შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე (მეშვიდე თავი)


გუშინ, 03:10
ავტორი Aria_
ნანახია 92

მოსე ლილეს ოთახიდან თავის ოთახში გავიდა. ლოგინზე წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
-
წარმოთქვა გაცოფებულმა. ვერ იაზრებდა იმ ფაქტს რომ შეიძლებოდა ის შრამები ზურას დამსახურება ყოფილიყო. მისი კოშმარებიც შეიძლებოდა ზურაბთან ყოფილოიყო კავშირში. ჭკუიდან იშლებოდა.
- , როგორ შეეხო ლილეს? ქალს ასე როგორ მოექცა? უნდა მომეკლა. ლილეს შეეხო. ჩემ ლილეს შეეხო. ღმერთმა იცის რა ჩაიდინა. ღმერთო, გავგიჟდები. ჭკუიდან გადავალ. არ შემიძლია. მოვკლავ. არ ვაცოცხლებ. ეს რა ჩაიდინა? როგორ გააკეთა? ახლა რა ვქნა? ლილე ვერასოდეს შეძლებს ჩემს ნდობას. როგორ ვუთხრა ბანიჭვარი ზურაბი ჩემი ბიძაშვილია მეთქი? ერთი სისხლი გვიჩქეფს თქო როგორ ვუთხრა? შემიძულებს. ჩემი დანახვაც არ მოუნდება. არაკაცი.
ადგილს ვერ პულობდა მოსე, აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა. გოგოს ოთახიდან შუქი გამოდიოდა. ფარდა გადაწეული იყო და ყველაფერი ჩანდა. ოთახი ცარიელი იყო. აფორიაქდა, არ დაფიქრდა და უცებ შევარდა მის საძინებელში. ადგილზე შედგა როცა აბაზანიდან მოესმა ხმა. ჭაავლის და გოგოს ტირილის ხმა გამოდიოდა. დაუნაღვლიანდა მოსეს მზერა. ყბები დაეჭიმა. უნდოდა ყველა ცუდი მოგონება გაექრო გოგოს გონებიდან, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.
ლილემ ონკანი გადაკეტა. ახლა მხოლოდ მისი სლუკუნი ისმოდა. მოსე შუბლით მიყრდნობოდა აბაზანის კარს. გოგომ სახელური რომ ჩამოსწია და მოსეს სახეს შეეჩეხა მოულოდნელობისგან ლამის გული გაუსკდა.
- აქ რას აკეთებ?
ზემოდან დააჩერდა მოსე, დასიებულ თვალებზე და დაბუშტულ ტუჩებზე. საწოლიდან თხელი პლედი აიღო, გაშალა, გოგოს ტანზე შემოახვია და ხელში აიყვანა. მკერდზე მიიკრო და თავზე ფრთხილად მიადო ტუჩები. ისე რომ ვერც კი იგრძნობდა შეხებას.
- რას, რას აკეთებ? დამსვი
- ჩშშ, ვერ ვუძლებ ლილე შენ ასე ყურებას. ვერ ვიტან, პატარავ
საწოლთან მიიყვანა, ჩამოჯდა და გვერდით დააწვინა გოგო. გულზე ყავდა მიხუტებული.
- წადი აქედან
- მხოლოდ მაშინ, როცა მშვიდი ძილით ჩაგეძინება.
- რა გინდა ჩემგან?
- მთლიანად შენ.
თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, რაღაც უცნაური ხდებოდა ლილეს ორგანიზმში, რაღაც უცნაურს გრძნობდა. ხმა ვერ ამოიღო. უბრალოდ გაშტერებული უყურებდა. მოსე წამოდგა. გოგოს ჩანთა გახსნა. მისი საღამური და საცვლები ამოიღო. გაოცებული უყურებდა ლილე. მიუახლოვდა. ლოგინზე ჩამოჯდა. პლედი ნელა მოაშორა.
- რას აკეთებ?
განგაშის ზარი ჩაერთო გოგოს. შეიშმუშნა.
- არ შეგეშინდეს. არასოდეს არაფერს დაგიშავებ ლილე. სველი პირსახოცი გაქვს შემოხვეული. მოიშორე ეგ და ტანსაცმელი ჩაიცვი. მე შევბრუნდები.
გოგო ერთი წუთით გაშეშებული უყურებდა მოსეს ზურგს. მერე საწოლზე დალაგებული ნივთები აიღო და ფრთხილად მოიშორა პირსახოცი. საღამური რომ ჩაიცვა მოსეს შეხედა, ზურგზე ფრთხილად მიადო თავისი ხელისგული და ბიჭიც შემობრუნდა. ვერ მოახერხა მოსემ თავის შეკავება. მაინც შეავლო თვალი გოგოს და ტვინში სისხლი ჩაექცა დაკაწრული მუცელი რომ დაინახა. იქ სადაც შრამი ჰქონდა გოგოს, ის ადგილი მთლიანად ჩამოტყავებული ქონდა. ეტყობოდა ფრჩხილების ნაკვალევი იყო. თვალებზე გაუსწორა მზერა ბიჭმა.
- ლილე…
დანანებით ჩაიჩურჩულა, მისი ხელი თავისაში მოიქცია, სახესთან მიიტანა და ლოყა ჩამოადო.
- ლილე, რა უქენი შენ თავს?
გოგომ ჩამოქაჩა პიჟამოს მაიკა ქვემოთ და დაიმალა სხეული. ბალიშზე დადო თავი და ჭერს გაუშტერა მზერა. მოსე მის გვერდით მოთავსდა. თავით ხელს დაეყრდნო და გოგოს სახეს მიაჩერდა. მეორე ხელი პიჟამოს მაიკასა და შორტს შორის შეაცურა, შრამს შეეხო, მიეფერა. გოგო შეიშმუშნა. გაიწია. მოსემ ხელი მოაშორა და ისევ სახეზე დააჩერდა. მერე ფრთხილად დაიხარა მისკენ და თავზე დაუტოვა კოცნა.
- დაიძინე ლილე
ლილე იმდენად იყო ძალაგამოცლილი მალევე ჩაეძინა. ეს ბიჭი იმ სიმშვიდეს აძლევდა, რაც აქამდე არასოდეს უგრძვნია არავისთან. მასთან ტვინი და სხეული უმშვიდდებოდა. წყნარდებოდა. თითქოს არაფერზე ფიქრობდა. თუმცა განა სიზმრების სამყარო როდია ასეთი მშვიდი? ორი საათი იქნებოდა გასული ბოდვა რო დაიწყო. ბოდავდა და ლოგინში წრიალებდა. ვერ მშვიდდებოდა. მოსემ გააკავა, ხელები ძლიერად მოხვია და გულთან მიიხუტა გოგო. ისე, რომ მისი გულისცემის ხმა ჩაესმოდა გოგოს ყურში.
- ჩშშ, ყველაფერი კარგად არის, ჩემთან ხარ. უსაფრთხოდ ხარ.
ეჩურჩულებოდა ბიჭი და ამშვიდებდა პატარა გოგოს.
უკვე მერამდენედ უთენებდა მოსე გოგოს. მერამდენედ ათენდებოდა თავზე ლილეს ყურებაში. უყურებდა, უსმენდა მის სუნთქვას და ნატრობდა მთელი ცხოვრება შესძლებოდა ასე ღამეების გატარება.
ღამის 4 საათი იყო ლილეს რომ გაეღვიძა. თვალები გაახილა, ბიჭის თვალებს შეეჩეხა და თავი წამოსწია მისი მკერდიდან.
- არ წასულხარ
- არა
- რატომ დარჩი?
- შენს ძილს რომ ვუდარაჯო
- მოსე….
- …კიდევ გაიმეორე გთხოვ
- რა?
- ჩემი სახელი, კიდევ თქვი
- მოსე, უნდა წახვიდე
- პირველად დამიძახე ჩემი სახელით. ვერ წარმოიდგენ რამხელა გრძნობაა
- წადი…
- არსად არ წავალ.
- მოსე, წადი
- აი, ისევ…
იღიმოდა მოსე. იმ ღიმილით, რეალურად მარტო ლილეს რომ ეკუთვნიდა. ლილე კი ებრძოდა უცნაურ გრძნობას მისი მთლიანი სხეული რომ მოეცვა და აფორიაქებდა. ებრძოდა გაურკვევლობას. სიახლისგან გამოწვეულს.
- წადი, თორემ მე წავალ იცოდე!
- და სად აპირებ წასვლას, პატარა ქალბატონო?
სახე უცინოდა მოსეს და ფართო ღიმილით ელაპარაკებოდა ლილეს. ლილეს კი ჟრუანტელი უვლიდა მთელს სხეულში მის ლოყაზე ღრმულის დანახვისას.
- სად და გარეთ გავალ
- სად გარეთ გახვალ, ნუ სულელობ. ვერ ხედავ ბნელა.
ლილე ჯიუტად წამოდგა, პლედით ხელში.
- ლილე, სად მიდიხარ?
- შენი საქმე არ არის!
დაუბარა და აივნის კარი რომ გამოაღო ისევ გაეღიმა მოსეს. ფეხზე წამოდგა თვითონაც და უკან მიჰყვა. კიდევ ერთი პლედი აიღო და გარეთ გავიდა.
- აქაც არ მასვე
სიტყვა შუაზე გაუწყდა ლილეს მოსემ უეცრად პლედი რომ შემოახვია მთელ სხეულზე და ფუმფულა მატერიალში ჩააფლო.
- სვანეთში ვართ. ეგ გაგათბობს? აქ ისე ცივა, ღამეს შეუძლია გაგყინოს.
- შენი არ მესმის, მოსე… ვერ ვიგებ რას აკეთებ… ვერ ვიგებ რა გინდა…
- აი, ისევ
გაიღიმა მოსემ და შეაჩერდა თვალებში.
- რა ისევ?
- ისევ მოსე დამიძახე
ღიმილითვე უპასუხა, გოგოს ხელი თავისაში მოიქცია, ტუჩები ნაზად შეახო და თავისი საძინებლის კარში გაუჩინარდა. დატოვა გოგო გაშტერებული, არეული ტვინითა და არეული გონებით.


—————
გათიშული ვარ უკვე იმდენად მეძინება, მაგრამ რაღაცის დაწერა მაინც მოვახერხე. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობს და იმედი მაქვს მოგეწონებათ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent