შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 5 თავი


დღეს, 06:29
ავტორი ნეაკო
ნანახია 33

-ასე არაა
-ასეა! და შენ ეს კარგად იცი!
-მარიამ!
-ბარბარე! ძალიან გთხოვ არ გინდა, ყველაფერს უარესად ნუ გაართულებ!
-მე... უბრალოდ...არ მინდა რომ... ამ სახლიდან წახვიდეთ...რადგან ორივე ძალიან მიყვარხართ! შენც და ვაჩეც!- გულწრფელი ემოციით უთხრა ბარბარემ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა.
-ნეტავ შემეძლოს დარჩენა
-შეგიძლია, უბრალოდ არ გინდა!
-ბარბარე გთხოვ- შეეხვეწა მარიამი და ჩაეხუტა- ასე ნუ მელაპარაკები
-მაშინ წასვლაზე ფიქრი შეწყვიტე
-არ შემიძლია.
-გასაგებია-ნაწყენი ტონით უთხრა ბარბარემ და სამზარეულოდან უხმოდ გავიდა.
ასეთი ემოციური საუბრების მერე თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობ მარიამ
ულწრფელი ემოციით უთხრა ბარბარემ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა.
-ნეტავ შემეძლოს დარჩენა
-შეგიძლია, უბრალოდ არ გინდა!
-ბარბარე გთხოვ- შეეხვეწა მარიამი და ჩაეხუტა- ასე ნუ მელაპარაკები
-მაშინ წასვლაზე ფიქრი შეწყვიტე
-არ შემიძლია.
-გასაგებია-ნაწყენი ტონით უთხრა ბარბარემ და სამზარეულოდან უხმოდ გავიდა.
ამ საუბრის მერე საშინლად დაუმძიმდა გული მარიამს, ამიტომ ანამ მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
-ასეთი ემოციური საუბრების გამო თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნო მარიამ!
-ვიცი მაგრამ...
-თუ გინდა მე დაველაპარაკები ბარბარეს
-საჭირო არაა
-დარწმუნებული ხარ რომ გამკლავებას შეძლებ...
-შევძლებ
-კარგი მაშინ მე აღარ ჩავერევი... მაგრამ იცოდე... ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს!-ღიმილით უთხრა ანამ ბიძაშვილს და ჩაეხუტა
-კარგია რომ არსებობ- სლუკუნით უთხრა მარიამმა და თვითონაც ჩაეხუტა.
ანას წასვლის შემდეგ ძალიან მოიწყინა მარიამმა. გარკვეული პერიოდის მერე მდენად ჩაიკეტა საკუთარ თავში ვაჩეს გარდა აღარავის ეკონტაქტებოდა. თავიდან ამ ყველაფერს ყურადღებას არავინ აქცევდა, მაგრამ როცა სიტუაცია გართულდა ბარბარემ ვეღარ მოითმინა მასთან დალაპარაკება გადაწყვიტა.
-მარიამ შეიძლება გავიგო რა ხდება შენს თავს?
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს?
-ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი... არ ჭამ, არ სვამ, არ გველაპარაკები, მთელი დღე ვაჩეს ოთახში ხარ გამოკეტილი და ტირი...
- ....
-მარიამ?!
- ....
-რამე ხდება? რამე ისეთი რაც შენში...
-არა არაფერი
-ფიქრობ რა შეიძლება მოხდეს გეგას ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში?
-არა!
-მაშინ რა ხდება ამიხსენი
-ისეთი არაფერი უბრალოდ თავს ზედმეტად ვგრძნობ... აქ... ამ სახლში
-გინდა რომ წახვიდე?!- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში ბარბარეს და საწოლზე უღონოდ ჩამოჯდა
-მინდა... მაგრამ...- ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაიწყო საუბარი მარიამმა- არ ვიცი სად... იცი... მე... არასდროს მიცხოვრია სახლში სადაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვიგრძნობდი... იმის მიუხედავად რომ ბიოლოგიური მშობლების გვერდით გავიზარდე თავს მაინც ამ ქვეყნად ყველაზე უსარგებლო და მარტოსულ ადამიანად ვგრძნობდი... იცი ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ვისი მეშინოდა? მამაჩემის! და იცი ვინ მძულს ახლა ყველაზე მეტად მამაჩემი!
-მარიამ, ვიცი ბავშვობაში რაც გადაიტანე და ამის გამო ძალიან ვწუხვარ...
-მე კი იმის გამო ვწუხვარ რომ ახლაც ზუსტად იგივეს გადატანა მიწევს რაც მაშინ გადავიტანე!
-გეგა მამაშესნისნაირი მძიმე ხასიათების არაა
-გინდა მითრა რომ, რადგან მამაჩემისნაირი მძიმე ხასიათები არ აქვს მასზე უკეთესი ადამიანია?- გაეღიმა მარიამს და ვაჩეს სათამაშოების დალაგება განაგრძო
- ....
-სამწუხაროდ... არაფერით განსხვავდება გეგა მამაჩემისგან!
-მარიამ
-იცი? გაცნობის წამიდა მივიხიბლე მისით
-მართლა? და სად გაიცანით ერთმანეთი?
-ზურას დაბადების დღეზე
-!?
-დედაშენის ბიძაშვილის
-შენი კლასელია ხო?
-კიი
-რამდენი წლის იყავი მაშინ?
-17-ის. ზუსტად შენი ასაკის. და იმ დღის მერე წამი არ გავიდოდა მასზე რომ არ მეფიქრა... ხშირად ჩამოდიოდა თელავში და სულ ჩემს გარშემო ტრიალებდა. ბოლოს როგორც იქნა გაბედა და მესიჯი მომწერა. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მეც შევიცვალე. გეგამ ჩემი ნაცრისფერი ცხოვრება გააფერადა... მაგრამ მას შემდეგ რაც ამ სახლში ფეხი შემოვდგი და მისი რეალური სახე დავინახე საშინელი იმედგაცრუება ვიგემე. თურმე საერთოდ არ ყოფილა თავშეკავებული, პოზიტიური და მხრიარული ადამიანი. თურმე გართობა, მოწევა და თამაში ყოფილა მისითვის პრიორიტეტი და არა ოჯახი ან შვილები...
-გეგას უყვარხარ... შენც და ვაჩეც ძალიან უყვარხართ
-ეგ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი
-მისგან რას ითხოვ? მაინც რა გინდა რომ შენთვის გააკეთოს?
-არაფერი-მხრები აიჩეჩა მარიამმა- უკვე აღარაფერი
-ესე იგი ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს
-ასეა
-კარგი!
-გეგა თუ ციხიდან გამოვა მე და ვაჩე ამ სახლიდან მაშინვე წავალთ, მაგრამ თუ ვერ გამოვა მაშინ დავრჩებით... მაგრამ ეს არ მინდა...
-გასაგებია.
-სათქმელი სხვა არაფერი გაქვს?
-ვწუხვარ რომ გეგა შენთვის მხოლოდ იმედგაცრუებაა და მეტი არაფერი
-მეც ვწუხვარ.
-მარიამ იმის მიუხედავად რომ გეგა ჩემი ძმაა, მე შენი მესმის. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემთვის ჩემთვის რთული მოსასმენია მაგრამ გასაგები
-ბარბარე შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ ასე რომ ჩემსა და გეგას შორის რაც არ უნდა მოხდეს შენ ჩემს გულში მუდამ იქნები და თუ მოისურვებ ჩემს ცხოვრებაშიც ასე რომ...
-აუცილებლად ვიქნები მარიამ!
-მიხარია
-მაგრამ იცი რაა? ვფიქრობ გეგა რომ ციხიდან გამოვა შეიძლება აზრი შეიცვალო, ამიტომ ამ თემას მეტჯერ აღარ შევეხები.
.......
თვალები ცრემლებით აევსო სოფოს როცა მინის მიღმა, გეგა დაინახა.
-როგორ ხარ დედიკო? საჭმელს ხომ ჭამ? ვინმე ხომ არ გაწუხებს? ცუდად ხომ არ გექცევიან?- ყურმილის აღებისთანავე კითხვები დააყარა სოფომ
-კარგად ვარ დედა დამშვიდდი-ჩვეული გულგრილობით უპასუხა გეგამ და ცარიელი სივრცე მოათვალიერა
-მარიამი სადაა? რატომ არ მოვიდა?
-შენი აზრით?
-ისევ გაბრაზებულია ჩემზე?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent