ჩემპიონი (ნაწილი 8)
ნახევრად მძინარე ირაკლი ბოლომდე მაინც ვერ გაერკვა რა ხდებოდა. თვალები ძლივს გაახილა, როცა კართან ფორმიანი ადამიანები დაინახა. - მარიამი თუ გაუჩინარდა, მე რა შუაში ვარ?! - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა. - მამამისი, კობა ხეცურიანი, ეჭვმიტანილად თქვენ გასახელებთ - ირაკლიმ ღრმად ამოისუნთქა… და უცნაურად გაეცინა. - ძალიან გთხოვთ, წავიდეთ. მინდა ხეცურიანს თვალებში ჩავხედო და ისე ვუთხრა, რომ მისი შვილის გაუჩინარებასთან მე არაფერი მაქვს საერთო. მის სახლში დამკითხეთ. ხეცურიანების სახლში ქაოსი სუფევდა. კობა ოთახში ბოლთას სცემდა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, სახე გადამწვარი. გიჟს ჰგავდა. მისი საყვარელი შვილი ვიღაცამ წაიყვანა… და მისთვის პასუხი მხოლოდ ერთი იყო - ირაკლი თავართქილაძე! სხვა ვარიანტს არ განიხილავდა. სერგო ჩუმად იდგა, მაგრამ ხელები ისე ჰქონდა შეკრული, ძარღვები ებერებოდა. ნინო კართან იდგა სახე გაფითრებული, თვალები სველი, მარიამი მისთვის უბრალოდ და არ იყო, ის მისთვის შვილივით იყო..კარი გაიღო, ირაკლი პოლიციის თანხლებით შემოვიდა, კობამ რომ დაინახა თითქოს ჯაჭვი გაწყდა. - ის იყო!!! - დაიღრიალა და მისკენ გიჟივით გავარდა - დარწმუნებული ვარ ჩემი შვილი მან წაიყვანა!!! ვერ მიტანს და უნდა, რომ ყველაზე ძვირფასით მატკინოს გული!!! - პოლიციამ ძლივს შეაკავა, ირაკლი მშვიდად იდგა, აუღელვებლად, ნინოს გახედა. - ნინო… რა მოხდა? როგორ გაუჩინარდა მარიამი? - ვითომ არ იცი როგორ გაუჩინარდა?! - კობამ ხმას კიდევ უფრო აუწია - ღამით ეზოდან მარიამის ყვირილის ხმა ისმოდა…სახელოსნოში იყო.. - ჩაერთო სერგო, გამწარებული ტონით - მერე ვიღაცამ მანქანაში ჩასვა და წაიყვანეს - ირაკლის მზერა მაშინვე გამკაცრდა. - გარეთ კამერები ხომ გაქვთ? - ყველა კამერა დაზიანებულია - სერგომ ცივი ტონით უპასუხა - ირაკლი, თუ რამე გაკავშირებს ამ ამბავთან, მარიამს ნუ გარევ. შენ საქმე ჩვენთან გაქვს. - მეძინა სახლში, როცა პოლიცია თავზე დამადგა! - ირაკლი უკვე ვეღარ იკავებდა თავს - სრულ ჭკუაზე თუ ხართ?! - სხვას ვის უნდა გაეკეთებინა აბა ეს?! - კობა ისევ აფეთქდა - ჩემს გარდა მტრები არ გყავს?! რამდენი ადამიანი გეყოლება კიდევ განამწარები! გაიხსენე კარგად!!! - ირაკლი ნელა მიუახლოვდა, თვალებში პირდაპირ უყურებდა. - არა! მე არავინ გამიმწარებია… ყველა იმას იღებდა, რასაც იმსახურებდა - ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა რომ ირაკლის მოთმინება დაეკარგა, კობას მაშინვე საყელოში სწვდა, ხელი აღმართა…მაგრამ დარტყმამდე წამით ადრე ნინო ჩადგა მათ შორის. - საკმარისია!!! - დაიყვირა და კობა თითქმის გამოგლიჯა ხელიდან, სიჩუმე ჩამოვარდა, მძიმე, მჭიდრო, დამხრჩვალი.. ნინომ ირაკლის ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა.. - ნინო… იმედია შენც იმას არ ფიქრობ, რასაც ის გიჟი! - ნინომ პირდაპირ შეხედა, ხმა მშვიდი ჰქონდა, მაგრამ თვალებში რაღაც მძიმედ ედგა. - არა… არ ვფიქრობ. მე ზუსტად ვიცი მარიამს ვინც წაიყვანდა - ირაკლი წამით გაშეშდა. - რა?! ვინ?! - ამ სიტყვებთან ერთად ეზოში მანქანის ხმა გაისმა. შავი, დიდი მანქანა კარიბჭესთან შეჩერდა, ყველა გარეთ გამოვიდა, მანქანის კარი გაიღო, პირველად გიორგი გადმოვიდა… შემდეგ კი მეორე მხრიდან კარები გააღო და მარიამი გამოჩნდა გაფითრებული, დაბნეული.. თვალებში შიში ჰქონდა ჩარჩენილი - მარიამ! - ნინო გიჟივით გაექანა მისკენ - კარგად ხარ?! რა მოხდა?! - მარიამმა მხოლოდ თავი დაუქნია, ხმა ვერ ამოიღო, ხელები გაყინული ჰქონდა. კობა უკვე მის წინ იდგა. გულში ჩაიკრა ისე, თითქოს ისევ ბავშვი ყოფილიყო. - შვილო… ჩემო მშვენიერო შვილო… კარგად ხარ, ჩემო სიცოცხლე?! - კარგად ვარ, მამა… - ძლივს ამოიღო ხმა. ნინომ ამღვრეული თვალებით გიორგის გახედა… და უცებ მისკენ გაექანა. - რა გინდოდა ჩემს დასთან?! - ხელი ძლიერად ჰკრა - მე რა გაგაფრთხილე?! რატომ არ ისვენებ?! - მარიამი მაშინვე მათ შორის ჩადგა. - ნინო… რას აკეთებ… მან მიპოვა - ნინო გაშეშდა. - მას… არ წაუყვანიხარ? - არა… - აბა ვინ იყო?! - კობა ეკითხებოდა, ჩაწითლებული თვალებით - ვინ წაგიყვანა?! - მარიამმა ტუჩი მოიკვნიტა, წამით ირაკლისკენ გაიხედა, ის ჩუმად, ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს. - ის იყო?! - კობამ იყვირა - მითხარი შვილო! აქვე დავმარხავ თუ ის იყო!! - არა… - მარიამმა მტკიცედ თქვა - ის არ ყოფილა - კობას სახე კიდევ უფრო დაეძაბა. - აბა ვინ იყო?! ხმა ამოიღე! - მარიამმა თვალები დახუჭა… და შემდეგ თქვა: - მიშკა იყო… შენი მძღოლი - სიჩუმე. - მიშკას რა კავშირი აქვს შენთან?! - კობამ დაუღრიალა, მარიამი გაჩუმდა რამდენიმე წამით, სუნთქვა აუჩქარდა. - მიპასუხე შვილო! - მიშკა… მე… - ძლივს ამოიღო ხმა - დიდი ხანია დამსდევს მამა… მავიწროებდა… - ირაკლის ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად შეირხა ღიმილი, მარიამი ისე ცრუობდა… თვალიც არ დაუხამხამებია.. კობა აფეთქდა. - ეგ არარაობა! ბინძური ღორი!! - ყვიროდა - როგორ გაბედა თუნდაც სხვა თვალით შემოეხედა შენთვის?! ვერ გადამირჩება!! ვაზღვევინებ!! - მარიამი ჩუმად იდგა, არც კი უნდოდა წარმოედგინა, რა მოხდებოდა სიმართლე რომ გამჟღავნებულიყო…ამჯერად ყველაფერი მიშკას დააწერა..ირაკლიმ პოლიციელებს გადახედა. - შემიძლია სახლში დავბრუნდე? როგორც ხედავთ, ტყუილად შემაწუხეთ. - დიახ, რა თქმა უნდა. - მე წაგიყვან, იკა - უთხრა გიორგიმ. - მეც თქვენთან ერთად წამოვალ… თუ შეიძლება სახლამდე დამტოვეთ… - დაამატა ნინომ, მანქანაში სიჩუმე იყო, პირველად ირაკლი ჩამოვიდა,შემდეგ გზა გააგრძელეს, რამდენიმე წამში ნინომ მოთმინება ვერ შეიკავა. - საიდან იცოდი მარიამი სად ჰყავდათ? როგორ მიაგენი? - გიორგი საჭეს უყურებდა, სახე დაძაბული ჰქონდა. - მე ყველაფერი ვიცი… რაც მარიამს ეხება… - ნინო მაშინვე მისკენ შეტრიალდა. - საიდან?! - პასუხი არ გასცა. - რა თქმა უნდა… - ნინოს ხმა გაეყინა - ფსიქოპათი ხარ… შენ მას უთვალთვალებ, ამიტომაც იცი ყოველთვის ყველაფერი მის შესახებ! - ნინო… - გამიჩერე მანქანა! - ნინო, ახლა არა - მანქანა გამიჩერე!! - დაიყვირა - ავადმყოფო! ამაზრზენი ხარ!! არ დავუშვებ ჩემს დას მიეკარო!! - გიორგიმ მძიმედ დაამუხრუჭა, მანქანა გზის პირას გაჩერდა, ნინომ კარი გააღო, მაგრამ სანამ გადავიდოდა, კიდევ ერთხელ შეხედა. - შორს დაიჭირე თავი მისგან… თორემ მე შეგაჩერებ - კარი მიაჯახუნა, გიორგი მარტო დარჩა მანქანაში, მუშტები ძლიერად შეკრა საჭეზე, თვალებში სიგიჟის ნაპერწკალი აუკიაფდა. - ვერავინ წამართმევს… ვერავინ! - ჩაილაპარაკა ხმადაბლა. ნინომ მთელი ღამე ვერ მოისვენა, ფანჯარასთან იჯდა, გათენებას უყურებდა, მაგრამ გონებაში ერთი და იგივე ფიქრი უტრიალებდა - მარიამი და გიორგი. როგორც კი გათენდა, აღარ დაუცდია, სწრაფად ჩაიცვა და ირაკლისთან წავიდა. სადარბაზოში შეეჩეხნენ ერთმანეთს. - იკა… საქმე მაქვს შენთან, სადმე გეჩქარება? - ირაკლიმ წარბი ასწია, ხელში გასაღებებს ატრიალებდა. - დარბაზში მივდიოდი… მაგრამ მერე წავალ. რა ხდება? პატარა პრინცესა ხომ არ დაიკარგა ისევ? - ირონიულად ჩაიცინა. - მარიამზე სერიოზულად ვღელავ, ირაკლი… უნდა დამეხმარო - ირაკლის სახე ოდნავ გამკაცრდა. - რა მოხდა? - გიორგი… - ნინომ სიტყვები ძლივს შეკრა - ის მარიამით არის შეპყრობილი. აიკვიატა, რომ თურმე შეუყვარდა… ხომ ხვდები რა სისულელეა?! მარიამი ჩემი დაა! - ირაკლის მზერა უცებ დამძიმდა. - მესმის შენი რეაქციის… მაგრამ მე რა შემიძლია? - მეშინია, ირაკლი… - ნინოს ხმა დაებზარა - მე არ დავუშვებ, რომ მარიამს მიეკაროს, მაგრამ… თუ რამე მომივა… მინდა, რომ მასზე იზრუნო - ირაკლიმ გაღიზიანებულად ამოისუნთქა. - ნინო, რას სულელობ… მარიამის ძიძობას მთხოვ? ან რა უნდა მოგივიდეს? - გთხოვ… მომეცი პირობა. - არ შემიძლია! - ხმამაღლა თქვა ირაკლიმ - მარიამზე პასუხისმგებლობას ნუ მთხოვ, მაგ თავქარიანზე! - ირაკლი… შენ ხომ ასეთი არ ხარ… მე მხოლოდ შენ გენდობი - სიჩუმე ჩამოვარდა, რამდენიმე წამი ირაკლი უყურებდა…შემდეგ კი ვეღარ მოითმინდა და კითხა - რატომ დამიმალე, რომ დოპინგი მან მიმაღებინა?! - ნინო გაშეშდა. - რა?! შენ ეს საიდან იცი?! - გავარკვიე! - მკაცრად თქვა ირაკლიმ - რა მნიშვნელობა აქვს საიდან, მთავარია ვიცი. - აქვს მნიშვნელობა… - რატომ დამიმალე, ნინო?! - ხმას აუწია - ესაა ჩვენი მეგობრობა? იმას მიყვები, რაც გაწყობს?! რატომ არ მითხარი თავიდანვე?! - იმედია არ ფიქრობ, რომ ეს განზრახ გააკეთა - ირაკლიმ ცივად ჩაიცინა. - არ ვიცი… გუშინ ჩემს თვალწინ ისე იცრუა, თვალიც არ დაუხამხამებია. იმ მძღოლთან თავადაც კარგად ერთობოდა… მე მარიამს არ ვენდობი. - მარიამი ბავშვი იყო! - ნინომ დაუყვირა - ბავშვი, რომელიც ნაძირალა მამაჩემმა გამოიყენა შენს წინააღმდეგ! მისი ხელით დაგსაჯა! გთხოვ… მარიამს ნურაფერს დაუშავებ, ის ამ საქმეში სრულიად უცოდველია! - ირაკლი გაჩუმდა, შემდეგ ნელა თქვა: - არაფერს დავუშავებ - ნინოს თვალებში იმედი მიეცა. - …მაგრამ მეც ისევე გამოვიყენებ მას მამამისის წინააღმდეგ, როგორც ეს კობამ გააკეთა! - იმედი მაშინვე ჩაქრა. - რას გულისხმობ… - იმას, რომ მარიამს თავისი ხელით ჩავაძირინებ მამამისს. - ირაკლი, არა… - გინდა, რომ პირობა მოგცე? - მიუახლოვდა - მაშინ თუ ერთად ვართ ამ საქმეში, ბოლომდე ერთად უნდა ვიყოთ, აღარანაირი დამალვა. შევთანხმდით? - ნინო რამდენიმე წამი უყურებდა… თითქოს არჩევანს აკეთებდა, შემდეგ ნელა დაუქნია თავი. - კარგი… შევთანხმდით - ირაკლიმ ღრმად ამოისუნთქა. - გიორგის რაც შეეხება… დაველაპარაკები.. ირაკლი მარტო სავარჯიშო დარბაზში როგორც ყოველთვის..მაისური უკვე გაეხადა, შიშველი ზედა ტანი ოფლით ჰქონდა დაფარული.. მკვრივი, გამოკვეთილი კუნთები ყოველი მოძრაობისას იჭიმებოდა, მხრები ფართო და მძიმე, მკლავებზე ძარღვები მკაფიოდ ეტყობოდა, მუცლის პრესი დაჭიმული ჰქონდა, თითქოს ყოველი დარტყმით საკუთარ თავში დაგროვილ ბრაზს ანთავისუფლებდა..პირველი იყო მუშტის დარტყმები, ბოქსის ტომარას ისეთი ძალით ურტყამდა, რომ თითქოს მთელს ძალას იყენებდა.. დარტყმა, მეორე, მესამე… სწრაფი, ზუსტი, დაუნდობელი.. სუნთქვა აუჩქარდა, მკერდი ძლიერად ეწეოდა, მაგრამ გონება… იქ არ იყო.. სადღაც სხვაგან იყო.. მარიამთან..მისი სახე ისევ და ისევ უტრიალებდა, როგორ უყურებდა გუშინ… როგორ იცრუა… და მაინც როგორი უცოდველი იყო მაშინ, როცა გონება დაკარგა.. - გიორგი… - ჩუმად ჩაილაპარაკა, ნინოს სიტყვები გაახსენდა.."ის მარიამით არის შეპყრობილი…"ხელები კიდევ ერთხელ შეკრა და ტომარას ისე დაარტყა, თითქოს ვიღაცას ურტყამდა. - შეპყრობილი… - მერე ბარებთან გადავიდა, მძიმე წონა აიღო, მკლავები დაჭიმა..რატომ აღიზიანებდა ეს? რატომ არ იყო მისთვის სულერთი? სკამზე ჩამოჯდა, წყალი მოსვა, ოფლი ნელა ჩამოსდიოდა სახეზე..ტელეფონი აიღო, თავისდა უნებურად გახსნა სოციალური ქსელი..მარიამი, მისი ფოტოები..ერთი… მეორე… მესამე…ერთში იცინოდა თავისუფლად, უდარდელად. მეორეში სერიოზული იყო, თვალებში რაღაც ამოუცნობი ჰქონდა. შემდეგ ფოტოებში ისევ ის, ამპარტავანი, ლამაზი, მიუწვდომელი..ირაკლი დიდხანს უყურებდა, თითქოს დეტალებს სწავლობდა, თვალებს, ტუჩებს, გამომეტყველებას…თვითონაც გაუკვირდა. - რა ჯანდაბაა… - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტელეფონი გვერდზე გადადო, წამოდგა, სარკესთან მივიდა..თავის ანარეკლს უყურებდა - ოფლით გაწუწულ, დაძაბულს.. თვალებში ცივი ცეცხლით..რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა საკუთარ თავს. შემდეგ ნელა, მაგრამ მკაცრად თქვა: - შენს წინაშე… სწორედ მარიამს გამოვიყენებ მეც, კობა - თვალები უფრო გაუმკაცრდა. - ისეთ ადამიანს… რომელზეც ვერც კი იფიქრებ…მისი ხელით გაგანადგურებ! - მუშტი შეკრა. - თვალი თვალის წილ - მისი ხმა ჩუმი იყო.. მაგრამ საშიში.. შემდეგ ისევ მარიამის ფოტოს დახედა, ტუჩის კუთხეში კმაყოფილი, ოდნავ ირონიული ღიმილი გაუჩნდა. - ლამაზი ხარ… ჭკვიანიც… მაგრამ ამ თამაშში უბრალოდ ჩემი პაიკი იქნები.. ანის პირველი სამუშაო დღე აშკარად განსაკუთრებული გამოდგა, არც ისე მშვიდი, როგორც თავად ელოდა. დილიდანვე დაძაბული, მაგრამ ბედნიერი იყო. ფორმა ჩაიცვა, თმა მოიწესრიგა და სარკეში საკუთარ თავს გაუღიმა, თითქოს ახალი ეტაპი იწყებოდა. თუმცა ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. ტელეფონი აიღო და მაშინვე მარიამს დაურეკა. - აბა გამოიცანი სად ვარ? - თქვა აღფრთოვანებული ხმით. - სად ხარ? - მარიამის ხმაში უკვე იგრძნობოდა ინტერესიც და დაძაბულობაც. - თქვენს რესტორანში… ამიყვანეს, იმედია არ გაბრაზდები. - არა… არ ვბრაზობ… - მშვიდად უპასუხა მარიამმა, თუმცა ტონში რაღაც მკვეთრი მაინც გაერია. - დღეს აქ გიორგი და ირაკლი თათბირს აწყობენ… ახალი თანამშრომლების გასაცნობად… მამაშენიც იქნება? - არამგონია… ჯერ არც იცის რაც ხდება… - წამით გაჩუმდა - ანუ ირაკლიც მანდაა? - კი… ცოტა ხნის წინ მოვიდა… - რომელ საათზეა თათბირი? - ერთ საათში დაიწყებენ - მარიამმა აღარ დააცადა წინადადების დასრულება - კარგი, მეც მოვალ - ტელეფონი გათიშა, რესტორანში ცოტა დაგვიანებით მივიდა.. კარები თამამად შეაღო, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა..გიორგი საუბრობდა: - ...მინდა ერთი დიდი გუნდი შევქმნათ, სადაც ყველა.. - კარი რომ გაიღო, სიტყვა გაუწყდა, მარიამი შემოვიდა, როგორც ყოველთვის დახვეწილად ჩაცმული, თავდაჯერებული, თვალებში გამოწვევა. ირაკლიმ და გიორგიმ ერთმანეთს გადახედეს. - დამაგვიანდა? - მარიამმა მშვიდად იკითხა - საცობში ვიყავი გაჭედილი - ანი სწრაფად წამოდგა და გვერდით მიუთითა, მარიამი მის გვერდით დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ირაკლისკენ ღიმილით გაიხედა..ირაკლიმ სახე შეიმკაცრა. - მარიამ… ახალ თანამშრომლებთან გვაქვს თათბირი. - და? - წარბი ასწია - მე მფლობელის შვილი ვარ. - აქციების 60 პროცენტს გიორგი ფლობს. - არ არის პრობლემა, შეგიძლია დარჩე მარიამ! - გიორგი ჩაერთო, ირაკლიმ უკმაყოფილოდ გადახედა..თათბირი გაგრძელდა..გიორგი საუბრობდა გეგმებზე, სტანდარტებზე, ახალ მიდგომებზე - მოკლედ, ოფიციალური, საქმიანი ტონი..ირაკლი კონკრეტულ დეტალებზე გადავიდა თანამშრომლების პასუხისმგებლობა, დისციპლინა, სტრუქტურა..მარიამი კი… საერთოდ არ უსმენდა, მისი მზერა მუდმივად ირაკლიზე იყო მიჯაჭვული, აკვირდებოდა. მისი ცივი ტონი… მკაცრი მზერა… დაძაბული სხეული…და თან რაღაც სხვაც.. რაღაც, რასაც ვერ ხსნიდა, თათბირი მალე დასრულდა..თანამშრომლები ნელ-ნელა გავიდნენ, ოთახში დარჩნენ მხოლოდ - ანი, მარიამი, ირაკლი და გიორგი..ანი წინ წამოვიდა, ოდნავ მორცხვად, მაგრამ გახარებული. - მართალია დიდი ხანი არ ვიცნობთ ერთმანეთს… მაგრამ მინდა ჩემს ქორწილში დაგპატიჟოთ… ხუთშაბათს - გიორგიმ მაშინვე გაუღიმა. - სიამოვნებით წამოვალთ. - ჯვრისწერა თბილისში იქნება… - განაგრძო ანიმ - და მერე სოფელში ავალთ… საგურამოში, მთაში, ძალიან ლამაზი ადგილია… - ძალიან კარგი არჩევანია - დაუდასტურა გიორგი, ირაკლი ჩუმად იდგა. - მე არ ვიცი შევძლებ თუ არა… - თქვა მშრალად, მარიამმა მაშინვე სიტყვა დააწია. - თუ ვერ შეძლებს, არამგონია ამით რამე დაგაკლდეს ანი… - ირონიულად ჩაიცინა - ისედაც რობოტივით დადის… უემოციო… ირაკლიმ წარბი ასწია. - ცოტა ხანში ალბათ რობოტივით დაიწყებს ცეკვას… აი ასე - მარიამმა ხელებით უხეში, მექანიკური მოძრაობა გააკეთა..ანის სიცილი აუტყდა, გიორგიც გაღიმებული უყურებდა.. მხოლოდ ირაკლი არ იღიმოდა. - მას მხოლოდ შურისძიება შეუძლია… - განაგრძო მარიამმა - მისნაირი ცუდი ადამიანები ვერ ერთობიან - მოკლე სიჩუმე. - ანუ მე ცუდი ადამიანი ვარ? - მშვიდად ჰკითხა ირაკლიმ. - ძალიან - ირაკლიმ გიორგისკენ გაიხედა და ირონიულად გაეცინა. - გესმის? თურმე ცუდი ადამიანი ვარ - შემდეგ ისევ მარიამს შეხედა. - და შენ? შენ ძალიან კარგი ხარ ხომ? - მათი მზერები ერთმანეთს შეეყინა, ჰაერი თითქოს დამძიმდა, ანი უხერხულად იდგა, გიორგი დაძაბული იყო..ირაკლიმ ბოლოს უკან დაიხია. - ჯობია წავიდე… თორემ აქ უკვე სუნთქვა მიჭირს… - ანის მიუბრუნდა - დიდ ბედნიერებას გისურვებ… ვეცდები მოვიდე… მაგრამ ვერ დაგპირდები - შემდეგ მარიამს შეხედა მკაცრად და გავიდა, გიორგიც უკან გაჰყვა. კარი დაიხურა. - რობოტი… - ჩაიბურტყუნა მარიამმა და ხელები გადაიჯვარედინა, ანი სიცილით მიუბრუნდა. - მეჩვენება თუ თვალებით ჭამდი? - გეჩვენება! - მარიამ… კარგად გიცნობ. - მინდა აქედან წავიდეს… - უცებ დასერიოზულდა მარიამი -მინდა ყველაფერი ძველებურად იყოს… რაც დაბრუნდა, ყველაფერი აირია - ანი მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა. - ყველაფერი სად აირია… აქ ხომ არა? - გულზე ხელი მიადო, მარიამმა თვალები აარიდა. - ნუ ბოდავ ანი! - მაგრამ მის ხმაში უკვე აღარ იყო ის თავდაჯერება, რაც რამდენიმე წუთის წინ.. სამი დღე ისე გავიდა, თითქოს დრო განგებ ჩქარობდა.. ხუთშაბათი დადგა - ქორწილის დღე. ხმაური და მოლოდინი ერთმანეთში ირეოდა.. ანი ნერვიულად იღიმოდა, თვალებში ბედნიერება უციმციმებდა, ხოლო მარიამი მის გვერდით მშვიდად, მაგრამ შინაგანად დაძაბული იდგა. ხეცურიანების ოჯახიდან მხოლოდ ნინო აპირებდა ქორწილში წამოსვლას..მარიამი სარკის წინ იდგა, მაღლა აწეული თმა მის მკვეთრ ნაკვთებს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს, მუქი ლურჯი, ძალიან მოკლე კაბა ეცვა, ზურგი მთლიანად ამოღებული, სხეულზე მჭიდროდ მომდგარი. მისი ყოველი მოძრაობა თითქოს შეგნებულად იზიდავდა მზერას - სექსუალური, თავდაჯერებული, საშიში..ანი ოთახში შემოვიდა, ერთი წამით გაშეშდა და შემდეგ სიცილით უთხრა: - შენ გინდა მთელი ქორწილის კაცები გააგიჟო? - მარიამმა ტუჩებზე პომადა ნელა გადაისვა, სარკეში საკუთარ თავს დააკვირდა და კმაყოფილად ჩაიღიმა. - შეიძლება… - უპასუხა მშვიდად, შემდეგ თითქოს სხვათა შორის ჰკითხა: - სამსახურიდან ვინ მოდის ქორწილში?- ანი მაშინვე მიხვდა კითხვის შინაარსს, ეშმაკურად გაიღიმა. - შენ რომელი გაინტერესებს? ირაკლი თუ გიორგი? - მარიამმა თვალები გადაატრიალა. - არც ერთი! ისე ვკითხულობ… სხვა ვინმე თუ მოდის? - მხოლოდ გიორგი მოდის - მარიამის სახეზე წამიერად გადაირბინა უკმაყოფილებამ, თუმცა მალევე დაფარა, ისევ ის მშვიდი, ამაყი გამომეტყველება დაიბრუნა, თითქოს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჯვრისწერა სამების საკათედრო ტაძარი-ში გაიმართა - ანი ცრემლიანად იღიმოდა, ხოლო მარიამი მის გვერდით იდგა მეჯვარედ, მშვიდი და ამაყი. გიორგი კი მთელი ცერემონიის განმავლობაში თვალს არ აშორებდა - პირდაპირ ჭამდა მზერით, თითქოს თითოეული მისი მოძრაობა საკუთარად მიაჩნდა.. ჯვრისწერის დასასრულს ტაძრის კარი გაიღო და ნინო გამოჩნდა… მის გვერდით ირაკლი იდგა..შავი სმოკინგი იდეალურად ჰქონდა მორგებული, თეთრი პერანგი და მკვეთრი ხაზების კოსტუმი მის დაკუნთულ სხეულს უსვამდა ხაზს, თმა ლამაზად ჰქონდა აწეული და უკან გადაწეული, სახე - მკაცრი, მაგრამ მიმზიდველი.. ისეთი იყო, რომ თვალს ვერავინ აშორებდა, მარიამმა რომ დაინახა - გაეღიმა ჩუმი ღიმილით.. ეს ფაქტი არ გამოჰპარვია გიორგის..მისი მზერა მაშინვე დამძიმდა, შიგნით რაღაც ჩაუწყდა.. ცერემონია დასრულდა..ტაძრის ეზოში ხმაური, სიცილი, ემოციები ერთმანეთს დაემთხვა, სწორედ მაშინ, მოულოდნელად, ანის წინ ქალი გამოჩნდა - საზღვარგარეთიდან ჩამოსული დედა..ანი წამებში ატირდა, დედა-შვილი ერთმანეთს ჩაეხუტნენ, ირგვლივ ყველანი ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ - სიხარული, მონატრება, სიყვარული ერთდროულად იგრძნობოდა. მანქანებში გადანაწილება დაიწყო, მარიამმა თავისი ადგილი დაუთმო ანის დედას..გიორგი მაშინვე მიუახლოვდა. - შენ ჩემთან დაჯექი მარიამ… მე წაგიყვან საგურამომდე - მარიამი პასუხის გაცემას აპირებდა, როცა ნინოს ხმა გაისმა: - მარიამი ირაკლისთან ერთად წავა გიო… მე და შენ ერთად წავიდეთ - ნინო კმაყოფილი სახით უყურებდა, გიორგიმ სახე დაასერიოზულა, მარიამმა ირაკლისკენ გაიხედა. - კარგი, მე და ირაკლი ერთად წამოვალთ - ირაკლიმ მხოლოდ თავი დაუქნია და თავისი მანქანისკენ მიანიშნა, კარი გაუღო, ზუსტად ისე, როგორც ჯენტლმენებს შეეფერებათ..მარიამი ჩაჯდა, ირაკლი საჭეს მიუჯდა. - იმედი მაქვს დიდი ხნის გზა არ არის იქამდე… - თქვა მშრალად - ძალიან კარგს იზამ თუ ხმას არ ამოიღებ მთელი გზა - მარიამმა ღვედი შეიკრა. - მხოლოდ იმიტომ წამოგყევი, რომ ჩემი და გიორგისთან მარტო დამეტოვებინა… სხვა შემთხვევაში საერთოდ არ ვარ მოხარული აქ ყოფნით - ირაკლიმ ირონიულად ჩაიცინა. - გზა ხომ იცი? - კი, რა თქმა უნდა… - გადახედა გვერდულად - მაგრამ ხმა თუ არ უნდა ამოვიღო, როგორ გასწავლო? - მაგისთვის შეგიძლია საუბარი - მანქანა ნელა დაიძრა, თბილისის ქუჩები უკან დარჩა..საღამო ნელ-ნელა ჩამოდიოდა, ცა იასამნისფრად იღებებოდა..წინ დაახლოებით ორმოცი წუთის გზა იყო საგურამომდე და ამ გზაზე… სიჩუმე აშკარად არ აპირებდა დიდხანს დარჩენას.. - ცოტა სწრაფად წადი, თორემ სულ ჩამოვრჩით ქორწილის ხალხს! - რა პრობლემაა, გზა ხომ იცი? - კი ვიცი! - არ დაიბნა მარიამი. - იმ თეთრ მანქანას წაყევი ბოლომდე, ის ჩვენი ქორწილიდანაა. - დარწმუნებული ხარ? - კი! - მარიამმა სარკე ჩამოსწია, პომადა შეისწორა, მაკიაჟს გადახედა. ირაკლიმ ფანჯარა ჩამოსწია. - ასწიე… მცივა… - მე კი მცხელა. - შენ უგრძნობი რობოტი ხარ! - შენ კი მგრძნობიარე პრინცესა, არა? მამიკოს გოგო… - ირაკლი აშკარად აჯავრებდა. - გგონია ამით გამაბრაზებ? - არა… შენ ხომ ამაყობ შენი მამიკოთი… - სისწრაფეს მოუმატე! ჩამორჩი ხომ ხედავ! - ირაკლიმ გაზს ბოლომდე მიაჭირა, მანქანა ელვის სისწრაფით გავარდა წინ. - ასე მოგწონს? - ხმაში აშკარა პროვოკაცია ჰქონდა. - იდიოტო გაჩერდი! ასე ავარიაში მოვყვებით!! - უცებ ძლიერად დაამუხრუჭა, მანქანა გზაზე გაჩერდა, მარიამმა ღრმად ამოისუნთქა. - ავადმყოფი ხარ!! სად ვართ? - არ ვიცი… აი ის მანქანა უკან მოდის… გავყვეთ - ისევ იმ თეთრ მანქანას მიყვნენ, გზა უცნაურად ცარიელი იყო..ნელ-ნელა ქალაქის ხმაური გაქრა. გარშემო ბუნება, სიცარიელე… და რაღაც უცნაური სიჩუმე. - ეს მანქანა ნამდვილად ქორწილში მოდის? - კი! - ირაკლიმ სისწრაფე მოუმატა, წინ გაუსწრო და მძღოლს ანიშნა გაჩერებაზე, მანქანა გაჩერდა..საჭესთან უბრალო, დაღლილი სახის გლეხი იჯდა, როგორც კი გადმოვიდა, ირაკლიმ კბილებში გამოსცრა: - შენ რომ კაცი დაგიჯერებს - მარიამს გადახედა.. - მეგობარო… მგონი გზა აგვებნა… ქორწილში მივდიოდით… ახლა სად ვართ? -მამაკაცმა გაოცებით შეხედა. - აქ საძოვრებია… მსხვილფეხა პირუტყვის… ცენტრამდე დიდი გზაა, მაგრამ აგიხსნით - მარიამმა ირაკლის გახედა და ირონიულად ჩაიცინა: - მგონი შენს ბუნებრივ გარემოს მივუახლოვდით, ირაკლი… - ირაკლიმ სერიოზული მზერა ესროლა. - შენი ბრალია რომ დავიკარგეთ… მიდი, მაპი ჩართე - მარიამმა ტელეფონი ამოიღო, სწრაფად აკრიფა შეტყობინება ნინოსთვის — „გზა აგვებნა“, მაგრამ ეკრანზე სიგნალი გაქრა..მანქანა უკვე ტყის სიღრმეში შედიოდა. - არ იჭერს… - ნერვიულად აჭერდა ეკრანს, ირაკლიმ თავისი ტელეფონიც შეამოწმა. - არც ჩემი არ იჭერს - მოკლე სიჩუმე ჩამოვარდა, გარშემო სიბნელე, ხეები, და აბსოლუტური სიწყნარე..მარიამმა ჩუმად ჩაილაპარაკა: - ჯანდაბა… დავიკარგეთ… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


