია და მოკლედ. როგორც ჩანს იქამდე ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ , ხელკეტი ჩაარტყეს თუ რა ვერ გეტყვი,მაგრამ სისხლნაჟღენთები აქვს და ნეკნი გაბზარული _შინაგანი სისხლდენა... შერყევა _არაფერი. სახეზეც არ აქვს ბევრი ჭრილობა როგორც ჩანს ხელი რომ ვერ მოარტყეს მართლა რაღაც მძიმე შემოარტყეს . ათას რამეს ამბობენ... ისე ასეთი უმცროსი სად იპოვეთ ქალბატონო სოფიო? _საით გყავს ... მაჩვენებ იმედია და საშვს არ მომთხოვ _ უკვე მყარად იდგა, მეტი ღელვა როგორ უნდა დაეტყო ისეთ ფორმაში იდგა მათ წინ,მაგრამ იქ ტირილს და ემოციებისგან დაცლას არ აპირებდა. _მეთერთმეტეშია... ერთი მყავს კიდევ იქ და _ სანამ დერეფანი გაიარეს ხმა გაიგო დუდა ლაპარაკობდა და მალევე დაინახა დერეფანში _ტელეფონი მათხოვე დავრეკავ და მომიტანენ ტანსაცმელს. იქამდე გაამზადე ხელწერილი და მივდივარ _პოლიციამ უნდა დაგკითხოს დუდა სად მიდიხარ ნუ გამაგიჟებ _ნინა ჩემო ლამაზო და ჭკვიანო არ მიცნობ? ნუ გადამადგმევინებ აქაურობას... გამაყუჩებელი გამიკეთე კიდე და წავედი _ ახალგაზრდა გოგო სამედიცინო ფორმით იდგა მის საწოლთან და ელაპარაკებოდა. ოთახში კიდევ იყო ერთი პაციენტი ,მაგრამ აშკარად არ იყო ჯერ გამოფხიზლებული _სად აპირებ წასვლას _სოფიო ... ექიმო ?_ბოლოს დაამატა და ქალს შეხედა. სულ სხვანაირი იყო . სახე შესცვლოდა ტკივილისგან,სევდისგან და დარდისგან _ გამიყვანე აქედან ,გთხოვ _ ჯერ თვალებში უყუდებდა ,მერე თითქოს იმედი და დასაყრდნობი იპოვნაო ისე ამოისუნთქა და სულ ორი სიტყვა უთხრა მიახლოებულს _ აჩი უნდა ვნახო ... აჩი არ ვიცი სად ჰყავთ. ვერ ვუშველე გესმის?გადავეფარე და მაინც მოხვდა. მერე გავითიშე ... _ჩვენთანაა რეანიმაციაში _ცოცხალია? არ მომატყუო მივხვდები ხომ იცი _რეანიმაციაშია...კრიტიკულია. ზუსტად არ ვიცი რატომ . ოპერაცია გაუკეთეს _წამიყვანე აქედან _ნეკნი _გამიყვანე გთხოვ ... უნდა ვნახო . ერთი ჰყავს , ერთი ჰყავს დედამისს უნდა ვუშველო გესმის? სოფიო გთხოვ _ ხელზე ხელი ჩაკიდა თავი დახარა და ისე ელაპარაკებოდა _ტელეფონი მათხოვე _გამომართვი _ მიაწოდა და კართან მდგომ ექიმებს მიუბრუნდა _ ხელწერილი გაამზადეთ და მოაწერს ხელს _ასე როგორ წაიყვან ან როგორ წავა_გოგო ღელავდა აშკარად _მოიტანე მიდი _კაცმა უთხრა და ისიც დაღონებული გაბრუნდა . _შენთან დააწვენ ? _გამაყუჩებელი გაუკეთე გაყვანამდე _ემი ? _ხო ... კუნთში _არ მინდა _ წამალი რომ მიუტანა ექთანმა უარი უთხრა _სხვა გამიკეთოს...ფხიზლად უნდა ვიყო ! _ტანსაცმელიც ამოუტანეს . სოფიამ თვითონ გადააცვა მაისური . ერთი ხელი შეხვეული ჰქონდა ,ნეკნი ტკიოდა და სიმწრისგან სახედაღრეცილს ძლივს უყურებდა _სოფიო ექიმო მე დავეხმარები თქვენ არ შეწუხდეთ _გოგოს ხმა გაიგო მაგრამ ყურადღებაა რ მიუქცევია _თვითონ მივხედავ ... შეგიძლია გახვიდე და ისტორიის ჩახურვისთვის მოამზადო ყველაფერი_არც შებრუნებულა გოგოსკენ. დუდას ისე დაეხმარა დაჯდომაში და მზერა გაუსწორა _გადარჩება გეფიცები! _ნუ მეფიცები იმას რაც შენ ხელში არაა და შენზე არაა დამოკიდებული _დუდა ... _ჩამაცმევ თუ ამოვიყვანო კიტა _ჩაგაცმევ _ შარვალიც ჩააცვა ,ფრთხილად წამოდგა ფეხზე . სოფიოს ეყრდნობოდა მთელი ტანით. ერთი ხელით ეცადა შეკვრას ,მაგრამ არ გამოუვიდა _დამშვიდდი და მადროვე . ხუთი წუთიც და წაგიყვან ...დამეყრდენი მეორე ხელითაც _მძიმე ვარ _შემიძლია,გიჭერ _ მიტკლისფერი ედო სახეზე, დაცვარული ჰქონდა კანი . ტკივილისგან დაღარული შუბლი . გული ტკიოდა მის შემხედვარეს _მადლობა _თვალები დახუჭა ეტლში რომ ჩაჯდა . კიტა გარეთ ელოდათ. ისიც არ გამოიყურებოდა კარგად _რა ქენი _ვეძებ _აჩი რომ საღ_სალამათი არ დარჩეს ბოლოს დუდა ყიფიანის გეშინოდეს ღმერთზე მეტად_თქო უთხარი იქ სადაც ილდანს ჰყავს კიტა _ არ დაუჯერა ნავერიანს ერთი შეხედა და მერე სოფიოზე დაყრდნობილი წამოდგა მის მანქანაში რომ ჩამჯდარიყო _დუდა საკუთარ თავზე იფიქრე და ცხოვრებას ნუ აირევ ... მოვაგვარებთ ჩვენ _აჩი რომ მოუკვდეს თავის ლანუკას...ლანა ნახე , დედა ნახე კიტა და მერე დააფარეთ ხელი შენ და თორნიკემ იმას ვისაც აფარებთ _არ ვაფარებთ ხელს _მერე ვილაპარაკოთ ... ახლა ლანა უნდა ვნახო . ლანას უნდა ვუთხრა აჩი არ მოგიკვდება_თქო_ სოფიომ არ იცოდა როგორ შეეძლო მის მდგომარეობაში მყოფს ჯდომა ,როგორ უძლებდა და მერე როგორ იდგა ქალის წინ ,რომელსაც ასულიერებდნენ და ნახევრად გონდაკარგული იყო. _ლანა ... _იქ თუ იყავი როგორ ვერ დაიცავი. იქ თუ იყავი როგორ ვერ მოახერხე ... შენ არ ამბობდი მოგვარდებიანო?მოვაგვარებ ბავშვები არიანო?შენ არ მეუბნებოდი არ ინერვიულოო?ახლა რა ვქნა ... ახლა რა ვქნაა _ ხმა აღარ ჰქონდა , დასისხლიანებული ამღვრეული თვალებით უყურებდა მერე კი გულზე ხელებს ურტყამდა იქამდე სანამ სოფიო არ აღმოჩნდა მათ შორის _როგორ ვერ გადამირჩინე ... შენი ბრალია . შენი ბრალია _სანახაობით ტკბებით თქვენ მანდ ? ამდენი თუ მოგიყვნენ ის არ გითხრეს დუდა გადაეფარა და იმიტომ არის ის ცოცხალი და დუდა დაჭრილიო? ორივე მოკვდებოდნენ და მერე იქნებოდით მშვიდად? მიხედეთ,საერთოდ სახლში წაიყვანეთ და დამაცადეთ გავერკვე რა შეიძლება გაკეთდდეს_წამის მეასედში თქვა ყველაფერი ქალსა და დუდას შორის იდგა და მერე თავდახრილ ყიფიანს მიუბრუნდა _ აქ გინდა წაიქცე და მოკვდე თუ გამომყვები _ვერ _ სუნთქვა უჭირდა უკვე. წონასწორობა რომ დაერღვა და ხელიდან წამოსულმა სისხლმაც იწყო ჟონვა _დამეყრდენი ... _დაგსვრი_ შუბლით მიეყრდნო მხარზე და გონებაც დაებინდა. შორიდან ესმოდა ხაჭვანის ხმა როგორ შეიყვანეს ბიჭებმა არ გაუგია. გონს რომ მოვიდა სისხლის ტრანსფუზია მიდიოდა და პალატაში იყო ზუსტად აჩის გვერდით იწვა და სოფიოს მინის კედლიდან ხედავდა. ექიმს ელაპარაკებოდა, ანალიზების ფირცლებით ხელში . მერე ვიღაც უცნობ კაცს შეეგება და გულთბილად მოეხვია . წამის შემდეგ ორივენი იქვე იდგნენ _შენთან გადაიყვან თუ აქ გაუკეთებ... რეზის დაველაპარაკები და ისე გაგაფორმებთ როგორც მოწვეულ ექიმს. მე ავანაზღაურებ თუ ვერ მოგვარდა მთავარია გამოვიდეს _სოფია რა უნდა გავუკეთო მეტი ...ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საძილე არტერია ჰქონდა გაგლეჯილი. როგორაა ცოცხალი საერთოდ _დუდამ პირველადი დახმარებაც გაუწია როგორც სჩანს _ვინ ამ დაჭრილმა? პაციენტზე მეუბნები გოგო ? _უნიკალური უმცროსი ექიმი მყავს...ტყუილად ნუ მთხოვ ვერ დაგითმობ _ჩვენი გესმის ყმაწვილო? ქირურგობა არ გინდა... ამ ალქაჯის გაძლებას ჩემთან წამო _აჩი ... _გადარჩება...შენი დამსახურებით. დიდხანს მოუწევს რეაბილიტაციის გავლა , მაგრამ გადარჩება _მადლობა _დაისვენე ახლა არც შენ ხარ მსუბუქად თან მომიყვნენ როგორც გიყოჩაღია. წავედი მე , მიხედავენ ბიჭები ყველაფერს _ დაემშვიდობა სოფიოს და გავიდა _როდის გაიღვიძებს? _ჯერ არ აღვიძებენ ... როგორ ხარ? _არ ვიცი... მაპატიე _რა _თავის ტკივილი რომ გავხდი მაინც . არ გამომდის კარგი ბიჭობა ხომ ხედავ _შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ ... დაიძინე ახლა , ნუ ებრძვი თავს . თვალები გეხუჭება უკვე _ დაიხარა , ლოყაზე აკოცა და წამით შეყოვნდა კიდეც _ საკუთარ თავზე იფიქრე. ყველაფერი მოგვარდება სხვა და აღარავის მისცე უფლება დაგადანაშაულოს თორემ მე არ მოვითმენ და მერე გამიბრაზდები რატომ დამიცავიო _არაფერი უთხრა ... შენ რომ იყო მის ადგილას მომკლავდი. _შენი ბრალია რაც მოხდა? _ახლა მეკითხები? _არ არის ,ვიცი და პასუხიც არ მითხოვია . დაისვენე , გთხოვ _სისხლი ? მისთვისაც გაქვთ ... _ყველაფერს გავაკეთებ. არ მენდობი დუდა ? _თვალდახუჭული განდობ სიცოცხლეს _შენსას კი და სხვისას არ ? _მაპატიე _რა დუდა რაა _თავის ტკივილი _თვალები ეხუჭებოდა და ვეღარ გაუძლო . ისე უნდოდა მოფერებოდა ,უფრო დიდხანს ჩახუტებოდა და მისი აფორიაქებული სული დაემშვიდებინა. ისე უნდოდა მარტო ყოფილიყვნენ და არა იმ დიდ სივრცეში ამდენი ადამიანის გარემოცვაში. ბიჭის მდგომარეობა იმაზე მძიმე იყო ვიდრე დუდას ეუბნებოდნენ და გონს რომ მოვიდა თავადაც გაიაზრა. შორს რომ წაეყვანა იცოდა უფრო ინერვიულებდა და ახლოს დატოვება გადაწყვიტა ბოლოს მაინც. არავინ შემოუშვა ჩემთანო თავად გააფრთხილა და იქ ყოფნის განმავლობაში არც არავისთან უსაუბრია სოფიას გარდა. იქამდე ღამე მაინც თუ მიდიოდა სახლში იმ პერიოდში თითქმის არ გასულა კლინიკიდან . ყველა მასზე საუბრობდა იქამდეც და მერე ხომ საერთოდ. უჩვეულო იყო სოფიას მსგავსი უემოციო ქალისგან გამოხატული მზრუნველობა. _რეინტუბაციას გავაკეთებთ დღეს _ რეანიმატოლოგმა რომ თქვა ლამის წამოხტა საწოლიდან _არ გატოკდე იცოდე თორემ გაგიყვან ! _სოფიაც იქვე იდგა და დაუზიანებელ მხარზე დააწვა წარმატებით დასრულდა ყველაფერი. ბიჭი სტაბილურად ინარჩუნებდა სასიცოცხლო მონაცემებს. გონზე რომ მოვიდა და თვალები გაახილა სანამ დაილაპარაკებდა და რეალობას აღიქვამდა იქამდე დუდასაც არ უსუნთქია თითქოს. მერე კი ერთიანად ამოისუნთქა _დაბრუნებას გილოცავ არჩილ _აჩი ვარ მე! _პატარა ბავშვივით რომ გაუბრაზდა სახელის გამო თვალები აემღვრა დუდასაც და სოფიოსაც იმ წამს აერია ფიქრები. უკან გამობრუნდა და სიტყვის უთქმელად წავიდა. კიბით მიდიოდა მეშვიდე სართულიდან და ტიროდა. დაიღალა,ისე როგორც არასდროს. ამ დაძაბულობამ,ამ უცნობმა პასუხისმგებლობამ,ამ შიშმა ბოლომდე გამოაცალა ენერგია და ახლა როცა საშიშროებამ თითქმის გაიარა ერთად იგრძნო ყველაფერი. _მოაღწიე სახლამდე? _ მშობლებთან წავიდა და გაეღიმა ვახშამზე ბარბარეც რომ დაინახა _მთელი ოჯახი ერთად ყოფილხართ _ჩვენთან გადმოვიდნენ ბავშვები...შენ არც გიკითხავს ჩვენი ამბავი _განაგრძეთ მე ნუ დამელოდებით _რა განვაგრძოთ ძლივს დაგინახე...რას გავხარ სარკეში თუ ჩაიხედე ლამისაა კახა მოვკლა ეს ბიჭი რომ აგკიდა _ლევან რა გინდა? ჩემ მარჯვენა ხელს რომ ვეხმარები,რომელიც სხვათაშორის მსხვერპლია და არა დამნაშავე,არანორმალური ქცევაა და ჩემგან გიკვირს? _ვის გამო შეგიწუხებია თავი ისე რომ ღამეებს უთევდე თორემ ექიმის მხრიდან რომ ეხმარები ყველას ეგ კი ვიცით ... _ხმა აკონტროლე , ყვირილზე გადადიხარ ! _მე ვაკონტროლო ხმა?შენ ხომ არ გავიწყდება მამაშენი რომ ვარ და _რისთვის მთხოვ პასუხს _ის მავნებელი ბიჭი შეგიყვარდა თუ რა გჭირს _ახლა არის ამის კითხვის დრო და ამ აფსურდზე საუბრის? _გირეკავ არ მპასუხობ,ბინაში მოვდივარ და არ ხარ . სამსახურშიც კი ვერ გნახე და იქ ხომ არ დაგელაპარაკებოდი მართლა . ახლაც ორი წუთით შემოგვიარე ალბათ... შენი ხელით აჭამე უკვე ყიფიანს თუ არა ჯერ. ამას უცდიდი ამდენი წელი? არეული ოჯახი,ციხე,ჭორები ,სიკვდილი, ჩხუბი,სიგიჟე არაფერი რომ არ აკლიათ თან რამდენი წლისაა ,ღმერთო ბავშვი გინდა გვერდით? გეცოდება გავიგე _არაფერი სჭირს შესაცოდებელი. ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან და რას აკეთებს. საგვარეულოს გამო ვერ მოვიშორებ და საერთოდ ვინ თქვა რომ როგორც კაცს ისე ვუყურებ? რატომ გიჟდებით ყველანი...არ მაინტერესებს როგორც კაცი არავინ. არ მინდა და არც ვთხოვდები არც საყვარელი მყავს არც შვილი მეყოლება. არ იდარდოთ თქვენ და თუ ძალიან დარდობ მიპოვნე ვინმე და მე გავყვები. იპოვნე ჩემი შესაფერისი ვინც გგონია რომ ჩემთან იცხოვრებს და ჩემთვისაა _და შენ ყიფიანი არ გიყვარს? მე ვისაც გეტყვი იმას შეხვდები და ცდი? _აჰ გყავს უკვე ვიღაც? _სასაცილოა?ამ ასაკის ქალს თუ გაგირიგებ აწი ვინმეს აბა რა გზაა სხვა .მართლა შინაბერა ხომ არ დარჩები _ოჯახის სხვა წევრებსაც გისმინოთ?თუ ეთანხმებით ბატონ მამას და აღარაფერს დაამატებთ _მოდი დაჯექი და ჭამე...მინიმუმ ხუთი კილო გაქვს დაკლებული. ადამიანს აღარ ჰგავხარ ასე ვინ მოგიყვანს ბებია _დიდი მადლობა... თქვენ როდის გადმოხვედით? _ქუთაისშიც ვიყავით . დავლაგდით და ქორწილიც იქნება . კიდევ კარგი შემოგვიარე თორემ მოსაწვევის გამოგზავნას ვაპირებდით _ ისევ მამა საუბრობდა სიტყვა არ ათქმევინა არავის. ბარბარეს გვერდით დაჯდა და მუცელზე მოეფერა _ხომ კარგადაა _კი ... ყველანი . მიხარია თქვენ გამო _ ჩუმად უთხრა და მუცელზე აკოცა _სად მიდიხარ _ სკამი რომ გასწია და სუფრასთან არ დაჯდა მაშინ წამოდგა კახი _სად მიდიხარ _ეცადე ლევანისნაირი მამა არ იყო _ძმას ლოყაზე აკოცა და ბიჭმა ახლოს დაიტოვა _სქესიც გავიგეთ ჩვენ ... მოწერა არ მინდოდა . არ გაინტერესებს? _ვიცი,გოგოა... ველაპარაკე მაიკოს. გგონია მართლა ყველაფერი დამავიწყდებოდა? _არ წახვიდე _არ შემიძლია ახლა... დაველოდები როდის გამომიგზავნის მამაჩემი საქმროს მონაცემებს და პაემნისთვის გავემზადები _თუ გგონია ვხუმრობ _გეყოფა ლევან...ნუ გადამირევ ბავშვს _რომელ ბავშვს მის ასაკში ასეთი უპასუხისმგებლო იყავი ცხოვრების მიმართ? ეს არის იმ თავის კლინიკაში გამოკეტილი და იქ იმარხავს თავს ახლა კიდე ის ბიჭი დაიმატა _შენ არაფერს ეტყვი კახა? _რა ვუთხრა ... მამაა და ნერვიულობს _რა უნდა მითხრას თავს დამნაშავედ გრძნობს და გაჩუმებულია. ხომ გადაგვაყოლა იმ თავის ანდროს და მის დაქცეულ ოჯახს . მისი შთამომავლები მაინც იყვნენ... ვიღაც ს მიტოვებული იშვილეს და ზუსტად უკუღმა წაიყვანა საქმე . ნამდვილი შვილიც შეიწირა მისმა უკუღმართობამ _ნეტავ იაზრებდე რას ამბობ... ღმერთის მაინც შეგეშინდეს _შენ შეგეშინდეს და ბავშვისტოლა ბიჭს არ გაუხდე საყვარლად _არც გიპასუხებ მეტს... _ ვეღარაფერი შეაკავებდა.უკან გამობრუნდა და დასვენების ნაცვლად უკანასკნელ ენერგია გამოცლილი,დამძიმებული დაბრუნდა ბინამდე ,რომელშიც არაფერი იყო მისთვის სიმშვიდის და კომფორტის შემქმნელი. წამალი დალია ბოლოს და ისე დაიძინა . მეორე დილად კაბინეტში იჯდა და პაციენტებს იღებდა რეანიმატოლოგის ნომერი რომ გამოჩნდა ეკრანზე და შეშინებულმა უპასუხა _რა ხდება შოთა? _მოსვლას აღარ აპირებ ? ცუდად ვარ მე ისევ ... _დუდას ხმა რომ გაიგო ამოისუნთქა _შესანიშნავად ხარ შენც და ყველანი იმ 10 კაციდან _ გულმა სხვა სიჩქარით დაიწყო ფეთქვა _პოლიციელებთანაც გისაუბრია...გამომძიებელმა მითხრა. მოდი რა და ისე დაგელაპარაკები _არ მაქვს ჯერ დრო... მიხედე თავს. ვთხოვ შენი ტელეფონი მოგიტანონ _სოფია ... _ხო _გაწყენინე რამე? _უმცროსი ექიმი აღარ მყავს და უამრავი საქმე დამიგროვდა _სოფია მალე თუ არ მნახავ ვერ დავბრუნდები ისე დროულად ... _ჩემი ნახვა რას გიცვლის ნეტავ. დახუჭე თვალები და დაიძინე სანამ დრო გაქვს _ყელში გაჩხერილი გორგალი ახრჩობდა უკვე თუ არ გასკდებოდა და ცრემლებად არ დაიღვრებოდა. რა ატირებდა არ იცოდა. სააბაზანოში გამოკეტილი,ნიჟარაზე დაყრდნობილი იდგა და უკვე მერამდენედ ტიროდა ემოციებისგან გადამწვარი. ჯიუტად არ მიდიოდა დუდამდე. ტელეფონი მიატანინა,ყველა წესი დაარღვიეს მის გამო და მიწერა კიდეც რამდენჯერმე,არცერთი უნახავს ისე კითხულობდა ეკრანზე გამოჩენილ ნაწილს და ერთ_ერთში ეწერა "მოდი თორემ თვითონ ჩამოვალ !" სირბილით წავიდა და მაინც დერეფანში მდგომი დაუხვდა _სად მიდიხარ _ასეთი საშინელი პაციენტი ეს რომ არის მე ჯერ არ მყოლია. ის ბავშვი ხომ სიტყვას არ გეტყვის ,ერთს არ შეგაწუხებს და ერთს არ შეგეწინაადეგება ამან თმა გამითეთრა ყველა მორიგეობის დროს. მოგვაშორე აქედან გენაცვალე არაა სარეანიმაციო გეყოფა უკვე ამ შენი გავლენების გამოყენება ხაჭვანო _ ქალი იყო ამჯერად რეანიმატოლოგი_ და იმ ნავერიანსაც უთხარით ნუ მიჟუჟუნებს თვალებს ყველა შეხვედრისას თან მეშინია თან ვქრაშავ უკვე , ადამიანი ვარ მეც _ ბოლოს მაინც გაიცინა _აჰა მოვიდა და სადღა მიდიხარ. კარგადაა_თქო ვეუბნებოდი და არ მიჯერებდა. შენც რა ვერ გამოაღწიე იმ შენი განყოფილებიდან _შენ სად გადიხარ აქედან ... ნავერიანს ჰყავს უკვე გულის სწორი და ტყუილად ნუ ეცდები შენ გირჩევნია შენ ერთ ცალ ქმარს მიხედო. რა იცით ამ ქმრიანმა ქალებმა რომ არ გყოფნით ერთი კაცი და ყველა გინდათ . აცადეთ ბატონო გაუთხოვრებსაც _ მაქსიმალურად ცდილობდა ლაღი და მშვიდი ყოფილიყო. დუდას მზერა დაეიგნორებინა, კედელს მიყრდნობილი რომ იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა. ღმერთო,ისე უყურებდა როგორც საოცრებას, სალოცავს , ერთადერთს და განუმეორებელს,ყველაზე ლამაზს და მონატრებულს. _ქმარი მალე დამშორდება ამ თვეში 16 მორიგეობა აქ მაქვს აღებული და კიდევ რამდენიმე სხვაგან. სახლში არ ვარ ფაქტობრივად... ბავშვებს მე ვზრდიო უკვე მეუბნება. არეშიძემ შვებულება აიღო და კადრი არ ჰყავთ რა ვქნა ,თან ფული მჭირდება და თუ არ ვიმუშავე ვინ მომცემს . ეს მომაშორე შენი ჭირიმე ... კარგადაა უკვე. ფერიც დაუბრუნდა შენ რომ დაგინახა _ აჩის რომ გადავიყვანთ გავაყოლებ თან _აჩის ჯერ დააგვიანდება _ქვემოთ რომ ჩავიყვანო უნდა იაროს მერე ზევით_ქვევით და გემუდარები დაიტოვე სანამ ადგილი არ დაგჭირდება _ჯერ არ მჭირდება როგორღაც ... სულ გადავსებულია ხოლმე ყველაფერი და ახლა რა მოხდა არ ვიცი . კარგი ხო ჯანდაბას ,მაგრამ უთხარი თვითონ დაისვენოს და ნუ მუშაობს აქაც _რას შვება? _ეხმარება ხან ვის და ხაან ვის ...თან ცალი ხელით . არაა ჯერ ის ნაკერი კარგ მდგომარეობაში . გამომძიებელიც იყო სხვათაშორის გაუკვირდა კიდევ აქ რომ მყავდა . ნუ გამიხდი საციხოდ საქმეს _დამშვიდდი ... _ეგ შენი ყოფილი შეყვარებული არ არის? თუ მისი ძმა იყო ...ისე გვანან მერევიან ერთმანეთში _ძმა არის და შენ როდის იყო რამე გავიწყდებოდა _ არ უნდოდა დუდას გაეგო , მაგრამ საუბარი ბოლოს მაინც ამ თემით დაიწყეს _როგორც სჩანს ტოქსიკური შეყვარებული არ იყავი მისი ძმისთვის თორემ ასე მარტივად ვერ მოგვარდებოდა ჩემი ამბავი _დაზარალებული მხარე ხარ ისედაც ,უბრალოდ ვთხოვე ძალიან ნუ გადაღლი_თქო . განსაკუთრებულ გამონაკლისს ჩემთვის ვერ დაუშვებდა _შესანიშნავად ვიცი და ვიცნობ გამომძიებლების ხასიათს. ილდანსაც იცნობს? რა თქმა უნდა იცნობს და ისე ჩაივლის ეს ამბავი გირაოთი გამოუშვებენ სულ მალე დამნაშავეს . აჩის კი როდის დავაყენებთ ფეხზე კაცმა არ იცის ,როდის დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს _ისე ნუ მელაპარაკები თითქოს მე ვიყო თქვენ ამ მდგომარეობამდე მიყვანის მიზეზი _ჩუმად საუბრობდნენ უცებ რომ მოაშორა მზერა და აჩისკენ დაიძრა_ გამარჯობა ... როგორ ხარ? შენი ბიძაშვილისგან განსხვავებით გაქებენ ძალიან _უკეთ ვარ ,მგონი ასე ამბობენ ... _ისე კი ისევ ცუდად ხარ არა? ცოტაც უნდა გაუძლო ...შენ ახლა ვერ ხვდები რამდენად კარგი დინამიკა გაქვს და როგორ გაუმჯობესდდა შენი მდგომარეობა. მოთმინება გჭირდება _დილიდან საღამომდე ლოცულობს და სულ რომ არ მქონდეს მოთმინება ღმერთი შეაწუხა უკვე _შარდის ფერი არ მომწონს... კათეტერია გამოსაცვლელი. ახლა რომ ინფექცია წავიდეს და ცისტოსტომა დასჭირდეს _გამოვაცვლევინებ და ანალიზსაც გავაკეთებ _ზეწარი თვალის დახამხამებაში აუწია და სრულიად შიშველი დატოვა. ბიჭს გამოძრავება არ შეეძლო , ერთი ხელი შეხვეული ჰქონდა ,მეორეზე წვეთოვანი ედგა სირცხვილისგან დაიფერფლა _ეს დრენაჟია ,ესეც და ეს შარდია . ერთმანეთში ახლართული რატომაა ვერ გაასწორებინე ? _დუდაა _სირცხვილი მოკლავს თუ ტყვია რა აზრი აქ სოფია? _უი ... უკაცრავად . ტკივილი ან დისკომფორტი ხომ არ გაქვს . წითელი არაა შარდი რა ისტერიკა გაქვს დუდა? _მღვრიეა და ინფექცია არ გვჭირდება უბრალოდ მეტი არაფერი მითქვამს _გეთქვა მაკასთვისაც ეგ ან გოგოებისთვის და გამოუცვლიდნენ _ერიდება გოგოების და მე ცალი ხელით ხომ არ ჩავსვამ . იმათ არ ეუბნება არაფერს თორემ მე სული ამომხადა წუწუნით _ე.ი აჩი შენ გეწუწუნება და ბოლოს შენ გამოხვედი პრეტენზიული პაციენტი. მეც არ გამიკვირდა რა დაემართა ამ ბიჭს_თქო? _ ბეგს აკვირდებოდა ისევ _ მე უკვე გნახე და გამოგიცვლი ბარემ _რა ... არა . დუდაა _შენ გამოუცვალე_თქო არ მითქვამს...მაგიტომ გწერდი?სოფია ნუ შემშლი ისედაც არავარ კარგად. ბიჭებს უთხარი რომელიმეს . დღეს ვერ დავინახე აქეთ ვერცერთი _რა კომოლექსიანები ხართ რა გჭირთ _კომპლექსიანი კი არ ვარ განყოფილების უფროსი ხარ თან სხვა განყოფილების და შარდის ბუშტის კათეტერის ჩადგმა შენი საქმე არაა . თორე ამის სიშიშვლე მაგრად თუ უნდა მთლად ისე იწვეს ეგ არ ვიდარდო _დუდაა _ კბილებსშორის ცრიდა საცოდავად ბიჭი _კარგი ... მოვაგვარებ დღის განმავლობაში. კიდევ რამე ხდება ? _რა უნდა ხდებოდეს ... ნახვა მინდოდა უბრალოდ _სჯობს დედას და მამას შეხვდე სიარულის ენერგია თუ გაქვს. ბებია და ბაბუაც ნერვიულობენ შენ წარმოიდგინე _ველაპარაკე ბებიებს და ბაბუასაც. სოფია _ყველაფერი კარგადაა, დრო გჭირდებათ მხოლოდ მე საჭირო აღარ ვარ. საქმეები მელიან _რაღაც ხდება და არ მეუბნები? სოფია _ახლოს იდგა და მათი საუბარი არავის ესმოდა. თვალებში უყურებდა და სულს უხუთავდა _არაფერი ხდება . პატარა ბავშვი არ ხარ,აღარ გჭირდება ჩემი თავთან ჯდომა . დუდა უკვე კარგად იყო რეანიმაციიდან პირდაპირ გაეწერა აჩის ჯანმრთელობა კი კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ. ბევრი საშიშროება ჰქონდათ გადასალახი,ინფექციები,მოუშუშებელი ჭრილობა, ძვლებისა და კუნთების აღდგენის პროცესი. კვებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. ავადმყოფის იერი ჰქონდა 20 წლის ბიჭს და ისე გახდა მუდამ სპორტული აღნაგობის მქონე თითქოს სულ ასეთი იყო. დუდა სამსახურს ნაწილობრივ დაუბრუნდა, მხოლოდ დოკუმებტების ნაწილს უგვარებდა და დანარჩენ დროს აჩისთან ატარებდა. სასამართლო ჯერ კიდევ არ იყო ჩანიშნული. აჩი ვერ გამოცხადდებოდა დანარჩენების დაკითხვები კი გრძელდებოდა. _სახლში არ მოხვალ? მაშინდელი ჩხუბის შემდეგ მამა ჩვენ გვცოფავს...ყველას ბარბარეს გარდა_საავადმყოფოში ვიზიტზე იყვნენ კახიმ რომ უთხრა _როგორი საყვარელი ხარ...რამდენი კილო მოიმატე?ასე მგონია მხოლოდ მუცელი გეზრდება. ის ქამარი ატარე თორემ წელი დაგეჭიმება და ცოდო ხარ მერე _ ძმა დააიგნორა და ბარბარეს მუცელზე ფერება განაგრძო _ მამიდას უყვარხარ უზომოდ გესმის? _ცოტა მომატებულიც მაქვს უბრალოდ ჯერ ძალიან არ მეტყობა ... აი მოძრაობს _მართლა? გესმის ნეტა მართლა? _დედის ემოციებს გრძნობსო და მე სულ მომწონს შენთან ახლოს ყოფნა _ხო აი გიჟდები აქაურობაზე _აქაურობაზე კი არა შენზე გიჟდებიან ეს და ამის სადაქალო. პატარა ბაავშვების მისაბაძი ქალი ხარ... როგორი უნდა გავიზარდო. ამას გაუმართლა მე რომ შემიყვარდა და ანას რა ეშველება არ ვიცი . ცალკე თაავისი ფემინისტობა დაღუპავს ცალკე დუდა ყიფიანის ნათლულობა _შენც დაემატე და ბიჭი ვეღარ ეკარება მართლა _იდიოტია ის და დუდა სანამ გამოეწერებოდა უნდა დამეცადა აბა? როგორაა ისე _კარგად _სადაა ... აქ რატო არაა _აჩისთან ავიდა _შენ რომ ამდენ დათმობაზე მიდიხარ მართლა საკვირველია ... ტყუილად არ აქვს ისტერია კახას და ლევანს _ გეყოფათ უკვე ნუ გამაგიჟებთ _მე არ გაგიჟებ ... მე წინააღმდეგიც არ ვარ პრინციპში . შენ თუ ვინმეს გაუგებ ჩემთვის სულერთია მერე ვინ იქნება იმიტომ რომ შენ გადაწყვეტილებას განხილვა არ სჭირდება _არა_მეთქი ვთქვი _კარგი ... სხვაც რომ იყოს მე ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე და გახსოვდეს სულ შენ მხარეს ვიქნები და თუ ვინმე გაწყენინებს იმას დედას მოვუტყ.ავ _ჩუმად ელაპარაკებოდა ,მოეხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა _ყველაზე მეტად მიყვარხარ ხომ იცი _კი როგორ არაო ბარბარემ _არა ... მე აუუ მეტირება ახლა მეგონა იჩხუბებდა და შენ მხარეს რომაა მიყვარს _ხო შენ მხოლოდ კარგი ქცევები გიყვარდეს ჩემი თვითონ მე არ ... წამოდი წავიდეთ აქაურობა ცუდად მოქმედებს . გავისეირნით სანამ წვიმები დაიწყება და სახლში მოგვიწევს გამოკეტვა . იმოძრავე მეტიო ექიმმა ხომ გაიგე რა თქვა _ ხელი მოხვია,წამოდგომაში დაეხმარა. ქურთუკი მოაცვა,თმაა გაუსწორა და ლოყაზე ისე ტკბილად აკოცა სოფიასაც გაეღიმა _ იცოდე ანას რომ უთხრა და დუდამდე მივიდეს ამბავი არ ვიცი რას გიზამ, მშობიარობის მერე _დაივიწყეთ საერთოდ ეგ ამბავი ნუ გამაგიჟებთ მართლა ... რა მოიგონეთ ყველამ ერთად ! _ ხოფერიას ფოსფორი მაღალი ჰქონდა თუ გახსოვს?ბოლო ანალიზები მე არ ვიცი ... გამარჯობა _ დაუკაკუნებლად შეაჭრა დუდამ და წყვილის დანახვისას გამომეტყველებაც შეიცვალა _ როგორ ხართ?_ ჯერ კახის ჩამოართვა ხელი მერე კი ბარბარე ჩაიკრა გულში _ როგორი სხვანაირი ხარ ბაბიკო უკვე? რაო ბაია როგორაა _ფოტო გვაქ ნახეე ... სულ უხასიათო სახითაა და არ გვეჩვენება ნორმალურად _ანუ მამიდას ჰგავს ... ხაჭვანებს არც ისე კარგად გექნებათ საქმე _ ფოტოს უყურებდა ბავშვს მართლაც ისეთი სახე ჰქონდა 4დ სურათში ეტყობოდა შეაწუხეს _ესენი მიდიან და შენ ნუ შემაწუხებ თორემ უკმაყოფილო სახეს არ დაგაჯერებ ... _რას შვება აჩი? _კახიმ ყურადღება არ მიაქცია სოფიოს სიტყვებს. აღარ განავრცო კამათი თორემ ცრცხლისთვის ნავთი რომ დაემატებინა აალებულს დატოვებდა იქაურობაა _უკეთაა _შენ სრულად დაუბრუნდი სამუშაოს? _სუსტად არის ჯერ ,მაგრამ სახლში გაჩერებას ვერ იტანს და გადმოცხოვრდა კლინიკაში. დივანი მექნება მალე გამოსაცვლელი _აქ გძინავს ხოლმე ? სოფიო კაბინეტის გასაღებს გიტოვებს? _ჩაიცინა და დას გახედა ,რომელიც თან ისტორიაში ჩანაწერებს აკეთებდა და ისე ამოხედა გაცლა არჩია _ მოკლედ უნიკალური მოვლენა ხარ სოფიოს ცხოვრებაში,რაღაც შელოცვა გაუკეთე ალბათ ხომ? _შრომისმოყვარეა და ჭკვიანი ზოგიერთებისგან განსხვავებით ვაჭრობით რომ აკეთებენ ფულს და ცოდნისგან შორს არიან _შენზე მაღალ ქულებს ვიღებდი მათემატიკაში ... სანამ არ მიგიყვანეს მასწაველბელთან იქამდე ლამის ოქროს მედალი დაგაკარგვინა ნაირამ . მე კიდევ _შენ მის გოგოს მოსწონდი და ემუდარებოდა ალბათ დაუწერე ქულაო. იმასაც ეგონა სიძედ დავისვამ და არ ვაწყენინებო ... სხვათაშორის მენეჯერია ჩვენთან . ერთი თვეა მუშაობა დაიწყო _მივდივართ ჩვენ. ბავშვივით იქცევა შენ რომ დაგინახავს რა ემართება არ ვიცი _ბარბარემ ხელი ჩაავლო და ლამის ძალის გამოყენებით გაიყვანა კაბინეტიდან _აუტანელი _ ჩუმად თქვა და ანალიზები მიაჩეჩა დუდას_აქაა პასუხები და ნახე _ანუ მათემატიკა გიჭირდა _შეგიძლია უკან გაჰყვე იმათ მე საქმე მაქვს უამრავი და არ მცალია ბავშვებისთვის _კარგ ხასიათზე დაგტოვე და რა გითხრა ასეთი კახიმ? _არაფერი! ესენი დაწერე თუ შეგიძლია _დავწერე ...ამოსაბეჭდია _როდის _წუხელ _სახლში რომ არ მიდიხარ შენები რას ამბობენ _გადავდივარ და ბარემ ველოდები რემონტის დასრულებას. სააბაზანო იყო ძველი ძალიან _იქირავე თუ სად გადადიხარ შენი 2000 ლარიანი შემოსავლით სიგიჟემდე მაინტერესებს _მქონდა ბინა , რომელიც ანდრომ მაჩუქა 18 წლის რომ გავხდი და აქამდე გაქირავებული მქონდა . დრო მივეცი გადასვლისთვის მდგმურებს და ახლა თვითონ გადავალ. არცერთი სახლი გამიყიდია მაგათი დეფიციტი არ მაქვს . აგარაკებზე ვერ ავდივარ უბრალოდ და მოუვლელია ეზოები _ანდროს სურამის აგარაკი მიყვარდა ძალიან ... იქ დადიოდა კახი და მეც დავყავდი . ტყეში ვსეირნობდით ბევრს და ყვავილებს მიკრეფდა ხოლმე . გაქვთ ეგ სახლი კიდე? _კი ... იმასაც ვაქირავებდი . თან გამოკეტილი აღარაა თან შემოსავალი მქონდა თითის გაუტოკებლად _რას ეძებ გამაგებინებ? _ აქეთ_იქით დადიოდა და თავბრუ დაახვია სოფიოს _თანხმობის ფურცელი მინდა ახალ პაციენტთან ხომ უნდა შევავსო ... _პირდაპირ რომ ამობეჭდო არა?ელ ვერსია არ გაქვს? _მქონდა ბევრი და სად წაავიდა. შენ გადაყარე? _შეიძლება ... _რატომ ყრი ყველაფერს _ამდენი ფურცელი მაღიზიანებს ... _ყველაფერი გაღიზიანებთ ქალბატონო სოფიო ? ხომ არ გშია ან რამე ხომ არ გტკივა ... _მეზარება ამდენი ლაპარაკი . გაჩუმდი და საქმეს მიხედე ძალიან გთხოვ ან განმერიდე _ უხეში იყო იმდენად რომ დუდაც კი გააკვირვა. საერთოდ გავიდა ოთახიდან და პაციენტებთან შემოვლა დაიწყო. ექთნებს ეუბნებოდა საყვედურს დუდა რომ მივიდა ერთ_ერთთან დანიშნულებით _მაგიდები რას გავს... ამდენი რამე უნდა ეყაროს? კაცმა რომ გკითხოთ ოჯახის ქალები ხართ და სხვის სისუფთავეს განსჯით. ეს რა უბედურებაა ამ ჩანთას აქ რა უნდა კლინიკაა თუ საძინებელი . რა საჭმლის სუნი დგას რესტორანია?მე არ ვთქვი რომ აქ საჭმლის შემოტანა აკრძალულია და ყავა დალიეთ მხოლოდ_თქო?ისიც გული თუ მიგდით და ისიც კულტურულად და არა ყველგან ყავის წვეთებით დალაქაავებული იყოს ყველაფერი. სანიტარი ცოცხალია? ციცინო იატაკი რა დღეშია? _ამ წამს გავედი და _არ მჭირდება თავის მართლება...დასვრილია ხომ? მოწმინდე და მორჩება. გენერალური დასუფთავება როდის გაქვთ ? უფროსი ექთანი სადაა გასული _მეორე სართულზეა უფროს ექთანთან ... შეხვედრაზე _რა შეხვედრაა მე რატომ არ მითხრა _დუდას მიუბრუნდა ახლა _მე მითხრა გასვლამდე ... თქვენ პაციენტი გყავდათ _და კარი რომ შემოეღო ვერ მოახერხა? ერთხელ შემოსულან თუ ორჯერ როცა პაციენტი მყავს_წონა ვინ შეცვალა ედიბერიძესთან _მე ... მშრალი წონა 88 არის ,გავზარდე _პლევრაში სითხე აქვს გითხრა? არ უთქვამს . ასე დაასკვნა და შენ ხარ ექიმი თუ ის _ არ უყვიროდა,მაგრამ მაინც ყველას ესმოდა _პაციენტებს ნუ აძლევ უფლებას იყვნენ ექიმები_თქო რამდენი ხნის წინ გითხარი! _ვერ იკლებს ერთბაშად ამდენს და სჯობს _რა სჯობს სითხე დაუგროვდეს და ვერ ისუნთქოს?თუ გგონია დღეს სახლში რომ მივა არ დალევს 4 ლიტრ წყალს,არ შეჭამს ყველაფერს და არ მოიმატებს შემდეგ მოსვლამდე. _სოფო ექიმო მეშინია ამ დაბალი წნევების არ გამიფუჭდეს ისევ ეს ფისტულა თორემ მეტი ოპერაციის გამკეთებელი მე არავარ _დიეტა რომ დაიცვა ცოტა ხანით მაინც არ გინდა?იქნებ მიიღო ოდესმე ეგ გადაწყვეტილება და დაასვენო ორგანიზმი. წყალი მაინც შეზღუდე _გუშინ ისეთი სურგუნი და ღომი ვჭამე წყალი კი არა ღვინო უნდა დამეყოლებინა _მაშინ მადლობა ჩვენგან რომ ღვინო არ დალიე _ეჰ სოფო ექიმო მაინც მალე მოვკვდები და მშიერ სიკვდილს მაძღარი მირჩევნია. თქვენ იყავით კარგად _ყველანი უნდა ვიყოთ კარგად ! _სხვებთანაც მივიდა გაესაუბრა და მერე თან გაიყოლა დუდაც. თავით ანიშნა წამოდიო და ისიც მიჰყვა მორჩილად _ისევ ნარკოზი მოქმედებს თუ რა გჭირს ... _როგორც ჩავთვალე საჭიროდ ისე მოვიქეცი _საჭიროდ რა ჩათვალე _მიყვირით ქალბატონო სოფიო და ყველგან ისმის ხმა ... ფანჯარა მაინც მოხურეთ _სულ არ გეტყობა რომ გიყვირი და გესმის რას ვამბობ ... პაციენტების ჭკუაზე დადიხარ? წინააღმდეგობის გაწევის უნარი და საკუთარი აზრის ახსნისთვის საკმარისი ცოდნა არ გაგაჩნია? მერამდენე შემთხვევაა უკვე ... შენ გეცოდებიან და სხვებს არა თუ რა ხდება _ასე რამ გაგაბრაზათ ქალბატონო სოფიო ვერ ვხვდები. გამოუსწორებელი შეცდომა ჩავიდინე ? ბოდიშს აზრი არ აქვს მაშინ. მეტჯერ აღარ გავიმეორებ_მეთქი რომ დაგპირდეთ რა აღარ გავიმეორო არ ვიცი. თქვენი გაცემული ბრძანება არ შევცვალო?ესაა პრობლემა? დამშვიდდით და ეს ენერგია სხვა საქმეებისთვის გამოიყენეთ. სხვათაშორის დღეს კონფერენციაზე ხართ წასასვლელი... ტანსაცმლის გამოცვლის დროც არის და მოწესრიგების _ისე მშვიდად უპასუხა უფრო გააგიჟა _კონფერენციაზე არ მივდივარ ... თუ გინდა შენ წაბრძანდი ჩემ ნაცვლად. პაემანზე უნდა წავიდე დღეს _იმ წამს მიიღო გადაწყვეტილება და დუდას ემოციაც გამოიწვია _სად ? _არ ვიცი ჯერ ,მომწერს და სადაც მეტყვის იქ _ თმა მაღლა აიწია ,სარჭით შეიკრა და კარადიდან კოსმეტიკის ჩანთა გამოიღო_ამბულატორიული პაციენტები ხომ აღარ მელოდებიან _როდის გაგიჩნდათ შეყვარებული ? ამდენხანს ვიწექი საავადმყოფოში? _დღეს გადავწყვეტ მყავს თუ არ _აჰ , უმნიშვნელოვანესი დღე ყოფილა და ჩემთან კამათისთვის დახარჯეთ ენერგია? _ენერგია არ დამჭირდება... მეეჭვება იმდენად მომეწონოს რომ პირველივე პაემნის შემდეგ ს.ქსი გვქონდეს და საუბრისთვის მეყოფა ძალა _გეეჭვებათ ,მაგრამ არ გამორიცხავთ ... მშვენიერია და ვინ არის ეს უნიკალური პიროვნება? თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა _მეეჭვება იცნობდე... სანდრო ჯოხაძე _ექიმი რეპროდუქტილოგია _ეგ საიდანღა იცი... იმედია უფულობის დროს სპ.რმის დონორი არ გახდი _არც გიპასუხებთ ... საკუთარ თავს არ ვაკადრებ იმ წინადადების გაჟღერებას პასუხად რაც შეეფერება მაგ თავხედურ ირონიას. თქვენ კი მომავალი ბავშვებისთვის მამად რომ არ აირჩევთ სანდროს ეს ისე ვიცი როგორც ის რომ დუდა ვარ ყიფიანი _ ჯერ კომპიუტერთან იჯდა,რაღაცას წერდა და კბილებსშორის ცრიდა სიტყვებს. შემდეგ გახედა და ფეხზე წამოდგა _ არაფერი მაინტერესებს, მხოლოდ ვინაც გაგაცნოთ აი მას რას დაუშავებთ ამაზე მომიყევით ,ძალიან გთხოვთ _როგორ ? _დამპირდით ,რომ მომიყვებით _რას ... მამაჩემს რას გავუკეთებ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ? _ლევანია გარეული? სერიოზულად , კაცს გირიგებენ და მამას შეუთანხმდნენ ? სწორად გავიგე? _ჯერ მე გავიცანი, ოჯახიც და თავადაც ვესაუბრე რამდენიმე წუთს. დეიდა იყო ჩემი პაციენტი ... შემდეგ გარკვეული კომუნიკაცია გვქონდა . მამამისი მამაჩემს იცნობს და ლევანმაც შეიტანა წვლილი ამ შეხვედრაში ,თორემ მე რომ რომანტიკოსი ქალი არ ვარ,რომელიც ოდესმე ვინმეთი აღფრთოვანდება ან გაგიჟდება ვინმეზე _კაცი თუ არ მოგწონს რა გინდა პაემანზე . სხვა გასართობი გამოგელია? _ვინ თქვა ,რომ არ მომწონს ... ბოლოს და ბოლოს მაწყობს კიდეც,შვილი თუ არ მეყოლება ექიმის ძიება არ დამჭირდება და ყველა შემთხვევაში თვითონ დამაფეხმძიმებს _ზოგჯერ ვერ გცნობთ ,ქალბატონო სოფიო იმდენად დიდ სიგიჟეს იტყვით _რას აიჩემე დღეს ეს ქალბატონო სოფიო _რომ მიყვირით და მეჩხუბებით ან ნერვებს მიშლით,ვცდილობ ამ სიტყვით გავიხსენო ვინ ხართ და არ აგყვეთ _აჰა , ანუ არ გინდა რომ ამყვე _თქვენ გინდათ ძალიან მგონი და ენერგიის მოზღვავებას თუ გრძნობთ ჩხუბის გარდაც არსებობს სხვა საშუალებები _ზუსტად ამას ვცდილობ თუ მიყურებ...გავერთო როგორც ქალი _არაა ცუდი იდეა ,უბრალოდ კაცი გყავთ არასწორი არჩეული და თუ ისე დააკვირდებით როგორც იცით ხოლმე მარტივად მიხვდებით რატომ ვერასდროს იქნება თქვენი ცხოვრების მეგზური და მითუმეტეს ბავშვების მამა _ეს კაბა ჩავიცვა თუ ეს _ ორი კაბა ჰქონდა კარადაში _რომელიც გინდათ ,სულერთია_საშინლად მოუნდა მოწევა და უჯრაში,მსგავსი შემთხვევებისთვის შენახული შეკვრა იპოვნა სანთებელასთან ერთად. ჯიბეში ჩაიდო და კარისკენ დაიძრა _ მთავარია სულ არ გაშიშვლდეთ და ისე არ წახვიდეთ ,თუმცა ეს კაბა დაახლოებით ასეთია მე როგორც მახსოვს _ გასვლამდე მაინც ვერ შეიკავა თავი და შავი კაბისკენ გაიშვირა გაყინული თითები. გარეთ იდგა და უკვე მეორე ღერს ეწეოდა ფეხსაცმლის კაკუნის ხმა რომ გაიგი და შემდეგ სოფიაც გამოჩნდა. მაინცადამაინც ის კაბა ეცვა რომელიც დუდამ დაიწუნა. თითქოს მარტივი თარგის მქონე სადა ,შავი ნაჭერი ისეთ სექსუალურს ხდიდა სული აურია გონებასთან ერთად . როგორ უნდოდა თვალი მოეშორებინა და თავი ისე დაეჭირა თითქოს არ ედარდებოდა,მაგრამ ვერ მოახერხა ,მზერის სხვა საგანზე გადატანაც კი ვერ შეძლო . სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის ჰქონდა ახლოს რომ მივიდა მისი გამოსახულება. ზუსტად წინ იდგა, თვალებაციმციმებული , მომღიმარი და მაცდური _შენთვის მოწევა არ შეიძლება _ ღერი პირდაპირ აართვა და თავად მოიქცია ტუჩებსშორის. ქალმა ,რომელიც სხვისი ჭიქიდან არ დალევდა მილიონი რომ შეგეთავაზებინა. თავისი წითლად შეღებილი ბაგეები შემოაჭდო სიგარეტის ნახევრად ჩამწვარ ღერს და შემდეგ კვამლის ერთი ნაკადი დუდასკენ გაუშვა მეორე კი მაღლა ცისკენ . თავი ისე გადასწია ყელი და გულ_მკერდი კიდევ უფრო მიმზიდველად გადაიშალა ყიფიანის წინ . გონებაში მხოლოდ ორი სიტყვა უტრიალებდა "არ წახვიდე !" და მხოლოდ ერთი ქმედება წარმოედგინა, თითებს მოღეღილ ყელზე უცურებდა და ტუჩებს უკოცნიდა. მთელ სხეულში დაუარა სურვილმა ცხელ ტალღად. სოფიას ტელეფონი ახმაურდა, სანდრო ურეკავდა . ეკრანს არც დახედა ისე გაუთიშა ხმა და სიგარეტის ღერი მოიშორა_ დილით თუ დამაგვიანდება პაციენტები არ ალოდინო,მიიღე და დაიწყეთ უჩემოდ. _არაფერი ჩაიდინო ისეთი ,რომ დაგაგვიანდეს _ეს თქვა მხოლოდ და პირველმა აქცია ზურგი. მოკვდებოდა და არ გააჩერებდა სხვისკენ მიმავალს. სოფიო კი წავიდა აზრით გონებაში " არ მოვწონვარ ,არც კი ვაინტერესებ" საკუთარ თავს უბრაზდებოდა, როგორ დაუშვა და გაუჩნდა ფიქრი ,როგორ აჰყვა სხვების ხმას . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.