ბედის ირონია 6 თავი
- ... -დედა! -არ ვიცი როცა მოვა, თვითონ მას ჰკითხე! -სიმართლე მითხარი, მოსვლა არ უნდა თუ შენ არ მიეცი უფლება რომ მოსულიყო?! - ... -დედა! - ... -კარგი. მნიშვნელობა არ აქვს. შენ ის მითხარი ვაჩე როგორაა? ხომ კარგადაა? -კარგადაა! -მარიამი? -აქ მარიამზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ! -გასაგები!- გაეღიმა გეგას- და შენ? შენ როგორ ხარ? -შენ როგორ ფიქრობ?!- ნაწყენი ტონით ჰკითხა სოფომ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან. -კარგი რა დედა! აქ ყოფნას ვიმსახურებ... და შენ ეს იცი! -იმ ოჯახს მკურნალობის ფული გადავუხადეთ, მანქანასაც ვუკეთებთ... ყველაფერი გავაკეთეთ მათთვის რაც შეგვიძლია -რის თქმას ცდილობ? -ვერ მიუხვდა სათქმელს გეგა -მამაშენმა კარგი ადვიკატი... -აქ ამის სათქმელად მოხვედი? სერიოზულად?- ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა გეგამ და გაბრაზებული ფეხზე წამოდგა-დედიკო არ წახვიდე გთხოვ- შეეხვეწა სოფო და ტირებული ფეხზე წამოდგა -კარგი მითხარი რა გინდა, დრო იწურება-ჩვეული გულგრილობით უთხრა გეგამ და სკამზე უღონოდ დაეშვა -ვიცი რომ ადვოკატი ციხიდან შენს დახსნას ვერ შეძლებს... მაგრამ... თუ იმ ოჯახს დაველაპარაკებით... მაშინ... -მაინც რისი იმედი გაქვს? - ... -გგონია საჩივარს უკან გაიტანენ ფულს თუ შევთავაზებთ? - ... -დედა! -მე უბრალოდ... არ მინდა რომ...- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში სოფოს -ვიცი არ გინდა ციხეში რომ ჩამსვან ეს არც მე მინდა... მაგრამ... ეს ავარია... იმ ბავშვს ან დედამის რამე რომ მოსვლოდათ ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებდი -შენი მესმის, მაგრამ ის ბავშვიც და დედამისც კარგად არიან! რამდენიმე თვეში ფეხზე გაივლიან და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. -ვიცი მაგრამ... -შენი ციხეში ყოფნა არაფერს შეცვლის! საერთოდ არაფერს! გესმის ჩემი? -დრო ამოიწურა ქალბატონო!- სოფოს შეკრთა როცა თავზე პოლიციელი წამოადგა და გასასვლელი კარისკენ მიუთითა -დედა მარიამს უთხარი რომ მოვიდეს უნდა ადაველაპარაკო! -ჩემს ნათქვამზე იფიქრე დედიკო-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხტა სოფიმ და ცრემლიანი თვალები გააყოლა შვილს.. იმის მიუხედავად რომ ცრემლები ახრჩობდა სოფოს, როგორღაც თავი შეიკავა და მანქანაში სიტყვის უთქმელად ჩაჯდა. -რა მოხდა, ელაპარაკე? დაგვთანხმდა ადვოკატის აყვანაზე?- ინტერესით ჰკითხა კახამ და მანქანა დაქოქა -არა! მაგრამ... აუცილებლად დავითანხმებ! -ეჭვიც არ მეპარება-ირონია გაერია ხმაში კახას. -ვიცი გინდა რომ ციხეში ჩასვან, მაგრამ ამას არ დავუშვებ! -დაუკვირდი რას ამბობ! -იმას ვამბობ რაც შენგან მოვისმინე! -სოფო მე არ მინდა რომ გეგა ციხეში ჩასვან -მაშინ რატომ არაფერს აკეთებ მისი დასახმარებლად? -იმიტომ, რომ სამართლიანად მიმაჩნია მისი დასჯა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა... მანქანის მართვის დროს! -კახა -რატომ არ მომყვები საავადმყოფოში?-იცი რა რთულია ჩემთვის იქ მისვლა?! -ვიცი -მეეჭვება! -კახა, ძალიან გთხოვ არ გინდა -სოფო! -ეს ავარია შემთხვევით მოხდა! -ის ნაბ*ჭვარი საღ გონებაზე რომ ყოფილიყო არაფერი მოხდებოდა! საერთოდ არაფერი! -გეყოფა!- მოიღუშა სოფო და ფანჯრის მინა ბოლომდე ჩამოსწია- ძალიან დამღალა უკვე ამ ყველაფერმა! -მეც!- მკაცრი ტონით უთხრა კახამ და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა. სახლში დაბრუნებისთანავე, საძინებელ ოთახში შეიკეტა სოფო და უხმოდ ატირდა. -ამის დედაც!- დაღლილი ხმით თქვა კახამ როცა ამ მდგომარეობაში დაინახა და ნელა მიუახლოვდა. -კახა ახლა შენთან ჩხუბის თავი არ მაქვს გთხოვ მარტო დამტოვე! -კარგი, როგორც გინდა- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა კაცმა და ოთახიდან უხმოდ გავიდა. იმ ღამეს დივანზე დაიძინა, რადგან არ უნდოდა განსხვავებული შეხედულებების გამო საყვარელ მეუღლესთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა. კახას და სოფოს ურთიერთობის დაძაბვამ იმდენად მძიმე ატმოსფერო შექმნა სახლში რომ ბარბარეს უკან დაბრუნების შემდეგაც კი ვერ განიმუხტა სიტუაცია. -საშინლად იჩხუბეს გუშინ -ვიცი -მომხდარის გამო თავს საშინლად ვგრძნობ -კარგი მარიამ დედაჩემს არ იცნობ? - ... -თან... შენ რა შუაში ხარ?! გეგამ თვითონ მოითხოვა შენთან შეხვედრა. - ... -დედა, თქვენი შეხვედრის კატეგორიული წინააღმდეგი იმიტომაა, რომ ჰგონია შენს ნაცვლად თვითონ თუ შეხვდება...მის დარწმუნებას შეძლებს! - ... -არ ვიცი ასე რატომ იქცევა... -ალბათ ჰგონია რომ აყვანილი ადვოკატი, სახაზინო ადვოკატზე უკეთეთ დაიცავს. -დედიკო-უეცრად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


