შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,ისევ აყვავდება იასამანი''(ბოლო ნაწილი)


გუშინ, 19:27
ავტორი ოქრო ნუკა
ნანახია 579

პირველ ხანებში ნათია სახლიდან არ გადიოდა, ბებო გაფრთხილებული ჰყავდა არავისთვის ეთქვა მისი ჩამოსვლის ამბავი. სცხვენოდა, თან არ უნდოდა სადმე ვახოს შეხვედროდა. ძირითადად იწვა და ეძინა. ბებო ცდილობდა გოგო გაემხიარულებინა, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ ნაძალადევად იღიმოდა საბრალო. ერთი უცნაურობა შენიშნა ანო ბებომ, ნათია ეზოს იმ ნაწილს სადაც იასამნის ბუჩქი იდგა ახლოს აღარ ეკარებოდა. არადა იმ წელს თავდავიწყებით ყვაოდნენ იასამნები. ერთხელ ლარნაკით შემოიტანა ყვავილები ოთახში, ნათიამ კი სთხოვა გაეტანა და რაც შეიძლება შორს გადაეყარა. ბებომ უხმოდ გაიტანა ლარნაკი. ასე გადიოდა დღეები, სოფელში არავინ იცოდა ნათიას ჩამოსვლის ამბავი.
ერთ დღეს სალომეს ხმა შემოესმა ღობის იქიდან, ანო ბებო შეეგება სალომეს.
-დედამ გამომგზავნა, თუ შეუძლია ჩვენთან მოვიდესო, სოფლის ქალები ჩვენთან არიან, დედას ეხმარებიან ხომ იცით ბევრი საქმეა.
-კი კი ახლავე წამოვალ.
ნათიამ ვეღარ გაუძლო მეგობრის მონატრებას და აივანზე გავიდა.
- ნათიაააა! შენაქ რა გინდა? - გახარებული გადაეხვია სალომე, ნათია არ ელოდა ასეთ შეხვედრას, ეგონა სალომე მასზე ნაწყენი იქნებოდა. გაეხარდათ ერთმანეთის ნახვა.
- შენ არ იცი, რა კარგ დროს ჩამოხვედი, ერთ კვირაში ქორწილი მაქვს.
- მართლაა? გილოცავ!
- გმადლობ, მე და გიორგი უკვე ექვსი თვეა დანიშნულები ვართ. ახლა შენი ამბები მომიყევი, სად გაუჩინარდი??
სალომეს ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები, როცა მეგობრის ამბავს ისმენდა. ნათიაც ტიროდა.
- კარგი საკმარისია! კმარა ტირილი. იცოდე ქორწილში მოხვალ და ჩემი მეჯვარე იქნები!
- არვიცი, ეხლა ნამდვილად არამგონია მოსვლა შევძლო, მაპატიე.
- გთხოოვ, ძალიან გთხოვ.-არ მოეშვა სალომე.
-კარგი მოვიფიქრებ.
გვიან საღამოს როცა სოფლის ქალები მიმოიფანტნენ, სალომემ ქეთინოს სამზარეულოში შეაკითხა და ნათიას ამბები ჩურჩულით უამბო, დედა-შვილი ჩუმად ტიროდა .უხმო ცრემლი მოსდიოდა ვახოსაც, რომელმაც ყველაფერი გაოგონა კარს უკან. თურმე მისი საყვარელი ქალი როგორ იტანჯებოდა, აქამდე ბრაზობდა ნათიაზე და მის სიყვარულში ეჭვიც კი ეპარებოდა.სიტყვის უთქმელად წავიდა მისგან,შემდეგ შეიტყო რომ გათხოვდა და ძალიან გაბრაზდა,უნდოდა თბილისში ჩასვლა და ნათიასთვის პასუხის მოთხოვნა მაგრამ თავს მოერია და როგორღაც გააგრძელა ცხოვრება, ახლა კი საოცრად ებრალებოდა. უნდოდ ხმამაღლა ეტირა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. გარეთ გავარდა, წყაროს რომ პეშვი შეუშვირა, ვარდისფერი იარა გაახსენდა. რამდენი ხანი ცდილობდა ყველაფრის დავიწყებას, თითქმის დაივიწყა კიდეც. ახლა კი ყველა გრძნობამ ხელახლა ამოხეთქა. ყველა მოგონება და ემოცია გაცოცხლდა. თითქმის გათენებამდე სეირნობდა მთელი სოფელი შემოიარა, დაღლილი და ემოციებისგან დაცლილი დაბრუნდა შინ.
ქორწილის დღეს მთელი სოფელი აფუსფუსდა. სალომეს ეზოში დიდი მზადება და ჟრიამული იყო. ეზოს შუაგულში დიდ სეფა იყო გაშლილი, შიგნით მთელს სოფელს მოეყარა თავი .ყველას თავისი საქმე ჰქონდა, გასაკვირი ის იყო რომ ერთმანეთს ხელს არავინ უშლიდა, ყველა შრომობდა, ამ ყველაფრის შემოქმედი კი ანო ბებო იყო. ის ხელმძღვანელობდა ყველაფერს.
- თეფშები და ჭიქები კარგად გაამშრალეთ! სკამებს ქაღალდი დროულად შემოახვიეთ! სოფო, გამოადგი ქალო ფეხი, მოვიდნენ სტუმრები. აბა თქვენ იცით მეგობრებო, თქვენი იმედი მაქვს. ახალ ოჯახსაც და სტუმრებსაც ვაჩვენოთ როგორი მასპინძლობა იციან ჩვენში, ყველგან ისმოდა ანოს ხმა.
- ანიკო, შენ რომ არა, რა მეშველებოდა ქალო, სანამ ვიცოცხლებ შენი მადლიერი ვიქნები. ღმერთმა გაგაძლიეროს და გაგამრავლოს! - ლოცავდა ქეთინო.
-კარგი ქეთინო, მადლობა რა სათქმელია, ეგ გოგო მარტო შენი კი არაა, ჩვენიცაა. დარდი ნუ გაქვს, ყველაფერი რიგზე იქნება.
სეფის გარეთ უზარმაზარ ქვბებში ნაირ-ნაირი საჭმელი თუხთუხებდა, ქვაბების ირგვლივ მამაკაცები ირეოდნენ. ცეცხლს ქალს არ აკარებდნენ. თან ჩუმ-ჩუმად არაყს გადაჰკრავდნენ და ბავშვებივით ჟრიამულობდნენ.
სალომე ძალიან ღელავდა, დილით მის ოთახში პირველი ვახო შევიდა
-ჩემო გოგო როდის გავიზარდეთ ასე, თითქოს გუშინ იყო ფხშიშველები რომ დავრბოდით წვიმაში, გახსოვს მდინარეში რომ ჩაგაგდე? კინაღამ დაიხრჩე, მაშინ ძალიან შემეშინდა. ახლა კი თხოვდები, წახვალ და მარტო დამტოვებ- ჩაეხუტა და შუბლზე აკკოცა პატარძალს. ასეთი გულაჩუყებული ვახო პირველად ნახა სალომემ. ვერ გაეგო რა სჭირდა. ამასობაში ოთახში სოფლის გოგონები გამოჩნდნენ, ვახო ოთახიდან გავიდა.
ნათია მთელი დღე ორჭოფობდა, არ უნდოდა სალომესთვის გული ეტკინა, მაგრამ ვახოსთან შეხვედრას გაურბოდა, რცხვენოდა მისი. რცხვენოდა, რომ ვახოს წრფელი სიყვარული ვაჟასნაირ ნაძირალაზე გაცვალა. რცხვენოდა რომ უღალატა.მაგრამ დღეს სალომეს ვეღარ უღალატებდა. თავს ძალა დაატანა და სწოლიდან ადგა, გარდერობში სადა დალამაზი კაბა მოძებნა, თმა ლამაზად დაივარცხნა და გზას გაუყავა. ირგვლივ იმდენი ცნობისმოყვარე თვალი იმზირებოდა, უკან მობრუნებაც კი დააპირა. ამ დროს ქეთინო შეეფეთა, ქალმა გულთბილად მიიღო სტუმარი, მართალია არ ეცალა, მაგრამ მაინც მოიკითხა და მიაცილა სალომეს ოთახამდე.
სალომე ულამაზესი პატარძალი იყო, მოკრძალებული თეთრი კაბა სააოცრად უხდებოდა, თავზე საკუთარი ხელით გაკეთებული თეთრი თმისსამაგრი ეკეთა ,ხელში კი ულამაზესი მინდვრის ყვავილების თაგული ეჭირა.
- რა ლამაზი ხაარ, აბა დატრიალდი, მხოლოდ ერთი რამ გაკლია. ნათიამ მომცრო ჩანთა გახსნა და იქიდან მარგალიტის მძივი ამოიღო, ეს მძივი ჯერ კიდევ მაშინ უყიდა დედამ, სანამ არეულობა დაიწყებოდა. ძალიან მოსწონდა, მაგრამ შესაბამის დროს ელოდა მის სატარებლად. ახლა კი დუანანებლდ გადასცა მეგობარს.
- ეს შენ ჩემგან, სულ ისეთი მხიარული და ბედნიერი უნდა იყო, როგორიც
დღეს ხარ.
-რა ლამაზია,- დიდი მადლობა ჩემო კარგო. ნათია
მართალი იყო, სამკაულმა უფრო დაამშვენა პატარძალი.
-ისე ვღელავ, ლამის გული საგულედან ამომივარდეს- სარკესთან
ტრიალებდა სალომე. კარზე კაკუნი გაისმა.
- მოვიდნენ, - ოთახში ვახო შემოვიდა. მეტი ვეღარაფრის თქმა
შეძლო, გახევდა ნათიას დანახვისას. ის ისეთი სხვანაირი იყო, ძლივს
იცნო ერთ დროს მისი საყვარელი ქალი, თითქოს ერთის მაგივრად ათი
წელი გასულიყოს მათი ბოლო შეხვედრიდან.
- გამარჯობა ვახო.
- გამარჯობა ნათია. - ვახო ისევ ისეთი იყო. მღალი, ცოტა ხმელი, ყბებთან
ოდნავ გამოყვანილი სახით, ყავისფერი უძირო თვალებით. წაბლისფერი
თმა ლამაზად ქონდა დავარცხნილი. ო როგორ უყვარდა ნათიას მის თმაში
ხელის შეცურება და თამაში. კარგად მორგებული პიჟაკი სხვანაირ ხიბლს
მატებდა ახალგაზრდა მამაკაცს. ერთხანს გახევებულები უყურებდნენ
ერთმანეთს. მანქანის სიგნალების ხმამ ყველა აზრზე მოიყვანა. ვახო
ოთახიდან გავიდა. სალომე უფრო მეტად აფორიაქდა.
- ნუ ნერვიულობ ულამაზესი ხარ, გიორგი საოცარი ბიჭია, დარწმუნებული ვარ ძალიან უყვარხარ.-უთხრა ნათიამ.
ჯვრისწერა სოფლის ეკლესიაში შედგა, საყდარი იმდენად პატარა იყო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს იტევდა. სალომე ბედნიერებისგან ბრწყინავდა, საქორწინო გვიგვინი სხვანაირ ელფერს სძენდა მას .გიორგი ჩუმად აპარედა თვალს პატარძლისაკენ, თითქოს ვერ იჯერებდა ამ ყველაფერს. როდესაც ნეფე-დედოფალმა სამუდამო სიყვარული შეჰფიცა ღმერთს, ნათიას და ვახოს თვალები კვლავ შეხვდა ერთმანეთს, შეხვდა და ისევ აბრიალდა ნაცნობი ცეცხლით, სწრაფად დახარა თავი ორივემ, მაგრამ თვალებში გაჩენილ ცეცხლს უკვე გულამდეც მიეღწია.
ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა, წყვილის ბედნიერებით ყველა ხარობდა და მხიარულობდა. სალომეს ბედნიერებით ნათიაც გახარებული იყო. ძალიან კი დაიღალა, მთელი დღე სოფლის ქალები უცნაურად უყურებდნენ და რაღაცას ჩურჩულებდნენ, მაგრამ ცდილობდა ყურადღება არ მიექცია. როცა ნეფე-დედოფალი სუფრიდან ადგა და ყველას გამოემშვიდობა, ნათიაც წასასვლელად მოემზადა. ანო ბებო მოძებნა და გააფრთხილა, რომ სახლში მიდიოდა. ჭიშკრიდან გასვლისას ხმა შემოესმა:
- ნათია, მარტო არ წახვიდე, უკვე ბნელა და თითქმის მთელი სოფელი მთვრალია.
- არაუშავს ვახო, მე არაფერი მომივა.
- თუ არ შეგაწუხებ, მინდა რომ გაგაცილო.
- თანხმობის ნიშნად მდუმარედ გაუყვა გზას. ვახოც ფეხდაფეხ მისდევდა, ხმას არცერთი იღებდა. ბოლოს ვახომ გაბედა:
- ბოდიში უნდა მოგიხადო, მაშინ საშინლად მოვიქეცი, ალბათ შეგაშინე, მაგრამ როცა დავინახე იმ ნაძირალამ ხელი როგორ მოგხვია, თავი ვეღარ შევიკავე, მამაშენთანაც საშინლად გამოვიდა.
- ნუ დარდობ ვახო, ეგ ყველაფერი იმდენი ხნის წინ იყო, არ ღირს გახსენება. მას მერე ბევრი რამ მოხდა.მეც ბევრი შეცდომა დავუშვუი, სამოთხიდან გავიქეცი და ჯოჯოხეთში ჩემი ფეხით აღმოვჩნდი, ჩემი ბრალია გესმის ? ყველაფრი ჩემი ბრალია. - ტირილი დაიწყო ნათიამ.
ვახო ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ ნათიამ ტირილს უმატა და უკვე ყვიროდა კიდეც. ბიჭს გული ეწურებოდა საყვარელი ქალის საცოდაობით.ბოლოს ვახომ ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა. ნათია მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როცა შუბლზე ვახოს ტუჩების შეხება იგრძნო. სწრაფად გაითავისუფლა თავი და კითხვით სავსე თვალები მიაშტერა ბიჭს.
- მე ყველაფერი ვიცი ნათია, ვიცი რაც შეგემთხვა, არ იდარდო, ყველაფერაფერი კარგად იქნება.
- თუ ყველაფერი იცი, უნდა გესმოდეს, რომ ისე აღარაფერი იქნება როგორც ადრე.- ისევ ცრემლები წამოსცვივდა და სახლისკენ გაიქცა.
- ნათია მოიცადე!- თუმცა ნათია ეზოში გაუჩინარდა. საწოლზე დამხობილი დილამდე ქვითინებდა. გლოვობდა თავის უბედურებას, გლოვობდა იმ ბედნიერებასაც რომელიც დაკარგა .არც ვახოს უძინია იმ ღამით, დილამდე ფეხით შემოიარა მთელი სოფელი, გული ეწურებოდა იმაზე ფიქრით, თუ როგორ ცუდად იყო მისი საყვარელი ქალი. ფიქრობდა როგორ შეემსუბუქებინა მისთვის ეს ტკივილი, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავდა. სახლში დილით ადრე დაბრუნდა, მხოლოდ ქეთინოს ეღვიძა და სამზარეულოში ფუსფუსებდა.
- ვახო მოხვედი? სად დაიკარგე? მოდი უნდა დაგელაპარაკო, ჩაის დალევ?
- კი დავლევ თავი მისკდება.
- სად წახვედი წუხელ? იმდენი საქმე იყო ვერსად გიპოვეთ.
- სოფელში გავისეირნე
- ვიცი მე შენი გასეირნება,გინდა ისევ ნათიას გადაეკიდო? გინდა სოფელში თავი მოგვეჭრას? ჩამოვიდა და აგირია ტვინი ხო? არ დავუშვებ რომ გათხოვილ და სახლიდან გამოქცეულ ქალს აედევნო, ამას სიკვდილი მირჩევნია.
- დედა რეებს ლპარაკობ. ვის გადავეკიდე, თან მშვენივრად იცი რაც ნათიამ გადაიტანა, ახლა ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა.
- თანადგომის გამო ეხვეოდი წუხელ ქუჩაში? ლიამ დაგინახათ და თუ ლიამ იცის ესე იგი მთელმა სოფელმა იცის. კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ მიხვდა რომ ვახო ძლიან გაბრაზდა.
- არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის, მე ნათია ისევ მიყვარს და შენ ძალიან კარგად იცი, რაც მას შეემთხვა მისი ბრალი არაა.
- მე კი ვიცი შვილო, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ სოფელი არ გაჩუმდება. არ მინდა მათი სალაპარაკო გახდე, ამას ვერ გადავიტან. თანაც თურმე შვილი აღარ ეყოლება და გინდა ასეთი ცოლი, რომელიც შვილს ვერ გაგიჩენს?
- დედა, შენ კარგად იცი, რას ვგრძნობ ნათიას მიმართ. თუ დამჭირდა მთელ მსოფლიოს დავუპირისპირდები.- ადგა და გაბრაზებული გავიდა გარეთ, ქალი მაგიდის კუთხეს ჩამოეყრდნო, იცოდა მათი ძლიერი სიყვარულის შესახებ, მაგრამ ნათიას არ ენდობოდა.
ნათია გარეთ საერთოდ აღარ გამოდის. აქამდე სალომე ყავდა ნუგეშად, ახლა ისიც წავიდა, თავისი ბუდე მოიწყო და ნათია მარტო დარჩა. მხოლოდ შალვას ჩამოსვლა აქვს ნუგეშად. ხვალ - ზეგაც აპირებს ჩამოსვლას, ხშირად ვეღარ სტუმრობს შვილს, რადგან ქალაქში უფრო და უფრო უარესდება სიტუაცია. ვაჟა ისევ არ ჩერდება, კვირაში ერთხელ მთვრალი მიდის შალვასთან, კარზე აბრახუნებს, იგინება და ცოლის დაბრუნებას მოითხოვს. შალვას ქარხანაში ვიღაცამ ცეცხლი გააჩინა, ნახევარი ქარხანა დაიწვა. კაბინეეტიდან კაბინეტში დარბის ,რომ როგორმე მას არ დაბრალდეს ეს ამბავი. ეკონომიურადაც ძალიან გაუჭირდათ. ამ ყველაფრმა ისე გატეხა თამარი და შალვა მოხუცებულებს დაემსგავსნენ. ნანა ხანდახან იწერება წერილს, მამამისი მიმალვაშია, კაცის სიკვდილი ედება ბრალად, დედა ვერ მუშაობს ავადმყოფობის გამო. შალვა ცდილობს დაეხმაროს, მაგრამ მასაც აღარაფერი აქვს.
დადგა მწველი ზაფხულიც, ბუღი აუვიდა სოფელსა თუ ქალაქს. სოფელში არავის სცალია, რადგან კარტოფილია ამოსაღები; კიტრი და პომიდორი დასაკრეფი; მწვანილის კვლები გასამარგლი; ყანა გასათოხნი; ზამთრის სანოვაგე გასამზადებელი; ყველა შრომობს თანაც ორმაგად. სოფელი ხომ სოფელია, ძლიერი და ბარაქიანი.
,,რაიცი ის დასაღუპი ომი ჩვენამდე როდის მოაღწევს, იშრომეთ შვილებო’’- არიგებენ სოფლის უხუცესები ხალხს. ნათიაც ჩაბმულია სოფლის ფერხულში, ცდილობს მარტოობას მიწასთან ურთიერთობით მოერიო. ანო ბებოს ყველაფერში ეხმარება, არც თოხი ითაკილა,ყანაში მუშაობს,მჭვანილის კვლებს უკვე მარტო უვლის.საქონლის მოვლაც კარგათ აითვისა და ბებიას საქმე შეუმსუბუქა. ანო ბებოს ეზო ნამდვილ ბაღნარად აქცია. ყველა კუთხეში ნაირნაირი ვარდი ყვავის, უხვადაა სხვადასხვა ფერადი ყვავილეებიც. მათ ეზოში სეირნობა ერთი სიამოვნებაა. ვახო თითქმის მთელი თვეა არ უნახავს, ხშირად ხედავს მის ეზოსთან ჩავლილს, მალულად რომ იხედება ეზოში, მაგრამ ცდილობს არ დაენახოს, რადგან იცის თუ ერთხელაც გამოელაპარაკება თავს ვერ შეიკავებს.
- ის ჩემზე უკეთესს იმსახურებს, - გაიფიქრებს ხოლმე, როცა მას დაინახავს.
მუშაობაში გართულს არც გაუგია, შალვას მანქანა როგორ მოადგა ჭიშკარს, სიგნალის ხმაზე ამოიხედა მხოლოდ და როცა საყვარელი მამა დაინახა, სირბილით გაიქცა მისკენ. გადაეხვია, მოეფერა, თითქოს დაპატარავებულიყო მთასავით კაცი.
- მამიკო როგორ ხარ, როგორ მომენატრე. რა ამბებია შენსკენ.- სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ მანქანიდან ნანა გადმოვიდა. გაოცებული ნათია გაფართოებული თვალებით უყურებდა მეგობარს და ცდილობდა გაერკვია ნამდვილი იყო თუ მოჩვენება.

- ნათი როგორ მომენატრე,მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ერთმანეთის მოკითხვით და საუბრით გული იჯერეს . ნანა საკმაოდ შეშინებული და ნაღვლიანი იყო. არ უნდოდა თბილისში დედის დატოვება მაგრამ, როცა შალვამ მიაკითხა მანქანით, უარი ვეღარ თქვა. ახლა კი ზის ნათიას საწოლზე და უყვება ყველაფერს და თან გული უდუღს, რომ ყველაფრის მიტოვება მოუწია. ნათიას ისე კარგად ესმის მისი, როგორც არავის. ისიც ზუსტად იმას განიცდიდა, როცა პირველად ჩამოვიდა ამ სახლში.
- დედა ეს გოგონაც უნდა შეიფარო,- უთხრა ჩურჩულით ანო ბებოს, როცა ის ვახშამს ამზადებდა. დედამისს ძალიან უჭირდა მისი გამოშვება, მაგრამ სხვა გზა აღარაა, ავადმყოფია, როდის რა მოუვა არავინ იცის. ეს გოგოც შიმშილით მოკვდებოდა, რომ არ წამომეყვანა, თანაც ნათიაც გამხიარულდება.
- კი შვილო, დარდი ნუ გექნება, ერთი სიფრიფანა გოგოს შენახვა არ გამიჭირდება.
დღეები ისევ განუწყვეტლად მისდევდა ერთმანეთს. შემოდგომა დადგა და სოფელში საქმე გაორმაგდა. ანო ბებოს ეზოში უკვე ორი ახალგაზრდა მუშაობდა. სოფლის საქმე ნანასაც ძალიან მოეწონა, დამშვიდდა და შრომას ფეხი აუწყო. მხოლოდ მუდმივად სახლში ყოფნას ვერ ეგუებოდა, ქალაქს ნაჩვევი გოგო.
- არ შეიძლება რომ სადმე გავისეირნოთ? - იკითხავდა ხოლმე მოწყენილი. ნათია მხოლოდ გაიღიმებდა და უპასუხოდ ტოვებდა კითხვას. ნანამ ახალგაზრდა მამაკაციც შენიშნა, რომელიც ხშირად იყურებოდა ეზოში ქუჩაში გავლისას. თავიდან ეშინოდა, ვიღაც მანიაკი ეგონა. როდესაც ნათიამ ყველაფერი უამბო, ყველაფერს მიხვდა. მაშინ გადაწყვიტა მეგობარს დახმარებოდა. ერთხელაც როცა ვახომ კვლავ ჩამოიარა და ეზოში გადმოიხედა, ნანამ დაუძახა:
- ახალგაზრდავ, შეგიძლიათ დამეხმაროთ?- ვახომ გაიგონა დაძახება, მაგრამ ვერ წარმოედგინა რომ მას ეძახდა უცნობი გოგო, თანაც ნათიას სახლიდან. დაბნეული იდგა და ხმას ვერ იღებდა. ამ დროს ჭიშკარში ნანა გამოჩნდა:
- შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? ვაშლი მოვკრიფეთ მე და ჩემმა მეგობარმა, მაგრამ ყუთებს ვერ ვერევით, რომ სარდაფში შევიტანოთ. ანო ბებოც სახლში არაა, რომ დაგვეხმაროს.
- კი შემიძლია, ახლავე.
- მე ნანა მქვია.
- ვახო
ნათიას ნანას შეჩერება უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, ვახო უკვე ეზოში იყო. მან ყუთები მარტომ შეზიდა სარდაფში და წასასვლელად მოემზადა. ამ ხნის განმავლობაში ნათია და ნანა აივანზე ისხდნენ და ვახოს უყურებდნენე. ნანა იღიმოდა, როცა ნათიას თვალებში სიყვარულის ნაპერწკლის ხედავდა. ისიც შენიშნა როგორ აპარებდა ვახო თვალს ნათიასკენ. მიხვდა რომ მიზანში მოარტყა.
- უკვე მიდიხართ? მინდოდა ანო ბებოს მომზადებულ კომპოტზე დამეპატიჟეთ, მადლობის ნიშნად. ბიჭი ორჭოფობდა, მაგრამ მაინც დათანხმდა. ნანამ კომპოტი და მურაბა მოიტანა, თვითონ კი გაუჩინარდა. აივანზე სასიამოვნოდ გრილოდა; ირგვლივ ჩიტების ხმაური აყრუებდა არემარეს; ჰაერში მწიფე ხილის სურნელი ტრიალებდა; წყვილი უხერხულად უყურებდა ერთმანეთს. ორივეს უცნაური ლტოლვა ქონდა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ცდილობდნენ ამის დამალვას. ყოველი შეხედვა ცეცხლის ახალ ნაკვერჩხალს ბადებდა. როგორც იქნა ვახომ გაბედა:
- ნათია როდემდე უნდა დამემალო? რატომ არ გინდა ვილაპარაკოთ და ყველაფერი გავარკვიოთ.
-ვახო არაფერია გასარკვევი, ყველაფერი ისედაც ცხადია.
-რა არის ცხადი? აღარ გიყვარვარ?-გოგო გაწითლადა, პასუხი ვერ გასცა.
-მე ისევ ისე მიყვარხარ, შეიძლება მეტადაც,- უთხრა ვახომ.
-არ ღირს ამ საუბრის გაგრძელება, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, ამას დედაშენი არასდროს დაუშვებს. არ მინდა სოფლის ქალებმა შენზე ილაპარაკონ. მე ხომ შვილი არასდროს მეყოლება. შენ იმსახურებ ბედნიერებას, მაგრამ ჩემთან ბედნიერი ვერ იქნები. ჯობს ყველაფერი დავამთავროთ.- ვახოს თვალები აუწყლიანდა, მაგრამ რომ არ ეტირა ადგა და წავიდა. ძალიან ცუდად იყო, სახლში ვერ წავიდა, მდინარეს მიაშურა. მდინარემ ისევ ნათია მოაგონა. თავს ვეღარ მოერია და ატირდა, გამოიტირა თავისი სიყვარული.
- რა ბზიკმა გიკბინა გოგო, -გაკვირვებით კითხა ნანამ, რომელსაც ყველაფერი ესმოდა.
-ნანა შენ მაინც უნდა ხვდებოდე, რომ ჩვენს შორის არაფერი მოხდება. ის ჩემზე უკეთესს იმსახურებს.- ნანამ ვეღარაფერი თქვა.
სოფელში პირველი თოვლი მოვიდა, არემარე გათეთრდა, ირგვლივ სიმყუდროვემ დაისადგურა. ბეღურები მობუზულები ისხდნენ ტოტებზე. დღეები დამოკლდა და ღამემ გრძელი და შავი ფიქრები მოიტანა. საღამოობით ღუმელთან სხდებოდნენენ და წიგნს კითხულობდნენ. თუ ანო ბებო ხასიათზე იყო, გიტარას მოიმარჯვბდა და გულიანად მრეროდნენ. სოფლის ქალებმაც მოიცალეს, ხშირად სტუმრობდნენ ანო ბებოს. გოგონებს ახალისებდა სოფლის ჭორების მოსმენა. თოვა რა ჩერდებოდა. ეზოში გამოსულ ნანას ახალგაზრდების ხმა მოესმა, მათი სახლის წინ ახალგაზრდები გუნდაობდნენ. ნანამ იძულებით გაიყვანა ნათიაც. გული იჯერეს გუნდაობით, იცინოდნენ და მხიარულობდნენ, პირველად ამდენი ხნის შემდეგ.
- მაინც გამოსულები ვართ წამო გავისეირნოთ, ხომ იცი როგორ მიყვარს თოვლში სეირნობა, გთხოვ უარი არ მითხრა. - ნათიან უარი ვეღარ უთხრა გამხიარულებულ მეგობარს. თოვლში ძლივს იკვალავდნენ გზას, ეცემოდნენ, გუნდაობდნენ, იცინოდნენ. თითქოს თოვლმა დიდი ლოდი მოხსნა ორივეს ზურგიდან. ამასობაში სოფლის ბოლოს მიაღწიეს და მობრუნება გადაწყვიტეს.
- ნათიაა! - გოგო ადგილზე გაიყინა, ხმა ეცნო მაგრამ გონებაში ვერ დაუშვა, რომ ეს შესაძლებელი იყო.
- -ნათიაა! - ყვიროდა ვიღაც გაბმულად.
გოგონები მობრუნდნენ და ვაჟა დაინახეს. თვალები ჩსისხლიანებოდა, სახე სიცივისგან აწითლებოდა. ყვიროდა და გოგონებისკენ მოიწევდა. გაიქცნენ, მაგრამ ვაჟა გოგონებს დაეწია.
- გეგონათ გამექცეოდით? ჩემო საყვარელო ცოლო, როგორ მომენატრე.- სახე დაუჭირა და აკოცა, ნათიამ ძლივს შეიკავა თავი, რომ გული არ არეოდა.
- ხელი გაუშვი მხეცო, - ყვიროდა ნანა, თან ცდილობდა ნათია ვაჟას ხელებიდან გაეთავისუფლებინა.
- შენ ვინ გეკითხება? - ვაჟამ ძლიერად გაარტყა ნანას ხელი, გოგო თოვლზე დაეცა და ლამის გონება დაკარგა. ვაჟამ მეტად მოუჭირა ხელი ცოლს და მანქანისკენ წაიყვანა. ნათია უძალიანდებოდა, ყვიროდა, მაგრამ ვაჟს არაფერი ესმოდა. ამასობასი ნათიას ფეხი დაუცდა და წაიქცა, ვაჟამ ამჯერად თმაში მოკიდა ხელი და ასე მიათრია მანქანასთან. ამ დროს სოფლიდან მომავალი სილუეტი გამოჩნდა, ნანამ ყვირილი მორთო. სილუეტმა ნაბიჯს მოუჩქარა. ნანამ ვახოს სახის გარჩევა შეძლო.
- მე არაფერი მიჭირს, ჩქარა ნათია.. მოკლავს..
ვახო გაფითრდა. მანქანისკენ გაიქცა. ვაჟა მანქანას ქოქავდა. ვახო მივარდა მანქანის კარი გამოგლიჯა და ვაჟა გადმოათრია, ზევიდან დააჯდა და ცემა დაუწყო, მოულოდნელობისგან დაბნეული ვაჟა ხელის განძრევასაც ვერ ახერხებდა. ვახო უმოწყალოდ ურტყავდა და ყვიროდა:
- არაკაცო,ქ ალაჩუნა, როგორ გაბედე, როგორ მიეკარე, უნამუსო,
ვაჟა უკვე გონებას კარგავდა, ვახო არ ჩერდებოდა.
- ვახო, თავი დაანებე შემოგაკვდება.
ვახო ნათიას ხმის გაგონებაზე გონს მოვიდა. ხელი გაუშვა და წამოდგა.
-კიდევ ერთხელ რომ სადმე გადამეყარო მოგკლავ, არაკაცო გეთრიე აქედან.- ვაჟამ რამდენიმე კბილი გადმოაფურთხა თოვლზე,ძლივს ასწია დაჟეჟილი სხეული და მანქანისკენ წავიდა.ვახომ გოგონებს ხელი მოხვია და სახლში წაიყვანა ორივე.
გაზაფხულმა კვლავ გაახილა თვალები. .ჩიტების ჭიკჭიკმა გააყრუა ირგვლივ არემარე; ატმის, შინდის ალუბლის ხეები აყვავდა. უამრავი ყვავაილის სურნელი დატრიალდა ჰაერში და ყველას თავბრუ დაახვია. ერთ დილას ჭიშკარში უშველებელი იასამნის თაიგული გამოჩნდა. იმდენი ყვავილი იყო არ ჩანდა ვის მოჰქონდა. გოგონები აივანიდან გაკვირვებულები იყურებოდნენ. კიბეზე ვახო გამოჩნდა ,ხელში ორი თაიგული ეჭირა, შედარებით მომცრო ნანას გადასცა, მეორე კი ნათიას გაუწოდა. არ ესიამოვნა გოგოს იასამნების დანახვა. ვახომ შეატყო და უთხრა:
-მე ყველაფერი ვიცი, - ნანას გადახედა და ორივეს გაერიმა, - დღეიდან ვეცდები ისევ შეგაყვარო იასამანი, ნათია მე შენ ძალიან მიყვარხარ, ყველაფრს გავაკეათებ, რომ ისევ ერთად ვიყოთ. არ გავჩერდები და არ დავნებდები იცოდე.
უკვე წასვლას აპირებდა ნათიამ ყვავილები მაგიდაზე დააწყო, მობრუნდა და ვახოს აკოცა. ისე ძლიერად ეხუტებოდა და კოცნიდა, თითქოს მთელი ცხოვრება ელოდა ამ წუთს. ვახო დაბნეული იდგა.
- მეტი აღარ შემიძლია, არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის, მზად ვარ სამყაროს დასალიერში გამოგყვე. მეც მიყვარხარ, - ჩურჩულებდა აღელვებული გოგო.
ვახო გონს მოვიდა,წელზე მოხვია ხელი და ჰაეში აიტაცა.სამივე გულიანადიცინოდა.შემდეგ ძირს დასვა ნანას მადლობა გადაუხადა და სახლში წაიყვანა. ალბათ შიშობდა არ გადაიფიქროსო. ეზოში ქეთინო შეხვდათ, წყვილი რომ დაინახა ყველაფერს მიხვდა.
- დედა გაიცანი, ეს ნათიაა ჩემი საცოლე, - იცინოდა გახარებული ბიჭი. ქეთინოს ენა ჩაუვარდა გაკვირვებისგან, მიხვდა თუ ახლა უარს იტყოდა, ბიჭს სამუდამოდ დაკარგავდა. ამიტომ გადაეხვია და ორივეს ბედნიერება უსურვა. თანაც ნათია მართლაც მოსწონდა სარძლოდ ,მაგრამ თავს მისი წარსულის გამო იკავებდა.
მალე ახალი ამბავი მთელს სოფელს მოედო. ანო ბებო ძალიან ბედნიერი იყო, როგორც იქნა მისი საყვარელი შვილიშვილი ისევ ბედნიერი იყო. ეს ამბავი შალვამ და თამარმაც გაიგეს და სასწრაფოდ სოფელში ჩავიდნენ. შალვამ ვახო რომ დაინახა, სახე ეცვალა. გაახსენდა როგორ უმოწყალოდ სცემა მის თვალწინ სანდრო. ვახომ ყველაფერი აუხსნა. ახლა კი დარწმუნდა შალვა, რომ ნათიას ყველაფრისგან დაიცავდა. ამიტომ გულთბილად გადაეხვია მომავალ სიძეს. ნათია სიხარულისაგან დაფრინავდა, ხან არც კი ეჯერა თუ ასეთი კარგი ამბები მის გარშემო ხდებოდა.
ვახო და ნათია ძალიან ბედნიერები იყვნენ და ერთმანეთით ხარობდნენ. ერთმანეთს მისდევდა სიხარულით და სიყვარულით გამთბარი დღეები. სწამდათ, რომ ურყევი და უსასრულო იქნებოდა მათი სიყვარული.
შემოდგომის ფოთოლცვენისას, როცა სამყარო ჭრელმა ფოთლებმა დაფარა ნათიამ და ვახომ იქორწინეს. ქრწილი სწორედ იმ კაკლის ძირში გაიმართა, სადაც პირველად ნახეს ერთმანეთი. ასეთი ბედნიერი, ლაღი და მოსიყვარულე წყვილი იშვიათობა იყო. სალომე და ნანა პატარძალს გვერდიდან არ სცილდებოდნე. ხარობდნენე მისი ბედნიერებით. შალვა, თამარი, ქეთინო და თამაზი წყვილის მომავალს გეგმავდა.
-ჩემი ერთადერთი გოგო სოფელში რჩება, მე ქალაქში რაღა დამრჩენია, თამარი თუ თნახმა იქნება, ჩვენც აქ გადმოვალთ. მითუმეტეს დედა უკვე მოხუცდა და დახმარება სჭირდება.- თამარი უხმოდ დაეთანხმა ქმრის ნათქვამს. ამის გაგაონებაზე ნანა დაღონდა,
- ნათია გათხოვდა, მგონი დროა მე თბილისში დავბრუნდე
- ნანა შენ აქ შეგიძლია იმდენ ხანს დარჩე, რამდენიც მოგინდება. თანაც თბილისში ჯერ არაფრი შეცვლილა. მე კი დედაშენს შევპირდი, რომ უსაფრთხოდ იქნებოდი. მკაცრად მაგრამ თბილად გაუღიმა შალვამ. ამასობაში ნეფე-დედოფალიც ტრადიციის თანახმად ქორწილიდან გაიპარა. ვახომ თავისი დედოფალი მეზობელ სახლში მიიყვანა, სადაც არავი ცხოვრობდა. სახლი საგანგებოდ მორთული და გალამაზებული იყო. სოფლის გოგონებმა ყველაფრზე იზრუნეს. ოთახში სანთლები ენთო, საწოლზე კი ლამაზი ჭრელი ფოთლები ეყარა. ნათია უხერხულობას და შიშს გრძნობდა. თუმცა როცა ვახომ საქორწინო კაბა გახადა და ნაზად ეამბორა, ნათია მოდუნდა და მიენდო საყვარელ ადამიანს. იმ ღამეს ნათიას სხეულში კვლავ აყვავდა იასამანი და სამუდამოდ გაიდგა ფესვები.
ასე გადიოდა ლამაზი დღეები, თვეები. დადგა გაზაფხული, აყვავდა ბუნება დედამიწას ისევ სიცოცხლის სურნელი აუვიდა.უამრავი ახალი სიცოცხლე აღმოცნდა მიწის წიაღიდან.მერცხლებმა ახალი ბარტყები დააფრთიანეს. იები,ენძელები,ტიტები და მათ შორის იასამანიც უცნაურად უხვად ყვაოდა იმ წელს. ნათია უცნაურად გრძნობდა თავს. გაზაფხულივით სწრაფად ეცვლებოდა განწყობა.თავიდან გაზაფხულის მოსვლას აბრალებდა, მაგრამ გაურკვევლობა დიდხანს არ გაგრძელდა და მიხვდა რომ ორსულად იყო. მოულოდნელობისგან გული რამის შეუღონდა. ცოლ-ქმარი ძლივს იჯერებდა ამ სასიამოვნო ამბავს. ვახო ცივ ნიავს არ აკარებდა,ხელის გულზე დაჰყავდა მშვენიერი მეუღლე.თან კითხვის ნიშნად იყო ქცეული,ყველას ხომ ეგონა რომ ნათიას სვილი არ ეყოლებოდა.როცა ანო ბებომ გაიგო ეს ამბავი მან გასცა მის კითხვებს პასუხი ,,დიდ სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია შვილო’’გულში ჩაიკრა ორსული შვილიშვილი და სიხარულით ატირდა.
ახლა 2026 წლის გაზაფხულია ისევ ყვავის იასამანი, თვბრუს ახვევს ყველას. ქალაქები, სოფლები თუ სოციალური ქსელი სავსეა იასამნის ბუჩქებით.ყველაფრ შეიცვალა,თბილისი დამშვიდდა.ომის მტვერი დიდი ხანია ჩამოიბერტყა მხრებიდან და უამრავი კარგი და ცუდი ამბის მომსწრე გახდა.თავისუფლების მოედანზე, სოლიდურად ჩაცმული, შუახნის ქალბატონი მოაბიჯებს. ლამაზად დავარცხნილი თმა და მაკიაჟი მისი ყოველდღიურობაა. გამოირჩვა თავისი სილამაზით და ქარიზმით. ამიტომ ყველა ცდილობს თვალი გააპაროს მისკენ. ტელეფონით საქმიანი საუბარი აქვს ვიღაცასთან. ეტყობა რომ თავდაჯერებული და შემდგარი პიროვნებაა.იქვე ახლოს კაფის შესასვლელთან მამაკაცი იცდის, ისიც სოლიდურად ჩაცმული. სწორად მორგებული შარვალი და სპორტული სტილის პიჯაკი ,კარგად გამოკვეთს მის სილუეტს, ხაზს უსვამს მის სტატუსს. ხელში იასამნის უზარმაზარი თაიგული უჭირავს. ქალბატონი და მამაკაცი ხვდებიან და მხურვალედ კოცნიან ერთმანეთს. ქალი თაიგულს ხარბად ყნოსავს. მამაკაცი კაფის კარს უღებს და შიგნით ეპატიჟება.
- საყვარელო შესვენებაზე ვარ გამოსული, რა იყო ასეთი სასწრაფო, -სახეგაბრწყინებული კითხულობს ქალი
- იცი ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა, ლევანმა ფირმის დირექტორის თანამდბობაზე დამნიშნა, ისეთი გახარებული ვიყავი მაშინვე შენ დაგირეკე.
- როგორ გამახარე, - ჩაეხუტა და კიდევ ერთხელ მხურვალედ აკოცა ქმარს, ახლა შევძლებთ თამაზის სახლი ვუყიდოთ.
- კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს შენთვის ძვირფასო, - თქვა და კაცმა ჯიბიდან ლამაზი ყუთი ამოიღო, - ეს შენ, ჩვენი შერიგების დღის გასახსენებლად. ქალმა ყუთი გახსნა,შიგნით ძვირფასი და საოცრად ნაზი სამაჯური იდო.
-
- გმადლობ, რა ლამაზია სწორედ ისაა მარაზიაში რომ ვნახთ ერთად,ზალიან მომეწონა. მეც მაქვს შენთვის საჩუქარი, ამ დღეს რა დამავიწყებდა..
მანაც ამოიღო ჩანთიდან პატარა ყუთი და ძვირფასი საათი გადასცა. ქმარი მოეხვია და შუბლზე აკოცა
- გახსოვს რამდენი მაწვალე რომ შემრიგებოდი?- გულიანად გაიცინა კაცმა. ბედნიერები იხსენებდნენ წარსულს.ქალი დროდადრო იასამანს ყნოსავდა და ბრუვდებოდა.ცოტახანს კიდევ ისაუბრეს და კაფიდან ერთად გამოვიდნენ. კვლავ აკოცეს ნაზად ერთმანეთს
-სახლში დროულად მოდი გთხოვ, მენატრები, - ჩასჩურჩულა ქმარს და წავიდა. კაცი ცოტახანი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა საყვარელ ქალს, რომელსაც ემჩნეოდა, რომ ვერ გამძღარიყო მისი სიყვარულით და ცქერით. ქალი რომ თვალს მიეფარა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
ალბათ მიხვდით... დიახ, დიახ ეს წყვილი ნამდვილად ნათია და ვახო არიან, ორივე შემდგარი. ჩამოყალიბებული ადამიანი. ორი შვილი ჰყავთ და უკვე შვილიშვილს ელოდებიან. მართალია მას შემდგ უამრავმა წელმა გაიარა, მაგრამ ერთმანეთს ისევ ისეთი სიყვარულით და ბედნიერბით უმზერენ. ტკბებიან ცხოვრებით და მუდამ ცდილობენ ერთმანეთის გაბედნიერებას. სოფელში ხშირად ჩადიან, მოხუც მშობლებს არ ივიწყებენ. თამაზის და თამარს - მათ შვილებს ისევე უყვართ სოფელი როგორც ნათიას და ვახოს. თამაზი სულ ახლახანს დაოჯახდა და ახლა შვილს ელოდება. თამარი ჯერ სწავლობს და საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადება. ოჯახი მყუდრო და ბედნიერია.
კაფიდან გამოსვლის შემდეგ ნათიამ ფეხით განაგრძო გზა. სკვერის გავლით თეატრში ბრუნდება. სკვერში ბევრი ხალხია, უეცრად ჩხუბის ხმა ისმის, ვიღაც ორი,მთვრალი უსახლკარო სკამის გულისთვის ჩხუბობს. დააკვირდა და თვალეებს არ დაუჯერა, ერთ-ერთი მათგანი ვაჟაა... ძალიან შეეცოდა.მისი პირველი სიყვარული,კაცი რომელთანაც შვილი უნდა ჰყოლოდა,ახლა საცოდავი ლოთი გამხდარა,დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმლით,აბურძგნული თმა-წვერით და აკანკალებული ხელებით. ქალბატონი ვაჟამაც შენიშნა. იცნო, გული მოეწურა და თავი ჩაღუნა. ახლა, ამდენი წლის შემდგ ყველაზე მეტად ნანაობს ყველაფერს. კიდევ შეხედა, მზერა იასამნის თაიგულზე გადაიტანა, მაგრამ სახეში შეხედვა ვერ გაბედა, თვალი აარიდა და ისევ სკამისთვის ჩხუბში ჩაება.
ნათიამაც გზა გააგრძელა. მსუბუქი ნაბიჯებითა და ამაყი მზერით მიდიოდა. ნანახმა განწყობა ვერ გაუფუჭა. მისი ფიქრები ვახოს დასტრიალებს.ამედნი წლის შემდგაც ვახოზე ფიქრი არასდროს სცილდება და მისი ღიმილის მიზეზი სწორედ ისაა. გასაკვირია, მაგრამ პატარა გოგოსავით ჰაერში სულ სიყვარულის სურნელს გრძნობს.
სიყვარული სამუდამოდ იარსებებს და უამრავ წყვილს აუფორიაქებს გულს,ხოლო როც ის, იასამნის სურნელს შეერევა განსაკუთრებულ ისტორიას დაწერს ხოლმე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent