გზა შენამდე (თავი მეოთხე)
იმ დილას ლილეს რომ გაეღვიძა ისევ სიცხე ქონდა. ისევ უცახცახებდა სხეული. იყინებოდა. ვერ ათბობდა მოსეს დაფარებული საბანი. აქეთ-იქით მიმოიხედა. ტანზე ისევ კაბა ეცვა. შეეცადა გაეხსენებინა წინა ღამე. ახსოვდა როგორ გავიდა აივანზე, როგორ ჩაიმალა პლედში და შემდეგ აღარაფერი. არ ახსოვდა როგორ დაბრუნდა ოთახში და დაწვა. კაბა ეცვა, განა კაბით დაიძინებდა? ასე ცუდად იყო გუშინ რომ არაფერი ახსოვს? ვერ გაეგო რა მოხდა. გაურკვევლობაში იყო. თუმცა იმდენად ცუდად გრძნობდა თავს რომ ბევრი აღარ უფიქრია ამ ამბავზე. ნელა წამოდგა და წამალი დალია. საწოლი გაასწორა, აბაზანაში შევიდა. წყალი გადაივლო, უფრო და უფრო აცხელებდა ჭავლს და არასოდეს იყო საკმარისი ისე ციოდა. ცოტა ხანში გამოვიდა დაორთქლილი ოთახიდან. გრძელი შავი კაბა ჩაიცვა, გრძელმკლავიანი, კისერსაც მთლიანად უფარავდა, თმა ისე დაიტოვა, დაუვარცხნელად, ტალღები დაჰყვებოდა ზურგზე. ჩანთა მხარზე გადაიკიდა, თავშალი ხელში მოიქცია და საძინებლის კარი გამოხურა. ქვემოთ ჩავიდა, და მარიამს თხოვა მისი ჩანთა შეენახა საღამომდე, უთხრა რომ არ იყო დარწმუნებული თუ დარჩებოდა ეს დღეც, მაგრამ ბარგის წაღება ახლა თან არ შეეძლო იქ სადაც მიდიოდა. მარიამმა რა თქმა უნდა შეუსრულა თხოვნა. სასტუმრო დატოვა ლილემ და გაუყვა გზას იმ ადგილისკენ საითაც წასვლა ასე უმძიმდა. მიდიოდა ლილე და მიათრევდა სხეულს. უჭირდა ყოველი ნაბიჯის გადადგმა. - დე, ვიმსახურებ კი შენთან მოსვლას ახლა? - დათა, ლილე ავალიანი! - რა? - ლილე ავალიანია სახელი, მოძებნე ახლავე გთხოვ და შემატყობინე რასაც გაიგებ. სასწრაფოდ მჭირდება. - კაი მოსე, დაგირეკავ ახლავე, 5 წუთით დამელოდე - მიდი, გელოდები. - მეორედ აღარ დაგკარგავ, პატარა ქალო. კიდევ წახვედი, ისევ ისე რომ ვერაფერი გავიგე. მოერედ ხელს აღარ გაგიშვებ ლილე, შენთან ვიქნები. - საკუთარ თავთან ლაპარაკობდა ზარის ხმა რომ გაისმა. - გისმენ დავით - ბიჭო… - ხო, გაარკვიე რამე? - მოსე, ლილე გარდაცვლილი გიორგი ავალიანის და ნანა დეიდას შვილია - რაა? რას ქვია… როგორ თუ… არ არსებობს. დარწმუნებული ხარ დათო? - კი, მოსე, დარწმუნებული ვარ. - დავით, ეს იცი რას ნიშნავს? ამას როგორ მეუბნები… ღმერთო გავგიჟდები - ვიცი, მოსე, ვიცი. მართლა თუ ასე გადარდებს ეგ გოგო, დაეხმარე მოსე. არ აქვს მარტივი ცხოვრება გამოვლილი. ახლოსაც არ არის მარტივთან მისი ცხოვრება. და დედამისი ახლა გარდაიცვალა, ისიც დაკრგა. - დავით… ლილე ნანა დეიდას შვილი ლილეა. ახლა ჭკუიდან გადავალ. წავედი დავით, მერე დაგირეკავ - მიდი, გამაგებინე რა იქნება მოსემ სწრაფად აიღო თავისი ნივთები და ოთახი დატოვა - მარიამ თქვენ ისაუზმეთ, მე საქმე მაქვს და მერე მოვალ - კარგი, მოსე, ვეტყვი თინა ბებოს გადაგინახოს საჭმელი მოსე სასტუმროდან ჩქარა გავიდა და მანქანაში ჩაჯდა. - დედის დაკრძალვაზე ხარ ჩამოსული, ჩემო პატარა ქალო. აი რა გჭირდა. აი რას აკეთებდი იმ ამინდში ქუჩაში სკამზე მძინარე. აი შენი ამხელა სევდის მიზეზი. ჩემო ლილე, ნანა დეიდას შვილი ხარ. ღმერთო, მისი ლილე ხარ. მისი პატარა გოგო. მისი მონატრებული შვილი. ასე როგორ გაგიმეტა სიცოცხლემ?.. სწრაფად გაიყვანა მანქანა ეზოდან და გაუყვა გზას დანიშნულების ადგილამდე. მოსემ მიასწრო ლილეს მისვლა დაკრძალვაზე. მოგროვილიყო სოფლის ხალხი და უსამძიმრებდნენ ოჯახს. არაკაცი იყო ზვიადი, კაცი, რომელმაც ვერც კაცად ივარგა, ვერც ქმრად, ვერც მამად და ვერც მეგობრად. კაცი იყო რომლის გამოც ლილე დედის ბოლო ამოსუნთქვებს ვერ უსმენდა. კაცი, რომლის გამოც ტანჯული წლები გაატარეს ლილემაც და ქალბატონმა ნანამაც. კაცი, რომელმაც მიწაში ჩააწვინა ცოლი 45 წლის ასაკში. იდგა მოჟამული სახით და იღებდა ხალხის სამძიმარს, ისე თითქოს მისი ბრალი არ ყოფილიყო ქალის გალევა და გაქრობა ამ მცირე წლებში. არც მოსეს ეხატებოდა გულზე ბიძამისი ზვიადი. დიდად ბევრი არაფერი იცოდა მის შესახებ, არ იცოდა რა ც იყო, მაგრამ არ მოსწონდა მისი საუბრის მანერა, ის თუ როგორ მიმართავდა ნანა დეიდას. არ მოსწონდა ეს კაცი, გულისრევის შეგრძნებას უჩენდა და ვერ იტანდა მის თვალთმაქცობას. - მოსე შვილო, მოხვედი? რა ახალგაზრდა იყო არა? როგორ წამართვა ღმერთმა მისი თავი - ცხოვრებამ დააბერა ზვიად, იქნებ უკეთესად რომ გეზრუნა მასზე დღეს აქ არ ვყოფილიყავით - რას ამბობ მოსე, სიტყვებს დაუკვირდი. ჩემი ცოლის სულს პატივი ეცი - ნანა დეიდას პატივისცემას შენ არ უნდა მასწავლიდე, ბიძია მათი დიალოგი შეწყდა, როდესაც დაინახეს როგორ უახლოვდებოდა თავახდილ კუბოს გაცრეცილი სხეული. შავებით მოსილი ლილე, მძიმედ მიათრევდა სხეულს. თითქოს უმძიმდა ის კაბა და ის თავშალი. თითქოს ურთულებდნენ დედასთან მისავალ გზას. მისი თვალები მხოლოდ დედის სახეს შესჩერებოდნენ, არ დაუნახავს სხვა არაფერი. აკანკალებული სხეულით ჩაიკეცა დედის წინ. ხელები ლამაზი დედის სახისკენ გასწია, მაგრამ ვერ ეხებოდა. ვერ აბჯენდა თითებს დედის ლოყებს. ვერ აკეთებდა. არ შეეძლო. ეს რომ გაეკეთებინა უნდა დაეჯერებინა, რომ დამთავრებულიყო მისი ცხოვრება. რომ ვეღარ შეხედავდა მის სახეს ვეღარასდროს. ვეღარ დაინახავდა როგორ უღიმოდა. ვეღარ შეძლებდა მისი ხმის გაგონებას. აკანკალებული თითებით თმაზე შეეხო ქალს. შავ თმას გადაუსვა ნაზად ხელი. ეფერებოდა მის სხეულს და სულს ერთდროულად. ვეღარ გაუძლო გულმა და ამოუშვა ხმამაღალი კვნესა. ხელებში მოიქცია მისი ლოყები და თავი გულზე დაადო შვილმა გარდაცვლილ დედას. ატირდა ლილე, მთელი გულით ატირდა. დედა გამოსცლოდა ხელიდან. ერთადერთი საყრდენი, ერთადერთი ლამაზი ნაპერწკალი მის ცხოვრებაში. - დედა, რატომ დამტოვე? რატომ დამტოვე ამ სამყაროში ასე მარტო? რატომ წახვედი ჩემ გარეშე? - მოთქვამდა პატარა გოგონა. მოსეს ეწვოდა მთელი სხეული მისი გულში ჩაკვრის სურვილით. იწვოდა მისი ტკივილით. ტკიოდა ყველა მისი ცრემლი და ამონასუნთქი. უძლური იყო იმ მომენტში და კლავდა ეს მდგომარეობა. სევდით შესცქეროდა ამ შემზარავ სანახაობას მოსე უეცრად ზვიადი რომ მიუახლოვდა გოგოს და მკლაში სწვდა. - აქ რა ნამუსით მოხვედი შენ? არ შეგრცხვა მაინც? აქ დედაშენი შენ გამო წევს და შენ ბედავ და მის გასვენებას ესწრები? - მოსეს სისხლი აუდუღდა წამშივე. გააფთრდა. სურვილი ჰქონდა გოგო გამოეგლიჯა ბიძამისის კლანჭებიდან და საკადრისი მიეღებინებინა კაცისთვის. - შენ ხომ არ გაგიჟებულხარ! აცადე გოგოს დედა დაიტიროს. ნერვები დაიწყნარე, აქ ყველა ვგლოვობთ მის წასვლას! - მკლავში ჩაკიდა ხელი მოსემ ლილეს და გაათავისუფლა ბიძამისის კლანჭებისგან. დასიებული თვალებით უყურებდა ლილე მოსეს. ვერ იგებდა რას აკეთებდა აქ ეს ბიჭი. ვინ იყო,კ რატომ იყო იქ. როგორ აღმოჩნდა თბილისიდან იქ. თუმცა არც ძალა ჰქონდა რამის კითხვის, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო მეტს და დედის საფლავთან გონდაკარგული ჩაიკეცა. მოსე მასთან ერთად ჩაიმუხლა და სახეზე დაუწყო ხელების სმა - ლილე… ლილე გონს მოდი. წყალი არ გაქვთ ვინმეს? ლილე, ძლიერი უნდა იყო ჩემო გოგო, მე მოგივლი, ამის მერე მე მოგივლი ლილე… - ეჩურჩულებოდა გოგოს და თან ცივ წყალს უსვამდა სახეზე. ნელ-ნელა გაახილა ლილემ თვალები, მოსეს სახეს შეეჩეხა და კითხვის ნიშნიანი მზერით შეაჩერდა სანამ თავი ოდნავ არ გააბრუნა აზრზე მოსულმა და ზვიადი არ დაინახა. ზვიადი და… ისიც იქ იყო. იქ იდგა. აღმართულიყო მის წინ ირონიული ღიმილით და სიბოროტე უჩანდა თვალებში. გამოწკეპილა შარვალ-კოსტუმში და კაცს დამსგავსებია. შეხედავდით და ვიღაც გეგონებოდათ. კანკალმა აიტანა ლილე. თვალთდაუბნელდა. გულმა დიდი სიჩქარით იწყო ცემა. მოსე უყურებდა, შეამჩნია მისი ეს სხვაობა და ვერ იგებდა რას გამოეწვია ეს ყველაფერი. ლილემ თავი დაიხსნა მოსეს მკლავებიდან, ფეხზე წამოდგა, დედის სხეულს მიუახლოვდა, მისკენ დაიხარა, შუბლზე კოცნა დაუტოვა, ცხვირი რბილ ლოყაზე გაუხახუნა, მისი ძველი სურნელის შეგრშძნება სცადა, ლოყაზეც აკოცა, ხელი თმაზე გადაუსვა და წამოდგა. ცრემლები ნიაღვრად მიედინებოდა ლოყებზე. უკან დაიხია, ხალხს შორის დადგა და უყურა როგორ აყრიდნენ მიზას დედამისის კუბოს. როგორ მარხავდნენ ერთადერთ წმინდას მისთვის. მოსე უყურებდა და სხეული სთხოვდა მის საყრდენად გადაქცეოდა. უყურებდა და არ ეგულებოდა არაფერი მას გარდა ვისზე ყურებაშიც გალევდა ცხოვრებას თავისი სურვილით. უყურებდა და უნდოდა შეეშრო ის ცრემლები, მოეშორებინა დარდი მისი გულიდან, გაექრო ყველა ღრუბელი მისი სამყაროდან. დაინახა როგორ მიუახლოვდა ზურა, თავისი ბიძაშვილი ლილეს, როგორ შეცბა ლილე მის დანახვაზე და როგორ გაიყინა მაშინ როდესაც რაღაც უჩურჩულა ყურში ზურამ. სივრცეში ჩაიკარგა ლილე, აღარ მოძრაობდა, მილიმეტრითაც კი არ ირხეოდა მისი სხეული, თითქოს ქანდაკებად იქცა. ზურამ ჩაიცინა და გამოეცალა გოგოს. - რა უთხარი ლილეს? - შენ ვინ გეკითხება, მოსე? და-ძმურ ურთიერთობაში ნუ ჩაერევი თუ შეიძლება, აშკარად ზედმეტი ხარ - რომ შევამჩნიო მას ტკივილს აყენებ სიკვდილს ინატრებ, ზურაბ - ზედმეტად ხომ არ ფიქრობ მასზე შემთხვევით? რა იყო მოსე, გულში ხომ არ ჩაგივარდა ლილეკო? რა იყო შენთან წევს? ეგ ხო ყველას აძლევს - ახლავე მოკეტე! ნანა დეიდას გადაუხადე მადლობა რომ აქვე არ გიგდებ წიხლქვეშ, . ხმა ჩაიგდე და მეორედ შენი პირიდან ლილეს სახელის ხსენება არ გავიგო! - კბილებს შორის სცრიდა მოსე და ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. უდუღდა სისხლი ვენებში სვანს, ცდილობდა თავშეკავება გამოეჩინა, მაგრამ მისი მოთმინება ბეწვზე ეკიდა. დაკრძალეს ნანა დეიდა. ნელ-ნელა დაცარიელდა იქაურობა. ზვიადი უკვე წასულიყო, მოეხადა ქმრის ვალი და გაჰყოლოდა თბილი სახლის გზას. ლილე საფლავს დამხობოდა, გვერდზე ეწვა დედას, მიწას ცრემლებს ატანდა და ეფერებოდა ადგილს სადაც დედამისი ეგულებოდა. მტივნეული სანახავი იყო ლამაზი გოგონა. სასოწარკვეთას მოეცვა და სიკვდილს ნატრობდაავალიანი. სიცხე ისევ მაღალი ჰქონდა. აკანკალებდა, არამხოლოდ სიცხის გამო, არამედ დაკარგული დედის გამო და იმ ადამიანის სიტყვების გამო, რომელმაც სიცოცხლე დაუნგრია, გაანადგურა. დედას დააშორა, ცოცხლად მოკლა და დამარხა. იმ არაკაცი კაცის სიტყვების გამო. - მეგონა აღარასდროს დაბრუნდებოდი. ისევ ისეთი ლამაზი ხარ, ჩემო ლილე. - უკანკალებდა სხეული და სიკვდილს ნატრობდა. დედასთან უნდოდა. დედას გვერდით. მხოლოდ მასთან უნდოდა, მასთან ერთად დაძინება, იქამდე სანამ საბოლოოდ გამოიდარებდა ცაზე და ღრუბლები გადაიყრებოდა, რომ მათ ვარსკვკლავებისთვის ეყურებინათ. ყველა წასულიყო, სასაფლაოზე სამნი შემორჩენილიყვნენ. ლილე, მოსე და ზურაბი. იდგა და ელოდებოდა მოსეს წასვლას. ელოდებოდა როდის დარჩებოდა ლილესთან მარტო, ის კი ფეხის მოცვლას არ აპირებდა. არ ვიცით რა დრო დაჰყვეს იქ მარტოებმა, საბოლოოდ მოსე რომ მიუახლოვდა ლილეს, გვერდით ჩაიმუხლა და მკლავზე შეეხო. - ლილე - ისე შეკრთა გოგო, ისე უცებ წამოჯდა, ისე ჰქონდა თვალები გადიდებული და დამრგვალებული, ისეთი შემზარავი სახით იყურებოდა. მკაფიოდ იკითხებოდა მის თვალებში შიში იმ მომენტში - არ შემეხო… - გული გაუჩერდა მოსეს. გაახსენდა იმ ღამინდელი ბოდვა. გაახსენდა როგორ ითხოვდა რომ არ შეხებოდნენ, რომ არაფერი დაეშავებინათ. - ლილე, არ შეგეშინდეს. მე არაფერს დაგიშავებ. ცუდად ხარ. სასტუმროში წაგიყვან მანქანით, კარგი? - საერთოდ ვინ ხარ? აქ რას აკეთებ? ჩემგან. რა გინდა? წადი… - ბოლო სიტყვის თქმა ინანა ლილემ, არ უნდოდა ზურასთან მარტო დარჩენა, მეტიც შიშისგან აკანკალებდა ამის წარმოდგენაზეც კი. - წამოდი, წაგიყვან, შენ სასტუმროში მიგიყვან და დაისვენე, კარგი? როცა შეგეძლება და კარგად იქნები მერე ვილაპარაკოთ კიდეც და რაც გენდომება ის მკითხე - შემეშვი, ჩემით წავალ… - ლილე… მენდე გთხოვ. - ხედავდა როგორ მიშტერებოდა ზურა შორიდან. ხედავდა და უფრო და უფრო ძლიერად სცრიდა სხეულში. - კარგი… წამიყვანე აქედან. გთხოვ… - მუდარასავით ჟღერდა მისი ბოლო სიტყვა მოსესთვის. ფრთხილად წამოაყენა. მისი ხელი თავისაში მოიქცია მეორე კი წელზე შემოხვია, რომ კარგად დაეჭირა. ლილე შეკრთა, ცივმა ოფლმა დაასხა, თუმცა არ გაუპროტესტებია. მალევე მივიდნენ მანქანამდე. მოსემ კარი გამოუღო, ჩაჯდომაში დაეხმარა და შემდეგ საჭეს მიუჯდა. უყურებდა მის დაბინდულ მზერას და ხვდებოდა რაშიც იყო საქმე. ხელი ფრთხილად მიადო შუბლზე - იწვი, ლილე, სიცხე გაქვს - კარგად ვარ - ჩაიჩურჩულა გოგომ და სიზმრების სამყაროში გადაეშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



