შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემპიონი (ნაწილი 11)


6-05-2026, 18:50
ავტორი თინათინი10
ნანახია 539

ირაკლის მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა ყველაფრის გასააზრებლად. წინ, ცეცხლის ალებში გახვეული შენობისკენ გაშტერებული კობა იდგა, მისი ხმა უკვე აღარ ჰგავდა ადამიანურს, ეს იყო განწირული მამის ღრიალი..
ამ მომენტში ირაკლის წინაშე იდგა მისი ყველაზე დიდი მტერი გატეხილი, ძალაგამოცლილი, განადგურებული. და მაინც...
ვერ შეძლო ეყურებინა მშვიდად..
ვერ შეძლო დაეტოვებინა..მით უმეტეს "უდაბნოს ვარდს" ვერ მისცემდა დაწვის და დაჭკნობის უფლებას..ერთი წამითაც არ დაუყოვნებია, მოულოდნელად დაიძრა, ისეთი სისწრაფით, რომ იქ მდგომმა დაცვის თანამშრომლებმაც კი ვერ გააცნობიერეს რა მოხდა.. ისინი მხოლოდ უყურებდნენ ალმოდებულ სახელოსნოს, ვერ ბედავდნენ შიგნით შესვლას.. ირაკლი კი უკვე ცეცხლში იყო, კობას ყვირილი წამით შეწყდა, თითქოს ვერ გაიგო ვინ შევარდა, მერე ისევ დაიყვირა, უფრო ხმამაღლა, უფრო სასოწარკვეთილი:
- გადამირჩინეთ ჩემი მარიამიიიი!! მოვკვდები მის გარეშეე... ვერ ვიცოცხლებ!! - ეს სიტყვები თითქოს გზაში დაეწია ირაკლის, მაგრამ ფიქრის დრო არ იყო..შიგნით სხვა სამყარო დახვდა, ცეცხლი ყველაფერს ჭამდა..კედლები ალისფრად ციმციმებდა, ჰაერი მძიმე და დამწვარი იყო, სუნთქვა თითქმის შეუძლებელი..სითბო კი არა სიმხურვალე იყო, რომელიც კანს წვავდა, იატაკზე ჩამოცვენილი ნახატები ნელ-ნელა იწვოდა, ფერები დნებოდა, მარიამის მიერ შექმნილი სილამაზეები ქრებოდა
და შუაგულში...მარიამი იწვა, უძრავად..ცეცხლი უკვე უახლოვდებოდა, ირაკლი სწრაფად მივარდა, დაიხარა, ხელებში აიტაცა თითქოს არაფერს იწონიდა.
- მარიამ... - ხმა ჩაეხშო ხველაში,
გულთან მიიკრა.. მისი სახე უცნაურად მშვიდი, თითქმის უსიცოცხლო იყო..ირაკლი ძლივს იხედებოდა თვალებში..სუნთქვა უჭირდა, ჰაერი აღარ იყო, მაგრამ ხელი არ გაუშვია მისთვის, უფრო ძლიერად იჭერდა..ფეხზე მყარად იდგა უკანასკნელი ძალებით..
ცეცხლი ძლიერდებოდა, ჭერი ჭრიალებდა, ყველაფერი ინგრეოდა.
მარიამის ნახატები - მისი სამყარო.. ფერფლად იქცა..ირაკლის პორტრეტებიც..ირაკლიმ გზა გაკაფა,
ცეცხლს ისე ებრძოდა, თითქოს ტატამზე იდგა სწრაფად, ზუსტად, დაუფიქრებლად..ყოველი მოძრაობა გათვლილი იყო..მოულოდნელად
გავარვარებული ფიცარი ზურგზე დაეცა, ტკივილმა სხეული თითქოს გათიშა,ფეხებში ძალა ეცლებოდა,
მუხლებზე დაეცა მაგრამ ხელს ცოცხალი თავით არ უშვებდა..
კბილები ერთმანეთს დააჭირა, ძალები მოიკრიბა, ადგა, ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი..და ბოლოს
გარეთ გავიდა..ჰაერი ფილტვებში მძიმედ შეიჭრა, ღრმად ამოისუნთქა..
ნახევრად მოხრილი იდგა, ტკივილისგან სხეული ეშლებოდა, მაგრამ მარიამი ისევ მკლავებში ჰყავდა..კობა მიწაზე იყო დამხობილი.
- ჩემი შვილიი!! ჩემი საყვარელი შვილი მიკვდებაა!! მე ვერაფერს ვაკეთეეებ... - ხმაში ყველაფერი ერია..ტკივილი, შიში, სასოწარკვეთა.
მერე...გაჩუმდა, ნელა წამოდგა, ცახცახებდა..ირაკლის მიუახლოვდა,
ჯერ მას შეხედა თვალებში,მერე მარიამს..მარიამმა ამოახველა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ცოცხალი იყო, კობას სახეზე ფერი დაბრუნდა,
იმედიც..ირაკლიმ მარიამი ხელში მიაწოდა ისე ფრთხილად, თითქოს პატარა ჩვილი ყოფილიყო და როცა ხელი გაუშვა თავად ვეღარ გაძლო, ტკივილმა საბოლოოდ მოერია, მუხლები მოეკვეთა და ადგილზე ჩაიკეცა..

ირაკლიმ თვალები ნელა გაახილა.. პირველი, რაც დაინახა, მარიამის შეშინებული, გაფითრებული სახე იყო..მის თავთან დახრილი, ფრთხილად უვლიდა. რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ რეალობას დაბრუნებოდა, შემდეგ ტუჩის კუთხე ოდნავ აეწია.
- მოვკვდი და სამოთხეში ვარ? -
მარიამსაც უნებლიეთ გაეღიმა, თუმცა თვალებში შიში მაინც არ განელებოდა. ოთახში მდგარმა კობამ მკაცრად ჩაახველა. ირაკლიმ ახლა შენიშნა მისი არსებობა, მზერა მისკენ გადაიტანა და ირონიულად ჩაილაპარაკა:
- არა… სამოთხეში არ ვარ… სატანაც აქ ყოფილა...
- როგორც ვხედავ, ხასიათი არ დაგიკარგავს - ცივად უპასუხა კობამ.
მარიამი უკვე საქმეზე გადავიდა.
- ზურგზე ჭრილობა გაქვს… წამოიწიე, უნდა დაგიმუშავო.
- ჭრილობა?
- ჰო… როცა გამომიყვანე, დამწვარი ფიცარი მოგხვდა ზურგში.
- არ არის საჭირო - ჩაერია კობა
-საავადმყოფოში გავგზავნით -
მარიამი მკვეთრად შეტრიალდა, ხელი მოჰკიდა და კუთხეში გაიყვანა.
- მამა! ამ ადამიანმა სიცოცხლე გადამირჩინა! ნუთუ ელემენტარული ზრუნვაც არ ეკუთვნის?!
- საავადმყოფოში ვერ მიხედავენ?
- ის რომ არა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი! - კობამ უკმაყოფილოდ გადააქნია
- კარგი… რაც გინდა ის ქენი.. - ირაკლი წამოდგომას ცდილობდა.
- რას აკეთებ? - მარიამი მაშინვე მიიჭრა, ხელი შეაშველა.
- უნდა წავიდე...
- არ გაგიშვებ! სანამ ჭრილობას არ დაგიმუშავებ - კობამ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ოთახი დატოვა.. მარიამმა ბალიში გაუსწორა ირაკლის, მისი თმა სახეზე ჩამოეყარა.. ირაკლიმ ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, თითქოს გაბრუვდა..
- ხანძარი როგორ გაჩნდა?
- მიშკა იყო… - მარიამის ხმაში ისევ დაძაბულობა იგრძნობოდა
- შენ რომ წახვედი, გამოვიდა… იეჭვიანა… ვერ გავაგებინე რომ არაფერს ნიშნავდა ჩემთვის… მერე დამარტყა… გონება დავკარგე… და ცეცხლი გააჩინა - ირაკლის თვალები გამკაცრდა.
- ნაძირალა… რატომ მაშინ არ გამოვიდა, როცა იქ ვიყავი?!
- იმიტომ რომ ლაჩარია...
- ეგ ადამიანი საშიშია შენთვის
- უკვე დააკავეს… - მარიამმა ღრმად ამოისუნთქა
- მიდი… მაისური გაიხადე - ირაკლიმ უხმოდ გადაიძრო მაისური, მარიამი წამით გაჩერდა..მის წინ იჯდა კაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ცეცხლში შევარდა მის გადასარჩენად… ძლიერი, დაკუნთული სხეული, ოდნავ დაძაბული კუნთები, კანზე ცეცხლისგან გაწითლებული კვალი… თითქოს ცეცხლიც ვერ გამკლავებოდა ბოლომდე..ფრთხილად მიიწია და ზურგზე ნაზად შეეხო..ირაკლი მაშინვე შეიშმუშნა.
- უჰჰ…
- გტკივა?
- მეწვის...
- დამწვარია… - ჩუმად თქვა მარიამმა და მალამო აიღო..ძალიან ფრთხილად წაუსვა წამალი..მისი თითები ნელა, სიფრთხილით მოძრაობდნენ, თუმცა თანდათან უფრო თამამადაც… ზურგის ხაზს ჩამოჰყვა, შემდეგ მხარზე გადაინაცვლა… მერე ისევ ქვემოთ.
მარიამმა თითქოს დაივიწყა, რას აკეთებდა, მისი შეხება აღარ იყო მხოლოდ დახმარება… უფრო ნაზი, უფრო შეგრძნებისმიერი გახდა.
შემდეგ ხელი მკლავზე გადაიტანა… ძველ, მკვეთრ ნაწიბურთან შეჩერდა.
ირაკლის გაეღიმა.
- ესეც შენი დამსახურებაა… გახსოვს?- მარიამმა ღიმილით დაუქნია თავი.
- ესეიგი… თუ რამე ჭრილობა გაქვს, ყველაფერი ჩემი ბრალია?
- სამაგიეროდ ისე კარგად მივლი… ვალში ვიქნები შენთან - მარიამი წინ დაუჯდა, თვალებში ჩახედა.
- შეგიძლია გადაიხადო.
- როგორ?
- არ ვიცი… შენ მოიფიქრე - ირაკლიმ ოდნავ დახარა თავი, მერე ნელა გაუსწორა მზერა.
- მაშინ ხვალინდელი დღე დამითმე… ვალს გადაგიხდი, უდაბნოს ვარდო.. ერთ ადგილას წაგიყვან, მოგეწონება - მარიამის თვალები მაშინვე გაბრწყინდა, პატარა ბავშვივით აღელდა
- სად?
- ხვალ გაიგებ.
- კარგი… შევთანხმდით… - თქვა ღიმილით და ისევ საქმეს მიუბრუნდა
- მოიცა… აქაც გაქვს გახეთქილი -
მეორე მხარეს გადაინაცვლა, ირაკლიმ ნელა გააყოლა თვალი..მის წინ დახრილი მარიამი, სტაფილოსფერი კაბა, რომელიც სხეულს რბილად ეკვროდა… მოძრაობისას მკერდის ხაზს ოდნავ უსვამდა აქცენტს…ირაკლიმ თვალები წამით აარიდა… მაგრამ ისევ დაუბრუნდა, არ უნდოდა ეყურებინა, მაგრამ მაინც უყურებდა.
თვალები გაურბოდა… და ისევ უბრუნდებოდა. მარიამი თითქოს ვერ ამჩნევდა… ან უბრალოდ არ იმჩნევდა.

სერგო სახლში, როგორც ყოველთვის, მთვრალი დაბრუნდა. კარის ზღურბლს ძლივს გადააბიჯა, ბარბაცით შევიდა მისაღებში, სადაც კობა იჯდა. შვილის ამ მდგომარეობაში დანახვამ ისედაც დაძაბული კაცი ბოლომდე გამოიყვანა წყობიდან.
- სად იყავი?! სად ჯანდაბაში იყავი?! - კობამ ისე გაარტყა სერგოს სახეში, რომ ლამის წაიქცა. მაშინვე საყელოში სწვდა და ახლოს მიიზიდა - შენი და ლამის ცოცხლად დაიწვა! იცი ვინ გადაარჩინა?! ირაკლიმ! ახლა მის წინაშე ვალში უნდა ვიყო მთელი ცხოვრება! და შენ სად იყავი ამ დროს?! ლოთობდი!
- მამა, მე...
- მოკეტე!! ხმა არ ამოიღო! გაეთრიე აქედან და თვალით არ დამენახო!! კაცის გარდა ყველაფერი ხარ!! მე რომ არა ყოველთვის არარაობა იქნებოდი!! - სერგო კედელს მიეყრდნო, ძლივს შეიკავა თავი, შემდეგ უხმოდ გაბრუნდა. კობა კი გაცეცხლებული იმ ოთახისკენ წავიდა, სადაც მარიამი და ირაკლი იყვნენ..შიგნით შესვლისთანავე ირაკლის შეხედა, წელს ზემოთ შიშველი იყო, კობას მზერა კიდევ უფრო გამკაცრდა.
- მარიამ, შენს ოთახში გადი!
- მამა...
- მარიამ, გადი! – ამჯერად უფრო მკაცრად გაიმეორა - მარიამმა წინააღმდეგობა აღარ გაუწია, ჩუმად გავიდა. ირაკლიმ ღიმილით გააყოლა თვალი..რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
- შენ ჩემი შვილი გადაარჩინე... - თქვა ბოლოს კობამ დაბალი, მაგრამ დაჭიმული ხმით
- უმადური არ ვარ.. მადლობელი ვარ! მაგრამ მგონია, უკვე კარგად ხარ და შეგიძლია წახვიდე - ირაკლიმ ნელა ჩაიცინა.
- წავალ, კობა... ჯერ აქ არაფერი მესაქმება… ჯერ-ჯერობით - კობამ წარბები შეკრა.
- რას გულისხმობ? - ირაკლი ნელა წამოდგა, თითქოს არ ჩქარობდა. მის თვალებში რაღაც სხვა, უფრო ღრმა ჩანდა.
- იქნებ ოდესმე შენ მოგიწიოს აქედან წასვლა...
- რას გულისხმობ, რეგვენო?! - ირაკლი უფრო მიუახლოვდა, სიტყვებს განზრახ წელავდა.
- იქნებ ოდესმე ყველაფერი, რაც შენ გეკუთვნის... ჩემი გახდეს... ქონება… სახლები… მანქანები… რესტორნები... - წამით შეჩერდა, თვალებში ჩახედა
- ყველაფერი რაც გაგაჩნია! რამე ხომ არ გამომრჩა? ჰო.. გამახსენდა.. კიდევ გაგაჩნია რაღაც ძალიან ძვირფასი.. - კობა დაიძაბა, ირაკლის ღიმილი უფრო გაღრმავდა.
- მარიამი.. - კობამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, შემდეგ აფეთქდა.
- როგორ ბედავ?! როგორ ბედავ ამის თქმას?! ჩემს შვილს ახლოსაც არ გაეკარო! მის სიახლოვეს არ დაგინახო!! - ირაკლი უკვე ძალიან ახლოს იდგა, არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხია.
- იცი რა არის, კობა? - ჩუმად, მაგრამ მკვეთრად თქვა
- ჩემი ყველაზე საყვარელი მტერი ხარ... ასე ადვილად ვერ დაგთმობ… ვერც შენ და ვერც შენს საყვარელ მარიამს - ამ დროს კარი გაიღო, ნინო შემოვიდა, მთელი მათი საუბარი გარედან მოისმინა.
- გავიგე რაც მოხდა… მარიამი სად არის? - არც ერთს არ უპასუხია, ირაკლიმ პერანგი შემოიცვა..
- მე წავალ... ოჯახს ხელს აღარ შეგიშლით… დღეს მაინც… - კობას შეხედა
- კარგად, კობა… კიდევ შევხვდებით -
გასასვლელისკენ წავიდა, გზაში კედელზე დაკიდებულ მარიამის ფოტოს მოჰკრა თვალი, შეჩერდა, რამდენიმე წამით უყურა… და უცნაურად გაეღიმა..შემდეგ წავიდა.
კობა ნელა შეტრიალდა ნინოსკენ. მის თვალებში უკვე მხოლოდ ბრაზი აღარ იყო, შიშიც დაემატა.
- ეს კაცი შენ შემოიყვანე ჩვენს ცხოვრებაში! - ხმის ტონი აუკანკალდა
- იმდენად გძულვარ, რომ ეს გამიკეთე! რაც აწი მოხდება… ყველაფერი შენი ბრალია იქნება! -
კობამ აღარ დაუცადა პასუხს, ოთახიდან გავიდა..ნინო მარტო დარჩა, რამდენიმე წამით არ განძრეულა, შემდეგ ნელა ჩაისუნთქა. მის თვალებშიც იგივე გაჩნდა რაც კობას ჰქონდა.. - შიში.

ირაკლი სახლში კმაყოფილი დაბრუნდა. მთელი გზა ღიმილი არ შორდებოდა, ხან იმაზე ეღიმებოდა, როგორ „მოშხამა“ კობა და როგორ დაინახა მის თვალებში შიში, ხანაც მარიამი ახსენდებოდა… და მაშინ ეს ღიმილი უფრო ღრმავდებოდა, თუმცა იმავე წამს უცნაური გაურკვევლობა ეპარებოდა.
იცოდა მარიამი ერთდროულად ორი სიმართლე იყო მისთვის. ერთი უცოდველი, სუფთა, ისეთი, როგორიც არ უნდა დაზიანებულიყო და მეორე სწორედ ის "ცოდვილი" ადამიანი, ვისი ხელითაც მისი ცხოვრება დაინგრა. გონებით ხვდებოდა, რომ ეს განზრახ არ ყოფილა, მაგრამ გულში მაინც სჭამდა ეს ფაქტი და თუ კობასთვის ყველაზე ძლიერი დარტყმის მიყენება უნდოდა მარიამი უნდა წაერთმია, სწორედ მისი მეშვეობით უნდა დაემარცხებინა..მაგრამ როგორ…? აქ იჭედებოდა..აბაზანაში შევიდა, ცივი წყლის ნაკადმა სხეულზე რომ გადაუარა, დამწვარმა კანმა თითქოს ამოისუნთქა. ფართო მხრები, მკვეთრად გამოკვეთილი კუნთები, დაჭიმული მკერდი, წყლის წვეთები ნელა ჩამოსდიოდა კანზე, ხაზავდა თითოეულ კონტურს. მკლავზე გადაჭიმულ ტატუს წვეთები მიჰყვებოდა და ქვემოთ იკარგებოდა.. თავი დახარა, წყალი თმებიდან ჩამოეწურა… მაგრამ გონებაში ისევ ის იყო - მარიამი.. მისი
ბავშვობის სახე დაუდგა თვალწინ… სუფთა, ნათელი, უშუალო, საშხაპიდან გამოვიდა, პირსახოცი მხრებზე გადაიგდო და სავარჯიშო ოთახში შევიდა. ტომარა მის წინ ეკიდა - მძიმე, უხმო მოწინააღმდეგე.
პირველი დარტყმა ძლიერად დაარტყა.. მეორე უფრო ძლიერად,
მესამე უკვე სიბრაზით..ახლა კი მარიამის ახლანდელი სახე წარმოუდგა - დიდი, ღრმა თვალები, მკვეთრი ნაკვთები… ის მზერა, რომელიც პირდაპირ გულში ხვდებოდა..თვალები დახუჭა კოცნა გაახსენდა, მოულოდნელად დარტყმები გამძაფრდა, მთელი ძალით ურტყამდა ტომარას, თითქოს თითოეულ დარტყმაში რაღაცის ამოხეთქვას ცდილობდა.შემდეგ ხანძარი გაახსენდა… როგორ აიტაცა ხელში… როგორ ეშინოდა კობას მათი სიახლოვის…კიდევ უფრო ძლიერად დაარტყა და ბოლოს დაიღრიალა..ხმა მთელ ოთახში გაისმა, გაჩერდა..მძიმედ სუნთქავდა, მკერდი სწრაფად აუდიოდა-ჩადიოდა, თვალებში რაღაც ბნელიც იყო და დაძაბულიც..ნელა დაიწყო წინ და უკან სიარული, მასში ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს,
ერთი, რომელსაც არ უნდოდა მარიამის გამოყენება, არ უნდოდა მისი გატეხვა და მეორე, რომელიც მზად იყო ეს გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ კობასთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა მიეყენებინა,
არც ერთს არ ნებდებოდა..ღამე ჩამოწვა..ცარიელ ბინაში დივანზე დაწვა, სიჩუმე მძიმე იყო, თითქმის შემაწუხებელი. დიდხანს უყურებდა ჭერს, ფიქრობდა… ისევ და ისევ იმავე წრეზე ტრიალებდა..უცებ, უფარდო ფანჯრიდან ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავს მოჰკრა თვალი, გაეღიმა, მარიამი გაახსენდა.. თვალები ნელა დახუჭა… და ბოლოს ჩაეძინა.

მეორე დილა.
გიორგი უკვე დიდი ხანია ვერ ისვენებდა.. ირაკლის სიტყვები გონებაში უმეორდებოდა „გამოვიყენებ… თავს შევაყვარებ…“
წინ და უკან დადიოდა.. ვერ პოულობდა ადგილს..ხედავდა… გრძნობდა ქიმიას ირაკლისა და მარიამს შორის. ისეთი იყო, რაც თვალს არ გამოეპარებოდა, არ უნდოდა მეგობრის დაკარგვა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.
ერთ მხარეს იდგა ირაკლი, ადამიანი, რომელიც ენდობოდა, რომელიც მიიღო, გაიზიარა, გვერდით დაუდგა რთულ მომენტში, ახსენდებოდა ის დღეები, როცა ირაკლი მასთან ჩავიდა უცხო მიწაზე და ყველაფერი ნულიდან დაიწყეს.. ერთად გეგმავდნენ, ერთად აშენებდნენ და მეორე მხარეს - მარიამი. ის დღე, როცა პირველად დაინახა და ყველაფერი დასრულდა, ერთი ნახვით შეუყვარდა..გიორგიმ თვალები დახუჭა. ღრმად ჩაისუნთქა.
- მაპატიე, ირაკლი… მე მარიამი მიყვარს… - გადაწყვეტილება მიიღო,
თვალები გაახილა უკვე სხვა გამომეტყველებით..შემდეგ სწრაფად აიღო გასაღებები… და პირდაპირ ხეცურიანების სახლისკენ წავიდა.

კობა ეზოში დახვდა გიორგის, მანქანიდან რომ გადმოვიდა, სახეზე ისეთი დაძაბულობა ეტყობოდა, თითქოს მთელი ღამე არ ეძინა. კობამ შეათვალიერა თავიდან ბოლომდე, არ ენდობოდა, არც არასდროს ენდობოდა ბოლომდე და არც სასურველი სტუმარი ყოფილა მისთვის..
- გამარჯობა კობა… დალაპარაკება მინდა შენთან - კობამ ეჭვის თვალით შეხედა.
- რა გინდა?
- შეიძლება სადმე მშვიდად ვისაუბროთ?
- ჩემს კაბინეტში - შევიდნენ. მძიმე, ჩუმი სივრცე.. კობამ სკამი გამოწია და დაჯდა, გიორგი კი მის პირდაპირ მოთავსდა, მაგრამ აშკარად ვერ პოულობდა სიტყვებს.
- გისმენ… რა მოხდა? - კობას ხმა მკაცრი და ცივი იყო, გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა.
- გადაწყვეტილება მივიღე.
- რა გადაწყვეტილება?
- უარს ვამბობ რესტორნის მეწილეობაზე… აღარ მინდა. ჩემს წილს გიბრუნებ - კობამ წარბები შეკრა.
- გიორგი, კონტრაქტი გვაქვს. ახლა იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ თანხა გადავიხადო და წილი გამოვისყიდო.
- არ მინდა არც თანხა, არც არაფერი… - თავი გადააქნია გიორგიმ
- გიბრუნებ ყველაფერს - კობა ჩუმად დააკვირდა. რაღაც აშკარად არ მოეწონა.
- მაშინ რას ითხოვ? - გიორგი გაჩუმდა, თითები ერთმანეთს გადააჭდო. თითქოს საკუთარ თავთან იბრძოდა.. მერე ბოლოს მაინც თქვა:
- მარიამი - ოთახში ჰაერი თითქოს ერთ წამში დამძიმდა, კობას სახე წაეშალა. შემდეგ მაგიდაზე ისე ძლიერად დაარტყა ხელი, რომ ხმა მთელ ოთახში გაისმა.
- ვერ გავიგე?!
- მარიამი მინდა… - ხმა უფრო დაბლა ჩაუვიდა გიორგის, მაგრამ მაინც მტკიცედ გააგრძელა
- მე ის მიყვარს! ყველაფერს გიბრუნებ მის სანაცვლოდ! - კობა ფეხზე წამოხტა.
- თქვენ ყველანი ჭკუაზე აღარ ხართ?! რა ჯანდაბა გინდათ ჩემი შვილისგან?! შენ როგორ ბედავ ამას?!
- თუ მარიამი ჩემთან არ იქნება… ირაკლი გამოიყენებს მას შენს წინააღმდეგ! - უკვე ხმას აუწია გიორგიმ
- შენც იცი, რას შეძლებს ის!
- შენ ნინოც გიყვარდა! - შეუტია კობამ.
- ნინო წარსულია.
- გაჩუმდი! გაეთრიე აქედან! არც შენ და არც ის ნაძირალა ჩემს შვილთან ახლოს არ მიხვალთ! - ყვიროდა კობა,
გიორგი არ განძრეულა.
- კობა! ირაკლი ყველაფერს გააკეთებს, რომ მარიამი დაგიპირისპიროს. ვიცი მისი გეგმები… თავიდან ერთად ვგეგმავდით ყველაფერს - ეს სიტყვები ჰაერში მძიმე ტყვიასავით გაჩერდა, კობა გაჩუმდა, ნელა ჩაჯდა ისევ სკამზე. ხელი სახეზე გადაისვა. თვალებში პირველად გამოჩნდა არა მხოლოდ სიბრაზე… არამედ ფიქრი.
- გთხოვ… - უფრო მშვიდად გააგრძელა გიორგიმ
- მომეცი საშუალება დავიცვა ის -
რამდენიმე წამი სრული სიჩუმე ჩამოვარდა, კობამ თავი ოდნავ ასწია.
- რას მთავაზობ? - გიორგი ოდნავ წინ გადაიხარა.
- პირველ რიგში ყველაფერს დაიბრუნებ. ირაკლის უნდა, რომ ყველაფერი წაგართვას… ქონება, გავლენა… და ბოლოს მარიამიც.
მე ვიცი ეს. დარწმუნებული ვარ, რადგან ამ ყველაფრის ნაწილი თავად ვიყავი - კობა ჩუმად უსმენდა. თვალები შევიწროვებული ჰქონდა.
- გინდა, რომ ირაკლი შენი ცხოვრებიდან გაქრეს? - დაამატა გიორგიმ ნელა
- მაშინ მომეცი ამის გაკეთების საშუალება. ამ საქმეს მე მივხედავ
- და სანაცვლოდ? - კობას ხმა ისევ მკაცრი იყო, მაგრამ უკვე ნაკლებად აფეთქებული, გიორგიმ თვალებში ჩახედა პირდაპირ.
- მარიამთან ხელს ნუ შემიშლი.. ისევ იგივეს ნუ გამიკეთებ.. - კობას სახეზე ისევ დაძაბულობა გაჩნდა. თითქოს ორი აზრი ებრძოდა ერთმანეთს მამის ინსტინქტი და შურისძიების სურვილი..ისეთი დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა, რომ საათის ტიკტიკიც კი ისმოდა, ბოლოს დაამატა
- ჯერ ირაკლი გააქვრე ჩემი ცხოვრებიდან, დამიმტკიცე რომ ჩემი შვილის ღირსი ხარ.. და მერე ვნახოთ!

მარიამი სარკის წინ იდგა და საკუთარ ანარეკლს ღიმილით აკვირდებოდა..მსუბუქი, ფერადი კაბა ტანზე ნაზად ედებოდა, თითქოს მისთვის იყო შეკერილი. თითებით ოდნავ ისწორებდა ქსოვილს, ხან მხარზე გადაისვამდა, ხან თმის ღერებს ჩამოისწორებდა. მაკიაჟი დახვეწილი ჰქონდა, არაფერი ზედმეტი, მაგრამ მაინც ისეთი, რომ მისი თვალები კიდევ უფრო ცოცხლად ანათებდა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და კმაყოფილად ამოისუნთქა. აშკარად ბედნიერი იყო… ელოდებოდა..ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა ეს მომენტი.
- ჰეიი, რას აკეთებ? - ანის მხიარული ხმა გაისმა.
- ვემზადები… - ღიმილი არ მოსცილებია მარიამს
- ირაკლიმ დღეს სადღაც უნდა წამიყვანოს
- ბოლოს და ბოლოს მომიყევი იმ ხანძრის შესახებ დეტალურად, გუშინ ვერ მოგისმინე წესიერად.
- მერე მოგიყვები… შენ როდის ჩამოდიხარ?
- სავარაუდოდ დღეს. ლევანი დავითანხმე და თბილისში ვიცხოვრებთ.
- ძალიან კარგი! ანუ სამსახურშიც დაბრუნდები?
- კი… და რაღაც გავიგე, რაც უნდა გითხრა - მარიამმა წარბი ასწია.
- რა?
- ნათია ფანცულაია ხომ იცი?
- ვინ არის ეგ?
- ჩვენთან მუშაობს, მთავარი შეფი.
- ხო მერე?
- თურმე ირაკლის ეპრანჭება - მარიამის ღიმილი უცებ გაქრა, წამით სარკეში საკუთარი სახეც კი უცხოდ მოეჩვენა.
- მერე მე რა ვქნა?.. - მშვიდად თქვა, მაგრამ ხმაში სიცივე შეეპარა.
- ისე გითხარი… რატომღაც საჭიროდ ჩავთვალე.
- რა ჩემი საქმეა… კარგი, წავედი. უნდა მოვემზადო - ყურმილი გათიშა,
რამდენიმე წამი უძრავად იდგა. მერე ისევ სარკისკენ შებრუნდა, თითქოს არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ თვალებში ის სითბო აღარ ჩანდა. ტუჩები ოდნავ მოკუმა და მაკიაჟის შესწორება გააგრძელა, უფრო ნელა, უფრო ჩაფიქრებულად..
ოთახის კარი ოდნავ ღია იყო. იქ, ჩუმად, გიორგი იდგა, შორიდან უყურებდა. თვალებს ვერ აშორებდა, მარიამის მოძრაობები, მისი მშვიდი სილამაზე… რამდენიმე წამით დაივიწყა კიდეც რატომ მოვიდა.
მარიამმა ბოლოს შეამჩნია, შეკრთა.
სწრაფად შემოტრიალდა და კარისკენ წავიდა.
- გიორგი?! აქ რას აკეთებ?!
- გამარჯობა… შენთან დალაპარაკება მინდა, მარიამ.
- ჩემთან? რაზე? - გიორგი მიუახლოვდა და ხელზე ხელი მოჰკიდა.
- პირდაპირ გეტყვი… ირაკლის არ ენდო - მარიამმა მაშინვე გამოგლიჯა ხელი.
- ვერ გავიგე?!
- ირაკლის არ ენდო! ის გიყენებს!
- გაგიჟდი? რას მელაპარაკები?! რა გამოყენებაზეა საუბარი?!
- ირაკლის მამაშენის განადგურება სურს! - ხმა აუკანკალდა გიორგის
- ამიტომაც ცდილობს შენთან დაახლოებას! ეს თავად მითხრა… უნდა, შენი საშუალებით კობა გაამწაროს! - მარიამმა თავი გააქნია, თითქოს ამ სიტყვებს ფიზიკურად იგერიებდა.
- არა… ტყუილია… ამას შენ რატომ მეუბნები? შენ ხომ მისი მეგობარი ხარ?
- კი ვარ… მაგრამ მე… - დაიბნა
- მე ვერ მივცემ მას იმის უფლებას, რომ გამოგიყენოს! ამას ვერ დავუშვებ! - მარიამის თვალები გამკაცრდა.
- როდის მერე გახდი ჩემი გულშემატკივარი?! - გიორგიმ უცებ ვეღარ შეიკავა თავი.
- მას შემდეგ რაც შემიყვარდი!!- ხმამაღლა თქვა, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა..მარიამმა თვალები გააფართოვა.
- მიყვარხარ, მარიამ! ძალიან მიყვარხარ! - აგრძელებდა გიორგი
- ვერ დავუშვებ, რომ ამ თამაშის ნაწილი გახდე! გთხოვ… არ ენდო ირაკლის! - გიორგი მიუახლოვდა, მაგრამ მარიამმა მკვეთრად დაიხია უკან.
- არ გაბედო! არ მომეკარო!! - დაუყვირა
- არც შენი სიყვარული მჭირდება და არც გაფრთხილება!!
- ირაკლიმ იცის შენზე სიმართლე - მარიამი გაშეშდა.
- რა სიმართლე? ..
- იცის, რომ დოპინგი შენ მიაღებინე.
- რას ბოდავ?!
- მე ვუთხარი! მე თვითონ ვუთხარი! მან იცის… და მაინც აგრძელებს შენთან თამაშს! დაფიქრდი რატომ?! -
ეს სიტყვები პირდაპირ გულში მოხვდა მარიამს, მან ხელი მოჰკიდა გიორგის და კარი გააღო.
- გაეთრიე! მეორედ ჩემს წინ აღარ გამოჩნდე! ავადმყოფო! - კარი ხმაურით მიიხურა, რამდენიმე წამი ადგილზე იდგა, მერე თითქოს რაღაც ჩამოენგრა შიგნით, სუნთქვა აუჩქარდა.
- ნუთუ… მართლა იცის?.. - ჩურჩულებდა თავისთვის
- ღმერთო… - ხელები აუკანკალდა.
იქნებ მართლა… ჩემი გამოყენება უნდა… არა… არა! - თავი გააქნია.
- უნდა დაველაპარაკო! - გიჟივით გამოვარდა ოთახიდან, კიბეებს თითქმის სირბილით ჩაუყვა, მისაღებში გიორგი ისევ იდგა, ახლა უკვე კობასთან ერთად.
- მამა! - თითქმის იყვირა
- ეს კაცი წავიდეს აქედან! ის შეშლილია! გააგდე!! - კობამ მშვიდად შეხედა.
- შვილო… მან სიმართლე გითხრა ირაკლიზე - მარიამს თითქოს მიწა გამოეცალა.
- ირაკლისთან დაკავშირებით ყველაფერს გავარკვევ! - მკვეთრად თქვა
- მაგრამ ეს ავადმყოფი აქედან გააგდე! ჩემი დის ყოფილი… სიყვარულს მიხსნის, ღმერთო! -
გიორგიმ ბოლოჯერ შეხედა.
- მიდი… წადი და როცა დარწმუნდები, რომ სიმართლე გითხარი… თვითონ მოხვალ ჩემთან - მარიამმა აღარ უპასუხა, კარი ძლიერად გამოაღო და სახლიდან გამოვარდა..ჰაერი თითქოს აღარ ჰყოფნიდა..გული ისე უცემდა, თითქოს გულმკერდს გაუხეთქავდა.
ერთადერთი აზრი უტრიალებდა თავში ირაკლი უნდა ენახა ახლავე..

ირაკლი სპორტდარბაზში იყო, მძიმე ტომარას ურტყამდა შეუჩერებლად, ყოველი დარტყმა თითქოს დაგროვილ ბრაზს, ფიქრებს და აუხსნელ დაძაბულობას აცლიდა. ოფლი წვეთებად ჩამოსდიოდა სხეულზე, სუნთქვა ღრმად და მძიმედ ამოდიოდა..მაგრამ აზრები მაინც არ ჩერდებოდა, მარიამი..ხან მისი სიცილი ახსენდებოდა… ხან თვალები… ხან ის წამი, როცა ხელებში ეჭირა ცეცხლიდან გამოყვანილი… ხან კოცნა…დარტყმები უფრო ძლიერდებოდა, კარი გაიღო..ირაკლი არ გაჩერებულა, სანამ ნაცნობი ხმა არ გაისმა.
- ნინო? რამ შეგაწუხა? - ნინო მკაცრი სახით იდგა, თვალებში აშკარა დაძაბულობა და გაბრაზება ეწერა.
- უნდა ვილაპარაკოთ - ირაკლიმ ტომარას კიდევ ერთხელ ძლიერად დაარტყა, მერე გაჩერდა და მისკენ შემობრუნდა.
- გისმენ - ამ დროს, დარბაზის კართან, ჩუმად მოვიდა მარიამი, სუნთქვა ჯერ კიდევ აჩქარებული ჰქონდა. კარი ოდნავ შეღებული იყო და ყველაფერი ესმოდა.
- ირაკლი… მე დაგეხმარე… - დაიწყო ნინომ
- ყველაფერი ჩემით მოხდა. მე დაგეხმარე იმაში, რომ მამაჩემს გასწორებოდი… მაგრამ შენ სხვა გზას ირჩევ, როგორც ვხედავ -
ირაკლიმ თვალები დააწვრილა.
- რას გულისხმობ?
- გუშინ დავინახე… - ნინოს ხმა გამკაცრდა
- მარიამს რომ კოცნიდი! და არა მარტო ეგ, გავიგონე რაც უთხარი გიორგის! სიტყვა-სიტყვით! და ისიც ვიცი, რაც უთხარი მამაჩემს! - რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.
- თუ დაგავიწყდა… - მშვიდად, მაგრამ ცივად უთხრა ირაკლიმ
- შეგახსენებ, რომ მარიამის შესახებ იდეა შენ მომაწოდე - ნინომ ერთი ნაბიჯი გადადგა და პირდაპირ სახეში გაარტყა, ხმა მკვეთრად გაისმა დარბაზში.
- მე გითხარი, რომ მარიამი უნდა გამოიყენოთქო?! - თვალები უელავდა
- მე მხოლოდ ის გითხარი, რომ მარიამმა მამა უნდა შეიძულოსთქო! შენ კი სულ სხვა გეგმები გაქვს! მე შენს მხარეს ვერ დავიჭერ!
- ნინო… ის, რაც გიორგის ვუთხარი, ისე არ არის, როგორც შენ გგონია -
ამ მომენტში კარი ბოლომდე გაიღო,
მარიამი შიგნით შემოვარდა ქარბორბასავით, ტაში დაუკრა.
- ბრავო! - ირონიით თქვა
- ორივემ გამაოცეთ! - ორივემ მისკენ გაიხედა.
- ცინიკოსები და ფარისევლები ხართ! - ხმა აუკანკალდა, მაგრამ მაინც მტკიცედ აგრძელებდა
- ერთმანეთზე უარესები! თქვენ მხოლოდ სიძულვილით საზრდოობთ!- ირაკლი მიუახლოვდა.
- თუ მომისმენ..
- რა უნდა მოგისმინო?! - გააწყვეტინა მარიამმა
- იმიტომ დამიახლოვდი, რომ მამაჩემი გაგემწარებინა?! კიდევ რატომ?! იმიტომ, რომ მე მოგაწოდე მაშინ საწამლავი?! - სიჩუმე.
- კი! მე ვიყავი! - ხმას აუწია
- თუ ამის გამო გინდოდა ჩემი გამწარება, ასეთი მზაკვრული გზა არ უნდა აგერჩია! შენ კაცი არ ხარ! არარაობა ხარ!! - ირაკლის თვალებში პირველად გაჩნდა რაღაც, არა ბრაზი… რაღაც უფრო მძიმე..მარიამი ნინოს მიუბრუნდა.
- შენ კი… - თვალები ცრემლით აევსო
- საცოდავი ადამიანი ხარ! ვერ დაიცავი ვერც შენი სიყვარული და ვერც შვილი! ახლა კი მამას გამწარებას ცდილობ?! - ნინო გაშეშდა.
- გული მერევა თქვენზე!! - მარიამი ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, სუნთქვა აუჩქარდა, სიტყვები ერთმანეთში ერეოდა. სახე გაუფითრდა, უცებ ხელი გულზე მიიდო, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა..ირაკლი მაშინვე მივარდა და ხელი შეაშველა.
- მარიამ..
- არ მომეკარო! - ხელი გააგდებინა
- არ მინდა! შენგან არაფერი არ მინდა! ჭირს წაუღიხართ ორივე! - ძლივს იკავებდა თავს ფეხზე, მერე მოულოდნელად შეტრიალდა და დარბაზიდან გავარდა..


მთელი დღე არსად ჩანდა მარიამი,
ტელეფონი გათიშული ჰქონდა.
ნინო ისევ და ისევ ურეკავდა თუმცა უშედეგოდ. კობა და გიორგი ქალაქს შემოივლიდნენ, ნაცნობებს ეკითხებოდნენ, ადგილებს ამოწმებდნენ… მაგრამ თითქოს მართლაც გაქრა, მიწამ ჩაყლაპა..
მხოლოდ გვიან საღამოს დაბრუნდა.
კარის გაღების ხმა ისე გაისმა, თითქოს სახლში არა, სცენაზე შემოდიოდა - მშვიდად… თუმცა იმ სიმშვიდის უკან რაღაც მძიმე, ბნელი იდგა, კობა მაშინვე წამოდგა.
- შვილო, სად იყავი? მთელი დღეა გეძებთ! - მარიამმა ნელა მოიხსნა ქურთუკი. მის თვალებში რაღაც შეცვლილი იყო სიცივე… სიმკაცრე… და ღრმად ჩაბუდებული ბრაზი ირეოდა..
- ვფიქრობდი, მამა… მარტო ვიყავი… და ვფიქრობდი.
- რაზე ფიქრობდი? - მარიამმა ნელა შეხედა
- იმაზე… რომ ირაკლის განადგურება მინდა, მე მინდა ამ ყველაფერში მონაწილეობა. მე მინდა თვითონ დავანარცხო ძირს! ისეთი გაკვეთილი უნდა ჩავუტარო… მთელი ცხოვრება რომ ვერ დაივიწყოს - კობა გაშეშდა, პირველად ხედავდა მის შვილს ასეთი სიძულვილით სავსე თვალებით.
- შვილო… - ხმა შეუმსუბუქდა
- მას აუცილებლად გავაგდებთ ჩვენი ცხოვრებიდან… გიორგის დახმარებით
- არა! - მკვეთრად გააწყვეტინა
- მე მინდა ეს გავაკეთო! გიორგი არაფერში მჭირდება! არც ვენდობი! ეგ კაცი ავადმყოფია! - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- მე ხომ მენდობი მამა?
- როგორ არ გენდობი… შენ ჩემი სიცოცხლე ხარ… - მარიამმა ოდნავ გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი აღარ იყო ძველი.
- მაშინ… ჩემს სახელზე გააფორმე რესტორანი - კობა გაოცდა.
- შვილო…
- მამა… მენდობი? - რამდენიმე წამი გაიწელა.
- დიახ გენდობი
- მაშინ მე გავუსწორებ მას ანგარიშს, ჩემთან თამაშს არ ვაპატიებ! - შეთანხმება შედგა, რესტორნის სრულუფლებიანი მფლობელი მარიამი გახდა, ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით მიდიოდა..

მეორე დღე - კობას დაბადების დღე, მაგრამ ეს უბრალოდ დაბადების დღე არ იყო, მარიამმა ყველაფერი იდეალურად დაგეგმა..სახლის დიდი ბაღი გარდაიქმნა, თეთრი და ოქროსფერი განათებები ხეებზე ეხვეოდა, ნაზი ნათურები ჰაერში ციმციმებდა, თითქოს ვარსკვლავები ჩამოიტანეს მიწაზე. მაგიდები თეთრი სუფრებით იყო გაწყობილი, თითოეულზე სანთლები და ცოცხალი ყვავილები იდგა. ფონად მსუბუქი მუსიკა ჟღერდა, რომელიც მთელ სივრცეს ელეგანტურობას მატებდა. სახლიც იგივე სტილში იყო გაფორმებული - კლასიკური, დახვეწილი, მდიდრული, მაგრამ არა გადაჭარბებული..კობასთვის სპეციალურად შეკერილი კოსტიუმი ელოდა - მუქი, იდეალურად მორგებული, ისეთი, როგორიც თავად არასდროს შეერჩია, მაგრამ რომელიც მას ბევრად ძლიერად და შთამბეჭდავად აჩენდა..და მარიამი…
ის გამოჩნდა ისე, რომ სივრცე თითქოს გაჩერდა, შავი, სხეულზე მომდგარი კაბა ეცვა, მაქმანებით გაფორმებული, რომელიც მის ფორმებს ხაზს უსვამდა, თუმცა ელეგანტურობას არ კარგავდა. ღრმა დეკოლტე დახვეწილად უსვამდა ხაზს მის ქალურობას, თმა თავისუფლად ჩამოშლილი ჰქონდა, ოდნავ ტალღოვანი, რომელიც ყოველ მოძრაობაზე ნაზად ირხეოდა. მაკიაჟი მსუბუქი, მაგრამ თვალებზე გაკეთებული აქცენტი მათ კიდევ უფრო გამოკვეთილს და მაცდურს ხდიდა..მისი თვალები…
სხვანაირად ანათებდა, ლამაზი იყო, მაგრამ ამ სილამაზეში ახლა რაღაც საშიში ელფერი შეეპარა..სტუმრები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ, ნინო მოვიდა, გიორგი მოვიდა..ძიუდოს ფედერაციიდან ხალხი, რესტორნის თანამშრომლები… ყველა და ბოლოს - ის..ირაკლი! როცა გამოჩნდა, რამდენიმე ადამიანი ინსტინქტურად გაჩერდა, მუქი ფერის კლასიკური კოსტიუმი ეცვა, თმა შეკრული ჰქონდა, რაც მის მკაცრ ნაკვთებს კიდევ უფრო გამოკვეთდა. მსუბუქი წვერი, ცივი, მაგრამ თავდაჯერებული მზერა… ნაბიჯები მშვიდი, თითქოს არანაირი დაძაბულობა არ არსებობდა, მაგრამ იყო, ჰაერში იგრძნობოდა..კობამ მაშინვე შენიშნა და მარიამს ჩასჩურჩულა:
- ეს აქ რას აკეთებს, შვილო?!- მარიამმა თვალიც არ დაახამხამა.
- ნუ ღელავ, მამა… მე დავპატიჟე - კობა გაოცდა.
- რა? - მარიამმა ირაკლის თვალი გააყოლა, ნელა, გააზრებულად..მის ტუჩებზე ოდნავი ღიმილი გაჩნდა.
- მტერი ახლოს უნდა იყოს… - შემდეგ კობას მიუბრუნდა და ძალიან მშვიდად, თითქმის ჩურჩულით დაამატა:
- მალე… აქ ბომბი აფეთქდება - კობას სახეზე ფერი შეეცვალა.
- რას ლაპარაკობ?.. - მარიამმა მხოლოდ გაუღიმა.
- მალე გაიგებ მამიკო..
მათი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს. ამჯერად აღარავინ არსებობდა მათ გარშემო, ხმები ჩაქრა, მუსიკა ფონად გაქრა, დარჩა მხოლოდ ორი მზერა… და მათ შორის გამავალი უხილავი დაძაბულობა.
მარიამმა ოდნავ გაიღიმა, ის მოძრაობდა ნელა, გამომწვევად, თითქოს იცოდა, რომ თითოეული მზერა ირაკლისკენ გადადგმული გამოწვევა იყო, კობა შორიდან აკვირდებოდა..მისი მზერა მათ შორის დარბოდა - დაძაბული, ეჭვიანი, გაღიზიანებული..არ მოსწონდა ეს, საერთოდ არ მოსწონდა..მარიამი მოულოდნელად გაჩერდა, შემობრუნდა. ირაკლის შეხედა პირდაპირ, ღრმად და თვალებით მოუხმო..შემდეგ ზურგი აქცია და წავიდა, კობას კაბინეტისკენ..კობა ყურადთებით აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას..მარიამი კაბინეტში შევიდა, კარი ნელა მიხურა და სავარძელში კომფორტულად ჩაჯდა.
სახეზე კმაყოფილი, მშვიდი ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს უკვე იცოდა, რა მოხდებოდა შემდეგ.. ნაბიჯების ხმა გაისმა, კარი ფრთხილად გაიღო, ირაკლი შიგნით შევიდა..მარიამი ნელა წამოდგა,
კართან მივიდა, მისი ვერცხლისფერი, წვრილქუსლიანი სანდლები იატაკზე მსუბუქად, მაგრამ მკაფიოდ აჟღერდა - ტაკ… ტაკ… ტაკ…ყოველი ნაბიჯი ხაზს უსვამდა მის სილუეტს, მის თავდაჯერებას… მის გადაწყვეტილებას, ირაკლი არ ინძრეოდა, მხოლოდ უყურებდა და შემდეგ მარიამი მისკენ დაიძრა ნელა, ძალიან ნელა..მისი ქუსლების ხმა ახლა უფრო მკვეთრად ისმოდა დახურულ სივრცეში,ვერცხლისფერი სანდლები, წვრილი ქუსლი, შიშველი კანი - ყოველი ნაბიჯი თვალს იზიდავდა… და ირაკლი უნებურად მის ფეხებს აყოლებდა მზერას..უკან დაიხია, ერთი ნაბიჯი, მეორე, მესამე…
სანამ ზურგით მაგიდას არ მიეჯახა..
მარიამი უკვე ძალიან ახლოს იდგა,
ხელში მარწყვი ეჭირა.
- ჩემი ხათრით არ გასინჯავ?… - მაცდურად გაუღიმა, ირაკლიმ ჯერ აათვალიერა ვნებიანი თვალებით
შემდეგ ხელი ნაზად მოკიდა მის მაჯას, მისი თითებიდან მარწყვი ნელა მიიტანა ტუჩებთან.. უკბიჩა, მაგრამ თვალებს არ აშორებდა, მარიამიც არ აშორებდა თვალს, ჰაერი დამძიმდა..შემდეგ ორივეს გაეცინა - დაბალი, იდუმალი სიცილით.
- აბა? რას იტყვი ირაკლი? შეგვიძლია ერთმანეთს რაიმეში გამოვადგეთ? - მტკიცედ ჩახედა თვალებში, ირაკლიმ წელზე ხელი შემოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- შეგვიძლია კი… უდაბნოს სურნელოვანო ვარდო - პიჯაკის ჯიბიდან თეთრი ვარდი ამოიღო და ნელა ჩაუმაგრა თმაში, მარიამმა თვალები დახუჭა წამით… შემდეგ ისევ გაახილა.
- მაშინ… დროა საბოლოო გასროლა შევასრულოთ. დროა ბომბი ავაფეთქოთ… აქ… მის საკუთარ სახლში… მის კაბინეტში… მის თვალწინ.. - მისი თითები ირაკლის ხელზე ჩამოსრიალდა… შემდეგ ნელა აუყვა კისრამდე, ირაკლის სუნთქვა გაუხშირდა, მარიამს უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი..დაიხარა, მის თმაში ჩარგო ცხვირი.
- მიდი ირაკლი… - ჩუმად ჩასჩურჩულა
- ბოლო ტყვია ვესროლოთ მამაჩემს… პირდაპირ გულში - შემდეგ ერთ წამში ირაკლიმ ბუმბულივით აიტაცა, მაგიდაზე გადააწვინა, მაგიდიდან ყველაფერი გადაყარა ხმაურით, უხეშად..მის კისერზ დაეწაფა ვნებიანად, მარიამი სწრაფად უხსნიდა პერანგის ღილებს…თითქოს ჩქარობდა, ნაბიჯების ხმა ისმოდა გარედან მაგრამ არცერთი არ გაჩერდა, პირიქით ელოდნენ..
- მიდი… ბოლომდე მტკივნეულად დავარტყათ მამაჩემს - მარიამი უკვე ზიზღით ლაპარაკობდა
- მინდა ტკივილისგან სული გაუმწარდეს! - კარი გაიღო და კობა გაშეშდა ნანახი სურათის შემხედვარე..წამით სუნთქვაც შეწყვიტა, მის წინ იდგა სცენა, რომელიც მის სამყაროს ანგრევდა, მისი შვილი და მისი მტერი ერთად,
მის კაბინეტში, მის თვალწინ.. ხელები აუკანკალდა, თვალები სისხლით აევსო.
- მარიაააააამ!!!! - დაიღრიალა მთელი ძალით, ხმაზე ხალხი მოცვივდა..ჩოჩქოლი, ჩურჩული, შოკი..მარიამი მშვიდად წამოდგა, კაბა შეისწორა, თმა უკან გადაიყარა.
სახეზე ცინიკური ღიმილით..ყველა გაოცებული უყურებდა მათ..ნინო, გიორგი, სტუმრები.. ვერავის გაეგო რა მოხდა..მხოლოდ მარიამს და ირაკლის დასთამაშებდათ ირონია სახეზე.
- რა გაყვირებს მამა? სირცხვილია სტუმრებთან - კობა კანკალებდა.
- მარიამ… რა ჯანდაბას ნიშნავს ეს ყველაფერი?! შენ მასთან რა გინდა?!-
მარიამი მიუახლოვდა ძალიან ახლოს და მშვიდად თქვა:
- შესწორებას შევიტან… მას სახელი აქვს - ცოტა შეყოვდა, შემდეგ ცხვირწინ აუფრიალა დოკუმენტი,
ჩემი ქმარი - ირაკლი თავართქილაძე.. სრული დამაგრეველჯ სიჩუმე ჩამოწვა,
მარიამმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ბოლო დარტყმა მიაყენა:
- და ასევე… რესტორნის ახალი მფლობელი! - ირაკლის ხელმკლავი გამოსდო და კმაყოფილმა გადახედა ყველას გაოცებულ სახეს..



№1 სტუმარი სტუმარი მარი

როგორც ყოველთვის საუკეთესოა. ნეტავ რა ჩსიფიქრა მარიამმა? საინტერესოა

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

მოუთმენლად გელოდებით

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად წერთ. კარგი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent