უიმედონი ( VIII თავი)
სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში თავზე საყრელი საქმე მხვდება და ახალიწლის საღამომდე მეგობრებთან ინსტაგრამის საერთო ჯგუფში სამესიჯოდაც კი ძლივს ვნახულობ დროს. ეს ,რა თქმა უნდა, თავის სამართლებლად, თორემ ნაკანს ლამის ყოველ საღამოს ველაპარაკები. საწოლში ვწვები, თბილ საბანს ვიფარებ და მის ხმას ვუსმენ, რომელიც თავის სამსახურებზე ან დაზე მიყვება ამბებს. იმდენად უბრალო რამეებზე ვსაუბრობთ ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. -ჯერ ისევ ვერ მოიფიქრე ახალწელს რას შვები? -თანამშრომლები აპირებენ რომ ოფისში წვეულება მოაწყონ... -და გეგმას რომ მეგობრებთან ერთად შეხვდე რა მოუვიდა? -მიბრაზდები? ვეკითხები და საწოლზე სანახევროდ ვჯდები მისი პასუხის მოლოდინში. ცოტახნით ტელეფონში მხოლოდ შრიალისა და თეთრეულის შრაშუნის ხმა ისმის, რითაც ვასკვნი რომ ისიც დასაძინებლად წვება, ან პირიქით მოსაწევად დგება. -არა. -დარწმუნებული ხარ? -კი, თუ გადაიფიქრებ სიაში ხარ და შეგიძლია შემოხვიდე. -კარგი. -ხვალ რა გეგმები გაქ? სანამ პასუხს გავცემდე ფეხზე ვდგები, საწოლტან მიკიდებულ ერეკლეს ჟაკეტს ვიცმევ და უჯრიდან რამდენიმე კვირის წინ ნაყიდ სიგარეტსა და სანთებელას ვიღებ. მერე ფანჯარას ვაღებ, რაფაზე ვჯდები და მოქუფრულ ცას ვუყურებ. -სად წახვედი? - ავდექი რომ მოვწიო. -მგონი ძალიან შეყევი. -მეუბნება მწეველი რომელიც ლამის 5 წუთში ერთხელ უკიდებს ახალ ღერს. - კარგი რა ნისიმე, მითხარი რა გეგები გაქვს ხვალ. -მმ სამსახური მაქვს ექვსამე და მერე ლექცია, რვაზე გავთავისუფლდები. - მაშინ გამოგივლი და დასალევად წავიდეთ. -კარგი. ოღონდ მე ვიხდი . ჯერ ისევ არ დამვიწყებია თხილამურებით ჩამოსრიალების სანაცვლოდ რომ დამპირდი. - ყველაფერში ეგეთი კარგი მეხსიერება გაქ? გაღიზიანებული, თუმცა აშკარად ღიმილით მეკითხება და მეც ვიცინი. -სხვათაშორის კი. ამაყად ვწევ თავს ,თითქოს დაინახავდეს. -ძალიან კარგი. მე და ნაკანი კიდევ დიდხანს ვსაუბრობდით. მისივე შემოგდებულ თემაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ამ ჯერად არა მუსიკაზე არამედ ფილმებზე, თუ სწორად მახსოვს game of thrones- განვიხილავდით. ის კი თავგამოდებით მიმტკიცებდა რომ დაპირებული პრინცი ჯონ სნოუ იყო თუმცა მე წიგნების წაკითხვის სემდეგ, მეტი ინფორმაციით, ვუმტკიცებდი რომ ასე არ იყო. მერე ჩაგვეძინა. მეორე დღეს სამსახურის შემდეგ კაფეში წავედით. -რა ვჭამოთ? -მე პირადად ცეზარი მინდა, საუკუნეაა არ მიჭამია, თან აქ კარგს აკეთებენ. და ცივი ჩაი. -კარგი შენი არჩევანი იყოს დღეს, მეც იგივე. ნაკანს მენიუსთვის თვალიც არ გადაუვლია ისე შეუკვეთა და მიმტანს მიაწოდა. -მიყვარს ეს ადგილი. როგორცკი გოგო წავიდა მაშინვე ვუთხარი და თვალი გარემოს შევავლე. -ნამდვილად მყუდრო და რაღაცნაირად სახლური გარემოა. სუსტი ღიმილით მეუბნება. მე სკამის საზურგეს ვეყრდნობი და მას ვუყურებ. -ბაკალავრიატზე რომ ვსწავლობდით აქ ხშირად დავდიოდით ხოლმე, ლამის ყოველ დღე. -სიამოვნებით ვნახავდი როგორი იყავი მაშინ. -დიდად განსხვავებული არა, თმა ქერად მქონდა შეღებილი და კარე, ძალიან ბევრ სამკაულს ვატარებდი და ყველას ვეუხეშებოდი, ყოველ შემთხვევაში პირველი კურსის მერე. -მიზეზი აქვს? -კი თან ძალიან დიდი. -გამოვიცნობ, უკეთ რომ გამიცნობ მერე მომიყვები. -სწორად მიხვდი. -რატომ დებ? ახლავე რატომ არ ყვები? -იმიტომ რომ ამ ამბავზე არ ვლაპარაკობთ,არცერთი ჩვენგანი. არცერთ ჩვენგანში კი ჩემს თავს და სამეგობროს ვგულისხმობ. -კარგი. და პირველ კურსზე როგორი იყავი? მაგიდას იდაყვით ეყრდნობა და სახეს ხელისგულზე დებს. მეცინება, მასზე არა, ჩემივე თავზე. -ყურებამდე შეყვარებული და ვარდისფერ სათვალეებში დაკარგული. მეგონა რომ ამ სამყაროში არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა გარდა იმისა რასაც ვგრძნობდი, ემრე დროსთან ერთად გავიაზრე რომ შენი გრძნობები არავის საქმე არარის, მათ თავადვე უნდა გაუფრთხილდე. -გამოდის მაშინ რომ მენახე ზედაც არ შემომხედავდი? თავს თანხმობის ნიშნად სინანულით ვუქნევ. -არც შენ შემომხედავდი. -დარწმუნებული იყავი რომ ეგრე არ იქნებოდა. მაინტერესებს ქერა თმიანი როგორი იყავი. -მოიცა. ჩანთაში ქექვას ვიწყებ და მობილურს რომ ვპოულობ ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად ვნახო იმდროინდელი ფოტოები, მაგრამ ისე რომ მათზე მხოლოდ მე ვიყო. არ მინდა ილიას ემო პერიოდის, თალიას წითურობის ხანის, თაკოს სითამამის ან გუკასთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები ვანახო. მართალია ჩემი და მისი ყველაფერი წავშალე, მაგრამ ზოგი მაინც შემორჩა ,რადგან ზედ ყველანი ვიყავით და გასაქრობად ძალიან დამენანა. მალევე ვპოულობ და ვუწვდი. მისი პირი O-ს ფორმას იღებს და ჯერ ისევ ტელეფონისკენ თავდახრილის მზერა ჩემზე გადმოაქვს. -ამაზე მეუბენბოდი ზედაც არ შემომხედავდიო? -შეიძლება. -მოიცადე. საჩვენებელ თითს მიწვდის და თავის ტელეფონში რაღაცის ძებნას იწყებს. სანამ იპოვნიდეს მიმტანს ჩვენი შეკვეთა მოაქვს. ის რომ გვტოვებს ბიჭი თავის ფოტოს მაჩვენებს,მაგრამ რომ არ ვიცოდე რომ ის არის ვერც მივხვდებოდი. ერეკლეს ტავი გადაპარსული აქვს, თვალებზე შავი ლაინერი უსვია, სათვალეებს ატარებს და უცნაურად აცვია. -ეს...შენ ხარ? ის თავს სიცილით მიქნევს და ამატებს. -მგონი პირველ კურსზე ყველას ექსპერიმენტების ფაზა აქვს ხოლმე. მის ნათქვამზე მეც სულ ოდნავ მეცინება. -სხვათაშორის ქერათმიანი შენ ვიღაცას მაგონებ, უბრალოდ ვერა და ვერ ვიხსენებ ვის. -არაუშავს, თუ გაგახსენდა გამაგებინე. ცივი ჩაის ჭიქას ხელს ვკიდებ და საწრუპიდან ვსვავ. ................................ ოცდათერთმეტში საღამოს მუქ მწვანე კაბაში გამოწყობილი, ქუსლებზე შემდგარი და თმა აწეული ,ოფისსში ჩემს თანამშრომლებს ველაპარაკები და აქეთ-იქით დავდივარ. სოსო თავის მეწილეებსა და პარტნიორებს ესაუბრება და ლიკათი(მისი ცოლით) თავს იწონებს. უნდა ვთქვა რომ ის მართლაც ძალიან ლამაზია, ამიტომაც იყო ალბათ როცა სოსიკომ ის გამაცნო ენა ჩამივარდა და მარტო დარჩენილს თავადვე ვუთხრაი თუ ცოლად არ მოიყვანდა ხმას არასდროს გავცემდი. მახსოვს მაშინ სოსიკო სიცილისგან ლამის გაიგუდა, მაგრამ მერე როცა მათ ქორწილში ტავი ამოვყავი მომხდარზე ორივენი ვიღიმოდით და ვხუმრობდით. ჩემს თანამშრომელ მეგის ველაპარაკებოდი იმ რამდენიმე დღიან დასვენებებზე, რომელსაც სოსიკო მუდამ გვჩუქნიდა ხოლმე, რის გაკეთებას ვაპირებდით, როცა თალიამ დამირეკა. -ახლავე მოვალ. ღიმილით ვუთხარი და აივანზე გავედი მეგობრისთვის საპასუხოდ. ყურმილი ავიღე თუ არა მაშინვე თბილი ხმით დამიწყო კიტხვების დასმა. -რას შვები? აღარ გამოდიხარ? ბიჭები უკვე მივიდნენ, თაკოც გზაშია. -არ ვიცი, ოფისში ვარ. -გოგო იმენა გიჟი, ახალწელს მაინც რა არ გასვენებს ადამიანო გამაგებინე? -წვეულება მოვაწყვეთ და მაგიტომ ვარ, გეფიცები ამჯერად არ ვმუშაობ. -რახან ეგ დღეც დადგა.-სიცილით ამბობს, ამგრმა ტონი წამში ეცვლება.-მოიცა არ მოდიხარ? -არ ვიცი. -კარგი რა ნისი, მხოლოდ იმიტომ დავთანხმდით ახალიწლის იმ ბარში შეხვედრას რომ შენც იქ იქნებოდი, უფრო სწორად დარწმუნებულები ვიყავით რომ გენდომებოდა ერეკლესთან ერთად შეხვედროდი, თუმცა ვერც ჩვენ გადაგვაგდებდი. -კარგი, რომელზე იწყებს დაკვრას ხომ არ იცი? -11 წესით. საათს დავხედე, უკვე თერთმეტი ხდება, სულ რამდენიმე წუთი უკლია. -შეგიძლია ჩემთან სახლში გაიარო? საღამოს კაბით ხომ არ წამოვალ, სულ რომ არაფერი ვინმე ფეხს დამაბიჯებს და შემომახევს. ხმაში სიცილი მეპარება ამის წარმოდგენისას. -ხო და ერეკლეს აღარ... -არც კი გაბედო მაგის დამთავრება. -რატომ? ძალიან კარგადაც შემიძლია. -კარგი რა თალია, მიდი გეხვეწები გაიარე და რამე წამომიღე. -კარგი , გასაღები სად ვნახო. -ილიას მიუკაკუნე და მოგცემს. -ვერ გაიგონე უკვე ბარშია თქო. -დედამისი მოგცემს. -კარგი, ვეცდები მალე მოვიდე. ტელეფონს მითიშავს, მე კი შიგნით შევდივარ. როგორც შემიძლია სწრაფად ვპოულობ სოსიკოს, რომელიც იმ მომენტისთვის თავის მეგოაბრს და პარტნიორს ელაპარაკება. -გამარჯობა, ბენდიერ ახალწელს გისურვებთ, თუ შეიძლება ხუთი წუთით მოგპარავთ სოსოს. კაცი თავს მიქნევს და მეც ბიძაშვილი ცალკე გამომყავს. -რა მოხდა? -თალია გამომივლის და წავალ რა მე. -ბავშვებთან ერთად ხვდები? თავს ვუქნევ, სოსიკო მიღიმის. -წადი. შუბლზე მკოცნის და უკან ბრუნდება. თალია დაახლოებით 20 წუთში მოდის. აქოშინებული ამორბის კიბეებზე და ჩანთას მიწვდის. გოგოს შუბლზე ვკოცნი. -გეფიცები საუეკთესო ხარ. -მიდი გამოიცვალე და წავედით თორემ მორჩა უკვე დაკვრას ის ბიჭი. -მეგონა მასტან ერთად გასართობად მიგყავდი. -მე კი მეგონა მისი მუსიაკ შეგიყავრდა. -კარგი ეგეც მართალია. ....... თალიამ რომ ტანსაცმლით გამომიარა, კაბა ოფისის საპირფარესოში გამოვიცვალე და მისი მანქანით იმ ბარში წავედით სადაც ნაკანი უკრავდა. 11 საათიან სეტსტ უკვე მორჩენილი იყო ჩვენ რომ მივედით. ბართან ალკოჰოლი ვიყიდეთ და მეორე სართულზე ჩვენი მეგბრების პოვნა ვცადეთ, რაც ბევრი წვალების გარესე გამოგვივიდა. მოსაწევ სივრცეში ილია და ბავშვები ნაკნის მეგობრებთან ერთად ისხდნენ და სვავდნენ, თან რაღაცას განიხილავდნენ. ჩვენ რომ მივედით კიტამ მოგვხედა, თალია შეათვალიერა, ჯერ ჩაეღიმა, მერე კი წარბებიშეკრა და მისთვის კომპლიმენტის თქმის ნაცვლად გაუბრაზდა. - რა გაცვია? -რა გინდა? - რა რა მინდა ტანსაცმელი არ გაქ სახლში, ან დედასნმა ასე როგორ გამოგიშვა. -ჯერ ერთი შენ არავინ არ გკითხავს მე რას ჩავიცმევ, მეორეც ძალიანაც კარგად გამოვიყურები და მესამე დედაჩემს საერთოდ არ აქვს პრობლემა.მგონი საერთოდაც მხოლოდ შენ გაქვს წმოვლები და ძალიან მეცოდება ნებისმიერი გოგო რომელიც შენი შეყვარებული უნდა იყოს მოავალში,მტერმა აიტანოს შენი ჯოჯო ხასიათი! იე უცბად მაყარა გულში გავიფიქრე მომზადებული ტექსტით მოვიდა თქო, თუმცა ხმ აღარ ამომიღია. კიტა ისე იჯდა გაყურსული, ფიქრობდა რა ეთქვა, მაგრამ მგონი წინასწარ იცოდა რომ იმ დღეს თალიასთან ომს ვერ მოიგებდა. სბოლოოდ ჩუმად ჩაიბურტყუნა და მხოლოდ მეორე დღეს ილიასგან გავიგე, რმელიც მის გვერდით იჯდა და გაიგონა, რა თქვა. "-მშვენივრად იცი ვინც იქნებაეგ გოგო" ყურადღება აღარ მიგვიქცევია კიტასთვის და მისი წამვლებისთვის. ლუკას გვერდით , სავარძლის სახეულურზე ჩამოვჯექი და მათ საუბარს დავუგდე ყური, ვიღაც გოგოზე ლაპარაკობდნენ, მგონი თანამშრომელზე. -სხვათაშორის ერეკლე სად არის? ყველამ ერთდროულად გამომხედა და ზოგმა წარბი ასწია, ზოგმა ჩაიცინა. ელოდნენ კიდეც რომ ამას ვიკითხავდი. -მეგობარი შეხვდა და ცოტახანი გავიდნენ სალაპარაკოდ, წესით უნდა მოვიდეს აწი. ახალიწელი რომ შემოვა მერე ისევ ის უკრავს ორამდე, ასე რომ სხვა გზა არ აქვს. კიდევ ხუთ წუთს მოვიცადე ჩუმად მჯდომმა,სანამ სასმელი და ძჩემი მოთმინება ერთდროულად ამოიწურებდოა/ თავსაც ვერ ვუხსნიდი ასე უცბად როგორ გაიზარდა ჩემი გრძნობები, მაგრამ ერეკლესთან საუბრის გარეშე წამსაც ვერ ვძლებდი, მისი უნახავობა კი ორ დღეში მონატრებად მექცეოდა ხოლმე. იმ დღესაც უკვე სამ ან ოთხ დღეზე მეტი იყო გასული რაცარ მენახა და ერთი სული მქონდაროდის შევხვდებოდი. ამიტომაც , როცა ჩემს ჭიქაში სასმელი გამოიცალა ბავშვებს გადავხედე. -მე გავალ ცოტახანს, სასმელს ვიყიდი და ბარე ერეკლესაც მოვძებნი. -მიდი. ილიამ და კიტამ თავი დამიქნიეს და მეც ფეხზე წამოვდექი. ჭიქა ბართან დავტოვე თუმცა ახალი არმიყიდია. მთელი მეორე და პირველი სართული მოვიარე, ბიჭების საპირფარეშოს რიგშიც კი ვიდექი იქიდან გამოსული რომ არ მცდენოდა, მაგრამ ამაოდ.ბოლოს გარეთ გავედი და ვერც იქ რომ ვერ ვნახე მობილური ამოვიღე მასთან დასარეკად, თან სიგარეტს გავუკიდე და ჩიხთან გავედიუფრო მშვიდად რომ შემძლებოდა ორივე საქმის კეთება. ჩიხში სილუეტებს მოვკარი თვალი, ერთმანეთს კოცნიდნენ და ერთდროულად გულისრევისა და რომანტიკის შეგრძნება დამეუფლა. ასე სახალხოდ დიდად მაინც და მაინც სასიამოვნო არასდროს იყო ვინმეს დანახვა. მიბრუნებას ვაპირებდი რდესაც ბიჭის თითზე, შენობიდან გამომავალი სუსტი განათების ფონზე ვერცხლიფრად აციმციმებული ბეჭედი მეცნო და მის სახესაც თვალი მოვკარი. აკრეფილი ნომერი ისევ ძველებურად დარჩა, გულის რევის შეგრძნება გამიმძაფრდა და თავი ძლივს შევიკავე იქვე ნაწილებად რომ არ დავშლილიყავი.. ვეცადე ნერვებს არ ავყოლოდი, სიგარეტი რომელზეც ერთი ნაფაზის დარტყმაც ძლივს მოვასწარი უკვე ზირს ეგდო, ზედ ჩემი აგურისფერი ტუჩსაცხის ანაბეჭდი დარჩენოდა. გამოვბრუნდი , ბარში შევედი და გოგოს რომელიც ჩანთებსა და მოსაცმელებს იბარებდა კარადის გასაღები მივაწოდე. თალიასაც იგივე კარადა ჰქონდა აღებული და ამის გამო გოგოს დავუკონკრეტე. -შავი პალტო და პატარა ბურგუნდისფერი ჩანთაა. გოგო ათ წუთს გაუჩინარდა,მერე ჩემი ნივთებით მობრუნდა დაგამომიწოდა, მე კი თალია ისე რომ არ დამეტოვებინა გგოს ვუთხარი. -ჩემი მეგობარი ჩამოვა და გასაღებს წაიღებს კარგით? -ეგ რო.. -დავურეკავ,ხუჭუჭა სვგრემანი გოგოა, ჩემი სიმაღლით წითელ კაბაში. თავი დამიქნია და მეც ბარიდან გამოვედი თუ არა თალიას მივწერე. " საქმე გამომიჩნდა და არ დამელოდოთ, ერეკლესაც უთხარით რომ ვერ მოვალ. გასაღები კარადის გოგოს აქვს და ჩადი გამოართვი." მერე ტელეფონი თვითმფრინავის რეჟმზე გადავიყვანე და თავისუფლების მეტრომდე ფეხით ავედი. მხოლოდ ტაქსის გამოსაძახებლად გამოვრთე რეჟიმი და დაახლოებით 10 წუთში უკვე ტაქსით მვდიოდი სანაპიროსკენ, საიდანაცის ჩემს სალში გამიყვანდა. ტირილი მინდოდა, მაგრამ თავს ამის ნებს არ მივცემდი, ან კი რაზე უნდა მეტირა? განა რა უფლება მქონდა რომ მეეჭვიანა? რმ მასზე გავბრაზებულიყავი იმის გამო რომ სხვა გოგოს ჰკოცნიდა?ჩვენ მხოლოდ რამდენიმე პაემანზე ვიყავით და ჯერ ისევ მხოლოდ და მ,ხოლოდ ორ ადამაინად ვრჩებოდით, რომლებსაც ერთმანეთი მოსწოდნათ, ჯერ ალბათ სიყვარულზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნებოდა. რამდენი დრო გავიდა? 1 თვე?2? ხო რაღაც მსგავსი. სახლში მისულმა წინა დაბადებისდღეზე ჩემი ბიძაშვილი სოსიკოს ნაჩუქარიძვირიანი ღვინო თაროდან გადმოვიღე, ტელევიზორში მუსიკა ჩავრთე და სასმელი პირდაპირ ბოთლიდან მოვიყუდე. არ მახსოვს ,როგორ ჩამეძინა, მაგრამ დილით პახმელიზე მყოფფმა და დაღლილმა გავიღვიძე. ტელეფონი რომ ავანთე და ფრენის რეჟიმი გამოვრთე გამოოვებული ზარებისა და წაუითხავი ესემესების მთელი სერია დამხვა, თუმცა ერთად-ერთი ვისაც გადავურეკე დედაჩემი იყო. სავარაუდოდ თორმეტ რომ შესრულდა მაშივნე დამირეკა ახალიწლის მოსალოცად. დედამ მალევე აიღო. -გილოცავ დე, მრავა;ს დაესწარი. -მეც გილოცავ, როგორ ხარ ჩემო საყვარელო, რატომ გქონდა გათიშული?ბავშვებთა ერთად სადმე იყავი და დაგიჯდა? - არა არ გავჩერებულვარ დიდხანს, სოსიკოსთან ოფისსში გვქონდა კორპორატიული და მერე ალბათ 20 წუთით შევურბინე ბავსვებს. -რატო დე? -მერე მოგიყვები რა დე... -ბოჭი? -ბოჭი. -მომიყევი ბარემ. -ილიას ძმაკაცი გავიცანი, პაემნებზე ვიყავით და ასე სემდეგ, მაგრმ ერთად არ ვყოფილვართ, ანუ სეყვარებულებად არა, გუში რომ მივედი ბარში უკრავდა და არ დამხვდა, საბოლოოდ ვიღაც გოგოსთან დავინახე. - ნაგავი, ყველა ერთნაირია გეფიცები! -კარგი რა მამაზე მაგას ვერ იტყვი. -ხო არა მამასენზე მე საწუწუნო არ მაქვს. - დაივიწყე, შენ რას სვები მომიყევი. -მე ახალ სამსახურში გადავდივარ, უფრო სწორად დამაწინაურეს და სხვა ქალაქში უნდა გადავბარგდე. -არ გინდა ზაფხულში ჩამოვიდე? -როგორ არ მინდა ნისიმე, ისე ძალიან მინდა, შენ ოღონდ ეგ თქვი და ბილეთებს მე გიყიდი, ილიაც წამოიყოლე მომენატრა ეგ ეშმაკისფეხი. -გაგიგოს- გამეცინა- გაგაეშმაკისფეხებს. -ეს ბავშვები, გაიზარდეთ და სულ წახვედით ხელიდან დედი. -მართლა ძალიან მომენატრე, გამოცდებს რომ მოვრჩები მაშინვე წამოვალ. - ძალიან კარგი, წავედი მე რაღაც საქმეები მაქვს დადაგირეკავ ამ დღეებში. -კარგი თიკა, მიყვარხარ. -მეც ძალიან ჩემო პატარავ.მომიკითხე შენი მეგობრები. დედა მითიშავს და სახლში ისევ ისე მარტო ვრჩები ,როგორც ყოველთვის. მესიჯებს ვამოწმებ, უმეტესად ილიასა და თალიასგანაა, თუმცა თაკოს და დანარჩენებსა უცდიათ დაკავშირება. ნაკანისგანაც მხვდება შეტყობინებები, მაგრამ გაუხსნელს ვტოვებ და ტელეფონს მაგიდაზე ვდებ. ფეხზე ვდგები და ყავას ვიკეთებ. ვინმეს ნახვა მინდა, ვინმე ისეთის, ვინც ნაკანზე არაფერი იცის, მაგალითად ჩემი...ეგეთი არავინ მყავს. ისევ სოსიკოს ვურეკავ , რომელიც ყურმილს იღებს თუ არა მაშინვე ვხვდები, რომ ნაბახუსევზეა. -შეიძლება გამოვიდე? -რას მეკითხები ვერ ხარ შენ ხო? -ხო ცოტა, მგონი. -გამო მიდი და ერთად დავლიოთ. -კიდე დალევისთავი რომ გაქ შენ, რავი საღოლ. -შენ რა იცი კი დატყდი ხუთ წუთში. გაერთეთ? -არა. -რამე მოხდა რაც უნდა ვიცოდე? -რამე კი, რაც უნდა იცოდე არა. -მაინც გამოგტეხავ ხომ იცი არა?! -ვერაფერსაც ვერ იზავ.სოსო, ბავშვი სახლშია? -ჩემთვის გამოდიხარ თუ ნენესთვის? -რა თქმა უნდა შენ... აპ აპ არანენესთვის. ნენე ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარულია. -მეგონა გუკა იყო. -როგორ ბედავ მის ხსენებას?! -კაი რა რამდენი წელი გავიდა, თან შენ ხომ ახალი ბიჭი გყავს, იცის ლამის რომ გათხოვდი? -არა,და ჩემი ბიჭი არ არის. -რავი იმ დღეს კი კურკურებდით გვრიტებივით. -გეყოს რა უკვე,თორემ არ გამოვალ. -იქნებ მეც ეგ მინდა. -ფუ რა საზიზღარი ხარ. -გამო ნისი ,გამო. -კარგი ჩავიცმევ და მოვალ. დაახლოებით ორმოც წუთში უკვე სოსიკოსთან ვიყავი, სადაც მისმა ცოლმა გაშლილი სუფრ დამახვედრა, სამწუხაროდ ნენეს ეძინა და მის გაღვიძებამდე სოსიკოს წუწუნის ატან მომიხდა, რომ როგორმე გამოვეტეხე რა მოხდა ჩერმს თავს. როგორც ყოველთვის არც ახლა გამოსვლია არაფერი და ჭიქაში ჩამოსხმული სასმელი სულმოუთქმელად გამოცალა. -როდის უნდა ისწვალო ჩემთვის ამბების მოყოლა. - არასდროს,ჩემი პრობლემები მხოლოდ ჩემია. -ხო გუკას მერეც არ ლაპარაკობდი, ვივარაუდო რომ ეს შენი ცუდ ხასიათზე ყოფნა იმ ბიჭის ბრალია ვის გამოც სამსახური გამიცდინე? -რაც გინდა ის იფიქრე. -ესეიგი მართალი ვარ. მხრებს ვიჩეჩდა თეფშს დავყურებ. მისი ცოლი ლიკა ინტერესით გვაკვირდება ორივეს და ბოლოს გვეკითხება. -ვინ ბიჭი?შეყვარებული გყავს? -არა არ მყავს. -დაფრქვი ახლა. -ოო არაფერია, ილიას ძმაკაცია. -რით ვერ შეესვი მაგის ძმაკაცებს შენ კიდე, ხო დამღალე. -რა გინდა სოსიკო? -შენი კლარგად ყპფნა რა მენდომება მე მაგის გარდა სხვა? -რაღაც არ გეტყობა რომ უბრალოდ ჭორიკანა არ ხარ. -სად გაიცანი? -ბარსი. მობეზრებული ვპასუხობ ბიძაშვილის ცოლს. -კარგი რა, შნგან უკეთესს ვეოდი ვიდრე ბარში მთვრალი ატეხილი ბიჭის გაცნობას. -უკრავდა. -დიჯეია? -კიბატონო. თავს ვუქნევ და ამასობსი მშველელად ნენეც მორბის ოთახიდან. ის სულ რაღაც 4ის არის მაგრამ ზოგჯერ მგონია ხოლმე რომ უბრალოდ ჩემს პატარა თავს ვუყურებ. ზუსტად ჩემსავით გამოიყურება და აშკარად ჩემი და სოსიკოს გენები მძლავრობდა. მასთან თამასით გული რომ ვიჯერე მერე სოსიკოს მივუბრუნდი. -არ გინდათ ნენეს კვირამდე ჩემთან წავიყვან და სადმე წადით სანამ შენ სამსახური დაგწყებია. -რატო მოიგონე ახლა ეგ? -იმიტომ რომ ჩემს პაწკასთან მინდა დროის გატარება. -თუ მიზეზი გინდა რამისთვის? -ეგეც სეიძლება, მაგრამუფრო ნენესთან ყოფნა, ხო წამოხვლ ჩემო სხივო ჩემთან? -კი. ბავშვის ხმა ტკბილი იყო. ლიკა მიღიმოდა, რადგან იდეა ძალიან მოეწონა. -მართლა წაოყვან? -რა თქმა უნდა, თუ გაჩერდა კვირას დავაბრუნებ, თუ არა და სანამ მოვალ გაგაფრთხილებთ რამეს რომ არ შევესწროთ მამიდა და ძმისსვილი. - აი გიჟი. სოსიკომ ხელი აიქნია. საბოლოოდ კი სახლსი ნენესთან ერთად დავბრუნდი. მივედი თუ არა მაშინვე ილია შემომივარდა სახლში, ასკარად აივანზე მელოდებოდა როდის ვაანთებდი შუქს რომ მშინვე ჩემთან გამოვარდნილიყო. -სად დატყდი გუშინ ადამიანო? რა საქმე გამოგიჩნდა ეგეთი რომ იქ მიგ... მისაღებში რომ შემოვიდა და ნენე დაინახა მსინვე გაჩუმდა. ბავშვს გაუღიმა და რადგანაც ნენეს ზოგჯერ ვიტოვებდი ხოლმე ბავშვი მისი დანახვისას ყურებამდე გაივბადრა. -ილიი! ფეხზე წამოხტა და ილიასკენ სასაცილოდ გაიქცა, ისიც უკვე ჩამუხლული ხელებგაშლილი ელოდებოდა და მთელი ზალით მოეხვია. -როგორ ხარ პატარავ? -კარგათ. სიცილით უთხრა და ლოყაზე აკოცა. -ამის გამო თუ წამოხვედი გპატიობ. -ხო ეგრე გამოვიდა. -ნაკანმა გიკითხა, მითხრა გუშიანც და დღესაც ვურეკე და არ იღებს ხომ მსვიდობა აქვსო, ჩვენსზარებს მაინც რატომ არ პასუხობ. -რავი ეგრე გამოვიდა ილო. დაჯექი, ყავა გინდა? -კი რა მინდა. - გაგიკეთებ ახლავე. მას და ნენეს მისაღებში ვტოვებ, თავად სამზარეულოში გავდიავრ და ელექტრო ჩაიდნით წყალს ვადუღებ ხსნადი ყავისთვის. “ძალიან არეული ვარ და თანაც გეგმაც კი არ მაქვს იმისთვის თუ რა უნდა ვქნა, როგორ მოვიქცე ან ვთქვა როცა ვინმე რამეს მკიტხავს. ისინი კი კითხვების დასმას უკვე იწყებენ. ცალკე შეიძლება, მხოლოდ შეიძლება ნაკანიც შემეხმიანოს. ჯანდაბა ისევ ამ სახელს რატომ ვეძახი?!” ვფიქრობ და დახლს ხელს ვურტყავ რეალობაში დასაბრუნებლად. -რა დალეწე? -არაფერი, მეგონა მწერი დავინახე. სამზარეულოდან ვეძახი მეგოაბრს და სადრაც ხუთ წუთში ყავის ჭიქებით ხელში ვბრუნდები მასთან. შედარებით დაწყნარებული ვარ და შემიძლია თავი ხელში ავიყვანო. -შენთან რჩება? -ხო რამდენიმე დღე აქ ინება, არა პატარავ? ის ღიმილით მიქნევს თავს და დივანზე სათამაშო დინოზავრით თამაშს აგრძელებს. ილია მას ეხუმრება, ლოყებს უწელავს და სხვა სათამაშოებით ცდილობს გაართოს, ტან მე მიყურებს. -რამე მოხდა? -რა უნდა მომხდარიყო? -ასე უცბად არ გარბიხარ ხოლმე არსად, ისეთი გრძნობა მაქვს რომ რაღაც გეწყინა. -ბოდავ. ნერვიულობის გადასაფარად ჭიქას ვიყუდებ და ყავის დიდ ყლუპს ვსვავ. ილია თვალებს აწვრილებს და ისე მიყურებს. -ხუთი თითივით გიცნობ ნისი, მოყევი რა მოხდა. -მართლა არაფერი, უბრალოდ ნენეს ვიტოვებ. -კარგი. ისე ამბობს, რომ ვხვდები ჩემი არ სჯერა , მაგრამ არც დამაძალებს რომ რაიმე ვთქვა. მეორეს მხრივ ზუსტად ის გამოხედვა აქვს როგორიც გუკასთან ჩემი შეხვედრების დროს ჰქონდა ხოლმე და მგონია რომ ფიქრობს მას შევხვდი ან დამეკონტაქტა. დაე იფიქროს, ვის ადარდებს?! -რა ხდებოდა ჩემი წამოსვლის მერე? -ერეკლე თითქმის მთელი ღამე უკრავდა რადგან მის შემდეგ გამომსვლელი დიჯეი არ მოვიდა, მერე ისიც დათვრა თანაც ძალიან და ლამის დაგვაყრუა როცა მიკროფონი შემთხვევით დინამიკებს გაარტყა. -ღმერთო. ნაძალადევად ვიცინი და ხელს პირზე ვიფარებ. გულში ვფიქრობ “ერთი ნაკანისაც-მეთქი”. ………………………………………. ილაის წასვლის შემდეგ ნენესთან ერთად დასაძინებლად ვწვები და ამის მეშვეობით თავს საშუალებას არ ვაძლევ რამე სტრესულზე ვიფიქრო, რადგან ეს ბავშვი ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია და არ შემიძლია ოდნავ მაინც ვაგრძნობინო რომ ცუდად ვარ. მერე ისიც ნერვიულობს ხოლმე. შეიძლება მისი წამოყვანის მიზეზი სწორედ ეს იყო, ზუსტად ვიცოდი რამდენიმე დღეში უკეთ ვიქნებოდი და სანამ ეს მხოდებოდა ,როგორმე თავი უნდა მეიძულებინა მომხდარზე და ნანახზე არ მეფიქრა. …………. მეორე დღიდან ნაკანის გაუთავებელი ზარები და ესემესები იწყება, რომელსაც ხმას ვუთიშავ და შესაბამისად წაუკითხავს ვტოვებ. კვირას ნენე სოსიკოსთან გამყავს და სახლში ვბრუნდები. მისული არ ვარ ბავშვები რომ მწერენ საღამოს ყველანი თაკოსთან ვიკრიბებითო. აზრი არ აქვს უარი რომ ვთქვა, ამიტომ ვემზადები და ილიას კარზე ვუკაკუნებ. მერე ორივენი ერთად მივდივართ გოგოსთან სახლში. მასთან ასულს ჩემი დაქალის სახლში თუ ერეკლე ნაკანი და მისი განუყრელი მეგობრები დამხვდებოდნენ რას ვიფიქრებდი. შესვლისთანავე ბიჭის ელფური ხმა მესმის და ადგილზე ვშეშდები. ილია მისაღებში შედის, მე კი უკან ვრჩები. ვერ ვმოძრაობ, გაქცევა , მისთვის თავის არიდება და საკთან ნაჭუწში გამოკეტვა მინდა. მინდა რომ უბრალოდ არსებობიდან გავაქრო, მაგრამ ხომ კარგად ვიცი რომ ამისთვის ყველაზე კარგი გზა საუაბრი იქნება. მაინც არ მინდა არც მისი დანახვა,არც ხმის გაგება, არც დალაპარაკება. მიდნა რომ შემეძლოს ჯადოსნური ჯოხი ავიქნიო და დავივიწყო რომ ოდესმე ჩემს ცხოვრებაში არსებობდა. თავადაც არ ვიცი ასეთი რეაქცია რატომ მაქვს ,როდესაც ჩვენ მხოლოდ პაემნებზე დავდიოდით. ნაკანს მოწვონდი, მაგრამ…ღმერთო მის გამართლებას ვცდილობ? მგონი არ ვარ ნორმალური. მესმის როგორ ახსენებენ ჩემს სახელს და მაშინვე რეალობას ვუბრუნდები. -ნისი სად დაკარგე? -უკან მოდიოდა. ნისი! -მოვდივარ, ორი წუთით. ქურთუკს იქვე ვკიდებ, ჩანთასაც და როგორღაც შეკოწიწებული ნერვებითა და თავდაჯერებულობით შევდივარ მეგობრის სასტუმრო ოთახში, რომელშიც ლამის გავიზარდე. მეგობრებს რიგ-რიგობით ვკოცნი და ერეკლეს მეგობრებს თავის დაქნევით ვესალმები. ბიჭი ფეხზე დგება რომ გადამკოცნოს და ისე მომესალმოს, როგორც ყოველთვის, მაგრამ მე გვერდს ვუქცევ და ილიას გვერდით, ჩემთვის ჩვეულად, სავარძლის სახელურზე ვჯდები. -რამ მოგაფიქრათ შეკრება ? -რავიცი აბა? ახალიწელი მე კი არ გამომიტოვებია. -ხო ნენე დამიტოვა სოსიკომ და წასვლა მომიწია. -როგორაა. თალია ღიმილით კიტხულობს, თან კიტას ეწებება მხარზე. პერიფერიული მხედველობით ვამჩნევ ადგილზე მილურსმულ, გაკვირვებულ ნაკანს , რომელიც ჩემი მოდმევნო სიტყვების შემდეგ თავის ძველ ადგილს უბრუნდება და ჯდება. -კარგად, სიმაღლეშია გაზრდილი და ენაც წაეზარდა აშკარად. სიცილით ვეუბნები. მთელი საღამო ნერვები კბილებით მიჭირავს რომ ნაკანს ყველანაირად ავერიდო, რამდენჯერაც რამის თქმას დააპირებს ჩემთვის ,იმდენჯერ ან რომელიმე მეგოაბრს ველაპარაკები ან ტელეფონს ჩავყურებ. რა თქმა უნდა ჩემებს ეს შეუმჩნევლად არ რჩებათ და თაკო მწერს, თან თვალებით ტელეფონზე მანიშნებს “რა ხდება?” “რა უნდა ხდებოდეს?” “უცნაურად იქცევი, თან ერეკლეს თავს არიდებ. რამე მხოდა და არ ვიცით ?” “არაფერი განსაკუთრებული.” ესემესის აპს ვხურავ და ტელეფონს ჯიბეში ვიდებ. ვცდილობ გავერკვე რაზე საუბრობენ დანარჩენები რომ მეც ჩავერთო, თუმცა კონცენტრირებას ვერ ვახერხებ. -ყავს დალევთ ვინმე? ფეხზე ვდგები და ბავშვებს ვუყურებ. უმრავლესობა თავს აქნევს, მხოლოდ თალია, კიტა და ერეკლე მთანხმდებიან. თავს ვაქნევ და თაკოს სამზარეულოში გავდივარ. როგორ მინდა რომ გაქცევა შემეძლოს. ალბათ ეს ყოველთვის ყველაზე იოლი გამოსავალია ხოლმე. ჩაიდანს გაზზე ვდგავ და საჯდომით ხის მაგიდას ვეყრდნობი, ორივე ხელის გულს სახეზე ვისმევ და ვოხრავ. ნაბიჯების ხმა რომ მესმის თითებს შორის სივრციდან გავყურებ კარს. ერეკლეა. რა თქმა უნდა ერეკლეა, სხვა ვინ იქნებოდა. -მეჩვენება თუ თავს მარიდებ? - შაქარი რამდენი გინდა? მის კითხვას ვაიგნორებ და კარადისკენ ჭიქების გადმოსაღებად მივდივარ, ნაკანი უკან მომყვება. კარადას რომ ვაღებ აწეული ხელით ხურავს და შეჯახების ხმაზე ვკრთები. ზურგსუკან ვუყურებ. -რა გინდა? -საუაბრი. -იქნებ გაიწიო და ნება მომცე რომ ჭიქები ავიღო. -ჯერ მითხარი რატომ მარიდებ თავს. -იმიტომ რომ ეგრე გადავწყვიტე- წარბებს მაღლა ვწევ და კარადის აკრს რომ ხელს არ უშვებს თავს ოდნავ გვერდზე ვხრი- ხომ არ შეწუხდები ხელი რომ გაწიო?! ჩემი ხმის ცივ ტემბრზე ნაკანი უგულოდ იხევს უკან . ჭიქებს , ყავასა და შაქარს ვიღებ. დახლზე ვაწყობ და “იმ საქმეს ვუდგები რომლის გასაკეთებლადაც გამოვედი”. -როდემდე უნდა მაიგნორო მაინტერესებს? წყალი რომ დუღდება და ვასხვა მერეღა მეუბნება. ორ ჭიქას ხელს ვკიდებ და მისკენ მიტრიალებისას მხრებს ვიჩეჩ. -სანამ მე შენს , შენ კი ჩემს შესახებ ყველა მოგონება არ გაგვიქრება, მერე იგნორად აღარ ჩაითვლება. ვუღიმი, მაგრამ კარგად ამჩნევს რომ ამ ღიმილში ბედნეირების ან სიამოვნების არცერთი წვეთი არ ურევია. ჭიქები გამაქვს და კიდევ ორისთვის უკან ვბრუნდები. ნაკანის მზერას მთელი საღამო ვგრძნობ, მანამ სანამ , სავარაუდოდ, ჩემი მეგობრების ჩაწყობით ოთახში ისევ მარტო არ ვრჩებით. ხელებგადაჯვარედინებული კედელს ეყრდნობა და მიყურებს. -რამე გეწყინა? -უნდა მწყენოდა? -არ ვიცი. -მაშინ არა. სახლში უნდა წავიდე. აღარასდროს შეხვედრამდე. ხელს ვუქნევ და კარისკენ მივდივარ. ნაკანი მეწევა, კარს ზუსტად ისე ადებს გაშლილ ხელისგულს, როგორც ეს სამზარეულოს კარადაზე გააკეთა. მის სხეულსა და აკრს შორის მოქცეული ვტრიალდები და თვალებში ვუყურებ. -გამიშვი! -არა! -ერეკლე. -ღმერთო , როგორც იქნა ჩემს სახელსაც ამბობ, მაგრამ არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს. წარბს მაღლა სწევს. -რა გინდა ჩემგან?! -მეგონა იცოდი. -ხო მეც მეგონა რომ ვიცოდი. -მართლა ვერ ვხვდები რა მოგივიდა? კოტემ მითხრა რომ ივენთზე რამდენიმე წუთით მოხვედი და გაიქეცი, რა მოხდა? -ანგარიში რატომ უნდა ჩაგაბარო. -ანგარიშის ჩაბარებას არ გთხოვ, უბრალოდ კითხვას გისმევ, რომელზეც პასუხის მიღების იმედი მაქვს. -თუ კარგად დაფიქრდები მიხვდები რაც მოხდა და რატომაც წამოვედი, იმასაც მიხვდები რატომ აღარ მინდა შენი ნახვა, მეტიც შენგან სიტყვის გაგონება, შენთან ლაპარაკი, შენგან ერთი პატარა ესემესის მიღებაც კი. -ამას მეუბნები ამდენდღიანი სრული იგნორის შემდეგ? მეტს არაფერს?! თავს ოდნავ აქნევს და თვალებში მაშტერდება, თითქოს რამის ამოკითხვას შეძლებდეს გარდა საშინელი იმედგაცრუებისა რომელსაც მის მიამრთ განვიცდი. -ხო, არ მინდა რომ გხედავდე. შენგან საერთოდ არაფერი მინდა. -გულწრფელად არ მესმის რა გაბრაზებს. რამდენი დღეა არ მინახიხარ და ახლა ისეთი ცივი ხარ თითქოს სრულიად სხვა ადამიანი დგას ჩემ წინ და არა ის ნისიმე რომელსაც რამდენიმე თვის წინ შევხვდი. - გილოცავ, ახალიც გაიცანი. არ მოგწონს? შეგიძლია ხელი გაწიო, აქედან წავა და გპირდები თვალით ვერასდროს ნახავ. -მაგრამ არ მინდა. -სამაგიეროდ მე მინდა. მის ხელს ჩემსას ვკიდებ და ვცდილობ გავწიო. არ გამომდის . -გამიშვი თორემ ვიყვირებ და ბავშვები გამოვლენ. ნაკანი ცოტახანს მიყურებს, მერე ხელს სწევს, მაგრამ კარიდან გავდივარ თუ არა მაშინვე კუდში მეკიდება და სადარბაზოსთან ჩასულს მაჯაში მწვდება. -იმის ღირსადაც რატო არ მთვლი რომ ვიცოდე რა დავაშავე? ტუჩებს ვკუმავ, თავს ვაქნევ და წარბებს მაღლა ვწევ, მერე სახეს რომ ვაწყნარებ ვუღიმი. -კარგი, გინდა იცოდე რა დააშავე?-თავს მიქნევს- გახსოვს ვამბობდი ცხოვრებაში ყველაფრის პატიება შემიძლია ღალატის ჩათვლით , მაგრამ ამისთვის საჭიროა საკმარისად მიყვარდეს თქო. ხო და აღმოჩნდა რომ ორითვე არ იყო იმდენი რომ საკმარისად შემყვარებოდი. იბნევა. ვიცინი. გაოცებული მიყურებს მე კი ისევ ვიცინი. -მართალია, კორპორატიულიდან მალე წამოვედი, ბარში გეძებე და ვერ გნახე, კოტემ და ლაშამ მითხრეს მეგობარი ნახა და სასაუბროდ არის გასულიო. გარეთ გამივედი და აბა გამოიცანი რა დავინახე ჩიხთან მდგგომმა, ხელში ტელეფონით, რომელზეც შენი ნომერი მქონდა აკრეფილი. ვერაფერს ამბობს. ვერც იტყვის. -ახლა ხვდები რატომ არ მინდა რომ გხედვადე?! ჯერ ვერცერთმა ადამიანმა ვერ მოახერხეთ რომ ისე შეგეყვარებინათ ჩემთვის თავი მსგავსი რამ მეპატიებინა. ალბათ ვერც ვერასდროს მოახერხებთ. ნაკანი ბლუყუნს იწყებს. -მე.. ნისიმე. -რა?არ გინდოდა?შეგაცდინეს? ბევრი დალიე და თავი ვერ გააკონტროლე? ერეკელ, როცა ვინმეს პაემნებზე ეპატიჟები სხვებს კუდში არ უნდა სდიო. იცი ყველაზე მეტად მტკივნეული რისი გააზრება იყო?- მუშტად შეკრულ ხელს ტუჩებთან ვიდებ- იმის რომ შეიძლებოდა ეს მე ვყოფილიყავი, რომ მე იქ ვიყავი, შენთვის, რომ მე მთელი ეს დრო სურვილით ვიწვოდი იგივე გამეკეთებინა , მაგრამ შენ სხვასთან წახვედი. გილოცავ, თუ რამე იყო შენში მოწონების ან სიყავრულის მსგავსი ჩემს მიამრთ მას სიცოცხლე მოუსპე. თავს ვაქნევ და სადარბაზოს გასასვლელისკენ მივდიავრ, ნაკანი მაჯაში მავლებს ხელს და წამით ვჩერდები, მერე , ისე რომ მისკენ აღარ ვიხედები, ხელს ძლიერად ვიქნევ და ვითავისუფლებ. სადარბაზოდან გამოვდიავრ და გაჩერებასთან ჩავდიავრ. ნაკანს კი იმ ბნელ სადარბაზოში ვტოვებ, სადაც პერიოდულად შუქი ინთება და ქვრება, მაგრამ მაინც საკამოდ ბნელა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


