შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 9 თავი


დღეს, 11:14
ავტორი ნეაკო
ნანახია 80

მაიას წასვლის შემდეგ, მარიამმა მტკიცედ გადაწყვიტა რომ გეგას განქროწინებაზე დალაპარაკებოდა, ამიტომ დედამთილს და მამათილს მასთან შეხვედრის ნებართვა სთხოვა.
-მისი ნახვა რატომ გინდა?-ეჭვნეულად ჰკითხა სოფომ რძალს როცა მაგიდასთან დასხდნენ სასაუზმოდ.
-რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვუთხრა!
-ორსულად ხარ?!
-უკაცრავად?
-გკითხე, ორსულად ხარ თუ არა-მეთქი?!
-ორსულად არ ვარ
-მაშინ გეგას ნახვა რატომ გინდა?
-როგორც უკვე გითხარით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვუთხრა!
-მაინც რა უნდა უთხრა? ის რომ მასთან ყოფნა აღარ გინდა?!
- ...
-და განქორწინება გინდა?- წამოენთო სოფო
- ...
-ხვდები მაინც რა შეიძლება მოყვეს ამ ამბავს?!
-ვხვდები!
-და მაინც გინდა რომ ამ თემაზე დაელაპარაკო? თან ციხეში?!
-მე უბრალოდ...- ტირილის ნოტებ შეპარული ხმით თქვა მარიამმა და მაშინვე გაჩუმდა რადგან კახას მრისხანე მზერას გადააწყდა რომელმაც მბრძანებლური ტონით უხრა
-განქორწინება დაივიწყე! უახლოესი 5 წლისა და 8 თვის განმავლობაში!
-შენ წახვედი! მაგრამ დაბრუნდი! ასე რომ... ახლა უკვე ვალდებული ხარ გეგას ღირსეული ცოლობა გაუწიო- კმაყოფილი ტონით უთხრა სოფომ რძალს და სიამაყით გახედა ქმარს.
-იქნებ... განქორწინება მასაც უნდა ამაზე არ გიფიქრიათ?!- არ ნებდებოდა მარიამი
-არ უნდა!- დარწმუნებით უთხრა კახამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- ზუსტად ვიცი! ასე რომ განქორწინებაზე ფიქრი შეწყვიტე! გესმის რას გეუბნები?!
-მესმის- ნაწყენი ტონით უთხრა მარიამმა და მორიდებით თავი დახარა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ისევ კახას მშვიდმა ხმმა დაარღვია
-დღეს ძალიან ბევრი საქმა მაქვს ამიტომ გვიან დავბრუნდები, მომწერეთ რამე თუ დაგჭირდებათ...
-კარგი საყვარელო-ღიმილით უთხრა სოფომ ქამრს და რაღაც ანიშნა. კახამ მაშინვე საფულე გახსნა და ასლარიანების დასტა ამოიღო
-ეს საერთო ფულია- უმისამართოდ თქვა და ტელევიზორის მაგიდის ზედა უჯრაში დემოსტრაციულად ჩადო- ისე გამოყენეთ როგორც საჭიროდ ჩათვლით- სწრაფად მიაყოლა მერე კი ცოლს ტუჩებში აკოცა და წავიდა.

საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა მარიამს, როცა გეგა დაინახა, რომელიც ჩვეული გულგრილობით მიუახლოვდა მაგიდას და სკამზე მოღუშული სახით ჩამოჯდა.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მოულოდნელად გეგას მშვიდმა ხმამ დაარღვია:
-არ მკითხავ როგორ ვარ მარიამ?
- ...
-ესე იგი ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ, იმის მიუხედავად რომ ჩვენი ბოლო შეხვედრიდან თვეზე მეტი გავიდა!
-...
-მარიამ!
-...
-არაფერს მეტყვი?
-...
-მაშინ რატომ მოხვედი?!
-...
-გინდოდა გენახა როგორ საცოდავად გამოვიყურები აქ, ციხის ნესტიან, ცივ და ბნელ კედლებში?
-ცდები!- დაუფიქრებლად უპასუხა მარიამმა და წამიერად მზერა გაუსწორა
-დარწმუნებული ხარ?
-შენ როგორ ფიქრობ?
-
-




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent