NEVER US 7
Მზის და ვარდების ქალაქში დაბრუნება და ძველ მწყობრში ჩადგომა, რთული, მაგრამ წარმოსადგენი ფაქტი იყო. უკვე საღამოვდებოდა, მაღაზიიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, ვინაიდან საჭმლის კეთება საკმაოდ მეზარებოდა და მადაც არ მქონდა, ბოსტნეულის სალათის მომზადება ვარჩიე და თან დედას ველაპარაკებოდი ვიდეო ზარით. - Მედეა რას სვამ ? Დედას ტონი დაუსერიოზულდა, როცა ჩემს ხელში ენერგეტიკს მოჰკრა თვალი, რომლის დამალვაც გვიანი იყო. - Დღეს პირველია.. Დატუქსული მზერით შევხედე დედას, ყოველთვის მეჩხუბებოდა ენერგეტიკზე, მე კი დამოკიდებულივით მოვიხმარდი მას. - Ჩემო გოგო, ხომ იცი, რომ შენთვის მინდა კარგი. - კი დე, გპირდები მაქსიმალურად შევამცირებ. - ნელა ქენი, ცხვირი არ გაგეზარდოს.- არ ნებდებოდა ისიც. - Შენამდე მომიყვანოს და გაიზარდოს დე, არ მაქ პრობლემა.- გახუმრება ვცადე.- დეე არ ჩამოდიხარ?.. გულმა არ მომასვენა და მაინც ვკითხე მონატრებულს. Დედას მზერაში სევდა შევნიშნე. როგორ არ მიყვარდა ეს მომენტი მაგრამ ამ მონატრებასაც ვერაფერს ვუშვებოდი მე ეგოისტი... - დე, ბებოსთან ჩავალ ორ კვირაში ალბათ..- თემის შეცვლა გადავწყვიტე.- დავეხმარები, თან მომენატრა იქაურობა. - Ჩადი დე, ჩადი. Მეც არ დამივიწყო ხოლმე და დამირეკე, თორე სულ მე გირეკავ. Ფოტოები ძაან მომეწონა, კიტეც რამხელაა, იზრდებით და ლამაზდებით. Მეც მინდა შვილიშვილი დეა! შენი ბედნიერება.- ვითომ გამიბრაზდა დედა. - Დეე... მაინც და მაინც უნდა გავთხოვდე რო ჩამოხვიდე? Იცოდე შენს გამო ვიზამ!- მუქარა ნარევი ფიცი დავდე მეც. - Დედა შეყვარებული მაინც არ გყავს ? - Მყავს დედა მყავს... Სანდროსგან შემოსული ესემესის კითხვისკენ გაპარული თვალები და ჩემი ენის წინ გასწრება ერთი იყო. Დედას შევხედე. Ეშმაკურად აუთამაშდა თვალები. - Ვინ გყავს? - Დე... ხო იცი როგორ მიყვარხარ... ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ზარის დასრულებისას დედას სიცილი შემომრჩა ბოლოს. Პატარა აღიარება გამოვიდა... Კარებისკენ წავედი, სანდრო კითხულობდა თუ მეცალა და შეეძლო შემოვლა? Რათქმაუნდა კი. Წასვლა არ, სირბილს უფრო გავდა ჩემი ნაბიჯები. Ლამპიონების შუქი კვეთდა მის სხეულს, შინაურულად ეცვა, შავი სპორტულები, მაისური, რაც უფრო მიმზიდველს ხდიდა მის სხეულს. Ხელში გვირილების თაიგული ეჭრა. Თვალი გავუსწორე. Გამეღიმა. Ცოტა უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი რადგან ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ მეუცხოებოდა.. - Გამარჯობა... Გაეცინა, თვალი ამაყოლა. - Არ გამომართმევ? Ნაბიჯით წინ წამოიწია და გვირილები გამომიწოდა. Ფრთხილად გამოვართვი თითქოს რაიმე ფაფუკი იყოს.კვლავ მას შევხედე . Ისევ ღიმილი იყო მის მზერაში. - Რა გაცინებს ? - გაურკვეველი მზერით ავხედე. - Ძაან საყვარელი ხარ.- იგივე მზერით განაგრძო მან. Უცებ გამახსენდა დედას როგორი თმით ვარცხნილობით ვესაუბრებოდი და აბურძგლულ თმებს სამაგრი მოვაშორე და გასწორების მიზნით თავი გავარხიე. Უშედეგოდ ვიცი რომ უარესია. - Ახლა უფრო საყვარელი ხარ,- კბილებს შორის მოექცია ტუჩი. Კოპებ შეკრული ავხედე “ მეღადავები” მზერით. Არ ვიცი, მაგრამ ის მომენტი მქონდა, ცხოვრებაში მეორედ რომ მადარდებდა რას იფიქრებდნენ ჩემზე, პირველი მაშინ იყო როცა მას შევხვდი, თეთრ მაისურზე პამიდვრის წვეთები რომ დავინახე ლამის გონებაში ღრიალი მოვრთე. Მომიახლოვდა. Ხელები წელზე შემომხვია და მისკენ მიმიზიდა. - Არ გეღადავები, მართლა საყვარელი ხარ.- ყურთან გაისმა მისი ხმა და მთელი გონება დაბინდა.- შემომიშვებ? Ნაზად ჩააცურა ხელი ჩემს მკლავზე, შემდეგ თითებს შეეხო, წელში გაიმართა და კვლავ შემომხედა, ჩემში ზღვა ღელავდა, რეაგირებისთვის მზად არ ვიყავი, და ერთადერთი რაც შემეძლო უბრალოდ ვუყურებდი. Გაეცინა, თითქოს რაღაც გაახსენდა კვლავ ჩემსკენ გადმოიწია. - Ჩურჩული ისევ გიყვარს? ყურს ეხებოდა მისი ტუჩები. Ტემბრი კი იმდენად დაწეული ქონდა რომ, აფეთქებამდე მიიყვანა ჩემში ემოციები. Თვალები გამიფართოვდა. Გავწითლდი და ხელი ვკარი. - Სანდრო... ამოვუშვი მღელვარებით სავსე ხმა და სახლისკენ გავიქეცი, უხერხული სიტუაციისგან შორს. Ღმერთო ჩემოო , აი რატომ ახსოვს რატომ ჯანდაბა... Მისი სიცილი გზად დამეწია, მისი ნაბიჯების ხმაც . - Ვიცი რომ აწითლდი,- ფეხი ამიბა სიარულში. - Რატომ გახსოვს? მივუტრიალდი გაბრაზებული ტონით, თითქოს პასუხს ვთხოვდი . სახეზე ღიმილს ვერ მალავდა და აშკარად ერთობოდა ჩემი ამ მდგომარეობით. Ჩემკენ გადმოხლილი, თვალებში ჩამხედა. - Რატომ არ უნდა მახსოვდეს შენი სე*სუალური ფანტაზია.- ცალმხრივ ჩაეღიმა. - Ღმერთო! Არა!. ყვავილებიც აღარ მახსოვდა, ისე ავიფარე ორივე ხელი სახეზე და სირცხვილისგან ჩავიმუხლე. ახლა ნამდვილად მსურდა მიწა გამსკდარიყო, კუს სახლი, ან ლოკოკინას ნიჟარა მქონოდა, ან უჩინმაჩინის ,მანტია, ოღონდ მას ვერ შევხედავდი.. Აი ახლა ვხვდებოდი რას ნიშნავდა სირცხვილისგან დაწვა. დიდხანს ისმოდა მისი ხალისიანი ხარხარი, რაც უფრო მიჩენდა გაქრობის სურვილს. Ვიგრძენი როგორ ჩაიმუხლა ჩემს წინ. Მისი ხელი ჩემს თმებს ნაზად შეეხო. - Მედე..- ნაზად გაისმა ჩემი სახელი.- შემომხედე. Თავი გავაქნიე და ჩავიბუტბუტე. - Გთხოვ წადი.. - Შემომხედე. დაჟინება შეეპარა მის ხმას. Თუმცა მეც ჯიუტადნ უარზე ვიყავი. - Ნწ... რამდენიმე წამის სიჩუმე ჩამოწვა. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა, მანამ სანამ მისმა ხელებმა სწრაფად არ ამწიეს ჰაერში. - Მედეა ნუ ჯიუტობ. - Შენთვის ადვილია.- თავს არ ვაბრუნებდი მისკენ. - Ახლა რომ უფრო სასაცილო ხარ იცი. - Შემეშვი..- შევეხვერწე. - Ჩამოწიე ხელები და შეგეშვები. Ბოლოს დავნებდი და შევხედე. Თითქოს მაიძულებდა, რომ მის თვალებში ჩამეხედა და ვერ შევეწინააღმდეგე. Ბუნდოვანი მზერა ჩემს ტუჩებს შეავლო,თითქოს წამიერად შეჩერდა, ამ წამებშივე მიმიზიდა თავისთან, და ჩემს ტუჩებს უკვე მისი ეხებოდნენ, დაჟინებით ვნებით, იმ გრძნობით, რომელიც ორივეში ასე ძლიერ დუღდა. ვგრძნობრი როგორ გვერეოდა სუნთქვა, გულისცემა, სხეული ჟრუანტელით გამევსო. - Მგონი ახალი იდეა მაქვს...- ხმა არეული სიტყვები სცდება ბაგეებს. - Რა?- შუბლით მეხება,თვალებ დახუჭული. - Მოდი.. Ვნახოთ.. Ვინ გაძლებს კოცნის გარეშე... იცინის და კვლავ კოცნისთვის იწევა ჩემსკენ. Თავს ვატრიალებ. - Თუ მაკოცებ წააგებ. - Მაშინ წავაგო.- კიდევ წამოიწია. - Სანდრო... - Დეა!- დაიღრინა მოუთბენლად. - ვაიმე სანდრო შემცივდა.. Ძირს დავარდნილი ყვავილები ავიღე და სახლისკენ ნაბიჯებს ვუჩქარე. - Დეა, მოდი აქ! მესმის მუქარა ჩემს უკან და ნაბიჯებს უჩქარებს. Მაგრამ სახლში შესვლას და კარების მოხურვას ვასწრებ. Კარებს ვეყრდნობი. - Რას მოვიგებ ეგ მაინც მითხარი.- ისმის Ახლოდან მისი ხმა. - Ნებისმიერ სურვილს. - Დეა, წააგებ იცოდე.- არ ნებდება. - Ორჯერ წააგე უკვე. - მივუთითებ რომ ინიციატორი ის იყო. - Შემომიშვი მაინც... - Სან... - Მჰ.. - Დამპირდი რომ ამყვები.- “ნეტავ მეც რამ გამაჯიუტა”. - Ნებისმიერი სურვილი?- იმეორებს ჩუმად. - Ნებისმიერი... - Ჩახუტება? ბავშვივით მოწყენილი ხმა ამოუშვა თითქოს ბოლო შოკოლადსაც ვერ მიიღებდა. Გამეცინა და სახლში შემოვუშვი. Იმ ღამეს ჩემთან დარჩა სანდრო. ფილმს ვყურობდით, ერთმანეთზე ვსაუბრობდით. Ამჟამინდელ “მე”-ს ვიცნობდით... ** Მეორე დღე სახლში გავატარე, გარეთ გასვლას, უბრალოდ შორიდან ჩათი და ჩემს გემოზე დასვენება ვარჩიე. Საიტზე ვაკანსიებსაც კი გადავხედე, თუმცა შესაბამისი და მოსაწონი, რომ ვერაფერი ვნახე, მალევე დავხურე ლეპტოპი. Იმასაც ვფიქრობდი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხომ არ მეცადა რამე, ვინაიდან ჩემს საბრალო ქვეყანაში ცხოვრება კი არა, ხალხის უმეტეს ნაწილს გადარჩენა უწევდა და გარბოდნენ კიდეც შანსის გამოჩენის შემთხვევაში. Შუადღისას სალომესთანაც კი მოვასწარი საუბარი, სასიხარულო ამბავიც გამანდო და მითხრა რომ ოქტომბრის ბოლოს ჩამოსვლას გეგმავდა. ადრე მანაც შემომთავაზა იქით გადასვლა, თუმცა მაშინ საკმაოდ უდარდელად და არეულად ვგრძნობდი თავს რომ ეს შემოთავაზება მიმეღო, ახლა კი ცოტა ვნანობ კიდეც რომ არ დავთანხმდი. Ეზოდან ფისოს კნავილი შემომესმა. Წამოვდექი, კარადიდან საჭმელი გამოვიღე და გარეთ გავედი. Ფეხებთან წრიალით და კრუტუნით, შემომეგება ჩემი პატარა რიჟა მეგობარი, ქუჩის კატა იყო, რომელიც ხშირად მსტუმრობდა და მისი პატარა არსებობით დღეებს მილამაზებდა. Კატები მიყვარდა, მეც მყავდა ერთი რიჟა ფისო წლების წინ. Სამწუხაროდ, მისი წასვლის შემდეგ ახლის მოყვანას ვერ ვბედავდი... თითქოს მეშინოდა ამ პასუხის მგებლობის კიდევ ერთხელ აღების და არც მისი ჩანაცვლება მსურდა ახლით, არც იმ ხალხის მესმოდა რომლებიც ცხოველებს ერთ ამოჩემებულ სახელს ართმევდნენ... Ფისოს მოვეფერე და საჭმელი გავუხსენი. - Ქითი, მეგონა დაიკარგე.. სინდისის გრძნობამ შემაწუხა, როცა გამახსენდა რომ ამდენი ხნით დავტოვე ასე. Ხელში ავიყვანე და სახლში შებრუნებას ვაპირებდი, შორიდან მოძახილმა რომ შემაჩერა. - Გამარჯობა, ირა დეიდა.- მივესალმე ჭიშკართან მდგომ ქალს. - Დეა, როგორ ხარ? - გადამეხვია ის.- კატები გიყვარს ? Იკითხა ჩემს ხელებში მოუსვენარ, ქითიზე, რომელსაც აშკარად დაძრომას ცდილობდა და გავუშვი კიდევ. - Კი, ძალიან.. - Წამო ჩემთან არ გინდა ? ხინკლის გაკეთებას ვაპირებთ, ხომ არ დამეხმარები? - Ა, კი, გადავიცვავ უბრალოდ.. Შემოდით.- სახლში შევიპატიჟე არ შემომყვა, აქ დაგელოდებიო. შავი სარაფანი მეცვა, ნაქსოვი, კარდეგანი ავიღე, ფეხზე კროქსი ამოვიცვი და კარები გამოვხურე. - Დღეს ძაან იღუბლება და იმედია არ იწვიმებს.- განაგრძო ირამ. - Იმედია..- ცას შევავლე თვალი სადაც ღრუბლები შეკრებას განაგრძობდნენ და დავამატე.- მგონი კლიმატი ძაან აირია. - Სანდროს ვკითხე შენზე, მითხრა რომ სახლში იქნებოდი და ამოგიარე, ცუდად არ გამიგო. - Არა, რატომ, მადლობა დაძახებისთვის.- დავამშვიდე ირა. Ანას, უკვე დაწყებული ქონდა ცომის გაპრტყელება, სანამ მას ვესაუბრებოდი, ირამ წინსაფარი გამომიწოდა და თავადაც გაიკეთა, თავი საკმაოდ შინაურულად ვიგრძენი, ხინკლის კეთების პროცესში გავერთეთ კიდეც. Გამახსენდა ჩემთან როგორ ვიკრიბებოდით და ვხალისობდით ბავშვობაში. - Რაც არ უნდა მიყვარდეს, პროცესი, არასდროს გამომდის ხინკლის შეკვრა.- დავხედე ჩემს მორიგ გახეულ ცომს. - Არაუშავს, - ჩემსკენ წამოიწია და თავად დამეხმარა მის გაკეთებაში.- ანა, ბიჭებმა რაო? Არ მოდიან ? - Ნიკამ, 15 წუთში მოვალო და ალექსმა შემაგვიანდებაო. - უპასუხა მანაც.- დე, ის ჭიქები სადაა, ახალ წელს რომ გაჩუქე? Ნიას მაგიდის გაშლა ქონდა დაწყებული. - Მაღლაა დე, ზალაში..- მიაძახა ირამ. სამზარეულოს ვასუფთავებდით, ნიკა რომ შემოგვიერთდა და ნელნელა მაგიდასთან გადავინაცვლეთ. Ირა სანდროს შეეხმიანა და რომ გაიგო აქვე იყო, ისიც მშვიდად შემოგვიერთდა. Ოფიციალურად ეცვა, დაღლილი სახე ქონდა, რომელსაც ღიმილი ფარავდა. Ჩემს გვერდით დაჯდა. - Რატომ შეგაგვიანდა ?- კითხა ირამ. - Საქმე მქონდა დედა. Თქვენ როგორ გაატარეთ დრო? - მოკლედ უთხრა და თემა შეცვალა. Ნიკა და სანდრო ერთმანეთს ძალიან გავდნენ, თუმცა სანდროსგან განსხვავებით, მას უფრო მკაცრი სახის ნაკვეთები ქონდა, თხელი ტუჩებით და მუქი თვალის ფერით გამოირჩეოდა. - Დეა, მე შემომხედე, თორემ ვეჭვიანობ.- ჩუმად მეუბნება სანდრო. - Ის ძალიან გგავს.- მივუთითე ნიკაზე. - Იმდენად არა, ჩემს მაგივრად, რომ გაკვეთილებს დასწრებოდა.- განაგრძო მან. - Თქვენ ნუ ჩურჩულებთ მად.- შეგვნიშნა ირამ.- დეა, დედაშენი ჩამოსვლას არ აპირებს ? - Მგონი, ჯერჯერობით არა.. Მაგრამ იმედია მალე.- სუსტად გავუღიმე. - Მეგობრებო.- გაისმა ანის ხმა, ფეხზე წამომდგარიყო ჭიქით ხელში. Ნიკაც წამოიწია.- დღეს რადგან ასე შევიკრიბეთ, მინდა სასიხარულო ამბავი გაგიმხილოთ.. Მცირეოდენი პაუზის შემდეგ აგრძელებს ის საუბარს. - Ორსულად ვარ. Წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. Წამიერად შოკში ჩავარდნილი რეაქციით ვუყურებდით ახალგაზრდა წყვილის გაბრწყინებულ სახეებს, სანამ ირას ყვირილმა არ გამოგვიყვანა ამ მდგომარეობიდან. - Ღმერთო,რა ბედნიერებაა.მოდით ჩაგეხუტოთ, - ხელ გაშლილი წავიდა მათკენ. - Ძმაო, რძალო, გილოცავთ- გადაეხვია სანდროც.- ესეიგი ბიძია ვხდები? - Როგორც ჩანს ასეა- გაეღიმა ანას და მუცელს მოეფერა. - Გილოცავთ, ბედნიერი გაგეზარდოთ,- მეც მივუახლოვდი მათ. - Ბებია გავხდები არ მჯერა შვილო, ხო ყველაფერი რიგზეა? Რამდენი ხნის ორსული ხარ? Შენებმა იციან ? - Ვერ ისვენებდა ირა. - Ორი თვის, კი ყველაფერი რიგზეა. Მშობლებს მალე ვეტყვით. Ახლა ვაპირებთ წასვლას. Იმედია წამოხვალთ და კახაც ჩამოვა მაგ დროისთვის. - Რა მოითბენს ამ ამბავს ახლა, მინდა ყველას გავაგებიო.- ჩაკოცნა ირამ. - Დედა არ დამიღალო, მეუღლე ,- ხელი შემოხვია ნიკამ. - Კარგი, კარგი, მინდა ამ დღის ფოტო ავღბეჭდო. Მოდი გადავიღოთ. - Მე გადაგიღებთ.- ტელეფონი ავიღე ხელში. - Მერე შენ ?- კითხულობს ირა.- აი იქ დადე და გადავიღოთ მოდით აქ. Კარადისკენ მიმითითა. Შემდეგ ყველანი ერთად დავდექით და პატარა ბედნიერი მომენტი ფოტოზე ავღბეჭდეთ. - Იცით, როგორ მინდოდა ამის გაზიარება? - დაიწყო ანამ.- ნიკას, რომ ვუთხარი ეგონა ვეხუმრებოდი, მოიცა ვიდეოს გაჩვენებთ.. Ვიდეოს ყურებისას ნიკას გამომეტყველებაზე ბევრი ვიხალისეთ. Მერე ირამ ვერ მოვითბენ ჩემს ქმარს უნდა გავაგებიოო, და მასაც დაურეკა.კახა რუსეში იმყოფებოდა, სატვირთოზე მუშაობდა და ხშირად უწევდა იქით ყოფნა. ისიც ბედნიერებას ეზიარა ჩვენსავით, ჩამოსვლა თვის დასაწყისში უწევდა და ალბათ ამ დღეებში წავიდოდნენ კიდეც ანას სოფელში. Გვიანობამდე ვსაუბრობით და მომავალი პატარას მოსვლას ავღნიშნავდით იმ ღამეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


