წარსული არ გვტოვებს (IV თავი)
ადმიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.ზოგს აქვს ძალა,ახალი ადმიანი უცებ და უეცრად "თავსი" გახადოს.შემოუშვას - თავის ცხოვრებაში და დაანახოს საკუთარი თავი.ზოგიერთს კი არ შესწევს ძალაც კი,რომ გარისკოს და მისცეს როგორც საკუთარ თავს,ისე სხვას უფლება შეიცნოს იგი და მისი ნაწილი გახდეს. თუმცა ადამიანები უცნაორები ვართ,რადგან არ გვსურს ჩვენი კომფორტის ზონის დარღვევა და უცხოს ახლობლად ქცევა. - ლილია,მიდი,საყვარელო,ადექი - კოცნით გააღვიძა პატარა ქალბატონი ელენემ. - წამოდი,საყვარელო,ხელ-პირი დავიბანოთ და ქვემოთ ჩავიდეთ მამიკოსთან. - დე,რატო ხარ ჩემს ოთახში ? - რა იყო,მიკრძალავ,ჩემო ყვავილო ? - არა,დე,ისე გკითხე.....მეგონა,იჩხუბეთ.მამიკო სად არის ? ისე არ ესიამოვნა ლილიას კითხვა ელენეს, თითქოს ამ პატარა სხეულში უამრავ ეჭვს დაედო ბინა. - ეგ რამ გაფიქრებინა,ჩემო პატარა? ელენე ჩაიმუხლა და ლილიას მიუახლოვდა. - დე,გუშინ რო კაცი გელაპარაკებოდა,მამიკოს არ მოეწონა და მაგიტო მეგონა..... - ცდები,პატარა ქალბატონო,ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ მომენატრე და დილით ირაკლის გამოვეპარე. - ქვემოთაა და გველოდება.მოდი მალე,ჩაგაცმევ და ჩავიდეთ. თითქოს ელენესთან ერთად ლილიაც გრძნობდა იმ ცვლილებებს,რაც მათ თავს ხდებოდა. ქვემოთ,რომ ჩავიდნენ ყველანი მაგიდასთან ისხდნენ. - ლილია,მოდი ჩემთან,მე გაჭმევ ფეხებზე დაისვა ელენემ პატარა.თან ლაპარაკობდა თან ბავშვს აჭმევდა. - დედიკო,მე მამიკო მაჭმევს,შენ კიდე თმის სამაგრი ჩამომიტანე რა,არ მომწონს გაშლილი, რომ მაქვს ჭამის დროს. - ახლავე,ჩემო პრინცესა. ელენემ ბავშვი ირაკლისთან გადასვა,მოწყვეტით აკოცა და ზემოთ გაეშურა. - ნეტავ სად წაიღე პატარა ქალბატონო თმის სარჭი. ლილიას ოთახში ვერ იპოვა,ამიტომ ელენე საკუთარი ოთახისაკენ წავიდა. - პატარა სათავსო გადმოიღო,რათა მისი თმის სამაგრი წეღო და რას ხედავ იმას,რამაც მის ტვინში მთელი მოგონებები გაცოცხლა სამაჯურს მზის კულონით. სამაჯური,რომელიც ელენესთვის ყველაფერს ნიშნავდა.ხელი ყელისაკენ წაიღო და გულთან დამალული მზის კულონი ამოაძვრინა. ორი ელენეს "მზე", რომლებსაც მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.სამაჯური ხელზე მოირგო და ქვემოთ ჩავიდა. - ელე,რა ლამაზია.ირაკლიმ ხელი გადაუსვა სამაჯურს. ელენე ლილიას მიუახლოვდა,რომ თმა აეწია.ამ დროს სამაჯური ნინომაც შენიშნა. - ახალი გაჩუქა ლუკამ ? - არა... ისაა ადრე რომ მაჩუქა,გახსოვს? ყელსაბამი რომ დავკარგე,მაშინ მომიტანა. - მახსოვს,ელენე.ირაკლი,საყვარელო, კონდიციონერი ჩართე,გთხოვს,ძალიან ცხელა. ირაკლი რომ ოთახიდან გავიდა,ნინომ მაშინვე განაგრძო საუბარი. - თუმცა,ელე,ეს სამაჯური ჩვენთან სახლში არ ყოფილა.მაშინ,იმ სახლიდან რომ წამოხვედი....იქ არ დატოვე ? გახსოვს როგორ ჯავრობდი მას როგორ დავუტოვრ მზეო. - მახსოვს,დედა,მახსოვს,ელენესაც დაბნეულობა ეტყობოდა. - აქ როგორ აღმოჩნა ? ჩემს ოთახში საიდან? - იმას კითხე....ალბათ მოიტანა,თუმცა როდის? - უპასუხა დათომ - გთხოვ,მამა....... - ჩავრთე კარგი ტემპერატურა? ირაკლიც გამოჩნდა. თუმცა ელენეს აღარაფერი გაუგონია.სამაჯურს უყურებდა.მისი გონება და გული წარსულითა და შეგრძნებებით ივსებოდა.ბრუნდებოდა იმ დროში, როცა მისი ერთი მზე გამოდმებით ერთი ადამიანის ხელთ იყო. მაშინვე ტელეფონი ამოღო და დაჩის მისწერა: ,,სასწრაფოდ შემხვდი ჩვენს კაფეში" ელენემ დაინახა,რომ დაჩიმ შეტყობინება წაიკითხა,თუმცა არაფერი მოუწერია - თითქოს დუმილით აცნო მისი თანხმობა. .............. - ქალბატონო ელეონორა,გაიღვიძეთ, დაგაგვიანდათ უნივერსიტეტში! დაუკითხავად შეაღო ლუკამ ელენეს ოთახის კარი. - ლუკა,დამაძინე რა....დაღლილი ვარ. - ნწ,ცუდი გოგო ხარ.ხომ იცი,გვიანობამდე ძილი არ შეიძლება.მეც კი მოგასწარი გაღვიძება,ასე ვერ გათხოვდები შენ. ელენემ საბანი გადასწია და ლუკას შეხედა. - მისმინე,ლექციაზე თუ ერთი საათი დავაგვიანებ რამენაირად გადავიტან.აი გათხოვებას,რაც შეეხება ეგ საკითხი არც მაწუხებ თუ არ გავთხოვდები! არც მაგით დამაკლდება რაიმე. - შეხედეთ,შეხედეთ,ყინულის დედოფალი,ის ერთი რომ გამოჩნდება და შენს გრძნობებს შეარხევს,რას ეტყვი - მაცადე მეძინებაო. - საბედნიეროდ,ჯერ არ გამოჩენილა,ასე რომ შემიძლია ძილი გავაგრძელო. - კაი რა,მიდი,ადექი,მოემზადე და მე გაგიყვანთ. - გამიყვან,ვინმე მოგვყვება? ინტერესით ჰკითხა ელენემ და თვალები აუციმციმდა. - აი,ის შენი დაქალი.დარწმუნებული ვარ,ახლა რომელიმე მეტროსთან დგას და შენი ლოდინით კვდება. - ცდები.სავარაუდოდ მასაც სძინავს.თან ხომ იცი, შენ არც მანქანაში ჩაგიჯდება და არც კალთაში - რაზეც ოცნებობ. საწოლიდან ადგა,გვერდი აურა და სააბაზანოში შევიდა. - არ მიკვირს,ერთად რომ დადიხართ -ორივე ერთნაირად მწარეები ხართ. როგორ დაემსგავსეთ ასე....... - წლები შვება ამას,ლუკ.ჩადი,მოვემზადები და ჩამოვალ. ლუკას არაფერი უთქვამს.კარი გაიხურა და ქვემოთ ჩავიდა. ელენემ ჩაცმა დაასრულა,სარკეში ჩაიხედა და თითქოს თავს მაინც მოუმზადებლად გრძნობდა. უეცრად ხელი ყელისაკენ წაიღო-მისი მზე აღარ იყო. - არა,არა,ელენე,ასეთი დაუდევარი როგორ გახდი.... მაშინვე ძებნა დაიწყო ოთახში,თუმცა არასად იყო.წამით დაფიქრდა და მიხვდა სადაც დაკარგა. - ღმერთო.....მანქანა,როგორ ვერ შევამჩნიე მაშინ, გასაღებს რომ გამოედო და გაწყდა... ჯანდაბა, ელენე,ჯანდაბა,ჯერ ხომ კინაღამ იმ იდიოტმა მომკლა,მერე კი ჩემი მზეც შეიწირა....... ერთი შეხედვით უბრალო კულონი იყო,თუმცა ელენესთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მზეს, რომელიც დედამ აჩუქა,როცა 16- ის გახდა.კულონი, რომელიც უბრალო არ იყო,იგი ასე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.თუმცა ეგოისტმა ელენემ იგი მხოლოდ თავისად აქცია - მზე,რომელიც მხოლოდ მისთვის ანათებდა,მისი ყოველი დღის, წუთისა და წამის ნაწილი იყო.კულონი,რომელიც მისივე ინიციალებს ატარებდა.აიჩემა ეს ტრადიცია ჩემით დამთავრდებაო და ჩემი გახდება სამუდამოდ მზეო,თუმცა ასე ერთი ხელის მოსმით დაკარგა. ერთი შეხედვით ხომ უბრალო მზეა,რომელსაც ნებისმიერ დროს იყიდდა. მაგრამ ასეთს ვეღარ.ვეღარსად ნახავდა დიდი ელენეს ნაქონ კულონს.ბებიას არ იცნობდა საკმაოდ პატარა იყო ქალბატონი ელენე,რომ გარდაიცვალა, თუმცა იცოდა ამბებიდან,რომ ძალინ გავდა მას. სწორედ ამიტომ ერგო ეს სახელი თურმე.დიდ ელნესაც დაჩემებული ჰქონდა,რომ ყელსაბამის ისტორია და ტრადიცია მისით დამთავრდებოდა, თუმცა როცა პატარა ელენე დიაბადა,გადაიფიქრა და მას დაუტოვა მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი,ნივთი რომელიც ნინოსაც კი არასოდეს უტარებია. დიდი ელენესგან განსხვავებით,პატარამ ეს ტრადიცია ნამდვილად დაასრულა - გახადა კულონი მისი და ჩააქრო მზის ტრადიცია. - აი,ყოჩაღ,ელენე...... გინდოდა შენით დამთავრებული ეს ისტორია? აჰა,ჩააქრე მზე და მიიღე კიდეც - ოღონდ საფლავში ჩატანებით კი არა, დაკარგვით. შტერი ხარ შტერი... თავში ხელს ირტყამდა და ბუტბუტით ჩადიოდა ქვემოთ. ყველანი მაგიდასთან ისხდნენ. - მოდი,ელე,ისაუზმე. რუსომ თეფში მაგიდაზე დადო. ასეთი თბილი,განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანი ჯერ არ შეხვედროდა.რუსო მათი დამხმარე იყო,ელენესთვის კი მეორე დედა, რომლის გარეშეც ამ ოჯახის ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა. - რუს,ყავას თუ მომიტან კარგი იქნება.საუზმეს უნივერსიტეტში მივირთმევ. - ნეტავ როდის მორჩები ჩემს გასულელებას,პატარა ქალბატონო? არ ვიცოდე მაინც,დილით არაფერს, რომ არ ჭამ. - რუს,საყვარელო..... ლოყაზე აკოცა ელენემ. - გგონია თავს მოვიკლავ შიმშილით? - დაჯექი,ნუ მაიმუნობ,ყავას მოგიტან. სკამი გამოწია და მძიმედ დაჯდა. - ოჰ,როგორც ჩანს,დადიანის ქალს რაღაც აქვს სათქმელი.სხვა შემთხვევაში სუფრასთან ვერ გიხილავდით. მძიმედ ჩაახველა დავითმა და ელენეს გადახედა. - ჰო,სათქმელი მაქვს.სამსახური და ბინა ვიპოვე.მალე გადავალთ მე და სესილი. - იპოვეთ?! - ხმამაღლა თქვა ნინომ,ჩანგალი ხმაურით დადო და ელენეს გადახედა. - ვინ მოგცა ნება,რომ იმუშაო ან საერთოდ მარტო გადახვიდე?! - დედა,შენცკარგად იცი,რომ აზრი არ აქვს... მაინც წავალ. - დავით,უთხარი რამე! შეეშვას! ამ ფანტაზიებს და შეიგნოს, რომ ოჯახს და მით უმეტეს გვარს ვერ გაექცევა! - ვცდი,დედა....იქნებ გამოვიდეს.შენ ხომ იცი,ასე ცხოვრება არ შემიძლია. - არა,მეთქი,და მორჩა! ფული არ გაქვს? თუ სახლი? იმ გოგომ აგაჩემა - თვითონ ვერ ქირაობს ბინას და აგიყოლია! - დედა,მორჩი! შენ არ იცნობ სესილის! ამჯერად ლუკა ჩაერია საუბარში. - ჰო,შენღა აკლდი ამას დამცველად.... ეგღა უნდა! - ნინო,მორჩი.ხომ იცი,მაინც გააკეთებს იმას,რაც უნდა, - საუბარში ჩაერთო უფროსი დადიანიც. - მე მოვრჩე,დათო? შენი გათამამებულია! - მეც აქ ვარ,დედა,და შენც იცი - წავალ. - წახვალ,რა თქმა უნდა..... აბა ვინ გადაგიდგება წინ?! - გაბრაზებულმა თქვა ნინომ და ოთახიდან გავიდა. - ლუკა,წავიდეთ, რა.... - ელენე, ყავა,შვილო.... სამაზარეულოდან გამოვიდა რუსო ფინჯნით. - იყოს,რუს....აქ ყავასაც ვერ დალევ,ხომ ხედავ. ერთი შეხედა მუდარის თვალებით მამას და წავიდა. - ეგღა მაკლდა,შენ გამაკრიტიკო..... ისევ ნინო დაბრუნდა. - ახლა წადი, და ამაზე საღამოს ვისაუბრებთ, ქალბატონო. -არ მისცე წასვლის უფლება. - გთხოვ,ნინო.... შენც იცი,ყველაფერს გააკეთებს და მაინც წავა. - არ მინდა,რომ იმუშაოს.იცი მაინც, სად იწყებს მუშაობას? ასე ვეღარ ისწავლის.... თან სად უნდა გადავიდეს ? ჭამაც კი ავიწყდება იქ ვინ მოუმზადებს ? - ნინო,შეეშვი მის კონტროლს.აღარაა ბავშვი თუ ეს ნაბიჯი გადადგა ანუ გააზრებულიც აქვს.ხომ იცი, მთელი ცხოვრება ამ სტატუსს გაურბის.აცადე, იცხოვროს. - შენც იცი,ვერ გაექცევა..... სადაც არ უნდა წავიდეს,მაინც ელენე დადიანი იქნება. - შეეშვი,მეთქი.ხომ იცი ელენე არ დანებდება და მაინც იპოვის იმ თავისუფლებას,რომელსაც დაბადებიდან ეძებს. - ჰო,და შენც ხელი შეუწყვე.....წამართვი შვილი. - გეყოს! ელენე წავა და ამას ვერ შევცვლით. მირჩევნია წავიდეს და ისუნთქოს,ვიდრე ამ საზოგადოებაში ჩაიკარგოს და ჩაქრეს. - ყველა დადიანი ერთნაირები ხართ...მაგიდიდან ადგა და ოთახში ჩაიკეტა. - მოგწონს,ქალბატონო,რაც დაატრიალე სახლში ? - შენც იცი,რომ ამას ვაპირებდით მე და სესილი. იცი,რომ გაქცევა მინდა და ახლა,როცა ასე ახლოს ვარ მიზანთან,ნინო და დათო ვერ შემიშლის ხელს. - თავნება და ეგოოსტი ხარ.მაგაზე რომ ფიქრობდი,ჩვენზეც გეფიქრა ცოტა.აბა წარმოიდგინე სახლი შენს გარეშე. - ღმერთო,ლუკა,შემეშვი..... ქვეყნიდან ხომ არ მივდივარ? უბრალოდ სხვაგან ვიცხოვრებ. - დარწმუნებული ვარ,ერთ დღეს ქვეყნიდანაც წახვალ.შენი სტილია გაქცევა. - მორჩი,ნამდვილად ნინოს შვილი ხარ. - კარგი,ხო,ხომ იცი,მე შენსკენ ვარ.პატარა ცხირზე ხელი ჩამოკრა და გაუღიმა. - ახლა რატომღა ხარ მოწყენილი? ნუ გეშინია,შეგელევიან დადიანები. - მაგიტომ არა...ბებოს მზე დავკარგე. -ოოო,ახლა მესმის.ეგ მართლა ცუდია.როგორ დაკარგე? საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უფრთხილდებოდი. - მეც ეგ მიკვირს...... რა დამემართა ასეთი,რომ ვერ შევამჩნიე. - რაიყო,ელენიკო,ვინ დაგაბნია? - ნუ ბოდავ და მანქანა ატარე. - სად დაკარგე? მოძებნე მაინც. - კი...სახლში არა,ალბათ გარეთ დავკარგე. ესღა უნდოდა ნინოს - გადაირევა ახლა უფრო არ გამიშვებს. მეტყვის: "კულონს ვერ გაუფრთხილდი და მარტო როგორ იცხოვრებო?" - მაგაში დარწმუნებული იყავი,რო ეგრე იქნება. ალბათ დრო იყო მზის ჩაქრობის.და საერთოდაც რატომ ანიჭებ მას ასეთ დიდ მნიშვნელობას? - ხომ იცი,ელენეს დანატოვარი ჩემთვის განსაკუთრებულია. - კარგი ხო... მე რომ მოგიტანო სხვა მზე,აღარ გაანათებს ვითო ? - ანუ ? - მე დავამზადებინებ ახალ მზეს,იგივეს ოღონდ სამაჯურს.იმედია,ჩემს მზეს მაინც არ დაკარგავ. - მართლა? გპირდები,რომ მუდამ ვატარებ. - ხო,მართალია,ისეთი დიდი მნიშვნელობა არ ექნება,მაგრამ ძმისგან იქნება და მიანიჭე მერე შენბური მნიშვნელობები. - ხანდახან ძალიან კარგი ხარ,იცი ხო.... გადაიხარა და ლოყაზე აკოცა მერე,მინა ჩამოსწია,გარეთ იყორებოდა და ფიქრობდა. - თუ როგორ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანები ზოგჯერ ნივთებს - ისე,როგორც ადამიანებს.სასაცილოც კია, მაგრამ რაღაცით ადამინები და ნივთები გვანან ერთმანეთს.მათი დაკარგვით კი ჩვენ თვითონ ვტკენთ ჩვენს თავს ზოგი რაიმე ან ვინმე მოდის და მიდის,ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია-შევეგუოთ ამას და გავუშვათ.... ვისწავლოთ ის,რომ ჩვენს ცხოვრებას არასწორი ნივთები და ადამიანები კი არ ქმნიან,არამედ თვითონ ჩვენ ვართ ყველაფრის შემოქმედნი.ასე რომ,ერთის წასვლით არც არაფერი მთავრდება და არც არაფერი იწყება.ჩვენი ამბის მთავარი გმირები ჩვენვე ვართ.ასე რომ,ისტორიას როგორ დავწერთ, ვისთან და რასთან ერთად ყველაფერი ჩვენზეა. - აქ გამიჩერი,სესილი მეტროსთან მელოდება. - აგიყვანთ ბარემ. - იყოს,ფეხით ავალთ,თან არ მინდა დილიდან გავაღიზიანო სესო. - კარგი რა,რა გახდა ეს გოგო,ერთ დღესაც ნახავ, როგორ გალღვება ეგ ყინული. - მეეჭვება,ზედმეტად ვერ გიტანს. - რას უყვები ასეთს ? - მოყოლა რად უნდა,ყველაგან არ ხარ და არ აჩენ შენს თავს. - ღმერთო,ისეთი მწარე ხარ….რამ უნდა გიშველოს, არ ვიცი.ხომ მოხვალ დღეს? - სად,სახლში? აბა რას ვიზამ,ჯერ არ დამიქირავებია ბინა. - ხედავ,იმდენად ცივი ხარ,რომ ტვინიც გაგეყინა. ფეხბურთს ვგულისხმობ,ხომ გახსვოვს? ჩემი უნი შენს ეჯიბრება.არ გაინტერესებს,როგორ დაგამარცხებთ? - დარწმუნებული ხარ ? რაღაც მეეჭვება. - მოდი სტადიონზე და ნახავ.ისიც წამოიყვანე იქედან,რომ მიყურებს ისე,თითქოს ჩემი მოკვლა უნდოდეს,თუ მალე არ გაგიშვებ. - ვნახოთ,ვეცდები მოვიდე. - მიდი რა,მოდით,ხომ გინდა დედიკო მოგილბო საღამოს ? - ნამდვილი მექრთამე ხარ.... კარგი მოვალ. - იცოდე,ტრინუბენზე რომ ვერ გიპოვოთ,მეწყინება. - ახლა ტირილიც არ დაიწყო, - გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. - ხანხადან ვერ ვხვდები ამ იდიოტის და როგორ ხარ. - ვერც მე,თუმცა ხანდახან მართლა ვგრძნობ,რომ მის გარეშე ვერ ვიარსებებდი.თითქოს ერთი მთლიანობა ვართ. - მართლა,ქალბატონო,რითი მოგთაფლა? - არა,მართლა,ჩემი მთავარი ძალაა. - მიხარია,რომ ასეა. - დღეს ხომ წამოხვალ ფეხბურთზე ? - კარგი რა,ელენე,ვიცი გიყვარს სპორტი,მაგრამ ასეც არ შეიძლება.ნუ გამწირავ იმისთვის,რომ მთელი საათნახევარი შენს ძმას ვუყურო. - გთხოვ,დავპირდი. - რის სანაცვლოდ,პატარა მანიპულატორო ? - დედას და მამას დაითანხმებს,რომ გადავიდეთ. - ღმერთო,არა..... შევცდი,ნამდვილად და-ძმა ხართ.კარგი,წამოვალ,შენ იყავი ლელასთან ? - არა,დღეს ლექციების მერე გავუვლი. ლექციების შემდეგ ლელასთან გაიარა და გაარკვია,რომ ზეგ ქალაქგარეთ მიდიოდნენ ლელა და მისი მეუღლე,ამიტომ დანისთან ელენე უნდა დარჩენილიყო. ეშინოდა,აქედან შფოთავდა,თუმცა იცოდა,თუ არ ცდიდა,ვერ გაიგებდა. - გიპოვე! - უკნიდან მიეპარა სესილი. - წამოდი,ვნახოთ ერთი,რას თამაშობს შენი მეტიჩარა ძმა. სტადიონზე შევიდნენ თუ არა მაშინვე იგრძნობოდა არასასიამივნო განწყობა: ხალხი ორად იყო გაყოფილი: ნაწილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს უჭერდა მხარ, ნაწილი კი კავკასიის უნივერსიტეტის. ნეიტრალური ადგილები აირჩიეს და შუაში დასხდნენ.ლუკამ მაშინვე შენიშნა და ხელი დაუქნია. - ოჰო,შეხედე,როგორ გამოგვხედეს.ალბათ შენი ძმის გოგოები ვგონივართ.არ მინდა აქედან ნაცემი გავიდე, - ჩაილაპარაკა სესილიმ და გოგოებისაკენ ანიშნა. - კარგი რა,დიკიდე და უყურე,როგორ წააგებენ. - ასე რატომ გჯერა,რომ წააგებენ ? - შენ გგონია,ჩემმა ძმამ თამაში იცის? - ვნახოთ.თუ კავკასია მოიგებს,ერთ ფეხბურთელს,რომელსაც ამოვარჩევ,მაისურს გამოართმევ. - კარგი,არა პრობლემა.აი,თუ თსსუ მოიგო,შენ ჩემს ძმას გამოართმევ მაისურს და ცოტა დათბები მასთან. - მოსულა.კარგად დააკვირდი და ნახავ,როგორ წავაგებთ,რადგან ჩვენები ასეთი ძლიერები არ არიან.თან გავიგე,ნაკრებიდანაც ყავთ ვიღაც იმათ. ასე რომ,ამოირჩიე,ვის მიადგები. - ნაკრებიდან? რომელი? შანსი არაა.მე არ ვიცოდე.სისულელეა.იცი შენ რა ქენი საყვარელო,იფიქრე,ჩემი ძმის გული როგორ მოიგო. - რაღაც გამოგრჩა,როგორც ჩანს,უყურე და ვნახავთ. - დევდარიანი რომელია ნეტა? ყველა მაგ გვარს რომ ყვირის.....შეხედე,ელე,იმ გოგოებს იწვიან იმ ბიჭის სურვილით. - კარგი რა,სესო,მაყურებინე. პირველი ტაიმი ნულით ნული დასრულად. -ფრეს შემთხვებაში რას ვშვებით? იკითხა ელენემ. -არაფერს, - გაუღიმა და მეთოთხმეტე ნომრიანისაკენ ანიშნა,- აი, ის დევდარიანი,მას გამოართმევ მაისურს.ნახე,რა სიმპათიურია. - გაგიჟდი ? გინდა ამ გოგოებმა ამკუწონ ? - არ მჯერა,თვით დადიანის შეუპოვარ ქალბატონს ეშინია.გაიცინეს და თამაშის ყურება განაგრძეს. - წააგე,ლამაზო.მიდი,გაეკიდე იმ ბიჭს, გაგასწრო. - სესილია,კარგი რა..... - მალე,გასახდელთანაა.მე გავალ გარეთ დაგელოდები. სხვა გზა არ ჰქონდა ელენეს.ერთი ამოიხვნეშა და ბიჭისაკენ გაემართა. - უკაცრავად,დაუყვირა და ხელი შეახო. - გისმენთ,უკან მოტრიალდა დაჩი და გაახსენდა, თითქოს უკვე ნანახი ასე ოქროსფრად მოელვარე თმა. - ისა.....შეგიძლია შენი მაისური მომცე.... უხერხულად იკითხა ელენემ. - როგორ? გაიკვირვა ბიჭმა. - რა,როგორ.... შენი მაისური მჭორდება.მომცემ? - კიდე რამე ხომ არ გინდა?დაფიქრდი აბა, -ცინიკურად გაუღიმა და ელენესაკენ ნაბიჯი გადადგა. - ღმერთო,არაფერი..... უბრალოდ შენი მაისური მჭირდება. - დაფიქრდი,დაფიქრდი,კიდევ რამე ხომ არ მოგესურვება ლამაზო.უფრო მიუახლოვდა და თმაზე შეეხო. - გაგიჟდი? მომშორდი.ნიძლავი წავაგე და შენი მაისური მჭირდება,მეთქი! - ღმერთო,რას იგონებთ ეს გოგოები.... ჩემი ნომერიც ხომ არ წააგე ? - რაღაცას ბოდავ.მომეცი მაისური და წადი, რა. - პატარავ,მომისმინე, — მიუახლოვდა მაჯაში ხელი ჩაავლო. — ეგ ხერხი ყველაზე იაფფასიანია. ლიჟბი ჩემთან დაწოლაზე იჩალიჩოთ მეტი არაფერი გინდათ. ვიღაც მდიდარი ბიჭი ააგდოთ,არაფერი სხვა არ აინტერესებთ შენნაირებს.უბრალოდ მოდი მითხარი,რომ ჩემზე შეშლილი გოგო ხარ და ეგა... რა იცი რას მიიღებ ჩემგან — იქნებ ხვალ ჩემს საწოლში გაიღვიძო. - რას ბოდავ ?! ღმერთო,საერთოდ რაზე ფიქრობ? ვიღაცაში გეშლები,იდიოტო! — შეეწინაღმდეგა ელენე. ხელს სტკენდა უკვე დაჩი. იმდენად უსუსურად და უთავმოყვარეოდ აგრძნობინა თავი იმ წამს,ცრემლიც კი ჩამოუგორდა ლოყაზე. - კაი,ახლა,არ გინდა ეს ცრემლები და თავის მოჩვენება. - რა იდიოტი ხარ! მტკენ? ვერ ხვდები?! უცებ დაჩიმ ხელს დახედა და შეუშვა. ელენეს მაჯა გაწითლებული ჰქონდა. - მაპატიე....უცებ მომივიდა. - იმიტომ,რომ თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ და შენი თავის იქეთ ვერაფერს ხედავ! უყვირა ელენემ და გამობრუნდა. - მოიცა....აჰა,აიღე, — უეცრად მაისური გადაიძრო და ელენეს ხელებში მიაჩეჩა. - ღადაობ,არა ? - ხომ გინდოდა,არა? ხოდა აიღე. - დაჩი,წავედით,მისი თანაგუნდელი,გამოჩნდა და ერთად გავიდნენ სტადიონიდან. ელენე კი დარჩა,ასე დაჩის მაისურით ხელში. - ელე,წავედით,ძვლივს გამოვიშვი თავი,შენი მეტიჩარა ძმისგან,შემჭამა ! - კარგად ხარ? ფერი არ გადევს,რაო იმ ბიჭმა ? - აჰა,აიღე ეს, - დაჩის მაისური მიუგდო და გარეთ გავიდა. ამ დროს დაჩი მანქანაში ჯდებოდა.გოგონას ერთხელ გახედა,კარგად შეათვარიელა და ჩაჯდა. - რა ხდება,დაჩიკო? შეყვარებული ხარ? რაო იმ გოგომ გასახდელში ? - ნუ ბოდავ,რა.... ატარე ეგ მანქანა, მეჩქარება რატისთან. - ცუდი სამიზნე გყავს. - ანუ ? - დადიანის ქალს ვერც მიეკარები და არც მიგაკარებენ. - გასაგებად თქვი. - ის გოგო გასახდელიდან,ლუკას დაა. ახლოსაც არ გაეკარო,თორემ ვერ გადაურჩები.თან სხვანაირი გოგოა. - ანუ.... დადიანი? - რა ჰქვია? - ვერ გაიგე დაჩი,რა გითხარი.დაჩის გადახედა,თუმცა მიხვდა,რომ ბიჭი გონებით სხვაგან იყო. - ელენე დადიანი. - ანუ ელენე,ქალბატონო..... დაჩიმ ერთი ჩაიღიმა. რადგან,უკვე იცოდა,რომ ეს სახელი ბევრ რამეს შეცვლიდა...... ————————- - გადაეჩვიე დაგვიანებებს. როგორც კი კაფეში ფეხი შემოდგა,ელენემ გამარჯობის მაგიერ ეს მიიღო დაჩისგან. - როგორც ჩანს,წლებმა მიმაჩვია, - უღიმღამოდ უთხრა და სკამზე დაჯდა. - რა გინდა ? გისმენ. - ღმერთო,ენენე....ახლა რომ გითხრა, ყველაზე მეტად რაც მინდა,აქედან გაიქცევი. - ელენე მქვია,მორჩი ასეთ საუბრებს და ნორმალურად მელაპარაკე. - ბრაზიანიც გამხდარხარ. - აღარ მაქვს შენი თავი.მართლა რომ გდომედობა საუბარი, დამელაპარაკებოდი და არ დამცინებდი.სულ მთლად დაავიწყდა კულონის ამბავი ელენეს,მისი დანახვისას. - ელენიკო გაიბუტა.... თვალი ჩაუკრა და ლოყაზე ხელი შეახო. - აღარ გაბედო ჩემი შეხება! - მაშინვე ადგა ელენე და საპირფარეშოსაკენ გაიქცა. დაჩიც უკან გაჰყვა. კარის დაკეტვა არ აცადა თვითონაც შეყვა. - გადი,გაგიჟდი?! - ნეტავ იცოდე,რამდენი ხანია გიჟი ვარ...... და რამდენი ხანია გიჟივით მინდიხარ. - უკვე დალიე...... — სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული,როცა დაჩიმ კედელზე მიაკრო და მთელი არსებით დაეწაფა მის ტუჩებს.თითქოს დრო გაჩერდა, ამ კოცნაში იყო ამდენი წლის ტკივილი და ამავდროულად ნაცნობი სურვილი კვლავ ერთმანეთისა. - ღმერთო.... ამ სურვილით ვიწვოდი ჯერ კიდევ მაშინ სიგარეტი, რომ ეხებოდა ამ ტუჩებს, მერე კი ის არარაობა. თან ელაპარაკებოდა და თან მისი ხელი ჯერ ელენეს ლავიწისაკენ მიიწევდა შემდეგ კი მკერდისაკენ იმავე გზა განვლო ტუჩებმაც. ელენეს გონება ეწინაღმდეგებოდა,თუმცა სხეული დიდი ხანია დანებდა. მაშინ,როცა კაბა მაღლა აუწია და საცვალზე გადაუტარა ხელი. გოგომ იგრძნო,რომ სურვილით იწვოდა,სურვილით,რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად სასურველი და ამავდროულად არასწორი იყო ამქვეყნად. მაშინვე ირაკლი გაახსენდა და გონს მოეგო. - ჯანდაბა,მომშორდი! — ხელი ჰკრა და გამოუვიდა კიდეც დაჩის მოშორება.ბიჭი ისეთი მოდუნებული იყო. - არასწორია... რასაც ვაკეთებთ. - რა არის არასწორი? ის, რომ ორივეს გვინდა ერთმანეთი? თუ ის,რომ ჩვენში ისევ ცოცხლობს გრძნობები ? - მოკეტე ! მე ირაკლი მიყვარს.ის ჩემი ქმარია. -ეგ ილუზიაა,რომელიც შენს თავს დააჯერე პატარავ. - წადი! -მართლა გინდა, რომ წავიდე ენენე. მიუახლოვდა და ტუჩებზე გადაუსვა ხელი. თითქოს ყოველთვის იცოდა დაჩიმ, სად იყო ზღვარი .... და ზუსტად ამიტომ უყვარდა მისი გადაბიჯება. - ის ელენე აღარ ვარ. შევიცვალე. - ცდები.... ორივე მზე შენთანა ანუ ისევ ძველი ენენე ხარ. - შე ! მისკენ გაიწია ელენე. - მარტივად იპივო? ღმერთო ენენე როგორი მარტივი ხარ სულ ერთი წამია საკმარისი,რომ საზღვრები დაარღვიო და გააცოცხლო ჩემი ქალი. ელენემ ძლიერად უთავაზა სილა.აღარ იყო პატარა გოგო,რომ რამე ემტკიცებინა მისთვის უნდა ენახვებინა,რომ გაიზარდა შეიცვალა, რომ ახლა ძლიერი ქალია.თუმცა ყველაფერი რასაც ამდენი ხანი ქმნიდა თითქოს წამში გაქრა მასთან. - შენ კი დაიმახსოვრე: გათხოვილ ქალებს არ უნდა გაეკარო.ერთი შეხედა..... და კაფიდან გაიქცა. …………… გამარჯობა, მეგობრებო მაინტერესებს თუ მოგწონთ და გავაგრძელო თუ არა წერა ? თითოეული თქვენგანი ჩემი უდიდესი მოტივაცია ხართ. ???????????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


