შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემპიონი (ნაწილი 19 - დასასრული)


23-05-2026, 01:35
ავტორი თინათინი10
ნანახია 1 051

მარიამი რამდენიმე წამით გაშეშებული იდგა, წვიმა სახეში ეხეთქებოდა, ფეხებთან კი სისხლიანი წყალი გუბედ გროვდებოდა, ხან ირაკლის უყურებდა, ხან მამამისს..თითქოს გონება უარს ამბობდა იმის დაჯერებაზე რასაც ხედავდა, შემდეგ უცებ გამოფხიზლდა.
- მამაააა!.. - კივილით მივარდა კობას, ირაკლი უხეშად გასწია გვერდზე და მუხლებზე დაეცა.
- მამიკოო!.. - ხელები აუკანკალდა როცა სისხლიანი სახე ხელებში მოიქცია
- თვალები გაახილე… გესმის ჩემი?! -
კობამ სუსტად ამოიხრიალა, მარიამს ცრემლები წამოუვიდა, შემდეგ ირაკლის მიუბრუნდა..სახეზე შიში, ბრაზი და სასოწარკვეთა ერთდროულად ეწერა.
- რა გააკეთეეე?! რა ჩაიდინეეე?!! -
ირაკლი თავადაც შოკში იყო, ხელები უკანკალებდა, თვალს ვერ აშორებდა კობას სისხლიან თავს.
- შემთხვევით მოხდა… - ხმა ჩაუწყდა
- ვკამათობდით… შენს წასაყვანად მოვიდა… მერე… ხელი ვკარი და… -
სიტყვები ვეღარ დაასრულა,
მარიამი ტიროდა უკვე.
- ჩქარა!.. სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ!.. მას რომ რამე დაემართოს… - ირაკლი მაშინვე გამოფხიზლდა.
- კარგი… ნუ გეშინია… არაფერი მოუვა - თუმცა საკუთარ ხმაშიც აღარ ჰქონდა დარწმუნება, კობა ფრთხილად ასწია და მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა,
მარიამი მაშინვე გვერდით მიუჯდა,
კობას თავი კალთაში ჩაიდო, თმაზე ეფერებოდა, სახიდან სისხლს წმენდდა აკანკალებული თითებით.
- მამიკო… გთხოვ… არ მოკვდე… არ დამტოვო… - მის ხმაში ისეთი ტკივილი იყო, ირაკლის მკერდში რაღაც მოეკუმშა, მანქანა მთელი სისწრაფით მიჰყავდა წვიმიან გზაზე, სარკეში გახედა, მარიამი მამამისს ჩაჰკვროდა, ცრემლებით სველი სახით ეხვეწებოდა თვალი გაეხილა და სწორედ იმ წამს მიხვდა ირაკლი ყველაზე მწარე სიმართლეს...
ყველაფრის მიუხედავად,
სიძულვილის მიუხედავად, იმ ყველაფრის მიუხედავად რაც კობამ ჩაიდინა, მარიამს მამა მაინც უყვარდა..ისე უყვარდა, როგორც პატარა ბავშვს უყვარს ერთადერთი ადამიანი, ვის დაკარგვასაც ვერასდროს გადაიტანს.

საავადმყოფოს დერეფანი ცივი და დამთრგუნველი იყო, თეთრი განათებები თვალებს წვავდა, ექიმები კობას საკაცით მიარბენინებდნენ საოპერაციოსკენ, მარიამი კი მათ უკან თითქმის სირბილით მიჰყვებოდა.
- ფრთხილად გთხოვთ!.. - აკანკალებული ხმით იმეორებდა
- მამიკო… მამიკო თვალები გაახილე-საოპერაციოს კარი ხმაურით დაიხურა, მარიამი კართან გაშეშდა.
რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა წითლად ანთებულ წარწერას - “მიმდინარეობს ოპერაცია”,შემდეგ ნელა დაიხია უკან,
სუნთქვა უჭირდა, ხელები უკანკალებდა, დერეფანში აქეთ-იქით დაიწყო სიარული..ირაკლი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა, პირველად იყო ასეთი დაბნეული..ასეთი შეშინებული.
- მარიამ… - ფრთხილად დაუძახა
- მართლა შემთხვევით მოხდა… ამას განზრახ არ გავაკეთებდი… ჩემი ხომ გჯერა? - მარიამი უცებ შემოტრიალდა, ცრემლიანი თვალებით უყურებდა.
- ახლა ერთადერთი რამ არის მნიშვნელოვანი… რომ მან იცოცხლოს! - ხმა გაებზარა
- ის მამაჩემია!.. კარგია თუ ცუდი… მამაჩემია და მიყვარს!! - ეს სიტყვები ირაკლის პირდაპირ გულში მოხვდა, ზუსტად მაშინ დერეფანში ვიღაცის სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა, აქოშინებული გიორგი იყო, თვალებში პანიკა ედგა.
მარიამთან მივარდა.
- მარიამ!.. როგორ არის?! - ირაკლის თვალები მაშინვე ჩაუწითლდა, ყველაფერი ერთ წამში დაუკავშირა ერთმანეთს, როგორ მიაგნო კობამ მათ, როგორ აღმოჩნდა კოტეჯთან,
როგორ იცოდა ზუსტად სად იყვნენ.
- შენ იყავი!.. - დაიღრიალა და გიორგის საყელოში სწვდა
- შენ უთხარი სადაც ვიყავით! შენ ყოველთვის ყველაფერი იცი ჩვენს შესახებ! - ერთი მოქნევით ისე ძლიერად მიარტყა კედელს, გიორგის სუნთქვა შეეკრა.
- ირაკლი გაჩერდი!.. - იყვირა მარიამმა, თუმცა ირაკლი უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავს.
- შენს გამოა ყველაფერი!! - მუშტი პირდაპირ სახეში ჩაარტყა გიორგის,
სისხლი მაშინვე წასკდა ტუჩიდან,
დაცვა და ექთნები გარბოდნენ მათკენ.
- გთხოვთ აქედან გაიყვანეთ ორივე!- სასოწარკვეთილი ყვიროდა მარიამი, რამდენიმე დაცვამ ძლივს გაათრია ბიჭები დერეფნიდან, საავადმყოფოს გარეთ წვიმა ისევ არ ჩერდებოდა, გიორგიმ ძლივს მოასწრო წამოდგომა, როცა ირაკლი ისევ მივარდა, ამჯერად აღარავინ აჩერებდა, პირველი დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, გიორგი პირდაპირ მანქანას შეასკდა.
- !.. - ყვიროდა ბოლო ხმაზე ირაკლი
- მთელი ცხოვრება ჩრდილში იდექი და სულ ასე იქნები! არარაობა ხარ! -
გიორგიმ საპასუხოდ დარტყმა სცადა, მაგრამ ირაკლიმ ხელი დაუჭირა და მუცელში მუხლი უთავაზა, გიორგი მოიკეცა, შემდეგ მუშტი, კიდევ ერთი, კიდევ უამრავი..
წვიმაში სისხლი ერეოდა წყალს.
- შენ გამო გაჩნდა იქ!! - ირაკლი საყელოში ჩააფრინდა
- შენ გამოა ახლა საოპერაციოში!!- გიორგიმ სისხლი გადმოაფურთხა.
- მე.. ჩემი წყალობით გიპოვა მარიამმა! მაგრამ უკვე ვნანობ! -
ირაკლიმ ისევ დაარტყა, იმდენად ძლიერად, გიორგი ასფალტზე დაეცა, მაგრამ ირაკლი მაინც არ ჩერდებოდა.. დაგროვილი ბრაზი, ღალატი, სიძულვილი ყველაფერს ახლა ანთხევდა..გიორგის მაისურში სწვდა, წამოწია და პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა.
- კიდევ ერთხელ თუ მიუახლოვდები მარიამს… გეფიცები ვეღარავინ გიშველის - შემდეგ ხელი ჰკრა და წვიმაში მძიმედ სუნთქვით მოშორდა..

ირაკლი პალატაში მაშინ შევიდა, როცა კობას უკვე თვალები ჰქონდა გახელილი..მარიამი საწოლთან იჯდა, ორივე ხელით მამის ხელი ეჭირა და თვალებიდან ცრემლები ჯერ კიდევ არ შეშრობოდა.
- მამიკო… როგორ შემაშინე - კობამ მძიმედ შეატრიალა თავი მისკენ,
როგორც კი მარიამი დაინახა, სუსტად გაეღიმა.
- ჩემო სიცოცხლე - ხელი ოდნავ მოუჭირა, მარიამი მაშინვე გადაეხვია, ირაკლი კართან გაშეშებული იდგა, გულის სიღრმეში უცნაური ტკივილი იგრძნო ამ სცენის ყურებისას..კობა ირაკლის ხედავდა,
მაგრამ ისე იქცეოდა, თითქოს ოთახში საერთოდ არ იყო, მთელი ყურადღება მარიამზე გადაიტანა.
- შვილო… ჩემო პატარა… დაბრუნდი სახლში… მამიკოს ძალიან ენატრები… - სუსტად ლაპარაკობდა
- რა გინდა იმ კაცთან… ვინც სასიკვდილოდ გამიმეტა - მარიამი დუმდა, თვალები დახარა, ირაკლი არც განძრეულა, აინტერესებდა რას უპასუხებდა.
- მამა… ახლა დაისვენე… მერე ვილაპარაკოთ…
- დაბრუნდი შვილო… დაბრუნდი… ნუ მიმატოვებ… მე მჭირდები… - უცებ კობას სუნთქვა აუჩქარდა, აპარატმა წრიპინი დაიწყო, ექიმები მაშინვე მოცვივდნენ.
- ყველამ დატოვეთ პალატა! - მარიამი შეშინებული წამოხტა.
- მამა!.. - ექიმებმა გარეთ გამოიყვანეს, დერეფანში იდგა და ხელები უკანკალებდა, თითქოს შიგნიდან ორ ნაწილად იგლიჯებოდა,
ერთ მხარეს ირაკლი იყო…
მეორე მხარეს მამა. ერთი მამაკაცი, რომელიც უყვარდა და მეორე რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა, მიუხედავად ყველაფრისა.
ექიმი რამდენიმე წუთში გამოვიდა.
- ოჯახის წევრი ვინ არის?
- მე… - მაშინვე მივარდა მარიამი.
ექიმმა სათვალე მოიხსნა.
- პაციენტს მძიმე გულის დაავადება აქვს, ძლიერი ნერვული ფონი მისთვის ძალიან საშიშია.. განსაკუთრებული ზრუნვა და სიმშვიდე სჭირდება… ნებისმიერი სტრესი შესაძლოა სერიოზულად დამთავრდეს - მარიამს სახე დაეძაბა, თვალები დახუჭა, ზუსტად იმ დროს ირაკლი მიუახლოვდა.
დიდხანს უყურებდა უხმოდ, შემდეგ ჩუმად ჰკითხა:
- რას იზამ მარიამ… დამტოვებ?
მარიამმა ძლივს ახედა.
- ის მამაჩემია ირაკლი - ირაკლის მწარედ გაეცინა.
- მე? მე ვინ ვარ?.. არავინ… შენი ქმარიც კი არ ვარ… - ხმა დაეძაბა
- ჩვენ ნამდვილი ცოლ-ქმარი არ ვართ! ეს ქორწინება მასზე შურის საძიებლად ვითამაშეთ… და ახლა ისევ მასთან მირბიხარ!
- ჩემი რატომ არ გესმის?..
- არ მესმის! - ხმას აუწია ირაკლიმ
- იმიტომ რომ ის შენზე პროვოკაციას ახდენს!
- ვერ გაიგონე ექიმმა რა თქვა?!
- და მერე?! - ირაკლი გამწარდა
- გულის პრობლემები შენც გაქვს მარიამ! მაგრამ ამით არ მომკვდარა არავინ! - მარიამს თვალები აუცრემლიანდა.
- ცინიკოსი ხარ… - რამდენიმე წამი უყურებდა, შემდეგ ჩუმად დაამატა:
- წადი გთხოვ… წადი… მარტო მინდა ყოფნა… ცოტახანი ასე აჯობებს… მე მას ვერ მივატოვებ - ეს სიტყვები ირაკლისთვის საბოლოო დარტყმა აღმოჩნდა, სახეზე ყველაფერი დაეტყო, ტკივილიც, ბრაზიც, იმედგაცრუებაც..უხმოდ შემოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა საავადმყოფოდან, გარეთ გასულმა მთელი ძალით დაარტყა მანქანას ხელი, შემდეგ ფეხიც მიაყოლა
- ჯანდაბაააა!! - ბოლო ხმაზე იღრიალა, სუნთქვა ეკვროდა ბრაზისგან, მანქანაში ჩაჯდა და გამწარებული მოწყდა ადგილიდან.
იქვე, მოშორებით, გიორგი იდგა, ყველაფერს უყურებდა..ირაკლის მდგომარეობის დანახვაზე ტუჩის კუთხე სასიამოვნოდ აუთამაშდა
- ძალიან კარგი… - მზაკვრული ღიმილით ჩაილაპარაკა
- შენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ… მარიამმა თავიდან მოგიშორა ჩემპიონო…

ირაკლი სახლში გვიან დაბრუნდა,
კარი მძიმედ მიხურა და რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა.
სახლი ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორადაც მარიამმა აქცია, მაგრამ ახლა ყველაფერი ცარიელი ჩანდა, სიჩუმე აუტანლი იყო,
ნელა შეავლო თვალი კედლებს… და თვალები მაშინვე მარიამის ნახატებზე გაუშეშდა, რომელიც ამ სამ დღეში მათ ცხოვრებას ხატავდა,
მათ მომენტებს, მათ გრძნობებს.. ირაკლი ნელა მიუახლოვდა პირველ ნახატს, თითები ფრთხილად გადაატარა, იქ თავად იყო გამოსახული ძიუდოს ფორმაში, მკაცრი სახით, მაგრამ თვალებში უცნაური სითბოთი, შემდეგ მეორე ნახატი…ტყეში ტალახში ამოსვრილი მარიამი,მესამე…მარიამი არაბულ ტანისამოსში, ცეცხლოვანი თვალებით, ირაკლის უნებურად გაეღიმა..მაშინვე გაახსენდა ის ღამე, როგორ ცეკვავდა მისთვის, როგორ ათრობდა მისი ყოველი მოძრაობა, როგორ ვერ სწყვეტდა თვალს.
- გადარეულო გოგო… - ჩუმად ჩაილაპარაკა და ნახატს შუბლიც კი მიადო, მაგრამ ღიმილი მალევე გაქრა, ტკივილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მარიამის გარეშე ეს სახლი უბრალოდ კედლები იყო, მისი სიცილის გარეშე - სიჩუმე, მისი კისკისი ენარრებოდა, მისი კოცნა, მისი ხმა…ტელეფონი აიღო, დაურეკა,
არ უპასუხა..შემდეგი დღეები ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ირაკლისთვის..მარიამს იმდენად მიეჩვია, იმდენად შეეჩვია მის არსებობას, რომ მის გარეშე თითქოს საკუთარი სულიც დაცარიელდა, ერთმანეთს მხოლოდ რესტორანში ხვდებოდნენ, ისიც საქმესთან დაკავშირებით..მარიამი აშკარად გაურბოდა, დისტანციას იჭერდა,
თვალებში აღარ უყურებდა დიდხანს,
ირაკლი კი უკვე ჭკუიდან გადადიოდა ამ გაურკვევლობით.
ერთ საღამოს, როცა თანამშრომლები გავიდნენ და მარტო დარჩნენ, ირაკლიმ უცებ მკლავში ჩაავლო ხელი.
- გთხოვ მომისმინე… - მარიამმა დაძაბულად შეხედა.
- მეც გთხოვ… ცოტა დრო მომეცი, ჯერ გაურკვევლობაში ვარ - ირაკლი მაშინვე მიუახლოვდა.
- რა ვერ გაარკვიე მარიამ?.. - ხმაში ტკივილი შეერია
- რატომ ხარ გაურკვევლობაში? -
ნელ-ნელა კედლისკენ მიიმწყვრია,
მარიამს სუნთქვა შეეკრა, ირაკლი იმდენად ახლოს იდგა, მისი სუნთქვა ყელზე ეცემოდა.
- მითხარი… ზ ყურთან ჩუმად ჩასჩურჩულა
- რომ შენც ჩემსავით განიცდი უჩემობას - თითები ნელა ჩამოუსვა მაჯაზე, შემდეგ კისერზე, მარიამს თვალები დაეხუჭა, ირაკლიმ ხელი წელზე შემოხვია და უფრო მიიკრო.
- მითხარი რომ გენატრები… - ტუჩებით თითქმის ეხებოდა მის კანს - მე უკვე ვეღარ ვსუნთქავ უშენოდ -
მარიამის თითები ინსტიქტურად ჩაებღაუჭა მაისურში, რამდენიმე წამით ორივე უბრალოდ დნებოდა ერთმანეთის სურვილში..ირაკლიმ ნელა აკოცა ყელზე,შემდეგ ნიკაპთან,
მარიამს ტუჩები აუკანკალდა.
- ირაკლი…
- ჰო?.. - ჩუმად ჩაეღიმა.
- ნუ მიკეთებ ამას.. გთხოვ პატივი ეცი ჩემს სურვილს.. დროებით ასე აჯობებს.. - მარიამი ხელიდან დაუსხლტა და სწრაფად გავარდა.
- მარიამ!.. - მაგრამ უკვე გვიანი იყო..
კარი გაიღო და სერგო შემოვიდა,
ირაკლის შეხედა. მის დაბნეულ, გამწარებულ სახეს.
- რა იყო? რას მომშტერებიხარ? - უხეშად გამოსცრა ირაკლიმ,
სერგოს ჩაეცინა.
- ჩემი დისთვის იბრძოლე… შენ ღირსეული ადამიანი ხარ და გამიხარდება თუ მარიამი შენთან იქნება… მამაჩემს ნუ გაამარჯვებინებ - ირაკლის მწარედ ჩაეღიმა.
- მან უკვე გაიმარჯვა… ვერ ხედავ?
- არა! - სერგო მიუახლოვდა
- ის სარგებლობს თავისი ავადმყოფობით და მარიამის გულუბრყვილობით… დაიბრუნე ჩემი და! შენ ეს შეგიძლია.. საღამოს სახლში მოდი, მე შემოგიშვებ ჩუმად და ილაპარაკეთ..
კობა საწოლზე ნახევრად წამოწოლილი იჯდა, მარიამი გვერდით ეჯდა, ხელზე ხელს უსვამდა, კობა კი ჩვეული ოსტატობით ისევ მის გონებაში შეღწევას ცდილობდა.
- შვილო… ხომ იცი როგორ ცუდად ვარ… - სუსტად ამოილაპარაკა და ხელი ხელზე დაადო
- განქორწინება გააკეთე იმ უვარგისთან… ვიცი მაშინ ბრაზობდი ჩემზე და ამიტომაც იქორწინე მასზე… ხომ ასეა? - მარიამმა თვალები აარიდა.
- მამა… მე…
- ის შენი ღირსი არაა… - კობამ ნელა გააქნია თავი
- შენი ღირსი საერთოდ არავინ არაა შვილო… შენ ცხოვრებაში საუკეთესოს იმსახურებ - მარიამს მწარედ ჩაეცინა.
- მაგალითად ვის? გიორგის?!
- არა! რა თქმა უნდა არა! - კობას ირონიულად გაეცინა
- შენ გგონია გიორგისთვის გაგიმეტებ? იმ სულელს ჰგონია რომ შენთან ყოფნის უფლებას მივცემ -
შემდეგ სიცილი დაიწყო, იმდენად გულიანად იცინოდა, წამით სულ გადაავიწყდა ავადმყოფობის თამაში, მაგრამ მალევე ისევ აფერისტულად დაიწყო ხველება და მკერდზე ხელი მიიჭირა.
- ხედავ?.. - მძიმედ ამოისუნთქა
- ამ მდგომარეობაში ვარ… - მარიამი ჩუმად უყურებდა, ვერ ხვდებოდა სად მთავრდებოდა სიმართლე და სად იწყებოდა ტყუილი.
- მოკლედ… - ისევ დაიწყო კობამ
- დაელაპარაკე ირაკლის და რაც შეიძლება მალე გააწერეთ ხელი.
- მამა…
- არავითარი "მამა"! - ტონი გაუმკაცრდა
- შვილო გთხოვ… არ მინდა ის ბიჭი შენს სიახლოვეს იყოს - მარიამს თვალები დაუვიწროვდა.
- მამა… ჯერ ცუდად ხარ… არ დაგავიწყდეს, ბევრი სალაპარაკო გვაქვს… დედას ამბავი არ დამვიწყებია - კობას გამომეტყველება წამით შეეცვალა.
- სალაპარაკო არაფერია შვილო… მე დედაშენიც ისევე მიყვარდა, როგორც შენ გაღმერთებ!
- სიყვარულით გამოკეტე საგიჟეთში?
- მართლა ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რატომ არ გესმიიის?! - უცებ აყვირდა, შემდეგ ისევ ხველება დაიწყო, მარიამმა ღრმად ამოისუნთქა.
- კარგი… გეყოფა… ნუ იტვირთავ თავს… დაისვენე - შუბლზე აკოცა, შუქი ჩაუქრო და საძინებლისკენ წავიდა, დაღლილი შევიდა ოთახში, კარს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ შუქი აანთო.
და წამში შეჰკივლა.
- ააააააა!! - საწოლზე სრულიად არხეინად, ხელებ თავქვეშ ამოდებული ირაკლი იყო წამოგორებული, მარიამმა გულზე ხელი მიიჭირა.
- ღმერთო! ნორმალური ხარ?! კინაღამ მოვკვდი! - ირაკლიმ ზარმაცურად გაახილა თვალები.
- გამარჯობა მამიკოს პრინცესა
- აქ რას აკეთებ?! - ბალიში ესროლა პირდაპირ სახეში
- ფანჯრიდან შემოვედი, შენამდე მოსასვლელად სხვა გზა არ იყო - გაბრაზებულმა მარიამმა ხელები გადაიჯვარედინა.
- ახლავე გადი აქედან! მამაჩემი სახლშია!
- ვიცი - მშვიდად უპასუხა ირაკლიმ
- დერეფანში ორჯერ ავიცილე თავიდან.
- რაა?! - ისევ შეჰკივლა
- ჩუმად… თორემ ახლა მართლა მოვა - მარიამმა ბალიში ისევ მოუქნია.
- საერთოდ არ ხარ ნორმალური! - ირაკლიმ ბალიში დაიჭირა, მერე უცებ ხელი მაჯაში ჩაავლო და თავისკენ მოქაჩა, მარიამი პირდაპირ ზედ დაეცა, ორივეს წამით გაეყინა მზერა, ირაკლიმ ნელა ჩაიღიმა.
- მომენატრე! - მარიამმა ტუჩი მოიკვნიტა, წამით თვალები დახუჭა, თუმცა საკუთარ თავს უფლება არ მისცა სისუსტეს აჰყოლოდა, სწრაფად გაითავისუფლა თავი მისი მკლავებიდან და ფეხზე წამოხტა.
- წადი აქედან ირაკლი! ისევე ჩუმად გადი, როგორც შემოხვედი… პატივი ეცი ჩემს თხოვნას! ან წადი, ან ძალით გაგაგდებ! - ირაკლიც მაშინვე წამოდგა, ნელა მიუახლოვდა.
- მიდი… გამაგდე - მარიამმა უკან დაიხია, მაგრამ ირაკლი ისევ მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა.
- მიდი, მითხარი რომ ჩემი წასვლა გინდა… თვალებში მიყურე და ისე მითხარი, რომ არ გენატრები… გელოდები - მარიამს ყელში ბურთი გაეჩხირა, გული გამეტებით უცემდა.
უნდოდა მისკენ გაწეულიყო, ჩახუტებოდა, ეკოცნა… ეთქვა რომ ყოველ ღამე მის გარეშე ვერ იძინებდა, მაგრამ მეორე მხარეს იყო მამამისი..თვალები ფართოდ გაახილა და სწრაფად ამოილაპარაკა:
- წადი! შენი წასვლა მინდა! საერთოდაც… სისულელე იყო ჩვენი ქორწინება! - სიჩუმე ჩამოვარდა, ირაკლის სახე წამში შეეცვალა,
თითქოს ვიღაცამ პირდაპირ გულში გაუყარა დანა, ნელა გაუშვა ხელი,
მზერა გაუცივდა.
- ასე არა?.. - მწარედ ჩაეცინა
- კარგი… თუ ასეა, გაგათავისუფლებ ამ ქორწინებისგან - მარიამს სუნთქვა შეეკრა, ირაკლი შეტრიალდა.
- ხვალვე შეგვიძლია გავაწეროთ ხელი… დაგელოდები, მოდი და დავასრულოთ ეს "სისულელე" -
კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა,
კარი ისეთი ძალით გამოაღო, ლამის საკეტი მოგლიჯა, მარიამი უკვე ნანობდა, უნდოდოდა დაეძახა.
„ირაკლი, გაჩერდი…“, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო..მხოლოდ გაყინული იდგა შუა ოთახში, ირაკლი ქარიშხალივით გავარდა სახლიდან, კიბეზე ჩასვლისას სერგოს ჩაუქროლა გვერდით.
- ირაკლი.. - დაუძახა სერგომ, მაგრამ არც კი გაუხედავს, გარეთ გავიდა,
მანქანასთან მისული წამით გაჩერდა, უნებურად მარიამის ფანჯარას ახედა, სიბნელე იყო, არაფერი ჩანდა, მაგრამ გვერდით ოთახში შუქი ენთო, ფანჯარასთან კობა ხეცურიანი იდგა, ხალათი ეცვა:
ამაყი… კმაყოფილი… გამარჯვებული მზერით უყურებდა ირაკლის, შემდეგ ირონიულად ჩაეცინა კიდეც.. ირაკლის ყბა დაეჭიმა, მუშტი ისე ძლიერად შეკრა, ძარღვები დაებერა ხელზე, გამწარებულმა მანქანის კარი გააღო, ჩაჯდა და ისეთი სისწრაფით მოსწყდა ადგილს, საბურავების ხმა მთელ ქუჩას მოედო..

შუაღამე იყო, ხეცურიანების სახლი სიჩუმეში იყო ჩაძირული, როცა კარზე მძიმე, დაჟინებული ზარი გაისმა: ერთხელ, ორჯერ, მესამედ უკვე ბრახუნს ჰგავდა..სერგომ ნახევრად მძინარემ გაახილა თვალები.
- ვინ ჯანდაბაა ასეთ დროს… - ჩაიბურტყუნა და კარისკენ წავიდა, კარის გაღებისთანავე სახე შეეცვალა, კართან ორი პოლიციელი იდგა, ფორმიანები, სერიოზული სახეებით.
- გამარჯობა
- გამარჯობა… რა ხდება? - ხმაურზე ზემოდან მარიამიც ჩამოვიდა, ბოლოს კობა, რომელიც ნელა ჩამოდიოდა კიბეზე..მარიამს უცნაური შიში დაეუფლა, გული უმიზეზოდ აუჩქარდა, პოლიციელმა მზერა მასზე გადაიტანა.
- მარიამ ხეცურიანი თქვენ ხართ? უკაცრავად… თავართქილაძე?- მარიამი დაიბნა.
- მე გახლავართ… რა ხდება? - პოლიციელმა მძიმედ ჩაისუნთქა.
- სამწუხაროდ… ცუდი ამბავი გვაქვს - მარიამს სახეზე ფერი დაეკარგა.
- თქვენი მეუღლის მანქანა ავტოავარიაში მოყვა და… სამწუხაროდ… თქვენი მეუღლე ადგილზე დაიღუპა - სიჩუმე ჩამოვარდა, ისეთი მძიმე, თითქოს ჰაერიც გაჩერდა.
- არა… - მარიამმა ჩუმად ამოილაპარაკა, შემდეგ გაეცინა, ნერვიულად.
- არა… არა… არა, შეუძლებელია!! ეს რა ხუმრობაა?! - თვალები გაუფართოვდა, სუნთქვა შეეკრა.
- არა! იტყუებით! - თითქმის შეჰყვირა - არა!! ირაკლი ასე ვერ მოკვდებოდა!! - ფეხები მოეკვეთა, უკან გადაიქცა, მაგრამ კობამ დაიჭირა, თვითონაც შოკირებული იყო.
- მარიამ…შვილოო
- არააა!! - ისტერიულად აკივლდა და მამას ხელებიდან გათავისუფლება სცადა
- გამიშვი!! ხელები გაწიე!! - ცრემლები ღვარად სდიოდა.
- თუ შენ რამე გაკავშირებს ამ ამბავთან… გეფიცები… არასდროს გაპატიებ!! გესმის?! არასდროს!!.- კობა გაშეშებული იდგა, პირველად დიდი ხნის შემდეგ სიტყვებს ვერ პოულობდა..მარიამი უკვე ხმამაღლა ტიროდა, სუნთქვა ეკვროდა, მუხლებზე დაეცა.
- არა… არა… ირაკლი არა… - სერგომ სწრაფად წამოაყენა მარიამი.
- წამოდი… წამოდი მარიამ…
- არა!! - ხელს ჰკრავდა ყველას
- მატყუებთ! ის არ მოკვდებოდა! ირაკლი ძლიერი!!! ის… ის… - ხმას ვეღარ იღებდა, სლუკუნებდა.. მორგამდე გზა უსასრულოდ გაიწელა,
მანქანაში მარიამი აკანკალებული იჯდა, ხელები უთრთოდა, ტუჩები გალურჯებოდა..ნინო გვერდით ეხუტებოდა და თვითონაც ტიროდა.
- მე მას… - ძლივს ამოთქვა მარიამმა - მე მას გული ვატკინე - სლუკუნებდა.
- გავაგდე… არ მოვუსმინე… როგორ ვნანობ… - ხმა გაებზარა.
- ღმერთო… როგორ ვნანობ - სერგოს საჭესთან ხელები უკანკალებდა, თვითონაც ძლივს იკავებდა ემოციას, მორგში მისულებს ყველა უცნაური სიჩუმით უყურებდა, თითქოს ყველას ეცოდებოდა ეს პატარა, დანგრეული გოგო, მარიამი პირდაპირ თანამშრომელთან მივარდა.
- მისი ნახვა მინდა… - კაცმა მძიმე სახით შეხედა.
- შეუძლებელია გოგონა…
- მინდა! - იყვირა მარიამმა
- სანამ საკუთარი თვალუთ არ ვნახავ უსულოდ მყოფს ვერ დავიჯერებ!! -
კაცმა თვალები დახარა.
- ცხედარი… ძალიან დაზიანებულია… მანქანა აფეთქდა… მის ნახვას არ გირჩევთ - მარიამს ბღავილი აღმოხდა, ისეთი ტკივილიანი, გულიდან ამოხეთქილი ხმა, რომ ნინოს ცრემლები კიდევ უფრო წასკდა.
- არააა… ირაკლი - ნინოს ჩაეხუტა, საშინლად მოთქვამდა.
- მე მოვკალი… მე… მე გავაგდე…რ არ გამეგდო, იქნებ.. იქნებ არაფერი მომხდარიყო!! - ნინო ძლიერად იკრავდა გულში.
- არა… ეგ არ თქვა…
- რომ არ მეთქვა… რომ არ გამეგდო… ჩემთან იქნებოდა… - ტიროდა გამეტებით
- მარტო წავიდა… მარტო - დერეფანში ყველა დამწუხრებული იდგა, სერგო კედელს მიყრდნობოდა, თავი დახარა, კობასაც კი უცნაურად ჰქონდა სახე შეცვლილი..თვალებში პირველად ჩანდა რაღაც… სინანულის მსგავსი,
როცა მარიამის განადგურებულ სახეს უყურებდა, გულში რაღაც ეტკინა..გარეთ გამოსულებს პროკურატურის ეზოში მდგარი მანქანა მოხვდათ თვალში, უფრო სწორად… მანქანის ნარჩენები, დაჭეჭყილი, დამწვარი..რკინის დამახინჯებული გროვა, მარიამი ადგილზე გაშეშდა, ნელა მიუახლოვდა, აკანკალებული თითები მიადო დამტვრეულ კარს,
და უცებ ბოლო ხმაზე ატირდა.
- ირაკლიიი - მუხლებზე ჩაიკეცა მანქანის წინ, ასფალტს ცხარე, მდუღარე ცრემლებით ასველებდა..
- რატომ დამტოვე… - სლუკუნებდა
- რატომ წახვედი… მე ხომ… მე ხომ მიყვარხარ…

გიორგი გვიან გამოჩნდა,
ნელა მოდიოდა, შავი ქურთუკით, დაძაბული სახით. თვალები ჩაწითლებოდა, თითქოს არ დაეძინა მთელი ღამე, მარიამს შეხედა, მანქანის ნარჩენებთან ჩამუხლული იჯდა ისევ..თითები ჯერ კიდევ რკინის დამწვარი ნაწილებისთვის ჰქონდა ჩაჭიდებული, გიორგი ნელა მიუახლოვდა.
- ვიცი… შეიძლება ბოლოს მე და ირაკლის ურთიერთობა დაგვეძაბა… მაგრამ მართლა ძალიან მეტკინა გული, მარიამ… - ფრთხილად შეეხო ხელზე, მარიამს რეაქციაც არ ჰქონია.
ისე იჯდა, თითქოს სამყაროსგან მთლიანად დაცლილი იყო, ნინო მაშინვე დაიძაბა. გიორგის ეჭვის თვალით უყურებდა, ინსტიქტურად მარიამსა და გიორგის შორის დადგა.
- საკმარისია… - ცივად უთხრა
- ახლა მარტო ყოფნა სჭირდება - გიორგიმ არაფერი უპასუხა, მხოლოდ მარიამს უყურებდა..სერგო მივიდა, ფრთხილად წამოაყენა თავისი და.
- წამოდი მარიამ… - მარიამი მორჩილად გაჰყვა, თითქოს საკუთარი სხეულიც აღარ ეკუთვნოდა..კობა და გიორგი მარტო დარჩნენ, კობამ ნელა გახედა გიორგის, ალმაცერად, ეჭვით.
- შენ ხომ არ გაკავშირებს რამე ამ ამბავთან? - გიორგიმ მაშინვე შეხედა.
- გაგიჟდი? ირაკლის მოსაკლავად ვერასდროს გავიმეტებდი.. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ერთმანეთის მტრებად ვიქეცით…- რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ უფრო ჩუმად დაამატა:
- მაგრამ… რადგან ასე მოხდა… ეს ყველაფერი ჩემი და მარიამის ამბავს უფრო ხელს შეუწყობს ვფიქრობ… მას ახლა ნუგეში სჭირდება - კობას სახე წამში შეეცვალა, მაშინვე საყელოში სწვდა გიორგის
- შე იდიოტო!! - ძალით მიაჯახა მანქანას.
- რა გგონია?! ჩემს მარიამთან მიახლოების საშუალებას მოგცემ?! სულელო ხეპრე! ერთი საცოდავი არსება ხარ! - გიორგის თვალები ჩაუმუქდა.
- ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ!
- ფეხებზე შეთანხმება! - კობა უკვე ყვიროდა
- მარიამს ახლოს არ გაეკარები!! - შემდეგ ზიზღით დახედა.
- იცი რა?.. ირაკლისთან წარსულში დაპირისპირება მაკავშირებდა და იმიტომაც ვმტრობდით ერთმანეთს, მაგრამ უნდა ვაღიარო, მის ფრჩხილადაც არ ღირხარ! ის კაცი მაინც იყო… მკვდარიც კი გჯობნის!- ხელი ჰკრა და წავიდა, გიორგი ადგილზე გაშეშებული დარჩა, მუშტი ისე ძლიერად შეკრა, ძარღვები დაებერა, თვალებში ბნელი სიგიჟე ჩაუდგა.
- მარიამი ჩემი იქნება!! - კბილებში გამოსცრა
- ხელს ვერ შემიშლი ბებერო იდიოტო… ამჯერად აღარ მოგცემ უფლებას სიყვარული წამართვა!!

მეორე დღე:
ხეცურიანების სახლში მძიმე სიჩუმე იდგა, მარიამი ფანჯარასთან იჯდა, გაშეშებული, აღარც ტიროდა, აღარც ლაპარაკობდა, მხოლოდ იჯდა…თვალებს ახამხამებდა და სუნთქავდა..მეტს ვეღარაფერს აკეთებდა, ცრემლებიც კი გამშრალიყო..კობა კართან იდგა და უყურებდა, ასეთი მარიამი არასდროს ენახა, გატეხილი, დაცარიელებული.. ნელა მიუახლოვდა.
- შვილო… ჩემო პატარა… მართლა ძალიან ვწუხვარ შენს გამო - ფრთხილად ჩაიკრა გულში, მაგრამ მარიამი ისევ უძრავად იჯდა, არც ჩახუტებია, არც გაუწევია წინააღმდეგობა..უბრალოდ ცარიელი თვალებით იყურებოდა, ნინოს მოთმინება აღარ ეყო.
- ირაკლის გამო არ წუხარ?! - მკაცრად უთხრა
- ადამიანი მოკვდა! - კობამ მძიმედ ამოისუნთქა.
- ვწუხვარ… გინდ დაიჯერე, გინდ არა… მართლა ვწუხვარ… სიკვდილს არასდროს ვუსურვებდი - შემდეგ ოთახიდან გავიდა, ნინო ნელა მივიდა მარიამთან, მის წინ ჩაიმუხლა.
- მარიამ…ცხედარი ტაძარშია უკვე დასვენებული… - მხოლოდ ახლა შეხედა მარიამმაძალიან ნელა, ნინოს თვალებში ჩახედა და ერთმა ცრემლმა უხმოდ ჩამოუარა ლოყაზე,
შემდეგ ფეხზე წამოდგა, მთლიანად შავებში იყო..გრძელი შავი კაბა ეცვა,
თავზე თხელი შავი ქსოვილი ჰქონდა ჩამოფარებული, რომელიც მხრებზე ეშვებოდა..იმდენად ფერმკრთალი იყო, ცოცხალ ადამიანს აღარ ჰგავდა,
ნელა წავიდა კარისკენ, ყველა ჩუმად გაჰყვა უკან ტაძრისკენ..

ტაძრის ეზო ხალხით იყო სავსე, ტელევიზიების კამერები, ჟურნალისტების ჩურჩული.
სოციალური ქსელები უკვე მხოლოდ ერთ ამბავს განიხილავდნენ - „ქართველი ჩემპიონი ირაკლი თავართქილაძე ტრაგიკულად დაიღუპა…“, ტაძარში მძიმე სიჩუმე იდგა, შავი კუბო შუაში ესვენა..
ირგვლივ სანთლები ენთო, მარიამი პირველი შევიდა, ნელა მიდიოდა…თითქოს ყოველი ნაბიჯი უკანასკნელი ძალით გადაედგა, ყველა თვალს აყოლებდა..შავებში გახვეული, თავზე ჩამოფარებული თხელი ქსოვილით, უფრო გარდაცვლილს ჰგავდა, ვიდრე ცოცხალს, კუბოსთან მივიდა, ხელები აკანკალებულმა დაადო და იმ წამს საბოლოოდ გატყდა.
- შენ ხომ ყოველთვის ჯიუტი ადამიანი იყავი… - ხმა უკანკალებდა
- რატომ წახვედი?.. - თითები ძლიერად ჩაავლო კუბოს კიდეს.
- რომ არ წასულიყავი… ხომ არ მოგივიდოდა ის წყეული ავარია - სლუკუნებდა, მთელი სხეული უკანკალებდა.
- აწი როგორ ვიცხოვრო… შენი თვალების გარეშე… შენი ღიმილის გარეშე… იმ ღიმილის გარეშე… ჩემს გამო რომ იღიმოდი - ტაძარში ხალხი უხმოდ ტიროდა, ნინომ პირზე აიფარა ხელი..სერგოს თავი დახრილი ჰქონდა, კობაც კი ხმას ვერ იღებდა.
პირველად მიხვდა…მის შვილს მართლა მთელი გულით ჰყვარებია ირაკლი..მარიამი უკვე კუბოს იყო ჩახუტებული.
- მჭირდები ირაკლი… - ქვითინებდა
- ასე სასტიკად რატომ მომექეცი… - შემდეგ თავი ასწია, ცრემლიანი თვალებით შეხედა კუბოს
და ბოლო ხმაზე ატირდა.
- მიყვარხარ!! სიგიჟემდე მიყვარხარ!! - ისევ კუბოზე გადაემხო, ტაძარში ჩოჩქოლი ატყდა, ხალხი ჩურჩულებდა, მარიამი ნელა შებრუნდა,
ტაძრის კართან მაღალი, მხარბეჭიანი ადამიანი სილუეტი დაინახა, ისე იდგა კართან, თითქოს ბნელ ტაძარში სინათლე შემოვიდა..თითქოს სიკვდილმა უკან დააბრუნა ადამიანი, რომლის წაყვანაც ვერ შეძლო, მარიამს გაეღიმა, დაბნეულად - ცრემლებში..
ეგონა ეჩვენებოდა, ეგონა ჭკუიდან გადავიდა,
ირაკლი ნელა წამოვიდა მისკენ, ხალხი გზას უთმობდა, ყველა თვალს აყოლებდა, მარიამი გაშეშებული იდგა, თან ტიროდა, თან იღიმოდა, თან ვერ სუნთქავდა, ირაკლი ახლოს მივიდა, ფრთხილად შეეხო თავზე ჩამოფარებულ შავ ქსოვილს, ნელა გადააძრო, შემდეგ თითებით ცრემლები შეუმშრალა.
- ეს არ გჭირდება… - ჩუმად უთხრა
- მე ცოცხალი ვარ! - მარიამს ტუჩები უკანკალებდა,
ირაკლიმ ჯიბიდან თეთრი ვარდი ამოიღო,
ფრთხილად ჩაუმაგრა თმაში და სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა.
- ჩემო უდაბნოს ვარდო… შავი ფერი არ გიხდება, შენსავით ფერადი ქსოვილები გიხდება - მარიამი უკვე ხვდებოდა, ეს სიზმარი არ იყო, მართლა აქ იდგა, ცოცხალი..მის წინ..ტირილი უფრო აუვარდა,
აკანკალებული ხელებით შეეხო სახეზე.
- ირაკლი… - შემდეგ მთელი ძალით ჩაეხუტა,
ირაკლიმ მაშინვე ძლიერად მიიკრა გულზე.
- ჩშშ… აქ ვარ… ყველაფერი კარგადაა - ნინო უკვე სიხარულისგან ტიროდა, სერგოს სიცილიც და ცრემლებიც ერთად ჰქონდა, კობასაც კი შეუმჩნევლად გაეღიმა..მხოლოდ გიორგი გავიდა ტაძრიდან ყველაზე ადრე, სახე ჩაბნელებოდა,
თითქოს გულში რაღაც ჩაუტყდა..
არ ეწყინა ირაკლის გადარჩენა…მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ეტკინა, რომ მარიამის თვალები ისევ მხოლოდ ირაკლისთვის ანათებდა..
მარიამი ჯერ კიდევ ვერ მშვიდდებოდა.
- ეს… ეს როგორ?.. - სლუკუნებდა
- როგორ?.. - ირაკლის გაეცინა.
- შენ რომ გამაგდე… ძალიან ბევრი დავლიე… თითქმის ფეხზე ვერ ვიდექი… ვიღაც ბიჭმა ფული მთხოვა… არ მქონდა… ისეთი მთვრალი ვიყავი, ვუთხარი - ფული არ მაქვს და მანქანას გაჩუქებ, წაიყვანე-მეთქი… - სახე დაუმძიმდა.
- ის საწყალი… ის დაიღუპა… - მარიამმა თვალები დახარა, ირაკლიმ ნაზად აუწია სახე.
- დღეს რომ გავიგე ჩემი „გარდაცვალების“ ამბავი… რაღა დაგიმალო და დამაინტერესა… ვინ უფრო მეტად იტირებდა ჩემს გამო -
გაეცინა, მარიამმაც ძლივს გაიღიმა ცრემლებში.
- შენ ჩემთვის ადრე არასდროს გითქვამს…
- რა?
- რასაც კუბოსთან იძახდი… - ირაკლის თვალები აუციმციმდა.
- რომ მცოდნოდა სიყვარულში გამომიტყდებოდი… გაცილებით ადრე „მოვკვდებოდი“. - ორივეს გაეცინა, მარიამი ისევ ჩაეხუტა.
- აღარასდროს აღარ დაგკარგავ… ღმერთმა შენი თავი ისევ დამიბრუნა… - ირაკლიმ შუბლზე აკოცა.
- თანახმა ხარ ჩემი ცოლი კიდევ იყო?
- რა თქმა უნდა! - გაეცინა მარიამს
- მე განქორწინებას აღარ ვაპირებ! -
ხალხი უკვე სიხარულის ცრემლებით ტიროდა, ირაკლიმ ხელი ჩასჭიდა.
- სახლში წადი… ნივთები წამოიღე… ჩვენი ლამაზი ბინა დიასახლისს ელოდება - მარიამმა კობას გახედა,
კობამ ჩუმად დაუქნია თავი.
თითქოს პირველად უთხრა - „წადი… ბედნიერი იყავი...მარიამი გახარებული გავარდა ტაძრიდან,
სახლში თითქმის სირბილით შევიდა,
ღიმილი სახიდან არ შორდებოდა..
კარადიდან ჩანთა გამოიღო და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო, შავი ტანსაცმელები ზიზღით გაიხადა, თითქოს ჭირის მოცილებას ცდილობდა..სარკეში ჩაიხედა, თეთრი ვარდი ისევ თმაში ჰქონდა,
გაეღიმა.
- ჩემი ჩემპიონი… - სწრაფად აიღო ჩანთა და სახლიდან გავარდა, მაგრამ კიბეზე ჩასვლისას უცებ კისერში საშინელი ჩხვლეტა იგრძნო,
ისეთი ძლიერი, თითქოს რაღაც ბასრი ჩაარჭვეს, ტკივილისგან შეხტა.
- აჰ… - ხელით კისერს შეეხო, თვალები დაებინდა, სამყარო უცნაურად დატრიალდა და ფეხქვეშ ძალა გამოეცალა..

მარიამმა თვალები ძალიან მძიმედ გაახილა, ყველაფერი დაბინდული იყო, თავი საშინლად სტკიოდა.
კისერში ისევ წვა იგრძნო იმ ადგილას, სადაც ნემსი შეარჭვეს, ძლიერი პრეპარატი იყო…
სხეული მთლიანად დაუმძიმა, ვერ მოძრაობდა, ვერც ხელს სწევდა,
ვერც ტუჩებს ამოძრავებდა..მხოლოდ თვალების გახელა შეძლო, სუნთქვაც კი უჭირდა.
რამდენიმე წამში მის წინ სახე გამოიკვეთა - გიორგი - ძალიან ახლოს იდგა ისე უყურებდა, თითქოს წლების ნანატრ ოცნებას უყურებდა, მარიამის თვალებში შიში გაჩნდა, პანიკა..აქეთ-იქით აატრიალა მზერა,
უცნობი ოთახი, დაბნელებული სივრცე, ფანჯრები მძიმე ფარდებით.
ვერაფერს ცნობდა..ცრემლი უხმოდ ჩამოუგორდა ლოყაზე, გიორგი ნელა ჩაიმუხლა მის წინ, ავადმყოფური ღიმილით აკვირდებოდა.
- ნუ გეშინია… - ჩუმად უთხრა
- უბრალოდ ცოტა ხანს ვერ იმოძრავებ… მერე ყველაფერი გაივლის… - მარიამი თვალებით ეხვეწებოდა
- „წადი… არ მომეკარო…", მაგრამ გიორგი ახლა საერთოდ აღარ ჰგავდა ადამიანს, შეპყრობილი იყო.. თვეების განმავლობაში დაგროვილი ავადმყოფური სურვილი თვალებიდან გადმოსდიოდა, ნელა მიუახლოვდა, ლოყაზე აკოცა.
მარიამს თვალები ცრემლებით აევსო, შემდეგ ტუჩებთან გადავიდა.
მარიამი ზიზღით უყურებდა, გიორგის ხელები უკანკალებდა, ნელა ჩაუხსნა პერანგის ზედა ღილები, თეთრი კანის დანახვაზე სუნთქვა დაუმძიმდა, თითები კისერზე გადაატარა…შემდეგ მკერდთან.
- ბოლოს და ბოლოს… ჩემი ხარ… - ჩურჩულებდა შეშლილივით, მარიამი ცრემლებად იღვრებოდა, ვერც ყვიროდა, ვერც ეწინააღმდეგებოდა, მხოლოდ ტკივილით სავსე თვალებით უყურებდა და უცებ - გამაყრუებელი ხმა გაისმა, მინის უზარმაზარი ვიტრინა ერთიანად ჩაიმსხვრა, ოთახში ცივი ჰაერი და მინის ნამსხვრევები შემოიჭრა, გიორგი შეხტა, თავი სწრაფად შეატრიალა, მაგრამ ვერც მოასწრო,
ირაკლი უკვე იქ იყო, სისხლიანი ხელებით, გაშმაგებული თვალებით,
ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჯოჯოხეთიდან მოვიდა, მის თვალებში აღარაფერი იყო ადამიანური, მხოლოდ მკვლელი ბრაზი, მხოლოდ მარიამის დანახვით გაგიჟებული მამაკაცი.. გიორგის ორივე ხელით სწვდა, ისეთი ძალით დააჯახა კედელს, კედელი დაზანზარდა თითქოს..
- შე !! - ირაკლის ხმა ოთახში გრგვინავდა, გიორგიმ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ირაკლი აღარ უსმენდა, პირველი მუშტი სახეში ჩაარტყა,
სისხლი მაშინვე წასკდა გიორგის ცხვირიდან, მარიამი უძრავად იწვა, თვალებში ცრემლები ედგა, ირაკლი გაგიჟებული ურტყამდა გიორგის,
- ხელი როგორ ახლე?! როგორ გაბედე?! - ღრიალებდა ირაკლი, გიორგი უკვე ძლივს იდგა ფეხზე, ირაკლიმ ისევ ჩაავლო ხელი, მაგიდას გადაამტვრია ზურგით, შემდეგ ყელში სწვდა..ისე ძლიერად უჭერდა, გიორგის თვალები ჩაუსისხლიანდა.
- მოგკლავ… - კბილებში გამოსცრა ირაკლიმ
- ცოცხალს არ დაგტოვებ - გიორგი ჰაერს ვეღარ იღებდა, ხელებით უსუსურად ურტყამდა ირაკლის მკლავებს, ირაკლი საერთოდ აღარ ჩერდებოდა..ის უკვე სიკვდილამდე ჰყავდა მიყვანილი..მარიამის თვალები მძიმდებოდა..ყველაფერი ბუნდოვანი ხდებოდა, ბოლო რაც დაინახა ირაკლის გაცეცხლებული სახე იყო და შემდეგ..სრული სიბნელე, გული წაუვიდა ისევ..

მარიამმა თვალები მძიმედ გაახილა, თითქოს საუკუნეები ეძინა. სხეული ჯერ კიდევ უცხოდ ემორჩილებოდა, თავი სტკიოდა, სუნთქვა არეული ჰქონდა.. შიშით მოავლო მზერა ოთახს, თეთრი, ფართო სივრცე… ხის კედლები… სადღაც ახლოს წყლის რიტმული ხმა ისმოდა..ნელა ასწია ხელი… მერე მეორე, თითები აამოძრავა და გაშეშდა.
- ვმოძრაობ… - ჩუმად ამოიჩურჩულა,
საწოლიდან წამოდგომა სცადა, თავიდან ფეხები მოეკვეთა, მაგრამ მაინც ადგა.. კედელს დაეყრდნო და კარისკენ წავიდა, თითები კანკალით დაადო სახელურს, კარი ნელა გააღო
და მაშინვე ვიღაცას შეეჯახა.. - ირაკლი გაღიმებული სახით, მარიამს თვალები გაუფართოვდა, ცოტახანი უბრალოდ უყურებდა, მერე გიჟივით მიეკრო.
- მე კი მეგონა სიზმარი იყო… რომ აღარ მოხვიდოდი… - მთელი ძალით ეკვროდა, ირაკლიმ მკლავებში მოიქცია, ისე ძლიერად, თითქოს ამ სამი დღის დაკარგულ სუნთქვას იბრუნებდა.
- შენთან ვარ პრინცესა… როდის დამიტოვებიხარ მარტო? - თმა ყურზე გადაუწია და ცხვირზე ნაზად აკოცა,
მარიამმა სახეზე მოეფერა, თითქოს ისევ ამოწმებდა ნამდვილი იყო თუ არა.
- რა მოხდა?.. ის პირუტყვი სად არის?! ჩემი ხელით მოვკლავ! რამე ხომ არ დამიშავა?
- არა! დროულად მოვედი.. ნუ გამახსენებ იმ დღეს… ლამის მოვკალი… ნინო რომ არა, მკვდარი იქნებოდა.
- ნინო?..
- ჰო, ნინო მახლდა.
- როგორ მიპოვე? - ირაკლის გაეღიმა.
- მამაშენის წყალობით - მარიამი გაშეშდა.
- მართლა?..
- დამირეკა, სასოწარკვეთილი იყო.. მითხრა, რამდენიმე ადგილი ვიცი სადაც შეიძლებოდა გიორგის წაეყვანეო… ნინომ პირველივე მისამართი გამოიცნო - მარიამი ჩუმად უსმენდა.
- რა გამიკეთა?.. რატომ ვერ ვინძრეოდი?.. - ირაკლი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ხელები თითებში მოიქცია.
- ძლიერი დამამშვიდებლისა და კუნთების დამთრგუნველი პრეპარატის ნაზავი გაგიკეთა… სხეული დროებით პარალიზებული იყო, გონზე იყავი, მაგრამ მოძრაობა არ შეგეძლო, ექიმმა თქვა, რამდენიმე დღე ეფექტი გაგრძელდებოდაო… - მარიამს ზიზღით შეეკუმშა სახე.
- ამაზრზენი ნაძირალა…
- პოლიციაშია უკვე, ნინომ დააკავა ფაქტობრივად… თავისი ხელით ჩააბარა - მარიამმა თვალები დახუჭა, მერე შუბლზე ხელი მიიჭირა.
- თავი მისკდება… სად ვართ საერთოდ?.. - ირაკლის ტუჩის კუთხე ჩაეტეხა.
- იცი რამდენი დღე გავიდა?
- რამდენი?..
- სამი.
- სამი?! მართლა?!
- ჰო… და ეს სამი დღე საკმარისი იყო, რომ ბედუინივით მომეტაცებინე… და ჩემი უდაბნოს ვარდი წამომეყვანა - მიუახლოვდა და ნელა აკოცა.
- შენ ხომ საუდის არაბეთში გინდოდა?..
- კი… მერე?..
- მერე შეგიძლია დატკბე - კაიუტის კარი ფართოდ გააღო, მარიამი ადგილზე გაშეშდა..მის წინ ზღვა უსასრულოდ იშლებოდა… მუქი ლურჯი წყალი ოქროსფერ ქვიშას ეხეთქებოდა, თითქოს უდაბნო და ოკეანე ერთმანეთს ხვდებოდნენ. შორიდან ქარის მიერ აცეკვებული ქვიშა მოჩანდა..იახტა მშვიდად ირწეოდა წყლის ზედაპირზე, მარიამს თვალები აუციმციმდა.
- რა სილამაზეაა… - თითქმის ბავშვივით ჩურჩულებდა.
- აქ სულ დავრჩებოდი - ირაკლიმ ზურგიდან მოხვია ხელები.
- იახტა ხომ გინდოდა?
- მერე?..
- უკვე ჩვენს საკუთარ იახტაზე ვართ, პრინცესა.
- რაა?!
- იახტის სახელია… „უდაბნოს ვარდი“ მარიამმა გაოცებულმა შეხედა.
- არ მჯერაა…
- დღეიდან ჩვენი ახალი ცხოვრება იწყება - შამპანურის ბოთლი გახსნა, ჰაერში საცობი გავარდა, მარიამმა კისკისი დაიწყო, ჭიქები ერთმანეთს მიარტყეს.
- ჩვენს ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს!- თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, იღიმოდნენ, უბრალოდ ბედნიერები იყვნენ.
- მამაჩემი?.. - უცებ გაახსენდა მარიამს.
- მოიცა… ეს არ მითქვამს?
- რა?!
- ზაფხულში ჩვენთან სტუმრობა მოისურვა.
- მეხუმრები ხო?!
- საერთოდ არა. ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ სიყვარულზე ძლიერი არაფერია… იმ დღეს თავად მემუდარებოდა მარიამი გადაარჩინეო..მე და კობას თუ რამე საერთო გვქონდა… ეს იყო ადამიანი, რომელიც ორივეს სიცოცხლეზე მეტად გვიყვარდა და სწორწდ ამ ადამიანის სიყვარულმა გაგვაერთიანა - ირაკლიმ შუბლზე აკოცა, მარიამს თვალები აუწყლიანდა.
- თავი ზღაპარში მგონია…
- ზღაპარი დღეიდან იწყება, პრინცესა!
მომდევნო დღეები მართლაც ზღაპარს ჰგავდა, დღისით იახტით დაცურავდნენ უსასრულო ლურჯ ზღვაში, მარიამი ქარს გაშლილი თმით ეგებებოდა, ირაკლი კი ღიმილით უყურებდა - თითქოს ყოველ ჯერზე თავიდან უყვარდებოდა, საღამოობით ოქროსფერ ქვიშაზე ვახშმობდნენ.. სანთლები ენთო, თბილი ჰაერი ზღვის სურნელს ატარებდა, შორიდან კი აღმოსავლური მუსიკა ისმოდა..ერთ-ერთ ღამეს მარიამი ისევ იმ ცეცხლოვან აღმოსავლურ სამოსში გამოეწყო… თხელი ქსოვილები სხეულზე ეხვეოდა, ოქროსფერი დეტალები მთვარის შუქზე ბრწყინავდა, მუსიკის რიტმზე ნელა მოძრაობდა, თვალებით ირაკლის ეთამაშებოდა..ირაკლი ქვიშაში ჩამჯდარიყო და გაშტერებული უყურებდა, როგორც პირველად, როგორც ყოველთვის.. მარიამი მიუახლოვდა, თითები კისერზე ჩამოუსვა და ჩუმად ჩასჩურჩულა:
- ისევ დაგატყვევე?.. - ირაკლიმ ხელი წელზე მოხვია.
- როგორც ყოველთვის უდაბნოს ვარდო… - მერე ხელში აიტაცა
- უსასრულოდ მიყვარხარ!
- მეც! ჩემი ცხოვრების ანგელოზი ხარ!
- ანგელოზი, რომელიც ჭიშკრებს ანგრევს, მანქანებს გიჟივით ატარებს და კაცებს ემუქრება?
- ჰო… ყველაზე საშიში და ყველაზე ლამაზი ანგელოზი - მარიამმა მხარზე მსუბუქად ჩაარტყა, მერე ხელი ჩასჭიდა.
- წამოდი…
- სად?..
- იქ, სადაც პირველად ვიგრძენი რომ მართლა თავისუფალი ვიყავი - ირაკლიმ ინტერესით გახედა, მარიამმა კი ქვიშისკენ ანიშნა, ღამე თბილი იყო, უდაბნო მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ბრწყინავდა.. შორს იახტის განათებები ციმციმებდა, ქვიშას ნელი, ფარფატა ქარი დაატარებდა..ფეხშიშველები მიდიოდნენ ქვიშაზე, ხან იცინოდნენ, ხან ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.. მარიამი წინ გარბოდა, ირაკლი უკან მისდევდა, ბოლოს წელზე ხელი მოჰკიდა და ქვიშაზე ორივე ერთად დაეცნენ..ნელა გადაუწია თმა სახიდან, მთვარის შუქში მარიამი მართლა უდაბნოს ვარდს ჰგავდა - ველურს, ლამაზს, ცეცხლოვანს..
მარიამმა თითები კისერზე მოხვია,
ირაკლიმ აკოცა, ნელა… გრძნობით… ისე, თითქოს ამ კოცნით ყველა ტკივილს, ყველა დაკარგულ დღეს და ყველა შიშს აქრობდა.. ქვიშა თბილი იყო, ისინი ერთმანეთში იხლართებოდნენ - ხელებით, სუნთქვით, გულით. იმ ღამით სიტყვები აღარ სჭირდებოდათ, მხოლოდ ერთმანეთი..გამთენიისას ქვიშაზე ერთმანეთზე მიხუტებულებს ჩაეძინათ, ორივეს მშვიდად ეძინა..მარიამმა თვალები ნელა გაახილა, ცა უკვე ვარდისფრად იღებებოდა. ირაკლი მის გვერდით იწვა, ხელი ისევ მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული, მარიამმა ღიმილით შეხედა.
- იცი რას ვფიქრობ?..
- რას?
- რომ ბოლოს და ბოლოს სახლში ვარ - ირაკლიმ თვალები გაახილა, ახლოს მიიწია და ცხვირით ცხვირს შეეხო.
- სადაც შენ ხარ… იქ არის ჩემი სახლიც! - მზე ნელა ამოდიოდა,
მარიამის სიცილი ზღვის ხმას ერეოდა..უდაბნოსა და ზღვის შუაგულში, ორი დაღლილი სული საბოლოოდ მიხვდა რომ ყველაზე დიდი გამარჯვება მედლები, ფული ან ძალაუფლება კი არა ერთმანეთის პოვნა იყო!

დასასრული.



№1 სტუმარი ნინო ფეიქრიშვილი

კარგია როცა ყველაფერი კარგათ მთავრდება♥️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ზურა

ვერ გავიგე, მე-18 თავი არ დევს?

 


№3  offline წევრი თინათინი10

სტუმარი ზურა
ვერ გავიგე, მე-18 თავი არ დევს?

დევს მე18 თავიც, დიახ.

 


№4 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგი ისტორიაა ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

დიდი სიამოვნებით წავიკითხე♥️♥️

 


№6 სტუმარი M

ირაკლიმ და მარიამმა იპოვეს თავიანთი ბედნიერება❤️
ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები.❤️❤️❤️
ველოდები დაპირებულ "სისხლი სისხლს მოითხოვს" გაგრძელებას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent