ჩემპიონი (ნაწილი 17)
მარიამი კართან გაშეშებული იდგა რამდენიმე წამი, ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რა მოხდა ისე უცებ, რომ ირაკლის სიტყვაც არ უთქვამს და წავიდა. საწოლი არეული იყო, ტელევიზორში თამაშის ხმა ჩუმად ისმოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა უცნაურად ცარიელი ჩანდა. ფანჯარასთან მივარდა, ქვემოდან ირაკლის მანქანა ელვის სისწრაფით გავარდა ეზოდან, ისეთი სიჩქარით დაძრა, თითქოს თითოეული წამი გადამწყვეტი იყო, მარიამმა ფარდა ოდნავ გასწია, კიდევ რამდენიმე წამი უყურებდა ცარიელ ქუჩას. - რა მოხდა? - თავისთვის ჩაილაპარაკა, თავში ათასი აზრი უტრიალებდა.. შეიძლებოდა კობასთან ყოფილიყო კავშირში? ან რესტორანში რამე მოხდა? ან გიორგიმ ისევ რაღაც მოაწყო? ვეღარ ისვენებდა, ქურთუკი აიღო, უკვე კართან იდგა, გასვლას აპირებდა რომ გაჰყოლოდა, მაგრამ გაჩერდა. ირაკლის სიტყვები გაახსენდა „სახლში დარჩი, კარი არავის გაუღო.“ შეჩერდა, აქეთ-იქით სიარული დაიწყო, ნაბიჯები სწრაფი ჰქონდა, თითებს ნერვიულად იმტვრევდა. რამდენჯერმე ფანჯარასთან მივიდა, ისევ დაბრუნდა, წუთები ძალიან გაიწელა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, ტელეფონი აიღო და დაურეკა, არ უპასუხა, კიდევ დაურეკა..ისევ არაფერი..მესამედად ზარი გაიწელა თუმცა ბოლოს პასუხი მიიღო, ირაკლის ხმა მშვიდი იყო, ზედმეტად მშვიდი. - მარიამ, დაიძინე და მოვალ. - სად წახვედი? რაღაც მოხდა… მითხარი რა ხდება, ვერ ვისვენებ - მეორე მხარეს რამდენიმე წამი დუმილი იყო, ისეთი დუმილი, რომ მარიამს უფრო შეეშინდა. - არაფერია… როცა მოვალ გიამბობ. დაიძინე, მალე დავბრუნდები. - ირაკლი.. - მაგრამ ზარი უკვე გათიშული იყო, მარიამი გაშეშდა, ტელეფონს უყურებდა, თითქოს ეკრანი პასუხს მისცემდა, გულში ცუდი შეგრძნება უმძაფრდებოდა.. ირაკლი მანქანიდან ნელა გადმოვიდა..შორიახლოს მხოლოდ ქარის ხმა და სადღაც ძაღლის ყეფა ისმოდა, ტელეფონი ჯიბეში შეინახა, სახე გამკაცრებული ჰქონდა, უკვე გაიაზრა, რომ ხაფანგში მოხვდა, მაგრამ არ აინტერესებდა.. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ზუსტად მაშინ დაინახა მოძრაობა, ჯერ წინ ჩრდილებიდან ოთხი კაცი გამოვიდა, ფართო მხრებით და შავი ტანსაცმელებით, ნელა მოდიოდნენ, თითქოს არც ჩქარობდნენ, ირაკლი შეჩერდა, უკნიდან საბურავების ხმა გაისმა.. კიდევ ერთი მანქანა, კარი გაიღო, იქიდან კიდევ რამდენიმე მამაკაცი გადმოვიდა.. მარიამი მარტო დარჩა, სახლში სიჩუმე ჩამოწვა, უფრო დაძაბულობის მძიმე სიჩუმე.. რამდენჯერმე ფანჯარასთან მივიდა, გარეთ გაიხედა, მერე ისევ უკან ბრუნდებოდა, საათს უყურებდა, ტელეფონს ხელში ატრიალებდა, გონების გადასატანად სახლის დალაგება დაიწყო, მაგიდიდან ჭიქები აიღო, ბალიშები გაასწორა, ჯოისტიკები თავის ადგილას დააწყო, თითქოს საქმეში ჩაძირვა შველოდა, მაგრამ ხელები მექანიკურად მოძრაობდა - აზრი სხვაგან იყო.. რამდენჯერმე ერთსა და იმავე თაროს მიუბრუნდა, რადგან ავიწყდებოდა უკვე გაასწორა თუ არა, ბოლოს დივანზე ჩამოჯდა, ხელები მუხლებზე ჩამოაწყო და კარს უყურებდა. - მოვა… მალე მოვა… უბრალოდ რაღაც მოხდა - თვალები ნელ-ნელა დაეხუჭა, დაღლილობამ და ნერვიულობამ ერთად სძლია.. შემდეგ ბრახუნმა გამოაღვიძა, პირველ წამს ვერ მიხვდა სიზმარში იყო თუ რეალობაში.. ბნელ ოთახში რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა, გული გამალებით უცემდა, ბრახუნი ისევ გაისმა, ამჯერად უფრო ძლიერად, თითქოს ვიღაც კარს ამტვრევდა..მარიამი წამოხტა, შიშმა ყელში მოუჭირა, საათს დახედა, სამი საათი იყო..ირაკლი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო, კართან ფეხაკრეფით მივიდა, სახელურს ხელი შეახო, მაგრამ ვერ გაბედა გაღება. - ვინ არის?.. - ხმა უკანკალებდა, გარედან ჩახლეჩილი ხმა გაისმა. - მე ვარ… სერგო. გამიღე, მარიამ - ძმის ხმის გაგონებაზე მაშინვე გააღო, სერგო თითქმის შევარდა, კარი ხმაურით მიხურა და ოთახში აქეთ-იქით სიარული დაიწყო. სახეზე დაძაბულობა ეწერა - რა მოხდა? - ძლივს ამოთქვა, სერგომ არ უპასუხა. - სერგო, ამოიღებ ხმას?! - სერგო გაჩერდა, თვალებში ჩახედა, მერე მზერა აარიდა. - მე ამას კიდევ ერთხელ ვერ გავაკეთებ… - რას?! - თითქმის შეჰყვირა მარიამმა, სერგოს ყელში უსიამოვნო გრძნობამ მოუჭირა - კიდევ ერთხელ ვერ ვუღალატებ ირაკლის… ისედაც უამრავი დრო დაკარგა - მარიამს სახე დაეძაბა. - რას გულისხმობ? - სერგომ ძლივს თქვა - ის წაიყვანეს - მარიამი ერთ წამში მიუახლოვდა, საყელოში ჩააფრინდა. - გარკვევით ილაპარაკე, ნუ გამაგიჟე! ვინ წაიყვანა?! სად წაიყვანეს?! რატომ?! - ორ დღეში ოლიმპიადაა… მისი ჩამოშორება უნდათ - მარიამს სუნთქვა შეეკრა, რამდენიმე წამი მხოლოდ უყურებდა, მერე უცებ გაუშვა და კარისკენ გაიქცა,სერგო უკან დაედევნა. - სად მიდიხარ?! - წყეულ მამაჩემთან! - არა! არ უნდა გაიგოს რომ მე გითხარი! - მარიამი კიბეებზე გიჟივით ჩარბოდა. - სად ჰყავს ირაკლი?! რა გაუკეთეს?! - მეტი არაფერი ვიცი! მხოლოდ ის ვიცი, რომ წაიყვანეს! - უნდა ვიპოვო! აუცილებლად უნდა ვიპოვო! - სერგო სუნთქვაშეკრული ჩამოჰყვა. - შევეცდები რამე გავიგო… გპირდები დაგეხმარები… მაგრამ არ უნდა გაიგონ რომ მე გითხარი! - მარიამი მანქანაში ჩაჯდა. - არ ვეტყვი! მაგრამ ახლა ჩემი მოსმენა მოუწევს მამაჩემს! - მანქანა გიორგის სახლის წინ მუხრუჭების ჭრიალით გაჩერდა, მარიამი თითქმის გადმოხტა, კარზე მუშტებს ურტყამდა, მთელი სადარბაზო ფეხზე დადგა - გააღეთ ეს წყეული კარები! ახლავე!- ბოლოს კარი გაიღო, კობა იდგა, უკან გიორგი ჩანდა..მარიამის სახეზე ერთდროულად ჩანდა ბრაზი, შიში, ზიზღი. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, მაგრამ ხმაში ეტყობოდა მაინც ამაყად იდგა იგრძნობოდა, შიგნით შევარდა. - რა გაუკეთეთ ირაკლის?! სად წაიყვანეთ?! ასეთი სულმდაბალი როგორ ხარ?! არ გეყო ცხოვრება ისედაც რომ დაუნგრიე?! - გიორგი მიუახლოვდა. - მარიამ, დაწყნარდი… წყალი მოსვი - ჭიქა გაუწოდა, მარიამმა ხელიდან გამოგლიჯა და კედელს მიახეთქა, მინა ნამსხვრევებად დაიფანტა. - სად არის ირაკლი?! ბოლოჯერ გეკითხები! თუ არ მიპასუხებ, პოლიციას ჩავრთავ! კიდევ ერთხელ გიჩივლებ ადამიანის გატაცებისთვის! - კობა არც განძრეულა, ირონიული სიმშვიდით უყურებდა. - მიჩივლე! მე არ ვიცი სად არის შენი ქმარი და საერთოდ, სიმყუდროვის დარღვევისთვის მე გიჩივლებ! - რა გაუკეთე, ირაკლის? მიპასუხე, მამა! სად არის?! სააად?! - კობა ნაბიჯით მიუახლოვდა, თვალები დაუმძიმდა. - ირაკლი ათი წლის წინ დამარცხდა… და ვეღარასდროს გაიმარჯვებს - მარიამს სახეზე ცრემლები გადმოუგორდა, მაგრამ ხმა ისევ მტკიცე ჰქონდა. - მე მას ვიპოვი. გესმის? ვიპოვი! და ის მაინც გაიმარჯვებს! აუცილებლად გახდება ჩემპიონი! - შემოტრიალდა და კარისკენ წავიდა. - მარიამ… - გიორგის უკან გაჰყვა, მარიამი შეჩერდა, ნელა მოტრიალდა, თვალებში ისეთი სიძულვილი ედგა, გიორგიმ ნაბიჯი ვეღარ გადადგა. - არ გაბედო! არ გამომყვე! გრცხვენოდეს! საცოდავი და ამაზრზენი ადამიანი ხარ! ის ადამიანი გაწირე, ვინც თავად შექმენი… ახლა კი ძირს უთხრი! - გიორგი სადარბაზოში გაშეშდა, ღამის ცივი ჰაერი სახეში შეეფეთა მარიამს, გიორგი კართან დარჩა უძრავად, მარიამის სიტყვები გულში ჩაერჭო, სიმართლეს ამბობდა..მან თავად შექმნა ირაკლი, თავად აქცია იმად, ვინც იყო. ასწავლა ბრძოლა, გადარჩენა და ახლა…ახლა თავად იყო იმ ადამიანებს შორის, ვისაც მისი დაცემა უნდოდა..ყველაფერი ქალის გამო, ქალის, რომელიც მისკენ არასდროს მოიხედავდა ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ ირაკლის სახელის გაგონებაზე გამოიყურებოდა თვალებში შიშით, სასოწარკვეთით და სიყვარულით.. ორი დღე გავიდა, მერე მესამე დაიწყო. ირაკლი ისევ არ ჩანდა, არც ზარი, არც შეტყობინება, არც კვალი, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.. მარიამი სახლში ვერ ჩერდებოდა, მაგრამ არც სადმე წასვლა უნდოდა, ზოგჯერ ფანჯარასთან საათობით იდგა. მანქანის ხმაზე სუნთქვა უწყდებოდა, მერე ხვდებოდა სხვა იყო.. კობა უჩვეულოდ მშვიდი ჩანდა, თითქმის კმაყოფილიც, ეს სიმშვიდე მარიამს ჭკუიდან შლიდა..ნინო უკვე მეორე დღე იყო მასთან რჩებოდა, მარტო არ ტოვებდა მარიამს.. ნინო სამზარეულოში ჩაიდანს დგამდა, მარიამი კი ფანჯარასთან იდგა, მხრებზე ირაკლის ჰუდი ჰქონდა მოხვეული, მის სურნელს ჯერ კიდევ ინახავდა ქსოვილი. ხმადაბლა თქვა: - ხვალ ოლიმპიადაა… - ნინომ შეხედა. - ვიცი - მარიამის თვალები ერთ წერტილს მისჩერებოდა. - როგორ ემზადებოდა ამ დღისთვის… როგორ სწყუროდა ოქროს მედლის მოპოვება - ხმაში ისეთი ტკივილი იყო, ნინოს გული შეეკუმშა. - ასე რანაირად გააქვრეს მიკვირს - ნეტავ აქამდე როგორ ვერ ვხედავდი მამაჩემის ურჩხულ სახეს, ნინო - ნინომ ჩაის ჭიქა დადო და მიუახლოვდა. - მოდი ჩემთან, ჩემო პატარავ - მარიამი აღარ შეეწინააღმდეგა, ბავშვივით მიეკრო, ნინოს მკერდზე ჩამალა სახე და პირველად ამ დღეებში ხმა გაებზარა. - სერგომ ვერაფერი გაარკვია? - ვერა - რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ, მარიამმა თავი ასწია, თვალები სველი ჰქონდა. - ხვალ სულ სხვა იზეიმებს ჩემპიონობას… ეს უსამართლობაა - ცრემლები ისევ წამოუვიდა, ნინომ თმაზე ხელი გადაუსვა. - მოდი, დამამშვიდებელს მოგცემ. იქნებ რამე სასწაული მოხდეს… და გამოჩნდეს.. მარიამმა იცოდა რომ ძილი არ მიეკარებოდა, ნინოს დაეძინა, მარიამი საწოლზე წოლას ვერ უძლებდა, თვალს ხუჭავდა და ირაკლის სახე ედგა თვალწინ, მისი ნახევრად ირონიული ღიმილი, თბილი თვალები, დივანზე გაწოლილი როგორ უყურებდა, როგორ ეხებოდა კისერზე, როგორ კოცნიდა..შუაღამისას ჩუმად წამოდგა, ფეხშიშველი გავიდა მისაღებში. იქ, კედელთან, საღებავები ჯერ კიდევ ელაგა, ის, რომლითაც სახლის მოწყობა დაიწყეს, თითქოს ირაკლის დაბრუნებისთვის უნდოდა გაელამაზებინა ყველაფერი, ფუნჯი აიღო და დაიწყო..ჯერ ერთი კედელი, მერე მეორე, მთელი ღამე ხატავდა. ხელები საღებავში ჰქონდა ამოსვრილი, თმაც, ხალათიც, ვერ გრძნობდა დაღლას, მხოლოდ ეს შველოდა, ფუნჯის ყოველი მოძრაობით თითქოს შიგნიდან ტკივილს იღებდა.. ერთ კედელზე ირაკლი დახატა ძიუდოს ფორმაში. მტკიცე სახით, მაგრამ თვალებში ის თბილი სინათლე, რომელსაც მხოლოდ მისთვის ინახავდა..მეორეზე მათი შეხვედრა, წლების შემდეგ, როცა მარიამს გული წაუვიდა და პირველად შეეხო. შემდეგ ტყე, ის დღე, როცა დაიკარგნენ და ირაკლი ტალახში ჩავარდნილს წმენდდა, მერე დახატა თავისი თავი არაბულ სამოსში, ცეკვის დროს, ირაკლი გვერდით, უძრავად, მხოლოდ თვალებით რომ უყურებდა.. ყველაზე დიდ კედელზე კი ქორწილის დღე, მარიამი უცნაურად ჩაცმული, თვალებში ჯიუტი ღიმილით, ირაკლი კლასიკურ შავ კოსტიუმში, ისეთი მზერით, თითქოს უკვე მაშინ იცოდა, რომ ეს გოგო მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა..დილა რომ გათენდა, კედლები მათი ისტორიით სუნთქავდა, მარიამი ფუნჯს აღარ უშვებდა, ბოლოს ირაკლის გამოსახულებასთან გაჩერდა, თითები ფრთხილად გადაუსვა დახატულ სახეს..ისე, თითქოს მართლა შეეხებოდა, ხმადაბლა ამოიჩურჩულა: - სად ხარ, ჩემო ჩემპიონო.. სად ხარ… ტატამი გელოდება… - ხელისგული ისევ მის დახატულ სახეს დაადო, თვალები დახუჭა. - და მეც გელოდები… დაბრუნდი… უბრალოდ დაბრუნდი შემდეგ თავში რაღაც აზრმა გაუელვა.. ინსტიქტურად ფეხზე წამოხტა, ჩანთა აიღო და წავიდა.. საღამოს ოლიმპიადა დაიწყო: თბილისი უჩვეულოდ ხმაურიანი იყო, ოლიმპიადის ტურნირი ქვეყნისთვის დიდი მოვლენა იყო, დარბაზი სავსე იყო ჟურნალისტებით, მწვრთნელებით, სპორტსმენებით, მაყურებლებით. ყველგან დროშები, ეკიდა, კამერები, კობა პირველ რიგებში იჯდა, ყველას პატივისცემით ესალმებოდა. ძველი ჩემპიონი - ამ სპორტის ლეგენდა. გარედან ისევ მშვიდი და ღირსეული ჩანდა, მხოლოდ ვინც კარგად იცნობდა, მიხვდებოდა, რომ დღეს უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო.. გიორგი გვერდით იჯდა, მაგრამ არც ტაშს უკრავდა და არც ვინმეს უყურებდა, სახე ჩაფიქრებული ჰქონდა, თითქოს აქ საერთოდ არ იყო..სერგო რამდენიმე რიგით ქვემოთ იდგა, თვალები კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი და სწორედ მაშინ გამოჩნდა მარიამი. ნინოსთან ერთად..ნინოს უკმაყოფილო სახე ჰქონდა. - მაინც ვერ ვხვდები, აქ წამოსვლა რა საჭირო იყო? - ჩაიბუზღუნა, მარიამი თვალს არ აშორებდა ტატამს. - ირაკლი არ არის, მართალია… მაგრამ მგონია, რომ აქ თუ ვიქნები, მასთან ახლოს ვიქნები ამით - კობას შეხედა პირდაპირ, იმდენი ზიზღი იდგა მის მზერაში, რომ რამდენიმე წამით კობაც კი დაიძაბა. მერე მაინც კმაყოფილმა ჩაიღიმა, თითქოს უნდოდა ეჩვენებინა - მე გავიმარჯვე! დღეს ირაკლი არ იქნებოდა, არც სერგო..ვიღაც სხვა გახდებოდა ჩემპიონი და მისთვის მთავარი სწორედ ეს იყო ოღონდ ირაკლი არა და სხვა ნებისმიერი..ავსტრიელი მეტოქე უკვე გამოდიოდა გასახურებლად. მაღალი, ძლიერი, ევროპის ჩემპიონი. დარბაზში ჩურჩული გაძლიერდა, საქართველოს წარმომადგენელიც ემზადებოდა, ირაკლის შემცვლელი.. გამოცხადების წამი დადგა, დინამიკებში ხმა გაისმა, მაყურებელი გაჩუმდა, კობამ კიდევ ერთხელ გადახედა მარიამს კმაყოფილი, გამარჯვებულის ღიმილით და მაშინ გამომცხადებლის ხმამ დარბაზი გაჭრა. - საქართველოს სახელით ტატამზე გამოდის… ირაკლი თავართქილაძე!- რამდენიმე წამით ყველაფერი გაჩერდა, კობას სახე ჩამოექცა, გიორგი ურეაქციოს იჯდა, სერგოს ხელიდან ბოთლი გაუვარდა, ნინო გაშეშდა, ხოლო მარიამი მაშინვე ფეხზე წამოხტა, თვალები აუციმციმდა, სახეზე ცრემლი გადმოუგორდა, მაგრამ იცინოდა, ისე, როგორც ბავშვი, რომელმაც დაკარგული სამყარო დაიბრუნა, ტატამზე ირაკლი გამოვიდა, მხარზე ქართული დროშა ჰქონდა გადაფარებული.. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა - თვალის ქვეშ ჩალურჯება, ტუჩთან გაჭრილი კანი, ხელზე სისხლისგან დარჩენილი ნაკაწრები, მაგრამ იდგა. მარიამის გულში სილაღე აენთო. ბოლო ხმაზე იყვირა: - მიდი, ირაკლი! აჩვენე ყველას ვინ უნდა იყოს ნამდვილი ჩემპიონი! - ხალხი აჰყვა, შეძახილები ერთიანად გაისმა, კობამ გიორგის გახედა ისეთი თვალებით, რომ თითქოს ადგილზე დაწვავდა, გიორგიმ მზერა აარიდა, მარიამი კი ირაკლის უყურებდა, მხოლოდ მას..ირაკლიმ ხალხში მოძებნა და როცა დაინახა ის, მისი თვალები, ცრემლიანი, მაგრამ ცეცხლით სავსე სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი გაეპარა.. ბრძოლა დაიწყო..ავსტრიელი ძლიერი იყო, სწრაფი, მძიმე, თავდაჯერებული. პირველივე შეტაკებაზე ირაკლის წონასწორობის დაკარგვა სცადა. მხარზე ჩაეჭიდა, სწრაფად შეუტია, ირაკლიმ უკან დაიხია, მაგრამ არ დანებდა. მუხლები მოხარა, ბალანსი შეინარჩუნა, მოძრაობა ისეთივე ზუსტი ჰქონდა, თითქოს სამი დღე საერთოდ არ გამქრალა, რამდენჯერმე ერთმანეთი ტატამის კიდემდე მიიყვანეს. ავსტრიელმა ერთხელ თითქმის გადააგდო, დარბაზი წამით გაისუსა, კობა უკვე ნახევრად წამომდგარი უყურებდა. ბოლო წუთზე ავსტრიელი ისევ დაესხა თავს მთელი ძალით, ირაკლი ერთი წამით ჩაიკეცა, თითქოს ენერგია ეცლებოდა. და სწორედ მაშინ… მაყურებელში მარიამი ისევ მოძებნა, თვალები მისკენ ჰქონდა, ორივე ხელი მუჭად ჰქონდა შეკრული..„შენ შეგიძლია.“ - ჩურჩულებდა მარჯამი, ირაკლის რაღაც ჩაეღვარა ძარღვებში.. თითქოს მთელი ტკივილი, სამი დღის გაუჩინარება, სისხლი, ღამე, შიში - ყველაფერი ერთ ძალად იქცა, წამში შეტრიალდა, მკლავი მეტოქეს წელზე მოხვია, ბალანსი მოუსპო და ისეთი სისწრაფით გადააგდო, რომ ავსტრიელი მთელი ძალით დაეცა ტატამზე..დარბაზი აფეთქდა, მსაჯმა ხელი ასწია, გამარჯვება! ირაკლი რამდენიმე წამი უძრავად იდგა, მძიმედ სუნთქავდა და მან იცოდა ამ გამარჯვებაში ოქროზე მეტ, ეს მისი დაბრუნება იყო და მიზეზი, ერთი ადამიანი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში არ დანებდა.. ადამიანი რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ირაკლი მტაცებლებს გამოგლიჯა ხელიდან - უდაბნოს ვარდი მარიამი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


