შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შე'მიყვარდი (დასასრული)


გუშინ, 19:40
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 1 256

დუდასთან ჩახუტებული იწვა და მშვიდად ეძინა ლევან ხაჭვანი მისი ბინის კარს რომ აღებდა და ერთი დაძახების შემდეგ შეფხიზლებულებმა საწოლიდან წამოდგომა ვერ მოასწრეს ისე აღმოჩნდა კაცი საძინებლის ღია კარში მდგომი
_სად ხარ მამიკო გძინავს ისევ? _ სიტყვები წარმოთქვა თუ არა მაშინვე დაებინდა მზერა კაცს

კარის ჩარჩოს მიეყრდნო ხელით ,დაინახა როგორ იცვამდა სოფია ხალათს და უკან შებრუნდა წამსვე
_მამა მისმინე ... მიყვარს ! მიყვარს და თქმას ვაპირებდი ,უბრალოდ შესაფერის დროს ველოდი. ვფიქრობდი
_ჯერ რომ გეთქვა და მერე დაწოლოდი არ შეიძლებოდა ხომ?ამდენი წელი მაინც რას ელოდი. ამას ელოდი? ყველას და ყველაფერს აკრიტიკებდი და იწუნებდი . ეს ბავშვი მოგინდა მაინცადამაინც? რა შეგისრულა ასეთი . რამდენ ხანს გააგრძელებს შენთან გართობას როგორ გგონია სულელო გოგო ! სულელო ! შეგისრულა და ვერც ხვდები !
_ ისე ნუ ელაპარაკებით როგორც ვიღაც უტვინო ქალს. ერთი თვის წინ გაიგებდით თუ ერთი წლის შემდეგ მაინც არ შეიცვლება მოცემულობა. მე თქვენ რამდენი ხნის წინ გესაუბრეთ და გითხარით ჩემი დამოკიდებულება,ისიც გითხარით სოფიას სურვილი თუ იქნება ერთად ვიქნები_თქო. ახლა კი რეალობაა ასეთი ,მის ცხოვრებაში ვიქნები სულ და რამდენადაც არ უნდა მოგწონდეთ სიძის ჩემი კანდიდატურა სხვა ვარიანტი მაინც არ განიხილება. ვწუხვარ მხოლოდ ამ უხერხულობის გამო
_ ერთი სოფია ხაჭვანი რომ გააუბედურეთ ყიფიანებმა არ გეყოთ და მეორე გინდა დაიმატო? მე შენ გაგაფრთხილე,გითხარი არ გაბედო_თქო. გაგანადგურებ გეფიცები !
_ არ მოგითმენ ასე საუბარს თითქოს დამნაშავე ვიყო და რასაც მეუბნები ვიმსახურებდე. არც სოფიოა ვიღაც ბავშვი და არც მე ... ჩემთან ასე ლაპარაკი მეორედ არ გაბედო
_თორემ რას იზამ მცემ როგორც იქცევი ხოლმე?შენ ნამდვილ სახეს რომ უმალავ სოფიოს გგონია მე არ ვიცი როგორი ავადმყოფიც ხარ? გაუწონასწორებელი,მოძალადე ,მაგრამ მე არ ვარ ის კაცი ვინც ერთადერთ ქალიშვილს ხელში ჩაგიგდებს. სულ ს.რზე რა იყო თქვენს შორის. აქვე და ახლავე დამთავრდება ! მამიდაჩემი იცი რატომ წამოათრიეს ყიფიანებისგან? გიორგის ბიძამ ისე სცემა, ეჭვიანობის დროს გაგიჟებულმა , სულ ლურჯი ჰქონდა სხეული. გინდოდა ეს გაგეგო? ბაბუაშენი კი კარგი კაცია , მაგრამ ისიც დაუნდობელია და შენ ყველაზე უარესი ხარ...ყველაზე გაიძვერა და ჭკვიანი. შენ ჩემ სოფიას მე არ დაგითმობ და მე ჩემ შვილს ჩემ შვილს _დუდას უყვიროდა მკერდზე რომ მიიჭირა ხელი ,სუნთქვა შეეკრა და ტკივილისგან მოიხარა
_მამა რა გჭირს...მამა შემომხედე
_არ გამეკარო! _ სახეზე ფერი აღარ ედო. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო ვეღარ გაუძლო . დუდას ნათქვამი სასწრაფოში ვრეკავ გაიგო თუ არა მაშინვე უარყო_არ მინდა ... არაფერი მინდა შენგან
_ნუ ყვირი და ზედმეტ ენერგიას ნუ ხარჯავ თორემ გული გაგიჩერდება და სიკვდილი თუ გინდა კი ბატონო. მერე უფრო მარტივად და იოლად მეყოლება შენი სოფია გვერდით . შვილიშვილებსაც ვერ ნახავ და საყვარელ ცოლსაც ვეღარ ჩაიკრავ გულში. მოხუც დედ_მამას რომ გაანადგურებ ამაზე აღარაფერს ვიტყვი _ ისე ელაპარაკებოდა თითქოს სულ არ ენაღვლებოდა. სოფია გაქვავდა თითქოს. ცრემლებად იღვრებოდა და მთელი სხეულით კანკალებდა_ ჩვენ წავიყვანოთ სჯობს. დაველაპარაკები კაკაურიძეს და დაგვახვედრებს ყველაფერს _ ჩაიცვი ... სოფია შემომხედე . მინიმუმ შეტევა აქვს მაქსიმუმ ინფარქტი _ ჩუმად ეუბნებოდა და ცრემლებს უმშრალებდა
_მე რა გავაკეთე მე რა გავუკეთე მე რა მე _ბუტბუტებდა სანამ პირველივე კაბა გადაიცვა ,ფეხსაცმელში ჩადგა ფეხი და ინერციით მიჰყვა დუდას ,რომელიც საყრდენად გადაექცა ტკივილისგან მოკეცილ ხაჭვანს.

საავადმყოფოში შესვლის წამიდანაც დუდა საუბრობდა ექიმთან, ის ჩაერთო მკურნალობაშიც ,ის რეკავდა ყველგან კვლევების დასაჩქარებლად. კარგად გაიგო და დაინახა კორონაროგრაფიაზე შესვლამდე სოფიას რომ უთხრა ლევანმა თუ მოვკვდები იცოდე მასთან არ დარჩეო . უკან მობრუნებული ქალი კარში გამოსვლისთანავე ჩაიკეცა. დუდას შეხედა მხოლოდ თითქოს გაიაზრა როგორ ამბობდა მასზე უარს, წამიც ვერ გაუძლო საკუთარ ცხოვრებას ყიფიანის გარეშე და იმ წამსვე მივიდა გონების კარგვამდე.
_ცოცხალია და კარგად იქნება. ვანერვიულეთ,მაგრამ გაუვლის. სულ რომ ქმარი ვიყო შენი და ისე დაგვდგომოდა თავზე მაინც იგივე შედეგი ექნებოდა. ახლა ვერაფერს დააბრუნებ უკან და გონს მოდი_ჩახუტებული ჰყავდა , თავზე კოცნიდა და ჩუმად ელაპარაკებოდა. ყველამ დაინახა, ყველამ შეამჩნია სოფია ხაჭვანის წაშლილი სახე და მასთან ზედმეტად ახლოს მყოფი დუდა ყიფიანი.
_მოვკვდები! მოვკვდები მას თუ რამე დაემართება ... მინდა მოვკვდე მინდაა _საკუთარმა სურვილმა შეაშინა. დუდას თვალებმა გააჩუმა
_შენები მოვიდნენ დაელაპარაკები თუ მე დაველაპარაკო
_რას ეტყვი ერთად გვნახა და გული გაუსკდა_თქო
_შეტევა აქვს სტრესის ფონზე და სხვა არაფერი!
_ჯერ ექიმი არ გამოსულა
_ექიმი ხარ შენც და იცი ასე მარტივად არავინ კვდება . რამდენიმე საათში ფორმაში იქნება და ჩვენ დაშორებას შეეცდება. აქ დარჩი ... მე დაველაპარაკები კახას _ წამით შეავლო მზერა და ბოლოს ისევ თავად მიიღო გადაწყვეტილება. ოთახიდან გავიდა და ხაჭვანების წინ დადგა . ისე უხსნიდა მომხდარს როგორც ექიმი სანამ სოფია არ გამოვიდა და სკამზე მჯდომი კახას წინ მუხლებზე არ დაეშვა "ყველაფერი ჩემი ბრალია" _მკვეთრად ჩანდა ცრემლებს ამოყოლებულ სიტყვებში. კახამ ჩვეულებისამებრ რომ არ გადაუსვა თავზე ხელი,არ მოეფერა და არ დაამშვიდა ამით გასცა პასუხი. დედა და ბებია მოთქვამდნენ , კახი სიტყვას არ ძრავდა ,არავის ეცალა სოფიას სანუგეშებლად ,დუდამ მოხვია ხელები მხრებზე და წამოდგომა აიძულა _ დამშვიდდი ,გთხოვ!
_არ შემიძლია... არ შემიძლია _დუდამ ჩაიხუტა. თავი მკერდზე მიაბჯინა ყიფიანს და ისიც დიდხანს იკრავდა გულში .


დუდა მართალი აღმოჩნდა. ლევან ხაჭვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მალევე ისაუბრეს ექიმთან,დანიშნულებაც მიიღეს , ერთი დღით დავტოვებთ კლინიკაშიო უთხრეს და შემდეგ მნახველების მიღებაც დაიწყო ,მხოლოდ სოფია დარჩა გარეთ კახას სიტყვების მოსმენისთანავე
_შენ გამოა აქ და ახლა შენი დანახვაც ცუდად გახდის. იცი რაც უნდა და რასაც ითხოვს ან გააკეთე ან არ დაენახო ! _პასუხს არ დაელოდა ისე შევიდა ოთახში და დახურა კარი
_დრო სჭირდებათ ... მართალს ამბობს. ახლა ინერვიულებს თუ არ ეტყვი ყველაფერი დამთავრდაო და იმედია არ ეტყვი
_ჩემთან ,კაბინეტში წავიდეთ ... _ შებრუნდა და ლასლასით გაუყვა დერეფანს. დუდა ისე მიჰყვებოდა გვერდით ყოველ წამს მზად იყო დაეჭირა .
ცარიელი იყო განყოფილება. კაბინეტში შევიდა თუ არა მაშინვე დივნისკენ დაიძრა და დაწვა
_რა მოგიტანო _ იქვე დაჯდა და თავზე მოეფერა
_დაკარგული სიმშვიდე
_ჩვენი ბრალი არ არის მას რომ არ მოვწონვართ ერთად...მე არ მიცემია არასდროს ქალი და მე არავარ ბაბუაჩებიც კი არათუ ბაბუას ძმის რეინკარნაცია. არც მჯერა რომ ნამდვილად სცემა...ჩემთვის არავის უთქვამს მსგავსი და გარდაცვლილს ვერც დაველაპარაკებით. გავიგეთ ეშინია არაფერი დაგიშაო ... შენც გეშინია ჩემი?
_შენც დაწექი და ჩამეხუტე რა ... მინდა გონებაში ეს ქაოსი დამთავრდეს. ეს შიში გამიქრეს . სუნთქვა მიჭირს _პასუხზე მეტი იყო რომ ჩაიწია და ადგილი გაუთავისუფლა. შემდეგ ჩაეხუტა და თვალები დახუჭა
_დაიძინო იქნებ ... ყველაფერს მოვაგვარებთ , არავის დათმობა მოგიწევს . მხოლოდ ცოტა მოითმინე,გაუძელი
_მაპატიე
_რა უნდა გაპატიო სოფია
_დროულად რომ არ ვთქვი ყველაფერი და თვითონ ვერ მოვაგვარე
_არ იტირო და გიკრძალავ მსგავსი სისულელის გამო ბოდიშს საერთოდ თავის დადანაშაულებას და ფიქრს,რომ ყველაფერი მარტომ უნდა გააკეთო ,როცა ვარსებობთ ჩვენ ,მე შენთან ერთად _ ეფერებოდა ,ნაზად კოცნიდა ფიქრებით დამძიმებულ თავზე და სიმშვიდეს უზიარებდა.
..................
_როგორაა
_კარგად
_შენც არ მელაპარაკები?
_ჩვენ სახლში გნახათ საწოლში ერთად მამამ ...ეს უბრალოდ შეყვარებულობანაზე მეტი არ გგონია სოფიო? კაცი მოკვდა ლამის
_რას ამბობს
_რას იტყვის ... ან დაშორდეს ან აბარგდესო
_სახლიდან მაგდებს?
_ცოტა ხნით რომ დაშორდე და დრო მისცე არა?მერე როგორმე დაარწმუნოს იქნებ. ეს მამიდას ცემის ამბავი არასდროს გამიგია. კახამ თქვა თვითონ ვნახე და სიტყვა არ მითხრას ჩემ დაზე ვინმემო . წნევები აქვს მაღალი იმასაც ,სასწრაფოს გამოძახება გვინდოდა წუხელ ,მაგრამ უარზე იყო . ლევანს არ გააგებინოთო . იქეთ დედა და ბებია ... ბარბარეს იმხელა მუცელი აქვს ძლივს დგება საწოლიდან და სახლი საავადმყოფოდ იქცა
_ყველაფერი შენი გასაკეთებელი გახდა უცებ და დაიღალე? მაპატიე. ვერ ვიფიქრე მოულოდნელად დილით თუ ჩამოვიდოდა ქალაქში და მაინცადამაინც ბინაში მოვიდოდა
_მეზობლებს აქვთ ნათქვამი ... წამოსცდა კიდევ კარგი იარაღი არ ჩავიდე და ისე წავედიო. ბოლო წამამდე მეგონა ტყუილი იყოო. მგონია ,რომ უთხრეს დუდა აკითხავსო და რჩებაო ან რაღაც უარესი და ეჭვმა მოიყვანა. მართლა ყველა გადავრჩით იარაღით რომ არ წამოვიდა თორემ მოკლავდა და გადაყვებოდა კიდეც.
_როგორ მეზიზღება ყველაფერი
_ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ახლა უნდა აირჩიო
_ამის სათქმელად გამოგგზავნა?დედა არც მირეკავს და არც მწერს
_იმას ადანაშაულებს ახლა ხომ იცი...
_ყველა თანახმაა ჩემი ოჯახიდან მოკვეთაზე?
_ხომ იცი დაშორება დროებითი იქნება თუ მართლა ასე უყვარხარ გაგიგებს და დაგელოდება. ოჯახი კი ისეთ მდგომარეობაშია
_ვერ გამიგებს... არც მინდა,რომ გამიგოს. არაფერი დაუშავებია და არ იმსახურებს დავშორდე თუნდაც დროებით და თუნდაც მოჩვენებით. საკმარისად დავმალე და საკმარისად ითმინა მეტს ვერ ვაიძულებ. მისი სიყვარულის გამოცდას ასე არ ვაპირებ,არც მის ადამიანობაში მეპარება ეჭვი,არც მეშინია რომ ერთ დღეს გავაბრაზებ და მცემს. მიყვარს და უბრალოდ ბედნიერი მინდა ვიყო. ასეთს რას ვითხოვ. ასეთი მიუღებელი რა გვაქვს მე და დუდას . დავიღალე
_ანუ დუდას ირჩევ?
_სწორ გზას ვირჩევ და არავის შანტაჟს არ წამოვეგები. ასე გადაეცი თვითონ გააკეთონ არჩევანი სოფია უნდათ ბედნიერი თავის ქმარ_შვილთან ერთად თუ უაზრო შიშს ნებდებიან და ვირულ სიჯიუტეს.
_სულ გაგიჟებულხარ შენ
_ყველანი კარგად იქნებიან და მე მოვკვდები დუდას თუ დავშორდები არაფრის გამო
_არაფერია შენი ოჯახი?
_თუ ოჯახია გაიგონ და დაინახონ რეალობა
_უშენოდ რომ დალაპარაკებია ლევანს და კახას და მერე დაწყებულა ლევანის შფოთვები ? შენ რომ ჭორებს აბრალებდი და აღმოჩნდა რომ თავად უთქვამს ყველაფერი?
_ყველაფერი არ მითქვამს მხოლოდ ჩემ გრძნობებზე ვუთხარი . სოფიას ვუყვარვარ და რომანი გვაქვს_თქო არ მითქვამს და არც ვიტყოდი მისი სურვილის წინააღმდეგ _ მოულოდნელად გამოჩნდა დუდა და ხაჭვანების დიალოგში ჩაერთო
_ფაქტია ვერ მოაგვარე და ვერ დაალაგე
_ყველა მამა ეგოისტია და არ უნდა შვილის დათმობა, არც ემეტება ვინმესთვის და ლევანს ზედმეტად იდეალური ქალიშვილი ჰყავს . ამიტომ უჭირს მიღება
_სოფია რას აპირებ საბოლოოდ
_გადაეცი ხვალ საღამომდე აბარგდება და გასაღებსაც გამოგიგზავნით_თქო
_ეგ რომ ვუთხრა ინფარქტი ნამდვილად მოუვა
_რომ მიყენებდა ულტიმატუმს მაშინ არ მოსვლია
_ლევანი არ და მე ჩემი ხელით მოგკლავ მისი ეს ერთგულება და სიყვარული ოდესმე როგორმე რომ შეურაცხყო ,რამე რომ აწყენინო და დაუშავო წამებით ამოგხდი სულს
_აქ მოსვლამდე ნაკანთან ვიყავი სახლში და იქ ალასანია დამემუქრა ძვლების დამტვრევით ... უცებ არ გადამეკეტოს და ეგ მუქარები არ მოგიბრუნოთ. შეურაცხყოფასაც მაყენებთ ,გითმენთ სოფიას გამო
_ჯერ სად ხარ ... სოფია ხაჭვანი მოწვევის გარეშე ჩაგისახლდება სახლში სულ მალე და სიკვდილი თუ დაგაშორებთ თორემ ისე არ დაგთმობს
_სიკვდილის გარდა ვერაფერი დამაშორებს ისეც და ტყუილად ნუ ეცდები ახლა შენი დის უარყოფითი თვისებების ჩამოთვლას . იმედი მაქვა შენს გოგონას ისე არასდროს ატკენ გულს შენი ამოჩემების გამო როგორც მამაშენმა სოფიას არაფრის გამო ,ილუზიის ... _ სოფოს თავი დახრილი ჰქონდა,ტირილის ზღვარზე იყო და კახის წასვლას ელოდა ცრემლებისთვის გასაქანი რომ მიეცა
_არ ვიცი მე როგორ უნდა დაგეხმარო... როგორც კი რამეს ვეტყვით ეგრევე გიჟდება. სანამ უკეთ არ გახდება და უკეთ ვერ გახდება შენ რომ არ ეყოლები. პარანოია დაეწყება
_ტყუილად ვლაპარაკობთ უკვე. როგორც მივხვდი არჩევანი ჩემზე გააკეთა სოფიამ . მე არ ვაყენებ ამ არჩევანის წინაშე
_რა უნდა მოგიხერხოთ როგორ შეგარიგოთ არ ვიცი
_შენ არაფერი ... მომწერე როგორ იქნებიან და არ მომანატრო თავი _ კახის რამდენჯერმე აკოცა, გამტყდარი ხმით უთხრა სიტყვები
_თავს მიხედე და ისე იცხოვრე არასდროს ინანო ეს არჩევანი _ დახუჭული თვალები დაუკოცნა და მერე წამოუვიდა ცრემლები სოფიას
_ლევანს ვაპატიებ და დედას არასდროს დავუვიწყებ ამ დუმილს. მერჩივნა გაველანძღე ვიდრე არაფერი გაეკეთებინა
_ხომ იცი როგორია ... შენ ყველას ძლიერი გვგონიხარ და შენ დაცვაზე არცერთი ვფიქრობთ ხოლმე ლევანის გარდა. ლევანისთვის ხარ პატარა უსუსური გოგო და იმიტომ აქვს ეს ისტერია ...
_მანქანის გასაღები გაიყოლე . მისი საჩუქარია
_თუ ღმერთი გწამს უფრო ნუ გააგიჟებ
_წაიღე !
_ღმერთო ამათი შერიგება მანახე და არაფერი მინდა მეტი ... შევეწირები ბოლოს _ ამოიოხრა და ისე წავიდა.
_დამშვიდდი ... ხომ მაინც უნდა გადმოსულიყავი ჩემთან. არაფერი ხდება ისეთი რასაც არ გავაკეთებდით უბრალოდ ცოტა უფრო მალე განვითარდება მოვლენები _ მის ფეხებთან ჩაიმუხლა და ხელები დაუკოცნა _ ვიტიროთ ჯერ კიდევ თუ ჩემოდნები გამოვალაგო და ჩავალაგოთ _ ქვემოდან ახედა რამდენიმე წუთის შემდეგ და ცრემლებით დანამულ ტუჩებზე აკოცა
_არ შემიძლია
_მამიკოზე უარის თქმა ? ოჯახზე რომელიც მხოლოდ იმიტომ გიშორებს რომ გიყვარვარ და სათამაშოსავით გექცევა? შენ თუ ეჭვი გეპარება,თუ გგონია რომ ჯერ მზად არ ხარ ყველაფერი მითხარი რასაც ფიქრობ და გავიგებ ,გეფიცები არ გავბრაზდები არც მეწყინება. მოვიფიქრებ როგორ დაგარწმუნო და
_მტკივა და ვბრაზობ ასე რომ იქცევიან ... ტყუილად ვიდანაშაულებ თავს. იქამდე რომ მეთქვა იგივე მოხდებოდა უბრალოდ ის საშინელი მომენტი არ იარსებებდა კადრებად ჩვენს გონებაში . მამაჩემი კარში და ჩვენ საწოლში ... ზუსტად იგივეს მეტყოდა და მეც ისევ აგირჩევდი.
არ შემიძლია ახლა ბარგის ლაგება. იმდენი რამეა
_მე ჩავალაგებ ... გინდა წყალი მოგიტანო ან რამე საჭმელი? ჭამე დღეს რამე საერთოდ?
_არ მახსოვს ... არაფერი მინდა_ უკან გაჰყვა და უჯრებიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ნივთების ამოლაგება. დუდა კი დიდ ჩემოდანში აწყობდა მის ტანსაცმელს .
_სად გინდა რომ წავიდეთ ... ბინაში,სახლში თუ ქალაქიდან გავიდეთ
_ხვალ სამსახურში უნდა ვიყო და შენ შენ საქმეებს მიხედო
_ველაპარაკე კაკაურიძეს და ერთი კვირის მერე დავიწყებ მუშაობას
_როდის ელაპარაკე
_რამდენიმე საათის წინ... შენც დაგეხმარები სანამ ახალ უმცროსს იპოვნი. დარჩენა და გაჭიანურება არ ივარგებდა. მეტს ილაპარაკებენ და ნერვებს მოგიშლიან
_მადლობა ... ყველაფერს რომ ითვალისწინებ.
_აბა?სად მივდივართ? სახლში თუ ბინაში
_ბინაში წავიდეთ ... არ მინდა სახლში. რაღაცნაირად ვიგრძნობ იქ თავს
_არ გიყვარს სხვების აურის მქონე სახლში ცხოვრება ხომ? წელს ბათუმის ბინა უნდა დავასრულო და მოგვიანებით ავარჩიოთ რამე სხვა ადგილი. სულ ახალი ემოციებით და ისტორიით
_საკმარისზე მეტი ხარ უკვე ... დანარჩენს შემდეგ გვიჩვენებს დრო.

ბარგი ამოლაგებული არ ჰქონდათ კარზე ზარის ხმა რომ გაიგეს
_ელოდები ვინმეს ?
_არა ... _ გასაღებად გავიდა და სოფიამაც მალევე გაიგო ხმა
_გამარჯობაა ... კეთილი იყოს ჩემი ძვირფასი ფეხი თქვენს სახლში
_მათე ?_ მაშინვე გავიდა და ქაღალდის ყუთებით ხელში მდგომს შეხედა
_გეფიცები მე არ მითქვამს თვითონ გაიგო და ისე წამომიყვანა არ ვიცოდი სად მივყავდი _ კიტამ ქოშინით ამოიარა კიბე . ხელში მასზე მეტი ყუთები ეჭირა
_შემოდი ნუ წუწუნებ... ახალსახლობა არ უნდა მიგველოცა წყვილისთვის და არ უნდა გვეთქვა ,რომ ვულოცავთ სიყვარულის გამარჯვებას ? ამხელა ექიმ ქალს საჭმელს ხომ არ ვაკეთებინებდით და გამოვიყოლეთ რესტორნიდან_ ისე შეაბიჯა სამზარეულოში და დაალაგა მაგიდაზე ყველაფერი თითქოს საკუთარ სახლში იყო _მაინც რას გიწუნებს ლევანი ვერ გავიგე ... სახლი გაქვს,კარი გაქვს,გარეგნობა მშვენიერი, ჭკუა_გონების დეფიციტსაც არ განიცდი . ქურდი არ ხარ,არც მკვლელი,არც ნარკომანი,არც ლუდომანი . ცოტას კი ჭედავ ხოლმე და გაუგებრობებში ეხვევი ,მაგრამ ასე თუ შევხედავთ მეც უნდა დამიწუნოს სასიმამრომ? არადა მე მოვწონდი ძალიან მამაჩემთან ძმაკაცობის გამო დავიჯერო?
_ გეფიცები უკონტროლოა... ცოტა ხნით დავრჩებით და წავალთ შემდეგ
_რატომ ცოტა ხნით?სტუმართმოყვარეაო ასე ვიცი მე გიგაურებზეც და ყიფიანებზეც და შენ ვის დაემსგავსებოდი . სოფიას ვინღა წაგართმევს ... ბავშვს ვერ მოგინათლავთ , ვაკოცე წლების წინ და ტეხავს თორემ სიამოვნებით დაგინათესავდებოდი ამ გზით
_მათე ! _ იქამდე თუ ეცინებოდა მის ტონზე და მოქმედებებზე მერე უცებ შებრუნდა და შეუღრინა
_რა ? ხომ იცის შეყვარებულები რომ ვიყავით რა იყო ... მე მაინც თინა გვიაჩიანი მომწონს ძალიან . გოგასთან უნდა წავიდე ხელი ვთხოვო
_სიცოცხლე მობეზრდა, თვითმკვლელობის თავი არ აქვს და ჩემი ხელით უნდა რომ მოკვდეს ! _კიტას ხმა გაისმა წამსვე ,მაგრამ არაფრად ჩაუგდია
_დაურეკე ჩვენებს გამოვიდნენ...ღვინოს გაგასინჯებ თან _დუდამ შეცვალა თემა
_ღვინო წითელი თუ თეთრი
_თეთრი მაქვს იმერული ცოლიკოური
_საინტერესოაა ... არადა ღმერთია მოწმე დათრობა გეგმაში არ მქონია . უბრალოდ ვნახავ ჩემი სოფია სად გადაცხოვრდა_თქო და
_შენ ხო არ მოასვენებ ადამიანს და არ დააცდი ცუდად ყოფნას...დასხედით მიდი და მე მივხედავ ყველაფერს
_რა დროს გლოვაა რა ბიჭი ჩაიგდე ხელში ... _ სოფიას წინ შეჩერდა და ზემოდან დახედა . სახეზე აკვირდებოდა და მერე თვალებზე _შენ უნდა იყო ყველაზე ბედნიერი და არცერთი წუთით უბედური ,სოფია _ ჩუმად უთხრა და მერე შებრუნდა დუდასკენ_ამ სვანური გვარებით კი პატენტი იმერლები ხართ,მაგრამ ოჯახში მჭადის ფქვილი ხომ არ გეპოვებათ? ღომი მინდა ძალიან და ვერავინ მაჭამა რა გახდა არ ვიცი
_სტუმარი შეკვეთებს იძლეოდეს მხოლოდ რესტორანში ვიცოდი . ოჯახშიც ასეა ?
_თუ მეგობართან ხარ შეიძლება თხოვო ... გავაღებ მე . იყავი შენ ისედაც გადაღლილი იქნები _ კარზე ისევ გაისმა ზარის ხმა და ალასანია თავად გაჩნდა საკეტთან _ გამარჯობა,მობრძანდით _ბევრჯერ გაისმა ეს სიტყვები იქამდე სანამ სასტუმრო ოთახში მდგომი მაგიდა არ გაიშალა და სოფია ისე გამხიარულდა ბოლოს ყველაფერი დაავიწყდა. მათემ ორი_სამი ჭიქა დალია და ისე ამბობდა სადღეგრძელოებს თითქოს იქ მიწვეული თამადა იყო . ყველა დაათრო და თვითონ დარჩა ფხიზლად
_მე წავიყვამ გოგონებს შენ არ ინერვიულო... თინიკო მანქანით თუ ხარ გაიყოლე კიტა რა . ხომ ხედავ ფეხზე ძლივს დგას და დანარჩენებს მე მივხედავ _როგორ მოახერხა და როგორ დაიტოვა ნავერიანის მანქანა ვერ გეტყვით. კიტა კი თინასთან იჯდა დაუჯერებლად გათიშული.
_რა დამართე ნავერიანს
_შენ აიწყვე ცხოვრება და არ გედარდება შენზე უფროსი შინაბერა ძმაკაცი და მე იქამდე ვერ გავიხარებ სანამ მაგათ ერთად არ ვნახავ. წავედი წავიყვანო შენი ნათლულები სახლში... კი არ მომიტყუებია _სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და დუდას მხარზე დაადო ხელი _ შეხვედრამდე
_მალე შევხვდებით უკვე ვიცი
_დაბადების დღე მაქვს მალე და ჩემთან დაგპატიჟებთ, სულ სტუმარი კი არ ვიქნები _ მიდიოდა,სიგარეტის კვამლს უშვებდა ცისკენ . შემდეგ კი ანას და თორნიკეს წაუძღვა მანქანისკენ_ნათლია გვყავსო თქვენ უნდა თქვათ ... ჩემი ნათლულები მყავს სანახავი თორემ სახეზე როგორი ვარ ფოტოებიდან იციან მარტო. ანიკო ერთი შენც იცი , ნიკუშა ჩიქობავა _ ლაპარაკს აგრძელებდა იქამდე სანამ ორივე არ ჩართო საუბარში და დაძაბულობა არ მოუხსნა თავისზე პატარებს.

დუდა უკან შებრუნდა და სამზარეულოში მდგომ სოფიას ჩაეხუტა
_შეეშვი ამათ... დავწვეთ ,გვიანია _ ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა _დავიძინოთ ან რამე უფრო აქტიური და სასიამოვნო გავაკეთოთ
_მთვრალი ვარ
_ჩემი სიყვარულით ხომ? _ხელში აიყვანა და ისე დაიძრა აკისკისებულ ხაჭვანთან ერთად
_კარი ჩაკეტილია?
_ჩემ გარდა არავის აქვს გასაღები _ კოცნებს შორის უთხრა
_ფობია არ გამიჩნდეს
_გადაგალახინებ! _ ტანსაცმელს აშორებდა და კოცნას არ წყვეტდდა.
.................
_ბევრი დრო არ მაქვს რეზი . სწრაფად გვითხარი რა _კაბინეტში შესვლისთანავე უთხრა კაცს
_მართალია რომ ერთად ცხოვრობთ?
_დიახ . რამე პრობლემაა?
_სოფია
_ოფიციალურ განცხადებას წასვლის შესახებ თვის ბოლოს დავწერ . როგორც იცით რეზიდენტი თერაპიაში არ ვარ და არც სურვილი მქონდა ამიტომ განყოფილებასაც ვტოვებ. ჩვენ ურთიერთობა კი სამსახურეობრივ მოვალეობებს არ არღვევს და არც წესდებას ეხება . სხვა თემაზე თუ გაქვთ კითხვა გისმენთ _ დუდამ მოკლედ უპასუხა და მაქსიმალურად დააიგნორა კაცის გამომეტყველება
_არ მჯერა რომ მასთან ხარ...რაღაცას გვეღადავები ხო? სოფია მიპასუხე
_გიპასუხე უკვე და ყველას სათითაოდ როგორ ვუპასუხებ კიდევ არ ვიცი. მუშაობაში ხელს თუ შემიშლიან იცი რამდენი კლინიკა გამიღებს კარს
_დუდას წასვლა არ მომითხოვია მე უბრალოდ ინფორმაცია უნდა მქონდეს რადგან უმცროსი ექიმია და თუ ჩვენი რეზიდენტი გახდებოდა
_არ იქნება ჩვენი რეზიდენტი . ფსიქიატრიას ირჩევს
_სხვა თუ არაფერია დაგტოვებთ
_შენ დაგვტოვე სოფიასთან მაქვს კიდევ რაღაც საქმე
_მასთან ერთად მითხარი თუ საქმეს ეხება და თუ არ ,საჭორაოდ არ მაქვს დრო და საკუთარ თავსაც ნუ მისცემ იმ უფლებას არჩევანი შემიფასო _ არ მოუსმინა ისე გავიდა პირველი და ჩვეული სწრაფი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი_ თერაპიაში ავალ მე ,შენ ქვემოთ ჩადი არ დაავიწყდეს ყურაშვილს ექოსკოპიაზე გასვლა .
_ნუ ბრაზობ ... დიდხანს ილაპარაკებენ და მერე გაჩერდებიან _ ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა _ დამშვიდდი
_მშია ... რამე შეუკვეთე და ჩვენებთან ერთად ვისადილოთ _ ლოყაზე აკოცა და ისე წავიდა არავის მზერისთვის მიუქცევია ყურადღება.

დუდას ისეთი გაცილება მოუწყვეს ლამის სოფიასაც აეტირა. უყვარდა ის განყოფილება და ყველა იქ მყოფთან დროის გატარება. უფრო მეტად დააფასა ბოლოს მომხდარი ამბების შემდეგ , მათი რეაქციების და შეუცვლელი დამოკიდებულების გამო.
_შემოვივლი ხშირად
_ან გექნება დრო და ან არა
_მე აგირჩევ ისეთ უმცროსს ნამდვილ თერაპევტად რომ აქცევ და გვერდით გეყოლება სანდო კადრი
_მე შენ მომენატრები გვერდიით _ წუწუნებდა მთელი ღამე
_როგორ ძალიან მიყვარს ეგ ფაქტი
_ფაქტი კი არა მე უნდა გიყვარდე
_შენ მიყვარხარ უკიდეგანოდ _ რამდენჯერმე აკოცა და თან უფრო მჭიდროდ შემოხვია მკლავები
_ბევრს თუ გეჯუჯღუნება კაკაურიძე მითხარი და მერე მე გავუმწარებ სულს
_დამიცავ სამსახურში უფროსი თუ გამიბრაზდება?
_ვიცი მე ის როგორი უჟმურიცაა
_მაქვს რთულ უფროსთან მუშაობის გამოცდილება
_გაგებუტე
_შეგირიგებ როგორმე ...

დუდას გარეშე სამსახურთან შეჩვევა გაუჭირდა,მაგრამ ის ფაქტი ამშვიდებდა,რომ ყიფიანს მოსწონდა ის რასაც აკეთებდა. სწავლა დაიწყო და ამ პროცესით ბედნიერი იყო. სოფიასაც უზიარებდა ახალ ინფორმაციებს. კონფერენციაზეც იყო იმ დღეებში და ბოლოს სოფიასთვის უცნობ გოგოსთან ერთად გამოჩნდა კაბინეტში
_როგორ მიდის დღე?
_შენ არ მუშაობ?
_ცოტა ხნით გამოვედი... ვიღაც უნდა გაგაცნო
_გამარჯობა
_გაიცანი სოფია ხაჭვანი ... ეს კი თაია აბშილავაა . მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოს ჭკვიანია და შრომისმოყვარეც
_ჩემ გარეგნობას რა სჭირს ?
_მოდელს უფრო ჰგავხარ ვიდრე ექიმს ,რომელიც მზადაა ფორმა ჩაიცვას და ღამეები ათენოს კლინიკაში
_თან რომ ლამაზი ვიყო და თან ჭკვიანი არ შეიძლება? შენ და ჩემი ძმა ჭკუიდან გადამიყვანთ ერთ დღეს ...
_თაიაა ნუ გამაბრაზებ თორემ უკან წაგიყვან
_ამას როგორ უძლებთ?
_თქვენ მე არ მიცნობთ თორემ პირიქით იტყოდით. როგორც დავასკვენი დუდა უნივერსიტეტში არ გაგიცნიათ
_ჩემ ძმასთანაა ბაღიდან მოყოლებული და მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ყელში მყავს უკვე,მაგრამ თუ მისი რეკომენდაციით მუშაობის და ცოდნის მიღების საშუალებას მივიღებ
_მხოლოდ მისი რეკომენდაცია საკმარისი არ იქნება . საკმაოდ რთული გრაფიკი გექნება
_ვიცი,მითხრა და ძალიან მომწონს. ვერ ვიტან უსაქმოდ ყოფნას , მიყვარს როცა დაკავებული ვარ და თან აზრიანად დაკავებული
_დამღლელად ენერგიულია ბავშვობიდან ... ჭირვეულიც,მაგრამ თუ დაავალებ გააკეთებს მჯერა.
_მუშაობის გამოცდილება?
_მაქვს ... აქ წერია ყველაფერი. ყველა კურსი,ტრენინგი, დიპლომი, მუშაობის წლები და
_რამდენი წლის ხარ?
_5 წლის შემიყვანეს და ყველაფერი ადრე დავასრულე. მუშაობა მეორე კურსიდან დავიწყე უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა ზუსტად და ბევრ განყოფილებაში ვცადე
_დავიწყოთ ხვალიდან და ვნახოთ რა გამოგვივა
_დღესვე რომ გავეცნო სტაფს და გარემოს არ შეიძლება?ხვალ უფრო მომზადებული მოვალ ... ხალათი მაქვს
_შეგვიძლია _ გაეღიმა და მერე ახლოს მისულ დუდას ახედა _ ამდენ ხანს რატომ არ გამაცანი გეშინოდა მე გამიშვებსო?
_არ მახსოვდა ამის ექიმობა. თან რეანიმატოლოგობა უნდოდა ბოლოს
_ჩემთან დავიტოვებ. მომწონს !
_ეგ არ უთხრა თორემ შეგვჭამს მერე მე და ზუკას _ ზურგით დადგა გოგოსკენ და ტუჩებზე შეეხო ხაჭვანს_მომენატრეთ ქალბატო სოფია
_მე უფრო ,მაგრამ საქმე მააქვს
.................
გიორგი და ნათია რომ გამოჩნდნენ ზღურბლზე ხაჭვანი იდგა კართან და ელოდა მორიგ დრამას
_გამარჯობა ... მობრძანდით. დუდა სამზარეულოშია
_დედა და მამაც მოდიან არ ჩაკეტო კარი _ გიორგიმ უთხრა და მალევე გაისმა ხმაც
_ბებიკო როგორ ხარ_ პირველი ქალი მოეხვია დუდას და რამდენჯერმე აკოცა
_კარგად ბებოს სიყვარულო ...
_ვვახშმობდით , შემოგვიერთდდით
_რა მოამზადე ბე ?
_მე არაფერი... ვიღლები ძალიან . სოფიომ დამახვედრა
_როგორ მიდის სწავლა ახალი საქმის ... შენც ხომ არ გააფრინე შემთხვევით
_არა და არც ვაპირებ. საინტერესოა ძალიან
_თერაპია_ნეფროლოგიაში რა არ მოსწონდა არ ვიცი
_თერაპიაში შენ მოსწონდი და საკმარისზე მეტი აღმოჩნდი
_ქორწილს არ გეგმავთ?ასე უნდა იცხოვროთ ? _გიორგიმ მალევე ჰკითხა დუდას
_ქორწილის და ღრეობის მოწყობის განწყობა ახლა არ მაქვს . ნატალია ახლახან გარდაიცვალა ... სოფიასაც არ აქვს ოჯახთან ისეთი ურთიერთობა ქორწილში რომ მოვიპატიჟო და ხაჭვანების გარეშე ქორწილი არ იქნება
_ყველაფერი გადაგიწყვიტავს შენ... სოფიას ჰკითხე?იქნებ უნდა ხელი მაინც მოაწეროთ ან ჯვარი დაიწეროთ... თხოვე საერთოდ ხელი? ახლა ისეთ გრანდიოზულ სიურპრიზებს უწყობენ გოგოებს და შენ ასე უბრალოდ აპირებ სოფია ხაჭვანი სახლში დაისვა?
_შენ რა იყო რაც ლევანმა ვერ გვითხრა შენ გვეუბნები? ეს რომანტიული ხალხისთვის სანახავი სისულელეები არ შემიძლია. რომ მიყვარს და მინდა სულ ჩემთან იყოს იცის ისედაც ,მუხლზე დადგომა ვარდების ზღვაში და სანთლების შუქზე რად უნდა
_რატო ბებერი ხარ და ვერ დაუჩოქებ? თუ ბეჭდის ფული არ გაქვს და ვერ ყიდულობ
_გიორგი რა გინდა?
_გოგო რომ მყავდეს რომელიც ასე ადგება და გადაცხოვრდება კაცთან ავიჭრებოდი . იმას არ მოსწონხარ ეგეც მესმის რატომაც და მთლად კი არ უნდა გახვიდე თავს. რა გეზარება შე ჩემა ქორწინების ბეჭდები მაინც აარჩიეთ და ხელი მოაწერეთ . სულ არ ესწრება ვინმე ხოლმე მეჯვარეების გარდა .ჯვარი მერე დაიწერეთ ლევანი რომ შეგირიგდებათ...
_ არა ახლაც რა აჩერებს. იმის თუ ეშინია რომ ჩემი შვილი გცემს და რამეს დაგიშავებს . გეჩხუბა თუ ყოველ წუთს გაკითხავს და გამოწმებს . დედაშენმა რაო რა თქვა იმასაც ეშინია ? _ნათიაც ჩაერთო საუბარში
_ლევანს უვლის და უფრთხილდება მხოლოდ. მიცნობს და იცის არ ვიცხოვრებდი ისეთ კაცთან ვინც საშიშია. იმაზე მეტად ძლიერიც ვგონივარ ვიდრე ვარ ... რაც შეეხება ხელის თხოვნას და ქორწილს მეც იგივე აზრი მაქვს ზუსტად. ორივემ შესანიშნავად ვიცით დროებით რომ არ ვცხოვრობთ ერთად და ეს არც გამოსაცდელი დროა,არც ვერშევეწყვეთ ერთმანეთს იქნება დასასრული . ბეჭედზე შეიძლება ფიქრი ,დუდას თუ არ დაეზარება გაკეთება... უბრალოდ არჩევა მეზარება
_ამან აარჩიოს მერე რას მიკეთებს
_აუ გიორგი
_რაა დედაშენს ოცი ბეჭდი ვუყიდე შენ რა უპრეტენზიო ქალი იპოვე და ორი ბეჭდის არჩევა არ გინდა? სულ გაზარმაცებულხარ შენ
_წამოსვლამდე ჩვენც ვფიქრობდით როგორ მოვქცეულიყავით... რომ გველაპარაკე ვერ გავიგეთ ქორწილს აპირებდით თუ არა. შენი ცოლისთვის იმდენი წელია ვაგროვებ ოქროს თან ვფიქრობ არ გადაირიო . ახლა ახალგაზრდები ყველაფერ ძველ წესს სასაცილოდ იგდებთ _ბებოც აჰყვა შვილსა და რძალს
_მივსულიყავით ამ გოგოს ხელის სათხოვნელად ნიშნებით და იქნებ კი მობრუნებოდა გული კახას და ლევანს ... ჩემი ძმა რასაც აკეთებდა ღმერთია მოწმე მე არ ვიცოდი და მე ვიცოდი სოფიკოს როგორ უყვარდა ,როგორ მისტიროდა ისიც და როგორ არავინ მოიყვანა სხვა. მე არ მინახავს ნაცემი ქალი ჩემ ძმასთან თორემ ჩემი ხელით ვაგებინებდი პასუხს და დავუბრინებდი უკან ხაჭვანებს. ჩემი შვილიშვილი მამამისსაც არ გავს ბაბუის ძმას კი არა და სისულელეა მამაშენი რასაც ამბობს. მაგას უბრალოდ გოგოს გათხოვება არ უნდოდა ან უკეთესი ბიჭი წარმოედგინა შენ გვერდით
_მეც კი ვუთხარი არ გინდა დუდასთან_თქო ვიცოდი ლევანი გაგიჟდებოდა და სოფიკოს ცემის ამბავიც ვიცოდი... მე სულ მეგონა ბიძაჩემს არ უქნია და თვითონ მამამისმა სცემა,მაგრამ მაგას ვინ აღიარებს ახლა. მკვდარს ვინ ჰკითხავს და სოფიკოს ვინ დაელაპარაკებოდა ჩვენგან. როგორცაა მე შევიცვალე აზრი და მამაშენს სანამ ბავშვს არ მიუყვანთ იქამდე არ მოუბრუნდება გული და იმედია ლევან ყიფიანი არ გვეყოლება ოჯახში
_გიორგი გეფიცები ხანდახან პასუხს ვერ ვპოულობ ისეთ რამეს იტყვი
_რა იყო ქორწილს არ აპირებთ და ბავშვსაც არ აპირებთ?
_ხო აი დედაჩემია ძალიან ახალგაზრდა და ბებიობისთვის არაა მზად
_ნუ მიღრენ ერთი რაა შენი ჭირიმე ოჯახური ურთიერთობა თუ გინდა რომ გვქონდეს და ისე ვიყოთ მასთან როგორც შენთან რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ და უცხოსავით არ ვექცევი... ეს საჭმელიც ყველაფერი გემრიელია . ვინ გასწავლა ბებიამ?
_ორივემ და თვითონაც ვისწავლე მარტო რომ ვცხოვრობდი რეზიდენტურის დროს . ბავშვს რაც შეეხება ლევანს არ დავარქმევთ ,მაგრამ არც გიორგის ალბათ _ ბოლოს დააყოლა და გაიცინა _ ხო? _ დუდას გახედა დაეჭვებულმა
_ღმერთო მიშველე იქნებ გოგო იყოს ყველა რას მიწყვიტავთ არარსებული ბავშვის სახელს
_ხომ უნდა ვიცოდე თუ გაბრაზდება გიორგი
_მე რა ბაბუის სახელი დავარქვი შვილს? დუდა ჰქვია ... რაც მოგწონს ის უნდა დაარქვა . ამას გულისხმობდა გიორგი _ნათიამ განუმარტა ქმრის საუბარი_ ბეჭდზე მეც იგივეს ვფიქრობ ,ან აარჩიეთ ან მე და დედა გაჩუქებთ . ნატალიასაც ჰქონდა დუდას ცოლისთვის ცალკე ყველაფერი და რომელიმე რომ აარჩიო არათითზე მოსარგებად ოქროს ბირჟაზე გავლა აღარ იქნება საჭირო
_ამათ ერთად თუ შეკრიბეს ის ოქრო გამყიდველს მეტი კი არ აქვს
_სულ არაა სასაცილო ... სერიოზულად მიუდექი ამ საკითხს . გინდა არ გინდა საზოგადოების ნაწილი რომ ხარ ქვეყანა არ უნდა აალაპარაკო. საყვარელი ხო არაა ბოლო ბოლო რა წესია ასე
_ახლა რომ გავუკეთო ბეჭედი გამოვა რომ თქვენ დამაძალეთ და იქნებ გეყოთ ამ თემაზე საუბარი
_ნეტავ ნატალია იყოს ახლა ცოცხალი
_იცოდა სოფია რომ მიყვარდა და დარწმუნებული ვარ ისიც ზუსტად იცოდა ერთად რომ ვიქნებოდით ბოლოს

ბევრი ისაუბრეს იმ საღამოს. დუდას ამბებს უსმენდა და სულ სხვა განწყობა ექმნებოდა მათ ქაოსურ ოჯახზე. გონებაში ხედავდა თავის დალაგებულ ოჯახს,სანიმუშოს ჭორებისა და არეულობების გარეშე ,რომელმაც ვერ გაუგო ,ზურგი აქცია და ყიფიანებს, რომლებიც დუდას გვერდით დარჩნენ . აშკარა იყო დუდას გავლენა მათზე,ვინ იცის რამდენხანს არწმუნებდა ოჯახს,მაგრამ შედეგი მიიღო. სოფიას კი არ გამოუვიდა ხაჭვანებზე გავლენის მოხდენა.
...............
კიდევ ერთი დამღლელი კვირის ბოლოს ძლივს ერთ დღეს სახლში ატარებდნენ და ისიც მათე ალასანიას დაბადების დღეს დაემთხვა. წვეულება იმაზე მეტად გრანდუოზული გამოვიდა ვიდრე ვარაუდობდა და მათეც უკვე სამუშაო ფორმაში დაბრუნებული სრულიად ტრანსფორმირებული იხილეს სტუმრებს შორის. უამრავ ნაცნობს შეხვდნენ , ბევრი ისაუბრეს ,რამდენიმე ჭიქაც შემოეცალა ყიფიანს და ბოლოს მოცეკვავე წყვილებს შორის აღმოჩნდნენ .
_სახლში წავიდეთ ... დროა უკვე ,არა?
_ხვალ ორშაბათია
_მე მორიგე არ ვარ . შენ?
_არც მე
_ რამე ხდება?
_არაფერი
_რაღაცნაირად აღელვებული ხარ
_სუნთქვებს მითვლი სოფია? თუ როგორ ხვდები _ ხელზე აკოცა და თბილად გაუღიმა
_ვგრძნობ
_ყველაფერი რიგზეა ... შესანიშნავადაა უბრალოდ რაღაც მაქვს შენთვის . დიდი ხანია ნატალიას სეიფში იდო და ელოდა დროს როცა დღის სინათლეს ნახავდა. ჯერ ვიფიქრე მართლა ხომ არ გადავაბიჯო საკუთარ კომფორტს, მოვაწყო ვარდების ბილიკები და დავუჩოქო_თქო
_ჩემი ხარხარის ხმა ჩაგესმა ალბათ ამ სანახაობის ნახვისას და იმიტომ გადაიფიქრე _ბინის აივანზე იდგნენ უკვე დიალოგი რომ განაგრძო დუდამ და ჯიბიდან ყუთი ამოიღო
_არაფერს გთხოვ მხოლოდ იმიტომ ,რომ პასუხი უკვე მაქვს და ახლა უბრალოდ ბეჭედს მოვარგებ შენ არათითს რომლის დანახვისას მაშინაც მიგრძნობ როცა არ ვიქნები გვერდით და გაიხსენებ როგორ უსაზღვროდ მიყვარხარ _ ჯერ მტევანზე აკოცა და მერე გაუკეთა ბეჭედი დადუმებულს_არაფერს მეტყვი ?
_ იუსტიციაში უშენოდ დავჯავშნე ადგილი ... შენი დაბადების დღისთვის მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა. ვერ მოვიფიქრე უკეთესი რა მეჩუქებინა ჩემი ქმრის სტატუსზე აღმატებული
_მომწონს თქვენი არჩევანი,ქალბატონო სოფია ...
.................
_რა ხდება უკვე მოვიდა ცნობა ხაჭვანებთან?_ ფოტოს გადაღებაც ვერ მოახერხა ქორწინების მოწმობით ხელში კახიმ რომ დაურეკა
_რა ცნობა ბარბარეს მშობიარობა დაეწყო საავადმყოფოში ვართ შენ სად ხარ ... მიშველე . გავგიჟდები . ტკივა,კივის და მე ვერაფერს ვშველი
_მოვდივარ . დამშვიდდი შენ ხომ არ აჩენ ნუ აანერვიულებ და გოგო ისე დაამშვიდე და დააწყნარე ახლა როგორც მაგ ბავშვის ჩასახვის პერიოდში
_მალე მოხვალ?იქამდე რომ გაჩნდეს?
_არ გაჩნდება ჩემ მოსვლამდე და თუ გაჩნდება მით უკეთესი . კახი !
_ ყველაფერი კარგად იქნება და ბარბარეც კარგად იქნება და ბავშვიც ...
_რა ხდება მშობიარობს?
_ხო
_რამდენ წუთში მივალთ როგორ გგონია
_ვეცდები მალე მივიდეთ _ მთელი გზა ტელეფონზე საუბრობდა. ექიმებს ურეკავდა და ბოლოს მანქანიდან გადასვლისას დუდას ჩაკიდა ხელი
_ჩვენი ცოლ_ქმრობის დასაწყისი
_ჩემ დაბადების დღეზე დაიბადება
_თუ დღეს იმშობიარებს კი
_შენ რა უნდა გეთქვა _დერეფანში ლამის სირბილით მიდიოდნენ დუდამ რომ შეაყოვნა _ ხელმოწერის მერე გეტყვიო რომ მითხარი
_სახლში რომ მივალთ მერე გეტყვი ... ყველაფერი რიგზეა _ ლოყაზე აკოცა და კარის გაღების შემდეგ მომენტალურად აღმოჩნდა ოჯახის წევრების წინ. ოთახის რომლის მონატრება და დანალკლისი იმ წამს იგრძნო მთელი ძალით . დაინახავდით და ერთ მუშტად შეკრულ ,ჰარმონიულ ოჯახს ჰგავდნენ სოფიას გარეშეც. სუნთქვა შეეკრა და წამსვე იგრძნო დუდას შეხება გაყინულ თითებზე
_წავიდეთ , ხალათი ჩაიცვი და შევიდეთ მაია ვნახოთ
_თავბრუმეხვევა
_ჩაისუნთქე და ნაბიჯი გადადგი . თავი არ დახარო წინ გაიხედე _ხმამაღლა ესმოდა დუდას ჩუმად ნათქვამი სიტყვები . ენერგიის მიმცემ ძალად გრძნობდა მისი ტუჩების თავზე წამიერ შეხებას
_ არც მოგვესალმები ?
_მიცანი ? მეგონა წამშალე მეხსიერებიდან _ გაყინული იყო და მაინც სცემდა პასუხს წინ მდგომ კახას
_სანამ მოგკლავს იქამდე დაგივიწყოთ სჯობს კი _ ლევანის ხმა გაიგო და მისკენ არც გაუხედავს ისე უპასუხა
_გიკრძალავთ ყველას დუდას მისამართით მსგავსი ბრალდების გაჟღერებას ! ისე ნუ იზამთ რამე რომ დამემართოს ჩემ ცხედართანაც არ მოგიშვათ
_შენ გოგო
_ლევან, ჩხუბის დაწყება არ უნდა ხომ იცნობ , იცი როგორი ხასიათიც აქვს . ვერაფრით ვანიჭებ სრულყოფილ ბედნიერებას თქვენ გარეშე და ახლა უბრალოდ პასუხს გიბრუნებს ბრალდებაზე , თავს იცავს შენგან და იცავს საკუთარ არჩევანს _ დუდა თუ ასე მშვიდად დაელაპარაკებოდა ლევან ხაჭვანს ვერასდროს წარმოიდგენდა_შეუძლებელია ვინმემ დაგიმტკიცოს საკუთარი სიტყვები საქმის გარეშე და ჩემ კაცობას დროის გარდა ვერაფერი გიჩვენებს. სჯობს თქვენი შვილის გვერდით იყოთ და როგორმე ამიტანოთ ვიდრე შორს , დაკარგოთ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები
_დაქორწინდით?_ დედის კითხვა გაიგო და შეეხო კიდეც ბეჭდიან თითზე რომლის იქ არსებობასაც ჯერ კიდევ არ იყო შეჩვეული _ როდის დაქორწინდით . არ უთქვამს კახის
_ჩემთვის რომ გეკითხა გეტყოდი . ალბათ შენგან გადმომივიდა გენეტიკურად ქმრის ყველაზე და ყველაფერზე წინ დაყენება
_ცოლად გაყევი ? _ ამჯერად კახამ ჰკითხა და ამღვრეული თვალებით დახედა არათითზე მორგებულ ბეჭედს _შენი ქორწილი გამოვტოვე,ბაბუ?
_არ გამოგიტოვებიათ ქორწილი...ხელი მოვაწერეთ ერთი საათის წინ . ქორწილი წლის ბოლოს ან შემდეგ წელს იქნება და ჯვრისწერას თქვენც დაესწრებით ,თუ რა თქმა უნდა იქამდე შეწყვიტავთ სიჯიუტეს_ისევ დუდამ უპასუხა . თითქოს თავად მასზე კი არ მიჰქონდათ იერიში მომლაპარაკებელი მესამე მხარე იყო ამ ომში
_ბარბარე და კახი უნდა ვნახო ...
_შეგატყობინებთ ახალ ამბებს _ კარში გადიოდა და დუდას ხმა ესმოდა ისევ
_როგორ შეგიძლია ის რაც მე არ შემიძლია
_შენ გიყვარს და გტკივა ,მე კი ბრაზსაც არ ვიკარებ ახლოს იმიტომ რომ ვიაზრებ ოჯახი ვართ ახლაც . მამებსაც არ მოსწონთ ხოლმე შვილები,მაგრამ მაინც მამა_შვილი არიან და სიმამრს რომ არ ვეხატები გულზე ამის გამო ტრაგედიას ვერ შევქმნი.
_მე პატიების უნარი როგორც მაქვს დაქვეითებული იცი
_ორივე გადააბიჯებთ საკუთარ თავს და დალაგდებით. ახლა შენი ძმისშვილი რა ეტაპზეა ვნახოთ
_ამდენი წელი უშენოდ როგორ მაცხოვრე
_ყველას გვაქვს შეცდომები ჩადენილი ,მაგრამ გამოვასწორე ხომ ხედავ და მაინც ვიპოვნე გზა შენამდე _უღიმოდა და ღიმილს აიძულებდა მისი ციმციმა თვალები.

პატარა ხაჭვანი არ ჩქარობდა ან იქნებ ელოდა დროს როცა ერთ სივრცეში მომლოდინე ოჯახისწევრები შერიგდებოდნენ და მერე მშვიდობიან გარემოში დაბადებას აპირებდა.
_რამდენი საათი გავიდა . დედამისს რომ არ დაურეკა ... იმასაც ამოჩემებული ჰქონდა დედა არ უნდა იყოს იქ მშობიარობის დროს თორემ გართულდებაო . იცოდე მე უნდა დამირეკო
_დედა ...
_რა დედა ...
_ხო,პრინციპში გასაჭირში სულ მარტო მტოვებდი და მაცდიდი როდის მოვაგვარებდი მარტო , ბედნიერების დროს კი მუდამ გვერდით ხარ
_სჯობდა მეჩხუბა გარდაუვალი შერიგებისთვის და მომეკლა? ლამის ინფარქტამდე მივიდა კაცი _ბავშვის სახელი არჩეული აქვთ თუ ექსპრონტად დაარქმევენ_ დუდამ წელზე მიადო ხელი ანიშნა გაჩერდიო და თემა შეცვალა
_მატილდა მოსწონდათ და ბოლოს ამაზე შეჩერდნენ
_სოფიას დარქმევას აპირებდა კახი და ბარბარეც თანახმა იყო იქამდე სანამ მისაბაძ და საამაყო ქალად ესახებოდი შენს უმცროს ძმას
_შენ შესთავაზე ალბათ ,ხომ ? ახლა გგონია გადაიფიქრებდა? _ იმ წამს თვალებში უყურებდა და პასუხს ისე ელოდა_ აღარ ვარ შენი საამაყო ,ჭკვიანი,მიზანდასახული, მისაბაძი პატარა გოგო? იმიტომ რომ მიყვარს და როგორც ყველაფერში აქაც გადავწყვიტე და გავაკეთე ის რაც მინდოდა? ზუსტად ის და ისეთი ვარ როგორიც გიყვარვარ
_გილოცაავთ ... დაიბადა სოფიო ხაჭვანი . მამას პირველი სიყვარული _ უცებ გაიღო კარი და კახი გამოჩნდა
_სოფიო დაარქვი?ჩემი სახელი დაარქვი? _ კახიმდე რომ მიაღწია და მოეხვია ჩურჩულით უთხრა
_დედების სახელებს არქმევენ გოგონებს დედიკოს ბიჭები და მე შენი დავარქვი , შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად და თუ ვინმეს მინდა რომ ჰგავდეს ბარბარეს მერე ,შენ ხარ _ ჩახუტებულს ეფერებოდა და ეჩურჩულებოდა ხმამაღალ სიტყვებს .

სოფია ხაჭვანის დაბადების აღსანიშნ წვეულებაზე დუდამ ძალდატანებით წაიყვანა
_ახლა თუ არ წამოხვალ შერიგების შანსს გაუშვებ და არ გინდა ბავშვი ხშირად ნახო?
_მე უნდა შევურიგდე როცა ბოდიშიც არ მოუხდია შენთვის?
_დაივიწყე სიამაყე და სიჯიუტე. აპატიე,მიუტევე და იყავი მათზე მაგარი
_შენი მშობლები არიან თუ ჩემები
_ერთმანეთზე უარესები არიან უბრალოდ ორივე ჩვენია . ოჯახია
_საჩუქარიც იყიდე?
_ბავშვის ტანსაცმელია. ისეთი საყვარელი რაღაცებია ,ისეთი საყვარელი ბავშვს მოგანდომებს სულ რომ არ გინდოდეს მაინც
_მიყვარხარ და არც მახსოვს როდის შემიყვარდი... მგონია ,რომ სულ შენ მიყვარხარ _ მკლავები შემოხვია,ტუჩები დაუკოცნა და შემდეგ მზერა გაუსწორა_ ბავშვისთვის ტანსაცმელი შეგვიძლია ვიყიდოთ ოღონდ ბიჭისთვის და რამდენიმე თვის შემდეგ დავიწყოთ ... ექოსკოპია ჯერ არ გამიკეთებია,მაგრამ ზუსტად ვიცი ბიჭი იქნება და ანდროს დავარქმევთ
_ქალბატონო სოფია თქვენ ახლა მე რას მეუბნებით, ამ გამაბრუებელი ხმითა და მომნუსხველი ღიმილით,რომ ჩვენ მე და შენ უკვე ველით მაგ ბიჭს თუ ვგეგმავთ
_ხელმოწერის დღეს მინდოდა მეთქვა,ბეჭედი რომ გამიკეთე მაშინაც ვიცოდი ,მაგრამ შესაფერის დროს მინდოდა მეთქვა თანაც 12 კვირა არ იყო გასული და ველოდი დროს როცა მეცოდინებოდა,რომ ჩვენთან რჩება ,არსებობისთვის იბრძოლებს და იქნება უბედნიერესი
_მე რომ შენ შემიყვარდი მაშინ ვერ წარმოვიდგენდი,რომ ჩემ ამ სიყვარულს ასეთი ზღაპრული გაგრძელება ექნებოდა
_მე რომ მივხვდი შენ შე'მიყვარდი იმ წამს გადავწყვიტე ,რომ ჩვენ ზღაპარს დავწერდით ...



№1 სტუმარი სტუმარი Lili

გული დამწყდა, რომ დამთავრდა. მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები ????????

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფიო

უუუუმაგრესია ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ოქტომბრის`ეული

მადლობა კიდევ ერთი საოცარი ისტორიისთვის,მადლობა იმ ემოციებისთვის რასაც თითოეული წინადადება იწვევდა ჩემში,საუკეთესო ხარ....♥️♥️ველოდები ახალ ისტორიას არასდროს მომბეზრდება შენი ნაწერების კითხვა...♥️♥️((ისე დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გლდანის ისტორიას მაგათი წყვილის დანაკლისი მაქვს ძალიან))მადლობა კიდევ ერთხელ მოუთმენლად დაველოდები.,,შემდეგამდე..♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ხათუნა

სიყვარულმა გაიმარჯვა. დუდა უმაგრესია.
მაგრამ ილდანი და მატილდაც რომ დამაკლდა- რა ვქნა?

 


№5 სტუმარი სოფიკო კილაძე

ვისურვებდი გაგრძელებას,საოცარი იყო .

 


№6 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაული გოგო ხარ მარიამ♥️♥️♥️ ველოდები სიახლით ♥️♥️

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Lili
გული დამწყდა, რომ დამთავრდა. მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები ????????

მადლობა ♡
იმედია მალე დავიწყებ ახალს

სტუმარი სოფიო
უუუუმაგრესია ❤️❤️❤️

მადლობა

სტუმარი ოქტომბრის`ეული
მადლობა კიდევ ერთი საოცარი ისტორიისთვის,მადლობა იმ ემოციებისთვის რასაც თითოეული წინადადება იწვევდა ჩემში,საუკეთესო ხარ....♥️♥️ველოდები ახალ ისტორიას არასდროს მომბეზრდება შენი ნაწერების კითხვა...♥️♥️((ისე დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გლდანის ისტორიას მაგათი წყვილის დანაკლისი მაქვს ძალიან))მადლობა კიდევ ერთხელ მოუთმენლად დაველოდები.,,შემდეგამდე..♥️♥️

მადლობა ♡
ილდანზე თუ დავწერ გონებაში მეტი არაფერი უნდა მქონდეს და არ ვიცი როდის დაიწერება ან გამოვა თუ არა საერთოდ

სტუმარი ხათუნა
სიყვარულმა გაიმარჯვა. დუდა უმაგრესია.
მაგრამ ილდანი და მატილდაც რომ დამაკლდა- რა ვქნა?

ვერ დაგაკლდებოდათ ამ ისტორიაში ილდანი და მატილდა . ეს ისტორია მათზე არ იყო უბრალოდ ჩანდნენ და მორჩა. მეტი გათვლა არ მქონდა ამ ამბავში მათი ამბის

სოფიკო კილაძე
ვისურვებდი გაგრძელებას,საოცარი იყო .

გაგრძელება მექსიკურ და უარეს შემთხვევაში ინდურ სერიალის სცენარს დაემსგავსებოდა უკვე ჩემი აზრით ამიტომ შევწყვიტე კიდეც ♡

სტუმარი თეო
სასწაული გოგო ხარ მარიამ♥️♥️♥️ ველოდები სიახლით ♥️♥️

მადლობა ♡ვეცდები მალე დავბრუნდე ,მაგრამ არ მგონია ამ წელს გამოვიდეს

 


№8 სტუმარი სტუმარი მარია

როგორ მიყვარს შენი ისტორიები და შენი გმირები...
ერთფეროვან ცხოვრებას რომ ალამაზებენ და ყოველდღიურობას მავიწყებენ.
დაგელოდები მარიამო. ☺️

 


№9 სტუმარი სტუმარი მაიკო

მადლობა გამორჩეული, დაუვიწყარი ისტორიისთვის!
მიყვარს ძალიან დუდა, ძალიან !!

საოცარი ისტორიაა.

 


№10 სტუმარი Nino

საოცრად წერთ მარიამ. ყველაფერს ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ. მთელი გულით ველი შემდეგს ❤️

 


№11  offline წევრი Daldoni Daldoni

ზღაპრულია,ლამაზი,საინტერესო ძლიერი და ქაოტური სიყვარულის ისტორია , რომელმაც ყველა ბარიერი გადალახააა .. ისეთი სასიამოვნო წასაკითხი იყოო. შენეული ,სულ'არეული და მძაფრი და სასიამოვნო ემოციების ნაზავი.. უბრალოდ შესანიშნავი იყო..საოცარი იყო სოფიო ხაჭვანის და დუდა ყიფიანის წყვილის ლამაზი თავგადასავალი..

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარია
როგორ მიყვარს შენი ისტორიები და შენი გმირები...
ერთფეროვან ცხოვრებას რომ ალამაზებენ და ყოველდღიურობას მავიწყებენ.
დაგელოდები მარიამო. ☺️

მიხარია ეგ სიყვარული მე ♡

სტუმარი მაიკო
მადლობა გამორჩეული, დაუვიწყარი ისტორიისთვის!
მიყვარს ძალიან დუდა, ძალიან !!

საოცარი ისტორიაა.

მადლობაა ♡♡♡ მიხარია რომ შეგიყვარდათ დუდას პერსონაჟი და ისტორია

Nino
საოცრად წერთ მარიამ. ყველაფერს ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ. მთელი გულით ველი შემდეგს ❤️

მადლობაა ♡♡♡ იმედია მალე დავბრუნდები ახალი ისტორიიყ

Daldoni Daldoni
ზღაპრულია,ლამაზი,საინტერესო ძლიერი და ქაოტური სიყვარულის ისტორია , რომელმაც ყველა ბარიერი გადალახააა .. ისეთი სასიამოვნო წასაკითხი იყოო. შენეული ,სულ'არეული და მძაფრი და სასიამოვნო ემოციების ნაზავი.. უბრალოდ შესანიშნავი იყო..საოცარი იყო სოფიო ხაჭვანის და დუდა ყიფიანის წყვილის ლამაზი თავგადასავალი..

♡♡♡♡♡ მადლობა

 


№13 სტუმარი სტუმარი მაკა

ჩემი ფავორიტი ხარ მარიამ მიყვარს შენი ყველა ისტორია მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა მთლიანათ წავიმითხავ კიდწვ ერთხელ დიდი სიამოვნებით მრავალ დამდეგ გიორგობას დააეწარიიიიი????❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent