შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნის ხესთან (ნაწილი 5)


გუშინ, 22:41
ავტორი Barbara0
ნანახია 36

გოგოებს უკვე მოესწროთ ღვინით დათრობა დამიანეც მათთან ერთად იჯდა და სადღეგრძელოებში ჭიქას უწევდა. პატიოსნადაც სვავდა თან როგორც უფროს შეშვენის რჩევა დარიგებებსაც აძლევდა.
- ზაფხულზე კარატეზე შეგიყვანთ ორივეს. დამიანეს ხმას გოგოების სასაცილოდ დაღრეჭილი სახე მოჰყვა.
- დამიანე რა კარატე, მაგას ჯობია სროლა გვასწავლო. სასაცილოდ აუბზიკა თვალები თამარ ქალმა. - ნენეს ვთხოვდი ადრე და არაფრის დიდებით არ გამაკარა. უხმოდ გააქნია თავი და წარბები შეჭმუხნა.
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე მსგავს საკითხებზე. თვალი ჩაუკრა აჟიტირებულ თამარს და გულზე მიიხუტა. ყოველთვის დაინტერესებული იყო თამარი მსგავსი აქტივობებით მაშინ სულ გადაირია როცა ნენეს ჰობი გაიგო, თითქმის ყოველ დღე ხედავდა სასროლეთში როგორ დადიოდა თავის დეიდაშვილი, ვარჯიშობდა და ცხენზე ჯირითობდა. ბოლო წვეთი ის იყო ნენე ცხენზე ამხედრებული რო დაინახა სამიზნისკენ მიქროდა თავისი რაშით, ცხენს არც აღვირი ეკეთა არც უნაგირი ედგა ჰაერს ჭრიდა და თან იარაღი სამიზნისკენ მიემართა, ერთი თვალი ოდნავ დახუჭული ჰქონდა სამიზნის გასასწორებლად და ხმაც გაისმა. ხის უკან ბუჩქებში დამალულმაც კი იგრძნო დენთის სუნი. პირველად მაშინ დაინახა ასეთი ნენე, არ ელოდა გაოცებულიც დარჩა და უფრო გაუღვივდა ის მალული სურვილები, მაგრამ ნენემ არ დაანება არ მიუშვა იქამდე სადაც ზღვარი გადიოდა. უკვე მომდევნო სადღეგრძელოზე იყვნენ ნენეს რო მოკრეს თვალი.
- ჩემთვის არის ადგილი? მოურიდებლად იკითხა.
- ყოველთვის ნეეე... სიტყვა გაწელა და აშკარად დამძიმებული ლილე ჩამოეკიდა. უკვე გავსებული ჭიქა მიაწოდა და მოსულებს გაუმარჯოსო, ნენეზე, ზემოთ აივანზე გადმოყუდებულ თორნიკეს და იმ წამს ჭიშკარში გამოჩენილ ზუკაზე მიუთითა დანარჩენებს.
- მგონი ეს ქალბატონი მალე უბრალოდ ფერია კი არა ლოთი ფერია გახდება. სასაცილოდ გადმოეკიდა აივნიდან თორნიკე, მაგრამ მისი ნათქვამი მაინც ყველამ გაიგო. ქვემოთ ეზოში სუფრა იყო გაშლილი, ფეხმოტეხილიც აივნიდან დაჰყურებდა ყველას.
- თქვენ გაგიმარჯოთ, მე ასეთ გაჭირვებაში ვარ თქვენ ქეიფობთ.
- აი შენ რო გამოჯაბმრთელდები ზუკიტო კიდევ დაგვაჯილდოებს საკუთარი ნახელავით და არნახულ სუფრას გავშლით.ისხდნენ უკვე დიდი ხნის შებუნდებულზე და თორნიკეს ღვინის მარაგის ნახევარი მართლაც გაუნადგურეს. ეზოში უკვე ის დრო დადგა, როცა სიცილი მიზეზს აღარ ითხოვდა უბრალოდ მოდიოდა და ყველას ედებოდა. ღვინის ჭიქები ნახევრად სავსე, ნახევრად დავიწყებული ეყარა სუფრაზე, ლილე კი უკვე მესამე ისტორიას ყვებოდა ერთსა და იმავეზე, ყოველ ჯერზე ოდნავ განსხვავებული დეტალებით.
- არა, გეუბნები, მაშინ მართლა მოვიდა და მითხრა... თითი ჰაერში ასწია დრამატულად, მაგრამ მერე უცებ გაეცინა და თავადაც დაავიწყდა რას ამბობდა.
- შენც გჯერა შენი თავის? ჩაეცინა თამარს და ჭიქა ოდნავ მიარტყა მისას.
- მე? მე ყოველთვის მჯერა. სხვებს რა პრობლემები აქვთ არ ვიცი. ამაყად გასწორდა ლილე და მერე ისევ დამძიმებული მიეყრდნო სკამს. დამიანემ თავი ოდნავ გააქნია, ღიმილით უყურებდა ამ ქაოსს, მაგრამ თვალები მაინც ნენეზე უჩერდებოდა ხოლმე ყოველ ხმაურში მის ხმას არჩევდა.
- ფრთხილად იყავი. ჩუმად გადაულაპარაკა, როცა ნენემ ჭიქა ისევ შეივსო. - უკვე მეხუთეა.
- ითვლი? წარბი ასწია ნენემ, ოდნავ ირონიულად.
- ვალდებული ვარ.
- მაშინ ცუდად ითვლი. ეს მერამდენეა მეც აღარ მახსოვს. დააყოლა და ისე მოსვა, თითქოს სპეციალურად უმტკიცებდა საპირისპიროს.
- ჰო, რა თქმა უნდა... ჩაიბურტყუნა დამიანემ, მაგრამ ღიმილი ვერ დამალა. ზემოდან ისევ გაისმა თორნიკეს ხმა.
- თუ ვინმეს კიდევ ახსოვს ხვალ დილა არსებობს, ხელი აწიეთ! ქვემოდან ორი ხელი ძლივს აიწია - ერთ-ერთი ზუკასი იყო, რომელიც თორნიკეს ყავარჯენს ეყრდნობოდა და მეორე... არავის ახსოვდა ვისი.
- აი ეს არის ქვეყნის მომავალი. დაამატა თორნიკემ. - ორი გადარჩენილი და ათი დაკარგული.
- შენ ჩამოდი აქ და გაჩვენებ დაკარგული ვინ არის! აუწია თავი თამარმა და ისე გახედა აივნისკენ, თითქოს მართლა აპირებდა ასვლას.
- არ ჩამოვალ, აქედან უკეთესი ხედია. მშვიდად მიუგო თორნიკემ.
- ჰოო? და რას უყურებ, გენაცვალე? თვალები მოჭუტა თამარმა.
- როგორ ცდილობ სერიოზულად გამოიყურებოდე და ვერ გამოგდის. სიცილით გაისმა ისევ თორნიკეს ხმა და ჩუმად განაგრძო დაკვირვება. სუფრაზე ერთხმად გაისმა ჩაცინება.
- შენ კიდე როგორ ცდილობ ჭკვიანად ილაპარაკო და არ გამოგდის, ეგ თქვი! არ დააყოვნა თამარმა პასუხი.
- ეგ უკვე მიღწეული ეტაპია. ჩაუკრა თვალი ზემოდან. თამარმა ტუჩი აიბზუა, მაგრამ ღიმილი მაინც გაეპარა. გვერდით მჯდომ ლილეს ხელი წაავლო.
- ვნახავ მე ამას, ჩამოვა ერთხელ...
- კი, კი, ჩამოვა და მერე შენ დაგემალება. ჩაიცინა ლილემ. ამასობაში ზუკამ ჭიქა ისევ ასწია.
- ერთი სადღეგრძელო კიდე უნდა ვთქვა, თორემ დამივიწყებთ საერთოდ.
- შენს მდგომარეობაში უფრო გვემახსოვრები, ნუ გეშინია. მიუგო ნენემ სიცილით.
- აი, ხედავ? ვითომ შეწუხებული სახით თქვა ზუკამ. - მე აქ ტრაგედიაში ვარ და თქვენ კომედიას აწყობთ.
- შენ ხარ კომედია, ტრაგედია ჩვენ ვართ. სიტყვა ჩაუგდო თამარმა. დამიანემ ამჯერად ხმამაღლა გაიცინა, იშვიათად, მაგრამ გულწრფელად. მერე ისევ ნენესკენ გადაიხარა.
- მართლა, სროლას ასწავლი ოდესმე? ამის თქმისას ნასვამი გოგოებისკენ გააპარა მზერა. ნენემ თვალები ოდნავ მოჭუტა, თითქოს აფასებდა კითხვას.
- მათ? გაწელა სიტყვა. - ჯერ ჭიქის სწორად დაჭერა ისწავლონ.
- ანუ შანსი აქვთ?
- თეორიულად, კი.
- პრაქტიკულად? ნენემ ჭიქა მიაწოდა და თითებით ოდნავ შეეხო მის ხელს.
- ეგ უკვე შენზეა, შენ ხომ მათი შუამავალი ხარ. ერთი წამით ორივე გაჩერდა, თითქოს ხმაურმა უკან გადაიწია. მერე ლილემ უცებ იყვირა.
- ვინმემ მუსიკა ჩართეთ, თორემ დავიძინებ აქ!
- შენ უკვე გძინავს, უბრალოდ თვალები გაქვს გახელილი. ხმადაბლა მიუგო თამარმა.
- ტყუილია! წამოხტა ლილე და ძლივს შეინარჩუნა წონასწორობა. - მე ახლა ვიცეკვებ!
- ღმერთო დაგვიფარე. ჩაილაპარაკა თორნიკემ ზემოდან. - ეს ისტორიული მომენტი იქნება.
- ჩამოდი და შენთან ვიცეკვებ! შესძახა ლილემ.
- უარს ვერ გეტყვი, მაგრამ ჩემი სიცოცხლე ძვირფასია. სიცილმა ისევ გადაიარა ეზოში, ხმაური, შეპასუხებები, ერთმანეთზე გადაკიდებული სიტყვები - ყველაფერი ერთმანეთში აირია, მაგრამ უცნაურად თბილი იყო. ისეთი, სადაც არავინ ჩქარობდა, არავინ ფიქრობდა ხვალეზე და არც იმაზე, რა იყო გუშინ. მხოლოდ ეს წამი არსებობდა და ისიც საკმაოდ ხმაურიანი. ლილეს “ცეკვა” იმით დაიწყო, რომ ფეხზე წამოდგა და იმავე წამს სკამს ჩაეჭიდა, თითქოს მიწა ოდნავ გადაიხარა.
- მე perfectly კარგად ვარ! ძალიან სერიოზულად გამოაცხადა, მაგრამ სიტყვა perfectly ისე გამოუვიდა, რომ თამარი პირდაპირ ოთხად მოიკეცა სიცილით.
- ეგ რომელი ენა იყო საერთოდ? ძლივს ამოილაპარაკა სიცილს შორის.
- საერთაშორისო! თითი დაუქნია ლილემ და მერე უცებ მუსიკის გარეშე დაიწყო რწევა. ზუკამ ყავარჯენი გვერდით მიაყუდა და ტაში დაუკრა.
- აი, აი! ეს უკვე ხელოვნებაა!
- შენ გაჩუმდი, შენსავით მაინც არ დავცემულვარ ბრძოლის ველზე! დაუბრუნა ლილემ და მერე უცებ დაეცა, მაგრამ ნენემ დროზე დაიჭირა.
- მოდი აქ, ბალერინა. ჩაეცინა ნენეს. - ჯერ მიწასთან შეთანხმდი და მერე იცეკვე. ამასობაში თამარი უკვე აღარ იჯდა სადღაც შუაში იდგა, ერთი ხელით ჭიქა ეჭირა, მეორეთი ჰაერში რაღაცას უხაზავდა.
- ხალხოო. გაწელა სიტყვა. - მე ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა...
- დაიწყო... ჩაილაპარაკა დამიანემ.
- სიჩუმე! თითი ასწია თამარმა და თვითონვე გადაიხარა გვერდზე.
- ვინმემ ეს დაიჭირეთ, თორემ დაეცემა და მერე მე დამაბრალებს. დაამატა თორნიკემ ზემოდან.
- შენ ჩამოდი და შენ დაიჭირე! აყვირდა ლილე ისე, რომ თავად ძლივს იდგა.
- არ შემიძლია, მეც ღირსეულად ვსვამ აქ.
- ღირსეულადოო?! გადაიხარხარა თამარმა. - ჩამოდი, თორემ ამოვალ!
- ამოვა, აბა როგორ. ჩაიცინა ნენემ. - ჯერ კიბე იპოვოს. თამარმა მართლა გაიხედა, ღია კარებიდან მოჩანდა კიბე. ერთი ნაბიჯიც გადადგა და მაშინვე გაჩერდა.
- კიბე... ბევრია. სერიოზულად თქვა.
- ფილოსოფიური დასკვნაა. დაუმატა ზუკამ სიცილით. თორნიკემ ამოიოხრა ზემოდან.
- კარგი, მოვდივარ, თორემ მართლა დაიწყებს ამოსვლას და მერე მე მომიწევს მისი ჩამოყვანა.... კიბეზე ჩამოსვლა იმაზე დიდ პროცესად გადაიქცა, ვიდრე საჭირო იყო - ერთხელ გაჩერდა, მეორედ ხელი მოიკიდა მოაჯირზე და მესამე საფეხურზე თვითონვე გაეცინა. ბოლოს როგორც იქნა ჩამოვიდა და პირდაპირ თამარის წინ გაჩერდა, რომელიც უკვე წონასწორობას კარგავდა.
- აი, მოვედი. ახლა რა?
- ახლა... თამარმა თვალები მოჭუტა. - ახლა შენ დამიჭერ.
- უკვე გიჭერ, შენ უბრალოდ ჯერ არ დაცემულხარ. თამარმა ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ და ფაქტობრივად მიეყრდნო.
- აი, ახლა დავეცი.
- მშვენიერი დრო შეარჩიე. ხელი მოხვია თორნიკემ. - მეც ზუსტად ამისთვის ჩამოვედი.
- არ გეგონოს რომ მადლობელი ვარ. ჩაიბურტყუნა თამარმა, მაგრამ ხელი მაინც არ გაუშვია.
- არც მგონა.
- საერთოდაც, მე შემეძლო დგომა.
- კი, რა თქმა უნდა. გადახედა თორნიკემ. - დედამიწას უბრალოდ დღეს შენთან აქვს პრობლემა. გვერდიდან ლილემ ისევ სცადა ცეკვა და ამჯერად უკვე პირდაპირ ბალახზე ჩამოჯდა.
- მე დავასრულე. გამოაცხადა. - ძალიან კარგი წარმოდგენა იყო.
- აბსოლუტურად. დაუკრა ტაში ზუკამ. დამიანემ თავი გააქნია, ღიმილით, მერე ნენეს შეხედა. - მგონი ოფიციალურად ყველანი დავკარგეთ.
- ნენემ სუფრას გადახედა. არეული ჭიქები, ნახევრად დაღვრილი ღვინო, სიცილი, ერთმანეთზე დაყრდნობილი ადამიანები.
- არა. მშვიდად თქვა. - ახლა შევდივართ პოვნის ფაზაში. დამიანემ წარბი ოდნავ ასწია.
- ეს უკვე ფილოსოფიაა.
- უფრო თამარის გავლენა. - ჩაეცინა ნენეს. ამასობაში თამარი ისევ შეიშმუშნა თორნიკეს ხელში.
- შენ... ზედმეტად კომფორტული ხარ.
- შენ ზედმეტად მთვრალი ხარ.
- ორივე სიმართლეა. უპასუხა თამარმა და თავი ისევ მხარზე მიადო. თორნიკე წამით გაჩუმდა, მერე ოდნავ გაიღიმა.
- კარგი, მაგრამ ხვალ ამაზე არაფერს ვიხსენებთ.
ეზოში ისევ სიცილი ტრიალებდა, ოღონდ ახლა უკვე უფრო ნელი, უფრო არეული ისეთი, რომელიც მალე ჩაწყნარდებოდა, მაგრამ ამ მომენტში მაინც თავის პატარა ქაოსს ინარჩუნებდა. დრო ისე გაიპარა, ვერცავინ მიხვდა ზუსტად როდის გადავიდნენ „მხიარულიდან“ „უკვე ზედმეტად ბევრია“-ში. ჭიქები აღარ ივსებოდა წესიერად უბრალოდ ვისაც რა მოეწონებოდა იმას ასხამდა, ხან ღვინო, ხან რაღაც გაურკვეველი ნაზავი, რომელიც ლილემ „სპეციალურად“ შექმნა.
- ეს რა არის საერთოდ? ცხვირი შეჭმუხნა ნენემ, როცა მოსვა.
- ხელოვნება. ამაყად თქვა ლილემ, რომელიც ბალახთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე სკამთან.
- ეს არის დანაშაული. ჩაეცინა დამიანეს და მაინც მოსვა.
- შენ მაინც რატომ სვამ? წარბი ასწია ნენემ.
- შენ რომ სვამ, მარტო ხო არ დაგტოვებ ამ გასაჭირში. ორივეს გაეცინა. უკვე აღარ იყო ის მკაფიო კონტროლი. სიტყვები ოდნავ იბლანდებოდა, მოძრაობებიც ნელდებოდა. თამარი ამ დროს უკვე ნახევრად თორნიკეზე იყო ჩამოკიდებული.
- მე არ მივდივარ არსად. ჯიუტად განაცხადა.
- შენ უკვე არსად ხარ. მშვიდად უპასუხა თორნიკემ და სცადა ფეხზე დაეყენებინა.
- მე ძალიანაც ვარ! სცადა გასწორება, მაგრამ ისევ უკან მიეხეთქა მასზე. - უბრალოდ... ცოტა რბილია სამყარო.
- სამყარო არა, შენ ხარ რბილი ახლა.
- არ ვარ! ისევ შეეწინააღმდეგა, მაგრამ ამჯერად თვითონვე გაეცინა. ზუკამ ამოიოხრა.
- კარგი, ხალხო, სანამ აქ ვინმე საბოლოოდ დაგვეკარგება, იქნებ ოთახებში გადავინაცვლოთ?
- ვინ გვკარგავს? ძლივს ამოთქვა ლილემ ბალახიდან.
- შენ უკვე დაკარგული ხარ. მიუგო ნენემ სიცილით. დამიანემ ხელი გაუწოდა ნენეს.
- მოდი, შენ მაინც გადაგარჩენთ. ნენემ ხელი მოჰკიდა, მაგრამ ადგომისას ოდნავ შეირხა.
- ჰოო... მგონი ცოტა...
- „ცოტა“ უკვე გავიარეთ. ჩაეცინა დამიანეს და ხელი არ გაუშვა. ისე ნელა დაიძრნენ, თითქოს თითო ნაბიჯი ცალკე შეთანხმებას ითხოვდა. კიბისკენ რომ წავიდნენ, ნენემ უცებ გაჩერდა.
- მოიცა...
- რა?
- თამარის თქმის არ იყოს, კიბე... ისევ ბევრია. დამიანემ ჩუმად გაიცინა.
- დღეს ყველას ერთნაირი პრობლემა გვაქვს.
- არ მომწონს. თავი გააქნია ნენემ. - არასტაბილურია.
- მე დაგიჭერ.
- უკვე მიჭერ.
- ჰოდა, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. ნენემ ერთი წამით შეხედა, მერე ოდნავ გაიღიმა.
- ეგ ლოგიკა მომწონს. ნელ-ნელა აუყვნენ კიბეს, შუაში ერთხელ გაჩერდნენ უფრო იმიტომ, რომ გაეცინათ, ვიდრე დაიღალნენ. ქვემოთ თორნიკე ფაქტობრივად თამარს ებრძოდა.
- ფეხი გადადგი.
- გადავდგი.
- ეგ ჩემი ფეხია.
- აუ, ბოდიში... ჩაიბურტყუნა თამარმა და მერე ისევ გაეცინა.
- ღმერთო. ამოიოხრა თორნიკემ. - ხვალ შენთან საუბარი ძალიან საინტერესო იქნება.
- ხვალ საერთოდ არ ვარსებობ.
- ეგ უკვე მჯერა. ზუკამ მოახერხა ლილეს წამოყენება, რომელიც ყოველ ორ ნაბიჯში ჩერდებოდა.
- მე თვითონ შემიძლია!
- კი, ვხედავ.
- უბრალოდ... ნელა მინდა.
- ძალიან ნელა.
ბოლოს როგორღაც ყველანი დაიძრნენ ერთმანეთზე დაყრდნობილები, სიცილით და გაწყვეტილი წინადადებებით. ზემოთ ოთახებში შუქები ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდა და მერე ქვრებოდა. თამარი ბოლო წამამდე რაღაცას ბუტბუტებდა თორნიკეს მხარზე.
- შენ... მაინც კარგი ხარ ხანდახან.
- მხოლოდ ხანდახან?
- ნუ... დღეს კი.
- დიდ პროგრესად ჩავთვლი.
ლილე საწოლზე როგორც კი დაჯდა, მაშინვე გადაწვა.
- მე მოვიგე.
- რა მოიგე? ჰკითხა ზუკამ.
- არ ვიცი... მაგრამ მოვიგე.
მეორე ოთახში ნენემ ძლივს გაიხადა ფეხსაცმელი და საწოლზე ჩამოჯდა. დამიანე კარებთან გაჩერდა.
- მგონი უნდა დავრწმუნდე, რომ არ ჩამოვარდები.
- არ ჩამოვარდები. უპასუხა ნენემ, მაგრამ მერე თვითონვე გაიცინა. - ანუ... შეიძლება. დამიანე მიუახლოვდა, ფეხსაცმელი გვერდზე გადადო.
- კარგი, ოფიციალურად გაცხადებ გადარჩენილად. ნენემ თავი ოდნავ გადახარა.
- შენც?
- მეც. ერთი წამით გაჩერდნენ ისევ ის უცნაური, მშვიდი პაუზა ხმაურიანი დღის მერე.
- მშვიდი ღამე, დამიანე.
- მშვიდი ღამე, ნენე. ის უკვე კარისკენ შებრუნდა, როცა ნენემ ჩუმად დაამატა.
- და... მადლობა. დამიანემ უკან მიიხედა, ოდნავ გაუღიმა.
- ეგეც ჩვევაა. კარი ნელა დაიხურა. ქვემოთ ეზო უკვე დაცარიელებული იყო მხოლოდ გადმოყრილი სკამები, დარჩენილი ჭიქები და სიჩუმე, რომელიც ცოტა ხნის წინ აქ საერთოდ არ არსებობდა. ღამე საბოლოოდ დაეუფლა ყველაფერს.
დილით, მზის სხივები იმაზე ადრე შეიჭრა ოთახებში ვიდრე ვინმეს უნდოდა. ქვემოთ ეზოში სრული კატასტროფის მუზეუმი იყო. გადაყრილი სკამები, მაგიდაზე დაღვრილი ღვინის ლაქები, ერთი ჭიქა ბალახშიც კი აღმოჩნდა, თითქოს გაქცევა სცადა და ვერ მოასწრო.თორნიკე კარებში გამოჩნდა, ყავარჯენს ეყრდნობოდა და რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა ამ ყველაფერს.
- ომი იყო აქ? ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის. მერე ნელა ჩამოვიდა კიბეზე, ყოველ საფეხურზე ოდნავ ჩერდებოდა, უფრო იმიტომ, რომ თავს უსმენდა, ვიდრე ფეხს. - არა, ომშიც წესრიგია ხოლმე... დაამატა და სკამი სწორად დააყენა. ამ დროს ზუკა გამოვიდა, თმა აურაცხელი მიმართულებით ჰქონდა აწეული, მაისური უკუღმა ეცვა და ერთი წინდა საერთოდ არ ეცვა. ორივე რამდენიმე წამი უყურებდა ერთმანეთს.
- შენ... დაიწყო თორნიკემ, მშვიდად.
- არ მკითხო. ხელი ასწია ზუკამ. - მეც არ ვიცი. გამოცებულმა ჯერ ქვემოთ დახედა, თმააბურძგნულ კაცს მერე გაოცებულმა შეხედა.
- წინდა დაკარგე. ზუკამაც დახედა, თითქოს პირველად შენიშნა.
- ეს მსხვერპლია.
- რა მსხვერპლი?
- გუშინდელი საღამოს. ზუკამ თავი გააქნია, მერე უცებ რაღაც გაახსენდა.
- დანარჩენები სად არიან? თორნიკემ ორი წამი იფიქრა.
- ყველა ცოცხალია. რამდენად ცცოხლები იყვნენ ეს ჯერ კიდე გასარკვევი იყო.
პირველი სხივი ფანჯრიდან ისე შემოიპარა, თითქოს ვინმესთვის ბოდიშის მოხდა უნდოდა, მაგრამ მაინც პირდაპირ ლილეს სახეზე დაეცა. ლილემ ჯერ წარბი შეკრა. მერე ცხვირი შეჭმუხნა.თვალები არ გაუხელია, ისე დაიწყო ხელის ქნევა ჰაერში, თითქოს მზეს ფიზიკურად მოიშორებდა.
- ვინ აანთო... ჩუმად ამოილაპარაკა და ბალიში სახეზე დაიფარა. ორი წამი სიჩუმე, მესამე წამზე ისევ ამოწია თავი. თამარმა თვალები ძლივს გაახილა, ჯერ ჭერს შეხედა, მერე კედელს, მერე ისევ ჭერს. აშკარად ცდილობდა გაერკვია, სად იყო საერთოდ.
- ჩვენ... ცოცხლები ვართ? ჰკითხა ჰაერს.
- სამწუხაროდ. ამჯერად ლილემ ამოიღო ხმა და ნელა გამოყო თავი ნახევრად მიხურული კარებიდან. თმა ერთ მხარეს ჰქონდა ჩაჩეჩილი, თვალები ნახევრად დახუჭული. ორივე რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა, ერთმანეთს უყურებდნენ, მერე ერთდროულად ამოიოხრეს.

- წყალი. თქვა ლილემ.
- წყალი. დაეთანხმა თამარი. - თუ ეს ჯოჯოხეთია... ჩაილაპარაკა. - ...მინდა ვიჩივლო. ოთახის კარი ნელა გაიღო და ნენე გამოვიდა, კედელს ეყრდნობოდა, როგორც პროფესიონალი გადარჩენილი.
- წყალი... ჩაილაპარაკა ისევ. დამიანე უკან მიჰყვებოდა, თვალს არ აშორებდა. ლილე და თამარიც ამ დროს გამოვიდნენ მეორე ოთახიდან, ორივე ერთნაირი სახით, თმა არეულად, თვალები ნახევრად დახუჭული. ოთხივე შუა დერეფანში გაჩერდა. ერთმანეთს შეხედეს.
- არავინ იყვიროს. თქვა ნენემ ძალიან სერიოზულად.
- არც ვაპირებდი. ჩუმად უპასუხა ლილემ.
- მეც არა. დაამატა თამარმა, მაგრამ სიტყვა “არა” ისე ხმამაღლა გამოუვიდა, რომ თვითონვე შეკრთა და თავი დაიჭირა.
- აი... ეგ აღარ გააკეთო. თვალები დახუჭა ნენემ. ქვემოდან თორნიკეს ხმამ ამოაღწია.
- ვინმე ცოცხალია?!
- არა! ერთხმად გასძახეს ოთხივემ. ზუკას სიცილი მოჰყვა ქვემოდან.
- მშვენიერია. გადაყრილი სკამები, დაღვრილი ღვინო, ერთი ფეხსაცმელი ბუჩქთან.
- კულტურული მემკვიდრეობა. ზუკამ ამოიოხრა.
- გუშინ რა მოხდა? თორნიკემ ყავა მოსვა.
- ქრონოლოგიურად თუ ემოციურად?
- არცერთი მინდა.
- გონივრული არჩევანია.
რამდენიმე წუთში ყველანი ეზოში ისხდნენ, თითო ჭიქა წყლით ხელში, თითქოს ეს იყო მათი ერთადერთი გადარჩენის შანსი. ლილე სკამზე ნახევრად იწვა.
- მე აღარასდროს დავლევ.
- ტყუილია. მაშინვე თქვა თამარმა.
- არა, მართლა. ეს იყო ბოლო.
- შენ გუშინაც ეგ თქვი. ლილემ ერთი თვალი გაახილა.
- და მერე?
- მერე შენ თქვი “ეს ისტორიული მომენტია” და დალიე. ზუკამ ტაში დაუკრა ნელა. ნენემ წყალი მოსვა, მერე თორნიკეს შეხედა.


თორნიკემ ჭიქა მაგიდაზე დადო და ყველას გადახედა.
- კარგი ამბავი მაქვს. ყველამ ეჭვით შეხედა.
- რა?
- ყველანი ცოცხლები ხართ.
- ცუდი ამბავი? იკითხა ნენემ.
- გუშინდელი რაღაცები ნელ-ნელა გაგახსენდებათ. თამარი ნელა მიუბრუნდა.
- მე რამე სისულელე ვთქვი? თორნიკემ ოდნავ გაიღიმა.
- გინდა სიმართლე თუ მშვიდობა?
- ...მშვიდობა.
- მაშინ არა.
- და სიმართლე?
- შენ თქვი, რომ მე “ზედმეტად კომფორტული ვარ”. საეჭვოდ ჩაეცინა თორნიკეს და პირდაპირ დარცხვენილ თამარს შეხედა. ლილემ უცებ წამოჯდომა სცადა.
- მე რაღაც მახსენდება! ყველამ ერთდროულად შეხედა.
- არ გინდა. მშვიდად თქვა ნენემ.
- არა, მართლა. მე... თვალები მოჭუტა, თითქოს კადრებს აწყობდა. - ...ვცეკვავდი?
- ეგ არ არის ყველაზე ცუდი ნაწილი. ჩუმად ფხუკუნით თქვა ზუკამ.
- რა?! შეხედა ლილემ.
- შენ მუსიკის გარეშე ცეკვავდი. ლილე რამდენიმე წამი გაშეშდა.
- მე წავედი.
- სად? ჩაიცინა დამიანემ.
- შორს.
- ჯერ ფეხზე დადექი. ლილემ სცადა წამოდგომა, მაგრამ ისევ უკან დაეშვა.
- კარგი, მერე წავალ. თორნიკემ მაგიდაზე თითებით ოდნავ დააკაკუნა.
- კარგი, მოდით შევაჯამოთ.
- არა! ერთხმად იყვირეს ყველამ.
- მაინც. გააგრძელა მშვიდად. - პირველი: ყველანი ცოცხლები ხართ. მეორე: ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. მესამე...
- მეოთხე პირდაპირ თქვი.გააწყვეტინა თამარმა.
- მესამე ყველაზე საინტერესოა. არ დანებდა თორნიკე. - გუშინ ყველამ რაღაც ისეთი თქვა, რაც დღეს არ უნდა გახსოვდეთ.
- მე არაფერი მითქვამს. თქვა ლილემ დარწმუნებით.
- შენ საერთოდ არ იცი რას ამბობდი. მიუგო ზუკამ.
- ეგ არ ითვლება. თამარმა ნელა გაიხედა თორნიკესკენ.
- შენც თქვი რამე? თორნიკე წამით დაფიქრდა.
- მე? ჩაიღიმა. - მე ვუსმენდი.
- ტყუილია. მაშინვე თქვა თამარმა.
- შეიძლება. ორივეს მზერა ისევ შეხვდა, ამჯერად უფრო დიდხანს.
დილები უკვე აღარ იწყებოდა ერთდროულად. აღარ იყო ის ქაოსი, როცა ექვსივე ერთ დერეფანში ეჯახებოდა ერთმანეთს წყლის ძიებაში. ახლა ყველას თავისი დრო ჰქონდა, თავისი რუტინა, თავისი პატარა წესებით. ნენე ყველაზე ადრე დგებოდა. სიჩუმეში უყვარდა ყოფნა ფანჯარასთან ყავით, ტელეფონის გარეშე, ზედმეტი ხმაურის გარეშე. თითქოს იმ ღამეების კომპენსაციას იღებდა, სადაც ყველაფერი ერთად ხდებოდა. ზოგჯერ დამიანეს შეტყობინება ხვდებოდა დილას:
„ცოცხალი ხარ?“
და პასუხიც ყოველთვის ერთი და იგივე იყო:
„ჯერ კი.“
თამარი საერთოდ სხვა რეჟიმში გადავიდა. სამსახური, შეხვედრები, გეგმები და აბიტურიენტობა თითქოს ერთბაშად მოუნდა „სერიოზული ცხოვრების“ თამაში, მაგრამ მაინც არ გამოსდიოდა ბოლომდე. ერთხელ ლილესთან ერთად იჯდა კაფეში და სრულიად სერიოზული სახით გეგმავდა კვირას:
- დილით ადრე ავდგები, ვივარჯიშებ, მერე წიგნს წავიკითხავ... ლილემ ორი წამი უყურა და მერე ჩაის მოსვა.
- შენ?
- დიახ მე. თამარმა წარბი ასწია.
- შენ დილით 11-ზე გამოგეღვიძება, მერე იტყვი „დღე უკვე გაფუჭდა“ და ისევ დაწვები. თამარმა ჩუმად გაუღიმა.
- ნუ მიშლი ილუზიას.
ლილე... ლილე საერთოდ არ შეცვლილა. უბრალოდ ახლა უკვე ოფიციალურად ჰქონდა სტატუსი: „ქაოსის წყარო“. და სწორედ მისი იდეა იყო ის „წინასაბანკეტო რეპეტიცია“, რომელიც, თითქოს, მშვიდი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა - არ იყო. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ „მარტო ღვინო და მშვიდი საღამო“ უნდა ყოფილიყო. და დასრულდა იმით, რომ ლილე უკვე მესამე სადღეგრძელოს შუაში დაიბნა, მაგრამ მაინც აგრძელებდა, თამარი ცდილობდა სერიოზულად ეთქვა რაღაც, მაგრამ ყოველ მესამე სიტყვაზე ეცინებოდა, ნენე თავიდან მშვიდად იჯდა... მერე უცებ აღმოჩნდა, რომ უკვე აქტიურად ერთვებოდა ამ ყველაფერში და დამიანე? „დამკვირვებლის რეჟიმში“, მაგრამ რეალურად ყველაზე ჩართული.
- ეს ბანკეტის რეპეტიციაა თუ ექსპერიმენტი? ჩაილაპარაკა დამიანემ, როცა ლილემ მორიგი „სპეციალური ნაზავი“ შექმნა.
- ეს არის კულტურა! ამაყად თქვა ლილემ და თავი ასწია.
- ეს არის დანაშაული. მშვიდად უპასუხა ნენემ და მაინც მოსვა.
- მე ვგონებ ეს ყველაფერი წინასაბანკეტო თრობის გაკვეთილია. ზუკამ თავის ქნევით ამოთქვა და ჭიქას ჩააშტერდა, გაურკვეველი წარმომავლობის ნაზავი ჰქონდა გაკეთებული ლილეს თანაც სასწაული ფერის.
თამარი უკვე ოდნავ არასტაბილური იყო. თორნიკე ამჯერად ქვემოთ იჯდა ფეხი ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა აღდგენილი, მაგრამ უკვე ნაწილობრივ ნორმალურად იყო.
- შენ ისევ მაკვირდები. თქვა თამარმა უცებ, თვალები მოჭუტა და თორნიკეს ჩააშტერდა თვალებში.
- პროფესიული ჩვევაა. უპასუხა თორნიკემ მშვიდად.
- რა პროფესიაა ეგ?
- ხალხის სისულელეების დაკვირვება და დიაგნოზის დასმა. თამარმა ერთი ნაბიჯი გადადგა და ისევ ოდნავ გადაიხარა.
- მაშინ საინტერესო მასალა გაქვს. თორნიკემ ხელი დაუჭირა - უკვე ავტომატურად.
- შენ განსაკუთრებით. თამარმა ამჯერად ხელი არ გაუშვა.
- ნუ მიეჩვევი.
- უკვე გვიანია. ორივე გაჩუმდა წამით და ზუსტად ამ დროს ლილეს ყვირილმა შეაზანზარა კედლები.
- ხალხოოო! ვინმემ მუსიკა ჩართეთ, თორემ ფილოსოფია იწყება!
ბანკეტის დღე დილიდანვე არასწორი მიმართულებით წავიდა, ორივე ნენესთან დარჩნენ წინა საღამოს. ლილე 9-ზე უკვე ფეხზე იყო, რაც თავისთავად საეჭვო იყო.

- ავდგეთ! შევარდა თამართან ოთახში ფარდების გაწევით.
- მოვკვდი? ბალიშიდან ამოიხრიალა თამარმა.
- დღეს ბანკეტია!
- და? ზმუილით აღმოხდა თამარ ქალს, მზის სხივებით შეწუხებულმა შეიშმუშნა ცხვირი და ბალიშში ჩარგო თავი.
- და ეს ნიშნავს რომ დღეს უნდა ვიყოთ ლამაზები, ორგანიზებულები და პასუხისმგებლიანები. თამარმა ერთი თვალი გაახილა.
- სამივე ერთად? შენთან?
- ნუ დამინგრევ იმიჯს დილითვე. რეალურად, 15 წუთში უკვე ქაოსი იყო. დასამშვიდებლად რამდენიმე წუთი დასვა ნენემ სკამზე ორივე და ყავა დაალევინა მსუბუქი სადილიც გაუკეთა, მაგრამ ოთახში ასვლის წამიდან კაბები იატაკზე ეყარა, მაკიაჟის ჩანთები გახსნილი, ტელეფონები რეკავდა და ერთდროულად სამი დიალოგი მიდიოდა:
- ეს მწვანე ზედმეტად მწვანეა? ლილე სარკის წინ ტრიალებდა. მისი კაბა - მსუბუქი, გაზაფხულისფერი მწვანე, ჰაეროვანი იყო რომელიც მოძრაობაზე ცოცხლდებოდა.
- არა, შენთვის ზედმეტად კარგია. მიუგო თამარმა.
თამარი ჯერ კიდევ არჩევის პროცესში იყო, მაგრამ ბოლოს ხელი შინდისფერ კაბაზე შეჩერდა. მჭიდრო, დახვეწილი, ზედმეტი დეტალების გარეშე, მაგრამ ისეთი, რომ თვალს იჭერდა. ლილემ ორი წამი უყურა.
- ოოო... ხმა, სტვენაც მოაყოლა პატარა ფერიამ და სასაცილოდ აუჟუჟუნა თვალები . - ვიღაცას გულის შეტევა დაემართება დღეს.
- ნუ დაიწყებ.
- მე არა, სხვები დაიწყებენ. ზუსტად ამ დროს კარებზე ზარი და კაცების როხროხი გაიგეს.
- მზად ხართ? დამიანეს ხმა გაიგეს ქვემოდან.
- არა! გოგებმაც არ დააყოვნეს და ერთხმად, შესძახეს.
- შესანიშნავია. მაშინ ამოვდივართ.
რამდენიმე წუთში - ზუკა კარებში იდგა და სიცილს ვერ იკავებდა, დამიანე კედელს ეყრდნობოდა და უბრალოდ აკვირდებოდა, თორნიკე... ჩუმად უყურებდა ყველაფერს.
- თქვენ მზად არ ხართ? იკითხა ზუკამ.
- პროცესში ვართ. უპასუხა ლილემ სერიოზულად.
- ეს პროცესი როდის სრულდება?
- თუ დაგვაცდით მალე დასრულდება. ბღვერით გახედა თამარმა კარებში გაჩხერილებს. შემდეგი ერთი საათი იყო აბსოლუტური არეულობა. ლილემ სამჯერ გადაიფიქრა ფეხსაცმელი, თამარმა ორჯერ შეცვალა თმა. ზუკამ ერთხელ სცადა „დახმარება“ და გარეთ გააგდეს, დამიანე წყნარად იღიმოდა და თორნიკე... ძირითადად თამარს უყურებდა უბრალოდ ხშირად. თამარის კაბას ზურგს უკან თასმები ჰქონდა, იმხელა ხმაზე გასძახა ნენეს შეზანზარა კედლები, სანამ ნენე მივიდა თორნიკეს სუნთქვა იგრძნო ზურგთან.
- შეგიკრავ. ამის თქმა და კაცის ხელები მის ზურგზე ერთი იყო. გააკანკალა, მის შეხებაზე, კაბის თასმები სანამ შეკრა ერთი სიცოცხლე იქვე გამოეცალა თამარს. სუნთქვა გაუხშირდა, პულსის რიტმის დაერღვა ხმა უნდა ამოეღო თორე სულ კარგავდა კონტროლს. სანამ გაიაზრა თორნიკე უკვე მოშორებით გადგა. ბოლოს როცა გამოვიდნენ, ზუკამ ტაში დაუკრა.
- აი, ახლა ღირდა ლოდინი. დამიანემ თავი დაუქნია. თორნიკემ არაფერი თქვა, უბრალოდ რამდენიმე წამით გაჩერდა და მერე მშვიდად დააყოლა
- წავიდეთ. მანქანებში ჩასხდომაც ქაოსით დაიწყო.
- მე ლილესთან! უცებ იყვირა თამარმა, თითქოს ვინმე დაასწრებდა.
- არა, შენ ჩემთან მოდიხარ. თქვა თორნიკემ ისე, თითქოს ეს უკვე გადაწყვეტილი იყო. თამარმაც არ დააყოვნა და წარბი ასწია.
- რატომ?
- იმიტომ რომ მე ვამბობ.
- არგუმენტი სუსტია. გულზე გადაიჯვარედინა ხელები, როგორც გაბუტულ ბავშვებს შეშვენით.
- მაინც მუშაობს. ლილემ გვერდიდან ჩაუკრა თვალი თამარს.
- წადი, წადი… საინტერესო იქნება. და მერე - გონკაობა. აცეტებულ ბიჭებთან მანქანაში არ ჩასვეს ამიტომ იძულებულები იყვნენ წყნარად მაგრამ მაინც აყოლოდნენ. ზუკას მანქანა წინ გავარდა.
- მოდი თუ გაბედავ! იყვირა ფანჯრიდან ზუკამ, მისი ხმა ჰაერში გაუფანტა.
- ბავშვები. ჩაილაპარაკა დამიანემ.
- შენ ღვედი შეიკარი. უთხრა თამარს.
- მე არ მეშინია.
- მე მეშინია. მხოლოდ ამის მერე აარიდა მზერა, როცა დარწმუნდა რო ღვედი შეიკრა მანქანა დაძრა გზაზე უკვე თამაში დაიწყო. ზუკა წინ იყო, მერე გვერდით, მერე ისევ წინ. თორნიკე მშვიდად მართავდა, მაგრამ აშკარად არ აპირებდა წაგებას. თამარი ფანჯარაში იყურებოდა, ქარი თმას ურევდა.
- ცუდი არ არის. თქვა ღიმილით თამარ ქალმა და ეშმაკურად ჩაეცინა.
- „ცუდი არ არის“? გახედა თორნიკემ.
- მეტი შეგიძლია? მზაკვრულად აუწია გოგომ წარბები. პასუხად მხოლოდ გაზი და ძრავის ძლიერი ხმა გაიგო. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა მესამე მანქანა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა კლასის სხვა მანქანები, თამარმა უცებ გაიხედა.
- აუ, ეს ხომ ნიკაა.
- ვინ? მოკლედ იკითხა თორნიკემ.
- კლასელი. თამარმა ხელი დაუქნია ფანჯრიდან. ნიკამაც უპასუხა, მანქანა გვერდით მიიყვანა, რაღაც დაუძახა. თამარიც სიცილით პასუხობდა. და აი აქ პატარა ცვლილება მოხდა. თორნიკეს ხელი საჭეზე ოდნავ დაეჭიმა. მანქანა წინ გავიდა, მკვეთრად ზედმეტადაც კი.
- ოჰო. ჩუმად თქვა თამარმა. - კონკურენცია გაჩნდა?
- უბრალოდ გზას მივყვები. მშვიდად უპასუხა თორნიკემ. ლილე ფანჯრიდან იყურებოდა და ყველაფერს აკვირდებოდა. თითქოს პატარა დეტექტიურ გამოძიებას ატარებდა.
- ნახე, ნახე. წაიჩურჩულა.
- რა? ჰკითხა დამიანემ, ინტერესით.
- ეგ. თვალით ანიშნა წინ. დამიანემაც გაიხედა. თორნიკეს მანქანა უკვე აშკარად „მეტად აქტიურად“ მოძრაობდა. ლილემ ჩაიცინა.
- აი, ეს უკვე საინტერესოა. რესტორანში მისვლამდე უკვე ყველა გახურებული იყო არამარტო ალკოჰოლით. რესტორანი ხმაურიანი, განათებული, ხალხით სავსე იყო ძალიან ბევრი აჟიტირებული ახალგაზრდით. მათი მაგიდა კი ყველაზე ხმაურიანი, რა თქმა უნდა.
პირველი ჭიქები - მშვიდად.
მეორე - უფრო თავისუფლად.
მესამე - უკვე ნაცნობი სცენარი.
ლილე ისევ სადღეგრძელოების ცენტრში მოხვდა
- ეს არის საღამო! ხელები გაშალა დემონსტრაციულად.
თამარი ისევ იცინოდა ყველაფერზე, თორნიკე გვერდით იჯდა. ამჯერად ახლოს, ზედმეტად ახლოს.
- შენ ისევ მაკვირდები. უთხრა თამარმა ჩუმად ყველასგან შეუმჩნევლად.
- შენ ისევ მაძლევ მიზეზს. უპასუხა მშვიდად. თამარმა ჭიქა აიღო და დაუფიქრებლად გამოცალა.
- ფრთხილად იყავი.
- რატომ?
- შეიძლება მოგეწონოს. თორნიკეს ჩაეღიმა.
- უკვე გვიანია. ერთი წამით და ისევ ის პაუზა. ლილემ ეს დაინახა. ისევე, როგორც გზაზე. ისევე, როგორც ადრე და ამჯერად აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გაიღიმა. საღამო ისევ ნელ-ნელა გადაიზარდა იმ ნაცნობ ფაზაში - სიცილი უმიზეზოდ და ის შეგრძნება, რომ ყველაფერი ოდნავ კონტროლიდან გადის, მაგრამ სასიამოვნოდ.
ხალხი ირეოდა, სიცილი ერთმანეთში იკარგებოდა და სადღაც ფონად მუდმივად ისმოდა ჭიქების ჭახუნის ხმა. მათი მაგიდა... რა თქმა უნდა, ისევ ცენტრში იყო. რამდენიმე კლასი და არეული ბავშვები საღამოს კაბებით.... ლილე უკვე ფეხზე იდგა.
- ხალხოოო! ხელები გაშალა ისე, თითქოს მთელი დარბაზი მისი იყო. - ეს საღამო ისტორიულია!
- ეს საღამო უკვე სახიფათოა. ჩაილაპარაკა დამიანემ და წყალი მოსვა, რაც ლილეს არ გამოჰპარვია
- ნუ წუწუნებ, მამიკო რეჟიმში ნუ გადადიხარ. გადახედა და ჩუმად მიუგო ლილემ ბიძამისს და ჭიქა ისევ შეივსო. თამარი იცინოდა. უკვე იმ მდგომარეობაში იყო, როცა ყველაფერი სასაცილოა - სიტყვები, ადამიანები, საკუთარი თავიც კი.
- მე მიყვარს ეს მდგომარეობა... ჩუმად თქვა და თავი ოდნავ უკან გადასწია.
- ხვალ აღარ გეყვარება. მშვიდად მიუგო ნენემ, მაგრამ თვითონაც იღიმოდა.
- ხვალ არ არსებობს. თამარმა ჭიქა ასწია. - მხოლოდ დღეს. გამაფრთხილებლად ხელიც ასწია
- კლასიკური განცხადებაა. დაამატა ზუკამ და ტაში დაუკრა. ამ დროს მუსიკა უფრო ხმამაღლა გაისმა და ვიღაცამ შუაში საცეკვაო სივრცე გაათავისუფლა. ლილე უკვე იქ იყო.
- მე ვიწყებ! გამოაცხადა და ისე დაიწყო ცეკვა, თითქოს ამას მთელი ცხოვრება ელოდა.
- ღმერთო... ამოიოხრა თორნიკემ, მაგრამ თვალს არ აშორებდა ნათლულს.
- არ თქვა რომ არ მოგწონს. ჩუმად უთხრა თამარმა და გვერდიდან გახედა.
- უბრალოდ ვუყურებ. მოკლედ მოუჭრა.
- ეგ ნიშნავს რომ მოგწონს. თამარმა ჩაიცინა. - შენ ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებ? თორნიკემ ერთი წამით არ უპასუხა. მერე ჭიქა მაგიდაზე დადო.
- არა.
- მაშინ?
- ზოგჯერ უბრალოდ ვაცდი.
- რას? თორნიკემ პირდაპირ შეხედა.
- რას იზამ. ერთი წამით ხმაურმა თითქოს უკან გადაიწია. თამარი გაჩერდა, თვალები ოდნავ მოჭუტა და ისე დაუწყო დაკვირვება. მუსიკა ისევ შემოვიდა სივრცეში.
- წამოდი. უცებ თქვა თამარმა და ხელი გაუწოდა.
- სად?
- იქ. მხოლოდ ჩვენს სამეთვალყუროდ წამოხვედით თქვენ? დაუცაცხანა მაგიდაზე მსხდომებს და ისევ ჩუმად გადაულაპარაკა თორნიკეს. - ნუ თუ რომ არ შეგიძლია. წარბია ასწია და საცეკვაო სივრცეს გახედა.
- შემიძლია.
- მაშინ პრობლემა რა არის?
- შენ ხარ პრობლემა.
- გვიანია. გულიანად გაიღიმა თამარმა. - უკვე ჩათრეული ხარ. და ხელი თვითონ მოჰკიდა თორნიკე აღარ შეეწინააღმდეგა. საცეკვაო სივრცეში გადასვლა უფრო ბრძოლას ჰგავდა, ვიდრე გადაადგილებას. ხალხი ეჯახებოდა, სიცილი, ხმაური ყველაფერი ერთდროულად ხდებოდა. ლილემ რომ დაინახა, თვალები გაუბრწყინდა. თამარი მუსიკას აჰყვა ეს არ იყო „სწორი“ ცეკვა. უბრალოდ მოძრაობდა თავისუფლად, ოდნავ ქაოსურად. თორნიკე თავიდან უბრალოდ იდგა და უყურებდა, როგორც ყოველთვის.
- რას აკეთებ? შეხედა თამარმა სიცილით. - დაკვირვების რეჟიმში ხარ ისევ?
- დიახ.
- გამოდი მაგ რეჟიმიდან. ბრძანებასავით გაისმა პატარა ქალბატონის სიტყვები. თორნიკემ თავი ოდნავ დახარა. მერე ძალიან ნელა ნაბიჯი გადადგა მისკენ და ეს უკვე საკმარისი იყო. ლილე გვერდიდან ტაშს უკრავდა, ზუკა ვიდეოს იღებდა.
- ეს ოქროა! იყვირა კადრის დაფიქსირების შემდეგ
- წაშლი ეგრევე. ნენემაც არ დააყოვნა.
- არასდროს! დამიანე ამასობაში მაგიდასთან იჯდა, მაგრამ თვალს არ აშორებდა. ნეენეს მიუბრუნდა.
- ეს ცუდად დასრულდება.
- რომელი ნაწილი? მშვიდად ჰკითხა ნენემ.
- ყველა. ამ დროს მუსიკა შეიცვალა. უფრო ნელი და უფრო მძიმე გახდა. თამარი უცებ გაჩერდა.
- ეს არ მომწონს.
- რატომ?
- ზედმეტად... ახლოა. თორნიკემ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- თუ არ შეგიძლია... გავიდეთ. მშვიდად გადაულაპარაკა ის რაც წამის წინ თამარმა უთხრა. გოგომაც სასაცილოდ აატრიალა თვალები.
- ფრთხილად იყავი. ჩუმად თქვა თორნიკემ.
- შენ მითხარი ეგ უკვე.
- ისევ გეუბნები.
- და თუ არ ვიქნები? ნელ ნელა უფრო უახლოვდებოდე თორნიკე დაბნეულ და აზრებარეულს. თორნიკემ ამჯერად პასუხი არ გასცა, უბრალოდ უყურებდა. თამარმა ხელი ოდნავ ასწია, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მერე გადაიფიქრა.
- გვიანია უკვე, ხო?
- ჰო.
მუსიკა ისევ უკრავდა, მაგრამ უკვე სხვანაირად ისმოდა. აღარ იყო ის პირველი ენერგია. ხალხი დაიღალა, სიცილი გაწელილი გახდა, მოძრაობები უფრო ნელი. ზოგი უკვე სკამებზე იყო ჩამომჯდარი, ზოგი კედელს მიყრდნობილი, ზოგი უბრალოდ უყურებდა სხვებს, თითქოს საკუთარ თავს გარედან ხედავდა. ლილე ისევ შუაში იყო, მაგრამ უკვე იმ სტადიაში, როცა სიტყვები ერთმანეთში ერევა.
- მე… ხელი ასწია, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა. - მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ… წამით გაჩერდა. - ...დამავიწყდა.
- შოკში ვართ. მშრალად თქვა ზუკამ და წყალი მოსვა.
- არა, მართლა! არ ნებდებოდა ლილე. - ეს მნიშვნელოვანი იყო. ამაყად განაცხადა ლილემ და ისევ სკამზე „დაეშვა“, უფრო დაეცა. თამარი ამჯერად ჩუმი იყო. არ იცინოდა ისე ხმამაღლა, აღარ იყო ისეთი გაფანტული. ჭიქას თითებით ატრიალებდა და რაღაცას უყურებდა არა კონკრეტულს, უბრალოდ წინ სივრცეს ჭრიდა მზერით. თორნიკე გვერდით იჯდა - არ ეხებოდა, არც ლაპარაკობდა. უბრალოდ… იქ იყო და ეს უფრო მძაფრი იყო, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
- დაიღალე? ჩუმად ჰკითხა ბოლოს. თამარმა თავი ოდნავ გადააქნია.
- არა. მცირედი პაუზის შემდეგ ისევ მას გადახედა. - უბრალოდ ცოტა…
- ბევრი? თამარმა ჩაიცინა, მაგრამ სუსტად.
- ჰო… ბევრი. თორნიკემ ჭიქა ნელა ჩამოსწია მის წინ.
- აღარ დალიო.
- მიკრძალავ?
- გირჩევ.
- დიდი განსხვავებაა?
- შენთვის? ერთი წამით შეხედა. - არა. თამარმა თვალები მოჭუტა.
- ისევ ეგ ტონი გაქვს.
- რომელი? ჩუმად ჩაეცინა კაცს, მაგრამ მზერა არ მოუშორებია.
- თითქოს ყველაფერი იცი.
- არ ვიცი. თითქოს თაავისთვის ჩაილაპარაკა.
- მაშინ რატომ მეჩვენება რომ იცი? უცხო ხმამ გაარღვია სივრცე ორ ადამიანს შორის სადაც მხოლოდ კითხვები ტრიალებდა.
- თამარ? ორივემ ერთდროულად გაიხედა.
- ნიკა. ისე მარტივად მოვიდა, თითქოს ყოველთვის იქ უნდა ყოფილიყო. თავდაჯერებული, ოდნავ გაღიმებული, თვალებით პირდაპირ თამარს ეძებდა.
- სად დაიკარგე? მიუახლოვდა და ზედმეტად ახლოს გაჩერდა. - გზაზე კი იყავი ძალიან აქტიური. თამარმა ინსტინქტურად გაიღიმა.
- აქ ვარ.
- ვხედავ. ჩაეცინა ნიკას და მზერა გადაატარა მაგიდას, მერე თორნიკეზე გაჩერდა ერთი წამით.
- არ გამაცნობ? ჰკითხა მშვიდად, მაგრამ ტონში რაღაც სხვა იკითხებოდა. თამარმა ცოტა დააგვიანა პასუხი.
- ეს… თორნიკეა.
- ნიკა. ხელი გაუწოდა, თორნიკემაც ჩამოართვა არ დააყოვნა.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც. უპასუხა ნიკამ ისე, თითქოს ეს ფრაზა არაფერს ნიშნავდა. წამიერი პაუზა იყო, მაგრამ მძიმე
- შეგიძლია ერთი წუთით? ხელი გაშალა და სივრცე მისცა წამოსადგომად თამარს
- სად? ინსტინქტურად ჰკითხა თამარმა.
- გარეთ. ცოტა სიწყნარეა. თამარმა გვერდით მყოფებს გახედა, უფრო დიდხანს მზერა თორნიკეზე შერჩა. არაფერი უთქვამს, არც შეუხედავს თითქოს, მაგრამ… აშკარად ელოდა.
- მალე მოვალ. თქვა ბოლოს თამარმა.
- რა თქმა უნდა. მშვიდად მიუგო თორნიკემ. ნიკამ ხელი ოდნავ შეეხო თამარს ზურგზე და გზა გაუხსნა. დამიანემ თორნიკეს გახედა.
- ნორმალურად ხარ?
- აბსოლუტურად. უპასუხა ისე, რომ არც კი დაფიქრებულა.
- ეგ ყველაზე ცუდი პასუხია. ჩაილაპარაკა ზუკამ და ცერად გადახედა თორნიკეს.
გარეთ ჰაერი ცივი იყო, ხმაური უკვე შორიდან მოდიოდა. თამარი კედელს მიეყრდნო.
- რა ხდება? ნიკა პირდაპირ წინ დაუდგა.
- მართლა არ იცი?
- რა უნდა ვიცოდე? ნიკამაც არ დააყოვნა. - მთელი გზა გიყურებდი. იქაც… - თავით დახურული სივრცისკენ ანიშნა. - აქაც.
- და?
- და საინტერესოა.
- რა?
- შენ. თამარმა თვალები მოჭუტა, თავის ტკივილმა კიდევ უფრო დაუმძიმა ქუთუთოები.
- ეგ ახალია?
- არა. უბრალოდ ახლა სხვა კონტექსტშია.
- რა კონტექსტში? თამარს აშკარად გაბრაზება შეერია ხმაში. ნიკამ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.
- კონკურენციის. თამარს გაეცინა, გულახდილად
- სერიოზულად?
- აბსოლუტურად.
- და ვინ არის შენი კონკურენტი? ნიკამ პასუხი არ დააყოვნა.
- შიგნით რომ ზის. თამარმა მზერა აარიდა.
- ეგ შენი პრობლემა არ არის.
- ახლა უკვე არის.
- რატომ? ნიკა უფრო მიუახლოვდა.
- იმიტომ რომ შენ ხარ. თამარი აღარ იცინოდა.
- არ მიყვარს ასეთი ტონი ნიკა.
- როგორი?
- თითქოს რაღაც უკვე გადაწყდა. ნიკამ თავი ოდნავ დახარა, დამნაშავესავით.
- არაფერი გადამიწყვეტია.
- მაშინ?
- უბრალოდ არ ვაპირებ გვერდიდან ყურებას. თამარმა ღრმად ჩაისუნთქა. შიგნით ხმაური ისევ გრძელდებოდა, მაგრამ აქ… უფრო ჩუმი იყო და უფრო მძაფრი. გარეთ ჰაერი უფრო ცივი გახდა ან უბრალოდ ასე ეჩვენებოდა თამარს. ხმაური შიგნიდან მოდიოდა, მაგრამ თითქოს ვეღარ აღწევდა ბოლომდე. ყველაფერი ცოტა „დაბლოკილი“ იყო როგორც გონება და თამარის ფიქრები. ნიკა ისევ ძალიან ახლოს იდგა, ზედმეტად ახლოს.
- არ მიყვარს როცა მიყურებენ და არაფერს აკეთებენ. თქვა მშვიდად ბიჭმა და თამარისკენ გაიწია.
- მე არ მითქვამს რომ ვინმეს რამე უნდა გაეკეთებინა. უპასუხა თამარმა, მაგრამ ხმა ისეთი აღარ ჰქონდა.
- ეგ არის პრობლემა. ჩაეცინა ნიკას. - შენ არაფერს ამბობ.
- და შენ ამბობ?
- კი. ახლა გეუბნები. დაამატა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - მომწონხარ. თამარმა თვალები დახუჭა წამით, მერე ისევ გაახილა.
- ნიკა…
- არა, არ გამაწყვეტინო. მშვიდად, მაგრამ უფრო მკაცრად თქვა. - იმიტომ რომ ვიცი, თუ ახლა არ ვიტყვი, მერე უბრალოდ ვუყურებ როგორ… თავი ოდნავ შიგნითკენ გადახარა - …ვიღაც სხვა აკეთებს იმას, რასაც მე უნდა ვაკეთებდე. თამარმა ინსტინქტურად უკან გადადგა ნახევარი ნაბიჯი.
- ეს არ არის კონკურსი.
- შენთვის არა.
- შენთვის? ნიკამ არ დააყოვნა.
- ჩემთვის არის. თამარი კედელს მიეყრდნო ისევ.
- არ მომწონს ეს მიდგომა.
- ვიცი.
- მაშინ რატომ აგრძელებ?
- იმიტომ რომ მაინც აქ ხარ. უპასუხა დაუფიქრებლად. ეს უკვე ზედმეტი იყო, თამარმა წარბები შეკრა.
- მე აქ იმიტომ ვარ, რომ ჰაერი მჭირდება, არა იმიტომ რომ ვინმესთან რაღაც „ვითამაშო“. ნიკა ერთი წამით გაჩერდა, მერე ოდნავ დაიხია უკან.
- კარგი. თქვა უფრო მშვიდად. - მაშინ პირდაპირ გკითხავ.
- მკითხე.
- ის… ისევ შიგნით ანიშნა. - ვინ არის შენთვის? თამარი გაჩუმდა მოულოდნელად. არა იმიტომ რომ პასუხი არ ჰქონდა არამედ იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრი პასუხი იყო ერთდროულად.
- არ ვიცი. გულწრფელად ამოთქვა ბოლოს და მძიმე სუნთქვა ამოაყოლა ნათქვამს. ნიკამ თავი ოდნავ დახარა.
- ეგ უკვე პასუხია.
- არ არის.
- არის. ნელა თქვა. - იმიტომ რომ თუ არაფერია, მარტივად ამბობ „არავინ“. თამარმა მზერა აარიდა. აღარ დასცალდა გაგრძელება კარი გაიღო. დამიანე გამოჩნდა როგორც წყალში ჩაძირვის პირას მაშველი რგოლი. ორივემ გაიხედა.
- ფერია. დამიანე მიუახლოვდაუნებურად აკანკალებულ გოგოს და გულზე მიიხუტა. - წამოდი, გავიდეთ პარკინგზე დანარჩენებიც გამოვლენ.
- ყველაფერი რიგზეა?
- კი. სწრაფად უპასუხა თამარმა.
- ტყუილია. ჩუმად გადაულაპარაკა დამიანემ. ნიკა გვერდზე გადგა, თითქოს გზას უთმობდა.
- არჩევანი მარტივია. ჩუმად დაუმატა თამარს, მაგრამ იცოდა გვერდით მდგომს ყველაფერი ესმოდა.
- არ არის. მაშინვე მიუგო და დატოვეს ბიჭი. ისე იყო თამარი ჩაფრენილი დამიანეს მკლავებს თითქოს ვინმე აპირებდა ხელიდან გამოეგლიჯათ. პარკინგისკენ დაიძრნენ დამიანემ მანქანიდან წყალი გადმოიღო და აკნაკებულ გოგოს მიაწოდა.
- ამის შემდეგ ვეღარ აგანერვიულებს. თავზე გადაუსვა ხელი თამარს და დამამშვიდებლად გადახედა.
- არა დამიანე... მას არ უნდოდა.
- მაგრამ კანკალებ, ნერვიულობისგან.
გარეთ გამოსვლა უფრო ჩუმი იყო, ვიდრე მოსვლა. ლილე ამ დროს ისევ რაღაცას ყვებოდა, ზუკა ნახევრად უსმენდა, ნახევრად ტელეფონში იყო. ნენეს ეჭირა პატარა ფერია და ისე მოდიოდნენ, თორნიკე რამდენიმე წამში გამოვიდა. აღარ იყო სიცილი, აღარც ყვირილი -მხოლოდ დაღლილი ნაბიჯები, ნახევრად ნათქვამი ფრაზები. მანქანებშიც სწრაფად ჩასხდნენ ამჯერად არანაირი კამათი. თამარი ისევ თორნიკესთან აღმოჩნდა, თვითონაც ვერ გაიგო როგორ. მხოლოდ ძრავის ხმა არღვევდა სამარისებულ სიჩუმეს.
- უნდა დარჩენილიყავი. სუნთქვას ამოაყოლა თორნიკემ, თვალს გზას არ აცილებდა. თამარმა მაშინვე შეხედა.
- ვისთან?
- ვისთანაც გინდოდა.
- არ მინდოდა.
- ისე ჩანდა.
- ეს შენ გინდა რომ ასე ჩანდეს. მშვიდად თქვა თამარმა. თორნიკემ მშვიდად ჩაიცინა.
- მე არაფერს არ მინდა.
- ზუსტად ეგ არის პრობლემა. მანქანა ოდნავ უფრო სწრაფად წავიდა, ვერც გაიაზრა.
- რა პრობლემა?
- რომ არაფერს ამბობ. ამჯერად პირდაპირ შეხედა. - არც მაშინ… არც ახლა. რქიანივით ზიხარ და დუმხარ. თორნიკემ საჭეს ხელი უფრო მაგრად მოუჭირა.
- ყველაფერს რომ ვამბობდე, არ მოგეწონებოდა.
- სცადე. მანქანა ნელა გაჩერდა, უკვე სახლთან იყვნენ. ძრავა ჯერ კიდევ არ გამოურთია თორნიკეს.
- არ მომწონს როცა ვიღაც სხვა ასე გელაპარაკება. მშვიდად გადაულაპარაკა,მაგრამ აშკარად დაჭიმულად. თამარმა სუნთქვა შეიკავა.
- ვიღაცა ყოველთვის იქნება ვინ ასე ლაპარაკს შეეცდება. მერე? მხოლოდ სიჩუმე იყო პასუხი ჰაერში გაიფანტა ისევ კითხვები დარჩა და ეს სიჩუმე უკვე ბევრს ნიშნავდა. სახლში შესვლა ისევ ნახევრად ქაოსური იყო, მაგრამ დაღლილი. ლილე პირდაპირ დივანზე დაეცა. ნენეს მისაღებს მოავლო თვალი, მცენარეებით სავსეს.
- მე აქ ვცხოვრობ? თვალებ მოჭუტულმა წამოწია დივნიდან და გადახედა სათითაოდ ყველას.
- შენ აქედან ვეღარ წახვალ, ყოველ შემთხვევაში დღეს. მშვიდად უთხრა დამიანემ. ნენე წყალს არიგებდა. დამიანე კედელს ეყრდნობოდა, ისევ აკვირდებოდა. თამარი კართან გაჩერდა, თორნიკე გვერდით გაიარა. ერთი წამი იყო გვერდით რო აღმოჩნდა, არც შეხება, არც სიტყვა, მაგრამ ჰაერი ისევ იმავე დაძაბულობით იყო სავსე და ეს ჯერ დასასრული არ იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent