შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 4 თავი


დღეს, 04:56
ავტორი ნეაკო
ნანახია 42

-მოდი ახლა ყველაზე საჭირო და აუცილებელი ნივთები ამოვალაგოთ...დანარჩენი კი დავტოვოთ სანამ გეგას ამბავი გაირკვევა-შესთავაზა ანამ
-კარგი
-მარიამ?!
-რააა?
-პირველ რიგში საკუთარ თავზე და ვაჩეს მომავლზე იფიქრე და არა იმაზე თუ რას იტყვის ხალხი
-სათქმელად მარტივია
-იცი რა საშინელებებს აღარ ამბობდნენ დედაჩემზე როცა საბერძნეთში წავიდა? მაგრამ ამას ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია. ხალხის აზრი...უბრალოდ დავ*კიდეთ!
-დედაშენი ძლიერი ქალია! დედაჩემი კი- კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მარიამი მაგრამ გაჩუმდა- სულ სხვანაირია...
-ვხვდები რასაც გულისხმობ მაგრამ
-ანა, შენ არ იცი როგორი მძიმე ხასიათი აქვს!
-დამიჯერე ვიცი.
-ისე მექცევა როგორც უცხოს.
- ...
-მუდამ უკმაყოფილოა ჩემით.
-მარიამ...
-არაფერი არ მოწონს ჩემში. არ ვიცი რატომ.
-იქნებ იმიტომ, რომ მისგან განსხვავებით, შენ, მებრძოლი ხასიათი გაქვს?!
-არ ვიცი შეიძლება-მხრები აიჩეჩა მარიამმა.
-ალბათ დედაშენი ფიქრობს რომ ,,თუ მე ვერ შევძელი ვერც ჩემი შვილი შეძლებს" და ამიტომაც გაიძულებს გეგასთან დარჩენას
-მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის აზრია... იმ ადამიანების...ვისთვისაც მე და დედაჩემი ისედაც არაფერს წარმოვადგენდით.
-მარიამ...მარიამ...
-ახლა არ მითხრა, არავინ არავისზე მეტი არაა და ვინც ზემოდან გიყურებთ ყველა შეუგნებელი ხისთავიანიაო! იმიტომ რომ ეგრე არააა- თვალები უეცრად ცრემლებით აევსო მარიამს
- ...
-იცი, როცა პატარა ვიყავი შენს გარდა არავინ მეთამაშებოდა... არავინ მემეგობრებოდა. ყველა ისე მექცეოდა როგორც კეთროვანს, რადგან ჩვენი სახლიდან მუდამ ჩხუბის და ყვრილის ხმა
ისმოდა. იმის მიუხედავად რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მასწავლებლებს მაინც არ მოვწონდი და დაბალ ნიშნებს მიწერდნენ. გამუდმებით ერთსა და იმავეს მიმეორებდნენ, რომ ჩემს კლასში ყველაფერი შედარებითი იყო და რვიანს მხოლოდ იმიტომ მიწერდნენ რომ ჩემი კლასელები არ სწავლობდნენ... თორემ ასეთ მაღალ ნიშანს არ ვიმსახურებდი.
-ნეტავ ქუთაისში არ გადავსულიყავით საცხოვრებლად
-იცი როგორ დამწყდა გული როცა წახვედით
-მეც ძალიან, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა ხომ იცი.
-ვიცი...
-ნეტავ შეგვძლებოდა დარჩენა... იქნებ ახლა ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო.-რა შეიცვლებოდა? ძმებს შორის ურთიერთობა უფრო გამწვავდებოდა.
-ხშირად იხსნებს ხოლმე მამა გოგა ბიძიას და სულ იმაზე ფიქრობს ასე მოულოდნელად რატომ გახდა აგრესიული მის მიმართ.
-მამაჩემს ყველა ეზიზღებოდა საკუთარი თავის გარდა! მაგრამ სინამდვილეში, საკუთარი თავი ყველაზე მეტად სძულდა! ალბათ ამიტომ გვექცეოდა ყველას ასე გულგრილად...
- ...
-იცი ზოგჯერ ძალიან მეცოდება, მაგრამ ამავე დროს მძულს! იცი? როცა გარდაიცვალა ერთდროულად შვებაც ვიგრძენი და ტკივილიც.
-მესმის
-მხოლოდ იმ ღამეს ვიტირე მისთვის მაგრამ...
-მაგრამ მისი პატიება მაინც ვერ შეძელი!- მარიამის გაწყვეტილი წინადადება დაასრულა ანამ და მაშინვე გაჩუმდა რადგან ძალა აღარ ეყო ხმის ამოსაღებად.
-მაპატიე. ჩემი ნეგატიური ემოციებით დაგთრგუნე- აღელდა მარიამი
-მარიამ ნუ სულელობ-გაეღიმა ანას- მე ყოველთვის მზად ვარ რომ მოგისმინო.
-მადლობა რომ არსებობ!- გაუღიმა მარიამმაც და ჩაეხუტა.
ნეაკოპასუხის გაცემაწერილის წაშლადაბლოკვა
საიტის ნავიგაციაგულწრფელი საუბრისა და ცრემლების შემდეგ გოგონებმა სასაუბრო თემა შეცვალეს.
-რას ფიქრობ ანა დავურეკო კახას და ვკითხი როგორ არიან ის დედა-შვილი? თუ მათ მოსვლას დაველოდო?
-მგონი ჯობია დაურეკო, მაგრამ ჯერ გეგას ამბავი ჰკითხე!
-კარგი-დაეთანხმა მარიამი და კახასთან დარეკა.
-მარიამ შვილო მშვიდობაა?- აღელვებული ხმით ჰკითხა გაოცებულმა კაცმა რადგან მის ზარს არ ელოდა- ვაჩე ხომ კარგადაა?
-ყველაფერი რიგზეა არ ინერვიულოთ- დაამშვიდა მარიმმა და ანას გახედა რომელმაც თვალების ბრიალი დაუწყო- უბრალოდ გეგას ამბავი მაინტერესებდა
-გასაგებია
-მისი ნახვა მოახერხეთ?
-ადვოკატი შეუშვეს მხოლოდ
-კარგადაა?
-ძალიან განიცდის მომხდარს
-ხომ არ იცით იმ დედა-შვილის მდგომარეობა, ავარიის დროს რომ დაშავდნენ?
-მძიმედ დაშავედნენ, მაგრამ საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
-იმედი მქონდა რომ ასე იქნებოდა- გაუხარდა მარიამს და დამშვიდობების მერე გაუთიშა.

2 დღის შემდეგ გეგას სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლემ 1 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
-გეგა ციხეში ვერ გაძლებს კახა! აუცილებლად უნდა გამოვიყვანოთ იქიდან!- ტიროდა სოფო შინ დაბრუნების შემდეგ- იქ უარესად გაუბედურდრდება... აუცილებლად უნდა ავუყვანოთ ადვოკატი და გამოვიყვანოთ! იმ ოჯახს ფული შევთავაზოთ! არამგონია უარი თქვან!
-რას ბოდავ!- წამოენთო კახა- ვერ ნახე ის ბავშვი რა მდგომარეობაში იყო?
-გეგას ციხეში ჩასმით რა შეიცვლება? უკეთ გახდება?
-დაუკვირდი რას ამბობ!
-მხოლოდ მეტეხილობები აქვთ!
-მერე რააა?!- ვერ მიუხვდა სათქმელს კახა
-და ამის გამო ჩემი შვილი ციხეში უნდა ჩაჯდეს?
-მორჩი სისულელეების ლაპარაკს! იმ ნაბ*ჭვარმა დანაშაული ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს!
-როგორ შეგიძლია ასეთი სასტიკი იყო საკუთარი შვილის მიმართ?- წამოენთო სოფო
-მის შეცდომებზე მუდამ თვალს ხუჭავდი და ხედავ სადამდე მივედით?- მკაცრი ტონით ჰკითხა კახამ და ნელა მიუახლოვდა
-მართლა გინდა რომ ციხეში ჩასვან?- აღელდა სოფო
-არა-გულწრფელი ემოციით უთხრა კახამ და ნისაპზე ხელის მოკიდებით თავი მაღლა ააწევინა -მე უბრალოდ მინდა რომ კაცად იქცეს!- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა და შუბლზე აკოცა.
-გამოსავალი მხოლოდ ციხეა?-ვერ მოითმინა სოფომ და მაინც კითხა
-ამ შემთხვევაში კი!
-გაგშორდები!
-იმ ბავშვს, ან დედამის, რამე რომ დამართნოდა, შენი აზრით... ცხოვრების გაგრძელებას შევძლებდით?
-კახა!
-სოფო!
-მაინც ავუყვან ადვოკატს- მუქარით მიაძახა სოფომ აივანზე მოსაწევად გასულ ქმარს და ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა.
ნეაკოფეხშიშველი შევიდა სამზარეულოში და ყავა გაიკეთა. შეკრთა როცა კახას მუდარა ნარევი ხმა მოესმა ზურგს უკნიდან
-აუ მიდი რა მეც გამიკეთე...
-მეგონა წახვედი!
-გამიკეთებ თუ არა?
-ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე
-ჯერ ყავა რომ გამიკეთო და მერე გაბრაზდე არა?
-არა!
-სოფო
-კახა ისე ნუ იქცევი თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ ხდება
-სოფო რას ითხოვ ჩემგან არ მესმის
-კახა ძალიან გთხოვ არ გინდა
-გეგამ თვითონ თქვა უარი ადვიკატის აყვანაზე... და მერა გავაკეთო? სახაზინო ადვოკაც არ უნდოდა ხომ ნახე
-დაელაპარაკე და დაარწმუნე... გთხოვ- შეეხვეწა სოფო
-კარგი დამშვიდდი-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა კახამ და ჩაეხუტა.
-მის ნახვას როდის შევძლებთ?
-ჯერ არ ვიცი.
-ყავა გამიცივდა-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა სოფო და ხელში შერჩენილი ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო. სწორედ ამ დროს სამზარეულოში ბარბარე, მარიამი და ანა შევიდნენ.
-ვაჩეს ჩაეძინა?-ინტერესით ჰკითხა კახამ გოგონებს და გაუღიმა
-როგორც იქნა- დაღლილი ხმით უპასუხა ბარბარემ და მაცივარი გამოაღო- აუ რამე ტკბილი არ გვაქვს?-უმისამართოდ იკითხა და შოკოლადი კარაქი გამოიღო მაცივრიდან
-უკვე გვიანია ჯობია ხვალ ჭამო-ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა სოფომ და გაბრაზებული სახით საძინებელ ოთახში შევიდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც კახას მშვიდმა ხმამ დაარღვია
-ყავის დალევას ვაპირებ გოგონებო და შემომიერთდებით?
-რატომაც არა-დაუფიქრებლად უთხრა ანამ და გაუღიმა.
მას შემდეგ რაც კახამ გოგონებთან ერთად მიირთვა ყავა, დამატებით კიდევ 1 ჭიქა მოამზადა და სოფოს ოთახში შეუტანა. სამზარეულოში მარტო დარჩენილმა გოგონებმა კარი მიკეტეს და გეგას სასამართლო პროცესი განიხილეს.
-მარიამ იმედია წასვლა გადაიფიქრე!- უეცრად სხვა თემაზე გადავიდა ბარბარე
-მე... არც კი ვიცი რა გითხრა...
-სწორად მოიქეცი რომ დაბრუნდი!
-მე ასე არ ვფიქრობ-შეეწინაადეგა ანა
-განქორწინება მერეც შეიძლება როცა გეგა ციხიდან გამოვა- მოიღუშა ბარბარე
-გეგა შეიძლება 3 ან 5 წლით ჩასვან ციხეში-წამოენთო ანა
-მერე რა?
-ვერ ხვდები?!
-გეგა რომ გამოვა ციხიდან შეიძლება მარიამს განქორწინება აღარაც მოუნდეს ისე დაულაგდეთ ურთიერთობა
-მაგის მართლა გჯერა?
- ....
- არა ხო?!
-ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება გეგას სასამართლო პროცესზეა დამოკიდებული- როგორც იქნა ხმის ამოღება გაბედა მარიამმა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent