შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი 8


გუშინ, 09:50
ავტორი Tak.oo
ნანახია 63

მეორე დილით ნიცა ისე იქცეოდა თითქოს ლიას იუბილე არც კი ახსოვდა.ჯერ აუზთან შეზლონგზე იწვა,გვიან ისაუზმა.
თავის ოთახში განმარტოვდა და ტორტის შეკვეთა და ვახშმისთვის ზარი განახორციელა.საღამოს 7 საათისთვის შეუთანხმდა სტუმრებს.მანამდე კი ლია უნდა გაეშვა სახლიდან.არ იყო რთული საქმე,სთხოვა კონკრეტულ მაღაზიაში მოლში რაღაც მომეწონა ვერ გავალ და გთხოვ შენ წადიო.პირველი შემთხვევა არ ყოფილა,ამიტომ ლიას არაფერი უეჭვია.სხვადროსაც მოუტანია გოგოსთვის ასე ნივთები.
_ ალექსანდრე…- ასძახა მეორე სართულზე მყოფ ბიჭს._ ვიწყებთ…_ როგორც კი ბიჭმა პასუხი დაუბრუნა.
_ წადი დედა და ლიაკოს მშობლები მოიყვანე.დანარჩენს აქ მე მივხედავ.
_ მაგიდის გაშლაში მოგეხმარები…
_ ეზოში,აივნის ქვეში მინდა,თუ ფანჩატურში სად ჯობია?_ ჩაეკითხა ბიჭს.
_ ფანჩატურშიც ლამაზი იქნება,მასზე ასული გლიცინია ყვავის და…
_ კაი მანდ იყოს…აი,ის თეფშები გამოალაგე- ხელით მიუთითა მაღალ თაროზე._ხო აი ეგ და გაიტანე,მე ჭიქებს მოვიტან…
_ აუ,ალექსანდრე,ვერ მივწვდები,ჩამოალაგე რა და ისე გადი…
ბიჭს ჩაეღიმა,მაგრამ უსიტყვოდ შეასრულა ეს დავალებაც.
ხელსახოცები გაშალა მაგიდაზე.
_ გაიტანე რა ეგენი,მე ამათ დავკეცავ,გუშინ პატარა ხრიკი ვნახე ლამაზად დაკეცვის…
ალექსანდრემ გაიტანა თეფშები,ჭიქები,შემდეგ დანა-ჩანგალი.ნიცა კი მშვიდად და დიდი მონდომებით კეცავდა ხელსახოცებს.
_ მგონი ლამაზია ხომ?_ დაასრულა და ალექსანდრეს შეახედა.
_ კი,მშვენიერია,თუ გავითვალისწინებთ რომ ნახევარი საათია 6 ცალ ხელსახოცს კეცავ._ დასცინა ბიჭმა.
_ ნუ ხარ ბოროტი,სილამაზე ასე იქმნება,დრო უნდა…
_ დიახ,დიახ რა თქმა უნდა,მომიტევეთ მე უგუნურს…
ნიცამ გადაიკისკისა.
_ წამოდი ყვავილები დავკრიფოთ და მერე მეც თავისუფალი ვიქნები,შემეძლება გამოგყვე დედას მოსაყვანად და ლიაკოს მშობლების.
_ ძლივს არ მოიცალე?! მთელი დღეა საქმეში ხარ.
ნიცამ რამდენიმე ხელსახოცი დაკუჭა და ესროლა ბიჭს.ეცადა არიდებას,მაგრამ თავში მოხვდა.ნიცას სიცილი აუტყდა.
_ მწარე ენის პატრონს ასე უნდა.- გვერდი აუარა ბიჭს.
გაეცინა ალექსანდრეს,ძალიან მოუნდა რამე თბილი ჟესტი გამოეჩინა გოგოს მიმართ.
უკნიდან დაეწია,ცალი ხელი მოხვია,მეორეთი კი თმები აუჩეჩა.
ნიცა სხეული ერთიანმა თბილმა ტალღამ მოიცვა,თუმცა არ შეიმჩნია,მხოლოდ ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი.

ალექსანდრეს დედას მიაკითხეს.შემდეგ ლიას მშობლებს.მანამდე კი დედა გააცნო ნიცას.
_ მანანა.-თბილად გაუღიმა ქალმა და ხელი გაუწოდა.ნიცამ ღიმილით შეავლო ქალს თვალი,მის თბილ ოდნავ ფერმკრთალ სახეს.
_ ნიცა.მიხარია,რომ შემოგვიერთდებით
დღეს.
_ პირიქით მადლობა,ძალიან კარგი იდეა იყო.
_ იმედია არ მიგვასწრებს სახლში ლიაკო,თორემ კი ჩამეშლება გეგმა._ დაიწუწუნა ნიცამ და ნელა მოძრავ ალექსანდრეს გადახედა უკმაყოფილოდ.იგრძნო ბიჭმა მისი მზერა.
_ ტყუილად მიყურებ მასე,სიჩქარეს არ გადავაჭარბებ მაინც…
_ არც მქონდა იმედი._ ბედს შეგუებულმა თქვა ნიცამ.
მანანას ჩაეღიმა მათ დიალოგზე.მანაც იგრძნო მათ შორის დამუხტული ჰაერი.
ლიას მშობლები 70 წელს მიტანებულები იქნებოდნენ.ნიცასთვის ფაქტობრივად მესამე ბებია-ბაბუად ითვლებოდნენ.გიჟდებოდნენ ნიცაზე,რადგან ლიასგან შვილიშვილი არ ჰყავდათ,ნიცა მიიღეს შვილიშვილად.
როცა კი ლიამ ნდობა მოიპოვა მირიანის თვალში და მათ ოჯახში,პატარა ნიცა მიჰყავდა ხშირად თავის მშობლებთან,მერეც სკოლის ასაკში,სტუდენტობისას გაუვლიდნენ ხოლმე ლია და ნიცა,თუმცა ისე ხშირად აღარ,როგორც ბავშვობაში,მაგრამ ორივე მხარეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
_ სად ხარ ბებიკო,რომ დაიკარგე ჰა? ასე უნდა ბებია?- უსაყვედურა ლამარა ბებომ.
_ სულ შენთან სარბენად სცალი ბავშვს ახლა,დაანებე თავი.ხო პაპუჩი?- გამოექომაგა გოგოს ოთარი პაპა.
_ რავიცი,სწავლა,ხან მეგობრები,რეპეტიციები და აი ასე გამექცა დრო…_ გულახდილად მოახსენა ნიცამ._ მალე ბე,თორე დავაგვიანებთ.
_ ბოლო დროს სახსრები მაწუხებს ბებიკო,ვეღარ დავდივარ სწრაფად.
_ ოქეი,მთავარია მოდიხარ.
მანქანას მიუახლოვდნენ.დაჯდნენ.
_ უი,მანანა შვილო,კი ვერ გიცანი ლამის.ღმერთო,როგორ შეცვლილხარ,ისევ ისეთი ლამაზი ხარ.როგორ ხარ?
_ კარგად ლამარა დეიდა,თქვენ როგორ ხართ?ბიძია ოთარ თქვენ?
_ კარგად შვილი,კარგად.
სახლში მიასწრეს ლიას.ნიცამ კონფეტი მოამზადა,იქვე ტუმბოზე დადო.ტორტზე და კერძებზე გადარეკა და დააჩქარა.
მაგიდასთან გადაინაცვლა და გაფორმება დაიწყო.სტუმრები ეზოში,აივანზე მდგარ მოწნულ დივანსა და სავარძელში ჩაჯდნენ.ალექსანდრე გოგოს მიუახლოვდა და დახმარების ხელი გაუწოდა.ნიცა დათანხმდა და პერიოდულად საქმეს ავალებდა. მანანა გაღიმებული უყურებდა წყვილს შორიდან.
ამასობაში მოსაღამოვდა.ნიცამ ლიას დაურეკა.მოვალ,უკვე სახლთან ვარო უპასუხა ლიამ და ნიცამაც მზადყოფნა გამოაცხადა.ალექსანდრეს ოპერატორობა დაავალა,ლამარა ბებიას ანთებული სანთლით ტორტის მირთმევა.თვითონ კონფეტს გაისვრიდა.
_ ჩვენ რა გავაკეთოთ პაპუჩი?_ კითხვა გაუჩნდა ოთარი პაპას.
_ ტაში პაპუჩი,ტაში…_ ალექსანდრემ სიცილი ძლივს შეიკავა.მანანამ კი გულიანად იცინა.


ლიამ შემოაღო ჭიშკრის კარი,გამოიარა ქვაფენილით მოპირკეთებული ბილიკი,აივანთან მოსულს დედა ტორტით მიეგება,მის გვერდით მამა იდგა.ალექსანდრე,მანანა და მისი ნიცა…გული აუჩუყდა ქალს.ეგონა ნიცას არც კი ახსოვდა და გულის სიღრმეში ეწყინა კიდეც როცა მაღაზიაში წასვლა სთხოვა,მაგრამ არ შეიმჩნია,თუმცა მის პატარა გოგოს გეგმები ჰქონია…
გაუხარდა,იმდენად რომ ცრემლიც კი მოადგა თვალზე.ნიცამ კონფეტი გახსნა და ჰაერში ფერადი ქაღალდების წვიმა წამოვიდა.
_ გი ლო ცავთ._ გაექანა და ჩაეხუტა დედობილს. ლია ცალი ხელით მას იხუტებდა,ცალით მშობლებს ეფერებოდა.ყელში ჩაუძვრა ნიცა.
_ გეგონა დამავიწყდა?_ აციმციმებული თვალებით შესცქეროდა და უხაროდა ჩანაფიქრმა რომ გაამართლა.
_მანჩოო…_ ახლა დაქალისკენ გადაიხარა ლია._ ღმერთო,არ მჯერა…რა მაგარია…
_ გილოცავ,ძვირფასო._ აკოცა მეგობარს ქალმა.
_ წამოდით._ მაგიდისკენ მიიწვია სტუმრები ნიცამ.
სუფრას მიუსხდნენ.მხიარულად წარიმართა სუფრა.თამადობა ოთარი პაპამ ითავა.იხსენებდნენ ლიას და მანანას ბავშვობას,სტუდენტობას…მხიარულ ისტორიებს ყვებოდნენ.
ნიცა და ალექსანდრე უსმენდნენ და ტკბებოდნენ.სასმელს სვამდნენ და ჭიქების წკრიალა ხმა სასიამოვნოდ იშლებოდა მელიქიშვილების ეზოში.
ნიცას სასმელი მოეკიდა.რამდენიმე მეტრში საქანელაზე ჩამოჯდა და ღიმილით ადევნებდა თვალს სუფრის წევრებს.ალექსანდრემ ვეღარ მოითმინა ცალკე მჯდომ გოგოს რომ უყურებდა და შეუერთდა.
_ შენი დამსახურებით მშვენიერი საღამო გამოვიდა._ უთხრა და გვერდით მიუჯდა.
_ კიი,მიხარია ბედნიერს რომ ვხედავ.- თვალები უბრწყინავდა ნიცას.
ალექსანდრეს მირიანის და ლიას რომანი გაახსენდა…წამით ფიქრმა გაუელვა ნეტა ნიცა რომ გაიგებდა მათ ამბავს მერე?..
_ ერთ დღეს…_ დაიწყო ბიჭმა._ რომ წავიდეს ლია რას იზამ?
ნიცამ მზერა მოწყვიტა სუფრის წევრებს,მზერა დაუსერიოზულდა.
_ სად უნდა წავიდეს?_ ინსტიქტურად იკითხა.
_ არ ვიცი…თუნდაც გათხოვდეს…_ გამომცდელად დააკვირდა.
_ არ გათხოვდება…- უმალ უპასუხა.
_ რა იცი?_ ჩაეცინა ალექსანდრეს.
_ არ ვიცი,მაგრამ ვგრძნობ…
_ პატარა ეგოისტი ხარ.
_ შეიძლება,მაგრამ რა ვქნა რაც ჩემია,ჩემი უნდა იყოს.- ჩაიცინა.

ნიცამ ყველას შესთავაზა მათთან დარჩენა.ოთახები საკმარისი გვაქვს და ტყუილად ალექსანდრეს ნუ აწვალებთ ღამითო.ლია და მანანა ლიას ოთახში მოთავსდნენ.დიდი ხანია დაქალი არ მინახავს და ვიჭორავებთო ლიამ.მშობლებს დაბლა კიდევ ერთ თავისუფალ საძინებელში მოუმზადა ოთახი.ალექსანდრემ და ნიცამ ითავეს სუფრის ალაგება.
_ მგონი გამოგვივიდა ხომ?- ალაგების პროცესში ეკითხება ნიცა.
_ კი,ოღონდ შენ გამოგივიდა…_ თბილი მზერა შეაგება გოგოს.
_ კი,არ შემიძლია არ დაგეთანხმო.- ბოლო დასვრილი თეფში ჩადო ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, შემობრუნდა სამზარეულოს კიდეს მიეყრდნო და ბიჭის რეაქციას დააკვირდა.იცოდა აგიჟებდა მისი ეს ხასიათით.
ჩაეღიმა ალექსანდრეს,მანძილი რაც ერთმანეთთან აშორებდათ ფრთხილი,მოზომილი ნაბიჯებით დაფარა.წინ აესვეტა გოგოს.ხელები ნიცას გარშემო სამზარეულოს ზედაპირს დააყრდნო,ისე რომ ჩიხში მოაქცია გოგო.
დაჟინებული მზერით ჩახედა თვალებში.
_ ნუ მეთამაშები._ წარმოთქვა დამარცვლით,მტკიცედ,თუმცა მის თვალებში იყო სურვილი თამაშის.
წამიერად სუნთქვა გააჩერა ნიცამ.ბიჭის თვალებში ჩაიკარგა,თითქოს ყველა შეგრძნება დაკარგა,მხოლოდ მას ხედავდა,სხვა არავინ და არაფერი ახსოვდა ამ წამს.
იგრძნო ალექსანდრემ ეს წამი…იგრძნო და სათავისოდ გამოიყენა.წამში გოგოს ყელზე გადაინაცვლა მისმა ხელებმა და იქ გაჩერდა რამდენიმე წამს…მისი მზერა კი მოწყდა ანც თვალებს,რომლებიც ასე აგიჟებდნენ…დიდხანს ვერ გაძლო,ვერ შეიკავა თავი…წამში იგრძნო ნიცას ტუჩების სიმხურვალე და სიტკბო.
გოგოს ხელებმა გადაინაცვლა ბიჭის ძლიერ ზურგზე და იგრძნო მისი შეხების შემდგომ,როგორ მოდუნდა ბიჭის დაჭიმული კუნთები.
ეს არ იყო ამბორი,ეს იყო ორივეს მხრიდან წამოსული მშთანთქავი გრძნობა,რომელსაც აქამდე სხვაგავარად გამოხატავდნენ,თუმცა ახლა ის წამი იყო,როცა ვერცერთმა ვეღარ ითამაშა როლი,რომელსაც აქამდე ართმევდნენ თავს.
პირველი ბიჭი შეჩერდა,გაუჭირდა,მაგრამ სადღაც საღმა აზრმაც იმარჯვა.
_ ნიცა…- ამოაყოლა გული ერთ სახელს.შუბლით მიეყრდნო მის შუბლს._მაპატიე,თავი ვერ შევიკავე…
_ და თუ გეტყვი,რომ მეც მინდოდა?მაინც მოიხდი ბოდიშს?..- თვალებში შეაჩერდა გოგო.
_ არა,მაშინ ისევ გაკოცებ…- ამჯერად უფრო ნაზად დაუკოცნა მაცდური ტუჩები.
სამზარეულოს კარი გაიღო მოულოდნელად.ალექსანდრე წამსვე მოშორდა გოგოს,კარისკენ გაიხედა ლია იყო.
_ თქვენ კიდე ფეხზე ხართ?_ არც შეჩერებულა,თაროდან ჭიქა აიღო წყლით გაავსო._ დაწექით,დაისვენეთ…მანანას წყალი მოუნდა და … ძილინებისა. ორივე დაბნეული იდგა.ხმას ვერ იღებდნენ,თუმცა ლია ისე საუბრობდა მისი რეაქციიდან გამომდინარე მიხვდნენ,რომ არაფერი დაუნახავს.
_ მგონი არაფერი დაუნახავს.- ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ნიცამ.
_ შენი აზრით თუ დაინახავდა...
_ არც არაფერი…ჩვენი ცხოვრება და ჩვენი პირადია…
_ რა თქმა უნდა… უბრალოდ ჩემთვის უხერხულია…_ არ დაამთავრა სათქმელი ბიჭმა.
_ რა?- არ ესიამოვნა დაუსრულებელი წინადადება.
_ ის რომ მისი რეკომენდაციით მოვედი აქ და ახლახანს ჩემი უფროსის შვილს ვკოცნიდი.
_ შენი უფროსის შვილიც გკოცნიდა.- წარბი აზიდა._ და სრულწლოვანი ვარ ისე,რომ იცოდე.
_ ღმერთო,რა თავნება და ჯიუტი ხარ._ თავი გადააქნია ალექსანდრემ.
_ არ მომწონს ეს საუბარი… ასე მალე ნანობ? - ირონია გაურია ხმაში.
_ აუ,რა ბავშვი ხარ._ ეცადა გაბრაზება არ გარეოდა ხმაში._ სად იგრძენი რომ ვნანობ,უბრალოდ უხერხულია თქო.მირიანს არ ესიამოვნება,რადგან მე დამიქირავა და ნდობის ფაქტორი აქვს…
_ ღმერთოო,კარგი ალექსანდრე… ნუ ღელავ,ჩათვალე არაფერი მომხდარა.- გაცხარებული ამბობს ნიცა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სამზარეულო.საგრძნობლად მძიმე მუხტი დატოვა ჰაერში.
ხმაურით ამოისუნთქა ბიჭმა,რამდენიმე წუთი დაყო,შემდეგ თმები მოიჩეჩა და თავადაც იმავე გზას გაუყვა.
ნიცას ოთახთან,რომ უნდა ჩაევლო შეჩერდა,გულმა არ მოუთმინა.სახელური ფრთხილად ჩამოწია.
ოთახს მკრთალად ანათებდა აივნიდან შემოსული განათება.ნიცა საწოლზე იწვა ხელში გაურკვეველი ნივთი ეკავა და გულზე ისე მჭიდროდ მიეკრა თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა.
_ ნიცა…- ხმადაბლა დაუძახა გოგოს.
გაბუსხული ტუჩები ჰქონდა,რაღაცნაირი საყვარელი იყო,გულში სითბო ჩაეღვარა მის შემხედვარე ალექსანდრეს.
_ შეიძლება?_ თუმცა პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა.საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.მომღიმარი მზერა მიაპყრო გოგოს და მხოლოდ ახლა შენიშნა მის თვალებში ცრემლები. გულიდან რაღაც მოწყდა და მტკივნეულად ჩაიშალა სხეულში.ბოლო დღეებში უკვე რამდენჯერ ატირა…
_ მაპატიე…_ ადგა და უფრო ახლოს დაუჯდა.თავზე ხელი გადაუსვა._ არ ვიცი რა მჭირს შენთან,ზოგადად არ ვარ ასეთი უხეში…
შენიშნა როგორ აუთრთოლდა ნიკაპი.
_ არ იტირო გთხოვ…- უფრო დაარბილა ტონი.
ნიცას უფრო ამოუჯდა გული,ხმით ასლუკუნდა.
_ ძალიან ცუდი ხარ ალექსანდრე._ ტირილში ძლივს გაარკვია ბიჭმა რას ეუბნეოდა.
მჭიდროდ მიიკრა გულზე და ამშვიდებდა.
_ კარგი,მეჩხუბე,გპირდები ხმას არ ამოვიღებ.- თავზე აკოცა,ისე რომ ხელი არ შეუშვა გოგოს.
_ სულაც არ ვაპირებ შენს გალანძღვას…მომეშვი.- ხელით მიაწვა მკერდზე,ეცადა მისი მკლავებიდან გათავისუფლებას,მაგრამ ბიჭს ისე მჭიდროდ ჰყავდა ჩახუტებული,ვერაფერს გახდა.
_ გაიწიე._ხელი გამოაძვრინა,რომელიც მკერდს შორის ჰქონდა მოქცეული,მასთან ერთად ფოტო-სურათი ჩარჩოში ჩასმული.
ახალგაზრდა ლამაზი ქალი იღიმოდა სურათიდან.ორსულად იყო.ალექსანდრემ ხელში აიღო,დააკვირდა,ტუჩები ღიმილმა გაუპო.
_ როგორ გავხარ…ლამაზია.
ნიცას ხელახლა აუცრემლიანდა თვალები.
_ ხანდახან ისე მინდა გვერდით მყავდეს,ვესაუბრო და რჩევები მომცეს…
უცებ მოულღვა გული.ხშირად უნატრია დედა,კი არ იცოდა რა გრძნობა იყო,მაგრამ გრძნობდა რომ აკლდა ყოველთვის…
_ მაგალითად?
ნიცამ ცალი ტუჩის კუთხე აწია.
_ მაგალითად როგორ გავუმკლავდე იმ ბიჭს,რომელიც მომწონს,მაგრამ ის სულ ჩემს დამცირებას და გამწარებას ცდილობს?!
ალექსანდრეს სახე გაებადრა.
_ მაგას მეც გეტყვი._ სახე სულ ახლოს მიუწია და ჩასჩურჩულა.
_ ვერაფერსაც ვერ მეტყვი…რაც არ იცი რას მეტყვი?!
_ რას და გეტყვი, რომ ვინც მოგწონს მასთან ენა დაიმოკლე.
_ ვერ ეღირსები._ მწარედ უჩქმიტა გვერდში.
_ აა…გოგოო,ფრთხილად._ ხელი მოისვა ნატკენზე_ ხელიც რა მწარე გქონია,ენასავით…- ჩაიცინა ალექსანდრემ.ნიცამ წარბები შეკრა,გაბრაზებას აპირებდა,თუმცა ბიჭმა დაასწრო წელზე მჭიდროდ მოხვია ხელი და გულზე მიიკრა,აწეწილი თმები ცალი ხელით ყურს უკან გადაუწია და იქვე აკოცა ფრთხილად,მერე უფრო ნაზად ჩამოუყვა ყელს,თითები მკერდის ზოლს გააყოლა,წამით გაჩერდა,თითქოს რაღაცას წონიდან, ისევ სახეზე აასრიალა თითის ბალიშები,თვალი მიაყოლა თითებით განვლილ გზას.
სუნთქვა შეკრული ელოდა ნიცა მის ყოველ მოძრაობას და არ იძროდა,თითქოს არ უნდოდა დაეფრთხო,როცა მიხვდა ბიჭი გაჩერებას აპირებდა თავად გააქტიურდა,ახლა მისი თითები დასრიალებდნენ ბიჭის ძლიერ მკლავებზე,საიდანაც გადაინაცვლეს მკერდზე,ზურგზე…მსუბუქად აკოცა ყბის ძვალზე,რომელიც ასე დაჭიმვოდა ბიჭს.
_ ნიცა,გთხოვ…_ ეს იყო ბოლო მცდელობა ალბათ იმისა,რომ თავი შეეკავებინათ,მაგრამ აღარც გოგო აპირებდა გაჩერებას და ვეღარც თავად მოთოკა ვნება აშლილი გრძნობები.
ხელი თმაში შეუცურა და მსუბუქად გადაქაჩა უკან მისი თავი,ხელახლა დაუკოცნა ტუჩები,ღაწვები,ყელი,მკერდი რომელიც ასე მაცდურად უყურებდა წეღან და თავი შეიკავა,ახლა ვეღარ გაჩერდა…წამში გახადა თხელი სარაფანი,რომელიც ასე უხდებოდა,მაგრამ ხელს უშლიდა ახლა მისი სხეულის დაუფლებაში.კოცნით დაუყვა ყველა უჯრედს…ჭკუიდან შლიდან ნიცას მისი პაუზები კოცნებს შორის,მაგრამ თან სასიამოვნოდ დაფარფატებდნენ მუცელში პეპლები…
გადაეშვა სიამოვნების მორევში ნიცა,მიუხედავად პირველი ღამისა.

დილა უჩვეულო იყო,ძალიან ადრე გაეღვიძა,მაგრამ ვეღარ მოხუჭა თვალი,განვლილი ღამის ფონზე.თან ბიჭი ისევ მის გვერდით იწვა.მისი შიშველი მკერდის ყურება ხელახალ სურვილს აღუძრავდა.თითით დაუყვა მკერდს შორის ხაზს,ჭიპთან შეჩერდა და წრეები მოხაზა ნაზი მოძრაობით.თვალ არ აშორებდა ბიჭის სახეს,რომელსაც უკვე წარბი აეწია,ტუჩის კუთხე ჩაუტყდა,თვალები ზანტად გაახილა და ღიმილი გაუფართოვდა ნიცას დანახვაზე.
_ ძალიან ადრეა…
_ ადგომისთვის კი…- მშვიდი ტონით უპასუხა.
_ მეც ეგ ვიგულისხმე…_ ჩაიცინა ალექსანდრემ და გულზე მიიკრა გოგო._ რადგან გავიღვიძეთ და თან ასადგომად ადრეა…_ თითით გადაუღეღა ისედაც მკერდთან ღია ჭრილის მქონე პერანგი._ უსაქმოდ რომ არ ვიყოთ,იდეა მაქვს…
ზევიდან დახედა,მაცდურად გაუღიმა გოგოს,მერე მკერდი მოუღეღა და პასუხს არც დალოდებია კოცნით გამოაფხიზლა მისი ყველა უჯრედი…
ღრმად სუნთქავდა ნიცა,ბალიშებში თავჩარგული,თან ალექსანდრეს ხელებში ჰქონდა თითები ახლართული.ნაზად ეფერებოდა ბიჭი მის ხელს.
_ ახლა რა ვქნათ?- იკითხა ნიცამ.
_ ავდგეთ.- ჩაეღიმა ბიჭს.
_ ეგ არ მიგულისხმია…_ ორივეს გაეღიმა.ხელი მოხვია და თავი მის მკერდზე დაადებინა.ქერა სწორი თმა მის მკერდზე გადაიშალა,ხელი დაუსვა,მოეფერა.
_ ყველაფერი გაურკვევლად მოხდა…_ დაიწყო დაბალი ხმით.- ვნებას ავყევით ორივე.
იგრძნო,როგორ შეაჩერა ნიცამ სუნთქვა მის მკერდზე და დაიფიცებდა,დარწმუნებული იყო მალე იტირებდა.თავის წამოწევა სცადა,მაგრამ ბიჭის ძლიერმა მკლავმა არ დაანება,რომელიც მასზე ჰქონდა შემოხვეული.
_ ნუ ჩქარობ,ნუ ხარ იმპულსური… დამაცადე დავასრულო აზრი.- მშვიდად ჩაისუნთქა და გააგრძელა.- მაგრამ ვნება არ ჩნდება ასე ჰაერიდან,თუ სიმპათიას არ ვგრძნობ ადამიანის მიმართ.მიზიდავ,მომწონს შენი წვალება,გაბრაზებაც… -ჩაეღიმა.- შენს მიმართ გრძნობა მაქვს…მაგრამ ეს არ არის სიყვარული…ასევე მაქვს პასუხისმგებლობა… ცოტა დავაჩქარეთ მოვლენები,მაგრამ ვფიქრობ ავუწყობთ ფეხს.- თავზე აკოცა,თითქოს ამით მიახვედრა რომ ყველაფერი უთხრა.
_ მე არ მეკითხები? -ჩაეღიმა ნიცას.
_ შენ უკვე მითხარი მომწონხარო,ასე რომ…- გაიცინა ბიჭმა.
ნიცა ოდნავ წამოიწია,სახე ბიჭისკენ შეატრიალა.ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
_ ძალიან თავდაჯერებული ხარ ალექს.
_ მომწონს,როცა ჩემს სახელს წარმოთქვავ ამ ლამაზი ტუჩებით.- ცერა თითი ბაგეზე გადაატარა.
ნიცას გული შეეკუმშა.მზერა აარიდა,დაიმორცხვა.
_ ადგომის დროა…დღეს რაღაც ზარმაცობ.
_ საწოლში ისეთ ლამაზმანთან ერთად ვარ რთულია ადგომაზე იფიქროს კაცმა._ ჩაიღიმა ალექსანდრემ და მოუღიტინა გვერდებში.
_ აა…- აკისკისდა ნიცა.- გაჩერდი,ნუ მაყვირებ,თორე დაგვადგა მთელი ოჯახი…ვაიმე,სულ დამავიწყდა,დედაშენიც აქ არის…
_ ხო წამოდი,მოაწონე თავი,თორემ იმდენი საძაგლობა მაქვს ნათქვამი შენზე,არ მგონია მარტივად მოგანდოს ჩემი თავი.
_ ჰმ… საერთოდ ვაპირებ შენი თავის მინდობას,აბა მკითხე?.- ენა გამოუყო ბიჭს.
ალექსანდრემ ჩაიცინა.
_ როგორი ჯიუტი,აუტანელი და ტლიკინა ხარ.
_ მეტი პოზიტიური აზროვნება,გირჩევ.- თვალი ჩაუკრა ბიჭს და აბაზანას მიაშურა.

დაბლა ჩასულებს ყველა ტერასაზე დახვდათ.საუზმობდნენ.ერთმანეთის პირისპირ მოუხდათ დაჯდომა სუფრასთან ნიცას და ალექსანდრეს.
_ რომ გეუბნებოდით დაანებეთ თავი მე დავალაგებ დილითთქო,აი არ დამიჯერეთ და გაგიჭირდათ ადგომა.
ნიცას ლუკმა ედო პირში და გადასცდა,ხველა აუტყდა.ალექსანდრეს ღიმილი გაეპარა,თუმცა მაინც მოთოკა თავი.
_ არაუშავს.- გაჭირვევით ამოილაპარაკა ნიცამ.
_ დღეს რა გეგმები გაქვს?
_ რეპეტიცია მაქვს საღამოს და კვირის ბოლოს არის პრემიერა.ხომ მართლა ხომ წამოხვალთ ბე… პა…?- მიუბრუნდა ლიას მშობლებს.
_ რა თქმა უნდა ბებიკო,აბა ისე როგორ,ჩემი გოგო დიდ სცენაზე არ ვნახოთ.
_ თქვენც თუ შეძლებთ…- მანანას მიმართა ნიცამ.
_ გმადლობ,საყვარელო,თუ კარგად ვგრძნობდი თავს სიამოვნებით.
საოცარ სიმშვიდეს აფრქვევდა მანანა.
_ შენ არც გთავაზობ…- ალექსანდრეს შეხედა ნიცამ.
წარბები აჭიმა ალექსანდრემ.გაგების ნიშნად.
საღამოს რეპეტიციაზე წაიყვანა გოგო,იქიდან მეკოს შეხვდნენ.მეკო დაკვირვებით უმზერდა დაქალს და ალექსანდრეს.სულ რაღაც ერთი კვირა იყო არ ენახა და აშკარად რაღაც იყო მათ ურთიერთობაში შეცვლილი.ასე პირდაპირ ვერ კითხა და ვერც დაიმარტოხელა ნიცა.სამაგიეროდ როგორც კი დატოვეს სახლთან,მანქანიდან გადმოსული არ იყო ნიცას სმს მიწერა.
“ მეჩვენება,თუ ძალიან დათბა თქვენთან?”
ნიცამ ბევრი სიცილის ემოჯი გაუგზავნა.
“ რა გაცინებს გოგო?!”
“ დათბა არა დაცხა…”
“ ვაააი,დღეს ღამე გირეკავ და მიყვები ყველაფერს”
“ ჰო,თუ ერთად არ ვიყავით)))”
“ ხუმრობ ხო?!”
“ ნწ…”
“ ვააუ…კაი,თუ მარტო იყავი მირეკავ”
“ Ok”
_ მშვიდობაა?- კითხულობს ალექსანდრე.
_ კი.მეკო მწერს…- ეცინება ნიცას.
_ რაო? - გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე იკითხა.
_ რაღაც ცხელოდა თქვენთანო…- ბიჭს შეხედა მისი ემოცია აინტერესებდა.ოდნავ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე.
_ დაკვირვებული თვალი ჰქონია.
_ გოგონები მასე ვართ,თან თუ დაქალს ეხება საქმე…
_ არც ბიჭები ვაკლებთ ხოლმე ნიცა,უბრალოდ ქალების ჩანს…- გაეღიმა თავისავე აღიარებაზე.
_ კი,კი არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.

საუბარი პირველად მიმდინარეობდა მგონი მშვიდ ფაზაში.თავადაც უკვირდათ,თუმცა ერთმანეთთან არ უღიარებიათ.
სახლში მისულებს ლია მისაღებში დახვდათ.დივანზე მიწოლილი.იქვე წამალი და ჭიქა წყალი შენიშნა ნიცამ.
_ ცუდად ხარ? ეს რა წამალია?
მის წინ ჩაიმუხლა ნიცა.
_ არაფერი,გადამიარა… თავბრუსხვევა მქონდა,ღამით გვიან დავიძინეთ მე და მანჩომ…_ ჩაეღიმა ქალს_ გავიხსენეთ მთელი ახალგაზრდობა,ხოდა ალბათ უშილობამ იმოქმედა.
_ დაიძინე მაშინ.
_ ჰო,დავწვები დავიძინებ,რადგან მოხვედით…
_ წამალი ხომ არ გინდა რამე?
_ არაფერი,ჩემო პატარა.დავისვენებ.გადამიარა ყველაფერმა.- წამოდგა და ოთახისკენ გაემართა ნიცამ დაფიქრებული მზერა გააყოლა ქალს.
_ რა მოხდა?
_ არაფერი…უბრალოდ,იმედია რთული არაფერია…
_ ხვალ თუ კიდევ შეუძლოდ იყო,წავიყვანოთ ექიმთან.
ნიცამ თავი დაუქნია.
_ დავიღალე დღეს…წავალ დავიძინებ.
_ კარგი,მშვიდი ღამე პატარავ.
ნიცას ჩაეცინა,შემობრუნდა,თითის წვერებზე აიწია და მსუბუქად ეამბორა ბიჭს ტუჩებზე.
_ მშვიდი ძილი უჟმურო.
ხელი შეუშვა და კიბეებს აუყვა ნელა.



№1 სტუმარი Ლალი

ᲔრᲗი სულიმაქ როდის დაიდება Ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent