ჩემპიონი (ნაწილი 18)
დაჯილდოების მომენტი დარბაზში ძალიან ემოციური და ლამაზი იყო.. ტატამზე უკვე სამი სპორტსმენი იდგა, მაგრამ ყველა მზერა მხოლოდ ერთზე იყო მიპყრობილი - ირაკლიზე, ჩემპიონზე! ოქროს მედალი მკერდზე ეკიდა, შუქი ზედ ეცემოდა და ბრწყინავდა, როცა საქართველოს ჰიმნი ჩაირთო, დარბაზი ფეხზე წამოდგა. ირაკლი უძრავად იდგა, მხრები გამართული ჰქონდა, სახეზე სიმკაცრე ეტყობოდა, მაგრამ თვალებში ის ცეცხლი ენთო, რომელიც მხოლოდ გამარჯვებულებს აქვთ. მისი მზერა წამით ხალხში მარიამს შეეხო და თითქოს ყველაფერი გაქრა - ხალხი, ხმაური, ტატამი, მხოლოდ ის დარჩა. მარიამი ფეხის წვერებზე იწეოდა, რომ უკეთ დაენახა. ტაშს უკრავდა და თვალები უბრწყინავდა ისე, თითქოს თავად მოიგო ეს ბრძოლა. სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა, მაგრამ არც შეუმჩნევია. მხოლოდ ირაკლის უყურებდა ამაყად, აღტაცებით, იმ გრძნობით, რომელსაც ვეღარ მალავდა..ნინო გვერდით გაშეშებული იდგა, ჯერ ირაკლის შეხედა, მერე მარიამს. ყველაფერი ნათელი გახდა - როგორ უყურებდა მარიამი, როგორ ანათებდა მის სახე, ჩუმად გაეღიმა.. სერგო პირველად წლების შემდეგ მშვიდად სუნთქავდა, ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი, თვალებში სიმშვიდე ედგა.. ეს იყო ის ადგილი, სადაც ირაკლი უნდა ყოფილიყო. ის სტატუსი, რომელიც მისგან წაიღეს, ისევ უკან დაიბრუნა.. გიორგიც უყურებდა, გულში რაღაც უცნაური სითბო დაეუფლა ირაკლის გამო, იმ ბიჭის გამო, რომელსაც თვითონ ზრდიდა, წვრთნიდა, ქმნიდა, მოტივაციას აძლევდა, მაგრამ ეს წამი მალევე დაიფარა, როცა დაინახა მარიამი, როგორ მოწყდა ადგილს და ხალხის ავლით გვერდით გარბოდა ტატამისკენ, ირაკლის ყელზე ჩამოეკიდა და ისე ძლიერად ჩაეხუტა, თითქოს ამ სამი დღის ყველა შიში და ტკივილი ახლა მის მკერდში უნდა ჩაემალა.. უნებურად ტუჩებზე აკოცა, არც ხალხი ახსოვდა, არც არავინ.. ირაკლიმ ხელი წელზე შემოხვია და ისე ჩაიკრა, თითქოს სწორედ ეს იყო მისი ნამდვილი ჯილდო.. გიორგის თვალები ჩაუწითლდა, თითები მუჭად შეკრა, ახლა უკვე ნანობდა.. ძალიან ნანობდა, რომ მარიამის დაჟინებულ თხოვნას ვერ გაუძლო.. ნანობდა, რომ უთხრა, სად ჰყავდათ ირაკლი, მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო. მის თვალწინ იდგა ქალი, რომელიც არასდროს შეხედავდა ისე, როგორც ირაკლის უყურებდა.. კობა აღარ გაჩერდა, სახეზე გაბრაზება ღრმად გადაეკრა, კბილებს ერთმანეთს აჭერდა.. ჩუმად გავიდა დარბაზიდან, ისე რომ უკან არც მოუხედავს, გარეთ, მანქანასთან მისულმა კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა, რომ თითქმის მინა შეირყა. შემდეგ მუშტები და ფეხები მანქანას დაუშინა, სუნთქვა ეკვროდა, გული აჩქარებული ჰქონდა - როგოოორ?! როგორ მოვიდა აქ?! როგორ მოხდა ეეეესს?! - ბოლო ხმაზე ყვიროდა და ისევ მანქანაზე იყრიდა ჯავრს - სამართალმა პური ჭამა, მამიკო - ნინოს ხმა ზურგს უკან გაისმა. კობა შემოტრიალდა. მის წინ იდგა, მშვიდი, კმაყოფილი სახით, თვალებში ირონიული ღიმილით. - შენ გააკეთე ეს? შენ მოიყვანე?! - ნინო მის წინ დადგა. - არა, მაგრამ მეც რომ მქონოდა შანსი, აუცილებლად გავაკეთებდი - კობამ მკლავებში ჩააფრინდა, თვალები სისხლისფრად ჰქონდა შეღებილი - წყეულებო! შვილები კი არა, ღვთის სასჯელები ხართ! - ნინოს გაეცინა. - იგივე შემიძლია შენზეც ვთქვა, მამიკო - კობას ხელი უხეშად მოიშორა და უკან შებრუნდა, კმაყოფილი ღიმილით დაბრუნდა დარბაზში, სადაც ირაკლი ჯერ კიდევ მარიამს ეხუტებოდა და მთელი საქართველო ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა.. ირაკლის ჯერ კიდევ ხელები ჰქომდა მარიამზე შემოხვეული. დარბაზში ხალხის ხმაური, ტაშის გუგუნი და კამერების განათებები ირეოდა ერთმანეთში, მაგრამ მათ მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ.. მარიამმა ხელები კისერზე მოხვია, შუბლზე მიეკრო და ჩუმად ჩასჩურჩულა: - ძალიან ბედნიერი ვარ შენს გამო... თავს ვერასდროს ვაპატიებდი დღეს ეს მედალი რომ არ მოგეპოვებინა.. - ირაკლიმ გაუღიმა, ხელი ლოყაზე ჩამოუსვა, თმა ყურს უკან ნაზად გადაუწია და თვალებში ჩახედა. - შეშლილო... როგორ მომაგენი? მარიამს გაეცინაბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. - ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია მოგაგენი... წლების წინ სწორედ მე ვიყავი მიზეზი, ვინც საკუთარ თავს დაგაშორა - ირაკლიმ თავი ნელა გააქნია. - მაგრამ წლების შემდეგ შენ შემოიტანე ისევ სინათლე ჩემს ცხოვრებაში... და მაქციე იმად, რაც ვარ. შენ შეცვალე ის „უჟმური“ ირაკლი.. - ორივეს გაეცინა, ირაკლიმ უცებ ხელში აიტაცა, მარიამმა შეჰკივლა სიცილით და კისერზე ჩაებღაუჭა, ირაკლი მის კისერში ჩაიმალა და ძლიერად აკოცა. - მადლობა ყველაფრისთვის... - ჩუმად უთხრა - მადლობა იმისთვის, რომ სიცილის ძალა დამიბრუნე.. - მარიამმა თვალები დახუჭა, პირველად გრძნობდა თავს ასე მშვიდად.. ისე, თითქოს წლების შემდეგ საბოლოოდ სწორ ადგილას აღმოჩნდა..შორიახლოს გიორგი ნერვიულად დადიოდა წინ და უკან, თვალს ვერ აშორებდა მათ, მათი ყოველი შეხება, ყოველი ღიმილი შიგნიდან ანგრევდა. ნინო ნელა მიუახლოვდა. - როცა ადამიანს თვალებში უყურებ, მის ყველა ფიქრს ხედავ... განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგად იცნობ - გიორგიმ გაღიზიანებულმა გახედა. - ნინო, რა გინდა?! - შენს თვალებში ახლა მხოლოდ ბოღმა და სიძულვილი ტრიალებს.. - მშვიდად განაგრძო ნინომ - აი, მარიამის თვალებში კი უდიდესი სიყვარული, სიხარული, ვნება... სილაღეა. ტყუილად ნუ კარგავ მასზე დროს... ის შენ ისე არასდროს შემოგხედავს, როგორც მას უყურებს - გიორგის თვალები ჩაუმუქდა - რატომ არ მანებებ თავს?! -ნინო კიდევ უფრო მიუახლოვდა. - იმიტომ, რომ დაგანახო... დაგანახო, რა საცოდავი ხარ - გიორგიმ ყურებზე მოიჭირა ხელი. - გაჩუმდი! - შეხედე! კარგად შეხედე! - ახლა უკვე ნინოს ხმაშიც იგრძნობოდა დაგროვილი ბრაზი - ის ბედნიერი ქალია, რომელიც ასეთად მამაკაცმა აქცია! შენც შეგეძლო ასე ბედნიერად გექცია ჩვენი სიყვარული, მაგრამ ლაჩარი ხარ! შენ ვერავის გააბედნიერებ! - გიორგის თვალები ჩაუწითლდა, ერთ წამში მივარდა და კისერში ხელი მოუჭირა. - მე მარიამს გავაბედნიერებ!! - ნინოს სუნთქვა შეეკრა, თითები გიორგის მკლავებზე ჩაავლო, მაგრამ ხმა ვეღარ ამოიღო. გიორგი უფრო და უფრო უჭერდა ხელს, თვალებში ავადმყოფური სიჯიუტე ედგა. - გაიგე?! მე გავაბედნიერებ!! - ბოლოს ხელი უხეშად გაუშვა, ნინო კედელს მიეყრდნო და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, ყელი ეწვოდა.. გიორგი ისე წავიდა, უკან არც გაუხედავს, ნინომ ძლივს ამოისუნთქა, ყელზე ხელი მოისვა და ჩუმად ამოილაპარაკა: - ეს კრეტინი ავადმყოფი... - ცოტა ხანს ადგილზე გაშეშებული იდგა, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე დაძაბულობა მოიშორა და ირაკლისთან და მარიამთან მივიდა. - გილოცავ ირაკლი... მართლა გულით მიხარია შენი წარმატება... - ირაკლის გადაეხვია, თბილად მოხვია ხელი. - მადლობა ნინო... ვიცი რომ გიხარია. შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვინც მუდამ გვერდში მედგა - მარიამმა ნინოს დაკვირვებით შეხედა. - გაფითრებული რატომ ხარ ნინო? - არაფერია... - დაძაბულად უპასუხა და მზერა აარიდა, მარიამმა თვალები მოჭუტა, მაგრამ აღარ ჩაძიებია. - ბოლოს და ბოლოს იქნებ გვიამბო ირაკლი როგორ აღმოჩნდა აქ და როგორ იპოვე? - ეს მეც ძალიან მაინტერესებს... - ირაკლიმ ჩაიცინა, მარიამს ეშმაკურად გაეღიმა. - კარგი... მაშინ ყველაფერს მოგიყვებით.. ოლიმპიადის დღე - დილა: მარიამი კედლებს ხატავდა, ბოლო ხაზებს ავლებდა ირაკლის გამოსახულებას, როცა უცებ თავში რაღაც აზრმა გაუელვა, შემდეგ ინსტიქტურად მოისროლა ფუნჯი, ჩანთა აიღო და სახლიდან გავარდა, გზაში გიორგის დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა. თვალებში მხოლოდ ერთი რამ ედგა, ნებისმიერ ფასად ეპოვა ირაკლი. - მარიამ... ძალიან გამაკვირვა შენმა ზარმა... - გიორგი აშკარად დაბნეული იყო, მარიამმა პირდაპირ თვალებში შეხედა, არა თხოვნით, არა უსუსური მზერით, არამედ მკაცრი, შეუპოვარი თვალებით. - ვიცი, რომ ირაკლის ადგილსამყოფელი იცი! შენ ახლა მამაჩემის გავლენის ქვეშ ხარ მოქცეული... ამასთანავე ისიც ვიცი რას გრძნობ ჩემდამი.. - თვალებში ჩააშტერდა, გიორგი დაიბნა, ცხოვრებაში პირველად იყო მარიამი მასთან ასე ახლოს, კონტროლს კარგავდა... მარიამის მზერას ვერ უძლებდა. - თუ გინდა, რომ როგორც ადამიანს შემოგხედო... თუ გინდა, რომ არ მძულდე... მითხარი სად არის.. - ხმა უფრო მტკიცე გაუხდა. - მხოლოდ ეს მითხარი.. თუ ის დღეს ოლიმპიადაზე ვერ გავა... გეფიცები, მთელი არსებით შეგიზიზღებ, ჩემთვის ყველაზე უკანასკნელი ადამიანი იქნები! - გიორგიმ თვალები დახუჭა. - გაჩუმდი... ნუ მეუბნები ამას... - თუ გინდა ჩემი ნდობა მოიპოვო, ირაკლი დღეს ოლიმპიადაზე უნდა გამოვიდეს... - კიდევ უფრო მიუახლოვდა - სად არის ირაკლი? მიპასუხე... მხოლოდ მისამართი მინდა. - გიორგიმ ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი. - მარტო ვერ მიხვალ იქ... დაცვა ჰყავს კობას თავზე დაყენებული... - შენ მხოლოდ მისამართი მითხარი.. შენი და ირაკლის მეგობრობის ხათრით.. - რამდენიმე წამი დუმდა, შემდეგ ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და მისამართი დაუწერა.. თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის გზაზე იყო, მაღალმთიან სოფელში "ბეთანია" - ფურცელი გაუწოდა, მარიამმა სწრაფად დახედა. - მადლობა... დღეს დამიმტკიცე, რომ შენში რაღაც ადამიანური არსებობს..- ეს სიტყვები გიორგისთვის ყველაფერზე მეტი იყო, მარიამი მაშინვე მანქანაში ჩაჯდა, ძრავა დაქოქა და ადგილიდან მოწყდა. თვალებში მხოლოდ ერთი სურვილი უკიაფებდა დროში ჩატეულიყო.. მანქანას თითქმის გიჟივით მართავდა, მოსახვევებს სისწრაფით იღებდა, ხელები საჭეზე მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული, გულში კი მხოლოდ ირაკლის სახე უტრიალებდა. - „გთხოვ... გაუძელი.. მალე მოვალ.." - ერთი საათის გზა თითქმის ნახევარ საათში გაიარა, ბოლოს დანიშნულების ადგილას მივიდა.. მაღალ მთებში ჩაკარგული პატარა სოფელი იყო, ირგვლივ სიჩუმე მეფობდა, მხოლოდ ქარის ხმა არხევდა ხეებს.. მარიამმა მანქანა გააჩერა და სწრაფად გადმოვიდა, შორს, ტყის პირას, ძველი ხის სახლი ჩანდა... რომლის წინაც რამოდენიმე უცნობი მამაკაცი შენიშნა.. ჭიშკარი დაკეტილი იყო..მაღალი, მძიმე რკინის ჭიშკარი, რომელსაც კობას ხალხი დარაჯობდა..მარიამმა სწრაფად მოავლო თვალი გარემოს, გადასვლას აზრი არ ჰქონდა, ვერც აცოცდებოდა და ვერც დროში მოასწრებდა..საათი კი დაუნდობლად გარბოდა, რამდენიმე წამით გაჩერდა, შემდეგ…ეშმაკურად ჩაიცინა, იმ ღიმილით, რომელსაც ყოველთვის რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, ღრმად ჩაისუნთქა, საჭეს ორივე ხელი ძლიერად ჩაავლო და გაზს ბოლომდე დააჭირა ფეხი, მანქანა მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს შემდეგ ყრუ, გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა.. რკინის ჭიშკარი შუაზე გაიღუნა, ნაწილები ჰაერში გაფრინდა, მანქანამ კი პირდაპირ ეზოში შეიჭრა. კაცები ინსტიქტურად უკან გადახტნენ..ერთ-ერთს ხელიდან იარაღიც კი გაუვარდა. - ეს რა ჯანდაბა იყო?!.. - გაგიჟდა?! მტვერი და კვამლი იდგა ჰაერში, მანქანის კარი ნელა გაიღო. მარიამი გადმოვიდა..სახეზე ისეთი სიმკაცრე ეწერა, რომ წამით ყველას დაავიწყდა, ქალი იდგა მათ წინ თუ ქარიშხალი..თვალებში თითქოს ეშმაკი ჩასახლებოდა, მკაცრი ნაბიჯებით წავიდა წინ.. იქვე, სკამზე ირაკლი ჰყავდათ მიბმული, ყველაზე ძლიერი მამაკაცი, ათობით კაცს ჰყავდა შეკრული..ხელებზე, მხრებზე, ფეხებზე სქელი თოკები ჰქონდა შემოხვეული. სახეზე სისხლის კვალი ეტყობოდა, მაგრამ თვალებში ისევ ის საშიში სიმშვიდე ედგა. ისეთი, როგორიც მტაცებელ ცხოველს აქვს გალიაშიც კი.. ერთ-ერთმა კაცმა მარიამი იცნო და სახე შეეცვალა. - ქალბატონო მარიამ... - მაშინვე ხელი ასწია. - არაფერი გააკეთოთ! ბატონი კობას შვილია! - ყველა გაჩერდა, მარიამი პირდაპირ ირაკლის წინ დადგა. - ხელები გაუხსენით და გაათავისუფლეთ. დროზე! - კაცებმა ერთმანეთს გადახედეს. - მაგრამ… მამათქვენმა ბრძანა - არ გესმით რას გეუბნებით?! - დაიღრიალა მარიამმა - მე მეწინააღმდეგებით?! კობას შვილს?! - ხმაში ისეთი ძალა იყო, კაცებს სახე დაეძაბათ. - იცით რა მოგივათ მამაჩემს ერთი გადაბრუნებული სიტყვა რომ ვუთხრა თქვენზე?! გაათავისუფლეთ! აღარ გამამეორებინოთ! - რამდენიმე წამში თოკების გახსნა დაიწყეს. ირაკლი ფეხზე წამოდგა, თოკების ბოლოც რომ მოაშორეს, მხრები გაასწორა და კაცებს ისეთი მზერით გადახედა, ყველამ ინსტიქტურად უკან დაიხია. - ლაჩრებო… - ცივად ჩაილაპარაკა - აბა ახლა მოდით, სათითაოდ გაგისწორდებით - მარიამი სწრაფად მივარდა ირაკლისკენ და ხელი ჩაავლო. - ახლა მაგის დრო არაა! სწრაფად უნდა წავიდეთ! ოლიმპიადას უნდა მივუსწროთ! - ირაკლიმ პირველად შეხედა კარგად. მარიამის თვალებში შიში, სიჯიუტე, სიგიჟე და რაღაც ამოუხსნელი ერთდროულად ენთო..ირაკლის ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა. - შენ მართლა გიჟი ხარ… - გიჟი ვარ.. ახლა წავედით! - ხელი მოკიდა და მანქანისკენ თითქმის ძალით წაიყვანა, ორივენი სწრაფად ჩასხდნენ.. მარიამმა მანქანა ისეთი სისწრაფით მოატრიალა, საბურავებმა მიწა ააყარა..უკანა გზაზე თითქმის მიფრინავდნენ. ირაკლი საჭეს ჩააშტერდა. - ასე თუ ივლი, ოლიმპიადაზე ვერა… მაგრამ პირდაპირ სამოთხეში მოვხვდებით. - მარიამი თვალებს არ აშორებდა გზას. - არ დავუშვებ, რომ სხვა გამოვიდეს ტატამზე - ხმა გაუმკაცრდა. - ეს დღე შენია, ირაკლი. მხოლოდ შენი! სწორედ ასე მოხვდა ირაკლი ოლიმპიადაზე…მარიამის წყალობით..მისი სიჯიუტით, სიგიჟემდე მისული სიმამაცით და იმ სიყვარულით, რომლის აღიარებას ორივე ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ბედავდა. - ჭიშკარი რანაირად შეანგრიე გადარეულოო?! - ნინო სიცილს ვერ იკავებდა, მარიამმაც გადაიკისკისა. - აი ასე… გაზს დავაჭირე და შეინგრა. - ღმერთო… გიჟი ხარ მარიაამ! - სამაგიეროდ მოვასწარით! - გამარჯვებული ბავშვივით აიჩეჩა მხრებიშემდეგ უცებ ანის მოჰკრა თვალი. - დამელოდეთ, ანის მოვიყვან! - სიტყვები მიაყარა და გახარებული გაიქცა..მისი წასვლისთანავე ნინოს სახე დაუსერიოზულდა, ირაკლის შეხედა. - იკა… არ მინდა სიხარული ჩაგიშხამო, მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია - ირაკლის ღიმილი ოდნავ ჩაუქრა. - რა მოხდა? - გიორგის არ ვენდობი,შეპყრობილია მარიამით - ირაკლის სახე დაეძაბა. მუშტი ისე ძლიერად შეკრა, ძარღვები დაებერა. - მისთვის ვერა და ვერ მოვიცალე… მაგრამ აწი მე ვიცი… - ხმა დაუმძიმდა. - აბა გაბედოს და ერთი ნაბიჯი გადმოდგას მარიამისკენ - ყველაფერს დავივიწყებ, ნინომ ყურადღებით შეხედა. - შენთან როცა არის მარიამი… რატომღაც მშვიდად ვარ - შემდეგ გაეღიმა. - როდის მოასწარით ერთმანეთის შეყვარება? - შეყვარება?.. - ირაკლი პირველად დაფიქრდა ამ სიტყვაზე, უცნაურად ჩაესმა ყურში..სახე ნელ-ნელა გაუნათდა, ტუჩები გაეპო ღიმილში, ისეთი ღიმილით, როგორიც მის სახეზე ძალიან იშვიათად ჩნდებოდა. არასდროს უფიქრია ამ სიტყვაზე. მარიამის მიმართ ვნება ჰქონდა… სიგიჟემდე მიზიდულობა… უცნაური სიმშვიდე… ქაოსიც და ბედნიერებაც მაგრამ ამაზე არასდროს უფიქრია - "შეყვარება"? - ნუთუ?! - ჰო, შეყვარება… - ნინომ მხარზე გაჰკრა ხელი - აბა რა დავარქვა თქვენს მზერას? გთხოვ… გაუფრთხილდი მას. მუდამ დაიცავი - ირაკლიმ მარიამისკენ გაიხედა, შორს ანისთან ერთად იცინოდა, ხელებს იქნევდა და რაღაცას ემოციურად უყვებოდა. მის დანახვაზე ირაკლის თვალები უნებურად დაუთბა. - სულ გავუფრთხილდები… - ჩუმად თქვა - მისთვის ფარივით ვიქნები ნინო! რკინის ფარივით! - ნელ-ნელა დარბაზი იცლებოდა, ყველას უნდოდა ჩემპიონთან ფოტოს გადაღება, მილოცვა, სადღეგრძელოების თქმა…მეგობრები უკვე გეგმავდნენ სად უნდა აღენიშნათ გამარჯვება. - დღეს უარს ვერ მიიღებ! - სიცილით ეუბნებოდნენ ირაკლის - მთელი თბილისი უნდა ავაყირაოთ! - ვერ მოვახერხებ… - მშვიდად უპასუხა ირაკლიმ. - რატომ ვერ მოახერხებ?! - ტრავმა მაქვს.. შინაგანი.. მკურნალობას ვსაჭიროებ, ერთი მცენარე არის.. უდაბნოს ვარდს ეძახიან... - ნინო უკვე სიცილით იგუდებოდა.. - კარგი, მაშინ ორ საათში მოდი. - ორ საათშიც ვერ მოვალ. - რატომ?! - ირაკლიმ ვითომ სერიოზული სახე მიიღო. - ექიმმა მითხრა, ემოციური გადაღლა გაქვს და ხმაურს უნდა ერიდოო - ექიმმა თუ მარიამმა? - გადაიხარხარა ნინომ - ორივემ - ამ დროს მარიამიც დაბრუნდა. - რა ხდება? - შენი ქმარი ყველანაირ სისულელეს იგონებს, ოღონდ ჩვენთან ერთად არ წამოვიდეს! - მარიამმა ეჭვის თვალით შეხედა ირაკლის. - მმმ.. მიზეზი? - ირაკლი მასთან ახლოს მივიდა და ჩუმად ჩასჩურჩულა: - ტრავმა მაქვს… შენთან მარტო დარჩენის მწვავე სურვილი მჭირს - მარიამმა ღიმილი ვერ შეიკავა. - ძალიან მძიმე შემთხვევაა, სასწრაფო მკურნალობა სჭირდება. - და მკურნალობა როგორი? - ირაკლიმ წელზე ხელი მოხვია და თვალებში ჩახედა. - მაქვს ერთი იდეა.. როგორ შეიძლება ჩემს ტრავმას ვუშველოთ.. - ორივეს გაეცინა.. მარიამს ხელი ჩაავლო და მეგობრებს გაეპარნენ.. - სად მიდიხართ?! - ანის ხმა დაედევნათ. - სახელმწიფოს საიდუმლოა! - მარიამმა სიცილით დაუძახა და ირაკლისთან ერთად სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, ქალაქის ხმაური უკან მოიტოვეს..მარიამმა ღვედი შეიკრა და ირაკლის გახედა. - სად მივდივართ ჩემპიონო?- ირაკლიმ მანქანა დაძრა, შემდეგ ცალი ხელით მის ხელს ჩაეჭიდა. - ჩემპიონობის აღსანიშნავად… მხოლოდ მე და შენ - ღამე უკვე ჩამოწვა, როცა აბასთუმანში ავიდნენ..ჰაერი ისეთი სუფთა იყო, თითქოს ყოველი ჩასუნთქვა ფილტვებს კი არა სულს წმენდდა.. ირგვლივ უზარმაზარი ხეები იდგა, მთები სიბნელეში იკარგებოდა, ცაზე კი მილიონობით ვარსკვლავი ენთო. მარიამმა ფანჯარა ჩამოსწია და ღრმად ჩაისუნთქა. - ღმერთო… რა ჰაერიაა, თითქოს ცა უფრო ახლოსაა - ჩუმად უთხრა ირაკლის, აბასთუმნის ცა საოცრად სუფთა იყო, ვარსკვლავები ისე ახლოს ჩანდა თითქოს ხელის გაწვდენაზე ეკიდა. მარიამი ტელესკოპთან მივიდა, თვალი მიადო და უცებ გაშეშდა. - ირაკლი… აქედან მთვარე საერთოდ სხვანაირია… - გაოცებული ხმით ჩაილაპარაკა, ირაკლი ზურგიდან აეკრო, ხელები მის ხელებზე დაადო და ტელესკოპი ოდნავ გაუსწორა. - ახლა მარცხნივ გაიხედე… აი იმ კაშკაშა ვარსკვლავს ხედავ? - მარიამმა ღიმილით დაუქნია თავი. - ვხედავ… - ის ყველაზე მეტად ანათებს.. ზუსტად შენსავით - მარიამი ნელა შემოტრიალდა მისკენ, ღამის ცივი ჰაერი თმას უწეწავდა, თვალები კი ვარსკვლავებზე მეტად უბრწყინავდა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ მარიამმა ჩუმად ჩაიცინა, ლოყაზე ნაზად აკოცა.. პატარა ხის კოტეჯი იქირავეს, სახლი ზღაპრულად გამოიყურებოდა - ხის აივანი, ფანჯრებზე თბილი ყვითელი განათება, ეზოში ჩამოკიდებული პატარა სანათები, შიგნით კი ბუხრის სუნი ტრიალებდა.. მარიამი კარში შესვლისთანავე გაჩერდა. - ეს ადგილი… თითქოს ფილმიდან არის - ირაკლი უკნიდან აეკრო - შენ რომ ხარ აქ, იმიტომ ჰგავს ფილმს პრინცესა - მარიამს გაეღიმა, უცებ გარეთ გავარდა. - მოდიი! - მისი სიცილი მთებში გაიფანტა, ირაკლი უკან გაეკიდა, სველი ბალახით დაფარულ მინდორზე დარბოდნენ, ერთმანეთს დასდევდნენ, იცინოდნენ…ერთ მომენტში ირაკლიმ ხელი წელზე მოხვია და ჰაერში აატრიალა. - გამიშვიი! თავბრუ მეხვევა! - მატყუარა ხარ. - მართლა! - მაგრამ მაინც იცინოდა, ცოტა მოშორებით ცხენი დაინახეს. შავი, უზარმაზარი, თავისუფლად მორბენალი..მარიამს თვალები გაუფართოვდა. - რა ლამაზია… - ირაკლის თვალებში უცნაური ცეცხლი აინთო, გიჟური.. - მოიცადე აქ. - ირაკლი, რას აპირებ?.. - რამდენიმე წამში ირაკლი ცხენს წამოეწია, ფაფარში ხელი ჩაავლო და უნაგირის გარეშე შეხტა ზურგზე, ცხენი აფრთხიალდა..ორი წამით თითქოს ბრძოლა წავიდა მათ შორის, შემდეგ… დაწყნარდა..მარიამი აღტაცებული უყურებდა..ის მართლა ზღაპრის გმირს ჰგავდა, ველურს, შეუპოვარს. თავისუფალს..ირაკლი ცხენით უკან დაბრუნდა და ხელი გაუწოდა. - წამოხვალ? - მეე?! არა! მოვკვდები! - სანამ მე ვარ, არაფერი მოგივა - მარიამმა ხელი ჩასჭიდა, ირაკლიმ წინ დაისვა..მთის ქარი თმას უწეწავდა, ირაკლის მკერდს ზურგით ეკვროდა და გული გიჟივით უცემდა, უცებ წვიმის პირველი წვეთები დაეცათ.. მერე კი თავსხმა წამოვიდა. - ირაკლიი! - გადაიკისკისა მარიამმა, ორივენი სულ მალე გაილუმპნენ..სიცილით გარბოდნენ კოტეჯისკენ, სახლში შევარდნენ სველები, აცახცახებულები, მარიამმა თმა გადაიწია და აკანკალებული ამოილაპარაკა: - მშიაა… ძალიან მშიაა - ირაკლის გაეცინა - მე კი მიკვირდა აქამდე რომ არ მოგშივდა. - იმედია რამე გვაქვს! - მაცივარში ყველაფერია - მართლაა?! - ბავშვივით გაიქცა სამზარეულოსკენ, მერე უკან მობრუნდა, ლოყაზე ძლიერად აკოცა და ისევ მაცივრისკენ მოკურცხლა. - შენ საუკეთესო ჩემპიონი ხარ მსოფლიოში! - მალე სამზარეულოში არეულობა მოაწყო, ირაკლი კედელს მიყრდნობილი უყურებდა და ეღიმებოდა. - ნორმალური ადამიანი ჯერ აწყობს სუფრას. - ნორმალური ადამიანები მოსაწყენები არიან! მითხარი მე რომ ნორმალური ვიყო, მოგეწონებოდი?! - არა.. ასეთი გადარეული მომწონხარ - ვნებიანად აკოცა, სველი ტუჩები კისერზე ჩამოატარა.. საბოლოოდ სანთლები დაანთეს.. წვიმა ისევ ფანჯრებს აწყდებოდა, ოთახში თბილი, ოქროსფერი შუქი იდგა..მარიამი ფეხმორთხმით იჯდა სკამზე და ბედნიერი სახით ჭამდა. ირაკლი თვალს ვერ წყვეტდა. - ასე რატომ მიყურებ? - ვფიქრობ… როგორ ეტევა ამ პატარა სხეულში ამდენი საჭმელი - მარიამმა ბალიში ესროლა, მერე წყნარი მელოდია ჩართეს..ირაკლი წამოდგა და ხელი გაუწოდა. - ვიცეკვოთ? - ვიცეკვოთ ჩემპიონო.. ხპმ ხედავ ცეკვა შეგაყვარე - მარიამმა ხელები კისერზე შემოხვია..მშვიდ მუსიკაზე ნელა ირწეოდნენ, წვიმის ხმა, სანთლების შუქი, ერთმანეთის სუნთქვა…ყველაფერი ზედმეტად ლამაზი იყო..უცებ მუსიკა გადაირთო, ოთახში არაბული მელოდია გაისმა, მარიამმა მაშინვე გადაიკისკისა.. ირაკლიმ იდუმალი თვალებით გახედა. - კიდევ ერთხელ იცეკვებ ჩემთვის?- შემდეგ დივანზე გადაკიდებული კოსტიუმისკენ ანიშნა, მარიამის თვალებში ეშმაკურმა ცეცხლმა გაიელვა. - ანუ ჩემი ცეკვა ასე მოგეწონა მაშინ?- ირაკლი ნელა მიუახლოვდა, თვალები ვნებით ჰქონდა სავსე, ისეთი მზერით უყურებდა მარიამს, სხეულში ჟრუანტელი რომ უვლიდა. - ჰო… - ყურთან ჩასჩურჩულა და ნაზად აკოცა - მაშინ დამატყვევე - მარიამს სასიამოვნოდ გაეღიმა. - მაშინ თუ ასეა… კიდევ ერთხელ ვიცეკვებ შენთვის. - საიდან ისწავლე ცეკვა? - მარიამს გაეცინა. - შენ რომ დამცინე მაშინ გულში ჩამრჩა… მერე სასტუმროს შესასვლელში არაბი ქალი დავინახე. საოცრად ცეკვავდა… გული შევუღონე და მასწავლა - ორივეს გაეცინა, ოთახში ისევ ის იდუმალი აღმოსავლური მელოდია ჟღეედა..ირაკლი დივანზე დაჯდა, რამდენიმე წუთში მარიამი გამოჩნდა.. თვალმოუშორებლად მიაჩერდა ირაკლი, მის წინ იდგა "უდაბნოს ვარდი", თხელი, მბზინავი ქსოვილი სანთლის შუქზე ელავდა. ოქროსფერი დეტალები ყოველი მოძრაობისას ნაზად ციმციმებდა. გაშლილი შავი თმა შიშველ მხრებზე ეფინებოდა, ხოლო თეძოებზე შემოხვეული მსუბუქი ქსოვილი მუსიკის რიტმს მიჰყვებოდა.. მარიამმა თვალები ნახევრად მილულა, ნელა დაიწყო მოძრაობა. ხელებს ჰაერში ისე არხევდა, თითქოს მუსიკასაც კი ხატავდა.. თეძოები რბილად ირხეოდა, ნაბიჯები მსუბუქი ჰქონდა, თითქმის უხმო… ირაკლი კი გაშეშებული უყურებდა..ველური, ლამაზი, ცეცხლოვანი, ცელქი და დაუმორჩილებელი..მარიამი ნელ-ნელა მიუახლოვდა, თვალებით ეთამაშებოდა, იწვევდა..ერთი წამით ირაკლის მუხლებს შორის დადგა, თითები მხრებზე დაუსვა და ოდნავ გადაიხარა მისკენ, მის სუნთქვას გრძნობდა უკვე ირაკლი. - ასე რატომ მიყურებ? - ჩურჩულით ჰკითხა, ირაკლის ხელი ნელა აჰყვა მის წელზე, შემდეგ მკერდთან ჩასრიალდა.. - იმიტომ რომ გონებას მაკარგვინებ - მარიამმა ტუჩი მოიკვნიტა და ისევ მოშორდა, სხეული რბილად აარხია, სანთლების მოციმციმე შუქში ნამდვილ აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავდა..ირაკლი თვალს ვერ წყვეტდა, მის თვალებში უკვე დაუფარავი ვნება იდგა, მარიამმა ეს შენიშნა და გაეღიმა, შემდეგ სრულიად მოულოდნელად მის კალთაში ჩაჯდა, ხელები კისერზე მოხვია. - ჩემპიონო… მგონი ისევ დაგატყვევე- ირაკლის ჩაეცინა. - მგონი? - ხელი თეძოებზე მოუჭირა და თავისკენ ძლიერად მიიზიდა, მათი სახეები სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული.. მარიამის გახშირებული სუნთქვა ტუჩებზე ეხებოდა. - ამ თამაშით ძალიან ნუ ერთობი… ბოლოს კონტროლს ვკარგავ.. - მარიამმა პასუხის ნაცვლად ნაზად აკოცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა. ირაკლი წამში წამოდგა, მარიამი ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა..სანთლების შუქი უკან რჩებოდა, ფანჯრებს გარედან წვიმა ეცემოდა, ოთახში კი მხოლოდ მათი ჩახლართული სუნთქვა და ჩუმი სიცილი ისმოდა.. მარიამი ირაკლის მკერდზე იყო მიწოლილი, თითებით მის კანზე უაზროდ ხაზავდა რაღაცებს და ჩუმად იცინოდა, ირაკლიმ თმაში თითები შეუცურა და ნაზად აკოცა შუბლზე.. შემდეგ ქვემოდან კარზე მძიმე ბრახუნი გაისმა..არა ჩვეულებრივი კაკუნი, მძიმე, უხეში. ისეთი, თითქოს ვიღაც კარის შემონგრევას ცდილობდა..ორივენი ერთდროულად დაიძაბნენ, მარიამმა ირაკლის ახედა. - ვინ უნდა იყოს ასეთ დროს?.. - ირაკლი საწოლიდან წამოდგა, სწრაფად ჩაიცვა შარვალი. - არ ვიცი… ვნახავ. შეიძლება კოტეჯის მფლობელია. - მეც წამოვალ.. - იყავი დამელოდე.. - მშვიდად უთხრა და ლოყაზე ხელი გადაუსვა - გეშინია მარტო? - მარიამმა ტუჩი მოიკვნიტა. -არა.. კარგი, მიდი.. გელოდები. - ირაკლიმ კოცნით დაამშვიდა და ოთახიდან გავიდა, კარი დაიხურა, მარიამმა საბანი აიწია და წვიმის ხმას მოუსმინა..ერთი წუთი გავიდა. მერე მეორე, შემდეგ…ათი, ირაკლი არ ბრუნდებოდა..მარიამის სახე ნელ-ნელა დაეძაბა. - ირაკლი?.. - პასუხი არ იყო, გარეთ ქარი ღმუოდა,.წვიმა უფრო ძლიერად ასხამდა, მარიამი სწრაფად წამოდგა, ხალათი მოიცვა და კიბეებზე ფრთხილად დაეშვა. სახლში უცნაური სიჩუმე იდგა. - ირაკლი?.. - ისევ არაფერი, გული აუჩქარდა, კართან მივიდა, სახელურზე ხელი აკანკალებული დაადო და ნელა გააღო..ჭექა-ქუხილმა ცა გაანათა.და იმ წამს დაინახა, ირაკლი წვიმაში იდგა უძრავად..მის წინ კი…კობა იყო გაშხლართული. წვიმით მთლიანად გაწუწული, თავიდან სისხლი სდიოდა, ეტყობოდა, ქვას დაერტყა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


