ჩემპიონი (ნაწილი 6)
დარბაზი სავსე იყო..ხმაური, ყვირილი, შეძახილები მაგრამ ირაკლის ეს ყველაფერი თითქოს არ ესმოდა.. მარიამი ფეხზე დამდგარი უყურებდა ერთმანეთის წინაშე მდგარ ორ მამაკაცს.. ნინოს დაბნეული თვალებით გადახედა, რომელიც თავის მხრივ მთელი ემოციით უყურებდა სანახაობას.. ერთი სული ჰქონდა როდის დაამარცხებდა ირაკლი მის ძმას და მამას. ირაკლი ტატამზე იდგა..10 წელი.. ზუსტად10 წელი ელოდა ამ მომენტს..მის წინ - სერგო იდგა,იგივე მზერა, ჰქონდა როგორიც ადრე, როცა ერთად ვარჯიშობდნენ ხოლმე.. - მიდი და კისერი მოუგრიხე! ის მოვიდა რომ შენი დიდება წაიღოს! არ მისცე ამის უფლება! - ეჩურჩულებოდა კობა სერგოს, აქეზებდა.. ცეცხლზე ნავთს უსხამდა - აქ საიდან გაჩნდა? - არვიცი, მაგრამ დღეს რომ მასთან დამარცხდე ქვეყნის სასაცილო გახდები! - მსაჯმა ხელით ანიშნა.. ბრძოლა დაიწყო..პირველი შეხება, ორივე ერთმანეთს დაეჯახა, კიმონოში ჩაჭიდება მკვეთრი და დაძაბული იყო, სერგომ რომელსაც კვლავ მოუწამლა გონება კობას სიტყვებმა,მაშინვე სცადა შეტევა სწრაფი, აგრესიული..ირაკლის უკან არ დაუხევია, მისი მოძრაობები მშვიდი იყო… მაგრამ შიგნით ცეცხლი წვავდა..სერგომ პირველი შეტევა გააკეთა ოსოტო-გარი სცადა, ირაკლიმ თავი აარიდა, მაშინვე კონტრშეტევა მკლავი ჩაავლო, წონა გადაიტანა, მაგრამ სერგომაც მოასწრო დაცვა,დარბაზი აყვირდა.. ქულა ჯერ არ იყო..ორივე ისევ დადგა. მათი თვალები შეხვდა ერთმანეთს. ეს აღარ იყო უბრალოდ სპორტი. - ეგ გინდა? - ჩუმად გამოსცრა სერგომ - რატომ დაბრუნდი, რომ ისევ დაგამარცხო? - ირაკლის სახე არ შეცვლია. - მე მოვედი, რომ ყველაფერი დავასრულო!! - ისევ ჩაჭიდება, ამჯერად უფრო მძაფრი, სერგომ ძლიერად მოქაჩა -უჩი-მატა სცადა, ირაკლი ჰაერში აიწია წამით, მაგრამ ფეხზე დაეცა, დაბალანსდა, მაშინვე შეტევა დაიწყო..სწრაფი, მოულოდნელი, მკლავი, ბარძაყი, წონა - ვაზარი! ტაბლოზე ქულა აინთო, დარბაზი აფეთქდა, სერგოს თვალებში გაკვირვება ჩადგა, ირაკლი მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ თვალებში სიმტკიცე ჰქონდა, დრო გადიოდა, სერგო უფრო აგრესიული გახდა, ისევ და ისევ უტევდა..ირაკლი თავს იცავდა, ელოდა სწორ მომენტს, ბოლო წუთი.. დარბაზი ფეხზე იდგა.სერგომ ბოლო, გამწარებული შეტევა გააკეთა ყველაფერი ერთზე დადო, ირაკლიმ იგრძნო, ეს იყო ის წამი, ის, რისთვისაც დაბრუნდა, მოძრაობა წამებში მოხდა, სერგოს ძალა მის წინააღმდეგ გამოიყენა, მკლავი ჩაავლო… ტანი შემოატრიალა… წონა გადაატარა და - იპონი!! სერგო მთელი სხეულით დაენარცხა ტატამს! მთელი დარბაზი დადუმდა წამით, შემდეგ კი აფეთქდა, მსაჯმა ხელი ასწია - იპონ! ყველაფერი დასრულდა! ირაკლი იდგა, არ ზეიმობდა, არ ყვიროდა, უბრალოდ იდგა..სუნთქავდა, მის თვალებში არც სიხარული იყო…არც შვება ბოლომდემხოლოდ ერთი გრძნობა - დაასრულა ყველაფერი, ის რაც 10 წელი ანგრევდა და ტანჯავდა. ტატამზე მწოლიარე სერგოს დახედა, თვალებით უთხრა ყველაფერი, სიტყვების გარეშე. მისი მოპარული წლები უკან დაიბრუნა ამ გამარჯვებით, ის სირცხვილიც ჩამოირეცხა რომელიც მამა-შვილმა მზაკვრულად მოუწყვეს.. კობას იმ წამიდანვე, როცა ირაკლის სახელი გაიგო, შიგნით რაღაც ეწვოდა. ახლა კი, როცა სერგო ტატამზე დაეცა…მის თვალებში სისხლი ჩაიქცა თითქოს. - არა… - კბილებში გამოსცრა, ხელი ისევ გულზე მიიჭირა. ის იცნობდა ირაკლის, იცოდა რა შეეძლო და მაინც… ვერ დაიცვა საკუთარი შვილი, სიბრაზემ ერთ წამში ააფეთქა, ხელი ჩაიქნია, აღარც შეხედა არავის, მოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა დარბაზი გაცეცხლებულმა.. დამცირებულმა და უკვე… შეშინებულმა.. სერგო მიწაზე იწვა, სუნთქვა უჭირდა. თავში ერთი აზრი უტრიალებდა "დავმარცხდი…"თვალები დახუჭა წამით, ვერც კი გაბედა ირაკლისკენ გახედვა. სირცხვილი მთლიანად მოედო.. ნინო ფეხზე წამოხტა, მის თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები ცეკვავდა. - მოვიგეთ… - ჩუმად, მაგრამ სიამოვნებით თქვა.მის ტუჩებზე ფართო, კმაყოფილი ღიმილი გაჩნდა. მამამისის დამარცხება -მისთვის ეს მხოლოდ სპორტი არ იყო, ეს იყო პირველი დარტყმა! გიორგი არ დაელოდა არაფერს, ტატამისკენ მივარდა, ირაკლი ხელში აიტაცა. - გიჟი ხარ! შენ ეს გააკეთე! - სიცილით უთხრა, მის ხმაში სიხარული იყო…მაგრამ თვალებში რაღაც სხვა..მზერა წამით ისევ მარიამზე გაექცა და იქ გაჩერდა. ისევ ის უცნაური, ავადმყოფური ბზინვარება. მარიამი ფეხზე იდგა, დაბნეული.. მისი მზერა ხან სერგოზე გადადიოდა…ხან მამამისის ცარიელ ადგილას…ხან კი - ირაკლიზე..გული აუჩქარდა, არ იცოდა - რა უნდა ეგრძნო, მისი ძმა დამარცხდა, მამა… წავიდა, მაგრამ ტუჩებზე მაინც გაეპარა ღიმილი, ძალიან მსუბუქი.. თითქოს გაუცნობიერებლად. მის თვალწინ კი სხვა სურათი იდგა.. პატარა მარიამი და ირაკლი, რომელიც მას ეთამაშება თავისი სახლის ბაღში..იცინის… ზრუნავს მასზე..ახლა კი სწორედ ის ადამიანი წარსულიდან ტატამზე იდგა, ძლიერი, დაუნდობელი, გამარჯვებული.. მარიამის სახელოსნოში სიჩუმე იდგა..ფანჯრიდან შემოსული მკრთალი შუქი პირდაპირ მოლბერტზე ეცემოდა.მარიამი იდგა…ხელში ფანქარი ეჭირა და არც კი ფიქრობდა რას ხატავდა, ინსტიქტურად მოძრაობდა, ხაზი ხაზს მისდევდა, მუქი ჩრდილები. მკვეთრი კონტურები..ნელ-ნელა გამოიკვეთა სახე - კეპის ქვეშ ნახევრად დაფარული, მკაცრი ყბა, უხეში ტუჩები, მოზრდილი წვერი..მკლავზე ჩამავალი ტატუს ნაზი, მაგრამ აგრესიული ხაზი - ირაკლი..ის, როგორადაც პირველად დაინახა, მარიამმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, ნახატს შეხედა, გაეღიმა, უცნაური გრძნობა დაეუფლა..აღფრთოვანება და შიში ერთდროულად. - დაბრუნდა… - ჩუმად ჩაილაპარაკა, მაგრამ იმავე წამს სახე დაეძაბა.. კარები ჭრიალით გაიღო, ანი შემოვიდა. - ასეც ვიცოდი, აქ იქნებოდი…- მარიამს ზურგიდან მიეპარა - რა მოხდა ეს? რა უქნეს შენს ძმას? ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მისი მომრევი ადამიანი არსებობდა! - მარიამმა ნელა ამოისუნთქა. - იცი ის ვინ იყო? - ვინ? - მარიამი გვერდზე გაიწია, ნახატი სრულად გამოჩნდა. - „მძარცველი“… ნინოს სახლიდან - ანი წამით გაჩუმდა, შემდეგ სიცილი აუტყდა. - შენ სულ გაგიჟდი? ეგ რანაირად? და რატომ დახატე? ასე მოგხიბლა მისმა კუნთებმა? - თვალები ეშმაკურად მოჭუტა - სიმპათიური კი იყო, ვერ ვიტყვი… - მარიამმა სერიოზულად შეხედა. - ის ადრე ჩვენთან ცხოვრობდა - ანის სიცილი მაშინვე შეწყდა. - რაა?.. - ჩვენს სახლში ცხოვრობდა… - ჩუმად გააგრძელა - გახსოვს დოპინგის სკანდალი რომ იყო? მთელ ქვეყანას რომ ედო პირზე… - მე საიდან უნდა მახსოვდეს… - მხრები აიჩეჩა ანიმ - შენი ოჯახის წყალობით დავიწყე ძიუდოს ყურება საერთოდ - მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა. - მოკლედ… შემოწმებისას აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს…დისკვალიფიკაცია მისცეს… კარიერა მიატოვა, მაგრამ ახლა რატომ დაბრუნდა, ან ჩემს ოჯახს რას ერჩის ვერ ვხვდები - ფანქარი მაგიდაზე დადო. - ამ ყველაფერს ნინოსთან და იმ გიორგისთან აქვს კავშირი.. პირველადაც ნინოს სახლში ვნახე - ანი დააკვირდა. - მაშინ ვერ იცანი? ქურდი რომ გეგონა? - სახე ბოლომდე არ უჩანდა… - თავი გააქნია მარიამმა - ვერც ვიცნობდი..თან ისეთი შეცვლილია - წამით ჩაფიქრდა, შემდეგ გაეღიმა. - იცი?.. ბავშვობაში მასზე ვოცნებობდი…მინდოდა, რომ გავიზრდებოდი მისი ცოლი გავმხდარიყავი… - გაეცინა თავის მოგონებაზე, ანი თვალებგაფართოებული უყურებდა. - ესეიგი ბავშვობიდანვე გაგირბოდა ბიჭებზე თვალი, მარიამ… - ირაკლი საოცრად კარგი იყო… - ხმა დაუმძიმდა - მაგრამ ახლა… სულ სხვანაირია - მისი მზერა ისევ ნახატზე შეჩერდა, ის სახე, ცივი, მძიმე, უცხო, მაგრამ მაინც სადღაც ახლობელი..უცებ ფანქრები მაგიდაზე მიაყარა, გადაწყვეტილი სახით თქვა - უნდა ვნახო, აუცილებლად უნდა ველაპარაკო - უკვე კარისკენ მიდიოდა. - სად მიდიხარ ახლა? - მარიამმა უკან არც კი მოიხედა. - ნინოსთან - კარი გააღო. - ამ ამბავში რაღაც ისე ვერაა და მე უნდა გავიგო ყველაფერი - კარი დაიხურა, სახელოსნოში კი მხოლოდ ერთი რამ დარჩა - ნახატი, ნახევრად ჩრდილში დამალული მამაკაცი, რომელმაც უკვე აურია ყველაფერი 🔥 ირაკლი მარტო იდგა თავის ახალ ბინაში.ცარიელი სივრცე, კედლები, იატაკი… და მხოლოდ ერთი კუთხე, სადაც სავარჯიშო ინვენტარი ეწყო, არანაირი ავეჯი, არანაირი კომფორტი, არც სჭირდებოდა. მისთვის საკმარისი იყო - ტატამის სუნი, რკინის ხმა და საკუთარი სუნთქვა. მის გულში ქარიშხალი ტრიალებდა, ბედნიერება, სიამაყე. დაბრუნების შეგრძნება..წლები წაართვეს…სახელი წაართვეს… ცხოვრება დაუნგრიეს…მაგრამ ის ისევ იდგა, უფრო ძლიერი, უფრო ცივი, უფრო დაუნდობელი. ახლა უკვე არ იყო ის ძველი ირაკლი, რომელსაც მარტივად გატეხავდი. ახლა მებრძოლი იყო, რომელსაც არაფერი ჰქონდა დასაკარგი და როცა ერთხელ ისევ შევიდა თამაშში უკვე ვეღარავინ გააჩერებდა. ძიუდო მისთვის აღარ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო მისი სუნთქვა, მისი შურისძიება, მისი ცხოვრება..კობას და სერგოს სახეები რომ გაახსენდა ტუჩებზე ღიმილი გაეპარა, შემდეგ სიცილი, მძიმე, თითქმის გიჟური, სიამოვნებით სავსე. ტელეფონის ხმა გაისმა - გისმენ. - ჩემპიონო, სად დაიკარგე? რამდენი ხანია მე და ნინო გეძებთ… არ ავღნიშნოთ გამარჯვება? - ირაკლიმ ღრმად ჩაისუნთქა. - ავღნიშნავ საკუთარ თავთან, ძმაო… ახალ ბინაში გადმოვედი. - მთლად უკეთესი! მაშინ მანდ მოვალთ და ვიზეიმოთ! - ირაკლიმ ოდნავ ჩაიცინა. - არა… ავეჯი არ მაქვს, ვერსად დაგაჯენთ… შენ ნინოსთან ხარ? - კი. - მაშინ დამელოდეთ… და მოვალ. - გელოდებით - ზარი დასრულდა, ირაკლი რამდენიმე წამი იდგა უძრავად, შემდეგ ტელეფონი გვერდზე გადადო. - არ მოვალ… - ჩუმად თქვა თავისთვის, მარტო უნდოდა დარჩენა..უნდოდა, ეს მომენტი მხოლოდ მისთვის ყოფილიყო, მუსიკა ჩართო ხმამაღლა, მაისური გაიხადა, მისი სხეული მკვეთრად გამოიკვეთა შუქში, ფართო მხრები, გამოკვეთილი მკერდი, დაჭიმული მუცელი… ყოველი კუნთი თითქოს ცალკე სუნთქავდა, წლების შრომით გამოკვეთილი, ძლიერი და შეუვალი, ხელები შეკრა, კისერი გადაატრიალა და ვარჯიში დაიწყო, ყოველი მოძრაობა სიზუსტით სავსე, ყოველი სუნთქვა ენერგიით სავსე.. მის თვალებში კი ისევ ის ცეცხლი იწვოდა, კმაყოფილი იყო, ბედნიერი და მზად ყველაფრის დასამსხვრევად, რაც წინ დაუდგებოდა.. ნინო და გიორგი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, მაგიდაზე ნახევრად დაცლილი ბოთლები და ჭიქები ეყარა. ოთახში მსუბუქად ტრიალებდა ალკოჰოლის სუნი და დაძაბულობის უხილავი ტალღა. - ირაკლის დაველოდოთ თორემ ასე დამათრობ ნინო… - გაეცინა გიორგის - ეს ისეთი დღეა მინდა ბოლომდე გავერთო და დავლიო… - ნინო კისკისებდა, მაგრამ მის ხმაში რაღაც გადაღლილი და გატეხილი იმალებოდა. - და ეს რომ დასაწყისია? მთავარი ამბები კიდევ წინ აქვს კობას - ნინოს ღიმილი ნელა ჩაქრა. - ჩვენი შვილისთვის… დედაჩემისთვის… ჩვენთვის… ირაკლისთვის… ყველას გამო აგებს პასუხს! - თქვა და თვალებში სევდა ჩაუდგა, რამდენიმე წამი დუმილი ჩამოვარდა..შემდეგ ნინოს ხმა უფრო ჩუმი, უფრო მძიმე გახდა: - რატომ… მაშინ რატომ არ დამიცავი გიორგი?.. რატომ დაუშვი რომ ჩვენი არ დაბადებული შვილი მოეკლა - ცრემლები ნელა ჩამოუგორდა ლოყებზე, გიორგიმ ხელი ფრთხილად მოჰკიდა მის ხელს. - ვერ შევძელი ნინო… - ჩუმად თქვა - ვერ გავუწიე წინააღმდეგობა… მაშინ მისი მეშინოდა… გამბედაობა არ მყოფნიდა… - შენ რომ თან წაგეყვანე… - ნინომ ხელი გამოაცალა - ახლა ყველაზე ბედნიერი ოჯახი ვიქნებოდით… მაგრამ შენ მარტო გაქცევა არჩიე - მის ხმაში ბრალიც იყო და ტკივილიც..გიორგი დუმდა, არაფერს ამბობდა, ვეღარაფერს ამბობდა, ნინო ნელა მიუახლოვდა, თვალებში პირდაპირ შეხედა და ძალიან ფრთხილად, თითქოს წარსულს ეხებოდა, ტუჩებზე აკოცა, ეს კოცნა კითხვა იყო. შანსი, ბოლო მცდელობა, მაგრამ პასუხი… ცივი აღმოჩნდა..გიორგის ტუჩები აღარ იყო ისეთი, არ იყო ის სითბო, არ იყო ის გრძნობა. - ნინო… ვფიქრობ არ ღირს… - თქვა თვალდახუჭულმა - ნინომ მწარედ ჩაიცინა. - ჰო… მეც ვფიქრობ… შენი გონება და ზოგადად შენ მე აღარ მეკუთვნის - გიორგიმ თვალები გაახილა, მაგრამ მის წინ ნინო აღარ იყო..მისი გონება უკვე სხვაგან იყო, მის თვალებში ნინოს ნაცვლად მარიამის სახე გაჩნდა - უმაკიაჟო, ბუნებრივი, სუფთა… და ამავდროულად მომნუსხველი..გიორგის სახე გაებადრა, თვალებში უცნაური ბზინვარება გაუჩნდა, ნელა გაწია ხელი… ნინოს წელზე შემოხვია, მაგრამ სინამდვილეში სხვას ეხებოდა, სხვას ხედავდა, სხვას გრძნობდა. ვნებიანად, თითქმის გიჟივით აკოცა. - მაგიჟებ… საოცრება ხარ - ჩურჩულებდა კოცნას შორის, ნინოს სახე ხელებში მოიქცია. - ჩემი უნდა გახდე, მარიამ… შეპყრობილი ვარ შენით… - ერთი წამი, სრული სიჩუმე, შემდეგ ნინომ მთელი ძალით ჰკრა ხელი და მოიშორა. - რა თქვი?! - ხმა აუკანკალდა - ვისით ხარ შეპყრობილი?! შენ გააფრინე?! - გიორგი თითქოს გამოფხიზლდა. - მე… არ მინდოდა… - იცი მარიამი რამდენი წლისაა?! - ნინოს ხმა მკაცრი და გამყინავი გახდა - თითქმის შვილად გეკუთვნის!! ის ჩემი დააა!!! - გიორგი დუმდა. - გაეთრიე აქედან! - ნინომ კარი ფართოდ გააღო - არ დამენახო! მეორედ აღარ გაიმეორო ეგ სისულელე!! წადი! ახლავე!! - გიორგი ბარბაცით გავიდა, კარი ხმაურით დაიხურა..ნინო რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, შემდეგ ნელა მიბრუნდა, მაგიდიდან ჭიქა აიღო, ბოლომდე დალია და მთელი ძალით მიახეთქა კედელს, ჭიქა ნამსხვრევებად დაიფანტა. კარზე კაკუნი რამდენიმე წუთში ისევ გაისმა, ნინო ჯერ კიდევ გაბრაზებული, გაწითლებული თვალებით მივარდა კარს და ერთიანად გამოაღო. - ხომ გითხარი წაეთრიე მეთქი - სიტყვა შუაში გაუწყდა, კართან გიორგი კი არა მარიამი იდგა, დაბნეული, შეშფოთებული. - რა გჭირს?… - ნელა ჰკითხა - რას გავხარ? ნასვამი ხარ? - ნინოს ირონიულად გაეცინა, თუმცა სიცილში ტკივილი იგრძნობოდა. - კი! ნასვამი ვარ! - ხმამაღლა თქვა - ავღნიშნე ჩვენი მამიკოს მარცხი!! - მარიამმა წარბები შეკრა. - რას ხლართავთ ნინო?.. შენ, შენი ყოფილი და ირაკლი რას ხლართავთ? რატომ ერჩის ირაკლი მამას? - ნინოს თვალებში ისევ აინთო ბრაზი. - გაინტერესებს? - მკაცრად შეხედა - მიდი და ირაკლის კითხე! ის მოგიყვება რატომაც ერჩის! მან ყველას დაუნგრია ცხოვრება! - მარიამი წამით გაჩუმდა, შემდეგ უფრო მშვიდად, მაგრამ დაჟინებით ჰკითხა: - სად შეიძლება ირაკლის ნახვა?- ნინომ უსიტყვოდ მოაბრუნა თავი, მაგიდაზე დაყრილ ნივთებს შორის ქაღალდი მოძებნა, სწრაფად რაღაც დაწერა და გაუწოდა. - აი მისამართი - მის ხმაში სიცივე იყო. - მიდი და თავად მოგიყვება ყველაფერს შენს ბრწყინვალე მამიკოზე… - მარიამმა ფურცელი აიღო, მაგრამ არ წავიდა, ნინოს კიდევ ერთხელ შეხედა. - ასე ვერ დაგტოვებ… - ხელზე ფრთხილად მოჰკიდა ხელი, მაგრამ ნინომ მაშინვე, უხეშად მოიშორა. - არ შემეხო!! - მისი ხმა უცებ გატყდა, თვალებში ცრემლები ჩაუდგა. - წადი!… შენ… - სიტყვები გაუჭირდა - შენ მას უყვარხარ… - მარიამი გაშეშდა. - ვის?! - გაკვირვებით იკითხა ნინომ თავი გააქნია, თითქოს საკუთარ სიტყვებს ნანობდა. - არავის… - ჩუმად თქვა - წადი… - რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ. - მარტო მინდა ყოფნა… წადი მარიამ… რას მიყურებ… მარტო დამტოვე! - მარიამი აღარ შეეპასუხა, ნელა გადახედა მისამართს ხელში, მერე ნინოს, რომელიც უკვე კედელს იყო მიყრდნობილი, თვალებში ცრემლებით და უხმოდ დატოვა ბინა, კარი ნელა დაიხურა, ნინო კი იატაკზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ბოლოს ხმამაღლა ამოისუნთქა, ისე, თითქოს ყველაფერი ერთად აწვებოდა. ირაკლის ბინიდან გამაყრუებელი მუსიკის ხმა გამოდიოდა, მძიმე ბასები კედლებს არყევდა, თითქოს შიგნით ვიღაც საკუთარ ბრაზს ახრჩობდა..მარიამმა ჯერ ფრთხილად დააკაკუნა, შემდეგ უფრო ძლიერად..მერე უკვე გაბრაზებულმა დაუბრახუნა, მუსიკა უცებ ჩაწყდა, რამდენიმე წამში კარი გაიღო..ზღურბლზე ირაკლი იდგა - წელს ზემოთ შიშველი, მხარზე პირსახოც გადაკიდებული, ოფლით გაპრიალებული დაკუნთული სხეული ნახევრად განათებულ სივრცეში უფრო მკვეთრად იკვეთებოდა.. სუნთქვა ჯერ კიდევ აჩქარებული ჰქონდა, ეგონა გიორგი იქნებოდა. მაგრამ მარიამი შერჩა ხელში.. ირაკლის ტუჩებზე ირონიული ღიმილი გაეპარა, ცოტა ნასვამიც იყო. - როგორც ჩანს ყველა ცალ-ცალკე აღნიშნავთ ჩემი ძმის დამარცხებას-უთხრა მშვიდად მარიამმა, მაგრამ შიგნით დამალული ნასროლი ირონიით - შენ რატომ ვერ გიშორებ თავიდან? სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან შენ რატომ მხვდები? - ირაკლიმ წარბი ასწია. - არ შემომიპატიჟებ? - ერთი წამით შეყოვნდა, შემდეგ გვერდზე გადგა და ხელით ანიშნა - შემოდი - ბინაში თითქმის არაფერი იყო, ცარიელი კედლები, იატაკზე სავარჯიშო ინვენტარი და ერთი დივანი..მარიამი ნელა შევიდა, თვალით მოათვალიერა სივრცე. - მხოლოდ ეს დივანი მაქვს… - თქვა ირაკლიმ - შეგიძლია დაჯდე. რ შეგაწუხა?- მარიამი არ დაჯდა. პირდაპირ უყურებდა. - პირველ რიგში, გამარჯვებას გილოცავ… - თქვა მშვიდად - მაგრამ რატომ არ მითხარი იმ დღეს რომ შენ იყავი? რა საჭირო იყო ჩემი შეშინება? - ირაკლიმ მხრები აიჩეჩა. - შენი შეშინება აზრადაც არ მომსვლია… ასე გამოვიდა. - მე შენს მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება მქონდა ირაკლი - ხმა ოდნავ დაურბილდა - შენს გვერდით გავიზარდე… რატომ შეიძულე ასე ჩემი ოჯახი? - ირაკლის გაეცინა, მაგრამ ეს სიცილი ცივი იყო. - ამ კითხვას მართლა მისვამ? - კი! - მარიამმა ნაბიჯი გადადგა მისკენ - იმიტომ რომ მამაჩემმა შენც მამობა გაგიწია! ჩვენგან არ გარჩევდა! - ირაკლის ხელი ნელა მოეჭირა ლუდის ბოთლს, ძარღვები მკვეთრად გამოიკვეთა. - კი…ასე იყო… - ხმა ერთიანად გაუმკაცრდა.. - და მერე ზურგში დანა ჩამარტყა! - მარიამი შეკრთა. - რას გულისხმობ?! მამაჩემის ბრალი რა არის იმაში რომ შენ რაღაც მიიღე და… - რაო? - უცებ მიუახლოვდა ირაკლი. ძალიან ახლოს, ისე ახლოს, რომ მისი სუნთქვა იგრძნობოდა. - კარგად მახსოვს რაც მოხდა.. რას ლაპარაკობდა მაშინ ხალხი შენზე.. - და რაო?! რას ლაპარაკობდა ხალხი? - მარიამს ყელი გამოუშრა. - რომ… რაღაც მიიღე… და დაისაჯე - ირაკლის თვალები უცებ ჩაბნელდა. - შენ არაფერი იცი და მაინც მამაშენს იცავ! - რა უნდა ვიცოდე?! - მამაშენმა და შენმა ძმამ მომიწყო ყველაფერი! - აფეთქდა ირაკლი - მე არაფერი მიმიღია! მათ ჩამომაშორეს სპორტს! ოცნებებს! გამანადგურეს! მე მსხვერპლი ვიყავი! - მის ხმაში ისეთი სიმძიმე იყო, რომ ჰაერიც კი დამძიმდა. - მაგრამ მაინც დავბრუნდი… და ყველაფერს წავართმევ, ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ - მარიამი ფეხზე წამოხტა. - შენ უმადური ხარ! - თითქმის იყვირა - იმ კაცის მიმართ ვინც ყველაფერი მოგცა! - ირაკლის მოთმინება გაწყდა, ერთ წამში მის გვერდით აღმოჩნდა, ხელი ძლიერად ჩაავლო მკლავში და კარისკენ წაიყვანა. - მოშორდი აქედან! - კბილებში გამოსცრა - შენც მათნაირი ხარ! - მაგრამ მარიამი არ დანებდა, ხელი გაითავისუფლა, ირაკლის მკერდზე ხელი ჰკრა და კედელთან მიიმწყვრია, მათ შორის მანძილი ისევ გაქრა, სუნთქვა შეერია ერთმანეთს. - ახლა კარგად მომისმინე! - თვალებში უყურებდა პირდაპირ - მამაჩემს თავს შევაკლავ! გესმის?!- მის ხმაში შიშიც იყო და სიგიჟეც, ირაკლის ტუჩებზე უცნაური ღიმილი გაჩნდა, ისეთი ღიმილი, რომელიც ნერვული აშლილობისგან ჩნდება, მარიამმა იატაკიდან ბოთლი აიღო, კედელს მიარტყა, მინის ნატეხი დარჩა ხელში და ირაკლის მკლავში ჩაარჭო, სისხლი წამოვიდა,მარიამი შეკრთა თავისი მოქმედებით, მაგრამ უკან დახევასაც არ აპირებდა, ირაკლის მხოლოდ წამიერად გაუფართოვდა თვალის გუგები.. სხვა მხრივ წარბიც კი არ ატოკებია, არც კი ამოუკვნესია, პირიქით…იცინოდა. მდუმარე, შეშლილი სიცილით. - გგონია მაგით მატკენ?… - ნელა თქვა - ეგ ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით…რაც შენმა ოჯახმა მომაყენა! - მისი მზერა მარიამზე გადმოვიდა თავიდან ბოლომდე, რაღაც სხვამ გაიელვა იმ თვალებში, სუფთა სიძულვილთან ერთად უცნაურმა მიზიდულობამ, მარიამმაც იგრძნო და სწორედ ამან შეაშინა უფრო მეტად.. - დაამტკიცე რომ ჩემმა ოჯახმა გაგიკეთა ეგ ყველაფერი! დაამტკიცე! - არ შემიძლია!! ისიც კი არ ვიცი იმ წყეულმა როგორ გამიკეთა ეს.. როგორ მოახვედრა ჩემს ორგანიზმში ის შხამი.. - იმიტომ არ იცი, რომ თავად მიიღე! აღიარე! მამაჩემი არაფერ შუაშია! - საკმარისია! დამღალე უკვე!- ირაკლიმ მკლავში ძლიერად ჩაავლო ხელი, კარისკენ წაიყვანა და გარეთ გააგდო, კარი ხმაურით დაიხურა, მარიამი რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, შემდეგ კარზე მუშტები დაუშინა. - მე შენთან მშვიდობისთვის მოვედი! - უყვიროდა - მაგრამ თუ ომი გინდა, მაშინ ომი იყოს!! - მის ხმაში უკვე ცეცხლი გიზგიზებდა. - ნაძირალა! უმადურო!! - კარს ფეხი მიარტყა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სუნთქვა არეული.. მარიამი ტყვიასავით გავარდა მანქანით, საჭეს ისე ძლიერად უჭერდა ხელს, თითები უთეთრდებოდა. წინ მიიწევდა, ბრაზით და არეული ემოციებით. - ეს ავადმყოფი!… თავხედი!… უმადური!! - ხმამაღლა ლანძღავდა, თითქოს ამით შეძლებდა საკუთარი გულისცემის დამშვიდებას, მაგრამ ვერ ახერხებდა..ირაკლის თვალები ისევ წინ ედგა, ის ცივი მზერა…და ის რაღაც უცნაური, აუხსნელი დაძაბულობა მათ შორის… - ჯანდაბა! - საჭეს ხელი დაარტყა, ეზოში შესვლისას მკვეთრად დაამუხრუჭა, საბურავებმა ხმაურით გაჭრეს სიჩუმე, მანქანიდან გადმოხტა და სახლში სწრაფი ნაბიჯებით შევარდა, მისაღებში კობა იჯდა სავარძელში, გაყინული სახით. მარიამი ერთ წამში მიხვდა, რაღაც არ იყო რიგზე, ასეთი არასდროს ენახა. - მამა… რა გჭირს?.. - ფრთხილად იკითხა, კობამ თავი ნელა ასწია. - სად იყავი?! - მე… რაღაც საქმეზე… - სად იყავი, მარიამ? - ხმის ტონი გამკაცრდა, მარიამმა თვალებში შეხედა, აღარ დაუმალა. - ირაკლი თავართქილაძე ვნახე - ერთ წამში ოთახში ჰაერი დაიძაბა. - რა საერთო გაქვს შენ ჩემს მტრებთან?! - დაიღრიალა კობამ, მარიამი შეხტა. - რა გაყვირებს?! - უპასუხა უკვე გაბრაზებულმა - რა საერთო უნდა მქონდეს? მასთან ვიყავი რომ გამეგო რა უნდა შენგან! - კობა წამოდგა, ნელა მიუახლოვდა, ნიკაპზე ხელი მოკიდა და აიძულა თვალებში შეეხედა. - მერე?… - ხმადაბლა ჰკითხა - რა გითხრა? - რაც მითხრა… მისი ერთი სიტყვისაც არ მჯერა… შენ ამას არ გააკეთებდი მამა… ხომ ასეა? -კობა წამით გაჩუმდა, შემდეგ მოულოდნელად თემა შეცვალა. - მარიამ… რატომ დახატე ის ბიჭი? - მარიამი დაიბნა. - რა? - შენს სახელოსნოში ვიყავი… - კობას თვალები ჩაწითლდა - ჩემი მტერი რატომ დახატე? მოგხიბლა? - მე… უბრალოდ… - დაიბნა - ხომ იცი ბავშვობაში როგორ მიყვარდა ირაკლი… - მარიამ! - მკაცრად გააწყვეტინა - შენი დასავით არ მოიქცე! გაფრთხილებ! - მის ხმაში უკვე შიში იგრძნობოდა, შიშის ნიღბით დაფარული სიგიჟე. - შენ ვერავისთვის გაგიმეტებ! - კობამ გულში ჩაიკრა - შენ ჩემი თვალის სინათლე ხარ! - მარიამი ინსტიქტურად მოეხვია. - მე შენ კბილებით გიცავ მამა… შენთვის მოვკვდები… - კობამ თავი დახარა მის თმებში და ჩუმად, თითქმის ჩურჩულით თქვა: - დამეხმარე შვილო… კიდევ ერთხელ დამეხმარე რომ ის ნაძირალა გავაქროთ… - მარიამი ოდნავ მოშორდა. - რას გულისხმობ?.. - კობამ პირდაპირ თვალებში შეხედა. - როგორც მაშინ - პაუზა. - ეს შენ იყავი. - მარიამს სუნთქვა შეეკრა. - შენ მიაწოდე მას დოპინგი, გაიხსენე… - სამყარო თითქოს გაჩერდა. - მასთან ტკბილეული გაგატანე… - აგრძელებდა კობა - შენი წყალობით გავაკეთე ეს… - მარიამის თვალებში სურათები ცოცხლდებოდა..ბავშვობის ხმა, სიცილი… 10 წლის წინ - ჩემო პრინცესა, მოდი ჩემთან… - მამიკოო! - დღეს ირაკლის მნიშვნელოვანი დღე აქვს… - თბილად ეუბნებოდა კობა - აი ეს მარწყვი წაუღე და აჭამე… არაფერი უჭამია… - კარგი მამიკო! - შენ არ ჭამო! შენთვის ნამცხვარი მაქვს! ირაკლის აჭამე, სანამ არ შეჭამს არ წამოხვიდე - მარიამ, არ მინდა არაფერი… - ჩემი ხათრით ცოტა ჭამე… - სიცილით აწვდიდა - აი მე გაჭმევ… - ირაკლის გაეცინა. - კარგი, მოდი… - ძალიან გემრიელია… - მისი თბილი ხმა, ლოყაზე ჩქმეტა…მარწყვი მისი ხელით გასინჯდა.. რომელიც მოწამლული ყოფილა..მარიამი აწმყოში დაბრუნდა, სახე გაფითრებოდა, სუნთქვა უჭირდა. - ღმერთო… - ძლივს ამოიჩურჩულა - რა გამაკეთებინე მამა?.. - კობა უკვე აღარ ჰგავდა იმ მშვიდ ადამიანს, მის თვალებში შიში და სიგიჟე ერთდროულად ციმციმებდა. - დამეხმარე კიდევ ერთხელ! - თითქმის ეხვეწებოდა - ის ბოლოს მოგვიღებს! შენ ხომ გიყვარს მამაშენი?! ჩემი გულისთვის ხომ ყველაფერს გააკეთებ?! უნდა დამეხმარო შვილო!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



