შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე (თავი მეექვსე)


დღეს, 04:58
ავტორი Aria_
ნანახია 117

მოსეს რომ გამოეღვიძა წამოდგა და ლილეს ოთახში შევიდა რომ გაეგო როგორ იყო. საძინებელი ცარიელი რომ დახვდა გულში რაღაცამ გაჰკრა.
- გთხოვ ღმერთო, ქვემოთ იყოს საჭმელად ჩასული.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მარიამთან მივიდა.
- მოსე, როგორ ხარ?
- მარიამ, ლილე ხომ არ გინახავს?
- კი, ცოტა ხნის წინ წავიდა
- სად წავიდა?
- არ ვიცი. საღამოს დავბრუნდებიო. ამ ღამითაც დავრჩები და მივდივარო
- ჯანდაბა
- რამე მოხდა?
- არაფერი, მარიამ. მეტი არაფერი უთქვამს?
- არა, არაფერი
- კარგი, მადლობა
სასტუმრო დატოვა და მანქანაში ჩაჯდა. გული ცუდს უგრძნობდა. ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ იცოდა ამ გოგოს კარგი არაფერი მოელოდა. ცოტა ხანს ჩაფიქრდა სად შეიძლებოდა წასულიყო და შემდეგ სასაფლაოსკენ გაუყვა გზას.
- კარგად იყავი, გთხოვ. არაფერი შეგემთხვეს. უკვე მოვდივარ…
სანამ მოსე დიდი სიჩქარით ატარებდა მანქანას ლილე დედის სასაფლაოზე ზურაბის კლანჭებში იყო მოქცეული.
- რა იყო ლილეკო, ენა ჩაყლაპე? მითხარი არ მოგენატრე?
მისი თმა ხელში მოექცია და საუბრისას ტუჩებით მის ყელს ეხებოდა. ლილე გულის რევისგან თავს ძლივს იკავებდა. ზიზღით უყურებდა კაცს, მაგრამ თვალებში ცრემლები მაინც ჩაგროვებოდა.
- თავი დამანებე, ნაგავო. არ გეყო ის რაც დამმართე? შემეშვი.
- ოო, ლილეკო, ლილეკო, რა იყო რამდნიმე წელი შორს გავატარეთო ზურასგან და ლაპარაკი ვისწავლეთო? ხომ იცი, მოგკლავ თუ მოვინდომე.
ხელს ძლიერად უჭერდა თმაზე და ყელზე კბილებით ნიშნებს უტოვებდა სიბრაზისგან.
- რაც გინდა ის ქენი. მომკალი, მომკალი და ასე მაინც დავისვენებ, შენგან გავთავისუფლდები სამუდამოდ.
ყვიროდა ხმა ჩახლეჩილი ხმით ლილე და ცრემლები უნამავდნენ ლოყებს. არ იყო უშიშარი. არ იყო მტკიცე. ტკიოდა, სული ტკიოდა, ყველგან ტკივილს გრძნობდა და არ შეეძლო ტკივილის დამალვა. ელოდებოდა სიკვდილს და მართლაც ერჩივნა მომკვდარიყო ასეთ სიცოცხლეს.
- არ მოკვდები, გესმის? არასოდეს მოგცემ სიკვდილის ნებას. მთელი ცხოვრება ჩემი იქნები, მეტს ვერავის გაიკარებ და მეტი ვერავინ შეგეხება. მხოლოდ მე, აი, ზუსტად ასე. შენ ჩემი ხარ. მარტო მე მეკუთვნი და ეს არ დაგავიწყდება არასდროს.
შარვლის ღილები შემოახია და როლინგი აუკეცა. ხელი იმ ნაიარევზე მიაჭირა მუცლის ქვემოთ რომ ჰქონდა. ფართხალებდა ლილე მის მკლავებში, თავის დაღწევას ცდილობდა, ხრიალებდა, დახმარებას ითხოვდა დაკარგული ხმით, ის კი უფრო და უფრო აჭერდა ხელს და ყელზე კანს ლოკავდა. უეცრად ლილეს აღარავინ იჭერდა. ხელი შეუშვეს და მიწაზე დავარდა. დასიებული თვალებით შეხედა გაცოფებულ მოსეს, რომელიც ზემოდან ეწვა ზურაბს და მთელი ძალით ურტყავდა მუშტებს სახეში. ცხოველს ჰგავდა იმ წამს ბიჭი. მდგომარეობიდან გამოსულს. გაავებულიყო. ეგონა შემოაკვდებოდა ზურა. ტვინი უფეთქდებოდა მოსეს. როგორ დაინახა, რომ მის ლილეს ვინმე ასე უჭერდა ხელებს. ასე ექცეოდა. ასე აწამებდა. როგორ შეეხნენ მის გოგოს ასე. როგორ აყენებდნენ ტკივილს. თან ვინ? და-ძმად ეკუთვნოდნენ ერთმანეთს. ლილე პანიკაში იყო. კანკალებდა. ტიროდა. თავზე შემოეწყო ხელები და ხაოდა. არ ესმოდა რას გაიძახოდა მოსე.
- გაჩერდი. გაჩერდი, გთხოვ. მორჩი, აღარ შემიძლია. შეჩერდი, გთხოვ. მოკვდება, მორჩი…
ხელები შემოხვია მის უზარმაზარ მკლავს და ტირილით შეევედრა მოსეს გაჩერება. რამდენიმე წამის მერეღა მოეგო მოსე გონს და გაიგონა გოგოს ვედრება. იგრძნო მისი ხელი. გულ-მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. ისეთი მზერა ჰქონდა ნებისმიერს შეაშინებდა. ლილეს სახე რომ დაინახა. მისი ცრემლები. მისი ტირილი რომ გაიგო, უფრო შეიშალა. შეიშალა, მაგრამ მიხვდა ახლა გოგოს სჭირდებოდა. მიხვდა თავადაც ეს პატარა არსება სჭირდებოდა. მისი სიახლოვის შეგრძნება, რომ ბოლომდე არ დაეკარგა წონასწორობა. თავის დიდ ხელებში მოიქცია მისი პატარა სახე. შუბლი შუბლზე მიადო და ოდნავ მოხუჭა თვალები.
- ლილე…
ტკივილით წარმოთქვა და გულში ჩაიკრა პატარა გოგო, თმაზე გადაუსვა ხელი. მოიშორა სხეულიდან და დააკვირდა. მის ყელს მიადო თითები. მისი ტანსაცმელი შეათვალიერა. ტირილს ვერ წყვეტდა გოგო.
- მოვკლავ…
- გთხოვ… გთხოვ, წამიყვანე. გთხოვ, მომაშორე აქაურობას. გთხოვ…
გულამომჯდარი შეევედრა და მოექაჩა მკლავზე. მოსემ თითქმის უგონოდ მყოფ ზურაბს დახედა, ლილეს ხელები მოხვია, აიყვანა და მანქანისკენ წავიდა. გულს ვერ იმშვიდებდა გოგო. ბიჭმა სავარძელზე მოათავსა, თვითონ საჭეს მიუჯდა და ერთი წუთით თვალები დახუჭა. ლილე ხელებით ტანს ისრესდა, შარვლის ორივე მხარეს ერთმანეთზე ადებდა, მაიკას ქვემოთ სწევდა. ვერ ჩერდებოდა. მოსე შეჰყურებდა უღონო მზერით გოგონას და სურვილი ახრჩობდა თავისი ხელით მოეკლა იმ წამსვე ის . მანქანიდან გადავიდა, საბარგული გააღო, პლედი ამოიღო, გოგოს კარი გააღო და ტანზე შემოახვია. ხელები გაუკავა და დაელოდა როდის დაუმშვიდდებოდა ცოტა სხეული. ლილე უყურებდა მის შავ თვალებს, ხან ერთს ხან მეორეს და ხელების მოდუნება დაიწყო. მოსემ ტუჩები მიუტანა შუბლთან, თვალდახუჭულმა კოცნა დაუტოვა და თავისი ადგილი დაიკავა მანქანაში. ისევ სასტუმროში ბრუნდებოდნენ, ისევ მოსეს მანქანით. ლილე ისევ სლუკუნებდა, ხელს ყელზე ისვამდა, სულ რო დაიწითლა მთელი კისერი მოსემ გააჩერა, თავისაში მოიქცია მისი ხელი და ოდნავ მოუჭირა.
- არ მინდა რომ შემეხო. გამიშვი, გთხოვ…
მუდარის თვალებით გახედა გოგონამ. მოსე წამსვე მოაშორა ხელი და თვალებში ჩახედა.
- არ გეხები. არ შეგეხები. არ გეშინოდეს, კარგი? არაფერს დაგიშავებ.
მთელი ორგანიზმი ეწვოდა. თავის ლილეს ეშინოდა მისი შეხების. იმ ნაბიჭვრის გამო ეშინოდა მისიც. არ მოსწონდა მისი სიახლოვე. არ ამშვიდებდა. აშინებდა. კლავდა ამაზე ფიქრი მოსეს.
- სად მიგყავარ?
- სასტუმროში
- არ მინდა ვინმემ დამინახოს
ჩავარდნილი ხმით თქვა.
- ისე შეგიყვან რომ ვერავინ დაგინახოს.
და ისევ სიჩუმე. სიჩუმე, რომელსაც ახლა მხოლოდ წვიმის ხმა არღვევდა. სასტუმროსთან რომ მივიდნენ მოსემ უკანა მხარეს გააჩერა მანქანა. გადმოვიდა და გოგოს კარი გააღო. პლედიანად აიტაცა ლილე ხელში.
- დამსვი. დამსვი
- ჩშშ, ერთი წუთით მოიცადე და ჩამოგსვამ. არ შეგეშინდეს, უბრალოდ ჩუმად შეგიყვან.
უკანა შესასვლელით შეიყვანა მოსემ ლილე სასტუმროში. კიბეები აიარა და მის ოთახში შეაბიჯა. მხოლოდ მაშინღა დასვა გოგო საწოლზე. მასთან ჩაიმუხლა. ხელით თავი გვერდით გადააწევინა და ყელზე დააკვირდა. თვალები მრისხანებით აევსო.
- უნდა მეწამებინა.
ჩაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა. აბაზანიდან აფთიაქის ყუთი გამოიტანა და ისევ იატაკზე ჩაიმუხლა. ფრთხილად გაუწმინდა კისერი გოგოს და მალამო გადაუსვა ზემოდან. შემდეგ კი გადახვევა დაუწყო. თან შიგადაშიგ სულს უბერავდა. ხმისამოუღებლად უყურებდა ტანჯული სახით ლილე მოსეს. უყურებდა და ვერაფერს ამბობდა. იმის ძალაც არ შესწევდა შესწინააღმდეგებოდა ბიჭს რამეში. ბიჭმა რომ დაასრულა მისი ყელის დამუშავება ისევ წამოდგა, ყუთი შეინახა და წინ ჩამოუდგა გოგოს.
- ლილე, გინდა აქ დავრჩე?
- არა. გადი აქედან. მარტო მინდა დარჩენა.
იატაკს დასჩერებოდა თავდახრილი.
- კარგი, მაგრამ იცოდე გვერდით ვარ, კარგი? გთხოვ, რამე თუ დაგჭირდება მე მითხარი
- ვინ ხარ? სულ ჩემს გვერდით როგორ ჩნდები? იმათ საიდან იცნობ? არ გენდობი… უცნაურია შენი სიახლოვე.
- ლილე, შეგიძლია მენდო. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, პატარა ქალო.
- წადი აქედან. მარტო დამტოვე. მარტო მინდა ყოფნა.
თვალებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და არ უყურებდა მოსაუბრეს.
- წავალ, მაგრამ სისულელეები არ გააკეთო, კარგი? მერე შემოვალ და შევამოწმებ როგორ იქნები, ახლა დაისვენე.
ჰაერში გადაუსვა თავზე ხელი თავის საყვარელ ქალს და მისი ოტახი დატოვა.



—————
ძალიან დიდი მადლობა ყველას. ეს ისტორია ნელ-ნელა ფორმას იღებს და სხვადასხვა ემოციებს იწვევს ჩემში. იმედია შევძლებ თქვენი მოწონების დამსახურებას <3
მადლობა!!!



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

მადლობა თქვენ, საინტერესო ისტორიისთვის🥰

 


№2  offline წევრი Aria_

სტუმარი ნანა
მადლობა თქვენ, საინტერესო ისტორიისთვის🥰


გმადლობთ, რომ კითხულობთ!! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent