შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 2


გუშინ, 20:17
ავტორი Viva la vida
ნანახია 72

ქორწილის დღე მალევე მოვიდა. შაბათს საღამოს პირდაპირ ქორწილში ვაპირებდით წასვლას. ჯვრისწერა და ტრადიციული ქორწილი თავისი ბიძიებით, მამიდებითა და პატარა ბავშვებით წინა კვირას ჰქონდათ, ამიტომ ის საღამო უბრალოდ ახალგაზრდული შეკრებასავით გამოდიოდა, ჩვენებურად რომ მიგველოცა ვახოსა და ელენესთვის.
    იმ რესტორანში ყველაფერი ჩემი გემოვნებით მოვაწყვე. ბოლო დროს თბილი ამინდები იყო და არ მინდოდა მთელი საღამო დარბაზში გაგვეტარებინა. სწორედ ამიტომ, რესტორნის უკანა ეზო ვიქირავეთ თავისი მუსიკითა და ბარმენით. მთელს ბაღში ოციოდე მაღალი, თეთრი შროშანებით მორთული  მაგიდა გავანაწილეთ ისე, რომ ცენტრში საცეკვაო სივრცე დაგვეტოვებინა.  ეზოს მარცხენა მხარეს დიდი მაგიდა იდგა სხვადასხვა დელიკატესითა და სასმლით, მეორე მხარეს კი ბარის დახლი, ორიოდე სავარძელი და მუსიკა განვათავსეთ.. ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი და იქაურობას მხოლოდ ხალხიღა აკლდა.
     შეკრება ექვს საათზე დავთქვით, თუმცა როგორც საღამოს ორგანიზატორს მინდოდა ცოტა ადრე მივსულიყავი იქ. ამიტომ ჯაბა გავაფრთხილე, ხუთზე გამოევლო და გამზადება დავიწყე. ორი დღის წინ ნაყიდი შავი კაბა და შავი ფეხსაცმელი მეცვა, ოქროსფერი აქსესიუარებითა და ამავე ფერის ხელჩანთით. თმა კი უბრალოდ ავიწიე და სხვათაშორის, ძალიანაც მომიხდა.
- თვალისმომჭრელი ხარ! - ჩემკენ წამოვიდა მანქანაზე აყუდებული ჯაბა, რომელიც ჩვეულებრივი სამოსით იყო მოსული.
- მაინც არ მოდიხარ, ჰო? - ხელები ჩამოვუშვი.
- თუ დაგჭირდები ხომ იცი, წამში გავჩნდები იქ, მაგრამ... - მაინც დაიძვრინა თავი. გავუღიმე, კარგი მეთქი, თუმცა გული მწყდებოდა, რომ მის ჩემი სამეგობროს ნაწილად ქცევას ვერ ვახერხებდი.
    ჯაბა ზედმეტად ინტროვერტი იყო და ხალხმრავლობას ვერ იტანდა. მე მაინც ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა, თუ ახალ მეგორებს შეიძენდა. ყოველ ჯერზე კი მისი პასუხი სამი სიტყვით შემოიფარგლებოდა: ,,ასეც კარგად ვარ”. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბას ყველა დაუსწრებლად იცნობდა, პირადად ნანახი არავის ჰყავდა. მე კი, მართალია,  მის მარტოსულობაზე ცოტათი ვნერვიულობდი, მაგრამ გულის სიღრმეში თითქოს მიხაროდა კიდეც, რომ მისი სახით ,,იდუმალი მეგობარი” მყავდა...ვიღაც, ვინც ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და მხარს მიჭერდა.
    სანამ გზაში ვიყავით ბევრი ვიხალისეთ. საცობი იყო, ამიტომ ცოტა დაგვაგვიანდა და დანიშნულების ადგილას სასურველ დროს ვერ მივედი. ჯაბამ საშუალება არ მომცა მომეწინა და ჩემი საყვარელი მუსიკა ჩართო. იცოდა, მუსიკა ყოველთვის კარგად რომ მოქმედებდა ჩემზე.
      ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ. გამაფრთხილა, წამოსვლას რომ დააპირებ დამირეკეო და წავიდა.
- მოვედი... სად ხართ? - მისვლისთანავე მივწერე გიორგის. ვერ ვითმენდი, იმდენად მიანტერსებდა, როგორ გამოიყურებოდა.
- მე ბართან ვზივარ, ჩემი კლასელი ვნახე და მას ვესაუბრებოდი, დანარჩენები არ ვიცი, აქვე იქნებიან.
- რას იტყვი, მოგწონს აქაურობა?
- სადაც შენ ხარ, ყველაფერი ლამაზია! აქედან გხედავ... - კომპლიმენტები ყოველთვის მზად ჰქონდა.
- აი მე ვერ გხედავ, თუმცა დარწმუნებული ვარ,შენც კარგად გამოიყურები, გიორგი! - მეც ავყევი. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი. საკმარისი იყო, მისი სილუეტი  დამენახა, ყველაფერი მავიწყდებოდა. ბავშვობიდან მოყოლებული ასე ვიყავი. გიორგისადმი ყოველთვის მქონდა გრძნობები და ეს დროთა განმავლობაში უფროდაუფრო ძლიერდებოდა. თავად ვერაფერს ხვდებოდა, ან ხვდებოდა და არ იმჩნევდა. მე კი მეშინოდა, რომ თუ ამის შესახებ ვეტყოდი, ჩვენი მეგობრობა დასრულდებოდა, ამიტომ ვერაფერს ვეუბნებოდი. თამო კი სულ დამცინოდა, გიორგის სიყვარულმა გამოგაშტერაო... ასე იყო თუ ისე, მაინც ვერაფერს ვუხერხებდი იმ გრძნობას, გიორგის დანახვისას რომ მეუფლებოდა.
- დღეს ჩემი ახალი შეყვარებული მოვა, მინდა გაგაცნოთ. როგორც კი მოვა, მოგწერთ შენ და თამოს :) -  მომწერა ბოლოს.
-  ახალი შეყვარებული?! - მაინც მოახერხა ყველაფერი გაეფუჭებინა.
- ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს, ბოლო კურზეა, ნინა ჩაჩუა...სამსახურში გავიცანი ჩემთან.
ამ ,,მოულოდნელმა’’ ამბავმა საbოლოოდ გამიფუჭა ხასიათი. რამდენადაც შეყვარებული ვიყავი, იმდენად მძულდა გიორგის ეს ვერსია. ვერ ვიგებდი, როგორ შეეძლო ურთიერთობების მოკლე პერიოდებში დაწყება და დასრულება. მისი ასეთი საქციელები ყოველ ჯერზე მიცვლიდა მასზე წარმოდგენას, თუმცა როგორც უკვე მიხვდებოდით, გამოსაფხიზლებლად საკმარისი არ იყო.
    იმ წამს იმდენად შემაწუხა ყველაფერმა - ცალკე ახალმა ამბავმა, ცალკე მისმა ფეხებზე ხასიათმა და ცალკე საკუთარმა გრძნობებმა,  ვხვდებოდი, სულ ცოტა მაკლდა ასტირელად. ამიტომ რაც კი ყველაზე მწარე სასმელი მომხვდა ხელში, მიყოლებით გამოვცალე რამდენიმე ჭიქა.  გამიმართლა, რომ ტრადიციული ქორწილი არ იყო და ბიძიები და მამიდები არ იყვნენ იმის შემსწრე, თუ როგორ თავაშვებულად სვამდა დიდი ლაშა ცინდელიანის ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც ქორწილში მშობლების გარეშე მივიდა. ეს კი იმიტომ, რომ მშობლები არ ჰყავდა!
იქ ყველა ახალგაზრდა იყო, ამიტომ სხვისი აზრი არ მაინტერესებდა.       
   კლასიკური მუსიკისა და მოცეკვავე წყვილების ფონზე, სასმლით ხელში, მარტო ვიდექი ჩემს მაგიდასთან, მშვიდად ვცლიდი, ღმერთმა უწყის, მერამდენე ჭიქას, უცებ წელზე ვიღაცის ხელი რომ ვიგრძენი.  ვერც კი მივხვდი, ისე აღმოვჩნდი სცენის ცენტრში. წამით თავბრუ დამეხვა და თვალი ვერ გავახილე, მაგრამ როგორც კი ნაცნობი, ცოტათი ღრმა და სარკაზმის მატარებელი ხმა გავიგონე, თავბრუსხვევა სულ გადამავიწყდა და თვალები ვჭყიტე.
- როგორი არ წარმომედგინა შენთან კვლავ შეხვედრა, მაგრამ ასეთი? - ზუსტად იგივე კითხვა მაწუხებდა იმ მომენტში მეც. როგორი არ წარმომედგინა დღეს მასთან შეხვედრა და კომუნიკაცია, მაგრამ ასეთი? პირდაპირ სცენაზე და თან ცეკვის დროს?! გიორგის გადამკიდე სულ გადამავიწყდა ის უცნობიც რომ იქ იქნებოდა.
- არა,ნამდვილად ბევრი მომივიდა! -  გავიფიქრე და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, ხელში ვწვდი და წელიდან მოშორება დავაპირე. მეორე წამს კი გიორგის წარბაწეული მზერა რომ შევნიშნე ამ ტიპის ფონზე, მის ხელს შევეშვი და ავყევი. ნასვამის კვალობაზე, მაინც მოვახერხე ერთი რამ გამეთვალა. გიორგი მიხვდებოდა, რომ ეს ჩემი სურვილით ხდებოდა (რაც იშვიათი შემთხვევაა) და მის და ამ ტიპის ჩხუბს ავიცილებდი თავიდან. საღამოც არ გაფუჭდებოდა.
-  ორი დღის წინაც ეს გოგო მეტლიკინებოდა? - გაკვირვებულმა  ამხედ-ჩამხედა.
- მზერა გაასწორე! - არ შევარჩინე - ახლა აქ მხოლოდ ერთია, ვინც ტლიკინებს და საკადრისსაც მიიღებს! - წარბი შევკარი.
- აქ რას აკეთებ? - ველოდი ამ კითხვას - არ მითხრა, რომ ჩემ გამო მოხვედი! - ძალზე თავდაჯერებული იყო - კარგი, მითხარი რამდენი ჯდება შენი მანქანის შეკეთება...თუ ასე უნდა მდიო ყველგან, მირჩევნია თავად გავაკეთო!
- გაგიკვირდება და მეც იგივე შეკითხვა მაქვს, რა ჯანდაბა გინდა აქ?! - ისე გავაზვიადე, მეც კი დავიჯერე, რომ წარმოდგენა არ მქონდა მისი იქ ყოფნის შესახებ. -  ჩემი მანქანა უკვე პროფილაქტიკაშია, თანაც შენისთანა თვითკმაყოფილი იდიოტის ფული არაფერში მჭირდება!
- ყველასთან ასეთი ცივი და უხეში ხარ?
- ვისთან როგორ... - გავუღიმე - ახლა მუსიკა დამთავრდება, შენ კი ისე მოიქცევი, თითქოს ვერ მცედავ, გაიგე? ახლა შენთან კონტაქტი უკანასკნელია, რაც მინდა! - ამასობაში მუსიკაც დამთავრდა. მისი ხელი მოვიშორე, წავედი და ბართან ახლოს დივანზე დავჯექი.
- უკანასკნელი კი არა, შენთან შეხვედრა და მით უმეტეს, შენთან ცეკვა საერთოდ არ იყოს ჩემს დღევანდელ გეგმაში, პატარა მეტიჩარა გოგოვ! - უკან გამომყვა და გვერდით მომიჯდა. კიდევ რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ მისთვის ყურადღება დიდად აღარ მიმიქცევია. იმ წამს ჩემი გონება გიორგის გარშემო დაქროდა. - პასუხს რატომ არ მცემ, როცა გელაპარაკები? - დაიგნორების გამო პრეტენზიას გამოთქვამდა.
- ალბათ არ მესმის... - გადავძახე სასხვათაშორისოდ და ამოვიოხრე.
- გვერდით მაინც არ გეჯდე, სირცხვილია! - არ ჩუმდებოდა.
- განგიმარტავ...იმიტომ არ მესმის, რომ არ მინდა! - მისკენ შევბრუნდი - და თუ ის ბედნიერება მხვდა წილად, რომ შენს გეგმებში საერთოდ არ შევდივარ, იქნებ რამე გასართობი მონახოთ, ბატონო... - ავხედ-ჩავხედე.
- დემეტრე. დემეტრე ლორთქიფ... -
- რა მნიშვნელობა აქვს, დემეტრე. - გავაწყვეტინე -  დღეს უკვე საკმარისად გამიფუჭეს ხასიათი და არ ვაპირებ ეს კიდევ დავუშვა!  - მივუგე უცებ და ავდექი - იმედი მაქვს აღარასოდეს შევხვდებით...
- აქამდე როგორ ვერ მივხვდი?! - უკნიდან მომაძახა და ხმის ინტონაციაზეც კი მივხვდი, ცალყბად რომ ჩაიცინა - შეყვარებული ჰყავს, არა? - ამის გაგონებაზე კიდევ ერთხელ გავიაზრე, რა საცოდავი ვიყავი. ამ სიტყვების მისგან მოსმენისას უფრო მეტკინა გული, ვიდრე მაშინ, როცა ეს ამბავი თავად გიორგისაგან გავიგე.
- გილოცავ, მაინც მოახერხე ჩემი ისედაც ცუდი დღე კატასტროფად გექცია! შეგიძლია დატკბე. - შევრუნდი, ჩემი მაგიდიდან ჩანთა ავიღე და წასვლა დავაპირე. უკვე გვიანი იყო, თუმცა დანარჩენები იმდენად კარგად ერთობოდნენ, მეეჭვებოდა, ვინმეს ჩემი არყოფნა შეემჩნია. არც არავინ გამიფრთხილებია. ჯაბას მივწერე, თუ შეგიძლია, რესტორანთან, გზა გასაყარზე დამხვდი, მეთქი და ფეხით გამოვუყევი ქუჩას.
   ადრე გაზაფხული იყო, ამიტომ ღამით ცოტა გრილოდა. მოსაცმელი არ მქონდა, თუმცა სიგრილეს არც შევუწუხებივარ. იმდენი სასმლისა და სიბრაზისგან ერთიანად ვიყავი გახურებული  და ნიავი რომ ვიგრძენი მესიამუვნა კიდეც.
- ამ შუაღამით ასეთი ლამაზი გოგო ქუჩაში რას აკეთებს? - ჩანელებული ქუჩის კუთხიდან მომესმა ხმა.
-  ამ ღამით მარტო, თანაც ფეხით სად ჯანდაბაში მიდიხარ?  - უკნიდან მომესმა დემეტრეს ხმა, მაგრამ მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. რატოღაც იმ კუთხეს ვერ მოვაშორე თვალი.
- მისმენ საერთოდ? - მკლავში  ჩამავლო ხელი.
- მე ასე არ მოვიქცეოდი ასეთ ლამაზ ქალთან... - ისევ გაისმა ხმა და დავინახე ჩაბნელებული კუთხიდან წელში მოხრილი, გამხდარი და წვერიანი კაცი რომ გამოვიდა. იმდენად საშინელი შესახედაობის იყო, მისი დანახვის წუთიდან უარყოფითი ენერგიით ავივსე.
- შენ ვინღა ჯანდაბა ხარ? - იკითხა დაბნეულმა დემეტრემ ისე, რომ ხელი არ გაუშვია.
- ვინც არ უნდა ვიყო მე, ეს იმას არ ცვლის, რომ ახლახანს დღევანდელი გასართობი წამართვი, იდიოტო! -  წარბშეკრულს მიუახლოვდა უცნობი და ჯიბიდან რაღაც ბასრი ამოიღო. გაგონილს არ ვუჯერებდი. მიკვირდა, ასეთი არაკაცები კიდევ რომ არსებობდნენ. ყველაზე მეტად კი ის მაგიჟებდა, თავისუფლად რომ დაძრწოდნენ ქუჩებში.
- გასართობი?! - ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არავის მოუყენებია - შენ მე ვინ გგონივარ?  პატარა, საცოდავი გოგო ხომ არა? - დაუფიქრებლად წავიწიე წინ და რატომღაც სულ არ მიფიქრია იმ შესაძლო საფრთხეზე, მისგან რომ მელოდა. ხომ შეიძლებოდა ის ბასრი რამ ჩემთვის დაერტყა და წამში დაესრულებინა ჩემი სიცოცხლეც? - როგორ ბედავ?!  - ახლოს მივედი და მუხლი ფეხებშუა ამოვარტყი. თავისი ისედან უშნო სახე კიდევ უფრო დამანჭა და ჩაიკეცა.
- რას აკეთებ გაგიჟდი? - უკნიდან წელზე მწვდა დემეტრე და ცალი მკლავით გამათრია უკან. - გაჩერდი! - გამაფრთხილა და უცნობისკენ წაიწია, რაღაც ჩასჩურჩულა, მერე კი ისეთი სახით შეხედა იმ არარაობას, წამში მოკურცხლა იქიდან.
- შენ რა უფლებით მეხები? შენც ხომ არ გინდა იგივე გაგიკეთო? - ახლა მისკენ წავიწიე.
- დამშვიდდი, გაიგე? - ჩემს გაბრაზებაზე რომ ეღიმებოდა, ეს კიდევ უფრო მაცოფებდა - მოდი სახლში წაგიყვან, კარგი?
- შემეშვი - ხელით ვანიშნე ახლოს არ მოხვიდე მეთქი და ზურგიდან მომავალ სინათლეს გავხედე. - შეგიძლია დაბრუნდე და სხვებსაც გაუფუჭო განწყობა! - მერე მანქანაში ჩავჯექი და იქაურობას გავეცალე.
 



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგია👍და გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent