შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ისტროია ( მეშვიდე თავი )


გუშინ, 23:17
ავტორი justforfun
ნანახია 1

VII - ყაზბეგზე უწინ
- დარწმუნებული ვარ დაგირეკავს . - ღიმილით ჩაილაპარაკა ნანუკამ და გრძელი ფეხები ლენას აივნის მოაჯირზე შემოაწყო. უკვე ბინდდებოდა. ხედი ქალაქზე ყაზბეგიდან ხელისგულივით იშლებოდა. მათი საყვარელი თავშეყრის ადგილი უცვლელი იყო, ამჯერად ლენასთან მოეწყვენენ . უკვე წლებს ითვლიდა ეს ტრადიცია. მხოლოდ წვიმიანი ამინდი უშლიდათ ხელს , თორემ თოვლიანშიც კარგად ირგებდნენ დიდ ტერასაზე მოსვენებას.
- ვინ დაურეკავს ?! - დაიზრიალა მეზობლის ბოხმა ბარიტონმა, რომელიც იმ წამს გამოვიდა თავისი სახლის აივანზე და გოგონებს ეჭვიანი თვალებით გადმოხედა.
- ვაიჰ . - შეიცხადეს ერთდროულად გოგნებმა , ბიჭის უცაბედათ გამოჩენით შეშინებულებმა.
- რამ შეგაშინათ, ლამაზებო?! - ხარხარი აუვარდა გოგონების დაფეთებული სახის დანახვისას ლაშას.
- შენმა მჟავე სახემ , ლაშუ - გაიწელა ავივანზე გედენიძე და ბიჭს წარბები სასაცილოდ აუთამაშა.
- აქ , მჟავე მხოლოდ შენი ხასიათია, ნანუ - არ დაუთმო დაცინვა ბიჭმა და მის ხარხარს ლენაც შეუერთდა. გაგიჟდა გედენიძე , რომ დაინახა საკუთარმა დაქალმაც ლაშას აუბა მხარი და ცხვირი სასაცილოდ აუბზუა ორივეს.
- და.. ვინ უნდა დაგვირეკოს ? - კითხვინიშნად გადაიქცა მეზობელი გვერდით აივნიდან .
- დათა გელოვანმა. - უპასუხა გედენიძემ და დაქალის დაბრიალებული თვალები დააიგნორა. ლენას ბუნდოვნად ჩაესმოდა ნანუკასა და ლაშას გაუთავებელი კამათი. გონებაში მოუსვენრად ლივლივებდა მამაკაცის სიტყვები : ,,თვალი ვერ მოგწყვიტე’’ .
- დათა ვინ არის, ვატოს ძმაკაცი ?! . - ბიჭის ტონზე სიცილისგან ორად მოიკეცა ნანუკა გედენიძე. ლენა აზრზე მოიყვანა, სიცილისგან სკამიდან ძირის ჩამოვარდნილმა დაქალმა.
- დაიძაბა ქურდი , ლაშა ქუთაისკი.- გედენიძის სიცილის მეორე ტალღამ წამლეკავად გადაუარა ყაზბეგის ქუჩას.
- ვაიმე, ნანუკა! - შეშფოთებულმა აფხიკა იატაკზე მოფანტული დაქალი ლენამ და ლაშას გაკვირვებულმა ახლა თავად გახედა.
- რა იყო, ლაშუ , არ შეიძლება დამირეკოს ? - გაინაზა ,,პატარძალი’’ და ნანუკა გვარიანად დაფერთხა, იატაკიდან აყოლილი მტვრისგან .
- შეიძლება, ჰო, მაგრამ , რატომ გირეკავს ? - ვერ დააკავშირა დათა გელოვანი ლენა ჯაფარიძესთან ბიჭმა. ნანუკასგან განსხვავებით მან არაფერი იცოდა აგარაკის წვეულებაზე მომხდარის შესახებ, რადგან იმ ღამეს, რომელი ღამის გახსენებაც ნანუკას სწორედ ლაშას გამო არ უნდოდა, ბიჭმა ვატოს მეგობარ გოგონებთან ერთად გაატარა და უსირცხვილოდ დაივიწყა ლენა-ნანუკას ორეული.
- ცოტა ყურადღება რომ გამოგეჩინა გელათში შეკრებისას ჩვენს მიმართ, ალბათ გეცოდინებოდა, რატომ შეიძლება ურეკავდეს დათა შენგელია შენს კარის მეზობელს, მაგრამ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყავი დაკავებული და ვერაფერს შეამჩნევდი. - დღეს უკვე მეორედ და უფრო მკვახედ აუბზუა ცხვირი ბიჭს და აივნიდან სამზარეულოში გაუჩინარდა.
- რა ჭირს ამას ? - დაბნეულმა შეეკითხა ლენას და ხელები გაკვირვების ნიშნად ჰაერში აატრიალა .
- რავიცი, ლაშუ, რას გაიგებ, ნანუკაა .- გაეცინა ლაშას დაბნეულ სახეზე ჯაფარიძეს და ფინჯნიდან გაყინული ყავის ბოლო წვეთები მოსვა.
- ეჭვიანობს . - დაასკვნა გახარებულმა და თავისი აივნიდან ლენას აივანზე წამებში ისკუპა.
- სად წავიდა ? - დაუპატიჟებელი სტუმარი ფეხაკრებით შეიპარა სახლში ნანუკას მოსაძებნად.
- აქ რას აკეთებ , გაიძვერა ?! - წარბები შუბლზე აეზიდა გედენიძეს წელზემოთ შიშველი ბიჭის დანახვისას.
- იეჭვიანე, ნანუ? - გოგონას თმაზე მიეთამაშა სალდაძე და მის ანთებულ მზერას თავისი მშვიდი თვალები დაახვედრა.
- შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო, ბალღო . - კოვზი ნაცარში ჩაუნარცხა ფლირტს შემოყოლილ ლაშა სალდაძეს ნანუკამ და აივნისკენ გამოიქცა, ბიჭიც უკან აედევნა ფეხდაფეხ. ლენა ფეხებმოკეცილი იჯდა სავარძელში და მოსულ შეტყობინებებს უკვე მეასეჯერ კითხულობდა. ყურებამდე გაკრეჭილ ლენას დანახვაზე სასწრაფო ინტერვიუ ჩამოართვა დაქალებს აივნიდან შემოჭრილმა ლაშა სალდაძემ და დეტალების მოსმენისას სახე ნერვიულად მოისრისა .
- მე, სად ჯანდაბაში ვიყავი, შენ რომ კვდებოდი დასალევისგან და დათა შენგელია გივლიდა ? - სასაცილოდ დაიჭყანა ბიჭი.
- გითხარი სადაც იყავი და ნუღა ტირიხარ, პატარა ბავშვივით . - მის ნერვებზე აცეკვდა ნანუკა გედენიძე. გოგონას მცდელობაზე , თუ როგორ ცდილობდა გაებრაზებინა ლაშა ბიჭს სიცილი აუტყდა და მხრით მიეხუტა სავარძელზე მჯდომ ლენას.
- ტირილი , რომ არ მჩვევია კარგად იცი , ნანუ - გაუღიმა გოგონას და დაამატა მშვიდად - მაგრამ უბნის ამბები, რომ ძალიან ჩამოშორდა ჩემს თვალთახედვას ფაქტი სახეზეა და უცნაურია. ბოლო სიტყვებზე ლენას გაუსწორა მზერა ბიჭმა.
- არაფერია სათქმელი და არც უცნაურია რამე ლაშუ, რაც მოხდა ყველაფერი გითხარით, ისედაც . - გაუღიმა გულწრფელად მეგობარს და საპასუხოდ თავადაც მიეფერა მხარზე.
- უხნაური ის არის , ერთ შეტყობინებას ოთხჯერ რომ კითხულობ და ექვსჯერ გეცინება - ცხვირზე ხელი დაჰკრა ლენას ბიჭმა.
- შენ საიდან იცი , რამდენჯერ წავიკითხე ? - იხტიბარი არ გაიტეხა ლენამ.
- სახეზე გაწერია. - ნანუკა უკვე ხმამაღლა იცინოდა. - ლაშა, ძმაო, რას ეღირსე - მხარზე ხელი დაჰკრა ბიჭს ნანუკამ. - მგონი ცხოვრებაში პირველად გეთანხმები.
- ნუ აზვიადებთ. - ჩაიბურტყუნა ლენამ გაბრაზებულმა და პლედი მჭიდროდ შემოიხვია საღამოს სუსხისგან შეციებულმა. ეკრანი ისევ განათდა. მაგიდაზე განათებულ მობილურს სამივემ ერთდროულად დახედა.
- ისა არის! - ტაში შემოკრა გედენიძემ.
გოგოს წამოკივლებაზე ლაშა ჰაერში შეხტა. ლენა კი მობილუირსკენ დაიხარა შესამოწმებლად.
‘’ იმედია ისე არ დაიკარგები, როგორც გელათის შემდეგ :) ” - მოიწერა შეტყობინების ავტორმა და ლენამ უკვე მესამე შეტყობინება დატოვა პასუხგაუცემელი.
დიდხანს ისაუბრეს მეგობრებმა ძველ, ახალ და მოსალოდნელ ამბებზე. ბოლოს მარტო შემორჩა აივანზე სახლის მანპინძელი. კიდევ კარგა ხანს დარჩებოდნენ ნანუკა ოჯახს რომ არ მოეკითხა და არ შეეხსენებიათ მისთვის ,რომ აქვს სახლი , რომელშიც ელოდებიან . ძალიან კი გაუჭირდა ჭორიკანა დაქალს მოსალოდნელი ამბების დათმობა, მაგრამ იფიქრა, რომ ლენას ახლა მარტო ყოფნა უფრო სჭირდებოდა , ამიტომ დაემშვიდობა გოგონას და ლაშასთან ერთად დატოვა სახლი.
სიგიჟემდე უყვარდა ლენას ლაშა და ნანუკა. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, სიყვარულითა და პატივისცემით სავსე ( აქ არ ითვლება ლაშა-ნანუკას გაუთავებელი კამათი, რომელიც ჭარბი სიყვვარულისგან მოსდით ხოლმე). ნდობა და ამ ნდობაზე აგებული მთელი ურთიერთობა არის ის, რაც კომფორტულად აგრძნობინებდა ლენას თავს მეგობრებთან. მოულოდნელად ეკრანი ისევ განათდა და მოლოდინმა სასურველი ნომრის დანახვის შესახებ , გოგონას პულსი საგრძნობლად შეათამაშა, მაგრამ შემოწმებისთანავე გაუცრუვდა იმედი, რადგან შეტყობინება მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. სწრაფად ჩახურა მომაბეზრებელი შეტყობინება და შენგელიას ნომრიდან მოსული წერილები კიდევ ერთხელ გადაათვალიერა. გონს, რომ მოვიდა პასუხი უკვე გაეგზავნა. ეკრანზე იკითხებოდა მაცდურობითა და პრანჭვით, სიკეკლუცითა და რაღაც კარგის მოლოდინით შერჩეული წინადადება :
,, იმისათვის, რომ ისევ არ დავიკარგო, საინტერესოა, რის გაკეთებას შეძლებ :) “.
- ეს რა გავაკეთე . - მობილური უმალ გათიშა და სახე სკამზე მოკეცილ მუხლებში ჩარგო გოგონამ . თავჩახრილი ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან . იცოდა ცეცხლს ეთამაშებოდა და შესაძლოა ამ ცეცხლს დაეწვა კიდეც, მაგრამ არ აშინებებდა მოგიზგიზე ალი მის ცნობიერს, პირიქით მისკენ ისე მიმზიდველად იწვევდა როგორც გაყინული ადამიანი მიიწევს კოცონისკენ ცოტაოდენი სითბოსთვის.
- ნანუ, ნეტავ აქიყო.. - ამოიტირა საწყლად ლენამ და თავის გაგზავნილ შეტყობინებას მეასეჯერ დახედა.

ხაზს იქეთ საწოლიდან წამოხტა დათა შენგელია. ვერ იჯერებდა , რომ როგორც იქნა უპასუხა. გული თინეიჯერი ბიჭივით შეუხტა სხეულში. უნებური ღიმილი ეპარებოდა ტუჩის კუთხეში და ოთახიდან აივანზე გზას უკვე მესამეჯერ გადიოდა. შუაღამის ბურუსში , შეძლეს და მისი მშვიდი, აუღელვებელი ბუნება ქაოსში მოაქციეს. ეს ჯერ კიდევ პირველი შეხვედრის დროს იგრძნო. სასმლისგან გაბრუებული გოგონა რომ გაჭირვებით მოიყვანა გონს. წამიერად გაახსენდა , როგორ იგრძნო გოგონას თმიდან წამოსული ვანილის ტკბილი არომატი,როგორ შეერია მის ფილტვებს დაუკითხავად თავბრუდამხვევი სურნელი. თითქოს ისევ იგრძნო როგორ ნაზად შემოჰხვია ლენამ მას ხელები წონასწორობის შესანარჩუნებლად და როგორ აეწვა შეხების ადგილი დათას, თითქოს გახურებული, მწველი საგანი შეხებოდა.
- რის გაკეთებას აპირებ ?! - შეეკითხა საკუთარ თავს და მობილური ხელში დაატრიალა. არ უნდოდა აჩქარებულიყო, ან რამე არასწორად გაეკეთებინა. მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა სასიამოვნო იმპულსებს ქნიდა მის გონებაში. გრძნობდა თავის ცხოვრებაში სიახლეებით სავსე ეტაპი იწყებოდა და ცხოვრებაში პირველად ჰქონდა დაოუკებელი სურვილი იმისა, რომ ყველაფერი ძალიან , ძალიან კარგად ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent