გზა შენამდე (თავი მესამე)
- დათო, რაღაც უნდა გთხოვო. - გისმენ ძმაო - უნდა მაპოვნინო - ვინ უნდა გაპოვნინო ბიჭო - გუშინ რო ჩემთან გოგო ნახე, უნდა მაპოვნინო - რა გეტაკა, ვინაა კი მაგრამ ეს გოგო. - არ ვიცი, დათო, მაგრამ უნდა ვიპოვო, ცუდს მიგრძნობს გული დავით, არ მომწონს ეს ამბავი. ძალიან უცნაური შეგრძნება მაქვს - მოსე, გოგომ დაგკერა და ნომრის გამორთმევა დაგავიწყდა? - ადგა დილით და ჩემ გაღვიძებამდე წავიდა. ვერ დაველაპარაკე - კარგი ხო, მითხარი რა ქვია, რა გვარია და გაგირკვევ. - წარმოდგენა არ მაქვს - ჰა? - არ ვიცი, მისი სახელიც კი - ხო არ გაგიჟდი ბიჭო, გოგო როგორ უნდა ვიპოვო მისი სახელიც თუ არ იცი?! - დავით, უარესი საქმეებისთვის გაგირთმევია თავი - მოსე, შეიძლება კვირები დამჭირდეს - შენ ეცადე რაც შეიძლება მალე გაარკვიო, მთავარია იპოვნო. მე დღეს სვანეთში მივდივარ, ხომ იცი ნანა დეიდა გარდაიცვალა, მაგრამ ორ დღეში აქ ვიქნები. - ძმაო, სულ გაგიჟებულხარ. სიყვარული თუ დაგაკარგინებდა თავს თორე ისე შენ ასეთ სისულელეებს არასოდეს აკეთებდი. - დავით გეუბნები მაგ გოგოს პრობლემები აქვს მეთქი. რაღაც დაემართება ვიცი და უნდა მივუსწრო. - შეშლილი ხარ. კარგი ხო, ვნახოთ რას შევძლებ. იმედი ვიქონიოთ რომ რამდენიმე დღეში უკვე გვექნება ინფორმაცია - მადლობა დათო, ძმა ხარ. წავედი ეხლა გავემზადო, დაღამდება სანამ ჩავალ - მიდი, მიდი. რო რამე დაგირეკავ მოსე მანქანაში ჯდებოდა ლილე რომ სამეგრელოს მიუახლოვდა, მატარებლიდან ჩამოვიდა და მარშუტკების სადგურს მიუახლოვდა. თავი უბჟუოდა, ძვლების ტკივილს გრძნობდა და ამ ყველაფერს მგზავრობის გამო ღებინების შეგრძნებაც ემატებოდა. იქვე შეჩერდა. წყალი იყიდა და წამალი დალია. აკანკალებდა ისე ცუდად იყო და თვალთ ებინდებოდა. ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მაინც ჯიუტად არ აპირებდა შესვენებას და მგზავრობის მოგვიანებით გაგრძელებას. ცოტა ხანში უკვე მარშუტკაში იჯდა და მიემართებოდა თავისი მთებისკენ. იქით საიდანაც მოდიოდნენ მისი ფესვები. იქით სადაც გაატარა მთელი ბავშვობა. იქით სადაც ეგულება ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საზარელი მომენტები თავისი ცხოვრების. მისი გონება არაფერზე ფიქრობდა იმ წუთებში. არც შიში იყო მის სხეულში და არც სიძულვილი. საერთოდ არაფერი. თითქოს დაეცალათ ყველა ემოციისგან. შუა გზაში სიცხიანს ფანჯრის მინას თავმიდებულს ჩამოეძინა. რამდენიმე საათში კი ერთმა შუახნის ქალბატონმა შეაღვიძა. - შვილო, ჩამოვედით უკვე. ჩაგეძინა და ვერ გაიგე. დახმარება ხომ არ გჭირდება, არ გაქვს ნამეტანი კარგი ფერი სახეზე - არა დეიდა, მადლობა, კარგად ვარ. უბრალოდ მგზავრობით დავიღალე. მადლობა რომ გამაღვიძეთ - კარგი შვილო, როგორც შენ იტყვი მოსე მანქანით მიემგზავრებოდა სვანეთისკენ და წარმოდგენა არ ჰქონდა რომ გოგო, რომელმაც ასე ააფორიაქა იქ დახვდებოდა. წინ ეყოლებოდა და მის სურნელს კიდევ ერთხელ შეიგრძნობდა. მთელი ეს საათები მასზე ფიქრში განვლო. ფიქრობდა იმაზე თუ რატომ ადარდებდა ასე ძალიან, იმაზე თუ რა შეიძლებოდა ჰქონოდა გამოვლილი. ახსენდებოდა მისი შრამები. მისი ბოდვა ძილში. როგორ რეაგირებდა შეხებაზე. თვალწინ ედგა ყველა კადრი და აგიჟებდა ეს სიტუაცია. სანამ მოსე იქამდე ჩავიდოდა ლილე უკვე სასტუმროს წინ იდგა. არ შეეძლო სახლში მისვლა. იმ სახლში სადაც დაიბადა და გაიზარდა. არ მიესვლებოდა. ბოლო სართულზე მისცეს ოთახი, ლამაზი აივნით და საოცარი ხედით. იმ ხედით ნებისმიერს რომ აჯადოებს და სულს უთბობს სვანეთი. ჩანთა საწოლზე ჩამოდო და აივნის კარი გამოაღო. თვალები დახუჭა და ისე შეისუნთქა მონატრებული ჰაერი. სული აეწვა მარტოსულობის ტკივილისგან. აღარაფერი დარჩენოდა ამ ქვეყანაზე, აღარაფერი ქონდა. - ჩამოვედი სალ, ჩემზე აღარ ინერვიულო - როგორ იმგზავრე, ჩემო ლამაზო - კარგად, ცოტა დავიღალე. ამ წუთას მოვედი სასტუმროში - დაიღლებოდი აბა რა იქნებოდა, იმდენი საათის გზაა. მიდი ახლა დაისვენე და ხვალ მომწერე როგორ იქნები. გთხოვ ფრთხილად ზვიადისთან - კაი სალ, ხვალ ვილაპარაკოთ. გკოცნი პლედი აიღო და აივანზე გავიდა. სავარძელში ჩაესვენა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მიაჩერდა. თბილისში ჭირდა ვარსკვლავების დანახვა, იმხელა შენობები, ერთი მეორეს მიყოლებით რომ ჩაუმწკრივებიათ და არ აძლევენ ადამიანს შესაძლებლობას ცას შეაშტერდეს. სვანეთში ყველაფერი ისეთი სხვანაირი იყო, ისეთი ზღაპრული და ლილესთვის ისეთი მტანჯველი… სასტუმროს ეზოში მანქანა შევიდა. იქვე გააჩერა და გადმოვიდა. ბიჭს შესასვლელში გამორჩეული სითბოთი შეხვდნენ მომუშავეები. - მოსე შვილო, რამდენი ხანია არ გვინახიხარ - თინა ბებო, როგორ ხარ? ხომ არაფერი გაწუხებს? - არა შვილო, მშვენივრად ვარ, მივლიან აქ ყველანი - მოსე, როგორ მოგვენატრე, ხომ ყველაფერი კარგადაა შენკენ? - კი მარიამ, რამდენიმე დღით ჩამოვედი. ჩემი ოთახი თავისუფალია? - შენი ოთახი ზუსტად დღეს ერთ გოგოს მივეცით, მაგრამ გვერდზე ოთახი თავისუფალია - კარგი მარიამ, მაშინ ავალ და დავისვენებ. დავიღალე გზაში - შვილო, მოსე, არ გშია? უჭმელი იქნები. უცებ მოგიმზადებ რამეს - არ შეწუხდე თინა ბებო, ცოტა მეძინება. დავისვენებ და ხვალისთვის იცოდე შენ ლობიანებს ველოდები - კარგი ჩემო ბიჭო, როგორც გინდა ისე იყოს კიბეებს აუყვა მოსე ბოლო სართულამდე და თავისი ოთახის გვერდით ოთახის კარი შეაღო. მანქანის გასაღები და მობილური მაგიდაზე დატოვა და აივანზე გავიდა. ხელები თმაზე გადაისვა და შემდეგ მოაჯირს ჩამოეყრდნო. საყვარელი ჰაერით აივსო ფილტვები და ვარსკვლავებს ახედა. შარვლის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ერთს მოუკიდა. შემოტრიალდა, ზურგით მიეყრდნო მოსაჭიდს და ნაპასი რომ დაარტყა და თავი ოდნავ გვერდზე გააბრუნა მაშინ დაინახა თავისი ოთახიდან საერთო აივანზე გამოსული გოგო, რომელსაც სავარძელში ჩასინებია. თვალებს ვერ უჯერებდა რომ გაანალიზა ვინც იყო. გაოცებული მისჩერებოდა მის ჩამოყრილ, ტალღოვან თმას, გაბუშტულ წითელ ტუჩებს და გრძელ ლამაზ წამწამებს. სიზმარში ეგონა თავი მოსეს. ისეთ სიზმარში კაცი რომ ნატრობს ნეტა არასოდეს გამომეღვიძოსო. - არ არსებობს! ღმერთმა ისევ შენამდე მომიყვანა. ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს, პატარა ქალო. დამთხვევები არ არსებობს, მხოლოდ ბედისწერა. მიუახლოვდა, მის წინ ჩამოჯდა და სახეზე დააკვირდა. არ ეძინა ლილეს მშვიდი ძილით და გამომეტყველებაზეც ძალიან კარგად ემჩნეოდა ეს. - აქაური ხარ, პატარა ქალო? აქაური რომ იყო სასტუმროში რა გესაქმება? მაგრამ სამოგზაუროდ ჩამოსულისას არაფერი გეტყობა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ სიცხისგან იწვოდი. ვინმეს გაურბიხარ და აქ დამალვა გადაწყვიტე? ვინ ხარ? ხმამაღლა აჟღერებდა ფიქრებს მოსე დადვანი. ერთხანს ასე უყურა გოგოს, მერე უბრალოდ ხელები შემოხვია, ხელში აიყვანა და თავის ოთახში, თავის საწოლში ჩააწვინა, რომელიც ახლა ამ გოგოს ეკუთვოდა, ისევე როგორც მისი გონების ყველა წერტილი. ფეხზე გახადა, შავ კაბაზე საბანი გადააფარა, შუბლზე კოცნა დაუტოვა, მისი ეს მომაჯადოვებელი სურნელი ძლიერად შეისუნთქა და ოთახში გავიდა. ვერ ასვენებდნენ ამ გოგოზე ფიქრები დადვანს. ნელ-ნელა უფრო და უფრო უძვრებოდა ტვინში და სხვა აღარაფრისთვის ტოვებდა ადგილს. ტანსაცმელი გაიხადა, დაწვა და ცოტახანში მგზავრობით და უძილობით დაღლილს ჩაეძინა. - დილამშვიდობის, მოსე, როგორ ხარ? - კარგად მარიამ, შენ როგორ ხარ? - კარგად, ხომ ისაუზმებ? თინამ სუფრა გაშალა ჩვენთვის. - კი, რა თქმა უნდა. მარიამ, რაღაც მაინტერესებს - ხო, გისმენ მოსე - რომ მითხარი შენ ოთახში ვიღაც გოგო შევუშვიო… - ხოო, კარგია რომ გამახსენე. ახლა დაალაგებენ ოთახს და შეგიძლია გადახვიდე უკვე შენს საძინებელში - როგორ თუ გადავიდე? - ხო, ის გოგო უკვე წავიდა - რას ქვია წავიდა? - ხო, მითხრა არ ვიცი დავბრუნდები თუ არა ამ ღამითო. თუ დაბრუნდება სხვა ოთახს მივცემთ - გადავირევი… - ჩაიჩურჩულა - მარიამ, შეგიძლია მითხრა რა ქვია და რა გვარია ეს გოგო? - კი, რა თქმა უნდა. ლილე ავალიანია მისი სახელი და გვარი. რამე პრობლემაა? - არა, მარიამ, არანაირი პრობლემა. მე იმ ოთახში დავრჩები სადაც ვარ, თუ დაბრუნდა მას ისევ ჩემი საძინებელი მიეცი - კარგი, მოსე, როგორც მეტყვი —————— იმედი მაქვს მოგეწონებათ. მადლობა ყველას რომ კითხულობთ!! იმედია მალე გამოქვეყნდება და თქვენამდე მალე მოაღწევს ეს თავი, მაინტერესებს რას ფიქრობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


