შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 4


გუშინ, 22:22
ავტორი Viva la vida
ნანახია 80

გამოფენამდე კიდევ დღენახევარი რჩებოდა. უკვე ვეღარ ვითმენდი. იმდენად მინდოდა საზოგადოებას ჩემი შემოქმედება ენახა, ადგილს ვეღარ ვპოულობდი. ეს ჩემი რიგით მეორე გამოფენა იყო. პირველისგან განსხვავებით, მეორეს შედარებით უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. დაახლოებით ას ოცდაათამდე ნამუშევარი მქონდა გამზადებული საგამოფენოდ, რისთვისაც დიდი დარბაზი ვიქირავე და ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ჩემი ხელით გავაკეთე. პატარა ბავშვივით მიხაროდა ჩემს ნამუშევრებს, უფრო სწორად, მთელ ჩემს სამყაროს ამდენი ადამიანი რომ ნახავდა და შეაფასებდა. 
ათასჯერ მაინც გავაუთოვე ჩემი სმოკინგი. სამჯერ მივიღე შხაპი, მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს მაინც იგივე უნდა გამეკეთებინა. ბოლოს რომ ვეღარ მოვისვენე, გადავწყვიტე თამოსთან წავსულიყავი. გულსაც გადავაყოლებდი და დროსაც ადვილად მოვკლავდი. თამოსთან ჭორაობაში დრო ყოველთვის უცებ გადიოდა. იმდენად შორს შეგვეძლო საუბარში წასვლა, რომ თავდაპირველი საკითხი აღარც კი გვახსოვდა, ხოლმე.
- შენი მეგობრებიდან ვინ მოდის?
- რას ჰქვია, ჩემი მეგობრები? - წარბაწეულმა გავხედე სარკასტული ღიმილით.
- რავიცი...ხომ გყავს კიდევ რამდენიმე მეგობარი? მაინტერესებს წამოვლენ თუ არა, რომ ბოლოსდაბოლოს ვეღირსო მათთან შეხვედრას! - ყავა მომაწოდა და წინ დამიჯდა.
- ჯერ ერთი, მეგობრები არა, მეგობარი; მეორეც, მას ჯაბა ჰქვია და ხალხმრავლობა, ოფიციალური ღინისძიებები და ზოგადად, სიახლეები არ უყვარს... - ყავა მოვსვი - და მესამეც, რაღაც დროით ქალაქში არ იქნება და შესაბამისად ,,ვერ ეღირსები” მასთან შეხვედრას.
- რაც არის! - უკმაყოფილოდ შემომხედა - თითქოს ძალიან მაინტერესებდეს! - ჩაილაპარაკა.
- დიახაც, რომ გაინტერესებს! - დავცინე.
- ... - პასუხად უსიამუვნო მზერა მივიღე.
       თამო ყოველთვის ასეთი იყო. ძალიან პატარა რაღაცების დამახსოვრება და წამოძახება იცოდა. არ მოსწონდა ფაქტი, რომ შეიძლებოდა მასზე ახლოს მყოლოდა ვიღაც, თუნდაც საპირისპირო სქესის. მას არ სჯეროდა მოსაზრების, რომ ადამიანს შეიძლება საპირისპირო სქესის საუკეთესო მეგობარი ჰყავდეს და ვერ ეგუებოდა ჩემს ცხოვრებაში ჯაბას არსებობას. ყველაზე მეტად კი მაინც იმაზე გიჟდებოდა, რომ მას არ იცნობდა.
- ვაჟბატონი თუ მოდის? - იკითხა უცებ.
- მგონი.
- მგონი? - ჩაეცინა - გამოფენაზეც თუ არ წამოვიდა სჯობს საბოლოოდ გადაუსვა ხაზი! დიდი და მსხვილი ხაზი! - გაბრაზდა.
- არ ვიცი, ასე მითხრა, ნინას მეგობრის დაბადების დღეა და დამპატიჟესო... - მხრები ავიჩეჩე - მაგრამ...თუ მართლა არ წამოვა, ძალიან მეწყინება.
- მეწყინება კი არა, შენს ადგილას რომ ვიყო, ცხოვრებიდან ამოვშლიდი!
- მადლობა ღმერთს, რომ არ გგავარ! - ინსტიქტურად ზემოთ ავიხედე - არ მესმის რა ემართება! ნუთუ ამდენად დააბრმავა იმ გოგომ?!
- მაგას სერიოზულად კითხულობ? ვერ ხედავ? რაც იმ გოგოსთან შეხვედრა დაიწყო, სულ გამოშტერდა, საკუთარ თავს კი არა, არაფერს აღარ ჰგავს! ის გოგო კიდევ ნამდვილი გველის წიწილაა!
- ასეც ნუ გააზვიადებ... - არ მომწონდა ჩემი თანდასწრებით იმ ადამიანზე რომ ლაპარაკობდა ასე, ვისაც არ ვიცნობდი.
- რა?! - ხელები გამომიშალა - ძალიან მშურს შენი, რომ არ იცნობ!
- მართალია, პოტენციურად ჩემი მეტოქეა, თუმცა მაინც არ უნდა საუბრობდე ასე.
- შენ ყოველთვის ასე ამბობ, მაგრამ როცა გაიცნობ, მერე მიხვდები რასაც ვამბობდი. მაინც ისე გააკეთებს, რომ გიორგი თავისთან წაიყვანოს.
- მაშინ მასაც დავპატიჟებ! - ამის გამონება იყო და თამოს ხველება აუტყდა.
- დებილი ხარ? - ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა - სულ გაგიჟდი? როგორ შე -
- ვიხუმრე. - მივუგე მომღიმარმა და მშვიდად მოვსვი ჩემი ყავა. თამოს კი, რომელიც თითქმის აფეთქდა, თვალი ათამაშებოდა და უსიტყვოდ მომშტერებოდა.


***

- დღეს გცალია? - დილიდანვე დავურეკე გიორგის. გასაკვირი არ იყო, რომ ყველაზე მეტად გიორგი მინდოდა მოსულიყო. ყოველთვის განსხვავებულად უყურებდა ჩემს შემოქმედებას და ამის გამო ის კიდევ უფრო მიყვარდა.
- კი, საღამოს მოგაკითხავ და ერთად წავიდეთ.
- მერე ნინას რა ეშველება? - ვიკითხე სარკასტულად. ძალიან მაღიზიანებდა ნინას მიჯაჭვულობა გიორგიზე. ის კი ერთადერთი იყო, ვინც ვერ ხვდებოდა, მასთან ურთიერთობის პერიოდში სამეგობროს რომ ჩამოშორდა.
- ნინას მისი მეგობრის დაბადების დღეზე წავიყვან და მერე იქიდან პირდაპირ შენთან მოვალ. - მითხრა და მალევე გამითიშა.
        გამზადება დავიწყე. მინდოდა განსხვავებულად, მსუბუქად და თან ლამაზად ჩამეცვა. ამიტომ ჯინსის სმოკინგი შევარჩიე. შიგნიდან თეთრი პერანგი მეცვა საშუალო სიგრძის სახელურებით, ფეხზე შავი მაღალქუსლიანი. თმა დავიწენი და გვირგვინივით შემოვავლე ჩემს თავის ქალას. ადგილ-ადგილ კი კულულები ჩამოვუშვი. ამ ყველაფერს კი ვერცხლისფერი აქსესუარები შევუხამე და ჩემი საყვარელი სუნამოც მივიპკურე. 
      გავემზადე და მისაღებში ფანჯარასთან მოვკალათდი. ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა ნაცნობი თეთრი ფერის მანქანა. შვიდის ნახვარი ხდებოდა. გამოფენა რვის ნახევარზე იყო, ამიტომ როგორც გამოფენის ორგანიზატორსა და ცალკე როგორც უკვე აღიარეულ მხატვარს, დარბაზში ყოფნა შვიდისთვის მევალებოდა. ცოტახანს კიდევ მოვიცადე, მაგრამ ბოლოს მაინც რომ არ გამოჩნდა, დავურეკე. ერთხელ, ორჯერ...სამჯერ. არ მპასუხობდა. ერთი მხრივ, ვფიქრობდი, რომ ვერ მოიცალა და პირდაპირ იქ, დარბაზში მოვიდოდა. მეორე მხრივ კი, ვნერვიულობდი, რამე ხომ არ დაემართა, მეთქი. ბოლოს, როცა მივხვდი რომ ვაგვიანებდი, თამოს გავუარე და ერთად წავედით.
- გიორგის არ უნდა გამოევლო? - იკითხა თამომ დიდხნიანი დუმილის შემდეგ.
- ... - გული ძალიან მწყდებოდა, რომ ერთად ვერ წავედით. მართალია, მისთვის სულ ერთი იყო, მაგრამ ჩემთვის ასე არ იყო.
- ნერვებს მიშლის.
- თავი დაანებე..იქნებ რა უჭირს? იქნებ რამე მ..-
- ნინა და მისი ცირკები მოხდა, ლიკა! - გამაწყვეტინა. ვერ აიტანა მისი დაცვა რომ დავიწყე - სულ წავიდა ხელიდან ეგ ბიჭი! ასე ქალმა როგორ უნდა გამოგაშტეროს?
- დამშვიდდი და ნუ ყვირი, სირცხვილია! - გავხედე ტაქსის მძღოლს.
- კარგი... - ამოიოხრა - მოდი გავმხიარულდეთ. დღეს შენი დღეა და გიორგის და მით უმეტეს, ვიღაც ნინას ამ დღის გაფუჭების უფლება არ უნდა მისცე. -  მეც გავუღიმე და ვეცადე ყურადღება ღონისძიებაზე გადამეტანა. მაგრამ იმედს ვიტოვებდი, რომ გიორგი დაბრაზში მაინც მოვიდოდა, ყველაფრის მიუხედავად.
      გამოფენაზე იმაზე მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ველოდი: მწერლები, მსახიობები, ერთი ორი ჟურნალისტი და რამდენიმე სამთავრობო პირის მეუღლეც...რომ აღარაფერი ვთქვა მეგობრებზე, მეგობრების მეგობრებზე და ახლობლებზე. იქაურობა ზღაპარს ჰგავდა. ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, მეც კი რომ არ წარმომედგინა.
მოუხედავად იმდენი ნაცნობისა, ისეთი კარგი სიტუაციისა, თვალი მაინც სულ გასასვლელისკენ მეჭირა იმედით, რომ საღამოს ბოლომდე გიორგიც გამოჩნდებოდა. ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ახალი შემოვიდოდა და ის გიორგი არ აღმოჩნდებოდა, იმედი მიცრუვდებოდა, უფრო მეტად ვბრაზდებოდი და უფრო მეტად მწყინდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ისევ დავურეკე.
- ხო ლიკ - როგორც იქნა კონტაქტზე გამოვიდა. ხმაზევე მივხვდი, ნასვამი რომ იყო.
- ნასვამი ხარ? - პასუხს არ დაველოდე - მეგონა გამოფენაზე გვიან მაინც მოხვიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე აქ უნდა ყოფილიყავი!
- აუუ, სულ დამავიწყდა! ნინას მეგობრის დაბადების დღეა და... - აღარ გავაგრძელებინე, გავუთიშე და გარეთ გავედი. ცრემლს ძლივს ვიკავებდი. არ მინდოდა მეტირა და ეს საღამო მის გამო გამეფუჭებინა. არ მინდოდა, რომ ისევ მეტირა, ისევ მის გამო, ღმერთმა უწყის, მერამდენედ...ცოტახანს გარეთ დავრჩი. აპრილის კვალობაზე საკმაოდ სუსხიანი ამინდი იყო და შემცივდა, მაგრამ ემოციებისაგან ერთიანად გახურებულს სიცივე ისე მსიამვნებდა, როგორც სიცივისაგან გაყინულ ადამიანს თბილ სახლში შესვლა და ბუხრის წინ ჩამოჯდომა.
მერე შიგნით შევედი და ყურადღება სტუმრებზე გადავიტანე. თითქმის ასე ვიყავი მთელი საღამო. აღარ ვფიქრობდი იმაზე, რომ გიორგიმ ჩემთან ერთად ყოფნას, სრულიად უცნობი ადამიანის დაბადების დღეზე ყოფნა არჩია. ჩემს ერთ ცრემლსაც კი არ იმსახურებდა. იმდენად გარაზებული და ნაწყენი ვიყავი, არანაირი სურვილი არ მქონდა, თუნდაც წამით დამენახა.
- ლიკა, კარგად ხარ? - მსუბუქი შეხება ვიგრძენი და უცებ ჩემ გვერდით ნატა რომ დავინახე, რაღაც ქაღაქდით ხელში, შევხტი.
- კი, რა ხდება?
- აი ამაზე უნდა მოაწერო ხელი... - საბანკო ჩეკის ფურცელი აღმოჩნდა, ვინმე დემეტრე ლორთქიფანიძისგან. ნახატს ყიდულობდა სახელად ,,სახლი", რომელიც გადატანითი მნიშვნელობის სახელი იყო და, რეალურად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებდა ჩემთვის. ის ვიღაც კი ამ ნამუშევარში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიდა. იქიდან გამომდინარე, რომ გამოფენებიდან შემოსულ თანხებს, ძირითადად, ბავშვთა სახლებს ვუნაწილებ ხოლმე, ამდენი ნულის დანახვისას ისე მოვაწერე ჩეკს ხელი, არც კი დავფიქრებულვარ,  ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პიროვნება, რომლის სახელიც ასე მეცნობოდა...ჩეკი რომ დავიტოვე და ნახატის გაყიდვა გავაფორმეთ, მერე მივხვდი მის სავარაუდო ვინაობას და ისე დამცხა, თითქოს რაღაც გამოუსწორებელი ჩავიდინე. 
თავიდან აბსურდად მივიჩნიე, რაღა მაინდამაინც ეგ იქნება, მეთქი. თუმცა გულმა არ მომითმინა და გადასამოწმებლად მთელი დარბაზი მოვიარე. ვერაფრით ვიპოვნე.  ბოლოს კი სწორედ მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ ნამდვილად სხვა პიროვნებაზე იყო საუბარი და კმაყოფილმა ჩემს ადგილას წასვლა დავაპირე, ვერც კი დავინახე, ისე შევეჯახე  ნაცნობი გარეგნობის მამაკაცს ალაფურშეტის მაგიდასთან.
         გაკვირვებული მივჩერებოდი ჩემ წინ მდგარ არც თუ ისე სასიამუვნო ნაცნობს, რომელიც წარმოდგენა არ მქონდა, საიდან მოხვდა ჩემს გამოფენაზე. ბრაზისგან ხმა ვერ ამოვიღე.  მერე კი პირველი, რაც მის სახეზე შევნიშნე, ისტერიული სიცილი იყო და რატომღაც სულაც არ მოერიდა, დაინტერსებულიყო,  რა "ჯანდაბას" ვაკეთებდი იქ... საკუთარ გამოფენაზე!
- ჰაჰ! - დამცინავი მზერით შევხედე - ნეტავ რას აკეთებს ხალხი საკუთარ გამოფენაზე?! ნეტავ, რას? - მხრები ავიჩეჩე და ისე მივმართე გვერდით მდგომ არარსებულ არსებას, თითქოს მისგან ველოდი პასუხს - მე კი არა, შენ რა გესაქმება აქ?!
- მოიცა, მოიცა, მოიცა.... - გარშემო მიმოიხედა - ეს... და შენი გამოფენა... - და ეს კითვა არ ყოფილა.  გაკვირვებული იყურებოდა გარშემო.
- რა არის ისეთი გასაკვირი, ბაყაყივით რომ გადმოკარკლე თვალები?! რამდენი ლიკა ცინდელიანი დადის ქალაქში და რამდენ მათგანს აქვს მაინდამაინც დღეს, მაინცდამაინც აქ ნახატების გამოფენა?! - ღვინის ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ხელებგადაჯვარედინებული შევტრიალდი მისკენ - და საერთოდ კითხვაზე კითხვით რატომ მპასუხობ? შენ რა გესაქმება აქ? რომელი ცნობილი საზოგადოება მყავხარ, აქ რომ გამომეჭიმე? - ავხედ-ჩავხედე.
- ლიკა!... - ზუსტად ამ დროს მოქლოშინდა ნატაც, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, რაღაცის კითხვას აპირებდა, მაგრამ დემეტრე რომ შენიშნა ყველაფერი გადაავიწყდა... - ბატონო დემეტრე! - სახეგაბრწყინებულმა ჩამოართვა ხელი - აი ეს არის ის, ვიზეც გეუბნებოდი, ლიკა! წინა კვირას რომ  გვქონდა ღონისძიება... - მერე მე მომიბრუნდა.
- რაა? - ყბა ჩამიმივარდა - ეს ის არის? რას ბოდავ?
- კი, ამერიკიდან რომ ახლახანს დაბრუნდა, ბატონი დემეტრე! შენი ნახატი რომ შეიძინა ახლახანს, სწორედ ის არის ეს კაცი! - ჩამჩურჩულა.
- ანუ, მართლა შენი ნახატია? - მაინც გაიგონა და იუკადრისა, თითქოს ინანა კიდეც ნახატის ყიდვა.
- რა ჯანდაბაა?! - ნერვიულად ვიკითხე.
- ანუ ივენთ მენეჯერიც და ის მხატვარიც შენ ხარ? მართლა რა ჯანდაბაა?! - ნაცნობი სიცილი დაედო სახეზე.
- ვერ ვიჯერებ....მძინავს, ჰო? - შევხედე ნატას.
- შენ ვერ იჯერებ და... -
- ლიკა!.. - სიტყვა გაუწყდა, როცა შორიდან მოისმა ჩემი სახელი  - აი, სად ყოფილხარ!
- ვაიმე, ოღონდ ეს არა! - შევჩივლე ნატას და ჩემკენ მომავალ ნაცნობს ზურგი შევაქციე.
- აი მე წავედი - გაიძურწა ნატაც.
- სად მიდიხარ? გეფიცები ვერ გადამირჩები...ნატა! არ გითხარი, ეს არ დაპატიჟო, მეთქი? - ხმადაბლა ვყვიროდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. 
- ლიკაა! რამდენი ხანია გეძებ! როგორც ყოველთვის, შენს სტილშია ყველაფერი! - მომიახლოვდა ავთო, ჩემი კიდევ უფრო არასასურველი ნაცნობი და არც კი მორიდებია, ისე მომხვია წელზე ხელი. მე კი მხოლოდ მაშინ მივხვდი,  რომ დემეტრე ისევ ისე იდგა და უდანაშაულო ბავშვივით იყურებოდა.
- ავთო...როგორ ხარ? - უხერხულად გავუღიმე და ხელი ჩამოვაწევინე.  პარალელურად გამოსავალზე ვფიქრობდი და მეტი რომ ვერაფერი მოვახერხე, დემეტრეს გვერდით დავდექი და მკლავი მკლავში გავუყარე - დემეტრე გაიცანი, ეს ავთოა, ჩემი ძველი ნაცნობი! ავთო, ეს დემეტრეა...ჩემი საქმრო! - ვიცოდი, სრულ სისულელეს ვაკეთედი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, იმ წამს დემეტრე ერთადერთი იყო, ვისაც ჩემი გადარჩენა შეეძლო. ავთოს საკმაოდ კარგად ვიცნობდი, თავიდან ვეღარ მოვიშორებდი...ამიტომ მასთან იძულებით კონტაქტსა და შემდეგ მის ხელახლა გადაკიდებას,  ისევ დემეტრესთან ერთად სპექტაკლის დადგმა ვამჯობინე.
          ორივე ერთმანეთზე გაკვირვებული მომშტერებოდა. ბოლომდე მეც არ მესმოდა რა ხდებოდა, თუმცა იმედი მქონდა, დემეტრე მიხვდებოდა ჩემს ჩანაფიქრს. ბოლოს ხელი ჩამჭიდა და  გვერდით გამათრია - საქმრო? რა ჯანდაბას აკეთებ? - წარბაწეულმა მკითხა ცინიზმნარევი ხმით.
- ჯერ დამშვიდდი და სახე გაასწორე...- შეხსნილი პერანგის საყელოს გასწორება დავუწყე და უხერხულად გავუღიმე - ზუსტად ახლა თავის გადარჩენას ვცდილობ და თუ დამეხმარები, რასაც გინდა იმას გავაკეთებ, ოღონდ ამ ავთოს ხელში ნუ ჩამაგდებ!
- რასაც მინდა? - სახე გაასწორა და დაფიქრებული სახით შემომხედა. ის იმ მომენტში ყველაზე მეტად მდინარეში მდგარ, თევზებს დადარაჯებულ მეთევზეს ჰგავდა, რომელიც მოუთმენლად ელოდა ნადავლს.  დიდად ნასიამუვნები მეჩვენებოდა იმით, რომ ჩემი გამწარების და საკუთარ ჭკუაზე ტარების საშუალება თავადვე მივეცი.
- ნუ, მთლად ყველაფერს არა, მაგრამ სამ სურვილს შეგისრულებ...ამის გადაკიდებას შენი გადაკიდება მირჩევნია! -  გავუღიმე ავთოს დასანახად.
- ნებისმიერ სურვილს! - თითი დამიქნია გაფრთხილების ნიშნად. მერე წელზე შემომხვია ხელი და ავთოსკენ წამიყვანა. - ოჰ, ავთო, არა? სასიამოვნოა, დემეტრე ლორთქიფანიძე, ლიკას მომავალი მეუღლე! მაპატიეთ, ასე თამამად რომ შეეხეთ წეღან ვერ ავიტანე, ცოტა ეჭვიანი ვარ და... - ღიმილით გადმომხედა - პატარა საუბარი გვქონდა... იმედია, არ მიწყენთ.
- რას ბოდავ?! - მთელი ძალით ვუჩქმიტე მკლავზე, თუმცა არანაირი რეაქცია!  ხელი ღიმილით ჩამოართვა ავთოს და მერე ისევ მე გამიღიმა. ზუსტად მაშინ მივხვდი, შარში რომ გავყავი თავი და წარმოდგენაც არ მინდოდა, რა იქნებოდა მისი სურვილი. ჩემმა დაუფიქრებლობამ ძალიან გამაბრაზა.
- მართლა ძალიან მიკვირს, რომ ჩემს შემდეგ სხვა იპოვნე! მომილოცავს, სხვა რა მეთქმის?! - სარკასტულად გახედა დემეტრეს, მიუხედავად იმისა, რომ რაიმე სტატუსი არასდროს გვქონია.
- ხომ იცით, ადამიანი სულ უკეთესს ესწრაფვის, რას ვიზამთ? - არ ჩამორჩა დემეტრეც. მერე გამომხედა - ხომ ასეა, ჩემო ცხოვრებავ?  -  დაამატა და კმაყოფილმა გახედა ავთოს.
- ჰო, ასეა... - გავუღიმე ნაძალადევად.
- ლიკა, ორი წუთით შეიძლება ცალკე დავილაპარაკოთ? - იკითხა უცებ დაბნეულმა ავთომ. 
- კი, რა თქმა უნდა... - დავეთანხმე. ზუსტად ვიცოდი, რაზეც იქნებოდა ჩვენი დიალოგი - საყვარელო, ერთი წუთით გავალთ, კარგი? არ მოიწყინო. - დემეტრეს ვუჩურჩულე ავთოს დასანახად.
- მალე დაბრუნდი, რაღაც მინდა გითხრა - ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა ისე მოულოდნელად, სიმწრისგან ერთიანად გავწითლდი.
- კი, ახლავე დავბრუნდები, მეც მაქვს რაღაც სათქმელი! - ვუთხარი და თვალები დავუქაჩე. ავთოსკენ მიმავალი კი ცხვირში დემეტრეს სუნამოს რომ ვგრძნობდი, ტანში მბურძგლავდა და ეს ჩემში დაბნეულობას იწვევდა.
- მართლა გგონია, რომ ამ ფარსს დავიჯერებ? - ახლა კი ნამდვილი ავთო იდგა ჩემ წინაშე. - საქმრო კი არა, ის კაცი შენი მეგობარიც კი არ არის. ერთი შეგახედათ რა სასაცილო სცენა დადგით, ჰა ჰა! - წინ წამომეჭიმა. - ძალიან კარგად იცი, რომ ამ ფარსით ვერ მომიშორებ. ის ტიპი კი სულ ტყუილად ათამაშე მომავალი ქმარუკას როლი, მინდა გითხრა!  ნიჭიერია, რას ერჩი?! - გადაიხარხარა.
- წესიერად ილაპარაკე! - შევუღრინე - აზრზეც არ ხარ ვინაა და რას წარმოადგენს!
- ლაო, ვინა ვალო? - წამოიწია წინ.
- ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს... - ჩავილაპარაკე - თუმცა, საბედნიეროდ, შენისთანა საცოდავი არ არის... - ავხედ-ჩავხედე.
- ბლა, ბლა, ბლა!
- მოდი, შენ გააგრძელე, მე კი მანამდე შიგნით დავბრუნდები, ჩემს მომავალ ქმართან და საღამოთი დავტკბები! - სასხვათაშორისოდ ავათამაშე მის წინ ხელი, რომელზეც დედაჩემის ნიშნობის ბეჭედი მეკეთა და მალევე ჩავუშვი დაბლა. ეს ბეჭედი ყოველთვის კარგად ასრულებდა თავის საქმეს, როცა ასეთ სიტუაციაში ვიყავი. დაბნეულობისგან ერთხანს ხმა ვეღარ ამოიღო, მაგრამ მალევე მონახა გამოსავალი.
- ბეჭედი მაინც არაფერს შეცვლის...ასე ადვილად მაინც ვერ მომიშორებ, ეს ძალიან კარგად იცი და  გირჩევნია მაგ შენ მსახიობსაც გადასცე, დაიკარგოს!  - თავდაჯერებით ჩაილაპარაკა და წავიდა. ვიცოდი, რასაც მეუბნებოდა მართლა გააკეთებდა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვნერვიულობდი.  ასეთი რაღაცები დიდად არ მაშინებდა.
- ჩემი პირველი სურვილია, ახლა აქედან ჩემთან ერთად საბოდიალოდ წამოხვიდე! - ხელებგადაჯვარედინებული დაიხარა ჩემ წინ , შიგნით რომ შევედი.
- რა სისულელეა! - გაკვირვებისგან წამოვიყვირე და მერე ინსტიქტურად პირზე ხელი მივიდე. ხელი მკლავში ჩავკიდე და გვერდით გავიყვანე. - რას მეუბნები, საკუთარი გამოფენა დავტოვო და წამოვიდე? და საერთოდ შეგახსენებ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ! ჩვენ ერთამენთს ვერ ვიტანთ! ხომ კარგად გესმის? - გარკვევით ვუთხარი.
- ეგ მე შენზე კარგად ვიცი, მეტიჩარავ! ჩემი სურვილია გამართო! - ჩაიცინა და სახე მომიახლოვა - რა? უარს მეუბნები?
- ოჰ, ძვირფასო, მე არ მითქვამს, ახლავე შეგისრულებ სურვილებს, თქო! მოგიწევს დამელოდო, სანამ გამოფენა დამთავრდება. - გავუღიმე და თვალიც ჩავუკარი.
- აბა გარშემო მიმოიხედე... - თვალს არ მაშორებდა.
- მართლა აუტანელი ხარ! - პირში მივახალე მას შემდეგ,რაც შევამჩნიე, რომ დარბაზი თითქმის ცარიელი იყო.


***

      ქუჩაში მივსეირნობდით...უკვე ბნელოდა, ჩვენ კი ლამპიონებით განათებულ ქუჩას მივუყვებოდით, ერთამნეთს შორის უდიდესი დისტანციით. ხმას არ ვიღებდით. მე იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა თემაზე უნდა მესაუბრა ადამიანთან, რომელთანაც საერთო არაფერი მქონდა. აი, ის რაც ფიქრობდა, ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა, თუმცა ათასში ერთხელ უცნაურად რომ გამომხედავდა ხოლმე, ეს ძალიან მაღიზიანებდა. დიდხანს გაჩუმებული არასდროს ვყოფილვარ და  ბოლოს რომ ვეღარ მოვითმინე, სიჩუმე თავად დავარღვიე.
- აბა? როგორ უნდა გაგართოთ,ბატონო დემეტრე? ამჯერად რითი გამამწარებთ? - არაფერი მითხრა, ჩაიცინა.
- უხერხულია, საქმრო მაინც არ ვიყო!
- მგონი ძალიან მოგეწონა ამ სტატუსის ტარება! - ჩამეცინა -  სასაცილოა!
- ვაღიარებ, მართლა სასაცილო იყო. იმ ტიპის წინ როგორ არ გამეცინა, ახლაც მიკვირს!
- ეგ მეც გამიკვირდა, სულ ეგ ღიმილი გადევს სახეზე!
- ჩემს ღიმილს რას ერჩი?
- მაგას მართლა მეკითხები? - ცინიკურად შევხედე.
- კი...
- რავიცი, მე თუ მკითხავ მოფლირტავე, გათამამებული იდიოტის გამომეტყველებას ტოვებ.. - პირდაპირ ვუთხარი, - პრინციპში ისედაც ხარ.
- შენ რა, სულ ასეთი ენა მწარე ხარ?  - სახე ისევ ახლოს მომიტანა.
- კი - გავუღიმე და წინ გავუსწარი.
- გარეგნულად საერთოდ არ გეტყობა... - ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო.
- კომპლიმენტად ვიღებ! - უკან მივაძახე და გავჩერდი, რომ ფეხზე გამეხადა. გაჩერდა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაიჭიმა ჩემ წინ და ისეთი სახით დამიწყო ყურება, თითქოს ფეხზე გახდილი ქალი პირველად ნახა - რა იყო?
- არა, არაფერი. უბრალოდ ჯერ ვერ გავიგე გიჟი ხარ, თუ არანორმალური.
- რა განსხვავებაა? - ისე ვიკითხე, ფაქტიურად ვეუბნებოდი, ერთიც ვარ და მეორეც, მეთქი.
- არ ვიცი - გაიცინა.
- ან რა გაცინებს? - მეც გამეცინა.
- შენც იცინი - უფრო გაეღიმა.
- მე შენზე ვიცინი... - მაგრამ მზერა მალევე ავარიდე, კვლავ, სერიოზული და უცნაური სახით რომ შემომხედა.
- რამდენის ხარ? -  მკითხა მოულოდნელად, რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ.
- ქალს ასაკს არ ეკითხებიან...ამხელა ჯენტლმენს ეგ როგორ შეგეშალა, სირცხვილი!
- მეტყვი თუ არა? - გაჯიუტდა.
- ოცდაოთხის.
- არ გეტყობა - ამხედ-ჩამხედა და ის იყო მადლობა უნდა მეთქვა, დააყოლა - უფრო დიდს ჰგავხარ.
- შენ კიდევ პირიქით - იგივე ჟესტით ვუპასუხე - ოცდარვის კვალობაზე, თავში ავარდნილ თინეიჯერს ჰგავხარ... - რეალურად საერთოდ არ ვფიქრობდი ასე, მაგრამ...
- ვიხუმრე - დასერიოზულდა.
- მე არა.
- არ მიცნობ და მაგიტომ გგონია ეგრე, მაგრამ მალე აღარ იფიქრებ... -
- ,,აღარ ვიფიქრებ” ანუ? კიდევ გავიმეორებ, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ!
- მე კი შეგახსენებ, რომ ერთმანეთს კიდევ ორჯერ შევხვდებით! - კვლავ შემახსენა იმ ორი დაწყევლილი სურვილის არსებობა და კმაყოფილი ამეჭიმა წინ.
    რამდენიმე საათში დავბრუნდი სახლში.  საშინლად დაღლილი და მშიერი ვიყავი. ერთი სული მქონდა, როდის შევჭამდი, ცხელ შხაპს მივიღებდი და დავიძინებდი. მეორე დღეს არსად ვაპირედი გასვლას, ბოლოს აღებული პროექტისთვის კიდევ თვენახევარი მქონდა წინ,  ამიტომ თამამად შემეძლო იმდენ ხანს დამესვენა, რამდენიც გამიხარდებოდა.
    ამ ფიქრებში გართულს გიორგი საერთოდ აღარ გამხსენებია... მეგონა ცოტათი მაინც შერცხვებოდა და ცოტა ხანს არ გამოჩნდებოდა, თუმცა სახლში დაბრუნებულს ჩემი სახლის კართან რომ დამხვდა, კიდევ ერთხელ მოახერხა ჩემი გაკვირვება. იმდენად საცოდავად მომეჩვენა ჩამეღიმა კიდეც. დამიხანა თუ არა ჩემკენ წამოვიდა.
- ლიკა,მაპატიე - დაიწყო უეცრად. ხმა ბევრად განსხვავებული ჰონდა, სრულიად ფხიზელი იყო.
-... - რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი და ზედაც არ შემიხედავს. უხმოდ მივედი კართან და ჩანთაში გასაღებს დავუწყე ძებნა.
- კარგი, რა...ასე ნუ იქცევი, პატიება ხომ გთხო...- ასე მეგონა, იმ მომენტში ჩემ უკან პატარა ბავშვი იდგა.
- საქმე იმაში არ არის, გიორგი, რომ პატიება მთხოვე ან შენგან ამას ვითხოვ! - მივუგე გაღიზიანებულმა - უბრალოდ შეგეძლო, ცოტა დრო ჩემთვისაც დაგეთმო! ძალიან კარგად იცოდი, რამდენს ნიშნავდა დღევანდელი საღამო ჩემთვის და ისიც, რომ დღეს შენ ჩემ გვერდით ყოფილიყავი იქ!
- ვიცი, მაგრამ ნინამ რომ მთხოვ... - 
- ნინა! ნინა! ნინა! - ისევ გავაწყვეტინე - სულ ნინა! ყველგან ნინა! მხოლოდ ნინა და სხვა არავინ! - გაბრაზებისგან ხმას ისე ავუწიე, ვერც კი გავაცნობიერე - საერთოდ რამეს ვნიშნავ შენთვის? მე თუ არა, თამო მაინც! - წამით გავჩუმდი -  მე გიპასუხებ, არა! მხოლოდ ნინათი იწყება ყველაფერი შენთვის და ნინათივე მთავრდება! გიფიქრია მაინც, მე ან თამოს თუ გვიჭირს ან გვჭირდება რამე, როცა შენ მაგ შენს ნინასთან ერთად ერთობი და ყველა და ყველაფერი, ჩვენი ჩათვლით, პირდაპირი მნიშვნელობით ფეხებზე გკიდია?!
- რა ჯანდაბას ბოდავ?  - ახლოს მოიწია - მე თქვენზე წინ..-
- არ არის ზღაპრების მოყოლა საჭირო! ყველა ყველაფერს ხედავს და ყველა ყველაფერს ხვდება! - ხელით ვანიშნე ახლოს არ მოსულიყო - ერთხელ გთხოვე! - თითით ვაჩვენე - ერთხელ მინდოდა, ცოტა ხანს ჩემთან გაგეტარებინა დრო! სხვა დროს ხომ არ გაწუხებ? ხომ არ გეუბნები, რომ ყველაფერი მიატოვო და ჩემთან მოხვიდე? ასეთი რთული იყო ერთი ,,არას” თქმა იმ გოგოსთვის? ასეთი რთული იყო, ერთი საღამო გართობა მოგეკლო და ჩემთან ერთად წამოსულიყავი, თუნდაც ნახევარი საათით? - თვალებში ვერ მიყურებდა. - თუ წამოსვლას არ აპირებდი, საერთოდ რატომ დამპირდი?
- მაპატიე.. - ჩაილაპარაკა.
- გაპატიებ, მაგრამ ამით შენ ვერ დაგიბრუნებ! სად ხარ? სად გაქრი? - აქეთ-იქით დავიწყე ყურება - ბოლო დროს საერთოდ არ ჰგავხარ საკუთარ თავს, ხვდები ამას? - რომ არაფერი მითხრა, კიდევ უფრო გავბრაზდი - არა! ვერ ხვდები...- ჩავიკაპარაკე და სახლის კარი გავაღე.
- მე... -
- წადი, ნინამ არ ინერვიულოს! - ვუთხარი ბოლოს და შიგნით შევედი. არც მიჭამია და არც შხაპი მიმიღია. უბრალოდ დავწექი და მაშინვე დავიძინე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent