შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადის ქალი (თავი III)


გუშინ, 01:27
ნანახია 72

ლევანი.
მანქანიდან გარეთ ვიხედები და სიცივე ძვლებში მატანს,არა იმიტომ,რომ მცივა,იმიტომ რომ ვიცი ასეთ ამინდში ქეთო სადღაც იქაა.მარტო.რისთვის?რატომ გააკეთა ასეთი სისულელე?რაზე გაბრაზდა?თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს,მაგრამ ახლა არაფერს აქვს მნიშვნელობა.არც ერთ ჩემს კითხვას.
ნელ ნელა ბინდდება.მანქანას იქვე ვაჩერებ და ტელეფონს კიდევ ერთხელ ვიღებ,ვიცი დარეკვას აზრი არ აქვს,მაინც არ მიპასუხებს.ტელეფონს მეორე სავარძელზე ვაგდებ,ქურთუკს ბოლომდე ვიკრავ და მანქანიდან გადავდივარ.ცივი ქარი სახეზე ისე საშინლად მეცემა თვალების დახუჭვას მაიძულებს.თითქოს სამყარო ჩემს წინააღმდეგაა,თითქოს სამყაროს უნდა კიდევ ერთხელ გამოვცადო ის ტკივილი.
-ქეთოო!!-ვყვირი,მაგრამ საკუთარი ხმა ისე მალე წყდება მეც ვერ ვიგებ.
ჯანდაბა.რატომ წავიდა?ან მე რატომ გავუშვი?ხელები მეყინება,მაგრამ ამასაც იმით ვგრძნობ,რომ თითების მოძრაობა მიჭირს.რაც უფრო მაღლა ავდივარ ჰაერი უფრო მძიმდება და სუნთქვა უფრო და უფრო მიჭირს,თითქოს ჰაერი მგუდავს.ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით რაც ყველაზე მეტად მაწუხებს.ქეთო იქ მარტოა.რამდენიმე მეტრის მოშორებით ალექსის მანქანას ვხედავ.
-ქეთოო!!-ვყვირი კიდევ ერთხელ,იმის იმედით,რომ ამჯერად მაინც მიპასუხებს..ქარს ბიჭების ხმაც მოაქვს.ისინიც უშედეგოდ ყვირიან.
გულმა უცებ უფრო სწრაფად დაიწყო ცემა.არა შიშისგან..
არამედ იმ პანიკისგან,რომელსაც ვეღარ ვაკონტროლებ.
მე,ლევან დადიანი,ადამიანი,რომლისთვისაც არ არსებობს უკონტროლო სიტუაცია და მდგომარეობა.მძულს ის ფაქტი,რომ ახლა არაფერი შემიძლია.
როგორც იქნა აღმართს ავდივარ და გაშლილ ადგილას ვხვდები.აქედან უკვე ფერდობები იწყება.
წინ არაფერია.მხოლოდ თოვლი.კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგავ და ფეხი მიცურდება,მუხლზე ვეცემი.
-ჯანდაბა!-სუნთქვა მიწყდება და თავს მაღლა ვწევ.
და მაშინ..
რაღაცას ვხედავ.ძალიან პატარას,თითქმის შეუმჩნეველს.პირველად ვფიქრობ,რომ მეჩვენება.მაგრამ არა.
ვშეშდები.გული ისე სწრაფად იწყებს ფეთქვას,მისი ხმა ყურებში მესმის.თვალებს ისე ფართოდ ვახელ,როგორც ქარი მაძლევს ამის საშუალებას და მას ვხედავ.ამ თეთრ გარემოში ერთადერთ მუქ წერტილს.ფეხზე სწრაფად ვდგები და მისკენ მივრბივარ.არ მაინტერესებს,რომ თოვლში ქარი სახეს მიყინავს,არ მაინტერესებს,რომ თოვლში ვეცემი,ყოველ ჯერზე მაინც ფეხზე ვდგები და მისკენ მივრბივარ.
-ქეთო!!-რომ ვუახლოვდები ვყვირი და აი ისიც..თავს ნელა წევს და მიყურებს.თოვლში ზის და თავი ხელებში აქვს ჩარგული.თმა სახეზე აქვს მიკრული,მხრები კი თოვლით დაფარული.
ერთი წამით ყველაფერი ჩერდება..
არანაირი ქარი..
არანაირი ხმა..
მხოლოდ ის.
-ქეთო!!-ამჯერად ჩუმად ვეძახი და ვუახლოვდები.მის წინ მუხლებზე ვეშვები და ვოხრავ.არ მაინტერესებს არაფერი,მხრებში ხელს ვავლებ და გულში ვიკრავ.ცივია.ზედმეტად ცივი.
-ქეთო!ქეთო,ჩემი გესმის?-ფრთხილად ვიშორებ და თვალებში ვუყურებ.ძალიან სუსტადაა,თვალები ცრემლით ევსება და თავს ნელა მიქნევს.
-მე..მე დავიკარგე.-თითქმის შეუმჩნევლად ლუღლუღებს.მის ნათქვამზე ინსტიქტურად მეღიმება.
-შევამჩნიე.-ვცდილობ მეც ვიხუმრო.
-ძალიან..შემეშინდა..მე..-ცდილობს რაღაც მითხრას,მაგრამ იმდენად სუსტადაა ხმა უკანკალებს..
-კარგი ნუღა საუბრობ,დანარჩენზე სახლში ვილაპარაკოთ.მოდი ჩემთან..-ვეუბნები და წამოდგომაში ფრთხილად ვეხმარები.

ქეთო
სითბოს ვგრძნობ.
მთელი სხეული მეწვის.თვალებს ფრთხილად ვახელ,მაგრამ სინათლე ისე მჭრის თვალს თითქოს წლები სიბნელეში ვიყავი.
ჰაერი გულს აღარ მიმძიმებს და ღრმად ვსუნთქავ.
გადავრჩი.ცოცხალი ვარ.
თვალებს ფრთხილად ვახელ და ნაცნობ ოთახს ვხედავ,უეცრად ყველა მოგონება მიტივდივდება.
თოვლი..
ქარი..
სიცივე..
ლევანი..
ამის გახსენებაზე სწრაფად ვჯდები,მაგრამ თავბრუსხვევა განძრევის საშუალებას არ მაძლევს.
-შენთვის ადგომა არ შეიძლება!-ოთახის ბოლოდან მკაცრი ხმა მესმის.ახლა ვამჩნევ კუთხეში მდგარ სკამზე მჯდომ ლევანს.საზურგეს იყო მიყრდნობილი და ისეთი ბნელი თვალებით მიყურებდა,ერთ წამს შემეშინდა კიდეც.
-რა მოხდა?-ვეკითხები,ჩემს კითხვაზე კი ირონიულად ეცინება.
-არ იცი?რა ჯანდაბა გინდოდა იმ გადაკარგულში?-სკამის საზურგედან ამჯერად წინ იწევა და თვალებში მიყურებს.ვიბნევი,მაგრამ თან ვბრაზდები,ასე რატომ მელაპარაკება?
-ვსეირნობდი და დავიკარგე.
-სეირნობდი და დაიკარგე?-იმეორებს ჩემს ნათქვამს.
-კი,რაიყო შენ არასდროს დაკარგულხარ?-ვეკითხები ნიშნის მოგებით და საწოლზე კომფორტულად ვჯდები.
-არა,ქეთო.არ დავკარგულვარ და გინდა გითხრა რატო?იმიტომ,რომ მე სულელი ბავშვივით არ ვიქცევი.-ხმას უწევს და სკამიდან დგება,მის სიტყვებზე მეც ტყვიასავით ვვარდები საწოლიდან და ყვირილს არც მე ვაკლებ.
-სულელ ბავშვს ნუ მეძახი!
-რასაც მინდა იმას დაგიძახებ,რამ გაგაბრაზა?რამ წაგიყვანა იმ ჯანდაბაში.თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს,შენ კი პატარა ბავშვივით დგები და მიდიხარ.თან საად?იქ სადაც შეიძლება ვერავინ გიპოვოს..-ლევანი უკვე ყვირილზე გადადის,მთელს სხეულში ბრაზი მივლის,ასე მგონია ჭკუიდან გადავალ.
-შენ ვინ გეკითხება გამაგებინე.ხო სასეირნოდ წავედი და დავიკარგე,მერე შენ რა?
-რის გამოო?გამაგებინე რის გამო?
-ძალიან ცდები თუ გგონია,რომ ეს ყველაფერი შენს გამო მოხდა.-ჩემი პასუხით კმაყოფილი ვარ,ვხედავ ლევანის თვალებში ჩამდგარ ბრაზს.
-რა გინდა მითხრა,რომ უბრალოდ სულელი ბავშვი ხარ,რომელიც ყველა პატარა გაბრაზებაზე სახლიდან გარბის?-მისი ირონია იმდენად მიშლის ნერვებს,რომ ვერც ვაცნობიერებ ისე ვაწნი სილას და როცა ვხედავ ლევანი ბრაზისგან კბილს კბილზე როგორ აჭერს,იმ წამსვე ვნანობ ჩემს საქციელს.მიახლოვდება.ის ჩემსკენ ერთ ნაბიჯს დგავს,მე ორს უკან.მეშინია?არ ვიცი.
-საკუთარ გრძნობებზე და ფიქრებზე საუბარი ისწავლე.ფეხის ბაკუნი,სახლიდან გაქცევა და მითუმეტეს სილის გაწვნა ვერ გიშველის.მითუმეტეს ჩემთან.სანამ ამ ყველაფერს არ ისწავლი იქამდე პატარა,სულელი ბავშვი იქნები.-მეუბნება ისე,რომ თვალს არ მაშორებს.ისე ცრის კბილებში სიტყვებს,რომ რამდენიმე წამით შიში მეუფლება,მაგრამ თავს არ ვაძლევ უფლებას,რომ მან ეს შეამჩნიოს.
-გაეთრიე ჩემი ოთახიდან!-არც მე ვაკლებ და სანამ ცრემლები გადმომცვივა,ოთახში ჩაით ხელში ნიცა შემოდის,რომელსაც უკან თათა მოსდევს.ლევანი იმ წამსვე მშორდება და ოთახიდან სწრაფად გადის.
კარის დახურვა და ჩემი ტირილის დაწყება ერთია.ნიცა სწრაფად დებს მაგიდაზე ჩაის,თათა კი საწოლზ დაჯდომაში მეხმარება.ორივეს უსიტყვოდ ესმის ჩემი და გულში მიკრავენ.
-მართლა..მართლა შემთხვევით დავიკარგე,გეფიცებით..ვსეირნობდი..-ყელში იმხელა ბურთი მაქვს გაჩხერილი,ამის თქმასაც ძლივს ვახერხებ.ნიცა თმაზე ხელს მისვამს და მამშვიდებს.
-კარგი,დამშვიდდი.გონს მოდი და ყველაფერი მოგვიყევი.
რამდენიმე წუთი მჭირდება,რომ დავმშვიდდე.ნიცას მოტანილი ჩაი სასიამოვნო სითბოს შეგრძნებას მიტოვებს.გოგონები მოუთმენლად შემომცქერიან და ელოდებიან როდის დავიწყებ საუბარს,მე კი ამის გარდა ყველაფერი მინდა.რა უნდა მოვუყვე?რა არის საერთოდ მოსაყოლი?საქმეს ნიცა მიმარტივებს.
-ბოლო ბოლო მოყვები რა ხდება თქვენს შორის?-მეკითხება და საწოლზე უფრო კომფორტულად ჯდება.რამდენიმე წამით ვფიქრობ რა ვუპასუხო,მაგრამ მხრებს ვიჩეჩავ.
-არაფერი.ალექსის საჩუქარს,რომ ვყიდულობდით იქ შევხვდი პირველად,იმ ვისკის ყიდვა უნდოდა,რომელიც ჩვენ ვაჩუქეთ ალექსს.-ინსტიქტურად მეღიმება,როცა ლევანის დაბნეულ და გაბრაზებულ სახეს ვიხსენებ.
-ცოტა ვიკამათეთ.მერე დაბადების დღეზე მოვიდა..არაფერი,სულ ეს იყო.-მოკლედ ვჭრი სათქმელს,მაგრამ ნიცას მზერა ყველაფერს ამბობს.გოგონებისთვის თვალებში შეხედვა არმინდა და ჩაის ჭიქას ვაშტერდები.ვიცი,რომელიმეს თუ შევხედავ მიხვდებიან,რომ რაღაცას ვმალავ.
-გუდაურში,რომ მოვდიოდით გზაში რა მოხდა?-მეკითხება ნიცა,მე კი უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ,არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-ქეთო შენთან ერთად ვიჯექი იმ მანქანაში,არაფერიც არ მომხდარა,მაგრამ უცნაურად იქცევი.რატომ ხარ ლევანზე ასე გაბრაზებული,რა დააშავა?-ვეღარ მოისვენა თათამ და რასაც ფიქრობდა რამდენიმე წამში ჩამოარაკრაკა.თათას სიტყვებმა კი იმ წერტილში დამარტყა,სადაც საჭირო იყო.გოგონებს თვალებში შევხედე და ლოყაზე ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოვიშორე.
-საქმეც ეგაა,რომ ლევანს არაფერი დაუშავებია,საერთოდ არაფერი.-რამდენიმე წამით ვჩუმდები და თვალებს ვხუჭავ,ისევ ჩემს სიზმარში ვბრუნდები და საუბარს ვაგრძელებ.
-იმ ღამეს გზაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ ლევანმა მანქანა გააჩერა და თოვლში ვიცეკვეთ.დილით კი ვიგებ,რომ ეს ყველაფერი ჩემს სულელ გონებაში მოხდა.მერე ის ვიღაც გოგო მოვიდა და გავბრაზდი.ლევანი მართალია,პატარა სულელი ბავშვივით ვიქცევი,ვუბრაზდები და რის გამო?იმის გამო,რომ ჩემი გონება მეთამაშება?-სიტყვები უკვე ერთმანეთში მერევა,გაურკვევლად ვიწყებ ლაპარაკს და თვალები უკვე ცრემლებით მაქვს სავსე.თათა ჩაის ჭიქას მართმევს,გოგონები ხელს მკიდებენ და მიღიმიან.ნიცას მშვიდი ხმა ტანში მივლის.
-მოგეწონა.ამაში უცნაური და სულელური არაფერია.აი ის გოგო,რომ მოვიდა იმიტომ გაბრაზდი,რომ იეჭვიანე.შეგიძლია ეს ლევანთან არ აღიარო,თუ გინდა საკუთარ თავსაც მოატყუე,მაგრამ ჩვენ ვერ დაგვიმალავ.ილუზიებს არ შეგიქმნი და არ გეტყვი,რომ ლევანსაც მოსწონხარ მეთქი,მაგრამ ის ნამდვილად შემიძლია ვთქვა,რომ ძალიან ინერვიულა,როცა სახლში ვერ გნახეთ.პირველი ის წამოვიდა შენს საძებნელად და მთელი ღამე შენი ოთახიდან არ გამოსულა,სანამ არ გაიღვიძე.შეიძლება თავს დამნაშავედ გრძნობდა და იმიტომ,ეგ უკვე მე ნამდვილად აღარ ვიცი,მაგრამ ასე მეორედ აღარ უნდა მოიქცე.-რამდენიმე წამი მჭირდება,რომ ნიცას სიტყვები გავიაზრო.ისე ვოხრავ,თითქოს მთელ ჩემს დარდს თან ვატან და თათას კალთაში თავს ვდებ.ვამჩნევ გოგონებს როგორ ეღიმებათ.
-არ მინდა,რომ მომწონდეს.ლევანი სულელ ბავშვად მთვლის,მე კი ჩემს თავს ცალმხრივი ურთიერთობისთვის არ გავიმეტებ.
-ეჰ,ორი წელია ეგეთ ურთიერთობას ვწირავ ჩემს თავს.-სევდიანად ჩაილაპარაკა ნიცამ.მისი ხმა შორიდან მესმის,სანამ ისევ ძილის სამყაროში გადავეშვები.

ავტორი
მთელს სახლში ისეთი დაძაბულობაა,ანდრო და მისი ხუმრობებიც კი რომ ვერ ანეიტრალებს.ნელ ნელა ყველა ბარგს ალაგებს და წასასვლელად ემზადება,რამდენიმე წუთში ყველა მისაღებში იყო.
-აბა როგორც მოვედით ისევ იმ განლაგებით მივდივართ?-კითხულობს ალექსი და ტაშს კრავს,ქეთო ინსტიქტურად ლევანისკენ აპარებს თვალს,რომელიც მას არც უყურებს.ამაზე ქეთო უფრო ბრაზდება.
-არა,მე დემეტრეს მანქანაში ჩავჯდები.
-მე უკეთესი იდეა მაქვს.-უცებ ყვირის ნიცა და სიტუაციის განეიტრალებას ცდილობს.
-გოგონები ერთად,ბიჭები ერთად.-ასრულებს წინადადებას და ბიჭებს აციმციმებული თვალებით უყურებს.
-ჩემს მანქანაზე რომელი ჯდებით?-შეშინებული ხმით კითხულობს დემეტრე და მანქანის გასაღებს ხელში ძლიერად იჭერს,ნიცა კი ეშმაკური თვალებით უახლოვდება.
-რა თქმა უნდა,მე.მომეცი გასაღები.-ეუბნება და ხელს უწვდის.
-გამორიცხულია!
-დემეტრე,მომეცი გასაღები!-ამჯერად ნიცა ხმას იმკაცრებს და ჩუმად ქეთოსკენ ანიშნებს.დემეტრე სწრაფად ხვდება ყველაფერს და ნიცას ხელში გასაღებს უხალისოდ უდებს.
-იცოდე არც ერთი ნაკაწრი,არც ერთი ჯარიმა..
-კარგი,კარგი..-აღარ ასრულებინებს ნიცა საუბარს,ისე უქნევს ხელს და გოგონებს ანიშნებს,რომ კარისკენ წავიდნენ.
გზა გუდაურიდან ნელ ნელა იცვლება.მანქანა დაბლა ეშვება,თოვლით დაფარული მიდამოები კი ნაცრისფერი კლდეებით იცვლება.ლევანი საჭესთან ზის,ერთი ხელით საჭე უჭირავს,მეორე კი ფანჯარაზე აქვს ჩამოდებული.ერთი შეხედვით გზას უყურებს,მაგრამ გონებით აშკარად სხვაგანაა.სიჩუმეს ალექსი არღვევს.
-ყველაფერი კარგადაა?
-აბა გახედე,ხომ არ დაეძინა?-ამჯერად ანდრო ეპასუხება სიცილით,უკანა სავარძლიდან.ალექსი ლევანს უყურებს და უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.
-არა,ღვიძავს.
-მაშინ კითხვებზე გვიპასუხოს.რა მოხდა ქეთოსთან?-ანდროს შეკითხვაზე ლევანს სახე ეცვლება,მაგრამ გზას თვალს არ აშორებს.
-არაფერი.
-მართლა არაფერი თუ შენ გგონია,რომ არაფერი?-ჩამჭრელ კითხვას უსვამს ალექსი,რაც ლევანს ცოტა არ იყოს აბნევს.
-არ ვიცი ალექს.ეს ალბათ ერთადერთი რამეა რაც არ ვიცი.-ალექსს და ანდროს ლევანის სიტყვებზე ეცინებათ.
-რას იზავ მეგობარო,ქალებს რას გაუგებ.დღეს ერთს ამბობენ,ხვალ მეორეს.-საუბარში დემეტრე ერთვება,ანდრო კი მომაბეზრებელ მზერას ესვრის.
-აი შენ საერთოდ გაჩუმდი.
-ჩემგან რაღა გინდა?
-ეგ მე ვიცი.-პასუხობს ანდრო და ისევ წინ მსხდომებს უბრუნდება.
-დემეტრე მართალია,მეგობარო.-ლევანი რამდენიმე წამით უყურებს ალექსს და ისევ გზას უბრუნდება.
-ეგ ყველაფერი ჩემგან შორსაა.
-რატომ?ჩვენი ქეთო ლამაზი გოგოა,იქნებ შეგიყვარდეს?-ეკითხება ანდრო,ამაზე კი ალექსი იძაბება და ლევანისკენ თვალს აპარებს,რომელიც საჭეს ძლიერად უჭერს ხელს და მაქსიმალურად იკავებს თავს,რომ რაიმე ზედმეტი არ წამოსცდეს.
-ანდრო,მე სიყვარულის არ მჯერა.-ლევანი რამდენიმე წამით ჩუმდება,შემდეგ კი ისევ აგრძელებს.
-ეს სიტყვა თუ გრძნობა თუ რა ჯანდაბაც არ უნდა იყოს,ჩემგან ძალიან შორსაა..
-რატომ?-ანდრო ისევ არ ეშვება.ლევანი რამდენიმე წამით ჩუმდება,თითქოს ფიქრობს,ან უბრალოდ საკუთარ თავს ებრძვის თქვას თუ არა ის,რისი თქმაც უნდა.
შემდეგ კი მშვიდად ამბობს.
-იმიტომ,რომ ადამიანები არასდროს არიან ისეთები,როგორებიც გვგონია.
-ლევან..-საუბრის დაწყებას ცდილობს ალექსი,მაგრამ ლევანი სიტყვას აწყვეტინებს.
-დღეს ისე გიყურებენ,თითქოს მთელი სამყაროს ცენტრი ხარ და ხვალ..-რამდენიმე წამით ჩუმდება,არ უნდა წარსულის გახსენება.წარსულის,რომელიც რამდენიმე წლის წინ ისე ღრმად დამარხა აღარც ახსოვდა,მაგრამ იმ ჭრილობებს,რომლებიც ამ წარსულმა დაუტოვა მაინც ვერაფერს უხერხებს.
-ხვალ კი საერთოდ აღარაფერი ხარ..-ამატებს ბოლოს ჩუმად.
ანდრო აღარ იცინის.
დემეტრე თვალს არიდებს,
ალექსი კი ლევანს აკვირდება.
ლევანი ისევ გზას უბრუნდება,ისე თითქოს არც არაფერი უთქვამს.
-ამიტომ..-აგრძელებს უფრო ცივი ტონით.-ჯობია თავიდანვე არ დაიჯერო.
-რა?-ჩაეკითხა დემეტრე.
-რომ ვინმე შენთან დარჩება.
ისევ სიჩუმე.რამდენიმე წამი გადის.ლევანი თითქოს რაღაცის თქმას აპირებს კიდევ,მაგრამ ჩერდება.ხელებს საჭეს ძლიერად უჭერს.გონებაში მოგონებები თავისით მოდის.
ხმები.
სიცილი.
და მერე სიჩუმე.
ისე სწრაფად ქრება,როგორც მოვიდა..
-ჯანდაბა..-ამბობს ჩუმად.
-რა თქვი?-მისკენ იხრება ანდრო.
-არაფერი.-მხოლოდ ამას ამბობს ლევანი და მეტად ხანგრძლივი მგზავრობის განმავლობაში ხმას აღარ იღებს.

ქეთო.
თბილისში ყველაფერი უცნაურად ჩვეულებრივი ჩანს.სახლები,ქუჩები,ხალხი..თითქოს არაფერი შეცვლილა.მხოლოდ მე აღარ ვარ იგივე.სახლთან მივდივართ და ცოტა ვიბნევი კიდეც,მანქანიდან გადასვლისას ისეთი შეგრძნება მიჩნდება,თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს უკან ვტოვებ.
ან ვიღაცას..
კარს ვაღებ და სახლში შევდივარ სადაც სიჩუმე მხვდება.ჩანთას უბრალოდ კუთხეში ვაგდებ და ოთახისკენ მივდივარ.საწოლზე ვწვები და ჭერს ვაშტერდები.
-რა გჭირს,ქეთო?-მესმის ჩემივე ხმა.
არაფერი არ მჭირს.უბრალოდ..რაღაც მაკლია.
თვალებს ვხუჭავ და მაშინვე მისი სახე მახსენდება.ისე მკაფიოდ ჩანს,თითქოს ხელი რომ გავიწვდინო შევეხები.
მისი მზერა.
მისი ხმა.
მისი ჩახუტება,რომელმაც მიმახვედრა,რომ გადავრჩი.
თვალებს ვახელ და გვერდით დაგდებულ ტელეფონს ვუყურებ,მაგრამ ვერ ვბედავ.ანაც რატომ უნდა გავბედო?რატომ ვფიქრობ ადამიანზე,რომელსაც არ ვაინტერესებ?რომლისთვისაც პატარა,სულელი ბავშვი ვარ?
ტელეფონს ხელში ვიღებ,არა იმიტომ რომ რაიმე სისულელე გავაკეთო,უბრალოდ მუსიკას ვრთავ და თვალებს ისევ ვხუჭავ.
ლევანზე ფიქრი უნდა შევწყვიტო,მას ხომ მაინც ვეღარასდროს ვნახავ.

ლევანი.
ბიჭები ალექსთან დავტოვე და სახლში წამოვედი.არ მინდოდა არსად ყოფნა,მხოლოდ სახლში.მარტო.
არ ვარ ის ადამიანი რომლის გონების არევაც მარტივია,მაგრამ ამ გოგომ ეს ნამდვილად მოახერხა.
სახლში რომ შევდივარ,ქურთუკს იქვე სავარძელზე ვაგდებ და ღრმად ვსუნთქავ,როგორც ჩანს მარტო ვარ.სამზარეულოში შევდივარ და ჭიქა წყალს ვსვავ,რომელიც ცივია და მაფხიზლებს.სწორედ ეს მჭირდება.ვცდილობ ყველა ფიქრი გონებიდან მოვიშორო.არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა,უბრალოდ რამდენიმე დღე მეგობრებთან ერთად..
მაგრამ ეს მე არ მგავს.ეს ყველაფერი ჩემგან შორსაა.მე არ მყავს მეგობრები.აღარ..საკუთარ თავს არასდროს ვაძლევ მოდუნების უფლებას.
ფიქრები იმდენად მაფორიაქებს,რომ ვხვდები წყალზე უფრო ძლიერი რამ მჭირდება.მისაღებში გავდივარ,მაგიდაზე დადგმული დოქიდან ვისკის ვისხავ ჭიქაში და სავარძელზე მოწყვეტით ვეცემი.
ჭიქას ვუყურებ..ერთი ყლუპი.
კიდევ ერთი.
სულ რაღაც სამი დღე იყო.
უბრალოდ ერთი გოგო,რომელიც ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს და საერთოდ არ იცის სად უნდა გაჩერდეს.
და მაინც..
როგორ მიყურებდა.
მისი ჩახუტებისგან სხეული ახლაც მეწვის.მეორე ჭიქა ვისკის ვისხავ და ოთახში ვიწყებ სიარულს.თითქოს ენერგია არ მასვენებს.
ეს არ არის ნორმალური.
მე არ ვფიქრობ ასეთ სისულელეებზე.
არც ერთი ქალი ჩემს გონებაში ერთ ღამეზე დიდხანს არ რჩება.
არც უნდა დარჩეს.
სავარძელზე დაგდებულ ტელეფონს სწრაფად ვიღებ და ყველაზე მარტივ ვარიანტს ვირჩევ.რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონის მეორე მხრიდან მხიარული ხმა მესმის.
-ლევაან!
-ნახევარ საათში ჩემთან იყავი!-ვეუბნები პირდაპირ.
-იქნებ ჯერ მომიკითხო?ან მკითხო მცალია თუ არა.-ვოხრავ,ახლა ნამდვილად არ მაქვს მისი პრეტენზიების თავი.
-რაიყო არ გცალია?
-შენთვის ყოველთვის მცალია,ჩემო სიცოცხლე.ნახევარ საათში მანდ ვარ.-მეუბნება და ტელეფონს თიშავს.კმაყოფილი ვბრუნდები სავარძელში და მის მოსვლას ველოდები.
დროის გასვლას ვერც ვგრძნობ,გონს ზარის ხმას მოვყავარ და კარს ვაღებ.კართან ქერა გოგონა დგას,რომელიც მიღიმის.რამდენიმე წამით გულში იმედგაცრუება მიელვებს,რა მოხდებოდა,რომ კარის გაღებისას ის დამხვედროდა.არა..არ მივცემ ამ ფიქრებს ჩემს გონებაში დაბუდების უფლებას.ლიკას წელზე ხელს სწრაფად ვხვევ და ჩემსკენ ვიზიდავ.ჩემი საქციელი ათამამებს და წელზე მახტება.კარს ფეხით ვკეტავ და მის ტუჩებს უხეშად ვეწაფები..ასე უბრალოდ,ზედმეტი ფიქრის გარეშე.ახლა ყველაზე მეტად ეს მჭირდება.
საძინებლისკენ ისე მივდივარ,რომ ლიკას ტუჩებს არ ვშორდები.

ქეთო.
შეიძლება დრამატულად გამომდის,მაგრამ ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ თუ ჩემს თავს მაინც არ გამოვუტყდები,რომ ლევანი მომეწონა.მე კი ამის არ მეშინია.არ მეშინია საკუთარი გრძნობების.კი მომეწონა,მაგრამ ყველაფერი ისე დამთავრდა,რომ არც დაწყებულა.ჩვენი გზები აღარასდროს გადაიკვეთება,ნუ მაქსიმუმ შეიძლება წელიწადში ერთხელ,ალექსის დაბადების დღეზე,მაგ დროისთვის უკვე ყველაფერი ჩავლილი იქნება.
ესეც ასე,ოპერაცია „დავიბრუნოთ ძველი ცხოვრება“ იწყება!
აბაზანიდან მხიარულად გამოვდივარ,სწრაფად ვემზადები და გოგონებთან შესახვედრად მივდივარ.
მზიანი და თბილი ამინდის გამო ერთ-ერთი კაფეს ვერანდაზე ვსხდებით.მენიუს ვიღებ,რომ გოგონების დაჟინებული მზერა დავაიგნორო,მაგრამ არ გამომდის.
-რაც გუდაურიდან ჩამოვედით არ გვილაპარაკია.-საუბარს ნიცა იწყებს.
-ცეზარი და ოთხი ყველის პიცა მოგვიტანეთ.-ვეუბნები მიმტანს და ახლა ამჩნევს ნიცა,რომ მარტონი არ ვართ.
-მე ფორთოხლის წვენს დავლევ.-ეუბნება თათა და მენიუს აწვდის.
-მე ბეილისი მომიტანეთ.-უკვეთავს ნიცა.
-მე კი აპეროლი.-ვუღიმი მიმტანს,რომელიც მენიუს მართმევს და სწრაფად ტოვებს ადგილს.
-კარგი გავაგრძელოთ.-ისევ თემას უბრუნდება ნიცა,რაზეც თანხმობის ნიშნად თათაც თავს უქნევს.
-ქეთო,ერთი კვირა გავიდა.არ გინდა ამაზე ვისაუბროთ?
-თათა სალაპარაკო არაფერია,მართლა გეუბნებით.-ვეუბნები გოგონებს და უდარდელად ვიჩეჩავ მხრებს,მაგრამ ნიცა მაინც ეჭვის თვალით მიყურებს.
-ქეთო..
-ღმერთო,რატომ ანიჭებთ ამ სამ დღეს ასეთ მნიშვნელობას?-ამოვიოხრე დაღლილმა,მგონი ესენი უფრო ფიქრობენ ლევანზე,ვიდრე მე.
-იმიტომ,რომ ამ ბიჭმა შენზე ისე იმოქმედა ქარბუქში დაიკარგე.შენ კიდევ ვერ აცნობიერებ რა მოხდა?-მოთმინებას კარგავს ნიცა.სადღაც მართალიცაა,იმ დღის შემდეგ ყველაფერზე ვიფიქრე,ამის გარდა.გოგონებს ვუღიმი და მათ ხელს ვკიდებ.
-კარგი,ვხვდები..-საუბარს მიმტანი მაწყვეტინებს,რომელმაც ჩვენი შეკვეთა მოიტანა.აპეროლის რამდენიმე ყლუპს სწრაფად ვსვავ და საუბრისთვის ვემზადები.
-მოკლედ უნდა დამპირდეთ,რომ ეს იქნება უკანასკნელი საუბარი ამ თემაზე,რადგან მე ლევანი უკვე დავივიწყე.-საუბარს მხოლოდ მას შემდეგ ვაგრძელებ რაც გოგონები ჩემს პირობას თანხმდებიან.
-ვაღიარებ,რომ ლევანი მომეწონა.მაგრამ რაც გუდაურიდან დავბრუნდით ყველაფერი დამთავრდა.მე ვიტყვი არც დაწყებულა.ეს ყველაფერი სისულელეა,საერთოდ რაზე მალაპარაკებთ.მორჩა,ვაღიარე.ახლა დავამთავროთ.-ფიქრების გასაფანტად თავს სწრაფად ვაქნევ და აპეროლს ვსვავ.ნიცა და თათა ჯერ ერთმანეთს უყურებენ მერე კი ეღიმებათ.
-კარგი,ლევან დადიანი წარსულში დავტოვოთ.ერთი მაგის დედაც,თუ ვერ მიხვდა როგორ გოგოს მოსწონდა.-ამაყად ამბობს ნიცა და ჭიქას მიწვდის,მეც მეცინება და ვუჭახუნებ.
ალკოჰოლი მთელ ტანში თბილ ტალღად მივლის და ღიმილს მგვრის,ვუყურებ ნიცას და მოუსვენრობას ვამჩნევ.
-დემეტრესთან ახალი არაფერია?-სახელის გაგონებაზეც კი ვხედავ ჟრუანტელი როგორ უვლის და მეცინება.უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.
-არაფერი.მანქანა მივუყვანე,სახლამდე მიმაცილა და ეგ იყო.იმის შემდეგ სულ ერთხელ ვნახე ჩემს სტუდიასთან შემხვდა.
-ღმერთო,გთხოვ არავინ შემაყვარო.-ამბობს თათა ჩვენი შემხედვარე,რაზეც ნიცა უბღვერს.
-ღმერთს ასეთ სისულელეებზე ნუ აწუხებ.სიყვარული კარგია.მერე რა,რომ ცალმხრივად მიყვარს?მე რა რომ მას ყოველ კვირა სხვადასხვა გოგო ყავს?რაც მთავარია მე ხომ მიყვარს.მე ხომ ვიცი რა კარგი გრძნობაა.-საუბრობს ნიცა ღიმილით და ხმა ებზარება,მე კი თვალები მიცრემლიანდება,სკამიდან ვდგები და ნიცას გვერდით ვუჯდები,ერთი მხრიდან მე ვეხვევი,მეორე მხრიდან კი თათა.
-რაც მთავარია ერთმანეთი გვყავს,ბიჭების დედაც!.-ამბობს თათა მკაცრი ხმით და ჩვენს გაცინებას ახერხებს.

ლევანი.
პირველი რამდენიმე დღე დღეებს ვითვლიდი,შეგნებულად არა,ინსტიქტურად.2 კვირის შემდეგ კი შევწყვიტე,მაგრამ ზოგჯერ მაინც გამიელვებს ხოლმე,ისე როგორც ახლა.თითქმის 3 კვირა გავიდა,რაც არ მინახავს.შემთხვევითაც კი არ გადავყრილვარ სადმე.განა შეიძლება ასეთ პატარა ქალაქში ადამიანს 3 კვირის მანძილზე ერთხელ მაინც ვერ შეეჩეხო სადმე?
ქეთო ჩემს ფიქრებში უდროო დროს შემოირბენს ხოლმე,თუნდაც ახლა.ყველა საბუთი თავზე მაყრია.გადავწყვიტე ჩემი სასტუმროების ქსელი საქართველოშიც გავხსნა.უცხოეთში იმდენად კარგად მუშაობს,რომ რატომაც არა?ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს იყო.ასევე ალექსთან ერთად პარტნიორობასაც განვიხილავ.
-ბატონო ლევან,ალექსანდრე ყიფიანი მოვიდა!-მამცნობს ტელეფონიდან ჩემი მდივანი.
-შემოვიდეს.-ვეუბნები და რამდენიმე წამში ალექსი უკვე ჩემს კაბინეტშია.ღიმილით ვესალმები და ჩემს წინ მდგომი სკამისკენ ვუთითებ.
-აბა როგორ მიდის საქმეები?-მეკითხება და მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს დასცქერის.
-თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს,რამდენიმე პატარა დეტალი დარჩა,რაც წესით რამდენიმე დღეში მოესწრება.
-ძალიან კარგი.ჩვენს პარტნიორობას რაც შეეხება,მეც,მამაც და მისი პარტნიორებიც თანახმა არიან.შენი სასტუმროები ყველაზე კარგ ტურისტულ ადგილებშია.-ალექსის ნათვამზე კმაყოფილს მეღიმება,მაგიდაზე დადგმული დოქიდან კონიაკს ვუსხავ და ჭიქას ვაწვდი.
-მაშინ ამ ჭიქით ჩვენს პარტნიორობას გაუმარჯოს!-ალექსი ჭიქას მიჭახუნებს.თავს რამდენიმე ჭიქის დალევის უფლებას მხოლოდ იმიტომ ვაძლევ,რომ უკვე საღამოვდება და სამუშაო დღე სრულდება.
-რამდენიმე კადრი მჭირდება,ამაში კი შენ უნდა დამეხმარო.სასტუმროსთვის კარგი პიარი მჭირდება,ამისთვის კი პროფესიონალი.-ალექსი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა,მოულოდნელად კი ისეთი სახე მიიღო თითქოს ახალი კონტინენტი აღმოაჩინა.
-მე მყავს ის ვინც გჭირდება.იდეალური სოც მედია მარკეტერია.საქმის პროფესიონალი.-კმაყოფილი ვარ,რომ ესეც მოვაგვარე და ალექსს ჭიქას ვუვსებ.
-ძალიან კარგი.ვინც გინდა ის იყოს,მთავარია მის საქმეში იდეალური იყოს.კარგი ან ძალიან კარგი არ მჭირდება ალექს.მე საუკეთესო მინდა.
-გეუბნები საუკეთესოა მეთქი!
-ძალიან კარგი.

ქეთო.
დღეს გარეთ გასვლის სურვილი არ მქონდა,მარტის თვისთვის დამახასიათებელი არეული ამინდია,მე კი ვერ ვიტან ქარს.სამსახურის საქმეებიც სახლიდან მოვილიე და გოგონებს ჩემთან გამოსვლა შევთავაზე.ვინ იცის მერამდენევ დავიწყეთ სერიალ "მეგობრების" ყურება,თან ლიას მომზადებულ პიცას ვჭამთ.
სიმყუდროვეს ჩემი ტელეფონის ზარი გვირღვევს და გოგონები ხელის კვრით მიბიძგებენ,რომ მალე ვუპასუხო.
-გისმენ,ალექს!
-როგორ ხარ,პრინცესა?-მპასუხობს მხიარულად.
-ძალიან კარგად,გოგონებთან ერთად ვარ ჩემთან,სერიალს ვუყურებთ და პიცას ვჭამთ.გამოიარეთ შენ და ანდრომ.-ვპასუხობ გამოტენილი პირით,რაზეც მესმის როგორ იცინის.
-ახლა გამოვედი საქმეზე ვიყავი,გავუვლი ანდროს და მოვალთ.მომისმინე,შენთან საქმე და სათხოვარი მაქვს.
-აბა გისმენ!-დივანზე უფრო კომფორტულად ვჯდები,რომ ალექსის ნათქვამი მთელი ყურადღებით მოვისმინო.
-ერთი კომპანიის დამატება შეგიძლია?სოც მედიაზე.-მეუბნება ალექსი და შემიძლია დავიფიცო,რომ ახლა ყელს იძაგრავს თხოვნის ნიშნად.გონებაში ჩემს განრიგს ვავლებ თვალს და ვყოყმანობ.
-არ ვიცი,ალექს.ოთხი კომპანია მყავს უკვე,ერთ ერთთან კონტრაქტი კი მისრულდება,მაგრამ გაგრძელება,რომ მოინდომონ?
-თუ მოინდომებენ შენ უთხარი უარი.გთხოვ ქეთო,ძალიან მაგარი კომპანიაა,რამდენსაც იტყვი იმდენს გადაგიხდიან.ჩემი მეგობრისაა,უკვე დავპირდი საუკეთესო სოც მედიას მოგიყვანთქო.არ მიღალატო..
-კარგი,კარგი..-სწრაფად ვაწყვეტინებ ალექსს,თორემ საშუალება,რომ მივცე დილამდე ასე ილაპარაკებს.ტელეფონის მეორე მხრიდან მისი კმაყოფილი შეძახილი მესმის.
-ოქრო ხარ!კარგი,წავედი.ანდროს გავუვლი და 20 წუთში მანდ ვართ!-ტელეფონს ვთიშავ და ისევ სერიალს ვუბრუნდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent