შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე (თავი მეხუთე)


დღეს, 05:09
ავტორი Aria_
ნანახია 146

წლები დააკლდა სიცოცხლის ლილეს დედამისის გასვენებამდე მისვლაში. ტანი ექაჩებოდა, მიწისკენ მიათრევდა. ძლივს-ძლივობით აგრძელებდა გზას. იქ მისული მხოლოდ დედის სხეულს ხედავდა. მიუახლოვდა, დაინახა როგორ გაჰფითრებოდა სახე. მისი ლამაზი ნაკვთები როგორ დუმდნენ. აკანკალებული შეეხო ტანჯულ დედას. დედას რომელთან გამომშვიდობებაც ვერ შეძლო. დედას, რომელიც ნაადრევად ტოვებდა აქაურ სამყოფელს. ცრემლად იღვრებოდა ზვიადის ყვირილი რომ ჩაესმა. ესმოდა როგორ ადანაშაულებდა ქალის სიკვდილში და ყველა სიტყვის მერე კვდებოდა. გრნობდა როგორ ანჯღრევდა და არაფერს ამბობდა. განა რა უნდა ეთქვა? რისი თქმა შეეძლო? დამნაშავედ მიაჩნდა თავი. განა არ იცოდა როგორ გაუმწარა ზვიადიმ ქალს სიცოცხლე, მაგრამ თავის თავსაც ადანაშაულებდა. უცებ ვიღაცამ გამოგლიჯა ზვიადის კლანჭებიდან მისი მკლავი. რომ გამოიხედა და თბილისის ბიჭი დაინახა ძალიან დაიბნა. ვერ გაიგო რას აკეთებდა იქ, ამ დროს. ვინ იყო, რატომ იცავდა ზვიადისგან. თუმცა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა ემოციების სიჭარბის გამო გონება დაკარგადა ჩაიკეცა. რომ გამოფხიზლდა და ისევ მისი თვალები შეეჩეხნენ გაკვირვებული შეჰყურებდა. თვალი მოავლო იქაურობას და დაინახა… დაინახა მისი უბედურების მიზეზი. დაინახა მისი სახე, მისი დამცინავი მზერა, დაინახა როგორ უყურებდა და ყველა შრამი ერთდროულად აეწვა. იქ იყო, ამ დღეს იქ იდგა, გაჯგიბული და თითქოს არაფერიო ხალხისგან სამძიმარს იღებდა. ყველაფერი სტკიოდა ლილეს. ნელა წამოდგა, მოსეს მკლავს მოცილდა და დედასთან ჩაიმუხლა, საბოლოოდ გამოემშვიდობა მის ლამაზ სახეს და უკან გადგა. უყურებდა როგორ აყრიდნენ მის კუბოს მიწას და უნდოდა ეყვირა, ეჩხუბა, ეთქვა დედაჩემი ცოცხალიაო, ხომ არ გაგიჟდითო, რას უკეთებთო, მაგრამ მხოლოდ ცრემლები სდიოდა თვალებიდან. მიუახლოვდა, მივიდა ზურაბი და გვერდით დაუდგა. სისხლი გაუყინა ლილეს. გაუშეშდა სხეული
- მეგონა აღარასდროს დაბრუნდებოდი, ისევ ისეთი ლამაზი ხარ, ჩემო ლილე.
სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა თითქოს, თვალთდაუბნელდა, სურვილი ქპნდა იქვე მოეკლა ბიჭი. თავისი ხელით უნდოდა დაეხრჩო და გათავისუფლებულიყო მისი აჩრდილისგან. თუმცა, ვერაფერი გააკეთა. ადგილზე გაყინული დარჩა. ნელ-ნელა ყველა წავიდა. თვითონ მიწაზე დამხობილი ეფერებოდა დედის საფლავს.



წლები დააკლდა ლილეს სიცოცხლის დედის გასვენებამდე მისვლაში. ტანი ექაჩებოდა, მიწისკენ მიათრევდა, ძლივს-ძლივობით აგრძელებდა გზას. იქ მისული მხოლოდ დედის სხეულს ხედავდა. მიუახლოვდა. დაინახა როგორ გაჰფითრებოდა სახე. მისი ლამაზი ნაკვთები როგორ დუმდნენ. აკანკალებული შეეხო ტანჯულ დედას. დედას რომელთან გამომშვიდობებაც ვერ შეძლო. დედას, რომელიც ნაადრევად ტოვებდა აქაურ სამყოფელს. ცრემლად იღვრებოდა ზვიადის ყვირილი რომ ჩაესმა. ესმოდა როგორ ადანაშაულებდა ქალის სიკვდილში და ყველა მისი სიტყვის მერე კვდებოდა. გრძნობდა როგორ ანჯღრევდა და არაფერს ამბობდა, განა რა უნდა ეთქვა. რისი თქმა შეეძლო. დამნაშავედ მიაჩნდა თავი. განა არ იცოდა როგორ გაუმწარა ზვიადიმ ქალს სიცოცხლე, მაგრამ თავის თავსაც ადანაშაულებდა. უცებ ვიღაცამ გამოგლიჯა ზვიადის კლანჭებს მისი მკლავი. რომ გამოიხედა და თბილისელი ბიჭი დაინახა ძალიან დაიბნა. ვერ გაეგო რას აკეთებდა ბიჭი იქ, იმ დროს. ვინ იყო, რატომ იცავდა ზვიადისგან. თუმცა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა ემოციების სიჭარბის გამო გონება დაკარგა და ჩაიკეცა. რომ გამოფხიზლდა და ისევ მისი თვალები შეეჩეხნენ გაკვირვებული შეჰყურებდა. თვალი მოავლო იქაურობას და დაინახა… დაინახა მისი უბედურების მიზეზი. დაინახა მისი სახე, მისი დამცინავი მზერა, დაინახა როგორ უყურებდა და ყველა შრამი ერთდროულად აეწვა. იქ იყო, ამ დღეს იქ იდგა, გაჯგიბული და თითქოს არაფერიო ხალხისგან სამძიმარს იღებდა. ყველაფერი სტკიოდა ლილეს. ნელა წამოდგა, მოსეს მკლავებს მოცილდა, დედასთან ჩაიმუხლა, საბოლოოდ გამოემშვიდობა მის ლამაზ სახეს და უკან დადგა. უყურებდა როგორ აყრიდნენ მიწას და უნდოდა ეყვირა, ეჩხუბა, ეთქვა დედაჩემი ცოცხალიაო, ხომ არ გაგიჯდითო, რას უკეთებთო, მაგრამ მხოლოდ ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან. მიუახლოვდა, მივიდა ზურაბი და გვერდით დაუდგა. სისხლი გაეყინა ლილეს, გაუშეშდა სხეული.
- მეგონა აღარასდროს დაბრუნდებოდი. ისევ ისეთი ლამაზი ხარ, ჩემო ლილე - სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა თითქოს, თვალთდაუბნელდა. სურვილი ქონდა იქვე მოეკლა ბიჭი, თავისი ხელით უნდოდა დაეხრჩო და გათავისუფლებულიყო მისი აჩრდილისგან. თუმცა ვერაფერი გააკეთა. ადგილზე გაყინული დარცა.
ნელ-ნელა ყველა წავიდა. თვითონ მიწაზე ემხო და დედის საფლავს ეფერებოდა. ვერც იგრძნო როგორ მიუახლოვდა მოსე. შეკრთა რომ შეეხო და შეეშინდა. არ უნდოდა მასთან ერთად წასვლა, თუმცა ზურაბთან მარტო დარჩენას სიკვდილი ერჩივნა. საბოლოოდ შიშმა სძლია და მოსეს მანქანაში ჩაესვენა. ისე ცუდად გრძნობდა თავს, ისე სუსტად იყო, რომ წამებში გაეთიშა გონება.
მოსე უყურებდა მის მანქანაში მძინარე გოგონას, რომელიც ასეთ მდგომარეობაში უკვე მეორედ იყო. უყურებდა და გული უცნაურად უცემდა. ანგელოზს ჰგავდა მისი ლილე. ისეთი წმინდა იყო მისთვის, ისეთი სუფთა. გაღიმებული შესცქეროდა გოგოს.
ლილემ რამდენიმე წუთში კანკალი დაიწყო და ჩუმად რაღაცეებს ბურდღუნებდა. გამომეტყველება შეეცვალა. მისი უდარდელი სახე სადღაც გაქრა. დაიძაბა მოსე. ისევ ბოდავდა. ნელ-ნელა უფრო და უფრო ხმამაღლა და მოსემაც შეძლო მისი სიტყვების გარჩევა.
- არ მოხვიდე. ისევ აქ ხარ. არ მომეკარო. წადი. წადი… არ მოხვიდე
ვერ იტანდა მოსე მის ასეთ მდგომარეობას. ვერ იტანდა იმ აზრს რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი არ იყო. ვერ იტანდა ლილეს ასე ნახვას.
მანქანა როგორც კი შეძლო მაშინვე გააჩერა და ლილეს სახეზე მოხვია ხელები.
- ლილე, პატარავ, გაიღვიძე. ლილე, უბრალო სიზმარია, გაახილე თვალები. აი ასე, ყოჩაღ, სიზმარია, ყველაფერი მორჩა - სახეზე უსვამდა ხელებს და ცრემლებს სწმენდდა ლოყებიდან. ლილე თავისი დიდი თვალებით შესცქეროდა მოსეს. ცუდად იყო, ვერც კი აზროვნებდა კარგად. ვერაფერი უთხრა, ნელ-ნელა თვალები მიეხუჭა
- ჯანდაბა, ლილე. ცოტა მოითმინე. მალე მივალთ და თინა ბებო მოგივლის. ყველაფერი კარგად იქნება. - თითქოს თავის თავს ამშვიდებდა მოსე. ბევრი აღარ დასჭირვებიათ სასტუმრომდე მისვლაში. ჩქარა დააპარკინგა მანქანა და ხელში აიყვანა ლილეს სხეული. ოფლში ცურავდა გოგო.
- მარიამ, თინა ბებოს დაუძახე და უთხარი ჩემს ოთახში შემოვიდეს
- რა ხდება მოსე, რა სჭირს ამ გოგოს?
- ისეთი არაფერი, გიორგი. თინა ბებო მოვიდეს, და სამედიცინო ყუთი ამოაყოლოს
სწრაფად აიარა კიბეები და საწოლზე დააწვინა გოგო
- კარგად იქნები, ჩემო პატარა ქალო. აი ნახავ, ახლა დათბება და გამოკეთდები.
ეუბნებოდა აკანკალებულ ლილეს და საბნებს აფარებდა.
- რა ხდება მოსე შვილო?
- თინა ბებო, ძალიან მაღალი სიცხე აქვს. რამდენიმე დღეა ასეა. მეშინია რამე არ დაემართოს
- ნუ ღელავ შვილო. შენ წადი დაისვენე, მას მე მივხედავ
- არა თინა ბებო, მეც აქ ვიქნები და დაგეხმარები
- შვილო, ტანსაცმელი უნდა გავხადო გოგოს, აქ რა გინდა შენ აბა მითხარი
- კი მაგრამ ბებო
- არანაირი მაგრამ. მიდი მარიამს უთხარი შემოვიდეს და შენ შენს ოთახში მოიცადე. მერე გაგაგებინებთ ყველაფერს. უბრალოდ სიცხე აქვს შვილო, არაფერი მოუვა
- კარგი… იცოდე, თუ რამე მოხდა მაშინვე დამიძახეთ
- ხო, ხო, მიდი, მარიამი გამოუშვი
თინა ბებო და მარიამი უვლიდნენ სიცხიან მარიამს. მოსე გვერდით, თავის ამჟამინდელ ოთახში იჯდა და ადგილს ვერ პოულობდა. ახსენდებოდა გოგოს ყოველი სიტყვა და მოსვენებას უკარგავდა. ცდილობდა მოვლენები ერთმანეთთან დაეკავშრებინა, მაგრამ ბოლოში ვერ გადიოდა.
- მეტი აღარ შემიძლია - ფეხზე წამოხტა და ერთი ოთახიდან მეორეში გავარდა. დაინახა როგორ აცმევდნენ ახალ დაბანილ ლილეს საღამურებს, გოგო გონს იყო, ლოგინზე ჩამომჯდარიყო და კანკალებდა
- მოსე შვილო, რას აკეთებ? რა გითხარი მე შენ?
- თინა ბებო, მეტი აღარ შემიძლია. მე აქ დავრჩები და დავრწმუნდები იმაში რომ კარგად არის.
- რა ჯიუტი ხარ. კარგი ხო, შემოდი, ისედაც დავბანეთ უკვე და აცვია გოგოს. მაგრამ ასე შემოვარდნა მანდილოსნის ოთახში ვის გაუგია?
მოსეს დიდად არ ესმოდა ქალის საყვედური, იმ მრგვალ თვალებში უყურებდა გოგოს ასე რომ გადაჰყავდნენ ჭკუიდან. ფრთხილად მიუახლოვდა. მის წინ ჩაიმუხლა. გოგოს ხელები თავისაში მოაქცია და დაბლიდან შეხედა სახეში.
- ლილე, მე შენთან ვარ. არ ინერვიულო აქ ვიქნები
ხელზე ეფერებოდა ცერა თითით. გოგო ჯერ კიდევ არ იყო ნორმალურად გონს მოსული. თვალებს ძლივს ახელდა. თინა ბებო და მარიამი ამ სანახაობას გაოცებულები შეჰყურებდნენ. არასოდეს ენახათ მოსე ასე ვინმეზე ნერვიულობდეს.
- მოსე შვილო, ყველაფერი გავაკეთე უკვე, ახლა უნდა დაისვენოს და გამოვიდეს მდგომარეობიდან, წამოდი გავიდეთ.
- თქვენ წადით. მე მასთან დავრჩები. რამე არ მოუვიდეს, ან დასჭირდეს. აქ უნდა ვიყო.
- კარგი შვილო, როგორც მეტყვი
მარტო რომ დარჩნენ ლილე და მოსე მხოლოდ მაშინღა ამოიღო ხმა გოგომ
- წადი აქედან
- ლილე
- წადი. არ გიცნობ, არ გენდობი
- არაფერს დაგიშავებ, პატარა ქალო, შენ დაიძინე
- მივხედავ მე ჩემს თავს ჩემით
- დაიძინე ლილე, რომ მომჯობინდები მერე ვილაპარაკებთ.
არ იცოდა როგორ, მაგრამ უსხეული უდუნდებოდა ამ კაცთან, არ გრძნობდა შიშს, საფრთხეს. თითქოს ენდობოდა მისი ქვეცნობიერი. ახლაც ასე მარტივად უბრალოდ გაეთიშა გონება და ჩაეძინა. მშვიდი ძილით ეძინა გოგონას. უყურებდა მოსე და სითბო ეღვრებოდა გულში, თვალებით ეფერებოდა სახეზე. სურვილი კლავდა გვერდით მიწოლოდა და გულში ჩაეკრა ეს პატარა გოგო. მის სადარაჯოზე გაათენა მოსემ ისევ. ღამით კოშმარები ისევ აწუხებდნენ ლილეს. ისევ წვალობდა, მაგრამ მოსე იქ იყო. იქ იჯდა. ის მფარველობდა მის მშვიდ ძილს.
დილის 8 საათი სრულდებოდა ლილემ რომ თვალები გაახილა და მოსე დაინახა.
- შენ რა, არ გეძინა?
- როგორ ხარ ლილე? - ტანში ჟრუანტელმა დაუარა მისი ხმის გაგონებისას
- მე… კარგად
- სიცხე აღარ გაქვს. ახლა უნდა დაისვენო და მალე გამოკეთდები.
- მადლობა. მარტო მინდა დარჩენა თუ შეიძლება.
- კარგი. გვერდზე ოთახში ვიქნები თუ რამე დაგჭირდეს. დაისვენე.
ფეხზე წამოდგა. ძალიან ეძინებოდა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. იფიქრა წავალ ცოტა ხანს დავიძინებო და მერე დავხედავ ლილესო. მაშინ დაუშვა სწორედ შეცდომა. როცა იფიქრა ეს გოგო მშვიდად გაჩერდებოდა ლოგინში მწოლი.
ლილე როგორც კი მოსე გავიდა წამოდგა და მზადება დაიწყო. შხაპი მიიღო, შავი როლინგი და შავი შარვალი ჩაიცვა, თავშალი აიღო და ოთახის კარი გაიხურა. სასტუმროდან გასვლა შეუმჩნევლად მაინც ვერ შეძლო, მარიამი იყო შემოსასვლელში.
- გამარჯობა ლილე, თავს როგორ გრძნობთ?
- მადლობა, კარგად. მინდოდა ყველაფრისთვის მადლობდა გადამეხადა და ასევე ბოდიშს გიხდით ასე რომ გაწვალეთ
- აბა რას ამბობთ? სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა? თანაც ჩვენი მოსე ისეთი აღელვებული იყო გული გაგვიხეთქა მე და თინა ბებოს. თურმე მხოლოდ სიცხე გქონია. თუმცა საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდი. მე შენს ადგილას ლოგინში დავრჩებოდი და დღეს არსად წავიდოდი.
- არაფერია, უკვე კარგად ვგრძნობ თავს. აქ დიდი ხნით არ ვარ. ასე რომ დროს ვერ დავკარგავ. თუ შეიძლება ამ ღამითაც მომაქირავეთ ოთახი და ხვალ უკვე წავალ.
- კი რა თქმა უნდა. შეგიძლია რამდენი ხნითაც გინდა დარჩე, ამაზე ნუ იდარდებ.
- მადლობა. საღამომდე, მარიამ
სასტუმროდან გამოვიდა და მოედანზე გამოსული ტაქსიში ჩაჯდა. სასაფლაოსკენ გაუყვნენ გზას. დიდი დრო არ დასჭირვებიათ იქამდე მისაღწევად. მძიმედ გადმოვიდა ლილე, თავშალი შემოიხვია და დაღლილი სხეულით ძლივს მიაღწია დედის სამყოფლამდე. ჩაიმუხლა, მის სურათს მოეფერა და მისი სხეულის გვერდით დაწვა. ხელით მიწას ეფერებოდა.
- დე… ვერ შევძელი შენთან ერთად გატარება ბოლო წლების. ვერ შევძელი შენთვის გაზიარება ჩემი ყოველდღიურობის. მენატრები… უკვე იმდენი ხანია მენატრები, დე.. მტკივა შენი არაობა. აქ რომ იყავი ვერ გნახულობდი დე… ახლა აღარ ხარ და ასე მგონია აქაურობას ვეღარ მოვშორდები. დე… დღეს უნდა წავიდე. აქ მხოლოდ შენს სანახავად მოვედი, დე. მე აქ არაფერი დამრჩენია. მტკივა დე. აქ ყოფნა მტკივა. ყველა ტკივილს მიღვავებს და მწვავს. არ შემიძლია. ვერ გავუძლებდი აქ დაბრუნებას… ვეცდები ჩამოვიდე ხოლმე… ვეცდები შენთან მოვიდე ხოლმე დე… მე ყველგან დაგელაპარაკები. სადაც არ უნდა ვიყო, ვიცი თან მეყოლები. მიყვარხარ დე…. რატომ წახვედი დე… ასე მალე რატო დამტოვე?…
- რა იყო, შენი ცოდვების მოსანანიებლად მოხვედი, დაიკო?
ეს ხმა, ეს ტონი, ეს ადამიანი. ისევ დააპატარავა ლილე მისმა გამოჩენამ. ისევ უსუსურ გოგოდ აქცია. იმ პატარა ლილედ.
- მენატრებოდი. შენი სუნი მენატრებოდა. როგორი იყო, როგორ გაატარე ეს თავისუფლების წლები? იმედია დაკმაყოფილდი იმიტომ რომ დღეიდან ისევ მე მიბრუნდები, პატარა ლილე.
თმაში ჩაავლო ხელი, სახე ზედ მიადო და მისი სურნელი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში.


—————
იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და ისიამოვნებთ. მადლობა დიდი, ყველას. ამჯერად დაგვიგვიანდა. გელით <3



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

საოცრად კარგი ისტორიაა, თან რა დროს შეწყდა. ალბათ ისევ 1 კვირა მოგვიწევს ლოდინი, თან ასეთი პატარა მოცულობის თავია, სამწუხაროა, ალბათ უმკობესია აღარ გავაგრძელი წაკითხვა და ახალი თავის მოლოდინი

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

საწყენია როცა თქვენი ერთგული მკუთხველებისადმი გამოხმაურება თქვენი მხრიდან არის ნული. იგნორი მკითხველის მიმართ. მთელი 1 კვირის განმავლობაში . სამწუხაროა

 


№3  offline წევრი Aria_

სტუმარი ნინო
საწყენია როცა თქვენი ერთგული მკუთხველებისადმი გამოხმაურება თქვენი მხრიდან არის ნული. იგნორი მკითხველის მიმართ. მთელი 1 კვირის განმავლობაში . სამწუხაროა



გამარჯობა ქალბატონო ნინო, ნამდვილად ბოდიში მაქვს მოსახდელი თქვენს წინაშე. ვფიქრობდი რომ მალე შევძლებდი ახალი თავის დადებას, თუმცა სამსახურის და მოულოდნელი მოვლენების გამო დიდხანს ვერ შევძელი ვერაფრის დაწერა. მინდოდა თქვენთვის მომეწოდებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც დარწმუნებული არ ვიყავი რა მოხდებოდა, ყოველდღე მქონდა იმედი შემძლებოდა ფურცელთან და კალამთან განმარტოება. საბოლოოდ, ვიფიქრე რადგან ასე დავიგვიანე დიდი თავი შემომეთავაზებინა თქვენთვის, მაგრამ სამსახურიდან მოსულმა ღამის 2ზე დავიწყე ამ ყველაფრის წერა. არ მინდოდა ისევ ყველაფრის გარეშე დამეტოვებინეთ და დავდე მაშინვე. დღესაც ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და წერა დავიწყო, იმედია ღამის პირველზე დაბრუნებულს აზროვნების უნარი მექნება და საინტერესო თავს შემოგთავაზებთ. მადლობა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent