შემთხვევითი შეხვედრა (თავი მეხუთე და თავი მეექვსე)
თავი მეხუთე წვიმის შხაპუნში თამარი ქუჩის შუაში გაჩერდა, თითქოს სუნთქვა შეეკრა. გულში მძიმე ლოდი აწვა.. სირბილით სახლში დაბრუნებასა და ბოლომდე ისევ ხელახლა გაქცევას შორის არჩევანს ვერ აკეთებდა და სასოწარკვეთილი იყო. ბოლოს გადაწყვიტა, რომ წასულიყო იქ, სადაც აქამდე უნდა წასულიყო. თითქოს რაღაცამ გულში გაკრა. ჩუმად სახლში მივიდა და პარკები დატოვა, ტანსაცმელი არ გამოუცვლია და ისევ ისე გავიდა ქუჩაში. კლინიკისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა, ღამე ცივი იყო და ღრუბლებით გადახურული. წვიმის წვეთები ჯერ კიდევ ცვიოდა ასფალტზე. ნაბიჯები უნელდებოდა, თითქოს უკან დაბრუნება უნდოდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა გზას. კლინიკაში, მისვლისას, არავისთან ხვეწნა არ დასჭირვებია, რადგან ექიმს გაფრთხილებული ჰყავდა ყველა, რომ ნიკუშასთან ახლობლები შეეშვათ. პალატის კარებთან შეჯახებისას თითები გაეყინა. ბევრჯერ სცადა სახელურზე ხელის მოკიდება, მაგრამ ვერ ბედავდა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და კარი ოდნავ შეაღო. ნიკა ლოგინში იყო: ფერმკრთალი იწვა, ჟანგბადის კანულით, რომლითაც ჟანგბადი მიეწოდებოდა და სხვადასხვა მილებით. მის გვერდით ტუმბოზე პატარა სანათის ნაცვლად, მონიტორი იდო, რომელიც ციმციმებდა ნათლად. ეკრანზე გულის რიტმის ხაზი მშვიდად ირხეოდა. თამარს ცრემლი გადმოსცვივდა. ჯერ კიდევ არასდროს ენახა ასე - უმწეო და ჩუმი მისი პატარა ძმა. უხმოდ მიუახლოვდა და სკამზე ჩამოჯდა. თითებით ძმის მარცხენა ხელს შეეხო, რომელიც გაციებული ჰქონდა. – მაპატიე, რომ აქამდე ვერ მოვედი... – ჩურჩულით თქვა. - არ მინდოდა, ნიკა... შენი ასეთი დანახვა. სიწყნარეში მხოლოდ აპარატის წყვეტილი და თამარის ხმები ისმოდა, რომელსაც ცრემლები უფრო მოაწვა, თავი ხელებზე ჩამოდო და თითქოს ბავშვივით ატირდა. ეს იყო პირველი ღამე, როცა თამარმა ბოლომდე აღიარა საკუთარი სისუსტე და მაინც მის გულში იმედი არ კვდებოდა, რომ ოდესმე მისი ძმა თვალებს გაახელდა. რამდენიმე დღის შემდეგ. ყოველი დილა ერთნაირად იწყებოდა თამარისთვის: ნინოს გაღვიძება, საუმზის მზადება, მშობლებთან შეკითხვები ნიკუშას მდგომარეობაზე. ფურცელივით კლინიკის თეთრ კედლებს, როგორც კი უახლოვდებოდა, გულში ჩუმი მღელვარება იჩენდა თავს - ამის მიზეზი კი დათო იყო. მისთვის ეს არ იყო უბრალოდ კოლეგასთან მუშაობა. ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა საკუთარ თავთან. ცდილობდა პროფესიონალიზმის დაცვას, ემოციების არ გამოვლენას, მაგრამ ყოველი ინსტრუქციის დროს, ყოველი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო შეხებისას, ყოველი უაზრო კამათისას, წარსული მჭრელად ახსენებდა თავს. ერთ დღეს, როდესაც ახალშეყვანილი პაციენტის ოპერაცია გახდა საჭირო, სიტუაცია თითქმის აფეთქდა. — ასე ვერ გააკეთებ, — მკაცრად თქვა თამარმა, როცა დათო პაციენტის დაინტუბირებას აპირებდა. — და რატომ ვერ გავაკეთებ? — ხმას აუწია დათომ. — შენ მარტო არ ხარ აქ! ოთახში ჩუმი დაძაბულობა ჩამოწვა. მხოლოდ ახალგაზრდა ექთანმა გაბედა ჩურჩულით თქმა: — პაციენტს სუსტი გული აქვს... მოდით, სწრაფად გადავწყვიტოთ. თამარმა ღრმად ამოისუნთქა, დათოს წამით შეხედა და ბოლოს სიტყვები წარმოთქვა: — კარგი. გააკეთე ისე, როგორც ფიქრობ. მაგრამ პასუხისმგებელი შენხარ! თამარი, როგორც კი პაციენტს კარგად დააკვირდა, თითქოს გულში რაღაცამ გაჰკრა. მკვდრისფერი სახის მიუხედავად, ქალი მაინც იცნო. — ნაზი… — უნებურად წაიჩურჩულა ჩუმად, მაგრამ საოპერაციოში ეს სიტყვა მკაფიოდ გაისმა. დათო შეკრთა: — რა თქვი?? — ნაზიკოა — თვალებში ცრემლი მოადგა თამარს. დათოს სახეზე ფერი გადაუვიდა. თვალებში თითქოს წარსული ამოეკვეთა. წარსული: ნაზიკოს დაბადების დღის წვეულება ჰქონდა თავის სახლში: ხმაური, მუსიკა, სიგარეტის სუნი, ერთმანეთში ირეოდა. სიცილით, იუბილარი ჭიქას მაღლა სწევს და ამბობს: - „მოდი, ჩვენ გაგვიმარჯოს!“ - მის გარშემო მყოფებიც ჭიქებს ზევით სწევენ. თამარი და დათო იმ საღამოს ნაზის ოთახში აღმოჩნდნენ. ოთახში ნახევრად ჩამქრალი შუქი გაფანტულიყო. მუსიკის ფონზე ჯერ კიდევ ისმოდა სიცილი, მაგრამ ეს არ მოქმედებდა მათზე. სასმლის მიღების შემდეგ ხმა ჰქონდათ ჩამწყდარი ორივეს, თვალებში უცნაური სიმხურვალე ჰქონდათ ჩამდგარი. ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იყვნენ. დავითმა ხელი ჩამოასრიალა თამარის მხარზე და მის ტუჩებს დაეწაფა. მათთვის ეს პირველი კოცნა არ იყო, მაგრამ ამჯერად სხვანაირი იყო - თამარის ტუჩებს ღვინის გემო დაჰკრავდა. მათი სუნთქვა ერთმანეთში ირეოდა, მათ შორის სითბო უფრო და უფრო იზრდებოდა. სხეული სხეულს ეხებოდა, ჯერ მსუბუქად, თითქოს შემთხვევით, შემდეგ უფრო ხანგრძლივად. თამარმა თავი ოდნავ დახარა, მაგრამ დავითმა ნაზად ააწევინა თავი და თვალებში შეხედა. მის მზერაში უკვე აღარ იყო თამაში — მხოლოდ სურვილი და რაღაც არანაკლებ საშიში: ემოცია, რომლისთვისაც არცერთი მათგანი მზად არ იყო.ხელები გზას პოულობდნენ — თმაში, მხრებზე, შემდეგ კი მკერდის ხაზზე. ოთახში სიცხემ მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ სუსხიანი ღამე იყო. კაბა ნელა ჩამოცურდა თამარის მხრებიდან და დათომ ნერწყვი გადაყლაპა. თითებით ნაზად გაჰყვა მის კანს, თითქოს უნდოდა ყოველი დეტალი სამუდამოდ დაემახსოვრებინა. თამარის შეხება თბილი იყო, მაგრამ ამავდროულად მორიდებული — თითქოს ისიც ვერ იჯერებდა, რომ ეს მომენტი მართლაც ხდებოდა. ღამე ისე გადაიზარდა ახლო სიახლოვეში, რომ სიტყვებს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ყველაფერი სხეულის სუნთქვასა და გულისცემაში იყო ჩადებული. დათო მაშინ მიხვდა — ეს იყო ისეთი კავშირი, რომლის დავიწყებაც ვეღარასდროს შეძლებდა. წარსულის დასასრული. აპარატის მკვეთრმა ხმამ და ექთნის შეძახილმა: - ექიმო დავით - რეალობაში დააბრუნა დავითი. საოპერაციოში ყველა გადაწყვეტილებას ელოდა, ნაზის სიცოცხლე ძაფზე ეკიდა. მთელი ოპერაციის განმავლობაში ისინი ერთმანეთის ყველა მოძრაობას აკვირდებოდნენ. და მაინც, როგორც ყოველთვის, საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო : პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაში დააბრუნეს და რეანიმაციაში გადაიყვანეს. ჯერ კიდევ იდგა დაძაბულობის სუნი საოპერაციოში. თამარმა ნიღაბი ნელა ჩამოიხსნა, ხელთათმანები ფრთხილად მოიხსნა და წამით თვალები დახუჭა - თითქოს სუნთქვა უნდოდა, მაგრამ ჰაერისგანაც გადაღლილი იყო. დათო უყურებდა. ვერ ხვდებოდა, სახეზე უფრო დაღლილობა ჰქონდა თუ ტკივილი. - კარგად ვიმუშავეთ, - მხოლოდ ეს თქვა. თამარმა თავი დაუქნია, არც გაუღიმებია და არც უპასუხია. აიღო ფურცლები და დერეფანში გაუჩინარდა. დათო კიდევ რამდენიმე წამით იდგა ადგილზე — რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ხელი ჩაიქნია და თავის კაბინეტში შევიდა. დრო ნელა იწელებოდა. ექთნების ხმაური ჩაცხრა, საათი კი თითქმის შუაღამეს აჩვენებდა. როდესაც დათომ თამარის კარი ოდნავ შეღებული შენიშნა, ერთი წამით იფიქრა, რომ შესულიყო, მაგრამ მაინც ყოყმანობდა. ოთახში მხოლოდ ტორშერის რბილი შუქი იფანტებოდა. მაგიდაზე ეწყო თამარის ჩანთა, ფაილები და რამდენიმე ფერადი ფოტო, რომელიც ჩარჩოში ჩასადები იყო. დათო მიუახლოვდა. პირველ ფოტოზე — ჩვილი გოგო, ფაფუკი თმით და მომღიმარი სახით ეჭიდებოდა სათამაშოს. შემდეგზე იგივე, უკვე წამოზრდილი ბავშვი იყო. სუნთქვა შეეკრა. სურათებზე თამარიც იყო — იღიმოდა, მაგრამ იმ ღიმილში სევდა ჩანდა, ისეთი, წლების ტკივილს რომ მალავდა. დათო თითებით სურათის კუთხეს შეეხო — უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ნანახი სინამდვილე იყო და არა მირაჟი. გულში რაღაცამ მტკივნეულად გაკრა — ის გრძნობა, რომელიც დიდი ხნის წინ ჰქონდა დამარხული. მაგიდაზე პატარა ბარათიც იდო: „ნინია — დედას პრინცესა “ დათო დიდხანს უყურებდა ამ სიტყვებს. გონება დაუბინდა , არც კლინიკა ახსოვდა, არც დრო. მხოლოდ ერთი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებდა და ეს იყო „ნინი“. გულში ერთდროულად ტკივილმა, შიშმა და სითბომ მოაწვა. კარისკენ გაეშურა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო. ათასი კითხვა უტრიალებდა მას თავში. ოთახიდან გავიდა. დერეფანი სიჩუმით იყო სავსე — მხოლოდ სადღაც შორიდან ბავშვის ჩახლეჩილი სლუკუნი ისმოდა. ხმას ნელ-ნელა უახლოვდებოდა. დათო გაჩერდა მოსახვევთან და მაშინ დაინახა ისინი. თამარი იდგა სკამზე ჩამომჯდარ ნინიასთან , პატარა გოგონა ცრემლიან თვალებს ხელის ზურგით იწმენდდა. მის გვერდით თამარის დედა იდგა, ხელით თბილად ეფერებოდა ბავშვს და დამამშვიდებელ სიტყვებს ჩუმად უმეორებდა. — დედა... — უთხრა ნინიამ ტირილიანი ხმით — მამიკო სად არის?... აღარ მოვა?.. თამარმა ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ხმა მაინც დაეძაბა. — მამიკომ გითხრა ხომ, რომ მოვა?.. ნინიამ თავი დაუქნია. — ჰოდა, თუ გითხრა — მოვა კიდეც, პრინცესა. უბრალოდ, დრო სჭირდება მამიკოს მოსვლას... თავი მეექვსე დილა მშვიდად დაიწყო. ოთახში ფარდებიდან შემოსული რბილი შუქი იფანტებოდა. ნინიას ტკბილად ეძინა, თავი მამის მკერდზე ედო თავი. სანდრო ჩუმად სუნთქავდა, ხელით ფრთხილად ეხვეოდა ბავშვს, თითქოს ეშინოდა, არ გაეღვიძებინა. თამარი კართან გაჩერდა და რამდენიმე წამით დააკვირდა მათ. ეს სიჩუმე რაღაცით ამაღელვებელი იყო, თითქოს დრო შეჩერებულიყო. შემდეგ ჩუმად დაბრუნდა სამზარეულოში. ჩაიდანი დადგა და ფანჯრიდან გარეთ გაიხედა - ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებდა. რამდენიმე წუთში სანდრო შემოვიდა. თმა ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა, თვალებში ძილის ნარჩენი ემჩნეოდა. თაროდან ფინჯანი ჩამოიღო და თამარის გვერდით ჩამოჯდა. — ადრიანად გაიღვიძე, — ჩუმად თქვა მან, თითქოს დილის სიმშვიდის დარღვევა არ სურდა. თამარმა მხოლოდ ოდნავ გაუღიმა და ფინჯანში ჩაი ჩამოასხა. ხმას არავინ იღებდა — მხოლოდ ჩაიდნის ორთქლი ადიოდა და სამზარეულოს სიჩუმე კიდევ უფრო ღრმავდებოდა. მალე სანდრომ ნაზად თქვა: — როგორ ხარ აბა? როგორ მიდის მორიგეობის ამბები? თამარმა ოდნავ შეისვენა, მზერა ფანჯარას გაუსწორა და ჩუმად უპასუხა: — ვცდილობ კარგად ვიყო, სანდრო, მორიგეობა კი... -ვიცი, თამარ... შენთვის როგორი რთულია ეს ყველაფერი, — ჩუმად თქვა სანდრომ და თბილად შეხედა. — მე შენს გვერდით ვარ, რაც არ უნდა მოხდეს. თამარმა თავი ოდნავ დაუქნია და ტუჩის კუთხეში ნაზი ღიმილი გამოეხატა. — მადლობა, სანდრო... — მხოლოდ ეს თქვა, მაგრამ ხმა ისე ჩაუტყდა, თითქოს ამ სიტყვებში ათასი დაუმთავრებელი განცდა ჰქონდა დამალული. მოულოდნელად ბავშვის ტირილის ხმა გაისმა ოთახიდან. ნინია ჩახლეჩილი ხმით მამას ეძახდა. თამარი მაშინვე წამოდგა, სანდროც უკან მიჰყვა. ოთახში ნინია საწოლზე იჯდა, თვალებზე ცრემლები მოსდიოდა. — მამა სად არის?.. წავიდა?.. — ამოიტირა და ხელი გაშალა, თითქოს მას ეძებდა. სანდრო სწრაფად მიუახლოვდა, ნაზად აიყვანა ბავშვი ხელში და მუხლებზე დაისვა. — არა, მამიკო, აქ ვარ, — ჩუმად უთხრა და ლოყაზე აკოცა. — უბრალოდ სამზარეულოში ვიყავი. ხომ იცი არასდროს მივდივარ ისე, რომ შენ არ გითხრა. ნინიამ გაჩუმდა და თავი მამამისის მხარზე ჩამოსდო. თამარი მათ უყურებდა და გულში რაღაც აუხსნელი სიმძიმე ჩაუსახლდა. ეს სურათი თითქოს სიმშვიდის იყო, მაგრამ შიგნით, სადღაც ღრმად, რაღაც მაინც არ ასვენებდა. რამდენიმე წუთში ნინიამ გაიხარა, გაეღიმა და საწოლიდან გადმოხტა. თამარმა თმაზე ხელი გადაუსვა, შემდეგ ჩანთა აიღო და კართან გაჩერდა. სარკეში საკუთარ ანარეკლს ჩაჰყურებდა თეთრი ხალათი უკვე ხელში ეჭირა, ჩანთაში ჩადო, მაგრამ სახეზე ისევ დედის და ქალის დაღლილობა იკითხებოდა. — წავედი ნინია, მამიკოს დაუჯერე, კარგი? — ნაზად უთხრა და შუბლზე აკოცა. ბავშვმა მხრებზე ხელები შემოხვია და ჩუმად უპასუხა: — მალე მოდი. თამარმა კიდევ ერთხელ გაუღიმა, სანდროს მადლიერი მზერა მოავლო და გავიდა. ახალი მორიგეობა ელოდა. კლინიკის დერეფანში ხმაური გაისმა - გადაუდებელი შემთხვევა შემოჰყავდათ. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ავარიაში მოჰყვა, საკმაოდ მძიმე მოტეხილობები ჰქონდა. ექთნები სწრაფად ჩქარობდნენ, სტრეჩერი მოჰქონდათ. - საოპერაციო მოამზადეთ! - მკაფიოდ თქვა თამარმა, როცა ბიჭის მდგომარეობა შეამოწმა. - პულსი სუსტია. დათო უკვე მის გვერდით იდგა. არც ერთი ზედმეტი სიტყვა. მხოლოდ საქმიანი მზერა. — მე მზად ვარ, — მტკიცედ თქვა მან. საოპერაციოში დრო თითქოს შეჩერდა. ინსტრუმენტები სინათლეზე ბზინავდნენ, ეკრანებზე მწვანე ხაზები მოძრაობდნენ. მათ შორის კი საოცარი სიმშვიდე გაჩნდა სინქრონში.თამარმა სიტყვა თქვა , დათომ მაშინვე მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა. დათომ ნაბიჯი გადადგა , ექთანმა ზუსტად იმ წამს ინსტრუმენტი მიაწოდა. მათ შორის უხილავი რიტმი დაიბადა, თითქოს წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ. ერთ მომენტში ექთანმა გაოცებით ჩაიჩურჩულა: - „ საოცარია! თითქოს ერთმანეთის ფიქრებს კითხულობთ“. მათ ეს არ გაუგონიათ. ახლა არსებობდა მხოლოდ ერთი მიზანი - პაციენტის გადარჩენა. როდესაც საბოლოოდ მონიტორზე გულის რიტმი დასტაბილურდა, ორივემ ერთდროულად ამოისუნთქა. თამარმა ხელთათმანები მოიხსნა, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და კედელთან ჩამოჯდა. დათოც გვერდით მიუჯდა - არცერთი ხმას არ იღებდა. რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა. მერე თამარმა ჩუმად თქვა: — ხანდახან მიკვირს, როგორ შეგვიძლია ასე თანხმობაში ვიმუშაოთ, თითქოს წარსული არც არსებობდეს. დათომ მისკენ გაიხედა. მზერაში უფრო მეტი კითხვა იკითხებოდა, ვიდრე სიტყვებში ეტეოდა. და უცებ, თითქოს წამოსცდა, უთხრა: — შენი გოგონა შენსავით ლამაზია... თამარი წამით გაშეშდა. თითებით ფორმას მაგრად უჭერდა, თითქოს სიტყვისგან თავის დაღწევა უნდოდა. გული უცნაურად აუჩქარდა — არა იმ ტკივილით, რომელიც წარსულიდან მოჰყვებოდა, არამედ იმ სითბოთი, რომლის დავიწყებაც არასდროს გამოსდიოდა. — ნინი… — ჩუმად თქვა ბოლოს, — ნინი ჩემზე ბევრად უკეთესია. მის ხმაში ამაყი სიმშვიდე იყო, მაგრამ თვალებში რაღაცამ ჩაუქროლა — წამიერი სევდა, რომელიც მალევე გაქრა, დათომ თავი ოდნავ დახარა. თითქოს რაღაც სიტყვას ეძებდა, მაგრამ ვერ ჰპოვა. სიჩუმემ ისევ გაიდგა ფესვები მათ შორის - იმაზე უფრო მძიმე იყო, ვიდრე ცოტა ხნის წინ ოპერაციის შემდეგ ჩამოწოლილი დაღლა. მხოლოდ მონიტორის თანაბარი წკაპუნი ისმოდა, რომელიც მათი გულების აჩქარებული რიტმების დაფარვას ცდილობდა. მათი სიმყუდროვე სხვა ექიმის შემოსვლამ დაარღვია. კარი სწრაფად გაიღო , ახალგაზრდა ქირურგი შემოვარდა და ჩუმად თქვა: — ბოდიში, საოპერაციო მჭირდება. თამარი და დათო თითქოს ერთდროულად გამოფხიზლდნენ. ორივემ დაუყოვნებლივ წამოდგა. სიტყვა აღარავის უთქვამს — მხოლოდ მოკლე მზერა გაცვალეს და დერეფანში გასულები სხვადასხვა მხარეს წავიდნენ. დათო თავის კაბინეტში შევიდა და კარი ნელა მიხურა. საკუთარი ფიქრების ხმამ მოიცვა — ისეთი მძაფრი იყო ფიქრები, რომ თეთრი კედლებიც თითქოს უფრო ვიწრო ჩანდა. ნინი… პატარა გოგო, რომლის თვალებში იმ ღამის შემდეგ უცნაური სიმსუბუქე და ტკივილი ერთად იხატებოდა. „მას მამა ჰყავს,“ გაიფიქრა და ამით თითქოს სიჩუმეს შეაფარა თავი. მაგრამ მაშინვე წარმოუდგა თვალწინ მისი ცრემლიანი სახე — იმ ღამით, როცა დედასთან საუბრისას ხმას ძლივს იკავებდა და მხოლოდ ერთი რამ სურდა: ,,მამის ნახვა" დათომ თვალები მოისრისა. გულში რაღაც აერია , არ იცოდა, რა აწუხებდა. რატომ აწუხებდა ეს ფიქრები. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა. ეკრანს გახედა , ნაცნობი ნომერი იყო. ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა: — ჰო, ძვირფასო?.. მეორე მხარეს მხიარული ხმა გაისმა: — ჩვენ ჩამოვედით, სახლში ვართ. დათომ თვალი დახუჭა, თითქოს სურდა, ერთი წამით მაინც გაექრო ეს რეალობა : ორი სხვადასხვა სამყარო, ერთში მოჯახი ელოდებოდა, მეორეში კი… წარსული, რომელსაც თავიდან ვერაფრით იგდებდა. თავი მეექვსეს დასასრული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.