ჩემპიონი (ნაწილი 7)
მარიამს თავზე ხელები ჰქონდა შემოწყობილი და ოთახში აქეთ-იქით დადიოდა, ნაბიჯები არეული ჰქონდა, სუნთქვა აჩქარებული.. თვალებში შიში, შოკი და სიძულვილი ერთმანეთში ირეოდა. კობა კი თითქოს ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ თავს. ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდა, გაუჩერებლად, თითქმის შეშლილივით: - უნდა მოვიცილოთ თავიდან, შვილო… უნდა გავაგდოთ ჩვენი ცხოვრებიდან! ის არ გაგვახარებს! - მარიამი უცებ გაჩერდა, მთელი სხეულით შეტრიალდა მისკენ. - მამა!! - ხმა აუკანკალდა - შენ ხვდები რა გამაკეთებინე?! რას მერჩოდი?! რატომ დამადე ეს ცოდვა კისერზე მაინც და მაინც მეე?! - მისი ხმა უკვე ყვირილში გადავიდა. - მე არასდროს მდომებია ვინმეს უბედურების მიზეზი ვყოფილიყავი!! მეგონა რომ ამ ამბავში შენ საერთოდ არ იყავი გარეული! მართლა კბილებით გიცავდი!! რატომ მამა?! რატომ?! - კობა წამით გაჩუმდა, შემდეგ კი სრულიად ცივად უპასუხა: - იმიტომ რომ ასე ჩვენი ოჯახი დავიცავი. - ვისგან?! - მარიამი ვეღარ იკავებდა თავს - რას გიშავებდა ის საწყალი ბიჭი?! - მის გვერდით შენი ძმის სახელი ვერასდროს გაიბრწყინებდა! - მკვეთრად თქვა კობამ, მარიამს თვალები აევსო ცრემლებით. - ეგოისტი ხარ მამა! - ეს სიტყვა თითქოს პირდაპირ გულში მოხვდა კობას, ერთი ნაბიჯით მივარდა, მკლავებში ჩააფრინდა და ძლიერად შეაჯანჯღარა. - შენ?! შენ არ ხარ ეგოისტი?! - უყვიროდა - შენც ზუსტად ჩემნაირი ხარ!!- მარიამმა ხელი გააშვებინა, ძლივს მოიშორა. - შეიძლება კარგი ადამიანი არ ვარ - სუნთქვა ეკვროდა - მაგრამ არც ისეთი სადისტი ვარ, რომ რაც გამაკეთებინე იმით ვიამაყო!! - ხმა ჩაუწყდა. - არასრულწლოვანი ბავშვი რანაირად გასვარე ამ საქმეში… ღმერთო… ახლა გავგიჟდებიიი!! - ბოლო სიტყვა ყვირილში გადაიზარდა, მოტრიალდა და სწრაფად გავარდა სახელოსნოსკენ. - არ გაბედო და არ გამომყვე!! - კარი ხმაურით გაიჯახუნა, სიჩუმე ჩამოწვა, კობა რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, შემდეგ მაგიდას დაეყრდნო, თითქოს ძალა გამოეცალა, ცალი ხელი გულზე მიიდო, სუნთქვა დაუმძიმდა, მაგრამ მისი მზერა მაინც შეშლილი იყო.. - შენ უნდა დამეხმარო შვილო… - თავისთვის ბუტბუტებდა - შენ ჩემი შვილი ხარ… ჩემნაირი ხასიათი გაქვს… - სიცარიელეში იყურებოდა. - ხელს ვერ მკრავ… ვერა… ვერ გამიმეტებ… - მის ხმაში უკვე არა ძალა, არამედ შიში ისმოდა. მარიამი სახელოსნოში შევარდა ისე, თითქოს რაღაც მისდევდა უკან, არა ადამიანი… არამედ საკუთარი სინდისი. კარი ზურგით მიხურა, ხმაურით მიეჯახა კედელს და რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა..სუნთქვა არეული ჰქონდა, თითები უკანკალებდა..ნახატი… ის ჩანახატი, ნახევრად ჩრდილში ჩაფლული ირაკლი, კეპით, მკაცრი პროფილით - ადგილზე იყო..ნელა მიუახლოვდა, დიდხანს უყურებდა. იმდენ ხანს, რომ თითქოს დრო გაჩერდა..შემდეგ უცებ, თითქოს რაღაცამ შიგნიდან აფეთქა, ფანქრები ხელში აიღო და ქაღალდს ისე დააცხრა, თითქოს თითოეული ხაზი მის ტკივილს ატარებდა. სწრაფად, არეულად, თითქმის აგრესიულად ხატავდა… ხელები აღარ ემორჩილებოდა - გონება წინ უსწრებდა, გული კი სულ სხვა რიტმით ძგერდა, ცრემლები თავისით მოდიოდა..ქაღალდზე ეცემოდა, ლაქებად იშლებოდა, მაგრამ მარიამი არ ჩერდებოდა. - არა… არა… - ჩურჩულებდა ხატვისას, - ასე არ უნდა ყოფილიყო… - ხატავდა და თან ხედავდა თვალწინ წარმოუდგებოდა ის დღე..პატარა, უდარდელი, ღიმილიანი მარიამი… მარწყვით ხელში…ირაკლი ახალგაზრდა, სუფთა სახით, წვერისგარეშე, თვალებში სითბოთი… - „ჩემი ხათრით ცოტა ჭამე ირაკლი…“- მისივე ხმა თითქოს ისევ ჩაესმა, მარიამს ხელები უფრო აუკანკალდა. ფანქარი ძლიერად დააჭირა, ხაზები გამუქდა… და ბოლოს დასრულდა, მაგრამ ეს აღარ იყო ის ირაკლი, რომელიც ახლა ნახა, მან დახატა ირაკლი წლების წინანდელი, მოკლე თმით, ღიმილით, რომელიც გულს ათბობდა და თვალებით… ისეთი თვალებით, სადაც სიძულვილი არ არსებობდა..მარიამი გაშეშდა, ნელა ჩამოუშვა ხელები, ნახატს დააკვირდა… თითქოს პირველად ხედავდა. - როგორი იყავი… - ჩურჩულით თქვა, მუხლები მოეკვეთა და სკამზე ჩამოჯდა..დიდხანს უყურებდა, იმდენად დიდხანს, რომ თითქოს სუნთქვაც კი დაავიწყდა, შემდეგ ხელი გაწია…თითები ნაზად შეეხო ნახატზე დახატულ სახეს - ლოყას, თვალებს…და უცებ ტირილი ამოუვარდა. - მაპატიე… - ხმა გაებზარა - მაპატიე გთხოვ… არ მინდოდა… - თავი დახარა. - ათი წელი… ღმერთო… მე ათი წელი მოგპარე… - მისი ხმა ოთახში გაიფანტა, დაცარიელებულ, ცივ სივრცეში. - მე… მე დაგღუპე… - ძლივს ამოილაპარაკა - მაგრამ მე არც კი ვიცოდი…- ცრემლები შეუჩერებლად მოდიოდა, შემდეგ უეცრად გაჩერდა, სუნთქვა გაასწორა, სახე ხელის ზურგით მოიწმინდა, თვალებში რაღაც შეიცვალა..ტკივილი… ისევ იყო, სინანული… უფრო ძლიერად, მაგრამ ახლა ამას დაემატა გადაწყვეტილება, ნელა წამოდგა, ნახატს კიდევ ერთხელ შეხედა ისე, თითქოს უკანასკნელად ხედავდა. - ეს უნდა გამოასწორო… - ჩუმად უთხრა საკუთარ თავს, ჩანთა აიღო. კარისკენ წავიდა, უკან აღარ მოუხედავს.. იქედან თითქმის გაიქცა, მანქანაში ჩაჯდა, ძრავი ჩართო და გაზს ისე დააჭირა, თითქოს სიჩქარით შეძლებდა წარსულის გასწორებას..ერთი მისამართი ჰქონდა თავში - ნინოს ბინა.. ნინოს უკვე რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული, თუმცა გონება ბოლომდე არ ჰქონდა არეული, სიტყვებს აკონტროლებდა, ნაბიჯებსაც, მაგრამ თვალებში მაინც ეტყობოდა დაღლა და დაგროვილი ტკივილი. კარზე სწრაფი, მოუთმენელი კაკუნი გაისმა. ნინომ წარბები შეკრა, კარისკენ წავიდა და გაღიზიანებულმა გააღო. - რა გინდა მარიამ, ისევ მოხვედი? - თქვა მკაცრად, მაგრამ სიტყვა შუაში გაუწყდა. მის წინ მდგარი მარიამი სრულიად სხვანაირი იყო - სახე ჩამოშლილი, თვალები ჩაწითლებული, ტუჩები უკანკალებდა. - რა მოხდა? რა დაგემართა? - ხმა მაშინვე შეეცვალა ნინოს, მარიამი კანკალებდა..ნინომ ხელი მოჰკიდა და სწრაფად შეიყვანა შიგნით. - აღარ იტყვი რა დაგემართა? - უკვე უფრო რბილად ჰკითხა, მარიამმა ძლივს ასწია თავი. - მე ვიყავი ნინო… თურმე მე ვყოფილვარ… - ნინოს წარბები ოდნავ შეიკრა. - სად იყავი?! - ამ დროს, კართან გიორგი გამოჩნდა. კარი ბოლომდე დაკეტილი არ იყო, ნახევრად ღია დარჩენილიყო, ხმები მკაფიოდ ესმოდა, შიგნით არ შევიდა, გაჩერდა. უსმენდა. მარიამის ხმა უცებ ამოვარდა - გატეხილი, ყვირილამდე მისული. - მე მოვწამლე… მე წავართვი ის ათი წელი ირაკლის! ჩემი ხელით მიიღო დოპინგი! - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, ნინო გაჩუმდა. მის სახეზე გაკვირვება არ ჩანდა…თითქოს ეს ყველაფერი უკვე იცოდა, მარიამმა შეხედა. - შენ იცოდი არა? - ნინომ ნელა დაუქნია თავი. - რატომ არ მითხარი?! რატომ არ მითხარი თუ ამხელა ცოდვას ვზიდავდი?! უფლება მქონდა მცოდნოდა! - ნინო სწრაფად მიუახლოვდა. - კარგი… დაწყნარდი… მოდი ჩემთან… - გულში ჩაიკრა, თავზე ეფერებოდა, მარიამი მის მხარზე ჩამოიშალა. - მე ურჩხული ვარ… - არა, ჩემო ლამაზო… - ჩურჩულით უთხრა ნინომ - შენ არაფერ შუაში ხარ… ეს შენი ინიციატივით არ მომხდარა… თავს ნუ იდანაშაულებ… - რატომ არ მითხარი?.. - ისევ იმავეს იმეორებდა მარიამი. - არ მინდოდა შენი განერვიულება… ისედაც სუსტი გული გაქვს… - ირაკლი? მას რატომ არ უთხარი? - არ მინდოდა უმიზეზოდ შესძულებოდი… - მარიამს ცრემლები კიდევ უფრო მოერია. - ანუ ფიქრობ… რომ შემიძულებს? - არამგონია… - თავი გააქნია ნინომ - შენ არ ხარ დამნაშავე არცერთი პროცენტით… კარგი, ნუღარ განიცდი… - უნდა ვუთხრა ნინო… - ამოილაპარაკა მარიამმა, უკვე უფრო მტკიცედ - ამ სინდისის ქენჯნით ვერ ვიცხოვრებ… უნდა ვუთხრა და უნდა გავთავისუფლდე… - დამშვიდდი… - ნინომ ხელები მხრებზე დაადო - ერთად ვეტყვით, როცა დრო მოვა… ჯერ არ არის ამის დრო… ცოტა მოლბეს და მერე - ზუსტად ამ დროს კართან ნაბიჯების ხმა გაისმა ირაკლი გამოჩნდა. გიორგი სწრაფად მოშორდა კარის ჩარჩოს, თითქოს არაფერს უსმენდა. - გიო? რას აკეთებ აქ? - ირაკლიმ წარბი ასწია. - მე… არაფერს… - აქ რას დგახარ? - ნინოსთან მოვედი… მაგრამ მისი და არის და აღარ შევედი… ხელი არ შევუშალე… არ ვიცოდი მოსვლას თუ აპირებდი… - ხო…ნინომ დამირეკა… მოსვლა მთხოვა… წამოდი, შევიდეთ - კარზე დააკაკუნა, ნინომ მათ დანახვაზე მარიამს გადახედა..მარიამი მაშინვე ფეხზე წამოდგა, შეცბა..ირაკლის დანახვაზე ხელები უფრო აუთრთოლდა, გიორგი ყველაფერს აკვირდებოდა, მის ყოველ მოძრაობას, სუნთქვასაც კი. - არ მახსოვდა რომ უნდა მოსულიყავი… - თქვა ნინომ - დასხედით… - მის ხმაში ისევ ბრაზი იგრძნობოდა გიორგის მიმართ, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. ირაკლი სკამზე ჩამოჯდა. - რატომ დამირეკე? რა საქმე გქონდა? - ნინომ წამით დაიბნა. - არაფერი… უბრალოდ… მინდოდა… ისე მეგობრულად დავსხდეთ ყველა და ვილაპარაკოთ - ირაკლის ტუჩებზე ირონიული ღიმილი გაჩნდა. - მარიამი როდის მერეა ჩვენი მეგობარი? - მარიამი ისევ ჩუმად იჯდა, შინაგანად თავის თავთან ბრძოლა მიდიოდა, ეთქვა თუ არა… შემდეგ გადაწყვიტა, მოულოდნელად ფეხზე წამოხტა. - მე რაღაც უნდა გითხრა! - ირაკლიმ გაკვირვებით შეხედა. - გისმენ, ქალბატონო მარიამ. - მე… მე… - ხმა აუკანკალდა - მე ვიყავი… - სიტყვები ვეღარ დაასრულა, მკერდში ტკივილი იგრძნო, ცალი ხელით დივანს დაეყრდნო… ფეხები მოეკვეთა, გიორგი ელვის სისწრაფით მივიდა და შეაშველა ხელი, უკვე თითქმის გონებადაკარგულს იჭერდა, უნდოდა ხელში აეყვანა მაგრამ ნინოს მკაცრი ხმა გაისმა. - არა! ხელი არ ახლო! გაიწიე! იქეთ გაიწიე! ირაკლი… გთხოვ, დამეხმარე! - ირაკლი წამებში მივიდა, დაბნეული თვალებით შეხედა, მაგრამ მაინც აიყვანა მარიამი ხელში ფრთხილად, თითქოს რამე მტვრევადი ეჭირა, დივანზე დასვა..ნინომ სწრაფად მოიტანა წყალი. - ღრმად ისუნთქე… კარგად ხარ? - ირაკლი ძალიან ახლოს იყო მარიამის სახესთან..მარიამმა თავი ოდნავ დაუქნია, წყალი მოსვა. - მოიცადე… უცებ არ ადგე… თავბრუ ხომ არ გეხვევა? - არა ნინო… - ძლივს თქვა - არ შემიძლია… სახლში უნდა წავიდე - გიორგი მაშინვე ჩაერთო. - ნება მომეცი წაგიყვანო… ასე ვერ დაჯდები საჭესთან - არ არის საჭირო! - მკვეთრად გააწყვეტინა ნინომ - ირაკლი ხომ წაიყვან მარიამს?- ირაკლი წამით გაჩერდა, მერე მოკლედ თქვა: - წავიყვან - ნინომ დაამატა: - გთხოვ… გიოსთან სალაპარაკო მაქვს… - კარგი - ირაკლი მარიამს მიუბრუნდა და ხელი გაუწოდა. - მოდი… დამეყრდენი - მარიამმა ქვემოდან ახედა მის ხელს, რამდენიმე წამი შეყოვნდა… შემდეგ მორცხვად გაუწოდა თავისი ხელი, ნელა წამოდგა, მათი თვალები შეხვდათ ერთმანეთს - მოკლე, მაგრამ ძალიან მძიმე მომენტი იყო.. მარიამი ისევ წაბორძიკდა, ირაკლიმ მყისიერად დაიჭირა ძლიერი ხელებით, მჭიდროდ. - მოიცადე… - ჩუმად უთხრა - დამეყრდენი… შეძლებ სიარულს თუ ხელით წაგიყვანო? - არა… შევძლებ - გიორგი უყურებდა, როგორ ეხებოდა ირაკლი, როგორ ეყრდნობოდა მარიამი და მის შიგნით რაღაც ადუღდა მძიმე, ბნელი. ვერ მალავდა, არც ცდილობდა. ირაკლი და მარიამი ნელა გავიდნენ კარისკენ და რამდენიმე წამში დატოვეს ოთახი. გიორგი შუაში იდგა, მუშტები ძლიერად ჰქონდა შეკრული, ძარღვები ხელებზე დაებერა.. სუნთქვა ღრმა და მძიმე ჰქონდა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა. - რას ცდილობ, ნინო?! - ბოლოს ვეღარ მოითმინა და იყვირა - გინდა ისინი დაახლოვო?! რატომ?! - ნინო ნელა შებრუნდა მისკენ. თვალებში ბრაზი აენთო, ცივი, მკაცრი. - რა გინდა შენ და მარიამი დაგაახლოვოთ? - ხმა დაუმძიმდა - გონს მოდი, გიორგი! მარიამი ჩემი და არის!!! - რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. - შენ მას ახლოსაც ვერ მიეკარები! - მკვეთრად წარმოთქვა - ამის უფლებას მე არ მოგცემ! არც მარიამი მოგცემს ამის უფლებას! მიწაზე დაეშვი! - გიორგის თვალებში რაღაც ბნელმა გაიელვა. - მე ის შემიყვარდა!! - სიტყვები თითქმის ყვირილით ამოხეთქა, არა როგორც აღიარება… არამედ როგორც დაჟინებული მოთხოვნა. ნინო გაშეშდა წამით, მერე თავი გააქნია, თითქოს არ სჯეროდა რაც მოისმინა. - მას არც კი იცნობ… - ნელა თქვა, მაგრამ ხმაში სიმკაცრე არ დაუკარგავს - რანაირად შეგიყვარდა?!! ეს შენი აკვიატებაა! - არა… - თავი გააქნია გიორგიმ, ნაბიჯი გადადგა წინ - არ არის აკვიატება… შემიყვარდა! - მაშინ ვწუხვარ… - ცივად მიუგო ნინომ - როგორმე გადაიყვარე! მარიამთან შენ საერთო არაფერი გაქვს! - ეს სიტყვები თითქოს ნაპერწკალი გახდა, გიორგის სახე დაეძაბა. - მაგასაც განახებ… - კბილებში გამოსცრა - ჩემი იქნება! დაიმახსოვრე!! - ნინოს თვალებში ზიზღი გაჩნდა. - სცადე… - მაგრამ გიორგი აღარ უსმენდა, მკვეთრად შეტრიალდა, კარი გააღო და გაბრაზებული გავარდა ბინიდან..კიბეებს თითქმის ჩამოუქროლა, გარეთ გავარდა სიცივეში, ღამის ჰაერში, რომელიც ოდნავაც ვერ ამშვიდებდა..გზას გახედა, ცდილობდა ირაკლის მანქანისთვის მიესწრო…მაგრამ უკვე გვიანი იყო..ქუჩა ცარიელი დახვდა, მანქანა აღარ ჩანდა. - ჯანდაბა!! - ხმამაღლა გამოსცრა, სუნთქვა უფრო დაუმძიმდა, თვალები დახუჭა წამით…და როცა გაახილა, მზერაში უკვე აღარ იყო მხოლოდ გაბრაზება..იქ რაღაც სხვა გაჩნდა, მტკიცე, ბნელი, შეპყრობილი. - ვერ გამექცევი… - ჩუმად ჩაილაპარაკა, თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა - მაინც ჩემი გახდები…მარიამ.. მარიამი ჩუმად იჯდა, გვერდულად მიყრდნობილი სავარძელს, მაგრამ მზერა ერთი წამითაც არ აშორებდა ირაკლისთვის, გულში რაღაც მძიმედ აწვებოდა… სინდისი, რომელიც აღარ აძლევდა სუნთქვის საშუალებას. - ასე რატომ მიყურებ? - ჰკითხა ირაკლიმ მშრალი ხმით, ისე რომ საჭიდან თვალი არ მოუშორებია. - გიყურებ… და ვხვდები, რომ საერთოდ აღარ ჰგავხარ იმ ირაკლის, ვისაც ვიცნობდი - ირაკლის ტუჩები ოდნავ გაეწელა ირონიულ ღიმილში. - ხომ იცი რატომაც - მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა. - როდის უნდა გაჩერდე? კიდევ როდემდე აპირებ ამას? - იქამდე… სანამ მიწაზე არ დავანარცხებ მამაშენს… და შენს ძმას. - მის ხმაში ისეთი სიმტკიცე იყო, რომ კამათი აზრს კარგავდა. - და მე? მე რას მიპირებ? - ირაკლიმ ამჯერად შეხედა. პირდაპირ, ცივად. - შენ რა შუაში ხარ? - შემდეგ კი ოდნავ ჩაეცინა. - მეც ხომ მათი ოჯახის ნაწილი ვარ… - შენ არ გერჩი - მოკლედ მოუჭრა. - უმიზეზოდ არავის ვერჩი, შენ ჩემთვის არაფერი დაგიშავებია. - მარიამს ეს სიტყვები გულში ჩაერჭო. - ჰო - ირაკლიმ ისევ ჩაიცინა. - კი, მართალია… ძალიან თავხედი ხარ, მაგრამ მაინც დაგინდობ - ამჯერად როცა მისკენ გაიხედა… რაღაც შეიცვალა. იმ ცივ, ქვის სახეზე წამით სითბომ გაიელვა, ნამდვილი, ძველი ირაკლის მსგავსმა სითბომ.. მარიამმა ეს მაშინვე შეამჩნია… და თითქოს სუნთქვა შეეკრა. - ირაკლი… - ფრთხილად დაიწყო -დოპინგის ამბავი… მართლა არ იცი როგორ მოხდა? - არ ვიცი - უპასუხა უყოყმანოდ - წარმოდგენა არ მაქვს. - და როცა გაიგებ? - მცირე პაუზა. - ვერაფერს შევცვლი, ისედაც ვიცი… მამაშენის გაკეთებულია - მანქანა ნელ-ნელა მიუახლოვდა სახლს.. დიდი, მძიმე ჭიშკარი გამოჩნდა, ფანჯარასთან კობა იდგა მკვდარი მზერით, დაძაბული სხეულით, მარიამმა დაინახა და თვალები უცებ გაუმკაცრდა..მანქანა გაჩერდა, მარიამი კარის გაღებამდე ირაკლისკენ შებრუნდა, ძალიან ახლოს მივიდა, იმდენად ახლოს, რომ მისი სუნთქვა იგრძნო. - მადლობა… რომ მარტო არ დამტოვე - და შემდეგ თითქმის შეუმჩნევლად ლოყასა და ტუჩებს შორის, თითქმის ტუჩების კუთხესთან ნაზად აკოცა - ირაკლი გაშეშდა, მართლაც გაშეშდა, მისი სურნელი… უცნაური იყო, დამათრობელი, თბილი და მაცდური ერთდროულად, თითქოს რაღაც აკრძალულს ჰგავდა. ისეთი, რაც არ უნდა მოგეწონოს… მაგრამ მაინც გიზიდავს. ვარდივით ლამაზი… და საშიში..მარიამი უკვე გადმოსული იყო მანქანიდან. კმაყოფილი, ოდნავ ირონიული ღიმილით შეხედა სახლს, ზუსტად იქ, სადაც მამამისი იდგა და მათ უყურებდა..ეს კობასთვის იყო, მიზანმიმართული დარტყმა..ირაკლი ისევ რამდენიმე წამი იჯდა გაუნძრევლად, თითქოს სხეული აღარ ემორჩილებოდა, შემდეგ ნელა დაქოქა მანქანა… და წავიდა. მარიამი კიბეზე ადიოდა, როცა მოულოდნელად კობა წინ გადაუდგა. ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი. - შენ რას აკეთებ?! - დაიღრიალა - მე რა გაგაფრთხილე?! - მარიამი არც კი შეკრთა. - ის აქ რატომ მოიყვანე?! - აგრძელებდა კობა, უკვე თითქმის ისტერიკაში. - ასე აპირებ ჩემს დახმარებას?! - მისი ხმა კედლებს ეჯახებოდა. - რა საერთო გაქვს მასთან?! რატომ ცდილობ ჭკუიდან ამჭრა?! რატომ?! - კობა უკვე მართლა შეშლილს ჰგავდა. - ნუთუ შენც უნდა ამომგლიჯო გული?! ვერ ავიტან!! ყველაზე მეტად… მას ვერ ავიტან შენს გვერდით!! - მარიამმა მშვიდად მოჰკიდა ხელი, თვალებში ჩახედა სრული სიმშვიდით. - ხომ გინდა რომ დაგეხმარო? - კობა გაჩუმდა. - მაშინ მადროვე - მტკიცედ უთხრა მარიამმა. - მტერს თუ არ მიუახლოვდები… ვერ დაამარცხებ - პატარა პაუზა. - ეს შენ მასწავლე, მამა - კობა ისევ ვერ მშვიდდებოდა. - არ მინდა ის შენთან ახლოს იყოს! მინდა დაისაჯოს! საბოლოოდ გაქრეს! კიდევ ერთხელ უნდა მივაღებინოთ დოპინგი!! - მარიამს თვალებში რაღაც უცნაურმა გაუელვა… - დამაცადე… და ყველაფერს მოვაგვარებ - იცრუა მის დასამშვიდებლად.. - მართლა?… - კი - უთხრა მტკიცედ - ახლა წადი, დაისვენე..მე შენს გვერდით ვარ - კობა მაშინვე ჩაეხუტა ძლიერად, როგორც საკუთარი სიცოცხლის ერთადერთ საყრდენს, მაგრამ მარიამმა პირველად ცხოვრებაში ვერაფერი იგრძნო. ისე იდგა მის მკლავებში, თითქოს უცხო ადამიანი ეხვეოდა და იმ წამს მიხვდა ახლა არჩევანი უნდა გაეკეთებინა ან მამასთან დარჩებოდა…ან მის წინააღმდეგ წავიდოდა. მთელი დღე სირბილში გავიდა, საქორწილო კაბების სალონები, დეკორატორები, ყვავილები, სუფრის გაფორმება..ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. ბოლოს, საღამოსკენ, მარიამიც და ანიც ისე დაიღალნენ, ძლივს მიათრიეს თავი პატარა კაფემდე..სუფრასთან ჩამოსხდნენ, ნამცხვარი შეუკვეთეს და ამოისუნთქეს. - ერთი სული მაქვს თეთრ კაბას როდის ჩავიცმევ… - ოცნებით თქვა ანიმ, მარიამმა თვალები აატრიალა, მაგრამ გაეღიმა. - იმედი მაქვს ქორწილის შემდეგ თბილისში დარჩებით საცხოვრებლად. - დავითანხმებ ლევანს აუცილებლად! - ანი სიცილით გადაეხვია, მარიამმა თავი ოდნავ გააქნია. - მამაშენის დაბადების დღისთვის აწყობ ხომ ისევ წვეულებას? მაგ დროს უკვე ქმართან ერთად გესტუმრებით - მარიამი უცებ დასერიოზულდა. - არ ვიცი… - რანაირად არ იცი? - მართლა არ ვიცი… - ამჯერად უკვე მშრალად უპასუხა. - ახლა ისედაც რთული პერიოდი აქვს… არამგონია ზეიმის ხასიათზე იყოს - ანიმ თემა შეცვალა. - მისმინე… შენი ძმა რესტორანში მენეჯერის პოზიციას ტოვებს?- მარიამმა წარბი შეჭმუხნა. - არ ვიცი… რატომ მეკითხები? - დღეს ვაკანსია ვნახე. ვიფიქრე, თუ ტოვებს, სივს გავგზავნი… თან თუ დავიწყებ მუშაობას, ლევანსაც დავაჯერებ რომ თბილისში ვიცხოვროთ - მარიამი დაიძაბა - სად ნახე? - ანიმ ტელეფონი გაუწოდა, მარიამმა ეკრანს დახედა და სახე შეეცვალა. - მე… არაფერი ვიცოდი - ჩაილაპარაკა - უნდა გადავამოწმო - მაშინვე აკრიფა ნომერი. - სერგო, მენეჯერის პოზიციას ტოვებ? - რა?! - სამსახურს ტოვებ? - საიდან მოიტანე? - მარიამმა კბილებში გამოსცრა: - კარგი… მერე აგიხსნი - ტელეფონი გათიშა, უკვე აშკარად ნერვიულობდა. - აქ რაღაც ვერ არის - ამჯერად სხვა ნომერი აკრიფა. - დღე მშვიდობის გიორგი. - გამარჯობა მარიამ… რა სასიამოვნოა შენი ხმის გაგონება… - რაღაც მაინტერესებს, ვაკანსიაა გამოცხადებული იმ პოზიციაზე, სადაც ჩემი ძმა მუშაობს. შეგიძლია ამიხსნა რა ხდება? - არ ვიცი… - მშვიდად უპასუხა გიორგიმ. - ალბათ ირაკლიმ გამოაცხადა ვაკანსია - მარიამს თვალები გაუფართოვდა. - ირაკლი?! ირაკლი რა შუაშია რესტორანთან?! - დღეიდან ირაკლიც ჩემთან ერთადაა საქმეში… კადრებს მთლიანად ის აკონტროლებს. - ეს მამაჩემმა იცის? - ჯერ არამგონია - მარიამმა ტელეფონი ისე გათიშა, პასუხიც აღარ დაუბრუნებია, მის თვალებში უკვე ცეცხლი ანათდა, ერთ წამში წამოხტა, ჩანთა აიღო, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო. - სად მიდიხარ?! - ანიმ ძლივს მოასწრო კითხვა, მაგრამ მარიამი უკვე გარბოდა, კაფის კარი ძლიერად გაიღო და ის ქარივით გავარდა გარეთ..მანქანაში ჩაჯდა, ძრავი დაქოქა და გაზს ისე დააწვა, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას მისდევდა.. წვიმა ისე ჩამოდიოდა, თითქოს ცა ერთიანად ჩამოიშალა. მძიმე, მკვეთრი წვეთები ასფალტს აწყდებოდა და ხმაურიანად იფანტებოდა, ელვა ცას ჭრიდა და წამიერად ანათებდა ყველაფერს, მარიამი მანქანიდან გადმოხტა და პირდაპირ ირაკლისკენ წავიდა. სწორედ ამ დროს ის მანქანას აყენებდა, არც დაფიქრებულა, ხელის მთელი ძალით დაარტყა კაპოტზე, ირაკლი შიგნიდან უყურებდა, სახე ერთ წამში გაუმკაცრდა, მანქანიდან გადმოვიდა. - რა ჯანდაბას აკეთებ?! - დაუყვირა. - შენ თვითონ რას აკეთებ?! რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს?! - მარიამიც აღარ იკავებდა თავს - წვიმა ორივეს ასველებდა. თმიდან, სახიდან, ტანსაცმლიდან წყალი ჩამოსდიოდათ, მაგრამ არც ერთს არ ადარდებდა. - რატომ ერევი ჩემს საქმეებში? თავს ნუ მაბეზრებ! - ირაკლიმ მკლავში ჩაავლო ხელი, მარიამმა ძლიერად მოიცილა მისი ხელი - შეეშვი ჩემს ოჯახს! წადი იქ, საიდანაც მოხვედი! ხომ იძიე შური?! ხომ დაამარცხე ჩემი ძმა?! რაც გინდოდა მიიღე - ახლა წადი - ირაკლიმ გულიანად გადაიხარხარა, ეს სიცილი უფრო გაღიზიანებას ჰგავდა, ვიდრე სიხარულს. - არა… ჯერ არ მიმიღია! სანამ მამაშენს ჩემს თვალწინ მუხლდაჩოქილს არ ვნახავ არ გავჩერდები! შენ კი მიბრძანდი აქედან! - შენს საქციელს არ აქვს გამართლება! ერთია წარსულში ცუდად მოგექცნენ, მაგრამ შენც იმავეს აკეთებ! - ვის მიმართ?! - ირაკლი გაცოფდა -ბოროტებას ბოროტებით უნდა უპასუხო ქალბატონო მარიამ! - წვიმა უფრო ძლიერდებოდა, თითქოს გარემოც ემატებოდა მათ კონფლიქტს. - მამაშენს ისე იცავ, გეგონება უცოდველი იყოს! - ირაკლიმ ხმას აუწია. - მაგრამ ყველანი ერთნაირები ხართ! ზურგს უკან მოქმედებთ! შენ რა, არ მოქმედებ მამაშენის ზურგს უკან? წარმოიდგინე რომ გაიგოს, მის მძღოლთან ერთობი… როგორ მოეწონება? - მარიამს სისხლი თავში აუვარდა. ხელი ასწია სილა უნდა გაეწნა, მაგრამ ირაკლიმ ჰაერში დაიჭირა მისი მაჯა, ისინი გაშეშდნენ..წვიმის წვეთები სახეზე ჩამოსდიოდათ, ტუჩებზე, წამწამებზე ეკვროდათ, სუნთქვა ორივეს აჩქარებული ჰქონდა, თვალებში უყურებდნენ..მარიამის თვალებში გაბრაზება, სინდისი, რაღაც აუხსნელი ტკივილი იყო, ირაკლის თვალებში კი მხოლოდ სიძულვილი… და იმ სიძულვილში ჩამალული რაღაც, რაც თვითონაც ვერ გაეგო ბოლომდე..ორივე ცდილობდა ერთმანეთის გატეხვას, ორივე ვერ ახერხებდა..ელვამ ისევ გაანათა ცა და იმ წამს, ცოტა მოშორებით, მანქანის ჩაბნელებული მინიდან, ვიღაცის ტელეფონის ეკრანი განათდა ჩუმად, შეუმჩნევლად.. მათი კადრი გადაიღეს, შემდეგ კიდევ ერთი..მათ ვერ შენიშნეს. მარიამმა ძლიერად ჰკრა ხელი ირაკლის, თავი დაიხსნა და უკან დაიხია. - შეხებაც აღარ გაბედო! - კბილებში გამოსცრა - შემდეგ მანქანისკენ მივარდა, კარი გააღო და ჩაჯდა, სულ სველი, აცახცახებული, გაბრაზებული, ძრავი ძლიერად დაქოქა, მანქანა ადგილიდან მოწყდა, წვიმაში გაუჩინარდა.. საჭესთან მჯდარი, კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს - მე შენ გაჩვენებ… - ხმამაღლა თქვა საკუთარ თავთან - ჩემი ოჯახის განადგურების უფლებას არავის მივცემ… არავის… წვიმიან საღამოს გადაღებული ფოტოები ეკრანზე ერთმანეთის მიყოლებით ცვლიდნენ ერთმანეთს. თითოეულში ერთი და იგივე სცენა- მარიამი და ირაკლი, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, წვიმაში სველები, დაძაბულები… მაგრამ გარედან რომ შეხედავდი..სულ სხვა რამეს ჰგავდა ეს ყოველივე, უფრო - რომანტიკას. მათ შორის დაძაბულობა ფოტოზე ქიმიას ჰგავდა..თვალებში ჩახედვა - გრძნობას..გიორგი ეკრანს მისჩერებოდა, თითები ნელა მოუჭირა ტელეფონს… შემდეგ მუშტი შეკრა ისე ძლიერად, ლამის ძარღვები ამოუვარდა ხელზე.. მთელი სხეული ეწვოდა, ყელში რაღაც აწვებოდა, სუნთქვა უმძიმდებოდა.. - არ მომწონს… - ჩუმად თქვა. შემდეგ ხმა აამაღლა, თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდა. - არ მომწონს მათი ასეთი სიახლოვე!! არ მომწონს რომ ეხება… და ასე უყურებს!! - სარკესთან მივიდა, თავის თავს უყურებდა. მაგრამ ის კაცი, ვინც სარკეში იდგა, აღარ ჰგავდა იმ გიორგის, ვინც ადრე იყო..თვალები შეცვლილი ჰქონდა. გაგიჟებული - შეპყრობილი. - არ დავუშვებ… - კბილებში გამოსცრა. - არ დავუშვებ თქვენს დაახლოებას!!- სარკეს მუშტი დაარტყა. - ჩემი იქნება… - ჩურჩულით დაამატა. - მხოლოდ ჩემი… - ქურთუკი სწრაფად შემოიცვა, კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა, კედლებიც კი შეზანზარდა და ირაკლისთან წავიდა.. გვიანი იყო, ქალაქი უკვე ჩუმდებოდა, ქუჩები თითქმის დაცლილი იყო, მაგრამ გიორგისთვის ამას საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა. მანქანა სწრაფად გააჩერა ირაკლის კორპუსთან, კარი ძლიერად მოაჯახუნა და კიბეებს სწრაფი ნაბიჯით აუყვა, კარზე დაუკაკუნა. რამდენიმე წამში კარი გაიღო, ირაკლი ნახევრად ჩამქრალ შუქში იდგა, მაისურის გარეშე, დაღლილი სახით. - გიო? ხომ მშვიდობაა… რომელი საათია… - გაკვირვებით ჰკითხა. - სალაპარაკო მაქვს, იკა, შენთან. - გიორგიმ არც დაელოდა და პირდაპირ შევიდა, ბინა ისევ ისეთი ცარიელი იყო, მხოლოდ ერთი დივანი, კედლები და სიჩუმე, გიორგი წინ და უკან დადიოდა, აშკარად ნერვიულობდა, ხელები მუშტებად ჰქონდა შეკრული. ირაკლი ჩუმად უყურებდა. - ამოიღე ხმა… რა ხდება? - გიორგი გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა. - რაღაც ვიცი… ისეთი… რაც არ მაძლევს საშუალებას გავჩუმდე - ირაკლის მზერა გამკაცრდა. - გუშინ… ნინოს და მარიამის საუბარს მოვკარი ყური… სანამ მოხვიდოდი. - მერე? - გიორგიმ პირდაპირ შეხედა. - ვერ დაგიმალავ… მარიამი იყო… ის, ვინც დოპინგი მიგაღებინა… ეს მარიამი ყოფილა - სიჩუმე ჩამოვარდა, მძიმე..მკვდარი, ირაკლის სახეზე ფერი წაერთვა, თითქოს სისხლი მთლიანად აემღვრა, მაგრამ მაინც იდგა ამაყად - გიო.. დარწმუნებული ხარ? - ძალიან მშვიდად ჰკითხა. - კი - ირაკლიმ ნელა გააქნია თავი, თითქოს რაღაც თავისთვის დაალაგა. - რა თქმა უნდა… - ირონიულად ჩაიცინა. - მის გარდა ყველას ვიფიქრებდი… ბავშვი იყო მაშინ - პაუზა. - დილით… იმ ხილი მაჭამა..ღმერთო… აქამდე რატომ არ მივაქციე ამ ფაქტს ყურადღება… - კბილებში გამოსცრა. -ესეიგი პატარა ხეცურიანიც ამ საქმეშია გარეული - მის თვალებში ცივი ცეცხლი აინთო, გიორგი ყურადღებით აკვირდებოდა. - რას აპირებ ახლა? - ირაკლიმ თავი ოდნავ დახარა, შემდეგ ისევ ასწია. - ჯერ-ჯერობით… არაფერს..თავს ისე დავიჭერ… თითქოს არაფერი ვიცი. მაინტერესებს, რამდენ ხანს მიყურებს თვალებში ისე თითქოს არაფერი გაუკეთებია - მის ხმაში უკვე აშკარა იყო საშიში სიმშვიდე. - მერე კი… - დაამატა ნელა. - მერე აუცილებლად მოვთხოვ პასუხს - გიორგი მიუახლოვდა. - უფრთხილდი იმ გოგოს, იკა… ჯობია შორს დაიჭირო თავი მისგან - ირაკლიმ არაფერი უპასუხა, მხოლოდ უყურებდა..გიორგი ცოტა ხანს კიდევ იდგა, შემდეგ შემობრუნდა და წავიდა..კარი დაიხურა, ისევ სიჩუმე, ირაკლი შუაში იდგა, გაუნძრევლად..გიორგის სიტყვები თავში ექოდ უტრიალებდა. „მარიამი იყო…“..მუშტი შეკრა, თვალებში სიბრაზე ჩაუდგა..მძიმე, მუქი, დამანგრეველი.. - მარიამი… - ჩურჩულით თქვა, უცებ გონებაში სხვა სურათი ამოტივტივდა..პატარა გოგო, ხელში თეფში ეჭირა, თვალებში სითბო ედგა.. - „ჩემი ხათრით ცოტა ჭამე ირაკლი…“ - მისი ხმა თითქოს ისევ გაისმა, ირაკლიმ თვალები დახუჭა წამით და იმავე წამს სიბრაზემ უფრო ძლიერად იფეთქა..მუშტი კედელს მიარტყა, ხმამ გაიჟღერა ცარიელ ბინაში, მისი სუნთქვა გაძლიერდა. თვალებში ბრაზი ედგა…მაგრამ იმ ბრაზის უკან იმ პატარა გოგოს სახე მაინც არ ქრებოდა..სუფთა, უცოდველი და სწორედ ეს იყო ყველაზე საშიში, რომ ვერ სძულდა ბოლომდე და ეს…კიდევ უფრო აგიჟებდა.. დიდხანს ვერ დამშვიდდა, ბინაში წინ და უკან დადიოდა, მერე ისევ დივანზე ჯდებოდა, ისევ დგებოდა… ფიქრები არ აჩერებდა. ბოლოს, გამოფიტულმა, ძლივს მიაგნო ძილს, მაგრამ ღამე ისევ კარზე დაუკაკუნეს.. ძლიერი ბრახუნი გაისმა..ერთხელ, მეორედ, მესამედ- უფრო ძლიერად, უფრო მოუთმენლად..ირაკლი შეკრთა, თვალები ძლივს გაახილა, რამდენიმე წამი ვერ მიხვდა სად იყო. მერე ისევ ბრახუნი. - რა ჯანდაბაა… - ჩურჩულით თქვა და წამოდგა, ნახევრად მძინარე მივიდა კართან, თმა ხელით გადაიწია უკან და კარი გააღო..წინ ორი პოლიციის ოფიცერი იდგა, სერიოზული სახეებით. - ირაკლი თავართქილაძე? - მკაცრად ჰკითხა ერთ-ერთმა, ირაკლიმ თვალები უფრო გაახილა, უცნაური შეგრძნება დაეუფლა, როგორც კი მიხვდა, რომ ეს ჩვეულებრივი სტუმრობა არ იყო. - მე ვარ… რაშია საქმე? - ოფიცრებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ერთ-ერთმა მშვიდად, მაგრამ მკვეთრად თქვა: - მარიამ ხეცურიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით თქვენი დაკითხვა გვსურს!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


