შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემპიონი (ნაწილი 4-5)


გუშინ, 21:42
ავტორი თინათინი10
ნანახია 18

ფეხები უკანკალებდა, ბალანსს ძლივს იჭერდა, ირაკლი წინ მოდიოდა,
როგორც ბნელი სილუეტი, მარიამი იხევდა, ის - უახლოვდებოდა..მისი ფეხსაცმლის თხელი ქუსლი ერთხელ იატაკზე ოდნავ გაცურდა, წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა, მკერდი სწრაფად ეწეოდა-ეშვებოდა.
თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი,
შიში უკვე ვეღარ იმალებოდა..მისი ზურგი ბოლოს კედელს მიეჯახა, მკვეთრი შეჯახების ხმა გაისმა, გზა აღარ იყო..მარიამი კედელს აეკრო,
თითქოს უნდოდა მასში შეღწევა და გაქრობა..ირაკლი კი უკვე ძალიან ახლოს იდგა, იმდენად, რომ მისი ჩრდილი მთლიანად დაეცა მარიამზე..
მარიამის თვალები კიდევ უფრო გაფართოვდა..ტუჩები ოდნავ გაეხსნა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა..მხოლოდ ჩუმი, შეწყვეტილი ამოსუნთქვა და შემდეგ, მუხლები მოეკვეთა, სხეული ძალას გამოეცალა.
- მმ… - ძლივს გასცა ხმა, ნახევრად ამოკრუტუნებული და წამში ჩაიკეცა,
რომ არა ირაკლი იატაკს დაეცემოდა,
ირაკლიმ ინსტინქტურად დაიჭირა, მის ხელებში აღმოჩნდა. მარიამის სხეული მსუბუქად მოეშვა, თავი გვერდზე გადაუვარდა, თმა ლოყაზე ჩამოეშალა.
გულწასული იყო, ირაკლი გაშეშდა..
რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა, ხელში ეჭირა გოგონა და უყურებდა..
ახლა პირველად ხედავდა ასე ახლოდან, არა შიშით დაძაბულს, არა გაბრაზებულს, არამედ სრულიად მშვიდს, დაუცველს…მისი სახე თითქოს კიდევ უფრო ნაზი გახდა..კანის სისუფთავე, თხელი ტუჩები, დახუჭული თვალების გრძელი წამწამები ყველაფერი ისე იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს, თითქოს ზედმეტიც არაფერი იყო..მისი სუნთქვა ნელი, თითქმის შეუმჩნეველი იყო, ირაკლი ვერ ინძრეოდა, თითქოს დრო გაჩერდა..მისი მზერა დეტალებზე გადადიოდა.. თმის თითოეული ღერი,
ლოყის რბილი ხაზები, ტუჩების ოდნავ შეხსნილი ფორმა…გულში რაღაც უცნაური აუდუღდა, არა ბრაზი, არა სიძულვილი, რაღაც… სრულიად სხვა.
ის, რასაც არ ელოდა.
- ჯანდაბა… - ჩუმად ჩაილაპარაკა, თვითონაც გონს მოვიდა, ფრთხილად აიტაცა ხელში..საწოლთან მივიდა და ნაზად დააწვინა, დაიხარა, ლოყაზე მსუბუქად შეეხო, ოდნავ შეანჯღრია.
- მარიამ… თვალები გაახილე… გესმის? მარიამ… ჯანდაბა - არ რეაგირებდა,
მაშინვე ტელეფონი აიღო და ნინოს დაურეკა.
- რა ხდება? გნახა მარიამმა?
- მას გული წაუვიდა - მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა წამით.
- კარგი… მისმინე… სავარაუდოდ პანიკური შეტევა აქვს… ნერვიულობას მისი გული ვერ უძლებს… სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანე… მეც იქ მოვალ… ოღონდ დროულად! - ირაკლის პასუხიც აღარ გაუცია უკვე მოქმედებდა, მარიამი ისევ ხელში აიყვანა, მისი თავი მის მკერდს მიეყრდნო უმწეო, მშვიდი..სწრაფად ჩაიყვანა ქვემოთ, მანქანის კარი გააღო და უკანა სავარძელზე ფრთხილად დააწვინა, შემდეგ საჭეს მიუჯდა, ერთი წამით უკან გაიხედა, მარიამი ისევ უძრავად იწვა, მისი თეთრი კაბა ბნელ სალონში მკვეთრად ჩანდა, როგორც რაღაც ნათელი,
ირაკლიმ ღრმად ჩაისუნთქა და გაზს დააჭირა, მანქანა ელვის სისწრაფით გავარდა ქუჩაში..
საავადმყოფოს თეთრი ჭერი ნელა გამოიკვეთა მარიამის თვალებში, პირველად ყველაფერი ბუნდოვანი იყო - შუქი, ხმები, სუნი…მერე ნელ-ნელა გამოიკვეთა ნინოს ხმა, რომელიც თავზე ედგა მარიამს, მზრუნველი თვალებით დაჰყურებდა..მისი მზერა ისეთი იყო, თითქოს რაღაცას მალავდა… მაგრამ ამავდროულად გულით ნერვიულობდა. მარიამი ოდნავ შეიშმუშნა, ტანში ისევ სიცივეს გრძნობდა - კანკალებდა.
- როგორ ხარ? - შუბლზე ხელი ნაზად გადაუსვა ნინომ.
- მცივა… - ძლივს თქვა.
- გაგივლის… ისე ხომ ხარ კარგად? - მარიამმა ნელა დაუქნია თავი, რამდენიმე წამი დუმილი იყო, მერე თვალები ოდნავ გაახილა მეტად.
- შენს ბინაში ქურდი იყო შემოსული… აქ რანაირად აღმოვჩნდით?.. შენ როდის მოხვედი? - ნინო წამით შეყოვნდა, შემდეგ სწრაფად უპასუხა, ზედმეტად სწრაფად.
- მე რომ მოვედი… სახლში გულწასული გიპოვე… - მარიამმა წარბები შეკრა.
- ვინ იყო?.. მისი სახე დაინახე?
- კარგად ვერა, კეპი ეხურა, არ ჩანდა სახე ბოლომდე - ნინომ მზერა აარიდა
- მხოლოდ დიდი წვერი დავინახე, ძალიან ძლიერი, საშიში ადამიანი იყო.. ძალიან შემეშინდა - მარიამს თვალებში ისევ შიშის ჩრდილი გადაეკრა.
- მთავარია არაფერი დაგიშავა
- რამე წაიღო?
- არა… - დაუფიქრებლად თქვა ნინომ.
- აბა რანაირი ქურდი იყო?
- არ ვიცი… - ნინომ მხრები ოდნავ აიჩეჩა
- უფრო სწორად, არც დამითვალიერებია სახლი… თუ უკეთ გრძნობ თავს, შეგვიძლია წავიდეთ - მარიამმა მაშინვე თავი დაუქნია.
- კი, წავიდეთ… მეზიზღება საავადმყოფო - ნინოს ტუჩზე ოდნავ გაეპარა ღიმილი.
- ოღონდ იცოდე, ჩემთან დარჩები რამდენიმე დღე და მე მოგივლი! უარი არ მიიღება! - მარიამს გაეღიმა პირველად.
- კარგი - ნელა წამოჯდა,უცებ ხელი გულზე მიიტანა..თითები იქ მოისვა, სადაც ყოველთვის ეკიდა მისი კულონი..არ იყო..სუნთქვა შეეკრა.
- ჩემი კულონი - ნინომ მაშინვე შეხედა.
- რა?
- კულონი აღარ მაქვს… - ხმაში აშკარა შფოთვა შეეპარა
- იმედია შენთან დამივარდა ბინაში, ძალიან მიყვარს ის კულონი.. მამამ სპეციალურად ჩემთვის დაამზადებინა..

ნინომ ფრთხილად შეიყვანა მარიამი ბინაში. მისი ნაბიჯები ჯერ კიდევ არეული იყო, სხეული ბოლომდე არ ემორჩილებოდა. ოთახში რომ შევიდნენ, ნინომ ნელა ჩამოსვა საწოლზე.
- დაჯექი… ფრთხილად - მარიამი საწოლის კიდეზე დაჯდა, ღრმად ამოისუნთქა, რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ მოულოდნელად ნინო მიუახლოვდა და ჩაეხუტა..ისე, როგორც ადრე, ძალიან მჭიდროდ, ძალიან თბილად.
- ჩემო პატარა… - ჩუმად უთხრა და თმაზე ხელი გადაუსვა, მერე შუბლზე აკოცა, თითქოს დრო უკან დაბრუნდა, მარიამმა ნელა მოხვია ხელები ნინოს.
- ძველი დრო გამახსენდა… - ჩუმად თქვა
- როცა სულ ჩემზე ზრუნავდი, როდის გავუცხოვდით ასე, ნინო?.. რატომ წახვედი სახლიდან?.. რატომ დამტოვე? - ნინოს თვალებში წამით ტკივილმა გაიელვა.
- მე არ შემეძლო იქ გაჩერება… სადაც კობა ხეცურიანია - მარიამმა თავი ასწია, თვალებში ჩახედა.
- მაგრამ მე?.. მე რატომ დამტოვე? ჩემთვის დედასავით იყავი, შენი წასვლის შემდეგ დავცარიელდი, უფრო ცუდ ადამიანად ვიქეცი - ნინომ ლოყაზე ნაზად გადაუსვა ხელი.
- შენ ცუდი არ ხარ, შენ ცუდად მამაშენმა გაქცია - მარიამმა თავი გააქნია.
- არ შეიძლება წყენა დაივიწყო მამას მიმართ? - ნინოს სახე გამკაცრდა.
- არა! არ შემიძლია! ამას ვერასდროს შევძლებ! - ოთახში დაძაბულობა გაჩნდა, მარიამმა ფრთხილად ჰკითხა:
- ნუთუ ასე გიყვარდა ის ბიჭი მაშინ? -
ნინომ ჩუმად ჩაიცინა, სევდიანად.
- ისიც მიყვარდა, მაგრამ… სხვა მიზეზიც მაქვს…
- რა მიზეზი? - ნინო შეყოვნდა, მერე ნელა თქვა:
- მოვა დრო და გაიგებ და როცა გაიგებ, იმედი მაქვს შენს მამიკოს აღარ გააღმერთებ - მარიამი ჩაფიქრდა, ნინომ კი უცებ ტონი შეცვალა, თითქოს განზრახ:
- ახლა რძეს მოგიტან და იცოდე ჩემს თვალწინ დალევ! - მარიამმა მაშინვე სახე დამანჭა.
- არა ნინო! ხომ იცი მეზიზღება რძე! სულ ძალით მასმევდი ხოლმე!
- მარიამ! სიტყვა არ გამაგონო! რძეს დალევ!! - ნინოს ჩუმად გაეცინა, შემობრუნდა და სამზარეულოში გავიდა, როგორც კი მარტო დარჩა, ტელეფონი ამოიღო და სწრაფად აკრიფა შეტყობინება ირაკლისთვის:
"მარიამი ჩემთანაა, უკეთ არის, ძალიან კი შეგიშინებია, ეს ორი დღე სადმე დარჩი, არ მინდა ჯერ გნახოს" - გაგზავნა..ირაკლიმ შეტყობინება რომ წაიკითხა, ღრმად ამოისუნთქა, დაძაბულობა ოდნავ მოეხსნა, ინსტიქტურად ხელი ჯიბეში ჩაიყო, კულონი ამოჰყვა..ოქროს, პატარა, მაგრამ თვალში საცემი, მასზე ამოტვიფრული იყო ასო - “M”, მის თითებს შორის მოხვდა, თითის ბალიშები ნელა გადაუსვა სიმბოლოს,
თითქოს რაღაცას გრძნობდა მასში,
თითქოს უბრალოდ სამკაული არ იყო,
მის ტუჩებზე ოდნავ, შეუმჩნევლად გაეპარა ღიმილი და ისევ ჯიბეში შეინახა.

რესტორანში მყუდრო, მაგრამ დაძაბული ატმოსფერო იდგა. კობა და გიორგი ერთმანეთის პირდაპირ ისხდნენ, მაგიდაზე დაწყობილი კერძები თითქმის ხელუხლებელი იყო საუბარი უფრო „მძიმე“ გამოდგა, ვიდრე ვახშამი.
- ძალიან უცნაურია, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა… - ირონიულად ჩაიცინა კობამ
- როგორ დავიჯერო, რომ ეს დამთხვევაა… - გიორგიმაც იგივე ტონით გაუღიმა.
- სხვა გზა გაქვთ, რომც არ დაიჯეროთ? -
კობამ თვალები დააწვრილა.
- მისმინე… მე წარსული არ დამივიწყებია… ის, რომ ახლა უნდა ვითანამშრომლოთ, არ ნიშნავს იმას, რომ შენზე წარმოდგენა შემეცვალა - გიორგიმ მსუბუქად აიჩეჩა მხრები.
- რა თქმა უნდა… თქვენ ხომ უდიადესი ხართ… და თქვენს ტოლ-სწორად არავინ მიგაჩნიათ..ნუ ღელავთ, ჩვენს შორის საქმიანი ურთიერთობის გარდა არაფერი იქნება - პაუზა..შემდეგ დაამატა, ოდნავ ღიმილით:
- თუმცა ისეთი გრძნობა მაქვს… თითქოს ჩემი გეშინიათ - კობამ ხმამაღლა გადაიხარხარა.
- ვის?! მე?! მე მეშინია შენი?! - მის სიცილში ირონია იყო, მაგრამ თვალებში წამით გაიელვა რაღაც სხვამ.ამ დროს ტელეფონმა დაურეკა, სერგო იყო..კობამ ეკრანს დახედა, სწრაფად უპასუხა.
- გისმენ - რამდენიმე წამში მისი სახე შეიცვალა, სიცილი გაქრა, წარბები შეეკრა, თვალები გაუფართოვდა.
- რა თქვი? - მისი ხმა უცებ დამძიმდა, სახეზე თითქოს სისხლი მოაწვა, წამებში გაწითლდა. მარცხენა ხელი ინსტინქტურად გულზე მიიდო, თითქოს რაღაც ჩასწყდა შიგნით.
- ვინ?.. როგორ?.. - უკვე გაბრაზება ერეოდა ხმაში, გიორგი ჩუმად უყურებდა, არ ელოდა ასეთ რეაქციას.
კობა სკამზე წინ გადაიხარა, თითებით მაგიდას ჩაებღაუჭა.
- მითხარი!!! მარიამი როგორ არის ახლა?! ხომ არაფერი დაუშავეს?! - ხმაში პანიკა უკვე აშკარა იყო.
- ჩემს შვილს ერთი თმის ღერიც თუ კი აკლია, სამყაროს გადავწვავ!!! - მუშტი ისეთი ძალით დაარტყა მაგიდას, რომ ჭიქები შეირხა..რესტორანში ყველა მათკენ შემობრუნდა, კობა მძიმედ სუნთქავდა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა..ცხვირით ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, თითქოს თავს აკონტროლებდა, ნინოს სახელი არც უხსენებია, მხოლოდ ერთი რამ არსებობდა მისთვის ამ წამში -მარიამი! ტელეფონი გათიშა, რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს, მხოლოდ სუნთქავდა, გიორგიმ ფრთხილად დააკვირდა
- ხომ მშვიდობაა? - კობამ თავი ასწია, მის თვალებში უკვე ცივი გადაწყვეტილება იკითხებოდა.
- სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე საქართველოში!
- რას ამბობთ? აქ ხომ კიდევ რამდენიმე დღე უნდა დარჩენილიყავით… და შემდეგ ყველა ერთად წავსულიყავით ძიუდოს ჩემპიონატისთვის
- არ მაინტერესებს არაფერი! - მკვეთრად გაწყვიტა საუბარი
- სასწრაფოდ უნდა წავიდე! ჩემი შვილი საფრთხეშია! - წამოდგა.
- ტაქსი გამომიძახეთ! საქართველოში ვბრუნდები! შენ როცა გინდა მაშინ ჩამოდი! - გიორგიც ნელა წამოდგა, მშვიდი იყო… ზედმეტად მშვიდი.
- ასე არ გამოვა… დაწყნარდით,
მოდი ასე მოვიქცეთ, მეც წამოვალ -
კობამ არაფერი უპასუხა, უკვე სხვა ფიქრში იყო..რამდენიმე წუთში გიორგიმ ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გაგზავნა ნინოსთან
და ირაკლისთან.
„დაუგეგმავად მოვდივართ, მე და კობა ერთად გამოვფრინდებით.“ - ირაკლი ეკრანს უყურებდა, წაიკითხა, კბილები ერთმანეთს დააჭირა.
- ჯანდაბა… - კბილებში გამოსცრა
- ჯერ ხომ არ უნდა ჩამოსულიყო… მისი აქ ყოფნა არაფერში არ გვჭირდება -
მის თვალებში სიძულვილმა იფეთქა,
ყოველ ჯერზე, როცა კობას სახელს ისმენდა, თითქოს შიგნით რაღაც ენთებოდა.

აეროპორტის კარები გაიღო და კობა სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა. მზერა დაძაბული ჰქონდა, ტელეფონი ისევ ხელში ეჭირა, თითქოს ნებისმიერ წამს ელოდა კიდევ უარეს ამბავს.
- მეც წამოვალ თქვენთან ერთად - თქვა გიორგიმ მშვიდად, მაგრამ მტკიცედ, კობას არც შეუხედავს.
- საჭირო არ არის! - გიორგი არ შეჩერებულა.
- როგორ თუ არა… ნება მომეცით… წავიდეთ - კობა გაჩერდა წამით, კბილები დააჭირა ერთმანეთს… მაგრამ არაფერი უთქვამს..აეროპორტის შესასვლელში სერგო ელოდებოდათ, როგორც კი გიორგის მოჰკრა თვალი
გაშეშდა, თვალები გაუფართოვდა.
- მამა… გიორგი… ეს როგორ? თქვენ ერთად რანაირად.. - კობამ ხელი აუქნია მოუთმენლად.
- მერე აგიხსნი! სად არის მარიამი?! როგორ არის?!
- კარგად არის… ნინოსთანაა ბინაში…
- წავედით! - სიტყვაც არ დაუმატებია, უკვე მანქანისკენ მიდიოდა..გიორგიმ უხერხულად იგრძნო თავი..ნინოსთან წასვლა…ყველაზე ნაკლებად უნდოდა ამ მომენტში, მაგრამ მაინც გაჰყვა მათ..
ნინოს ბინასთან მანქანა გაჩერდა, კობა თითქმის გადმოხტა, კარზე ზარი არც დაურეკავს, პირდაპირ შეაღო და შევარდა შიგნით.
- მარიამ! - ოთახში როგორც კი შევიდა
დაინახა მარიამი, ცოცხალი, უვნებელი,
იმ წამში თითქოს სხეულიდან მთელი დაძაბულობა გამოეცალა. ერთი ნაბიჯიც არ დაუკარგავს მიუახლოვდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში,
ისე მაგრად, თითქოს ვიღაცას უნდა წაერთვა და არ აძლევდა.
- ჩემო პატარავ… - ხმა ჩაუწყდა, ხელები თმაზე გადაუსვა, შუბლზე აკოცა, ისევ მიიკრა გულზე…მარიამიც ძლიერად ჩაეხუტა.
- მამა… - კობა ისევ ეფერებოდა, ისევ ეხუტებოდა, ვერ წყდებოდა. მისი სუნთქვა მძიმედ ისმოდა, მაგრამ ნელ-ნელა მშვიდდებოდა, დარწმუნდა, აქ იყო, კარგად იყო.
- როგორ მოხდა ეს?! ვინ იყო?! ვინ გაბედა ჩემი შვილის შეშინება?!
ჩემი ხელით ავკუწავ მას, ვინც შენ შეგეხება, შვილო!! ჩემო პატარავ! -
მარიამმა ხელი სახეზე მიადო.
- მამა, ნუ ღელავ… ჩემო საყვარელო მამიკო… ჩემი გულისთვის ჩამოდი? -
კობამ თვალებში ჩახედა.
- რა თქმა უნდა, ჩემო სიცოცხლე… შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ! - ისევ ჩაეხუტა, ნინო იქვე იდგა, ჩუმად. კობას ერთხელაც არ შეუხედავს მისკენ, თითქოს საერთოდ არ არსებობდა..კარის ზღურბლს სერგომ და გიორგიმ გადმოაბიჯეს, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა წამით. გიორგიმ მორიდებით თქვა:
- სალამი - ნინო ნელა მიტრიალდა.
და როგორც კი დაინახა გიორგი, გული შეეკუმშა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს წლები ერთ წამში დაბრუნდა, რამდენჯერ უსაუბრიათ ტელეფონზე…
რამდენჯერ გაუგია მისი ხმა, მაგრამ ეს
სხვა იყო, ახლა ის აქ იდგა, მის წინ.
ცოცხალი, რეალური, ნინოს თვალებში ერთდროულად გაიარა ყველაფერმა..
მონატრებამ… ტკივილმა… სიხარულმა… წყენამ…სუნთქვა შეეკრა წამით, თითქოს რაღაც უთქმელი აწვებოდა ყელში..უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ვერ თქვა, უბრალოდ უყურებდა, ნინოს გულში ყველაფერი აირია, მონატრება, ტკივილი, წარსული…მაგრამ გიორგის მზერაში არაფერი..არც სითბო, არც ნოსტალგია, არც ერთი ძველი გრძნობის ნატამალი..მხოლოდ ცივი, გაწონასწორებული სიმშვიდე.
თითქოს მის წინ სრულიად უცხო ადამიანი იდგა..ნინოს ეს მზერა გულში ცივად დაეცა, მაგრამ იმავე წამს
გიორგის მზერამ გადაინაცვლა
მარიამზე და სწორედ იქ რაღაც შეიცვალა..ის გაშეშდა, მარიამი კობასგან ოდნავ მოშორდა, სახე ფერმკრთალი ჰქონდა, თვალები ჯერ კიდევ სუსტად დაღლილი, თმა დაუდევრად ჩამოშლოდა მხრებზე..არანაირი მაკიაჟი, არანაირი ხელოვნური სილამაზე და მაინც
იმაზე ძლიერი ჩანდა, ვიდრე ნებისმიერი სრულყოფილი სახე.. გიორგის მზერა მასზე გაჩერდა,ძალიან დიდხანს..ზედმეტად დიდხანს..თითქოს რაღაცას ეძებდა
ან უკვე იპოვა..მისი სახე ისევ მშვიდი იყო, გარედან ვერავინ ვერაფერს შეამჩნევდა, მაგრამ შიგნით რაღაც უცნაურმა გაიღვიძა.. ეს არ იყო უბრალოდ მოწონება, უფრო მძაფრი იყო, უფრო დაუფიქრებელი, მოულოდნელი..მისი თვალები ნელა ჩამოჰყვა მარიამის ნაკვთებს..
სახის სისუფთავეს… ტუჩების ბუნებრივ ხაზს… თვალების სიღრმეს და იმ წამში
გონებაში თითქოს ყველაფერი დადუმდა, ეს ყველაფერი არ ჰგავდა იმას, რასაც ელოდა, არც დროს შეეფერებოდა,არც ადგილს.
მაგრამ მაინც მოხდა მოულოდნელად..
უმართავად..გიორგიმ ოდნავ დააწვრილა თვალები, თითქოს საკუთარ თავს აკვირდებოდა ამ რეაქციაზე, შემდეგ კი ისევ სწრაფად დაუბრუნდა ნეიტრალურ გამომეტყველებას, არაფერი გამოუჩენია, არც ღიმილი, არც გაოცება.
მაგრამ მისი მზერა, ჯერ კიდევ მარიამზე იყო.. მშვიდი, მძიმე და სადღაც ძალიან ღრმად
სახიფათოდ დაინტერესებული..
*******
ნინომ გიორგის თვალებში რაღაც დაინახა, რაღაც ძალიან ნაცნობი…
მაგრამ ამავე დროს სრულიად უცხო, ის ამ მზერას ძალიან კარგად იცნობდა,
ოდესღაც სწორედ ასე უყურებდა გიორგი მას მთელი ყურადღებით, ჩუმი ინტერესით… თითქოს სამყაროში სხვა არაფერი არსებობდა, მაგრამ ახლა
ეს მზერა ნინოს აღარ ეკუთვნოდა..
მზერა ოდნავ გადაატანა და მიხვდა ეპიცენტრი მარიამი იყო..გიორგი მას უყურებდა და არა უბრალოდ უყურებდა, ისე უყურებდა, როგორც ოდესღაც - ნინოს..ნინომ ნელა ჩაისუნთქა ჰაერი.
- როგორ ხარ? - ფრთხილად ჰკითხა ნინომ..გიორგიმ მზერა მხოლოდ წამით მოწყვიტა მარიამს, ნინოს შეხედა და თბილად გაუღიმა, ისეთი ღიმილით, რომელიც ზედაპირზე რჩებოდა, შიგნით არაფერს ამჟღავნებდა.
- გეგმები რომ არ შეცვლილიყო… უკეთ ვიქნებოდი… - თითქმის ჩურჩულით თქვა გიორგიმ, ნინომ ოდნავ დაძაბული ღიმილით უპასუხა.
- არაუშავს… მართალია, მისი აქ ყოფნა ცოტათი გაგვირთულებს საქმეს,მაგრამ მიზანს მაინც მივაღწევთ - ნინომ თავი დაუქნია.
- შენს დას ჩვენი ჩემპიონი დაესხა თავს? - მის ტუჩებზე მსუბუქი გაჩნდა,
ნინოსაც გაეღიმა ოდნავ.
- კი… არ ველოდი… იმ დღეს ჩემთან მოსულა და ირაკლი უნახავს, ქურდი ეგონა და მერე შენც იცი…
- გასაგებია… - მოკლედ თქვა გიორგიმ.
მაგრამ მზერა ისევ მარიამზე ჰქონდა მიპყრობილი, მოუშორებლად, მძიმედ..
ნინომ შეამჩნია და ამჯერად უკვე აშკარად.
- ძალიან კი ჰყვარებია მამაშენს - ჩუმად თქვა გიორგიმ.
- გიჟდება მასზე და სწორედ ის უნდა წავართვათ, რომ უფრო მეტად ეტკინოს! მინდა მარიამმა შეიძულოს მამამისი… მთელი არსებით! - გიორგიმ ნელა შეხედა ნინოს.
- ამას როგორ აპირებ? - ნინომ თვალები ოდნავ დააწვრილა.
- მაქვს რაღაც გეგმები - გიორგიმ ისევ მარიამისკენ გაიხედა, თვალებს ვერაფერს უხერხებდა, ეს იყო მოულოდნელი მიზიდულობა, რომელსაც ვერ აკონტროლებდა.. კობამ ნელა გადახედა მათ, პირველად ნინოს, შემდეგ გიორგის და ბოლოს ისევ გიორგის მზერას რომელიც მარიამზე იყო გაჩერებული.. სახეზე მაშინვე დაეტყო უკმაყოფილება,
თვალები დაუვიწროვდა, ყბა დაეჭიმა.
ჰაერი მძიმედ ჩაისუნთქა… და ჩაახველა, თითქოს საკუთარ გაღიზიანებას ახშობდა.
- სჯობს წახვიდე, გიორგი… - მკაცრად თქვა
- მადლობა ყურადღებისთვის.. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ.. -
ოთახში დაძაბულობა ჩამოვარდა,
ნინო მაშინვე წამოდგა.
- ეს რა ზრდილობაა?! - მკვეთრად თქვა - აგდებ ადამიანს?! შენს სახლში ნუ გგონია თავი! - კობამ თვალები მიატრიალა მისკენ.
- ნინო!! - მკაცრად და ბოხი ხმით დაიყვირა, მარიამიც კი შეკრთა ოდნავ,
გიორგი მშვიდად იდგა, თითქოს საერთოდ არ ეხებოდა ეს ყველაფერი, შემდეგ ოდნავ გაასწორა მხრები და მშვიდი ტონით თქვა:
- არ გინდათ კამათი, ჯობია წავიდე -
მის ხმაში არც წყენა იგრძნობოდა, არც გაღიზიანება, მხოლოდ კონტროლი, შემდეგ მარიამისკენ გაიხედა, თბილად გაუღიმა.
- მშვიდობიან საღამოს გისურვებთ…
თქვენ კი.. იმედი მაქვს, აღარ განმეორდება ასეთი უსიამოვნო ფაქტები - მარიამს წესიერად არც კი შეუხედავს გიორგისთვის..კობა კი უკვე აშკარად იძაბებოდა..გიორგის ღიმილმა თითქოს კიდევ უფრო გააღიზიანა,მისი მზერა გამკაცრდა, შეუღრინა თითქმის..თითქოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდა, რომ პირდაპირ დაპირისპირებაზე გადასულიყო, მაგრამ გაჩერდა.
რადგან იცოდა, ეს ადგილი და ეს მომენტი ამისთვის არ იყო..

კობამ გიორგის გასვლის შემდეგ კარი ძლიერად მიაჯახუნა, სიჩუმე ერთი წამით ჩამოვარდა, შემდეგ ნინოს მიუბრუნდა. მის თვალებში ბრაზი უკვე აღარ იმალებოდა.
- შენ იცოდი, არა?.. - კბილებში გამოსცრა
- რა თქმა უნდა, შენ იცოდი, გიორგი რომ ჩემი პარტნიორი გახდა… მისი დანახვა საერთოდ არ გაგკვირვებია! -
ნინომ მშვიდად, მაგრამ მტკიცედ შეხედა.
- ვიცოდი, კი! არ მგონია უცხო იყოს ის ფაქტი, რომ გიორგისთან კომუნიკაცია სულ მქონდა! - კობას სახე წამებში დაეძაბა.
- უსირცხვილო ხარ! - ამოიხეთქა -მეძავივით იმ კაცისგან დაორსულდი და თავი ისევ არ დაგინებებია მისთვის!-
მისმა სიტყვებმა ოთახში ყველაფერი გადაფატა, ნინოს თვალებში ტკივილმა გაიელვა… მაგრამ უკან არ დაიხია..
კობამ ხელი აღმართა
- მამა! ეს არ გააკეთო! - მარიამმა მაშინვე შეაჩერა, მისი ხმა მკვეთრი იყო, კობამ ხელი ჰაერში გააჩერა,
მძიმედ სუნთქავდა..სერგო წინ წამოვიდა, დაძაბული.
- მაინც ვერ ვხვდები… შენ და გიორგი პარტნიორები რანაირად გახდით?- კობამ ცივად ჩაიცინა.
- ეგ შენს მავნებელ დას ჰკითხე… როგორც ჩანს, მან უკეთ იცის! - ნინომ ნაბიჯი გადადგა წინ.
- მე მხოლოდ ის ვიცი… - ხმა გაუმკაცრდა
- რომ ადრე თუ გვიან ყველას გამწარებისთვის მოგეზღვება!
ყველა, ვინც კი გაამწარე მალე სამართალს იზეიმებს!!
-ხო? - კობა უკვე ცეცხლდებოდა
- როგორ?! მაინც როგორ აპირებთ ამას?! - დაძაბულობა პიკს აღწევდა.
- გეყოფათ! - მარიამმა ხმამაღლა თქვა
- დავიღალე თქვენი კამათის მოსმენით!
სერგო, წაიყვანე მამა… - სერგომ დაუფიქრებლად ჩასჭიდა კობას მკლავში ხელი.
- წამოდი - კობა კიდევ წამით შეყოვნდა, ნინოს გაბრაზებული მზერა ესროლა, შემდეგ კი სერგოს გაჰყვა,
კარი დაიხურა..ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მარიამი ნინოს მიუბრუნდა, მის თვალებში იმედგაცრუება და სიმკაცრე ერთდროულად იდგა.
- ეს ბიჭი… ის იყო? ვისგანაც ბავშვს ელოდებოდი? - ნინომ თავი დახარა წამით, შემდეგ შეხედა.
- კი, მარიამ…შენც უნდა გამკიცხო სიყვარულისთვის? - მარიამმა თავი გააქნია.
- არ ვაპირებ შენს გაკიცხვას… - მშვიდად თქვა, მაგრამ ხმაში სიმკაცრე ეტყობოდა
- მაგრამ გაფრთხილებ, ნინო…თუ მამას წინააღმდეგ რამე გაქვს ჩაფიქრებული გეფიცები, ჩემს სახელს ვეღარ ახსენებ!- ნინოს მწარედ გაეცინა
- ვგიჟდები…ასე როგორ დაგაბრმავა მამაშენმა - ხმადაბლა თქვა
- რომ კარგს და ცუდს ვეღარ არჩევ ერთმანეთისგან… თუმცა არ მიკვირს.. მეც შენსავით მექცეოდა ოდესღაც.. მეც ვუყვარდი მაგ დესპოტს, მანამ სანამ მის წინააღმდეგ არ წავედი.. მანამ სანამ მისი რეალური სახე არ დავინახე.. შენც დაინახავ მის რეალურ სახეს, მე დაგანახებ! - თითი დაუქნია ნინომ, ერთი წვეთი ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან, რომელიც მაშინვე ჩამოიწმინდა, მარიამმა მკაცრად შეხედა.
- მე მხოლოდ იმას ვამჩნევ რომ მამაჩემი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში და ის ცუდად უმიზეზოდ არავის არ მოექცევა! - მარიამმა ჩანთა აიღო, ერთხელ კიდევ შეხედა ნინოს,
მაგრამ არაფერი უთქვამს, შემდეგ შეტრიალდა და კარისკენ წავიდა, სერგოსა და კობას დაეწია..


- მეგობარო! - გიორგი ხმაურიანად შევიდა ნომერში და ირაკლის გადაეხვია, თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი ენახა, ირაკლიმ ცივი ლუდის ბოთლი გაუწოდა, ორივე მისაღებში ჩამოსხდნენ.
- აბა როგორაა საქმეები? - ჰკითხა ირაკლიმ
- მომიყევი, კობას რეაქცია როცა გნახა -
გიორგის გაეცინა.
- უნდა გენახა… ლამის სისხლი მოშარდა… - ირონიულად თქვა -წარმომიდგენია შენ რომ გამოეცხადები, მერე რას იზამს -
ირაკლის თვალებში ცივი ცეცხლი აინთო.
- ეგ ნაძირალა… - კბილებში გამოსცრა
- მინდა მათ წინაშე მაშინ წარვსდგე, როცა საიფი სერგოს დაამარცხებს…
კობას დაბადების დღემდე ვერ მოვიცდი… მინდა ხეცურიანებმა გაიგონ, რომ დამარცხება ჩემი მოსწავლისგან იწვნიეს! - გიორგიმ ბოთლი ნელა მიიტანა ტუჩებთან.
- კარგი… მაგრამ შეძლებს საიფი მის დამარცხებას? - ირაკლიმ დაუფიქრებლად უპასუხა:
- ეჭვიც არ მეპარება! აუცილებლად შეძლებს… - მცირე სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ გიორგიმ თითქოს სხვათა შორის თქვა:
- მისი უმცროსი შვილი გავიცანი - მისი ხმა უცნაურად დარბილდა, ირაკლიმ ოდნავ ჩაიცინა.
- მარიამი - სახელი ისე წარმოთქვა, თითქოს თავისთავად გაეღიმა.
- როგორ შეგიშინებია საწყალი გოგო - დაამატა და სიცილი განაგრძო, შემდეგ თითქოს მისი მზერა სადღაც შორს წავიდა.
- სხვათა შორის… - გააგრძელა ირაკლიმ - მარიამი ჩვენი კოზირი იქნება - გიორგიმ ნელა გადაატრიალა თავი მისკენ.
- ეგ როგორ?
- მარიამი მამამისს უნდა ავუმხედროთ… ჩვენს მხარეს უნდა გადმოვიდეს…ნინომ დახმარება მთხოვა და აუცილებლად დავეხმარები, რომ ეს შევძლოთ - გიორგის თვალებში რაღაც ჩაბნელდა.
- რა დახმარებაზე საუბრობ?
- მარიამმა უნდა გაიგოს სიმართლე… რომ დედამისმა სუიციდი კობას გამო ჩაიდინა…რომ საგიჟეთში ის ქალი შემთხვევით არ მოხვედრილა -
- ირაკლი… შენ ახლა მთლიანად ძიუდოზე უნდა კონცენტრირდე…
და იმაზე, რომ კობას ყველაფერი წავართვათ, მოდი მაგ საქმეს მე მივხედავ… მე გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება - ირაკლიმ მაშინვე გააქნია თავი.
- არა! ამ ლუკმას შენ ვერ დაგითმობ, გიო… ეს მე უნდა გავაკეთო!- ნიშნისმოგებით გაეცინა, გიორგიმ თვალები დააწვრილა.
- შემთხვევით… გოგო ხომ არ მოგეწონა?-ირაკლიმ ხელი აუქნია.
- ნუ სულელობ… ბავშვია… ჩემს თვალწინ იზრდებოდა…
- ბავშვია… - ჩუმად გაიმეორა გიორგიმ
- მაგრამ ძალიან ლამაზია - მის ხმაში რაღაც უცნაური იყო, ეს არ იყო უბრალოდ შეფასება, ეს ჰგავდა უფრო… ჩაფლობას..მის გონებაში ისევ და ისევ მარიამის სახე ჩნდებოდა, მისი დაუცველი გამომეტყველება… სუფთა თვალები… თმა, რომელიც მხრებზე ეყარა…ამ სილამაზეს ვერ ტოვებდა.. ვერ უშვებდა..და რაც უფრო ცდილობდა, მით უფრო ძლიერად ეჭიდებოდა მას..ნელ-ნელა…
გიორგი ვეღარ არჩევდა, ეს უბრალოდ მოწონება იყო…თუ უკვე რაღაც სხვა,
უფრო ბნელი, უფრო მფლობელური..
უფრო საშიში..ირაკლის ხმა ისევ მოესმა:
- იცი რა მინდა? მინდა კობა ვნახო… ვეღარ ვითმენ! მინდა სახეში მივახალო ყველაფერი! - რამდენიმე ბოთლმა ლუდმა მისი სიძულვილი კიდევ უფრო გააღვივა, გიორგიმ ნელა გაუღიმა.
- მერე წავიდეთ და ვნახოთ… რა პრობლემაა, ძმაო! - მაგრამ ამ სიტყვების უკან სრულიად სხვა ფიქრი იდგა, მის გონებაში ისევ მარიამი იყო და მისი დანახვის სურვილი..მხოლოდ და მხოლოდ მარიამი..
- არა… - თავი გააქნია ირაკლიმ
- არ ღირს… ემოციებს ვერ მივცემ უფლებას შეცდომა დავუშვა… მოცდა სჯობს… - ცოტა ხანს კიდევ სვამდნენ,
შემდეგ გიორგი წამოდგა, ნაბიჯები ოდნავ არეული ჰქონდა.
- წავედი… - თქვა მოკლედ, კარისკენ წავიდა, მაგრამ სანამ გავიდოდა,
წამით გაჩერდა, თვალები დახუჭა,
და ისევ დაინახა მარიამი..მისი სუნთქვა ოდნავ დამძიმდა, შემდეგ კი მშვიდად გააღო კარი და გავიდა..
ირაკლი მარტო დარჩა, ფანჯარასთან დადგა, ქალაქის განათებებს უყურებდა.
ფიქრებში იყო ჩაძირული, მისი გონება ერთ რამეზე იყო მიჯაჭვული - კობა ხეცურიანზე..ძალიან უნდოდა მისი მტრის ნახვა პირისპირ..ბევრი აღარ იფიქრა მოტოციკლეტს შემოაჯდა და ხეცურიანების სახლისკენ გაემართა..

ვერანდაზე საღამოს სიო ნაზად უბერდავდა.. მარიამი და ანი დივანზე იყვნენ ჩამომჯდარი - ფეხები მოხრილი, ხელში ჭიქები, სახეზე ნახევრად სიცილი, ნახევრად დაღლა.
ანისთან მარიამი სულ სხვა იყო..უფრო თავისუფალი, უფრო ნამდვილი.
- ანუ იმ იდიოტმა ასე შუა გზაში დაგირეკა და უარი გითხრა? - თვალებგაფართოებულმა ჰკითხა ანიმ, მარიამმა თვალები აატრიალა.
- კი… წარმოგიდგენია?! ლაჩარი…
რომ ჰკითხო, მაგარი ბიჭია და არაფრის არ ეშინია…
- რას აპირებ ახლა? - მარიამმა მხრები აიჩეჩა.
- არაფერს! ჩემთვის არარაობაა… ისედაც ვერთობოდი უბრალოდ მასთან…ის ჩემი სტილის არ არის - ანიმ ეშმაკურად შეხედა.
- შეგეხმიანა მაინც? - მარიამმა ცინიკურად ჩაიცინა.
- მილიონჯერ დამირეკა… მაგრამ არ ვპასუხობ…მისი ადგილი უნდა იცოდეს!
არ მინდა მასთან არაფერი… თან, მამაჩემმა რომ გაიგოს, შეიძლება მეც მომკლას და ისიც…
- ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა… - თავი გააქნია ანიმ
- ახლა ის მომიყევი, მძარცველმა რა დაგიშავა… რამდენი რამ გადაგხდა თავს… - მარიამმა ოდნავ მოიწყინა.
- მძარცველი… ჯანდაბა… იმ დღეს ჩემი კულონი დავკარგე, ვერსად ვიპოვე…
- რამე წაიღო შენი დის სახლიდან?
- არ ვიცი… - ჩაფიქრებულმა თქვა
- ვეღარ მივასწარი ნინოსთვის მეკითხა… ისეთი ქაოსი იყო იქ,
მაგრამ ის მძარცველი - წამით გაჩერდა.
- მისი სახე ვერ დავინახე… თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იქ გასაქურდად არ ყოფილა - ანიმ თვალები უცნაურად მოიჭუტა.
- ანუ? - მარიამს ოდნავ გაეღიმა.
- ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა მისი ტატუ იყო…ისე… სიმპათიური აღნაგობა კი ჰქონდა - ეშმაკურად ჩაიცინა, ანიმ ხმამაღლა გადაიხარხარა.
- მაგაზე დასაკვირვებლად გეცალა?!
- ბრმა უნდა ყოფილიყავი, რომ ვერ შეგემჩნია! - მარიამმაც სიცილით უპასუხა
- მაღალი… დიდი მხრებით… ძალიან დიდი კუნთებით, მთასავით კაცი იყო…
სახე ნახევრად უჩანდა… მკაცრი, თეთრი სახე ჰქონდა, ძალიან ძლიერი ჩანდა…
- შენ ადამიანი ნახე, მარიამ, თუ ბეტმენი? - ანიმ სიცილი ვერ შეიკავა.
- სულელო! - მარიამსაც გაეცინა, სწორედ ამ დროს, მისი ტელეფონი ისევ აწკრიალდა..მარიამმა გაღიზიანებულმა თვალები აატრიალა.
- ღმერთო… უკვე აღარ შემიძლია!
- უპასუხე და თავიდან მოიცილე… - ურჩია ანიმ..რამდენიმე ზარის შემდეგ, მარიამმა ღრმად ამოისუნთქა და ბოლოს მაინც უპასუხა.
- მიშკა, რა გინდა? - მეორე მხარეს ხმა მკაცრი იყო.
- შენი ნახვა მინდა, უნდა ვილაპარაკოთ
- მე არ მინდა შენთან ლაპარაკი.
- მარიამ… ან ათ წუთში უკანა ეზოში გამოხვალ…ან მამაშენთან მივალ და ვეტყვი, რომ ერთად ვართ - მარიამი გასწორდა.
- გეშლება! მე და შენ ერთად არ ვართ!!!
შენ ამას ვერ გაბედავ! იმიტომ რომ ლაჩარი ხარ! - მეორე მხარეს ხმა უფრო გამკაცრდა.
- მარიამ, ბოლოჯერ გეუბნები… გამოდი და დამელაპარაკე, თორემ კობას ჩვენს სურათებს გავუგზავნი… სადაც ერთმანეთს ვკოცნით - სიჩუმე, ერთი წამი, ორი წამი..შემდეგ მარიამი აფეთქდა, სახე წამებში შეეცვალა,
თვალებში ულონტროლო ბრაზი აენთო.
- რა თქვი?.. - ჩუმად, მაგრამ საშინლად სახიფათო ტონით თქვა. ხელები ისე მოუჭირა ტელეფონს, თითქოს გაჭ....ტას აპირებდა.
- შენ გგონია, რომ მე მეშინია შენი?!
შენ ხარ ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში! ლაჩარი კი არა, არარაობა ხარ! შენ როგორ გაგიყადრე თავი! - სუნთქვა აუჩქარდა.
- გაბედე და ერთი ფოტო მაინც გაუგზავნე მამაჩემს, გეფიცები, ისე დაგამთავრებ, საკუთარ სახელსაც ვერ დაიმახსოვრებ! - თვალები უელავდა,
მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა.
- გელოდები ათ წუთში… - კბილებში გამოსცრა მიშკამ და ტელეფონი გათიშა..ვერანდაზე სიჩუმე ჩამოვარდა,
ანი გაშეშებული უყურებდა.
- მარიამ…- მარიამი უკვე ფეხზე იდგა,
გაცეცხლებული.
- მაგას ვანახებ მუქარას.. ახლავე მივხედავ - ანის შეხედა
- შენ წადი
- დარწმუნებული ხარ? - ნერვიულად დაუქნია თავი, ანი ნელა წამოდგა და წავიდა..მარიამმა კი ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და უკანა ეზოსკენ წავიდა, სრულიად მარტო.

ირაკლიმ მოტოციკლეტი ხეცურიანების სახლთან შორიახლოს გააჩერა. ძრავი გამორთო, ჩუმად ჩამოვიდა და ეზოს უკანა მხრიდან ფეხით შეიპარა, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა..ჩრდილებს შორის გადაადგილდებოდა უხმოდ, შეუმჩნევლად..სწორედ მაშინ შეესწრო სცენას, დიდ ხეს ამოეფარა.
იქიდან ნათლად დაინახა, როგორ მოდიოდა გაცეცხლებული მარიამი მიშკასკენ..მიშკას მისი დანახვისას სახე გაებადრა, მაგრამ მარიამმა მის წინ გაჩერებაც არ აცალა მთელი ძალით გაარტყა სახეში, გარტყმის ექო ღამეში გაიფანტა,
- შენ ვის დაშანტაჟებას ბედავ!! - მარიამის ხმა ცეცხლივით გიზგიებდა
- ვინ გგონია თავი საერთოდ?! მიდი აბა გაბედე! თუ გეყოფა გამბედაობა კობა ხეცურიანს გამოუტყდე სიმართლეში! წამოდი! ერთად ვუთხრათ! - მკლავში ჩაავლო ხელი და სახლისკენ ქაჩავდა.
- არა, მოიცადე! გაგიჟდი? - დქიბნა მიშკა
- დაწყნარდი!
- წამოდი!! - არ ეშვებოდა
- გამოიჩინე გამბედაობა! მაგრამ შენ კაცი არ ხარ! მხოლოდ შანტაჟი შეგიძლია! - მიშკამ მოულოდნელად მიიზიდა და ტუჩებზე დაეტაკა, მაგრამ მარიამმა მაშინვე მოიშორა, ძლიერად ჰკრა ხელი.
- აღარ გაბედო ჩემთან შეხება! -
ტუჩები ხელით მოიწმინდა, ზიზღით.
- გული მერევა შენზე!
- არა… გთხოვ… ნუ მომექცევი ასე - მიშკა დაიბნა
- შენ მამაჩემის მძღოლი ხარ! - მარიამის ხმა დამცინავად გაისმა
- რა გგონია, შემიყვარდი? დაიკარგე აქედან! არარაობა ხარ! უმაქნისი! ისიც კი ვერ შეძელი, რომ ჩემთან ღამე გაგეტარებინა, იმდენად მშიშარა ხარ!
ირაკლი ხესთან იდგა და უსმენდა,
მიშკა თითქმის ვედრებაზე გადავიდა.
- მე შენ მიყვარხარ… ვიცი, რომ შენც გიყვარვარ…
- არ მიყვარხარ!! - აფეთქდა მარიამი
- ვერთობოდი შენთან!!
- იცოდე განანებ… - კბილებში გამოსცრა მიშკამ.
- კიდევ ერთხელ დამემუქრები და გაგაქრობ! - ნაბიჯი წინ გადადგა მარიამმა
- შენს ძვლებსაც ვერ იპოვის ვერავინ!
გაეთრიე აქედან! და თვალით არ დამენახო! - მიშკა გაცეცხლებული გაეცალა, მარიამი მარტო დარჩა,
ღრმად ჩაისუნთქა, თმაში ხელი შეიცურა.
- კრეტინი - ღამის სიჩუმე ჩამოვარდა
მშვიდი, მაგრამ შრიალის ხმა გაისმა..
მარიამი მაშინვე შეტრიალდა,
ირაკლი ხესთან აიტუზა… მაგრამ უკვე გვიანი იყო, შეამჩნიეს, მარიამი ნელა მიუახლოვდა. ამჯერად თავის ტერიტორიაზე იყო, შიში ნაკლები ჰქონდა, უფრო ამაყად იდგა, ხესთან მივჯდა და ისევ დაინახა.
ის.. იგივე “მთის კაცი”..მაინც შეკრთა წამით.
- შენ… ვინ ხარ? - თვალები დააწვრილა
- შენ მძარცველი არ ხარ!
- მე დამყვები?! რა გინდა ჩემგან?! -
ირაკლი ჩუმად იდგა.
- ხმა ამოიღე! - გაბრაზდა მარიამი
- იცოდე აქედან არ გაგიშვებ! - სიჩუმე, ირაკლიმ ნელა ჩაისუნთქა, ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მარიამმა გზა გადაუღობა.
- სანამ არ იტყვი, რა დაგრჩენია აქ ვერსად წახვალ! ვინ ხარ? - მარიამმა ხელი ჩაავლო, ირაკლიმ მაშინვე მოიშორა, მოულოდნელად მიუახლოვდა, ხესთან მიიმწყვდია, პირზე ხელი ააფარა..მარიამის თვალები გაფართოვდა.
- შენ ზედმეტ კითხვებს სვამ…
და ტვინს ჭამ… თავხედო გოგო! -
მისი სუნთქვა ახლოს იგრძნობოდა,
მერე უცებ მოშორდა, ისევ ზურგით შებრუნდა, კეპი სახეს ფარავდა ისევ,
ერთი წამიც არ დაუყოვნებია
მოტოსკენ წავიდა, დაჯდა, ძრავი დაქოქა, მაგრამ.
- გაჩერდი! - მარიამი არ ეშვებოდა,
მანქანა გამოიყვანა, უკან დაედევნა, ირაკლიმ სარკეში შეხედა.
- ღმერთო… ეს ვინ ყოფილა… - ჩაილაპარაკა, სისწრაფეს მოუმატა,
მაგრამ მარიამიც არ ჩამორჩა,
ბოლოს გაუსწრო კიდეც, გზა გადაუღობა..ირაკლი გაბრაზებული ჩამოხტა მოტოდან, მისკენ მივიდა.
კარი გააღო, მკლავში სწვდა და მანქანიდან გადმოიყვანა.
- რა გინდა?! - დაუყვირა.
- მე რა მინდა?! - არ დაუთმო მარიამმაც - ვინ ხარ?! რატომ გვითვალთვალებ?! -
ირაკლიმ მაჯაზე ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა.
- მამაშენის ღამის კოშმარი ვარ! - ცივად უთხრა
- გასაგებია?!წადი და უთხარი მამიკოს მალე შენი მტერი ისეთ გაკვეთილს ჩაგიტარებს რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთქო! შენს ლაჩარ ძმასაც იგივე გადაეცი!
- ვინ ხარ შენ?! - ხმა აუკანკალდა
- ვინ ჯანდაბა ხარ?! - ირაკლი გაჩუმდა,
არც უპასუხა, მხოლოდ ხელი გაუშვა,
მოტოზე დაჯდა, ძრავი დაქოქა და წამებში გაუჩინარდა..მარიამი კი გზაზე იდგა, დაბნეული, გაკვირვებული.
და დაინტერესებული..

რამდენიმე დღე თითქოს ერთ დიდ დაძაბულ სუნთქვად იქცა..ქალაქის ერთ მხარეს გიორგი უკვე მთლიანად ჩაერთო კობას ბიზნესში.
რესტორნის სამზარეულოში დილიდან ღამემდე მოძრაობდა: პროდუქტის კონტროლი, მომწოდებლების შეცვლა, მენიუს განახლება, პერსონალის გადამზადება. ის აღარ იყო უბრალოდ პარტნიორი, ის იყო ადამიანი, რომელიც აცოცხლებდა ჩაძირულ საქმეს..კობა აკვირდებოდა, ჯერ ეჭვით.
შემდეგ გაოცებით, ნელ-ნელა რესტორნის დარბაზი ისევ ივსებოდა, კლიენტები ბრუნდებოდნენ..
- არ მეგონა, ასე სწრაფად თუ შეძლებდი ყველაფრის დალაგებას… - ერთხელაც უთხრა კობამ, ხმაში უნებლიე პატივისცემით, გიორგიმ მხოლოდ გაეღიმა.
- ყველაფერი სწორად რომ გაკეთდება შედეგიც სწორი იქნება შემდეგ.
ნინო და გიორგი ჩუმად, შეუმჩნევლად “ასწორებდნენ” რაღაცეებს,
არასწორ ანგარიშებს ქმნიდნენ,
კონტრაქტებში მცირე ცვლილებებს ტოვებდნენ, სადღაც პროდუქტი იგვიანებდა, სადღაც ზედმეტი ხარჯი ჩნდებოდა. არა ისეთი, რომ კობას ეჭვი აღძვროდა, მაგრამ ისეთი, რომ ნელ-ნელა მიწა გამოეცალა ფეხქვეშ..
ქალაქის მეორე მხარეს ირაკლი ტატამზე იდგა, მის წინ - საიფი.
- კიდევ ერთხელ! - მკაცრად თქვა ირაკლიმ, საიფი შეტევაზე გადავიდა,
სისწრაფე, ძალა, ტექნიკა..მაგრამ მიწაზე დაცემისას ოდნავ შეხტა, ირაკლის არ გამოჰპარვია..
- ფეხი გაწუხებს?
- არაფერია… - კბილებში გამოსცრა საიფმა..ირაკლიმ თვალებში ჩახედა,
გრანდ სლემზე “არაფერი” არ არსებობს.. ვარჯიში გაგრძელდა..
ორივესთვის ეს ბრძოლა უკვე მხოლოდ სპორტი აღარ იყო, ეს ანგარიშსწორება იყო..სერგო ყოველდღე დარბაზში იყო, ოფლში გაწურული, მძიმე სუნთქვით.
- ძლიერია… - ჩაილაპარაკა ერთ დღეს სერგომ
- ძალიან ძლიერია თურმე.. - სერგომ იცოდა, საიფი ჩვეულებრივი მოწინააღმდეგე არ იყო..დღე ახლოვდებოდა, ყველამ თითქოს ერთდროულად გადადო ყველაფერი.
ახლა მხოლოდ ერთი რამ არსებობდა -
ძიუდო..დარბაზი სავსე იყო, ხმაური, მოლოდინი, ენერგია. ტრიბუნებზე -
ნინო, მარიამი და ანი ერთად ისხდნენ.
მარიამი მოუსვენრად ირხეოდა,
კობა - ქვემოთ, მწვრთნელების ზონაში იდგა, მისი მზერა მხოლოდ ერთ რამეს ეძებდა - გამარჯვებას..სერგოს სახელი ისმოდა ირგვლივ, ყველა მას გულშემატკივრობდა. მეორე მხარეს
გიორგი იდგა, მშვიდი, თითქოს უგრძნობი, მაგრამ როგორც კი მისი მზერა მარიამს მოხვდა…ყველაფერი შეიცვალა, ის გაჩერდა..მის თვალებში რაღაც ბნელმა გაიელვა, მისი მზერა აღარ იყო უბრალოდ ინტერესიანი.
ეს იყო - შეპყრობა..თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა: "ეს უნდა მქონდეს."
და ეს ფიქრი… საშიში იყო..
შიგნით, გასახდელში საიფი სკამზე იჯდა, ფეხს ხელით იჭერდა.
- ასე ვერ გავალ… - ჩუმად თქვა, წარმომადგენელი გაბრაზდა.
- ან წაგებულად ჩაითვლები ავტომატურად… ან ვიღაცამ უნდა ჩაგანაცვლოს! - საიფმა ირაკლის შეხედა.
- მინდა… ჩემმა მწვრთნელმა დამაზღვიოს - ოთახში ყველა გაჩუმდა.
- რას გულისხმობ? - დაიძაბა წარმომადგენელი, ირაკლი გაკვირვებული იდგა, შემდეგ წინ გადადგა ნაბიჯი..
- წესები იძლევა მწვრთნელის ჩანაცვლების შესაძლებლობას განსაკუთრებულ შემთხვევებში…
და ვფიქრობ - ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.
- მაგრამ…
- ჩემი ლიცენზია აღდგენილია.. სასჯელს ვადა გასული აქვს - მკაცრად თქვა ირაკლიმ, რომელსაც თვალებში ბრძოლის წყურვილო კლავდა
- და ჩემი რეიტინგი საკმარისია, რომ გამონაკლისი დაუშვათ - მძიმე დუმილი.
შემდეგ…
- კარგი - თქვა წარმომადგენელმა ბოლოს
- მაგრამ სრული პასუხისმგებლობა თქვენზეა..- დარბაზში ხმაური იმატებდა.
- რა ხდება შიგნით მამა? - იკითხა სერგომ, კობამ წარბები შეკრა.
- როგორც გავიგე… იმ არაბს ფეხზე პრობლემა აქვს…შეიძლება მწვრთნელმა ჩაანაცვლოს.
- მწვრთნელმა?!
- ხო… დაველოდოთ…
გასახდელში ირაკლის თეთრი ძიუდოს ფორმა ეჭირა ხელში..რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა, თითქოს წარსულს ეხებოდა..ნელა ჩაიცვა,
ქამარი შემოიკრა, ხელები ოდნავ უკანკალებდა… მაგრამ არა შიშისგან.
ეს იყო დაგროვილი წლები..უსამართლობა..დანგრეული კარიერა..გადამწვარი ცხოვრება..სარკეში ჩაიხედა, მის წინ იდგა კაცი, რომელიც ერთხელ უკვე მოკლეს და ახლა დაბრუნდა..მისი სუნთქვა დამძიმდა, გულისცემა გაუხშირდა, მაგრამ თვალები…თვალები იყო ცივი..უცებ თვალები დახუჭა.ერთი ღრმა ჩასუნთქვა გააკეთა
"ეს ჩემი ადგილია…" - კარი გააღო.
- დროა… - ჩუმად თქვა და კარს მიუახლოვდა..დარბაზში გამომცხადებლის ხმა გაისმა.
- ცვლილება! - ხმამ მთელი სივრცე მოიცვა..საიფის ნაცვლად ტატამზე გამოვა…მცირე პაუზა, მოლოდინი გაიყინა..
- ირაკლი თავართქილაძე - კობა გაშეშდა, სერგოს სახე გაუფერულდა.
ტატამზე გასასვლელი დერეფანი გრძელი და ცივი ჩანდა, ყოველი ნაბიჯი მძიმედ ისმოდა და მაინც
როგორც კი ხაზს გადააბიჯა…
ყველაფერი შეიცვალა.ხმაური თითქოს გაქრა, დრო შენელდა, ირაკლი ტატამზე დადგა როგორც მონაწილე!
რამდენიმე წამით გაჩერდა, ფეხით მსუბუქად შეეხო მატს და ეს შეხება…
ელექტროდარტყმას ჰგავდა, გულის სიღრმეში რაღაცამ ამოხეთქა..სიამაყე.
ტკივილი, ბრაზი, სიხარული..ყველაფერი ერთად. მის თვალებში ცეცხლი აინთო - "დავბრუნდი…" მეორე მხარეს
სერგო იდგა..როგორც კი ირაკლი დაინახა…სახე გაუფერმკრთალდა,
სუნთქვა შეეკრა, ნაბიჯიც კი ვერ გადადგა, თვალები გაუშეშდა..ის კაცი, რომელიც წარსულში დატოვა…
ახლა მის წინ იდგა..ცოცხალი, ძლიერი
და ბევრად საშიში..სერგომ მზერა ვერ გაუსწორა, თავი ოდნავ დახარა, სირცხვილი, შიში და სინანული, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა ერთდროულად დააწვა..
კობა…ჯერ ვერ მიხვდა, შემდეგ როგორც კი სახე უკეთ დაინახ თვალები დაქაჩა, სუნთქვა შეეკრა,
გული თითქოს ამოუვარდა.
- ირაკლი… - თითქმის უჩუმრად ამოიღო ხმა..მისი ხელი ინსტიქტურად გულზე წავიდა..თითქოს ტკივილი იგრძნო, მაგიდას დაეყრდნო.
მაგრამ თვალები არ მოუშორებია.მის წინ იდგა ადამიანი, რომელიც თავად გაანადგურა და ახლა დაბრუნდა..კობას თვალებში ცეცხლი აინთო, ბრაზი, შიში, სიძულვილი.
ყველაფერი ერთად..
ეს შეუძლებელია… - კბილებში გამოსცრა..ტატამზე ორი კაცი იდგა ერთმანეთის წინ, წარსული და აწმყო.
ირაკლიმ ნელა ასწია თავი, პირდაპირ სერგოს თვალებში ჩახედა, მზერა მკაცრი იყო, გამანადგურებელი..სერგომ ვეღარ გაუძლო, მზერა ისევ აარიდა.
ირაკლის ტუჩებზე ოდნავ, ძალიან ოდნავ გაჩნდა ღიმილი..არა სიხარულის არამედ შურისძიების დასაწყისის, ნინოს ტუჩები ნელა გაიწელა კმაყოფილი..მზერა პირდაპირ მამამისზე ჰქონდა მიპყრობილი და მისი უფერული სახით ტკბებოდა..
მარიამი ფეხზე წამოდგა, გული ძლიერად უცემდა, კარგად არ ჩანდა, ხალხი ეფარებოდა,
ფეხის წვერებზე დადგა.
და დაინახა, ტატამზე გამოდიოდა, მაღალი, დაკუნთული, თეთრ ფორმაში.
მისი მკლავები ძლიერი იყო,სხეული მტკიცე. სახე - მკაცრი..წვერი, დიდი ტუჩები, ცივი თვალები..მარიამს სუნთქვა შეეკრა, გული წამით გაუჩერდა..ხმადაბლა, თავისთვის ამოიჩურჩულა
- ეს ხომ ისაა…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent