შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი 13


დღეს, 07:13
ავტორი Tak.oo
ნანახია 549

მალე გამობრუნდა ნიცა კოტეჯიდან და აუყვნენ ტაძრისკენ მიმავალ გზას.მოწონს ოთოსთან ერთად სეირნობა,მასთან საუბარი.
ოთო მხიარული და უშუალო იყო ურთიერთობებში.მშრომელი თბილისელი ბიჭი,რომელიც ბოლო წლებია უმეტეს დროს სოფელში ატარებდა.მოწონდა სოფლის ცხოვრება,ის თავისუფლება,რასაც მიწასთან და ტყესთან ურთიერთობა აძლევდა.ნელ-ნელა ნიცასაც გადასდო ეს შეგრძნებები,თუმცა გოგო მაინც იყო შებოჭილი,გრძნობდა ბიჭი და ვერაფრით ხსნიდა რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
_ აბა,დღეს რა თემა ავარჩიოთ გასარჩევად?_ ოთომ წამოიწყო საუბარი და კლდოვანი მთის ძირში ამაყად მომზირალი რამდენიმე მინდვრის ყვავილი მოწყვიტა და ნიცას გაუწოდა.
_ მადლობა._ ღიმილით დახედა გამოწვდილ ყვავილებს და გამოართვა._ ჰოო,თემას რაც შეეხება…
პაუზა გააკეთა.
_ მგონი თემა არ დარჩა რაზეც არ გვისაუბრია._ ჩაიცინა და ბიჭსაც ღიმილი მოჰგვარა.
_ მაშინ,მე გავუძღვები დღევანდელ ბლიცს და შემდეგი კითხვა ასეთია_ ხელები ჯიბეში ჩაიწყო და გააგრძელა._ რამ გადაგაწყვეტინა აქ დარჩენა?
თქვა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო გოგოს.ნიცას წამით შეეცვალა მზერა,თითქოს უფრო დაეძაბა,მაგრამ მალევე შეძლო სიმშვიდის აღდგენა და ღიმილით უპასუხა.
_ რუსკას ხაჭაპურმა._ წარბები აათამაშა.ოთომ სიცილი ვერ შეიკავა.
_ აი,ამ პასუხს ნამდვილად არ ველოდი.
_ რატომ? გულახდილი ვარ გეფიცები.რეალურად სხვაგან ვაპირებდი წასვლას,მაგრამ გზად მომშივდა,რუსკასთან მომასწავლეს და აი ხაჭაპური რომ ვჭამე,მეთქი ვსო,ამის გარეშე როგორ ვიცხოვროთქო და დავრჩი._ ღიმილით დაასრულა.
_ ვაა,ყოჩაღ რუსკას,ანუ მადლობა და ერთი დიდი და გემრიელი კოცნა დაიმსახურა ჩემგან.
_ ნამდვილად.
_ კაი,შემდეგი კითხვა არის ასეთი,რატომ გადაწყვიტე,რომ მთა იყო ის რაც გჭირდებოდა?
ნიცას სევდიანად ჩაეღიმა.
_ მე არა,სხვას სჭირდებოდა…_ თქვა და მზერა ოთოსკენ გააპარა და შეამჩნია ბიჭის დაკვირვებული მზერა.
_ სხვას?.._ ჩაეკითხა.
_ ჰო,სხვას...არ იცნობ შენ._ გაჩუმდა. მიხვდა,ოთო იმ თემას შეეხო,რაც ამდენი ხანი მოსვენებას არ აძლევდა ნიცას.
აღარ ჩაეძია,არ უნდოდა არაჯანსაღ გარემოში ეგრძნო თავი გოგოს.ცნობისმოყვარეობა კი ჰქონდა,მაგრამ უნდოდა ნიცას თავად გაეზიარებინა ყველაფერი მისთვის… როცა დრო მოვიდოდა.
_ კარგი,ახლა მითხარი რა მოგცა მთამ?
_ სიმშვიდე,_ ჩაიღიმა ნიცამ და ბიჭს გახედა. _ ბანალურად ჟღერს ხომ?
_ არა,რატომ?_ მხრები აწია ოთომ.
_ გაცვეთილი ფრაზაა თითქოს,მაგრამ მართლა ასეა.შინაგანი სიმშვიდე მომცა და ამან გამაძლიერა,საკუთარი თავი ვიპოვე თითქოს… _ ძირს,გზას დაყურებდა ნიცა.ნელი ნაბიჯით მიუყვებოდნენ აღმართს.
_ დამრჩა ზოგიერთი კითხვა,მაგრამ ამასაც ვუპოვი ახსნას…
_ და რას ელი როცა იპოვი პასუხებს? რა შეიცვლება?
ერთხანს ჩუმად იყო ნიცა,თითქოს არც გაუგონია კითხვა.
_ მე… მე შევიცვლები.
ოთომ წარბები აზიდა.
_ საინტერესო პასუხი იყო.
ნიცამ სიცილით გაფანტა ის ფილოსოფიური მუხტი,რაც მათ შორის იყო.
_ ხო,რა იყო,რა გაგიკვირდა?! ჯერ ისევ იმ ასაკში ვარ,როცა რაღაცეებს აღმოვაჩენ,დამაფიქრებს,შემცვლის…
_ უი,მართლა რამდენი წლის ხარ? ამდენს ვსაუბრობთ და არასდროს არ მიკითხია._ ინტერესით გაჯერებულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ოთოს.
_ ოცდაორის ვარ,თუმცა ძალიან მალე შეიცვლება…
_ ანუ,იუბილარი იქნები…_ ბოლო ბგერები გაწელა ოთომ.ხელები ჯიბიდან ამოიღო და ერთმანეთს შემოჰკრა._ აბა როდის ვქეიფობთ?
_ ოცდაათში…
_ ახლა,ორ დღეში?_ დააკონკრეტებინა ბიჭმა.
_ ჰო,რა იყო რა წარმოუდგენლად გეჩვენა?!
_ ხო რავიცი…_ თავზე ხელი გადაისვა ოთომ.
_ შენ რამდენის ხარ?
_ ოცდაოთხი.
ამასობაში მონასტრის ეზოში შეაბიჯეს.ორივე მდუმარედ გაუყვა ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს.ტაძრის კართან ისევ ის ბერი შემოხვდათ,ნიცა რომ ესაუბრა.ოთომ თავი დახარა და დალოცვა სთხოვა,შემდეგ მხარზე ეამბორა.
_ როგორ ხართ მამა მიქაელ?
_ შენ როგორ ხარ ოთო ბიჭო? მე უფალს მადლობა კარგად._ ნიცას გახედა,თავზე ხელი დაადო და ხმადაბლა თქვა._ უფალმა დაგლოცოს.
_ კარგად ვარ მეც.
_ სად ხარ დაკარგული,აღარ გამოჩნდი?
_ რავიცი მამა მიქაელ,გადავყევი ამ ეზოს და კოტეჯებს,ხან რუსკა დამარბენინებს აქეთ-იქით.ქალაქშიც ვიყავი ჩასული…
_ კარგი,რა იყო რა თავს იმართლებ,ერთი უბრალო ბერი ვარ,ღმერთი კი არა…_ ჩაიცინა მოძღვარმა.ოთოსაც გაეცინა.
ნიცა ტაძარში შესულიყო,სანთლებს ანთებდა.ორივემ მისკენ გაიხედა.
_ ვინ არის? _ იკითხა მამა მიქაელმა.
_ დამსვენებელია,ოღონდ ცოტა დიდი ხნით…
თავი დააქნია მამაომ და ისევ იმ ქვისკენ წავიდა.ოთოც მასე მიჰყვა.თავად ქვაზე დაჯდა და ახალგაზრდებისთვის სკამი დატოვა თავისუფალი.
_ ადამიანი ადამიანისთვის ხიდია…იმედი…და მზის სხივია._ ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა._ როგორც ლამპარი,ისე უნდა გაუნათოს შენმა სიკეთემ გზა მოყვასს.
ოთო ჩუმად უსმენდა და ვერ ხვდებოდა,რატომ დაიწყო ეს საუბარი მამა მიქაელმა,მაგრამ კარგად იცოდა,ტყუილად ის არასდროს არაფერს არ ამბობდა.იმდენჯერ გამოსცადა საკუთარ თავზე მისი სიტყვების უცნაური სიზუსტე…
ჰკითხავდა რაიმეს,უპასუხებდა მამაო და მერე იმას ფიქრობდა.
“ მე რა ვკითხე და ეს რა მიპასუხაო?”
მაგრამ გადიოდა დრო და მამა მიქაელის ნათქვამი სიტყვა წინ ხვდებოდა,მერე ახსენდებოდა, ეღიმებოდა და საკუთარ თავზეც ბრაზობდა.
“ თურმე რას მეუბნეოდა და მე რას ვფიქრობდი?!”
ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ეუბნეოდა,რომ აღარ გაუკვირდებოდა მისი დარიგებები,მაგრამ ახლაც ვერ მიმხვდარიყო,რატომ ესაუბრებოდა ამ ყველაფერზე,თუმცა იცოდა პასუხს აუცილებლად თავად იპოვიდა.
ნიცაც შემოუერთდათ,ცოტა ისაუბრეს ხან მთისა და ხან ბარისა,ამ ქვეყნის და იმ ქვეყნისა,ზოგად საკაცობრიო თემებზე…
მერე შებინდდა.დაღმართს დაადგნენ ნიცა და ოთო.
უფრო მშვიდად,უფრო თავისუფლად…


წვიმიანი დღე გათენდა.ნიცას გადაწყვეტილი ჰქონდა თავის დაბადების დღეზე ჩასულიყო ექიმთან ვიზიტზე.
წინა დღესვე ცუდ ხასიათზე იყო.პირველად ხდებოდა,რომ მამის გარეშე უნდა ყოფილიყო.უცნაურ სევდას და სიმძიმეს გრძნობდა გულში,ისეთს რომელსაც საყვარელი ადამიანებისგან შორს მყოფი ადამიანი განიცდის.
თვალი გაახილა თუ არა,ხმა შემოესმა თავსხმა წვიმის.ამან უფრო დაუმძიმა განწყობა,რომელიც წინა დღიდან მოყოლებული ჰქონდა.
ტელეფონს დახედა.დილის ათი საათი იყო დაწყებული.რამდენიმე უპასუხო ზარი იყო.შევიდა გამოტოვებულ ზარებში.
მამა (3) უპასუხო ზარი
მეკო (1)
ლიაკო (1)
სადღაც გულის კუნჭულში,რაღაც ჩასწყდა იგრძნო.
“რომ არ მძინებოდა ვუპასუხებდი?” დაუსვა საკუთარ თავს კითხვა და მიხვდა რომ კი,უპასუხებდა.მამას უპასუხებდა,რადგან გრძნობდა ძალიან მოენტრა.
არ ავიწყდებოდა ის რაც გააკეთა,რა წამს იხსენებდა სისხლი წნევას გრძნობდა მთელს სახეზე და თავში,მაგრამ მაინც ენატრებოდა.
გადაწყვიტა ეპასუხა თუ კიდევ დარეკავდნენ.სწრაფად გაემზადა და ეზოში გასვლა დააპირა,რომ კარზე კაკუნის ხმა გაიგო.
კარი გააღო თუ არა,სახე გაბადრული ოთო შეეგება.ყვავილებით და შოკოლადებით ხელში.
_ გილოცავ._ ლოყაზე აკოცა და გაუწოდა საჩუქრები.
_ ეე,მადლობაა.გახსოვდა?_ გაუხარდა ნიცას.
_ კი და სანამ ამ წვიმამ გამორეცხა ყველაფერი ჩემი თავიდან შემომიშვი._ გაიცინა ოთომ.
ნიცამ გზა დაუთმო.
_ მოდი,მაგრამ…
ოთომ თვალი შეავლო წასასვლელად გამზადებულ გოგოს.
_ უი,გადიხარ?
ნიცა უხერხულად აიწურა და თავი დაუქნია.
_ მარაუშავს რა მოხდა,მეც თბილისში მივდივარ,ამიტომ დაგადექი უთენია და რუსკას ეზოს ყვავილებით ხელში…
_ მეც თბილისში…_ გაიოცა ნიცამ უცნაური დამთხვევისგან.
_ ვაა,მართლა? წამოდი,მე გამომყევი._ შესთავაზა ოთომ.
_ ხო,მაგრამ… შენ როდის ბრუნდები?
_ დავბრუნდეთ დღესვე,უბრალოდ ჯერ რაღაც საქმეზე გავალ,მერე დედასთან მინდა შევლა და საღამოს…თუ შენ სხვა გეგმები არ გაქვს?
_ არაფერი დიდი,უბრალოდ დიღომში უნდა მივიდე ერთ ადგილზე და მერე თავისუფალი ვარ.მაქსიმუმ ორი საათი დამჭირდეს მე.
_ კაი.წავედით.

გზა თითქმის სიჩუმეში გალიეს.ნიცა ადრე გაღვიძების გამო მოთენთილი იყო და პერიოდულად თვლემდა.ტოქსიკოზმა კი გადაუარა,მაგრამ ენერგიის ნაკლებობას მაინც განიცდიდა.
_ ნიცა,დიღომში რა ადგილზე?
_ გამიჩერე გაჩერებასთან და
გავალ მე თვითონ.
_ მიგიყვან,რა პრობლემაა…
_ არ მინდა.აქ ჩამოვალ._ გადაჭრით თქვა ნიცამ.
_ კარგი._ ოთომ მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და გაუჩერა._ დამირეკე,რომ გათავისუფლდები და მოგაკითხავ.
_ კარგი,მადლობა.დროებით.
ნიცამ მანქანის კარი დახურა და ბეჭებში გასწორდა.ქალაქის ქაოსურმა ხმაურმა მაშინვე ყური მოჭრა,თითქოს წამში თავი ატკივდა.ჰაერი მძიმე და არა ჯანსაღი მოეჩვენა.
“ აქ როგორ ვცხოვრობდი?”
წამში ფიქრმა გაუელვა და თან ჩაეცინა თავისსავე ფიქრზე.
კლინიკამდე ტაქსით გავიდა.ფოიეში ყურადღებით იყო.არ უნდოდა ისევ გადაყროდა სადმე ლიას.
ლაბორტორიაში ავიდა ჯერ,ანალიზები ჩააბარა.იქიდან ექოსკოპიის კაბინეტში.
_ აბა ვნახოთ ჩვენი პატარა,როგორ არის.დაწექი დედიკო._ მიმართა ექოსკოპისტმა.
ნიცა დაწვა და ეკრანს მიაჩერდა.გული გამალებით უცემდა.მის სხეულში პატარა სიცოცოცხლე ფეთქავდა და მას შვილი ერქვა.ერთი სული ჰქონდა დაენახა,ისევ მოესმინა მისი გულის ცემა.
ექიმი გაურკვეველ ციფრებს ასახელებდა და კარნახობდა გოგონას,რომელიც ინიშნავდა ყველაფერს სიზუსტით.
_ ყველაფერი იდეალურად აქვს.ჯანმრთელი ბაიაა._ გაუღიმა ნიცას._ ახლა სქესი.გაინტერესებს._ ღიმილით ჰკითხა.
_ კი,მაგრამ თან მინდა,რომ კონვერტით გამატანოთ და არ მითხრათ.
_ ანუ ცერემონიას გეგმავთ?_ გაუღიმა.
_ არა,უბრალოდ მერე მირჩევნია…_ ხათრიანად გაუღიმა ნიცამ.
_ შენ როგორც გინდა ძვირფასო. _ დამხმარე გოგონასკენ მიტრიალდა._ მაი,ამოუბეჭდე და კონვერტით გაატანე სქესი,მე გეტყვი ვინც არის,როცა დედიკო დაგვტოვებს.გარეთ დაგველოდე ორიოდე წუთი კარგი?
ნიცამ ღიმილით დაუკრა თავი.ფრთხილად წამოდგა,კაბინეტი დატოვა.
არასდროს უფიქრია შვილზე,არც ამ მომენტებზე,მაგრამ უნდოდა ალექსანდრესთან ერთად გაევლო ეს ძვირფასი წუთები.რატომ და რის იმედად მოსთხოვა კონვერტი თავადაც არ იცოდა,მაგრამ გრძნობდა რომ იმ მომენტში მზად არ იყო.
კონვერტი გამოაწოდეს და გინეკოლოგთან შევიდა კაბინეტში.
ყველაფერი რიგზე ჰქონდა დედასაც და შვილსაც.
_ ანალიზების პასუხებზე დამირეკე საღამოს ნიცა,თუ რამე მედიკამენტი იყო პასუხების მიხედვით დაგინიშნავ.ამ ეტაპზე ყველაფერი იდეალურად გაქვთ.შენ თავად როგორ გრძნობ თავს?
_ ნორმალურად.
_ კარგი,მაშინ საღამოს ველი შენს ზარს.
ნიცა კლინიკიდან გამოვიდა თუ არა მეკოს ზარიც შემოვიდა ტელეფონზე.
_ აბა დაკარგულო? როფორ ხარ? გილოცაავ პატარა,სულ ბედნიერი უნდა მყავდე ხომ იცი,მიყვარხარ და…
ნიცას გული აუჩუყდა.
_ მადლობა_ ძლივს გადააგორა
ყელში გაჩხერილი სევდა.
_ ეე,კაი ახლა…ეგეთებს არ ვართ დღეს.რას შვრები აბა,როგორ ხართ?
_ კარგად,შენ?
_ მეც კარგად.რა ხმაურია სად ხარ?
_ კლინიკიდან გამოვედი…
_ მშვიდობაა?_ ხმა შეეცვალა მეკოს.
_ ა,კი.უბრალოდ კონსულტაციაზე ვიყავი.
_ რაო მერე?
_ არაფერი,ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა.
_ კარგია.სად ხარ?
_ დიღომში…
_ აუ,არ გინდა გნახო? თუ ისევ განდეგილი ხარ?
ნიცას პირველად გაეცინა გულიანად,თავს დამტყდარი ამბების მერე.
_ გნახავ კი,უბრალოდ…_ უცებ თავში აზრმა გაუელვა._ გცალია რამდენიმე დღე?
_ რამ წამოგიარა?_ ჩაეცინა მეკოს.მიხვდა დაქალში რაღაც ძველმა გაითვიძა და არაფეის დიდებით უარს არ ეტყოდა ახლა და მითუფრო დღეს,იუბილარს._ რა თქმა უნდა მცალია,უბრალოდ მაქვს უფლება დავინტერესდე?
_ ჩაალაგე თბილი ტანსაცმელი და დაგირეკავ მოგვიანებით.კარგი?
_ კარგი. _ ცოტა დაბნეულმა უპასუხა მეკომ,რომელსაც ძალიან აინტერესებდა ნიცას გეგმები,მაგრამ აღარაფერი უთხრა.
ნიცამ მაშინვე ოთოს გადაურეკა.
_ რას შვრები ოთო? მე დავასრულე ჩემი საქმიანობა და შენ?
_ მეც,დედასთან ავლა დამრჩა გეგმაში და გამოგივლი და ერთად ავიდეთ კარგი?
ნიცა წამით დაფიქრდა,თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა.მეკოსთან ოჯახში არ უნდოდა ჯერ ამ მდგომარეობაში ასვლა.
_ კარგი.ლოკაციას გაგიზიარებ და მოდი.
თხუთმეტ წუთში ოთოსთან მანქანაში იჯდა.
_ წინააღმდეგი ხომ არ ხარ აქედან მგზავრი,რომ ავიყვანოთ?_ გაეღიმა ნიცას.
_ ვინ? _ ინტერესით იკითხა ოთომ._ ოღონდ რამე ცხოველი არ მითხრა გთხოვ._ საწყლად ააფახულა თვალები.გოგოს გაეცინა.
_ არა და სულაც ცხოველებს რას ერჩი?
_ არაფერს,უბრალოდ,უკან გადაიხედე _ თავით უკან სკამზე ანიშნა.
_ მაგ დაკაწრულ ტყავის სავარძელს ხომ ხედავ?_ჩაეცინა._ ძმაკაცმა ჩამისვა ძაღლი და გამინადგურა.
_ ეტყობა რამე დაუშავეთ ან გააბრაზეთ…
_ ჰო,ალბათ._ მიხვდა კამათს აზრი არ ჰქონდა და ფარ-ხმალი დაყარა._ და ვინ მიგვყვავს?
_ გაიგებ._ დამაინტრიგებლად გაიჟღერა ნიცას ხმამ.

მანქანა მაღალსართულიანი კორპუსის წინ გაჩერდა.ნიცა და ოთო მანქანიდან გადმოვიდნენ.ფეხით აუყვნენ კიბეს.
_ მეორე სართული,ბევრი არაა._ გამამხნევებლად გაუღიმა ბიჭმა.
კარი დედამ გაუღო.
_ ოჰ,დაბრუნდა მთის კაცა._ გაეხუმრა ქალი და გზა დაუთმო შვილს ბინაში შესასვლელად._ გამარჯობა.
_ გამარჯობა._ მიესალმა ნიცა და ოთოს მიყვა უკან.
_ დე,ნიცა კოტეჯის სტუმარია ჩვენთან.ნანიკო,ნანა დედაჩემი._ გაიღიმა ბიჭმა.
_ მოხარული ვარ, რომ გაგიცანით._ ამბობს ნიცა და უხერხულად აფახულებს თვალებს.
_ დაჯექი ნიცა._ სკამს სთავაზობს ოთო._ დე,გთხოვ რამე უცებ ხემსი და უნდა წავიდეთ ისევ ჩვენ.დღეს ნიცა იუბილარია და საღამოს წვეულებას მოვაწყობთ მე,ნიცა და რუსიკო.
ნანას გაეცინა.
_ რას შვრება ბებიაშენი,ხომ არის კარგად?_ სამზარეულოდან გამოსძახა ქალმა.
_ იდეალურად.ხაჭაპურებს უფრო ხვეწავს,აგერ მაგისმა ხაჭაპურმა გადააწყვეტინა ანასაც ჩვენთან დარჩენა._ ჩაიცინა ოთომ.
_ გაიგოს ერთი,რომ მოგცხებს წკეპლას,როგორც ბავშვობაში,მერე იმასხარავე.
_ გეკადრება დედაჩემო? ვინ მასხრობს,იმ წკეპლის გემო,რომ მახსოვს რავა ვიკადრებ გამასხარავებას?!_ თეატრალურად შეიცხადა ოთომ და თვალი ჩაუკრა ნიცას.
_ მე მითქვია…_ კიდევ ერთხელ გამოსძახა გამაფრთხილებლად ქალმა.
სუფრასთან ოთო ხუმრობდა და ცდილობდა ნიცასთვის მხიარული,შინაური ატმოსფერო შეექმნა.რაც ნახევრად გამოუვიდა,ნიცა უფრო გაიხსნა და გამხიარულდა.
ტელეფონზე ზარის ხმა იყო.ოთომ ეკრანს დახედა.
_ ხო ზაზუ… მანქანა? ა,ხოო აქ ვარ…გამოვალ კაი._ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო._ ბოდიშით,ცოტახანს გავალ ზაზას ვნახავ.
ოთახიდან გავიდა.
_ მისი ძმაკაცია._ უხერხულობის გასაფანტად დაამატა ნანამ. _ ბავშვობიდან ერთად არიან,ორივე ისეთი მასხარა და მაიმუნი ბავშვი იყო._ ჩაეღიმა ოთოს ბავშვობის გახსენებაზე ნანას.
_ მე კი მართობს ხოლმე,ალბათ მარტოს გამიჭირდებოდა,რომ არა ოთო.
_ ძალიან უყვარს იქაურობა,სულ მანდ არის,ასე ჩამოვა ხანდახან და მერე ისევ ბრუნდება…
_ რომ არ სწყინდება კი მიკვირს ხოლმე.
_ ჰო,რავიცი._ მხრები აწია ნანამ. _რაც მშენებლობა დაიწყო მანდ,მის მერე ასეა და მაგით ერთობა.ადრე რუსკა სადაც არის,ეგ სახლი იყო მხოლოდ მანდ…მერე აიჩემა სასტუმროდ უნდა გადავაკეთოო,გააგიჟა რუსო,არ მოეშვა სანამ არ გააკეთა და იმანაც,რომ დაინახა მუშაობდა სასტუმრო,მერე კოტეჯზეც დათანხმდა.
_ დედათქვენია რუსო?
_ არა,დედამთილია.ჩემი მეუღლის დედაა.
_ ისე ღელავს ოთოზე._ ჩაეღიმა ნიცას._ დადის დასაოჯახებელიო.
_ ჰოო._ გაეცინა ნანას._ ეჩხუბება სულ,მამაშენს შენს ტოლს ორი პირი ცოლ-შვილი ჰყავდა გამოცვლილი და შენ რა ღმერთი გაგიწყრაო.
_ აბა,ჰქონია ნერვიულობის მიზეზი და რა ქნას._ აყვა ხუმრობაში ნიცა.
_ მერე ამის პასუხი?! “ მასე,რომ არ დამემართოს იმიტომ არ ვინიშნები ჯერო.” და მაგაზე სულ გაწიწმატდება ხოლმე რუსკა._ იცინის ნანა და ჩუმდება,მერე ისევ აგრძელებს შეცვლილი ტონით.
_ ეს ხუმრობით,მაგრამ სულ ვარიგებ,არ იჩქარო,დარწმუნდი,რომ გიყვარს და ისე შექმენი ოჯახი.მე და ჩემ მეუღლეს ისე აგვეწეწა ცხოვრება,ისეთი გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან…_ თითებით ხელსახოცს აწვალებდა ნანა.თითქოს შინაგანი მღელვარება ასე გადმოქონდა._ ბავშვები ვიყავით ერთმანეთი შეგვიყვარდა.მე მკაცრი ოჯახი მყავდა,როგორც კი გაიგეს დამიშალეს და მეჩხუბნენ,მაგრამ სკოლის ასაკში,ხომ იცი როგორც ხდება?!_ჩაიცინა._ გავჯიუტდი,ვიპარებოდი ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს.გაგვიგეს და მამაჩემმა თავი მიკრა მამიდაჩემთან,ასე მოულოდნელად არც არავისთან დარეკვის საშუალება მქონია,რომ ხმა მიმეწვდინა გურამისთვის.სახლში მოვედი და ჩალაგებული დამხვდა ბარგი,მამიდა მთაში ცხოვრობდა,იქ არც ტელეფონი იყო მაშინ,სახლის ტელეფონები იყო იმ დროს,მოკლედ ასე დამაშორეს.წლები ფეხი არ ჩამომადგმევინა თბილისში,როგორც გავიგე მერე მეძებდა,მაგრამ ვერ მიპოვა.წლები გავიდა და ცოლი მოიყვანა.არ ვიცოდი მე.
ამასობაში დავბრუნდი და ერთ დღეს შემთხვევით გადავიკვეთეთ.ისე მოხდა,რომ… _ თიათქოს რაღაც მოგონება ამოუტივტივდა,ჩაიღიმა,თან ერიდებოდა თქმა._ ორსულად დავრჩი,როცა გავიგე შოკი მქონდა,შიში,სირცხვილი…მაშინ ისეთი დრო იყო… აღარ მომეშვა,ცდილობდა კონტაქტს,ოღონდ დამიმალა ცოლი რომ ჰყავდა…როცა ორსულობა გავიგე ვუთხარი,თურმე ოჯახი მიატოვა და მე წამიყვანა ცოლად…იმდენი შეურაცხყოფა გამოვიარეთ მაშინ ორივემ,მე მითუმეტეს რადგან ხომ იცი ქალი,რომელმაც ცოლიან კაცთან საქმე დაიჭირა,ოჯახი დაუნგრია…სინამდვილეში ჩემმა ოჯახმა დაგვინგრია მშვიდად ცხოვრების საშუალება.
მერე მეც ვშორდებოდი,რომ გავიგე ცოლ-შვილი ჰყავდა და დამიმალა,მაგრამ… წასასვლელიც არ მქონდა,ან კი სად წავიდოდი?! იმდენი გაჭირვება და დამცირება გამოვიარეთ,იმდენი ტკივილი…
პაუზა გააკეთა.
ნიცა გარინდული უსმენდა,თავის ცხოვრებასთან ავლებდა პარალელს.
_ ოთო რომ გაჩნდა და წამოიზარდა,მის მერე სულ მის დარიგებაში ვარ,არ მინდა იჩქაროს და ამ სიჩქარეში,გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას.რუსკა პირიქით არის…_ გაიღიმა სევდიანად._ მგონი სულ ავრიეთ ეს ბიჭი…
_ რამდენი წლის იყავით?
_ რომ შემიყვარდა,ბავშვი ვიყავი ცამეტი წლის.
_ მართლაც პატარა ყოფილხართ.
_ კი,ძალიან. რამ გამახსენა ახლა ეს ამბები._ ხელი ჩაიქნია ნანამ,მერე თავად გასცა პააუხი თავის კითხვას._ ორ დღეში ჩემი მეუღლის გარდაცვალების დღეა და ასე ვარ ხოლმე,ამეკვიატება ფიქრები,მოგონებები…ხოდა შენ შემომრჩი და …_ გაიცინა.
_ მერე რა,საინტერესო იყო._ გაუღიმა ნიცამ.
_ ჰო,ქალებს ყოველთვის გვიზიდავს სასიყვარულო ურთიერთობები.
კარის ხმა გაისმა.ოთახში ოთო შემოვიდა.
_ აბა ხომ არ მოიწყინეთ? _ ორივეს გადახედა._ ბიჭები ვნახე.
_ არა._ ღიმილით დაუბრუნა პასუხი ნიცამ.
_ წავიდეთ?_ მიუბრუნდა ნიცას.
_ კი.ოღონდ ჯერ აგალაგებინებთ._ მაგიდას გადახედა ნიცამ.
_ უი,რას ამბობ,შენ რომ არ გაწვალო.წადით,ამის ალაგებას რა უნდა.
დაემშვიდობნენ.
ნიცამ მეკოს მიწერა:
“გაემზადე გამოგივლით”
“მზად ვარ”



№1 სტუმარი Makvala Kistauri

სიამოვნებით ვკითხულობ კარგია მადლობა

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ანუ ალექსანდრეს ძმაა ოთო,საინტერესო ამბებია აშკარად მაგრამ პატარა თავი იყოო,გელოდები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent