ბედის ირონია 7 თავი
-დედიკო- უეცრად ვაჩე შევიდა ოთახში და საუბარი შეაწყვეტინა -ჩემო სიყვარულო გაიღვიძე?- ღიმილით ჰკითხა ბარბარემ ნახევრად მძინარე პატარას და ხელში აიყვანა. -მეძინება! -მარიამ, შეიძლება ამაღამ ვაჩეს გვერდით დავიძინო? ძალიან მომენატრა. -რა თქმა უნდა!-ღიმილით უთხრა მარიამმა და როცა რომ ორივეს ტკბილად დაეძინა, ვაჩეს ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. -რატომ არ გძინავს?-სოფოს ხმამ შეაკრთო. -მე უბრალოდ-დაიბნა მარიამი -შენ უბრალოდ რა?!-მოიღუშა სოფო მაგრამ მაშინვე შეეცვალა სახის გამომეტყველება როგორც კი შეღებული კარიდან ვაჩე და ბარბარე დაინახა- ჩემი სიყვარულები- ღიმილით თქვა და ყავის ჭიქით ხელში სამზარეულოში შევიდა. ამ შემთხვევის გამო მარიამი იძულებული გახდა, რომ მისი და გეგას საძინებელ ოთახში შესულიყო, რომელიც მისთვის მხოლოდ მარტოობასთან, ცრემლებთან, ტკივილთან და იმედგაცრუებასთან ასოცირდებოდა. ოთახში შესვლისთანავე შუქი აანთო და საწოლზე უღონოდ ჩამოჯდა. ყველაფერი ეუცხოვა გარშემო... განსაკუთრებით კი ის საბრალო ქალი რომელიც ცრემლიანი თვალებით უყურებდა სარკიდან. სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა როცა ოთახში სოფომ შეაკითხა და აგრესიული ტონით უთხრა -გეგას შენი ნახვა უნდა!-?! -რა თქმა უნდა ეს შეხვედრა სწორად არ მიმაჩნია მაგრამ... იძულებული ვარ რომ...დავთანხმდე! -როგორც ვხვდები ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს?! -არა! -გასაგებია! სოფოსთან უასიამოვნო საუბრის შემდეგ მოსვენება დაკარგა მარიამმა. მთელი ღამე ფიქრობდა წასულიყო თუ არა გეგას სანახავად. საბოლოო გადაწყვეტილება დილით, კასათან საუბრის შემდეგ მიიღო. -ძალიან ვნერვიულობ- დაღლილი ხმით თქვა სოფომ როცა ბათუმში ჩავიდნენ და ციხეს მიუახლოვდნე- კახა, როგორც კი მივალთ, ადვიკატს დაელაპარაკე იქნებ გეგამ გადაიფიქროს და ჩემთან შეხვედრა მოისურვოს! - ... -გთხოვ... -მისი ნახვა არც მე არ მინდა-საუბარში ჩაერია მარიამი -მარიამ, შვილო, დილით ხომ ვილაპარაკეთ მე და შენ ამ საკითხზე?!-ნაწყენი ტონით ჰკითხა კახამ რძალს და სარკიდან გახედა -ხო მაგრამ... -არავითარი მაგრამ! -რატომ აძალებ?!- მოიღუშა სოფო. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა კახამ და კრგა ხნის სიჩუმის მერე მანქანა კვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა. მარიამი შეკრთა როცა განრისხებული კახა მისკენ მიტრიალდა და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა: -ის რომ სახლიდან წახვედი, იმას არ ნიშნავს რომ შენ და გეგას ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები აღარ გაგაჩნიათ! ჯერ კიდევ მისი ცოლი ხარ და მის სახლში ცხოვრობ ასე რომ! ... გინდა თუ არ გინდა მის სურვილებს უნდა დაემორჩილო! მითუმეტეს ახლა! როცა ციხეშია! გესმის რას გეუბნები?! -მესმის- ჩამწყდარი ხმით უთხრა მარიამმა და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. ციხის კარამდე ისე მივიდნენ რომ ხმა არცერთს არ ამოუღია. -წამობრძანდით-მისამლების შემდეგ ციხის უზარმაზარი რკინის კარისკენ მიუთითა მარიამს, გეგას მომხიბვლელმა ადვოკატმა და პირველი წავიდა მითითებული მიმართულებისკენ. მარიამს გული ჩაეწვა. მის გვერდით ისე საცოდავად გამოყურებოდა, ისე უბრალოდ, ისე უღიმღამოდ რომ კინაღამ გული აერია საკუთარ უმეცრებაზე. საშინლად დაიძაბა მარიამი როცა გეგა დაინახა, რომელიც ჩვეული გულგრილობით მიუახლოვდა ფანჯრის მინას და სკამზე უემოციო სახით დაჯდა. აკანკალებული ხელით აიღო ყურმილი მარიამმა და დაძაბული დაელოდა მისი ხმის გაგონებას. -მეგონა არ მოხვიდოდი -მეც ასე მეგონა... -ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?!- თავი ვერ შეიკავა გეგამ და გაეღიმა - ... -არასწორად მოვიქეცი ვიცი... -მოდი ამ თემაზე მაშინ ვილაპარაკოთ როცა ციხიდან გამოხვალ. -რამდენიმე წელი ვერ გამოვალ... თუმცა... ალბათ ეს უკვე იცი! - ... -ვაჩე როგორაა? დედამ მითხრა რომ გაციებული იყო. -სიცხეები ჰქონდა, მაგრამ ახლა უკეთაა. -ძალიან მომენატრა -თუ გინდა... -არა! მისი აქ მოყვანა არ გაბედო! -კარგი როგორც გინდა. -სხვა რახდება? დედაჩემთან ურთიერთობა ხომ არ დაგეძაბა?! თუ გინდა, დაველაპარაკები! -საჭირო არაა! -ამ ბოლო დროს ურთიერთობა გაგიფუჭდათ ვიცი. - ... -მარიამ! -გეგა იმ სახლში შენზე ცუდად არავინ არასდროს მომქცევია ასე რომ. -გიხარია არა?! - ... -ალბათ ფიქრობ რომ აქ ყოფნას ვიმსახურებ?! - ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა გეგამ დამფრთხალ ცოლს და გაავებული ფეხზე წამოდგა. უმისამართო გინებით ყურმილი მაგიდაზე დაახეთქა- დედას შევ*ეცი- და გასასველი კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. -ავადმყოფო- ზიზღით თმიაძახა მარიამმა და თვითონაც დაუდევრად მიაგდო ყურმილი მაგიდაზე. როგორც კი ქუჩაში გავიდა მაშინვე ღრმად ჩაისუნთქვა ნოემბრის ცივი ჰაერი და მანქანაში ხმის ამოუღებლად ჩაჯდა. -ისევ იჩხუბეთ?-დაღლილი ხმით ჰკითხა სოფომ რძალს და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო გამარჯვებულის იერით გახედა ქმარს- ხომ გეუბნებოდი-ნიშნის მოგებით უთხრა და ბოროტულად გაუღიმა. სოფოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა გეგამ ციხიდან დაურეკა და ადვიკატოს აყვანა სთხოვა. თან ერთის კი არა ორის. -ასე მარიამის გამო იქცევი?- ინტერესით ჰკითხა სოფომ როცა გეგამ 2 ადვიკატის აყვანა დაჟინა. -რა ნიშვნელობა ააქვს?! -არანაირი! მთავარია რომ გონს მოეგე! -რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდე ციხიდან! -ყველაფერს გავაკეთებ შენთვის ხომ იცი არა? -ვიცი. ვაჩე როგორააა? რას შვება -გაციებულია ისევ დედიკო -რატო? -ბაღში იყო და... -ხომ გაგაფრთხილეთ ზამთარში არ ატაროთ ამ დედა მოტყ*ულ ბაღში-მეთქი!!! -საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან და იმიტომ წავიყვანეთ დედიკო -აღარ წაიყვანოთ! გაიგე? -გავიგე დედიკო -გინდა დაგალაპარაკო? -არ მინდა! -რატო, არ მოგენატრა?!- დაიბნა სოფო -მომენატრა! მაგრამ არ მინდა მისი დასუსტებული ხმა გავიგო და უარესად გავბრაზდე შენზე და მარიამზე! -კარგი დედიკო. -მარიამი სადაა დამალაპარაკე! -მარიამი?! -სწრაფად დრო არ მაქვს! -სახლში არაა -რას ნიშნავს სახლში არაა?! -აფთიაქშია გასულია -კარგი მიდი ვაჩეს ჩემს მაგივრად აკოცე! -კარგი დედიკო-ღიმილით დაემშვიდობა სოფო შვილს და მარიამს გახედა რომელიც მთელი ეს დრო ერთ ადგილზე დივანზე იჯდა ვაჩესთან ერთად და უემოციო ტონით უყურებდა დედამთილს -რა? გინდოდა სთან ლაპარაკი?!- ინტერეზით ჰკითხ ასოფომ რძალს და ზურგი აქცია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



