ბედის ირონია 10 თავი
-ადვოკატს ველაპარაკე გუშინ- სხვა თემაზე გადავიდა უეცრად გეგა -რა გითხრა?- დაინტერესდა მარიამი -მითხრა რომ... -!? -უფლება მაქვს 24 საათიანი შეხვედრა მოვითხოვო შენთან! -24 საათიანი?!- აღელდა მარიამი. -იმედია მოხვალ?!- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის. უცერად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა სასოწარკვეთილ გოგონას, მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია და ცივად გაუღიმა ქმარს. ყურადღებით აკვირდებოდა გეგა მარიამის თითოეულ მოძრაობას და როცა დაბნეულმა გოგონამ აკანკალებული ხელები კი მაგიდის ქვეშ ჩამალა აგდებული ტონით უთხრა -ნუ გეშინია! 24 საათიან შეხვედრაზე მოსვლას არ მოგთხოვ! რადგან არ მინდა ციხის ყველა თანამშრომელმა და მსჯავდებულმა ჩვენს სექ*ზე იფიქროს -გეგა! -რა?! -გთხოვ...ამ თემაზე ლაპარაკი შეწყვიტე! -კარგი- ბოროტულად გაეღიმა გეგას და უეცრად სხვა თემაზე გადავიდა- შემდეგში რომ მოხვალ ვაჩეც მოიყვანე! ოღონდ მანამდე ყველაფერი აუხსენი! -უკვე ავუხსენი! -ძალიან მომენატრა! -ვაჩესაც მოენატრე -შენ არ მოგენატრე მარიამ?! - ... -საერთოდ არა?! -გეგა გთხოვ... -რას მთხოვ?! - ... -დრო ამოიწურა!- გაისმა უცებ ვიღაცის მბრძანებლური ხმა რის გამოც შვებით ამოისუნთქა მარიამმა, მაგრამ მაშინვე გაუფუჭდა ხასიათი როგორც კი ფეხზე წამოდგა გეგა და მუქარანარევი ტონით უთხრა. -ლაპარაკი ჯერ არ დაგვისრულებია! -გასაგებია. -შემდეგ ჯერზე ისევ მარტო მოდი!- უბრძანა გასვლამდე და რკინის კარს მიღმა ამაყად გაუჩინარდა. -ავადმყოფი! შეშლილი! მანიაკი!-ჩაილაპარაკა გულში მარიამმა და ქუჩაში აღელვებული გავიდა. მარიამის და გეგას ყოველი შეხვედრა ციხეში ჩხუბოთ მთავრდებოდა, ამიტომ სოფომ ჩარევა გადაწყვიტა. -იცი ასე საშინლად რატომ გექცევა? იმიტომ რომ იმსახურებ! - ... -განზრახ აღიზიანებ, თითქოს იწვევ...მერე ისიც თავს ვერ იკავებს და... -და რა?! -იცი რაც! მოგწონს რომ გიყვირის და გაგინებს?! -თქვენ როგორ ფიქრობთ?- გაღიზიანდა უცებ მარიამი -საერთოდ არ ითვალისწინებ იმას რომ ციხეშია! - ... -გონებას უწამლავ! აგიჟებ! და მერე გიკვირს რატომაა უხეში შენს მიმართ! თან... უკვე თითქმის 6 თვე გავიდა რაც ურთოერთობა არ გქონიათ და... -დაასრულეთ? - ... -როგორც ჩანს კი! მაშინ მე წავალ იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს თქვენთვის სათქმელი. -გკიდია არა? შენთვის სულ ერთია რას გრძნობს და განიცდის გეგა გისოსებს მიღმა. -ასეა-გულწრფელი ემოციით უთხრა მარიამმა და სამზარეულოს კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. იმ დღის მერე მარიამი და სოფო ერთმანეთს თითქმის აღარ ეკონტაქტებოდნენ. კახამ შეამჩნია მათი მტრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ამიტომ საქმის ვითარებაში გარკვევა სცადა. -მარიამ შვილო ამ ბოლო დროს შენ და ვაჩე ჩვენთან ერთად სუფრასთან აღარ სხდებით და რაშია საქმე? -ვფიქრობ მე და ვაჩე თქვენთან ერთად სუფრასთან სხდომას არ ვიმსახურებთ. -რა ლაპარაკია ახლა ეს?-გაუკვირდა კახას- შემთხვევით შენ და სოფომ ხომ არ იჩხუბეთ? -არა რას ამბობთ- შეიცხადა მარიამმა- უბრალოდ ვისაუბრეთ. -არ ვიცი თქვენ ორ შორის რა მოხდა... მაგრამ ასეთ რამეს ჩემს სახლში ვერ ავიტან! ან ყველა ერთად დავსხდებით მაგიდასთან და ვივახშმებთ! ან დეტალურად მომიყვებით მომხდარის შესახებ და... -წავალ ვაჩეს მოვიყვან- წინადადების დასრულება არ აცადა მამამთილს მარიამმა და ვაჩეს შემოსაყვანად ეზოში გავიდა. სუფრასთან ყველა დაძაბული დაჯდა მაგრამ გემრიელ და ცხელ კერძებზე უარი ვერავინ ვერ თქვა. მხოლოდ მარიამი იჯდა უძრავად რომელსაც ყელში ლუკმა არ გადასდიოდა. ვახშმის შემდეგ მაგიდა მარიამმა აალაგა და ჭურჭელიც თვითონ გარეცხა, ამიტომ სოფომ ვაჩე მოაწესრიგა და დასაძინებლად ოთახში შეიყვანა. -დედიკოსთან მინდა-აუბუზღუნდა ვაჩე როცა შუაში ჩააწვინა და გაექცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


