შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 8 თავი


დღეს, 03:19
ავტორი ნეაკო
ნანახია 27

მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა მარიამმა და ვაჩეს დახედა, რომლსაც მშვიდად ეძინა მის კალთაში.
-სიცხემ დაუწია?
-როგორც ჩანს
-ბებოს სიყვარული
-წავალ დავაწვენ
-გვერდიდან არ მოშორდე, ისევ არ აუწიოს!
-ნუ ღელავთ.
-ფრთხილად იყავი შენც არ გადაგედოს
-ვეცდები
-ხვალ პედიატრს დაურეკე და...
-უკვე ველაპარაკე!
-რა გითხრა?
-მითხრა რომ უახლოეს დღეებში კლინიკიაში მივიყვანო.
-კახას ვეტყვი და ხვალვე წაგიყვანთ.
-ხო მაგრამ...
-მეც წამოვიდოდი მაგრამ არ მცალია
-კარგი. მადლობა.
-მადლობა საჭირო არაა! სანამ გეგა ციხეშია, შენზე და ვაჩეზე პასუხმგებლები ჩვენ ვართ!
სოფოს სიტყვებმა მარიამი გააღიზიანა, მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია და სიტყვის უთქმელად წაიყვანა ვაჩე დასაძინებლად.სოფოს სიტყვებმა მარიამი გააღიზიანა, მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია და სიტყვის უთქმელად წაიყვანა ვაჩე დასაძინებლად.
მოუთმელად ელოდა სოფო კახას დაბრუნებას, ერთი სული ჰქონდა ახალი ამბავი ეხარებინა მისთვის.
-ესე იგი ადვიკატის აყვანა დაგავალა?!- გაუკვირდა კახას როცა ეს ამბავი გაიგო -თან, ერთის კი არა ორის!- აღფრთოვანებას ვერ დამალდა სოფო- იმედია წინააღმდეგი არ ხარ!
-რა თქმა უნდა არა, მაგრამ...
-კახა გთხოვ- შეეხვეწა სოფო და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა- აღარაფერი თქვა- გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და სევდიანად გაუღიმა.
-კარგი- მომღიმარი სახით უთხრა ვნება მორეულ კაცს და ტუჩებში ნაზად აკოცა.

გეგას სასასამრთლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართა.

იმის მიუხედავად რომ მას 2 გამოცდილი ადვოკატი იცავდა მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის წარდგენილი ბრალი, რის გამოც 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ სოფომ გონება დაკარგა, ამიტომ საავადმყოფოში წაიყვანა კახამ.
-ეს არ უნდა დაგეშვა! მეტი ფული უნდა მიგეცა იმ ხალხისთვის და დაგერწმუნებინა რომ საჩივარი უკან გაეტანათ!- ძლივს შეკავებული აგრესიით ხმით უთხრა სოფომ ქმარს როგორც კი გონს მოვიდა
-გგონია მე მინდოდა რომ ასე მომხდარიყო?!- ეწყინა კახას
-ვერ გადავიტან...
-გავასაჩივრებ!
-ფიქრობ რომ...
-არა მგონია რამე შეიცვალოს, მაგრამ... ცდად ღირს!
-ამას ჩემს გამო აკეთებ თუ გეგას გამო?- ვერ მოითმინა სოფომ და მაინც კითხა
-შენ როგორ ფიქრობ?!- მოიღუშა კახა
-არ ვიცი
-არ იცი?!
- ...
-სოფო!
-კახა გთხოვ
-რას მთხოვ?!
-მე უბრალოდ...
-რა?!
-მის გათავისუფლებას არა, მაგრამ... რატომღაც მინიმალურ სასჯელს ველოდი და როცა მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა...
-სოფო!
-რა?!
-ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა! და შენ ეს იცი!
-რას გულისხმობ?
-იცი რასაც ვგულისხმობ!
- ?!
-ვიცი რომ თამაშობს... და ისიც კარგად ვიცი დროდადრო კო*კა*ინს რომ მოიხმარს- კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა კახა მაგრამ გაჩუმდა რადგან პალატაში ბარბარე შევიდა.

თვალები ცრემლებით აევსო მარიამს როცა დედამისი დაინახა.
-გეგონა არ მოვიდოდი? -ინტერესით ჰკითხა მაიამ და ძლიერად ჩაეხუტა.
-ჰო, ასე მეგონა- გულწრფელი ემოციით უთხრა მარიამმა და უეცრად ატირდა.
-სასამართლო პროცეს ვერ ჩამოვუსწარი...
-არაუშავს, მთავარია რომ ახლა აქ ხარ.
-ალბათ გეწყინა
-არა რას ამბობ.
-ახალი თანამშრომელი კი მიიღეს რამდენიმე დღის წინ საცხობში მაგრამ... გუშინ აღარ მოვიდა, ამიტომ ძულებული გავხდი მთელი დღე დავრჩენილიყავი.
-იცი როგორ მომენატრე?
-მეც...
-კარგია რომ ჩამოხვედი
-ხვალ უნდა წავიდე
-ასე მალე? რატომ? ცოტა ხანს დარჩი გთხოვ
-არ შემიძლია!
-რატომ?
-არ იცი?- ნაწყენი ტონით ჰკითხა მაიამ დაბნეულ შვილს და დივანზე უღონოდ ჩამოჯდა- როგორ მიიღო გეგამ განაჩენი?
-ისე როგორც მას შეეფერებოდა, მოსამართლეს გინება და ყვირილი დაუწყო. მერე სოფოს გული წაუვიდა და საავადმყოფოში წავედით ყველა.
-მარტო რატომ დაბრუნდი სახლში? ისინი სად არიან?
-ადვოკატებთან შესახვედრად წავიდნენ. -ბარბარეც მათ გაყვა?-საუბარში ჩაერია ანა რომელიც მთელი ეს დრო ვაჩეს კუბიკებით ეთამაშებოდა
-არა, ჩემთან ერთად წამოვიდა, მაგრამ მაღაზიასთან ჩამოვიდა.
-ამ ოჯახში მარტო ეგ გოგოა ნორმალური!
-ძაან საყვარელია
-ხოოო
-წესიერად ილაპარაკეთ, რაც არ უნდა იყოს გეგა ვაჩეს მამა!-მოიღუშა მაია
-ცუდი რა ვთქვით?!-გაუკვირდა ანას
-არაფერი!
-მაია დეიდა-ბარბარეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა სახლის კარი გააღო და მაია დაინახა. მაშინვე მაგიდაზე დააწყო ტკბილეულით გატენილი პარკები და ჩაეხუტა -აბა როგორ ხართ? გაგიარათ წნევებმა თუ ისევ გაწუხებთ? სხვათაშორის ძალიან კარგად გამოიყურებით მგონი ასაკი კი არ გემატებათ გაკლდებათ.
-რა მხიარული გოგონა ხარ-გულწრფელი ემოციით უთხრა მაიამ და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
ადვიკატებთან შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა, ამიტომ შინ დაბრუნების შემდეგ ოთახში შეიკეტა სოფო და სტუმრები დააიგნორა.
-უკაცრავად, ახლა ძალიან გაღიზიანრბულია და...- სიტუაციის განმუხტვა სცადა კახამ როცა მაია დაინახა
-მესმის
-ვერ შეგამჩნიათ
-არაუშავს
-მიხარია რომ ჩამოხვედით. მარიამს ახლა ძალიან ჭირდებით.
-რა თქმა უნდა
-იმედია რამდენიმე დღე მაოხერხებთ დარჩენას
-არა მგონია, მაგრამ ვეცდები
-თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.
-მადლობა.
-არ მოგერიდოთ.
-მამა უცხო ხომ არაა
-ისე იშვიათად მოდის ჩვენთან რომ...
-კახა-უეცრად საძინებლიდან გამოვიდა სოფო რომელსაც ჯერ ისევ ქუსლიან ფეხსაცმელი ეცვა და ტუჩებზე სისხლისფერი ტუჩსაცხი ესვა- რა ხდება ვის ელაპარაკები? მაია? როდის ჩამოხვედი? მე რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ? -უინტერესოდ კითხა სოფომ გაჭაღარავებულ, მხრებში მოხრილ, სახე დანაოჭებულ ქალს და გულგრილად ჩაეხუტა.
მტკივნეულად შეეკუმშა გული მარიამს როცა დედამისი სოფოს გვერდით დაინახა.
ის ისეთი ლამაზი იყო, ისეთი გრაციოზული ისეთი მომხიბვლელი, თავდაჯერებული და გრაციოზული რომ გაცნობის წამიდან დღემდე თავს აკარგვინედა კახას. დედამისი კი ისეთი მორიდებული იყო, ისეთი მოკრძალებული, ისეთი უბრალო და თავმდაბალი რომ გარშემომყოფებში მხოლოდ სიბრალურს აღძრავდა, გრძნობას რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ადამიანებში მარიამს.

მაიას წასვლის შემდეგ ანაც მალევე წავიდა, ამიტომ ძალიან მოიწყინა მარიამმა






სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent